არ ვიცი არის თუ არა ეს ღვთისმეტყველება, მაგრამ კაიროსის იმედით აქ ვხსნი თემას, მოდით ვისუბროთ თემაზე, რატომ დაიწყევლა ქალი მეტად ვიდრე მამაკაცი ცოდვით დაცემის შემდეგ, რატომ უნდა დაემორჩილოს ქალი მამაკაცს, ღვთისმშობლის შემდეგ, რატომ არ შედის ქალი საკურთხეველში? დღემდე მეტია თუ არა მამაკაცი ქალზე?
ფორუმისთვის ყბადაღებული თემა დედათა წესი, მე როგორც ვიცი წარმოადგენს ქალისთვის იმ პირველი შეცოდების გახსენებას. ქრისტეს შემდეგ კვლავ რატომღა ვიხსენებთ იმ პირველ შეცოდებას?
იმ დღეს ძალიან კარგი დოკუმენტური ფილმი იყო თუ არ ვცდები აჭარაზე ზუსტად ამ თემსასთან დაკავშირებით.
ნოე ჟორდანიას წიგნი მაქვს წაკითხული სახელი არ მახსოვს ..... იქაც წერია რაღაც რუღაცეები ამ თემასთან დაკავშირებით
ვისაც აქვს ეს წიგნი წაკითხული მიხვდებოდა რაც ვთქვი....
ჩემი მეგობარი მიმტკიცებდა რატომ არ არიან ქალები მათემატიკოსები, ქირურგები და ა შ ნუ ისეთ სფეროში ძლიერები რომელნიც წამყვანნი არიან ხომ ? და თვითონ არაფერი მაგრამ ქალს აკნინებდა და ამბობდა რომ ესა ისა მარა კაცები მაგრები ვართო
აი ნოეს ასეთI რამ ეწერა : ქალს იმხელა რამ აქვს ჩაბარებული შვილის გაჩენა/გაზრდა ოჯახის საქმეები....როდისღა უნდა მოასწროსო ამდენიო...ბევრი ქალი როცა შვილებს ფეხზე დააყენებდაო და დამშვიდებულად იგრძნობდა თავს მერე აქვევდნენ განათლებას ყურადღებასო...ბევრს მერე დაუწერია ლექსები დაუცვია დისერტაცია და ა.შ ,ვინ დაუშალათ თორე კიო რატომ ვერ გამოვლენო ესა თუ ის სპეციალისტიო... და საკმაოდ კარგი რაღაცეები ეწერა
თათარაშვილი
საქნე ისაა რომ მაშინ, კაცს მეტი ეთქმოდა ვიდრე ქალს. და ქალად რომ მოსულიყო ნაკლები მოუსმენდა ჩემი აზრით
მოსმენას თავი დაანებე...გაუჭირდებოდა უფრო....
მოსაზრებებისთვის დიდი მადლობა ყველას, მაგრამ მე მგონი ჩვენ ყველას კითხვები მეტი გვაქვს ვიდრე პასუხები) ვინ გვიშველის, რომ ამდენ კითხვას და მოსაზრებას პასხუხი გაეცეს?
ადრე ფორუმზე შარვლის ცაცმაზც დიდი კამათი იყო, ეგებ მაპოვნინოთ ის თემა, კანუდოსა დიდი მომხრე იყო შარვლის.
თემამ უფრო სასაუბრო მიმართულება მიიღო, ვიდრე საღვთისმეტყველო
iraklidze
ღმერთო ჩემო! ქალი უნდა იყოს მორჩილი კაცისა, ისევე როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასე მომისმენია.... წესის დროს კი არ შეიძლება და დამორჩა..... სადა ხედავთ აქ "ჩაგვრას"?..... აბრაამს სარა კარგად ეპასუხებოდა (მომიტევეთ თუ ზედმეტი მომდის... ), რა არა?
ნეტა ძველებური კაბები იყოს მოდაში ნაციონალური სიამოვნებით ჩავიცმევდი ....მიმიფურთხებია დღევანდელი "ნაჭრისეკონომიისთვის"
თათარაშვილი
უუუუპს
ხო რავიცი მე რაც დავფოსტე ყურადღება არავის მიუქცევია და აპა
რავიცი მეც ჩემი აზრი მაქვს თანასწორობის შესახებ
უბრალოდ ქალს თავისი ადგილი აქვს და კაცს თავისი.....
ისე ხშირად ქალი უფრო ჭკვიანია უბრალოდ ვითომდა ბოლოს სიტყვა კაცს ეკუთვნისო არადა იდეა ქალისაა
ვერ გადეთანხმებით. რაღაც ახალი ყევლაფერში უნდა იყოს და 35 გრადუს სიცხეში კოჭებამდე კაბა და კისრამდე ბამბის ნაჭერი თუ გსიამოვნებთ თქვენი ნებაა, მაგრამ ჩემი აზრით ტანსაცმეს დრო და მოდა განსაზღვრავს.
ეგ თავისთავად მაგრამ ის ფორმა დახვეწილიყო და გათანამედროვებულიყო ვიდრე "ჭიპი-წელი"ს გამოჩენა შემოვიდოდა მოდაში......
ცხარე ცრემლებით დავტირი ჩემს მიერ გახსნილ თემას
ამ თემაში დასმული კითხვები მართლაც ძალიამ მაინტერესებს, ამიტომ ძვირფას ფორუმელებს ვთხოვ, თავს დააძალონ და არ გამიოფონ თემა
კაიროსუნა ჰელპ![color=#FF0000]
თათარაშვილი
საინტერესო ელფერი მიეცა თემას... ისე მორჩილებაში რას გულისხმობთ? ზოგადად არა, აი, კონკრეტულად მაინტერესებს რაში უნდა გამოიხატოს ქალის მორჩილება კაცისადმი? სადაც სიყვარულია იქ ურთიერთგაგებაცაა, ეს თავისთავად ხება... მე ზუსტი შემთხვევა მაინტერესებს მოიყვანოთ მაგალითად, სადაც ქალი უნდა დაემორჩილოს კაცს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ქალია.... აქ ჭკუა, პრფესიონალიზმი და განათლებულობა არ იგულისხმება.
ისე თავის მხრივ ქალი და კაცი ვერასოდეს ვერ ჩადგება იდენტურად თანაბარ მდგომარეობაში და ამის ილუზია არავის არ უნდა ჰქონდეს. აქ საუბარია არა უპირატესობა/არაუპირატესობაზე, გონიერება/უგუნურებაზე და ინტელექტუალურობა/არაინტელექტუალურობაზე, არამედ სუფთა ბიოლოგიაზე. ქალი ისეთი შექმნა ღმერთმა, რომ მას პროფესიულ ასპარეზზე გარკვეული სიძნელეები ექმნება, რთულია ორსულობა, თანაც არა ერთხელ (ადამიანურ სიყვარულს და სურვილს, რომ ბევრ ადამიანს აჩუქო სიცოცხლე, სულაც რომ თავი დავანებოთ ელემენტარული გამრავლების კანონი მოითხოვს ერთით მეტი შთამომავალი დარჩეს მშობლებს), ამას მოყვება თოთო ბავშვის გაზრდის სირთულეები, რძით კვება და ა.შ. ეს ყველაფერი ბიოლოგიურად ქალს ეხება, ბავშვს დედის სიახლოვე ძალიან ჭირდება რამდენიმე წლის განმავლობაში, დედაც თითქმის ინსტინქტების დონეზე ასრულებს ამ ყველაფერს, ბავშვი რომ წამოზრდება შემდეგ იბადება მეორე და ა.შ. ეს გარკვეულ პრობლემებს უქმნის ქალს... ცხადია იმის მტკიცება, რომ ქალს რაღაც არ შეუძლია გონებრივად ეს სისულელეა, მაგრამ მას ბუნებრივად უწევს კაცისგან განსხვავებული წინააღმრდეგობების გადალახვა, რაც პრობლემებს უქმნის პროფესიულ ცხოვრებაში, თუმცა არა გადაულახავს, მაგრამ ის ცხოვრების გარკვეული პერიოდი იძულებულია არ მუშაობდეს.
ამიტომ XXI საუკუნეშიც კი ქალი უფრო "მორგებულია" ბავშვის გაზრდისთვის და საშინაო საქმეების კეთებისთვის ვიდრე კაცი. თუმცა ცხადია დღესდღეობით საოჯახო ტექნიკამ ძალიან შეამსუბუქა ქალის საქმე, დროც ბევრი გამოუჩინა, მაგრამ კაცის ექვივალენტური საშუალებები მაინც არა აქვს... თუმცა ეს რამდენადმე განსხვავებულია ჩაგვრა-მონობის არსისგან...
მხევალი ნინო ენ ნინოჯან ყველას კითხვები გვაწუხებს აბა რომ არ გვაწუხებდეს კაბებითაც ვივლიდით ასეთ კითხვა თემებსაც არ დავსვამდით და ა.შ მარა იცი რა მიკვირს რომ სულ საკამათოა ეს ყველაფერი ანუ სულ სულ სულ საბაას სამსჯელო ...იავიცი
leluka
გიორგი გეთანხმები რომ უნდა გეცვას ისე რომ არც შენ შეწუხდე და არც სხვა არ "შეაწუხო"
თვითონ გრძნობ რა საკუთარ სინდის ხომ ვერ დაემალები...რაც არ უნდა თავი იმართლო
მხევალი ნინო კონკრეტულად შენ კი არ მიგუსლიხმიხარ დაო უბრალოდ ასეთი თემები იწვევენ ხოლმდე დისკუსიებს და მოდერატორთა გაბლაზუნებას
არ მიწყინო
გიორგი აი როცა ქუჩაში მივდივარ და მაცვია წესივრად ჩვეულებრივი შავი შარვალი ....ფართხუნა და ვერ მივდივარ მამაოსთან (ვიცი შარვალი არ უნდა გეცვას)
რატომ ? მეშინია მერე ვიღაცამ არ გამომწიოს და ვაიმე ისა ესა...საერთოდ ეკლესიაში მეშინია ხოლმე "ვიღაცეების"...რაღაც ოდნავ სხვანაირად არ გავაკეთო რომ არ გეცნენ მოკლედ რას გაუგებ
რატომ შექმნა ღმერთმა უპირველესად კაცი? (მიწისაგან)
რატომ შექმნა ღმერთმა ქალი ადამის ნეკნისაგან და არა იგივე მიწისაგან?
მაშინ ხო არავინ იტყოდა კაცი მეტია ვიდრე ქალიო?
მე შორს ვარ იმ აზრისაგან, თითქოს ინტელექტუალური შესაძლებლობებით ქალი კაცს ჩამორჩებოდეს. უბრალოდ კაცს განვითარების მეტი საშუალება აქვს. ისედაც გამოკვლეულია, რომ სწავლის პერიოდში, სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში ქალები უფრო მეტ წარმატებებს აღწევენ ვიდრე კაცები. უბრალოდ პროფესიული წინსვლისათვის ძნელია იყო ქალი, ათმაგად მეტი ძალისხმევა ჭირდება ქალს პროფესიულ წინსვლაში ,ვიდრე კაცს და ამ დროს ხშირად ქალი არჩევანს ოჯახის სასარგებლოდ აკეთებს.
leluka
საერთოდ "ვიღაცეების" გამო არაფერი არ უნდა გააკეთო... "ვიღაცეები" რჩებიან "ვიღაცეებად", ქრისტეანობა კი არის ქრისტეანობა. სასურველია შარვალი არ ჩაიცვა სულ მცირე ეკლესიაში მაინც ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამო, დანარჩენი შენს სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
თავის მხრივ მთავარია გესმოდეს არსი თუ რატომ არ უნდა ეცვას ქალს შარვალი და ისიც უაზრობაა, რომ შარვლის ჩაცმასთან შედარებით 1000-ჯერ მძიმე ცოდვებში იყოს ადამიანი და მაინც შარვალი/კაბა საკითხს დაეძებდეს... მთავარია სწორი ცნობიერება და პრიორიტეტების განსაზღვრა, ქრისტეანობა ძალიან რთულია და არ შემოიფარგლება "უნდათი" და "არ უნდათი", ათასი წინაპირობა აქვს ყველაფერს.
გიორგი
1. ბიბლიაში წერია, რომ ქალი გაჩნდა კაცისათვის და არა პირიქით;
2. ადამიანად მოვლენილმა ღმერთმა მიიღო კაცის და არა ქალის ბუნება;
3. კაცი და ქალი არ განსხვავდებიან მხოლოდ სქესით, ბუნებაა სხვა და სხვა;
4. მე კაცი ვარ და 60 კილოს აწევა შემძლია, ყველა ქალისაგან განსხვავებით;
5. დამორჩილება არ ნიშნავს დამონებას, ეს საკუთარი ნებიდან უნდა მოდიოდეს, სხვაგარ მორჩილებას ფასი არ აქვს კაცისათვის, და სწორედ ეს მომენტი იმსახურებს უსაზღვრო პატივისცემას...
6. ღვთისმშობელი ყველა ადამიანზე და ანგელოსზე ზემდგომია,
7. მე ბევრი ოჯახი მინახავს სადაც ქალის სიტყვა კაცისას წინ უსწრებს და ყველა მათგანი უბედურია...
ე.ი. დაკსვნა კაცად ვინც დაიბადა გაუმართლა რადგაც ქალთა მბრძანეელი და თანდაყოლილი გენიოსია.
სხვათა შორის ქალის ორგანიზმი უფრო ამტანია. ვერწერთი კაცი ვერ აიტანს მშობიარობის ტკივილს, ან ვერცერთი კაცი აიტანს იმ ცვლილებებს რასაც ქალის ორგანიზმი ორსულობისას განიცდის. თან ასე მცირე ვადებში. ამიტომ ის 60 კილო დაივიწყეთ (სხვათა შორის ზოგი ქალი 150 კილომდე ტვირთს წევს).
თუ რატომ იყო ქრისტე კაცი, ესეც ცხადია, იმ დროში ქალს მაინცდამაინც დიდ პატივს არ ცემდნენ (არც ეხლა ისე)
მართალია ქალს და კაცს სხვადასხვა ბუნება აქ, მაგრამ მათ შორის განსხვავება ინტელექტის მიხედვით უნდა ხდებოდეს და არა სქესის.
რაც შეეხება ქალის სიტყვით ოჯახების ნგრევას. ე.ი. ქალები ცუდი მმართველები არიან არა?! არადა ომებს კაცები იწყებენ. ხოლო ფინეთში სადაც ყველაზე მაღალია გენდერული თანასწორობა შიმშილით კვდებიან თურმე.
მე არ მითქვამს ქალი ეპსკოპოსად ვაკურთხოდ და საკურთხეველში ვასერნოთო. ეგ წესებია და უნდა დაცივა, მარგამ ეკლესიის გარეთ უნდა იყოს თანასწორი კაცი და ქალი. ყველაფერში.
ოჯახი კიდე არც ქალმა და არც კაცმა უნდა მართოს, უნდა მართოს ან იმან ვინც უფრო ჭკვიანია, ან შეთანხმებულად. მარტო ერთი გადაწყვეტილებას არ უნდა იღებდეს, ომტომ რომ მეორეც ადამიანა და თავისი აზრის დაფიქსირების უფლება უნდა ქონდეს.
ქალი=კაცს=ადამიანს
ვის არ მოწონს ეს ფორმულა?
და ჩემი აზრით ქალი კი არაა მაცუდი, კაცია უნებისყოფო. მე არ ვამბობ ქალი კაცზე მეტიათქო, მე ვამბობ ერთნაირი უფლებები უნდა ქონდესთქო (შეძლებისდაგავრად ყველაფერში)
iraklidze
მომიტევე ნინო, რომ დღეს ვერაფერი დავწერე, შევეცდები ამ დღეებში შემოვიდე და დავწერო, გადავავლე თვალი და ისევ იგივე სიტუაცია, დაუსაბუთებელი იდეები და ქრისტიანობისაგან ძალიან შორს მდგარი შეხედულებები, რაღაც მათემატიკური ფორმულები და სისულელეები, რომ კაცს სხვა ბუნება აქვს და ქალს სხვა და ა.შ.
ყველაფერს ვერ ვუპასუხებ, თემა ძალიან ფართოა და ძალიან საინტერესო, ამიტომ სანამ კამათს დავიწყებდეთ, მანამ საკითხს ზოგადად მაინც უნდა ვიცნობდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ საუბარი, რადგან გვჭირდება რამე, რაც ტრამპლინის როლს შეასრულებს, სანამ რამეს დავწერ, შევეცდები მოვძებნო მამათა ნაწერები, მანამ კი
ამიტომ გირჩევთ ჯერ ეს ლექცია მოისმინოთ, მშვიდად და წყნარად, გირჩევთ გადმოქაჩოთ იგი კომპიუტერში და ჩაიწეროთ კითხვები და გაუგებარი ადგილები, აქ არის სწორედ საუბარი იმ საკითხზე, რომლებზეც აპირებთ კამათს, ასე რომ
Диакон Андрей Кураев Женщина в церкви - ответ феминистам
http://orthomedia.ru/index.php?option=com_content&task=view&id=14&Itemid=35
იხარეთ,
კაიროსი!
ზოგადად ვიტყვი ცათა სასუფეველში არც ქორწინდებიან და არც განქორწინდებიან არც ქალება არსებობს და არც კაცება.არამედ ყველა ერთია ცათა სასუფეველში.უფალმა ქალს თავისი გზა და დანიშნულება მისცა და კაცს თავისი.მართლმადიდებულ ეკლესიაში არასდროს არის ქალის ჩაგვრა და მითუმეტეს საქართველოში.უბრალოდ ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ.
მუსულმანების ერთერთი უდიდესი მინუსი ქალთან მიმართებაში რომ მას სული არა აქვს და ვერ ცხონდება და თავიანთ ეკლესიაშიც არ უშვებენ.
ვფიქრობ რომ იერარქიულობის გარეშე საქმე ვერ იქნება კარგად. იერარქია არსებობს ზეცაში ასე რომ სავარაუდოდ აქაური უფროს-უმცროსობა იმის ჩრდილია.
შესაბამისად ბალანსი არ უნდა დაირღვეს, დაირღვევა და აირევა მონასტერი.
იერარქია უნდა განსაზღვროს ინტელექტმა და არა სქესმა, გვარიშვილობამ, წარმომავლობამ, სიმაღლემ, სიგანემ, თვალის ან თმის ან თუნდაც კანის ფერმა, ყინვა და მჟავამედეგობამ, ცენტრალურ კუმშვაზე წინაღობამ, X ღერძის მიმართ ინერციის მომენთმა და სხვა ფიზიკურმა თუ ფიზიოლოგიურმა პარამეტრმა.
ისე რა კაია ასე მოაზროვნე გოგოები, ეხლა დავფიქრდი, რა ჯობია გოგო რომ ფიქრობს ოჯახში ბოლო ფიგურა ვიქნებიო. (ეს ხუმრობით რასაკვირველია, თორემ ნამდვილად არ მესიამოვნება ცოლი მყავდეს, რომელიც არაფერზე პრეტენზიას არ გამოთხვამს და თავის აზრს არ აფიქსირებს. ავეჯი - "ცოლი" ნამდვილად არ მინდა სახლსში)
iraklidze
Iraklidze,
"მე რომ ვთქვი ისე იქნება"-ს არ გულისხმობს ქრისტიანული მორჩილება მამაკაცის მიმართ, მთლად მასე "ავეჯი" შენისაც არ იყოს კი არაა
"ქალი კაცზე დაბლა დგას მხოლოდ სქესის გამო"
მე მჯერავს ეგ, და თუ რატომ, ბევრის მოყოლა მომიწევს და აქ თავს ვიკავებ.
რა კითხვა მაქვს იცით ?
შახმატში ქალების და კაცები ჩემპიონატები ცალცალკე რატომ ეწყობა ?
ისევე როგორც ძიუდოში ?
KAIROS
KAIROS
abo
წელს მიცეს ქალს ნობელის პრემია!!! მეც არ შეგეწინააღმდეგებით ვაღიარებ და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ქალის გონებას ბევრად უფრო დიდი ფანტაზია და გაქანება აქვს! და კიდევ მე და შენ ნამდვილად ვიცით( ერთი მაინც)უსწავლელი წერა-კითხვის უცოდინარი გლეხის ქალი შინაგანად ბრძენი რომ იყო! ასეა ქართველი ქალები... თორე კაცები ყოველთვის უჭირდა საქართველოს და ოჯახს ვინ უძღვებოდა ? ვინ ზრდიდა შვილებს? ქვრივი ქალები! ეს იყო ოდითგანვე! და კიდე რომ გაუჭირდებოდათ ომშიც თავს ისახელებდნენ! გავიხსენოთ მანამდე უძლეველი პომპეუსი ვინ გააქცია?!
KAIROs
"არანაირი დაბლა დგომა არ არსებობს, არ შეიძლება ასე საუბარი ქრისტიანობაში, არ უჯერებთ პავლეს? "არცა მამაკაცებაი, არცა დედაკაცებაი", საქმე სხვა რამეშია, კერძოდ მორჩილებაში იმ ჯვარისა, რაც თითოეულ მათგანს აკისრია, მაშ ასე "თანასწორნი, მაგრამ განსხვავებულნი",ამის შესახებ "აკრიბიიდან იკონომიამდე" ვისაუბრე.
" (არ დაციტატდა და ასეთი ფორმით დავაკოპირე შენი ნათქვამი)
აგაშენა ღმერთმა მე მჯერავს ვთქვი იმიტომ, რომ ცხოვრებაში ასე გამოდის, დანარჩენი რაც დაწერე ვიცოდი და რომ არ მცოდნოდა მეცოდინებოდა რომ წავიკითხავდი, ანუ მასეა გეთანხმები...ხოდა, რომ მივაყოლე აქ ვერ დავწერ რატომ თქვა , ეგაა, სქესის გამო იმიტომ დგას დაბლა რომ ბევრ კაცს გონია სქესობრივი განმსხვავებელი ნიშანია კაცობა - ეს ჯერერთი და მეორე ...აუ.. მოკლედ, გეთანხმები სიმართლეში ანუ იმაში რომ სიმართლე დასაბუთებულად დაწერე, ცხოვრებაში როგორ ტარდება იმაზე მაქვს მე ბაასი ფემინისტი და ამბები არ ვარ. მოკლედ, აქ ვერ დავწერ, მერიდება .
მართა
ვეთანხმები ამ ადამიანს
მოკლედ ყველას თავისი აზრი აქ. რა თქმა უნდა კაცისთვის კაია ქალი რომ უთმობს პირველობას. მაგრამ მე მაინც მინდა ჩემ ოჯახში თანაბარუფლებიანობა იყოს (იმედია შტერი ცოლი არ შემხვდება ). მე მგონია რომ ასეთი შეთანხმებულობა ოჯახისთვის უკეთესია, სადაც არავინ გაინატს თავისას იმის გამო რომ ის კაცია და ოჯახის უფროსობა მისია.
კანუდოსელი
abo
მართა
დათიკო
ჩემო დათიკო , მაგას ვამტკიცებ მეც, დიდ კომპოზიტორს თავი დაანებე, ხელოვნების ან მეცნიერების სხვა დარგი ავიღოთ.მე ქალი არსად შემხვედრია გამოკვეთილად რომ ჩანდეს. ერთადერთ პირველობას მსახიობებს ვერ წაართმევ თუმცა მაღალანაზღაურებად მსახიობებშიც ვერ ლიდერობენ.
ხალხო გამიგეთ რომ რომ ქალი ღრმა ანალიტიკური აზროვნებისათვის არ შექმნილა, თუმცა ბუნებასთან უკეთ შეგუებული არსებაა და სქესობრივადაც მეტად აღემატება მამაკაცს (წინა პოსტებში დაადგინეს რომ ქალი სქესობრივად სუსტია)
მეც აღარ მიკამათია, შემეზარა...
abo
abo
დათიკო
უმაღლესი არსებები ვყოფილვართ კაცები და არ გვცოდნია. და ვაფშე რად გვინდა ეს ქალები ?! ჭამენ ამდენს, ტანსაცმელებში ფულს ხარჯავენ. მოკლედ ზარალია რა.
KAIROS
მხევალი ნინო
მანდ საქმე სხვა რაღაცაშია. ქალი მეტად მაცდურია კაცისთვის ვიდრე პირიქით (ბიოლოგიურად). ამიტომ მოხდა ეგ ყველაფერი.
რატოა კაცი უპირატესი ქალზე?! ხატზე მამა ღმერთს მამაკაცის სახით გამოსახავენ;პირველი მამაკაცი შეიქმნა და ქალი მამაკაცისაგან;მამაკაცის შესაძლებლობები აღემატება ქალისას და ა.შ...
რატომ არ შედიანქალებ საკურთხეველში ღვთისმშობლის შემდეგ?ერთი მითხარით მანამდე რატომ არ შედიოდნენ? იმიტომ რომ არ არიან მამაკაცზე აპირარესნი და ამაი ნურავის შეედავებიან. და კიდევ იმასრაც მოციკულმა დაგვიტოვა,იმას რასაც ღმერთი სათნოდ არ მიიჩნევს{განსაკითრებით ასეთ რამეს} მოდი ჩვენ რაღაც ჩვენი სისუსტისა და ბავშვური კაპრიზების გამო ნუ აღვუდგები წინ. შენდობას ვითხოვ.
mxeval nino sakutari ase vqvat satayvanebeli pirovnebis{pexburtelebi,msaxiobebi da a.s.
] vis misdit xolme guli da gulis camgebad vin yvirian xolme?????
იმიტომ რომ სხვანაირი ქალის სიყვარული კაცს არ შეუძლია... და არც სხვანაირი კაცის სიყვარული შეუძლია ქალს
ჩვენ ყველას შინაგანად გვინდა ასე იყოს... რომელ მანდილოსანს მოეწონება ყაჩაღი სახლში შემოუვარდეს და ქმარი კაბის უკან დაიმალოს ?
მე ვერ ვიცხოვრებ ქალთან რომელიც (თავისი მოკრძალებული ნებით) არ დამემორჩილება, ხოლო ვინც დამემორჩილება ის სიკვდილამედე (ვიმეორებ - სიკვდილამდე) მეყვარება...
ხოლო ის ვინც ყოველივე ამის წინააღმდეგ მიდის, სიყვარულის უნარის არ მქონეა...
abo,
abo
ხალხო, უკვე ითქვა, რომ მამაკაცი და ქალი არიან თანასწორნი. მათ უბრალოდ სხვადასხვა დანიშნულება აქვთ ცხოვრებაში.
კაცი არის პირველი თანასწორთა შორის. ვერ გესმით? მე გეტყვით ეგ როგორ მესმის:
ის, რომ რაც არ უნდა აღვემატებოდე მე ჩემს ქმარს ინტელექტუალური შესაძლებლობებით. (რა თავმდაბლობაა ) მე მას საზოგადოებაში უხეშად რომ ვთქვათ 'თავზე არ გადავახტები'. სიტყვას არ ჩავაკვეხებ უტაქტოდ მეგობრებთან საუბარში, სადაც ჩემი ქმარი ჩემგან განსხვავუბულ აზრს დააფიქსირებს. არა იმიტომ, რომ მე მას 'ვემონები', უბრალოდ არ მიღირს ის ერთი აზრის დაფიქსირება იმად, რომ მას რამე ვაწყენინო! ოჯახში, მხოლოდ ჩვენ ორნი თუ ვისაუბრებთ, ეგ უკვე სხვა საქმეა. იქ ცხადია ვიტყვი ჩემ აზრს და იმედი მექნება რომ, თუ მე სწორი ვარ ამისი აღიარებაც შეეძლება. უბრალოდ არ ავირჩევ ცხოვრების თანამგზავრად ისეთს, ვინც ჩემ აზრს არარად ჩააგდებს.
ასევე უნდა იყოს ისიც ცხადია, არც იმან უნდა გამოიყვანოს მისი ცხოვრების მეგზური 'ცალტვინა'. (ზოგიერთ კაცს ეხერხება ხოლმე ) აქ ურთიერთ პატივისცემაზეა საუბარი და არა იმაზე- 'აი მე მეტი ვიცი და შენ გაჩუმდიო'.
ეს ყველაფერი წვრილმანებია, როცა ოჯახი სიყვარულითაა შექმნილი.
მგონი სიტყვა გამიგრძელდა.
ჰო რა ვიცი მე ასე ვფიქრობ, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე
ჰო მეამბოხე ნამდვილად არის ქალი, მითოლოგიაში ომის ღმერთები ძირითადად ქალები იყვნენ, ეს შემთხვევეთი არ მგონია...
მოდი ნერვებს მოგიშლით:
მე პირადად ჯერ არ შემხვედრია ჩემზე გულადი, მიზანდასახული, ინტელექტუალურად განვითარებული ან ისეთი ქალი ვინც ძიუდო კარატეში დამჩაბნიდა... ნუ ეს ფაქტია რა... თუმცა ამ მონაცემებით ნამდვილად არ გამოვირჩევი ნუ შეიძლება მომავალში შემხვდეს არ გამოვრიცხავ...
(250 კილოს რომ წევს, ჯერ იმას მე ქალს ვერ დავარქმევ და, და მეორეც - მაინც მოვერევი )
თუმცა ერთს ნამდვილად ვიტყვი:
როგორც თქვა ერთმა ჭკვიანმა კაცმა (და არა ქალმა);
კაცი ორი რამით ფასდება ცხოვრებაში 1. როგორი ცოლი ყავს და 2. რა პროფესია აქვს...
(ნუ მსოფლმხედველობაზე და მეგობრებზე არ ვსაუბრობ)
ნუ ნერვებს გიშლით რა
iraklidze
ქეთი
ჯიგარი ხარ
KAIROS
iraklidze
არანაირად არ ვთვლი, რომ კაცზე დაბალი ინტელექტის ვარ. ბევრ ბიჭს ვჯობდი ინტელექტით კლასშიც და კურსზეც ყოველთვის
მაგრამ, აქ საუბარი ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე არაა! აი მანდ ცდები როცა ეგრე გგონია, ქალები თავს ნაკლებ ინტელექტუალურაბად სულაც არ ვთვლით. (მე არ ვთვლი )
აქ საუბარია ცოლ-ქმრულ ურთიართობაში, საზოგადოებაში აზრის უპირატესობაზე. ჩემსა და ჩემ მეგობრებს შორის კამათში, ჩემი ქმარი რომ ჩაერიოს, თუნდაც ჩემგან განსხვავებული პოზიციით და დაამტკიცოს თავისი სისწორე, მე სიამაყით აღვივსები . ჩემი ქმარი რო კამათობდეს მეგობრებთან, მე ჩავერიო მისი განსხვავებული პოზიციით და ვამტკიცო ჩემი სისწორე, მას უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენებ და საზოგადოება აღიარებს ჩემს უპირატესობა ჩემ ქმარზე. აი ეგ კი სულაც არ გამიხარდება, არც ჩემს ქმარს ალბათ. სამაგიეროდ მირჩევნია იმ მომენტში გავჩუმდე, თავი შევიკავო ჩემი უპირატესობის წარმოჩენისაგან და სახლში დალაგებულად მშვიდად ავუხსნა ჩემ ქმარს, რომ ესაა სწორი პოზიცია და შემდეგში შეეცადე ესე შეხედო ამ საკითხსთო. იმედი მაქვს, რომ მიხვდება და დამიჯერებს(!) როცა სწორს ვეტყვი, აი მანდაა თანასწორობა. პირველი თანასწორთა შორის. მე მას ვირჩევ ქმრად და ვაღიარებ ჩემს მეორე ნახევრად, ჩემს გულის სწორად, პირველად ჩვენ ორ თანასწორ ადამიანს შორის.
საინტერესო დებატებია
აბომ სრული სიმართლე დაწერა, თავის მხრივ k@te მართალია, ცოლ-ქმარს შორის აზრთა სხვადასხვაობა და სწორი მიმართულების გარკვევა ცალკე უნდა მოხდეს, სხვების ჩაურევლად, ერთის მხრივ iraklidze მართალია, თუ რომელიმე მათგანი ,,სულელურ'' აზრს დააფიქსირებს ამას ცხადია ვერ დავეთანხმებით, მაგრამ როგორც ვთქვი ამის გარკვევა ცალკე უნდა მოხდეს, რომ ზედმეტი გაუგებრობები და გართულებები თავიდან ავიცილოთ, ქმარიც ასე უნდა იქცეოდეს და ცოლიც, ეს ჩემი სუბიექტური აზრია.
kairosze აღარ მაქვს საუბარი, ეს ადამიანი მართალია და მართალი თითქმის ყველაფერში.
ისე კი abos პოსტში ბოლო ფრაზამ გამამხიარულა
iraklidze
უფ, საპატიებელი არაფერია
უბრალოდ რატო არ მეთანხმები აი კიდევ ერთი მაგალითი:
ვთქვათ ჩემი ქმარი საზოგადოებაში ამტკიცებს, რომ : მართკუთხა სამკუთხედში, მახვილი კუთხის სინუსი არის, მიმდებარე კათეტის შეფარდება მოპირდაპირე კათეტთან (ანუ აბსურდს)
მე ცხადია ვიტყვი იქ ტაქტიანად, რომ არა სიხარულო, შენ არასწორად გახსოვს, ეგ იმ კუთხის კოტანგენსია და სინუსი არის მოპირდაპირე კათეტის შეფარდება ჰოპოტენუზასთანთქოო. ხოდა, ეხლა აღარ გინდა კამათი და სახლში გაჩვენებ, რომ ეგრეათქო
მაგრამ, თუ ჩემი ქმარი ამტკიცებს, რომ კვადრატული განტოლების ამოხსნა ვიეტას თეორემით უფრო ადვილია, ვიდრე დისკრიმინანტის გამოთვლითო, თუნდაც რო მე მასე არ ვთვლიდე, იმ კამათში მე არ ჩავერევი
იმიტომ, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მეთოდს
როგორ ფიქრობ, ჯობია ჩავერიო და მოვყვე თეორიებს ოპტიმალური მეთოდის შერჩევის შესახებ, თუ 'გავატარო' ეგ კამათი და თუ მაინცდამაინც განსხვავებულ აზრზე ვარ, სახლში ავუხსნა?
დათიკო
გეთანხმები სხვათა შორის ადრე მე ღიად ვისაუბრე მამაკაცთა უპირატესობის შესახებ,მითუმეტეს მაგ სფეროში.ეგ ის სფეროა სადაც ჩემთვის საუკეთესო რამოდენიმე გამონაკლისის გარდა, მამაკაცებია. მხატვრები,მწერლები,მუსიკოსებ
ი,მეცნიერები და ა.შ მაგრამ არის ერთი რამ მე ფანტაზიაში ეგ არ ვიგულისხმე ქალს ნაკლებად ეძლევა მისი გონებრივი შესაძლებლობის გამოვლენა,იგი ყოველდღიური პრაქტიკული ცხოვრების წესით ცხოვრობს (უფრო სწორედ უწევს)და გონების გაქანება,ფანტაზია(ჩემს მიერ ნახსენები და ნაგულისხმევი) იგრძნობა ყოველ ოჯახში.ქალია ყოველი ოჯახის ბურჯი და რაც არ უნდა სუსურტი არსება იყოს მერწმუნეთ მის გონებრივ და სულიერ შესაძლებლობებზე ბევრია დამოკიდებული-ოჯახის ერთიანობა,სიყვარული და ა.შ ამაში კი ის ფანტაზიებიც გვჭირდება ხანდახან თუმცა ისევ ჩემს აზრს ვაფიქსირებ და მოვუწოდებ ყველა ქართველ ქალს იყოს დამთმობი და მიმტევებელი მამაკაცის მიმართ,მათ ჩვენი თანადგომა სჭირდებათ თორემ ამ თემის სათაურის არ იყოს, არ იქნებოდა ადამ და ევა,არამედ მარტო ადამი!ეს უფლის ნება იყო და ადამს თანამდგომი გაუჩინა.აქ რაიმე უპირატესობის განხილვა არ მიმაჩნია სწორ პოზიციად!
ეეეეეეეჰჰჰჰჰ!!!!!! რა მაგარი ქრისტიანები ვართ არა? ამ თემაზე მოძღვარს თუ ელაპარაკებით ხოლმე????? მართლა ძალიან მაინტერესებს!!!!
KAIROS
KAIROS
თუ
ჩემი აზრIთ თუ ასე გაინტერესებთ ამის შესახებ დაელაპარაკეთ თქვენ მოძღვარს და ყველაფერზე მიღებთ კონკრეტულ პასუხს
საინტერესო თემაა.. ეხლახან წავაწყდი და გადავავლე თვალი. საკმაოდ აქტიური თემაა ადამი და ევა, ანუ მამაკაცი და ქალი.. იმედია გაგრძელდება პოსტები....
"ტკივილით შობდე საკუთარ შვილსო" ასე დაგვწყევლეს ქალები...
და რა მაინტერესებს ისისნი ვინც გაუტკივარებას იკეთებენ გამოდის რომ მათზე ეს წყევლა არ სრულდება?
"საკუთარი ოფლით ჭამდე პურსო" მგონი ასე დაიწყევლა მამაკაცი და მაშინ რატომ არიან სხაზე დამოკიდებული მამაკაცები და ცხოვრებას ნეტარებაში რომ ატარებენ?
მაშიკო
წინ წავიდა ტექნიკა, გაუტკივარებაო, ისაო ესაო, ისე კაი შენიშვნაა
მაინც ტკივილით ნაშობია შვილი...
და მაინც საკუთარი ოფლით ვჭამთ ყველანი პურს არსობისას.. მე ეგ ადგილი ცოტა ფილოსოფიურად მესმის
საკუთარი ოფლით ვჭამთ ყველა პურს... და ქალებს რატო გვიწევს პურის გამო ოფლის ღვრა? მხოლოდ მამაკაცი ხომ დაიწყევლა ამით? ეს წყევლა ქალებზეც გადმოვიდა ალბათ...
მაშინ კაცი რატომ არ შობს შვილს?
ეს თემა იყო თუ არა არც ვიცოდი
ისე ჩემს აზრს დავაფიქსირებ, ოღონდ საკუთარი თავიდან გამომდინარე, შეიძლება დამეთანხმოთ შეიძლება არა
ოჯახში პირველობას დავუთმობ ქმარს და ამისთვის დიდი მადლობელიც ვიქნები უფლის თუ ისეთ ქმრით დამასაჩუქრებს, ვიზეც მეტ ნაკლებად დამოკიდებული ვიქნები, დამოკიდებული არა ფინანსურად და კარიერული თვალსაზრისით, (მაგაში დამოუკიდებელი ახლაც ვარ უკვე)
მე პირადად პირადულ საკითხებში მერყევი ხასიათი მაქვს და შეიძლება ლაყე კვერცხივით ყანყალი მახასიათებს, ამ შემთხვევაში ჩემთვის ყველაზე კაი გამოსავალი, ძლიერი (არა ფიზიკურად, არამედ ნებისყოფის) კაცის ყოლააა, რომელიც ასე ვთქვათ ხელს მომკიდებს და მერყეობისგან გამათავისუფლებს.
ჩემთვის პირიქით სასჯელი იქნება ქმარმა რომ მითხრას "ძვირფასო, როგორც შენ გინდა ისე იყოსო, ჩვენ თანასწორნი ვართო", რადგან შეიძლება ამ დროს გადაწყვეტილების მიღება 1 წელიწადს გასტანოს . კაცი ამ დროს უფრო ცივი გონებით გაჭრის,
რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ, "ქალო რეებს როშავ, შე ვინ გეკითხებაო" ასეთ პასუხს, არამედ წყნარს და ახსნილს
და საერთოდ რა არის იმაში ცუდი რომ გვერდით გყავს მამაკაცი, რომელიც დაგიცავს, მოგივლის, მეტ პასუხისმგებლობასაც იღებს, ამით ხომ ქალი ისვენებს და შეუძლია უფრო დაწყნარებულად მიხედოს შვილებს, თავის სამსახურს და თავისუფალ დროს.
პ.ს. საჭესთანაც ვზივარ, (ჩემს ძმაზე უკეთესად ),
მაგარი კარიერისტიც ვარ, (სამშნებელო და მძიმე ტექნიკის ჩამომტანი ვიყავი ერთ დროს)
შარვლით და ბოტასებით დავდივარ
აუზზეც დავდივარ და კარგადაც ვცურავ და ვარჯიშიც მეხერხება
იარაღიც მიყვარს
სასწავლებლადაც მივიდვარ ლონდონში 1 წლით და ყველაზე მეტი სახარჯო ფული მე მომცეს, და არა რომელიმე კაცს
და მიუხედავად ჩემი ასეთი "კაცური" ცხოვრებისა, მაინც მირჩევნია რომ ოჯახში პირველობა კაცს ქონდეს, დავისვენებ რააააა
ის არ დაგვავიწყდეს, ვისაც მეტი უფლება აქვს მეტი პასუხისმეგლობაც აქვს,
და ის ქალი ვინც ფიქრობს რომ 50/50 ზე უნდა იყოს ან პიველი იყოს, კომპლექსიანია და რაღაცაში წარმატებას რომ ვერ მიაღწია აქ უნდა თავი გამოამჟღავნოს, ნახეთ რა მაგარი ვარ ქმარი ხელში მიჭირავსო
არ ვგულისხმობ იმათ ვინც იძულებულები არიან , უნიათი ქმრების გამო თვითონ აიღონ ოჯახის სადავეები ხელთ
მოკლედ ასე რააააა, დისერტაცია დავიცავი
ღვთისაგან დადგენილია (თუმცა ბევრმა ეს არ იცის, მაგრამ სინდისი სუფთა აქვს და გონება ნათელი, ამიტომ ისედაც ხვდება. ბუნების კანონია უბრალოდ), რომ უმცროსი უნდა დაემორჩილოს უფროსს, ხელქვეითი ხელმძღვანელს, ცოლი ქმარს, თუნდაც არ იმსახურებდნენ. მაგრამ ეს არის მხოლოდ ამქვეყნად. იქ უკვე მარტო სულიერი მდგომარეობის მიხედვით იქნება იერარქია - ვისაც უფრო წმიდად უცხოვრია, ის იქნება უფრო მაღალ საფეხურზე და უფრო ახლოს იქნება უფალთან. დედაკაცება და მამაკაცება იქ დაკარგავს მნიშვნელობას. ეს ყველამ იცით, მაგრამ ბევრს არ უნდა, რომ იცოდეს.
გენდერული თანასწორობა სხვადასხვანაირად ესმის ბევრს, ამიტომ დავაკონკრეტოთ. თუ ამაში იგულისხმება ფუნქციების აღრევა (ქალი მორებს ათრევს, კაცი ჭურჭელს რეცხავს), მაშინ არ ვეთანხმები. თუ ფუნქციები სწორადაა განაწილებული (ჩვენს დროში სულ უფრო იშვიათია ეს), მაგრამ ოჯახს უფროსი არ ჰყავს, გადაწყვეტილების მიღებისას ორივეს თანაბარი უფლება აქვს და ყველა თავისას უბერავს, არც ამას ვეთანხმები. არც მუსლიმური მოდელი - Женщина друг человека - მოგვიტანს ხეირს. ქრისტიანი მეუღლეების უფლება-მოვალეობანი წმიდა წერილში და მამათა თხზულებებში გვაქვს მოცემული. ქართველი ადამიანი ოდითგან ასე ცხოვრობდა. გენდერი და შმენდერი არავის გაეგონა, მაგრამ ცოლის ჩაგვრა ვაჟკაცისთვის სირცხვილი იყო. აკაკის აქვს მგონი მოთხრობილი, მამამისის რუსეთში გაფუჭებულმა ყმამ ცოლს რომ დაარტყა, ხალხი კინაღამ გადაირია, ისეთი უცხო იყო ეს მაშინ ჩვენთან. დააჭერინა ის გლეხი ბატონმა და გააჯოხინა. გლეხებმაც სიამოვნებით გაუერთიანეს ძვალ-რბილი.
ქალის ცხოველის დონეზე დაყვანას არავინ ქადგებს აქ. დედაკაციც ღვთის ხატია და სულიწმიდის ტაძარი. რამ გადაგრიათ და გაგაცოფათა ამ ელემენტარულ საკითხზე?
ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს, მორჩა და გათავდა! ნანას მე დიდ პატივს ვცემ, თვითონაც იცის და ვერ შემედავება ამაში, მაგრამ მისი ნერვების მდგომარეობა ჩემს სიტყვებზე უკეთ ამტკიცებს, რომ ჯარი არაა ქალის საქმე. ამას ყოველთვის ვეტყვი პირდაპირ. რომ არ ვიცნობდე მაგ ადამიანს, ჩემ საყვარელ ხალხთან ასეთ ლაპარაკს ცოტა სხვანაირედ ვუპასუხებდი (თან სახლში არ მაქვს ნეტი და სანამ შემოვალ, დამთავრებული მხვდება ყველაფერი). თვითონაც არ იცნობს ამათ და რამის თქმამდე ჯობია დაფიქრდეს.
ჩვენი ფორუმის ძაან გენერისტ გოგოებს კიდე რჩევა: ქმარი გინდათ თქვენ, ქმარი
Ligia
Ligia
კაცი რომ ქალის ჭკუაზე გაივლის ეგ სულაც არ ნი8შნავს იმას რომ ეგაა გენდერული თანასწორობა მე მასეთ მამაკაცებს პატივს არ(ვერ) ვცემ...
თუმცა არც ის მომწონს რომ იტყვიან "მე კაცი ვარ და როგორც მე ვიტყვი ისე უნდა იყოსო"... იქნებ და ცდება...
M.M.
ნაზი უფროსი ქალი არ გინახავს შენ?
ისე თუ გასათხოვარს დანიშნავენ საპასუხიმგებლო თანამდებობაზე მერე იშვიათად თხოვდებიან...
ჩემზე ნაკლებს ხომ არ გავყვებიო იძახიან...
"ადამი, ის არა მხოლოდ უპირველესი ადამიანია, არამედ მთელი კაცთა მოდგმა მასშია კონცენტრირებული".
"საოცრად უბრალო იყო, ვითარცა ადამი ცოდვით დაცემამდე"
"ღმერთმა ადამი გაუშვა სამოთხიდან და თავისი ხელიდანაც, რადგან ღმერთისთვის თავისუფლება უმაღლესი ღირებულებაა"
"ერთი ადამის ცდომამ დააკჭლა ქვეყანა"
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"ადამი სამოთხიდან გამოძევებულ იქნა არა იმიტომ, რომ ღმერთს არ უყვარდა, არამედ იმიტომ, რომ ცოდვილი ადამიანი ვერ გაუძლებს იმ სიკაშკაშეს, რაც სასუფეველშია"
/დეკ. გიორგი სამსონიძე/
"ადამიანმა გველის შეთავაზება დააგემოვნა და ადამიანებისთვის სიკვდილის დედად ეს საკვები გადაიქცა"
"პირველმშობლის დაცემა კოსმოსური მასშტაბის კატასტროფა იყო"
/არქიმანდრიტი სოფრონი/
"ანგელოზები კრთოდნენ, ქერუბიმები და სერაფიმები ვერც კი უმზერდნენ ღმერთს და ეს მაშინ, როდესაც ადამი უფალს, როგორც მეგობარს, ესაუბრებოდა"
"ადამი სრულყოფილი იყო არა ბუნებით, არამედ მადლით, ვინაიდან ბუნებით სიწმინდეს, უვნებობას და უკვდავებას მხოლოდ ღმერთი ფლობს. ადამიანი კი, როგორც ღვთის ხატი, ამ წყალობასთან იყო ზიარებული, მაგრამ ღმერთისგან გაუცხოების შემთხვევაში, მას შეეძლო ამის დაკარგვა".
/იღუმენი დიონისე გვიმრაძე/
"იგი [ღმერთი], როგორც მიუწვდომელი ზღვა მოწყალებისა, თავდაპირველადვე ავლენდა და დღემდე ავლენს ჩვენ, ცოდვილთა, ზედა იმას, რაც არის ყველასადმი მიმართული გამოუთქმელი და მზრუნველობითი სიკეთე მისი. ამიტომ იყო, რომ როდესაც დასაბამში პირველი მცნება დავარღვიეთ, არათუ არ წარგვწყმიდა მან ჩვენ და არ გაგვაქრო მყისვე დამსახურებულად, არამედ შეგვიწყალა კიდეც და ექსორიობაში წარგვგზავნა, განიზრახავდა რა ამ გზით ჩვენს გაუკეთესებას, არათუ უარესისკენ უკეთურყოფას".
"მეექვსე დღეს უფალმა საბაოთმა დაჰბადა ადამიანი. ის, რაც ბოლოა დროში, როგორც ამბობს ფილოსოფოსი პროკლე დიადოხოსი, - პირველია არსში".
/დეკ. არჩილ მინდიაშვილი/
"ერთ-ერთი ძველი გადმოცემის თანახმად, ჩვენი პირველი მამა პალესტინაში შეიქმნა. ადამის სხეულისთვის მასალად პალესტინის მიწა იქნა გამოყენებული, როგორც მარმარილო - ქანდაკებისთვის; ედემიდან გამოდევნილებმა თავი პალესტინას შეაფარეს, კაცთა მოდგმის გამოსყიდვა პალესტინაში აღსრულდა; იქ, სადაც პირველი ადამი შეიქმნა, დაიბადა მეორე ადამი, რომელმაც ერთი ხელი ზეცას მოჰკიდა, მეორე - დედამიწას და ერთმანეთს მოწყვეტილნი, კვლავ შეაერთა; აქ, პალესტინაში დასრლდება მიწიერი ისტორიის ბოლო ეტაპიც, მისი ბოლო აკორდი აქ გაიჟღერებს".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
როცა უფალმა შექმნა ადამი მასთან გარკვეული წლების მანძილზე ქონდა ურთიერთობა და ბუნებრივია რომ უფრო კარგად იცნობდა მას ვიდრე ევას , რადგან ევა მოგვიანებით გაჩნდა და გაჩენისთანავე მიიტანა მასზე იერიში სატანამ . სატანას შეიძლებოდა არ გასვლოდა თავისი ნომერი ადამთან რადგან ის უფრო კარგად იცნობდა უფალს , ამიტომ ევაზე მიიტანა იერიში მისი გაჩენისთანავე რადგან სატანას სურდა რომ ვიდრე ადამი ევას შეიცნობდა და შობდა შვილს , მანამდე შეეცდინა რომ ცოდვა გადასულიყო ყველა ადამიანზე . ვინაიდან ევა შეცდა , ბუნებრივია მან დაიყოლია ადამიც რადგან ისინი ერთ ხორც იყვნენ და ერთმანეთის გარეშე არ შეეძლოთ რაიმეს გადაწყვეტა. მცდარია ის აზრი რომ თითქოს ევამ მოტყუილებით აჭამა ადამს ნაყოფი., რათქმაუნდა ადამმა კარგად იცოდა რომ იმ ნაყოფს ჭამდა რაც აკრზალული ქონდა. რაც შეეხება დასჯას უფალმა უკუპროპორციით დასაჯა ყველა ვინც დამნაშავე იყო და რასაც იმსახურებდა , ბუნებრივია ქალი უფრო მეტად დაისაჯა რადგან ის იყო ადამის მაცდუნებელი და არა სატანა . სიკვდილი კი ორივეს ხვდა წილად , მათ ორივემ დაიმსახურეს არაარსში ყოფნა , ისინი მარადიულად მოიკვეთნენ უფლისაგან და 1 დღეც კი ვერ იცოცხლეს ანუ 1000 წელიც კი ვერ იცოცხლეს რაც უფლის თვალსი 1 დღეს უდრის . ადამი და ევა რომ სამუდამოდ მოიკვეთა ამას ადასტურებს 2 ქერუბიმი და ცეცხლოვანი მბრუნავი მახვილი რაც იმას ასიმბოლოებს რომ მათ აღარ ექნებოდათ საშუალება სიცოცხლის ხესთან მიახლებისა . ვირაცა იტყვის რატომ კაცო ეს ხომ უსამართლობაა?! არა არანაირად ! ის ვინც ერთი მცნების შესრულებას ვერ შეძლებს თანაც ისეთისას რომელიც უმარტივესია , არანაირად არ არის ღირსი შეწყალებისა . ეს აკრძალვა იყო დაახლოებით ამის მსგავსი _ მე ძალიან მიყვარს კოკაკოლა და ჩემმა მეგობარმა რომ მომიტანოს 10 ბოთლი და მითხრას რომ მეათე ბოთლი არ დამილიო გთხოვ , ის ჩემთვის ვიყიდე ,., მე კიდევ რომ ავდგე და მაინცდამაინც მე10 ბოთლი დავლიო და დანარჩენი ცხრა დავტოვო და მერე თავი გავიმართლო რომ არ შემეძლო სხვა ცხრა ბოთლის დალევა რომლებიც აფსოლუტურად არ სხვაობენ მე 10 ბოთლისგან!!! აი ესაა სულ
"წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ადამის მარხვას "თავისუფლებაში წვრთნის კანონს" უწოდებს, რათა სიკეთე და სათნოება ადამიანის ბუნების უბრალო თვისებად კი არ ყოფილიყო, არამედ - მისი პიროვნული არჩევანით განპირობებული".
"პირველქმნილ ადამიანს მარტივი და გარეგნული მორჩილება, ხის ნაყოფის ჭამის აკრძალვა, თავისუფალი ნების გამოსაცდელად მიეცა".
/იღუმენი დიონისე გვიმრაძე/
"ადამი - სახელთა მიმნიჭებელი"
"ადამის საწყისი დიდება ისევე იყო გაბრწყინებული, როგორც მოსეს სახე".
"ადამმა მეგობარს უღალატა. ეს მეგობარი უფალი იყო, მაგრამ ჯერ ევამ უღალატა ადამს და მარხვის მცნება დაარღვიეს. დაცემას დაცემა მოჰყვა და ადამი და ევა, როგორც მოღალატენი ღვთისა, ისე განიდევნენ სამოთხიდან".
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"ფილონ იუდეველი წერს, რომ სამოთხეში ადამი ასი წლის მანძილზე ცხოვრობდა, სხვები, რომლებიც თავს შვიდეულის თაყვანისმცემლებად მიიჩნევენ, თვლიან, რომ ეს დრო შვიდ დღედ ან შვიდ წლად უნდა გვესმოდეს, და იესო ქრისტემ სული იმის მსგავსად განუტევა, როგორც მეექვსე საათზე ადამმა გაიწოდა ხელი და ნაყოფს შეეხო, ისე იესო ქრისტეს ჯვარზე აღსრულებით მაცხოვარი ადამის გამოსახსნელად, უშუალოდ სიკვდილს შეეხო".
"ცნობილია, რომ ადამიანთა უპირველესმა მშობელმა და წინაპარმა, ბიბლიურმა ადამმა, 930 წელი იცოცხლა და ამ ხნის განმავლობაში ალბათ, რამდენ მის თანამედროვეს ექნებოდა მოსმენილი მისი მონათხრობი ცისა და მიწის შემოქმედი ღმერთის, სამოთხის, ცოდვით დაცემის, სამოთხიდან განდევნის, ცეცხლოვანი ქერუბიმისა თუ მაცდური ეშმაკის შესახებ. იმ იმედის შესახებაც, რომ მოვიდოდა დრო, როცა მისი შთამომავალი თავს გაუსრედა გველს და დაკარგულ სამოთხეს დაუბრუნებდა ადამიანებს".
"ერთადერთი - სიკეთისთვის უნდა ემზირათ და ბედნიერება "მოეწყვიტათ", თუმცა ბედნიერების სანაცვლოდ ეშმაკი "გადაყლაპეს".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"პირველი ადამის სხეული არც უხეში იყო და არც გვემებით იყო დამძიმებული. ის იყო უხრწნელი. ადამიანი ქორწინების გზით არ უნდა გამრავლებულიყო".
"და აი, სულ მალე გამოჩნდა კიდეც ღვთაებრივი ნიჭის არსებობა ადამში, როდესაც მან მოიწყინა სამოთხეში. მოიწყინა, რადგან არავინ იყო ქმნილებათა შორის მისი მსგავსი, რომ სიყვარული გაეზიარებინა სხვისთვის. სწორედ ამიტომ შექმნა უფალმა ევა ადამის ნეკნისგან".
"ჩვენი სულის მტერმა ეშმაკმა გველის ხმა მიითვისა და ჩვენი დიდი დედა ევა შეაცდინა".
"თავად შესაქმის დროს ნათლად ჩანს ღმრთის წინაშე ყველას თანასწორობა. ადამი და ევა კაცად მოიხსენიება - მამაკაცად და დედაკაცად, რაც მათ თანასწორობაზე მიუთითებს. "კაცება" მათი ბუნების, არსების აღმნიშვნელია. მათი სხვაობა მხოლოდ სქესში იყო. შემდგომში კი ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობამ სხვაგვარი სახე მიიღო. ეს თავად ბუნების დაკნინებამაც გამოიწვია".
/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/
"დასასრულს უფალმა მიჩვენა, სამოთხეში თუ როგორ არის დაბლა დახრილი ვაშლის ტოტები. ასევე ამიხსნა, რომ დედამიწაზე ვაშლის ხეები იმიტომ არის მაღალი, დედაკაცები მათზე რომ არ აძვრნენ. ეს დაკავშირებულია ევას ცოდვასთან".
"ამგვარად, პირველმა ადამიანმა ღვთიურ დიდებას მიწიერი გრძნობის მონობა ამჯობინა. ალბათ, არც ის არის შემთხვევითი, რომ არჩევანის გაკეთებისას პირველმა ეს ნაბიჯი ევამ (როგორც, უმეტესწილად, გრძნობის გამომხატველმა) გადადგა, კადნიერად გაიწვდინა ხელი აკრძალული ნაყოფისკენ, რის გამოც ხატებზე მისი ხელი სამოსლით დაფარული იხატება.
ასევე, პირველად სწორედ მეორე ევამ, სიყვარულის პიროვნულად მშობელმა, - ღვთისმშობელმა გაიმარჯვა".
/მამა იოანე ბარკალაია/
"წმინდა მამა [გრიგოლ ნოსელი] ასევე ამბობს, ადამი და ევა საღამოს იქნა გამოდევნილი სამოთხიდან, რადგანაც უფალმა მათ მისცა დრო იმისთვის რომ შეენანებინათო".
"სამოთხიდან გამოდევნილი ადამიანები ედემის ბაღის მახლობლად დასახლდნენ და მარადის ჭვრეტდნენ იმას, რაც დაკარგეს. როგორც წმინდა მამები გადმოგვცემენ, ედემის ბაღი წარღვნამდე არსებობდა დედამიწაზე, მაგრამ იქ შესვლა ადამიანებს არ შეეძლოთ. წარღვნის დროს ედემის ბაღი აღტაცებულ იქნა ზეცად და დედამიწაზე მისი კვალი გაქრა".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ადამი ჩვენს ცოდვიანობაში იმდენად დამნაშავე არ არის, რამდენადაც პირველია ცოდვილთა შორის და ჩვენ მისი უშუალო შთამომავლებიც რომ არ ვყოფილიყავით, ცოდვით მაინც დავეცემოდით".
/ნეტარი თეოდორიტე/
"ადამი თანდათან იძენდა სამყაროს ცოდნის სიბრძნეს. მას აკადემიური ცოდნა ჰქონდა, ყველაზე განათლებული იყო, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია დედამიწაზე. ადამის მთავარ დანიშნულებას ღმერთთან საუბარი და მისი დიდება ანუ ლოცვა წარმოადგენდა. ერთადერთი, რაც ეკრძალებოდა - ცნობადის ხის ნაყოფის ჭამა იყო. ამით უფალმა ზღვარი დადო საკუთარ თავსა და ადამიანს შორის, რათა კაცი არ გაამპარტავნებულიყო და ღმერთად გახდომის სურვილი არ გასჩენოდა - ის არ მოსვლოდა, რაც ლუციფერს დაემართა. ადამიანი ხვდებოდა, რომ ყველაფრის უფლება არ ჰქონდა."
/მამა დავით ქვლივიძე/
"სხვათა შორის, ადამისა და ევას ცოდვით დაცემაც სხვა არაფერია, თუ არა სიტყვის ღალატი. ადამს ნაბრძანები ჰქონდა, არ ეჭამა ნაყოფი ხისა ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა. ამგვარად, ადამმა სცოდა სიტყვას, რომელიც მას მცნებად ჰქონდა მიცემული და რომლის დაცვაც გახლდათ საწინდარი იმისა, რომ მას სამოთხეში წარმატებული სულიერი ცხოვრებით ეცხოვრა და საღვთო დიდებაში შესულიყო."
/მეუფე დოსითეოზი (ბოგვერაძე)/
"ისმის კითხვა: რატომ შესცოდა სრულყოფილმა ადამიანმა? - ადამმა არ იცოდა, ვინ იყო ღმერთის გარეშე. როდესაც დაკარგა ერთობა უფალთან, გაუჩნდა სინანული..."
/მეუფე ანტონი (ბულუხია)/
"ადამი იყო "საჯიშე" ადამიანი, რომლის ბუნებაც შეცოდებამდე სუფთა იყო, მსგავსად ანკარა წყლისა".
/მეუფე ანტონი (ბულუხია)/
"როდესაც პირველქმნილმა ადამმა შესცოდა, ის მადლისგან განშიშვლდა".
"ჩვენმა პირველმშობლებმა ცოდვით გაიჭუჭყიანეს და შეიბილწეს გული"
"უფალმა ადამი, შემდეგ კი ევა შექმნა, რათა კაცობრიობა გამრავლებულიყო (თუმცა მხოლოდ ადამიც რომ შეექმნა, კაცობრიობა მაინც გამრავლდებოდა რაიმე სხვა გზით), მაგრამ ადამიანები არ შექმნა ერთმანეთის თანაბარნი, რადგან იქ, სადაც აბსოლუტური თანასწორობაა, ძნელია გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ უფალმა ევა ადამზე დამოკიდებულად შექმნა. ეს იყო პირველი იერარქია კაცობრიობაში - ადამი, მასზე დამოკიდებული ევა, მათზე კი მათი შვილები და ა.შ. ამგვარად კაცობრიობა გაცილებით იოლად განვითარდებოდა სულიერად."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ცხოველები, მცენარეები - ყველაფერი, რაც ედემის ბაღში იყო, მთელ დედამიწაზეც არსებობდა, მაგრამ ედემის ბაღი განსაკუთრებულად ჰარმონიულად შეუქმნა ღმერთმა ადამს. თანაც რადგან ჯერ მხოლოდ ორი ადამიანი იყო, გამრავლებამდე ვერც შეძლებდნენ, მთელ დედამიწას დაპატრონებოდნენ.
უფალმა მთელ დედამიწას ედემის ბაღში მოუყარა თავი. ბავშვსაც ხომ არ ვაძლევთ ნებას, ქუჩაში გავიდეს; მას ჯერ თავის პატარა ოთახში ვუქმნით შესაფერის გარემოს, შემდეგ შინ თავისუფალი მოქმედების უფლებასაც ვაძლევთ, ხოლო როცა გაიზრდება, უკვე შეუძლია, ყველგან თავისუფლად იმოქმედოს.
ასევე შეუქმნა უფალმა ადამს მისთვის საუკეთესო გარემო, შემდეგ კი, როცა განვითარდებოდა და გაიზრდებოდა სულიერად, მთელი მატერიალური სამყარო უნდა მოეცვა, მთელი მატერიალური სამყარო მის ხელმწიფებაში უნდა ყოფილიყო."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ადამ და ევას ოჯახი სამოთხეში შეიქმნა და მათი პირველი შეცოდებაც, მცდარი იქნება, რომ მხოლოდ ევას გადავაბრალოთ. ორივემ შესცოდა".
"ადამს მეტი არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ ცოტათი ჩაკბიჩა ვაშლი და გადააბრუნა ზეცაც და მიწაც".
/არქიმანდრიტი არსენი (პაპაჩოკი)/
"ცოდვით დაცემა მოხდა მაშინ, როდესაც დედაკაცმა დაარღვია იერარქიული წყობა, არ ჰკითხა მამაკაცს და მის გარეშე მოინდომა პასუხის გაცემა მაცდურის კითხვაზე, აიღო თავის თავზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე მოცემული ჰქონდა. დედაკაცის მიერ ცოდვით დაცემას ეკლესია გვახსენებს არა ქალის დასაკნინებლად, არამედ გამოსაფხიზლებლად. მუდამ უნდა გვახსოვდეს გზა დაცემისა, რათა იგივე არ განმეორდეს ჩვენს ცხოვრებაში.
თუკი ქალისაგან - ევასაგან - შემოვიდა ცოდვა და დაეცა კაცობრიობა, ასევე ქალისაგან, მარადქალწული მარიამისაგან, იშვა მაცხოვარი - კაცობრიობის მხსნელი."
/მეუფე იოანე (გამრეკელი)/
"- რა შეეძლო გაეკეთებინა ადამს?
- ევამ სცოდა - მიიღო აკრძალული ხის ნაყოფი. მივიდა ადამთან და მასაც შესთავაზა. ადამს თვითონაც კი არ უნდა ეხმია აკრძალული ნაყოფი, არამედ ევასთვის მოეწოდებინა, მოენანიებინა, შემდეგ უფლისთვის პატიება ეთხოვა, რომ ვერ მოუარა დედაკაცს, რომელიც მან მისცა, ვერ დააცვევინა მცნება. მაგრამ ადამმა თვითონაც დაარღვია მცნება - საკუთარი სურვილით მიიღო აკრძალული ნაყოფი. უფლის ნათქვამს ცოლისა ამჯობინა. უფლის წინაშეც ყველაფერი ევას გადააბრალა..
შემდეგაც, როცა ევას სთხოვს პასუხს უფალი, იგივე მეორდება - ევა ცდილობს, ყველაფერი გველს გადააბრალოს...
ადამი და ევა აკრძალული ხის ნაყოფის ხმევის გამო კი არ გამოიდევნენ სამოთხიდან, არამედ იმიტომ, რომ დანაშაული, ცოდვა არ აღიარეს და შენდობა არ ითხოვეს. სინანული რომ ეგრძნოთ და პატიება ეთხოვათ, კვლავ დარჩებოდნენ ედემის ბაღში და უფალი განსამტკიცებლად სხვა სწავლებას მისცემდა მათ. ექნებოდათ კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარიც, მაგრამ შემოქმედი მათ უკვე განამტკიცებდა მასში."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"სანამ ადამი ცოდვით დაეცემოდა, მთელი ქვეყანა უხრწნელი იყო. ედემის ბიბლიური აღწერა, მისი ჰარმონია და უბრალოება შეუსაბამოა დღევანდელ ხრწნად ყოველდღიურ რიტმთან, დინამიკასა და ადამიანთა შორის ყოველმხრივ დაუნდობელ, სიცრუით აღსავსე "ცივილიზებულ" ბრძოლასთან.
ეს განსხვავება აშკარაა არა მხოლოდ დღევანდელობასთან, არამედ ნოეს დროინდელ ყოფასთანაც, რომლის შესახებაც ბიბლია ასე მოგვითხრობს: "და იხილა უფალმან ღმერთმან ქუეყანა და იყო განხრწნილ, რამეთუ განხრწნა ყოველმან ხორციელმან გზაი თვისი ქუეყანასა ზედა" (დაბად. 6:12).
"ადამი და ევა ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში იმყოფებოდნენ. ეს ჰარმონია მათ ურთიერთობაზე და ყოფაზეც აისახებოდა. ამდენად, არ იწვევს გაკვირვებას არც ედემის სიმშვიდე და არც მასში მოსეირნე მამაკაცისა და დედაკაცის სიშიშვლე.
მაგრამ ყოველგვარ ჰარმონიასთან შეუდარებლად დიდია მათი უფალთან პირდაპირი ურთიერთობა. დაწერილია, რომ დღის სიგრილის ჟამს უფალი სეირნობდა ედემში (დაბ. 3:8). მას შემდეგ, რაც ადამი და ევა ედემიდან განიდევნენ, ადამიანმა მხოლოდ სამოთხე კი არა, უფალთან თავისუფალი ურთიერთობის შესაძლებლობაც დაკარგა."
"ადამიანის შემქმნელმა ღმერთმა არ ისურვა, რომ ამქვეყნიური საზრუნავით ვყოფილიყავით დამძიმებულნი და გადაღლილი, ამაოზე მოფუსფუსენი და წინდაუხედავნი. ადამმა ყოველივე ეს ნამდვილად გამოსცადა მას შემდეგ, რაც შეჭამა აკრძალული ნაყოფი და შეიტყო, რომ შიშველი ყოფილა და "გარეშესარტყმელი" გაიკეთა ლეღვის ფოთლისგან."
"ადამი მშვიდად ცხოვრობდა ღვთის ნათელში, რომელმაც მას სული გაუთბო და სხეული დაუფარა; არ იცოდა სნეულება, ცრემლი, არანაირი ტანჯვა".
"ადამი გახლავთ ერთადერთი ადამიანი (ევასთან ერთად), რომელიც დედისა და მამის სიყვარულის, ცოლქმრული ურთიერთობის გარეშე დაიბადა, იგი უფლის სიყვარულის შედეგია, ამიტომაც არის განუმეორებელი. ის ყველაზე აღმატებული ადამიანია.
იგი არა მარტო მატერიალურად და სხეულებრივად იყო განსხვავებული, არამედ სულიერი და მშვინვიერი ძალებითაც. ადამი იყო ყველაზე დიდი ფილოსოფოსი, ვისაც კი დედამიწაზე უცხოვრია. ფილოსოფია ნიშნავს სამყაროს შემეცნებას. ადამის შესახებ წმიდა წერილში წერია, რომ იგი ღვთის ლოცვა-კურთხევით სახელებს არქმევდა ყველაფერს: ცხოველებს, ფრინველებს, მცენარეებს, მოვლენებს... ადამს მიეცა მეტყველების უნარი, რაზეც ჩვენ მხოლოდ მიახლოებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მხოლოდ იმ ადამიანური გონებრივი მდგომარეობითა და შესაძლებლობებით, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით.
წარმოიდგინეთ, რა გასაოცარი ნიჭია - მას მიცემული აქვს მეტყველების უნარი და ენა, რომელზეც უნდა იმეტყველოს, მაგრამ სიტყვები ჯერ კიდევ არ არსებობს. სახელები, სიტყვით გამოხატული, მან თავად უნდა დაარქვას და ადამიც არქმევს იმგვარ სახელებს, რომლებიც სრულყოფილად გამოხატავს არსების, საგნის, მოვლენის არსს.
ეს ფენომენი ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელია. ჩვენ ხომ დაბადებიდანვე გვასწავლიან მზა სიტყვებს, ადამიანების მიერ შესწავლილ და მათთვის ცნობილ არსს მოვლენებისას. ადამთან პირიქით იყო - იგი ხედავდა. მას ცოცხალი, მხილველი სული მიეცა და ყველაფერი - გული, გონება, გრძნობები - ისე ჰქონდა დახვეწილი, რომ მიმსგავსებული იყო ღმერთს."
/არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე)/
"სამოთხიდან გამოდევნილი ადამი შეუჩერებლივ მოთქვამდა ექვსასი წელი, ვიდრე არ დამშვიდდა მისი სინდისი და არ მიიღო დამოწმება უფლისგან, რომ ცოდვა მიეტევა".
"ხით ცდუნებული ადამი ხისავე მეშვეობით დაუბრუნდა ღმერთს"
"1. გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა. უთხრა გველმა დედაკაცს: მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთ?
2. მიუგო დედაკაცმა გველს: რაც ბაღშია, ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა.
3. ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, - გვითხრა ღმერთმა, - არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო.
4. უთხრა გველმა დედაკაცს: არ მოკვდებით.
5. მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი.
6. როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა.
7. აეხილათ თვალი ორივეს და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს.
8. მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის.
9. დაუძახა უფალმა ღმერთმა ადამს და უთხრა: ადამ, სადა ხარ?
10. მიუგო: შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა, შიშველი რომ ვარ და დავიმალე.
11. უთხრა: ვინ გითხრა, რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ შეგიჭამია, მე რომ აგიკრძალე?
12. უთხრა ადამმა: შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე.
13. უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა ჩაიდინე? თქვა დედაკაცმა: გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე.
14. უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე.
15. მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!
16. დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.
17. ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო: ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე.
18. ძეძვი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო.
19. პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად იქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრად მიიქცევი.
20. უწოდა ადამმა თავის დედაკაცს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა.
21. გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა.
22. თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს.
23. გაუშვა იგი უფალმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული.
24. განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ.
კომენტარები
ბოროტი სული ადამიანის შესაცდენ იარაღად ირჩევს ერთ-ერთ ცხოველს - გველს. გველი ატყუებს ქალს და არწმუნებს, რომ ღვთის სიტყვის დარღვევა არ არის მომაკვდინებელი, პირიქით, იგი ეუბნება, რომ ამ გზით ადამიანი გახდება ღვთის მსგავსი. რეალურად ღვთის მსგავსების შესაძლებობა ღმერთმა თავად ჩადო ადამიანში. ამის განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ადამიანის საპასუხო სიყვარულით ღვთის მიმართ. ღვთის სიყვარულის ნაცვლად გველი ქალს ცნების დარღვევის გზით სთავაზობს "ღვთის მსგავსების" მიღწევას. დედაკაცი ვერ აცნობიერებს, რომ შეუძლებელია იყო ერთსა და იმავე დღეს ღვთის მსგავსიც და დამნაშავეც, ეთანხმება მაცდურ წინადადებას და ჭამს აკრძალული ხიდან. გველის წინადადებაზე თანხმობის გაფიქრებამ მასში დაბადა ახალი და მისთვის უცხო გრძნობები, მას გაუჩნდა ის, რაც ადრე არ ჰქონდა: მოციქული იოანეს სიტყვებით, ეს არის გულისთქმა ხორცისა ("დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად"), გულისთქმა თვალისა ("რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო") და სიამაყე არსებობისა ("კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი") (1 იოან.2:16).
მცნების დარღვევისთანავე ჩნდება ტყუილი ადამშიც და ევაშიც. პირველი, რასაც ისინი "თვალის ახელის" შემდეგ ხედავენ, მათი სიშიშვლე - დაუცველობა და სისუსტეა. ისინი ეფარებიან და იცავენ ერთმანეთს და მოგვიანებით განიცდიან ურთიერთის სიძულვილს: მამაკაცი თავის ცოდვაში ადანაშაულებს დედაკაცს.
ღმერთი ეხმარება ადამიანს, მაგრამ ადამიანი ისე ვეღარ შეიგრძნობს ღმერთს, როგორც ცოდვით დაცემამდე, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთში სიყვარულის გარდა არაფერია, ადამიანი მის მიმართ შიშს განიცდის და ცდილობს იმას დაემალოს, ვისთვისაც ყველაფერი ხილულია. ღმერთისთვის, რა თქმა უნდა, ნათელი იყო, სად იმალებოდა ადამი და რა ჩაიდინა მან, თუმცა უფალი კითხულობს: "ადამ, სად ხარ?" ამ კითხვით სურდა ადამში სინანულის გრძნობა გაეღვიძებინა, მაგრამ სინანულის ნაცვლად ადამმა თავის ცოდვაში ღმერთი დაადანაშაულა: "შენ რომ დედაკაცი მომიყვანე..." ადამის მსგავსად ევაც უარს ამბობს სიმართლის თქმაზე.
მას შემდეგ, რაც უარი თქვეს ღვთის დახმარებაზე, შეუძლებელი შეიქნა მათი სამოთხეში დარჩენა და ღმერთთან ახლო ურთიერთობის გაგრძელება.
როდესაც ადამიანი ღმერთს ანუ სიცოცხლის წყაროს დაშორდა, მოკვდავი გახდა. ადამი უკვდავი რომ დარჩენილიყო, უკვდავი იქნებოდა ბოროტებაც, რადგან იგი უკვე ადამიანის ნაწილად იყო ქცეული. ბოროტება არის სიკვდილის მიზეზი და თუ ადამიანი თავის მიწიერ ცხოვრებაში ისწრაფვის ღვთისკენ, მისთვის სამოთხე მისაწვდომი გახდა მხოლოდ ქრისტეს მოსვლის შემდეგ, რადგან ქრისტეს შობამდე ცოდვა და სიკვდილი დამარცხებული არ იყო და ადამიანისათვის სამოთხე ვერ იქნებოდა მისაწვდომი.
იმ ყველაფრის მიუხედავად, რომ ადამიანი ცოდვით დაეცა და შემდეგ ღმერთის წინადადებაც არ მიიღო, უფალი მაინც უნარჩუნებს მას გადარჩენის შანსს, თუმცა ეშმაკის ზიზღი ყველა შემთხვევაში გაჰყვება კაცობრიობას. ნათქვამია: "თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე". ადამისა და ევას შთამომავლობაში დაიბადება ის, ვინც გაუსრესს გველს თავს. ამრიგად, ედემიდან განდევნის წინ უფალი ადამიანს ბოროტების ტყვეობისაგან გამოხსნას ჰპირდება. ამ სიტყვებს ხშირად პირველ სახარებას უწოდებენ.
ადამიანი იყო ღმერთისა და ქვეყნის შემაკავშირებელი. ადამიანის დაცემასთან ერთად ეს კავშირიც გაწყდა, ამის შესახებაა ნათქვამი: "დაიწყევლოს მიწა შენს გამო". ღვთისგან განშორებას ყველაფერი მიჰყავს იქამდე, რომ ქვეყნიერებისა და ადამიანის ბუნება იწყებს დაცემას. ადამიანის ბუნების დაცემა განახორციელა კანონის ძალამ და ეს დაცემულობა გადავიდა ადამის შთამომავლობაზე: ყოველი სხეული ახალშობილისა იბადება მიდრეკილი ავადმყოფობისა და სიკვდილისაკენ, ხოლო სული ადვილად ვარდება ცოდვაში.
რატომ დაუშვა ღმერთმა ბოროტება დედამიწაზე? რატომ არ გაანადგურა ეშმაკი?
ღმერთმა მისცა თავისუფლება ბოროტებას, მაგრამ გარკვეულ საზღვრებში. წმინდა სერაფიმ საროველი ამბობს, ღმერთს რომ არ შეეზღუდა ბოროტების შესაძლებლობები, მხოლოდ ერთ ეშმაკსაც კი თავისუფლად შეეძლებოდა მთელი ქვეყნიერების განადგურებაო. ამავე დროს, თუ ადამიანს არ ექნებოდა არჩევანის ნება, ვერ იქნებოდა თავისუფალი. ღმერთი არავის ავალდებულებს იცხოვროს მისი მცნებებით. მიუხედავად ამისა, ის არასდროს შეწყვეტს ჩვენს სიყვარულს, მაგრამ ჩვენი გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ვპასუხობთ მის ასეთ შემოთავაზებას."
"[მთავარანგელოზ ურიელს] უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი [ადამისა და ევას] სინანულის ცრემლი"
"პირველი ადამიანები დაცემულმა ანგელოზმა აცდუნა. მან იცოდა, პირდაპირ რომ გამოცხადებოდა ადამსა და ევას, ისინი არ დაუჯერებდნენ. ამიტომ შევიდა გველის სხეულში"
"დაცემის შემდეგ ადამიანმა მადლი დაკარგა. მას განეძარცვა ღვთიური სამოსი და წარმოუდგენლად მოიწყლა. პირველი, რაც მან დაინახა ის იყო, რომ შიშველია. როგორც წმ. იოანე ოქროპირი განგვიმარტავს, ადამიანებს არ ემოსათ ნივთიერი სამოსი, მაგრამ ისინი ღვთიური მადლით იყვნენ შემოსილნი. რაკი მათ გულში სულიწმიდა მკვიდრობდა, მათი სხეულებიც ნათელს ასხივებდა და ეს ნათელი ყველაზე დიდებული და მშვენიერი სამოსი იყო"
"პირველმა ადამიანებმა ისე იგემეს აკრძალული ხილი, რომ ხორციელ შიმშილს არ განიცდიდნენ"
"ადამი რომ არ დაცემულიყო, ჩვენ არ ვიცით ზუსტად როგორ განვითარდებოდა სამყარო, მაგრამ ამგვარად არ განვითარდებოდა"
/მამა მაკარი აბესაძე/
"სანამ ადამი აღთქმით ცხოვრობდა, ღმერთის მეგობარი იყო"
"გველ-ეშმაკის ჩაგონებით დაარღვიეს პირველმა ადამიანებმა ღვთიური მცნება"
"ვაი, რა ჩაიდინე, ადამ! შენ შესცოდე, მაგრამ მხოლოდ შენი კი არ არის ეს ცოდვა, არამედ ჩვენიც არის, ვინც შენგან გამოვდივართ (3 ეზრ. 7:48)".
"ცოდვით დაცემამდე ადამი და ევა ერთგვარად ურთიერთგამჭოლი პიროვნებები იყვნენ, ერთ მთლიანობას შეადგენდნენ და ერთი მათგანის ცხოვრება ამავდროულად მეორის ცხოვრებას წარმოადგენდა. ადამიანი ბუნების ეს შინაგანი ერთიანობა ცოდვამ დაარღვია".
"თავად ტერმინ "პირველქმნილი ცოდვის" პირველწყარო ბიბლია არ არის. პირველი ქრისტიანი ღვთისმეტყველი, რომელმაც დაცემული ადამიანის ბუნების მემკვდრეობით გადაცემასთან დაკავშირებით არაბიბლიური სპეციალური ტერმინი გამოიყენა, ტერტულიანე იყო".
"ადამმა და ევამ საკუთარი ნებით დაარღვიეს მცნება და ღვთის წინაშე პირადად გახდნენ დამნაშავეები, ჩვენ კი ადამში თავად არ შეგვიცოდავს და დაზიანებული ბუნება ადამისგან გადმოგვეცა და ადამში გავხდით ცოდვილები".
/დეკ. ოლეგ დავიდენკოვი/
"ადამი არ იყო იმდენად ბრძენი, რომ უფლისთვის ეკითხა ევას მიერ მიწოდებული ნაყოფის შესახებ, ამიტომაც დაკარგა სამოთხე"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"ადამმა დაკარგა სამოთხე და ცრემლით დაეძებდა მას: "სამოთხეო ჩემო, სამოთხეო, მშვენიერო სამოთხეო ჩემო!" მაგრამ უფალმა თავისი სიყვარულით, ევნო რა ჯვარზე, მისცა მას სხვა, უწინდელზე უმჯობესი სამოთხე ზეცაში, სადაც წმიდა სამების ნათელია. რაი მივაგოთ უფალს ჩვენდამი მისი სიყვარულისთვის?"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"ადამისა და ევას სამოთხიდან გამოძევების მიზეზიც სიყვარულიდან მომდინარეობს. მათ ღმერთის ყოვლისმომცველ სიყვარულში შეეპარათ ეჭვი და რადგან შემოქმედის მცნება დაივიწყეს და ეშმაკს დაუჯერეს, ისინი თვითონვე მოაკლდნენ საღვთო სიყვარულს, რაც უფალთან მათ ერთობას განაპირობებდა"
/ილია მეორე/
"ეშმაკმა სძლია ადამს, რომელშიც ყველა დავეცით. ფსალმუნში ვკითხულობთ: "ყველამ უარყო, ერთიანად საძულველი გავხდით" (ფს. 13,3). ჩვენ ადამის მიმბაძველნი გავხდით, ამიტომაც შევცოდეთ ყველამ, მაგრამ სამყარო არ დარჩენილა დახმარების გარეშე - ქრისტე განკაცდა, "გარდამოვარდა ვეშაპი იგი დიდი, გუელი დასაბამისაი, რომელსა ეწოდების ეშმაკი" (გამოცხ. 12.9) და "სიკუდილი არღარა იყოს" (გამოცხ. 21.4)".
/წმ. კირილე ალექსანდრიელი/
"რადგანაც ყველამ ცოდა" - მაშასადამე, ყველამ ადამში შესცოდა. მართალია, პირველად ევამ სცოდა, მაგრამ მემკვიდრეობის სათავე ადამია. ყველა ცოდვილად იბადება, რადგან ადამი, რომელმაც დაკარგა ღვთის კურთხევა და სიკვდილს დაექვემდებარა, წინაპარია ყოველი ადამიანისა"
/ამბროსიასტე/
"ადამი წინასწარ გამოხატავს ქრისტეს, ხოლო ევა - ეკლესიას, რადგან უკანასკნელი ადამი იყო ცხოველმყოფელ სულში. როგორც ადამისა და მისი ცოლისგან იშვა კაცთა მთელი მოდგმა, ისე ქრისტესა და ეკლესიისგან წარმოიშვა მორწმუნეთა მთელი საზოგადოება"
/ნეტარი იერონიმე სტრიდონელი/
"ევას მუდამ იგივე ხასიათი აქვს და მუდამ მომხიბლელია"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"ჩვენი წინაპრების მიერ ედემში შეჭმული ვაშლი დიდი არ იყო, მაგრამ თვითონაც იცი, როგორი შედეგები მოჰყვა მას"
"ადამს სამოთხეში იმგვარი აზროვნება ჰქონდა, რომ შეეძლო, ჩასწვდომოდა ცხოველთა, მცენარეთა არსს და ამის მიხედვით შეერჩია მათთვის შესაფერისი სახელები. სამოთხიდან გამოძევების შემდეგ მან დაკარგა ეს უნარი"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"ნახსენებია, რომ მან [ევამ] შვა პირველი შვილი და უწოდა კაენი ("შენაძენი") და თქვა: "კაცი შემეძინა მე უფლისგან" (დაბ. 4.1), როგორც ჩანს, იმ მოლოდინით, რომ შვა უფლის მიერ აღთქმული გამომსყიდველი (3.15). მაგრამ კაენი ასეთი როდესაც არ აღმოჩნდა, მეორე შვილს უწოდა აბელი ("ამაოება", "ტირილი"), როგორც ჩანს, თავისი ამაო იმედის ნიშნად".
"ადამის სხეული არ იწვოდა ცეცხლში, არ იძირებოდა წყალში, არ სწვავდა მზის სხივი, მასზე არ ზემოქმედებდნენ სტიქიები, რომლებიც თავად სრულიად მოწესრიგებული და დამშვიდებული იყვნენ".
/არქიმანდრიტი ლაზარე/
"ადამი, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი, - ჯერ კიდევ ცოცხალი, მკვდარი იყო - ის მოკვდა იმ ჟამიდან, როცა იგემა აკრძალული ხის ნაყოფი".
"ემალება ადამი უფალს და ჩვენც თითქოს ჩვენს შეცდომათა გამო გამუდმებით ვიმალებით, ხან რომელ ნიღაბს ვირგებთ, ხან რომელს, იმისათვის, რომ ვერ გვიცნონ. ისევ იმ წრეზე ვტრიალებთ, ღმერთმა კი ისე შეგვიყვარა, რომ ადამიანი გახდა - განა წმინდანთათვის გარდამოხდა ზეცით? - არა! ჩვენთვის - ცოდვილთათვის, რადგან უფალი ენდო ჩვენს გულწრფელობას. ამ გულწრფელობას ითხოვდა უფალი ადამისაგან, თუმცა მან ტყუილი არჩია, მაგრამ იგი როდი დატოვა ამ ტყუილში, არამედ მისცა იმედი, რომ ადამიანს კვლავ მიეცემოდა შესაძლებლობა, ეცხოვრა იმ ბედნიერებაში, რომლისთვისაც ღმერთმა შექმნა იგი".
/მღვდელი თეიმურაზ ქორიძე/
"მანამ, სანამ ჩვენი პირველმშობელნი განსჯიდნენ სულიერად, თავიანთ თავში სიცოცხლესა და მშვიდობის სისრულეს შეიგრძნობდნენ. საკუთარ სხეულს, მატერიალურ სამყაროსა და მატერიალურ ნივთებს ისინი ძლივს ამჩნევდნენ სულიერი არსებობის ძლიერი ბრწყინვალების გამო, რასაც მათი ანარეკლები ან სიმბოლოები ასხივებდნენ. მათთვის შინაარსი უფრო აშკარა იყო, ვიდრე ფორმა, ხოლო სულიერი აზრი უფრო ახლობელი, ვიდრე მისი გამოვლინება. პირვლმშობელნი სიხარულს განიცდიდნენ უფრო უხილავისაგან ხილულში, ვიდრე ხილულისაგან უხილავში. ისინი ჭვრეტდნენ და ხედავდნენ ხილულის მიღმა.
მაგრამ როგორც კი პირველმშობელთა ხორციელმა ზრახვებმა სულიერ ზრახვებს გადააჭარბეს უფლისაგან განვარდნის შედეგად, სულის მზე მათთვის მუქ ღრუბელთა უკან დაიმალა და ისინი აღმოჩნდნენ სიკვდილის სამეფოსა და წარმავალ სიმბოლოებში, ცვლილებების, შფოთისა და სიკვდილის სამეფოში".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"სამოთხეში ყველა ხე იყო ღვთის წყალობის ნიშანი; კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხე იყო სიკეთის ბოროტებასთან აღრევის სიმბოლო, ხოლო გველი - ბოროტების სიმბოლო. ღმერთს სურდა, რომ პირველ ადამიანს საერთოდ არ სცოდნოდა ბოროტება, არც ფიქრით, არც გულისთქმით, არც საქმეებით, არამედ უცოდველი დარჩენილიყო მარადიულად".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"მსგავსად იმისა, როგორც მასწავლებელი ყველაზე კარგად ბავშვებს ნახატების მიხედვით ანუ სიმბოლურ გამოსახურებათა მიხედვით ასწავლის, უფალიც ზუსტად ასევე ასწავლიდა და მოძღვრავდა ადამსა და ევას"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ადამიანის შინაგანი რღვევა, ერთმანეთის მიმართ გაუცხოება, ეს ყოველივე ადამისა და ევას დაცემის გამო ღმერთთან მადლმოსილი კავშირის რღვევის შედეგია"
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/
"ყოველთვის გახსოვდეს, რომ ქალმა გამოდევნა სამოთხის მცხოვრებნი ღვთაებრივი სანახებიდან!"
"უფალს რომ არ განედევნა ადამი და ევა სამოთხიდან, ისინი უკვე თავს ბედნიერად მაინც ვეღარ იგრძნობდნენ იქ, რამეთუ ცოდვის ჩადენით მათ დკარგეს სრულყოფილება და სამოთხეში ყოფნა ტანჯვას უფრო მიაყენებდა, ვიდრე შვებას".
"ადამმა ღმერთად გახდომა მოისურვა, მაგრამ ისიც დაკარგა, რაც უფლისაგან ჰქონდა ნაბოძები"
"პირველი ოჯახი - ადამი, ევა და მათი შვილი - ეს არის ხატება ყოვლადწმინდა სამებისა! ადამი, როგორც უშუალოდ ღმერთისგან შექმნილი, რომელსაც არ ჰქონდა მიწიერი მიზეზი თავისი არსებობისა, ცხოვრებისა, არამედ უშუალოდ ღვთისაგან, ღვთის მიერ შეიქმნა - არის ხატება მამა ღმერთისა, რომელიც ასევე არ არის ვინმესგან შობილი, არამედ დაუსაბამოა და თვითონ არის მიზეზი ყოველივესი! ხოლო შვილი ადამისა - ეს არის ხატება მამის მხოლოდშობილისა ძისა, ძე ღმერთისა; ხოლო ევა, რომელიც შეიქმნა ადამისგან და გამომავალი, გამოსული იყო ადამისგან - არის ხატება ყოვლადწმინდისა სულისა"
/მეუფე შიო (მუჯირი)/
"ადამისა და ევას ღვთის ნებისადმი ურჩობის გამოსასწორებლად მოვიდნენ ახალი ადამი - ქრისტე და ახალი ევა - ღვთისმშობელი თავიანთი სრულყოფილი მორჩილებით"
/არქიმ. გიორგი (კაფსანისი)/
"ქვითინებდა ადამი და ეს ქვითინი მთელ უდაბნოს ესმოდა. მწარე იყო და მტანჯველი მისი ცრემლები... დიდხანს, ძალიან დიდხანს აფრქვევდა იგი მას. ღმერთის შემმეცნებელი სული როცა კარგავს მადლს, მოწყენილია ღმერთზე და ამბობს: "მოწყენილია სული ჩემი ღმერთზე ფიქრით და ცრემლიანი დავეძებ მას".
/წმ. სილუანი/
"ადამს ცოდვით დაცემამდე ცრემლი არ ჰქონდა, ისევე როგორც აღარ ექნება ის აღდგომის შემდეგ, როდესაც დაიძლევა ცოდვა, რადგან მაშინ განგვეშორება სალმობა, მწუხარება და სულთქმა"
"სამოთხეში მყოფი ადამი არ ტიროდა, რადგან მას არ ჰქონდა ცოდვა. გლოვა და ტირილი ადამის შეცოდებისა და სამოთხიდან განდევნის შემდეგ გახდა საჭირო, რათა ამ გზით შევძლოთ ცოდვათაგან განწმენდა.
როგორც უცოდველი ადამი, სამოთხეში დამკვიდრებული, განიცდიდა სულიერ სიხარულს, ასევე იქნებიან ღვთის სასუფეველში დამკვიდრებული ადამიანები ამ ცხოვრებიდან გასვლის შემდეგ. ედემში ადამიანი ცოდვას არ სჩადიოდა, შესაბამისად, არც გლოვა არსებობდა. მსგავსად ამისა, არ იქნება გლოვა და მწუხარება ზეციურ იერუსალიმში, რადგან სასუფეველში დამკვიდრებული ადამიანები ცოდვებს განშორებულნი არიან".
"არა მარტო ადამმა მიიღო ევა საჩუქრად, არამედ ევამაც მიიღო ადამი, როგორც საჩუქარი"
"ადამის ცოდვა სწორედ ნაყროვანებით და მარხვის დარღვევით დიწყო. ნაყროვანების გამო ჩავარდა ადამი ურჩობაში. მისი დაცემის საწყისი იყო ნაყროვანება"
"წმ. გრიგოლ ნოსელი გვასწავლის, რომ როგორც კი პირველი ადამიანები შეცოდებით ღმერთს განეშორნენ, იმავე დღეს ისინი სულიერად მოკვდნენ"
"კარგია ბუნებითი სიწრფოება, - ადამი და ევაც წრფელები იყვნენ, მაგრამ შრომითა და ოფლით, სულიერი ღვაწლით მოპოვებული სიწრფოება გაცილებით მეტია. ასე მოპოვებულ სიწრფელეს ადამიანი შემდგომ აღარ დაკარგავს, ხოლო ბუნებითი სიწრფოება გაცილებით ადვილად შეიძლება დაკარგოს, ისევე როგორც ეს ადამისა და ევას შემთხვევაში მოხდა.
სასყიდელიც, რაც ადამიანმა შრომით მოიპოვა, ბუნებითად მოპოვებულზე გაცილებით დიდია"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"დაფიქრდით, რა მშვენიერ საღამოებს ატარებდნენ სამოთხეში ადამი და ევა ღმერთთან ერთად: მზე ჩადიოდა თუ ამოდიოდა, იქ ერთად იყვნენ შეკრებილნი მუხნარის მხეცებიც, მდინარის თევზიც და ყოველი ქმნილება ღვთისა. და იქ ოთხი მდინარე მოედინებოდა. და რა იყო იქ: ციური ფრინველები, ანგელოზები და ყველაფერი; რა დიდებულ მზიან თუ მოღრუბლულ დღეებს ატარებდნენ ღმერთთან ერთად, რა საოცარ სეირნობებს აწყობდნენ სამოთხეში! ამ ყველაფერს იხმევს განღმრთობილი ადამიანის სული".
/სქემარქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/
"ადამმა გადაწყვიტა ღმერთი გამხდარიყო და, შესაბამისად, იმ სივრციდან გასულიყო, რაც მის ბუნებას ღმერთის წყალობით შეესაბამებოდა"
"ევა და მარიამი სინამდვილეში აღნიშნავენ ჩვენს ხორციელ და სულიერ სიბრძნეებს.
ევამ იმაზე მეტი მოისურვა, ვიდრე ქმარსა და ღმერთს შეეძლოთ მიეცათ მისთვის ისე, რომ იგი არ დაზიანებულიყო. ევა ეშმაკის კვალდაკვალ უფსკრულში გადაიჩეხა და თან მთელი სამოთხე გაიყოლა. უფსკრული - ეს ისტორიაა. მშფოთვარე ვნებების ამ უფსკრულში კეთილისა და ბოროტის ცნობადობის ხე სარველა ბალახივით გაიზარდა. მარიამმა აამაღლა თავისი სული ისტორიის თავზემოთ და დაწინდა ის სულიწმიდასთან.
ეშმაკის მიმდევრობამ მოუტანა ევას ნაყოფად ის, რომ მისი პირმშო კაცისმკლელი გახდა. ქალწულ მარიამის სულიწმიდასთან დაწინდვის ნაყოფი კი არის მისი პირმშო - ღმერთკაცი.
ევამ ცხოვრების ბორბალი უკან მიატრიალა, მარიამმა ის მაღლა მიმართა.
ევასა და მარიამის დრამა, ჩემთვის და შენთვის, ჩემო მეგობარო, არ იქნეობდა ასეთი მნიშვნელოვანი, მას რომ მთელი თავის სიცხადით არ ეჩვენებინა ჩვენთვის ჩვენი საკუთარი გულის დრამა - ხორცისა და სულის ურთიერთწინაღმდეგობა"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ლოცვა უსათუოდ აღადგენს ჩვენში ღვთის იმ სუნთქვას, რომელიც ღმერთმა ნესტოებში შთაბერა ადამს და რომლის გამოც ადამი ცოცხალ არსებად იქცა"
/ღირსი სოფრონი (სახაროვი)/
"შექმნილმა ადამმა უცებ იგრძნო, რომ ცოცხალია, მოაზროვნეა, რომ სურს!"
/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/
"იმავეს ამბობს ბერი დოროთე, რომ ღვთის მიერ სამოთხეში დასახლებული პირველქმნილი ადამიანი ლოცულობდა. ამ მოწმობებიდან ირკვევა, რომ ღმერთმა, რომელმაც შექმნა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად, შეიყვანა იგი სიტკბოების სამოთხეში, რათა დაემუშავებინა უკვდავი ბაღები, ე.ი. ღმრთებრივი აზრები, უწმინდესი, უზენაესი და სრულყოფილი, როგორც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს. ეს სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ პირველი ადამიანი, როგორც სულით და გულით წმინდა, დადგენილ იქნა, რომ ყოფილიყო ჭვრეტით, ერთიანი გონებით, წმინდად აღსრულებულ, მადლით აღსავსე ლოცვაში, ანუ ღვთის უტკბეს ხილვაში და გაბედულად დაეცვა იგი, როგორც სამოთხის საქმიანობა, როგორც თვალის ჩინი, ისე, რომ არასდროს მოშორებოდა სულსა და გულს"
"ფაქტია, რომ ადამსა და ევას ჰქონდათ სინდისი, რადგან ცოდვის ჩადენის შემდეგ სირცხვილის გრძნობა დაეუფლათ"
"ადამი ცოდვით დაცემამდე ქრისტესავით იყო"
"ადამმა არ ისმინა სიტყვა, უარყო აზრის შემეცნება, თითქოსდა გაემიჯნა მას და მყისიერად გაჩენილი შუალედი ცოდვამ შეავსო"
"წმ. მაქსიმე აღმსარებელის განმარტებით, ჩვენი ცხონების მტერმა ჩვენს პირველ მშობლებს - ადამსა და ევას - სწორედ ამ "სულიერი პურით" - საღვთო მცნებით - მარხვის მცნების საზრდოობა შეაწყვეტინა: ისინი თუ ღვთივკურთხეული მცნების აღსრულებითა და შეცნობით მუდმივად გამოიკვებებოდნენ, მაშინ მათი ცოდვა და სიკვდილიც ვერ შეეხებოდა"
/აკაკი მინდიაშვილი/
"ადამი იყო პირველი ადამიანი ვინც ილოცა, ვედრებით მიმართა უფალს და ასე გრძელდება საუკუნეების მანძილზე"
"ევას მიერ ეშმაკისათვის დაჯერებას მოჰყვა ის, რომ მისი სიყრმის შვილი მკლელი გახდა. ქალწულ მარიამის სულიწმიდასთან წინდობის შემდგომ წმიდა გახდა მისი პირმშო - ღმერთკაცი. ევამ ცხოვრების ბორბალი ქვემოთ დაატრიალა, მარიამმა კი ზემოთ მიმართა იგი. ევასა და მარიამის დრამა ჩემთვის და შენთვის, ჩემო მეგობარო, არცთუ მნიშვნელოვანი იქნებოდა, ის რომ მთელი თავისი სიცხადით არ გვიჩვენებდეს ჩვენი საკუთარი სულის დრამას - სულისა და სხეულის ურთიერთდაპირისპირებას"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ჩვენი ცხონების საერთო მტერმა - ეშმაკმა - ადამსა და ევას - სწორედ საღვთო მცნებით - მარხვის მცნებით საზრდოობა - შეაწყვეტინა: თუ ჩვენი პირველი მშობლები ღვთივკურთხეული მცნების აღსრულებითა და შეცნობით მუდმივად ისაზრდოებდნენ, მაშინ მათ ცოდვა და სიკვდილი ვერ შეეხებოდა"
/აკაკი მინდიაშვილი/
"მცნების დარღვევით ადამმა დაკარგა თავისი სიცოცხლის სისავსე და მისი ცხოვრება საბრალობელ არსებობად გადაიქცა"
"ადამის ცოდვა არის ანგელოზებრივი უცოდველობის სიმაღლიდან სატანის მანკიერების უფსკრულში შთავარდნა"
"ცნობადის ხეზე ერთმანეთში იყო არეული ნაყოფი სიკეთისა და ბოროტებისა და ბოროტების ნაყოფმა მეტად მიიზიდა ევა, როგორც საერთოდ იზიდავს ხოლმე არა გემო, არამედ - შესახედაობა - მკვეთრი შეფერილობითა და მშვენიერი სახით. მოტყუებულმა, ცნობისმოყვარე დედაკაცმა მოწყვიტა და შეჭამა ჯერ ბოროტების ნაყოფი, შემდეგ კი - სიკეთის ნაყოფი. სწორედ ამიტომ დაიბადა თავდაპირველად ბოროტი კაენი, ხოლო შემდეგ - კეთილი სეთი. და მას შემდეგ ადამიანთა სხვადასხვა თაობებსა და მოდგმაში გრძელდება ბოროტისა და კეთილის შობა. ყოველგვარი დაპირისპირება, ომი, ჩხუბი, რომლითაც აღსავსეა კაცობრიობის ისტორია, სწორედ აქედან მომდინარეობს. მსოფლიო ისტორია მიკროკოსმიური ცნობადის ხეა"
/მამა კალისტრატე/
"მღვრიე წყალში სახეების გარჩევა შეუძლებელია. საკუთარ ამღვრეულ სულში ევა ღმერთს ვეღარ ხედავდა. მან შეხედა ხეს, რომელიც სავსე იყო ერთმანეთში არეული ბოროტებისა და სიკეთის ნაყოფით. მან ჩაიხედა საკუთარ მღვრიე სულში და იქ ღმერთი ვეღარ იხილა. ღმერთმა დატოვა იგი. ღმერთი და ეშმაკი ხომ ერთ ჭერქვეშ ვერ მოთავსდებიან! ევას უკვე აღარ შეეძლო, დაყრდნობოდა ვინმეს, გარდა - სატანისა და საკუთარი ხორციელი თვალებისა. და როდესაც მზერა შემართა, ნახა, რომ აკრძალული ნაყოფი კარგია საჭმელად, მშვენიერია შესახედად და ცოდნას იძლევა. მაგრამ არა მხოლოდ კეთილის, არამედ - ბოროტების ცოდნასაც. ხოლო ერთმანეთში აღრეული სიკეთე და ბოროტება მხოლოდ ბოროტებას გამომღებელია. სიყვარულის ნაცვლად მისი არსება სამმა სურვილმა აღავსო: ხორციელი ტკბობის სურვილმა, ძალაუფლებისაკენ სწრაფვამ და ცოდნის წყურვილმა. ღმერთი რომ დაკარგა, მან საყრდენს ძებნა საგნებში დაუწყო. მაგრამ იმ სიცარიელის შევსებას, რომელსაც სულში ღმერთის არყოფნა ტოვებს, მთელი ქვეყნიერებაც ვერ შეძლებს"
/მამა კალისტრატე/
"თავიდან აღარ მოგიყვებით, როგორ შეიქმნა ადამი, და დავიწყებ იქიდან, თუ როგორ შეიქმნა ევა. ეს უფრო ადვილია. როგორც ყველამ იცით, ღმერთმა ადამს გვერდი გაუღო და ნეკნი ამოაცალა, შემდეგ ადამს აღუდგინა ნაკლული ხორცი, ჭრილობამ მაშინვე სრულიად უმტკივნეულოდ შეიკრა პირი. ღმერთმა ჭრილობა შეუხორცა და ადამი კვლავ მთელი გახდა. როგორ მოახერხა ეს?
ღმერთმა აიღო ნეკნი - ძვალი და ხორცი - და ახალი ადამიანი შექმნა, ევა დაიბადა. შემდეგ ის ადამს მიჰგვარა.
როდესაც ევა წარუდგინა, ადამი დაიბნა და შეკრთა. და მისი ასეთი გრძნობები ბუნებრივია. მას ეგონა, რომ ევა - თვითონვეა. დაახლოებით ასე, მე ჩემი უცნობი ტყუპისცალი რომ დამენახა - მრავალწლიანი განშორების მერე - და წამომეძახა: "ეს ხომ მე ვარ!"
ევას დანახვისას ადამმა წამოიძახა: ეს ხომ მე ვარ! მაგრამ ღმერთის სიტყვების მერე: შევქმნათ მეორე სქესით, ადამი მიხვდა, რომ მასა და ახალ ადამიანს შორის სხვაობა არის, და გადაწყვიტა: "დაე, ერქვას მას ევა!" ვთქვათ, ისე, მე რომ კონსტანტინე ვიყო, ხოლო ქალი - კონსტანტინა. ანუ ევა - ეს ადამის მდედრობითი სქესია. ის - მე ვარ, ხორცი ხორცთა ჩემთაგანი, ძვალი ძვალთა ჩემთაგანი, მე იგი ვარ და იგი მეა. მათ იგრძნეს, რომ ერთი ადამიანი არიან და ერთმანეთის წინაშე შიშვლად სიარულის არ რცხვენოდათ. ადამიანს ხომ არასოდეს რცხვენია თავისი თავის ისე, როგორც სხვისი. მათი გრძნობები ჰგავდა ცოლ-ქმრის გრძნობებს ერთმანეთის მიმართ: "და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორც". ორი ადამიანი - ერთია. ამაშია დაფარული ადამის ევაზე განაწყენების იდუმალი მიზეზი, და არა იმაში, რომ მან ქმარი ცოდვაში შეიყვანა. ადამი ხომ მასთან ჭირსა და ლხინს იყოფდა. ზრუანავდა მასზე, როგორც საკუთარ თავზე. ევა სადაც გინდა წასულიყო, ადამი მუდამ თან მიჰყვებოდა და განუყრელი იყო მისგან. ისინი არასოდეს განეშორებოდნენ ერთმანეთს"
/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/
"ცოდვით დაცემამდე ყოფიერების ცენტრი ადამისათვის ღმერთი იყო. ის მისთვის წარმოადგენდა ყოფიერების საწყისს და უსასრულო დასასრულს - მარადიული სინათლის წყაროს, მიზეზს, რომელიც ქვეყნიერებას სიცოცხლეს ანიჭებს და ამოძრავებს. ღმრეთი გაცილებით მეტი იყო ადამისათვის, ვიდრე დედა - ჩვილისთვის. ცოდვით დაცემის შემდეგ დაირღვა კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის. უფალმა თავისი სახე თითქოსდა ბურუსით დაფარა. ადამიანის არსებობის ხილული მიზეზი და საფუძველი ეს მიწიერი, მატერიალური სამყარო გახდა, ყოფიერების ცენტრი - თვით ადამიანი, ხოლო ცხოვრების აზრი - საკუთარი სურვილებისა და ვნებების დაკმაყოფილება. ადამისათვის დაიხურა ზეცა, დრომ და ნივთიერმა მას სამოთხის კარი დაუხშო. ადამი მატერიალურობის ჩაკეტილ წრეში, გრძნობიერების საპყრობილეში აღმოჩნდა დატუსაღებული და მხოლოდ აღსარებითა და თვალთა ლოცვითი აღხილვით შეეძლო დანახვა იმ ღვთაებრივი ნათლის ანარეკლისა, რომელიც მას დაშორდა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ღმერთმა ადამიანთა გადარჩენის იარაღად რწმენა სამართლიანად აირჩია. ჩვენ დავიღუპეთ, როცა ღვთისა და ჩვენი მტრის სიტყვები დავიჯერეთ. ოდესღაც სამოთხეში ბოროტმოქმედის სიტყვები გახმიანდა, ჩვენმა წინაპრებმა მათ ყური მიუგდეს, დაიჯერეს და ჩვენ სამოთხიდან განვიდევნეთ; ახლა გაძევების ველზე მათი შთამომავლებისთვის ღვთის სიტყვის - სახარების ხმა ისმის და სამოთხეში ისევ შედიან ისინი, ვინც სახარებას ისმენს და მისი სწამს"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"როგორც შინაური კატა, თუ გაველურდება და ტყეში გაიქცევა, მერე საკუთარ პატრონს ემალება, ვინც უვლიდა და აჭმევდა, - ახლა ადამმა დაიწყო თავშესაფრის ძიება უტყვ ქნილებებთან, რომელთა ბატონ-პატრონიც უწინ თავად იყო, - ახლა კი საკუთარ მფარველს გაქცეული უსუსურ ქმნილებებს შეეფარა. ერთმა ცოდვამ მყისიერად მეორე, მესამე, მეასე, მეათასე გამოიწვია, ვიდრე ადამიანი საბოლოოდ პირუტყვს არ ემსგავსა და სულითა და სხეულით არ გამიწიერდა"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"სულიერ სამოთხეს, რომელიც, მაცხოვრის თქმით, ჩვენშია, მოვლა და დაცვა სჭირდება - ეს შექმნისთანავე ამცნო ღმერთმა ადამს და მისი სახით ყველა ადამიანს"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ზუსტად ამგვარი ვნებებით მიუდგა გველი ევას და ცდილობდა დაეჭირა იგი თუნდაც სულ მცირე ურწმუნოებაში ან ვნებიან სურვილებში. და მიაღწია კიდეც გარკვეულ წარმატებას გველმა და ევამაც დაუჯერა მის ამ სიტყვებს.
"ნუ გეშინია აკრძალული ნაყოფის ჭამის. მართალია, ღმერთმა კი გითხრა, რომ თუ მას შეჭამ, მოკვდებიო, მაგრამ მან შენ მოგატყუა, რადგან კი არ მოკვდები, უბრალოდ შეიცნობ რა არის სიკეთე და რა არის ტყუილი".
ევამაც დაიჯერა, რომ ისინი, ყველაფერი ამის მცოდნენი გახდებოდნენ. მაგრამ გველისაგან ევასთვის მიწოდებული ვითომ ასე სასიხარულო ინფორმაცია მალე ექცათ ადამს და ევას უდიდეს მწუხარებად;
ზუსტად მათ მსგავსად ემართებათ დღევანდელ ადამიანებსაც"
/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/
"თუმცა ადამი და ევა არ იყვნენ უსჯულოებაში ჩასახულნი, მაგრამ ისინი მაინც შეიბილწნენ გველის უწმინდური ზემოქმედებით და ამიტომაც განიდევნენ სამოთხიდან ამ დანაშაულისათვის"
/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience