"საქართველომ ყველგან უნდა იქადაგოს ჭეშმარიტება, მაგრამ ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, ჯერ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რა არის ჭეშმარიტება, სად არის სიკეთე და სად - ბოროტება"
/საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/
"ჭეშმარიტების მაუწყებელი თავის სიწრფელეს აცხადებს, ცრუმოწმე კი - თავის სიყალბეს"
/იგავნი სოლომონისა, 12, 17/
"ჭეშმარიტება მოკლედ, ლამის სიტყვაძუნწადაა მოცემული საღმრთო წერილში, შენც ნუ შეუდგები ვრცელ, სიტყვამრავალ კვლევა-ძიებას!"
/წმ. ეფრემ ასური/
"ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება, მას ჯერ კიდევ არ შეუცნია იგი"
/წმ. გრიგოლ დიოლოღოსი/
"ჭეშმარიტება შეიძლება დროებით დაიჩაგროს, მაგრამ მისი საბოლოოდ დამარცხება შეუძლებელია"
/ნეტარი ავგუსტინე/
"ჩვენი ყველაზე დიდი მოვალეობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს ჭეშმარიტების გზაზე დადგომაში დავეხმაროთ"
/ილია II/
"ჭეშმარიტების ძიებას თავად ჭეშმარიტება აიძულებს ადამიანს"
"ჭეშმარიტებაა ყველაფერი, რასაც უფალი ბრძანებს"
"ჭეშმარიტება ყოველთვის თვით ღაღადებს საკუთარი თავისთვის"
"გამოცდილება კი გვარწმუნებს, რომ ჭეშმარიტება სამარეშიც ცოცხლობს, ბორკილებდადებულიც თავისუფალია, ბნელშიც ანათებს და ლაფში ამოსვრილიც სიწმინდეს ინარჩუნებს. ჭეშმარიტება დროს არ ექვემდებარება, იგი არც ძველი და არც ახალი; იგი უცვლელი იყო გუშინ, უცვლელია დღეს და ხვალაც უცვლელი დარჩება".
/ვლ. ველიმიროვიჩი, "ღმერთი და ადამიანები"/
"ჭეშმარიტების ძიებას საზღვარი არა აქვს. იგი უსაზღვრო და უკიდეგანოა"
"ჭეშმარიტება მარადიულია და ის ჩვენც უკვდავებად გვაქცევს"
"ჭეშმარიტება ყოფიერების სათავეა, ცხოვრების წყაროა, ქმნადობის მიზეზია. ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე წარმოუდგენელია ისტორიული განვითარება, სულიერი აღმავლობა.
ჭეშმარიტება არ არის დასრულებული ფენომენი, არამედ მუდმივმოქმედი პროცესია ძიებისა და წვდომისა, სადაც პიროვნების სულიერი და ფიზიკური ბუნება სრულყოფილად გამოვლინდება."
ფსალმუნი 88
3. "ცათა შინა განემზადოს ჭეშმარიტებაი შენი" - აქ არის მინიშნება ღვთის ძის განკაცების შესახებ, რადგან ქრისტე ჭეშმარიტებადაც იწოდება, ისვე როგორც მრავალი სხვა სახელით.
"ჭეშმარიტება ღვთის თვისებაა. თუ სიცრუეა ეშმაკის თვისება, ამის საპირისპიროდ, ცხადია, რომ ჭეშმარიტება ღვთის მახასიათებელი თვისებაა"
"ეკლესია - "ჭეშმარიტების სიმტკიცეა"
"ჭეშმარიტება სულიწმიდის მადლის მოქმედებით განემტკიცება ადამიანის გულში"
"არამხოლოდ ეკლესიის სწავლებაა ჭეშმარიტება, არამედ ჭეშმარიტებაა თავად ეკლესიის ცხოვრება"
ფსალმუნი 144
17. მართალ არს უფალი ყოველთა შინა გზათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა -
ეს არის უჭეშმარიტესი: ვინც ღვთის მცნებებს იცავს, არასდროს გადაუხვევს ჭეშმარიტების გზიდან. ვინც ღვთის მცნებებს ასრულებს და უფალს მიენდობა, მისი გზა ყოველთვის ჭეშმარიტი იქნება, რომელიც კაცს სიცრუესა და ბოროტებასთან არასდროს მიიყვანს.
"პავლე მოციქული ამბობს, რომ ეკლესია არის გოდოლი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა (1 ტიმ. 3,15)".
"ქრისტიანი ჭეშმარიტებაზე უნდა დუმდეს იმ ხალხის წინაშე, რომლებსაც შეუძლიათ ბოროტად გამოიყენონ მისი საუბარი"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"- აქვს თუ არა უფლება მართლმადიდებელს, სხვა რელიგიებს გაეცნოს? საშიში ხომ არ არის ეს მორწმუნისთვის?
- ადამიანს არავინ უკრძალავს ახლის შემეცნებას. უფალმა მას თავისუფალი ნება მისცა. ისე რომ, შეგვიძლია, შევისწავლოთ სხვა რელიგიებიც, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც აქ მოვალთ. ვისაც ჭეშმარიტება არ შეუცვნია, ცდილობს, სხვა სწავლებებში, ამაოებაში პოვოს ნუგეში."
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"ცოდნა - მიიჩნევა, რომ ეს არის ჭეშმარიტების ფლობა"
"თუ შენ ჭეშმარიტი ხარ სიტყვით და საქმით, მაშინ ეს ჭეშმარიტება გარეშემოგერტყმება შენ, როგორც საჭურველი"
/დეკ. მიქაელ გალდავა/
"თუ სიცრუეა ეშმაკის თვისება, საპირისპიროდ ამისა, ცხადია, რომ ჭეშმარიტება ღვთის მახასიათებელი თვისებაა"
/დეკ. მიქაელ გალდავა/
"ჭეშმარიტების შეცნობა სხვა არაფერია, თუ არ საღმრთო მადლის ჯეროვანი მიღება"
/წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
"რაც ჭეშმარიტება არ არის - ტყუილია და ამიტომ დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია"
"მხოლოდ ქრისტეს მოძღვრებამ შესძლო კაცობრიობის წყვდიადიდან გამოყვანა და ჭეშმარიტ გზაზე დაყენება. ამიტომ ჩვენც აღვაპყროთ სულიერი თვალები და დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით ვუღაღადოთ უფალს: "გამოავლინე ნათელი შენი და ჭეშმარიტება შენი, ესენი მიმიძღვეს და მიმიყვანეს მე მთასა წმიდასა შენსა, და საყოფელთა შენთა" (ფსალმ. 42,3)".
/დეკ. იოანე მამულაშვილი/
"საღვთო ჭეშმარიტების ნათელი საცნაურია და ყველასათვის ანათებს, მაგრამ გულბრმა ადამიანს ყველაფერი ბნელად და მიუწვდომლად მიაჩნია".
"დიდო და საშინელო უფალო, ყველა შენი გზა წყალობა და ჭეშმარიტებაა"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"სულის უკვადავების ჭეშმარიტება ქრისტიანობის ერთ-ერთი ძირითადი ჭეშმარიტებაა"
"ჩაეჭიდე ეკლესიას, რომელიც არის "ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე" (I ტიმ. 3,15) და გადარჩები; მის გარეთ დაიღუპები, რადგან მის გარეთ ეშმაკისეული ხიბლია"
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია"
/წმ. გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/
"თავად ჭეშმარიტება აღძრავს ადამიანს, ეძებოს ჭეშმარიტება"
/ღირსი მაკარი დიდი/
"შეირტყით წელზე ჭეშმარიტება და შეიმოსეთ სიმართლის აბჯრით (ეფ.6,12)"
"ჭეშმარიტების გზით უნდა მიდიოდეს ქრისტიანიც ცათა სასუფეველში. არაჭეშმარიტების გზა, ტყუილისა და ცრუ სწალების გზა არ არის მართალი გზა, ის ვერ მიგიყვანს ცათა სასუფეველში, ჭეშმარიტების სამეფოში"
/ეპისკოპოსი მიქაელ ლუზინი/
"და რა არის ჭემარიტება? ღმერთკაცი ქრისტე"
/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/
"ღვთიური ჭეშმარიტება არის ღვთიური სიყვარულის სული"
/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/
"ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანები არ სცოდავენ საქვეყნოდ. მაშ, მოდით ისე მოვიქცეთ, თითქოს ყოველთვის სხვების თვალწინ ვართ, ჭეშმარიტებაზე საჯარო ხომ არაფერია"
/ამბროსიასტე/
"ქრისტეს შეცნობა იგივე ჭეშმარიტების შეცნობაა"
/ნეტარი იერონიმე სტრიდონელი/
"ვინც გაიგებს ჭეშმარიტებას, მას სწამს ქრისტე, როგორც ჭეშმარიტება"
/ნეტარი იერონიმე სტრიდონელი/
"ადამიანური სახარება სიცრუეა. ყოველი ადამიანი ცრუა (რომ. 3.4), რადგან თუკი რაიმე სახის ჭეშმარიტება შეიმჩნევა ადამიანში, ის ადამიანში კი არა, ადამიანის საშუალებითაა ღვთისგან გამოვლენილი".
/ნეტარი ავგუსტინე/
"როგორც სიბნელეში ჯანმრთელი თვალითაც ვერ გავარჩევთ საგნებს, ასევე, ღვთის გარეშე ვერ ვიხილავთ ჭეშმარიტების წყაროს ნამდვილ ნათელს; და ჯანსაღი გონებითაც არ ძალგვიძს ჭეშმარიტების შეცნობა".
"საღვთო ჭეშმარიტება მიმოდის ამქვეყნად და ამოწმებს საკუთარ თავზე. მისი გულწრფელად მაძიებელი ყოველთვის იპოვის მას, და თუკი ვინმე ვერ პოულობს, მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეძებს; ხოლო იმიტომ არ ეძებს, რომ არ სურს იგი; არ სურს, რადგან არ არის ჭეშმარიტებისაგან".
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"რწმენა ჩვენს სულებს გადასცემს საუკუნო ჭეშმარიტებას, რომელიც ცოცხლობს ჩვენს გრძნობებშიი, აზრებსა და საქმეებში".
/ღირსი იუსტინე პოპოვიჩი/
"ღმერთი ძალაში კი არა, - ჭეშმარიტებაშია"
"სრული ჭეშმარიტება ღმერთზე, ადამიანის ბედნიერებასა და დანიშნულებაზე გაცხადდა ქრისტიანობაში".
"ვაი მას, ვინც გულისხმაჰყოფს ჭეშმარიტებას და ასწავლის მას სხვებს, თავად კი უგულებელსყოფს მას!"
"დაე, ცილი დასწამონ ჭეშმარიტებას, დაე, სძულდეთ სიყვარული, დაე, მოკლან სიცოცხლე, ჭეშმარიტება გამართლდება, სიყვარული გაიმარჯვებს, სიცოცხლე აღდგება!"
"ჭეშმარიტება ნათელივით შეუცვლელია"
"ჭეშმარიტების გზით ესწრაფეთ ჭეშმარიტ ცხოვრებას!"
"ჭეშმარიტება მსგავსია უგემური, მაგრამ მარგებელი წამლისა, რომლის სმაც უსიამოვნოა, მაგრამ მიღებისთანავე კურნავს".
"მოთმინება და სასოება! ყველა უმართებულობა, ყველა ტყუილი ადრე თუ გვიან იღუპება, მხოლოდ ჭეშმარიტებას არ ეშინია დროის: მხოლოდ ჭეშმარიტება არსებობს მარადიულად".
"ჭეშმარიტება, როდესაც მისთვის კვდებიან, მეტად ცხოველმყოფელია"
"ჭეშმარიტების არამარტო უნდა გჯეროდეს, არამედ უნდა ილაპარაკო კიდეც ჭეშმარიტება!"
"გამუდმებით ეცადე, საქმეში - სიწმიდეს და სიტყვაში - ჭეშმარიტებას გაუფრხილდე!"
"ამქვეყნად მხოლოდ ჭეშმარიტებაა უცვლელი და ფასეული, დიდი სისულელე კი მუდამ სისულელედ რჩება."
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/
"ვცოდეთ, უსჯულო ვიქმნენით და გეცრუენით შენ". დაგვინდე, ყოვლადსახიერო, შეღავათი გაგვიწიე, მოგვიახლოვდი, ამოგვათრიე. შენ ხარ ცხონება, ნათელი, ჭეშმარიტება".
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"ჭეშმარიტება ჭეშმარიტებაა, მაგრამ თუ ჭეშმარიტებას განუსჯელად იტყვი, ის უკვე ჭეშმარიტება აღარ იქნება"
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"თუ ადამიანს უნდა, მრავალი საშუალებაა იმისთვის, რომ შეიცნოს ჭეშმარიტება"
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"მხოლოდ ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანი ცხოვრობს ჭეშმარიტად და არის ჭეშმარიტად ღვთის ადამიანი"
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"არც კაცი, არც ბალახი, არც მტვერი, არცა სხვა რამ ქვეყნიერებაზედ არ გაჩენილა თავისთავად და არც წარმოსადგენია მათი ყოფნა, მათი არსებობა, მათი მოქმედება და მოძრაობა მხოლოდ მათივე ძალით, მათივე დამოუკიდებლობით, მათი საკუთარი თვისებით. ყველაფერი, რასაც თვალით ვხედავთ და რაზედაც ჭკუა მიგვიწვდება, არის ღვთის ქმნილება და ღვთისავე მოწყალებით არსებობს. ეს შეურყეველი დაურღვეველი ჭეშმარიტებაა"
/ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე/
"ძალიან სახიფათოა ღვთის შესახებ თქვა ის, რაც თავში მოგივა, რაც არ უნდა დიდ ჭეშმარიტებად გეჩვენებოდეს იგი. ღვთის შესახებ ჭეშმარიტი სიტყვა მხოლოდ ღვთის სიტყვაა!"
"ჭეშმარიტება, ღრმადაც რომ დამარხოს უსამართლობამ, ოდესმე მაინც იჩენს თავს, და სიმართლე ისე არ დაიმალება, როგორც შუბი ხალათში".
/აკაკი წერეთელი/
"ჭეშმარიტება თავის თავად მჭერმეტყველია და დაურღვეველი!.."
/აკაკი წერეთელი/
"ჭეშმარიტება ხშირად მსხვერპლსა გთხოვს...
სიმართლე ქვეყნად თუმცა ძნელია,
მაგრამ მაინც კი ყველა გვირგვინზე
ეკლის გვირგვინი სანატრელია".
/აკაკი წერეთელი/
"ჭეშმარიტების სიტყვებს, რომლებიც ცხოვრებით არაა გამართლებული, შეუძლიათ, ჭეშმარიტებაში დაეჭვებამდეც კი მიგიყვანოთ"
"იმისათვის, რომ ჭეშმარიტება სრულიად შევიცნოთ და ამაოდ არ ვბრძნობდეთ, ყველა შესაცნობი საგანი ერთნაირად არ უნდა გვაინტერესებდეს და ყურადღებას განურჩევლად ყველაფერს არ უნდა ვაქცევდეთ"
"ჭეშმარიტება მაშინაა ცოცხალი, როდესაც მთელ თავის საფასს იღებს, როდესაც მისი მნიშვნელობა ცხოვრებით მართლდება"
"ჭეშმარიტების თვისებაა, რომ შეუძლებელია მისი ძალის ვერშეგრძნობა. და ისინი, ვინც ჭეშმარიტების შუქით არ ბრწყინავენ, ჰგვანან ბრმებს, რომლებიც მზეს ვერ ხედავენ, მაგრამ მზის სხივების ზემოქმედების ძალას გრძნობენ".
"ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ჭეშმარიტებამ გადამეტებული სიმკაცრით არ განდევნოს მოწყალება, რათა ეს მოწყალება გადამეტებული შემწყნარებლობით ჭეშმარიტებას არ დაშორდეს"
"როგორც გამობრწყინდება ღრუბლებიდან ელვა, ასევე ლოცვიდან - ჭეშმარიტებისა და გონიერების ნათელი"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ჭეშმარიტებისა და სიკეთის ნამდვილ მეგობარს ისინი ნებისმიერი ფორმით უყვარს, მაგრამ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი ფორმა უბრალოებაა"
"დავცინით წარმართს, რომელიც ბრმა რწმენით ემხობოდა კერპის წინაშე, რათა მასში დამალულ ცრუპენტელას მიერ მოესმინა ჭეშმარიტება, მაგრამ განა ნაკლებად სამარცხვინოა, რომ რომელიმე "ბრძენთაბრძენი" გააკერპებს თავის შეზღუდულ გონებას და მხოლოდ ამ კერპის ბაგეთაგან სურს ჭეშმარიტების მიღება?!"
"ჩვენი პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გვმოძღვრავს: "...მე ვაფთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკავებულნი და ყურადღებიანნი. ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლო არს!"
"ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტების შემეცნების ხარისხი ყოველთვის ჩვენი ღვთივსათნო ცხოვრების წარმატებებს შეესაბამება"
"ეკლესიას ყველა კრიტიკულ კითხვაზე აქვს პასუხი, რადგანაც იგი ეყრდნობა სახარებისეულ ჭეშმარიტებას"
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"შვიდი სვეტი - შვიდი საეკლესიო განჩინება - მტკიცედ და ურყევად იჭერს ეკლესიის სადავეებს, კანონებით იცავს ღვთის ჭეშმარიტებას სამყაროში".
"უგუნურებაა, დაეჭვდე სწავლების ჭეშმარიტებაში, რომელიც ღვთისგან არის განცხადებული,ურიცხვი მოწამის სისხლით დაბეჭდილი, სასწაულებით დამტკიცებული, და თვით ბოროტი სულების მიერ აღიარებული: მაგრამ უმეტესი უგუნურება ისაა, რომ გწამდეს ამ სწავლების ჭეშმარიტება, მაგრამ ცხოვრობდე ისე, თითქოსდა იგი ჭეშმარიტება არ იყოს!"
"სხვაა საგნების ხედვა და სულ სხვაა - ხედვა ჭეშმარიტებისა. რამდენადაც მზე განსხვავდება მთვარისაგან, იმდენად მეორე სასარგებლოა პირველზე"
/წმ. მარკოზ მოსაგრე/
"ჭეშმარიტებას კი არ მოიპოვებენ, არამედ - შეიწყნარებენ, და ის ამაოდ დაშვრებოდა, ზეციური ძალებიდან რომ არ იღებდეს მასალას თავისი სამუშაოსთვს. ეს უმაღლესი ძალა რწმენაა!"
/წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი/
"ნუთუ ფიქრობენ, რომ ღვთის - ქრისტეს ჭეშმარიტება განზე დგას ბუნებრივი ჭეშმარიტებისაგან, რომელიც სასარგებლოა ადამიანისა და საზოგადოებისათვის, და რომ ამ უკანასკნელს ისევე შეუძლია პირველის გარეშე ცხოვრება, როგორც - მასთან შეერთებით?! შეხედეთ ხალხებსა და ადამიანთა საზოგადოებებს, ქრისტიანულსა და არაქრისტიანულს. განა იქ არ ანათებს ბუნებრივი ჭეშმარიტება: საბუნებისმეტყველო, გონებრივი, ზნეობრივი, შემოქმედებითი, - კეთილმოწყობილი და გამშვენებული ადამიანთა საზოგადოებისათვის, სადაც ანათებს ღვთისა და ქრისტეს ჭეშმარიტების მზე? განა ღამე არ ფარავს ხალხების ცხოვრებას? გამოაძევეთ მზე სამყაროდან: და რა დაემართება მას? გამოაძევეთ გული სხეულიდან: რა დაემართება მას? განა საჭიროა ამაზე საუბარი? გამოდევნეთ ღვთისა და ქრისტეს ჭეშმარიტება ადამიანთა მოდგმინდან: მას იგივე დაემართება, რაც სხეულს - გულის გარეშე, რაც სამყაროს - მზის გარეშე!"
"ჭეშმარიტებისა და სამართლიანობისათვის მებრძოლი, პირველ რიგში, თვითონ უდნა იყოს ჭეშმარიტი და სამართლიანი"
"უფალი ყველანაირად ცდილობს, ყველა ადამიანის გულში შევიდეს, ყველამ შეიცნოს ჭეშმარიტება"
"კარგი გონებისათვის, სხვათა განსჯისას, ბუნებრივია ჭეშმარიტების და არა - სიტყვის სიყვარული"
/ნეტარი ავგუსტინე/
"დაადუმო ჭეშმარიტება, ნიშნავს, ოქრო დაფლა მიწაში!"
/ამბა ევაგრე/
"ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება, მას ჯერ კიდევ არ შეუცვნია იგი"
/წმ. გრიგოლ დიოლოღოსი/
"ურთიერთსაპირისპირო მიდგომების მიღმა გადის ჭეშმარიტება"
/მამა გურამ ოთხოზორია/
"წმინდა მამა [იოანე სინელი] კიდევ ერთხელ შეგვაგონებს, - თუ ვინმეს ჭეშმარიტების შესახებ ვასწავლით და ქრისტეს მცნებებს ვუქადაგებთ, უნდა ვასწავლოთ მათ, ვინც ამ სწავლების მიმღებია. ხოლო მათ, ვისაც სწავლების მიღება არ სურს, უნდა განვეშოროთ"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ჭეშმარიტების მეძიებელი და მასში ჩვენი ურყევად განმამტკიცებელი მადლის ნაყოფები და ნიშნებია: ცრემლი, შემუსვრილება, სიმდაბლე, თავშეკავება, მდუმარება, მოთმინება, განმარტოება და სხვა მსგავსი სათნოებანი"
/ღირსი გრიგოლ სინელი/
"ჭეშმარიტების ძიებას თავად ჭეშმარიტება აიძულებს ადამიანს"
/ღირსი მაკარი დიდი/
"იესო, გზაო, ჭეშმარიტებავ და სიცოცხლევ, გმადლობ, რადგან საღვთო, მაცოცხლებელ სიტყვებამდე და ჭეშმარიტებამდე შენ მიმიყვანე"
"ჭეშმარიტება გაცილებით უფრო მეტად შეიცნობა საქმეებით, ვიდრე სიტყვებით"
/წმ. დიდმოწამე პანტელეიმონი/
"ეძებო ჭეშმარიტება - ეს იგივეა, რომ ეძებო სიყვარულის საგანი.
ხოლო ეძებო ჭეშმარიტება იმისათვის, რომ ის იარაღად გამოიყენო, ეს ნიშნავს ეძებო ჭეშმარიტება სიძვისთვის. ვინც მას ამ მიზნით ეძებს, ჭეშმარიტება მას ძვალს მიუგდებს, თვითონ კი მისგან ცხრა მთას იქით გადაიკარგება; ცხრა მთას იქით, ძვირფასებო!"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ცილისწამება ვერას ავნებს ჭეშმარიტებას, მაგრამ გულს აზიანებს"
"ჭეშმარიტებას არ სჭირდება შელამაზება,
საკმარისია, რომ ის სინამდვილე იყოს"
"ჭეშმარიტება გულით შეიცნობა და არა ენით!"
"ჭეშმარიტება ყოველგვარ ცოდნასა და უნარს ემალება"
"სჯობს უჩვეულო ჩვეულებრივ საგანში დაინახო, ვიდრე - პირიქით, რამეთუ ჭეშმარიტება ამ სამყაროში დაფარულია"
"ვინც მოიპოვა ღვთიური მადლი, უწყის ჭეშმარიტება"
/მამა მარკელ კარაკალელი/
"ჭეშმარიტება მარტივია, მაგრამ მისი შეცნობისთვის საჭიროა სუფთა გული და მდაბალი გონება"
"ჭეშმარიტება მაშინ ზეიმობს, როდესაც მისთვის თავს წირავენ"
/ღირსი სებასტიან კარაგანდელი/
"ვინც ჭეშმარიტებას ეძებს, ის ღმერთს იპოვის"
"განა ასი ჭეშმარიტება არსებობს? - ჭეშმარიტება ერთია"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ის, რაც ქრისტესთან არის დაკავშირებული, აბსოლუტური ჭეშმარიტებაა"
/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/
"სხვა ადამიანებს უნდა მოუსმინო და შემდეგ მათი ნათქვამიდან მარცვალ-მარცვალ ამოკრიფე ჭეშმარიტება"
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/
"ჭეშმარიტება მარტივია, მაგრამ მისი შეცნობისთვის საჭიროა სუფთა გული და მდაბალი გონება"
"ის [მართლმადიდებლობა] მრავალწახნაგოვანი ბრილიანტია, რომელსაც საიდანაც არ უნდა შეხედო, ახლებურად წვდები ჭეშმარიტებას"
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ჭეშმარიტებას ჩასწვდეს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"სადაც ბევრი ჭეშმარიტებაა, იქ ბევრი მადლიცაა; საცა ცოტა ჭეშმარიტებაა, იქ მადლიც ცოტაა. ჭეშმარიტება მადლმოსილს ხდის იმას, ვინც მას შეიცნობს. მადლი ჭეშმარიტების გვერდით ვალს და განუყოფელია მასთან"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ვინც ჭეშმარიტება უწყის, მასში დაივანებს ჭეშმარიტება და მისი თანაზიარი ხდება, არა ნახევარი, არამედ სრული ადამიანი. ჭეშმარიტება აღავსებს, სრულჰყოფს, მაშინ, როდესაც სიცრუე ანაწევრებს და ადამიანს ფერფლად აქცევს"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"რას ნიშნავს "კეთილად ვალს"? ეს ნიშნავს, რომ როგორც გულითაა მიღებული ჭეშმარიტება, ასევე უნდა გეპყრას იგი გონებითა და გრძნობებით, როგორც ეს ჭეშმარიტებას შეჰფერის. ამგვარად, ჭეშმარიტებაა ის, რომ ღმერთი ყველგან მყოფობს და ყველაფერს ხედავს. ვინც ამ ჭეშმარიტებას გულით მიიღებს და საკუთარ თავში დაიცავს მას, - როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად, - ისე, თითქოს მის წინაშე თავად უფალი იდგეს და ყოველივეს ხედავდეს, ის იქნება და ივლის ამ ჭეშმარიტებით. ის, რომ უფალი ყოვლისმპყრობელია და მის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, ესაა ჭეშმარიტება. ვინც მას გულით მიიღებს და რასაც უნდა აკეთებდეს, გამუდმებით მას მიმართავს ლოცვით შეწევნისათვის და ყველაფერს, რაც მას თავს მოხდება, მიიღებს, როგორც ღვთის ხელიდან მომავალს, ის ადამიანი ივლის კიდეც ღვთის ჭეშმარიტებით. ის, რომ სიკვდილმა ნებისმიერ წამს შეიძლება, გაგვიტაცოს და სიკვდილის შემდეგ კი გარდაუვალად სამსჯავრო გველის, ეს ჭეშმარიტებაა, და ვინც ამ ჭეშმარიტებას გულით მიიღებს და ისე იცხოვრებს, ყოველ საათსა და წუთს, თითქოს ეს ესაა სიკვდილი იტაცებდეს და სულ ახლოს იყოს სამსჯავრო ღვთისა, იგი ივლის ჭეშმარიტებით. ასევეა ყველა დანარჩენ ჭეშმარიტებასთან დაკავშირებითაც"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"საკუთარ თავში ქრისტეს ჭეშმარიტებას უნდა ვასხამდეთ ხორცს. ქრისტეს ჭეშმარიტება ხომ დაცემულის აღდგინებაა! ასე რომ, განაგდე ძველი კაცი, ხიბლის და ვნების მიერ დატყვევებული და შეიმოსე ახალი, რომელიც ღვთის მსგავსებით არის შექმნილი სიმართლითა და ჭეშმარიტების მსგავსებით. ამ შემთხვევაში თავისთავად იხილავ, რომ უფალი იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი მაცხოვარი არა მხოლოდ სოფლისა, არამედ, პირადად შენი"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ისინი, ვინც ეკლესიის შვილები არიან, ჭეშმარიტებაში არიან, ისინი ფლობენ ჭეშმარიტებას, ხოლო ვინც ჭეშმარიტებაში არ არიან, ისინი არ ეკუთვნიან ეკლესიას.
ის, ვინც ჭეშმარიტებას ღალატობს, ღვთიურ მადლს განეშორება და ამით ის ეკლესიის წევრად ყოფნასაც წყვეტს"
/აკაკი მინდიაშვილი/
"სიყვარული და ჭეშმარიტება ერთმანეთისგან განუყოფელნი არიან. როგორც სხვადასხვაგვარმა სურვილებმა დაიკავეს სიყვარულის ადგილი, ასევე ცრუ იდეებმა დაიკავეს ადგილი ჭეშმარიტებისა, ცრუ ღმერთებმა კი - ერთი ჭეშმარიტი ღმერთის ადგილი"
/მამა კალისტრატე/
"უმაღლესი ჭეშმარიტება ყოველივედან, რისი წარმოთქმად ადამიანს სიტყვით შეუძლია - ეს ღვთის სახელია, ჭეშმარიტების ღვთისა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ჭეშმარიტებას ქრისტესთან მივყავართ, სიცრუეს - სატანასთან"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ჭეშმარიტება ნიშნავს წერსრიგს შიგნით და წესრიგს გარეთ, წესრიგს სულში, წესრიგს სხეულში, საზოგადოებაში, მთელ სამყაროში, ყველაფერში წესრიგი - ეს არის ჭეშმარიტება"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"სულო ჩემო, ღვთის მიერ შექმნილო ჭეშმარიტების ტაძარო! ვაი, რომ, ჭეშმარიტების აჩრდილის შენში მიღებით, ჭეშმარიტების ნაცვლად სიცრუის თაყვანისცემით შენ საკერპოდ იქცევი!"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ჭეშმარიტების შესახებ უდროო, ცოდნაზე აღმატებული, ამპარტავნული მსჯელობა შობს ერესებს, ცდომილებებსა და ღვთისგმობას"
"ითმინე ჭეშმარიტების აღმსარებლობის მტკიცე სიტყვით პირზე და გულში"
"ღმერთკაცი? - ეს საყოველთაო ჭეშმარიტებაა მთელი ადამიანური სამყაროსი, ჭეშმარიტება ყოველი სულიერისა!"
"ვისაც განსსაცდელები არ შეუცვნია, ის ვერ შეიცნობს ჭეშმარიტებას"
/წმ. ნექტარიოს პენტაპოლელი/
"ხოლო თუ რწმენასა და ზრახვებში ძლიერი ხარ და გინდა, მტერი შეარცხვინო, მაშინ უპასუხე: "ეკლესიას ჭეშარიტების სწამს". და თუ ის გკითხვას: "რა არის ჭეშმარიტება?" უთხარი: "ეს ის არის, ვისაც სწამს ეკლესიის" და გონებაში მუდამ იესოს ლოცვა იმეორე"
/არქიმანდრიტი კლეოპა (ილიე)/
"ჭეშმარიტება არის ცხონების წყარო და მიზეზი"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ჭეშმარიტებაა ცხონების დასაბამი! სწორი აზროვნებაა ცხონების დასაბამი! წარწყმედის საწინდარი კი არის ჭეშმარიტებისგან განდგომა არასწორი აზროვნების შეთვისების გზით. ყოველგვარი გადახრა წმ. ჭეშმარიტებისგან და ცრუ, ამ სწავლების საპირისპირო აზრის მიღება ღმერთის გმობისა და მისგან განდგომის საშინელ ცოდვასთან არის შეერთებული"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"გსურს მისი მოსმენა - წმინდა ჭეშმარიტების სულიერი ხმის მოსმენა? - სახარების კითხვა ისწავლე: მისგან მოისმენ ჭეშმარიტებას, მასში დაინახავ ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტება გაგიმჟღავნებს შენს დაცემასა და სიცრუის საკვრელებს, თავის მოტყუების საკვრელებს, რომლებითაც უხილავად არის შეკრული ყოველი ადამიანის სული, რომელიც სულიწმიდით არ არის განახლებული"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)