გავაკეთე ახალი თემა ანგელოზებზე.... გთხოვთ არ დაწეროთ რაიმე გარდა ანგელოზეზე და არც რაიმე გამამტყუნებელი ანგელოზებზე ან კიდე ღმერთზე.... ვისაუბროთ მხოლოდ ანგელოზებზე, რას ამბობენ წმინდა მამები და ასე შემდეგ
ერთერთ თემაზე ვნახე ასეთი რამ რომ თურმე არ აქვთ სინანული რომელზეც ვერ გავიგე რატო დავწერ ახლა იმ მონაკვეთს და თუ შეილება ცოტა განმიმარტეთ
მოკლედ მაქვს ასეთი შეკითხვები
1.როგორც გავიგე ანგელოზებს არ აქვთ სინანული (რატომ ვერ გავიგე,რატომ არ არის სინანულის მიმღები?) და თუ აირჩია ანგელოზმა ცუდი გზა ვერასდროს მობრუნდება?
2.და რატო ვერ მობრუნდება მას ხომ აქვს თავისუფალი ნება? და ანურასაც უნდა იმას აკეთებს?
3.და თუ შეილება ანგელოზი კიდევ დაეცეს დღეს?
4.როგორც გავიგე, ანგელოზი მიისწრაფვის და მტკიცდება მის ნებაში და მაშინ ეშმაკი თავიდანვე ლისწრაფოდა ბოროტებისკენ ან კიდე რა იყო მიზეეი მისი დაცემის?
ეს დაწერა KAIROS და იქ დაწერას აზრი არ ქონდა მარა მაინც დავწერე რადგან ძველია და არამგონია რომ უპასუხონ და აქ დავწერე არამგონია ეს მისი აზრი იყოს და ქრისტიანობის აზრია და აქ იმიტომ ვწერ ომთქვენც გეცოდინებათ განმარტება ამის შესახებ
"მოდი ჯერ დამასკელს მოვუსმინოთ ვინაა ანგელოზი, იგია:
"მოაზროვნე და გონისმიერი, თვითუფლებრივია, ხოლო როგორც ქმნილი, - ცვალებადი, აქვს რა უფლებამოსილება დარჩეს და წარემატოს სიკეთეში, ანდა უარესისკენ შეიცვალოს. იგი, როგორც უსხეულო, სინანულის ვერმიმღებია, მაშინ როცა ადამიანმა სხეულის უძლურების გამო ჰპოვა სინანული", აქ აშკარაა ორი რამ მაქ აქვს თავისუფლება და მას არა აქვს/ექნება სინანული; აქედან გამომდინარე თავისთავად გამოირიცხება ის, რომ ეშმაკმა შეინანოს, იდეაში რომ შეინანოს, მაშინ ეპატიება, მაგრამ არ შეინანებს, იგივე სინანულის უქონლობის გამო, უფრო კარგად ეს "რატომ" გამოჩნდება, თუკი კარგად გავიაზრებთ რაა ნეტარება და რაა ტანჯვა, ვნახოთ იგივე დამასკელი, როგორ გვინმარტავს:
"პირველი განდგომილი სიკეთისგან, ბოროტებაში ჩავარდა, რადგან ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის ნაკლებობა, ისევე როგორც სიბნელე ნაკლებობაა სინათლისა."
ე.ი. გამოდის რომ ეშმაკი მოაკლდა ნათელს, მაგრამ როგორ ხდება ამ ნათლისადმი მოკლება, ის ისეთივე მოკლებას განიცდის ამ ნათლისა, როგორც მაშინ, თუ იზრდება ან აკლდება? აქედან შეგვიძლია განვავითაროთ საპირისპირო კითხვაც, ანგელოზები რომლებიც ნეტარებაში არიან, ისეთივე ნეტარებაში არიან, როგორშიც კეთილი არჩევანის დროს იყვნენ თუ მეტში ( ნაკლებში რომ არა ეგ ნათელია)?
ცოტათი გადავუხვევ, ორიგენეს ქონდა ასეთი მცდარი სწავლება "მოყირჭების" შესახებ, სადაც ვარაუდობდა, რომ ანგელოზთა ნაწილის დაცემა გამოიწვია ნეტარების ერთფეროვნების "მოყირჭებამ"(აქედან განავითარა მოძღვრება "ყველაზე ბოლოს ეშმაკთა სამოთხეში დაბრუნების შესახებ" რაც ასევე დაგმობილია), მაშინვე დაიგმო ეს მამათა მიერ, კერძოდ ნოსელის მიერ განვითარდა ძალიან ღრმა თეოლოგიური სწავლება ნეტარების შესახებ, სადაც მას მოყავს მაგალითი დაქანებული ფერდობისა და მასზე დაგორებული ლოდისა, ლოდი ყოველწამს სიჩქარეს უმატებს, ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ფერდობი მუდმივად დაქანებულია და ლოდი მუდმივად აჩქარებაშია; მიახლოებით ასევეა ნეტარება, სანამ ამ სიტყვას დავწერდი ანგელოზნი ნეტარების ერთ საფეხურზე იყვნენ, და როცა გავასრულე კიდევ წარემატნენ და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ არანაირი ერთფეროვანება და მოყირჭება არ შეიძლება იყოს, ამავდროულად ეს ნიშნავს სიკეთეში წარმატებას, კეთილ არჩევანში გამყარებას, ამიტომაც მიუხედავად თავისუფალი ნებისა და დაცემის იდეური შესაძლებლობისა, არ დაეცემიან, რადგან უფროდაუფრო ძლიერნი ხდებიან და უფროდაუფრო გამოცდილები და ნეტარები არიან და ასე მუდმივად; და პირიქით ხდება ეშმაკთან, ისევ დამასკელი:
"გვმართებს ვიცოდეთ, რომ რაც არის ადამიანებისთვის სიკვდილი, იგივეა ანგელოზებისთვის დაცემა, რადგან დაცემის შემდეგ არ არის მათთვის სინანული, ისევე როგორც არც ადამიანებისთვის - სიკვდილის შემდეგ. "
ე.ი. ეშმაკთან ის მდგომარეობაა რაც ადამიანთან სიკვდილის შემდეგ, ეშმაკი მუდმივად შორდება სიკეთეს,სინათლეს, იგი მუდმივად იძირება ბნელში და მასში მუდმივად იზრდება ამპარტავნება ანუ ესაა სწორედ ის გამყარება, რაც დავწერე, ამიტომაა რომ მიუხედავად თავისუფალი ნებისა და შენანების შესაძლებლობისა, იგი არ შეინანებს, რადგან უფროდაუფრო ბოროტდება და უფროდაუფრო იძირება ტანჯვაში..."
და ამ წინადაადბებზე ჩემი ზევით დანაწერი კითხვებია...
5.აქ წერია რომ (ზევით) ადამიანმა სინდისი სხეულის უძლუების გამო იპოვა სინდისიო და ვერ გავიგე ასევე
6.და რა არის "მოყირჭება" ?
და თუ შეილება მითხრათ ვინ იყო ორიგენე... მოკლედ როგორც დავასკვენი არ ესმოდა კარგად ყველაფერი...
და ერთსაც მერე დავამატებ.... ღვრთისმშობელზეა კათოლიკური აზრი....
ვთქვათ მოუნათლავი ადამიანი გარდაიცვალა..ღმერთი მას როგორ განსჯის? ჯოჯოხეთში წავა თუ სამოთხეში?
და როგორც ვიცი ძველი აღთქმის ხალხი არ მონანთულან და სასუფეველში ისე შევიდნენ წყლის და სხვა .... გარეშე და ეს როგორაა?
და აი ბოლო ...
არადა მე ვთქვი სხვა თემაზე ლაპარაკი არ იყოსტქო მარა აი ესენია რაც მაინტერესებს მარა ყველაზე მეტად მაინც ანგელოზებზე ვილაპარაკოთ
"რომელიღაც თემაში,არ მახსოვს გუშინწინ წავიკითხე,ადამი და ევას თემა იყო მგონი, ასეთი რამ: უბიწოდ ჩასახვა არ მიშნავსო უთესლოდ ჩასახვას, როგორც გავიგე , მაცხოვრის ჩასახვაზე არ იყო აქ საუბარი, და ხომ ვერ მეტყვით, რას ნიშნავს? (თუ არ ვცდები თვით ღვტისმშობლის ჩასახვა-დაბადებაზე იყო საუბარი)
ამათ ვნახულობ აქ ფორუმზე და პასუხი არ მაკმაყოფილებს ან არ წერენ და აქ მიტო ვწერ....
ასევეკადუნოსელს ეწერა ლაზარეს ენის თემაში ასეთი რამ:
"4. იგი იზიარებს სული წმინდის, როგორც ქალური საწყისის სწავლება ს,რაც ასევე დაგმობილია მსოფლიო საეკლესიო კრებაზე და რაც თანმიმდევრული სწავლებაა შტაინერისტების"
შეგიძლიათ მოკლედ განმარტოთ რას ნიშნავს -> ქალური საწყისის სწავლება ? თუ რათქმაუნდა მოკლედ შესაძლებელია.
წინასწარ მადლობა."
Zukazuka314
არსებობს მსგავსი თემა და ჩემი აზრით ეს უნდა დაიხუროს. მე უკვე გითხარი სანამ ახალს გახსნი ნახე იქნებ ძველიც არსებობს თქო.
G_saxva
კიდევ ბევრჯერ მოგიწევს მაგის გამეორება, ასე მგონია
კაცო მე ვერ ვნახე... და თუ არის არის ძველი.... ამიტომ ვქენი ასე და დაწერეთ რამე ან "დალინკეთ" თემა
Zukazuka314
ის რომ შენ ვერ ნახე იმას არ ნიშნავს წესები დაარღვიო და ის აკეთო რაც მოგესურვება.
Zukazuka314
სიამოვნებით დაგეხმარებით , ოღონდ თანმიმდევრულობა გამოიჩინე ძალიან გთხოვ .
ერთიანად ნუ მოგვაყრი კითხვებს , ზოგადი ნუ იქნება და შესაბამისი თემა შეარჩიე ხოლმე .
დანარჩენი უკვე ჩვენი ნებაა...
Zukazuka314
Zukazuka314
რა უნდა ვთქვა? რა გაინტერსებს?
Zukazuka314
Zukazuka314
G_saxva
sanfol
Giorgi Kadagishvili
sanfol
G_saxva
sanfol
Zukazuka314
მარა მგონი არც პოტენციაში და გულშ არ ინანიებს როგორც ვიცი... და თუ მოინანებს შეენანება... და ეშმაკი ყველგანაა? ანუ მომავამშიც და ახლაც ერთდროულადაა თუ როგორი თვისებები აქ? და რაღაც წავიკითხე :
წინასწარმეტყველ იეზეკილის წიგნის მიხედვით, საეკლესიო ტრადიციით, სატანა შექმნილი იყო ანგელოზის მიერ ჰერუვიმის წოდებით. იგი იყო „სრულყოფილების ბეჭდით, სრული სიბრძნით და სილამაზის გვირგვინით დაჯილდოებული“ და ცხოვრობდა ედემის „ცეცხლოვან ქვებში“, მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი ამპარტავანი გახდა, იგი ჩამოგდებული იყო მიწაზე (იეზ. 28:12-19), მას წამოყვა ანგელოზთა ის ნაწილიც, რომელნიც გარდაისახნენ დემონებად. სატანის დაცემის აღწერა მოყვანილია მოციქულ იოანესთან: სატანა, დიდი ციური ომის შემდეგ, მიწაზე ჩამოაგდო ანგელოზმა მიქაელმა (ახსნა. 12:7-9). (ეს სულ სხვა აზრია ეშმაკზე.... ვერ გავიგე დაქვევითაც რამოდენიმე რამე)
ისაია წინასწარმეტყველი გვაძლევს სატანის პირველ სახელს — ლუციფერი (Денница). ლუციფერის დაცემის შემდეგ, იგი ხდება უკუნის განმგებელი, ღმერთის წინააღმდეგ ჯანყის მეთაური.
ტრადიციულად, სატანის ადგილსამყოფელად ითვლება ჯოჯოხეთი, ამიტომ იგი არის ჯოჯოხეთის მთავარი. მაგრამ მოციქული პავლეს მიხედვით, დღეს სატანა მმართველობს ცაში (ეფ. 2:2). მისი მსახურნი არიან — „ამ სოფლის ბნელეთის სამყაროთ მპყრობელნი“, „ცისქვეშეთის ბოროტების სულები“ (ეფ. 6:12).
იოანეს წიგნში იგი სახელდება ღმერთის შვილად (ძველბერძნული ვერსიით — ანგელოზების) (1:6). იგი წინამძღვრობს ხალხებს და ცეცხლს აფქვრევს მიწაზე. (1:15-17), აგრეთვე მართავს ატმოსფერულ მოვლენებს (1:18), იძლევა სიმდიდრეს და ავრცელებს სნეულებებს (2:7).
სახარებაში სატანა გვესახება სამყაროს ჩამოყალიბებულ გამგებლად (მათე 4:1-11), და იუდეველების ღმერთად (იოანე 8:44). ამ საფუძველზე ბევრი პირველყოფილი ღვთისმეტყველი გნოისტიკი თვლიდა, რომ ძველი აღქმით, ღმერთი, ეს არის ეშმაკი, რომელიც სრულიადაც არ ქმნის სამყაროს არაფრიდან, არამედ ქმნის პირად ჯოჯოხეთს — „ბნელეთს უფრსკულზე“ (1:2), ბაძავს რა ჭეშმარიტ ღმერთთს, სამყაროს უსახო და მიუწვდომელ პირველადს.
განსჯის დღეს შეებრძოლება ანგელოზს, რომელსაც აქვს უფრსკულის გასაღები, და ჩაგდებული იქნება უფრსკულში ათასი წლით (ახსნა. 20:2-3). მეორე ბრძოლის შემდეგ, სატანა ჩაგდებული იქნება „გოგირდოვან და ცეცხლოვან ტბაში“ (ახსნა. 20:7-10)
Zukazuka314
და მაგ ბრძოლებს დასასრული ააქვს? 1000 წლის მერე რა მოხდება როგორ ამოვა? ან მეორე ბრძოლის შემდეგ რა მოხდება კიდე ხელახლა დაიწყებს ადამიანების ცდუნებას და ბრძოლას?
არ ვიცი.... მარა რაც ზევით ადვწერე ვერ გავიგე... (ეზეკიელზე) და განგვიმარტეთ რადგან სხვა აზრი არის "ეშმაკის" "შექმნის"
"ანგელოზები, როგორც გონებანი, შესაბამისად გონისეულ ადგილებში არიან. არათუ სხეულებრივად გარეშეწერილნი, არამედ იმგვარად, რომ სადაც ებრძანებათ, იქ იმკვიდრებენ და იქ მოქმედებენ გონისეულად, არ ძალუძთ რა, რომ ერთდროულად იყვნენ აქაც და იქაც, და მოქმედებდნენ".
/წმინდა იოანე დამასკელი/
"ანგელოზი უკვდავია, მაგრამ არა ბუნებით, არამედ მადლით, რადგან ყოველივე ის, რაც დაწყებულია, ბუნებით დასრულებადიცაა. მხოლოდ ღმერთია მარადის მყოფი, უფრო კი - მარადისობაზე უზემოესი, რადგან თვით არის ჟამთა შემოქმედი".
/წმ. იოანე დამასკელი/
"იცოდე, რომ ანგელოზები აღგვძრავენ სალოცავად და ლოცვისას ჩვენთან ერთად დგანან, ხარობენ და ჩვენთვის ლოცულობენ".
/წმ. ნილოს სინელი/
"ანგელოზები გარეშეწერილნი არიან, რადგან როდესაც ცაში არიან, არ არიან მიწაზე, ხოლო ღვთის მიერ მიწაზე მოვლენილნი არ იმყოფებიან ცაში; თუმცა არ იზღუდებიან ისინი კედლებითა და კარიბჭეებით ანთუ კლიტეებითა და ბეჭდებით, რადგან შემოუზღუდავნი არიან. როგორებიც არიან, იმგვარები როდი წარმოუჩნდებიან მას, ვინც ღირსია და ვისთვისაც ინება ღმერთმა მათი ცხადჩენა, არამედ გარდასახულად, ისე როგორც ძალუძთ მხილველებს მათი ხილვა. მართლაც, ბუნებითად და საკუთრივად შეუზღუდავი მხოლოდ ისაა, რაც შეუქმნელია, რადგან ყოველი შენაქმნი თავისი შემქმნელი ღვთისგან არის შემოზღუდული".
/წმ. იოანე დამასკელი/
"უფალს უხილავი მსახურნი ჰყავს. მსახურნი კი ჩვეულებისამებრ იმათ მიმსგავსებას ცდილობენ, ვისაც ემსახურებიან".
"მთავარანგელოზი ტაქნიელი - დამხმარე და დამცველი უბედურებისა და თავდასხმისაგან".
"ანგელოზი ჩვენი დამცველია სიკვდილამდე. იგი მიგვიძღვის წინ, მაგრამ რაოდენი მოფრთხილება და მისათუთება სჭირდება მას, რომ ჩვენი უგვანო ქცევებით არ დავაღონოთ და ავატიროთ".
"რომ ვხედავდეთ ჩვენს ანგელოზს, რა ახლოსაა ჩვეთან, მაშინ ვერასოდეს ვიგრძნობდით მარტოობას".
/ღირსი პაისი ათონელი/
"უფლის ანგელოზები ადამიანებს ძილშიაც იცავენ და სიფხიზლის დროსაც. პაისი დიდს ერთი ბერი რჩევისთვის ეწვია. მამა პაისს ეძინა. წინ მფარველი ანგელოზი ედგა მშვენიერი ჭაბუკის სახით და იცავდა. ჭეშმარიტად! ღმერთი თავის მოყვარულთ იცავსო, - უთქვამს ბერს".
"თაღში გამოსახულია უსხეულო ანგელოზი განივად გაზიდული ფრთებით"
"თუ ისე მოხდება, რომ თავს ეშმაკთა მთელი ლეგიონი დაგეხმარება, დადექი ანგელოზებს შორის, რამეთუ ტაძარი ყოველთვის სავსეა ანგელოზებით, ღვთის ანგელოზები დაგიცავენ მთელი სამყაროს ეშმაკებისგან და არაფერი გევნება! არ დაგავიწყდეთ, ძმებო, რომ ჩვენ, ქრისტიანები, ღვთითა ვართ ძლიერნი!"
/ღირსი იუსტინე პოპოვიჩი/
"მფარველ ანგელოზს უხმობდე ყველგან".
/ღირსი საბა განწმენდილი/
"იოანე კიბისაღმწერელი ბრძანებს: ანგელოზთა ბუნება არის მტკიცე, ან არ ეცემა ცოდვით, ან თუ ცოდვით დაეცემა, საბოლოოდ მტკიცდება ცოდვაში, ხოლო ადამიანის ბუნებას ახასიათებს დაცემა და კვლავ აღდგომა".
"ცოდვილი ცხოვრებით ამღვრეულ თვალებს არ ენახვება ანგელოზთა კრებული".
/პროფესორი გიორგი სოსიაშვილი/
"ანგელოზები ზეციურ სამყაროს მიეკუთვნებიან, ამიტომ იციან ადამიანის შესახებ ყველაფერი, ისინი ატყობინებენ მას ყველაფერს. მაგრამ საკუთარი მფარველი ანგელოზის ხმის გაგონების უნარი დამოკიდებულია თვით ადამიანზე, მისი რელიგიურობის ხარისხსა და ეკლესიურობაზე."
/მამა ლევან მათეშვილი/
"მთავარანგელოზ მიქაელის ერთ-ერთ გამოცხადებაზე მოუთხრო საეკლესიო მწერალს, სერგი ნილუსს, ოპტელმა მამამ, წმინდა იოსებმა 1909 წლის 16 მარტს: - შარშანწინ ჩემთან ახალგაზრდა კაცმა მოინანია, რომ რევოლუციონერებს შორის წილისყრის შემდეგ მეფის მოკვლა მას ერგუნა. "მკვლელობის წინა ღამე ნერვიულობით თეთრად გავათენე. დილით ოდნავ ჩამთვლიმა... ვხედავ, მეფე თავისთვის დგას. უცებ ჩვენს შორის ციდან ელვასავით ჩამოეშვა წმინდა მთავარანგელოზი მიქაელი ცეცხლისმფრქვეველი მახვილით. მის წინაშე შეშინებული დავემხე. გავიღვიძე და თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი იმ ქალაქიდან. ახლა პეტერბურგში ვიმალები. მომაგნებენ და ალბათ მომკლავენ. მაგრამ ათასჯერ სიკვდილი მირჩევნია მთავარანგელოზის გაბრაზებული სახის ნახვას".
"შენი მფარველი ანგელოზი თან გახლავს, როცა საიდუმლო სერობის ტრაპეზს მიეახლები. სიყვარულით გიმზერს, რადგან ხედავს, რომ მაცხოვარი თავის რჩეულთა შორის გიღებს. შენ უფლის ტაძარი ხდები".
"თუ ერში დიდ პატივს მიაგებენ მეფის ელჩს, რომელიც ხელმწიფის მოწყალე სიტყვას აუწყებს ხალხს, მით უმეტეს მეტი კრძალვა გვმართებს ზეციური მეუფისგან გამოგზავნილი ელჩის, ანგელოზთა თავადის გაბრიელის მიმართ, რომელმაც კაცთა მოდგმის მაცხოვრის ამქვეყნად მოვლინება გვაუწყა."
"როდესაც უფალი ხედავს, რომ ადამიანის თავისუფალი ნება მიმართულია ღვთის მცნებების დაცვისკენ, ცდილობს, იცხოვროს ღვთის მცნებებით, მისი მფარველი ანგელოზი ყველანაირად დაეხმარება და იზრუნებს მისი სულის გადასარჩენად.
მფარველი ანგელოზისა და ადამიანის ურთიერთობა აბსოლუტურად უანგარო და უდიდეს სიყვარულზეა დაფუძნებული. თუკი ანგელოზი ხედავს, რომ ადამიანს სჭირდება დახმარება, რა თქმა უნდა, დაეხმარება."
"თუკი შენმა მეგობრულმა რჩევამ რომელიმე გზასაცდენილი ძმა ხსნის გზაზე დააყენა, მისი ანგელოზი ხარობს და ზეცად ადის, რათა ეს სასიხარულო ამბავი უფლის რჩეულებს ამცნოს და შენთან მათი კურთხევა მოიტანოს".
"ჩვენი მეგობრების მფარველო ანგელოზებო! შეინახეთ ჩვენს გულებში სიყვარულის ნაზი გრძნობა; მოგვეცით ერთმანეთის დახმარების ძალა, რომ წმინდა ცხოვრებას მივაღწიოთ და ერთმანეთი საუკუნოდ გვიყვარდეს".
"ილოცეთ იმ ადამიანთა მფარველი ანგელოზების მიმართ, რომლებიც გიყვართ: ისინი თქვენს გულებს ერთიანი აზროვნებით დააკავშირებენ".
"[მთავარანგელოზი] გაბრიელი უფლის ძალას ნიშნავს. როცა თხოვნით მივმართავთ, ჩვენ ბავშვს ვემსგავსებით, რომელიც ძლიერი რაინდის ფარს უკან იმალება".
"დაცემულ ანგელოზთა რიცხვი ძალიან დიდია, ნეტარი ანგელოზები კი - უთვალავია".
"ანგელოზებს აქვთ თავზე გადაჭერილი და ბოლოგაშვებული (ზოგჯერ წითელი, ზოგჯერ თეთრი) სასმენელნი - თორაკიონი. ამით იკონოგრაფია მიუთითებს, რომ ანგელოზი, სადაც უნდა იყოს, ყოველთვის ისმენს უფლის სიტყვას და მყის ემორჩილება მას".
/ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ასმათ ოქროპირიძე/
"- საინტერესოა, რატომ დარჩნენ განდგომილი ანგელოზები სამუდამოდ დაცემულ მდგომარეობაში?
- ღვთის ღალატის შემდეგ მათში აღარ არის სინანული. ერთ-ერთი წმინდა მამის ცხოვრებაში ასეთი შემთხვევაა მოთხრობილი: წმინდა მამა მიმართავს დაცემულ სულს: მოდი, როგორც ზეცაში ყოფნისას უგალობდი უფალს, ისე უგალობე ახლაცო. ეშმაკმა ენით აღუწერელი ხმით დაიწყო გალობა - წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო... მაგრამ როცა უნდა წარმოეთქვა "შეგვიწყალენ ჩვენ", გაქვავდა და შესძახა: ამას არასოდეს ვიტყვიო.
ანგელოზთა მტკიცე ბუნების გამო დაცემული ანგელოზი იმდენადაა განმტკიცებული ამპარტავნებაში, მისით იმდენად აქვს დაბნელებული გონება, რომ აღარ შესწევს სინანულის უნარი. კაცი არაერთგზის დაეცემა ცხოვრების გზაზე, მაგრამ უფალი წამოაყენებს, თუ, რა თქმა უნდა, სინანულით მოუხმობს უფალს შემწედ."
/დეკ. პეტრე გიორგაძე/
"ქართა - ძველი ქართული სიტყვაა და ანგელოზების ადგილსამყოფელს ნიშნავს".
"როგორც კვამლი ფანტავს ფუტკრებს, ხოლო მტრედებს უსიამოვნო სუნი, - ამბობს ბასილი დიდი - ასევე ჩვენი ცხოვრების მფარველ ანგელოზებსაც გვაშორებს დიდადსაგლოვი და აყროლებული ცოდვა".
"ზეცის წადილი და მიწის უარყოფა ის ფრთებია, რომლითაც მფარველ ანგელოზს გაჰყვები"
"ეკლესიის მასწავლებელთა აზრით, ადამიანი დაცემულ ანგელოზთა რიცხვის შესავსებად შეიქმნა. ამდენად, ჩვენ უნდა შევიდეთ ანგელოზთა კრებაში. ამისთვის კი, დაფიქრდით, ჩემო ძვირფასებო, როგორი სუფთა და წმინდა უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება, როგორ დროულად უნდა მოვამზადოთ საკუთარი თავი აქვე მიწაზე ანგელოზებთან თანაცხოვრებისათვის მათ წმინდა და ნათელ კრებაში შესასვლელად. სწორედ იმ კრებაში, რომელსაც დღეს ჩვენ ასე საზეიმოდ ვდღესასწაულობთ!"
/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/
"როდესაც ჩვენი აღსასრულის დრო მოვა, ისინი საზვერეების გადალახვაში დაგვეხმარებიან, ამიტომაც ღვთის ანგელოზები განსაკუთრებით უნდა გვიყვარდეს".
"ანგელოზების უმწიკვლო სიწმინდე და უძლეველი სიმდაბლე ახასიათებთ, ენითაუწერელია მათი უბოროტობა"
/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/
"მეგონა მთებზე ასვლა დამაახლოვებდა ანგელოზთა საუფლოს, ხოლო ანგელოზებთან შეხვედრა ჭაბუკობიდან ოცნებად მქონდა გადაქცეული"
/რომანოზ ფერაძე/
"განა არ ხდება, რომ შეცბუნებისა და გონების ერთგვარი უმოქმედობისას, ვითარც ელვა, გამოგვიბრწყინდება ხოლმე წმინდა, შეურყვნელი და მაცხოვნებელი აზრი, მღელვარე, ბნელით მოცულ, გაცივებულ გულში ანაზდად სიწყნარე ისადგურებს ანდა ღვთის სიყვარულის ზეციური ცეცხლი აღეგზნება ხოლმე? განა ეს ანგელოზთა მოქმედების შედეგი არ არის, რომლებიც, წინასწარმეტყველ ზაქარიას სიტყვით, ჩვენში ღაღადებენ? რა სამწუხაროა, თუკი ქრისტიანები ვერ ამჩნევენ და ვერ გრძნობენ ანგელოზთა ამ შეწევნას!"
"ყველა ანგელოზებრივი ძალა დაუოკებელი სიყვარულით ისწრაფვის ქრისტესკენ"
/ეპისკოპოსი ათანასე ევტიჩი/
"ამბობენ, არ შეიძლება, არ მოკვდე, თუ ანგელოზს მთელი თავისი ბრწყინვალებით იხილავო. ანგელოზს გრანდიოზული მისია აკისრია. ყველა ჩვენი აზრი და სიტყვა, ღვთისკენ მიმართული, ანგელოზს ააქვს ზეცაში".
/არქიმანდრიტი არსენი (პაპაჩოკი)/
"ანგელოზი შენს საქმეებს წერს, უფალი კი - გულისსიტყვებს".
/წმ. იოსებ ათონელი/
"ანგელოზებს აქვთ ჰაეროვანი სხეულისმაგვარი ფორმა, მსუბუქი და უწონადი, თავი და სახის ნაკვთები, რაც მატერიალურ სამყაროში ვერ ჯდება და არც აღიქმება, თუ განსაკუთრებულ შემთხვევებს არ მივიღებთ მხედველობაში".
/დეკ. ალექსანდრე გალდავა/
"ანგელოზები ღმერთს იმდენდან ხედავენ, რამდენადაც ეს მათთვის არის შესაძლებელი. თუმცა მათი საზრდოც ეს არის რასაც ხედავენ".
/წმ. იოანე დამასკელი/
"დიდ ორაშელმა რაიკო ნ-მა ამგვარი სასწაული მოგვითხრო: "ბიძაჩემს ვენახის გამო ვეჩხუბე და გადავწყვიტე, ღამით მომეკლა. მთვარე ანათებდა. გზის პირას, სადაც ბიძაჩემს უნდა გაევლო, ხის ჩრდილში დავდექი. ხელში ნაჯახი მეჭირა. როცა მომიახლოვდა, ნაჯახი აღვმართე და თავში უნდა ჩამერტყა, რომ უცებ საშინელი, მგვრგვინავი ხმა მომესმა: "არ მოკლა!" ხელები ჩამოვყარე, ნაჯახი გამივარდა.
ბიძაჩემმა ისე ჩამიარა, თითქოს არაფერი გაუგონიაო. მე სიბნელეს შევრჩი. ახლომახლო კაციშვილი არ ჭაჭანებდა და გამიკვირდა, ვინ შემომძახა-მეთქი. ვინც არ უნდა ყოფილიყო, მან სასიკვდინე ცოდვისაგან დამიხსნა. ახლა კი მტკიცედ მწამს, რომ ჩემი მფარველი ანგელოზი იყო."
"ანგელოზთა ფრთების ქარი ქრის"
/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/
"წმინდა მამებთან ვხვდებით გამოთქმას, რომ ანგელოზებისთვის სრულყოფაა შესაძლებელი და სიკეთეების მოხვეჭით ისინი მუდმივად ვითარდებიან, რაშიც ასევე დროსთან მიმართებაც იგულისხმება".
"ანგელოზებზე ადამიანთა უპირატესობის შესახებ იქიდანაც ნათლად ჩანს, რომ ძე ღმერთი ჰიპოსტასურად ადამიანს შეუერთდა და არა ანგელოზურ ბუნებას. ამ საკითხთან დაკავშირებით მოციქული პავლე მაცხოვრის შესახებ ბრძანებს: "ანგელოზებს კი არ ევლინება მწედ, არამედ აბრაამის მოდგმას" (ებრ. 2: 16)
"ერთხელ ნეტარმა თეოდორემ ჰკითხა ერთ წინამხედველ მესვეტეს, თუ როგორ ცნობდა და განასხვავებდა იგი მართალთა და ცოდვილთ. მესვეტემ მიუგო: "თუ ჩემს სვეტთან ჩაივლის მართალი და ღმრთისმოშიში კაცი, მე ვხედავ ღვთის მადლს და ნათელ ანგელოზებს, რომლებიც მას ორივე მხარეს მიჰყვებიან, ეშმაკები კი შორს მიდიან და ვერ ბედავენ მასთან მიახლოებას; მაგრამ თუ ჩაივლის ცოდვილი, მის გარშემო ვხედავ მოზეიმე ეშმაკთა ხროვას, მფარველი ანგელოზი კი მას მოშორებით მიჰყვება, მწუხარებს და გლოვობს მისი დაღუპვის გამო. მაგრამ როცა ეშმაკებს სურთ საბოლოოდ დაღუპონ ეს კაცი, მაშინ მოდის მფარველი ანგელოზი ცეცხლოვანი მახვილით და განდევნის მათ".
ასე გვიცავენ წმინდა ანგელოზები მტრის საფრთხეთაგან. ეს ზეციური დესპანნი ზრუნავენ ადამიანების არა მარტო სულიერ გადარჩენაზე, არამედ მათ ხორციელ ჯანმრთელობაზეც. პატერიკი მოგვითხრობს, თუ როგორ განკურნა მფარველმა ანგელოზმა ერთი მეუდაბნოე, რომელიც კუჭის ძლიერი ტკივილით იტანჯებოდა. ანგელოზი ეჩვენა სნეულს და ტანჯვის მიზეზი გამოჰკითხა. შემდეგ თითით ბასრი დანის მსგავსად გაუჭრა დაავადებული ადგილი, გამოწმინდა დაგროვილი ჩირქი და მერე ხელით ჭრილობა გაუმთელა; ამგვარად განკურნა მეუდაბნოე და დაუბრუნა მას ფიზიკური სიმრთელე."
მთავარანგელოზი რაფაელი და ტობითას ოჯახი
"ისრაელელთა სამეფოში ერთ დროს ღვთისმოშიში ისრაიტელი ცხოვრობდა, სახელად ტობითა. ჰყავდა მეუღლე ანა და ვაჟი ტობიასი. ეს იმ დროს მოხდა, როცა თითქმის მთელმა ისრაელმა დაივიწყა ჭეშმარიტი ღმერთი, შეწყვიტა ღვთის მცნებების აღსრულება და უცხოტომელთა ცრუ ღმერთებს დაუწყო თაყვანისცემა. ამისთვის უფალმა ისინი ხელთ მისცა ასურელთა მეფეს, სალმანასარს, რომელმაც ისინი ნინევიაში გადაასახლა. სხვებთან ერთად იყო ტობითაც. ის სიჭაბუკიდანვე ჭეშმარიტების გზაზე ვიდოდა და მაშინ, როცა მთელი მისი ტომი და გვარი ბაალის კერპს უზორავდა, იგი მარტოდმარტო ადიოდა იერუსალიმში და მსხვერპლს შესწირავდა უფალს. ხოლო როცა ნინევიაში ტყვედ წაიყვანეს, არ უჭამია ნაკერპავი, განსხვავებით თავისი ძმებისა და ნათესავებისაგან. მისცა ღმერთმა მადლი, სალმანასარ მეფის ვაჭარი გახდა და მალე გამდიდრდა. ერთხელ მან ხელწერილით ათი ტალანტი ვერცხლი იქაურ მკვიდრს, გაბაილს ასესხა. მრავალ მოწყალებას იქმოდა და ეხმარებოდა თავის თანამემამულეებს. სალმანასარის მაგივრად მისი ვაჟი სენაქერემი გამეფდა. იგი გამძვინვარებული ხოცავდა ებრაელებს და მიცვალებულებს ქალაქგარეთ აყრევინებდა. ტობითა კი მათ ჩუმად მარხავდა. ეს ამბავი მეფეს შეატყობინეს. ის ძალზე განრისხდა და ტობითას მოკვლა ბრძანა. ის იქაურობას გაერიდა, მისი ქონება კი დაიტაცეს. თვენახევარში სენაქერიმი მოკლეს და ტობითაც ნინევიაში დაბრუნდა.
ერთხელ, ერგასის დღესასწაულზე, ტობითამ შვილს უთხრა, წადი და სადღესასწაულო სუფრაზე ჩვენი დაგლახაკებული თანატომელები მოგვიყვანეო. ტობია შინ დაბრუნდა და უთხრა, - გარეთუბანში ერთი მოკლული ისრაიტელი გდიაო. "ხოლო ტობითა იყო მოშიში უფრო სრულიად ღმრთისა, ვიდრეღა მეფეთა". მოიპარა გვამი და დაფლა. მოვიდა დაღლილი, შეგინებული, მიჯდა კედელთან პირდაუბურავი. ზემოთ თურმე მერცხლებს ბუდე ჰქონდათ. მერცხალმა ტობითას დაასკინტლა და ამის მერე მას თვალთ ლიბრი გადაეკრა. მაგრამ ამ დიდ განსაცდელს ტობითასთვის ღვთის რწმენა არ შეურყევია, როგორც მართალ იობს, მასაც აყვედრებდნენ გარშემო მყოფნი, სად არის შენი ქველმოქმედებანი, მკვდართა დაკრძალვანი? რატომ დაგემართა ასეთი რამეო. ერთხელ იტირა ტობითამ, როცა ღვთისთვის მისი ცოლის მიერ შეწირული თიკანი არ მიიღეს, ნაქურდალი არისო.
შეწუხდა და ღმერთს სიკვდილი შესთხოვა. იმ დროს, როცა ცრემლმორეული ლოცულობდა, რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით, ეკბატანაში ერთი ქალწულიც მოთქვამდა - რაგუელის ასული სარა. მას მამამისის მხევალი აყვედრებდა. საქმე ისაა, რომ სარა შვიდჯერ იყო გათხოვილი, მაგრამ ხორციელი ვნებების ბოროტი ეშმაკი ასმოდეოსი მანამდე კლავდა სასიძოებს, ვიდრე ისინი სარასთან სარეცელს გაიყოფდნენ. ისე შეწუხდა ქალი, რომ თავის მოკვლაც კი მოისურვა, მაგრამ მოხუცი მამა შეებრალა და გადაიფიქრა. იდგა სახლის ბანზე და ლოცულობდა. შეესმა ორივე ლოცვა უფალს და მოავლინა რაფაელ მთავარანგელოზი ორივეს განსაკურნებლად.
ამ დროს გაახსენდა ტობითას ვერცხლი, რომელიც ოდესღაც გაბაელს ასესხა. მოიხმო ტობია და უთხრა: - წადი, შვილო, მიდიის ქალაქ რაგაში, მიეცი ეს ხელწერილი გაბაელს და ათ ვერცხლის ტალანტს მოგცემსო. შვილმა უთხრა: - ისე მოვიქცევი, როგორც მითხარი, მაგრამ იქამდე გზა არ ვიცი, ანდა გაბაელი დამიჯერებსო? მამამ დაამშვიდა: - ნახე, შვილო, ვინმე სარწმუნო კაცი თანამგზავრად და როცა უკან მობრუნდებით, საფასური გადავუხადოთო.
ტობიამ მიდიის გზის მცოდნეს დაუწყო ძებნა. მთავარანგელოზი რაფაელი იხილა კაცის სახით და ჰკითხა: შეგიძლია მიდიის ქალაქ რაგაში გამომყვეო? მთავარანგელოზმა უთხრა: - წაგიყვან მიდიაში, გზაც ვიცი და გაბაელს, ჩვენს ძმასაც ვიცნობო. ტობიამ მამას ახარა, თანამგზავრი ვიპოვეო. ტობითამ მისი ნახვა მოისურვა. უცნობმა - აზარია ვარ, ძე ანანიასიო. ტობითამ შინაურად მიიღო. მერე თავისი ვაჟი აკურთხა და თანამგზავრთან ერთად მიდიისკენ გაისტუმრა. შეწუხდა ანა, ჯერ ყრმა არის და ასეთ შორ გზაზე რატომ გაუშვიო. მაგრამ ქმარმა დაამშვიდა: "ნუ გეშინინ, დაო! ანგელოზი თანაუვიდოდის მათ და წარემართოს გზა მისი და მოიქცენ ცოცხლებით". მაშინღა დასცხრა დედა ტირილისგან.
ყრმას და ანგელოზს თან მათი ძაღლი გაჰყვა. დიდი ხნის შემდეგ მდინარე ტიგროსთან შეისვენეს. ტობია მდინარეში ჩავიდა პირის დასაბანად. უცებ ფეხზე რომელიღაც მტაცებელი თევზი ეცა. ტობიამ იყვირა: - ვაიმე, შემჭამაო. ანგელოზმა უთხრა: - ნუ გეშინია, დაიჭირეო. ტობიამ თევზი ამოიყვანა. ანგელოზმა უთხრა: - ამოაცალე მაგ თევზს გული, ღვიძლი და ნაღველი, შეინახე, სამკურნალოა - ნაღვლის ცხებით კაცი ლიბრისგან განიკურნება, გულისა და ღვიძლის კმევით კი ბოროტი სულისგანო.
მიუახლოვდნენ ეკბატანას. ანგელოზმა უთხრა ტობიას: - აქ შენი ნათესავის, რაგუელის სახლში დავისვენოთ. რაგუელს ვეტყვი, თავისი ქალიშვილი ცოლად გამოგატანოს. უკან რომ მოვბრუნდებით, მაშინ გადავიხადოთ ქორწილიო.
ტობიამ უთხრა: - გამიგია, რომ რამდენჯერმე გაათხოვეს, მაგრამ როგორც კი ქმრები ღამით მასთან შევიდოდნენ, მაშინვე კლავდა ეშმაკი. მეშინია ამ ეშმაკის, რომელსაც შეპყრობილი ჰყავს სარა და სხვას მასთან არ უშვებს. ვაითუ მეც მომკლას და ჩემი მშობლების საფლავების მიწის მიმყრელი არავინ დარჩესო.
ანგელოზმა დაამშვიდა: - შენ მამის სურვილი აასრულე და შენი ტომიდან მოიყვანე ქალი. ეშმაკისა კი ნუ გეშინია. რაჟამს შეირთავ, ორივემ მხოლოდ ილოცეთ. გული და ღვიძლი სასაკმევლეში ჩადე, უკმიე სარას და ეშმაკი გაშორდება. სამი დღე მისგან შორს იყავი. მესამე დღეს ღვთისგან კურთხევა იმით მოგენიჭებათ, რომ შვილნი თქვენგან ჯანმრთელნი იშვებიან. მესამე ღამეს კი შედი ქალწულთან და იგი "იპყარ სიყვარულად შიშითა უფლისათა, წადილისათვის შვილთა სხმისა, ვიდრეღა ხორცთა მოსურნეობისთვის ამისთვის".
მივიდნენ ეკბატანაში, მონახეს რაგუელის სახლი. დიდად გაიხარა რაგუელმა, როცა თავისი ნათესავის ტობითას ვაჟი შეიცნო. დაუკლა ვერძი, გაუმასპინძლდა. პურის ჭამის წინ ტობიამ თავისი სურვილი გაუმჟღავნა. შეეშინდა რაგუელს და ქალიშვილის მიცემაზე ვერ დათანხმდა. მას ანგელოზმა უთხრა: "ნუ გეშინია, რომ ამას შერთო სარა, რადგან ტობიას ღვთის შიში აქვს. ამის გარდა არავის ეკუთვნის შენი ასული, ამიტომაც სხვა ქმრებმა ვერ შეძლეს მისი ხელის ხლებაო".
მაშინღა დათანხმდა რაგუელი, გამოიყვანა სარა, აკურთხა ორივე და მათი შეუღლება. დასხდნენ, ჭამეს, სვეს, გაიხარეს. მერე კი რაგუელმა თავის ცოლს უთხრა გაემზადებინა ოთახი ახალდაქორწინებულთათვის და ქალიშვილი შიგნით შეაყვანინა. განცხრომის მერე ოთახში სიძეც შევიდა. ამოიღო თევზის გული და ღვიძლი, დადო სასაკმეველზე და უკმია სარას. ეშმაკი ილტვოდა ქალისგან. ტობიამ ქალწულს ასწავლა, - ეს ღამე ღმერთს ვევედროთ, ღმერთს ვეზიაროთ და შემდგომ სამი ღამისა შევუღლდეთო: "ჭეშმარიტად შვილნი ვართ წმიდათანი და არა ჯერ-არს შეყოფა ჩვენი, ვითარცა შეიყოფიან წარმართნი, რომელთა არა იციან ღმერთი". ადგნენ და მხურვალე გულით ევედრნენ ღმერთს, მერე კი ცალ-ცალკე დაიძინეს.
რაგუელმა კი ამ დროს თავის მონებს საფლავის გათხრა უბრძანა, ეგონა, ტობიასაც იგივე ხვედრი ელოდა, როგორც წინა სიძეებს. მერე კი ცოლს უთხრა: ვინმე მოსამსახურე გაგზავნე, ნახოს, ცოცხლები თუ არიანო. მხევალმა შეატყობინა, მშვიდად სძინავთო. გაიხარა რაგუელმა, მონებს უბრძანა, - საფლავი ისე ამოავსეთ, რომ არავინ გაიგოსო. მერე კი ცოლს უბრძანა სუფრის გაშლა. ორი მოზვერი და ოთხი ვერძი დააკვლევინა. სიძეს კი უთხრა: - ორი კვირა არსად გაგიშვებ, მერე კი წადი მშვიდობით მშობლებთან, თან ქალსა და მზითევს გაგატან. ხოლო როცა მე და ჩემი ცოლი მოვკვდებით, ეს ქონებაც შენ დაგრჩებაო.
რა ექნა ტობიას? სთხოვა რაფაელს: წაიყვანე ორი აქლემი და ოთხი მონა. წადი რაგაში, მამაჩემის ნასესხები ფული გამოართვი გაბაელს და ისიც მოიყვანე ქორწილშიო. არ დაიგვიანო, თორემ მამაჩემს დრო დანიშნული აქვს და თუ მალე არ მივალთ, შეიძლება ძლიერ შეწუხდესო.
წავიდა რაფაელ მთავარანგელოზი რაგაში, მონახა გაბაელი, გამოართვა ნასესხები ფული და ისიც ქორწილში წამოიყვანა.
გადიოდა დღეები. ტობითა სულმოუთქმელად ელოდა შვილს, ანაც მოთქვამდა და ტობიას დაგვიანებას ჯავრობდა. ორი კვირა გავიდა. ტობიამ რაგუელს უთხრა, შინ უნდა წავიდე, რადგან მშობლებს შეიძლება ცოცხალი არ ვეგონოო. არ ეთმობოდა რაგუელს შვილი და სიძე, მაგრამ რა ექნა. გამოატანა სარას მზითვად: მონები, მხევლები, ცხვარ-ძროხა, აქლემები, ოქრო-ვერცხლი და სამოსელი დიდძალი.
როცა სახლს მიუახლოვნენ, რაფაელმა უთხრა ტობიას, ჩვენ წინ წავიდეთ და მამაშენის სახლი მოვამზადოთ. როცა მამაშენს ნახავ, ნაღველი სცხე თვალებზე და აეხილებაო. მიეგებნენ გახარებული მშობლები ტობიას. მან ნაღველი მოწურა, ჩააწვეთა მამას თვალში და აუხილა. უზომო იყო მათი სიხარული. განსაკუთრებით მაშინ, როცა ტობიამ თავისი ცოლი, სარა გააცნო. დიდი ქორწილი გადაიხადეს. შვიდი დღე და შვიდი ღამე გაგრძელდა პურობა.
მერე კი ტობიამ მამას უთხრა: "ჩემ თანამგზავრს მივცეთ იმ ფულის ნაწილი, რომელიც მოვიტანე, რადგან გზაზეც დამიცვა, ცოლიც განმიკურნაო. დაუძახეს ანგელოზს და ფული შესთავაზეს. მაშინ რაფაელმა მამა-შვილი ცალკე გაიყვანა და უთხრა: - აკურთხევდით ღმერთს და აღიარებდით მას ყოველი კაცის წინაშე, რომლებიც თქვენთან ერთად შეუქმნია. კარგია ღვთის კურთხევა და მისი სახელის განდიდება. მოწიწებით გააცხადეთ ღვთის საქმენი და ნუ დაიზარებთ მის სამადლობელს. კარგია მეფის საიდუმლოთა შენახვა, მაგრამ ხამს უფლის საქმეთა გამოცხადება. ქმენით სიკეთე და ბოროტება ვერ მოგეწევათ. კარგია მარხვა ლოცვასთან ერთად და მოწყალება სიმართლესთან ერთად. სჯობს მცირედი სამართლიანობით, ვიდრე მრავალი უსამართლობით. უმჯობესია მოწყალების გაღება, ვიდრე ოქროს დაუნჯება. რამეთუ მოწყალება სიკვდილისგან იხსნის და განწმენდს კაცს ყოვლისაგან ცოდვისა... არაფერს დაგიმალავთ... როცა შენ და შენი რძალი სარა ლოცულობდით, მე აღვავლინე თქვენი ლოცვები ღვთის წინაშე. შენ არ დაიზარე, მიატოვე სადღესასწაულო სუფრა და მიცვალებულის დასაკრძალად წახვედი. მაშინ შეგემთხვა ეს განსაცდელი. არ დაფარულა ჩემთვის შენი სიქველე, მეც შენთან ვიყავი. ახლა მომავლინა მე ღმერთმა შენი და შენი რძლის განსაკურნავად. მე, რაფაელი, ერთი იმ შვიდ წმინდა ანგელოზთაგანი ვარ, რომლებიც აღავლენენ წმინდათა ლოცვებს და ამაღლდებიან წმინდის დიდების წინაშე.
შეძრწუნდნენ ორივენი და პირქვე დაემხნენ.
რაფაელმა მათ უთხრა: - ნუ გეშინიათ. მშვიდობა იყოს თქვენდა, აკურთხევდით ღმერთს უკუნისამდე, რადგან ჩემი წყალობით კი არა, ჩვენი ღვთის ნებით ვარ მოვლენილი, ამიტომ აკურთხევდით მას უკუნისამდე. ყოველდღე გეცხადებოდით, მაგრამ არც მიჭამია, არც მისვამს. მხოლოდ ხილვით მხედავდით. ახლა კი მადლობდით ღმერთს, რამეთუ ავდივარ ჩემი მომავლინებელი უფლის წინაშე. ხოლო თქვენ დაწერეთ წიგნში, რაც გადაგხდათ.
როცა მამა-შვილი ადგა, ანგელოზი იქ ვეღარ იხილეს. ადიდა ღმერთი ტობითამ.
ასე აკურთხა უფალმა მოწყალე კაცი და თვით თავისი მთვარანგელოზი გამოაგზავნა მის დასახმარებლად 158 წლისა გარდაიცვალა ტობითა, ტობია კი 127 წლისა. მათი ამბავი საუკუნეებს გადმოსწვდა და განაცვიფრებს მკითხველს."
"მფარველი ანგელოზის მეშვეობით ადამიანს ლოცვის სურვილი უჩნდება"
/მეუფე იოანე (გამრეკელი)/
"კითხვა: რით ეხმარება მფარველი ანგელოზი ადამიანს?
პასუხი: აი, რას ამბობს ამის შესახებ წმიდა დიმიტრი როსტოველი: „ანგელოზები გვიფარავენ ჩვენს გზებზე, თუ სიკეთე გვსურს და ბოროტი საქმის ჩადენას არ ვეშურებით, თუ საქურდავად და ღვთისგან საძრახის საქმეზე კი არა, კეთილი საქმის საკეთებლად ვისწრაფვით სასიკეთო განწყობით.“ ანგელოზები ძილშიც კი გვიფარავენ, ისინი გვიცავენ ეშმაკისგან, რომელიც ყოველ ჩვენგანს დანთქავდა, ანგელოზები რომ არ გვეხმარებოდნენ."
"კითხვა: ვინ არის მფარველი ანგელოზი და რა ევალება მას?
პასუხი: ანგელოზები უფლისგან შექმნილი უხორცო სულები არიან. ნათლობის შემდეგ უფალი ყოველ ადამიანს მიუჩენს მფარველ ანგელოზს, რომელიც მასთან რჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში, იფარავს მას განსაცდელში, გვერდში უდგას სიხარულის დროს, ლოცულობს მისთვის მძიმე წუთებში და დახმარებას აღმოუჩენს. თუ ადამიანი ბოროტებასა და უმსგავსო საქციელს ჩაიდენს, მფარველი ანგელოზი დროებით განეშორება და აგრძნობინებს, რომ ის ცუდი საქციელით დამწუხრებულმა მიატოვა, თუმცა შემდეგ, როგორც მშობელი, ისევ მალევე უახლოვდება ადამიანს. მფარველი ანგელოზი ადამიანთან არის სიკვდილის შემდეგაც და მას უფლის სამსჯავრომდე მიაცილებს. მათ უნდა ვევედროთ დილისა და საღამოს ლოცვებში, სადაც საგანგებოდ არის მითითებული: „ლოცვა მფარველი ანგელოზისადმი“.
"ღმერთს ნებავს, რომ ანგელოზებს მივემსგავსოთ. ანგელოზები მხოლოდ ღვთის დიდებაში არიან. ეს არის მათი ლოცვა - მხოლოდ დიდებისმეტყველება"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"რომ ვხედავდეთ ჩვენს ანგელოზს, რა ახლოსაა ჩვენთან, ვერასოდეს ვიგრძნობდით მარტოობას"
"ყველგან და ყოველთვის შემწედ მოიხმე შენი მფარველი ანგელოზი"
"როდესაც ანგელოზი გიახლოვდებათ, მაშინვე უჩინარდება ყველა მაცდუნებელი სული. ამ დროს თქვენი გონება დიდ სიხარულს განიცდის და ლოცვაც ჯანსაღი ხდება"
/წმ. ნილოს სინელი/
"როგორი სიხარულით მოგვყვება მფარველი ანგელოზი წმიდა ეკლესიაში, საითკენაც უფლისადმი თაყვანის საცემად მივეშურებით"
"ჩემო მფარველო ანგელოზო! ცოცხალი სარწმუნოება გამოითხოვე ჩემთვის, რათა ისე ჩავწვდე იესოს, როგორც ეს მიწიერ ცხოვრებაშია შესაძლებელი"
"მრავალმა ანგელოზმა დაგიფაროს მაშინ, როცა შენი ფრთები დაბლა ეშვება!..."
/მამა ადამი ახალაძე/
"მხოლოდ სიცოცხლეში როდი იფარავენ ანგელოზები კეთილმსახურ ადამიანებს, სასიკვდილო სარეცელზეც აცილებენ მათ ბოროტ ძალას"
"რაოდენ დიდი რადიუსი აქვს ანგელოზის ფრთის გაშლას"
"ქრისტიანობის მთელი ისტორიის მანძილზე ანგელოზები ყოველთვის თეთრით მოსილი მბრწინავი ჭაბუკების სახით ცხადდებოდნენ. ანგელოზთა გამოცხადების ხატწერის ტრადიციაც საუკუნეთა განმავლობაში ამას ეთანხმებოდა და მხოლოდ ამგვარ მბრწყინავ ჭაბუკებს გამოსახავდა"
/მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი/
"წმინდა წერილში ასახულია, ანგელოზები როგორ ეშვებიან ზეციდან მიწაზე, ან მიწიდან ზეცად როგორ ადიან. მაშასადამე, მათ არ შეუძლიათ ერთდროულად ყოფნა ცაშიც და დედამიწაზეც".
/პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი/
"ანგელოზები ღმერთს საკუთარი თავისუფალი ნებით ემსახურებიან, და მათი ეს ნებაყოფლობითი მსახურება ღმერთისთვის კი არ არის აუცილებელი და სასარგებლო, არამედ - თვით ანგელოზთათვის, რამეთუ ყოველთა დაბადებელი და ყოვლისმპყრობელი ღმერთი არ საჭიროებს სხვათაგან მიღებულ სიკეთეს: იგი თავის თავში, თავისთავად არსებობს და თვით არის უზენაესი სიკეთე".
/ნეტარი ავგუსტინე/
"და არათუ თითოეულ ადამიანს ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი, არამედ ყოველ ოჯახსაც, ყოველ ღვთისმოშიშ საზოგადოებასაც, ყოველ სახელმწიფოსაც და ერსაც"
/წმ. მიტროპოლიტი მაკარი ბულგაკოვი/
"ნათლის ანგელოზი იყოს შენთანა, დაგიცვას, გაგამხნევოს, გაგამხიარულოს და გაგახაროს უფლისა მიერ"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"ანგელოზის მხოლოდ ნათლის არეკვლის ნიჭი აქვთ ბოძებული, ხოლო ადამიანს განღმრთობის უნარიც გააჩნია"
"ანგელოზები გონებით ემსახურებიან ღმერთს და უყვართ იგი, ასევე ადამიანმა გონებით უნდა ემსახუროს, როგორც ანგელოზმა".
/წმ. სილუანი/
"წარემატე სათნოებებში, რომ ანგელოზებთან ახლოს დადგე"
/წმ. ბასილი დიდი/
"ანგელოზები, რომლებიც ამქვეყნად უფალს მსახურებდნენ, ზეციურ ძალებს ამცნობენ: "აღახუენით ბჭენი" - გააღეთ კარიბჭე! მოდის "მეუფე დიდებისაი". "ვინ არს ეს, მეუფე დიდებისაი"? - უკვირთ ზეციურ ძალებს "ხორციელად აღსლვა უხორცოისა" (წმ. ათანასე დიდი), რადგან არასოდეს არავის წინაშე კაცთაგან არ გაღებულა ეს "ბჭენი". უფალი შებრძანდა ამ კარიბჭეში "წინამორბედად ჩუენდა".
"ანგელოზები, რომლებიც სიყვარულისა და მშვიდობის მსახურნი არიან, ხარობენ ჩვენი სინანულითა და სათნოებებში წარმატებით, ამიტომაც ცდილობენ აგვავსონ სულიერი ჭვრეტითა და ხელს გვიწყობენ ყოველგვარ სიკეთეში. ეშმაკები კი პირიქით, ბოროტებისა და მრისხანების მსახურნი, ხარობენ, როცა სიკეთე კლებულობს და მთელი მათი შრომა იმაზეა მიმართული, რომ ჩვენი სულები სამარცხვინო ოცნებებით გაიტაცონ"
/წმ. თეოდორე ედესელი/
"თავადაც ანგელოზეად იქეცით იმ წრეში, სადაც ცხოვრობთ და მოღვაწეობთ. თქვენი ძალის შესაბამისად იყავით მანუგეშებელი ანგელოზი, შემწე ანგელოზი, გამომხსნელი ანგელოზი, ხელმძღვანელი ანგელოზი; ანგელოზი, რომელიც მზად არის, ირგვლივ მყოფთ შეუმსუბუქოს ყოფითი ცხოვრების ტვირთი და მწუხარება"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ანგელოზები - სიკეთეში განმტკიცებული სულიერი არსებები"
"ღვთის წმინდა მონებს ანგელოზები ჯერ კიდევ ამქვეყნიურ ცხოვრებაში გარს ეხვევიან და აქ იცავენ. როცა ისინი სხეულს ტოვებენ, ამ სამშვინველებს ანგელოზური სახეები თავიანთ სფეროში მიაქანებენ და ამგვარად, წმინდა სივრცეში, თავად უფალთან გადაიყვანენ".
/წმ. მაკარი დიდი/
"რაკი ანგელოზებს შორის არ არსებობს მამრობითი და მდედრობითი სქესი, დაე, ჩვენც, რომლებიც ანგელოზთა თანასწორი უნდა გავხდეთ, აქედანვე დავიწყოთ, ვიყოთ ის, რაც აღთქმის თანახმად ზეცაში უნდა გავხდეთ".
/ნეტარი იერონიმე სტრიდონელი/
"ისინი [ანგელოზები] იგზავნებიან ადამიანებთან, თუმცა არ ქადაგებენ"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"რჯულის დამცველები ადამიანებს ანგელოზების თაყვანისცემას შეაგონებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მათ რჯული ანგელოზებისგან მიეცათ. ეს სნეულება დიდხანს გაგრძელდა ფრიგიასა და პისიდიაში. ამიტომაც ფრიგიის ლაოდიკიის კრებამ კანონით აკრძალა ანგელოზებისადმი ლოცვა".
/ნეტარი თეოდორიტე კვირელი/
"არც ერთი ადამიანისთვის არ გამოცხადებულა - "თაყვანი ეცით მას, ყოველნო ანგელოზნო" (ფს. 96.7), რადგან, მაშინაც კი, როდესაც ანგელოზები ხდებიან ადამიანების მეგობრები, ადამიანებს არასდროს ჰყოლიათ ანგელოზები მორჩილებაში".
/წმ. ეფრემ ასური/
"ანგელოზთა მხედრობა უფლის ტახტის წინაშე ჰგიეს, რადგან ღმერთი უხვად აფრქვევს მათზე თავისი სიყვარულის მხურვალებას, გულისხმისყოფისა და სიბრძნის ნიჭს. ისინი მარად ღვთის წინაშე არიან და მას ემსახურებიან"
/წმ. ანდრია კესარიელი/
"წმინდა ანგელოზები მარად უგალობენ ღმერთს და არასდროს დასცხრებიან (იღლებიან). ხოლო "წმიდაა"-ს სამჯერ თქმით სამგვამოვან ღმერთს ასხამენ ქებას. ასევე სიტყვები - "რომელიც იყო, არის და მოვა" - წმინდა სამებას აღნიშნავს"
/წმ. ანდრია კესარიელი/
"ანგელოზებსა და ადამიანებს მართებთ, ერთობლივად ხარობდნენ უფალში, რადგან ითვლება, რომ ადამიანები ანგელოზების თანამოღვაწენი არიან, ხოლო ანგელოზები ქრისტეში ადამიანურ ბუნებას ემსახურებიან".
/პრიმაზიუს არდუმეტელი/
"როგორც ფუტკრები ვერ იტანენ კვამლს, ასევე განაგდებენ თავისგან მფარველ ანგელოზებს ამაოდ მეტყველნი და მკრეხელნი".
"სახარებიდან ვიცით, რომ გონიერ ძალებს (ანგელოზებს) უხარიათ და მხიარულობენ სინანულით მოქცეული ცოდვილების ცხონების გამო, ხოლო ამწუხრებთ ადამიანების ჭეშმარიტი გზიდან აცდენა. ამიტომ ისინი ემადლიერებიან ღმერთს მცნებათა დამრღვევთა დასჯის გამო, რადგან ეს დასჯა შესაძლოა მათთვის ნაწილობრივ ცოდვათა მიტევების მიზეზი იყოს".
/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/
"- რატომ იწოდება ეს დღეს [მთავარანგელოზობა] მთავარანგელოზთა კრებად?
- კრებაში იგულისხმება შეკრება, ანუ ერთიანად ხსენება. როდესაც ვამბობთ მთავარანგელოზთა კრებას, აქ იგულისხმება, რომ ამ დღეს ვიხსენიებთ ყველა ანგელოზს. ანგელოზთა კრებულის ყველა ანგელოზის სადიდებლად არის ეს დღე დაწესებული"
/მამა მაკარი (აბესაძე)/
"თუკი წმიდა იქნები, საკუთარ თავში დაინახავ ანგელოზებს თავიანთი ნათლით და მათ მეუფეს მათთან ერთად და მათში"
/არქიმანდრიტი ლაზარე/
"ფრთები შვისხათ, იცით, ვინ არიან ფრთაშესხმულები?! ექვსფრთიანი სერაფიმები! მათ ექვს-ექვსი ფრთა აქვთ და დაფრენენ მათით და გალობენ: - "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს!" ასე, რომ იფრინეთ, ექვსი ფრთა მოისხით!"
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"კრძალული ადამიანის მოქმედებები ფაქიზი და აკურატულია, ის მკაფიოდ გრძნობს ღმერთის, ანგელოზებისა და წმინდანების მყოფობას, იგი აშკარად განიცდის, რომ მასთან არის მისი მაყვედრებელი - მფარველი ანგელოზი".
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"ჩვენ მოწამეები ვართ. რამდენჯერაც ცოდვისმიერი აზრი მოგვივა, წამოვდგებით და ვეუბნებით:
- აბა, უკან, ეშმაკო, წყეულო. ქრისტეს ნაწილი ვარ. უფალს, ჩემს ღმერთს ვცემ თაყვანს.
იცით, როგორ ახარებს საღმრთო მადლს ჩვენი ასეთი თავგანწირვა, ასეთ შეუპოვრობა! ჩვენი მფარველი ანგელოზებიც სულმოუთქმელად ელიან ჩვენს სულიერ წინსვლას".
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"ბერი იოსები [ვატოპედელი] არა მარტო ვატოპედში ლოცულობდა და საუბრობდა ანგელოზებთან ერთად, არამედ მანამდეც, მაგრამ არასდროს სურდა ამ თემებზე ლაპარაკი. მახსოვს, როდესაც ნეა სკიტში ვცხოვრობდით, ერთ საღამოს გარედან მობრუნდა. ჩვენ ზემოდან ვადევნებდით თვალს, თუ როგორ ამოდიოდა ნავსადგურიდან ჩვენს კალივაში ვიღაც თანამგზავრთან ერთად. როდესაც უკვე მოგვიახლოვდა, აღმოჩნდა, რომ მარტო იყო. ვკითხეთ, ვინ დაემგზავრა და გვიპასუხა, არავინო. ჩვენც ჩავაცივდით და მაშინ მშვიდად მოგვიგო: "ჩემი ანგელოზი იყო". მართლაც, ანგელოზები იყვნენ მისი საიდუმლო მეგობრები. ბერს საღმრთო ჟამისწირვაზეც ანგელოზები ანდობდნენ სულიერ საიდუმლოებს. როგორც ამას წმიდა დიონისე არეოპაგელი გვასწავლის, ისინი სულიერ საიდუმლოებს მათ გაანდობენ, რომლებიც სათნოებებსა და ღმერთის შემეცნებაში წარემატებიან".
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/
"მოიხსენიებს რა წმიდა მთავარანგელოზის, ზეციურ არქისტრატიგის გაბრიელის მრავალგზის მოვლინებებს ამქეყნად და მის მიერ ღმერთის ნების გულმოდგინე აღსრულებას; აღიარებს რა მის მეოხმყოფელობას ქრისტიანთათვის უფლის წინაშე, მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს თავის შვილებს, რწმენითა და დიდი მოწადინებით მიმართავდნენ თავიანთ ლოცვებში უფლის ამ დიდ ანგელოზს".
"მოწყალე ღმერთმა ანგელოსი აგადევნოს თანამგზავრად და დამფარველად"
/ვასილ ბარნოვი/
"ნუ ვეხუმრებით უსხეულო ძალებთან ურთიერთობას - როგორც ბოროტებასთან, ასევე სიკეთესთანაც. თუ ბოროტი ჩვენ გვავნებს, ცდილობს, რამე უკეთურებას გადაგვყაროს, ცუდი შეგვამთხვიოს, ასევე, მფარველი ანგელოზები დაუღალავად შრომობენ უფლის წინაშე, ჩაგვჩურჩულებენ სინდისში კეთილ საქმეებს, ევედრებიან უფალს ჩვენს გადარჩენას, ცხონებას"
"ხშირად სუფრასთან სიამაყით ვლოცავთ მფარველს, ფუძის ანგელოზს, მაგრამ, ბუნდოვანი წარმოდგენაც არ გვაქვს, თუ რას ითხოვენ ისინი ჩვენგან. ისინი ჩვენგან მოითხოვენ: როცა სუფრასთან ზიხარ, ბევრი არ დალიო, ტაძრებთან ნაგავი არ დაყარო, თამბაქო არ მოსწიო, არ იბილწსიტყვაო და ასე შემდეგ".
"თუ ადამიანი ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით, თუნდაც მიტოვებულ ტაძრებში ლოცულობდეს, სადაც არ არის მღვდელი და აქვს სწორი სარწმუნოება, არ სჩადის ხილულ ბოროტებას, არ აპირებს სულიწმიდის გმობას, ეკლესიიდან გასვლისას, რამე მკრეხელობის ჩადენას, მანამდე მას იცავს მფარველი ანგელოზი".
"თითო ჭიქა ჟიპიტაურით მგზავრის ანგელოზი გაადიდეს"
/გოდერძი ჩოხელი/
"თუ ადამიანი საკუთარი ნების უგუნური გამოყენებით მიატოვებს ეკლესიას (მართლმადიდებლობას), გმობს საღვთო სწავლებას, მიდის რომელიმე სექტაში ან უსჯულოებას სჩადის, მაშინ უფლის კურთხევითა და ადამიანის არასწორი გადაწყვეტილებით, მფარველი ანგელოზი მიატოვებს მას, მაგრამ, არა სამუდამოდ.
თუ ადამიანი მოეგება გონს, კვლავ აღდგება მისი ურთიერთობა უფალთან, შეინანებს, მფარველი ანგელოზი კვლავ დაუბრუნდება"
"სულიერი ჭუჭყი არამატერიალურია, თვალით არ ჩანს და ხელით ვერ შეეხები, მაგრამ უხორცო ანგელოზები ხედავენ და გრძნობენ ცოდვიანი სულის სიმყრალეს და, ამის გამო, დამწუხრებულნი განეშორებიან მას"
"თუ დაცემული ანგელოზები განუწყვეტლივ ებრძვინ ადამიანებს, განუწყვეტლივ მფარველობენ მათ ღვთისგან მოვლენილი მფარველი ანგელოზებიც. რაც მეტად მიენდობა ადამიანი უფალს და ანგელოზებს მფარველობას შეევედრება, ბოროტისგანაც მეტად არის დაცული"
"ანგელოზები არ არიან ხორცით შემოსილნი და მათ არც არასოდეს აქვთ ხორციელი ბრძოლები. მათთვის სიწმინდის დაცვა გაცილებით ადვილია, ვიდრე ადამიანისათვის"
"ანგელოზნო, მთავარანგელოზნო, გვერდზე გადექით, უფლის ნახვა მწადია!"
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/
"ანგელოზთა თვისება - ანგელოზები არ მრისხანებენ, არ შფოთავენ და, ვინც სიმშვიდეს მოიპოვებს, მსგავსია ანგელოზებისა"
"როდესღაც ერთმა მღვდელმა მიამბო შემდეგი:
ერთხელ გვიან საღამოს ის წავიდა ტაძარში, რადგან დაავიწყდა რაღაც. გააღო ის და შევიდა შიგნით. ბნელოდა. აღსავლის კარი მან ღია დატოვა და რას ხედავს: ტრაპეზის გვერდით დგას მოელვარე ანგელოზი ცეცხლოვანი მახვილით. მოძღარი ისე ძიერ შეშინდა, რომ გასაქცევად მოემზადა. როცა კართან მიირბინა, გაიგო ხმა:
გაჩერდი! - ის გაჩერდა და გაქვავდა!
ნუ გეშინია, - უთხრა ტკბილმა ხმამ, - მე ტაძრის მფარველი ანგელოზი ვარ. როცა ტაძრის ტრაპეზი იკურთხება, მაშინ უფალი, ყოვლისმპყრობელი, მეფეთა მეფე და მბრძანებელთ მბრძანებელი, აყენებს მუდამ მღვიძარე მფარველ ანგელოზს წმ. ტრაპეზის გვერდით.
სანამ ანგელოზი ამას ამბობდა, მღვდელი გაუნძრევლად იდგა, საკურთხევლისადმი ზურგით და შეშინებული ისმენდა.
ანგელოზი კი უფრო ტკბილი ხმით აგრძელებდა:
დაბრუნდი, თუ შეიძლება და დაკეტე აღსავლის კარი.
(ანგელოზმა მღვდელს უთხრა "თუ შეიძლებაო"; რომელი ჩვენგანი ეუბნება თავის მეგობარს, შვილს ან მეზობელს "თუ შეიძლება"?). მღვდელი შებრუნდა, შიშმა და თრთოლვამ გაუარა და გულში სიმშვიდე იგრძნო - და ანგელოზი მეტად აღარ დაუნახავს, ის ფრთხილად წავიდა წინ, მაგრამ უშიშრად. მან ასევე ფრთხილად დახურა ფარდა.
შემდგომ ის თავს ეკითხებოდა - ხომ არ იყო ეს მისი ფანტაზია, იქნებ სიზმარი იყო, ან ჰალუცინაცია?
პასუხად გაიგო, როგორ გალობს ათასობით ანგელოზი - "ღირს არს" (ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის იყო). ვერ გაუძლო რა ამ ტკბილხმოვანებას, მან გონება დაკარგა და წაიქცა.
გარკვეული დროის შემდეგ მოვიდა გონს და სახლში წავიდა, მაგრამ არავის მოუყვა ეს ამბავი. მხოლოდ 15 წლის შემდგომ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან მოყვა ეს შემთხვევა.
ასეა - ყოველ ტაძარში, წმიდა ტრაპეზის გვერდით, დგას ანგელოზი, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, და ჩუმად გვიყურებს"
/პროტოპრესვიტერი სტეფანოს ანაგნოსტოპულოსი/
"როდესაც კაცს მფარველი ანგელოზი განეშორება, მის სულს ან გაურკვეველი განგაშის განცდა ეუფლება, ანდა მძიმე უგრნობელობა, მაგრამ მშვიდობა კი არ აქვს"
"ლოცვის ყოველი სურვილი, ყოველი აზრი არის სულიწმიდის მოქმედება და შენი მფარველი ანგელოზის ხმა"
"შენ სულ ტყუილად არ მოუხმობ დასახმარებლად შენს მფარველ ანგელოზს! მას გამუდმებით უნდა შეაწყინო თავი, როგორც საყვარელ წმინდანს, როგორც ყველაზე ახლო მეგობარს: "დამეხმარე, გთხოვ! დამეხმარე, მოწყალეო და ნათლის ანგელოზო - დამეხმარე ამ საქმეში, რომლის გაკეთებაც მეზარება. დამეხმარე ამ მძიმე ტვირთის ზიდვაში, დამეხმარე - არ ვიფიქრო, არ ვთქვა, არ გავაკეთო ის, რაც არაა საჭირო"... აი, ამგვარად ცხოვრების ყველა ვითარებაში.
თორემ ხშირად ამბობენ ხოლმე - მარტო ვართ, არ გვყავს ნამდვილი მეგობრები, ამით ვაწყენინებთ ჩვენს ანგელოზს...
რამდენიც არ უნდა იცოცხლო უკეთეს მეგობარს ვერ იპივი, ამინ!"
/მონაზონი ნადეჟდა (ბრუნერი)/
"საღვთო ანგელოზები პატივისცემით აღივსებიან იმ ადამიანის მიმართ, რომელიც განუწყვეტლივ ლოცულობს გულით და მას უვნებლად იცავენ ყოველგვარი ცოდვისაგან"
"ცალკეულ შემთხვევებში, როცა გვსურს უცბად მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, აზრები კი გვიორდება ან კიდევ არ შეგვიძლია გავიხსენოთ რაიმე, ან საკუთარი გულმავიწყობის გვეშინია, მაშინ გულისყურით, ყურადღებით, მთელი გულით უნდა ვთხოვოთ ჩვენს მფარველ ანგელოზს მოვიდეს დასახმარებლად და გვიკარნახოს ჩვენთვის აუცილებელი აზრი, ან დროზე გაგვახსენოს, რაც გვჭირდება"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"როცა უცბად, მოკლე დროშია საჭირო სწორი გადაწყვეტილების მიღება ან კიდევ გეშინია არ დაგავიწყდეს რაღაც, ვთქვათ, დროზე უნდა წახვიდე საქმეზე, სამსახურში, გაიღვიძო დილით და გეშინია, არ გამოგეპაროს, წმინდა მამები გვირჩევენ მფარველ ანგელოზს მივმართოთ შველისთვის".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"ყოვლადნათელი ანგელოზები"
"თუ ლოცვის დროს რომელიმე სიტყვა შენში ლმობიერებას აღძრავს, მაშინ ბევრჯერ გაიმეორე ეს სიტყვა, რადგან ამ დროს მცველი ანგელოზი ლოცულობს ჩვენ ახლოს"
"ჩვენი უვნებელი ცხოვრებით მეგობრად გავიხადოთ წმინდა ანგელოზები, რათა სულის აღმოსვლისას მეგობრულად აღგვიყვანონ მეუფესთან"
/ღირსი თეოდორე სტუდიელი/
"ყველა უსხეულო სული და ყველა წმინდანი ზეცაში ღვთისკენ არის მიქცეულნი, მისკენ აქვთ მიპყრობილი თავიანთი გონიერი თვალები და თვალს ვერ წყვეტენ მას ენით აღუწერელი იმ ნეტარების გამო, რომელსაც მათ ღვთის პირის ხილვა ჰგვრით. მაგრამ რასაც ანგელოზები და წმინდანები ზეცაში მოიმოქმედებენ, ჩვენ იმის სწავლა დედამიწაზე გვმართებს - უნდა შევიძინოთ ჩვევა, ანგელოზთა დარად განუწყვეტელი ლოცვით ვიდგეთ გულში ღვთის წინაშე"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ილოცეთ თითოეული ადამიანის განწმენდისთვის, რათა ანგელოზთა წესს მიბაძოთ თქვენი ცხოვრებით. დიახ, ანგელოზები არ ლოცულობენ თავიანთი თავისთვის.
ღმერთს ნებავს, რომ ანგელოზებს მივემსგავსოთ. ანგელოზები მხოლოდ ღვთის დიდებაში არიან. ეს არის მათი ლოცვა - მხოლოდ დიდებისმეტყველება"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ადამიანის ძეთა გზები იკვეთება და შეტაკება გარდაუვალია, რამეთუ ერთნი გეზს აღმოსავლეთისკენ იღებენ, მეორენი კი - დასავლეთისაკენ. უფალი მოწყალეა და ყველას უგზავნის ანგელოზებს"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"მფარველი ანგელოზები ჩვენ არა მარტო მაცხოვნებელ კეთილ აზრებს ჩაგვაგონებენ, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გვიფარავენ. ამიტომ სიტყვა "მფარველი ანგელოზი" ალეგორიული გამოთქმა სულაც არ გახლავთ. ამას ქრისტიანული ცხოვრების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებაც გვიდასტურებს. ამიტომაცაა, რომ ეკლესია მოგვიწოდებს, მოგზაურობის წინ უფლისგან მფარველი ანგელოზის განსაკუთრებული ზრუნვა გამოვითხოვოთ, რადგან სწორედ მოგზაურობის დროს გველოდება ათასნაირი საფრთხე"
/მიტროპოლიტი ტიხონი/
"ოდესღაც ერთმა მღვდელმა მიამბო შემდეგი:
ერთხელ საღამოს (იყო საკმაოდ გვიანი) ის მივიდა ტაძარში, რადგან დაავიწყდა რაღაც მნიშვნელოვანი. მან გააღო კარი და შევიდა შიგნით. ბნელოდა. აღსავლის კარის უკან, რომელიც მას ღია ჰქონდა დატოვებული, მან დაინახა, თუ როგორ იდგა მოელვარე ანგელოზი ცეცხლოვანი მახვილით ხელში ტრაპეზის გვერდით!
მღვდელი ისე ძლიერ შეშინდა, რომ უკან გაიქცა. მიაღწია რა სტოას (ტაძარი დიდი იყო), მან გაიგონა ხმა:
გაჩერდი!
მღვდელი გაქვავებული გაჩერდა.
- ნუ გეშინია, - უთხრა მას ტკბილმა ხმამ. - მე ტაძრის მფარველი ანგელოზი ვარ. როტა ტაძრის ტრაპეზი იკურთხება და ხდება წმიდა, ყოვლისმპყრობელი უფალი - "მეფეთ მეფე და ხელმწიფეთა უფალი" ადგენს დაუძინებელ მფარველ ანგელოზს წმიდა ტრაპეზის გვერდით.
სანამ ანგელოზი ამას ამბობდა მღვდელი უძრავად იდგა სტოაში, საკურთხევვლისადმი ზურგით და შეშინებული უსმენდა.
ანგელოზმა კიდევ უფრო ტკბილი ხმით გააგრძელა:
დაბრუნდი და დაკეტე, გეთაყვა, აღსავლის კარები, რომელიც ღია დატოვე. (ანგელოზმა თხოვნით მიმართა მღვდელს, სიტყვით "გეთაყვა"). მღვდელი შებრუნდა; შიშმა და ძრწოლამ გაუარა, გულში სიმშვიდემ დაისადგურა. ამის შემდგომ ანგელოზი აღარ უნახავს. ის ფრთხილად მიუახლოვდა საკურთხეველს, ამჯერად შიშის გარეშე. მოკრძალებით გამოწია აღსავლის კარის ფარდა. შემდგომ მან დაუწყო საკუთარ თავს კითხვა: "ხომ არ იყო ეს ჩემი ფანტაზია?! იქნებ სიზმარი ვნახე? იქნებ გალუცინაციები დამეწყო?"
საპასუხოდ მან გაიგონა ათასობით მგალობელი ანგელოზის ხმა, რომლებიც გალობდნენ "ღირს არს" (ტაძარი იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის). ვერ გაუძლო რა ამ ტკბილ ანგელოზთა გალობას, მან გონება დაკარგა და დაეცა.
მოვიდა რა გონს გარკვეული დროის შემდგომ, ის დაბრუნდა სახლში და ამის შესახებ არავის უამბო.
მხოლოდ 15 წლის გასვლის შემდგომ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან მე მიამბო ეს შემთხვევა.
ასეა - ყოველ ტაძარში, წმიდა ტრაპეზის გვერდით დგას წმიდა ანგელოზი, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, და მდუამრედ გვაკვირდება"
/პროტოპრესვიტერი სტეფანოსი (ანაგნოსტოპულოსი)/
"მამა პაისის [ათონელი] მონათხრობიდან: "წმიდა ისიდორე პელუსიელის ხსენების დღეს (4.02.1979), მახსოვს, ბევრი მწუხარება განვიცადე და აუტანელი თავის ტკივილები მაწუხებდა. არტერიული წნევა თავზე მაწვებოდა, ასე მეგონა, თავი გამისკდებოდა. საღამოს 9 საათზე, ჩემს სენაკში, საწოლზე ვიწექი, უცებ მშვენიერი ანგელოზი ვიხილე, თითქოს ჩემი სხეულიდან გამოვიდა, გამიღიმა და ხელი თვალებზე დამადო. იმ წუთშივე გამიქრა ყველანაირი ტკივილი და მწუხარება. ისეთი სათნო და სიტკბოება შევიგრძენი, რომ მერჩია კიდევ მტკივებოდა თავი, ოღონდ ხელახლა მეხილა ჩემი მფარველი ანგელოზი"
"- როდესაც ბავშვები გაიზრდებიან, ისევ ახსოვთ მათ, რასაც ბავშვობაში ხედავდნენ?
- არა, ავიწყდებათ, ადამიანს ის რომ ახსოვდეს, რამდენჯერ იხილა თავისი მფარველი ანგელოზი, ამპარტავნებაში ჩავარდებოდა. ამიტომ, ზრდასრულ ასაკში მას ყოველივე ეს ავიწყდება. ღმერთი ბრძნულად აწყობს ყველაფერს"
/ღირსი პაისი ათონელი/
"წმიდა იოანე კიბისაღმწერელი გვიმოწმებს: "როცა შენი ლოცვის რომელიმე სიტყვებისას ანაზდად შინაგან ტკბობას იგრძნობ, ანთუ გულის ლმობიერებას, აჩვილებას, მაშინ შეჩერდი ამაზე: რამეთუ მაშინ შენი მფარველი ანგელოზი ლოცულობს შენთან ერთად"
"წმიდა მამები კრძალავდნენ მოურიდებელ, უწესრიგო, აფორიაქებულ მოძრაობებს, რომლებიც ჩვენს სულს უწმინდური და სულელური გულისთქმებით ავსებენ. ამ საგნის შესახებ მათი დარიგებები რამდენიმე სიტყვით რომ გადმოვცეთ: ადამიანმა თავი მოკრძალებულად და უბრალოდ უნდა დაიჭიროს. თავის თავთან დარჩენისას ან ძილად მისვლისას უნდა ახსოვდეს, რომ ის მარტო არაა, არამედ მასთან მფარველი ანგელოზი იმყოფება"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ეკლესიის სახელგანთქმული მამები ასწავლიდნენ, რომ მფარველი ანგელოზი ეძლევა არა უკლებლივ ყველა ადამიანს, არამედ მხოლოდ ქრისტიანებს, და იმ დროიდან, როცა ისინი ქრისტიანები ხდებიან, ანუ ნათლობის დროიდან. ზოგიერთი წმიდა მამა დასძენდა, რომ ძველ აღთქმაში მფარველი ანგელოზი ეძლეოდა მხოლოდ იუდეველებს, რომელთაც მომავალი მესია - ქრისტე სწამდათ. ამას ცხადად ასწავლიდნენ წმიდა მამები: ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი, ამბროსი მედიოლანელი, ანასტასი სინელი და სხვები, აგრეთვე სწავლული ორიგენე..."
"როცა სახლში მარტო ხარ და კარებს კეტავ შიშისგან, რატომ გეშინია?
განა არ იცი, რომ უფალს ყველა ადამიანისთვის თითო ანგელოზი ჰყავს მიჩენილი?
ის მუდამ თან დაგყვებათ და გიცავთ ყოველგვარი საფრთხისგან. უბრალოდ, მოუხმეთ ხოლმე მას ყველა საქმის დაწყების წინ.
ხშირად თქვი, რომ კარგად ვარ, დიდება უფალს!
და ღმერთი ამას გაიგონებს და აასრულებს შენს სიტყვებს"
/ღირსი პაისი ათონელი/
" - მამაო, მფარველი ანგელოზი ყველას ჰყავს?
- დიახ, ნათლისღებისას ღმერთი ადამიანს მფარველ ანგელოზს უგზავნის.
- ვინც მონათლული არაა, არ ჰყავს მფარველი ანგელოზი?
- მოუნათლავებს ღმერთი იფარავს, მაგრამ მფარველი ანგელოზი არ ჰყავთ, ის მხოლოდ მონათლულებს ჰყავთ. ნათლობის დროს მფარველი ანგელოზი საკუთარ თავზე იღებს მონათლულის მფარველობას და მთელი ცხოვრების მანძილზე დაჰყვება მას.
- მამაო, მფარველი ანგელოზი ყოველთვის ჩვენ გვერდითაა?
- დიახ, ჩვენ გვერდითაა. იგი თვალყურს ადევნებს ყოველ ჩვენს ნაბიჯს.
- რამდენად ახლოსაა ჩვენთან?
- გააჩნია ჩვენს სულიერ მდგომარეობას.
- როდესაც ვცოდავთ, მიდის?
- მაშინ იგი გვშორდება, მაგრამ არ გვტოვებს. როცა ჩვენი ცოდვილი ცხოვრებით ეშმაკს ვემორჩილებით, ჩვენი მფარველი ანგელოზი არ კარგავს იმედს და არ გვტოვებს, მაგრამ მოშორებით დგას და დამწუხრებული გვადევნებს თვალყურს"
/ღირსი პაისი ათონელი/
"დიდი ძალა აქვს მფარველ ანგელოზს! იგი თავისი მდუმარებითაც კი გვეხმარება. ერთხელ გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი. ღრმა მწუხარებისგან ისეთი განცდა მქონდა, თითქოს თავში საჭრისს მარტყამდნენ და თავის ქალას მიმტვრევდნენ. თვალები, განსაკუთრებით მარჯვენა, ლამის გარეთ გადმომცვივდა. ტკივილი აუტანელი იყო! ადგილს ვერ ვპოულობდი და ღმერთს ვთხოვდი, რომ გამოსავალი ეჩვენებინა. უეცრად მარჯვენა მხარზე მფარველი ანგელოზი დავინახე. თორმეტი წლის ბავშვს ჰგავდა. ლამაზი მრგვალი სახე და მრგვალი თვალები ჰქონდა! პაწაწინა სახე! საოცარ ნათელს გამოსცემდა! მხოლოდ მისმა თანამყოფობამაც კი ყველანაირი ტკივილი გამიქარწყლა; არა სიხარულისგან, არამედ საღვთო მადლისგან. სიხარული ვერ აცხრობს ტკივილს. შეიძლება ერთდროულად გიხაროდეს და გტკიოდეს მაშინ, როცა საღვთო მადლი!... დიდი რამეა! შეუძლებელია ამის აღწერა! "თუ ასეა, არათუ საჭრისი, არამედ დაე, ურო მარტყან თავში", - ვთქვი ჩემთვის. მხოლოდ ამის გამოც კი ღირდა, რომ თავი გაეტეხათ ჩემთვის. ამის შემდეგ გამოჩნდა გამოსავალიც, რაც ადამიანური ძალებით შეუძლებელი იყო.
- მამაო, რამე გითხრათ?
- არა, მხოლოდ მიყურებდა.
- მამაო, ანგელოზი სინამდვილეში როგორია? როცა ხედავ, გგონია, რომ სხეული გააჩნია?
- ძალიან ფაქიზია...
არასდროს დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მფარველი ანგელოზი უხილავად მუდამ ჩვენ გვერდითაა, გვიფარავს და ზრუნავს ჩვენზე. თუმცა საჭიროა, რომ ჩვენც ყურადღებით ვიცხოვროთ და არ შევცოდოთ"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ყველგან და ყოველთვის შემწედ მოიხმე შენი მფარველი ანგელოზი"
/ოპტინელი ბერ-მოძღვრები/
"იაკობის კიბის გახსენებისას ზოგიერთი იკითხავს: რატომ არ იყვნენ კიბეზე ანგელოზები უმოძრაოდ, არამედ გაუთავებლად ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ მასზე. თუკი გავიაზრებთ, რომ ეს კიბე მარიამ ღვთისმშობლის სიმბოლოა, მაშინ ადვილად მივხვდებით, რატომ არ იყვნენ ანგელოზები კიბეზე უმოძრაოდ, რადგან ღვთისმშობელი განუწყვეტლივ მოუხმობს ანგელოზებს, მასთან ერთად დაეხმაროს ადამიანებს: ასვლისას მათ მიაქვთ ღმერთთან ჩვენი ლოცვები, ხოლო ჩამოსვლისას ღმერთისგან მოაქვთ დახმარება და მოწყალება"
"ღვთის ანგელოზები და ჩვენი მფარველი ანგელოზი ჩვენ მხოლოდ სიკეთეს, კეთილ ზრახვებსა და სურვილებს გვიჩენენ"
"მამა სერაფიმე [საროველი] არაერთხელ გამხდარა საღმრთო ხილვების ღირსი. იგი წირვა-ლოცვების დროს ცხადად ხედავდა ანგელოზებს; ხედავად და აღწერდა კიდეც: "მათ მოელვარე იერ-სახე აქვთ; ტანი - თოვლივით თეთრი ან ოქროს სამოსლით შემოსილი; მათი გალობა ენით აღუწერელია"
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)