თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ პატივმოყვარეობა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2022, 12:03 PM

"პატივმოყვარეობა პატივცემულებს აამაყებს, დამცირებულებს კი - ავმეხსიერებად აქცევს!"

/წმ. იოანე კიბისაღმწერელი/

"გახვრეტილ ტომარაში მისი შიგთავსი ვერ შეინახება; ასევე, პატივმოყვარეობაც ნთქავს სთნოებათა სასყიდელს"

/წმ. ნილოს სინელი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2022, 09:28 PM

"როგორც ნაყოფი ფუჭდება მალე ნესტიან ადგილას, ასევე კვდება პატივმოყვარეობით აღსრულებული სათნოება"

/"სულიერი მარგალიტი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2022, 10:27 PM

"პატივმოყვარეობა წყალქვეშა ქვაა; თუ მას წამოედები, ტვირთს დაღუპავ!"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2022, 11:36 AM

"დავთანხმდები, მრავალი ბარბაროსის მონა ვიყო, ვიდრე - მხოლოდ პატივმოყვარეობისა"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2022, 09:36 PM

"პატივმოყვარის მიერ აღსრულებული სათნოება "შემუსვრილი მსხვერპლია" და ღვთის სამსხვერპლოზე შეწირული არ იქნება"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2022, 08:46 PM

"პატივმოყვარეობის თავშეკავება იგივეა, რაც ღუმელში - ცეცხლი; ერთიც და მეორეც ჰაერში იფანტება"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2022, 05:33 PM

"პატივმოყვარე მოსაგრე უფასო მუშაკია; იგი შრომობს, მაგრამ სასყიდელს ვერ მიიღებს!"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2022, 04:02 PM

"სათნოების მოსაგრეობაში წარმატებულთათვის პატივმოყვარეობა და ამპარტავნება იგივეა, რაც სანაპიროდან ახლოს მყოფი წყალქვეშა ქვები, რომლებიც ხანგრძლივი ცურვის შემდეგ უკიდურეს სასიკვდილო საფრთხეს უქმნიან მათ, ვინც გადაურჩნენ გემის ჩაძირვას მანკიერებათა ტალღებსა და არაწმდა აზრთა ქარიშხალში!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2022, 09:51 PM

"პატივმოყვარე სულთან კვლავ ბრუნდებიან ვნებები, რომლებიც მან ოდესღაც დასძლია და საკუთარი თავიდან განდევნა"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2022, 07:43 PM

"დაიფარე შენი გული პატივმოყვარე ზრახვებისაგან ისევე, როგორც ქონებას იცავ ქურდებისაგან, ტანსაცმელს - ჩრჩილისაგან, ვენახს კი - მტაცებელი ცხოველებისა და ფრინველებისაგან!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2022, 08:24 PM

"პატივმოყვარეობა მაშინაც კი დამღუპველია, როდესაც იგი ჯერ კიდევ ადამიანის სულშია დაფარული, - როგორც ლპობა და მატლი ნაყოფის შიგნით. იგი კიდევ უფრო მეტად დამღუპველია, როდესაც გამომჟღავნდება იმ ადამიანის თავის ქებით, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი საქმეებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2022, 01:13 PM

"ნუ იამაყებ საკუთარი თავით და ნუ შეიქებ თავს, თუნდაც ჭეშმარიტებას ამბობდე, რათა ვინმემ უკეთესად არ იფიქროს შენზე, ვიდრე - სინამდვილეში ხედავს და ესმის შენგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2022, 01:55 PM

"დავფიქრდეთ, რამდენად უმადური, მძიმე და ამაოა მხოლოდ საჩვენებლად ცხოვრება, როგორც იქცევიან მრავალნი, როგორც ზნეობრივ, ისე - საზოგადოებრივ და შინაურ ყოფაში. მხოლოდ წარმოაჩენენ, გამოფენენ, ხმამაღლა გაიძახიან, ყოველგვარ უმნიშვნელო საქმეს ახმოვანებენ, როგორც ჯერ კიდევ დაუდებელი კვერცხის გამო კაკანებს ქათამი. მაგრამ ქათმის კაკანს საფუძველი მაინც აქვს: ის დებს კვერცხს, რომელიც მართლაც დადო და ის არსებობს; პატივმოყვარეობა კი არასებულს აღამაღლებს, ანდა, მასზე ღაღადით სპობს ნამოღვაწარს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2022, 02:20 PM

"თავი აარიდე პატივმოყვარეობას და მომავალ ცხოვრებაში განდიდდები!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2022, 08:16 PM

"დიდებისმოყვარეობა რა არის? - როდესაც კაცი ცდილობს სხვა ადამიანების თვალში მათზე უპირატესად გამოჩნდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2022, 08:06 PM

"მართალი და გულწრფელი ადამიანი ტყუილისკენ არ არის მიდრეკილი. სიცრუე ორგულთა თვისებაა. რატომ? - ცრუ ადამიანს მოყვასის სიყვარული არა აქვს. მას მხოლოდ პირადი სარგებელი აინტერესებს და, შესაძლოა, პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლადაც იცრუოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2022, 06:58 PM

"როგორც ნაყიდ მონაზე დავობენ მონის პატრონები, მონა კი არცერთისგან არ იღებს სარგებელს, ასევე უსარგებლოა ნაყროვანებაც და ამპარტავნობაც (დიდებისმოყვარეობა). მართალია, ეს ორი ვნება ერთმანეთს ვერ ეგუება, მაგრამ ადამიანისთვის მაინც დამღუპველია, ერთს აჰყვება თუ მეორეს, პატივმოყვარეობის ვნებას დაემორჩილება თუ ნაყროვანებას. მონაზონიც და ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევარი ერისკაციც ორივეს უნდა შეეწინააღმდეგოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2022, 07:59 PM

"... ხოლო უცომო მდაბალი გონებაა, რომელიც სიამაყის საფუარს არ იღებს - საფუარი სახეა სიამაყისა და ამპარტავნობისა. ისევე, როგორც ხმიადი პურია, საფუვრის გარეშე, ასევე უნდა იყოს ადამიანის გონება პატივმოყვარეობისა და ამპარტავნობის გარეშე. თუ ადამიანი ამქვეყნად ღვაწლსა და ჭირს იტვირთავს, მისი გონება "საფარისგან", - ანუ ამპარტავნობისა და პატივმოყვარეობისგან იქნება დაცლილი და ადვილად დაიმკვიდრებს უფალთან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2022, 09:32 PM

"წმინდა იოანეს [სინელი] მიხედვითაც, პატივმოყვარეობა და ამპარტავნება არა სხვადასხვა, არამედ ერთი ვნებაა - პატივმოყვარეობა არის დასაწყისი, ხოლო ამპარტავნება - დასასრული. შეუძლებელია ადამიანმა თავი დააღწიოს ერთს და მეორეში დარჩეს, იგი ან ერთდროულად არის პატივმოყვარეობასა და ამპარატავნებაში, ან ორივეს ერთდროულად აღწევს თავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2022, 08:36 PM

"წმინდა მამები პატივმოყვარეობას ამპარტავნების დედას უწოდებენ. როდესაც ადამიანი პატივმოყვარეობაში განმტკიცდება და სიამოვნებს სხვა ადამიანებისგან შექება, ამის შემდეგ იწყება მისი დაცემა ამპარტავნებით. ამპარტავნება პატივმოყვარეობის ვნების სრულყოფილი სახეა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2022, 08:26 PM

"რატომ არის დუმილი და დაყუდება პატივმოყვარეობასთან მებრძოლი? - რადგან პატივმოყვარე ადამიანის სულს უნდა, რომ ადამიანთა გარემოცვაში იყოს, მათ ესაუბროს და მათ წინაშე განიდიდოს თავი, ხოლო მარტოობისა და მდუმარების დროს მისი პატივმოყვარეობა დაითრგუნება და საბოლოოდ აღმოიფხვრება"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2022, 02:09 PM

"22. ხშირად ეს უწმინდური სხეულის ასოებსაც ეხება, მათში თავის მზაკვრობას თესავს და მომავლის მაუწყებელად ადამიანის ასოებს ათრთოლებს. (ღირსი იოანე სინელი)

საუბარია პატივმოყვარეობის ეშმაკის კიდევ ერთ ხრიკზე, როდესაც იგი სხეულის ნაწილების მეშვეობით ცდილობს ადამიანის ცდუნებას. დავუშვათ, თუ ადამიანს ხელისგული ექავება, ეს მან ფულის შოვნის წინაპირობად რომ ჩათვალოს, ხოლო თვალის თამაში სხვა მოვლენის წინასწარმაუწყებლად მიიჩნიოს. შესაძლოა, ეს ყველაფერი რეალურადაც ახდეს, მაგრამ ბოროტისგან წინდაწინ არის დაგეგმილი ადამიანის საცდუნებლად, რათა ადამიანი მოინადიროს"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2022, 02:22 PM

"რატომ მოაქვს პატივმოყვარეობას დიდების ნაცვლად ხშირად სირცხვილი? - მართალია, პატივმოყვარე კაცს სურს თავისი საქმეების წარმოჩენით განდიდდეს, მაგრამ ხშირად ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, სირცხვილს მიიღებს"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2022, 05:59 PM

"გეშინოდეს და თავი აარიდე არა მხოლოდ სიამაყეს, არამედ ყველაფერს, რასაც მასთან მჰყავხარ; განსაკუთრებით - პატივმოყვარეობას, როგორც ამპარტავნების წინამორბედ ნაკლს ზნეობრივი დაცემის კიბეზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2022, 04:52 PM

"ეჭვგარეშეა, თქვენ იცით, რომ პატივმოყვარეობა და ცუდმედიდობა ნებისმიერი სათნოების თანმდევია. სხვათა შორის მდუმარებაშიც, მარხვაშიც, მღვიძარებაშიც, განსაკუთრებით ლოცვაში, ასევე შემყუდროებასა და სულგრძელობაში. როგორც მამები ამბობენ, პატივმოყვარეობა მოღალატეს ჰგავს, რომელიც მტრის ქალაქში შემოსაშვებად კარიბჭეს ფარულად გახსნის. ასეთ შემთხვევაში კი ქალაქი რარიგ ლამაზიც არ უნდა იყოს, რამდენად ძლიერი მცველები არ უნდა ჰყავდეს და რაც არ უნდა კარგი თავდაცვითი პოზიციები ჰქონდეთ, მტერი ქალაქს მაინც დაეუფლება. იგივე ხდება სულიერ ცხოვრებაშიც: როგორი სათნოების მატარებლებიც არ უნდა ვიყოთ, რა ძალაც არ უნდა გვქონდეს, პატივმოყვარეობა მაინც გვიღალატებს და ბოროტების ხელში ჩაგვაგდებს. მამები გვირჩევენ, რომ ისეთ საქმეს ხელი არასდროს მოვკიდოთ, რომელსაც, სავარაუდოდ,შეუძლია პატივმოყვარეობამდე მოგვიყვანოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2022, 08:09 PM

"ცათა სასუფეველში გვირგვინოსანი ვერ შევა იგი, ვინც პირველ, მეორე და მესამე უარყოფას არ აღასრულებს. პირველი უარყოფა - ეს არის უარყოფა სოფლისა, ნათესავთა და ყოველგვარ საგანთა; მეორე უარყოფა - საკუთარი ნებისა; მესამე - პატივმოყვარეობის დამარცხება, რაც მორჩილებას იწვევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2022, 09:32 PM

"რაც მეტად ცდილობ ჭკვიანად მოაჩვენო სხვებს თავი, იმდენად უგნური ხდები საკუთარი თავის წინაშე; რაც მეტად იწონებ თავს მოჩვენებითი ღირსებებით, იმდენად ნათლად ჩანს შენი უძლურება და მიწიერება"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 04:42 PM

"ეკრძალე პატივმოყვარეობას, გახსოვდეს, ის მტვერწაყრილ ნეხვს წააგავს, გზად რომ შეგხვდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2023, 08:51 PM

"განსაკუთრებით, ვინც პატივმოყვარენი ვართ, უფრო გვიჭირს წყენის, შეურაცხყოფის დათმენა და პატიება"

/მეუფე შიო მუჯირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2023, 08:39 PM

"ყველაზე არასასიამოვნო უნარი - არის პატივმოყვარეობა"

/ღირსი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 11 2023, 05:51 PM

"ასე, მარადის ზრუნვით, ყოვლითურთ უნდა დავიცვათ თავი ცუდმედიდობისგან. ხოლო თუ არ ვიფხიზლებთ, არამედ ხშირად მივიდრიკებით ცუდმედიდობის გულისზრახვებისაკენ, მაშინ, რომ გაიდგამენ ფესვს, ისინი ჩვენში წარმოშობენ ქედმაღლობასა და სიამაყეს - დასაბამსა და დასასრულს ყოველგვარი ბოროტებისა"

/ღირსი ნილოს სორელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 14 2023, 08:11 PM

ცუდმედიდობა = პატივმოყვარეობა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2023, 02:21 PM

"მაგრამ მოწყინების ეშმაკზე გაცილებით საშიში ამპარტავნებისა და პატივმოყვარეობის ეშმაკია. წმინდა მამამ [იოანე სინელი] არა ღვთის, არამედ პატივმოყვარეობის გამო გადაიფიქრა სენაკიდან გასვლა. უფრო ნაკლები ბოროტება უფრო მეტი ბოროტებით გადაიფარა; მოწყინება გაცილებით ნაკლები ბოროტებაა, ვიდრე პატივმოყვარეობა. პატივმოყვარეობა ის მდგომარეობაა, რომელიც ყველა სხვა ცოდვას შთანთქავს. შეიძლება ადამიანმა ყველა ცოდვას დააღწიოს თავი პატივმოყვარეობის - პატივისა და დიდების მისაღებად, მაგრამ ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დამღუპველი გახდება მისთვის, ვიდრე სხვა ცოდვაში ყოფნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2023, 07:07 PM

"პატივმოყვარეობის ისეთ მდგომარეობაშიც კი არიან ადამიანები, როდესაც არავინ არ უყურებს, მაგრამ მაინც სხვათა დასანახად მოქმედებენ. მათ საპირისპიროდ, არსებობენ სიმდაბლის უმაღლეს საფეხურზე მყოფი ადამიანები, რომლებიც არასოდეს, არც განმარტოებით ყოფნის დროს არ ებადებათ აზრი, სხვების დასანახად აკეთონ საქმეები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2023, 09:22 PM

"მთელი ზნეობრივი ბოროტების ძირისძირი არის თავმოყვარეობა"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2023, 08:19 PM

"როდესაც ადამიანს აქვს შიში ღვთისა, ერიდება პატივმოყვარეობას, რომელიც მას, საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ, შურით, სიძულვილით, ბოროტებით, უსიყვარულობით აღძრავს ხოლმე"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2023, 09:15 PM

"პატივმოყვარეობის, ამ საწყისი ცოდვის, სიმპტომებია: საყვედურის აუტანლობა, ხოტბათა წყურვილი, იოლ გზათა ძიება, განუწყვეტელი ორიენტირება სხვებზე, თუ რას იტყვიან? როგორი გამოჩნდება? რას იფიქრებენ? პატივმოყვარეობა შორიდანვე ამჩნევს მოახლოებულ მაყურებელს და მრისხანეს ალერსიანს ხდის, ფუქსავატს - სერიოზულს, დაბნეულს - გულმოდგინეს, გაუმაძღარს - თავშეკავებულს და ა.შ. ყოველივე ეს, სანამ მაყურებელი არსებობს"

/მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2023, 09:05 PM

"ვინც პატივმოყვარეა, წყენისას ადვილად აფთრდება, ესეც ამ კუთხით მოქმედი ავსულისთვის ადვილად შესამჩნევია"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2023, 01:36 PM

"არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) წერს: "წმიდა თეოფანე განმანათლებელის სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი ამპარტავნება თითის დაკარებისთანავე გაჰკივის - "მაძრობენო ტყავს". ამიტომაც ასეთი წყენიები ვართ. კარგად რომ დავაკვირდეთ, მივხვდებით, რომ ჩვენი ამგვარი ბუტიაობა მომდინარეობს პატივმოყვარეობისგან. აი, თურმე სად ყოფილა ბოროტების ფესვი! ჩვენ, უფალო, პატივმოყვარენი ვართ, გვიყვარს მხოლოდ ქება, უკიდურეს შემთხვევაში კი უსიტყვო აღიარება ჩვენი მოჩვენებითი ღირსებებისა და მცირე შენიშნვასაც კი ვერ ვიტანთ თვით სულიერი მოძღვრისაგან (ან სამსახურში უფროსისაგან). სახლში მშობლები ვერ აგვიტანია. არადა, ღმერთს უნდა ვმადლობდეთ, რომ ადამიანების პირით ამხელს ჩვენს მანკიერებას"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2024, 07:23 PM

"ასევე კეთილსინდისიერად და გადაჭრით ვებრძოლოთ პატივმოყვარეობის ვნებას. ეს ვნება არამხოლოდ ცოდვილებს ღუპავს საუკუნოდ, არამედ წმინდანებსაც განაწყობს იფიქრონ, რომ ისინი საკუთარი ძალით სათნო-ეყვნენ ღმერთს. გვახსოვდეს, რომ პატივმოყვარეობის ერთი მხოლოდ გულისსიტყვის გაჩენით კინაღამ არ დაიღუპა დიდი მესვეტე წმიდა სვიმეონი, როდესაც მას ცეცხლოვანი ეტლი წარმოუდგა და "ანგელოსებმა" შესთავაზეს ეტლზე ასულიყო, რათა ცად აემაღლებინათ, როგორც ერთ დროს წმინდა ილია წინასწარმეტყველი ამაღლდა. ნუ დაგვავიწყდება, რაოდენ დიდი ღვაწლი აიღო საკუთარ თავზე წმინდა სერაფიმე საროველმა დღედაღამ ქვაზე დგომით განუწყვეტელი ლოცვისა: "ღმერთო, მილხინე ცოდვლისა ამას", როდესაც პატივმოყვარეობის გულისთქმა ტანჯავდა მას შემდეგ, რაც უარი თქვა რუსეთის ერთ-ერთი სავანის წინამძღვარი ყოფილიყო და მიეღო არქიმანდრიტის წოდება. პატივმოყვარეობის გამო ჩვენ სულიწმიდის მადლსაც დავკარგავთ თავად ქრისტეანული ცხოვრების საფუძველსაც - რწმენას ქრისტეში, რაზედაც ოდესღაც მან თქვა: "ვითარ უკუე ხელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ?".

/მთავარეპისკოპოსი სერაფიმე სობოლევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2024, 08:49 PM

"როგორც ცეცხლის ალი ქვევით ვერ გაჩერდება და ყოველთვის ზევით მიიწევს, განსაკუთრებით, თუ გახურებეულ ნაკვერჩხალს აურევ, ასევე, პატივმოყვარის გული ვერ დამდაბლდება; და თუ მას მისთვის რამე სასარგებლოს ეტყვი, კიდევ უფრო გამედიდურდება. ხოლო, როდესაც ამხელენ და შეაგონბენ, ამაზე მწვავედ რეაგირებს, წინააღმდეგობს; შექებისა და წახალისების შემთხვევაში კი მყისვე ცუდმედიდობას ეძლევა"

/ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2024, 06:56 PM

"რწმუნებული ი. ჟდანოვი, მასთან ერთად კი ა. იარანსკი მეუფეს [წმ. ლუკა ვოინო-იასაენეცკი] ახასიათებენ, როგორც პატივმოყვარესა და ამპარტავანს. მაგრამ წმიდა მამის ცხოვრება ადასტურებს, რომ პატივმოყვარე ვერ იქნება ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ძალა და მსახურება საკუთარი თავის სრული უარყოფითა და თავგანწირვით მოყვასის მსახურებას შეალია. ამპარტავანი ვერ იქნებოდა ქირურგი, რომლისთვისაც თითოეული ადამიანი ღვთის ტანჯული ქმნილება იყო, რომელსაც მისი დამხარება ესაჭიროებოდა"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2024, 07:41 PM

"ლოცვა - შინაგანი ცხოვრებაა, ხოლო პატივმოყვარეობა - თეატრალურობა, გარეგნული ცხოვრება, ადამიანებისთვის ცხოვრება. ლოცვა - ეს შინაგანი, უხილავი და ადამიანის პიროვნების ყოფიერების ყველაზე მძლავრი ფაქტორია; შეიძლება ასე ითქვას: ლოცვა - ეს ღერძია პიროვნებისა, პატივმოყვარეობა კი სახეს ნიღბით ცვლის და თვით ლოცვას წარმოდგენად აქცევს. პატივმოყვარეობა - ეს არტისტია სიწმინდისა, მას არ შეუძლია თავისი გონებით თავისივე გულში ჰგიებდეს, ის ეწევა როლების განუწყვეტელ რეპეტირებას, რომლებსაც ადამიანების წინაშე ითამაშებს, მათ შორის მლოცველის როლსაც. პატივმოყვარე თავისი ლოცვის მნიშვნელოვნობასა და ძალაზე დაიწყებს მინიშნებას, თხრობას არაჩვეულებრივ შემთხვევებსა და სასწაულებზეც კი, რომლებიც მისი ლოცვის დროს ხდება. როცა პატივმოყვარე ხალხის გარემოცვაში იმყოფება, მაშინ ის მზადაა საათობით ილოცოს, რათა ღვთისმოსაობისათვის ტაში დაიმსახუროს. პატივმოყვარეობის ვნება მას ლოცვისათვის დემონურ ძალას აძლევს, ხოლო როცა ის მარტო რჩება თავის თავთან, ლოცვის სურვილი უქრება. პატივმოყვარე არ ლოცულობს, ის ლოცვობანას თამაშობს, ამიტომ მისი ლოცვა უსულგულო და თავალთმაქცური ხდება. პატივმოყვარეობა თანდათანობით სიამაყეში გადადის. ამაყი ღვთის შემწეობის საჭიროებას არ გძნობს, მას მიაჩნია, რომ მისი პირადი სრულყოფილებაც საკმარისია იმისათვის, რომ სახარება აღასრულოს და აღემატოს კიდეც მას. ამაყი თავისი თავისთვის ღმერთი ხდება, ამიტომ ლოცვა ან საერთოდ ქრება, ან მის დროს აღარ არის კრძალულება. ის საუბრობს ღმერთთან, როგორც თავის სწორთან"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)