შეიძლება უცნაურ და ინტრიგნულ კითხვას ვსვამ, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს მართლმადიდებლობის აზრი ამ საკითხზე:
მამა ღმერთს რა პიროვნული თვისებები გააჩნია? და საერთოდ მოიაზრება თუ არა პიროვნებად? თუ პიროვნება მხოლოდ ძე ღმერთის ასპექტია? როცა ვამბობთ მამაო ჩვენოს ვის ვგულისხმობთ? ოღონდ ახლა კანონიკური წერილები არ დამიდოთ აქ. მოკლედ, გასაგებად და თქვენი ენით ამიხსენით.
Atman
afxazi
მგონი ვერ მიმიხვდი, მშობლობა და შვილებზე ზრუნვის თვისება ყველა მამის თვისებაა. უბრალოდ ის მაინტერესებს, როგორც პიროვნება, თავის თვისებებით, სილამაზით, ხასიათით, გარეგნობით ჩანს თუ არა სადმე და როგორ მოიაზრება? თეთრი წვერი რომ არ აქვს იმედია ყველა ვხვდებით, მაგრამ როგორია?
Atman
afxazi
კაცოოო გამაგიჟებ შენ, ჭკვიანი კაცი მგონიხარ. რა შუაშია მატერიალური. მატერიალური სამყარო სულიერი სამყაროს უბადრუკი ჩრდილი და ანარეკლია და ადამიანის თვისებები იქიდან მოდის და ფერმკრთალდება და მახინჯდება.
ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის სახედ და ხატად, ესე იგი აქვს რაღაც პიროვნული ნიშნები და თვისებები ხო? მე განა გეკითხები რა თვისებები აქვს მითხარითქო, მე ვკითხულობ, არის თუ არა წმინდა წერიულებში ასეთი ინფორმაცია სადმე?
Atman
რად უნდა ამდენი ფილოსოფია მაგას. მამას თუ ვუწოდებთ, ესე იგი არის პიროვნება, გააჩნია 3 ასპექტი როგორც შენ ამბობ, ძის სულიწმიდის და მამის და სამივე ერთია, გეთანხმები, მაგრამ თან ერთია და თან განსხვავდება ამაშიც დამეთანხმები ცხადია. ჰოდა რო განსხვავდება, მამას რა თვისებები აქვს პიროვნული.
რაც შეეხება პიროვნულ თვისებებს, ვედებში იგი დახასიათებულია როგორც "ყველაზე მიმზიდველი", "ყველაზე ლამაზი", "ყველაზე მდიდარი", "ყველაზე ძლიერი", "ყველაზე განდგომილი", "ყველა მისტიკური თვისების მფლობელი" და ა.შ. მას აქვს ინდივიდუალობა და უზენაესი პიროვნებაა. იგი უნდახავთ დიად სულებს სხვადასხვა ფორმით, მაგრამ აქვს უზენაესი ფორმაც. რა წერია ამასთან დაკავშირებით ბიბლიაში? უნახავს ვინმეს პიროვნული სახით? როგორ აღწერენ?
Atman
თუ სწორად მახსოვს,სამების ერთარსობის განსამარტებლად, მოძღვრები სხვადასხვა შედარებებს იყენებენ. ერთ-ერთი ასეთია: ადამიანი ღვთის ხატად შეიქმნა და როგორც მას აქვს გონება, აზრი, რომელსაც სიტყვით გადმოსცემს და ძალა, რომ ესა თუ ის ქმედება განახორციელოს, თუნდაც საგანი დაძრას ადგილიდან, ამისთვისაცხომ არის ძალა საჭირო? ასევე ღმერთს გააჩნია გონება, სიტყვა და ძალა. ძე ღმერთი წმიდა წერილში სიტყვად მოიხსენიება, სულიწმიდა მადლი ანუ ძალაა და მამა ღმერთი გონება.
მზეე შეიძლება რო შეადარო მზე არი მამა ნათელი ძე და სითბო სული წმინდა ასე რომ ვთქვათ... ადამიანი რო შეადარო თვითონ ადამიანი, სიტყვა და სული რომლითაც ლაპარაკობს ანუ სიტყვას ამბობს ოღონდ ღმერთის შემთხვევაში სიტყვაც და სულიც "გვამოვნებითია" რავიცი იმედი მაქ ზუსტად ვწერ, ანუ უფრო აღმატებულია ვიდრე ადამიანის შემთხვევაში
gvasalia
ადამიანზე იგიგვე არ ვთქვი მეც?
ხოო
afxazi
კარგი მართლმადიდებლური მიდგომა გასაგებია მაგ საკითხისადმი. ახლა ისიც მაინტერესებს, სახელი რა ქვია მამა ღმერთს
Atman
Atman
ეს შედარებაა მხოლოდ. იმისათვის, რომ გავიგოთ სამების ერთარსება. ისე კი ცხადია მამა ღმერთიც პიროვნებაა, ძეც და სულიწმიდაც
afxazi
ვედებში რამდენიმე სახელით მოიხსენიებენ, ზოგიერთი მისი პიროვნული სახელია, მაგალითად: კრშნა, ვასუდევა, გოვინდა, გოპალა, მადანა-მოჰანა (სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც შეხვედრა-განშორება), კეშავა, მადჰუსუდანა... ზოგი მისი ფორმითი, ანუ "ფუნქციონალური" (სწორად ვერ გამოვხატავ) სახელებია: ვიშნუ, ნარაიანა... ავატარულ სახელებს აღარ ჩამოვთვლი, ბევრია...
მე პირადად ეჭვი მაქვს რომ ქართული "კოპალა" "გოპალადან" მოდის, ლომისა კი "ნარასიმჰადან" (ნიშნავს ლომისთავას და ღმერთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელია).
ბევრს მიაჩნია რომ ეს სახელები სხვადასხვა ღმერთებს აღნიშნავენ და ვედური ცივილიზაცია მრავალღმერთიანი და წარმართული ჰგონიათ, მაგრამ ეს სახელები ერთი ღმერთის სხვადასხვა სახელებია.
lamara
Atman
სულ გამაგიჟებ მე შენ. მე მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაზე გელაპარაკები, შენ კიდევ ვედებს მიხსნი
გამიხარდა ისე რომ დაბრუნდი ფორუმზე.
afxazi
ჯერ ბოლომდე არ გადამიწყვეტია დავბრუნდი თუ არა
რა შუაშია ვედები, ღმერთი მარტო ქრისტიანებისაა თუ მანამდე არ იცოდნენ ვინ იყო?
თუ გინდათ ვისაუბროთ ამ თემაზე. კამათი არ მინდა ერთმანეთის ცოდნა შევაჯეროთ და გავანათლოთ ერთმანეთი, თუ არადა რა პრობლემაა მე ვედებში გავერკვიე ცოტა, თქვენ ბიბლიაში გამარკვევთ და ვიყოთ ასე მეგობრულად
თუ ფიქრობთ რომ ამ ფორუმზე ვედების პროპაგანდას ვეწევი გავჩერდები. მართლა არ მინდა თავები აგატკიოთ
Atman
afxazi
მოკლედ შევთანხმდით რომ მამასაც აქვს სახელი თუ არა?
"რა გელაპარაკოთ ცისა, როცა არ გესმით მიწისა", მგონი მივაგენი ტექსტებს სადაც ცისა არის აღწერილი. რა თქმა უნდა ვედებს ვგულისხმობ, ჰოდა ვიკვლევ ახლა საფუძვლიანად და გამხადა იმპერსონალისტიდან პერსონალისტი, ანუ პიროვნული ღმერთის თაყვანისმცემელი ღმერთი სიყვარული რომ მეგონა, მარტო სიყვარული და აბსტრაქტული არ ყოფილა და პიროვნული ფორმა მარტო ძეს არ ქონია თურმე, ხედავ შენ? რას არ გაიგებ კაცი
Atman
afxazi
http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli.htm გადახედე ყველაფერს ნახავ სახელზეც წერია...
Atman
წმინდა იოანე დამასკელი
მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა
თავი მეცხრე
ღვთისადმი თქმულთა შესახებ
ღვთაება მარტივია და შეუდგენელი. შედგენილი ისაა, რაც მრავალთა და განყოფილთაგან შემდგარა. ამიტომ, თუ ღმერთთან დაკავშირებით ვიტყვით, რომ შეუქმნელობა, დაუსაბამობა, უსხეულობა, უკვდავება, საუკუნოობა, კეთილობა, შემოქმედებითობა და სხვა ამგვარნი არსობრივი განყოფანია, მაშინ ის, რაც ამათგან შემდგარა, მარტივი კი არ იქნება, არამედ შედგენილი, ეს კი უკიდურესი უღვთოებაა. ამგვარად, გვმართებს ვიფიქროთ, რომ ყოველივე, რაც ღვთის შესახებ არის თქმული, აღნიშნავს არა რამ არსობრივს, არამედ ცხადყოფს ან იმას, თუ რა არ არის იგი, ანდა რამ მოთვისეობას მისას საპირისპიროთა მიმართ, ან კიდევ იმას, რაც თანმხლებია ბუნებისა, ან მის მოქმედებას.
ღვთის შესახებ თქმულ სახელთაგან ყველაზე უფრო საკუთრივი ჩანს „არსი“, როგორც თქვა თვით მან, როდესაც მთაზე ასე მიუგო მოსეს. „უთხარი ისრაელის ძეებს. მან, არსმა, მომავლინა მე„ (გამოსვლ. 5,14), რადგან თავის თავში შემოუცავს მას მთელი არსებობა, როგორც არსების ზღვას, უსასრულოსა და უსაზღვროს. წმინდა დიონისეს თქმით, უსაკუთრესი სახელია „კეთილი“, რადგან შეუძლებელია ღვთის შესახებ ჯერ არსებობა ითქვას, შემდეგ კი - კეთილი.
მეორე სახელია „თეოს“ (ღმერთი), რაც ითქმის ან სიტყვისგან „თეეინ“ (სრბოლა) და გულისხმობს ყოვლიერვბის გარემოვლას, ანდა - სიტყვისგან „აითეინ“, რაც ნიშნავს დაწვას, რადგან ღმერთი არის ყველა ბოროტების დამწველი ცეცხლი, ან კიდევ - სიტყვისგან „თეასთაი“ (ჭვრეტა), რაც მიანიშნებს ყოვლის მჭვრეტელობაზე, რადგან ღმერთი თვალმოუცილებელია და ყოვლისმხედველი, რომელმაც განჭვრიტა ყოველივე ვიდრე მათ შექმნამდე (დან. 13,42), უჟამოდ მოიაზრა რა ისინი. ამიტომ, თითოეული მათგანი იქმნება წინასწარგანსაზღვრულ ჟამს, თანახმად ღვთის ნებელობითი, უჟამო მოაზრებისა, რაც არის წინაგანსაზღვრულობა, ხატი და ნიმუში.
ამრიგად, პირველი სახელი თვით არსებობის წარმომაჩინებელია (და არა იმისა, თუ რა არის), მეორე კი - მოქმედებისა. ხოლო დაუსაბამობა, უხრწნელება, დაუბადებლობა ანუ შეუქმნელობა, უსხეულობა, უხილავობა და სხვა ამგვარი იმას ცხადყოფს, თუ რა არ არის იგი, კერძოდ, რომ არ დაწყებულა მისი არსებობა, რომ არ იხრწნება იგი, რომ არ იქმნება, არ არის სხეული, არ იხილვება. ხოლო სახელები: კეთილი, მართალი, წმინდა და სხვა ამგვარნი ბუნების თანმხლებნი არიან და არა თვით არსების ცხადმყოფელნი. რაც შეეხება სახელებს: უფალი, მეუფე და სხვა ამგვარი ისინი წარმოაჩენენ მის მოთვისეობას საპირისპიროთა მიმართ, რადგან უფლებულთა მიმართ ითქმის ეფალი, მეუფებულთა მიმართ - მეუფე, შექმნილთა მიმართ - შემოქმედი და დამწყსილთა მიმართ - მწყემსი.
afxazi
ხო დაგიწერე იმდენი სახელი, კიდე გინდა სხვებიც? ჩვენგან განსხვავებით ღმერთს ბევრი სახელი ქვია და პიროვნული სახელიც კი ბევრი აქვს. ყველაზე ცნობილია ვიშნუ, კრშნა, რამა, ჰარი, გოვინდა (ძროხების მწყემსი)...
სხვათა შორის რამაიანას და ვეფხისტყაოსანის ფაბულა თითქმის ერთი და იგივეა. ძალიან ბევრი დამთხვევაა როგორც სიუჟეტური, ასევე სიმბოლური და რაც მთავარია იდეური.
უზენაეს სახელად ვედების 4 ყველაზე მთავარი ავტორიტეტული მიმართულება (რომელიც მასწავლებელ-მოსწავლეობრივ ჯაჭვზეა აგებული) კრიშნას მიიჩნევს, როგორც მის ყველაზე საკრალურ და მშვენიერ სახელს.
დავამატებ რომ კრიშნას ხშირად ვედებში და ინდოეთის ბევრ დიალექტზე მოიხსენიებენ როგორც კრიშტას, რაც ძალიან გავს ქრისტეს არამეულ (თუ ბერძნულს, ზუსტად არ მახსოვს) სახელს - "კრიშტოშ"
მოკლედ ძალიან საფრთხილო და საკრალური თემაა და რა ვიცი რა ვიცი...
აქ დავდებ იმ თავს "ბჰაგავად გიტადან", რომელიც ღმერთის სამყაროსეულ ფორმას ეხება:
თავი მეთერთმეტე
სამყაროსეული ფორმა
1. არჯუნამ თქვა: ყველაზე საკრალური სულიერი საკითხების შესახებ შენს მიერ მოწყალედ მოცემულ რჩევა-დარიგებათა მოსმენის შემდეგ ჩემი ილუზია უკვე გაიფანტა.
2. ო ლოტოსის თვალებავ, მე დაწვრილებით მოვისმინე შენგან ყოველი ცოცხალი არსების მოვლენისა და გაუჩინარების შესახებ და შევიცანი შენი უშრეტი დიდება.
3. ო პიროვნებათა შორის საუკეთესოვ, ო უზენაესო ფორმავ, თუმცა ახლა შენი ჭეშმარიტი სახით გხედავ, როგორც შენ თვითონ დაიხასიათე თავი, მსურს ვიხილო, როგორ შედიხარ ამ სამყაროსეულ გამოვლინებაში. მსურს ვიხილო ეს შენი ფორმა.
4. თუკი თვლი, რომ უნარი შემწევს ვიხილო შენი სამყაროსეული ფორმა, ო ჩემო უფალო. ო მთელი მისტიური ძალების მბრძანებელო. გთხოვ მიჩვენე ეს უსასრულო სამყაროსეული სახე.
5. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ჩემო ძვირფასო არჯუნა, ო პრთჰას შვილო, იხილე ჩემი დიდებულება, ასეულ ათასობით მრავალგვარი, ღვთაებრივი და ათასფერადი ფორმა.
6. ო ბჰარატათა შორის საუკეთესოვ, იხილე აქ ადიტიები, ვასუები, რუდრები, აშვინიკუმარები და დანარჩენი ნახევარღმერთები. შეხედე მრავალ საოცრებას, რომელიც აქამდე არავის უნახავს ან გაუგონია.
7. ო არჯუნა, რისი ხილვაც გსურს, ერთბაშად დაინახავ, ამ ჩემს სხეულში. ეს სამყაროსეული ფორმა გიჩვენებს, რისი დანახვაც გინდა და რისი ნახვაც მომავალში შეიძლება მოისურვო. ყველაფერი, მოძრავიცა და უძრავიც, აქ ერთად არის.
8. მაგრამ ახლანდელი თვალებით მე ვერ დამინახავ. ამიტომ მე ღვთაებრივ თვალებს მოგცემ. აი ჩემი მისტიური ძალა!
9. სანჯაიამ თქვა: ო მეფეო, ამის თქმის შემდეგ მთელ მისტიურ ძალთა უზენაესმა უფალმა, ღმრთეების პიროვნებამ არჯუნას თავისი სამყაროსეული ფორმა უჩვენა.
10-11. ამ სამყაროსეულ ფორმაში არჯუნამ იხილა უსასრულო პირები, უსასრულო თვალები, უსასრულო საოცარი სანახაობები. ფორმა მრავალი ზეციური სამკაულით იყო მორთული და მრავალი შემართული იარაღი ეჭირა. იგი ზეციურ ყვავილთა ასხმებსა და სამოსელს ატარებდა, მის სხეულს მრავალი ღვთაებრივი სუნამო ეცხო. ყველაფერი განსაცვიფრებელი, ბრწყინვალე და ყოვლისგამოჭოლი გახლდათ.
12. ერთბაშად ასეულ ათასობით მზე რომ ამოსულიყო ცაზე, მათი კაშკაში თუ შეედრებოდა უზენაესი პიროვნების ამ სამყაროსეული ფორმის ციალს.
13. ამ დროს არჯუნამ უფლის სამყაროსეულ ფორმაში დაინახა სამყაროს უსასრულო ექსპანსიები, რომლებიც ერთ ადგილას იმყოფებოდა, თუმცაღა მრავალ ათას ნაწილად იყო დაყოფილი.
14. მაშინ გაოგნებულმა და განცვიფრებულმა და განცვიფრებულმა არჯუნამ, რომელსაც თმები ყალყზე ედგა, თაყვანისცემის ნიშნად ქედი მოიხარა და ხელდაკრეფილმა ლოცვანი აღუვლინა უზენაეს უფალს.
15. არჯუნამ თქვა: ჩემო ძვირფასო უფალო კრშნა, შენს სხეულში შეკრებილს ვხედავ ყოველ ნახევარღმერთსა და დანარჩენ ცოცხალ არსებებს. ვხედავ ბრაჰმას, რომელიც ლოტოსის ყვავილზე ზის, უფალ შივასა და ყოველ ბრძენსა და ღვთაებრივ გველს.
16. ო სამყაროს უფალო, ო სამყაროსეულო ფორმავ, შენს სხეულში მე ვხედავ უამრავ ხელს, მუცელს, პირსა და თვალს, რომლებიც უსაზღვროდაა მოფენილი ყველგან. შენში ვერ ვხედავ ვერც დასასრულს, ვერც შუაგულსა და ვერც დასაწყისს.
17. ძნელია შენი სახის დანახვა მისი თვალისმომჭრელი ციალის გამო, რომელიც მოგიზგიზე ცეცხლისა თუ მზის განუზომელი კაშკაშის მსგავსად ყოველ მხარეს ვრცელდება. და მაინც, მე ყველგან ვხედავ ამ თვალისმომჭრელ ფორმას, რომელიც ათასგვარი გვირგვინით, კვერთხითა და დისკოთია დამშვენებული.
18. შენ ხარ უმაღლესი თავდაპირველი მიზანი. შენ ხარ მთელი სამყაროს საბოლოო განსხვავების ადგილი. შენ ხარ უშრეტი და შენ ხარ უხუცესი. შენ ხარ მარადიული რელიგიის მასულდგმულებელი, ღმრთეების პიროვნება. ასეთია ჩემი აზრი.
19. შენ არა გაქვს დასაბამი, შუაგული ან ბოლო. შენი დიდება უსაზღვროა, ურიცხვი ხელები გაქვს, მზე და მთვარე კი შენი თვალებია. გხედავ შენ, რომელსაც პირიდან მოგიზგიზე ცეცხლი ამოგდის, შენი კაშკაშით რომ წვავ მთელ სამყაროს.
20. თუმცა ერთი ხარ, მთელ ცაზე, პლანეტებზე და მათ შორის სივრცეზე ხარ განფენილი. ო უდიადესო, ამ სასწაული და საშიში ფორმის ხილვისას მთელი პლანეტარული სისტემები შეშფოთებულია.
21. ნახევარღმერთთა ყოველი დასი გემორჩილება შენდ ა შენში შედის. ზოგიერთი მათგანი დიდი შიშის გამო დაკრეფილი ხელებით აღავლენს ლოცვებს. დიად ბრძენთა და სრულყოფილ არსებათა დასები გასძახიან “სრული მშვიდობა!” და ვედური საგალობლებით გევედრებიან.
22. უფალ შივას, ადიტიების ვასუების, სადჰიების, ვიშვედების, ორი აშვის, მარუტების, წინაპრების, განდჰარვების, იაკშასების, ასურების, ასურებისა და სრულქმნილი ნახევარღმერთების სხვადასხვა გამოვლინებები განცვიფრებულნი შემოგყურებენ.
23. ო მკლავმაგარო, მრავალი სახის, თვალის, ხელის, ბარძაყის, ფეხის, მუცლისა და მრავალი შიშისმომგვრელი კბილის მქონე შენი დიადი ფორმის დანახვაზე შეშფოთებულია ყოველი პლანეტა თავიანთი ნახევარღმერთებით; და მათ მსგავსად, მეც შეშფოთებული ვარ.
24. ო ყოვლისშემძლე ვიშნუ, როდესაც ვხედავ შენს მრავალ მოკაშკაშე ფერს, რომლებიც ცას ეხება, შენს დაღებულ პირებსა და დიდ თვალისმომჭრელ თვალებს, გონება მერევა შიშისგან. ვეღარ ვინარჩუნებ ჭკუის სიმტკიცესა და ჭკუის წონასწორობას.
25. ო უფალთა უფალო, ო სამყაროთა თავშესაფარო, გთხოვ მოწყალება გაიღე ჩემდამი. თავს ვერ ვიკავებ შენი თვალისმომჭრელი სახეებისა და შიშისმომგვრელი კბილების დანახვაზე. სადაც არ უნდა გავიხედო, ყველაფერი საგონებელში მაგდებს.
26-27. დჰრტარაშტრას შვილები, მოკავშირე მეფეებთან ერთად, ბჰიშმა, დრონა, კარმა და ჩვენი მთავარი მეომრებიც შენ საშიშ პირებში მიექანებიან. და მე ვხედავ, რომ რომ ზოგიერთი მათგანი გაჩეჩქვილი თავებით არის შენ კბილებში გაჩხერილი.
28. ისევე როგორც მდინარეთა უამრავი ტალღა ჩაედინება ოკეანეში, ყოველი ეს დიადი მეომარიც შედის ცეცხლმოკიდებული შენ პირებში.
29. მე ვხედავ, რომ მთელი ხალხი დიდი სისწრაფით მიექანება შენს პირებში, ისევე როგორც ჩრჩილები მიქრიან მოგიზგიზე ცეცხლში მოსასპობად.
30. ო ვიშნუ, გხედავ ცეცხლიანი პირებით როგორ სპობ ყოველი მხრიდან მთელ ხალხს. მთელ სამყაროს შენი ციალი ფარავს და შენც საშიში, მწველი სხივების სახით ვლინდები.
31. ო უფალთა უფალო, მრისხანების განსახიერებავ, გთხოვ, მითხრა, ვინა ხარ, მე ქედს ვიხრი შენს წინაშე; გთხოვ, მოწყალება გაიღე ჩემდამი. შენ ხარ თავდაპირველი უფალი. მსურს ვიცოდე შენს შესახებ, ვინაიდან არ მესმის, რა არის შენი მისია.
32. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: მე ვარ დრო, სამყაროთა უდიდესი გამანადგურებელი და მოვედი, რათა მთელი ხალხი გავანადგურო. თქვენს (პანდავებს) გარდა, აქ ორივე მხრიდან ყოველი მეომარი დაიხოცება.
33. ამიტომ აღსდექ. მოემზადე ბრძოლისთვის და მოიპოვე დიდება. დაამარცხე მტერი და დატკბი აყვავებული სამეფოთი. მე ისე მოვაწყე ყველაფერი, რომ ისინი უკვე მკვდრები არიან. შენ კი, ო სავიასაჩი, შეგიძლია მხოლოდ იარაღი იყო ბრძოლაში.
34. მე უკვე მოვსპე დრონა, ბჰიშმა, ჯაიადრათჰა, კარმა და დანარჩენი დიადი მებრძოლები. ამიტომ მოკალი ისინი და ნუ შეშფოთდები. უბრალოდ იბრძოლე და მტერს ბრძოლაში დაამარცხებ.
35. სანჯაიამ უთხრა დჰრტარაშტრას: ო მეფეო, ღმრთეების უზენაესი პიროვნებისგან ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, აცახცახებული არჯუნა კვლავ და კვლავ ქედს იხრიდა დაკრეფილი ხელებით. შეშინებულმა აკანკალებული ხმით ასე მიმართა უფალ კრშნას.
36. არჯუნამ თქვა: ო გრძნობათა მეუფევ, სამყაროს უხარია შენი სახელის მოსმენა და ამდენად ყველა შენ შემოგნატრის. თუმცა სრულყოფილი არსებები მოკრძალებით გცემენ თაყვანს, დემონებს ეშინიათ და აქეთ-იქით გარბიან. ეს ყველაფერი სამართლიანია.
37. ო დიადო უფალო, თვით ბრაჰმაზეც უდიადესო, შენ ხარ თავდაპირველი შემოქმედი. მაშ მოწიწებით თაყვანი რატომ არ უნდა გცენ მათ? ო უსასრულოვ, ღმერთთა ღმერთო, სამყაროს თავშესაფარო! შენ ხარ უძლეველი წყარო, ყოველ მიზეზთა მიზეზი, ამ მატერიალური გამოვლინების მიღმა მყოფი.
38. შენ ხარ ღმრთეების თავდაპირველი პიროვნება, უხუცესი, ამ გამოვლენილი კოსმოსური სამყაროს საბოლოო განსასვენებელი. შენ იცი ყველაფერი და ხარ ყველაფერი, რაც შეცნობადია. შენ ხარ უმაღლესი თავშესაფარი, მატერიალურ მოდუსებზე მაღლა მყოფი. ო უსაზღვრო ფორმავ! მთელი ეს სამყაროსეული გამოვლენა შენით არის გამსჭვალული!
39. შენ ხარ ჰაერი და შენ ხარ უმაღლესი განმგებელი! შენ ხარ ცეცხლი, წყალი და მთვარ! შენ ხარ ბრაჰმა, პირველი ცოცხალი ქმნილება და შენ ხარ ბაბუის მამა, ამიტომ ათასჯერ და კვლავ და კვლავ მოწიწებით ქედს ვიხრი შენს წინაშე!
40. თაყვანს გცემ წინიდან, უკნიდან და ყოველი მხრიდან! ო უსაზღვრო ძალავ, შენ ხარ მეუფე უსასრულო ძლევამოსილებისა! შენ ხარ ყოვლისგამჭოლი და შენ ხარ ყველაფერი!
41-42. გთვლიდი რა ჩემს მეგობრად, დაუდევრად მოგმართავდი: “ო კრშნა”, “ო იადავა”. “ ო ჩემო მეგობარო”, არ ვიცოდი რა შენი დიდება. გთხოვ მაპატიე, რაც სიგიჟის ან სიყვარულის გამო გამიკეთებია. ბევრჯერ უპატივცემულოდ მოგექეცი, გეხუმრებოდი დასვენებისას, ერთ საწოლში წოლისას, ჯდომისას ან ერთად ჭამისას, ზოგჯერ მარტო, ზოგჯერ კი მრავალ მეგობარს შორის. ო შეუცდომელო, გთხოვ, მაპატიე ეს შეურაცხყოფები.
43. შენ ხარ მამა მთელი კოსმოსური გამოვლინებისა, მოძრავთა და უძრავთა, შენ ხარ სათაყვანებელი მეთაური, უზენაესი სულიერი მოძღვარი. არავინ არის შენი თანასწორი, არც არავინ არის შენთან ერთიანი. მაშინ ვინ უნდა იყოს შენზე დიადი სამ სამყაროში, ო განუზომელო ძალის უფალო?
44. შენ ხარ უზენაესი უფალი, სათაყვანებელი ყოველი ცოცხალი არსებისთვის. ამიტომ მიწას ვემხობი, რათა თაყვანი გცე და მოწყალება გთხოვო, როგორც მამა ითმენს შვილის თავხედობას, მეგობარი – მეგობრის კადნიერებას, ან ცოლი – მეუღლის მოურიდებლობას, გთხოვ მოითმინე შეცდომები, რომლებიც შენს მიმართ დამიშვია.
45. სამყაროსეული ფორმის ხილვის შემდეგ, რომელიც აქამდე არ მინახავს, გახარებული ვარ, მაგრამ, ამავე დროს, ჩემი ჭკუა შეპყრობილია შიშით. ამიტომ გთხოვ, გაიღე ჩემდამი წყალობა და კვლავ გამინდე ღმრთეების პიროვნების შენი ფორმა, ო უფალთა უფალო, ო სამყაროს განსასვენებელო.
46. ო სამყაროსეულო ფორმავ, ო ათასხელიანო უფალო, მსურს ვიხილო შენი ოთხხელიანი ფორმა, მუზარადით თავზე და კვერთხით, ბორბლით, ნიჟარითა და ლოტოსის ყვავილით ხელებში. შენი ამ ფორმის ნახვა მსურს.
47. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ჩემო ძვირფასო არჯუნა, ჩემი შინაგანი პოტენციით სიხარულით გაჩვენე ეს უზენაესი სამყაროსეული ფორმა ამ მატერიალურ სამყაროში. შენამდე არავის უნახავს ეს უმაღლესი ფორმა, უსასრულო და თვალისმომჭრელი სიკაშკაშით აღსავსე.
48. ო კურუს მეომართა შორის საუკეთესოვ, შენამდე არავის უნახავს ჩემი სამყაროსეული ფორმა, რადგან არც ვდების შესწავლით, არც მსხვერპლშეწირვებით, არც ქველმოქმედებით, არც მკაცრი ეპითემიებით არ შეიძლება ამ მატერიალურ სამყაროში ჩემი ამ ფორმის ხილვა.
49. შენ შეგაშფოთა და საგონებელში ჩაგაგდო ამ ჩემი საშინელი ნიშან-თვისებების ხილვამ. დაე ბოლო მოეღოს ამას. ჩემო ერთგულო, კვლავ განთავისუფლდი ყოველგვარი მღელვარებისგან. დამშვიდებული ჭკუით ახლა იმ ფორმას იხილავ, რომელიც გსურს.
50. სანჯაიამ უთხრა დჰრტარაშტრას: არჯუნასათვის ამის თქმის შემდეგ ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ, კრშნამ გამოავლინა თავისი ოთხხელიანი ფორმა და ბოლოს თავისი ორხელიანი ფორმა უჩვენა, რითაც გაამხნევა შეშინებული არჯუნა.
51. როდესაც არჯუნამ კრშნა მის მშვენიერ თავდაპირველ ფორმაში იხილა, თქვა: ო ჯანარდანა, ამ მშვენიერი ადამიანისმაგვარი ფორმის შემყურეს ჭკუა დამიწყნარდა და ჩემს თავდაპირველ ბუნებას დავუბრუნდი
52. ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: ჩემო ძვირფასო არჯუნა, ჩემი ეს ფორმა, რომელსაც ახლა ხედავ მეტად ძნელი დასანახია. ნახევარღმერთებიც კი მუდამ მისი ხილვის შესაძლებლობას ეძებენ, რომელიც ესოდენ ძვირფასია.
53. იმ ფორმის შეცნობა, რომელსაც შენი ტრანსცენდენტული თვალებით ხედავ, შეუძლებელია უბრალოდ ვედების შესწავლით, სერიოზული ეპითემიების გავლით, ქველმოქმედებით ან თაყვანისცემით. ამგვარად ჩემი ჭეშმარიტი სახის დანახვა შეუძლებელია.
54. ჩემო ძვირფასო არჯუნა, მხოლოდ განუყპოფელი ერთგული სამსახურით შეიძლება ჩემი რეალური შეცნობა იმ სახით, რომლითაც შენს წინაშე ვდგავარ და ამგვარად ჩემი უშუალოდ დანახვა. მხოლოდ ამ გზით შეგიძლია შეაღწიო ჩემი შემეცნების საიდუმლოებაში.
55. ჩემო ძვირფასო არჯუნა, ის ვინც წმინდა ერთგულებით მემსახურება, ვინც განწმენდილია კარმიული საქმიანობისა და სპეკულაციური მსჯელობების უწმინდურებისაგან, ვინც ჩემთვის შრომობს, ვინც სიცოცხლის უმაღლეს მიზნად მხდის და მეგობრობს ყოველ ცოცხალ არსებასთან, აუცილებლად მოაღწევს ჩემამდე.
სახელი არის არსების შინაარსის გამოხატველი. ღმერთს კი ვერცერთი სახელით ვერ გამოვხატავთ. წმინდა იოანე დამსკელის მიერ ნახსნები სახელები მხოლოდ პირობითია, რომლებიც რაღაც კონკრეტულ თვისებას გამოხატავს ღვთისას.
აფხაზმაც სწორედ ეს იგულისხმა, რომ ღმერთს სახელი არა აქვს, ანუ ჩვენ ვერა ვიტყვით ისეთ სახელს ღმერთან მიმართებაში, რაც მას სრულად მოიცავდა.
agmsarebeli
სიტყვა არის ერთ-ერთი ჰიპოსტასის, ძის ასევე ერთ-ერთი სახელი და არა ყოვლაწმინდა სამებისა. სიტყვა გამოხატავს ჰიპოსტასს და არა არსებას.
ცოტა საფრთხილო თემაა და კარგი იქნება ტერმინები მართებულად გამოვიყენოთ.
კარგი მე ამოვწურე ეს თემა ფორუმზე. რაც მაინტერესებდა გავიგე.
გმადლობთ ინფორმაციისთვის
ვისაც აინტერესებს წაიკითხოს. კამათი და არაჯანსაღი კრიტიკა არ იქნება იმედია...
კრშნა თუ ქრისტე – სახელი ერთია
1974 წელი. დასავლეთ გერმანია. მაინის ფრანკფურტი. “ისკკონ”-ის ცენტრის მახლობლად შრილა პრაპჰუპადა და მისი რამდენიმე მოწაფე დილით მამა ემანუელ იუნგკლაუსენთან, ნიდერალტაიჰის მონასტრის ბენედიქტიანელ ბერთან ერთად სეირნობენ. შენიშნავს რა შრილა პრაპჰუპადას კათოლიკური კრიალოსანის მსგავს სამედიტაციო მძივებს, მამა ემანუელი უხსნის, რომ ისიც განუწყვეტლივ იმეორებს ლოცვას: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისა, შემიწყალე მე ცოდვილი”. ამას მოჰყვება ქვემოთ წარმოდგენილი საუბარი.
შრილა პრაპჰუპადა: რას ნიშნავს სიტყვა “ქრისტე”?
მამა ემანუელი: ქრისტე მოდის ბერძნული სიტყვიდან “ქრისტოს” და ნიშნავს “მირონცხებულს”.
შრილა პრაპჰუპადა: სიტყვა “ქრისტოს” “კრშნას” ბერძნული ვარიანტია.
მამა ემანუელი: ძალიან საინტერესოა.
შრილა პრაპჰუპადა: კრშნას ინდოელი ხშირად კრშტას [ზოგიერთ დიალექტზე] უწოდებს. კრშტა სანსკრიტული სიტყვაა და ნიშნავს “მიმზიდველობას”. ასე რომ, როდესაც ღმერთს მივმართავთ, როგორც “ქრისტეს”, კრშტას”, ან “კრშნას”, ერთი და იმავე ყოვლისმიმზიდველი ღმრთეების უზენაესი პიროვნება გვყავს მხედველობაში. როცა იესომ თქვა: “მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი”, ღმერთის ეს სახელი გახლდათ “კრშტა”, ანუ “კრშნა”. მეთანხმებით?
მამა ემანუელი: მე ვფიქრობ იესომ, როგორც ღმერთის შვილმა, ღმერთის ჭეშმარიტი სახელი გაგვიმჟღავნა: ქრისტე. ჩვენ შეგვიძლია ღმერთს “მამა” ვუწოდოთ, მაგრამ თუ გვინდა მას ნამდვილი სახელით მივმართოთ, უნდა ვთქვათ “ქრისტე”.
შრილა პრაპჰუპადა: დიახ. “ქრისტე” არის სხვაგვარად წარმოთქმული კრშტა. “კრშტა” კრშნას, ღმერთის სახელის წარმოთქმის სხვა სახეა. იესომ თქვა, რომ ადამიანმა ღმერთის სახელი უნდა ადიდოს, მაგრამ გუშინ ერთ თეოლოგს მოვუსმინე, რომლის თქმითაც ღმერთს არა აქვს სახელი დამ ას მხოლოდ “მამა” შეგვიძლია ვუწოდოთ. შვილმა მამას შეიძლება “მამა” დაუძახოს, მაგრამ მამას თავისი სახელიცა აქვს. მსგავსად ამისა, “ღმერთი” განზოგადებული სახელია ღმრთეების უზენაესი პიროვნებისა, რომლის პირადი სახელიც “კრშნა” გახლავთ. ამიტომ ღმერთს ქრისტეს ვუწოდებთ, კრშტას თუ კრშნას, საბოლოოდ ერთსა და იმავე ღმრთეების უზენაეს პიროვნებას მივმართავთ.
მამა ემანუელი: დიახ. თუ ღმერთის ჭეშმარიტ სახელზე ვლაპარაკობთ, მაშინ უნდა ვთქვათ “ქრისტოს”. ჩვენს რელიგიაში არსებობს სამება: მამა, ძედ ა სული წმინდა. ჩვენ გვჯერა, რომ ღმერთის სახელის გაგება მხოლოდ ღმერთის ძისაგან შეგვიძლია. იესო ქრისტემ მამის სახელი გაგვანდო და ამიტომ სახელ ქრისტეს ღმერთის განდობილ სახელად ვთვლით.
შრილა პრაპჰუპადა: სინამდვილეში, განსხვავება არ არსებობს – კრშნა თუ ქრისტე, სახელი ერთია. მთავარია, ვედური წმინდა წერილების მითითებებს მივყვეთ, რომლებიც ამ ეპოქაში ღმერთის წმინდა სახელის გალობას გვირჩევს. ყველაზე ადვილი გზა მაჰა მანტრას გალობაა: ჰარე კრშნა ჰარე კრშნა კრშნა კრშნა ჰარე ჰარე, ჰარე რამა ჰარე რამა რამა რამა ჰარე ჰარე. რამა და კრშნა ღმერთის სახელებია, ჰარე კი ღმერთის ენერგია. ასე რომ მაჰა-მანტრის გალობისას მივმართავთ ღმერთს მის ენერგიასთან ერთად. ეს ენერგია ორი სახისაა – სულიერი და მატერიალური. ამჟამად ჩვენ მატერიალური ენერგიეს კლანჭებში ვიმყოფებით. ამიტომ ვევედრებით კრშნას, მიიღოს მოწყალება – მატერიალური ენერგიეს სამსახურიდან გაგვანთავისუფლოს და სულიერი ენერგიეს სამსახურში მიგვიღოს.ესაა მთელი ჩვენი ფილოსოფია. ჰარე კრშნა ნიშნავს: “ო ღმერთის ენერგიავ, ღმერთო [კრშნა] გევედრები, შენს სამსახურში მამყოფე”. მსახურება ჩვენი ბუნებაა. როგორღაც მატერიალური საგნების სამსახურში აღმოვჩნდით, მაგრამ როდესაც ეს სამსახური სულიერი ენერგიეს სამსახურად გარდაიქმნება, ჩვენი სიცოცხლე სრულყოფილებას მიაღწევს. ბჰაკტი-იოგას პრაქტიკა [ღმერთის სასიყვარულო სამსახური] გულისხმობს განთავისუფლებას ისეთი დასახელებებისაგან, როგორიცაა “ინდუისტი”, “მუსულმანი”, “ქრისტიანი” და უბრალოდ ღმერთის მსახურებას. ქრისტიანული, ინდუისტური, და მუსულმანური რელიგიები ჩვენი შექმნილია, მაგრამ როდესაც მივაღწევთ რელიგიას დასახელებების გარეშე, რომლის დროსაც არ ვიფიქრებთ, რომ ვართ ინდუისტები, ქრისტიანები ან მუსულმანები, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ წმინდა რელიგიაზე, ანუ ბჰაკტიზე.
მამა ემანუელი: მუკტი?
შრილა პრაპჰუპადა: არა, ბჰაკტი. ბჰაკტიზე საუბრისას მუკტისაც [მატერიალური უბედურებებისგან განთავისუფლებასაც] ვგულისხმობთ. ბჰაკტის გარეშე მუკტი არ არსებობს, მაგრამ ბჰაკტის საფეხურზე მოქმედებაში მუკტიც შედის. ამას “ბჰაგავატ-გიტადან” [14.26] ვიგებთ:
“ის, ვინც ნებისმიერ ვითარებაში, უცვლელად, სრული ერთგულებით მემსახურება მე, უმალ გადალახავს მატერიალური ბუნების მოდუსებს და ასე მიაღწევს ბრაჰმანის დონეს.”
მამა ემანუელი: ბრაჰმანი კრშნაა?
შრილა პრაპჰუპადა: კრშნა პარაბრაჰმანია. ბრაჰმანი შეიცნობა სამ ასპექტში: როგორც უპიროვნო ბრაჰმანი, როგორც ლოკალიზებული პარამატმა და როგორც პიროვნული ბრაჰმანი. კრშნა პიროვნებაა, უზენაესი ბრაჰმანია, რამეთუ ღმერთი საბოლოო ჯამში პიროვნება გახლავთ. ეს დამტკიცებულია “შრიმატ-ბჰაგავატამში” [1.2.11]:
“სწავლული ტრანსცენდენტალისტები, რომლებიც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას იცნობენ, ამ არაორმაგ სუბსტანციას უწოდებენ ბრაჰმანს, პარამატმასა და ბჰაგავანს”. უფალს სრულყოფილად გააჩნია ექვსივე სიდიადე: იგია უძლიერესი, უმდიდრესი, ულამაზესი, ყველაზე სახელოვანი, ყველაზე ბრძენი და ყველაზე განდგომილი.
მამა ემანუელი: დიახ, გეთანხმებით.
შრილა პრაპჰუპადა: ვინაიდან ღმერთი აბსოლუტურია, მისი სახელი, ფორმა და თვისებებიც აბსოლუტურია და მისგან არ განსხვავდება. ამიტომ ღმერთის წმინდა სახელის გალობა მასთან უშუალო ურთიერთობას ნიშნავს. ღმერთთან ურთიერთობით პიროვნება ღვთაებრივ თვისებებს იძენს და სრული განწმენდის შემდეგ უზენაესი უფლის თანამგზავრი ხდება.
მამა ემანუელი: მაგრამ ჩვენ ღმერთის სახელის გაგების შეზღუდული უნარი გვაქვს.
შრილა პრაპჰუპადა: დიახ, ჩვენ შეზღუდულები ვართ, ღმერთი კი უსაზღვროა. და იმის გამო, რომ იგი უსაზღვროა, ანუ აბსოლუტურია, ურიცხვი სახელი აქვს, რომელთაგან ყოველი ღმერთია. უფლის სახელის გაგება იმდენად შეგვიძლია, რამდენადაც ჩვენი სულიერი გაგების უნარია განვითარებული.
მამა ემანუელი: ნება მომეცით, გკითხოთ: ჩვენ, ქრისტიანებიც ვქადაგებთ ღმერთის სიყვარულს, ღმერთის სიყვარულის გაგებას და მთელი სულითა და გუილტ მის მსახურებას ვცდილობთ. მაშ, რა განსხვავებაა თქვენსა და ჩვენს მოძრაობას შორის? რაღად გზავნით თქვენს მოწაფეებს დასავლეთის ქვეყნებში ღმერთის სიყვარულის საქადაგოდ, მაშინ როცა იესო ქრისტეს სახარება იგივე ეპისტოლეს გვამცნობს?
შრილა პრაპჰუპადა: პრობლემა ის გახლავთ, რომ ქრისტიანები არ მიჰყვებიან ღმერთის მცნებებს. მეთანხმებით?
მამა ემანუელი: დიახ, მეტწილად მართალი ბრძანდებით.
შრილა პრაპჰუპადა: მაშ რას ნიშნავს ქრისტიანთა ღმერთის სიყვარული? თუ არ ასრულებთ ღმერთის მცნებებს, სადღაა თქვენი სიყვარული? ამიტომ ჩვენ მოვედით, რათა გასწავლოთ, რას ნიშნავს ღმერთის სიყვარული: თუ გიყვართ იგი, მის ბრძანებებსაც ვერ გაუწევთ წინააღმდეგობას. და თუ არ ემორჩილებით, თქვენი სიყვარული ჭეშმარიტი არაა.
მთელ მსოფლიოში ადამიანებს ღმერთის ნაცვლად საკუთარი ძაღლები უყვართ. ამიტომ კრშნას ცნობიერების მოძრაობა იმისთვისაა საჭირო, რომ ხალხს ასწავლოს, როგორ გამოიღვიძოს ღმერთისადმი მივიწყებული სიყვარული. დამნაშავენი არიან არა მარტო ქრისტიანები, არამედ ინდუისტებიც, მუსულმანებიც და სხვებიც. მათ მოირგეს სახელწოდებები “ქრისტიანები”, “ინდუისტები” თუ “მუსულმანები”, მაგრამ ღმერთს არ ემორჩილებიან. ესაა მათი პრობლემა.
სტუმარი: ხომ ვერ მეტყვით, რაში გამოიხატება ქრისტიანთა დაუმორჩილებლობა?
შრილა პრაპჰუპადა: პირველი ის გახლავთ, რომ სასაკლაოების არსებობით ისინი უგულვებელყოფენ მცნებას “არა კლა”. მეთანხმებით, რომ ეს მცნება დარღვეულია?
მამა ემანუელი: პირადად მე გეთანხმებით.
შრილა პრაპჰუპადა: კეთილი. მაშასადამე, თუ ქრისტიანებს ღმერთის სიყვარული სურთ, ცხოველთა ხოცვა უნდა შეწყვიტონ.
მამა ემანუელი: განა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არაა, რომ…
შრილა პრაპჰუპადა: ერთი რამეც რომ გამოვტოვოთ, გამოთვლაში შეცდომას დავუშვებთ. რაც არ უნდა მიუმატოთ ან გამოაკლოთ, შეცდომა უკვე დაშვებულია.ამის შემდეგ ყველაფერი მცდარი იქნება. უფლება არა გვაქვს წმინდა წერილის მხოლოდ ის ნაწილი მივიღოთ, რომელიც ჩვენ მოგვწონს, უარვყოთ ის, რომელიც არ მოგვწონს, და მაინც შედეგს მოველოდეთ. მაგალითად ქათამი კვერცხს უკანა ნაწილით დებს და ნისკარტით ჭამს. გლეხმა შეიძლება იფიქროს: “ქათმის წინა ნაწილი ძალიან ძვირი ჯდება, ვინაიდან მისი გამოკვება მიწევს. ჯობია მოვაჭრა.” მაგრამ უთავოდ აღარც კვერცხი იქნება, ვინაიდან სხეული მოკვდება. მსგავსად ამისა, თუ წმინდა წერილების რთულ ნაწილს ვუარყოფთ და დავემორჩილებით იმ ნაწილს, რომელიც ჩვენ მოგვწონს, ასეთი ინტერპრეტაცია ვერავითარ დახმარებას ვერ გაგვიწევს. წმინდა წერილის ყველა მითითება იმ სახით უნდა მივიღოთ, რომლითაც ისინი მოცემულია, და არა მხოლოდ მათი ის ნაწილი, რომელიც ჩვენ გვაწყობს. თუ არ დავიცავთ პირველ მცნებას “არა კლა”, მაშინ სადღა იქნება ღმერთის სიყვარული?
სტუმარი: ქრისტიანებს ეს მცნება ადამიანების მიმართ ესმით და არა ცხოველების მიმართ.
შრილა პრაპჰუპადა: მაშ, გამოდის, რომ ქრისტე გონიერი არ ყოფილა, რომ სწორი სიტყვა ეხმარა: მკვლელობა. არსებობს მოკვლა და არსებობს მკვლელობა. მკვლელობა ეხება ადამიანებს. თქვენ ფიქრობთ, რომ ქრისტეს გონიერება აკლდა იმისთვის, რომ მკვლელობის ნაცვლად, სწორი სიტყვა – მოკვლა გამოეყენებინა? მოკვლა ნიშნავს ნებისმიერიუ სახეობის, განსაკუთრებით კი ცხოველთა მოკვლას. იესოს რომ მხოლოდ ადამიანთა ხოცვა ჰქონოდა მხედველობაში, გამოიყენებდა სიტყვას მკვლელობა.
მამა ემანუელი: მაგრამ ძველ აღქმაში მცნება “არა კლა” ნამდვილად მკვლელობას ეხება. როდესაც იესომ თქვა: “არა კლა”, ამ მცნებაში გულისხმობდა იმას, რომ ადამიანმა არა მარტო სხვა ადამიანების ხოცვისგან უნდა შეიკავოს თავი, არამედ სიყვარულით უნდა მოეპყრას მათ. იგი არაფერს ამბობდა ადამიანის სხვა ცოცხალ არსებებთან ურთიერთობაზე, იგი მხოლოდ ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულების შესახებ საუბრობდა. როდესაც მან თქვა: “არა კლა”, ამას მენთალური და ემოციური გაგებითაც გულისხმობდა – არავინ უნდა შეურაცხყო, სხვას არაფერი დაუშავო, სხვას ცუდად არ მოექცე და ა.შ.
შრილა პრაპჰუპადა: ჩვენ გვაინტერესებს არა ესა თუ ის აღთქმა, არამედ მცნებებში გამოყენებული სიტყვები. თუ ამ სიტყვების ინტერპრეტაცია გსურთ, ეს სხვა საქმეა. ჩვენ პირდაპირი მნიშვნელობა გვესმის. “არა კლა” ნიშნავს: “ქრისტიანებმა არ უნდა მოკლან”. თქვენ შეიძლება მრავალი განმარტება მოუნახოთ ამას თქვენი დღევანდელი მოქმედების გასამართლებლად, მაგრამ ჩვენ ნათლად გვესმის, რომ ინტერპრეტაცია საჭირო არ არის. განმარტება საჭიროა მაშინ, როცა საგნების მნიშვნელობა გაურკვეველია. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი ცხადია. “არა კლა” ნათელი მითითებაა. რა საჭიროა მისი განმარტება?
მამა ემანუელი: განა მცენარეების ჭამაც მკვლელობა არაა?
შრილა პრაპჰუპადა: ვაიშნავური ფილოსოფია გვასწავლის, რომ თუ ამის საჭიროება არ არსებობს, მცენარეებიც კი არ უნდა მოვკლათ. “ბჰაგავატ-გიტაში”
(9.26) კრშნა ამბობს:
“თუ ვინმე სიყვარულითა და ერთგულებით შემომთავაზებს ფოთოლს, ყვავილს, ნაყოფს ან მცირეოდენბ წყალს, მე მივიღებ მას.” ჩვენ კრშნას მხოლოდ იმ საკვებს ვთავაზობთY, რომელსაც იგი მოითხოვს და შემდეგ ნარჩენებს მივირთმევთ. კრშნასათვის ვეგეტარიანული საკვების შეთავაზება ცოდვა რომ იყოს, ეს კრშნას ცოდვა იქნებოდა და არა ჩვენი. მაგრამ ღმერთი არის აპაპავიდდჰა – ცოდვილიანი შედეგები არ ეხება მას. იგი ჰგავს მზეს, რომელიც იმდენად ძლევამოსილია, რომ შარდის განწმენდაც კი შეუძლია. მსგავსი რამ ჩვეს ძალებს აღემატება. კრშნა მეფესა ჰგავს, რომელმაც შეიძლება მკვლელის ჩამოხრჩობა ბრძანოს, მაგრამ თავად სასჯელს არ ექვემდებარება, ვინაიდან მეტად ძლევამოსილია. უფლისთვის შეთავაზებული საკვების ჭამა ჰგავს ჯარისკაცის მიერ ომში ხალხის ხოცვას. მორჩილი ჯარისკაცი, რომელიც მეთაურის ბრძანებით კლავს მტერს, ჯილდოს ღებულობს. მაგრამ თუ იგივე ჯარისკაცი თვითნებურად კლავს, იგი დაისჯება. მსგავსად ამისა, როდესაც მხოლოდ პრასადს [კრშნასთვის შეთავაზებული საკვების ნარჩენებს] მივირთმევთ, აღარ ვცოდავთ. ეს დადასტურებულია “ბჰაგავატ-გიტაში” (3.13):
“უფლის ერთგულებს მოხსნილი აქვთ ყოველგვარი ცოდვის სიმძიმე, რამეთუ მსხვერპლად გაღებული საჭმლით იკვებებიან. სხვები, ვინც საკვებს საკუთარ გრძნობათა დასაკმაყოფილებლად ამზადებენ, სინამდვილეში ცოდვას მიირთმევენ მხოლოდ.”
მამა ემანუელი: შეუძლია თუ არა კრშნას ცხოველთა ჭამის ნება დართოს?
შრილა პრაპჰუპადა: შეუძლია, ცხოველთა სამეფოში. მაგრამ ცივილიზებული ადამიანის, მორწმუნე ადამიანის დანიშნულება არ არის ცხოველთა ხოცვა და ჭამა. თუ ცხოველთა ხოცვას შეწყვეტთ და ქრისტეს წმინდა სახელს იგალობებთ, ყველაფერი სრულყოფილად მოგვარდება. მე თქვენს სასწავლებლად არ მოვსულვარ, არამედ იმისთვის მოვედი, რომ ღმერთის სახელის გალობა გთხოვოთ. ბიბლიაც ამასვე მოითხოვს თქვენგან. მაშ, მოდით, სასიკეთოდ ვითანამშრომლოთ და ვიგალობოთ, და თუ კრშნას სახელის გალობის მოწინააღმდეგენი ხართ, მაშინ “ქრისტოს” ან “კრშტა” იგალობეთ – რა განსხვავებაა. შრი ჩაიტანიამ თქვა: “ღმერთს უამრავი სახელი მილიონობით სახელი აქვს და ვინაიდან არ არსებობს განსხვავება ღმერთის სახელსა და თავად ღმერთს შორის, ყოველი ეს სახელი იგივე ძალას ფლობს, რასაც ღმერთი”. ამიტომ მაშინაც კი, თუ მიიწერთ ისეთ დასახელებებს, როგორიცაა “ინდუისტი”, “ქრისტიანი” ან მუსულმანი”, მაგრამ ამასთან ერთად უბრალოდ გალობთ თქვენს წმინდა წერილებში მოხსენიებულ ღმერთის სახელს, სულიერ საფეხურს მიაღწევთ. ადამიანის სიცოცხლის დანიშნულებას თვითრეალიზაცია – ღმერთის სიყვარულის სწავლა წარმოადგენს. ამაში მდგომარეობს ადამიანის ჭეშმარიტი მშვენიერება. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ ასრულებთ ამ მოვალეობას – როგორც ინდუისტი, ქრისტიანი თუ მუსულმანი – მთავარია, შეასრულოთ!
მამა ემანუელი: გეთანხმებით.
შრილა პრაპჰუპადა: [მიუთითებს 108 სამედიტაციო მძივისგან შემდგარ კრიალოსანზე] ჩვენ ყოველთვის თან დაგვაქვს ეს მძივები, როგორც თქვენ კრიალოსანი. თქვენ გალობთ, მაგრამ რატომ სხვა ქრისტიანები არ გალობენ? რისთვის უშვებენ ხელიდან ადამიანად ყოფნის ამ შესაძლებლობას? კატებსა და ძაღლებს არ შეუძლიათ გალობა, ჩვენ კი შეგვიძლია, ვინაიდან ადამიანის ენა გვაქვს. ღმერთის წმინდა სახელების გალობით არაფერს დავკარგავთ, პირიქით, ძალიან ბევრს მოვიგებთ. ჩემი მოწაფეები გამუდმებით გალობენ ჰარე კრშნას. მათაც შეეძლოთ კინოში სიარული ან მრავალი რამის კეთება, მაგრამ ყველაფერი მიატოვეს. ისინი არ ჭამენ არც თევზს, არც ხორცს და არც კვერცხს, არ ღებულობენ ნარკოტიკებს, არ სვამენ, არ ეწევიან, არ მონაწილეობენ აზარტულ თამაშებში, არ ერევიან სპეკულაციებში და არა აქვთ უკანონო სქესობრივი კავშირები. ისინი ღმერთის წმინდა სახელს გალობენ. თუ ჩვენთან თანამშრომლობა გსურთ, მაშინ წადით ეკლესიებში და იგალობეთ “ქრისტე”, “კრშტა” ან “კრშნა”. გაქვთ თუ არა რაიმე საწინააღმდეგო?
მამა ემანუელი: არაფერი. ჩემი მხრიდან სიხარულით შემოგიერთდებით.
შრილა პრაპჰუპადა: არა, ჩვენ გესაუბრებით როგორც ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენელს. იმის ნაცვლად, რომ ეკლესიები დაკეტილი გქონდეთ, რატომ ჩვენ არ გვაძლევთ მათ? იქ ოცდაოთხი საათის განმავლობაში ვიგალობებდით ღმერთის წმინდა სახელს. ჩვენ მრავალგან შევისყიდეთ ეკლესიები, რომლებიც ფაქტიურად დაკეტილი იყო, ვინაიდან იქ არავინ დადიოდა. ლონდონში ასობით დაკეტილი ან მიწიერი მიზნებისთვის გამოყენებული ეკლესია ვნახე. ერთ-ერთი ასეთი ეკლესია ლოს-ანჯელესში შევიძინეთ. იგი გაყიდეს, რადგან ცარიელი იყო, მაგრამ თუ დღეს იმავე ეკლესიას ესტუმრებით, ათასობით კაცს ნახავთ. ნებისმიერი გონიერი კაცი ხუთ წუთში მიხვდება, ვინ არის ღმერთი; ამისათვის ხუთი საათიც არ არის საჭირო.
მამა ემანუელი: მესმის.
შრილა პრაპჰუპადა: მაგრამ ხალხს არ ესმის. მათი ავადმყოფობა ისაა, რომ გაგებაც არ უნდათ.
სტუმარი: ჩემი აზრით, ღმერთის გაგება გონების კი არა, თავმდაბლობის საქმეა.
შრილა პრაპჰუპადა: თავმდაბლობა გონიერებას ნიშნავს. თავმდაბალი და მოკრძალებული აღწევს ღმერთის სამეფოს. ეს ბიბლიაშია ნათქვამი, არა? მაგრამ არამზადათა ფილოსოფია ის გახლავთ, რომ ყველა ღმერთია და ეს იდეა დღეს პოპულარული ხდება. ამიტომ არავინაა თავმდაბალი და მოკრძალებული. თუ ყველა იმას ფიქრობს, რომ ღმერთია, რაღა თავმდაბლობასა და მოკრძალებაზეა ლაპარაკი? ამიტომ ჩემს მოწაფეებს ვასწავლი, როგორ გახდნენ თავმდაბალნი და მოკრძალებულნი. ისინი ყოველთვის მოწიწებით ხრიან თავს ტაძარში და თავიანთი სულიერი მოძღვრის წინაშე, და ამ გზით წინ მიიწევენ. თავმდაბლობას და მოკრძალებულობას ძალზე სწრაფად მიჰყავს სულიერ რეალიზაციამდე. ვედურ წმინდა წერილებში ნათქვამია: “მათ, ვისაც ღმერთის და სულიერი მოძღვრის – უფლის წარმომადგენლის – მტკიცე რწმენა აქვს, ვედური წმინდა წერილების მნიშვნელობა ენდობათ”.
მამა ემანუელი: მაგრამ ეს თავმდაბლობა სხვათა მიმართაც უნდა გამოვიჩინოთ?
შრილა პრაპჰუპადა: დიახ, მაგრამ არსებობს ორი სახის პატივისცემა: განსაკუთრებული და ჩვეულებრივი. შრი კრშნა ჩაიტანია გვასწავლიდა, რომ პატივისცემას სხვებისგან არ უნდა მოველოდეთ, ყოველთვის სხვას უნდა მივაგოთ პატივი, რაც არ უნდა უპატივცემულოდ იყოს იგი ჩვენდამი განწყობილი. მაგრამ განსაკუთრებული პატივისცემა ღმერთისა და მისი წმინდა ერთგულის მიმართ უნდა გამოვიჩინოთ.
მამა ემანუელი: დიახ, გეთანხმებით.
შრილა პრაპჰუპადა: ვფიქრობ ქრისტიანმა მღვდლებმა კრშნას ცნობიერების მოძრაობასთან უნდა ითანამშრომლონ. მათ ქრისტეს, ანუ ქრისტოსის სახელი უნდა იგალობონ და შეწყვიტონ ცხოველთა მკვლელობისათვის ცოდვათა მიტევება. ეს სრულიად შეესაბამება ბიბლიის სწავლებას; ეს ჩემი ფილოსოფია არ გახლავთ. სათანადოდ იმოქმედეთ და ნახავთ, როგორ შეიცვლება ვითარება მსოფლიოში.
მამა ემანუელი: დიდ მადლობას მოგახსენებთ.
შრილა პრაპჰუპადა: ჰარე კრშნა.
Atman
ღმერთის სახელი არის ის დახასიათება, რომელსაც აძლევენ მას ადამიანები, იმდენად, რამდენადაც შეუძლიათ მისი შეცნობა. ამიტომ ღვთის სახელები მისი ადამიანთათვის ცნობილი თვისებების დახასიათებაა მხოლოდ, და სხვა არაფერი. ღმერთი არის უსასრულო, გარშემოუწერელი, იგი არის დასაწყისი და დასასრული, ანი და ჰოე; დააკვირდი აბა უსასრულობის მათემატიკურ ნიშანს - ბევრ პასუხს იძლევა . იეღოველები ცდილობენ-ხოლმე, გაამახვილონ ყურადღება ღმერთის ე.წ. სახელზე, ანუ ი ჰ ვ ჰ -ზე, რომელიც გვხვდება ბიბლიაში, მათი მტკიცებით, 7000-ჯერ. და კითხულობენ ამას, როგოც "იეჰოვას". რეალურად ეს "ი ჰ ვ ჰ" ითარგმნება "მე ვარ, რომელი ვარ", ანუ ნიშნავს მყოფს, მუდმივად არსებულს. იეღოველებს ამ "ღვთის სახელის" მცნებით ბევრი გაუთვითცნობიერებელი პიროვნება შეჰყავთ შეცდომაში და გადაჰყავთ თავის ჭკუაზე. მაგალითისთვის, შენ თვლი, რომ ღმერთი არის მოწყალე; შეიძლება, უწოდო მას მოწყალე, ეს ხომ მისი სახელი არ იქნება? ის დახასიათებაც მყოფობის შესახებ ღმერთის მხოლოდ ერთერთ თვისებას წარმოაჩენს, გარდა მყოფობისა, მას გააჩნია უამრავი სხვა თვისება, ის არის შემოქმედი, ის არის ჭეშმარიტება, ის არის სიყვარული და ა.შ. ახლა ეს მახასიათებლები რომ დავწეროთ მათემატიკურად, გავუტოლოთ ერთმანეთს, საინტერესო შედეგს მივიღებთ .
ღმერთის მიერ რომ არის შექმნილი ყოველივე, ამიტომ ქართველებს გვაქვს საინტერესო სახელი: "ღრმა-ერთი".
თამარ
სახელზე გასაგებია. რთული საკითხია და სადავო, მაგათზე აქ კამათს არ ვაპირებ, მაგრამ ყოვლისმომცველს, უსასრულოს, აბსოლუტს პიროვნული ასპექტიც რომ გააჩნია ამაში ვერ შემედავებით ალბათ. პიროვნულ ასპექტში ვგულისხმობ ფორმას: ორი ხელით, ორი ფეხით, ორი თვალით და ა.შ. შეუძლებელია ღმერთს პიროვნული ასპექტი არ გააჩნდეს (ვგულისხმობ მამა ღმერთს და არა ძეს)!
Mystery Train
არ ვამბობ რომ ღმერთს ჩვენი მსგავსი ინდივიდუალობა ან პიროვნება აქვს. ის აბსოლუტური, უზენაესი ინდივიდია!
Mystery Train
ორივე ცნება ასე თუ ისე პირობითია და მთავარია შინაგანად ვიცით რას ვგულისხმობთ პიროვნებაში. ჩვენ რომ პიროვნებები გვგონია ჩვენი თავი, ეს ცრუ ეგოებია და არა ნამდვილი პიროვნულობა. ნამდვილ პიროვნებას ჩვენში პოვნა უნდა. მე ის არ ვარ რაც მშობლებმა დამარქვეს და რაც პასპორტში მიწერია და არც ის ხასიათია ჩემი ჭეშმარიტი ხასიათი რაც ახლა გამაჩნია. ნამდვილი ხასიათი ღმერთთან ურთიერთობის, განწმენდის შემდეგ ყალიბდება.
ლათინური ,ნდივუდუმ" ნიშნავს იმას, რაც არ იყოფა, ძვ. ქართულით დაუყოფელი. დაუყოფელის ბერძნული შესატყვისია ,,ატომონ" . ყველა ტერმინი: ჰიპოტასი, ატომონი, პროსოპონ(ბერძნ.) გვამოვნება, დაუყოფელი, პირი(ქართ.), ნდივიდუმ(ლათინური) არის პიროვნების აღმნიშვნელი ტერმინი. კალისტე უეარს კი სხვა კუთხით მიჰყავს მსჯელობა, ერთგვარი განვითარება ინდივიდიდან პიროვნებამდე, რა არ უნდა გავიგოთ ისე, თითქოს ეს ორი ტერმინი არსით განსხვავებულია.
agmsarebeli
ატმანიც განუყოფელს ნიშნავს
Atman
თამარ
Atman
ღმერთი არის პიროვნება. აი ამ თემაში შედი http://church.ge/index.php?showtopic=7616 და მეორე პოსტი დეკ. ანდრია-ს ეკუთვნის სადაც იგი წერს :
მარტივად თუ ვიტყვით, ცხოვნება არის ადამიანის მყოფობა ღმერთთან და ღმრთისა მასში. ღმერთი არის პიროვნება კონკრეტული თვისებებით.
მართალია ამ თემაში მაგაზე არ საუბრობს მაგრამ ეგ ახსენა
aquagnuzz
გმადლობ
მარტივად თუ ვიტყვით, ცხოვნება არის ადამიანის მყოფობა ღმერთთან და ღმრთისა მასში. ღმერთი არის პიროვნება კონკრეტული თვისებებით. თუ ჩვენ ვეძებთ მას, ვისაც ექნება ღრმთის ნადვილი თვისებებისაგან განსხვავებული თვისებები, ვერასდროს ვიპოვით ღმერთს, ვერ შევუერთდებით მას. მართლმადიდებლობა თავისი დოგმატიკით გვასწავლის იმას, რაც თავად უფალმა გამოგვიცხადა. ამიტომაც არის ის ჭეშმარიტი სარწმუნოება. ადამიანი ცხოვნდება არა საქმით არამედ რწმენით, რომელიც გამოიხატება საქმეებში. თუ დაზიანებულია სარწმუნოებრივი სწავლება, მარტოოდენ კეთილი საქმე ვერ მიიყვანს ადამიანს ღმერთთან. წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ადამიანს, რომელიც აკეთებს სიკეთეს, მაგრამ არ აქვს სწორი სარწმუნოება ადარებს მას, ვინც ასხამს წყალს დაზიანებულ ჭურჭელში, - რამდენიც არ უნდა ასხა, არაფერი რჩება. კეთილი საქმე ამზადებს გულს ღმრთის სიტყვის მისაღებად. მაგრამ თუ არ არის სწორი სარწმუნოებრივი სწავლება, ეს ისეთია, გადახვნა ველი და არ დათესო ხორბალი - ასეთ ველს გაორკეცებულად მოედება სარეველა.
რატომღაც მომინდა, მთლიანად გადმომეკოპირებინა მამა ანდრიას ეს პასუხი.
ამას წინათ შეხვედრა გვქონდა რამდენიმე ეპისკოპოსთან ერთ საინტერესო საკითზე. ჰოდა ერთერთმა ასეთი კარგი რამე გვიამბო:
ანტონი დიდთან მივიდნენო, სამებაზე და ღმრთის ბუნებაზე ვისაუბროთო.
ანტონი დიდის პასუხი ყოფილა: მოდით, უმჯობესი იქნება, ცოდვებზე ვისაუბროთო...
სამების განმარტებას თავი დაანებეთო, რა...
სადღაც წერია; მე რომ ის(ღმერთი) ვნახე მკვდარივით დავეცი..მგონი მოსე ამბობს..
gabrieli.
არ არის. (ჩემი აზრით).
"ყოვლისშემძლე ღმერთის მრავალნაირი განგებულება"
"...მადლობდეს უფალ ღმერთს, რომელმაც არარსებობიდან არსებობაში მოგვიყვანა..."
"სწორედ ასეთია ღმერთი, იგი არის აბსოლუტურად მართლმსაჯული და აბსოლუტურად მოწყალე"
/მამა მაკარი (აბესაძე)/
"თუ გსურს ზეციური საიდუმლონი შეიტყო, შეიყვარე უფალი მთელი გულით და სულით, გულისთქმებით და უფალი ჩასახლდება შენში, შენ იქნები ღმერთში და ღმერთი კიდევ - შენში და შეიგრძნობ რეალობას მრავალი საგნისას, რომლებიც ადამიანების ცოდნისა და გონების საზღვარს მიღმა დგანან".
"შეუძლებელია, ადამიანმა ღმერთი სრულად განჭვრიტოს, რადგან რაიმე რომ სრულად განვჭვრიტოთ, მასზე აღმატებული უნდა ვიყოთ, ამიტომ შეუძლებელია, სრულად განვჭვრიტოთ ღმერთის სისრულე".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ყოვლადკეთილი და ზეკეთილი ღმერთი"
"ღმერთი არავის მიერ და არაფრით განპირობებული პირველ-მყოფობაა, ადამიანი კი მისი ქმნილებაა. მაგრამ თავის "ხატებად და მსგავსებად" შექმნის აქტში ჩვენმა შემოქმედმა, არსობრივად საკუთარი თავი გაიმეორა, და ამ თვალსაზრისით ის ჩვენი "მამაა".
ალბათ, სწორედ ამ ფაქტს გულისხმობდა უფალი, როდესაც გვიტოვებდა ლოცვას "მამაო ჩვენო"? იმისათვის, რომ ჩვენს ძარღვებში მისი დაუსაბამო ცხოვრება შემოვიდეს; იმისათვის, რომ ჩვენ გავხდეთ ღვთის შვილები, ძვალი ძვალთაგანი და ხორცი ხორცთაგანი, განკაცების გზით მამის მარადიული ლოგოსი, თავისი სისხლისა და ხორცის ზიარების შესაძლებლობას გვიქმნის".
მამა ღმერთი პიროვნებაა.
"რასაც არ უნდა იქმოდეთ, ყველაფრით ღმერთი ადიდეთ", - გვეუბნება პავლე მოციქული, ანუ ყოველი ქმედება, რომლითაც ღმერთი არ იდიდება ცოდვაა"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
marine
"ღმერთს პატიება სთხოვე და ისე ახსენე მისი სახელი"
/წმ. გაბრიელ ბერი/
"მამა იერონიმე [ეგინელი] გვასწავლიდა - როცა ჩვენ სულიერს ვეძებთ, ღმერთი მეტს გვიგზავნის, ვიდრე იმას, რასაც ვითხოვდით.
- კაცთაგან ნუგეშს ნუ ელი. ხოლო თუ რაიმე სანუგეშოს მიიღებ, ორმაგად მწუხარებას მოელოდე. მხოლოდ ღმერთში ეძებე შეწევნა და ნუგეში".
"ბიბლიიდან ვიცით, რომ შიში ღვთისა არის საწყისი სიბრძნისა"
/ილია II/
"მდუმარებისმოყვარე ღმერთს უახლოვდება, მასთან საიდუმლოდ საუბრობს და ნათლდება მის მიერ"
/წმ. იოანე სინელი/
Zukazuka314
G_saxva
sanfol
იაჰვე სახელი ძველ აღთქმაშია მოხსენიებული, ისევე როგორც საბაოთ და სხვა მრავალი.
sanfol
afxazi
აი რა მინდა გკითხო, აქვს თუ არა სხეული მამა ღმერთს და თუ არა აქვს, პიროვნება რანაირად არის?
Giorgi Kadagishvili
G_saxva
უფალი ხო ბატონს ნიშნავს და ღმერთმა ბატონი დაირქვა თავის თავისთვის? ეგრე უნდა მივმართოთ ჩვენც ბატონო ღმერთო? იჰვჰ რაღას ნიშნავს? მე მეგონა მამა იყო ის და არა ბატონი თუ ორივე ერთადაა? და ქრისტე კიდე ძმა და არა მონათმფლობელი უფალი ქრისტე
"მოიხსენიებდა უხრწნელსა და საუკუნო საგანძურს - ღმერთს"
Giorgi Kadagishvili
Zukazuka314
Zukazuka314
კარგად მიდიხართ . ..
გჭირდებით რამეში?
A.V.M
იაჰვეზე გავიჭედე მე პირადად http://church.ge/index.php?s=&showtopic=7717&view=findpost&p=753746
"ქრისტიანულად ღვთის შემეცნება მხოლოდ იმდენად არის შესაძლებელი, რამდენადაც თავად ღმერთი წარმოუდგება ადამიანს"
Zukazuka314
"მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ, ყველანი, ვარსებობთ ღმერთისთვის.
ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმიანობის წესი".
/წმ. ეფრემ ასური/
"უფალი ყოვლად-კეთილია, მაგრამ ჩვენ მიერ მიღწეულით თითქოს არასდროსაა კმაყოფილი"
/არქიმანდრიტი სოფრონი/
Zukazuka314
რა მნიშვნელობა აქვს გისმენს თუ არა? პასუხებს გიბრუნებს და შენ ხვდები რა გიპასუხა კონკრეტული კითხვის შემდეგ? თუ შენ ამას ხვდები პირდაპირ მას კითხე აღარ დაგჭირდება არაფერი და არავინ არც ეს თემა და არც ეს ფორუმი, უბრალოდ მერე ჩვენც გვასწავლე როგორ დავუკავშირდეთ ღმერთს )
Zukazuka314
მოიცა თუ ძმახარ რა მასე რო არიგებდეს პასუხებს ერთმანეთს კი აღარ შევეკითხებოდით რაღაცეებს
Zukazuka314
[quote]მაგრამ ჯერ ერთი მართმადიდებლობა არ აღIარებს შუმავალს ღმერტსა და კაცს შორის ნუ ღმერთს? [/quote]
კითხვას თუ სვამ პასუხია - აღიარებს.
თხრობით წინადადებას თუ წერ - ცრუობ.
[quote]მამაოსგან მომისმენია[/quote]
[quote]ხომ შეგილია ღმერთს ელოცო ? [/quote]
შეგიძლია.
[quote]დ აარა ხატს ან წმინდანს? [/quote]
ესეც შეგიძლია.
და შენ წარმოიდგინე საერთოდ, რომ არ ილოცო ეგეც შეგიძლია.
[quote]ქრისტე თავის თავსაც ხომ უწოდებს შUამავალს ღMერთსა და კაცს შორის..[/quote]
არა, მოციქული წერს ამას იესოს შესახებ.
[quote]..რა საჭიროა შუამავალი საერთოდ..[/quote]
ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემით, აი ეს საჭიროა უძლურია ადამიანი და არ ძალუძს დამოუკიდებლად მამა ღმერთთან მიახლება და თანამოზიარობა სულში.
[quote]ამიხსენით შუმავალი რას ნიშნავს[/quote]
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=22287
[quote]რადგან არ არის საჭირო ღმერთან მისასხლელად შუამავალი..[/quote]
ცრუობ ! საჭიროა, რადგან: ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემით.
[quote] ასევე ეკლესია რა არის? არ არის შუამავალი?[/quote]
ეკლესიო ბერძნული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს საკრებულოს, სამრევლოს ქრისტიანული ეკლესია კი თავად ქრისტეს მისტიკური სხეულია, ხოლო თავი ამ ეკლესიისა თავადაა, ვინაიდან განუყოფელია თავი სხეულისაგან და ერთი სული აქვს ყველას "ნასვამი" შესაბამისად სხეულსაც აქვს სულით შუამდგომლობის უფლება.
[quote]მკლედ მე მესმის ცუდად ალბად სიტყვა შUამავალი და ამიხსენიტ რა..[/quote]
აგიხსენი.
[quote] ისიც ხომ გაგიგია ალბად მე მომისმენია რომ ღმერთსა და კაცს შორის მარტო ეშმაკი თუ ჩადგებაო[/quote]
უჰუ, ხუთკუნჭულაც გამიგია, ფიფქია და შვიდი ჯუჯა, ცხრათავიანი დევიც და ფასკუნჯიც.
თან შორის დგომა და შუამავლობა ორი ურთიერთგანსხვავებული ფენომენია.
Zukazuka314
ცოტა რთული საკითხია მეც გამიჩნდა ერთი კითხვა იესო ქრისტეს ღმერთული ბუნება რატომ იყო ძის და არა მამის თუ ერთი და იგივეა? როგორ თუ ერთი და იგივეა ერთი არ გამოდის ისედაც? და ძე ღმერთი კი არა სამება ყოფილა იესო ქრისტე?
"ღმერთისკენ დაუოკებელ ლტოლვას, რათქმაუნდა, რაიმე ზღვარი არ შეიძლება გააჩნდეს, რადგან აბსოლუტურში და აბსოლუტისკენ სწრაფვაში რაიმე შეზღუდვა და პირობითობა არ არსებობს.
ამიტომ წმინდა ბასილი წერს:
"ღმერთს მიმსგავსება და სასურველის უკიდურესი ზღვარი განღმრთობაა"
Imedia gvipasuxeben
sanfol
"უფლის ძეობა - განღმრთობაა"
"შეუდარებლად დიდი ნიჭია ცოცხალი ღმერთის ცოდნა"
/არქიმანდრიტი სოფრონი/
"ღმერთთან თანამშრომლობა სინათლის სხივებს აგვიფრიალებს"
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
G_saxva
Zukazuka314
ბევრია დასმული და კონკერტულად რა გინდა დაწერე. ზემოთ ის წერია ჩემ კითხვაე უპასუხეთო.
Zukazuka314
მაგაზე უკვე გავეცი პასუხი. ამის გასარჩევად ელემენატრული უნდა გვსმოდეს ღმერთის რაობა სამების დოგმატი ჰიპოსტასი რა არის და რითი განსხვავდებიან.
Zukazuka314
A.V.M
ღმრთიული უნდა დამეწერა?
sanfol
A.V.M
ღვთიური მაშინ
"ჩვენში რაც უფრო ძლიერია ღმერთის წყურვილი, მით უფრო ძლიერდება ახალი მიღწევების ნაკადი ჩვენს აზროვნებაში"
/არქიმანდრიტი სოფრონი/
"ჩვენი დიდება უფალს კი არა, ჩვენ გვჭირდება, რადგან რაც მეტად შევიცნობთ ღვთის საიდუმლოებებს, მით მეტად წარვემატებით სულიერად"
"ყველაფერი ისე გააკეთე და ყველაფერზე ისე იფიქრე, რომ სათნოეყო უფალს: და თუკი ასე არ ფიქრობ, ყოველგვარი შენი საქმე უფასურია"
/წმ. ეფრემ ასური/
"ჭეშმარიტი ღმერთი მიუწვდომელია ჩვენი გონებისთვის, დროში არ იზომება"
"უფალმა ჩვენ თავისი გარეგნობის შესახებ გვამცნო, რომ ის არის უსხეულო და უხილავი სული, დაწერილია: "ღმერთი სულია და მის თაყვანისმცემელნიც სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს" (იოან. 4:24)
„ყოველ დღე უნდა ვდგებოდეთ ღვთის წინაშე მარტოობაში... ვგულისხმობ ფიზიკურ მარტოობას“
/მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)/
"უფალი ჩემი ღმერთია"
"სვიმეონმა [მესვეტე] მამა უფალში აღმოაჩინა"
"ვინც იმყოფება ღმერთში, ხედავს ყველაფერს და ვინც ღმერთის მიღმაა დარჩენილი, ვერაფერს ხედავს ყველაფერში"
/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
„ვინც იმ ერთადერთს ხედავს და თანამყოფობს მასთან, ყველაფერს ხედავს და თავის თავსაც. ღმერთში დაფარული არაფრიდან ხედავს ყველაფერს“
/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
„ღმერთი არა სახით, აღბეჭდილობით, არამედ ჩვენგან შეუცნობი, მიუწვდომელი უხატო ნათლით იხატება“
„შენ, რომელიც ხარ უხილავი და შეუცვლელი, ჩვენსავე შიგნით იხილვები და შეიცვები“
„შენ, უფალი, ყოვლის შემქმნელი, ადამიანებს შეერთვოდი, შენგან შეძერწილთ, ღმერთშემოსილებს იქმოდი მათ და შენს ძეებად იმუშაკებდი“.
„უჟამოა, უჭვრეტელია, რადგან ვერსაწვდომია“
„ღმერთი, რომელსაც ეთვისება ყველა დიდება, პატივი და თაყვანისცემა“
„ორიოდე სიტყვა მითხარი ღმერთზე, მამაო, სულიერად ძალზე ღატაკი ვარ“
"უფალს ყველაფერი ძალუძს, იგი ნებისმიერ ბოროტებას სიკეთედ აქცევს".
"ვინც გაჰყვება ღმერთს, სოფელთან აღარაფერი შეჰკრავს"
"წმინდა მამათაგან მრავალნი მიიჩნევდნენ, რომ ვინაიდან ღმერთი თავისი ბუნებით წმიდა სულია და მას არც სხეული და არც რაიმე ნივთიერი გააჩნია, ამიტომ ღვთის ხატება ადამიანის სხეულში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ სულში"
"ვმადლობდეთ ყოვლადვე ყოველთათვის ღმერთსა"
"შენი ძმა იხილე? - უფალი ღმერთი შენი იხილე".
/წმ. აბბა დოროთე/
"ღმერთი ახლოსაა"
"ჩვენ უნდა გვიხაროდეს, რომ ღმერთი მიუწვდომელია, - ბრძანებს წმინდა ინოკენტი ხერსონელი, - რადგან მთელი მარადისობა ის ჩვენი შეცნობის საგანი იქნება. გონებას მისი წვდომა რომ შეეძლოს, მაშინ უმოქმედოდ დარჩებოდა, რაც მას სატანჯველად ექცეოდა".
"ღმერთი მისსავ უცოდნელობაში უნდა შეიმეცნო".
"ღმერთი ის არის, ვის შესახებაც ჩვენ არანაირი ცოდნა არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვიცით ჩვენ როგორ არ ვიცით იგი".
ვკითხულობ სახარებას და დღემდე გაუგებარია ჩემთვის თუ ვინაა მამა და ვინაა ძე ?!
ეს კი მესმის რომ ეს ორი არის ღმერთი და ისიც მესმის რომ ძე მამისაგან უნდა მოდიოდეს და მისგან იღებდეს ყოველივეს , რადგან აფსოლუტი მხოლოდ ერთი უნდა იყოს და მეორე მის მიერ განდიდებული . ასევე მათი ჯაჭვური სიყვარულიდან უნდა იმართებოდეს ყველაფერი , რადგან თუ ვინმე აღმატებული არ ავლენს უდიდეს სიყვარულს დამცრობილისადმი , მაშინ ეს სიყვარული უეჭველად ჩაიშლება .
საჭეს ვერ მართავს ორი ან სამი ერთიდაიგივე ძალაუფლების მქონე , რადგან აუცილებლად წარმოიშობა მათ შორის შური და გაუგებრობა . თუ ქმნილებამ ბელზებელმა თავდაყირა დააყენა საჭის მართვის უფლება , განა მეტადრე უთანხმოებას არ გამოიწვევდა ეს სამი ერთიდაიგივე ძალაუფლების მქონე პირისთვის?!
"თუ უფალს დავუტევებთ ყველა საზრუნავს, ის, როგორც სახიერი მეუფე, ყველაფერს ისე მიხედავს და ისე მოაწყობს, ჩვენ ვერც კი ვიოცნებებდით".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
შეუძლია წმინდა და ნეტარ სამების პირველ იპოსტასს დამწუხრება?
„ღმერთი სახიერია, უვნებო და უცვალებელი. თუ ზოგიერთს სრულ ჭეშმარიტებად მიაჩნია ის, რომ ღმერთი უცვალებელია, მაგრამ უკვირს, მაშინ რატომ ხარობს იგი კეთილი ადამიანების გამო, ბოროტებს კი ზურგს აქცევს, ცოდვილებს ურისხდება, მაგრამ როცა ინანიებენ, იწყნარებს, უნდა განვუმარტოთ, რომ ღმერთი არც ხარობს და არც მრისხანებს, რადგან სიხარული და მრისხანება ვნებებია. უაზრობაა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ადამიანთა საქმეების გამო ან კარგად გრძნობს თავს, ან ცუდად. ღმერთი სახიერია და მხოლოდ სიკეთეს იქმს, ზიანს არავის აყენებს და მარად უცვალებელია.
ჩვენ კი, როცა სახიერნი ვართ, ღმერთს ვეზიარებით მასთან მსგავსების გამო, მაგრამ როცა ვბოროტდებით, ვშორდებით მას იმიტომ, რომ განვსხვავდებით მისგან. როცა კეთილმსახურად ვცხოვრობთ, ღვთისანი ვართ, მაგრამ როცა სიავეს ჩავდივართ, უარყოფილნი ვართ მისგან. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ღმერთი მრისხანებს ჩვენზე, არამედ იმას, რომ ჩვენი ცოდვები არ აძლევენ მას ჩვენში გაბრწყინების საშუალებას, მტანჯველ დემონებთან კი გვაკავშირებენ. თუ შემდეგ ლოცვა-ვედრებითა და კეთილი საქმეებით ცოდვათა შენდობა მოვიპოვეთ, იმას კი ნუ დავასკვნით, ღმერთს გული მოვულბეთ ან შევცვალეთო. უბრალოდ, ამგვარი მოქმედებით და ღვთისაკენ მიქცევით ვკურნავთ ჩვენში არსებულ ბოროტებას და ისევ გვეძლევა იმის უნარი, რომ ვიგემოთ ღვთის სახიერება“. /წმინდა ანტონი დიდი/
„როცა ღმერთთან მიმართებაში გესმის სიტყვები: „მძვინვარება“, „მრისხანება“, მათ მიღმა ნურაფერ ადამიანურს ნუ იგულისხმებ. ეს შემწყნარებლური სიტყვებია. ღმერთს არაფერი მსგავსი არ ახასიათებს, მაგრამ ასე იმიტომ ითქმის, რომ საუბრის საგანი უფრო უხეში ადამიანების შემეცნებამდე იქნეს დაყვანილი“. /წმინდა იოანე ოქროპირი/
„იმ აზრს, რომ მკრეხელობაა ღვთის არსება რომელიმე ვნებისკენ - სიამოვნებისკენ, გულმოწყალებისკენ ან მრისხანებისკენ მიდრეკილად ჩავთვალოთ, ღვთაებრივი ჭეშმარიტების შემეცნებაში ნაკლებწარმატებულნიც ვერ უარყოფენ. მართალია, ნათქვამია: "შევიწყალებ, ვინც შესაწყალებელია, და შევიტკბობ, ვინც შესატკბობია" (გამოსვლათა 33,19), მაგრამ, ვფიქრობ, ყოველ ამგვარ გამონათქვამში ღვთის სიტყვა ცხადად გვასწავლის, რომ ღვთის განგებულება ჩვენი თვისებების მეშვეობით იწყნარებს ჩვენს უძლურებას, რათა ცოდვისაკენ მიდრეკილებმა სასჯელის შიშით თავი შეიკავონ ბოროტებისაგან, ცოდვით დაცემულებს კი სწამდეთ ღვთის გულმოწყალებისა და სინანულის მეშვეობით მასთან მიბრუნების იმედი არ დაკარგონ“. /წმიდა გრიგოლ ნოსელი/
"ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს. არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. [იაკ. 1:13-14]
ალექსანდრე
შეუძლია თუ არა დამწუხრება წმინდა სამებას? მარტივათ მიპასუხე კოპი პეისტების გარეშე ხო შეიძლება?
ალაჰუ-აქბარ
ერთი შეკითხვა მაქვს, მუსულმანი ხარ?
ალაჰუ-აქბარ
არ მაქვს იმდენი დრო რომ აქ კამათს შევუდგე, დასვი კითხვა? - გიპასუხე. არ დაგაკმაყოფილა პასუხმა? - მაშინ განავრცე.
პ.ს. მარტივა(თ) კიარა მარტივად
esre ars cheshmariteba
G_saxva
ღმერთი და ადამიანი არ არის ისე დაცილებული ერთურთისგან როგორც შენ გამოგყავს და ფიქრობ . ადამიანი არის ღვთის ხატი რაც იმას ნიშნავს რომ ზუსტად ისეთი გრძნობები და განცდები აქვს ღმერთს , რაც ადამიანს ; ზუსტად იგივე სიყვარულს ავლენს ღმერთი როგორც ადამიანი , ზუსტად ისევე ავლენს ნების თავისუფლებას ადამიანი , როგორც ღმერთი .
სხვაობა მხოლოდ გამოვლინების ხარისხშია და უფრო მეტადრე ახლა , როცა ადამიანი ცოდვით დაეცა და დაკარგა ღვთის დიდება .
ღმერთი ახლა აქ არის ჩემთან და განიცდის იმას , თუ რამდენად სწორს და მართალს ვწერ ახლა ამ პოსტში და ღმერთი ყველგანაა და ყველას ტკივილს განიცდის .
ნუ განაშორებ უფალს ადამიანისგან რადგან უფალს სურს რომ ადამიანთან იყოს და უყვარდეს ის! მეც მინდა უფალთან , მაგრამ ცოდვილი ვარ
"ვუწოდებთ რა ღმერთს მამას, ამით ვადასტურებთ ჩვენს სიყვარულსაც ღვთის მიმართ".
/წმ. ნეტარი ავგუსტინე/
განრისხება არაა ცოდვა. პავლე მოციქული ბრძანებს_ განრისხდით , ოღონდ ნუ შესცოდავთ , მზე ნუ ჩაესვენება თქვენს რისხვაზე
ალექსანდრე
რატო ვერ მპასუხობ კითხვებზე?
გეკითხები:
განრისხება ცოდვა არიი?
ამიხსენი რატო ითვლება მართმადიდებლობაში განრისხება ცოდვათ?
რატო თვლის ეკლესის სიხარულსა და რისხვას ვნებად?
კიდე გიმეორეფ რო კამათისთვის არ გეკითხები.
esre ars cheshmariteba
ჯერ ამბობ
G_saxva
ხედავ რო ალექსანდრე ვერ მპასუხოფს. შენ მაინც მიპასუხე თუ შენი რწმენა ბრმად არ გაქვს მიღებული:
არის თუ არა განრისხება ცოდვა?
ამიხსენი რატო ითვლება მართმადიდებლობაში განრისხება ცოდვათ?
რატო თვლის ეკლესია სიხარულსა და რისხვას ვნებად?
არსებობს საღვთო მრისხანებაც, რომელიც ცოდვად არ ითვლება.
http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/codva/2023-mriskhaneba.html
დღე ისე არ დაასრულოთ, რომ სხვაზე განრისხებული იყოთ
"უფალო, მომეც მე ძალა, რათა სიმშვიდითა სულიერითა მივიღო ყოველივე, რასაცა მომიტანს დღე ესე, მომეც მე ძალა, რათა სრულიად მინდობილ ვექმნე წმინდასა ნებასა შენსა, ყოვლითურთ მიწინამძღვრე და შემეწიე მე თითოეულსა ჟამსა დღისასა, რაიცა რა ამბავი მესმას დღესა ამას, მასწავე მიღებად მისა სულითა სიმშვიდისათა და რწმენითა მტკიცითა, რამეთუ ყოველივე ნებითა შენითა წმინდითა ქმნილ არს. შენ ექმენ მარადის წინამძღვარ აზრთა და გრძნობათა ჩემთა ჟამსა შრომისა და უბნობისა, ჟამსა ყოვლისა უცების საქმისა მოწევნისასა. ნუ მიმცემ მე დავიწყებად, რამეთუ ყოველივე შენ მიერ მოვლინებულ არს. მასწავე მე კეთილგონიერებითა და წრფელად ცხოვრება ჩემთანა ყოვლისა სახლობისათა, არა წყენებად, არცა აღშფოთებად ვინმესა. უფალო, მომეც მე ძალა, რათა დავითმინო დაშრომაი მდგომარისა დღისა და ყოვლისა შემთხვევისა განმავლობასა შინა მისსა. ექმენ წინამძღვარ ნებასა ჩემსა და მასწავე მე ლოცვა, სასოება, რწმენა, მოთმინება და მიტევება. ამინ".
ასე ლოცულობდნენ წმინდა მამები ყოველ დილით და ღმერთს სიმშვიდის მოპოვებას სთხოვდნენ. სიმშვიდე სწორედ ის სათნოებაა, რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტად აკლია თანამედროვე საზოგადოებას. მრისხანების სული მძლავრად შემოიჭრა ჩვენში და ვერც კი ვამჩნევთ, ისე იმონებს მთელ კაცობრიობას. ამ თითქოსდა "უწყინარ" ცოდვას ისეთი მძიმე შედეგები მოსდევს, რომელთა აღმოფხვრასაც უდიდესი ძალისხმევა სჭირდება.
როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე? როგორ მოვიქცეთ მრისხანების შემოტევისას? რა ვქნათ, როცა ჩვენ გვირისხდებიან? გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი გიორგი სხირტლაძე.
- მრისხანებისას ადამიანი არანორმალურ, უჩვეულო მდგომარეობაში ვარდება, სუსტდება, ეკარგება სულიერი ძალები. ამ დროს იღებს არასწორ, ცოდვილ და მრუდე გადაწყვეტილებებს, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვება. მაგრამ თუ ამ ვნებას არ აჰყვება, შეძლებს გადალახოს იმ ენერგიით, რომელიც ღვთის მადლის სახით უხვად გადმოედინება მორწმუნეზე.
- მაშ, მრისხანება ადამიანის სულიერი დაცემის შედეგია და სამყაროში პირველი ცოდვის შემოსვლას მოჰყვა?
- რასაკვირველია, ადამისა და ევას შეცოდებაში მარტო ნაყოფის ჭამა არ იგულისხმება. იქ იყო მთელი კასკადი ცოდვებისა, რომელთა შორის შეიძლება მრისხანებაც დავინახოთ. ადამიანში დაცემამდე ბოროტება არ იყო, მაგრამ დაცემის შემდეგ მასში გამოჩნდა ბოროტი ძალები. ადამიანს, ბუნებრივია, ჰქონდა საშუალება, თავისი თავისუფალი ნება წაღმა გამოეყენებინა, მაგრამ ცოდვით დაცემის შემდეგ დაეცა მთელი მისი არსება. მასში ცოდვა შევიდა სმენით, გემოვნებით, ხედვით. მთელი მისი ბუნება მოიცვა ცოდვამ. მას აუმხედრდა სამოთხის ბაღი, რომელიც მიბარებული ჰქონდა, ცხოველები და მცენარეები, რომელთაც სახელს არქმევდა, სტიქიები, რომლებიც ემორჩილებოდა, გარემო, სადაც მბრძანებელი იყო. ბუნება გახდა აგრესიული. ეს აგრესია შემოვიდა ადამიანშიც. დაიწყო ცხოველების ხოცვა და ჭამა.Aის გახდა მისაწვდომი უარყოფითი ძალებისთვის. მასში იმძლავრა საკუთარი თავის და სხვათა განადურების ინსტინქტებმა. ამ აგრესიამ წარმოშვა ათასგვარი უარყოფითი გრძნობა, მათ შორის მრისხანება. სწორედ მრისხანების სულის შემოსვლის მიზეზი იყო ის, რომ კაენმა მოკლა აბელი. ადამიანში დაისადგურა უკეთურებამ, მრისხანების ცოდვამ. იგი დღესაც ერთ-ერთი ყველაზე ძნელად დასაძლევი ვნებაა.
- რომელი ცოდვიდან წარმოიშობა მრისხანება?
- მრისხანება, ისევე როგორც ყველა სხვა ცოდვა, პირველ რიგში ამპარტავნებიდან, ეგოცენტრიზმიდან მოდის. როცა ადამიანი მიხვდება, რომ ქვეყნიერება ისე არ არის მოწყობილი, როგორც ეგონა, სამყარო მის გარშემო არ ბრუნავს, ყველაფერი მის კეთილდღეობას არ ემსახურება, მისი შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება ჭეშმარიტებისაგან, ამ დროს ხდება კონფლიქტი, ჩნდება უფსკრული რეალობასა და ილუზიას, სასურველსა და სინამდვილეს შორის. და ადამიანი უპირისპირდება სამყაროს, ცდილობს მის შეცვლა-გარდაქმნას, მაგრამ ვერ ერევა, რაც იწვევს მასში მრისხანებას. ის უბრაზდება არა საკუთარ თავსა და წარმოდგენებს (რაც რეალურად ყოველივეს მიზეზია), არამედ სამყაროს, გარშემომყოფთ.
რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მრისხანების წარმოშობისა არის განკითხვაც. მაგრამ განკითხვა არაა მარტო მიზეზი ამ ვნებისა, არამედ შედეგიცაა - ერთდროულად არის სათავეც და ნაყოფიც. განკითხვა არის სარეველა, ავთვისებიანი უჯრედი ადამიანის სულისა, რომელიც მრავლდება და მოიცავს სხეულსა და სულს. ამას თან ერთვის ათასგვარი ფსიქოლოგიური ზრახვა ცრუ გამარჯვებისა ადამიანზე, არაჯანსაღი ჯიბრი. აქედან იბადება შური. განკითხვის მიზეზი შეიძლება ადამიანის არასწორი საქციელი იყოს, მაგრამ ეს ცოდვა (თან დართული შურით და სხვა ვნებებით) ისე აზიანებს ადამიანს, რომ აძულებს მოყვასს, აკარგვინებს რეალობის შეგრძნებას. კაცს, რომელსაც ადამიანი სძულს, ის უკვე განწირული ჰყავს მოსაკლავად. განმკითხველი, მრისხანე სწორედ სულიერი მკვლელია. ასე რომ, განკითხვა, მრისხანების გარდა, ბადებს უამრავ ვნებას, აგრესიას. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამას ადამიანი ვერ ხვდება და თავს იღუპავს.
არასდროს ისე შეშლილი და გამრუდებული არ ყოფილა საზოგადოება, როგორც დღეს. ამის მიზეზი სწორედ საყოველთაო განკითხვა და აგრესიაა. ტელევიზორიდან დაწყებული, ოჯახური შეკრებებით დამთავრებული, ადამიანთა ყველანაირი ურთიერთობა განკითხვით მთავრდება. ეს, ბუნებრივად, ბადებს მრისხანებას.
- ალბათ ბილწსიტყვაობაც, რომელმაც ასე იმძლავრა, სწორედ მრისხანების შედეგია.
- ბილწსიტყვაობაც, განკითხვის მსგავსად, არის როგორც მიზეზი, ისე შედეგი მრისხანებისა. უკულტურობის, გაუნათლებლობისას, რომელსაც ვაწყდებით საზოგადოებაში, ძნელია, ილაპარაკო ჯანსაღ სიტყვისგებაზე. უინტელექტო გარემოში ადამიანები მხოლოდ ცხოველური ინსტინქტებით ცხოვრობენ. ერთადერთი ადგილი, სადაც კულტურული სიტყვისგება და ქცევა არსებობს, მართლმადიდებლური რელიგიაა. ეკლესია თავისას აკეთებს და ამის გამო ეს უარყოფითი ემოცია ბოლომდე არ შთაგვნთქავს. სამწუხაროდ, დღეს სულიერი აღზრდა, როგორც სკოლაში, ისე ოჯახში, ჭირს. საზოგადოება თავად არის არაჯანსაღი და ბუნებრივია, ის ვერ შეძლებს ჯანსაღი მშობლობა, მასწავლებლობა გაუწიოს მომავალ თაობებს. ამიტომ აუცილებლად უნდა მოხდეს თვითაღზრდაც. ბილწსიტყვაობა ნათლად ასახავს საზოგადოების გადაგვარებას. მინდა აღვნიშნო, რომ სხეულია სულიერი გამრუდების გამოვლინება. როცა ადამიანის სხეული სულიერი გაგებით დაზიანებულია, ე.ი. უპირველესად მისი სული დაზიანდა და მერეღა პოვა ასახვა მის სხეულში. როცა სულში განკითხვის ვნება მძვინვარებს, როცა სხვას მცირე სამსჯავროს ვუწყობთ, სული იბზარება, ნაპრალებში შედის სხვადასხვა სახის ცოდვა, ადამიანი გარეგნულადაც ხდება აგრესიული, მძვინვარეა შინ და გარეთ, საკუთარი თავის მიმართ. დღეს აგრესიის, ბილწსიტყვაობის და სხვა ათასგვარი ძალადობის მომძლავრება უწინარესად სწორედ სულიერი დაცემისა და გადაგვარების ბრალია. და რადგანაც მიზეზი სულშია, გამოსწორებაც სულიდან უნდა დავიწყოთ. სულის უპირველესი წამალი კი უფლის მადლია.
- განრისხება ხშირად უწევთ მშობლებს. რაზე უნდა გავუბრაზდეთ და რაზე არა შვილებს?
- ამის რეცეპტი არ არსებობს. მცნება გვასწავლის, რომ პატივი ვცეთ მშობლებს, რათა დღეგრძელნი ვიყოთ. შვილი ვალდებულია, უყვარდეს და ემორჩილებოდეს დედ-მამას. მაგრამ მშობელმაც არ უნდა გააბრაზოს შვილი. არ შეიძლება შვილს ურისხდებოდე, ასწავლიდე, თავად კი პირველი დამრღვევი იყო. ბავშვი ამას ხედავს და უჩნდება წინააღმდეგობის გრძნობა. მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა მხოლოდ ცალმხრივი არ უნდა იყოს. მშობელი უნდა ეცადოს, მაგალითი გახდეს შვილისთვის და მოიქცეს ისე, რომ ბავშვს თავად მოუნდეს მისი პატივისცემა. იდეალური ოჯახი კარგია, მაგრამ რეალურად იშვიათად თუ შეხვდებით. როცა ხედავ, შვილი გეღუპება, უნდა განურისხდე, რათა გონს მოეგოს. როცა ხედავ, შენი შვილი ცრუ ფასეულობებით ცხოვრობს და ბნელ ოთახში შავ საგანს ეძებს, უნდა უთხრა, რომ ვერ იპოვის. და თუ თბილი საუბრით ეს არ გამოდის, ცხადია, უნდა განურისხდე. მაგრამ გულში სწორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს. მრისხანება შვილის გადასარჩენად უნდა გამოვიყენოთ (დავით გურამიშვილი: "ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი"...). სულიერი პედაგოგიკაა საჭირო. დღეს კი, როცა მშობლები არაეკლესიურად, არაქრისტიანული ფასეულობებით ცხოვრობენ, ვერც შთამომავლობას ზრდიან სათანადოდ. ამიტომაც უპირველესად თავი უნდა გამოისწორონ.
- მაგრამ რელიგიურ ოჯახებშიც მრავალი პრობლემა იჩენს თავს ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით. ზოგჯერ სიმკაცრეს, აკრძალვას უარყოფითი შედეგი მოაქვს და ბავშვს უფრო უღვივებს ინტერესს "აკრძალული ხილისადმი", ზოგ შემთხვევაში კი სითბო უფრო ათამამებს. როგორ მივხვდეთ, როგორი მოქცევა სჯობს?
- თუ მშობლები სულიერად ცხოვრობენ, ეს ბავშვებზეც აისახება და უმეტესად სასურველ ნაყოფს გამოიღებს. მაგრამ ცხადია, პრობლემები აქაც არსებობს. ბავშვი რაიმეს თუ დააშავებს, ჯობს, თავიდან სიყვარულით, თბილად მივცეთ შენიშვნა. სადაც ეკლესია უყვართ, სადაც იციან სულიერი ცხოვრება, კაცთმოყვარება, ლმობიერება უფრო მეტია და აგრესია იშვიათად ვლინდება. ეკლესიურმა მშობლებმა კარგად იციან, როგორ მოიქცნენ. სულიერი ინტუიცია, განათლება, მოვლენათა სწორად აღქმის უნარი, სწორი ანალიზი, ჯანსაღი დამოკიდებულება საგნებისადმი ადვილად აგვარებს ამ პრობლემებს.
- ზოგჯერ სიმკაცრეს იჩენს მოძღვარიც. რამდენად აქვს მას უფლება, განურისხდეს სულიერ შვილს და როგორ უნდა აღიქვას ეს მრევლმა?
- მოძღვარი ვალდებულია, ადამიანს ხან მოეფეროს, ხან განურისხდეს კიდეც. მას აქვს ზეციდან მინიჭებული ამის უფლება. მოძღვარი სულ უნდა ფხიზლობდეს იმ სამწყსოზე, რომელიც მას ჩააბარა ღვთის განგებამ, რადგან კაცთა მოდგმის მტერი მუდამ ცდილობს, როგორმე გამოსტაცოს მწყემსს ცხოვარი და სამუდამოდ დაღუპოს იგი. მღვდლის მიზანი მრევლის გადარჩენაა, ამის გამო ის ზოგჯერ უნდა განურისხდეს კიდეც მრევლს. მაგრამ, რა თქმა უნდა, მოძღვრის განრისხება არ უნდა სცილდებოდეს საეკლესიო ეტიკეტს. მოძღვარმა სულიერი შვილი მონად არ უნდა მიიჩნიოს. მორწმუნემაც უნდა გამოიჩინოს გონიერება და მორჩილება. თუ ჩააბარა სული საცხოვნებლად, უნდა დაემორჩილოს კიდეც მას. მათ შორის უნდა არსებობდეს ჯანსაღი ურთიერთდამოკიდებულება. სულიერ შვილს უნდა ახსოვდეს, რომ მღვდელი მის საცხოვნებლად არის დადგენილი. მღვდელმაც მაქსიმალურად უნდა გაიაზროს ამ ადამიანის თავისებურება, მოუსმინოს და ამ სულიერი დიალოგის საშუალებით უწინამძღვროს. დიალოგი მოძღვარსა და მრევლს შორის უნდა იყოს ცოცხალი. მღვდელს უნდა შეეძლოს ადამიანის მოსმენა. ფარისევლებს ქრისტე საყვედურობდა, სხვას დაადებთ უმძიმეს ტვირთს, თავად კი იოტისოდენის ტვირთვაც კი არ შეგიძლიათო. ამიტომ მღვდელი, პირველ რიგში, თავად უნდა იყოს მაგალითი, საკუთარი თავის ყველაზე დიდი განმსჯელი და მერე უნდა სჯიდეს და ურისხდებოდეს მრევლს. მოძღვარმა აუცილებლად უნდა გაუგოს ადამიანებს. ზოგიერთი მეტად რთული ბუნების, მძიმე ხასიათისაა, ზოგიც ენერგოვამპირია, მაგრამ ის უნდა შევისწავლოთ, მოვუსმინოთ. მოვუსმინოთ მის ლოცვას, რა სურს, რას ფიქრობს, რატომ წვალობს, რა ადარდებს, რა ახარებს და ა.შ. ეს მეტად რთულია, მაგრამ უამისოდ შეუძლებელია მღვდლობა. ეს არის მოძღვრის ჯვარი, მისი უპირველესი მოვალეობა. მოძღვარს აუცილებლად უნდა უყვარდეს თავისი მრევლი, რათა გადაარჩინოს და ამით გადაირჩინოს საკუთარი თავიც. სიყვარული კი შეუძლებელია მაშინ, თუ არ ეცოდინება, ვინ არის ის.
- კიდევ როდის არის დასაშვები მრისხანება?
- როცა ადამიანი განსაკუთრებით აღგვაშფოთებს უზრდელობით, გაუგონარი ამპარტავნებით, სხვათა უფლებების შელახვითა და უგულებელყოფით, ძალადობით, მრისხანებით, სხვათა დამონებით, სხვაზე ბატონობის სურვილით. ეს დამოკიდებულებაAმხილებითა და ზოგჯერ მრისხანებით უნდა გამოვასწოროთ. ასეთ დროს რისხვის გამოხატვა შესაძლებელია გარკვეული თვითკონტროლით. ჩვენს საქციელს ცოდვილის სწორ გზაზე დაყენების სურვილი უნდა ამოძრავებდეს - ამიტომაა წმინდა მრისხანება, საღვთო რისხვა მისაღები და ზოგჯერ საჭიროც. სიყვარულით უნდა ვამხილოთ ადამიანი, საჭირო დროს უნდა განვურისხდეთ კიდეც, მაგრამ არ უნდა მივეცეთ ცოდვას. ჩვენში სიძულვილმა არ უნდა დაისადგუროს.
- სახარებაში არის აღწერილი შემთხვევა, როცა უფალი მეტად განრისხდა და ტაძრიდან ვაჭრები გამოყარა. რა უნდა ვისწავლოთ უფლის ამ საქციელით?
- ეს არის სწორედ ის საღვთო რისხვა, რომელზეც ვსაუბრობდით. პირადი მტრები უნდა გვიყვარდეს, ერის მტრებს ვებრძოდეთ, ხოლო ეკლესიის მტრები უნდა გვძულდეს. ოღონდ უნდა გვძულდეს არა გაბოროტებით, არა მათი განადგურების სურვილით. უნდა ვებრძოდეთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ მათი გვეშინია ან გვძულს, არამედ ისევ და ისევ მათთვის. როცა შენს რწმენას შეურაცხყოფენ, გილახავენ ყველაზე მნიშვნელოვანს, არ შეიძლება გაჩუმდე და არ დაიცვა ის. ამის მაგალითი მოგვცა ქრისტემ. ნახეთ, როცა უფალს დევნიდნენ, აფურთხებდნენ, ტანჯავდნენ, ცილს სწამებდნენ, ის არაფერს ამბობდა, მაგრამ როცა ეკლესია შეურაცხყვეს, ისე განრისხდა, რომ ხალხი ტაძრიდან გამოყარა. გახსოვთ ალბათ, წმინდა ნიკოლოზმა არიოზს უფლის შეურაცხყოფისთვის სილა რომ გააწნა. წმინდანთა ცხოვრებაში ბევრი მაგალითია სარწმუნოების ამგვარად დაცვისა. არ შეიძლება ქრისტიანობა ძალით იქნეს გავრცელებული. არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ რელიგია ვინმეს ძალით მიეტანოს ადამიანებამდე და მას კეთილი ნაყოფი გამოეღოს. თავდასხმა დაუშვებელია, მაგრამ როცა თავად გესხმიან თავს, თავდაცვა არათუ დაშვებული, არამედ აუცილებელია. სხვამ ვინ უნდა დაიცვას ჩვენი რელიგია, ჩვენი სჯული, თუ არა ჩვენ? წმინდა ნიკოლოზის შემთხვევა ამის ნათელი დასტურია.
ასევე იყო წმინდა გიორგიც, რომელიც დაუპირისპირდა მთელ წარმართულ სამყაროს. დაუკვირდით, დაუპირისპირდა, მაგრამ სიძულვილით კი არ მოეპყრო მათ, არამედ თავი დადო და ეწამა. როცა მას პირადად შეურაცხყოფდნენ, გაწირა საკუთარი სხეული, მაგრამ სადაც საქმე ქრისტეს ეხებოდა, ის იყო ხმალამოღებული დამცველი.
გვახსოვდეს ისიც, რომ წმინდა ნიკოლოზმა პირადი ინტერესების დასაცავად ან ბოღმის ამოსაღებად კი არ გაარტყა არიოზს, არამედ იმისთვის, რომ დაეცვა თავისი სჯული, თავისი რელიგია და თავად ეს ადამიანი. რადგან უყვარდა არიოზი, ამიტომაც მოექცა მრისხანედ - ამით მისი გონს მოგება სურდა. ანუ საფუძველი აქაც სიყვარული იყო, რადგან ქრისტიანობა არის სიყვარულის რელიგია. ყველაფერი ქრისტიანმა სიყვარულის პრინციპიდან გამომდინარე უნდა აკეთოს. ისევ სიყვარულია ძალა, რომელიც გვაძლევს თუნდაც წინააღმდეგობის გაწევის უნარს. უფალი ამბობს, დაიმდაბლე თავიო, მაგრამ თავმდაბლობა სულმდაბლობას არ ნიშნავს, სიგლახაკე სულითა სხვა არის და უთავმოყვარეობა - სხვა. ქრისტიანობის საფუძვლები, მოძღვრის რჩევით, ჯანმრთელად უნდა იქნეს გაგებული.
სხვათა შორის, ამ წინააღმდეგობამ, თავდაცვამ, წმინდანთა, მოწამეთა მიერ დაღვრილმა სისხლმა, მათმა ბრძოლამ მოგვიტანა ქრისტიანობა აქამდე და ვალდებული ვართ, ასევე დავუტოვოთ ის ჩვენ შვილებს.
- როგორ ვძლიოთ მრისხანების ვნებას?
- დილის ლოცვები, თუ მათ გულდასმით ვიტყვით, თავიდანვე გვიცავს უარყოფითი ემოციისაგან. შინიდან გამოსვლისას ერთი დიდი შენდობის გრძნობით უნდა შევიარაღდეთ. როგორც მოციქული წერს, დავიფაროთ ჩაფხუტი სასოებისა, ავიღოთ ხმალი ლოცვისა, ფარი სარწმუნოებისა, ჩავიცვათ ქალამნები მშვიდობისა და ასე გამოვიდეთ სახლიდან. გავემზადოთ, რათა არა შევძრწუნდეთ. როცა ადამიანი ასეთი განწყობით გამოდის, ალბათობა იმისა, რომ რაღაც მიზეზით განრისხდება და შემდეგ მთელი დღე ამაზე ფიქრით ჩაუშხამდება, ნაკლებია.Mმრისხანება შემოვა და ადვილადვე გავა. ადამიანი უფრო დაცული იქნება. ღვთისადმი ვედრება, თხოვნაა საჭირო, რომ გაგვათავისუფლოს ამ ცოდვისგან. სიკვდილის ხსოვნა არის სათნოება, რომელიც საუკეთესოდ დაგვიცავს, გვაიძულებს ცოდვაზე უარის თქმას.
- თუ მაინც განვრისხდით მოყვასზე, ჯობს ვუთხრათ თუ გავჩუმდეთ? ზოგჯერ ადამიანი ჩუმდება და ბოღმას გულში იდებს, ამას კი საბოლოოდ უფრო მძიმე შედეგები მოჰყვება ხოლმე.
- თუკი ვფიქრობთ, რომ გაგვიგებს და მხილება უფრო დიდ აგრესიას არ გამოიწვევს, ჯობს ვუთხრათ. გარკვეული დოზით, ჭურჭლისაებრ მისისა მივცეთ გაფრთხილება, რჩევა, ოღონდ სიყვარულით, ამის გარეშე არაფერი გამოვა. ადამიანი არ უნდა საუბრობდეს "მაღალი გადმოსახედიდან", რომ თავად ყველაფრის დამცველია, სხვები კი ამას არ აკეთებენ. მრისხანება ქვენა გრძნობებით არ უნდა იმართებოდეს და არ უნდა იყოს მიმართული სხვათა ცუდის ხარჯზე საკუთარი კარგის წარმოჩენისაკენ. სხვისი წაგების ხარჯზე მოგების, ქულების დაწერისკენ. შენ ადამიანს კი არ უნდა ეომო, არამედ მასში ჩაბუდებულ ცოდვას, თუმცაღა ზოგჯერ ცოდვა ისე დაიპყრობს ადამიანის არსებას, რომ მისი და ცოდვის გამიჯვნა ერთმანეთისგან ჭირს ხოლმე. ამიტომ უნდა მოვიქცეთ დიდი სიფრთხილით. ადამიანმა შეიძლება ვერ გაიგოს ჩვენი შენიშვნა, ჩვენი მოწოდება და ისევ და ისევ ჩვენს საპირისპიროდ შემობრუნდეს ყველაფერი. როცა ვამხელთ ადამიანს, უნდა გავითვალისწინოთ მისი ბუნება, შესაძლებლობა მიიღოს შენიშვნა და ისე ვიმოქმედოთ. ყველას ერთნაირად ვერ მივუდგებით, ერთი საზომით ვერ გავზომავთ. ისე მოვიქცეთ, რომ არც ჩვენ დავზიანდეთ და არც ის დავაზიანოთ. უფალი ამბობს, ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტსო. ჩვენ კი ვაძლევთ ადამიანს წამალს, მაგრამ შეიძლება ვერ გაიგოს, ვერ მიხვდეს, ჩვენც დაგვაზიანოს და თავიც დაიზიანოს. ამიტომაც დიდი სიბრძნეა საჭირო. უჭკუოდ გაკეთებული სიკეთე შეიძლება ბოროტებად გარდაიქმნას და ეშმაკმა ჩვენსავე საპირისპიროდ გამოიყენოს.
დღე ისე არ დაასრულოთ, რომ სხვაზე განრისხებული იყოთო, გვასწავლიან მამები. მრისხანება მეორე დღემდე არ უნდა გაჰყვეს ადამიანს. ეს ვნება მალევე უნდა მოვიშოროთ. გვახსოვდეს, რომ არ ვიცით, როდის აღმოვჩნდებით უფლის წინაშე. და რა პასუხს გავცემთ მას, თუ მოყვასზე განრისხებული წარვუდგებით? აკი გვითხრა, - სწორედ ერთმანეთის სიყვარულმა უნდა გამოგარჩიოთ სხვებისგანო. თუ ადამიანს მუდამ თან აქვს სიკვდილის ხსოვნა, ის ადვილად შეძლებს მრისხანების დაძლევას.
- როგორ მოვიქცეთ, როცა გვირისხდებიან?
- ამას ქრისტიანულად უნდა მივუდგეთ. ჯერ გავიგოთ, თუ რას გვეუბნება ეს ადამიანი, რატომ მრისხანებს, ეგებ ამის მიზეზი აქვს. აგრესიას აგრესიით არ უნდა ვუპასუხოთ. შეიძლება კულტურულად ვუპასუხოთ კიდეც, ავუხსნათ მდგომარეობა. მის მიმართ გულში ბოღმა არ უნდა ჩავიდოთ - ეს არ იქნება სწორი.
- ზოგჯერ ასეც ხდება: მორწმუნე მარხვაში ზედმეტად მოინდომებს მოღვაწეობას, მარტო პურსა და წყალს იხმევს. ამისთვის კი სულიერი ძალები არ ჰყოფნის და მერე ისე განრისხდება, რომ "ადამიანების ჭამას" იწყებს...
- მართალი ბრძანდებით. ეს იმიტომ ხდება, რომ არასწორად მართული ასკეზა ადამიანს არასწორ მდგომარეობაში აგდებს, უმრუდებს რეალობისადმი სწორ დამოკიდებულებას და მისი სურვილები, წარმოდგენები, ძალები რეალობას უპირისპირდებიან. ადამიანი ფიქრობს, ჯვარი ავიღეო. სინამდვილეში ეს ჯვარი კი არ არა, მისი გადაგვარებაა, რომელიც არათუ აცხოვნებს, დაღუპავს, გაანადგურებს. ის თავმდაბლობით ქრისტეს კი არ შედგომია, არამედ ზურგზე მძიმე ლოდი მოიკიდა და სურს, თავის თავზე დაყრდნობით, თავისი ძალებით მოიპოვოს გამარჯვება, ზიდოს ეს სიმძიმე. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ენდობა და თავის თავს სასოებს, ცდილობს, ამგვარად გაიტანოს მარხვა, ცრუ მოღვაწეობით განვლოს ის, აკეთოს იმაზე გაცილებით მეტი, რაც მის სულიერ ძალებს შეესაბამება, ჭამოს მარტო პური ან მდუმარებაში იყოს, თვითგვემას ეწიოს, მხოლოდ 1 საათი იძინოს, უზომო ლოცვითი კანონი დაიდოს და ა.შ., ამის შედეგად ადრე თუ გვიან ხიბლში ჩავარდება. ამიტომაც ყველანაირი სულიერი საქმე მოძღვართან უნდა შევათანხმოთ. მან უკეთ იცის, რა შეესაბამება ჩვენს სულიერებას.
- ცოდვილ ადამიანებზე ღვთის რისხვა მოიწევა ხოლმე. რას გვასწავლის უფალი თავისი რისხვით?
- ლოცვებში ნათქვამია, ღვთის რისხვას წინ წყალობა უძღვისო. ანუ ღმერთი მანამ, სანამ განრისხდება, წყალობს ადამიანს და სურს, ასე მოიყვანოს გონს. რადგან "არა ნებავს ცოდვილისა წარწყმედა, არამედ მოქცევა და ცხოვრება მისი". ცდილობს, დაუყვავოს, ღვთაებრივ სწავლებას დაუმორჩილოს. მაგრამ როცა ადამიანი წყალობას არ იღებს ყურად, ღმერთი მასზე რისხვას უშვებს. ოღონდ ეს რისხვაც წყალობის გამოვლინებაა. ისიც იმიტომ არის დაშვებული, რომ ადამიანი გამოფხიზლდეს და სამუდამოდ არ დაიღუპოს. ის მწარე წამალივითაა, რომელიც ავადმყოფის გამოჯანმრთელებას ემსახურება, ის იარაღია, რომლითაც ადამიანის არსება სწორი კალაპოტისკენ მიემართება. ასეთი სახით გამოვლენილი ღვთაებრივი სწავლება და სიყვარული აღიქმება როგორც მტკივნეული, აუტანელი და მძიმე. ეს შეიძლება მართლაც ასეა, მაგრამ გვახსოვდეს, რომ უფალს ამგვარად სურს სამუდამო სატანჯველს აგვარიდოს. დროზე მოვეგოთ გონს და სანამ დრო გვაქვს, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება.
მინდა დაგლოცოთ. ღმერთმა მოგცეთ სიმშვიდე, ეს უდიდესი სათნოება, რამეთუ "მშვიდთა დაიმკვიდრონ ქვეყანა". ამინ.
G_saxva
ველოდები შენ პაწუხა გვაღირსე
ალაჰუ-აქბარ
ალაჰუ-აქბარ
ალაჰუ-აქბარ
ალექსანდრე
შენ ისევ იგივეს წერ და მე რაც მაინტერესებს იმის პასუხი ვერ მოგაქ. წაიკითხე ხელახლათ რა გკითხე:
ალაჰუ-აქბარ
დამცინი თუ როგორაა საქმე? შენ ან ნაწერს არ კითხულობ ან ტექსტიდან აზრის გამოტანა გიჭირს, ეს უკვე შენი პრობლემაა. შენი შეკითხვა მუხლობრივად დავყავი და გავეცი პასუხი, არცერთი არ გამომიტოვებია. მოგიყვანე შესაბამისი მაგალითებიც წმინდა წერილიდან, რაც ადასტურებს იმას, რომ არ შეიძლება ღმერთს მიაწერო ის თვისებები რაც ადამიანს აქვს, იმიტომ რომ საღვთო ბუნება სხვაა და ადამიანის ბუნება სხვა. ღმერთს რომ ადამიანური თვისებები ჰქონდეს იქნებოდა ადამიანი და პირიქით - ადამიანს რომ საღმრთო ბუნების თვისებები ჰქონდეს იქნებოდა ღმერთი. შენ რა გინდა თქვა რომ შენი ბუნება და ღმერთის ბუნება ერთია? შენ და ღმერთი ერთნი ხართ? და მაინც, შენ კვლავ იგივეს იმეორებ
ალექსანდრე
ალაჰუ-აქბარ
აჰაა კიდე ერთსაც დაგიწერ, იქნებ ამის მერე დაიმახსოვრო
"უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი, რომელიც გხსნის. სიხარულით გაიხარებს შენზე, განგაახლებს თავის სიყვარულში, სიმღერით იზეიმებს შენს გამო". - http://holybible.ge/bible/georgian/book-1-36-3-17-2-geo-3-geo--0
ალაჰუ-აქბარ
ალაჰუ-აქბარ
ალაჰუ-აქბარ
ალაჰუ-აქბარ
ალაჰუ-აქბარ
მართლა გვემასხარავები თუ რა ხდება? ამხელა ახსნა განმარტება დაწერა კაცმა და შენ ისევ შენსას ამტკიცებ და ამბობ ჩემ კითხვაზე პასუხი ვერ გამეცითო, მერე მუხლები მოგყავს რომელიც საბოოლო ჯამში შენივე სიტყვებს გამორიცხავს და ამბობ ესაა სიმართლეო.
თუ ამბობ ამ ციტატის მიხედვით ბიბლიაში წერია მეტი რაღა უნდა დაგიწერონო
G_saxva
ზემოთ წერია შენი კითხვის პასუხი. პოსტები წაიკითხე სანამ რამეს დაწერ რო იგივე არ ვწერო ყველა პოსტში.
"ყოვლადუხვი ღმერთი"
"როცა თქვენ იგრძენით, თქვენ მაშინ რეალურად იყავით ღმერთთან. თუ თქვენ ზოგჯერ გრძნობთ, ესე იგი, თქვენ მხოლოდ ზოგჯერ ხართ ღმერთთან. თუ თქვენ ახლა გრძნობთ, თქვენ რეალურად ახლა ხართ ღმერთთან. ეს, რა თქმა უნდა, უდიდესი ბედნიერებაა. წარმოიდგინეთ ვინ ვართ ჩვენ, და ამ დროს სამყაროს შემოქმედი ჩვენთან არის. როცა ჩვენ ვამბობთ "ჩვენთან არს ღმერთი" და თქვენ პასუხობთ: "არს და იყოს", ეს არ არის მხოლოდ სიტყვათა თამაში, ლამაზი სიტყვები, მხოლოდ მანუგეშებელი, არამედ ეს რეალური ძალის მქონე, რეალობის ამსახველი სიტყვებია".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ჩემო მშობლიურო ღმერთო".
"უფალი ყოველთვის გიყურებს. შენ ყოველთვის უნდა გრძნობდე მის თვალს შენს გულში".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"უფალი საყვედურს არ ეუბნება პირდაპირ, არ ეუბნება: თქვენ მე არ გიყვარვართო. არამედ უფალი ეუბნება, რომ ურწმუნოების გამო ხდება ასე. მაგრამ სამაგიეროდ სხვაგან ამბობს, სხვა დროს. ესეც უფლის სიფაქიზის ნიშანია. ფაქიზი დამოკიდებულება აქვს ჩვენს მიმართ. პირდაპირ არ გვეუბნება და გულს არ გვტკენს, არამედ სხვა დროს ამბობს".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"იქნება სულაც არ გჭირდება დამტევი, ყველაფრის დამტევს, ვინაიდან რასაც ავსებ, თვითონვე იტევ, შენით აღსავსე ჭურჭელნი როდი განიჭებენ სიმყარეს: დაე, დაიმსხვრნენ, შენ მაინც არ დაიღვრები, ხოლო როცა ჩვენში იღვრები, კი არ ემხობი, არამედ ჩვენ აღგვაზევებ; კი არ იფანტები, არამედ ჩვენ გვკრებ და ყველაფერს, რასაც ავსებ, მთელი შენი არსებით ავსებ? იქნებ საგნები, რომლებსაც არ შეუძლიათ მთლიანად დაგიტიონ, მხოლოდ შენს ნაწილს იტევენ და ყველა ერთად ერთსა და იმავე ნაწილს იტევს? თუ თითოეული მათგანი თავის შესაბამის ნაწილს იტევს: დიდი - დიდს, მცირე კი - მცირეს? მაშ, შენი ერთი ნაწილი უფრო დიდია, მეორე კი უფრო მცირე? თუ ყველგან მთლიანი ხარ და არც ერთ საგანს არ შეუძლია მთლიანად დაგიტიოს?"
/ნეტარი ავგუსტინე/
"ღმერთი თავმდაბალია, ღმერთი ფაქიზი სულისაა".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"საყრდენი ეხლა მხოლოდ უფალია".
/გრიგოლ რობაქიძე/
"არასდროს არ უნდა გაუთამამდე უფალს და არც არასოდეს დაშორდე მას, რათა შეინარჩუნო "ოქროს კვეთი".
"ღმერთს ვერ ვიპოვით დისკოთეკებსა და ბარებში, რესტორნებსა და "ბუნკერებში", ღმერთი იქაა, სადაც სიწმინდეა, სადაც მისი სახელით ერთი და ორი ადამიანი შეიკრიბება".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"შევუდექი ღმერთს - აბსოლუტურ სიმართლეს, მიუწვდომელ ნათელს, უსაზღვრო ბედნიერებას, უკვდავსა და მარადიულს, მიუწვდომელ სიბრძნეს და მიუწვდომელ მეცნიერებას".
/მღვდელ-მონაზონი ვასილ ფირცხელავა/
"ზოგჯერ სხეულის ყოველი უჯრედი შეიგრძნობს უფლის სიახლოვეს".
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"ღმერთი არის ჩვენი გულისგული და მის გარეთ ჩვენ ისევე მოუსვენრად ვართ, როგორც წყალთა გარეთ გამოგდებული თევზი, ანდა როგორც ჩვენი სხეულის ნაღრძობი ადგილი, რომელსაც დაუკარგავს ჩვეული მდგომარეობა".
/ნეტარი ავგუსტინე/
"სრული უცოდველობა მხოლოდ ღმეთისთვის არის დამახასიათებელი და მასთან შედარებით, უცოდველი ანგელოზებიც კი ცოდვილები არიან".
"ერთხელ ჩემ მეგობარს "შევწუწუნე" - ღმერთის გარდა პატრონი არავინ მყავს-მეთქი. გაეცინა: - მეტი რაღა პატრონი გინდაო".
"ღმერთი ბრძენი და ბრძენთაბრძენია, ძლიერია, ღვთაებრიობა მის არსს და ამ სიტყვის ჭეშმარიტ გაგებას სრულად აღემატება. არსზე და თავად სიკეთეზე მაღლა მდგომია. ამიტომ შეგვიძლია ღმერთის შესახებ ვთქვათ, რომ ის ყველაფერში და ყველაფერზე მაღლა მდგომია".
"ჩვენ ერთდროულად ვიცით და არ ვიცით ღმერთი, ვიცით მისი მოღვაწეობის შესახებ, და არ ვიცით მისი არსი, ანუ არსობრივად იგი ჩვენთვის შეუცნობელია".
"ბუნებით უხილავი ღმერთი მის ენერგიებში ხდება ხილული".
"როგორც არსობრივად, ისე ენერგიებით, ღმერთი ყველაფერშია".
"თვითსინათლე, თვითსიკეთე, თვითსიცოცხლე"
"წმინდა გრიგოლ ნოსელი წერს: "ჭეშმარიტად მყოფი... ყოველთვის ზუსტად ისეთი რჩება, როგორიც არის, არც იზრდება და არც მცირდება, ის არც უკეთეს და არც უარეს მხარეს ცვალებადობას არ ექვემდებარება, რადგან ცუდი მისთვის უცხოა, ხოლო უკეთესი არ არსებობს".
"როდესაც ჩვენ ღმერთის ყველგანმყოფობის შესახებ ვსაუბრობთ, ამით ვამტკიცებთ, რომ ღმერთი ყველაფერ არსებულში შეაღწევს, თავად მას არაფერი შეერევა და მასში შეღწევა არაფერს არ შეუძლია".
"როგორც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის, "ღმერთი ყოველთვის იყო, არის და იქნება ან უმჯობესია ვთქვათ, ღმერთი ყოველთვის არის; რადგან სიტყვებით: იყო და იქნება, ჩვენი დროის გაყოფაზე და მისთვის დამახასიათებელ მდინარებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ; ხოლო მყოფი მარადმყოფია".
"ღმერთის შემეცნება შეუძლებელია, ის გამოუთქმელია და სახელდაუდებელია".
"წმინდა მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელის სიტყვებით რომ ვთქვათ, "მთლიანობაში ღმერთი გრძნობებია, ღმერთი მთლიანად სულია, მთლიანად აზრია, მთლიანად გონია, მთლიანად სმენაა, მთლიანად თვალია, მთლიანად ნათელია და ყველა სიკეთის უშუალო წყაროა".
"ღმერთს ჩვენ ერთგვარ ბუნდოვან მინაში "ვითარცა სარკითა და სახითა" (1 კორ. 13:12) ვხედავთ. ასეთი შემეცნება შეიძლება მივამსგავსოთ საგნის შესახებ ჩვენს წარმოდგენას, რომელიც მისი ჩრდილის ჭვრეტის შედეგად შეგვექმნა: რამდენადაც საგანს მისი ჩრდილი შეესაბამება, იმდენად შეესაბამება თავად ღმერთის არსს ჩვენი წარმოდგენა ღმერთის შესახებ. და მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის შესახებ ჩვენი წარმოდგენა საკმაოდ მოკრძალებული და პირობითია, ეს ცოდნა ღმერთთან ურთიერთობისათვის და ჩვენი გამოხსნისათვის მაინც სრულიად საკმარისია. ამ საკითხზე წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს: "მრავალი და განსხვავებული სახელიდან, ყოველი მისი უშუალო შინაარსის მიხედვით რომ ავიღოთ, მთლიანობასთან შედარებით (ღმერთის შესახებ) ერთობ ბუნდოვანი და მწირი წარმოდგენა შეგვექმნება, მაგრამ ეს ჩვენთვის მაინც სრულიად საკმარისი იქნება".
/დეკ. ოლეგ დავიდენკო/
"და ღმერთი, რომელიც ზეციურ გონზე მაღლა მდგომი მიუწვდომელი ძალით არის დამკვიდრებული, არავისთვისაა, ის არასოდეს არავისთვის არ არის გასაგები, ღმერთი გამოუთქმელია".
"ღმერთი რომ ჩვენსავით ადამიანი არ ყოფილიყო, ჩვენ მას ათასჯერ წამოვაყვედრებდით ჩვენს ადამიანურ ტკივილებს, დათმენებს".
/როლანდ ჩხეიძე/
"უფლისადმი გულგრილობას ყველაფრისადმი გულგრილობისკენ მივყავართ".
/ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მაია კალანდარიშვილი/
"იმისათვის, რომ დამტკიცებულიყო ღმერთის ყოვლადძლიერების შესახებ ქრისტიანული სწავლების უსუსურობა, უძველესი დროიდან მრავალი სახის სოფიზმი შეიქმნა. მაგალითად: "თუ ღმერთი ყოვლადძლიერია, შეძლებს ის სცოდავდეს?" ცხადია, პასუხი იქნება: "ვერ შეძლებს", ან: "თუ ღმერთი ყოვლადძლიერია, შეუძლია თუ არა მას ისეთი ნივთი შექმნას, რომელსაც თვითონ ვერ დაძრავს?"
როგორ უნდა უპასუხო ასეთ შეკითხვებს? ღმერთის ყოვლადძლიერება არ შეიძლება ღმერთის სხვა თავისებურებებისგან იზოლირებულად განიხილებოდეს, კერძოდ ისეთებისგან, როგორც არის სიკეთე, სიბრძნე და ა.შ. ღმერთის ყოვლადძლიერება თვითნებობას არ წარმოადგენს: მისი არსი ის კი არ არის, ვისაც რა მოესურვება ის აკეთოს, არამედ ის, რომ მხოლოდ ის აღასრულოს, რაც თავად ღმერთს მოესურვება. "უკუეთუ მან თავადმან ესრეთ საჯა, ვინ არს სიტყუისმგებელ მისაი და რაიცა-იგი მას უნდა და ქმნა" (იობ. 23:13). ამრიგად, ღმერთს არა მხოლოდ რაიმე სახის ცოდვის ან უაზრობის განხორციელება არ შეუძლია, არამედ მასში თავად ასეთი სურვილის გაჩენაც შეუძლებელია.
მიტროპოლიტი მაკარი (ბულგაკოვი) ამ საკითხს ასე განმარტავს: "ღმერთს არ შეუძლია მოკვდეს, არ შეუძლია სხვის მიმართ ცუდად იმოქმედოს, არ შეუძლია საკუთარ პირონებაზე თუ საქციელზე უარი განაცხადოს ან მოიტყუოს, არც ის შეუძლია ღმერთს, რომ შემცოდე ან ბოროტი იყოს: ეს ყველაფერი ღმერთს რომ შეეძლოს, მისი ყოვლისშემძლეობის კი არა, მისი ფიზიკური და ზნეობრივი სისუსტისა და უსუსურობის ნიშანი იქნებოდა. ღმერთს რაც სურს და რაც მის ბუნებას არ უპირისპირდება, ყველაფერი შეუძლია. მაგრამ მოკვდინება და არსებობის შეწყვეტა სრულიად ეწინააღმდეგება მის ბუნებას, და მას თავისი ბუნების შესაბამისად, მხოლოდ სიკეთე სურს, ხოლო ბოროტების მიმართ მას არანაირი მიდრეკლიება არ გააჩნია".
/დეკ. ოლეგ დავიდენკო/
"ადამიანისგან განსხვავებით, ღმერთში მის სურვილსა და სურვილის აღსრულებას შორის არანაირი დისტანცია არ არსებობს. ადამიანს ჯერ რაღაც გარკვეული სურვილი უჩნდება, შემდეგ იმისათვის, რათა ეს სურვილი აღსრულდეს, მას გარკვეული ძალისხმევის გამოვლინება ესაჭიროება. ღმერთში სურვილსა და მის აღსრულებას შორის ეს მანძილი არ არსებობს".
"ღმერთს თავისი გეგმა ჰქონდა"
"უფალი თავისთავად ყველაფრის მოწმეა".
"ღმერთს არაფერი ემატება და არც აკლდება!"
"უფალი ზრუნავს ბალახის მოკაზმულობაზეც კი"
"დიდი სულიერი სიბრმავე და ამპარტავნებაა, როცა ვინმეს ჰგონია, რომ ღმერთის შესახებ რაიმე გაეგება. სინამდვილეში ღმერთი მხოლოდ მან იცის, ვისაც შეუძლია თავისი ცხოვრება ყოველგვარი ეჭვის, ყოველგვარი მერყეობის გარეშე მიანდოს ღმერთს".
/დეკანოზი ალექსი უმინკსი/
"ღვთის ბუნების ხილვა შეუძლებელია, მაგრამ, როგორც თოვლზე დატოვებული კვალი ცხადყოფს, რომ აქ ადამიანმა გაიარა ისე, რომ მას ვერ ვხედავთ, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ ადამიანი იყო. ასევე ღვთის კვალი სამყაროზე ცხადად არის დამჩნეული".
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ღმერთი ყველაფერში ყველაფერია"
/წმ. გრიგოლ პალამა/
"ვთესოთ სულში ღმერთი და ნაყოფი შემოქმედში გავიმრავლოთ".
/დავით სურგულაძე/
"რადგან ღმერთი - ბუნებით შემოქმედია, ის არ შეიძლება არ ქმნიდეს, შესაბამისად, ქმნილება ღმერთის მუდმივი თანმდევია".
"ჩემი აზრით, ღმერთი ისეთი უხილავია, როგორც - ქარი, არ იცი, საიდან ჩნდება ის, მაგრამ გრძნობ, თუ როგორ გეხება და გივლის"
/რატი შალიკაშვილი/
"ის [ღმერთი] არსადაც არ მიდის, რადგანაც არაფერი ენაცვლება".
"ჭვრიტე ოდენ ღმერთი..."
"ღმერთის ძალმოსილება მის რჩეულებში ჭარბად ვლინდება".
"ვინაიდან ღმერთი არის სული უხილავი, თაყვანისცემა და მსახურებაც მისი უნდა იყოს სულიერი".
/წმ. გაბრიელ ქიქოძე/
"ღმერთი ძლიერია და კაცთაგან შეუძლებელს - შესაძლებლად აქცევს!"
"ის, რაც შეგრძნებად სამყაროში - მზეა, გონით წვდომაში - ღმერთია".
/წმ. იოანე დამასკელი/
"გვახსოვდეს, რომ ღმერთი არის კარები სიკეთისა, სიცოცხლისა, სიძლიერისა, ყოველთვის გაწონასწორებულად ყოფნისა და ბარაქისა"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ღმერთით ვსუნთქავთ, ღმერთით ვსაზრდოობთ, ღმერთით ვიმოსებით".
/ბერი იოსებ ათონელი/
"უფალი რჩეულებს საკუთარ თავს ამცნობს".
"უფალი ყოველივეს დასაწყისია, მას კი დასაწყისი არა აქვს".
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"ქრისტიანობა ეფუძნება მოძღვრებას, რომ ჩვენი ღმერთი - სიცოცხლის ღმერთია!"
"ჩვენთვის მაგალითი მხოლოდ ღმერთია".
"საოცრებამდე უსაზღვროა განგება ღვთისა, არც მის მოწყალებას აქვს საზღვარი".
/ილია მეორე/
"ჩვენი ღმერთის გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს!"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ჭეშმარიტი სიკეთის ქმნა არავის ძალუძს, გარდა ღმერთისა".
"ღმერთი სახიერია და დიდმომთმენი"
"ღმერთმა კი ქრისტეს მეშვეობით დაგვანახა, რომ ჩვენთან ურთიერთობა სურს, - ამიტომ მოგვმადლა თავისი ძე! მანამდე შეგვიყვარა, ვიდრე ჩვენ შევიყვარებდით მას. ე.ი. ისიც ეძებს ურთიერთობას. ეს ჩვენ დიდ ღირესებას გვძენს".
/ეპისკოპოსი ათანასე ევტიჩი/
"პავლე უჩვენებს ბერძენ წარმართებს, რომ მათ არც კი უძებნიათ, ისე მოიპოვეს უფალი, და რომ უფალი სავსებით ნათლად მოჩანს ყველგან და ყველა მის ქმნილებაში; რადგან შეუძლებელია, ზეცა იყოს აქ და არ იყოს სხვაგან; შეუძლებელია ასევე, ის იყოს ახლა და არ იყოს სხვა დროს.
ამრიგად, ყოველთვის და ყველგან შეიძლება ვეზიაროთ ღმერთს. უფალმა ისე განკარგა, რომ ჩვენ არავითარ წინააღმდეგობას არ ვაწყდებით მის ძიებაში... უფალი ისე ახლოსაა, რომ მის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია".
"დავივიწყეთ ღმერთი და ღმერთმანცა სამართლად დაგვივიწყნა"
"ღვთის განგებულებას ვერაფერი დაუდგება წინ. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის"
"ღმერთი თავისი ენერგიებით უხილავად იმყოფება დედამიწაზე, ინარჩუნებს სამყაროს ყოფნას და მასზე არსებულ წესრიგს, ამასთან, ის არ ერწყმის სამყაროს".
"ზეკეთილი ღმერთი"
"ღმერთი არის მყარი საფუძველი, რომელიც არასოდეს შეირყევა; ყველაფერი, რაც ღმერთს თავს ესხმის, იმსხვრევა".
/არქიმანდრიტი ათანასე ლიმესოელი/
"ღმერთისთვის ყველაფერია შესაძლებელი, მისთვის სასწაულები არ არსებობს."
"მუდმივად ვგრძნობ და განვიცდი უფლის თანადგომას და მის მკაცრ მზერასაც"
"როდესაც უფალს ისეთად არ ვაღიარებთ, როგორიც არის, ღვთის გმობაა"
"ჩვენ კი არ ვპოულობთ ღმერთს, არამედ ღმერთი გვპოულობს ჩვენ და შემდეგ აღმოვაჩენთ მას ჩვენს თავში".
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"მიუახლოვდით ღმერთს და მოგიახლოვდებათ"
/წმ. მოციქული იაკობი/
"ო, რამდენად კეთილია ღმერთი, რამდენად სახიერი! რამდენად ბედნიერნი ვართ ჩვენ, მოკვდავნი, ასეთი ყოვლადსახიერი მამა რომ გვყავს!"
/წმინდა იოსებ ათონელი/
"უფლისგან მხოლოდ სიკეთე გვეძლევა, იგი მარტოოდენ სიკეთეს თესავს"
"შესაძლოა ვინმემ თქვას, სულით ვარ ქრისტეს მოწაფე და ეკლესია აღარ მჭირდებაო. მაგრამ ქრისტიანობის ისტორია სხვას გვასწავლის. ღმერთი ადამიანად რომ არ მოსულიყო, მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა თითქმის არ გვექნებოდა, რადგან ღმერთი საშინელია. საშინელია არა ზნეობრივად, - ზნეობრივად ის მოსიყვარულე მამაა, - არამედ თავისი სიდიადით.
საშინელია მზე, გალაქტიკა, ვულკანი, ოკეანე და განა ამ ყოველივეს შემქმნელი არ იქნება საშინელი? დამთრგუნველია მისი საშინელი სიდიადე, შეუძლებელია მასთან ურთიერთობა... მაგრამ ის ჩვენნაირ ადამიანად მოვიდა, დაგვიჯდა, დაგველაპარაკა... ჩვენ კი მუშტები ვუქნიეთ, მოვკალით. რა თავხედები ვართ ადამიანები!
მისი სიმდაბლის სიდიადემ გაგვიიოლა საქმე, მასთან ურთიერთობის საშუალება მოგვცა. მაგრამ, მეორე მხრივ, გაგვირთულა კიდეც, რადგან ვეღარ ვიტყვით, სულით ვართ ღმერთთან და ეს საკმარისიაო. ის მოვიდა ჩვენთან და ჩვენც უნდა მივიდეთ მასთან. ვისაც ეგონა, სულით ღმერთთან იყო, საერთოდ არ ედარდებოდა, ქრისტეს რომ კლავდნენ და ამით მის მკვლელად გადაიქცა"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ღმერთი ყოველთვის ჩვენთანაა, ეს ჩვენ, ჩვენივე უძლურების გამო, ხან ვშორდებით მას, ხან კი კვლავ ვცდილობთ დავუბრუნდეთ".
"როგორც კი ღმერთზე წინ დგება ვინმე, იქვე იღვრება სისხლი, იქ არის ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი, საპატიმრო, სნეულება, ყველაფერი ცუდი"
/მამა გიორგი თევდორაშვილი/
"ღმერთი ჩვენი მიზანი, ცხოვრების წყარო უნდა იყოს"
/მამა გიორგი თევდორაშვილი/
"ბუნებითად ყოვლისშემომკრები, ყოვლისმომცველი მხოლოდ უფალია."
/ილია მეორე/
,,როგორც სულს ვერ ვხედავთ და არსებობს, ასევე ღმერთს ვერ ვხედავთ და არსებობს. როგორც უსულოდ არ არსებობს სხეულის სიცოცხლე, ასევე უღმერთოდ, _ საერთოდ ცხოვრება.”
/სოკრატე/
"ღმერთი ჩვენს გარშემოა!"
"ყველაფერს, რაც ხდება, ორგვარი მიზეზი აქვს - იგი ან უფლის კეთილი ნებით, ან მისი დაშვებით აღესრულება."
"ღმერთზე ახლობელი ვინ გვყავს"
/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/
"დიდ არს ღმერთი ქრისტიანთა!"
"ღმერთთან ურთიერთობა ძალიან მარტივია"
/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/
"ღმერთი ამოუცნობი საიდუმლოებებით აღვსილი უძირო საწყაული, გამოუთქმელი და მიუწვდომელი უფსკრულია. შესაბამისად, ამ ღვთაებრივი თავისებურებების ხატად შექმნილი ადამიანიც იმავე საიდუმლო ნიშნების მატარებელი არსებაა"
"არავინ და არაფერი, გარდა ღვთისა!"
"ყოველივე სიკეთის, წინსვლის, სიხარულის დასაწყისი არის ღმერთი"
/მეუფე ანდრია (გვაზავა)/
"უფლის სიახლოვისა და ერთგულების დასტური მასზე გამუდმებული ფიქრი და მცნებათა აღსრულებაა, მასთან სიახლოვის ძიებაა, როგორც მადლში ყოფნისას, ასევე განსაცდელისას, რადგან იგია ერთადერთი ჭეშმარიტი სიმშვიდე და მხსნელი ჩვენი ცოდვილი სულებისა - მამა, ძე და სულიწმინდა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ."
"უფალი ყოველთვის ჩვენთანაა"
"დიდება უფალს, რამდენად მოწყალეა"
"ღვთით ყველაფერი შესაძლებელია"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ყოველივე გრძნობადით შეიძლება დანაყრდე, მაშინ როცა ღმერთით ვერასოდეს გაძღები. ის ყველაზე აღმატებულია"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ღმერთი ძალიან იდუმალია, თუმცა ყველგან არის. მისით ვცხოვრობთ, მისით ვსუნთქვათ, მაგრამ არ ძალგვიძს განვიცადოთ მისი სიდიადე, მისი განგება. ის ხშირად მალავს მისი საღვთო განგებულების მოქმედებებს. მაგრამ როდესაც მოვიპოვებთ წმინდა სიმდაბლეს, მაშინ ყველაფერს დავინახავთ და ყველაფერს განვიცდით; თვალნათლივ განვიცდით ღმერთს და მის საიდუმლოებებს. მაშინ უკვე ვიწყებთ მის შეყვარებას, და ეს არის ის, რასაც ის ითხოვს. ეს არის პირველი, რასაც ის ითხოვს ჩვენი ბედნიერებისთვის, როგორც თავად ამბობს: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"კარგი იქნება, ვთქვათ:
- ღმერთო ჩემო, შენ ყველგან ხარ და, სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან მხედავ. შენი მამობრივი მზრუნველობით თვალყურს ადევნებ ჩემს ყოველ ნაბიჯს".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"უხრწნელი და საუკუნო საგანძური - ღმერთი"
"შენია უფალო, დიდებაი, ძალი და სიქადული, ძლიერება და სიმტკიცეი"
"არაფერია იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ღმერთის პოვნა"
/მამა ადამ ახალაძე/
"უწმინდესია უფალი, ამიტომაც უწმინდურნი ვერ გრძნობენ მას"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ერთადერთი ყველას მამოძრავებელი და სასიკეთოდ წარმმართველი არის ღმერთი"
/მამა გიორგი სამსონიძე/
"ღმერთი ყოველთვის შენს გულშია. გეხმარება, ოღონდ კი შენ მას მოუსმინე, სთხოვე და მიმართე. იმის გაცნობიერება, რომ ღმერთი არსებობს, იმდენად დიდი სიხარულია, რომ ეს გადაგალახინებს და არა შიში იმისა, რომ ღმერთი დამსჯის"
"ყოველთვის ყველაფრისათვის ღმერთს მადლობდე"
"საოცარია ღვთის განგება და მიუწვდომელია კაცთაგან"
"ღმერთი არის რელიგიური ინტუიციის, შთაგონების, გრძნობის, რელიგიური ექსტაზის საგანი და იგი გაცილებით უპირატესი და აღმატებულია, ვიდრე რაციონალური სპეკულაციური დასკვნები, ლოგიკური კანონები"
/თეოლოგი ზურაბ ეკალაძე/
"არ არსებობს სახელი, რომელიც სრულყოფილად გამოხატავს უფალს: ასევე შეუძლებელია, სრულყოფილად ჩავწვდეთ მას"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ღმერთი არც დაბლაა და არც მაღლა, არც შორს არის ჩვენგან და არც - ახლოს, იმიტომ რომ ის ყველგან არსებობს და ამიტომ ის უფრო ახლოსაა შენთან, ვიდრე - შენი სული შენს სხეულთან: მხოლოდ უნდა შეძლო, რომ ეს სიახლოვე ლოცვითა და სარწმუნოებით მოიპოვო. "უფალი ახლოა ყველა მომწოდებელთან ჭეშმარიტებით"
/ფსალმუნნი, 144,18/
"ზეაღმარტებულად და ბუნებითად წმინდაა ღმერთი, ჩვენ მცირედითაც ვერ ჩავწვდებით ამ საიდუმლოს"
"ღვთისკენ სავალი გზა ვიწროა, ფართო გზას უფალთან არ მივყავართ"
"ნუ ეცდები ღვთის ღრმად გამოკვლევას, უფრო მეტად ეცადე, მიემსგავსო მას."
/წმ.გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"არ ხარ მარტო, შენს უკან ღმერთი დგას!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"როგორც არავის არასდროს ჩაუსუნთქავს მთელი ჰაერი, ასევე ვერც გონება დაიტევს მთლიანად და ვერც ხმა მოიცავს ღვთის არსს"
/წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"ღმერთი დაუსაბამოა, უხილავია, უკვდავია, უსაზღვრო და ყოველივეზე აღმატებული. ადამიანი თავისი მცირე გონებით ვერ შემოსაზღვრავს მას. ვინც ყოველივეს მოიცავს და "აღავსებს მადლითა თვისითა", როგორ შეიძლება, თავად იყოს ზღვარდადებული? ვინც მიუწვდომელია, როგორ შეიძლება გახდეს მისაწვდომი, ვინც უკვდავია, როგორ შეიძლება შეიმეცნოს მოკვდავმა? სხვაა ბუნება უფლისა და სხვა - ანგელოზისა და ადამიანისა."
/დავით სურგულაძე/
ღმერთი სულ ყველგანაა, სულ ყველაფერშია, ერთნაირად - დიდშიც და პატარაშიც, და სულ ყველაფერზე აღმატებულია.
წმ.იოანე დამასკელი
"კაცთმოყვარე უფალი ხომ ყოველი ადამიანის მესაიდუმლე, მეგობარი, ჭირ-ვარამის გამზიარებელი, მწყალობელი და ცოდვათა მიმტევებელია."
/აღმოსავლური კლასიკური მედიცინის მეთოდით მკურნალი ავთო სამხთუაშვილი/
"ღმერთი ყველაში და ყვეალფერშია. მაშ შორის ცხოველის ჩანასახში, მიწისქვეშეთში და ზეცაზე უფრო მაღლა რა არის, მან ერთადერთმა არ იცის?"
"ყველა მარტოა, ვინც ღმერთის გარეშეა!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ცაბაოთ უფალი
ცაბაოთ - მხედართმთავარი, მეომარ ძალთა წინამძღოლი"
"ღმერთი აბსოლუტურად სამართლიანი, გულმოწყალე და უბიწოა"
"ჩვენი ქართველი წმინდანის ალექსი შუშანიას განმარტებით, სიტყვა "ღმერთი" ნიშნავს "ღრმასა" და "ერთს", რადგანაც ის ერთადერთია და განისვენებს ყველაზე ღრმა ცაში ანუ ზეცაში".
"როცა სული სული წმინდის მიერ შეიცნობა ღვთის სიყვარულს, იგი ნათლად იგრძნობს, რომ უფალი მამაა ჩვენი - ყველაზე ნამდვილი, ყველაზე ახლობელი, ყველაზე ძვირფასი, ყველაზე უკეთესი".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"უფლის შესაცნობად არც სიმდიდრეა საჭირო, არც მეცნიერება: მორჩილი და კრძალული უნდა იყო, მდაბალი სული უნდა გქონდეს და გიყვარდეს მოყვასი. მაშინ უფალი შეიყვარებს ასეთ სულს, თავად გამოუცხადებს თავის თავს, ასწავლის სიყვარულსა და სიმდაბლეს, მისცემს მას ყოველივე აუცილებელს, რათა მოიპოვოს მშვიდობა ღმერთში"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"უფალო, ჩემი სული მთელი დღე და მთელი ღამე შენითაა დაკავებული, შენ დაგეძებ. სული შენი მიზიდავს შენს საძებრად და შენი ხსოვნა ალხენს გონებას ჩემსას. შეგიყვარა სულმა და უხარია, რომ შენ ხარ ღმერთი ჩემი და უფალი ჩემი, ცრემლებამდე მენატრები შენ. და თუმცა მშვენიერია ეს სოფელი, მისი არაფერი მიტაცებს - ჩემს სულს მხოლოდ უფალი სწყურია.
სულს, რომელმაც შეიცნო უფალი, ამა სოფლისა არაფერი დააკმაყოფილებს, არამედ მუდამ უფლისკენ მიიწევს და იმ ბავშვივით ყვირის, დედა რომ დაეკარგა:
"ენატრები ჩემს სულს, უფალო, და ცრემლით დაგეძებ შენ".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"ღმერთის ხსოვნა უფრო აუცილებელია, ვიდრე სუნთქვა"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"სიყვარული არის ღმერთი და ვისაც სიტყვით სურს გამოთქვას, თუ რა არის ღმერთი, იგი უბადრუკი გონებით ცდილობს, აღრიცხოს ქვიშა ზღვის ფსკერზე"
/ღირსი იოანე სინელი/
"რასაც უნდა გაექცე, არის მხოლოდ ცოდვა, ხოლო ვისკენაც უდნა გაიქცე - ღმერთი"
/წმ. ბასილი დიდი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience