„კითხვა: ხანდახან მიწევს პატარა ტყუილების თქმა, ამით ზიანს არავის ვაყენებ, უბრალოდ, სიტუაციიდან გამოვდივარ. ცოდვად ითვლება ასეთი ტყუილი?
პასუხი: პატარა სიცრუე აუცილებლად მიგიყვანთ დიდ სიცრუემდე. ყველაფერი – როგორც კარგი, ასევე ცუდი – მცირედან იწყება. თუ უფალს გულითადად ვთხოვთ დახმარებას, ტყუილის გარეშეც გამოვალთ სიტუაციიდან. მაგალითად, პასუხად გაეცით „არ ვიცი“ ან გაჩუმდით, ამ შემთხვევაში, დუმილი სიცრუედ არ ითვლება.“
"უფალი ამბობს, რომ სატანა კაცის მკვლელი იყო დასაბამითგან და მამა სიცრუისა (იოანე 8,44).
მოტყუებით კი ეშმაკმა უფსკრულში თან გაიყოლა სხვა სულებიც. სიცრუისა და ცილისწამების გზით მან მიაღწია პირველ ადამიანთა ცოდვით დაცემას"
"დუმილი სიცრუედ არ ითვლება"
"- მაგრამ ნუ გეშინია, პატარა ტყუილს ვიტყვით და ღმერთი გვაპატიებს ამას. უფლის წინაშე ეს სიცრუე კი არა, სიმართლე იქნება, რადგან შენ ქრისტე გიყვარს, გსურს წმინდა მთაზე მოხვდე და მას ემსახურო. ამრიგად, თუ ვინმე გკითხავს, "შენი რა არი ეს ბერი?" უპასუხე - "ჩემი ბიძაა". მე კი ვიტყვი, რომ ჩემი დისშვილი ხარ"
/"წმინდა პორფირი კავსოკალიველის ცხოვრება და სიტყვანი"/
როგორ იქცა ქვეყანა ტყუილების გუდად
წმინდა ბერი პაისი: ადამიანების ბოროტებამ ყოველგვარ საზღვრებს გადააჭარბა. ადამიანები ცდილობენ ერთმანეთს მოატყუონ და ტყუილი მიღწევად ითვლება. მართლაც ტყუილების გუდად იქცა სამყარო! ყველაფერს უსინდისოდ, ზერელედ აკეთებენ, ფულს კი გაცილებით მეტს იღებენ, ვიდრე უწინ. ყველაფერი ტყუილად იქცა. ერთხელ ვიღაცამ პამიდვრის ნერგები მომიტანა, თითოეული მცენარე პატარა ცელოფანის პარკში იყო ჩარგული, სავსე იყო მიწით და შავმიწისა და მსხვილი ქვიშის ნარევით, რომ ცელოფნიდან სისველე არ გამოსულიყო. ანუ ნერგების მორწყვა გაუჭირდათ! მიწა განაყოფიერებული არ იყო და მხოლოდ ზემოდან ალაგ-ალაგ მოეყარათ ნაკელი! რას ვიზამდი! როცა მცენარეები ამოვიღე ცელოფანიდან, აღმოჩნდა, რომ ფესვები ყველას დალპობოდა. საჭირო შეიქნა გარკვეული დროით მთლიანად მიწით დამეფარა ნერგები, რომ მათ ახალი ფესვები გამოეტანათ.
სიძულვილი სიცრუისადმი
"მამა ეპიფანე ერთ-ერთ თავის სულიერ შვილს ეუბნებოდა:
– მე, შვილო ჩემო, შემიძლია, ნებისმიერ ცოდვაში ჩავვარდე, მაგრამ საერთოდ არ ძალმიძს, ვინმე მოვატყუო.
– გერონდა, ნუთუ თქვენს ცხოვრებაში არასოდეს გითქვამთ სიცრუე? – ჰკითხა მამა ეპიფანეს მისმა თანამოსაუბრემ, – მაშინაც კი, თუ ავადმყოფს ბოლო სტადიის კიბო ჰქონია და ვერ გადაიტანდა ცნობას, რომ მალე უნდა მომკვდარიყო?
– არა! ასეთ შემთხვევებშიც კი არასოდეს მითქვამს ტყუილი. როცა მიხდება მძიმე ავადმყოფთა მონახულება, მე არასოდეს ვეკითხები ექიმებს სნეულების შედეგზე, რათა არ აღმოვჩნდე ისეთ სიტუაციაში, როცა უნდა იცრუო ან სნეული ღრმა სასოწარკვეთილებაში ჩააგდო."
"ხომ არ ჩავარდნილა ჩვენი სული სიცრუის ტყვეობაში და ამ სიცრუეს სიმართლეს ხომ არ ვარქმევთ?!"
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"მამა პაისის მოგონებიდან: ერთხელ მთელი ყუთი ტკბილეული მომიტანეს, მე არ ვხსნიდი და მომლოცველთა დიდ ჯგუფს ველოდი. „სხვაგვარად ტკბილეული დარჩება და ჭიანჭველები დაესევიან“. - ვფიქრობდი მე. ერთხელ, როდესაც ბევრი ხალხი მოგროვდა, ჩავთვალე, რომ ტკბილეული ყველასთვის საკმარისი იქნებოდა და დარჩებოდა კიდეც. როცა გავხსენი, აღმოჩნდა, რომ თითქმის მთლიანად პლასტმასით იყო ამოვსებული და მხოლოდ შუაგულში იყო დატოვებული თავისუფალი ადგილი ტკბილეულისათვის - ე. ი. თითქმის მთელი კოლოფი ცარიელი იყო. მეორეჯერ ლამაზი ყუთი მომიტანეს ლახათ-ლუხუმით და სადღესასწაულო ბაფთით. „ამას ათონიადის ბავშვებისთვის შევინახავ“ - ვიფიქრე მე, მაგრამ როცა გავხსენი აღმოჩნდა, რომ ლახათლუხუმი უკვე დაძველებულიყო და გამხმარიყო. ასეთ ხმელ ტკბილეულს ადამიანებს არ ვაძლევ ხოლმე - უფრო რბილს ვარჩევ.
- წმიდაო მამაო, ვინც ამას აკეთებს, მას არ ესმის, რომ ეს სიცრუეა?
- ისინი ამას მიღწევად მიიჩნევენ, იმიტომ, რომ ჩვენს დროში ცოდვა მოდაში შემოვიდა და ტყუილი გონებამახვილობად ითვლება. სამწუხაროდ, ერული სული გონებას ცბიერებაში ამახვილებს და თუ ვინმე თავის ახლობელს უსამართლოდ მოექცევა, მიღწევად ითვლება. მის შესახებ ყველგან ამბობენ: „აი, ყოჩაღი... ნამდვილი ეშმაკია!“ ამ დროს თვით ეს ადამიანი შინაგანად სინდისის მხილებისაგან იტანჯება და მცირე ჯოჯოხეთურ სატანჯველს განიცდის."
"ტყუილს გრძელი ხელები აქვს, მაგრამ ფეხები მაინც მოკლე აბია"
/ლევან გოთუა/
"ადამიანები სიმართლეზე მეტად სიცრუეს და სიყალბეს იღებენ. უმეტესად უჭირთ გულწრფელი, თავისუფალი პიროვნების მიღება, რადგან საკუთარ დაკომპლექსებულ და არაფრის მომცემ აკრძალვებში გამოზრდილ წლებს, ყალბი, მოთამაშე, ფარისეველი სახეები უდევს საფუძვლად.
ფარდის მიღმა რაც გსურს ქენი, მთავარია სხვას არ დაანახო-ეს არის მასების აზროვნების ამოსავალი წერტილი.
ტყუილი უფრო მოსაწონია, ვიდრე გახსნილობა და პირდაპირობა, რადგან მთელი ცხოვრება ფუთავენ ნამდვილ ბუნებას და ცდილობენ ისეთი ნიღაბი მოირგონ, რითიც უმრავლესობას თავს მოაწონებენ...
ასეთი უმრავლესობა კი აბსოლუტურ სიცარიელეშია და ცდილობს სხვასაც გადასდოს...
სჯობს მარტო დარჩე, ვიდრე ამ საშინელ თამაშში მიიღო მონაწილეობა და უნიჭოდ გამოწყობილ მარიონეტებს დაუკრა ტაში!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
,,არასოდეს მოატყუოთ ადამიანი, რომელსაც უყვარხართ და გენდობათ, ის ყველა სიმართლეს გაპატიებთ''
ქადაგება სიცრუის თაობაზე
"მსახურების დასრულების შემდეგ მოძღვარმა გამოაცხადა:
- შემდეგი შეხვედრისას საუბარი გვექნება სიცრუის შესახებ. საკითხის აღქმის გასაადვილებლად, წამოსვლამდე გადაიკითხეთ მარკოზის სახარების მე-17 თავი.
მორიგი მსახურების დროს, ქადაგების დაწყებამდე, მოძღვარი დაეკითხა მრევლს:
- ვინ წაიკითხა მე-17 თავი, ასწიოს ხელი!
ბევრმა შემართა ხელი.
- ჰოდა, სწორედ თქვენთან მსურდა მესაუბრა სიცრუის შესახებ, - მიმართა მათ, - მარკოზის სახარებაში არ არის მე-17 თავი!"
"სიცრუეა, ერთს ფიქრობდე და მეორეს ლაპარაკობდე"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"სიცრუეს უნდა მივმართოთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და ძალიან იშვიათად, როგორც საშიშ წამალს, და ეს უნდა ვაკეთოთ შიშითა და ძრწოლით, თან ღმერთს ვაჩვენოთ ჩვენი თავნებობაც და აუცილებლობაც. მაშინ მოგვეტევება"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"არსებობს შეცდომა და არსებობს ტყუილი.. ვინც ცდება, მან არ იცის, რომ არ ამბობს სიმართლეს, ვინც ტყუის, მან იცის რომ სიმართლეს ამახინჯებს... შეცდომა სირცხვილი არაა, სირცხვილია ტყუილი..."
/აკად. არნოლდ ჩიქობავა/
"არის უვნებელი, სრულიად უმტკივნეულო და ხშირად სასიამოვნო ტყუილებიც კი და არის ბოროტი, სინდისიერების ყოველგვარ საზღვრებს გადასული ტყუილები"
/გურამ ფანჯიკიძე/
"ყველაზე დიდი საშინელება არის ის, რომ თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში შემოვიდა სიცრუის სული და მასში მყარად დამკვიდრდა.
თანამედროვე ქრისტიანები ცრუობენ ღვთის წინაშე, ცრუობენ ერთმანეთის წინაშე, ცრუობენ საკუთარი თავის წინაშეც კი.
ისინი გამუდმებით რაღაც " როლს თამაშობენ ", ცდილობენ წარმოგვიდგინონ თავი იმათ, ვინც რეალურად არ არიან. ზრუნავენ მხოლოდ გარეგნულ კეთილმოწყობაზე, შინაგანი ღვთივსათნო ცხოვრება კი ეზიზღებათ".
მღველმთავარი ამბერკი ტაუშევი
"მატყუარა ადამიანი მშიშარაა... მშიშარა კი, ადვილად გიღალატებს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ეტყობა, ბოლომდე ვერ იცხოვრებ ისე, ერთი ტყუილი თუ მაინც არ თქვი, თუნდაც უმტკივნეულო"
/გურამ ფანჯიკიძე/
"ქრისტიანს ეკრძალება სიცრუე ყველა მისი გამოვლინებებით. სიცრუის მამა ეშმაკია და ამიტომ არასდროს გამართლდება სიცრუე. ჩვენ კი გვჭირდება თუ არა, გამუდმებულად ვცრუობთ! უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!"
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/
"აღშფოთებული ხარ, როცა სხვები იტყუებიან, სიტვას - მეტიც, ფიცსაც კი - ტეხენ. შენ თვითონ ნურავის მოატყუებ, ბენედიქტე, ნურავის და ნურასოდეს ეცრუები, ყოველთვის და ყველაფერში ისეთი მართალი იყავი, რომ ყველა ენდობოდეს შენს სიტყვას და ფიცი არ გჭირდებოდეს"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"ტყუილი ფეხს ვერ მოიკიდებს, რადგან არარასებული რამაა"
"ტყუილმა იმდენად მოიცვა ჩვენი ბუნება, რომ ის ჩვეული გახდა დ კაცს ვერც კი წარმოგიდგენია მისგან განთავისუფლება - დროთა განმარვლობაში ხომ ყველაფერს ეგუები. სიცრუე თავს ზემოთ ავიდა და დაგვფარა - ჩვენ მისით ვსუნთქავთ, ძვალსა და რბილს ჟანგბადის მაგიერ ის მიეწოდება. ჩვენ ტყუილის ოკეანეში ჩაძირული გვამები ვართ, ამას არ ვაღიარებთ, საკუთარ თავთანაც ვთვალთმაქცობთ და ცოცხლებს ვთამაშობთ".
"ჩვენ მივეჩვიეთ ერთი ფიქრს, მეორის თქმას, მესამის კეთებას და ფარისევლებად ჩამოვყალიბდით"
"ადამიანის, მოძღვრის მოტყუება შესაძლებელია, ღმერთს კი ვერავინ მოატყუებს"
/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/
"[ეშმაკი] სიცრუის მამაა, რადგან მან პირველმა იცრუა"
/ბერი ექვთიმე ზიგაბენი/
"ადამიანი, ვინც იფიცებს, აღიარებს,რომ ამტკიცებს ჭეშმარიტებას, ხოლო როდესაც ფიცს ტეხს, ის ნამდვილი ცრუპენტელა ხდება"
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"განეშორე სიცრუეს, რათა არ განგაშოროს მან ღვთის შიშს"
/ღირსი ანტონი დიდი/
"ტყუილს ვერ ითმენდა ვერასგზით. თავის გულს შეასკდებოდა"
/ლევან გოთუა/
"თუ ოდესმე მოგიტყუებია, რატომ ბრაზობ, რომ შენც მოგატყუეს?"
/მამა თეიმურაზ ქორიძე/
"იცხოვრე პატიოსნად! ტყუილი არ თქვა!"
"გამოძერწონ სიცრუე ლამაზი სიტყვებით"
/წმ. კირილე ალექსანდრიელი/
"ვიღაც რომ გატყუებს, გრძნობ, მაგრამ გეუხერხულება, რომ უთხრა… სამაგიეროდ ის არ გრძნობს თავს უხერხულად და სულ ჰგონია, რომ გატყუებს და გატყუებს…"
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"არ არსებობს ისეთი ტყუილი, რომელიც გაუძლებდა ჩვენს საღვთო ჭეშმარიტებას"
/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/
"არ არსებობს ტყუილი, რომელსაც არ იკადრებს ცილისმწამებელი, როგორც ეს დაამტკიცა თავისი მაგალითით იუდამ. მისგანაა ქურდობა, მკრეხელობა, მკვლელობა, გამცემლობა".
"უმჯობესია, სიმართლისათვის შეურაცხყოფა დაითმინო, ვიდრე სიცრუე ილაპარაკო"
"ადამიანთა შორის არ არსებობს უფრო ცოდვილი ჩვეულება, ვიდრე - სიცრუე. როგორც ძნელია, იპოვო უფხო თევზი, ასევე ძნელია, შეხვდე ადამიანს, რომელიც არ ცრუობს"
"იცრუო და მოატყუო, ნიშნავს - უფალი გეზიზღებოდეს, ადამიანების კი გეშინოდეს".
"მატყუარებს არ უჯერებენ მაშინაც კი, როდესაც ისინი სიმართლეს ამბობენ"
"იცრუო, ნიშნავს, უფლის მიმართ უგუნური ზიზღი გამოამჟღავნო, ადამიანთა მიმართ კი - სულმოკლე შიში".
"ბოლო ხანს სიცრუე იმდენად გლობალური გახდა, რომ ადამიანები ვეღარ ხედავენ, აღარ ესმით, რა არის სიცრუე, ისევე, როგორც თევზს არ ესმის, რა არის წყალი, სადაც დაცურავს. სიცრუე ცხოვრების სტილი გახდა. ის ადრეც არსებობდა, მაგრამ მაშინ ხალხმა იცოდა, რომ ის ცოდვა იყო, ახლა თუკი ვინმემ მუდამ სიმართლის თქმა ან ჩუმად ყოფნა გადაწყვიტა, მას ავადმყოფად, შეშლილად, უკეთეს შემთხვევაში, ორიგინალურად ჩათვლიან ჰიპის მსგავსად, რომელიც საზოგადოებრივ აზრს სიამაყის გამო ბრძოლას უცხადებს".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"აღარ მოატყუო საკუთარი თავი და ყველაფერი კარგად იქნება"
/რეზო ინანიშვილი/
"სიცრუე, შეიძლება ითქვას, არის ის ძალა, რომელზეც ბოროტის მთელი მანქანებაა დაფუძნებული. ეს უდიდესი და უმძიმესი ცოდვაა, რომელიც ყველაზე მეტად ამსგავსებს ადამიანს ბოროტს".
/დეკ. გიორგი რაზმაძე/
"სიცრუე, როგორც ვთქვით, უმძიმესი ცოდვაა, მაგრამ არებობს მისი უფრო დიდი, საშინელი, შენიღბული სახე - მზაკვრობა ანუ ტყუილისა და სიმართლის ერთმანეთში არევა. ან უფრო მეტიც - სულ მცირე სიმართლის შერევა დიდ ტყუილთან. სწორედ ამ მზაკვრულ ხერხს იყენებს ბოროტი, როცა აცდუნებს ადამიანს".
/დეკ. გიორგი რაზმაძე/
"სიცრუე საკუთარ თავს ისეთად წარმოგვიჩენინებს, როგორებიც არ ვართ. ვდილობთ, ადამიანის წინაშე ყოველთვის მართალნი გამოვჩნდეთ და აღარ ვეძიებთ, ღვთის წინაშე რანი ვართ. უფალი ჩვენს გულს ხედავს, დაფარულს ხედავს. ჩვენ კი იმით ვკმაყოფილდებით, რომ კაცის წინაშე განვმართლდეთ. იმით ვსარგებლობთ, რომ ადამიანი ვერ ხედავს ჩვენს შინაგან მდგომარეობას და ვატყუებთ"
/დეკ. გიორგი რაზმაძე/
"მოძღვრის მოტყუება შესაძლებელია, ღმერთს კი ვერავინ მოატყუებს"
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/
"უფრო მეტიც, ჩვენ ვბედავთ და ვიფიცებთ უფლის სახელს, ხოლო ზოგჯერ ამ ფიცით აშკარა სიცრუეს ვფარავთ და ამას უშიშრად ჩავდივართ ყოვლისმხილველი უფლის თვალთა წინაშე"
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/
"ქრისტიანს ეკრძალება სიცრუე ყველა მისი გამოვლინებით. სიცრუის მამა ეშმაკია და ამიტომ არასოდეს გამართლდება სიცრუე. ჩვენ კი გვჭირდება თუ არა, გამუმდებულად ვცრუობთ!"
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/
"როდესაც აუცილებელია, სიმართლე ყველაფერზე ღიად, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე თქვი; რადგან ორაზროვნება ნახევარი გზაა სიცრუემდე, სიცრუე კი - მთლიანი და პირდაპირი გზა გეენისაკენ!"
"აშკარა მოტყუებაა, როდესაც სხვებს სხვანაირად ექცევიან, ვიდრე ამბობენ და ბაგეებით ჰპირდებიან"
"არ არსებობს იმაზე საშინელი და საძაგელი ტყუილი, ვიდრე ის, რომელიც ფარავს ბოროტებასა და სიცრუეს გულახდილობის საფარქვეშ და რელიგიის მიღმა აფარებს"
"არაფერია დაფარული, რომ შემდგომში არ გაცხადდება" (ლუკა 8,17).
"ატარე სათნოების სახე, მაგრამ არა იმისათვის, რომ მოატყუო ისინი, ვინც გხედავენ, არამედ იმისათვის, რომ მათ სარგებლობა მოუტანო"
/წმ. ნილოს სინელი/
"ავადმყოფ თვალებს სინათლე არ უყვარს, ასევე, ტყუილს - სიმართლე, სიცრუეს კი ჭეშმარიტება სძულს"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"სიცრუე უარეს ცოდვად მიმაჩნია, ვიდრე წირვაზე დაუსწრებლობა"
/შარლოტ ბრონტე/
"არ დაპირდე, რის აღსრულებაშიც დარწმუნებული არ ხარ, მიცემული დაპირება კი შეუცვლელად აღასრულე; და შენს უბრალო დაპირებას ისე დაუჯერებენ, როგორც - ფიცს"
"ჩვენ უფრო მეტს მოვიგებდით, ისეთები რომ ვიყოთ, როგორებიც ვართ სინამდვილეში, ვიდრე წარმოვაჩენდეთ იმას, რაც ჩვენსი არაა"
"შევარცხვინე ის კაცი, რომელმაც იცის, იმის ტყუილს რა უბედურებაც მოჰყვება და მაინც იტყუება"
/გოდერძი ჩოხელი/
"ყველაზე ადვილია, საკუთარი თავი მოატყუო და ამაო დიდებით აღტაცებულმა დიდ ვინმედ მიიჩნიო იგი, სინამდვილეში კი - არაფერს წარმოადგენდე!"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"როდის ამბობს ადამიანი ტყუილს? - როდესაც თავის დაცვას, სარგებლის მიღებას ან, მოვლენების გაზვიადებით, ყურადღების მიქცევას ცდილობს. ამიტომაც არის, რომ მრავლისმეტყველება ხშირად ტყუილში გადაიზრდება"
"ტყუილი ადამიანებს შორის ურთიერთობებს ანგრევს"
"მამა ანობმა ბრძანა: იმ დღიდან, რაც ქრისტიანი მიწოდეს, ჩემს ბაგეთაგან ტყუილი არ თქმულაო"
"ყოველგვარი ბოროტების მშობელი ავხორცობა და სიცრუეა. ვისშიც ისინი არიან, ის უფალს ვერ იხილავს. ვერას გვარგებს პირველისგან განდგომა, სანამ მეორე ჩვენში იქნება"
/ღირსი იოანე სინელი/
"მივაღწიოთ იმას, რომ ბავშვებმა სიმართლე ილაპარაკონ. უმანკო სულისათვის სიცრუე სისაძაგლეა, ისევე როგორც ფიზიკური ჭუჭყი და სიმყრალე. სიმართლის თქმის მიჩვევა ძნელი არ არის, როცა მაგალითს თავად მშობლები იძლევიან და როცა ბავშვები ღვთის რწმენით სუფთა გარემოში იზრდებიან.
ტყუილის თქმისას კარგი ბავშვი ყოველთვის წითლდება, მაგრამ უხეში ტყუილის გარდა ნატიფი სიცრუეც არსებობს. არ უნდა დავუშვათ, რომ ბავშვებმა საუბარში ფაქტები უზუსტოდ ჩამოაყალიბოს, გაალამაზოს, გააზვიადოს, ცალმხრივად გააშუქოს და ა.შ. ასევე, ყურდღება მივაქციოთ, რომ მან დაპირება ზუსტად და დროულად შეასრულოს"
"ღმერთსა და ჩვენ შორის გამყოფი არის მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე. თუ ვიტყვით, რომ ღმერთისგან ჩვენ ჭეშმარიტება გვყოფს, ეს იგივეა ვთქვათ, რომ ღმერთსა და ჩვენ შორის გამყოფი ღმერთია.
ცრუ აზრები, ცრუ სიტყვები, ცრუ გრძნობები, ცრუ სურვილები - აი, სიცრუის ერთობლიობა, რომელსაც მივყავართ არარსებულისკენ, ილუზიებისა და ღვთისუარყოფისკენ. ამ გზიდან უკან ვერ დაბრუნდები ძლიერი ცხოვრებისეული ძვრების გარეშე, - სანამ დაბრმავებული ადამიანი სავლეს მსგავსად მიწაზე არ განერთხმება და სანამ მას ღმერთი არ წამოაყენებს მტვრისა და უძლურებისგან და არ დაუბრუნებსს მხედველობას"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"სიცრუე - ამაოდმეტყველია,
სიმართლე - კი უტყვია"
"სიცრუე - გონების სნეულებაა,
სიმართლე კი - ჯანმრთელობა"
"ვისაც სიცრუიდან ჭეშმარიტებაში გადასასვლელად გონიერება ეყო, იცის, რომ სიცრუიდან თავის დაღწევით, სიგიჟისგანაც გათავისუფლდა"
"უფალთან სიცრუე არ არსებობს"
" - მამა გაბრიელ, ტყუილის თქმა თუ შეიძლება?
- არის შემთხვევები, როდესაც უბრალოდ დამალავ რაიმე ამბავს, რათა ამით ზიანი არ მიაყენო სხვას. ერთი ავაზაკი, რომელსაც მდევარი მოსდევდა, ერთ წმინდა მამასთან შევიდა და თავშესაფარი სთხოვა. მოძღვარი იმ დროს იჯდა, ფეხზე წამოდგა და დამალა ავაზაკი. მდევრები შემოცვივდნენ და ჰკითხეს: - აქ ავაზაკი ხომ არ შემოსულაო. მან კი ტყუილი რომ არ ეთქვა, მიუგო - რაც აქ ვდგავარ, არ მინახავსო. ამით იხსნა ავაზაკი. ტყუილი მაშინ არის ტყუილი, როდესაც ადამიანური შიშის გამო ამბობ მას. თუ სხვა საშუალება არ არის და აუცილებელია ტყუილი იმისათვის, რათა ადამიანი გადარჩეს, ამ შემთხვევაში ადამიანის სიყვარული უფრო მთავარია. ტყუილი ჩაითვლება ტყუილად, მაგრამ ადამიანის სიყვარული დაფარავს ამ ცოდვას".
- თქვენ თუ გქონიათ ასეთი შემთხვევა?
- მე ჩემს დღეში ტყუილი არ მითქვამს"
"მუდამ სიცრუით მაძღრობას,
სიმართლით შიმშილს არჩევდა"
/ვალერიან წიკლაური/
"ქვეყანა ტყუილების გუდად იქცა, ადამიანები ცრუები ხდებიან, მათ საკუთარი თავისთვის კიდევ ერთი სინდისი მოიწყვეს. მაგრამ მე არ შემიძლია, მატყუარა გავხდე, არ შემიძლია, შევცვალო საკუთარი "მე" მხოლოდ იმიტომ, რომ ამას მოითხოვს საზოგადოება. სჯობს დაიტანჯო"
/ღირსი პაისი ათონელი/
"სიცრუე ადამიანს უმეცრებაში ტოვებს. ვთქვათ, ვიღაც იძულებულია, რომ მოყვასის გადასარჩენად ტყუილი თქვას. შეიძლება ამით სიკვდილისაგანაც კი იხსნას, მაგრამ ეს ტყუილი სანახევროდ მაინც შეირაცხება ცოდვად"
/ღირსი პაისი ათონელი/
"უფალი ჩვენგან ითხოვს, რომ მთელი გულით მივეწებოთ და მივეკრათ სიკეთეს და სიცრუე შევიძულოთ"
/წმ. ლუკა (ვოინო-იასენეცკი)/
"IX საზვერე - ტყუილისა და ცუდმედიდობის ცოდვა"
"სიცრუისმოყვარე ადამიანი დემონთმსახურია, რადგან სიცრუე პირდაპირ ეშმაკის საქმეა"
/აკაკი მინდიაშვილი/
"უნდა გვეშინოდეს სიცრუის, რადგან სიცრუე წამლავს, კლავს ადამიანს"
/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/
"დიდი ცოდვაა ნებისმიერი კაცის მოტყუება"
"ყველამ ვიცით, ტყუილს ხანმოკლე დრო აქვს, სიმართლე კი მარადიულია"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ვინც ბევრს და განუწყვეტლივ ლაპარაკობს, ბევრ სიცრუესაც გამოურევს"
/თეოლოგი აკაკი მინდიაშვილი/
"ღვთის შიში ვერ იტანს ტყულის"; ხოლო თუ ვერ იტანს, გამოდის, რომ განდევნის მას; თუ განდევნის მაშინ სული გასუფთავდება ტყუილისგან და მთელი თავისი სიამრთლით წარდგება უფლის წინაშე"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"მას შემდეგ, რაც, ქრისტიანთა დევნის დროს, აღმსარებელი გავხდი, ყოველმხრივ ვრთხილობდი, სიცრუე არ გამოსულიყო ჩემი პირიდან;
რაკი ერთხელ ვაღიარე ჭეშმარიტება, აღარასოდეს მითქვამს თუნდაც სულ უმნიშვნელო ტყუილი, და რაკი ერთხელ ზეციური დიდება შევიყვარე, მიწიერისკენ აღარასოდეს მივქცეულვარ"
/ღირსი ანუბი აღმსარებელი/
"განიშორეთ სიცრუე და ყოველმა თქვენგანმა თავის მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს, არანაირი არაწმინდა და უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, ნუ დაანაღვლიანებთ, ნუ შეაჭირვებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, ყოველგვარი გმობა განიშორეთ ყველა ბოროტებასთან ერთად (ეფეს. 4, 25-32), და ადგილი არ მისცეთ ეშმაკს"
/აკაკი მინდიაშვილი/
"თავი აიძულეთ, არ იცრუოთ და არავინ განიკითხოთ"
/ეფრემ არიზონელი/
"ცრუობ, დემონს - სიცრუის მამას ბაძავ, მიბაძვით კი მას ემსგავსები. ამიტომ დაე ენამ შენმა მხოლოდ სიმართლე თქვას, დაე შენი სიტყვა აზრს შეესაბამებოდეს, საქმე კი - სიტყვას. "კეთილი ტყუილი - ეს თაფლთან არეული შხამია. ჭეშმარიტ სიკეთეს არასდროს შეუძლია მოკავშირედ სიცრუე ჰყავდეს"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"სიცრუე - ესეც მკვლელობაა. ეს მკლელობაა ურთიერთ ნდობისა, რაზედაც სულიერი სიახლოვეა დაფუძნებული. უფლის სიტყვებით: სატანა დასაბამითგან - მკვლელი და ცრუა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"თითოეული ცრუ სიტყვა - იარაა ადამიანის სულის სახეზე, მისი დამახინჯებული ნაწიბურია. თითოეული დამპალი და ბინძური სიტყვა - აყროლებული წყლულია, რამეთუ უფალმა თქვა, რომ ყოველი ამაო სიტყვისათვის ადამიანი პასუხს აგებს საშინელ სამსჯავროზე"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"თანამედროვე ადამიანი თვითმყოფადობას გადაეჩვია. ის გამუდმებით ნიღბებს იფარებს, გამუდმებით თამაშობს და ცრუობს. ჩვენს დროში სიცრუე როგორიღაც ყოვლის მომცველი, უნივერსალური ცოდვა გახდა. ადამიანმა მეორე ადამიანისადმი რწმენა დაკარგა. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომაა ესოდენ ძნელი თანამედროვე მსოფლიოში ცხოვრება, სწორედ ამაში მდგომარეობს. ადამიანმა სიცრუით თავისი გული მოაკვდინა და სიყვარული ჩაიქრო. სიცრუე ლოცვას უღონოს ხდის: ზეცაში მხოლოდ გულის ხმა ისმის, გული კი დახშულია ლოცვის სიტყვებისათვის. ის, ვინც ადამიანს შეგნებულად ატყუებს, უნებურად ღმერთთანაც იცრუებს. სიცრუე თავს გულისთქმათა ნისლით ავსებს. ადამიანი ერთ სიცრუეს სხვა სიცრუით მალავს. ღვთის წინაშე სიცრუის ერთ-ერთი სახე თავის მართლებაა. წმიდა მამებმა თქვეს: "თუკი ცოდვებს თვალთმაქცობაც ემატება, მაშინ სული უკურნებელი რჩება"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"პეტრე მოციქულის ჩრდილი კურნავდა! მის წინაშე ტყუილის მთქმელი უეცრად მკვდარი დავარდა, როგორც ღვთის წინაშე ტყუილის მთქმელი!"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"არასოდეს, თუნდაც ხუმრობით, არავინ მოატყუო"
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"ტყუილი არის წყარო და მიზეზი საუკუნო სიკვდილისა"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience