"მამა ანდრონიკე ენით უთქმელ სიხარულს ასხივებდა".
"[ღირს პაისი ათონელს] შეეძლო, კაცთაგან ყველა ადამიანური ტკივილი და მწუხარება აეღო და მათ გულებში სიხარული და ნუგეში გადაეღვარა."
"ახლა კი ამ ჩემს კურთხეულ მყუდროებაში სიმშვიდეა, სათნო მყუდროებაა, დაუსრულებლად მომდინარე ჩუმი სიხარულია".
/სერგი ნილუსი/
"მაქსიმე [შარაძა] ძლიერ გახარებული იყო და ღვთის სიყვარულით მეტად გატაცებული"
"რამდენი ტკივილის დათმენაც შეგვიძლია, იმდენი სიხარულისთვის ვართ მზად".
"სიბრძნე ზირაქისაში" ვკითხულობთ: "ნუ მიეცემი მწუხარებას და თავს ნუ გაიწამებ ნებით. გულის სიხარული ადამიანის სიცოცხლეა და კაცის მხიარულება - დღეგრძელობა მისი. დაიამე სული, გულით გამხნევდი და დარდი განიშორე, რადგან დარდს მრავალი დაუღუპავს. უსარგებლოა იგი".
"საერთო სავალდებულო წესების გარდა დებს ეძლევათ რეკომენდაცია წინამძღვრის კურთხევითა და მითითებით კვირის ყოველი დღე მიუძღვნან რაიმე კეთილი თვისების წვრთნას, რათა შემდგომში იგი ჩვევად ექცეთ.
კვირა - სიხარულის დღე. შეეცადე ყურადღება გაამახვილო კეთილ საქმეებზე და უფლის წყალობაზე. იარე მადლიერებისა და უფლის დიდების შეგრძნებით, გაიხსენე უფლის მიწიერი ცხოვრების ცალკეული ფაქტები და ღვთის მოწყალების შემთხვევები შენი წარსულიდან თუ აწმყოდან. მოსახსენებლისა და ხსნის შესახებ ჩვეულებრივი ლოცვების ნაცვლად ჩამომარცვლე ფსკვნილი მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და წმინდანებისადმი ხალისიანი მისალმებით. იპოვე ნუგეშინის სიტყები მწუხარებითა და დარდით შეპყრობილ დათა მიმართ".
/"იღუმენი თამარ მარჯანიშვილი" (მოგონებები დედა ფამარზე) გვ.36, 38/
"როდესაც ადამიანი ბედნიერებასა და სიხარულს განიცდის, უნდა დაუახლოვდეს და მადლობა შესწიროს უფალს, რომ დაცემის დროს უფალმა მას ძალა მიანიჭოს".
/ილია მეორე/
"ყოველთვის სიყვარულით მოვიგონოთ ქრისტე და მაშინ ჩვენი გული სიხარულით ათრთოლდება".
/ბერი ამფილოქე/
"სიხარულით გულსავსე"
"სიხარული არის შედეგი სიყვარულისა"
/ილია მეორე/
"სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა კურთხევით იღებს რაღაც ნივთიერს, არის ადამიანური სიხარული, მაშინ, როცა სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს, როცა გასცემს, არის ღვთაებრივი სიხარული, ის მხოლოდ მაშინ მოდის, როცა გასცემს".
/ღირსი პაისი ათონელი/
"ეცადე ყოველდღიურად, - ნათქვამია, - ადამიანური ტანჯვის ვეებერთელა მთას თუნდაც მცირეოდენი წუხილი მოაკლო და ადამიანური სიხარულის პატარა ბორცვს რაიმე შეჰმატო".
"სიხარულის მადლმოფენილი"
"რაც უფრო მეტს ცდილობს ადამიანი სხვების დახმარებას, იმდენად მრავლდება მასში უფლის მადლი".
/ბერი იოსებ ათონელი/
"[ლადო ჭეიშვილის] ყოველ ლექსში სიცოცხლე ფეთქავს, ყოველ სტრიქონში ადამიანის სიხარულია ჩაბუდებული"
"ღმერთმა ადამიანი სიხარულისთვის შექმნა, თავისი სიხარული რომ გაენაწილებინა მისთვის. რა სიხარულიც თვითონ გააჩნია ღმერთს, სურს, რომ ის გაუნაწილოს ყველას. ადამიანს უნდა უხაროდეს, სადაც ცხოვრობს, რასაც აკეთებს, ვისთვისაც აკეთებს, ყველაფერი უნდა უხაროდეს".
/იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია)/
"ღმერთმა სიხარულისთვის შეგვქმნა და არა მწუხარებისთვის".
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"წმიდა წერილი გვასწავლის: "მარადის გიხაროდენ. მოუკლებლად ილოცევდით." (I თეს. 5, 16-17). ხედავთ, დანო და ძმანო, აქ სიხარული და ლოცვა მსგავსი, თითქმის იდენტური მცნებებია.
პავლე მოციქულმა ერთხელ წამოიძახა: "გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყვი: გიხაროდენ" (ფილ. 4,4). თუმცა სიხარულშიც ზომიერება გვმართებს, ნათქვამია: "გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა" (რომ. 12,15).
"ოჰ, იესო ჩემო, ოჰ, სიხარულო ჩემო და სულის მხიარულებავ! ოჰ, ზეციურო ტრფიალებავ! ოჰ, სიყვარულო, რომელიც ცეცხლი ხარ და არ წვავ!"
/ბერი იოსებ ათონელი/
"ლოცვისას ყველა საჭირო წესის შესრულება სულიერ სიხარულს მოგვიტანს".
/მღვდელი ოლეგ სტენიაევი/
"სიხარულის ნაპერწკალი"
"სიხარული შეიძლება ყალბი იყოს".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ენით უთქმელ სიხარულს ვგრძნობდი"
"ადამიანის უმაღლესი დანიშნულებაა, მოუტანოს ხალხს სიხარული"
/ილია მეორე/
"ენით აუწერელი სიმშვიდე და სიხარული შემოვიდა ჩემში"
"არამიწიერი სიხარული მოჰგვარა"
"სიხარულს ოდენ უფალში პოვებდა"
"სიხარულს ყოველთვის მოსდევს ტკივილი, მაგრამ ტკივილს ისევ სიხარული ცვლის."
/მამა ბასილ ფილფანი/
"სიხარული მხოლოდ უფალთან ერთობაშია"
"მადლიერებისა და ღვთის განდიდებისაგან მოდის სიხარული"
/არქიმანდრიტი სერაფიმე (როზენბერგი)/
"ადამიანი სიხარულისა და სიყვარულისთვისაა გაჩენილი და არა მწუხარებისთვის. ბედნიერი და გახარებული კი მაშინაა კაცი, როცა ღმერთთანაა ახლოს, რადგან ღმერთი თვითონაა სიხარულიცა და სიყვარულიც".
/მეუფე ზოსიმე/
"გაუქრობელი სიხარულით აღვსილები"
"უფლისმიერი სიხარულით"
"გონს მოსული მოღვაწე გარემოცულია საღმრთო მხიარულებით და გამოუთქმელი სიხარულით და დარჩენილი სიცოცხლე უფრო მეტი მოშურნეობით იბრძვის თავისი ცხონებისთვის, უფრთხის, არ დაეუფლოს რაიმე ვნება, არ აცდუნოს ეშმაკმა, ანდა სიზარმაცით არ დაკარგოს ის ზეციური სიკეთეები, რომელიც განუმზადა ღმერთმა მოყვარეთა თვისთა."
"სულში სიხარული დამკვიდრებიათ"
"ამიტომ იყო - ფილიპე მაკედონელმაც, როგორც ისტორია მოგვითხრობს, როდესაც სიხარულითა და პატივით აღსავსე სამი ცნობა ერთდროულად მიიღო, მოიხსნა ხელიდან ბეჭედი - ძალიან ძვირფასი - და ზღვაში გადააგდო, რადგან ბეჭდის დაკარგვით გამოწვეულ დარდს უზომო სიხარული შეემცირებინა. "ისე რომ არ მოხდეს, - ამბობდა, - რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველა მწუხარება ერთად დამატყდეს თავს და ვერ შევძლო მათი გადატანა".
/ბერი იოსებ ათონელი/
"გარშემო ყველა სიხარულით ბრწყინავს"
"რწმენა გვაძლევს სიხარულს".
"გული ისე სავსე უნდა გვქონდეს სიხარულით, რომ აღარ ეტეოდეს ჩვენს არსებაში."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"გული ისე სავსე უნდა გვქონდეს სიხარულით, რომ აღარ ეტეოდეს ჩვენს არსებაში."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ის პირველი განცდები, რომელიც ბავშვობაში მივიღე, როდესაც ბებიას ტაძარში დავყავდი და ჩემში დღესაც ცოცხლობს, მღვდელმთავრობაშიც კი იშვიათად განმიცდია. ან როგორ იტევს ამ სიხარულს ადამიანი, არც კი ვიცი...
როდესაც დიაკვნად მაკურთხეს, მაშინაც ისეთი სიხარული განვიცადე, როგორ დავიტიე ან გონს როგორ არ გადავედი, არ ვიცი. თურმე როგორი ყოფილა უფალთან შეხვედრა, რომელიც ბედნიერებად ექცევა კაცს და თუ აქაც არ მოგიფრთხილდა და დაგიფარა ღმერთმა, ნაფლეთებად იქცევი და დაიფანტები.
ამ სიტკბოებას კი იმიტომ განგაცდევინებს, რომ შემდეგ მის მაძიებლად იქცე. ყველაზე დიდი საზღაური და ცხოვრების მიზანი ეს უნდა იყოს."
/მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/
„როცა მფარველი ანგელოზი ახლოსაა და ეშმაკი - შორს, მუდამ კარგად ხარ და ყველაფერი გიხარია“.
"მოღვაწეს სიხარულშიც თავშეკავება მართებს"
"სული ჩემი ბრწყინავდა ბედნიერებისა და სულიერი სიხარულისგან"
"ჭეშმარიტი სიხარული უფლისგან მოდის და მხოლოდ მას მიეცემა, ვინც საკუთარ თავს გამუდმებით აიძულებს, რომ თავისი ნება უარყოს და ღვთის ნება აღასრულოს".
"მის სახეზე ყველასთვის ნაცნობი სიხარულის ღიმილი ბრწყინავდა"
"უბედურების წამალი არის სიხარული"
"მხოლოდ უფალთან სიხალოვით ჰპოვებს ადამიანი ნამდვილ და მარადიულ სიხარულს"
/წმ. პაისი ათონელი/
"ყოველმა ჩვენგანმა სიხარული უნდა მიანიჭოს თავის ახლობლებს"
/ილია მეორე/
"დღეს ყველა მარტოა, მოწყენილია, იმიტომ რომ, მათთან არ არის უფალი, წყალობას არ ითხოვენ უფლისგან"
/მამა გიორგი თევდორაშვილი/
"სულიერი სიხარულს გისურვებ"
"სიხარულის ამოძახილი"
"ვისაც სიყვარული არ შეუძლია, მას არც სიხარულის განცდა ექნება... მხოლოდ სიყვარულს ძალუძს წარმოშვას სრული სიხარული".
/ილია II/
"სიხარულის განცდის უნარი სულის თვისებაა"
"ერთმანეთს უნდა ვახაროთ მუდმივად, რომ ჩვენშია ღმერთი და კარგი ადამიანები უნდა გავხდეთ"
"თუ გინდათ, რომ ნამდვილი სიხარული განიცადოთ, ბოლო რიგში დააყენეთ საკუთარი თავი. თქვით, რომ ცუდი დედა ხართ, ცუდი შვილი, ცუდი მამა, ცუდი მღვდელი, ცუდი ქართველი, ცუდი ადამიანი. ამ დროს მოვა შენთან ღმერთი, გეტყვის: არა უშავს, შვილო, მოვალ შენთან და დაგლოცავ"
"თუ გინდა, რომ შენ გიხაროდეს, უფალი უნდა იყოს შენთან"
/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/
"მწუხარება და სიხარული ერთმანეთს ისე უნდა შეერწყას, რომ ადამიანები ეკლესიიდან დამშვიდებული წამოვიდნენ"
/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/
"ადამიანმა, რომელმაც სიყვარული ვერ ისწავლა, ვერც სიხარული მიიღო, ვერც თავშეკავება"
/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/
"სიხარული, რომელსაც გრძნობს ადამიანი ნივთიერი შესაწირის მიღებისას, არის ადამიანური სიხარული. ხოლო სიხარული, რომელსაც ადამიანი გრძნობს გაცემისას, არის ღვთიური. ღვთიური მოდის გაცემით!"
/ღირსი პაისი ათონელი/
"არ არსებობს ეკლესიის გარეთ სიხარული და სიყვარული."
/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/
"ყველას ვუსურვებ დიდ სიხარულს, რაც კი ადამიანმა შეიძლება მიიღოს უფლისაგან".
"ღვთის წყალობამ უნაყოფო მშობლები ნაყოფიერჰყო. იოაკიმ და ანნას სიხარული კაცობრიობის სიხარულად იქცა"
"უფლის რწმენა - დედამიწაზე უდიდესი სიხარულია"
"ჩემი ცხოვრება მხიარული და საიხარულო გახდა. ვარსკვლავებში, უსასრულობაში, ზეცაში ვცხოვრობდი"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ქრისტე სიხარულია, ნათელი ჭეშმარიტი, ბედნიერება"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"რამდენადაც შეგიძლიათ იმარხულეთ, შეასრულეთ მეტანიები რამდენიც გინდათ, მღვიძარებდით, რამდენიც გინდათ და დატკბით ამით, მაგრამ იყავით მხიარულნი. გქონდეთ ქრისტესმიერი სიხარული. ეს ის სიხარულია, რომელიც საუკუნოდ გრძელდება და აქვს საუკუნო მხიარულება. ეს საუფლო სიხარულია, რომელიც იძლევა საიმედო მყუდროებას, მყუდრო მხიარულებას და ყოვლადმხიარულ ბედნიერებას. ეს ყოვლადსასიხარულო სიხარულია, რომელიც ყოველგვარ სიხარულს აღემატება. ქრისტეს სურს და სიამოვნებს, როდესაც სიხარულს აფრქვევს და თავის მორწმუნეებს სიხარულით ამდიდრებს. გისურვებთ, " რაითა სიხარული იგი თქვენი სავსებით იყოს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ქრისტეს ყველაზე მეტად სურს, რომ აღგვავსოს სიხარულით, რადგან ის სიხარულის წყაროა. ეს სიხარული ღვთის ნიჭია. ამ სიხარულში ჩვენ შევიცნობთ ქრისტეს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ქრისტე არის "თავი ყოვლისა სიხარულისა", მასზე აღმატებული არაფერია"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"გინდა ცხოვრებაში სიხარული გქონდეთ? იკითხეთ წმინდა წერილი, იცხოვრეთ ეკლესიურად, დაუახლოვდით ქრისტეს და შეიყვარეთ იგი".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"არ ვიცი, რამდენი წელი ვიცოცხლებ, ხუთი, ათი, ოცი? რამდენ ხანსაც ვიცხოვრებ, დავტკბები ქრისტეს სიხარულით".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ყველაფერს სულიერი გზით დაუპირისპირდით. ასე ღვთის მადლით, სიხარულით იცხოვრებთ".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"საღვთო სიყვარულის სიუხვე სულს სიხარულითა და მხიარულებით აღავსებს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"სიხარულის ხარისხი, რომელსაც სამოთხეში განიცდიან სულები, ყველასთვის ერთნაირი არ იქნება. ერთს ხელისგულისოდენა სიხარული ექნება, მეორეს - ერთი თასი, მესამეს - მთელი ზღვა სიხარულისა. თუმცა, თითოეული მათგანი საკუთარ თავში სისავსეს იგრძნობს. არავის ეცოდინება, რამდენ სიხარულს, რაოდენ ნეტარებას განიცდის სხვა.
სახიერმა ღმერთმა ეს ასე იმისათვის მოაწყო, რომ, თუ ადამიანს ეცოდინებოდა, მასზე რამდენად აღმატებულ სიხარულს განიცდის მეორე, მაშინ სამოთხე სამოთხე აღარ იქნებოდა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში სამოთხეშიც მიწიერის მსგავსი შური აღიძვრებოდა: "რატომაა, რომ ის ჩემზე მეტ სიხარულს განიცდის?"
ანუ სამოთხეში ყველა იმისდამიხედვით განიცდის სიხარულს, თუ რამდენად განწმენდილია მისი სულიერი თვალი. თუმცა სულიერი ხედვის ეს სიმახვილე ღვთის მიერ კი არ იქნება განსაზღვრული, ის ნებისმიერი ადამიანის სულიერ სიწმინდეზე იქნება დამოკიდებული".
/წმ. პაისი ათონელი/
"ადამიანის სიხარულის საიდუმლო ზეციური სასუფეველია"
"მწუხარება მუდამ სიხარულით იცვლება, ხოლო სიხარული - მწუხარებით"
/ილია მეორე/
"სიხარული ამორძალის ძუძუსავით მოკვეთილი გვაქვს"
"სიკეთის ქმნისგან გამოწვეული სიხარული ადამიანს სამოთხისეულ ნეტარებას განაცდევინებს, რაც ყოველგვარ დროს აღემატება, მეტადრე, თუკი კაცის გულში ქრისტე შემოვა, უდრტვინველად სძლევს დაბრკოლებას და სიხარული არ მოაკლდება..."
"მე მინდა, ლოცვა-კურთხევა მივცე მთელ საქართველოს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს სიხარულის მაუწყებელი, მახარობელი სხვისთვის. ცუდი სიტყვა კი არ მიაგოს ადამიანს, არამედ სასიხარულო ამბავი უთხრას. ასე რომ, ეს არის ლოცვა-კურთხევა თქვენთვის და მთელი საქართველოსთვის, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს მახარობელი".
/ილია მეორე/
"ქრისტიანის პირველი თვისებაა, რომ ის არის გახარებული. პროტოპრესვიტერი ალესანდრე შმემანი ამბობს: ქრისტიანი არის ის ადამიანი, რომელიც ღმერთს ყველგან ხედავს და უხარია. სიხარული არის ქრისტიანობის განუყოფელი ნაწილი"
"თუ სიხარული შეგემთხვევა, ვივარაუდოთ, რომ ჩვენგან შორს არაა მწუხარებაც; და თუ მწუხარება გვეწვია, ველოდოთ სიხარულის მოახლოებას"
/წმ. ეფრემ ასური/
"მან, ვისაც სურს თავიდან აირიდოს მომავალი უბედურები, სიხარულით უნდა აიტანოს ის, რაც დღეს შეემთხვევა"
/წმ. მარკოზ მოსაგრე/
"ბედნიერება, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვახარებს და არა სამყაროს, ნამდვილ სიხარულს ვერ მოიტანს"
"ის, ვინც რაიმეს იღებს, ადამიანურ სიხარულს განიცდის, ხოლო ის, ვინც გასცემს, საღვთო სიხარულს მიიღებს"
/ღირსი პაისი ათონელი/
"რა დავუპირისპიროთ უბედურებას? - სიხარული"
/წმ. სიმონ ათონელი/
"ჭეშმარიტი სიხარული ღმერთისგან მომდინარეობს და მხოლოდ იმას მოენიჭება, ვინც განუწყვეტლივ აიძულებს თავს, უარყოფდეს საკუთარ ნებას და ყოველივეში მხოლოდ ღმერთის ნებას ასრულებდეს"
/წმ. ანტონი დიდი/
"სულიერი ცხოვრებას ბევრი სიხარული ახლავს. სიხარულისგან ამქვეყნად არა ხარ, არაფერი გაწუხებს: ბავშვი ხარ და შენში უფალია დავანებული"
/ბერი ამფილოქე/
"მოწყალების გაღების სიხარული უნდა ვისწავლოთ"
/წმ. პაისი მთაწმინდელი/
"სიკეთის კეთება მეტ სიხარულს მოგიტანს...
ჰოდა, გაიხარე!.."
/მამა პეტრე/
"დილის სხივს თქვენი სახლის კარებთან სიხარული და ბედნიერება მოეტანოს!.."
/მამა პეტრე/
"ბერს გაცისკროვნებული სახე ჰქონდა, რადგან გული სიხარულით ჰქნოდა სავსე"
"მხოლოდ ღვთის სიახლოვეს ჰპოვებს ადამიანი სიხარულს - მარადიულსა და ნამდვილს"
/წმ. პაისი მთაწმინდელი/
"მადლიერებიდან იწყება სიხარულის შეგრძნება. როცა უმოზეზოდ გიხარია!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"რას ნიშნავს ღვთისგან მონიჭებული სიხარული? - სასუფევლის შეგრძნებას აქვე, დედამიწაზევე. უფლის შეგრძნება - სასუფევლის შეგრძნებაა, რაც არის სწორედ სულიერი სიხარული"
"ვინც სინანულით ცხოვრობს და სინანულით გაივლის ცხოვრების გზას, ის მარადიულ სიხარულს მოიმკის უფლისაგან"
"რა ბედნიერებაა, როცა შინაგანი სიხარული გაგაჩნია!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სიცოცხლის სიტკბოებას გრძნობს არა ის, ვინც ამქვეყნიური სიხარულით ხარობს, არამედ ის, ვინც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს და სიხარულით ღებულობს ჭირსა და სნეულებას, როგორც სამკურნალო ბალახებს სულისათვის, საზრდელს და კი სჯერდება იმდენს, რამდენიც საკმარისია ხორცთა განსამტკიცებლად."
/წმ.ბერი პაისი ათონელი/
"ღმერთო, შემეწიე, რათა ერთნაირი სიმტკიცით გადავიტანო როგორც დიდი მწუხარება, აგრეთვე დიდი სიხარული!"
"როცა შინაგან სიხარულს განიცდი, სულ არ გაინტერესებს, ვინ რას გიშავებს. გეღიმება და მიდიხარ!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"უფალთან ყოფნა და უფლის დიდება კი ჭეშმარიტ სიხარულს გვაპოვნინებს."
"თუ ლოცვის დროს სიხარული მოვიდა, იტყვი: უღირსი ვარ, უფალო, შენ კი მაინც სიხარული მაჩუქეო, დაემხობი და მადლიერებით იტირებ..."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ადამიანს თუ რამე უხარია, არ დასვა კითხვა, რა არის მისი გახარების მიზეზი, რადგან შეიძლება ის იმდენად მცირედი იყოს, შენთვის არაფერს წარმოადგენდეს, მაგრამ მას ეს მცირედიც ებევრებოდეს...
ამიტომ, ადექი და მასთან ერთად გაიხარე!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"მთავარია, იმედი არ დაკარგო, მუქი ფერებით არ აღიქვა სამყარო, ქვეყნად ბევრი ჭმუნვა და ურვაა, მაგრამ სიხარულიც ბევრია"
/ილია მეორე/
"თუ გული ღმერთით გაქვს სავსე, რაღაც სულ გიხარია!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ჭეშმარიტი სიხარული უფლისგან მოდის და მხოლოდ მას მიეცემა, ვინც საკუთარ თავს გამუდმებით აიძულებს, თავისი ნება უარყოს და ღვთის ნება აღასრულოს"
/დეკ. დავით ხაჭაპურიძე/
"თუკი ვინმე მწუხარეა, გამოდის, რომ იგი თავისი მწუხარებით ქრისტესკენ არ მიემართება. სიხარულს ქრისტე მოგვივლენს, მწუხარებას კი - ეშმაკი".
/ღირსი პაისი ათონელი/
"სადაც სარწმუნოებაა ჭეშმარიტი, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია"
/ილია მეორე/
"სიხარულს ვერც წაგართმევენ და ვერც მოგცემენ...
ის მხოლოდ შენშია!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სწრაფი მონაცვლეობა სიხარულისა და მწუხარებისა განსაცდელის შედეგია. ბოროტი ეშმაკი ადამიანებს ებრძვის. განსაკუთრებით - მგრძნობიარე, ხალისიან და სულიერ ცხოვრების მოსურნე ადამიანებს. სწორედ ეს არის მისი საქმე. მას სურს, მწუხარენი გვნახოს და ამით გაიხაროს. მაგრამ, რად უნდა დავანებოთ ამის აღსრულება ეშმაკს? განა მწუხარებას სიხარული არ სჯობს და სიყვარული ბოროტებაზე უმჯობესი არ არის?!"
/ღირსი პაისი ათონელი/
"სიხარული ადამიანისთვისაა! ღმერთს მწუხარება კი არ მოუტანია, მხოლოდ სიხარული მოიტანა"
/ღირსი პაისი ათონელი/
"თუკი შენი გონება ღმერთთან არ არის, როგორ იგრძნობ ღვთისმიერ სიხარულს?"
/ღირსი პაისი ათონელი/
"სულიერი სიხარული მას შემდეგ გეწვევა, რაც შინაგან წესრიგს დაამყარებ საკუთარ თავში"
/ღირსი პაისი ათონელი/
"როდესაც სიყვარულს გასცემ, მაშინ მოდის სიხარული. ადამიანი გასცემს სიყვარულს და სიხარულს იღებს"
/ღირსი პაისი ათონელი/
"გისურვებთ თქვენ, რომ ამქვეყნიურ ცხოვრებაში ყოველთვის გქონდეთ სულიერი სიხარული. ხოლო მეორე - მარადიულ ცხოვრებაში - უკვე მარადიული სიხარულით იხარებდეთ ქრისტეს თანა!"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ადამიანებო, სიხარული და ბედნიერება გვიმრავლოს უფალმა!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"დედაო, რომელმაც სულმნათ იოასაფს დაუხარე თავი, ეს დიდი წყალობაა. ის გრძნობა მოგონებად შეინახე. მაშინ სულიწმიდა მოქმედებდა და გამოუთქმელ სიხარულს მოგფენდა"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"უნდა გვახსოვდეს - ვიცხოვროთ სხვებისათვის და ღმერთი გამოგვიგზავნის ჩვენ დიდ სიხარულს"
/ილია მეორე/
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გაიხაროს ადამიანმა"
/ილია მეორე/
"მიზნად მხოლოდ ის დაისახე, რომ სასიხარულო ამბები გაავრცელო!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სულ სხვანაირად მიაბიჯებს ადამიანი, როცა იცის, რომ თან სიხარული მიაქვს"
/შტეფან ცვაიგი/
"ლოცვა ღმერთთან საუბარია. როცა ლოცვის სიხარულს ვიგრძნობთ, ვიგრძნობთ სულიერ დღესასწაულსაც. ესაა სამოთხის წინასწარი ხილვა. ბევრი ღვაწლია საჭირო, რომ იგრძნო ეს სიხარული. თუ ბევრს ილოცებ, ღმერთი მოგცემს ამ სიხარულს".
/ბერ იერონიმე/
"არ არის დამღლელი გზა, თუ გზის ბოლოს სიხარული გელოდება!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
" - რამეთუ ასწავებდა მოწაფეთა თვისთა და ეტყოდა მათ, რამეთუ: ძე კაცისაი მიეცემის ხელთა კაცთასა, და მოკლან იგი; და, მორაი-კუდეს, მესამესა დღესა აღდგეს.
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი:
"სიტყვას თავის ვნებაზე იესო ყველგან სასწაულებთან აერთებდა, რათა არ ეფიქრათ, რომ იგი უძლურების გამი ევნო. ახლაც, ეუბნება რა სამწუხარო სიტყვას, რომ მას "მოკლავენ", დასძენს სასიხარულოსაც - რომ "მესამე დღეს აღდგება", რათა ვიცოდეთ, რომ მწუხარებას ყოველთვის სიხარული მოჰყვება, და ამიტომ არ უნდა დავეცეთ სულით, ტყუილუბრალოდ, მწუხარებისას, არამედ რაიმე სასიხარულოსაც მოველოდეთ".
"უყვარს გულს უფალი - ჩვენი სიხარული და მხიარულება, მტკიცე სასოება ჩვენი"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"მას შემდეგ, რაც უფალი შევიცანი, ჩემი სული მისკენ მიისწრაფვის და ამქვეყნად ამაზე მეტად არაფერი მახარებს. ჩემი ერთადერთი ლხენა ღმერთია. ისაა ჩემი სიხარული, ისაა ჩემი ძალა, ჩემი სიბრძნე, სიმდიდრე ჩემი".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"სადაც მაცხოვარი ღმერთია, იქ ზღვა სიხარულიც მოედინება; იქ მარადის ბრწყინავს მხიარულების ღმერთი".
/მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო/
"ყველაზე კარგი საშუალება, რომ წინ აღუდგე უბედურებას - არის სიხარული"
/ღირსი სილუან ათონელი/
"სული, რომელმაც შეიცნო უფალი, უხილავად გრძნობს, რომ უფალი მკვიდრობს მასში, ეუფლება დიდი სიმშვიდე და სიხარული. რას შევადარო ეს სიხარული? ალბათ იმას, თუ როგორ ბრუნდება კაცი უცხო ქვეყნიდან მშობლიურ სახლში ხანგრძლივი განშორების შემდეგ და ტკბება ძვირფას მამასთან, საყვარელ დედასთან, და-ძმასთან საუბრით".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"თუ ადამიანის გახარებას ეცდები, სიხარული შენი მეგზური იქნება!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"უფალია ჩვენი სიხარული და მხიარულება, და როცა ამპარტავნებისთვის ვკარგავთ მას, საკუთარ თავს ტანჯვისათვის ვწირავთ: მწუხარება, მოწყინება და ბოროტი აზრები გვერევიან და გვაწამებენ".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"ვისაც სხვისი სიხარული ახარებს, სიხარული არ მოაკლდება!"
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"მხოლოდ უფალია ჩვენი სიხარული და მხოლოდ უფლის მიერ იხარებს სული კაცისა"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"დიდი სიხარულია ამ სიტყვებში: თუ უფალი ჩვენია, ყველაფერი ჩვენია. აი, რა მდიდრები ვართ"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"ჭეშმარიტი და წმინდა სიხარულია - დაითმინო რამე ქრისტესთვის"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"რაც უფრო მეტად დაგამცირებს ადამიანი, უფრო მეტ სიხარულს გიგზავნის ღმერთი!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სიხარული - ეს არის საფუძველი სულიერი ცხოვრებისა!"
/მეუფე შიო მუჯირი/
"მსგავსად იმისა, როდესაც ადამიანს სიცხე აქვს, ეჭვგარეშედ ვიცით, რომ ის ავად არის, ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც: როდესაც ადამიანს არ გააჩნია სიხარული და ვხედავთ, რომ მას სახე მუდამ ჩამოსტირის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ძალიან შორსაა ქრისტიანობისგან. ის სევდა და მოწყენილობა, რაც მასშია დალექილი, სულაც არ არის ეს ადამიანების და გარემოს ბრალი, არამედ მისი არასწორი სულიერი მდგომარეობის შედეგია!"
/მეუფე შიო მუჯირი/
"ამსოფლიური სიხარული არ ავსებს ადამიანს, - მხოლოდ ანაგვიანებს მის სულს. როდესაც სულიერ სიხარულს ვიგრძნობთ, ამის შემდეგ აღარ მოგვინდება ნივთიერი სიხარულის განცდა"
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"თუ სიხარული გვეწვევა, უნდა ვიფიქროთ, რომ მწუხარებაც ახლოა; ხოლო თუ მწუხარება გვეწვია, სიხარულის მოახლოებასაც უნდა ველოდოთ".
/ღირსი ეფრემ ასური/
"სათნოება ხანმოკლე შრომას მოითხოვს და მარადიულ სიხარულს გვანიჭებს"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"როცა გული ქრისტეშია, მაშინ საქმეც დალოცვილი და ნაკურთხია; თავად ადამიანიც ინარჩუნებს სულის ძალების სიმხნევეს და ჭეშმარიტ სიხარულს განიცდის"
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"ვინც რაიმე საჩუქარს იღებს, ის ადამიანურ სიხარულს განიცდის, ხოლო ვინც გასცემს - ღვთაებრივს"
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"სიხარული - ერთმანეთის დანახვით.
სიხარული - დილას ადრე მეეზოვის მისალმებით და მოკითხვით.
სიხარული - გზის, ადგილის, რიგის დათმობით.
სიხარული - ქრისტესთან ზიარებით.
სიხარული - გულწრფელი სინანულით და შეცდომის აღიარებით.
სიხარული - ყველა იმ ადამიანური გრძნობით, რომლითაც შეგვქმნა შემოქმედმა და ვფიქრობ, ჩვენი შვილების ასეთი თაობით ჩვენი თაობა განიცდის იმ სიხარულს, რომელიც აქამდე არასოდეს განგვიცდია, რომელიც ჩვენში მათით ბევრდება..."
/მღვდელი თეიმურაზ ქორიძე/
"სიხარულისთვის ჯილდოს არ იძლევიან, არამედ მხოლოდ - მწუხარებისა და ღვაწლისთვის"
/ღირსი ამბროსი ოპტინელი/
"მართალთათვის არ არსებობს ისეთი მწუხარება, რომელსაც სიხარული არ მოჰყვებოდეს; ასევე არც ცოდვილებისთვის არსებობს ისეთი სიხარული, რომელიც მწუხარებად არ იქცეოდეს".
/წმ. დიმიტრი როსტოველი/
"დაეჩრდილა სიხარული"
/ლევან გოთუა/
"უფლის გამო მწუხარება ადამიანს სასოწარკვეთაში არ აგდებს, პირიქით, ანუგეშებს და შეაგონებს: "ნუ გეშინია, ისევ მიმართე უფალს, ის სახიერი და მოწყალეა, მან იცის რომ ადამიანი უძლურია და ეხმარება მას". უფლისმიერ მწუხარებას სიხარული მოაქვს და ადამიანს ღვთის ნებისადმი მორჩილებაში განამტკიცებს"
/ღირსი ისაია განშორებული/
"ქრისტე ხომ სიტკბოებისა და სიხარულის წყაროა. ადამიანს მეტი არც არაფერი სჭირდება. ქრისტე ატკბობს და ახარებს მის წინაშე ლიცვით წარმდგარი ადამიანის უკვდავ სულს"
/არქიმანდრიტი ემილიანე ვაფიდისი/
"ჩვენ შექმნილნი ვართ მხოლოდ სიხარულისა და ბედნიერებისათვის"
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/
"სხვაგვარი სიხარული არაფრით სჯობს წყლის მოქცევას, რომელიც უმალ განქარდება. საღვთო სიხარული - ხანგრძლივია და მტკიცე, მარადიული და საიმედო, რომელსაც ვერა მოულოდნელობა ვერ ერევა, პირიქით - წინააღდეგობანი აღამაღლებს კიდეც".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"როგორ არ გავიხაროთ უფალში მარად, რომელმაც გამოხსნით მოგვანიჭა სიხარული. ჭეშმარიტად, ყოველ ქრისტიანს მართებს ამის გამეორება: "მარადჟამ იხარეთ უფალში, და კვლავაც ვიტყვი: იხარეთ".
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"სიხარული მოდის სულიწმიდისგან, როგორც კეთილი და საღვთო ნუგეშინისმცემლისაგან".
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"ვისაც სიმშვიდე სურს,დაე, აქ მწუხარებას გაუძლოს; ვისაც მარადიული სიხარული და ნეტარება სურს, დაე, უგულებელყოს ყოველივე წარმავალი და ამაო".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ნუ დაგავიწყდება, რომ მადლის, სიყვარულისა და ჭეშმარიტი სარწმუნოების გარეშე სიხარული მიუწვდომელია".
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/
"თუ სიხარულს ვერ მოვუტანთ სხვას, მწუხარებას მაინც ნუ გავუგზავნით"
"უწყვეტ სიხარულზე, ყოვლადმშვენიერ მშვენიერებაზე და უსასრულო ნეტარებაზე სასურველი არაფერია"
ვინც იმაზე ფიქრობს, ყოველთვის სხვა გაახაროს, ღმერთი მას გაახარებს!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ნუ მოიწყენთ, არამედ იჩქარეთ, უფალს მიმართოთ ლოცვით, და უფალიც დაგიბრუნებთ დაკარგულ სიხარულს"
/წმ. დიმიტრი როსტოველი/
"ჭეშმარიტი და სრულყოფილი სიხარული მხოლოდ მათ აქვთ, ვისშიც ღმერთია დავანებული"
"არავინაა ისეთი, ვინც აქაც - ამსოფლად, და იქაც - მომავალ ცხოვრებაშიც სიხარულში იმყოფება"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ქრისტე - აი, ჩვენი სიხარული, აი, ჩვენი საუნჯე, აი, ჩვენი ყველაფერი!"
"არასდროს გაგიხარდეს სხვისი წაქცევა, იგივე არ აგცდება!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ნუ დაგატკბობს მიწიერი, დროებითი მხიარულება, ეს - ანკესია, რომელიც თევზივით იჭერს სულს"
/წმ. ნილოს სინელი/
"ნურასოდეს გაიხარებ ისე, რომ ამ სიხარულს მწუხარება მოჰყვეს; ნურასოდეს იქნები მწუხარე ისე, რომ ამ ნაღველისაგან მადლი არ მიიღო!"
"მიწიერი სიხარულები მინავლებულ ცეცხლს ჰგავს, რომელიც ძლივს აალდება და წამიერად ქრება"
"მიწიერი სიამოვნებები მხიარულებით იწყება, მაგრამ მწუხარებით მთავრდება"
მიზნად დაისახე სხვისი გაბედნიერება, შენ ესეც გეყოფა სიხარულისთვის!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"[ბერ იოსებ ვატოპედელს] შეძენილი ჰქონდა "წაურთმეველი სიხარული".
სხვების გახარებას და გაბედნიერებას მოაქვს ნამდვილი სიხარული!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ძმაო ქრისტიანო, დამიჯერე, არსებობს ორი სახის სიხარული, რომელიც ერთმანეთს ვერაფრით შეეთავსება: შენ ვერ შეძლებ იხარო აქაც, მიწაზე, წარმავალი და ცოდვიანი სიამოვნებით და ზეცაში იესო ქრისტესთან ერთადაც იმეფო".
/არქიმანდრიტი არსენი (პაპაჩოკი)/
"ადამიანს ორი სიხარული აქვს: ერთი, როდესაც იგი იღებს და - მეორე, როდესაც იგი გასცემს. სიხარული, რომელსაც მიღებისას განიცდის, ვერ შეედრება იმას, რასაც გაცემისას გრძნობს. იმისათვის, რომ ადამიანი მიხვდეს, ნამდვილად წარემატება თუ არა სულიერ ცხოვრებაში, მან პირველ ყოვლისა, საკუთარი თავი უნდა გამოსცადოს, მაშინ ხარობს, როდესაც გასცემს, თუ მაშინ, - როდესაც იღებს".
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"სიხარულო ჩემო, მიხსენ მე მათგან, რომელთა გარემოუცავ მე"
"ის, ვინც რაიმეს იღებს, ადამიანურ სიხარულს განიცდის, ხოლო ის, ვინც გასცემს, საღვთ სიხარულს მიიღებს. ჩვენ საღვთო სიხარულს გაცემა გვანიჭებს, მაგალითად, როდესაც ვინმე რაიმე წიგნს მაძლევს და ის ამ დროს სულიერად საღვთოდ ხარობს, მე კი, წიგნის მიღებისას, ადამიანურ სიხარულს ვგრძნობ. ამ წიგნს თუ სხვას გადავცემ ჩემთან საღვთო სიხარული მოვა, ხოლო იგი, ვინც მას მიიღებს, ადამიანურად გაიხარებს. თავის მხრივ - სხვისთვის გადაცემისას საღვთო სიხარულს ისიც იგრძნობს, ხოლო ადამიანურ სიხარულს განიცდის იგი, ვინც წიგნი მიიღო, მაგრამ შემდეგში ისიც თუ სხვისთვის მიცემას მოისურვებს საღვთო სიხარულით აღივსება და ა.შ. ხედავთ, ერთ ნივთის საშუალებით რამდენ ადამიანს შეუძლია გამოსცადოს როგორც საღვთო, ისე ადამიანური სიხარული".
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"ზეციური სიხარული რაღაც სხვა, უფრო ამაღლებულია, რაღაც ენითგამოუთქმელია. როცა ადამიანი ცოტათი იგემებს ზეციურს, მისი გული თამაშობს,ცელქობს. იმისათვის, რომ ზეციური სიხარულები გადავცეთ მომავალ თაობებს, ჩვენ ის თავად უნდა განვიცადოთ".
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"თუ დასაწყისში სულ ცოტათი მაინც დავატანდით თავს ძალას, შემდეგ ყველაფერს ადვილად და სიხარულით გავაკეთებდით!"
"გაზიარებული ნაღველი სუსტდება, სიხარული კი - ძლიერდება"
"როგორც კი ლხინი დასრულდება, მხიარულებაც მაშინვე გაფრინდება"
"აკი სიხარული არის ღვთისგან ჩადგმული სული!"
/ბესიკ ხარანაული/
"ჭეშმარიტი სიხარული უფლისგან მოდის და მხოლოდ მას მიეცემა, ვინც საკუთარ თავს გამუმდებით აიძულებს, რომ თავისი ნება უარყოს და ყველაფერში ღვთის ნება აღასრულოს"
/წმ. ანტონი დიდი/
"შეუძლებელია, გქონდეს ერთიც და მეორე სიხარულიც: აქაც ნეტარებაში იყო და მომავალშიც ქრისტესთან ერთად მეფობდე!"
"როგორც ბავშვს ან გაუნათლებელ ადამიანს არ ესმის ის სიამოვნება, რასაც განიცდის განათლებული კაცი ღრმა სიბრძნისეული თხზულების კითხვისას ან ურთულესი მაგალითის ამოხსნისას, ასევე, ბრძენთაბრძენ ფილოსოფოსს ან გამჭრიახ გენიოსს, რომლისთვისაც უცხოა მაცხოვნებელი სარწმუნოება, არ შეუძლია, თუნდაც ოდნავ მაინც წარმოიდგინოს ის სიხარული, რასაც ქრისტიანი განიცდის ქრისტესადმი სიყვარულისაგან!"
"ბავშვობის მერე სიხარულის ნიჭს რაღაც აკლდება... მით უმეტეს, როდესაც მწარეა ხვედრი... სიხარულის წყარო შრება..."
თუ ადამიანი შენ ტკივილს უფრო იზიარებს, ვიდრე სიხარულს, ესე იგი ყალბია!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ზედმეტად არც სიხარულია საჭირო და არც მწუხარება, არც დრტვინვა, რადგან სიხარული და მწუხარება ცხოვრებაში არამარადიულია და ერთმანეთს მოსდევს"
"ქრისტიანობა - ეს სიხარულია! ყველაფერი სიხარული უნდა იყოს!"
"ამას სთხოვს მამა ღმერთს უფალი იესო ქრისტე, რომ ჩვენ გავიხაროთ, რომ ჩვენი "სიხარული სავსებით იყოს".
ეს არის აზრი ყველაფერი იმისა, რაც გააკეთა უფალმა იესო ქრისტემ - სიხარული მოგვანიჭოს ჩვენ! ეს არის აზრი ყოველივე იმისა, რაც ხდება მთავაარი ჩვენს ცხოვრებაში! ამაზეა საუბარი, რომ მივიღოთ ეს სიხარული. ამისთვის არის შექმნილი ადამიანი და ღმერთის ნებაა, რომ ყოველი ჩვენგანი გახარებული და ბედნიერი იყოს!
უფალ იესო ქრისტესთვის კი ჩვენ ვართ სიხარული, ყველა ადამიანი მისთვით სიხარულია! და ჩვენთვის მთავარი სიხარული ვინ არის? იესო ქრისტეა მთელი ჩვენი სიხარული, ჩვენი მაცხოვარი!
ღმერთმა მოგვცეს, ძვირფასო ძმებო და დებო, მადლი და ძალა, რომ ჩვენთვისაც ყოველი ადამიანი იყოს სიხარული!"
/მეუფე შიო მუჯირი/
"მცირესა ზედა ერთგულიც მრავალსა ზედა ერთგულებთან ერთად იქნება დადგინებული უფლის სიხარულში"
"როგორ იქცევით ძლიერი ქარიშხლის დროს? - მოთმინებით უცდით მშვიდ და ნათელ ამინდს. ღვთის სიკეთე გიღვივებთ იმედს, რომ ჭექა-ქუხილის შემდეგ სასიამოვნო ამინდით დატკბებით. ასევე მოიქეცით, როცა ცილისწამება და ბოროტება გდევნიან: უდრტვინველად გადაიტანეთ შეურაცხყოფა და სულგრეძლად დაელოდეთ წუთებს, როცა განგება სიხარულის ნათლით გაგაბრწყინებთ!"
"თუ სიხარული შეგემთხვევა, ვივარაუდოთ, რომ ჩვენგან შორს არაა მწუხარებაც; და თუ მწუხარება გვეწვია, ველოდოთ სიხარულის მოახლოებას. გამოიყენე ზღვაზე მოცურავეთა მაგალითი. როცა ქარიშხალი ატყდება, ისინი გადარჩენის იმედს არ კარგავენ, ტალღებს ეწინააღმდეგებიან, და მშვიდ ამინდს ელიან. ხოლო როცა სიმშვიდე დაისადგურებს, ქარიშხალს ელიან; ამიტომაც ყოველთვის ფხიზლად არიან, რათა მოულოდნელად ამტყდარმა ქარიშხალმა მათ მოუმზადებლებს არ მოუსწროთ და ზღვაში არ დანთქას!"
/წმ. ეფრემ ასური/
"ვინც ცოდვათა გამო სიმწრის ცრემლები დაღვარა, როგორც წმინდა მამა [ღირსი იოანე სინელი] გვეუბნება, მას ეს ცრემლები საღვთო სიხარულად და ნუგეშად ექცევა"
"უნდა ითქვას, რომ თავად ტირილი და გოდება ცოდვათა გამო არ ხდის ცხოვრებას უსიხარულოსა და მტანჯველს, როგორც ამას გლოვის უარმყოფელნი ამტკიცებენ. პირიქით, ცოდვებზე ტირილს შესაბამისი ნუგეში მოაქვს. და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუკი ჭეშმარიტი სიხარული არსებობს დედამიწაზე, ის ცოდვების გამო ტირილს მოაქვს"
"ჭეშმარიტი სულიერი სიხარულის მოპოვება გლოვით ხდება. ამგვარად ადამიანი მარადისობისათვის მოიპოვებს სულიერ სიხარულს და ამქვეყნად მიაღწევს უფლისმიერი სიხარულის განცდას. თითქოს წარმოუდგენელია, ადამიანი მგლოვიარეც იყოს და ამავდროულად სიხარულსაც განიცდიდეს. სწორედ ეს არის ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა. თითქოს ერთმანეთის გამომრიცხავი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მდგომარეობა განუშროებლად სდევს თან არა მხოლოდ ჭეშმარიტ მონაზონს, არამედ ნებისმიერ ღვთისმოსავ ადამიანს"
"ნეტარება უფალთან სიყვარულში მარადიული თანაზიარობის სიხარულია"
/ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)/
"მისი გულიდან ღრმა, მაგრამ შესამჩნევი სიხარული ჩქეფდა"
"როდესაც ადამიანი სიმშიდეშია, ყველაფერი სიხარულს ანიჭებს"
"ვინც სრულყოფილ თავმდაბლობას მიაღწევს, საღვთო მხიარულებით ხარობს"
"შეიძლება ადამიანს უამრავი სიხარული ეწვიოს, თუმცა ყველაზე აღმატებული საღვთო სიხარულია. როგორც წმინდა იოანე სინელი გვეუბნება, შეუძლებელია ამ განცდის სიტყვებით გადმოცემა, მას მხოლოდ ღვთივგანბრძნობილი მამები განიცდიდნენ, რომლებიც გამოცდილი მოძღვრების მორჩილებაში სულიერად ამაღლდნენ"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ყოველგვარი სიხარულისა და ზეიმის ცენტრი ქრისტეა"
"უფალი ყოველი ადამიანის გულში თესავს სიხარულსა და მხიარულებას"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ადამიანები, რომლებიც ვერ თანაუგრძნობენ სხვას მწუხარებაში, კიდევ უფრო ნაკლებად შეძლებენ გაიზიარონ სხვისი სიხარული"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ცხოვრება გვასწავლის, რომ მხოლოდ უფალთან ერთობით მოვიპოვებთ სიხარულსა და მადლს"
"ნუ შეცბუნდები, როცა მწუხარება გეწვევა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა შეგეშინდეს, როცა შენთან სიხარული მოვა. ყოველივე ბუნებრივი წესრიგით ხდება"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"მამები გვეუბნებიან, ამ სოფელში სიმშვიდე არ ვისურვოთ, არამედ შევიყვაროთ შრომა, ოფლისღვრა, განსაცდელი, შეურაცხყოფა, ვინაიდან ჩვენთვის მომავალ საუკუნეშია გამზადებული სიხარული - საუკუნო ღვთისმიერი მხიარულება"
/მამა დოსითეოს მოლდაველი/0
"დროთა განმავლობაში ქრისტეს ნათელი შენს გულშიც გამონათდება და გაანათებს შენს შინაგან არსებას ზეციური სიხარულის დილის სხივებით"
"სად არის სულიერი სიხარულის გასაღები? ამაზე ერთი პასუხია: იესუს ლოცვაში"
"ყველაზე კარგი საშუალება, რომ წინ აღუდგე უბედურებას - არის სიხარული"
/ღირსი სილუან ათონელი/
"ჭეშმარიტი, წმიდა სიხარული ქრისტეს სიახლოვეს მოიხვეჭება"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ვინც შეგნებულად, სიმდაბლით მოიკლებს რაიმეს - ქრისტეს სიყვარულისთვის, სულიერ სიხარულს განიცდის"
/ღირსი პაისი ათონელი/
"თუ ადამიანის გონება ღმერთში არ არის დაუნჯებული, როგორ განიცდის იგი საღმრთო სიხარულს?!"
/ღირსი პაისი ათონელი/
"მხოლოდ ღვთის სიახლვოეს ჰპოვებს ადამიანი სიხარულს - მარადიულსა და ნამდვილს"
/ღირსი პაისი ათონელი/
"სულიერი სიხარული არ მიდის მასთან, ვინც ერული სურვილებით ავსებს თავის გულს. ასეთ ადამიანს შფოთი ეწყება. სულიერ ადამიანებში ერული სიხარული შეშფოთებას აღძრავს. ერული სიხარული მდგრადი და ჭეშმარიტი არ არის. ეს დროებითი, წარმავალი სიხარულია - სიხარული ნივთიერი და არა - სულიერი. ერული სიხარული ადამიანის სულს ვერ დამუხტავს, არამედ მხოლოდ დაანაგვიანებს მას. როდესაც სულიერ სიხარულს განვიცდით, ნივთიერ სიხარულს აღარ მოვინდომებთ. "განვძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა". ერული სიხარული კი არ აღადგენს, არამედ წარიტაცებს სულიერი ადამიანის მთელ ძალებს. შეიყვანე სულიერი ადამიანი ერულ აპარტამენტებში - ის აქ ვერ დაისვენებს. და თვით ერის ადამიანსაც მხოლოდ ეჩვენება, რომ ისვენებს, სინამდვილეში კი ის იტანჯება. გარეგნულად იხარებს, მაგრამ ეს მას შინაგან კმაყოფილებას ვერ ანიჭებს და იტანჯება"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ხალხს სიხარულის შეგრძნება სურს, მაგრამ სიხარულის გრძნობა რომ გეწვიოს, ამისთვის საკუთარი თავი უნდა გაიღო მსხვერპლად. სიხარულს მსხვერპლი ბადებს. ნამდვილი სიხარული ღვთისმოსაობიდან მოდის"
/ღირსი პაისი ათონელი/
"გულში სხვისი ნაკლის დანახვის ბოროტ სიხარულს გრძნობენ"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"...სიხარულის ნაცვლად უაზრო სიხარული მოაქვს..."
"გამუდმებული სიხარული"
"შენს გულში სიხარული იფეთქებს"
"სიხარული მეორე სიკეთეა სიყვარულის შემდეგ. სულიერი სიხარული არ შეიძლება იყოს ცოდვით სავსე ყოფის შედეგი, არამედ იგი ნაყოფია ღვთივსათნო, წმიდა ცხოვრებისა. იგი საერთოდ არ არის ყოფით კეთილდღეობასთან დაკავშირებული. მას ხელოვნურად, საკუთარი სურვილით ვერ გამოიწვევ. ის ბუნებრივი მდგომარეობაა სულიწმინდით გაცისკროვნებული გულისა. ამიტომაც წერს წმიდა იოანე ოქროპირი: "ვერც ძალაუფლების სიდიადე, ვერც ფულის სიმრავლე, ვერც ძლიერება, ვერც ჯანმრთელობა, ვერც უხვი სუფრა, ვერც შესანიშნავი სამოსელი და ვერც სხვა ადამიანური უპირატესობანი გვანიჭებენ ნამდვილ სიხარულს; იგი შედეგია სულიერი კეთილშობილებისა და სუფთა სინდისისა"
"ბერი ტროფიმე ლამისაა გაუსაძლისი სიხარულით ხარობს"
"[ახალმოწამე ტროფიმე ოპტინელი] ყოველთვის ისეთ სიხარულს ასხივებდა, როგორიც მხოლოდ ძალზე ახალგაზრდა ან ძალზე ბედნიერ ადამიანებს ახასიათებთ"
"დაითვალეს, რომ სიტყვა "გიხაროდენ!" ახალ აღთქმაში 365-ჯერ არის გამოყენებული - სწორედ იმდენჯერ, რამდენი დღეცაა წელიწადში. და ტროფიმეს [ოპტინელი] ცხოვრების ყოველი დღე "გიხაროდენით" იყო აღსავსე"
"ქრისტეს ერთგული ადამიანი მუდმივად იმის მცდელობაში, ღვაწლსა და შრომაშია, რომ ღვთიური, ზეციური, მარადიული სიხარული შეძლებისდაგვარად მკვიდრობს მის გულში მასში დამკვიდრებული სულიწმიდით, რათა: იხარებდეს მართალი უფლის მიერ!"
"სიხარული - ამოუწყველი"
"სიხარულის ტირილი ამივარდა"
"სიხარული ყოველთვის მწუხარებასთან არის გადაჯაჭვული"
/არქიმანდრიტი კირილე (პავლოვი)/
"[ადამიანი] რაც უფრო შორდება მიწიერ სიამოვნებას, მით მეტად განიცდის ზეციურ სიხარულს"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"როდესაც ადამიანი ისწავლის სხვისი წარმატებებით სიხარულს, ქრისტე მასაც მისცემს სხვების ყველა წარმატებას, რათა გაიხაროს იმგვარად, როგორც უხარია ყველას, და მაშინ მისი წარმატებები და სიხარული იქნება უდიდესი"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება ძალიან ახლოს არის დაკავშირებული ერთმანეთთან, და უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ მწუხარება გარდაიქცევა სიხარულად"
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/
"მყუდრო მხიარულება"
"სიხარული, რომელიც ყოვლეგვარ სიხარულს აღემატება"
"როდესაც ქრისტესთან სრული ნდობა გვაკავშირებს, ბედნიერები ვართ, სიხარულს ვგრძნობთ, სამოთხისეულ სიხარულს ვგრძნობთ. ამაშია საიდუმლო"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"სიხარული თვით ქრისტეა. ისეთი სიხარულია, რომელიც სხვა ადამიანად გხდის"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ბევრმა წმინდანმა ქრისტეს სიყვარულით სევდა სიხარულად გარდაქმნა. ანუ ისინი ამ სულიერ ძალას, რომლის შემუსვრასაც ეშმაკი ლამობდა, ღმერთს უძღვნიდნენ და გარდაქმნიდნენ მას სიხარულად. ლოცვა, ღვთისადმი მსახურება, თანდათანობით სევდას სიხარულად გარდაქმნის, რადგან ამ დროს ღვთის მადლი მოქმედებს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"რამდენადაც შეგიძლიათ იმარხულეთ, შეასრულეთ მეტანიები რამდენიც გინდათ, დატკბით მღვიძარებით, მაგრამ იყავით მხიარულნი. გქონდეთ ქრისტესმიერი სიხარული. ეს ის სიხარულია, რომელიც საუკუნოდ გრძელდება და აქვს საუკუნო მხიარულება. ეს საუფლო სიხარულია, რომელიც იძლევა საიმედო მყუდროებას, მყუდრო მხიარულებას და ყოვლადმხიარულ ბედნიერებას. ეს ყოვლადსასიხარულო სიხარულია, რომელიც ყოველგვარ სიხარულს აღემატება. ქრისტეს სურს და სიამოვნებს, როდესაც სიხარულს აფრქვევს და თავის მორწმუნეებს სიხარულით ამდიდრებს. გისურვებთ "რათა სიხარული იგი თქუენი სავსებით იყოს".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"დაუჩრდილებელი სიხარული"
"საოცარი წინასწარმეტყველება აქვს წმ. ესაია წინასწარმეტყველს:
- დადგება დრო, როცა ვეღარ გაიგონებთ მხიარულებისა და სიხარულის ხმებს თქვენი სახლებიდან, რადგან არ არსებობს უღმერთოთა სიხარული!"
/აკაკი მინდიაშვილი/
"მთელ საქართველოს გაძლევთ კურთხევას, გაახაროთ ერთმანეთი! წესად დაიდეთ ყველამ, ისე არ დაღამდეს, რომ ერთ ადამიანს მაინც არ მიანიჭოთ სიხარული. ეს სიხარული გადაეცემა ჩვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს"
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/
"გვერჩიოს ტანჯვა და მივიღოთ ის სიხარულზე უკეთესად. მწარე წამალი ხშირად უფრო უკეთესია ტკბილზე, რადგან კურნავს. ნამდვილი სიხარული ტკივილისგან იბადება"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ერთი ქალი ამბობდა: "რამდენადაც ქრისტემ სიმწარე (ნაღველი) იგემა და რამდენადაც მე თვითონ გავამწარე იგი ჩემი ცხოვრებით, აღარ მსურს სიხარულის შეგრძნება". და როგორ სიხარულს განიცდიდა იგი! იგი სთხოვდა სხვებს, რათა მათ ელოცათ, რომ მას სიხარულიც კი არა, ტკივილი ეგრძნო ქრისტეს გულისთვის, როგორი მსახურებათმოყვარებაა! და რაც უფრო მეტად ითხოვდა იგი ამას, მით უფრო მეტ სიხარულსა და მხიარულებას განიცდიდა. ეს ქალი თავისი "მე"-ს გარეთ გავიდა"
"ბავშვური სიხარული სუფთაა: ის ადამიანში ღრმად აღიბეჭდება და როდესაც იგი გაიზრდება, განსაკუთრებით აღელვებს მის გულს. თუკი ბავშვები სულიერად ცხოვრობენ, მათ ამ ქვეყნადაც სიხარული ექნებათ და იმქვეყნიურ ცხოვრებაშიც ქრისტესთან ერთად იხარებენ მარადიულად"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ისიც უნდა ითქვას, რომ სიხარულის ხარისხი, რომელსაც სამოთხეში განიცდიან სულები, ყველასთვის ერთნარი არ იქნება. ერთს ხელისგლისოდენა სიხარული ექნება, მეორეს - ერთი თასი, მესამეს - მთელი ზღვა სიხარულისა. თუმცა თითოეული მათგანი საკუთარ თავში სიხავსეს იგრძნობს. არავის ეცოდინება, რამდენ სიხარულს, რაოდენ ნეტარებას განიცდის სხვა. სახიერმა ღმერთმა ეს ასე იმისათვის მოწაყო, რომ, თუ ადამიანს ეცოდინებოდა, მასზე რამდენად აღმატებულ სიხარულს განიცდის მეორე, მაშინ სამოთხე სამოთხე აღარ იქნებოდა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში სამოთხეშიც მიწიერის მსგავსი შური აღიძვრებოდა: "რატომაა, რომ ის ჩემზე მეტ სიხარულს განიცდის?" ანუ სამოთხეში ყველა იმისდამიხედვით განიცდის სიხარულს, თუ რამდენად განწმენდილია მისი სულიერი თვალი. თუმცა სულიერ ხედვის ეს სიმახვილე ღვთის მიერ კი არ იქნება განსაზღვრული. ის ნებისმიერი ადამიანის სულიერ სიწმინდეზე იქნება დამოკიდებული"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ყოველგვარი სიხარულისა და ზეიმის ცენტრი ქრისტეა!"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"უზენაესი სიხარული - ესაა ქრისტეს გვერდით ყოფნა. ასეთი სიხარულს განიცდიან მთავარანგელოზები და ანგელოზები.
არსებობს ასევე ლოცვის სიხარული: ილოცეთ და დაინახეთ, როგორ იფურჩქნება ეს სიხარული თქვენს გულში. ტაძარში ყოფნის სიხარული, ზიარების სიხარული, ქველმოქმედების სიხარული, სიყვარულის სიხარული და მიტევების სიხარული... ეს არის უფლისმიერი სიხარული! სიტყვებით მისი გადმოცემა შეუძლებელია.
სხვებს ასწავლით საკუთარი საქმეებით და თქვენი ცხოვრებით, და მაშინ ისინი მიხვდებიან, რომ ასეთი სიხარულის მინიჭება შეუძლია მხოლოდ ქრისტეს. ჩვენი მართლამდიდებელი ეკლესია აღსავსეა სიხარულით!"
/ფლორინელი მიტროპოლიტი ავგუსტინე (კანტიოტისი)/
"როდესაც ტამერლანმა ბაიაზიდ სულთანი დაამარცხა, იგი რკინის გალიაში ჩასვა და მის წინ ნადიმი გამართა. და მთელი მისი სიხარული - დამარცხებული მტრის მწუხარებით ტკბობა იყო; მისი მხიარულების საზრდოდ სწორედ მისი ბოროტი სიხარული იქცა!"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"მისმინე მამაო, ყოველთვის შეხედე ადამიანს თვალებში, რომ ყველაფერი დაინახო და გაიგო. თუ მოწყენილია, განუქარვე მწუხარება, ხოლო თუ მხიარულია, გადაეფარე, რომ სიხარული არ დაკარგოს"
/არქიმანდრიტი გრიგოლი (ზუმისი)/
უფალო ღმერთო ჩვენო, სამართლიანო, მაღალო, საშინელო, წმინდაო, მთელი ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების შენთვის მსახურება და შენზე სიხარულია. თუ შენ არა - მაშინ საკუთარ დაღუპვას ვემსახურებით; თუ შენით არა - მაშინ ჩვენი ბოროტი მტრით ვხარობთ. თაყვანს გცემთ და გევედრებით, დაგვეხმარე, შიშით გემსახუროთ და ძრწოლით გიგალობოთ!"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ქრისტე ეს სიხარულია, სიცოცხლე და შუქია ჭეშმარიტების, რომელიც ადამიანს ახარებს და ფრთას ასხამს და აძლევს ძალებს, ხედავდეს ყველას, ხედავდეს ყველაფერს, ყველასთვის გული შესტკიოდეს, და რომელსაც სურს, რომ ყველა მასთან იყოს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"იქნება სიმდაბლე? იქნება სიყვარულიც და იქნება სიხარულიც ამ დედამიწაზე! ყოველ ნაბიჯზე გვექნება სიხარული, რომელიც შემდეგ ჩვენთან ერთად სხვა ცხოვრებაშიც გადავა, გაძლიერდება, შეიცვლება და საღვთო დიდებაში მყოფობის სიხარულად იქცევა"
/მეუფე შიო მუჯირი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience