ყოველი მორწმუნე დღის რაციონში, დიდი წარმატებით მოიხმარს ამ სიტყვას მაგრამ ოდესმე ღრმად თუ ჩაძიებიხართ, მართლაც და რას წარმოადგენს მადლი?
კონტექსტი რომლითაც სავარაუდოდ ეს სიტყვა მოგვისმენია, არასაღვთისმეტყველო და ხშირად ხალხურია
'ცოდვა მადლი' - თითქოს ამ გამოთქმით, ანტიპოდური მხარეები იკვეთება, შესაბამისად მადლში, სათნოებას-მოვიზარებთ.
არის თუ არა ეს ასე?
ზურაბ ეკალაძე, თავის აპოლოგიაში ორ პრობლემას უსვამს ხაზს:
"1. თუ ვაღიარებთ, რომ ღმერთი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი არსის იგივეობრივია (ავუსტინე წერდა: „ყოველივე რაც კი ღმერთშია - მის არსს წარმოადგენს“) და ეს არსი სამყაროსადმი ტრანსცენდენტურია, ვღებულობთ დეიზმს ონტოლოგიაში და აგნოსტიციზმს გნოსეოლოგიაში, ე.ი. ღმერთის ისეთ არსებად მოიაზრება, რომელიც აბსოლუტურად მიღმა მყოფია, არ ერევა სამყაროს მართვაში, ადამიანის, ბუნების და საზოგადოების ცხოვრება საკუთარი კანონზომიერებით ვითარდება და ადამიანს ღვთისკენ მიმავალი ყველა გზა მოჭრილი აქვს. მას შეუძლია მხოლოდ თეორიულად გააჩნდეს წარმოდგენა ღმერთის იდეის შესახებ. რელიგია კი ადამიანის ღმერთთან ცოცხალ კავშირს გულისხმობს, ამიტომაც იყო, რომ დეიზმი, როგორც მიმდინარეობა (ლორდი ჩერბერი, ჯ.ტოლანდი, ა.შეფსტბერი, ა.კოლინზი - ინგლისში, ვოლტერი, ნაწილობრივ რუსო - საფრანგეთში, ლესინგი - გერმანიაში) იოალად გადაიზარდა ე.წ. „განმანათლებლების“ ათეიზმში.
2. იმ შემთხვევაში, თუ ღმერთს სამყაროსადმი იმანენტურად ჩათვლით, მაშინ გარდაუვალია პანთეიზმი - ღმერთი სამყაროს, ბუნების იგივეობად ცხადდება. პანთეიზმი კი საბოლოოდ აუცილებლად ორ შედეგს გვთავაზობს - ან ათეიზმს, ან აკოსმიზმს, ე.ი. ხდება ბუნების გააბსოლუტურება და მასში ღმერთის ცნების წაშლა (მატერიალიზმი), ან პირიქით - ბუნება ილუზიად ცხადდება და ყოველივე უპიროვნო ღვთაებრივ არსში იკარგება (ინდური სისტემები). მიუხედავად იმისა, რომ დეიზმი უფრო პროტესტანტიზმის წიაღში წარმოშობილი მსოფლმხედველობაა, მის წინამორბედად სწორედ გრიგოლ პალამას მოწინააღმდეგე და ღვთაებრივი ენერგიების ქმნილებად გამომცხადებელი ვარლაამ კალაბრიელი გვევლინება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ადამიანს ძალუძს მხოლოდ სიმბოლური წამოდგენა ჰქონდეს ღმერთზე და არა მასთან რეალური ურთიერთობაო. რაც შეეხება პანთეიზმს, მისი იდეების იოანე სკოტ ერიუგენადან მოყოლებული უხვად ასაზრდოებდა კათოლიკურ სქოლსატიკას, რისი ნათელი დადასტურებაცაა, ერთი მხრივ, პანთეისტი ეპისკოპოსის ნიკოლოზ კუზანელის ფილოსოფია და მეორე მხრივ, კათოლიკური ე.წ. „სპეკულაციური მისტიკა“, რომელმაც თავისი განვითარება ყველაზე მეტად გერმანიაში ჰპოვა (მაისტერ ეკჰარტი, იოანე რუისბრუკი და სხვები) (4)."
ანუ ორ რამეს ვეჯახებით:
ღმერთი სრულიად ტრანსცენდენტული არსით,
მაგრამ ამავდროულად სამყაროში მყოფი, შეუქმნელი ენერგიებით რომელსაც მადლს ვუწოდებთ და რომელიც თავად ღმერთია
შეცდომას ვუშვებ?
მაინტერესებს მადლის მოქმედებსი საკითხი, მწვალებლებში... ყველაზე მეტად კათოლიკეებში
აბა ჰე მცოდნეებო
მადლი ეს არის დაუმსახურებელი საჩუქარი ...
ანუ როცა შენ მიიღე ის რაც არ გეკუთნოდა..
ამ შემთხვევაში გადარჩენა იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლით...
რადგან რაც არ უნდა ვეცადოთ ჩვენ ცერ დავიმსახურებთ ღვთის მადლს ჩვენი მცდელობით...
..ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია
ეფესელთა მიმართ პავლეს ეპისტოლე 2:8
არამორწმუნე ადამიანი მადლის სინონიმად დადებით ენერგიას იყენებს, ეს სინონიმი დღეს არის კარგად გავრცელებული.
KAIROS
რატომღაც დავივიწყეთ ეს თემა დასკვნის გარეშე, თქვეით რაიმე მადლის შესახებ. დღეს მადლს უფრო დადებით ენერგიას უწოდებენ. რა არის მადლი?
KAIROS
ვეფხისტყაოსნის მიხედვით მადლის სიმბოლო ნესტან დარეჯანია, რაც ქართულად რომ გადმოთარგმნო ნიშნავს ,,ის რაც არსად არ არის"...
,,ჩემი აზრით" მადლი შეიძლება იყოს ,,აბსოლიტური არაფერი" რისგანაც ღმერთი მატერიალიზაციას უკეთებს თავის ჩანაფიქრს... ღმერთმა ხომ ,,არაფრისაგან" შექმნა ყველაფერი...
გარდა ამისა ,,მგონია" რომ მადლი ადამიანის არსების (არსის) შემადგენელი ნაწილია, რის გარეშეც ადამიანი უბრალოდ არ არის ადაიანი... ადამიანს, რომ მადლი ქონდეს ალბათ ის გახდებოდა ღვთის მსგავსი...
მე ესეთ პარალელს ვხედავ: მამა (ლოგოსის წყარო), ძე(ლოგოსი), სულიწმიდა (ცხოველს-მყოფელი) <=>
მე მაქვს გონება და გული როგორც აზროვნების წყაროები... მაქვს აზრები ანუ ლოგოსი მაგრამ ვინაიდან მე ღმერთი არ ვარ ჩემს სულს არ გააჩნია ცხოველსმყოფელობის უნარი... თუმცა გააჩნია მისი პოტენცია თუ ის შეუერთდება მადლს...
ჩემი აზრით თუ ადამიანის სული შეუერთდება მადლს მაშინ ადამიანს შეეძლება თავისი აზრების მატერიალიზაცია ანუ ხორცშესხმა... ანუ რეალური ცვლილებების განორციელება...
შესაბამისად თუ ადამიანის გონება და გული აფრქვევენ ისეთ აზრებს რომლებიც შეესაბამებიან ღვთის ნებას ადამიანიც ხდება მადლიანი...
ჰო ეს ჩემი მოსაზრებებია, სინამდვილეში რა ხდება არ ვიცი
ცუდად მახსოვდა
"მ ა დ ლ ი ის არის, თუ ვინმე სინდისის გამო უსამართლოდ იტანჯება და ღვთის გულისათვის იტანს ტანჯვას.
რადგან თუ დანაშაულისათვის გცემენ და ითმენ, რა საქებარია? ხოლო თუ კეთილისმოქმედნი იტანჯებით და ითმენთ, ეს მ ა დ ლ ი ა ღვთის წინაშე.
ამისათვის ხართ მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგვიტოვა, რათა მის კვალს მიჰყევთ;
რომელსაც არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა გაჰკარებია მის ბაგეს;
რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს,
რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონვე აზიდა ძელზე თავისი ხორცით, რათა სიმართლისათვის ვიცოცხლოთ ცოდვისათვის მკვდრებმა. მისი ჭრილობით თქვენ განიკურნეთ."
I პეტრე 2, 19:24 გვ. 305
"მადლი - როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმა გვასწავლის, რომ ღმერთი ადამიანების მიმართ მოწყალე და კეთილია იმიტომ, რომ მას ვუყვარვართ ჩვენ - ესაა ღვთიური მადლის გამოვლინება. თავისი ჯვარცმით უფალმა აჩვენა რაოდენ ძლიერია მისი სიყვარული ჩვენს მიმართ, რადგან "ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით".
ახალი აღთქმა გვასწავლის, რომ მთელი ქრისტიანული ცხოვრება თავიდან ბოლომდე ღვთის მადლზეა დამოკიდებული. ჩვენ ღმერთს ვემორჩილებით მისი წყალობის სამადლობელოდ - "გეყოფა ჩემი მადლი, - უპასუხა ღმერთმა პავლეს განსაკუთრებული ლოცვის საპასუხოდ, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა".
პავლეს წერილები ხშირად იწყება ან მთავრდება ღვთიური მადლის შესახებ."
ნიკო აჭარაძე
რელიგიურ სიტყვათა განმარტებანი
მე ეს განმარტება არ მომწონს, რადგან ჩემი აზრით მადლი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ "მოწყალების გამოვლინება".
მოდით ახლა ვნახოთ კროტოვის ბიბლიოთეკის განმარტება:
Слово, к-рым обозначается Б. (греч χάρις), - не плод лишь исключительно хр-нской мысли; оно встречается в ВЗ.
ეს ემთხვევა, ანუ ძველ აღთქმაშიც ვხვდებით მადლის გამოვლინებას.
Но только в НЗ твердо установился его смысл во всей его широте.
მაგრამ მხოლოდ ახალ აღთქმაში განისაზღვრა მისი მნიშვნელობა.
აი აქ უკვე ზედა განმარტებაში შეცდომაა, რადგან იქ ძველი და ახალი აღთქმისეული მნიშვნელობა გაიგივებულია.
Оно характеризует новое домостроительство, установленное Иисусом Христом, и противополагается домостроительству ветхому: то управлялось 3аконом, это управляется Б. (Рим 6.14 сл; Ин 1.17).
ის მაცხოვრის მიერ ახლის შენების მახასიათებელია და სრულებით საპირისპიროა ძველი აღთქმისეული შენებისა: ის იმართებოდა კანონის ძალით, ახალი კი ღვთის მიერ [და ცოდვაჲ თქუენ ზედა არა უფლებდეს, რამეთუ არა ვართ სჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა. ჰრომ. 6,14] [რამეთუ სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტე იესუჲსმიერ იქმნა. იოვანე 1,17]
Б. это дар Божий, содержащий все другие, дар Сына Его (Рим 8.32).
მადლი ეს არის ღვთის წყალობა, მომცველი ყველა სხვა (წყალობათა), წყალობაა ძისა მისისა.
Это дар, излучающий щедрость Дарующего и осеняющий ею тварь, принимающую его.
ეს არის წყალობა, არეკლილი ნათელისა მოწყალის სიუხვესა და მოფენილია ქმნილებაზე, რომელიც მიმღებია მისი.
Бог одаряет по Б., и получающий Его дар находит в Нем милость и благоволение.
ღმერთი გაიღებს წყალობას მადლისმიერად, და მიმღები მისი წყალობისა პოლულობს მასში წყალობას და სათნოყოფას.
По знаменательному совпадению как евр. слово, так и греч., по-латыни переводящиеся gratia, могут оба означать и источник дара у дающего, и действие, производимое даром у получающего.
მნიშვნელოვანი დამთხვევის შესაბამისად როგორც ებრაული, ასევე ბერძნული სიტყვა, ლათინურ ენაზე თარგმნილი gratia ორივე ენაზე შეიძლება ნიშნავდეს როგორც როგორც წყალობის წყარო, ასევე ქმედება, წარმოშობილი წყალობის მიმღებლისთვის.
ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით.
მოტევებას ვითხოვ თუ რამე შეცდომა დავუშვი თარგმნისას, თუ რამეს შეამჩნევთ გთხოვთ ჩამისწოროთ.
ცოტა ხანში გავაგრძელებ.
Можно сказать, что преподание ч-ку высшего дара Божия не полностью отлично от установления связей, объединяющих людей, и что между Богом и нами существу ют аналогичные связи, открывающие Его образ в нас.
შეიძლება ითქვას, რომ ადამიანისთვის უმაღლესი წყალობის მინიჭება, თითქმის არ განსხვავდება ხალხის გამაერთიანებელი კავშირის დამყარებისგან და რომ ანალოგიური კავშირი არსებობს ღმერთსა და ჩვენ შორის, რომელიც მის ხატებას დაგვანახებს ჩვენში.
Тогда как евр. хен означает в первую очередь милость, благорасположение, по собственному почину оказываемое каким-нибудь высокостоящим лицом, затем - конкретное засвидетельствование этого, показываемое тем, кто дает и милует, и воспринимаемое тем, кто получает и оказывается помилованным, наконец - привлекательность, притягивающую взор и удерживающую милость, греч. χάρις означает, почти в обратном порядке, прежде всего чарующее сияние красоты, затем - уже более внутреннее сияние доброты, наконец - дары, свидетельствующие об этой щедрости.
მაშინ როცა ებრაული xeн უპირველეს ყოვლისა ნიშნავს მოწყალებას, კეთილგანწყობას, როდესაც მაღალიერარქი გამოიჩენს ვინმეს მიმართ, შემდგომ - კონკრეტული დამოწმება ამისა, ჩვენებული მის მიერ, ვინც იძლევა და იწყალებს და აღქმული მის მიერ, ვინ იღებს და შეწყალებულია. და დასასწულს - მიმზიდველობა, რომელიც იზიდავს ყურადღებას და აკავებს მოწყალებას, ბერძნული χάρις ნიშნავს სრულიად საპირისპიროს, პირველ რიგში სილამაზის მომხიბვლელი ნათელი, შემდგომ კი უფრო ღრმა შინაგანი ნათელი სიკეთისა, და საბოლოოდ - ძღვენი, მამტკიცებელი ამ ხელგაშლილობისა.
ეს ბოლო აბზაცი ცოტა ვერ გავიგე
ნუ, იდეა კი გასაგებია, მაგრამ მაინც...
ნახეთ რა კარგადაა აქ ყველაფერი ახსნილი
http://www.krotov.info/spravki/temy/b/blagodat.htm
საინტერესოდ აქვს დაწერილი ამ თემაზე მიხეილ პომაზანსკის
მადლი
სიტყვას - „მადლი“ (ბერძნ. χαρίς - სიხარული, კმაყოფილება, წყალობა, კეთილგანწყობა) წმიდა წერილში განსხვავებული მნიშვნელობანი ენიჭება.
იგი ზოგჯერ აღნიშნავს ღვთის წყალობას ზოგადად: „ღმერთმან ყოვლისა მადლისამან“ (I პეტ. 5,10). ამ ყველაზე ფართო გაგებით, მადლი არის ყველა დროში ღირსეულად მცხოვრები ადამიანების სათნოყოფა (ასეთნი არიან მაგ. ძველი აღთქმის მართალნი: აბელი, ენოქი, აბრაამი, მოსე წინასწარმეტყველი და გვიანდელი წინასწარმეტყველნი).
ახალ აღთქმაში მადლის ცნება უფრო დაზუსტდა. განასხვავებენ მის ორ ძირითად მნიშვნელობას: პირველი - საღვთო ანუ ქრისტეს მადლში იგულისმხება ჩვენი გადარჩენის მთელი განგებულება, რომელიც ძე ღვთისას ამქვეყნად მოსვლით, ჯვარზე სიკვდილით, აღდგომითა და ზეცად ამაღლებით აღსრულდა: „მადლითა ხართ გამოხსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს: არა საქმეთაგან, რაჲთა არავინ იქადოს“ (ეფ. 2,8-9). მეორე - მადლი ეწოდება სულიწმიდის ნიჭებს, რომლებიც ვლინდება და გარდამოდის ქრისტეს ეკლესიაში მისი წევრების განწმედის, სულიერი ზრდისა და მათ მიერ ზეციური სასუფევლის მისაღწევად.
ამ მეორე, ახალი აღთქმისეული მნიშვნელობით მადლი არის ზეციდან გარდამოვლენილი და ქრისტეს ეკლესიაში დავანებული ძალა ღვთისა, ამაღორძინებელი, მაცოცხლებელი, სრულმყოფი, მორწმუნე და კეთილმსახური ქრისტიანის წარმმართავი უფალ იესო ქრისტეს მიერ ბოძებული ცხონების მისაღებად.
ამიტომ მოციქულები თავიანთ ნაწერებში ხშირად ხმარობენ ბერძნულ სიტყვას χαρίς - მადლი, რომელიც მნიშვნელობით იგივეა, რაც სიტყვა δΰναμι - ძალა. ტერმინს „მადლი“ წმიდა ცხოვრებისათვის ზემოდან მონიჭებული „ძალის“ მნიშვნელობით სამოციქულო ეპისტოლეებში მრავალჯერ ვხვდებით (2 პეტ. 1,3; რომ. 5,2: რომ. 16,20; I პეტ. 5,12; 2 პეტ. 3,18; 2 ტიმ. 2,1; I კორ. 16,23; 2 კორ. 13,13; გალ. 6,18; ეფ. 6,24 და სხვა). პავლე მოციქული წერს: „კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“ (2 კორ. 12,9).
მხედველობაში უნდა მივიღოთ სიტყვა „მადლის“ უკვე ნახსენებ მნიშვნელობათა შორის განსხვავება და, აგრეთვე, ახალი აღთქმის წმიდა წერილში მისი უპირატესად საღვთო ძალად გააზრების გარემოება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან პროტესტანტიზმში დამკვიდრდა სწავლება, რომელიც მაცხოვრის მიერ ჯვარზე აღსრულებულ ღვაწლში - ჩვენი ცოდვებისგან გამოსყიდვის დიად საქმეში, მადლს ზოგად მნიშვნელობას ანიჭებს. პროტესტანტების აზრით, მაცხოვრის ღვაწლით ცოდვებისგან გათავისუფლებული, მორწმუნე ადამიანები უკვე გადარჩენილებად ითვლებიან. მაგრამ მოციქულები გვასწავლიან, რომ ქრისტიანს საჩუქრად ებოძა განმართლება საერთო გამოსყიდვის მადლით. მაგრამ ქვეყნად იგი, როგორც პიროვნება, ჯერ მხოლოდ „ცხორებულია“ (I კორ. 1,18) და ესაჭიროება მადლმოსილი ძალების მხარდაჭერა. ,,... მოუჴედით სარწმუნოებითა მადლსა ამას, რომლითაცა ვდგათ“ (რომ. 5,2): „რამეთუ სასოებით ვცხონდებით“ (რომ. 8,24).
როგორ მოქმედებს მაცხონებელი მადლი ღვთისა?
ადამიანის სულიერი დაბადება, ასევე შემდგომი სულიერი ზრდა ორი საწყისის ურთიერთქმედებით ხდება: ერთი მათგანია სულიწმიდის მადლი, მეორე - მის მისაღებად გულის გახსნა, წყურვილი და სურვილი მისი შეთვისებისა ისე, როგორც წვიმის სისველეს ისრუტავს გამოფიტული, გამომშრალი მიწა; სხვა სიტყვებით, საჭიროა ადამიანის პირადი ძალისხმევა,რათა მოიპოვოს, დაიმარხოს და აამოქმედოს სულში საღვთო ნიჭები.
ამ ორი საწყისის ერთობლივ მოქმედებაზე საუბრობს პეტრე მოციქული: „რომელმან-იგი ყოველივე თჳსისა ღმრთეებისა ძალი საცხორებელად და ღმრთისა სამსახურებელად მოგუანიჭა ჩუენ... და თქუენცა ესევე მოსწრაფებაჲ ყოვლითურთ მოიპოეთ და ყავთ სარწმუნოებასა შინა თქუენსა სათნოებაჲ და სათნოებასა შინა მეცნიერებაჲ, და მეცნიერებასა შინა - მარხვაჲ, მარხვასა შინა - მოთმინებაჲ, მოთმინებასა შინა - ღმრთის მსახურებაჲ და ღმრთისა მსახურებასა შინა - ძმათ მოყუარებაჲ და ძმათ მოყუარებასა შინა - სიყუარული. რამეთუ ესე რაჟამს იყოს თქუენ თანა და გარდაგემატოს არა უქმად, არცა უნაყოფოდ იპოვნეთ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მეცნიერებასა. ხოლო რომლისა თანა ესე არა არს, ბრმა არს და ვერ ჰხედავს იგი, რამეთუ დაავიწყდა განწმედაჲ იგი პირველთა მათ ცოდვათა მისთაჲ“ (2 პეტ. 1,3,5-9). ასევე პავლე მოციქულთან ვკითხულობთ: „შიშითა და ძრწოლით თჳსსა ცხორებასა იქმოდეთ. რამეთუ ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენთანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათვის“ (ფლპ. 2,12-13), ანუ თავად იმოქმედეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყოველივე საღვთო მადლით გეძლევათ. „მეყავნ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხოვრებისა ჩემისასა“ (საკვირაო ცისკრის წარდგომა, ხმა 3).
ამ წმიდა სწავლების შესაბამისად, კართაგენის (III ს.) კრებამ განმარტა: „ვინც ამბობს, რომ საღვთო მადლს, რომლითაც განვმართლდებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, მხოლოდ ჩადენილი ცოდვების მოტევება შეუძლია და არ მოგვმადლებს შემწეობას, რათა შემდგომში აღარ ვცოდოთ, შეჩვენებული იყოს! რამეთუ საღვთო მადლი არა მარტო გვაძლევს ცოდნას, თუ რა უნდა ვაკეთოთ, არამედ სიყვარულს შთაგვბერავს, რათა შევძლოთ, აღვასრულოთ ის, რასაც შევიცნობთ“1.
მართლმადიდებელ მოსაგრეებს თავიანთი გამოცდილება კარნახობს, მთელი ძალით მოუწოდონ ქრისტიანებს, თავმდაბლად შეიგნონ თავიანთი უძლურება, რათა იმოქმედოს ღვთის მაცხონებელმა მადლმა. ამის თაობაზე შთამბეჭდავია ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის დარიგებანი (XI ს.):
„თუ ეშმაკის შეგონებით აზრად მოგივა, რომ შენი ცხოვნება მოხდება არა შენი ღმერთის ძალით, არამედ პირადი სიბრძნითა და ძალისხმევით, და თუკი ამ შეგონებებს სული დაეთანხმება - მას მადლი განეშორება. ჩვენს უკანაკნელ ამოსუნთქვამდე მართებს სულს, მასში აღმოცენებულ ამ ძლიერ და უმძიმეს ბრძოლას ღვაწლით შეეწინააღმდეგოს. როგორც ნეტარი პავლე მოციქული ამბობს, სულმა უნდა იღაღადოს მთელი ხმით, კაცთა და ანგელოზთა გასაგონად, რომ მოქმედებს არა თავად, არამედ „მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი იყო ჩემ თანა“ (I კორ. 15,10). მოციქულები და წმიდანები, მოწამენი და იერარქები, ღირსნი და მართალნი - ყველა აღიარებს სულიწმიდის ამგვარ მადლს. ისინი ასეთი აღიარებისათვის იღვწოდნენ და მისი (მადლის) შემწეო აღასრულეს ღვაწლი კეთილი და სლვაჲ თჳსი“2.
„ქრისტიანის სახელის მატარებელს, - ვკითხულობთ იმავე მამასთან, - თუ გულით არ სწამს, რომ სარწმუნოებით ბოძებული საღვთო მადლი არის წყალობა ღვთისა... თუ იგი იმ მიზნით არ იღვწის, რომ პირველად საღვთო მადლი ნათლისღებით მიიღოს, ან თუ გააჩნდა და ცოდვის ჩადენის გამო დაკარგა, ისევ მოიპოვოს სინანულით, აღსარებითა და თავის დამამდაბლებელი ცხოვრებით: და ამის ნაცვლად არიგებს მოწყალებას, მარხულობს, მღვიძარებს, ლოცულობს და ა.შ. და თან ფიქრობს, რომ მნიშვნელოვან სათნოებებსა და თავისთავად დასაფასებელ კეთილ საქმეებს ასრულებს, ამაოდ გაირჯება და დაშვრება“3.
რა მნიშვნელობა ენიჭება ქრისტანულ ღვაწლს? იგი იარაღია, რათა დაითრგუნოს „გულისთქუმაჲ ხორცთაჲ, გულისთქუმაჲ თუალთაჲ,სილაღე ამის ცხორებისაჲ“ (I ინ. 2,15-16). მისი საშუალებით განიწმიდება სულიერი ველი ქვათაგან, სარეველებისა და ჭაობის წუმპესგან და მომზადდება წმიდა ნათესისათვის, რომელსაც ზემოდან გარდამოსული საღვთო მადლი მორწყავს.
"მადლის შესახებ ლოცვაში ვკითხულობთ, რომ იგი არის ძალა "სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი."
ილია II
მნათე
მნათუშკა, ეს სიტყვებიც ვნახე:
"ღვთის მადლი რომ მიიღო, ადამიანმა ჯერ შინაგანი მშვიდობა უნდა მოიპოვოს, ამიტომაც მიმართა პირველად აღდგომილმა მაცხოვარმა თავის მოწაფეებს ასე: "მშვიდობა თქვენთანა!" ღვთაებრივი სიყვარულიდან მომდინარე ამ მშვიდობის გარეშე მარადიული ცხოვრების სიტყვათათვის მოციქულთა გულები სამუდამოდ დახშული იქნებოდა.
სიმშვიდე უდიდესი წყალობაა ღვთისა. მასეზეა დამოკიდებული გარეშე ყოფა: მშვიდობა ოჯახში, საზოგადოებაში, სახელმწიფოსა თუ მთელ სამყაროში."
ილია II
"კაცი მადლსა და წყალობას, მადლისმიერი ნიჭებით შემოსვას მაშინ იმსახურებს, როცა ამას თვითონვე ითხოვს ღვთისგან, თავისი ცხოვრების წესით მადლის მოსახვეჭად ისწრაფვის.
უფალი ხომ ბრძანებს: ეძიებდეთ და პოვებდეთო. ღვთის ძიება, შემოქმედისკენ სწრაფვა კი შესაძლოა "ბოლო ჟამს", სიცოცხლის მიწურულსაც დაიწყოს ადამიანმა.
უფალი მხოლოდ იმას ცდილობს, მადლის მიღების ღირსნი გავხდეთ, ეძებს შემთხვევას, რომ ჩვენი გულის კარი გახსნილი ნახოს, რათა შემოვიდეს და დაივანოს."
/მამა იოანე ყურაშვილი/
"ყველაფერს, რაც შემზღუდველია ხორცისა, ძალუძს, ადამიანი მადლით გაამდიდროს."
"ღვთისმსახურნი ხომ გამტარნი არიან ღვთიური მადლისა."
"დაცემული ანგელოზის მსგავსად განიძარცვება მადლისგან ყველა, ვინც თავისი საქმეებით დაშორდება უფალს."
/მამა იოანე ყურაშვილი/
განსხვავებულია ღვთის არსი და მისი ენერგიები(მადლი), ისევე როგორც განსხვავდება მზეში დისკო და სხივი , თუმცა ვერავინ იტყვის რომ სხივი დისკოს კუთვნილება არაა. ჩვენ თანაზიარება გვაქს ღვთის ბუნებასთან(არსთან) , ანუ ღმერთთან მადლის (ენერგიების )მეშვეობით, რაც გამოიხატება მოქმედებებში. წაიკითხეთ ჯურნალი ''ხვამლის'' ნომრები და იქ ნახავთ ამაზე მთლიან პასუხს. წმ. მაქსიმე აღმსარებელი და წმ, გრიგოლ პალამა წერს ამაზე. შემიძლია ერთი თხზულება დავდო აქ გრიგოლ პალამასი და გადახედეთ.
წმინდა გრიგოლ პალამა
წმინდა მთის ტომოსი მემყუდროეთა შესახებ
(იმათ წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი გამოუცდელობისა და წმინდანებისადმი ურჩობის გამო უგულებელყოფენ სულიწმინდის საიდუმლო მოქმედებებს, გამოუთქმელად რომ იმოქმედებიან სულით მცხოვრებთა შორის და საქმეთაგან რომ ცხადდებიან, თუმცა კი სიტყვებით ვერ წარმოვაჩენთ მათ)
ამჟამად გავრცელებული, საზოგადოდ ყველასათვის ცნობილი და თავისუფლად ქადაგებული დოგმატები საიდუმლონი იყო მოსეს რჯულისა, სულიწმინდით წინასწარგანცხადებულნი მარტოოდენ წიასწარმეტყველთათვის. ის სიკეთენი, წმინდანებისადმი რომ არის აღთქმულნი სამერმისო საუკუნეში,_საიდუმლონია სახარებისებრ მოღვაწეობისა, რაც გადაეცათ და წინასწარ გაეცხადათ მათ, რომლებიც ღირსნი გახდნენ სულისმიერი მჭვრეტელობისა, თუმცა კი მათაც ზომიერად, თითქოს წინდის სახით.
ისევე, როგორც ვინმე იმჟამინდელი იუდეველთაგანი, თუკი უმადლოდ მოისმენდა იგი წინასწარმეტყველთა ნათქვამს,_რომ სიტყვა და სული თანამარადიულია და საუკუნეთა უწინარესი,_ალბათ, ყურებსაც კი დაიხშობდა, რადგან ჩათვლიდა, რომ ისმენდა იგი კეთილმსხურების მიერ აკრძასლულ და კეთილმსახურთაგან აღიარებული სწავლების საწინააღმდეგო გამონათქვამებს, საწინააღმდეგოს, კერძოდ, ამ სწავლებისა :,,უფალი, ღმერთი შენი, უფალი ერთი არს’’ (მარკ. XII 19), _ ჩანს, ამჯერადაც იგივე შეემთხვევა მას, ვინც უკრძალველად ისმენს სულიწმინდის საიდუმლოებებს, შეცნობილთ მარტოოდენ სათნოების გზით განწმენდილთათვის. თუმცა, როგორც მაშინდელ წინასწარმეტყველებათა ახდომამ ცხადთან თანხმიერად წარმოაჩინა იმჟამინდელი საიდუმლონი და აწ გვწამს მამა, ძე და წმინდა სული, ღმრთეება სამგვამოვანი, ერთი მარტივი ბუნება, შეუდგენელი, შეუქმნელი, უხილავი, მოუაზრებელი,_მსგავსადვე, რაჟამს თავის დროზე გამოცხადდება სამერმისო საუკუნე, _ გამოუთქმელი ცხადჩენისებრ ერთი ღმერთისა სამ სრულ გვამოვნებაში_ყველასათვის ნათელი გახდება, რომ თანახმიერია ცხად საქმეებთან ამჟამინდელი საიდუმლონიც.
გვმართებს განვჭვრიტოთ ისიც, რომ თიმცა ღმრთეების სამგვამოვნება მოგვიანებით გაცხადდა ქვეყნის კიდემდე, არანაირად არ დაუზიანებია იგი ერთმთავრობის შესახებ სწავლებას; პირიქით, ზედმიწევნითაც შეიცნობოდა, თვით საქმეთა ახდომამდე, იმჟამინდელ წინასწარმეტყველთაგან, და კეთილშეწყნარებულიც იყო იმ პირთა მიერ, წინასწარმეტყველთ რომ მაშინ ყური უგდეს.
სწორედ ასევე, არც ამჯამად ვართ უმეცარნი აღსარების სიტყვებისა იმ საქმეთა შესახებ, რაც ცხადსიტყვიერადაც ქადაგებულა და წინასწარაც სულის მიერ საიდუმლოდ გაცხადებულა ღირსეულთათვის.
ერთნი, რომლებიც თვით გამოცდილებით არიან იდუმალგანსწავლულები,_ ისინი, ვინც განუდგნენ ქონების ხვეჭას, კაცთა დიდებას, სხეულთა უკეთურ გულისთქმებს და ამასთან, განამტკიცეს ეს განდეგილობა, დაემორჩილნენ რა ქრისტესეულ ასაკამდე მიღწეულთ, რადგან მყუდროებაში განუბნევლად მიაყურადეს თავის თავსა და ღმერთს, აუმღვრეველი ლოცვით კი თავისი თავის ზემოთ იქმნენ და იქმნენ ღმერთში,_ესენი მისდამი (ღვთისადმი) ზეგონებრივი საიდუმლო ერთობის გზით ზეგონებრივთა შესახებ იდუმალგანისწავლნენ; ხოლო მეორენი იდუმალგანისწავლნენ ამგვარ კაცთა მიმართ კრძალვით, რწმენით და სიყვარულით.
ასევე განვისწავლებით ჩვენც, ვისმენთ რა დიდი დიონისეს მიერ გაიოსისადმი მეორე ეპისტოლეში თქმულს, რომ ,, ღვთის ღმერთმყოფელი საბოძვარია ღმეთობა, ღმერთმთავრობა, კეთილმთავრობა, და გვჯერა, რომ ამ მადლის მბოძებელი ღმერთი ამ ღმერთობაზე უზემოესია. რამეთუ ღმერთი არ განიცდის მრავალგვარობას (არცთუ ორად იტყვის ვინმე ამ წესით ღმრთეებას’’.
საღვთო მაქსიმე, წერს რა მელქისედეკის შესახებ, ასაბუთებს, რომ უქმნელია ეს ღმერთმყოფელი მადლი ღვთისა და რომ მარადმყოფია იგი მარადმყოფი ღვთისაგან. სხვაგანაც ხშირად უწოდებს მას უშობელ და გვამოვან სინათლეს, ღირსეულთათვის ჩენილს (როდესაც კი ისინი ღირსნი ხდებიან), არათუ მაშინ შექმნილს. თვით ამ სინათლეს იგი სახელდებს ,,ზეგამოუთქმელი დიდების სინათლედ’’ და ,,ანგელოზთა სიწმინდედ’’.
დიდი მაკარი კი უწოდებს მას ,,უსხეულოთა საზრდოს’’, ,,საღთო ბუნების დიდებას’’, ,,სამერმისო საუკუნის მშვენებას’’, ,,საღვთო და ზეციურ ცეცხლს’’, ,,გამოუთქმელ და გონისმიერ სინათლეს’’, ,,სულიწმინდის წინდს’’, ,,სიხარულის წმინდამყოფელ ზეთს’’.
ამიტომ, ვინც მესალიანელებად შერაცხავს და ორღმერთიანებად უწოდებს მათ, რომლებიც ღვთის ამ ღმერთმყოფელ მადლს შეუქმნელად, უშობელად და გვამოვნად ამბობენ, ასეთმა ვინმემ, ვინც არ უნდა იყოს, იცოდეს, რომ ღვთის წმინდანთა მოწინააღმდეგეა იგი და თუ არ მოინანიებს, თავის თავს განაგდებს ცხონებულთა სამემკვიდრეოსაგან, განეშორება რა .წმინდანთა ერთ და მხოლო ბუნებით ღმერთს.
ხოლო ვისაც სწამს, იჯერებს და თანახმიერია წმინდანებისა, ვინც არ იმიზეზებს ცოდვათამიერ მიზეზებს და არ უკუაგდებს ცხადად თქმულს, ასეთი ვინმე, როგორც უმეცარი (რადგან არ იცის მან საიდუმლოს გვარი), ნუ იუკადრისებს ძიებასა და მცოდნეთაგან სწავლებას, რადგან გაიგებს იგი, რომ არათუ არაფერი აქვს შეუსაბამო საღვთო სიტყვებსა და საქმეებს, არამედ უაღრესი საჭიროებისანიც არიან ისინი, რომელთა გარეშე არანაირად არ ექნება მდგრადობა არაფერს, არცთუ საერთოდ ღმრთისმშვენი იქნება საიდუმლო.
ვინც განაჩინებს, რომ მხოლოდ ბაძვითა და მოთვისეობით, სულიწმინდის ღმერთმყოფელი მადლის გარეშე, აღესრულება ღვთისადმი სრული ერთობა (იმათ მსგავსად, რომლებსაც ერთნაირი ჩვევები და ურთიერთის სიყვარული აქვთ) ანუ ვისთვისაც ღვთის ღმერთმყოფელი მადლი მარტოოდენ ბაძვით შეთვისებული ნათვისობაა გონების მქონე ბუნებისა და არა ზებუნებისეული და გამოუთქმელი გაბრწყინება, არა საღვთო მოქმედება, უხილავად ხილული და მოუაზრებლად შემეცნებული ღირსეულთა მიერ, იცოდეს ასეთმა ვინმემ, რომ ჩავარდნილია იგი (არც კი იცის, ისე) მესალიანელთა ცდომილებაში, რადგან თუკი განღმრთობა ბუნებისეული ძალის მიხედვით იქნება და თუ იგი (განღმრთობა), ჩვეულებრივ, ბუნების საზღვრებში თავსდება, მაშინ ყოვლად აუცილებლად ბუნებით ღმერთი გახდება განღმრთობილი.
ამიტომ, ნუ შეეცდება ასეთი ვინმე, საკუთარი ცდომილება თავს მოახვიოს მათ, რომლებიც მყარად დგანან, და ამით ბიწიერჰყოს უბიწონი სარწმუნოებით, არამედ დაიმდაბლოს მან აზრმაღლობა და ისწავლოს გამოცდილთაგან ანთუ გამოცდილთა მიერ განსწავლულთაგან, რომ ყოვლითურთ შეუცავია ღმრთეების მადლი. არ არის ძალა ბუნებაში მისი დამტევი, რადგან მაშინ იგი უკვე მადლი კი აღარ იქნებოდა, არამედ ბუნებისეული ძალის მოქმედების გაცხადება. და თუ განღმრთობის დატევნითი ძალისებრ მოხდებოდა განღმრთობა, აღარც საკვირველი იქნებოდა ეს მოვლენა. შესაბამისად, სამართლიანად ჩაითვლებოდა განღმრთობა ბუნების საქმედ და არა ღვთის საბოძვარად, რის გამოც ამგვარი ვინმე (განღმრთობილი) ბუნებით ღმერთად ყოფნას შეძლებდა და საკუთრივ ასეც იქნებოდა წოდებული, რამეთუ არათუ სხვა რამ არის თითოეული არსთაგანის ბუნებითი ძალა, არამედ მოქმედებისაკენ ბუნების ურღვევი მოძრაობა. შესაბამისად, როგორღა გამიჯნავდა თავისი თავისაგან განღმრთობა განღმრთობილს? თუკი ბუნების საზღვრებში შეიცვება იგი (განღმრთობა), მაშინ აღარ ვიცი, როგორ გავიაზრო ეს გამიჯვნა.
ამიტომ, ღვთის მადლი უზემოესია ბუნებაზეც, სათნოებაზეც, ცოდნაზეც და ეს ყველაფერი, წმინდა მაქსიმეს თანახმად, უსასრულოდაა მისგან განშორებული, რამეთუ ყველა სათნოება და ჩვენთვის შესაძლებელი მიმბაძველობა ღვთისადმი ღმერთთან ერთობისათვის შეამზადებს მათ მფლობელს, ხოლო თვით გამოუთქმელ შეერთებას მადლი სრულმოქმედებს, რადგან ღვთის მადლის მიერ ღმერთი გადადის ღირსეულებში, მთლიანი_მთლიანებში, ხოლო ღვთის წმინდანები გადადიან ღმერთში, მთლიანნი მთლიანად მთლიანში, იწყნარებენ რა ღმერთს, მთლიანს, ნაცვლად საკუთარი თავისა, და მოიპოვებენ თავად ღმერთს, მხოლოს, როგორც მისკენ ზეაღსვლის რამ ჯილდოს,_ღმერთს, რომელიც შემოეზრდება მათ, როგორც საკუთარ ნაწილებს, ვით სული სხეულს და ღირსჰყოფს მათ, რომ მყოფობდნენ მასში.
ვინც ამტკიცებს, რომ მესალიანელები არიან, რომლებიც გონებას გულში ან ტვინში უჩენენ ადგილს, იცოდეს ასეთმა ვინმემ, რომ ბოროტად ესხმის თავს წმინდანებს, რადგან დიდი ათანასე სულის მოაზროვნეობას ( ) ტვინის შიგნით მყოფად ამბობს, ხოლო მაკარი, სიდიადით ნაკლები როდია, გონების მოქმედებას გულში ათავსებს. მათთან თანხმიერია თითქმის ყველა წმინდანი. საღვთო გრიგოლ ნოსელი, რომელიც ამბობს, რომ გონება, როგორც უსხეულო, არც სხეულის შიგნითაა, არც სხეულის გარეთ, არ უპირისპირდება ზემორე წმინდანებს, რადგან ისინი სხეულის შიგნით მყოფად ამბობენ გონებას, როგორც მასთან შეკავშირებულს. ასე რომ, სხვაგვარად ამბობენ რა ამას, არანაირად არ არიან მასთან უთანხმოებაში, რადგან არც იმას, ვინც ამბობს, რომ ღმერთს არა აქვს ადგილი ანდა რომ უსხეულოა იგი, არ ეწინააღმდეგება ის, ვინც ამბობს, რომ გარკვეულ დროს ღვთის სიტყვა ქალწურებრივი და ყოვლად უბიწო საშოს შიგნით იმყოფებოდა, როგორც იქ ჩვენს თბესთან გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით ზებუნებრივად შეკავშირებული.
ვინც ამბობს, რომ თაბორზე მოწაფეებისადმი გამოელვებული სინათლე იმგვარი ჩვენება და სიმბოლოა, რაც ჩნდება და უჩინარდება, და რომ არათუ საკუთრივად ჰგიეს იგი და ყოველგვარ შემეცნებაზე უზემოესად, არამედ_როგორც უფრო დაბალი შემეცნების მოქმედება, ასეთი ვინმე აშკარად წმინდანთა აზრების საწინააღმდეგოდ მეტყველებს, რადგან ესენი ქების სიტყვებშიც და ნაშრომებშიც უწოდებენ მას გამოუთქმელს, შეუქმნელს, მარადიულს, უდროოს, მიუახლებელს, უსაზომოს, განუზომელს, შემოუსაზღვრელს, უხილავს (ანგელოზებისათვისაც და ადამიანებისთვისაც), პირველსახოვან მშვენიერებას, უცვლელს, დიდებას ღვთისას, ქრისტეს დიდებას, სულიწმინდის დიდებას, ღმრთეების სხივს და სხვა ამგვარს, რამეთუ ამბობენ, რომ იდიდება ხორცი შეერთებისთანავე და და სხეულის დიდებად ხდება ღმრთეების დიდება. მაგრამ ხილულ სხეულში მყოფი დიდება დაუნახავი იყო მათთვის, რომლებიც ვერ დაიტევდნენ მას, რაც ანგელოზთათვისაც უხილავია.
ამრიგად ფერს იცვლის იგი. არათუ იმას იღებს, რაც არ იყო, არამცთუ იმად გარდაიქმნება, რაც არ იყო, არამედ რაც იყო, იმით გამოუჩნდება თავის მოწაფეებს, თვალებს უხსნის რა მათ და ქმნის რა ბრმათაგან მხედველთ. და თუმცა თვით ჰგიეს იგივეობაში, აწ ხილულად გამოუჩნდა მოწაფეებს, ადრე ჩენილისაგან განსხვავებულად, რადგან თავად არის ჭეშმარიტი ,,მშვენიერება დიდებისა’’.
და გაბრწყინდა იგი, როგორც მზე, თუმცა მკრთალია ეს შედარება, რადგან შეძლებელია დაუკლებლად გამოიხატოს ქმნილებაში ის, რაც შეუქმნელია
ვინც ამბობს, რომ შეუქმნელია მხოლოდ არსება ღვთისა და არა მისი მარადიული მოქმედებანი (რომელთა მიერ აღემატება კიდეც იგი ყველას, ისე როგორც ყოველგვარ ნამოქმედარს_მისი მოქმედი), _ისმინოს ასეთმა ვინმემ წმინდა მაქსიმეს თქმული:
,,ყველა უკვდავი და თვით უკვდავება, ყველა ცოცხალი და თვით სიცოცლე, ყველა წმინდა და თვით სიწმინდე, ყველა სათნო და თვით სათნოება, ყველა კეთილი და თვით სიკეთე, ყველა არსებული და თვით ყოფიერება,_ყოველივე ეს, ცხადია, საქმეა ღვთისა, თუმცა პირველთა არსებობა დროშია დაწყებული, რადგან იყო ოდესღაც დრო, როდესაც არ იყვნენ, ხოლო მეორეთა არსებობა დროში არ დაწყებულა, რადგან არ ყოფილა ოდესმე დრო, როდესაც არ იყო სათნოება, სიკეთე, სიწმინდე, უკვდავება’’.
კიდევ:
,,სიკეთე და ყველაფერი, რაც კი რამ სიკეთის ცნებაში თავსდება, და მარტივად, ყოველი ცხოვრება, უკვდავება, სიმარტივე უცვლელობა, უსაზღვროება,_საერთოდ, რაც ღვთის შესახებ არსობრივად განიჭვრიტება,_საქმეა ღვთისა, დროში არ დაწყებული, რადგან არსებობა უხუცესი როდია სათნოებაზე ანუ სხვა რამ ზემოთქმულზე, თუმცა კი მათთან წილმქონეთა არსებობა, თავის მხრივ, დროშია დაწყებული’’.
დაუსაბამოა ყველა სათნოება, არა აქვს რა მას ჟამი თავის თავზე უხუცესი, რადგან მხოლოდდამხოლოდ ღმერთი ჰყავს საკუთარი არსებობის მარადიულ მშობლად, რომელიც განუზომელი განუზომლობით ზეგანეშორება ყველა არსებულს, წილმქონესაც და წილქონებულდსაც.
ამათგან ისწავლონ, რომ ყველაფერი ღვთივ დაარსებული ჟამიერი როდია, არამედ დაუსაბამოა ზოგი მათგანი. ამ სწავლებას არანაირად არ არღვევს მოძღვრება იმის შესახებ, რომ ერთადერთია ბუნებით დაუსაბამო,_სამობითი მხოლოობა და თავისთავადი ზებუნებისეული სიმარტივე. ასევე გონებაც, თუკი იმ ზებუნებისეული განუყოფლობისათვის მკრთალ შედარებას მოვიტანთ, არანაირად არ არის შედგენილი მასში შთანერგილი აზრების გამო.
ვინც არ ეთანხმება იმას, რომ სულიწმინდისეულ ნიჭთა მიერ, რაც საღვთოდ წარმატებულთა სულშია, სხეულში სულისმიერი მიდრეკილებანი შთაიბეჭდება, ამასთან, ვინც უვნებლობად (განცდებისაგან განთავისუფლებად) ამბობს ვნებადობის (განცდისმიერობის) თვისობრივ სიკვდილს და არა მის თვისობრივ მოქმედებას უმჯობესისაკენ, როდესაც იგი (ვნებადობის ანუ განცდის უნარი) მთლიანად უკუიქცევა უკეთურთაგან და მიიქცევა კეთილისაკენ,, განიშორებს რა უკეთურ ნათვისობებს და გამდიდრდება რა კეთილთაგან,- ასეთი ვინმე, თავისი მოსაზრების შესაბამისად, უარყოფს იმასაც, რომ არსთა უხრწნელ საუკუნეში სხეულითურთ იქნება მყოფობა.
ამგვარად, თუკი მაშინ (სამერმისოდ) სულთან ერთად სხეულიც იქნება წილმქონე გამოუთქმელი სიკეთეებისა, ცხადია, რომ იგი (სხეული), დატევნისებრ, ახლაც თანაწილმქონეა იმ მადლისა, რაც ღვთის მიერ საიდუმლოდ და გამოუთქმელად ეწყალობება განწმენდილ გონებას, და ისიც (სხეულიც) განიცდის საღვთო საქმეებს მისთვის შესაფერისად, როდესაც სულის ვნებადობა (განცდისმიერობა) არათუ თვისობრივად კვდება, არამედ გარდაიქმნება და განიწმინდება და არის რა იგი საზიარო სხეულისა და სულისა, თავისი თავის მიერ განწმენდს სხეულის მიდრეკილებებსა და მოქმედებებს. რამეთუ, წმინდა დიადოქოსის თანახმად, იმათი გონება, რომლებიც სამერმისო სიკეთეთა სასოებით განეშორნენ ცხოვრების სიამტკბილობებს, უზრუნველობის გამო მძლავრად მოძრაობს და თვით შეიგრძნობს რა საღვთო და გამოუთქმელ სიტკბოებას, საკუთარი წარმატების შესაბამისად სხეულსაც მიუბოძებს სიტკბოების ნაწილს, ხოლო ასეთ დროს სულში და სხეულში შთანერგილი სიხარული უცთომელი მოგონებაა უხრწნელი ცხოვრებისა.
სხვა სინათლის აღქმა სჩვევია გონებას, სხვა სინათლისა_გრძნობას. ეს უკანასკნელი ითვისებს გრძნობად სინათლეს, რითაც გრძნობადნი, როგორც გრძნობადნი წარმოჩნდებიან, ხოლო სინათლე გონებისა არის აზრებში მდებარე ცოდნა.
ამრიგად, არათუ ერთი და იმავე სინათლის აღქმა სჩვევია მხედველობას და გონებას, არამედ შესაბამისად თავისი ბუნებისა და ბუნებისეულთა შორის მოქმედებს თითოეული მათგანი.
როდესაც ღირსეულნი მათი გრძნობითა და გონებით კეთილმონაწილენი ხდებიან სულიერი და ზებუნებისეული მადლისა და ძალისა, ისინი, დიდი გრიგოლ ღვთისმეტყველისებრ რომ ვთქვათ, ყოველგვარ გრძნობასა და ყოველგვარ გონებაზე უზემოესთ უჭვრეტენ, როგორც ეს უწყის მარტოოდენ ღმერთმა და აგრეთვე, მათ, რომლებიც ამგვართა მოქმედების ქვეშ არიან.
ეს გვისწავლია წერილისაგან, ეს მიგვიღია ჩვენი მამებისაგან, ეს შეგვიცვნია მცირე გამოცდილებით, ეს არის ის, რაც მღვდელმონაზონთა შორის უპატიოსნესმა ძმამ ჩვენმა, უფალმა გრიგოლმა დაწერა სამღვდელოდ მემყუდროეთათვის, და რასაც, როგორც წმინდანთა გადმოცემებისადმი ზედმიწევნით მიდევნებულს, წამკითხველთა დასარწმუნებლად ხელს ვაწერთ:
პროტოსი წმინდა მთის ღირს მონასტერთა მღვდელმონაზონი ისააკი.
წინამძღვარი ღირსეული სამეფო და წმინდა ლავრისა, თეოდოსი მღვდელმონაზონი.
ხოლო ჰქონდა ხელმოწერა იბერთა მონასტრის წინამძღვრისა თავის ენაზე.
წინამძღვარი ბატოპედის ღირსეული და სამეფო მონასტრისა, მღვდელმონაზონი იოანიკიოსი.
ხოლო წქონდა ხელმოწერა სერბთა მონასტრის წინამძღვრისა თავის ენაზე.
უნარჩევესმა მღვდელმონაზონმა ფილოთეოსმა, ვფიქრობ რა იმავეს, ხელი მოვაწერე.
მღვდელმონაზონთა შორის უნარჩევესი დასულიერი მოძღვარი ესფიგმენის ღირსეული მონასტრისა, აფილოქე.
მღველმონაზონთა შორის უუნდოესმა გერასიმემ, ვნახე რა და წავიკითხე ღვთისმოყვარეობით დაწერილნი და მივიღე რა, ხელი მოვაწერე.
უუნდოესმა ბერმა და მონაზონთა შორის უნარჩევესმა მოსემ, ვფიქრობ რა იმავეს, ხელი მოვაწერე.
მღვდელმონაზონთა შორის უნარჩევესი და სულიერი მოძღვარი ბატოპედიისა თეოდოსიოსი.
წინამძღვარი კუტლუმუსის წმინდა მონასტრისა თეოსტერიქტოს მღვდელმონაზონი.
ცოდვილმა გერონტი მარულელმა, ღირსეული ლავრის ბერთა შორის შერაცხილმა, ვფიქრობ რა იმავეს, ხელი მოვაწერე.
მონაზონთა შორის უნარჩევესი კალისტე მუძალონი.
მონაზონთა შორის უნარჩევესმა და უნდომ, გრიგოლ სტრაბოლანკადიტელმა, თითქოსდა მემყუდროემ, ვცნობ და ვფიქრობ რა იმავეს, ხელი მოვაწერე.
მაგულას სკიტის ბერთაგანმა და მღვდელმონაზონთა შორის უნარჩევესმა ესაიამ, ვფიქრობ რა იმავეს, ხელი მოვაწერე.
მონაზონთა შორის უნარჩევესი მარკოზ სინელი.
მაგულას სკიტის ბერი და მღვდელმონაზონთა შორის უნარჩევესი კალისტე.
ჰქონდა, აგრეთვე, სირიელი მემყუდროე ბერის ხელმოწერა თავის ენაზე.
მონაზონთა შორის უნარჩევსი სოფრონი.
მონაზონთა შორის უნარჩევესი იოასაფი.
იერისის და წმინდა მთის მდაბალმა ეპისკოპოსმა იაკობმა, ვარ რა ნასაზრდოები წმინდა მთის და მამათა გადმოცემებით და ვადასტურებ რა, რომ აქ ხელისმომწერ რჩეულთა მიერ მთელი წმინდა მთა ეთანხმება ზემოთქმულს და ხელს აწერს, მეც დავეთანხმე და დავბეჭდე რა, ხელი მოვაწერე. და ამასაც, ყველასთან ერთად, მივაწერ, რომ ვინც არ ეთანხმება წმინდანებს, როგორც ვეთანხმებით ჩვენ და ჩვენზე მცირედით უწინარესი მამები, ჩვენ მის ზიარებას არ შევიწყნარებთ.
''ხვამლის'' ნომრები ბევრი არ არის 2005, 2006 ,2007 წლის ნომრები შეგიძლიათ შეიძინოთ ლესელიძეზე არსებულ საეკლესიო მაღაზიებში.
მადლი ვლინდება მოქმედებებში. სათნოებებში. ანუ მრავალგვარია მისი გამოვლინება. გაიხსენეთ თაბორის ნათელი ისიც არის ღვთის შეუქმნელი ენერგია, რითაც შემოსილი იყო ქრისტე.
არადა რა კარგი თემა იყო.
"ღვთის ღმერთმყოფელი საბოძვარია ღმერთობა"- "წმ.მთის ტომოსი"
არადა რა კარგი თემა იყო
"უფალს ჩვენი არც მღვიძარება სჭირდება და არც სხვა შესაწირი და სულიერი ღვაწლი; ეს ყოველივე ჩვენ გვჭირდება - უფალთან თანამყოფობისთვის, მისგან მადლისა და წყალობის მისაღებად".
"ვინც მადლს ეზიარა, მან უნდა განამრავლოს იგი, მოჰფინოს მისი ნათელი თავის გარშემო; თუ ასე არ მოიქცა, ამ მადლს თავადაც კარგავს, რადგან მადლის თვისება მატებაა და შეუძლებელია, დაიტიო იგი და არ გასცე"
/წმ. ათანასე დიდი/
"ცოდვასთან ბრძოლას ჩემი აზრით მადლის მოხვეჭაზე ზრუნვა ჯობია ანუ ადამიანი მრუშობას ან სხვა ცოდვებს კი არ უნდა ებრძოლოს, არამედ სიწმინდის მოხვეჭაზე და სათნოებით ცხოვრებაზე უნდა იყოს გადართული და ეს ვნებები თავისთავად მოეხსნება ადამიანს და გაიმარჯვებს"
/მღვდელ-მონაზონი იოანე მჭედლიშვილი/
"მადლითა ღმრთისაითა ვარ, რაი-იგი ვარ" (1 კორ. 15,10)
"ღმერთი მადლს თავმდაბალთ და მდუმარეთ აძლევს. ვინც ეს განძი ჰპოვა, ამის შესახებ ქვეყანას არ მოუყვება, არამედ თავის ბაგეებს მდუმარებით შემოზღუდავს, რათა სულიერმა მპარავებმა არ მოსტაცოს"
/არქმინადრიტი რაფაელი (კარელინი)/
"რამდენადაც გაუხსნი გულს უფალს, იმდენად შემოვა იგი შენში და გაცილებით აღმატებულ მადლს მოგანიჭებს"
"მადლი დაუოკებელი მადაა უფალს მოწყურებული სულისა. უფლის მიერ ბოძებული საკვებია გონებისა, რითაც სულიერად საზრდოობს და იზრდება ადამიანი"
"მადლად ის იწოდება, რასაც ყოვლადკეთილი ღმერთი ადამიანს ბუნებაზე აღმატებულს ანიჭებს"
Madli ars chemi azrit samebis erterti piris "gamovlebis" konkretulad ki suliwmindis. Xolo suliwminda xom rmertia....anu xom grsmit ra aris suliwminda
"ადამიანი რაც მეტ მადლს მოიხვეჭს და განიღმრთობა, მით უფრო დიდ ნეტარებას მიიღებს უფლისაგან გვირგვინად"
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"მადლი შეიყვარებს პიროვნებას და აღარ მიატოვებს მას"
"უფლის სასოებით დანახული, ამოცნობილი ცოდვები სიმდაბლეს შეგძენს და კიდევ მეტად და მეტად მიგაჯაჭვავს ღვთის მადლთან. მადლი კი ზომიერებას, მოკრძალებას, პატიოსნებას გასწავლის. სინდისის ხმას აღამაღლებს და გააძლიერებს შენში. დაცემისას უფალს არ დაგავიწყებს და ფეხზე დგომისას სიმყარეს შეგძენს.
ნუ შეძრწუნდები დაცემისას, რადგან ამით უფალმა ხილულად მიგანიშნა შენში დაფარულ და შენგან შეუმჩნეველ სნეულებაზე. მხოლოდ უფალს მიენდე და მრჩევლად ბევრს ნუ გაიხდი. რჩევა მას ჰკითხე, ვინც ღვთივგანბრძნობილი და ღვთისმოყვარეა.
ყოველი სიტყვა თუ საქმე, რომელიც უფალთან ზიარებაში ხელს შეგიშლის, დაუძინებელი მტერივით მოიძაგე და მოიკვეთე შენგან, როგორც ცეცხლს, ისე განერიდე მას. მხოლოდ ღმერთს მიეწებე და უფალი იყოს შენთვის ყოფიერების საზრდო, სათავე და მიზანი. ამინ".
/დავით სურგულაძე/
"მადლი თუ გაქვს მადლიანი ხარ და შენი მადლი შენი სულიდან გამოდის"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"მადლის მნიშვნელობის მცოდნე ფულსა და დიდებას არ დახარბდება"
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"უფლის მადლი ფარავდეს მისი სიმართლის მაძიებელ თითოეულ ქართველს!"
"მხოლოდ უფლის მადლით ვარ შემოსილი"
"მადლის განსაკუთრებული გადმოფრქვევა"
"უმადლოდ დარჩენილი ადამიანი ბოროტი ძალისგან ადვილი სამართავი ხდება"
"როცა გონება კაცისა განწმენდილია და განბრწყინვებული, ღვთის მადლის შეწევნის გარეშეც შეუძლია, შორს ჭვრიტოს. ხოლო შემდეგ, როცა განანათლებს მას საღმრთო მადლი, რომელიც ადამიანში შეიძლება მუდმივადაც იმყოფებოდეს, აღიტაცებს მის გონებას ჭვრეტამდე და ხილვებამდე ანდა როგორც ჩათვლის საჭიროდ.
თვითონ კაცმაც, თუ მოისურვებს შეიტყოს რაიმე მისთვის მნიშვნელოვანი, შეიძლება ითხოვოს ლოცვისას, რათა საღმრთო მადლმა აღუსრულოს ეს თხოვნა. ვფიქრობ, კეთილკრძალულნი არ ესწრაფვიან ასეთ ხილვებს, თუ განსაკუთრებული საჭიროება არ მოითხოვს. ყოველ შემთხვევაში, უფალმან "ნებაი მოშიშთა მისთა ჰყოს და ვედრებისა მათისაი შეისმინოს" (ფსალ. 144, 19)
/მამა იოსებ ათონელი/
"მადლის მოძიების უფრო სწრაფი გზა ლოცვით არის შესაძლებელი"
/მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)/
"საჭირო დროს და საჭირო ადგილას აღმოგაცენათ საღმრთო მადლმა"
"ღვთივმობერილი მადლი"
/დეკ. გიორგი მალხაზიშვილი/
"საკმაოდ ციოდა, მაგრამ ამბერკი ღუმელს მაინც არ ანთებდა, ღვთის მადლი ათბობდა და იფარავდა სნეულებისგან"
"მადლი ანთებულ კოცონს წააგავს, სულის სახლს რომ ათბობს, მაგრამ თუ გაუფრთხილებლად მოიქეცი, შეიძლება ხანძრად იქცეს და ყველაფერი გადაბუგოს"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"კურთხევა ზეციური მადლის გავრცელების საშუალებაა"
"თუ დაკვირვებიხართ ტაძარში ყოფნის დროს გაურკვეველი სიხარული გვეუფლება ხოლმე. თითქოს დაღლილები ვართ, მაგრამ სიხარულს განვიცდით. ეს არის მადლის მოქმედება"
/მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)/
"ადამიანი ცოდვილია და უძლური; რომ მხოლოდ საღვთო მადლით ეძლევა მას სიკეთის ქმნის ძალა"
„ზეგარდმო მადლცხებულება“
"განათლება ღვთისაგან ბოძებული მადლია. ღირსი უნდა იყოს, რომ უფლის მადლი გადმოვიდეს მის გონებაზე"
/ილია II/
"მამა იულიანეზე განსვენებული მადლი ღვთის სულისა"
"მთელი სიცოცხლე ამ მადლს ვეძებდი და ვიპოვე"
"ვგრძნობდი, რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი არის საღვთო მადლი, და არ მინდოდა მადლის ამ ატმოსფეროდან გამოვსულიყავი".
"მადლი ტოვებს ამ წუთისოფელს, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, შევაკავოთ ღვთის მადლი, რომელიც არ დაუშვებს კაცობრიობის სავსებით გახრწნა-დაღუპვას"
"ისეთი სულიერი მადლით იყო გარდავსებული"
"ამგვარი ღვაწლის გამო გაიფურჩქნა პოლიქრონიონის ღვთივბოძებული მადლი და მისი ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულებოდა".
"მას იცავდა რწმენა და მის გამო იბრძოდა მადლი"
"-რას ნიშნავს კარგი და ცუდი აურა?
- როცა ღვთის მადლია ადამიანში ან ანგელოზია მის წინაშე (ფიზიკური თვალი ვერ ხედავს), მაშინ ადამიანი განიცდის სიმშვიდეს, სიხარულს, რასაც ათეისტები ეძახიან კარგ აურას.
როცა ადამიანი განიცდის ბოროტი სულის ზეგავლენას (ფიზიკური თვალი ვერ ხედავს), მაშინ მისი სული აფორიაქებულია, შიშის გრძნობა აქვს, უიმედობაშია, თვითმკვლელობის აზრები მოსდის. რასაც ათეისტები ეძახიან ცუდ აურას".
/არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია)/
"ღვთის მადლის ნათელი აციაგდა მის გულში"
"გარდამეტებული ღვთის მადლი სახეზე ეწერა"
"შინაგანი ცხოვრება განსაკუთრებულად უნდა გავააქტიუროთ, თუ გვინდა მაცხოვრის მადლი მივიღოთ და ვცხონდეთ"
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"სადაც მადლი არ არის - იქ წყევა სუფევს"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ღვთიური მადლი ეს არის წონასწორობის დაცვა ჩვენს სულში".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"მადლმა იგი მარავალგზის მოიხილა"
"სკოლის მოწაფეს გიმნაზიის საგნების გაგება არ შეუძლია, გიმნაზისტს - უნივერსიტეტისა. მაგრამ, როცა მადლი შეგეხება, მაშინ მიხვდები, რომ შენ ახლა გიმნაზიის მოწაფე ხარ, ანდა უნივერსიტეტის სტუდენტი. შენ თვითონ მიხვალ აქამდე".
"მადლი ერთისგან გაწირვაა და მეორისგან შეწირვა, თუ ან გამწირველი არ არის, ან შემწირველი, მადლიც არ არის".
/ფილოლოგი ლალი ბარძიმაშვილი/
"კართაგენის კრების მამები წერენ: "მადლის გარეშე ჩვენ არა მხოლოდ რაიმე სიკეთის გაკეთება, გაფიქრებაც არ ძალგვიძს".
"მადლი ღმერთის ბუნების გარე თავისებურებას არ წარმოადგენს, მადლი თავად ღმერთია"
/წმ. გრიგოლ პალამა/
"მამა არსენი [კაპადოკიელი] თავის სათნოებების დამალვას ცდილობდა, მაგრამ მასში დავანებული ღვთის მადლი გასცემდა".
"თუმცა ის დაფარული გულით ცხოვრობდა და ამსოფილიურ დიდებას გაურბოდა, მაგრამ ღვთის მადლი მას გასცემდა".
„ძალუძს შეისრუტოს მადლი“
„ღვთის მადლი რეზერვუარი კი არ არის, სადაც შეიძლება წყალი დაწყდეს, არამედ დაუწყვედელი წყაროა“.
"მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს".
/წმ. იოანე დამასკელი/
"თუ საკუთარ სულში ვნახავთ, რომ მთელი ძალით გვსურს და ვესწრაფვით იმას, რომ მოყვასი ყოველგვარ საქმეში ჩვენზე უკეთესი იყოს, ჩანს, რომ ღვთის მადლი შორს აღარაა ჩვენგან".
/წმ. იოანე სინელი/
"მოკრძალება დიდი მადლია"
"ცოდვების დანახვა მთელი თავისი სიღრმით ჭეშმარიტად ღვთის მადლია".
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"მადლმა ფერი უცვალა მის შინაგანს, რის გამოც განსაკუთრებულად ეკრძალვოდა არაწმინდა აზრებს, რომ უფლისთვის შეუბღალავად შეენახა თავი"
"მადლმოსილი კაცი სხვებსაც გადასცემს ღვთაებრივ მადლს და ხორციელ ადამიანებს გარდაქმნის, ათავისუფლებს მათ ვნებათა ტყვეობისაგან და ამდენად მიაახლოებს ღმერთთან, სადაც ისინი ხსნას პოულობენ".
"ლოცვისას ისეთმა მადლმა მოიხილა იგი, რომ მას ჩემზეც ასხივებდა. მაშინ გადმოიღვარა ჩემზე მადლის სიმდიდრე".
"უფლის მადლი შეიძლება შევადაროთ დიდ, ანკარა მდინარეს... მასთან მიდის ხალხი... ზოგი ორი სათლით იღებს წყალს, ზოგი დოქით, ზოგი ჭიქით, ზოგი კი სათითეთი... ზოგს ფეხის დასველება კი არ სურს. სწორედ ასეა ღვთის მადლი. ის უშურველად მოედინება, ყველას შეუძლია მას მიეახლოს, შეიგრძნოს მისი მაცხოვნებელი ძალა; ის ყველასთვის მოედინება, მუდამ სავსეა და ულევი... არასდროს იკლებს, არასდროს მცირდება... მთავარია, როგორი რწმენითა და სურვილით მივეახლებით მას".
/დეკ. რევაზ სიხარულიძე/
"ისეთი მადლი იყო მასში, რომ დუღდა მადლიო".
"როდესაც დიდი მადლი გარდამოდის, წერა არ შემიძლია".
/წმიდა ბერი სილუან ათონელი/
"მადლის გარეშე ადამიანი სულიერად ბრმაა".
/წმიდა ბერი სილუან ათონელი/
"ერთ-ერთი ყველაზე დიდი მადლი არის მადლიერება, მაგრამ მადლიერება იქ არის, სადაც სრული უანგარობაა".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"მისი წმინდა ნაწილები გასცემენ მადლს".
"მასზე ღვთაებრივი მადლი განისვენებდა"
"როცა ღმერთი კაცის გულს სურვილისაგან თავისუფალს იხილავს, მაშინ მოდის მადლი. ღვთაებრივი მადლი ენით აღუწერელია. ის აღიქმება სულის განსაკუთრებულ მდგომარეობისას. ერთი ალმაცერი მზერისთვის ადამიანი მადლს კარგავს."
"წმიდა კაცი უფრო მეტად მოიხვეჭს მადლს - სულიწმინდის ნიჭს. ვევედროთ უფალს, რათა ჩვენზე მოვიდეს მცირედი წვეთი სულიწმინდისა, რომ დავიცვათ ამ საკვირველი საიდუმლოს ხსენება და მადლის სასარგებლო ნაყოფი მივიღოთ. ნიჭი გულმოდგინების დროს იძლევა ნაყოფს და ღმერთი კი ყოველივეს ქმნის ჩვენთან ერთად, რამეთუ მისი არს დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ".
/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/
"მადლი მხოლო ჭეშმარიტებაშია"
"იგი მარტოოდენ მასთან ივანებს, ვინც ამას იმსახურებს".
"წმინდა მამები შიშობდნენ, არ დაეკარგათ სულიწმინდის მადლი. თუკი რაიმე შეემთხვეოდათ, ტიროდნენ სინანულით და უფალი ისევ უბრუნდებდა მადლს".
"მადლი ხან მიდის, ხან მოდის. როცა კაცის ცხოვრება მადლთან თანაზიარია, ის ბედნიერია და ემსგავსება ზღვაზე მიმავალ ნავს, რომელიც ყველა განსაცდელს მშვიდად და აუღელვებლად აუქცევს გვერდს".
"უფალი ჩვენც გვაძლევს მადლს, მაგრამ ჩვენ უნდა შევიტკბოთ იგი, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს მადლი არის ძალა ღვთისა უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი".
/ილია II/
"ზოგჯერ ღმერთი ჩვენი სიკეთისთვის აყოვნებს თხოვნის შესრულებას, რათა მერე დიდხანს არ დაგვავიწყდეს, თუ რა შრომის ფასად გვიბოძა მადლი".
/წმ. ნიკოლოზი/
ღირსი კალისტე ქსანთოპულო (XIV ს.):
"შეუძლებელია ღმერთმა დაუტევოს ის, ვინც ღვთის მადლი იგემა".
"წმინდა გრიგოლ პალამა ამბობს, რომ უფლის მადლი, რომელიც სუფევს ადამიანში, გადმოდის მასზე, ეხება, კურნავს, სრულქმნის და ეს მადლი თავად უფალია. ამიტომ რაოდენი მოკრძალებით უნდა ვუცქერდეთ ერთმანეთს, რაოდენი თრთოლვითა და მოწიწებით ვეპყრობოდეთ ერთმანეთს, მიუხედავად ჩვენი უძლურებისა და ცოდვებისა, რამეთუ ხატნი ვართ, მართალია შებღალულნი, მაგრამ მაინც განწმენდილნი".
"მასზე მოისვენა წინასწარმეტყველების მადლმა".
"ღვთის საქმეა - მოგანიჭოს მადლი, შენი მოვალეობა კი მისი დაცვა და შენარჩუნებაა".
/წმ. კირილე იერუსალიმელი/
"ღმერთმა ისეთი მადლი მისცა, რომ წყურვილის დათმენა შეეძლო".
"მადლის მპოვნელი ადამიანი აცნობიერებს ღვთის ამ უდიდეს საოცრებას, აღიქვამს თავის დანიშნულებას და უდიდესი მადლიერებით ემხობა ღვთის სიბრძნისა და წყალობის წინაშე. განა შეიძლება, ამაზე დიდი და ღირებული რაიმე იყოს ამ ქვეყანას? სწორედ გარჯაა საჭირო ჩვენი ცხოვრების მანძილზე, რომ ვიპოვოთ ის მაცხოვნებელი მადლი, რომელიც აუცილებელია ჩვენი მარადიული ცხოვრების დასამკვიდრებლად".
/მღვდელ-მონაზონი ისიდორე (ქარუმიძე)/
"სიტყვა "მადლიერებას" რომ ჩავუღრმავდეთ, თავად გვეუბნება სათქმელს: მადლიერებს მადლი უფლისა მიეცემა, თუ იდრეკს ადამიანი თავს უფლის წინაშე გულწრფელად და სასოებით".
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"ერთი წმინდა მამა ბრძანებს, რომ ყოველი ჩვენი დღე უნდა იყოს მოვაჭრება მადლისა. როგორც ვაჭარი გადის და ყოველდღიურად ცდილობს, შინ მეტი ნავაჭრით დაბრუნდეს, ასევე ქრისტიანი ყოველი დღის დაწყებით უნდა ცდილობდეს, უფრო მეტი მადლი მოიხვეჭოს. მადლი უნდა მოვძებნოთ ეკლესიური საიდუმლოების შესრულებაში და სიკეთის აღსრულებაში".
/არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი)/
"კეთილმოკრძალებულ კაცზე ღვთის მადლი მოიწევა და განუმშვენებს სულს", - ამბობდა ბერი [წმ. პაისი ათონელი], მაგრამ წუხდა, რომ ადამიანები უყურადღებონი გახდნენ და უკრძალველნი: "თუ კაცს მოწიწება არა აქვს, აგდებულად ეპყრობა საღმრთო საგნებს, მაშინ მას ღვთაებრივი მადლი ტოვებს, ბოროტის ხელში ვარდება და მერე ადამიანები ეშმაკეულნი ხდებიან. საღმრთო მადლი უკრძალველ კაცს არც კი მიუახლოვდება, ის მასთან მიდის, ვინც პატივს მიაგებს". ბერი მოწიწების სინაკლულედ თვლიდა ხატების, საეკლესიო წიგნების, სეფისკვერის და საერთოდ ყველა სიწმინდის დადებას სკამზე, საწოლზე (ბალიშის გარდა)".
"მდუმარების გარეშე მადლი არ ჩერდება. მადლის გარეშე კი ადამიანი არარაა".
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"როგორც იოსებ ათონელი (ისიქასტი) ამბობდა: "მდუმარების გარეშე მადლი არ ჩერდება. მადლის გარეშე კი ადამიანი არარაა".
"ყველაფერს, რაც შემზღუდველია ხორცისა, ძალუძს, ადამიანი მადლით გაამდიდროს".
/მამა იოანე ყურაშვილი/
"ღვთისგან მადლი სხვადასხვა ოდენობით გვეძლევა, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ვართ მოწოდებული და მომზადებული მის მისაღებად. ღმერთი, ყოვლადწმინდა სამება ყველგან მყოფობს, მისგან მომდინარე მადლის მოხვეჭაც ყველგანაა შესაძლებელი, მაგრამ განსაკუთრებული შესაძლებლობა ეკლესიაში გვეძლევა, უპირველესად იმის გამო, რომ იქ სულიწმინდის განსაკუთრებული მადლი მყოფობს. ტაძარი გამტარობითაც გამოირჩევა - ღვთისმსახურნი ხომ გამტარნი არიან ღვთიური მადლისა, თანაც ეკლესიაში მოსული ადამიანი მეტად არის განწყობილი მის მისაღებად".
/მამა იოანე ყურაშვილი/
"ცხადია, რაც უფრო მეტად იღწვის, მეტად იხარჯება ადამიანი უფლისთვის, მადლი და წყალობაც მეტად ენიჭება. უმოქმედო კაცის გულში უფალი ვერ დაივანებს, რადგან მისი გული არ არის ღვთისთვის გაღებული. უფლისთვის განუწყვეტელი მოღვაწეობის სანაცვლოდ კი ადამიანი სულიწმინდის მადლით ივსება. ასეთი მოღვაწე სულიწმინდის ჭურჭლად იქცევა".
/მამა იოანე ყურაშვილი/
"მადლს კი ზნეკეთილი ადამიანი იხვეჭს".
/მამა იოანე ყურაშვილი/
"სადაც მადლი არ არის - იქ წყევა სუფევს".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ღვთაებრივი მადლით ერთნი განიწინდებიან, სხვანი - გაბრწყინდებიან, ხოლო მესამენი - განიღმრთობიან".
"საიდუმლოებების საშუალებით მადლი უხვად იმ ადამიანებზე გადმოდის, რომლებიც მადლის მისაღებად შესაბამისად არიან განმზადებულნი. ჩვენ, ადამიანები, არანაირად არ ვართ ღვთისაგან ბოძებული ნიჭის ღირსნი. მაგრამ, ღმერთი უღირსებს ღირსეულებად გვაქცევს. თუმცა ამ დროს აუცილებელია ჩვენი თანადგომა, რაც ჩვენს სინანულში უნდა იყოს ასახული. "ჩვენ ღირსნი ჩვენი სინანულის გამო ვხდებით და მხოლოდ სინანულის საქმით ვუახლოვდებით მას, ვისაც უღირსი ღირსეულად შეუძლია გარდაქმნას".
"მადლის მოზღვავება მაშინვე შევიგრძენი".
"გასაღები უფლის მადლის მოძიებისა, თავმდაბლობაშია".
/დეკ. გიორგი ბასილაია/
"უფალმა მადლი წაჰგვარა"
"მადლი სულში შედის, როგორც უდიდესი სიმშვიდე".
"იფუსფუსეთ, ოღონდ ღმერთს ნუ დაივიწყებს თქვენი გონება და ბაგეები. ნურც მის თაყვანისცემას დაივიწყებთ. დაე, გეძნელებოდეთ, მით უფრო დასაფასებელი იქნება თქვენი ღვაწლი და მით უფრო მალე მოგეცემათ მადლი".
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"გახსოვდეს სულიწმინდის მადლი და ეცადე მის მოპოვებას".
"მადლის შეგრძნების დონე ცვალებადია: ძლიერდება ან სუსტდება. თავად მადლი კი, არც იზრდება და არც მცირდება და რადგან მარად უცვლელია, ჩვენ მიერ ქმედების აღქმაა სხვადასხვაგვარი".
/მამა ეფრემ კატუნაკელი/
"საღმრთო მადლი მამა პაისის ღვთის საიდუმლოებებს გაანდობდა, მან მოიპოვა "გონება ქრისტესი", ხვდებოდა, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი, რომელსაც ყველა კაცის ცხონება სურს".
"უნდა გვასოვდეს, რომ ადამიანი უძლურია, მაგრამ თუ მადლი ღვთისა არის მასში, ის უძლიერესია. ღვთის მადლით გაძლიერებული ადამიანი ყოველგვარ უძლურებას დასძლევს და მტერს დაამარცხებს. ანუ ადამიანმა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში უნდა დაძლიო ვნებები და თუკი ამას შესძლებ, მუდამ ძლიერი იქნება"
/ილია მეორე/
"მადლი არის იქ, სადაც ქრისტე განდიდებულია".
/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/
"წმინდა მაკარი [დიდი] მიიჩნევს, რომ მანამდე, სანამ ნება ცოდვის გზაზე არ დადგება, მადლი "ადამიანის თანამდევია, რაღაც მისი ბუნებრივი, განუყოფელი და მასთან მყოფი ერთიანი არსია". ის მოქმედებს და ადამიანის სამშვინველს სიხარულის, მშვიდობის, სიყვარულისა და ჭეშმარიტების შეგრძნების მდგომარეობაში ამყოფებს, შემდეგ ეს შეგრძნებები ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე დაუვიწყარი რჩება. ადამიანს, თავისი ცხოვრების გარიჟრაჟზე, მადლი მოწოდების ნიშნით ეძლევა, ანუ ეს არის სულის მიერ გაღებული წინდი (საწინდარი), რომლის საშუალებითაც მას შესაძლებლობა ეძლევა "ღვთაებრივ ბუნებას ეზიაროს".
ღირსი მაკარი ეგვიპტელის სწავლების მიხედვით, მადლი ადამიანის ნების გარშემოა კონცენტრირებული. აქედან კი მისი გამომხსნელი მოქმედების მრავალფეროვნება გამომდინარეობს, რადგან ამ დროს "სხვადასხვა სახის სიამოვნებების შეგრძნების გამო ნებაში რყევები იწყება". ამ ქმედებებს სასიკეთო ხასიათი გააჩნია" იმ ადამიანისთვის, რომელიც ასკეტურ გზას მიუყვება".
"...ღვთის მადლით, რომელიც მასზე განისვენებდა..."
"თან რომ არაფერი ებადა ღვთის მადლის გარდა, რომელიც მის გულში სუფევდა".
წმინდა გრიგოლ ნოსელი ბრძანებს: "ღრმა ამოოხვრა ადრე განშორებულ ღვთის მადლს აბრუნებს".
"მადლის განაწილება ადამიანთა შორის სულაც არ მეტყველებს იმაზე, რომ სულიწმინდის დაყოფა-დანაწილება მიმდინარეობს. "ღმერთში, განუყოფელი დაყოფა და დაყოფილი ერთიანობა მოქმედებს". "ღმერთი განუყოფელად დაიყოფა და დაყოფილად ერთიანდება". და ამის გამო ის "არც მრავლობითია და არც რთულად არის შედგენილი".
"ქრისტიანობის ჭეშმარიტი მქადაგებელი მხოლოდ ისაა, ვინც მოიპოვა მადლი სულიწმინდისა. ის მაშინაც კი ქადაგებს ქრისტეს, როცა დუმს. მომავალ საუკუნეთა საიდუმლო მადლის მიერ განგვეცხადება. ის, ვინც იგი მოიპოვა, თვითონ ხდება უხილავი სინათლის წყარო. ეს საიდუმლო მის თვალებში აისახება, მის სიტყვას სულიერი ძალით აღავსებს. ასეთი ადამიანიდან მოჰბერავს ყოვლისგამჭოლი სითბო, რომლითაც გათბობა მოგინდება, როგორც ზამთრის ღამეში ყინვისგან გაფიჩხულ მგზავრს უნდება, ენატრება აგუზგუზებულ ცეცხლთან გალღობა."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ვინც მადლი მოიპოვა, თვითმხილველი და მოწმე ხდება ქრისტიანობის ჭეშმარიტებისა. მეტიც, შესაძლოა ისე, რომ თვითონაც ვერ ხვდება, ქრისტიანობას უცხადებს სამყაროს. განსაზღვრული სულიერი მდგომარეობის მქონე ადამიანში მადლი ისე საგრძნობლად მოქმედებს, რომ მისი იმედი მტკიცე რწმენაში გადადის, არ ეეჭვება, რომ მისი ლოცვა შესმენილი იქნება. ამავე დროს, იცის, რომ ამას თვითონ კი არ სჩადის, არამედ მისი მომხილველი მადლი და უფრო მეტად დამდაბლდება საღვთო ნიჭის დიდებულების წინაშე."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ადამიანი რომ გარდაიქმნას, საჭიროა ღვთის მადლი, ღვთის მადლი რომ მოვიდეს, საჭიროა მორჩილება".
"თუ მადლის ღირსი არ ხარ, მაშინ ცოდვა მოდის შენთან".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"სიტყვა "მადლი" (სიხარული, კმაყოფილება, წყალობა, კეთილგანწყობა)"
"ღვთის მადლის ნათელი აციაგდა მის გულში"
"თუ ადამიანი მადლმოსილია, თუ გაუღებს გულის კარს მადლს, მუდამ გახარებული იქნება".
"გულისსიტყვა არ ხდება კეთილი, თუ იგი ღმრთისაგან არ არის, და - ბოროტი თუკი ეშმაკისგან არაა. ამრიგად, რაც უნდა კარგი გაიფიქრო, თქვა, გააკეთო - ყველაფერი ეს ღმრთის ნიჭისგანაა. "ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამო არს". ყველაფერი ღმრთის ნიჭისგანაა, ჩვენი საკუთარი არა გვაბადია რა.
უფლისადმი მადლიერება მისგან მონიჭებული ძღვენის გამო არის ჭურჭელი, რომელშიც ღვთის მადლი ახალ ძღვენს დაავანებს".
/იოსებ ათონელი (ისიქასტი)/
"ნუ მიიჩნევ თავს ადამიანად, თუკი მადლი არ მიგიღია".
/მამა იოსებ ათონელი/
"მხოლოდ ღვთის მადლი მოთოკავს ცოდვას და სულიერ ბრძოლაში კაცს გაამარჯვებინებს. ამიტომაც ასკეტიკის მთავარი ამოცანა მადლის მოპოვება და შენახვაა. მადლი მდაბალ გულში მოქმედებს, სადაც სიამაყეა, იქ მარცხდება."
"ადამიანში არ უნდა მოიძებნოს ისეთი წერტილი, რომელშიც ქრისტეს მადლი არ იყოს შესული".
"უსასრულოა რიცხვი წმინდა მადლისა და წყალობისა. ვერანაირი საზომი გაზომავს მის სიდიდესა და სიდიადეს".
"სადაც დიდი მადლია, მეტი ბრძოლაცაა".
"მადლი და სულიერი საწვავი გვაძლევს იმ სულიერ პოტენციალს, რომელიც გზას გვიხსნის წარმატებისკენ."
"მადლი რა გზითაც წავიდა, იმავე გზით ბრუნდება".
"მამაღმერთის მიერ სულიწმიდით ადამიანში გადმოსულ მადლს აუცილებელია ადამიანის სიყვარულით აღსავსე ძალისხმევა შეეგებოს. ასეთი სინერგიული ურთიერთობის გარეშე ეს უდიდესი სიკეთე ადამიანში ვერ დამკვიდრდება."
"ვინც მადლს ეზიარა, მან უნდა განამრავლოს იგი, მოჰფინოს მისი ნათელი თავის გარშემო; თუ ასე არ მოიქცა, ამ მადლს თავადაც კარგავს, რადგან მადლის თვისება მატებაა და შეუძლებელია, დაიტიო იგი და არ გასცე".
/წმ. ათანასე დიდი/
"როგორც ყველაზე ჯანსაღ თვალსაც კი არ ძალუძს რაიმეს დანახვა, თუკი სინათლის სხივით არ არის განათლებული, ამგვარადვე ადამიანსაც არ ძალუძს ღვთის სათნოდ ცხოვრობდეს საღმრთო მადლისავე შეწევნის გარეშე, სულ ერთია, როგორი პატიოსანიც არ უნდა იყოს გარეგნულად".
/ნეტარი ავგუსტინე/
"მასში ღვთის მადლი გაბრწყინდა"
"უფალმა, რომელიც მადლის საბურველით იფარავდა თავის რჩეულს"
"მადლი ღვთისა ათბობს და იცავს მთელ ხილულ და უხილავ სამყაროს და თითოეულ ჩვენგანს ზეგარდმო გადმოეცემა ღირსების და სულიერი სიწმინდის შესაბამისად. მადლის არსი მსოფლმხედველობითი პრობლემაა. ადამიანური ყოფის ძირითადი აზრი გამოიხატება ზნეობრივი ამაღლების და სულიერი სრულყოფის შედეგად.
მადლი წარმოადგენს კათარზისს, განწმენდის პროცესს, გონების გაბრწყინვება-გაცისკროვნების, სულიერი მჭვრეტელობის საფუძველს."
"ღვთის ნების გაგება განსაკუთრებული მადლია".
"მისი სული მადლის ტალღებით აივსო"
"ღმერთმა ადამიანს თავისუფალი არჩევანი მისცა - მიიღოს მადლი თუ არ მიიღოს. მადლი ძალით არ მოდის, არა!"
/არქიმანდრიტი კლეოპა/
"ანთებული სანთელივითაა მორწმუნე ადამიანი. წუთისოფელი ცდილობს, ეს სანთელი ჩააქროს. ნამდვილ მორწმუნეს ულიმიტო რეზერვი აქვს, მადლი. ის, რა თქმა უნდა, გაედინება ჩვენი ცოდვების გამო, მაგრამ მრავლდება კიდეც. მორწმუნე დაკარგულ მადლს სინანულით დაიბრუნებს".
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"როგორ შეიძლება არ გწამდეს ღმერთი, რომელიც გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან მადლს ასე უხვად გათოვს ..."
"ეკლესიაში, სადაც ინახება ღვთის მაცოცხლებელი მადლი"
"ცოდვა მძიმეა, მადლია - მსუბუქიო"
"სულიწმინდის მადლი უხვზე უხვია"
"მადლი ცოდვისგან თავისუფლებას ნიშნავს"
"მამა ამირანის სულიერ მადლის, სხივმოსილების წყალობა თუ იყო"
"რწმენა არის ღმერთის მადლი. მადლი კი ნიშნავს იმას, რომ იგი არ არის შენი დამსახურება. თუ დაიმსახურე და ღმერთმა მოგცა, მაშინ ეს აღარ ყოფილა მადლი, არამედ - საზღაური. მადლი ხომ დამსახურების გარეშე გვეძლევა. მეორე მხრივ, თუკი რწმენა არის სიყვარული და ღმერთის მადლი, მაშინ რატომ არ აძლევს ღმერთი ყველას ამ მადლს? ასე რომ, მადლისა და თავისუფლების საკითხი ურთულესი საკითხი გახლავთ, რომელსაც ვერავინ ამოწურავს, რადგან ეს არის მისტერია."
/მამა კახაბერ კურტანიძე/
"როგორც ჭუჭყიანი შუშა არ ატარებს მზის შუქს, ასე არ ატარებს ადამიანი ღვთის მადლს თავის თავში, თუ არის დაბინძურებული მრავალი უკეთურებით".
/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/
"სადაც არ უნდა წასულიყო [ღირსი პაისი ათონელი], ირგვლივ მადლს გადმოღვრიდა"
ღირსი პაისი ათონელი ამბობდა: "თუ კაცს შიგნით მადლი აქვს, სადაც არ უნდა წავიდეს, მის გარშემო ელექტრული ველის მსგავსად გადმოიღვრება ის სულიერი სინაზე, რომელიც მის შიგნითაა. თუ კაცს ეშმაკი მძლავრობს, ისიც თავის გარშემო ავრცელებს იმას, რაც მის შიგნითაა. ჩვენი სულიერი მდგომარეობა სხვებზეც მოქმედებს".
"ჩვენს ცხოვრებას სრულყოფას ანიჭებს მხოლოდ ღვთაებრივი მადლი".
"მადლშესხმული"
"მადლს დაგიტოვებთ შვილებო წამლად"
"ღვთის მადლი წამითაც რომ განეშოროს სამყაროს, ის ისეთსავე არარაობად იქცევა, როგორი არარაობიდანაც შეიქმნა".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"იქ, სადაც ღვთიური მადლი იწყებს გაბრწყინებას, სხვა ყველაფერი უფერულდება".
"მხოლოდ უფალს ეკუთვნის მადლის ფარა"
"არიან ადამიანები, რომელთაც ჩვეულებრივი ხვირთქლისაგან შეუძლიათ ძელიცხოველის მადლი მიიღონ და არსებობენ კაცნი, რომლებიც ძელიცხოველიდანაც კი ღვთის მადლს ვერ იღებენ."
/ღირსი პაისი ათონელი/
"მადლის დაბრუნება დაკარგულის ძიებაშია, მის მიერ მოყენებული ტკივილის განცდაშია".
"ღმერთი უსამართლოდ არავის ექცევა. ირგვლივ მიმოფანტავს თავის სიყვარულს, ოღონდ ჩვენში იყოს თავმდაბლობა. ღვთის მადლს ხომ სწორედ ის მიიზიდავს. ვფიქრობ: რამდენად სულელია კაცი, როცა ღვთის მადლი აქვს და მას ფუჭ, ამაო საგნებზე ხარჯავს, მას ხომ შეუძლია ადამიანებს ასე ძლიერად და უმაღლესი ხარისხით დაეხმაროს".
/ღირსი პაისი ათონელი/
"როგორც მცენარე - უწყლოდ, ისევე ვერ გაიხარებს ადამიანი უფლის ცხოველმყოფელი მადლის გარეშე".
/მამა გრიგოლ კუმელაშვილი/
"სიწმინდე და მადლი ყოველთვის უხილავად იზიდავს ადამიანის სულს, როგორც მზე - ყვავილებს"
"ღმერთი მადლს გვაძლევს და სწორად გამოვიყენოთ ეს მადლი".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"სულიერი ტელევიზორი - მადლი დაფარულმცოდნეობისა"
"გიხაროდეთ ღმერთისგან მადლის მიღება!
თუ მადლი გაქვს, შეიძლება სიცოცხლე დაკარგო, მაგრამ საუკუნეების მანძილზე შენი ნამოქმედარი გაცოცხლებდეს".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"მადლის მქმნელი არის ცასთან ახლოს, მადლის მქმნელი არის ღმერთთან ახლოს და მისი სახელი ცაში ღმერთთანაა დაწერილი"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"უფლის მადლი მეფინა"
"არ ვეძებთ მთავარს, არაფერი ვიცით მის შესახებ და ამიტომ არც დათმობა გვიჭირს მისი. სიმდიდრის მფლობელს უჭირს მისი დათმობა და ხშირად სიცოცხლის ფასადაც იცავს მას, მაგრამ ვისაც მხოლოდ სმენია სიმდიდრის შესახებ, განცდით კი არ განუცდია, მისთვის უცხოა მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. უფლის მადლით ავსებულ, მდიდარ სულს გაცნობიერებული, შეგრძნობილი აქვს საოცარი გემო ამ უდიდესი პატივისა; ყოველნაირად ცდილობს, არ მოსწყდეს ამ ენით გამოუთქმელ განცდას, შეგრძნებას ნეტარებისას; არ უღალატებს მას, პირიქით, ყველაფერს დათმობს, რომ არასდროს გაუნელდეს სასუფევლისეული შეგრძნება."
"მადლის ნათება დემონს აბრმავებს, მადლის სითბო კი წვავს."
"რა დიდ მადლს გრძნობდნენ ლოცვისას წმინდა მამები! როდესაც უფალი ლოცვისას ოდნავ შესამჩნევად გვეწვევა, მადლს ცოტათი ჩვენც შევიგრძნობთ"
/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/
"თუკი შენი სიტყვით ვინმეს სარგებლობას მოუტან, ღვთის მადლს მიაწერე".
"მოვიდა მადლი, წამოგაყენა და ანგელოზი გახდი. წავიდა მადლი და შენ ისევ ის ხარ, რაც იყავი".
"მადლის სამეფო"
"უმაღლესმა მსაჯულმა მარონს ღვაწლის მიხედვით შეუთანადა მადლი თვისი"
"რაც უფრო მეტს ცდილობს ადამიანი სხვების დახმარებას, იმდენად მრავლდება მასში უფლის მადლი".
/ბერი იოსებ ათონელი/
"სკოლის მოწაფეს გიმნაზიის საგნების გაგება არ შეუძლია, გიმნაზისტს - უნივერსიტეტისა. მაგრამ როცა მადლი შეგეხება, მაშინ მიხვდები, რომ შენ ახლა გიმნაზიის მოწაფე ხარ, ანდა უნივერსიტეტის სტუდენტი. შენ თვითონ მიხვალ აქამდე".
/მამა ეფრემ კატუნაკელი/
"დიდ მადლს ასხივებდა"
"ჩვენთვის ყველაფერი კარგის, მადლის მომცემი არის ღმერთი, მართალია ვერ ვხედავთ, მაგრამ ყველას გვიგრძნია მისი არსებობა ჩვენში, ჩვენს გვერდით".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"მადლი მხოლოდ საკუთარ თავში ჩაღრმავებულ, ღვთისმოსავ სულში მოქმედებს".
"წმინდა ლევ ოპტელი გვასწავლის: ის, ვინც საკუთარი თავის მიმართ უყურადღებოა, ვერასოდეს გახდება ღვთაებრივი მადლის სტუმრობის ღირსი."
"მისი [მადლის] წყალობით ღირსეულებში ღმერთი სრულად თავსდება და წმინდანები სრულ ღმერთში სრულად მკვიდრდებიან".
"რწმენის ნაყოფი - მადლი არ იმალება, უხილავად გვიზიდავს, განგვწმენდს, ფერს გვიცვლის უფალში და წინ მიგვიძღვის შემეცნების ურთულეს გზაზე, რადგან შეუძლებელია, ეკლესიისა და მადლის გარეშე ღმერთი შევიმეცნოთ. ახალმოქცეულებს მსურს ვუთხრა, რომ თუკი ეკლესიურად ვიცხოვრებთ, უფალი დროთა განმავლობაში ყველა საიდუმლოს გაგვიხსნის."
/მამა ზაქარია მარგალიტაძე/
“ადამიანი ერთხელ იბადება ამ ქვეყანაზე, მაგრამ მრავალჯერ იშვება და კვდება მადლისა და სათნოებისთვის.”
"მიდრეკილნი უნდა ვიყოთ არა ცოდვისკენ, არამედ ღვთის მადლისკენ"
/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/
"ღვთის მადლის გამამრავლებელი"
"ადამიანის ცოდვილ სულში მადლის რაღაც მარცვლები აღმოაჩინოს"
"უცნაური მადლით"
"სადაც ცოდვაა, იქვეა ჯვარცმულიც, მადლიც, რადგან უმისოდ არარანი ვართ და არც არაფერი შეგვიძლია."
"ვინც საღმრთო შურით იქნება აღტკინებული და უფლის მცნებებს დაიცავს, არა ბოროტებას, არამედ საღმრთო მადლს დაემორჩილება".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ძველ მამათაებრ მადლიანი"
"მადლი იმას კი არ ეძლევა, ვინც ლაპარაკობს, არამედ იმას, ვინც კეთილად ცხოვრობს".
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"მადლის წყაროს წარმოადგენს ეკლესია, ამიტომ განწმენდა და ცხონება მხოლოდ ეკლესიაშია შესაძლებელი".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ადამიანის მთავარი ვალდებულებაა, რომ უმადური არ იყოს, არამედ იყოს მადლიანი. და თუ შენ მადლიანი ხარ, ღმერთი ყოველთვის გიფარავს".
"მადლიანი ხარ მაშინ, როცა შეგიძლია სხვას შეუმსუბუქო დარდი".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"საქართველოში ყოფნის დროს მამა დავითმა ჩემში მადლის მარცვალი ჩადო, მამა ზაქარიამ კი მისი გაღვივების საშუალება მომცა."
"მადლის ცხება"
"წმინდა მამის [ალექსი შუშანია] ნალოც სენაკში დიდი მადლით აღვივსეთ".
"ყველას თავისი მადლი გაუნათებს მომავალს".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ცოდვების დანახვა მთელი თავისი სიღრმით ჭეშმარიტად ღვთის მადლია"
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"თუკი მადლი არ შემოვა ჩვენში, მაშინ უფალი ჩვენში ვერ იცხოვრებს"
"ჩემო უმცროსო ძმებო და დებო, უფალი მადლისა და ნიჭის ულევი წყაროა... ყოველ ადამიანს რაღაც ნიჭი აქვს... ჩვენი ვალია ვმადლობდეთ მას, ვინც ეს ნიჭი მოგვცა და იგი მის სადიდებლად და ჩვენი მოყვასის სასიკეთოდ გამოვიყენოთ..."
/მონაზონი ვერონიკა/
"შენდობას ის შეძლებს, ვის გულშიც მადლი ღვთისა სუფევს".
"ღვთის მადლის ხელმწიფების ქვეშ იყო"
"მუშაობს, ლოცულობს ან თუ კითხულობს ვინმე, ისე უნდა იყოს მომართული, მუდმივად მადლს, ანუ სულიწმინდას იღვაწებდეს".
"სულიწმინდის, ყოვლადწმინდა სამების მგმობელს უფლისგან ძალა და მადლი არ და ვერ მიენიჭება."
/მამა პანტელეიმონ მარგველაშვილი/
"მადლი სიმდაბლის გზით მოდის"
"ღმერთის საქმე - მადლის შეთავაზებაა, ადამიანისა - მადლის მიღება და შენარჩუნება"
"ვინც თავის ნებას მისდევს, ის ღვთის ნებას განაგდებს და ღვთაებრივი მადლის მოქმედებას ეწინააღმდეგება"
"უფალი კი არ გამოარჩევს ადამიანებს, არამედ თვითონ ადამიანები აძლევენ საფუძველს უფალს, რომ იყვნენ გამორჩულნი. ღვთის მადლი ყველასთვის იფრქვევა, მაგრამ მას ისინი იღებენ, ვისაც გაღებული აქვს გული ღვთის მადლის მისაღებად, თავისი თავისუფალი ნებით სასოებენ და სრულად მინდობილნი არიან უფალს და ცხოვრობენ წმინდა და მართალი ცხოვრებით."
/მამა იასონ შარიქაძე/
"მადლმა იგი მრავალგზის მოიხილა"
"თუ მხოლოდ ადამიანური კანონებით ვიცხოვრებთ, ღვთის მადლს ვერ მივიღებთ."
/დეკ. პეტრე გიორგაძე/
"მადლის მოზღვავება მაშინ იგრძნობა, როცა ადამიანი განიცდის დაცემულ ბუნებას"
/მამა მათე ვაშაყმაძე/
"როგორც მადლი გადადის, ასევე ვრცელდება ცოდვაც"
/არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე)/
"როგორც მოციქული პავლე თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში ბრძანებს: - არაფერი მაბადია, მაგრამ ყველაფერი მაქვსო. ხილული მართლაც არა გააჩნდა, მაგრამ მადლი ჰქონდა ღვთისგან და ეს იყო მისთვის ყველაზე აღმატებული საფასე."
/მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/
"მადლი უფრო ბევრია ამ ქვეყანაზე, ვიდრე ცოდვა"
"თუ ცოდვილ ადამიანს დაინახავ და არ შეიბრალებ, მაშინ მადლი დაგტოვებს".
/წმ. სილოვანე ათონელი/
"გამოცდილება გვიჩვენეს, რომ ადამიანზე ცუდი არ უნდა იფიქრო, რადგან ამის გამო სულიდან სულიწმინდის მადლი მიდის".
/წმ. სილოვანე ათონელი/
"ცოდვის საპირწონე არის მადლი"
"მადლის გარეშე წარმოუდგენელია ღმერთში ცხოვრება. რა შეუძლია კაცს ღვთის გარეშე?!"
/მამა ზაქარია მარგალიტაძე/
"როდესაც ადამიანს მადლი მოიცავს, მან არ იცის, რა არის დაღლა"
"ერთადერთი მუდმივი და ადამიანის განმაახლებელი გამარჯვება ამ ქვეყანაზე, საღვთო მადლის მოხვეჭაა, რათა უფალმა დაივანოს ჩვენს გულებში და განწმინდოს იგი ყოველგვარი მწიკვლისაგან"
"მადლის მთხოვნელი დაუჯილდოებელი არასდროს რჩება"
"მადლი პატარა, ჩვილი, თოთო ბავშვივითაა, მუდამ ყურადღება, ზრუნვა და გაფრთხილება უნდა"
"აი, ამაზე ვფიქრობთ დღეს, - თუ სად ვართ? თუ გვსურს, ვიყოთ ქრისტიანები, უნდა მოვიხვეჭოთ სულიწმინდის მადლი, რომელიც დაივანებს ჩვენს სულსა და გულში და გვაცხოვნებს, რადგან უფალი ამბობს, რომ სასუფეველი ღვთისა თქვენშია და რასაც მივიღებთ ჩვენს გულში, ის გავხდებით ჩვენც. და აი, სწორედ ეს არის მთავარი!"
/მეუფე შიო (მუჯირი)/
"თუკი ადვილად ვღიზიანდებით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ არ არის ჩვენში მადლი, სიმდაბლე და სიყვარული"
"ღმერთი გულუხვია, ის მადლს აძლევს ყველას, ვინც მისკენ მიისწრაფვის."
"მადლი - ღმერთის სუნთქვაა, "ღვთაებრივი ჭავლია" სულიწმინდის ცხოველმყოფელი თანამყოფობა"
"ქართველ ადამიანს არ ჭირდებოდა ოქრო და ვერცხლი, სიმდიდრე. ქართველ ადამიანს სჭირდებოდა და სჭირდება მადლი ღვთისა".
/ილია II/
"გამუდმებით უნდა ვითხოვოთ მადლი სულისა წმინდისა, რაც საფუძველია ჩვენი ცხოვრებისა".
"როგორ არ გავცივდეთ ყინვაში? - შინაგანად გამთბარნი ვიყოთ. როგორ არ გავცივდეთ ამა სოფელში? - გულში სულიწმინდის მადლის სითბო შემოვუშვათ".
/სქიმ იღუმენი საბა/
" - როგორ დავიცვა ჩემი ახლობლები ავი თვალისგან?
- ეკლესია არ ცნობს თილისმებსა და შელოცვებს. მხოლოდ ღვთიურ მადლს, რომელიც ლოცვის მეშვეობით გვეძლევა, შეუძლია, დაიცვას ადამიანი ბოროტი და ავი თვალისგან".
"კითხვა: როგორ დავიცვა ოჯახის წევრები ავი თვალისგან?
პასუხი: ეკლესია არ ცნობს არც თილისმებს და არც მაგიურ შელოცვებს. მხოლოდ საღმრთო მადლს შეუძლია, თქვენი ახლობლების დაცვა ბოროტებისგან. იცხოვრეთ ეკლესიურად, ილოცეთ მათთვის და ღვთიური მადლი გადმოვა თქვენზე, თქვენი ოჯახის წევრებზე. ყოველ დილით, სახლიდან გასვლის წინ გადასახეთ პირჯვარი ოჯახის წევრებს, რაც მათ ბოროტებისგან დაიცავს."
"განგვაცხოველოს და განგვაბრწყინვოს უფლის მადლმა და ძალამ"
/ილია II/
"საოცარია მადლმოსილი ადამიანი. სულ რომ დუმდეს და სიტყვაც კი არ თქვას, მისი მადლი უხილავად მაინც გადავა სხვებზე. დიდი მადლი, რომელიც განწმენდილ ადამიანშია, სხვებზეც ეფინება და მასთან ურთიერთობა ყველას დიდ სიხარულს განაცდევინებს"
/ილია II/
"თუკი ჩვენ ვითხოვთ ღვთაებრივ დახმარებას, ამ თხოვნით ქრისტე თოკით გვაბამს სული წმინდის მადლს და ასე გვაძლიერებს"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ლოცვით მოზიდული მადლი"
"მადლი ასწავლის ადამიანს, როგორ აღმოაჩინოს და მოიშოროს საფარველი ცოდვისა"
"ქვეყნიერების დასაწყისი უფალია და ყველაფრის საწყისად მისი მადლია. ჩვენც ამ მადლს, მის მოპოვებას უნდა ვეძიებდეთ"
/მეუფე ანდრია გვაზავა/
"მაშინ გადმოხეთქა ჩემზეც მადლის სიუხვემ"
"ღვთის მადლს შეკედლებულმა დიდი სიხარული და შვება ვიგრძენი"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"საღვთო მადლი განუწყვეტლივ აკაკუნებს ჩვენი სულის კარზე და ელის, როდის გავაღებთ, რათა შემოვიდეს ჩვენს მწყურვალე გულში და აღავსოს იგი"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"როდესაც მადლი მოდის, ხდები უშიშარი და იძენ სიყვარულს, მშვიდობას, სულგრძელებას, სიხარულს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"საღვთო მადლის მდგომარეობას ადამიანი არ განიცდის ყოველთვის ერთი და იგივე სიმძაფრით. არა. მაგრამ, თუ ადამიანი მადლს იგემებს, მაშინ მისი გონება გამუდმებით ამაზე ფიქრობს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"როდესაც მადლი მოდის, ყველაფერი ადვილია. საითკენაც გიბიძგებს, იქით მიდიხარ. არ შეგიძლია სხვაგვარად მოიქცე. ანუ, აკეთებ იმას, რასაც ის შთაგაგონებს. არ შეგიძლია განრისხდე, არ შეგიძლია მოიძულო, არ შეგიძლია ვინმეს ავნო"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"როდესაც ღვთის მადლში შევალთ, მაშინ ყველაფერი ადვილია. ვართ უფრო თავისუფლები და ძლიერები და ღვთის მადლი გვიფარავს. თუკი ვიღვაწებთ, შევიყვარებთ ქრისტეს, მაშინ ღვთის მადლს მოვიპოვებთ; და როდესაც საღვთო მადლით ვიქნებით აღჭურვილები, აღარ დაგვემუქრება საფრთხე, და ჩვენს დანახვაზე ეშმაკიც გაიქცევა"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ღვთის მადლით ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"როდესაც ჩვენზე მადლი გადმოვა, უეცრად შევიყვარებთ ღმერთს. თუ ძლიერ შევიყვარებთ ქრისტეს, ლოცვა თავისთავად წარმოითქმება. ჩვენს გონებასა და გულში გამუდმებით ქრისტე იქნება".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ვისაც ღვთის სიტყვა უყვარს, ქრისტე მადლით აღავსებს და მისთვის ყველა სიკეთე ადვილი ხდება"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"იმისათვის, რომ ადამიანზე საღვთო მადლი გადმოვიდეს და მასში დაიმკვიდროს, საჭიროა წინაპირობები. ღვთისგან ამ ნიჭებს მხოლოდ ის ღებულობს, ვისაც სიმდაბლე აქვს, მიაკუთვნებს ამ ნიჭებს ღმერთს და იყენებს მათ მის სადიდებლად. კეთილი, მდაბალი, ღვთისმოშიში, ღვთისმოყვარე ადამიანი, ის, ვინც სათნოებები მოიხვეჭა, ღვთის მადლით, არ ვარდება ცდომილებაში. ის შინაგანად გრძნობს, რომ ნამდვილად უღირსია და ეს ყველაფერი იმისთვის ეძლევა, რათა უკეთესი გახდეს, და ისიც იღვწის ამისთვის".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ის, რაც მადლმოსილია, იმაში სიხარული, მშვიდობა, სიყვარული და ჭეშმარიტებაა"
"ღვთის მადლი ასევე ამშვენებს და ნათელს ჰფენს ყველაზე ღარიბულ ტანსაცმელსაც კი, რომელსაც მადლმოსილი უფლისმიერი მორწმუნე ატარებს".
/წმ. პაისი ათონელი/
"მადლის თვისება მატებაა და შეუძლებელია, დაიტიო იგი და არ გასცე"
"ღმრთის მადლი დაგიჩრდილავს და გაგაგრილებს"
"მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც ითხოვს ღვთის წყალობას, არის გახსნილი სულიწმინდის მადლის მისაღებად და იძენს კიდეც"
"ვინც აივსო მადლით, გახდა ტაძარი ღვთისა, ტაძარი სულისა წმიდისა, მათთვის სამოთხე აქვე დაიწყო"
"ღვაწლის გარეშე სულიწმინდის განმაღმრთობელი მადლის მონაგრება ჩვენთვის შეუძლებელია"
"წმინდა მამის სასწაულებში ღვთის მადლმა თავი ცხადად გამოავლინა"
"ეს იყო ცეცხლი მადლისა"
"ღვთის მადლი რეზერვუარი კი არ არის, სადაც შეიძლება წყალი დაწყდეს, არამედ დაუწყვედელი წყაროა"
"უფლისაგან ზენაარი მადლით დაჯილდოებული"
"ფიზიკურად სუსტი მღვდელმონოზონი ამბროსი სხვა ძალას ფლობდა - სულიერსა და მადლმომფენელს"
"სადაც სიმდაბლეა - იქ არის ქრისტეს მადლი, რომელიც სასუფეველია ცათა"
"საოცარია, შეუცნობელია მოქმედება მადლისა!..."
/ყოვლად უსამღვდელოესი ბარნაბა (ბელიაევი)/
"ჩვენი მიზანი ღვთაებრივი მადლის მოღვაწებაა"
"თავმდაბლობის გარეშე მადლის მოქმედება შეუძლებელია, მადლის გარეშე შეუძლებელია სიყვარული; სიყვარულის გარეშე სამყარო ავადმყოფი და უბედური ხდება"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"მადლის სრულყოფილი სახე ის არის, რომ ღმერთმა ადამიანი არყოფნიდან მყოფობაში გადმოიყვანა და გამონაკლისის გარეშე ყველა სიკეთე მიანიჭა"
"მადლი გარდაგვქმნის და ახალ ადამიანად გვაქცევს"
"დაკარგე მადლი? - სინანულით, აღსარებით, ზიარებით შეგიძლია მისი დაბრუნება"
"კვირა დღეს ადამიანმა ამქვეყნიური საქმეები უნდა შეწყვიტოს და უფალთან ერთად იუქმოს, რომ მადლი მოიპოვოს"
"უფალო, ვინც წვრთნის თავის თავს, მას შენ ანიჭებ შენს ცხოველსმყოფელ მადლს, მას შენ აღავსებ ზეციური სიტკბოებით"
"ადამიანსაც არ ძალუძს ღვთივსათნოდ ცხოვრება საღმრთო მადლის შეწევნის გარეშე, სულერთია როგორი პატიოსანიც უნდა იყოს გარეგნულად"
"ჩემი სტუდენტობის დროს სასულიერო აკადემიის რექტორი გვარიგებდა, როცა დიაკონი იტყვის - შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო მადლითა შენითა - აუცილებლად შესთხოვეთ უფალს მადლი და პირჯვარი გადაიწერეთო. თქვენც უნდა დაიმახსოვროთ ეს და როცა დიაკონი ამ სიტყვებს წარმოთქვამს, თავი უნდა დახაროთ, პირჯვარი გადაიწეროთ და მადლი ითხოვოთ"
/ილია მეორე/
"ცხონებისათვის მადლია საჭირო. სად მიიღებ მას ეკლესიის გარეშე? მადლი მოგვეცემა წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით, ეს კი წმიდა ეკლესიაში ინახება. საიდუმლოთა შესასრულებლად საჭიროა სამღვდელოება; ჭეშმარიტი სამღვდელოება კი მხოლოდ ეკლესიაშია. გამოდის, რომ ვინც ეკლესიის გარეშეა, არც სამღვდელოება გააჩნია, არც საიდუმლოებები და არც მადლი"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"მადლი, ანუ ბიბლიურ ენაზე რომ ვთქვათ, სიცოცხლის სუნთქვა, დასაბამიდანვე მყოფობდა და მოქმედებდა ადამიანში და შემდგომში საშუალებას აძლევდა მას, მაცხოვნებელ ღვთიურ ენერგიებს ზიარებოდა"
"ცოდვებისაგან იკარგება მადლი, ხოლო მადლის გარეშე მტერი იტაცებს სულს, ისე როგორც ქარი გამხმარ ფოთოლს ან კვამლს"
/წმ. სილუანი/
"როცა ჩვენ ვეღარ ვგებულობთ, რომ ღვთის დახმარებით წარვემატებით და ვიწყებთ ფიქრს, თითქოს ყველაფერს თავად ვაღწევთ, მაშინ ღმერთი გვართმევს თავის მადლს, იმის გასაგებად, რომ ჩვენი - მხოლოდ სურვილი და ძალისხმევაა, ხოლო ძალა და შედეგი - ღმერთზეა დამოკიდებული".
/ღირსი პაისი ათონელი/
"ღვთაებრივი მადლის მოხვეჭისთვის ჩვენგან ბრძოლა აუცილებელია"
/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"თუ უფალი არ შეგვეწია, თავის მადლსა და წყალობას არ გვაზიარა, ჩვენი სული უდაბნოსავით გახმება"
ფსალმუნი 132
2. ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წუერთა ზედა, წუერთა ზედა აჰრონისთა, რომელი გარდამოვალნ სამხართა ზედა სამოსლისა მისისათა -
აქ ნათქვამია ეკლესიის იერარქიის შესახებ, ის, რომ ეკლესიაში არის იერარქია და სწორედ იერარქიის მიხედვით აძლევს მადლს. გამტარობით საღვთო მადლი სწორედ იერარქიის მიხედვით გადაეცემათ მის წევრებს. თუ ადამიანი თავის თავს განაყენებს ამ იერარქიიდან, ის ვერ მიიღებს იმ საღვთო მადლს, რაც ეკლესიაში სუფევს.
"მადლი - ღვთის ნაბოძები ძალაა, რომელიც ადამიანს ქრისტეს მიმართ რწმენის გამო ეძლევა; ის არის გამომქომაგებელი , მწყალობელი, განმანათლებელი, გამომხსნელი, ყოველგვარი სათნოებისაკენ მიმდრეკი ძალა."
/ღირსი მაქსიმე აღმსარებელი/
"იცოდეთ, რომ სულიწმინდის მადლი ისე არაფრით განგვეშორება, როგორც ფუჭი საუბრებით"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"უდიდესი მადლია რჩევის მიცემა ახლობელთათვის"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"როცა შენ ახალს იგებ ქრისტიანობაში და გული სიხარულით გევსება, როცა რომელიღაც საუკუნეში წმიდა მამა რაღაცას ამბობს და კითხულობ და გრძნობ და ეთანხმები, რომ შენც ასე ფიქრობ, ეს ნიშნავს იმას, რომ შენში მადლია სულიწმიდისა."
/დეკანოზი თეოდორე გიგნაძე/
"მადლი ღვთის ბოძებული საჩუქარია"
/არქიმანდრიტი იეროთეოს ვლახოსი/
"თუ ვინმე დაუმსახურებლად გლანძღავს, რა განერვიულებს, დაითმინე, მადლს გიგზავნის!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience