ყველასთვის ცნობილია, რომ ქრისტიანული თეოლოგია სიყვარულს სულიწმიდის ნიჭად განიხილავს, რწმენასთან და სასოებასთან ერთად... მაშასადამე ის არ არის ადამიანის პიროვნული თვისება, უფრო სწორედ ის არ წარმოადგენს მთლიანად ადამიანური ბიოლოგიის ნაყოფს და პიროვნებაში მის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა სულიწმიდის მოქმედება ცხადია მისივე ნებასთან ერთად, რომელიც გარკვეული მზაობის შემდეგ მიეცემა ადამიანს... მიემადლება, ეჩუქება და რაც გინდათ ის დაარქვით, მერე მეტყვით კათოლიკურ ტერმინებს იყენებო
მაგრამ იმავდროულად სიყვარულის გრძნობა არსებობს ყოველ ადამიანში, როგორც გრძნობა, როგორც ემოცია და როგორც ქიმიური ნივთიერება...
რა ძირითადი განმასხვავებელი თავისებურებები, ნიშან-თვისებები და არსობრიობა ახლავს სულიწმიდისეულ სიყვარულსა და სიყვარულს, რომელიც ბუნებით გრძნობად დაგვყვა?
ჩემს აზრს შემდეგ შემოგთავაზებთ...
ჯერ გვითარგმნე რაც თქვი და მერე თან შენი აზრი შემოგვთავაზე
სიყვარულს ნიჭი უნდა რაც ეს თვისება ყველას არ გააჩნია .....
ხოლო ემოცია ცოტა რთული ასატანია თუმცა გააჩნია ემოციას არის დადებითიც და უარყოფითიც საკითხავია სიყვარულის დროს რომელი მათგანი გეწვევა
შოთაძე
ანუ, გრძნობა?
მნათე
ორივე
ჩვენ რაც ვიცით სიყვარული ეს არის გრძნობა და რისიც გვწამს არის ეს სულიწმინდისეული სიყვარული. ხვალ უფრო ფართოდ დავწერ Fსიქოლოგიურ კონტექსტში :D
ბევრს რომ ბაზრობენ ხოლმე მოდერატორები..ეს თემა რამდენნაირი არსებობს არ ვიცი...პატრონი არ ყავს ამ განყოფილებას?
sergi_glaxa
თემის სათაურს გავცემ პასუხს>არც ერთია და არც მე-2
სიყვარული -უდიდესი გრძნობაა ვოტ ი ვსიო
.:Lela:.
ხოხ, ნიჭიერო
მე მგონია, სიყვარული ნიჭია, რომელიც ბადებს ემოციას
ხოლო ემოცია, აძლიერებს მას. ესაა დამოკიდებულება, გვერდში ყოფნის სურვილი, მარტო დარჩენის შიში... ესაა საკუთარი სისუტსის აღიარება . ეს აღიარება კი ადამიანს ემოციურად ამდიდრებს. ესაა სხვისი სისუსტის მიმართ შემწყნარებლობაც... ესაა მოთმინება და ნდობა...
და რიავიცი კიდევ რა )
ამაზე გამიზიარეთ ერთი აზრი რა ძალიან გთხოვთ
სათნოების, სიკეთის, სიყვარულის, და შენდობის მღაღადებელნო !!!
რა არის ეს ? თუ თქვენი რელიგია ესაა მაშინ მე არ ვარ ქრისტიანი და თუ არა რატომ აქვს ამ მამაოს ამდენი უფლება მოსილება არებული თავის თავზე და რატომ რჩება დაუსჯელი ეს ეგრედ წოდებული "მამაო"
http://www.picturepush.com/public/1183883
ვიდეოს ლინკი
http://www.youtube.com/watch?v=7yb9UrSr49w
მოეშვით ღმერთის სახელით ლაპარაკს და თქვენ თავს მიხედეთ !! ამას გეტყოდიტ მეტს არაფერს
inkvizicia
ტკბილო, ერთი აქეთ მოიხედე...
ჯერ ერთი მაგაზე თემაც გაიხსნა აი აქ: http://church.ge/index.php?showtopic=5355
რამდენად დადებითია იქ ხალხის აზრი ამ ფაქტთან მიმართებაში შეგიძლია იხილო
და მეორეც მერე, ვინ გითრა, რომ ეგ მამაო ჩემთვისაც (რომელიც თავს მორწმუნედ ვთვლი) მამაოა?
სიყვარული თავად ღმერთია და რამდენადაც ვართ ღმერთთან ახლოს მით უფრო ვართ აღვსილნი სიყვარულით. ორი უმთავრესი მცნება ხომ სიყვარულს ეხება? ჩემი აზრით ღვთიური სიყვარულის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი თავგანწირვაა. რაც შეეხება სიყვარულს-გრძნობას, ამას ალბათ ადამიანი სამშვინველის დონეზე გრძნობს და არა სულიერზე. მისი გმაოხატულება შეიძლება იყოს რომანტიზმი, პოეზია, მუსიკა და სხვა ხელოვნებები. ყველაფერი ის რაც გრძნობებზეა დამყარებული. საინტერესო თემაა...
inkvizicia
დაიცა, ახლა შენ მე მდებ ბრალს იმაში რაშიც სხვას დავდე ბრალი და ტრაქტატები ვაცხე შენი აზრის მხარდასაჭერად?
რელიგია და მამა დავით ისაკაზე რომ გაერთიანდება, დაგვიკავშირდი...
სიყვარული ?!?
საკუთარი გულის-სულის-გრძნობის-სიმართლის გააზრების და სხვისთვის დანახვება-მოფრთხილების ბეწვის ხიდია
"გზას ვამბობთ, თორემ რა გზაა ?!?
"აზრები და ციტატები თერალური ენციკლოპპპპეტტტტტიიიდან"
..........................................
"სიყვარული მეტია ვიდრე სიტყვა :
- ზრუნვა, უსიყვარულოდ უშედეგოა.
- პასუხისმგებლობა, უსიყვარულოდ სიფრთხილეა.
- სამართლიანობა, უსიყვარულოდ გულქვობაა.
- სიჭკვიანე, უსიყვარულოდ ეშმაკობა.
- მეგობრობა, უსიყვარულოდ მლიქვნელობაა.
- წესრიგი, უსიყვარულოდ მეწვრილმანეობაა.
- პატივი, უსიყვარულოდ ქედმაღლობაა.
- ქონება, უსიყვარულოდ სიხარბეა.
- რელიგია, უსიყვარულოდ ფანატიზმია.
სიყვარული იზრდება რწმენით."
ეს უკვე ციტაატა სიბრძნის სკივრიდან
"გულიდან ამოტანილი წრფელი სიყვარული"
"ადამიანი უკვდავი ხდება მაშინ, როცა ამქვეყნად კეთილ კვალს ტოვებს, კეთილ საქმეებს აღასრულებს, მაგრამ ამას ვერ შეძლებს, თუ გული სიყვარულითა და სინათლით არა აქვს სავსე. სიყვარული ცხოვრების ღერძია."
/პოეტი ეკა ბაქრაძე/
"ჩვენ ვამბობთ, რომ არ შეგვიძლია ღვთის გარეშე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ არც მას სურს ჩვენ გარეშე ყოფნა".
/ილია მეორე/
ამ სიტყვებში რამხელა სიყვარული დევს
"პავლე უფსკრულია სიყვარულისა"
"ისეთი ადამიანები გიყვარს, რომელთაც საერთოდ არ იცნობ და შეხებაც არ გქონია, მაგრამ გაცნობისთანავე ისეთი გრძნობა გეუფლება, თითოქოს ის შენია, შენს გვერდით გაატარა მთელი ცხოვრება და მის გარეშე წარმოუდგენლად მიგაჩნია წამი".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"ქალწულის გული უკვე მოეწყლა ქრისტეს სიყვარულს"
"მინდა უფლისა და ეკლესიის სიყვარული და ერთგულება შემრჩეს სიცოცხლის ბოლომდე"
/დიაკონი გიორგი შიობრიშვილი/
"ღმერთმა ბევრი სიყვარული გაგაცემინოთ"
/ილია II/
"გიყვარდეს და ყოველთვის ყველაფერში სწორად მოიქცევი"
"სიყვარული სათნოებათა ოკეანეა"
"...შენს სიყვარულში ვხედავ
თუ რამ კარგია ჩემში..."
/გურამ ჭავჭანიძე/
"...დედამიწაზე შენ რომ არ იყო, ამ ცივ სამყაროს ვინ გაათბობდა?.."
/ლამზირა შეყილაძე/
"სიყვარული სიკვდილზე ძლიერია, რადგან ვერც მისი ბორკილები აჩერებენ მას".
"მე მივდივარ, რომ თქვენი მეოხი ვიყო ღვთის წინაშე, რომ თქვენი სიყვარული ზედ ღმერთის ტრაპეზზე დავდო."
/წმ. გაბრიელ ბერი/
"არაფერი ისე არ ფარავს ცოდვათა სიმრავლეს, როგორც სიყვარული".
"სალესი ქვით შეიძლება განვსაზღვროთ ოქროს ხარისხი, სიყვარულით კი ადამიანისა და მისი რწმენის ხარისხი".
წმინდა ბასილი დიდი ამბობს: "ღმერთისათვის სათნო დიდებული საქმეები კი არ არის, არამედ ის დიდი სიყვარული, რომლითაც ისინი აღესრულება, რამეთუ არაფერია მცირე, როცა ძალიან უყვართ და არც დიდებული, რომელიც მცირედ უყვართ".
"ვინც სიყვარულით იარსებებს, იგი სამარადისოდ ღმერთთან იქნება".
/წმ. ეფრემ ასური/
"უხილავი ღმერთის სიყვარული ხილული ადამიანის სიყვარულით შეიცნობა და ისინი, როგორც ჯვარი, ისე კვეთენ ერთმანეთს."
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ადამიანო, იცოდე, რომ შენი სიყვარულის გამო შეიქმნა ქვეყნიერება, შენთვის ამოდის მზე, მთვარე და ცის ყოველი მნათობი, შენ გემსახურება მიწის ყოველი ბინადარი და რაც მთავარია, შენი სიყვარულის მიზეზით გადმოვიდა ღმერთი ზეციდან".
"ადამიანი, რომელსაც გულში სიყვარული აქვს, რომც ჭამდეს, მაინც მარხულობს, ძილშიც მღვიძარებს, სიტყვის გარეშე მლოცველია და ხელების გარეშეც მოწყალეა."
"თვალხილული, ყოვლისმჭვრეტელი, გულში ჩამწვდომი სიყვარული"
„ღმერთს ვუყვარვართ არა იმიტომ, რომ კარგები ვართ, ღმერთი მოწყალეა ჩვენს მიმართ არა იმიტომ, რომ ვიმსახურებთ ამ წყალობას ან სიყვარულს: მას ჩვენ უბრალოდ ვუყვარვართ“.
/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/
"ჩვენ ძალზე უნდა შევიყვაროთ ქრისტე და მაშინ ვერაფერი გვაცდუნებს"
"[ღირს სვიმეონ მესვეტე უფროსს] სახე ყველას დანახვაზე უცისკროვნდებოდა - დიდებული იქნებოდა ის, გლახაკი, მდიდარი თუ უპოვარი"
"იმარხავდა ღმერთს და ღმერთიც იცავდა ნეტარს"
"რა სიყვარული ხარ, უფალო!"
"წყვილის სიყვარულით სავსე
სიტკბო იღვრებოდა თასზე!"
/ლეილა გაფრინდაშვილი/
"გულში სიყვარულის ლამპიონები მენთო"
/გულნაზ ხარაიშვილი/
"ქრისტიანობა მართლაც სიყვარულის რელიგიაა. მაგრამ ამ ქრისტიანულ სიყვარულს არაფერი აქვს საერთო ცრემლიან სენიტმენტალურ მიწიერ სიყვარულთან, როგორც ეს ღმრთის მადლის გარეშე მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობას ესმის".
/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/
"ამოტვიფრული სიყვარული"
"თუკი ადამიანს ყველაზე მეტად უფალი უყვარს, მაშინ მას ყველა უყვარს, ყველას სათანადო ყურადღებით ეპყრობა და ჰარმონიული ურთიერთობა აქვს სამყაროსთან".
/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე პარი/
"ო, სიყვარულო ანგელოზის ჩუმო დღიურო"
"მე სიყვარული განმიცდია დედისკენ ღვთისკენ"
/ტარიელ ხარატიშვილი/
"...მიყვარხარ ისე, რომ სიცოცხლე შემოგაკარი..."
/ტარიელ ხარატიშვილი/
"ისე მიყვარხარ ჩემთვისა ხარ ხატშესადარი!"
/ტარიელ ხარატიშვილი/
"შეგრძნობილი სიყვარული"
"სითბო და სიყვარულიც თუ მოიშალა, რაღა დაგვრჩება?"
"სიყვარული გულისმიერი გრძნობა და მოძრაობაა"
"გაბრიელ ბერის მთელი არსება მოყვასის სიყვარულით სულდგმულობდა. შეუძლოდ იყო, სენაკიდან ვეღარ გამოდიოდა, როცა მისმა საოცარმა ხმამ შეაზანზარა სამთავრო:
- მიყვარხართ ყველანი!
ეს იყო გულიდან ამოტანილი იმ უსაზომო სიყვარულის გამოძახილი, რომელშიც, ვისაც კი ბერი ერთხელ ენახა, ხშირად რწმუნდებოდა."
"აღტაცებული სიყვარულით"
"ადამიანთა შორის სიყვარულს სწორედ ეშმაკი არღვევს და დაშრეტს".
/ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი დოდო (მარიამ) ღლონტი/
"სადაც არის სიყვარული, იქ არ არსებობს ცივი გათვლა, სადაც არის სიყვარული, არ არსებობს ანგარება".
/პროფესორი ალექსი ოსიპოვი/
"თუკი ერთმანეთი გვიყვარს, არ გვესაჭიროება არც შრომა, არც ღვაწლი - ეს ის გზაა, რომელსაც თავისთავად მივყავართ სათნოებასთან".
"ბერი ამფილოქე (მაკრისი) გვირჩევდა: - შეიყვარე ერთადერთი ღმერთი, რათა შეგიყვაროს ყველამ, არა მხოლოდ ადამიანებს ეყვარები, არამედ უტყვ ცხოველებსაც, ვინაიდან ღვთის მადლი როცა გარეთ გამოდის, აელექტროებს და თავისკენ იზიდავს იმას, რაც მის წინ არის. ოღონდ შენ არა მარტო ეყვარები, არამედ პატივსაც მოგაგებენ, ვინაიდან შენში გამოისახება უმანკო ხატი იმისა, რომელსაც შეიყვარებ და რომლის მსახურიც იქნები".
"ერთი ფილოსოფოსი ჩინეთისა, კონფუცი, ამბობს, რომ არ არის საკმარისი სხვამ გითხრას, რომ უყვარხარ, შენ უნდა მიაღწიო ისეთ სიმაღლეს, რომ თავად გულწრფელად უთხრა სხვას: საყვარელო, მიყვარხარ".
/ილია მეორე/
"ღვთაებრივი სიყვარულის ერთი წვეთი ყველანაირ ამქვეყნიურ, ხორციელ სიყვარულს აღემატება".
/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/
"სიყვარულის საქმეებით განათებული ჩვენი ცხოვრება გარდაისახება და აყვავილდება ამა სიყვარულის სინათლეზე".
"...თვალწინ იშლება სიყვარულით ამოფერილი ლაჟვარდები..."
"ნეტარებს ქრისტე ეძახის მათ, ვისი სიცოცხლეც სავსეა ღვთის სიყვარულით".
"სიყვარულის უფრსკრული"
"როცა ყველაფერში სიყვარულია, იქ ყველაფერი სწორი გზით მიდის. როცა სიყვარული არ არის, იქ ყველაფერი იშლება".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"თუ ღვთის ნებით შენი გულის სიღრმიდან ამომავალი სიყვარული ჭეშმარიტი იქნება და სიყვარულით დაელოდები, მაშინ შენი ახლობელი ადამიანი, რომელმაც მიგატოვა, სხვაგან ვერსად იპოვის ისეთ ნაზ სიყვარულს, როგორიც შენ გაქვს და უკან დაბრუნდება.
წავიდეს, სადაც უნდა, ასეთ გულითად სიყვარულსა და სიყვარულის ასეთ "ხარისხს" ვერსად იპოვის. შეიძლება, იშოვოს მხოლოდ სანაცვლო უღიმღამო, მაამებლური სიტყვები, პირად სარგებელზე დაფუძნებული სიყვარული და იმედგაცრუებული კვლავ შენ დაგიბრუნდება. ოღონდ მთავარია, როდესაც დაბრუნდება, შენ დახვდე. დაელოდები?"
/არქიმანდრიტი ანდრია კონანოსი/
"არ შეიძლება, ადამიანს სიყვარული მოსთხოვო, არ შეიძლება უთხრა: "მინდა, კარგად მექცეოდე, მინდა პატივს მცემდე".
/არქიმანდრიტი ანდრია კონანოსი/
"ირგვლი საყოველთაო სიყვარული სუფევდა"
"ქრისტიანული სიყვარული არის სული წმინდის ძღვენი. ამ ძღვენს ვიღებთ რწმენით, საიდუმლოებებით და ჩვენზეა დამოკიდებული, გავზრდით თუ არა ამ მადლს".
“არქიმანდრიტმა იონა კიეველმა (XXს.) ბევრი განსაცდელი და დევნა დაითმინა კაცთაგან. მას სცემდნენ, თმით ათრევდნენ, წვერს აგლეჯდნენ... ერთხელ, როცა თავის კელიაში დამწუხრებული იესოს ლოცვას იმეორებდა, მასთან მაცხოვარი შემოვიდა. უფალი კუნძზე ჩამოჯდა, რომელიც იონას მაგიდის მაგივრობასაც უწევდა. მამა იონა ცრემლთა ფრქვევით დაემხო მის ფერხთა წინაშე, შემდეგ მოიკრიბა ძალა და იესოს მიმართა:
- უფალო, გავბედავ და შეგეკითხები: როცა ძველ აღთქმაში გთხოვეს, გამოსცხადებოდი, უპასუხე: "არავის ძალუძს იხილოს ჩემი სახე და ცოცხალი დარჩეს"... რატომ მოხვედი ჩემთან, უდიდეს ცოდვილთან?
მაცხოვარმა უპასუხა:
- იმიტომ, რომ შენ შეიყვარე ადამიანები ისე, როგორც მე შევიყვარე.”
"ძვირადღირებული სიყვარული, რომელიც სულიერ კეთილშობილებაში, თავგანწირვაში მდგომარეობს"
"...ეს ჩემი ცრემლი სიყვარულია..."
"მამა პაისის განმასხვავებელი ნიშანი ყოვლისმომცველი სიყვარული იყო, სიყვარულს გამოხატავდა ის სიტყვასა და საქმეში".
"ქრისტესმიერი სიყვარულით მიყვარხართ!"
"სიყვარულს გასცემ სიყვარული გიბრუნდება"
/იღუმენი ნიკოლოზი (ცაბაძე)/
"ცის სიყვარულში დაფერფლილან"
"უფლის სიყვარულთან შენივთებული"
"ჩვენ ქრისტიანული სიყვარულის ცეცხლს დავანთებთ ჩვენსა და მოყვასის გულში"
"რაში მდგომარეობს ავადმყოფობა? - სიყვარულის შერყვნაში".
/ეპისკოპოსი ათანასე ევტიჩი/
"ადამიანისადმი სიყვარული შეუძლებელია ღმერთის სიყვარულის გარეშე"
/დოსტოევსკი/
"სიძულვილით -
მაისიც კი მარტობს,
ჭკნება - ვარდი,
ხარობს ნარი,
ღოლო...
სიყვარული გადაგვარჩენს, -
მარტო...
სიყვარული გადაგვარჩენს, -
მხოლოდ..."
"ადამიანი სიყვარულისთვის იბადება"
"ნეტარი მამა ყველას, ვინაც კი მიეახლებოდა, უსაზღვრო სიყვარულს მიაგებდა"
"- ეს ყრმა მიწიერზე მეტად ზეციურს შეიყვარებსო!"
"სიყვარული მთელი რჯულია"
"სიყვარულს, სიყვარულს, სიყვარულს,
თავს ვანაცვალებდი, თავს!.."
/თინათინ მრელაშვილი/
"მწველი გრძნობა დაეუფლა ჩემს გულს"
"ჩვენი სიყვარული განშორებაა"
/თამაზ ბაძაღუა/
"მე შენს თვალებში ჩავარდნა მიყვარს...
შენი თვალების ფსკერზე ჩაძირვა"
/ნათია მჭედლიშვილი/
"ღმერთი ჩვენთან არის , რადგან მას უყვარს. მოდით, ჩვენც გვიყვარდეს ერთმანეთი!"
/არქიმანდრიტი არსენი (პაპაჩოკი)/
"პოეზიაა - როცა მიყვარხარ
და მაინც ვამბობ,
რომ დამავიწყდი..."
"ის კი არ არის მოგებული, ვინც უყვართ. არამედ ის, ვისაც სიყვარული შეუძლია!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სიყვარული, იცით, რა არის? როცა რაიმეს კი არ ველი შენგან, არამედ მზად ვარ, მოვკვდე შენთვის - აი, დამოკიდებულება, რომელიც ყველანაირ ეჭვს დაამარცხებს."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"...ქრისტეს სიყვარულით აგიზგიზებულ მის პატარა გულს..."
"...უზომო ტკივილი ვიგრძენი, რადგან მიმატოვე..."
"სიყვარულს მთელი ცხოვრება უნდა ვსწავლობდეთ"
"მე შენ ისე მიყვარხარ, ისე მიყვარხარ, შენ კი არ გიყვარვარ!"
"მართლაც, რას არ გაგაბედინებს სიყვარული?"
"გაეცით მეტი დადებითი ემოცია, ღიმილი და სიყვარული".
სქემ-მღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი)/
"-გიყვარს?!
-კი..
-რატომ?!
-არ ვიცი...
-მართლა გყვარებია!.."
/მამა პეტრე/
---
"სიყვარული მხოლოდ ბედნიერება არ არის, ის გარკვეულწილად ტანჯვაა"
"სიყვარულმა ლამის დამფერფლა"
/წმ. პაისი ათონელი/
"მიქელანჯელო წერდა: "არ შობილა ჯერ ამქვეყნად კაცი, რომელსაც ჩემსავით სწყუროდეს, უყვარდეს ადამიანები".
"კარგია, გიყვარდეს, მაგრამ არა ასე მხურვალედ".
/არქიმანდრიტი ათანასე ლიმესოელი/
"ადამიანებს შორის დამოკიდებულებაზე ბერი [წმ. პაისი ათონელი] ბრძანებდა: "ამოსავალ წერტილად ჩვენი ქმედებებისა იმაზე ფიქრი კი არ უნდა იყოს, უკეთ როგორ უნდა მოვეწყოთ, არამედ ის, თუ როგორ შევუმსუბუქოთ ხვედრი მოყვასს, როგორ მივანიჭოთ მას მშვიდობა. მაშინ ყველა კარგად იქნება და ადამიანებს შორის სიყვარული გამეფდება".
"უნდა მივაღწიოთ ღვთის სიყვარულს, - ამბობდა მამა პაისი, - რომ ჩვენი გული ხარობდეს, ძგერდეს სიხარულით. საღმრთო ტრფიალების, საღმრთო ჭვრეტის მისაღწევად განუწყვეტელი ღვაწლია საჭირო. მაგრამ როცა მოვა, მაშინ ამბა სისოსავით აღარც ჭამა გინდა და აღარც ძილი. როცა კაცი ხვდება, რა არის ღვთის სიყვარული, ის საღმრთო გონებაშეშლილობამდე მიდის, მაგრამ რა საწყენია, რომ სოფელი ამ სიყვარულს ვერ იგებს".
როცა ჰყვებოდა კაცზე, რომელმაც ღვთის ჭვრეტის მდგომარეობას მიაღწია, ამით მამა პაისიმ ერთგვარად თავისი სულიერი მდგომარეობაც გაამხილა: "როგორც კნუტი, რომელიც შენს ფეხებთან გორავს და გეფერება, შენც, ქრისტეს სიყვარულით ჭკუიდან გადასული, ეფერები და უკოცნი მას ფერხთ.
როცა კაცს უმაღლესი ხარისხის საღმრთო ტრფიალება დაეუფლება, დნება, იწვება. მსხვილი ძვალნი ადამიანის სხეულისა რბილდება, როგორც ცვილის სანთლები. როცა კაცი აღწევს საღმრთო ტრფიალებას, ის მთვრალს ემსგავსება. იგი დატყვევებულია საღმრთო სიყვარულით და სხვას ვერაფერს აკეთებს. ყველაფრისადმი გულგრილი ხდება, მსგავსად იმ მთვრალისა, რომელთანაც მიირბინეს და ამცნეს, სახლი გეწვისო, ის კი პასუხობს: "დაიწვასო..." ამიტომაც სჯობს, ადამიანი მცირე ხანს დარჩეს ამ საღმრთო ჭვრეტის მდგომარეობაში".
"ერთ-ერთ პირად წერილში წერდა [ღირსი პაისი ათონელი]: "როცა კაცი მოახერხებს, განთავისუფლდეს ყველასა და ყველაფრისგან, მაშინ იგრძნობს ღვთის უდიდეს სიყვარულს, რომელიც დაეუფლება მას და ღვთის მონად აქცევს".
"თვალებიდან გადმოფრქვეული სიყვარული და უსიტყვო, მრავლისმთქმელი ღიმილი"
"იდიდოს უფლის სიყვარული, რომელიც უზენაესი სამართალია"
"მთელი მისი ცხოვრება მოტყინარე ცეცხლი იყო ქრისტეს სიყვარულისა"
"ღვთის განსაცვიფრებელი სიყვარული"
"ფარისეველთა მსგავსად, მარტოოდენ ნორმატიული აქტებით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ, მთავარი ფასეულობა - ადამიანია, მისი ხსნა ქრისტეში და ამისთვის შეიძლება ყველა კანონი უარყო და მხოლოდ ერთით - სიყვარულის კანონით იხელმძღვანელო.
ერთ ფაქტს მოვიყვან: ქრისტეს აქეთ 49 წელს იერუსალიმში შედგა მოციქულთა კრება, რომლის მთავარი საკითხი გახლდათ - აუცილებელი იყო თუ არა მოსეს სჯულის აღსრულება და წინადაცვეთა ებრაელობიდან მოსულ ქრისტიანთათვის.
პავლე მოციქული ამას საჭიროდ არ თვლიდა და ამტკიცებდა: თუკი ქრისტეში ნათელვიღეთ, ამის აღსრულება რაღა საჭიროაო, მაგრამ ამ კრების შემდგომ მან, ერთი შეხედვით, არაადეკვატური რამ ჩაიდინა: თავის მოწაფე ტიმოთეს წინადააცვეთინა - გარეგნული ნორმა დაარღვია, მაგრამ მთავარი - სიყვარულის კანონი აღასრულა, რადგან სხვაგვარად ებრაელობას ვერ შეიძენდა. უსიყვარულოდ კი, მოგეხსენებათ, ყოველივე უფასურდება".
/მამა ლევან მათეშვილი/
"მამა გერმანე ღვთაებრივი სიყვარულით ბრიალებდა"
"სრულყოფილი სიყვარული არასოდეს დაეცემა"
"სიყვარული ცხოვრებას ალამაზებს და ადამიანის სიცოცხლისუნარიანობას აძლიერებს"
"ლოცვის დროს გონებაგაფანულობა, უსასოობა არაერთხელ დამუფლებია და ერთხელ უფალს ვემუდარე, შენი სიყვარული შემაგრძნობინე-მეთქი. იმ წუთში - ვერა, მაგრამ მალე ვიგრძენი, რომ გული რაღაცამ გამიპო, ისეთი სითბო ჩამეღვარა და ისეთი სიყვარული, ამქვეყნიური ცხოვრება ერთ დაუსრულებელ ტანჯვად მომეჩვენა.
ეს მხოლოდ ერთ წუთს იყო - რომ დავფიქრდი, მივხვდი, ასეთ რამეს ვეღარ გავუძლებდი. უფალი იმხელა სიკეთის გამომცემელია, თავისი სიყვარულითაც არ გვაწუხებს. ასეთი რამის მიღება მხოლოდ დიდი მომზადებით არის შესაძლებელი და წმინდა მამების ხვედრია."
"ბედნიერია ის, ვინც სიყვარული
შეისულსისხლხორცა."
/გივი ალხაზიშვილი/
"სიყვარული არის სრული თავგანწირვა, როცა შეგიძლია სისხლი დაღვარო იმისთვის, ვინც გიყვარს. სხვაგვარად სიყვარული არ არსებობს, მით უფრო ღმრთისადმი სიყვარული, და მოყვასისადმი სიყვარულიც. ნებისმიერი დიდი საქმე თავგანწირვას ითხოვს. მაგრამ ეს ადამიანის ფარისევლურ ბუნებას არ მოსწონს."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"მამა საბა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებას გარდაიცვალა. სიკვდილის წინ უკანასკნელად დაარიგა თავისი მორჩილები: "სიყვარული, სიყვარული, სიყვარული".
"იმას ვაკეთებ, რაც გულს უნდა. გულს კი მაშინ უნდა, როცა უყვარს"
"უფალი თუ არ გვიყვარს, ყოველი სიკეთისგან შორს ვდგავართ"
"- რა არის ნაყოფი სიყვარულისა და რამდენად ხილულია ან რა გზით შევიძინოთ იგი? ზოგი ამის მზა რეცეპტსაც კი გვთავაზობს...
- სიყვარულის ნაყოფი უხილავია, მაგრამ მისი შეგრძნება შესაძლებელია. იგია კეთილი საქმენი, სათნოებანი, მარხვა, ღვაწლი, ლოცვა, უფლის შემეცნება და ყოველივე ის, რაც ღვთისთვის სათნოა. უფალსაც ვერ ვხედავთ, მაგრამ შევიგრძნობთ, სულით გვიხარია, ვადიდებთ და ვიცით, რომ უზენაესი არსებაა, ყოვლადბრძენი, მოსიყვარულე მამა, გამჩენი, დამბადებელი მოწყალე და ყოვლადკეთილი, - ამიტომ გვიყვარს. ადამიანის სული ხომ თავისი არსით მორწმუნეა, თუმცა ამ ნიჭსა და მოცემულობას როგორ განავრცობს, მისი გადასაწყვეტია.
როგორ შევიძინოთ სიყვარულის ნიჭი და მისი ნაყოფი? უპირველესად, დედაეკლესიას უნდა მივაშუროთ. საკუთარ მაგალითით გეტყვით, რომ ეკლესიური ცხოვრების დაწყების შემდგომ, როდესაც ღმერთი შევიცანით და შევიყვარეთ, უფრო მძაფრად შევიგრძენით სამშობლოს, მშობლების, ოჯახის, ადამიანების, ცხოველების, ბუნებისა და ყოველივე ქმნილის სიყვარული... ადამიანი თანდათან ეჩვევა ამ ყველაფერთან ურთიერთობას და ამით ადიდებს კიდეც შემოქმედს. თუ მოყვასის სიყვარულის სწავლა და კეთილ საქმეთა ქმნით ამ დიდი ნიჭის შეძენა გვსურს, ეკლესიას უნდა შევუერთდეთ, უფალი შევიმეცნოთ და მაშინ სიყვარულსაც ვისწავლით."
/მამა საბა ბიკაშვილი/
"უფალო ჩემო, როგორი ცუდი ვარ, მაგრამ შენ ხომ მართლა გიყვარვარ? კადნიერებით ვივსები და ცრემლმორეული გიყურებ. ჩემი სული არ არის სუფთა, მაგრამ ვიცი, რომ შენ გიყვარხარ!"
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"თუკი შეიყვარებ ღმერთს, მისგან ყოველგვარ სიკეთეს მიიღებ"
"გვიყვარს ძალიან იშვიათად და გვძულს ძალიან ხშირად"
"ჩვენც მივუძღვნათ უფალს ჩვენი სიყვარული, რამდენიც გვაქვს და რამდენიც ძალგვიძს"
"ჩემთვის ყველაზე მძიმე ტანჯვაა, ვიცოდე, რომ საყვარელ ადამიანს ვაწყენინე"
/მამა ეპიფანე/
"ზედმეტი სიყვარულით ვკლავთ ადამიანს"
/მამა გურამ ოთხოზორია/
"ვთხოვე უფალს სიყვარული და მან მომცა რთული ადამიანები, რათა მათ დავეხმარო"
"სიყვარული მოკრძალებით უნდა გამოიხატებოდეს"
"ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა "სიყვარული", რათა მათ ამ სიტყვით გამოეხატათ ღმერთთან ურთიერთდამოკიდებულება".
"სიყვარულის პირველი თვისება საკუთარი თავის გაწირვაა"
/მამა გურამ ოთხოზორია/
"მხოლოდ იმაზე იზრუნეთ, რომ გამდიდრდეთ სიყვარულით"
"იმყოფებოდეთ ღვთის სიყვარულში, სწავლობდეთ მას, სუნთქავდეთ მისით"
"მე მაქვს წაკითხული ერთი ისტორია, ოჯახის ისტორია, ცოლი ეხვეწება ქმარს, მინდა, უფრო ახლოს ვიყო შენთან, მინდა, შენი ერთგული ვიყო და დამიწერე, რა ნაკლი მაქვს, რომ გამოვსწორდეო. მთელი ღამე ქმარი ფიქრობდა, რა დავწეროო და დილას ეუბნება, ვერაფერი გამოვნახე შენში ნაკლი, მე მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარო. მე მინდა, გირჩიოთ ყველას, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, გიყვარდეთ ოჯახი, მეუღლე და შვილები. ეს დიდი მადლია და დიდი ძალაა. არიან ადამიანები, რომელნიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში, სინამდვილეში, თავის თავში უნდა მონახონ ნაკლი და თავის თავიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა გამოსწორება ”
/ილია მეორე/
"სიყვარული მოკრძალებით უნდა გამოიხატებოდეს"
"მოსწვავს ღვთაებრივი სიყვარული"
"დამეთანხმებით, სიყვარულს მხილებაზე მეტი ძალა აქვს"
"ქრისტეს ტკბილ ალერსსა და უფალთან ერთობას ვგრძნობდი"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ჩვენ, ჩვენი უძლურების გამო, არ ძალგვიძს, შევიყვაროთ ქრისტე. დაე, მან შეგვიყვაროს. დაე, ძალიან ვევედროთ, რომ მან შეგვიყვაროს და მოგვანიჭოს მოშურნეობა, რათა ჩვენც შევიყვაროთ ის".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"მაშ, დიდი ხელოვნება, დიდი საიდუმლო, რომ სევდისაგან და ყველაფერ უარყოფითისგან განთავისუფლდე, იმაში მდგომარეობს, რომ თავი გადადო ღვთის სიყვარულისთვის"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"უნდა გტკიოდეს. გიყვარდეს და გტკიოდეს. გტკიოდეს მისთვის, ვინც გიყვარს. სიყვარული თავს არ ზოგავს მისთვის, ვინც უყვარს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ქრისტეს სიყვარულს, ისევე როგორც მოყვასის სიყვარულს, საზღვარი არა აქვს. დაე, თქვენი სიყვარული ყველგან, დედამიწის ყველა კუთხეში, ყველა ადამიანის მიმართ განეფინოს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"როცა სული ქრისტეს სიყვარულით აღივსება, მაშინ ის სრულყოფილებას ესწრაფვის. სხვა რა შეიძლება იყოს ამაზე აღმატებული? - ღვთის მადლი, ქრისტე ჩვენში. მიხვდით? წადიერება, თავდადება! ეს არის მთავარი. ამის გარეშე ყველაფერი ამაოა. სხვა დანარჩენი ცარიელი სიტყვებია, ნულია".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"სიყვარული, რომელიც სამაგიეროს ითხოვს, ანგარებიანია; არ არის ჭეშმარიტი, წმინდა, ანკარა".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"დაე, ყველგან უანგაროდ ვაფრქვევდეთ ჩვენს სიყვარულს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"დაე, ყველგან უანგაროდ ვაფრქვევდეთ ჩვენს სიყვარულს, განურჩევლად მათი ჩვენდამი დამოკიდებულებისა".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ღმერთო ჩემო, შენს სიყვარულს საზღვარი არა აქვს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ნიჭთა ნიჭი - სიყვარული"
"სიყვარულის ღირსი მხოლოდ სიყვარულს დახარებებული კაცი შეიძლება იყოს და არა მაძღარი და გულმოყირჭებული"
/თომას მანი/
"ვეცადოთ, ჩვენ გულებში სიყვარულის ნათელი შემოვიდეს"
"სიყვარული ქვაკუთხედია სახარებისა, ჩვენი ცხოვრებისა. ეს არის დავიწყება საკუთარი თავისა, ესაა მცნებებით ცხოვრება, ესა მოქცევა ისე, როგორც გვსურს თავად გვექცეოდნენ და ამის გაკეთება მხოლოდ მოსიყვარულე გულს შეუძლია. ამგვარი ირგვლივ სიკეთეს თესს, არა ყვირილითა და მტრობით, არა სიბოროტითა და კბილთა ღრჭენით, არამედ სიმშვიდით.
როცა ადამიანს უყვარს, უკვე აღარ ფიქრობს იმაზე, როგორ ექცევიან მას, რას აკეთებენ მისთვის, აღარ არის მნიშვნელოვანი, დაუბრუნებენ თუ არა ვალს, იგი გასცემ და არ ნანობს. ეს ნიშნავს, რომ ის ჭეშმარიტი ცხოვრების ცხოვრობს და უფლისკენ მიდის. ამგვარმა შეიცნო ღმერთი, მან იცის, რა არის ბედნიერება"
"უფალს უყვარს მადლიერი და ყოველთვის იწყნარებს მას"
"მხოლოდ გულწრფელად დააკაკუნე მწყალობელი უფლის კარზე და იესო ქრისტე ყოველთვის გაგიღებს მას. სხვაგვარად შეუძლებელია. ძალიან შეიყვარე იგი, რათა მეტი მიიღო მისგან. მის სიყვარულზე, დიდზე ან მცირეზე, დამოკიდებულია წყალობა, მეტი ან ნაკლები".
"სიყვარული და გულისტკივილი ერთად დადიან"
"მთავარია, გვიყვარდეს ღმერთი, სულ მასთან ყოფნა გვინდოდეს, გვახსოვდეს, რომ ის გვიყურებს"
"კაცის სიყვარული მისივე ხასიათის ანარეკლია"
/ელიფ შაფაქი/
"ქალი იმდენ სითბოს გითესავს გულში, რომ მანამ ვერ გააცნობიერებ, რა ძვირფასია შენთვის, სანამ არ დაკარგავ"
/ელიფ შაფაქი/
"ადამიანის ბუნება ასეთია, ყველაზე მეტად ვინც გვიყვარდა, ბოლოს ყველაზე მეტად ისინი გვძულს"
/ელიფ შაფაქი/
"ჩემო ძვირფასო გოგონა, ჩემი ამქვეყნიური და იმქვეყნიური ცხოვრების სინათლევ"
/ელიფ შაფაქი/
"მითხარი, თუ ვინმეს ანბანს შეასწავლი, კითხვას როგორ დაუშლი? როცა ადამიანი სიყვარულის ელექსირს იგემებს, როგორ არ მოსწყურდება მეტი?"
"ჰქონდა რაღაც დამაუძლურებელ სიყვარულს, ამ ამოუცნობ ძალას, რომელიც შენი შეგრძნებებისა და ძლიერი მხარეებისგან გძარცვავდა"
/ელიფ შაფაქი/
"სიყვარული დაავადება იყო, აღმაფრთოვანებელი და აღმაფრენელი, მაგრამ მაინც - დაავადება"
/ელიფ შაფაქი/
"როცა გვიყვარს და ვუყვარვართ, მავნე ენერგიისგან ვთავისუფლდებით და სამოთხეს ვუახლოვდებით"
/ელიფ შაფაქი/
"სიყვარულსა მალვა უნდაო", თუმცა მაინც არ იმალება ნამდვილი სიყვარული"
"მხოლოდ გიყვარდეს - და მაშინ შეძლებ, გააკეთო ყველაფერი, რასაც მოისურვებ"
/ნეტარი ავგუსტინე/
"თითოეული, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ, გვატარებს გულსა და გონებაში, ისინი კი, ვინც ჩვენ გვიყვარს, ჩვენში ცხოვრობენ"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"სიყვარული აბსოლუტურ უანგარობას ეფუძნება"
"აღაპი ბერძნულად სიყვარულს ნიშნავს"
"ჭეშმარიტი სიყვარულის სიდიადე"
"სიყვარული უჩინარს ხედავს, არარსებულს გრძნობს"
/იბნ არაბი/
"ჯერაც გაუნაღდებელი სიყვარული"
/ლევან გოთუა/
"სადაც სიძულვილი, შური და სიმახინჯე ჩაბუდდება, მე იქ სიყვარულის, ზნეობისა და სილამაზის მოქადაგე ვარ!"
/ლევან გოთუა/
"ამპარტავნება ანადგურებს სიყვარულს"
"გვერდით ყოფნა არ ნიშნავს ფიზიკურ სიახლოვეს. შეიძლება ვიღაც ხშირად იყოს ახლოს, მაგრამ შენი არაფერი ესმოდეს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ეძიებდე ჭეშმარიტებას - ნიშნავს, ეძიებდე სიყვარულს"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"როცა სული ღმერთის სიყვარულშია, ო, რა კარგია მაშინ ყველაფერი, რა საყვარელი და სასიხარულო, მაგრამ ღმერთის სიყვარულის დროსაც არის სევდა და რაც უფრო დიდია სიყვარული, მით უფრო დიდია ნაღველი"
/წმ. სილუანი/
"მთავარი ის კი არ არის, რამდენს მოსწონხარ, მთავარია ვის მოსწონხარ და გაფასებს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ნუ ითვლი, ვის მოსწონხარ, ვის არა... საკუთარი თავი იპოვნე!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ღამის ცვლის ექიმმა სამუშაო დაამთავრა და ის იყო, უნდა დაეტოვებინა კაბინეტი - შემოვიდა 80 წელს გადაცილებული მამაკაცი, ხელი შეხვეული ჰქონდა. სთხოვა, გადამიხვიეთო. ექიმმა - ჩემი ცვლა დამთავრდა, ნახევარ საათში მოვა მეორე ექიმი და დაგეხმარებათო. პაციენტი ეხვეწებოდა - 9 საათისთვის უნდა მივასწრო მეუღლესთან საავადმყოფოში მისვლაო. ექიმი დაჰყაბულდა. გადახვევის პროცესში შეიტყო, რომ მოხუცს თურმე 5 წელია, ცოლი უწევს საავადმყოფოში და ყოველ დილით მიდის მასთან, რათა ტანსაცმელი გამოუცვალოს და ასაუზმოს. გულაჩუყებულმა ექიმმა უთხრა, - ალბათ როგორ გიფასებთ ცოლი ასეთ ყურადღებასო. რას ამბობთ, ექიმო, - მიიღო პასუხად, - ჩემი ცოლი მრავალი წელია, რაც ვეღარ მცნობს".
"ჭეშმარიტი სიყვარული ის არის, რომ ადამიანს მისცე ყველაფერი, რაც მოეწონება"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"ახალგაზრდა ადამიანის ხარვეზი მხოლოდ სიყვარულით ამოივსება!"
/ლევან გოთუა/
"გული უნებურად მაყივლებდა, სიყვარულსაც ჰქონია თავისი ყივანახველა!"
/ლევან გოთუა/
"თუ გიყვარს, აპატიე, თუ ვერ აპატიებ, ესე იგი, არ გყვარებია"
/სოფიკო ჭიაურელი/
"თუ ვინმეს არ მოსწონხარ, არ ნიშნავს, რომ ცუდი ხარ... გააჩნია ვის არ მოსწონხარ!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
ნამდვილი სიყვარული
"ქალიშვილი ეკითხება დედას:
- დედა, როგორ უნდა გავარჩიო ნამდვილი სიყვარული არანამდვილისაგან?
დედა პასუხობს:
- "იმიტომ, რომ მიყვარს!" - ეს არის ნამდვილი სიყვარული. "მიყვარს, იმიტომ რომ..." - ეს არ არის ნამდვილი სიყვარული!"
"ნუ დაიზარებ, გიყვარდეს, გიხაროდეს, გეღიმებოდეს, დანარჩენი ჩაივლის!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ღვთის სიყვარულს სული დაჟინებით მიელტვის"
"შეიყვარე, ოღონდ გემუდარები, უმიზეზოდ!"
/მამა თეიმურაზ ქორიძე/
"გარეგნული ნიშნით მხოლოდ ის აფასებს, ვინც ზედაპირულია!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის დაბრკოლება"
" - წმიდაო მამაო, რატომ ხდება, რომ ღმერთი ისევე არ მიყვარს, როგორც ადამიანი?! როდესაც ვინმე ძლიერად მიყვარს, მე ხომ გამუდმებით მის გვერდით ყოფნა მსურს!
- ეს თანდათანობით, ბრძოლის შედეგად მოდის. სხვაგვარად ადამიანები აენთებოდნენ და დაიწვებოდნენ ღვთის სიყვარულით. ირგვლივ სიცივე იქნებოდა გამეფებული, მათ კი ეგონებოდათ, რომ იწვიან და მთებისკენ გაიქცეოდნენ".
/ღირსი პაისი ათონელი/
"არასდროს მითხრა, მაგრძნობინე, რომ გიყვარვარ!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"თუ ადამიანის შენარჩუნება გსურს, წივილ-კივილით, სკანდალებით და ლანძღვით არა, სიყვარულით, პატივისცემით და სითბოთი უნდა შეინარჩუნო...
იქიდან ყველა გარბის, სადაც მუდმივი დაძაბულობა და ჯიბრია..."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ერთი ისტორია გამახსენდა. უნივერსიტეტში, წლების წინ მოვისმინე.
მეორე მსოფლიო ომის დროს, შეყვარებული წყვილი იმ პირობით დაშორდა ერთმანეთს, რომ ვაჟი ომიდან აუცილებლად ცოცხალი დაბრუნდებოდა, არც გოგონას შეუყვარდებოდა სხვა ვინმე.
ომმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ის ვაჟიც ცოცხალი ვერ დაბრუნდა.
18 წლის იყო გოგონა, რომელმაც გადაწყვიტა, საქმროს სახლში გადასულიყო საცხოვრებლად, მთაში ცხოვრობდნენ.
უვლიდა შეყვარებულის მშობლებს, ოჯახის შექმნა არც უფიქრია. მთელი ცხოვრება მოლოდინში გაატარა. გულისგულში სულ სჯეროდა, რომ ის აუცილებლად დაბრუნდებოდა. ასე, უსასრულო მოლოდინში გავიდა წლები. მოხუცდა. ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა... სოფელმა საქმროს ოჯახიდან გამოასვენა, როგორც ქვრივი...
P.S. ხშირად მახსენდება, თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ჯანსაღი სიყვარული ხომ ისედაც ერთეულების ხვედრია!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"შენზეც ძალიან ვღელავ, ჩემო სულის წიაღო"
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"ღმერთი ჯერ გულითა და გონებით უყვართ"
"გიყვარდეს და რა მოხდა მერე, იგივე ძალით თუ არ გიპასუხებენ!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"როცა გული სიყვარულით არის სავსე, არ აქვს მნიშვნელობა გარეთ რა ხდება!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სიყვარულს არ დაუწესო კალენდარული რიცხვები, ის მდგომარეობაა!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ცოდვილი ცხოვრება სულის სიკვდილია, ღვთის სიყვარული კი - ტკბილი სამოთხე, რომელშიც ჩვენი მამა, ადამი ცხოვრობდა დაცემამდე"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"როცა მადლი ჩვენშია, სული ანთია და დღედაღამ უფლისკენ მიიწევს, რამეთუ მადლი ღვთის სიყვარულისკენ იზიდავს, შეიყვარა სულმა ღმერთი და არ სურს მოსწყდეს მას, რამეთუ არ ძალუძს განძღეს სული წმიდის სიტკბოებით. არა აქვს ბოლო ღვთის სიყვარულს".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"ძმა რ.-მ მიამბო, რომ ერთხელ, როცა ის მძიმე სნეულებამ შეიპყრო, დედამ უთხრა მამამისს: "როგორ იტანჯება ჩვენი შვილი... სიხარულით მივცემდი სხეულს ნაწილ-ნაწილ დასაჭრელად, ოღონდ მას ეშველოს და ტკივილი შეუმსუბუქდეს." ასეთივეა უფლის სიყვარული კაცთა მიმართ. მან თქვა: უფროისი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაითა სული თვისი დადვას მეგობართა თვისთათვის (იოან. 15:13). უფალს ისე ძლიერ ებრალებოდა ადამიანები, რომ მოისურვა მათთვის ეტანჯა ისე, როგორც მშობელ დედას შეუძლია იტანჯოს, და უფრო მეტადაც. მაგრამ ამ დიდ სიყვარულს ვერავინ ჩასწვდება სული წმიდის მადლის გარეშე. წმინდა წერილი ლაპარაკობს ამ მადლზე, მაგრამ არც წმინდა წერილის გაგება შეიძლება გონებით, რამეთუ მასშიც იგივე სული წმიდა მეტყველებს".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"მხოლოდ სრული თავგანწირვა და ნდობა არის ჭეშმარიტი, ღვთიური სიყვარულის საფუძველი"
/ბერი ერმოლაოსი/
"ვისაც უყვარს და იტანჯება, არ კვდება, კვდება ის, ვინც თელავს სიყვარულს"
/ბერი რაფაელი/
"ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველა გვიყვარდეს, მაგრამ სხვას რომ ვუყვარდეთ, ამის მოთხოვნა ვერ უნდა გავბედოთ"
/ღირსი ანატოლი ოპტინელი (ზერცალოვი)/
"როგორც უფალი ამბობს: "სადაც არის საუნჯე შენი, მუნ არს გული შენი". ჩვენი უპირველესი საუნჯე ჩვენი სულიერი საუნჯეა - ეს არის სიყვარული, რომელსაც ყოველი ადამიანი თავის გარშემო უნდა აფრქვევდეს".
/ილია მეორე/
"გესმის? შენი პირიდან არასდროს გამოსულიყოს სიტყვები: "არ მიყვარს".
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"თავად ყოვლადსახიერ უფალს მართლები უყვარს, ცოდვილებს კი სწყალობს. მისი მიბაძვით ჭეშმარიტი ქრისტიანებიც ასე იქცევიან: წყალობასა და სულგრძელებას ყველას მიმართ იჩენენ, სრულ სიყვარულს კი - მხოლოდ მართლმორწმუნეთა მიმართ"
/ღირსი ამბროსი ოპტინელი/
"სიყვარული ის არის, როცა შენგან არაფერს ელოდება და ისე უყვარხარ!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"როცა ვიგებთ, რომ ვინმეს ვუყვარვართ, თუნდაც მდაბიო და უქონელი იყოს, განსაკუთრებული სიყვარულით აღვეგზნებით ხოლმე მის მიმართ და დიდ მოწიწებას ვიჩენთ მისადმი, და თავადაც ვიყვარებთ მას საპასუხოდ; უფლის სიყვარული კი ჩვენდამი რაოდენ დიდია და მაინც უგრძნობელნი ვრჩებით?"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"სიყვარულის ცეცხლი ბევრ საკვებს მოითხოვს, რათა მუდმივად ენთოს და გამრავლდეს. როდესაც მას ღმერთი ასაზრდოებს, ის მუდმივად ძლიერდება და საზღვარი არ გააჩნია; ხოლო, როდესაც ადამიანი თვითნებურად კვებავს, მაშინ მალე თავდება საკვები ცეცხლისთვის, ისიც ნელდება და ქრება"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ხორციელ სიყვარულს ისეთივე სიმტკიცე აქვს, როგორის მინდვრის ყვავილს. მთელი გულითა და გონებით უფლის სიყვარული კი თვით სიკვდილზე გამარჯვებაა"
/ბერი გიორგი (სტრატონიკი), ზადონელი დაყუდებული/
"შეიმოსეთ სიყვარული, რომელიც არის სიმტკიცე სრულქმნილებისა."
/ილია მეორე/
"სიყვარულის გარეშე ღმერთისთვის სათნო არაფერია"
/წმ. კლიმენტი რომაელი/
"სულით ვატაროთ და გავზარდოთ სიყვარული ქრისტეს მიმართ"
/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/
"სიყვარული ადამიანში უკვდავყოს სულს და გრძნობებსაც: იგი მათ გარდაქმნის, მოკვდავს უკვდავად აქცევს, წარმავალს მარადიულად"
/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/
"თუ თქვენ გაქვთ ყველაფერი, რაც გსურთ, მაგრამ სიყვარული არ გაქვთ, არაფერი შეგერგებათ"
/ღირსი ბედა/
"სიყვარულს ღმერთს შესთხოვენ, როგორც ყველაზე სრულყოფილ ნიჭს, ვინაიდან ღმერთი სიყვარულია და, როდესაც მას გვიძღვნის, იგი თითქოს თავის თავს გვიძღვნის"
/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/
"ქრისტე არის ღმერთკაცი, ამიტომ მისი სიყვარული ყოველთვის ნიშნავს ღვთისა და ადამიანის სიყვარულს. ადამიანის სიყვარული არის ღვთის სიყვარულის მტკიცებულება, ხოლო ღვთის სიყვარული - ადამიანის სიყვარულისა"
/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/
"ნურავის ეგონება, რომ სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია, სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ"
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/
"სადაც სიყვარულია, იქ ყველაფრის გადატანაა შესაძლებელი"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ყოველი სული, რომელსაც უფალზე მეტად სხვა უყვარს, მემრუშეა"
"ღვთისადმი სიყვარულის საზომი უზომო სიყვარულია"
"ცეცხლი, რომელიც მიწაზე ანთია, მიწისკენ კი არ მიილტვის, არამედ ყოველთვის ზემოთ მიემართება. ასევე, შენი სიყვარული შენშივე კი არ უნდა დარჩეს, არამედ ყოველთვის უფლისადმი უნდა ამაღლდეს"
"შეიყვარე ერთარსება ღმერთი და უფლის ყველა შვილი შეგიყვარდება"
"რაოდენ ძალმოსილია წმინდა და უანგარო სიყვარული!"
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"თუკი არ არის სიყვარული, ყველაფერი იკარგება და, როგორც ირკვევა, ყოველივე თვალთმაქცობაა"
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"[პავლე] მოციქული გვიჩვენებს, რომ სიყვარულს სარგებლობა ჩვენთვისვე მოაქვს და არა იმათთვის, ვინც გვიყვარს".
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"ღვთის ყველა მცნება ერთიანდება ერთში, სწორედ რომ სიყვარულის მცნებაში. ყოველგვარი სათნოება სხვა არაფერია, თუ არა - სიყვარულის სხვადასხვა სახეობა!"
/ნეტარი ავგუსტინე/
"მხოლოდ გიყვარდეს და მაშინ შეძლებ, გააკეთო ყველაფერი, რასაც მოისურვებ!"
/ნეტარი ავგუსტინე/
"ზეცაში მხოლოდ ის აღიყვანება, ვისაც სიყვარული აქვს, რამეთუ იქ მხოლოდ სიყვარულია"
"გიყვარდეს ყველაფერი უფალში და ყველაფერში გიყვარდეს უფალი"
"სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს"
/მწერალი ოტია იოსელიანი/
"ზომიერების გრძნობა დიდი ნიჭია, თორემ თავის მობეზრება სიყვარულითაც შეიძლება"
/მწერალი ოტია იოსელიანი/
"ღმეთის სახელი - სიყვარულია"
"არ შეიძლება, ყველას უყვარდე, ან სძულდე, მაგრამ გააჩნია ვის სძულხარ და ვის უყვარხართ"
/მწერალი ოტია იოსელიანი/
"მას არ უყვარს უფალი, ვისაც უყვარს ის, რის სიყვარულსაც უფალი კრძალავს"
"მხოლოდ ის უნდა გვიყვარდეს, რასაც არასდროს დავკარგავთ!"
"ვისაც მეტად უყვარს, ის მეტს აკეთებს"
"ყველაზე დიდი ნეტარებაა, გიყვარდეს ქრისტე და უყვარდე მას"
"ღვთისადმი სიყვარულით ადამიანისთვის ყველგან სამოთხეა; მის გარეშე კი - ყველგან ჯოჯოხეთი"
" - დედამიწას სიყვარული ატრიალებს?
- დედამიწა ისევ იტრიალებს, ადამიანი კი დასრულდება სიყვარულის გარეშე"
/პოეტი ალექსანდრე მიშელაშვილი/
"უხეშობა სიყვარულის უქონლობაა"
"სხივსაგან სიყვარულის მოთხოვნა ნიშანია სულიერი უძლურებისა, რომ არ ვთქვათ, სულიერი ავადმყოფობისა"
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/
დრო ისე ცოტა გვაქვს, მარტო ერთმანეთის სიყვარული უნდა ვიჩქაროთ!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) აღნიშნავს, რომ "ხორციელი სიყვარული განიცდის განშორებას იმასთან, რისკენაც მიმართულია იგი; მას სჭირდება, უყურებდეს, უსმენდეს ადამიანს. ხოლო სულიერი სიყვარულისთვის არ არსებობს მანძილი. იგი არ ეჭვიანობს, სავსეა მშვიდობით. სულიერი სიყვარული არის უფლის წყალობა, რომელსაც ადამიანი მოიპოვებს მრავალწლიანი სულიერი მოღვაწეობით".
"სიყვარული ბავშვივითაა, წყენა უცებ ავიწყდება"
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/
"სიყვარულის გარეშე ძნელია ცხოვრება ქვეყნად"
/ბერი სილუან ათონელი/
"როცა კაცს ჭეშმარიტად უყვარს, თავმდაბალია, სხვას არ უცქერის, მხოლოდ საკუთარ თავს ჭვრეტს, საკუთარ შეცდომებს ხედავს, და სანაცვლოდ არაფერს ითხოვს"
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/
"მისი [ბერ იოსებ ვატოპედელის] გული ვულკანივით იყო, რომელიც ქრისტესადმი სიყვარულის ინტენსიურობისა და ძალის გამო თითქოს იწვის და დუღს, შემდეგ კი ეს "ლავა" ყველა ადამიანზე და ყველა ქმნილებაზე იღვრება".
როცა სიყვარული შეგიძლია, გიყვარს ადამიანი ისეთი, როგორიც არის და არც ცდილობ რამის შეცვლას!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"მე ვთხოვე ღმერთს, ისევე შემეყვარებინა სხვა ადამიანები, როგორც მას უყვარს და მან მიპასუხა: "სიამოვნებით! ძლივს მიხვდი, რაც უნდა მთხოვო".
"ვინც სრულყოფილ სიყვარულს აღწევს, ის უკვე მადლის ტყვე და მორჩილი ხდება".
"თუ გონება არაა ქრისტეში, მაშინ არც გული მუშაობს და ამიტომ მას არ უყვარს არც ქრისტე, არც ახლობლები, და მითუმეტეს, არც ბუნება - ცხოველები, ხეები, მცენარეები".
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
ნივთებზე მეტად შეიყვარე ადამიანები, მერე შენს ლოცვას მეტი ძალა ექნება!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ღვთისადმი მხურვალე რწმენა მხურვალე სიყვარულს შობს უფლისა და მისი ხატის - ჩვენი თანამოძმე - ადამიანისადმი".
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"სიყვარული - ესაა, საკუთარი თავი გასცე სხვისთვის, რათა მან შენში იცოცხლოს"
"და სადაც სიყვარულია,
იქ სიწმიდეა!.. ღმერთია!.."
/აკაკი წერეთელი/
"სიყვარულსაც ჭკუა უნდა"
/აკაკი წერეთელი/
"სიყვარულის ნაკლებობას ვერაფერი შეავსებს; მაგრამ სიყვარული ყველაფრის დანაკლისს ავსებს"
"ერთი ქალი ყოველდღე ჩადის ლონდონის მეტროში და ზის პლატფორმაზე 1950 წელს მგზავრებისთვის ჩაწერილი განცხადების მოსასმენად. ეს ფრაზა, "Mind the gap", რომელიც ყველასთვის ნაცნობია და გამგზავრებისას სიფრთხილეს გვახსენებს, ამ ქალის ქმარმა, ოსვალდ ლოურენსმა ჩაწერა.
2003 წელს ოსვალდი გარდაიცვალა და ქალის გულში უზარმაზარი სიცარიელე დატოვა. მაგრამ მან იპოვა გზა, რომ შეეგრძნო მისი ყოფნა. ყოველდღე ესმის ქმრის ხმა, თუნდაც ერთი ფრაზა, მაგრამ აქ, მეტროს პლატფორმაზე, ის საყვარელი ადამიანის გვერდით არის.
თუმცა, პროგრესის ეპოქაში ეს ჩანაწერი რობოტის ხმით შეცვალეს. მარგარეტი დაუკავშირდა ლონდონის ტრანსპორტის დეპარტამენტს თხოვნით, მიეცათ მისთვის ქმრის ხმის კასეტა, რათა შინ მოესმინა.
ეს ამბავი ლონდონის მერიამ რომ შეიტყო, გადაწყვიტა განცხადების აღდგენა მარგარეტის სახლთან, მეტროს გაჩერებაზე და ჩრდილოეთ ხაზის სანაპირო სადგურის ყველა მგზავრს ახლა შეუძლია გაიგოს ოსვალდ ლოურენის ხმა.
ასეთი შესანიშნავი ჟესტით ლონდონის ხელისუფლებამ გაგვახსენა, რომ ხალხმა კი არ უნდა გააკეთოს ყველაფერი ხელისუფლებისთვის, არამედ ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი ხალხისთვის, თუნდაც ერთი ადამიანისთვის".
"[ბავშვებს] ასწავლეთ, რომ როცა იტყვიან, "მიყვარს", ამ სიტყვებსაც და იმ ადამიანებსაც მთელი გულით უნდა უერთგულონ, რადგან სიყვარული თამაში არ არის"
/ფსიქოლოგის რჩევა/
"ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის შიში და დაბრკოლება"
/ეპ. ლეონიდე ოქროპირიძე/
"სიყვარული ნათელია განსახებული"
/ვასილ ბარნოვი/
"ჭაბუკი მომწონის თვალით უყურებს ქალწულს"
/ვასილ ბარნოვი/
"ფრთაასხმული სიყვარული"
/ვასილ ბარნოვი/
"ჭაბუკს ქალისთვის ნდომის თვალი უკვე დაეკრა"
/ვასილ ბარნოვი/
"განკფდა ჭაბუკი, ქალის სახეს შეეწებნენ მისი თვალები"
/ვასილ ბარნოვი/
"როგორ ვაწუხებთ უფალს და ყოველთვის რა დიდ სიყვარულს გვიგზავნის"
/ამირან-ლაზარე სინაურიძე/
"როგორ არ უნდა გვიყვარდეს უფალი? მისით ვცხოვრობთ, მისით ვსუნთქავთ, მისით ვმოძრაობთ. განა გასაკვირი, საძულველი არ უნდა იყოს ჩვენი გულის მიპყრობა იმ უბრალო აზრებისადმი, რაც ღმერთის გარეშეა, რასაც ჩვენი დაღუპვა ძალუძს?!"
"ადამიანის სიყვარული - ეს არის თავისუფლების უმაღლესი გამოხატულება! ვიმეორებ: ღმერთს არ შეუძლია, გვაიძულოს, რომ შევიყვაროთ იგი!"
/მეუფე შიო (მუჯირი)/
"გიყვარდეს და ყოველთვის სამართლიანად მოიქცევი ისე, რომ ამას თავადაც ვერ შეამჩნევ. ეს სულიერი საწყისი გასწავლის, როგორ მოიქცე ყოველგვარ ვითარებაში!"
"საიდან ექნება ღვთისმოსავი ღვაწლისთვის ძალა მას, ვისაც არა აქვს მხურვალე სიყვარული უფლის მიმართ?"
"შეიყვარე უფალი მთელი გულით, მთელი სულით და მთელი შენი არსებით, თუ გსურს, თავიდან აიცილო მარადიული ტანჯვა-წამება სიკვდილის შემდეგ და, თუ გსურს, იგემო მარადიული სიხარული, მარადიული ნეტარება ჯერ კიდევ დედამიწაზე, რომელიც, - დამიჯერე, - ისეთი დიდებულია, ისე აკმაყოფილებს ჩვენი გულის მოთხოვნილებებს, რომ უკვე ვერაფერი მოგხიბლავს ამქვეყნად"
"ღვთის გარეშე, რასაც არ უნდა ვეთაყვანებოდეთ, ყოველთვის რაღაც გვაკლია, ჩვენი გული ყოველთვის რაღაცას ეძიებს, და ნეტარი ავგუსტინეს შესანიშნავი სიტყვებით, - "მიწამდე მღელვარებს, ვიდრე ღვთაებრივ სიყვარულს არ მიაღწევს".
"როგორც ნამდვილი ვერასდროს პასუხობს შეკითხვაზე: "რისთვის მიყვარს? რატომ მიყვარს?" ნამდვილ სიყვარულს არასდროს აქვს ეს "რისთვის" და "რატომ"! ეს ამ ყველაფერზე აღმატებულია! დიდება და მადლობა უფალს ამ ყველაფრისთვის!"
/მეუფე შიო (მუჯირი)/
"თუ ის გეყვარება, რისი სიყვარულიც არ შეიძლება, ვეღარ გეყვარება ის, რაც უნდა გიყვარდეს!"
/ამბა ევაგრე/
"სიყვარულის ვალი - ეს ისეთი სახის ვალია, ომ განუწყვეტლივ გრძელდება მისი გადახდა, მაგრამ ბოლომდე არასოდეს გადაიხდება"
"ნუთუ მიწიერი ბედნიერების მწვერვალი, ცხოვრების მიზანი სიყვარულია? რაღაც არ მგონია"
/შარლოტ ბრონტე/
"დაე, მთელმა სამყარომ შემიძულოს და რაც უნდა, ის მიყოს, ოღონდ ღმერთს ვუყვარდე და თავის წყალობას არ მაკლებდეს!"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"თუ ადამიანი სიყვარულს მოიპოვებს, ეს გრძნობა მისგან ყოველგვარ ბოროტებას გაფანტავს. სიყვარული - სინათლეა, ბოროტება - სიბნელე. სადაც სინათლეა, იქ სიბნელესთვის ადგილი არ რჩება. სადაც სიყვარულია, იქ ბოროტება არ არის"
"როდესაც გულწრფელად გიყვარს, პირველ რიგში სწორედ იმის სიკეთეზე ფიქრობ, ვინც გიყვარს"
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"ერთმა ახალგაზრდამ მითხრა სიტყვები, რომლებმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა:
- მე ძალიან მიყვარს ერთი გოგო, პატივს ვცემ, აღფთოვანებული ვარ მისით და ძალიან მსურს მასთან ვიყო.
- და რას აკეთებ ამისთვის? - ვკითხე მე.
- არაფერს. იგი ვერასოდეს შეიტყობს ჩემი გრძნობების შესახებ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ მას სხვა უყვარს. და რადგან მე ის ნამდვილად მიყვარს, არაფერს ვეუბნები ჩემი გრძნობების შესახებ და არც არასოდეს შევიჭრები მის ცხოვრებაში. ამჟამად უნივერსიტეტს ვასრულებთ და დალაპარაკება მსურდა, რომ ოჯახის შექმნა შემეთავაზებინა, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ სხვაზე ფიქრობდა, მე მას თავი დავანებე. მე მიყვარს იგი და ამიტომაც არ ვესაუბრები, მე მიყვარს იგი და ამიტომაც ვერიდები.
აი, ამს ჰქვია სიყვარული! ვინც გიყვარს, მის სიკეთეზე ფიქრობ და რადგან ამ შემთხვევაში სიკეთე ის არის, რომ არ აუფორიაქო გული, პატივისცემით მოეკიდო მის არჩეულ გზას, რომლითაც ამ ადამიანს სურს იაროს, სიყვარული გაიძულებს, რომ გაუგონარი რამ ჩაიდინო, საკუთარი სიყვარული გარდაქმნა ცრემლად, მარგალიტად, ტკივილად, რომლისგანაც ცოცხალი წყალი გადმოდინდება და ღვთიური მადლით განწმენდს შენს გულს. და თუნდაც გეჩვენებოდეს, რომ არ ამჟღავნებ და აჩვენებ შენს სიყვარულს, სინამდვილეში შენი სიყვარული უფრო ღრმა გახდება. შენ გარდაიქმნები უაღრესად მგრძნობიარე, წრფელ, პოეტურ და პატიოსან ადამიანად და, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ვამბობ, ერთხელაც ამ ყველაფრის გამო უდიდეს ჯილდოს მიიღებ!"
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"წმინდაა იგი, ვინს სიყვარულს (ხორციელს) სიყვარულით (საღვთო) ამარცხებს და ხორციელ ცეცხლს უნივთო ცეცხლით დაშრეტს"
"ძალიან სერიოზულები უნდა ვიყოთ. არასოდეს დააზიანოთ სხვა ადამიანი. სჯობს, არ უთხრათ სხვა, რომ არ გიყვართ, დაელოდეთ, დატოვეთ იგი მოლოდინში. არ უთხართ მას ეს. სჯობს, ეს არ იცოდეს, თუნდაც ათასჯერ გკითხოს, ვიდრე შენ უთხრა მას ასეთი მტკივნეული სიტყვა"
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/
"სიყვარული - ნათელია, რომელიც ყველა სხვა სათნოების ნათლის შუქია"
"ზოგჯერ გული იესო ქრისტეს მიმართ უსაზღვრო სიყვარულით მიდუღდა და ამ ტკბილი დუღილით დადენილი მანუგეშებელი ნაკადი სხეულის ყველა ასოში მივლიდა"
"სიყვარული ხეს ჰგავს: იგი თავისთავად იზრდება, ღრმად იდგამს ფესვებს ადამიანის არსებაში და ხშირად განადგურებულ გულშიც კი განაგრძობს მწვანედ ხასხასს"
/ვიქტორ ჰიუგო, "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი"/
"ჭეშმარიტი სიყვარული ის არის, რომლისთვისაც არაფერს დაიშურებ"
/ბერი სვიმეონ ათონელი/
"კაცსა და ქალს შორის თუ მხოლოდ ერთ-ერთს უყვარს და მეორეს კი არა, არაა ღვთისაგან, სიყვარული ორმხრივი უნდა იყოს. პლატონური სიყვარული - ავადმყოფობაა"
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/
''მოზეს მენდელსონი, ცნობილი გერმანელი კომპოზიტორის ბაბუა, არც თუ ისე სიმპატიური, დაბალი ტანის და თანაც კუზიანი კაცი იყო.
ერთხელ ის სტუმრად იმყოფებოდა ჰამბურგში, იქაური მდიდარი ვაჭრის სახლში, სადაც გაიცნო და თავდავიწყებით შეუყვარდა თავისი მასპინძლის უმშვენიერესი ასული, სახელად ფრუმტიე. მოზესი ყველანაირად ცდილობდა მისი გულის მონადირებას, მაგრამ უშედეგოდ, ქალი ზედაც არ უყურებდა. მასში ზიზღს იწვევდა მენდელსონის სიმახინჯე.
ერთხელ, ერთ–ერთი მორიგი სტუმრობის შემდეგ, მოზესმა სთხოვა ქალს აუდიენცია გამომშვიდობების მოტივით. ფრუმტიემ ის მიიღო, უბრალოდ ზრდილობის გულისთვის.
მენდელსონი ოთახში ეახლა. ქალი რაღაც ღვთიური სილამაზით ბრწყინავდა, მაგრამ როგორც ყოველთვის თვალს არიდებდა კაცს და ალბათ ვერც კი გრძნობდა, თუ რამხელა ტკივილს აყენებდა მას ამ საქციელით.
მოზესმა მოკრძალებით ჰკითხა:
– მითხარით, თქვენ გჯერათ, რომ ადამინთა შეუღლების ბედი ზეცაში წყდება ?
– დიახ, – უპასუხა ქალმა ისე, რომ იატაკისთვის თვალი არ მოუშორებია. – და თქვენ?
– მეც მჯერა, – თქვა მოზესმა. – იცით, ყოველთვის, როცა ბიჭი იბადება, უფალი მას ზეცაშივე აუწყებს, თუ ვისთან მოუწევს დაქორწინება მომავალში. როცა მე დავიბადე, უფალმა მეც მანახა ჩემი მომავალი მეუღლე, მაგრამ ამავე დროს განმიცხადა:
„შენი ცოლი კუზიანი იქნება“- მე კინაღამ გული გამისკდა:
– ო, არა ღმერთო! – შევღაღადე მაშინ უფალს, – ქალი კუზით, ეს ხომ საშინელი ტრაგედიაა! გევედრები, მომეცი კუზი მე, გოგონა კი დაე იყოს ლამაზი და მშვენიერი!
აქ ქალმა პირველად ჩახედა თვალებში მოზესს და თითქოსდა მისი სულის სიღრმეებში რაღაც მოგონება ამოტივტივდა… მან გაუწოდა ხელი მენდელსონს… ხოლო ცოტა ხნის შემდგე კი გახდა მისი საყვარელი და ერთგული მეუღლე."
"სიყვარულის სისავსეს იქამდე მივყავართ, რომ თავდავიწყებამდე გვიყვარს, "თავდავიწყებამდე", ანუ საკუთარი თავის სიძულვილამდე"
/ღირსი სოფრონი (სახაროვი)/
"მე სიყვარულის ციხეში ვარ გამოკეტილი
და გასაღები კი შენახარ, ჩემო ლერწამო"
/ვალერიან წიკლაური/
"ყური დაუგდე შენს გულის ძგერას,
ყოველი დარტყმა ამბობს: მიყვარხარ!"
/ვალერიან წიკლაური/
"სიყვარულით დატბორილი
ოცნებათა სანაპირო"
/ვალერიან წიკლაური/
"სიყვარული ხომ ძლიერია შვებად მოსული
იგი ყოველთვის მხურვალეა, არ იყინება"
/ვალერიან წიკლაური/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience