თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ სიმართლე და სიმართლის თქმა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2018, 02:07 PM

"სიმართლე და სიმართლის თქმა მსხვერპლზე უფრო სასურველია უფლისათვის" (სიბრძნ. სოლომონ. 21:3)".

"ჭეშმარიტად თუ სიმართლესა იტყვით, სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო" (ფს. 57)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2018, 11:21 AM

"შენი ამქვეყნიური ყოფა, იქნება ეს სამოსელი, სვლა, ჯდომა, ჭამადი, სარეცელი თუ სხვა, შენი სიმდაბლის მაჩვენებელი უნდა იყოს. იყავი ტკბილი მოყვასის მიმართ, ძვირუხსენებელი ბოროტისმოქმედთა მიმართ, კაცთმოყვარე, გაჭირვებულთა ნუგეშინისმცემელი, მშვიდი და საყვარელი ყველასთვის. ნუ იქნები ნურც თავის მაქებელი და ნურც მოყვარული სხვისაგან ქებისა, ნუ დაელოდები მხილებას სხვათაგან, არამედ საკუთარი თავი თვითონვე ამხილე, გახსოვდეს, მართალი შემასმენელ არს თავისა თვისისა"

/წმ. ბასილი დიდი/

"ვიყოთ მართალნი, რადგან, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს, მართალს არასოდეს გაუჭირდება: "არა ვიხილე მართალი დაგდებული, არცა თესლი მისი მთხოვნელ პურისა" (ფსალ. 36,25). რა თქმა უნდა, იგი ხილულ პურს არ გულისხმობს, რადგან კარგად იცის, რომ მართალი იაკობის ძენი ეგვიპტეში წავიდნენ სათხოვნელად პურისა. არამედ მხედველობაში აქვს სულიერი საზრდო, რომლის წყალობითაც ჩვენი შინაგანი სამყარო სრულყოფის კიბეზე თანდათან მაღლდება.

დაე, ჩვენი ცხოვრების წესით თავიდან ავიცილოთ ის შიმშილი, რომელიც წყლისა და პურის მოკლებაზე უარესია, შიმშილი - უფლის სიტყვის მოსმენისა (გამოს. 8,11)."

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2018, 11:42 AM

"[წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელმა] სიმართლითა და სიწმინდით გაატარა მიწიერი ცხოვრება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2018, 05:19 PM

"გულისწყრომა კაცისა როდი შეიქმს ღმერთის სიმართლეს"

/მოციქული იაკობი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2018, 01:56 PM

"სიმართლისთვის ბრძოლის მზადყოფნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2018, 08:56 PM

"როცა სიმართლეს იცავ, მაშინ თვით ღმერთი გიცავს."

"როცა მართალი ხარ, სიკვდილისაც არ გეშინია."

/მამა გიორგი ბასილაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 03:30 PM

"როგორ შეიძლება ადამიანი ცამდე მართალი იყოს, როცა ყველანი ცოდვის შვიელბი ვართ?!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 11:50 AM

"სიმართლე წინ ნელა მიიწევს, მაგრამ მიზანს მაინც აღწევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2018, 09:54 AM

"მაცხოვარმა ნეტარი იმათ კი არ უწოდა, რომელთაც სიმართლე უყვართ, არამედ, მათ, ვისაც შია და სწყურია იგი. ეს იმიტომ, რომ კაცს ისე უნდა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლე, როგორც მშიერს საჭმელი და წყურვალს სასმელი.

ადამიანს რომ მოშივდება, მას მთელი ქვეყნის სიმდიდრეს ლუკმა პური ურჩევნია. ადამიანსაც ისე უნდა უყვარდეს სიმართლე, რომ იგი მისთვის ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი იყოს. სიმართლისათვის მშიერთა და მწყურვალთ მაცხოვარი განძღომას აღუთქვამს, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა ამქვეყნად, რადგან აქ სრულ სიმართლეს ვერ იხილავენ".

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2018, 11:09 AM

"ჩემო დებო და ძმებო, ყურადღება მიაქციეთ კიდევ ერთ რამეს: დაე ნურასდროს დავიწუწუნებთ ჩვენს "სიმართლეზე". "რატომ... რისთვის?... მე ხომ მართალი ვარ"...

სინამდვილეში ეს ეგოიზმია, ეს არის თავმდაბლობის არარსებობა...

ამრიგად, მსხვერპლად გავიღოთ ჩვენი "სიმართლეც" და "უფლებებიც", რათა შინაგანი სიმშვიდე მოვიპოვოთ ჩვენშიც და... სხვებშიც".

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2018, 09:05 PM

"ღვთის ნებით ცხოვრება ნიშნავს სიმართლით ცხოვრებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2019, 07:06 PM

"ღირსმა იაკობ ნიზიბიის ეპისკოპოსმა (ხს. 13/26 იანვარი) ერთხელ შეიტყო, რომ ვინმე სპარსმა მსაჯულმა უსამართლოდ განსაჯა საქმე. უბრძანა იქვე მდებარე ლოდს, უმცირეს ნაწილებად დამსხვრეულიყო, რათა ასე ემხილებინა მსაჯულის უსამართლობა. ამის მხილველნი შეძრწუნდნენ, ზარდაცემულმა მსაჯულმა კი თავისი გადაწყვეტილება სიმართლით შეცვალა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2019, 06:16 PM

"ქრისტიანისთვის უპირველესი და აღმატებული ფასეულობა სიმართლეა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2019, 12:14 PM

"ირინე ენუქიძე იყო სამაგალითო ადამიანი, ღირსეული დედა და მეუღლე. იგი, როგორც სამართლიანობისთვის თავგანწირვით მებრძოლი დედა, გარდაცვალების შემდეგ თამარ მეფის ორდენით დაჯილდოვდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2019, 05:23 PM

" - ყოველთვის უნდა ვთქვათ თუ არა სიმართლე?
- სიმართლე მხოლოდ იმ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ, თუ მას უბედურება მოჰყვება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2019, 01:31 PM

"ჯერ სიმართლე საკუთარ თავში უნდა დაამკვიდრო და მერე - სხვაში"

/დეკ. გიორგი თევდორაშილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2019, 09:24 PM

"ადამიანის სამართალი სხვაა, ღვთისა კი - სულ სხვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2019, 01:58 PM

"კითხვა: ჩემი შვილი სიმართლის დასამტკიცებლად ღმერთს იფიცებს. ხომ არ სცოდავს ამით?

პასუხი: აუხსენით ბავშვს, რომ ღმერთი, რომელსაც ის იფიცევს, კრძალავს ფიცს და როდესაც ღმერთს ვიფიცებთ, ამით მის ნებას გადავდივართ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 13 2019, 07:04 PM

"ცოდვილ სამყაროს არ უყვარს სიმართლე. თავის დროშაზე მას ნამდვილად ეშმაკისეული წარწერა აქვს: სიმართლით ვერ იცხოვრებ!"

/მამა გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2019, 08:35 PM

"სიმართლე თვალს ჭრის მათ, ვინც უსამართლობით ცხოვრობს"

/მამა გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2019, 09:42 PM

"ადამიანმა უნდა იბრძოლო სიმართლისათვის, უნდა ეცადო, გადაარჩინო სიმართლე"

"ხანდახან ტყუილიც დასაშვებია, თუ ამ ტყუილზე დამოკიდებულია ადამიანის მომავალი, მით უმეტეს მისი სიცოცხლე. თუ იცრუე იმისთვის, რომ ეს ადამიანი გადაგერჩინა, ეს სიცრუედ აღარ უნდა გეთვლდებოდეს"



/პოეტი მარიკა ბარათაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2019, 09:37 PM

"მოგჩერებივართ ყველას, რომ მხოლოდ სიმართლე მოდიოდეს თქვენი თვალებიდან, მხოლოდ სიმართლე. იქნებ ძნელია სიმართლის გატანა, მაგრამ მაინც ეცადეთ"

/პოეტი მარიკა ბარათაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2019, 09:54 PM

"ყოველ ადამიანში, პირველ რიგში ვეძიებ მის შინაგან სიმართლეს,მის შინაგან ჭეშმარიტებას, რომ ის ისეთივე იყოს გარეგნულად, როგორც არის არის შინაგანად"

/პოეტი მარიკა ბარათაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2019, 12:17 PM

"დღეს ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომრეობაშია, სულიერად ცოცხალია, მაგრამ ფიზიკურად სულს ღაფავს. სანამ საქართველოში სამართლიანობა არ აღდგება და თეთრზე არ ვიტყვით, რომ თეთრია და შავზე – შავია, მანამდე არაფერი შეიცვლება."

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2019, 10:13 PM

"რა ბედნიერებაა, როცა კაცს თვით უფალი ღმერთი გაამართლებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2019, 04:21 PM

"უსამართლობა მუდმივი არაა, უსამართლობა ყოველთვის დროებითია"

/მეუფე ანდრია (გვაზავა)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2019, 08:33 PM

"როდესაც სიმართლეს უდიერად ეპყრობიან, მაშინ ცხოვრებაც უკუღმართდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2019, 02:06 PM

მეოთხე ნეტარება: "ნეტარ იყვნენ, რომელსა შიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განსძღენ"

- ისინი კი არ არიან ნეტარნი, ვისაც სიმართლის თქმა უყვარს, არამედ ვისაც შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისთვის, ვინც გაჭირვებასა და განსაცდელსაც აიტანს სიმართლისთვის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ განსაცდელი არ მოგველის, სიმართლე არ უნდა ვთქვათ. სიმართლე ყოველთვის უნდა ვთქვათ, მაგრამ მაშინაც არ უნდა შევწყვიტოთ, როდესაც ამის გამო შესაძლოა მიწიერი დევნულება იქნეს ჩვენზე მოწევნული.

წმინდა მამები ბრძანებენ - ისე უნდა გვინდოდეს სიმართლის თქმა, როგორც მშიერს და მწყურვალს საჭმელი და სასმელიო. ასეთი ადამიანები განსძღებიან ღვთის სიმართლით. ღვთის სიმართლით განძღომა ხდება უფალთან ყოფნის დროს, სასუფეველში და უფალთან გონებით ყოფნის დროს დედამიწაზე. თუ ჩვენ არსად შევბრკოლდებით და არსად შეგვეშინდება სიმართლის თქმისა და სიმართლის ქმნისა, უფალი როგორც სულიერ, ასევე მიწიერ მშვიდობასა და ნეტარებასაც მოგვანიჭებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2019, 05:29 PM

"იოანე ოქროპირი ამბობს, ერთ მართალ ადამიანს მთელი ქალაქის შეცვლა შეუძლია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2019, 08:38 PM

"სიმართლისთვის ომი საქართველოს არასოდეს არ წაუგია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2019, 09:44 PM

"უნდა ვისწავლოთ სიმართლის თქმა, რათა ხალხმა გაიგოს, რა არის სიმართლე"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2019, 02:10 PM

"როდესაც სხვას სიმართლეს ვეუბნებით, მაშინ ის სწორ მიმართულებას იღებს, ყურადღებით არის, ისმენს სხვის აზრს, თავშეკავებულია".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2019, 05:04 PM

"მამა ეპიფანეს ერთმა სულიერმა შვილმა შემდეგი მოგვითხრო:
– ერთხელ მონასტერში მივდიოდით მოძღვრის ერთ-ერთი სულიერი შვილის მანქანით. გზაზე მოცურება ადვილად შეიძლებოდა. მძღოლს საჭე გაექცა და ადამიანს დავეჯახეთ. ჩვენების მისაცემად უნდა წავსულიყავით ნავპლიონში. მოძღვარმა გვირჩია, მხოლოდ სიმართლე გველაპარაკა და არად ჩაგვეგდო ის ფაქტი, რომ მძღოლი ჩვენი სულიერი ძმა იყო.
მანამ დაზარალებული საავადმყოფოში იწვა, მამა ეპიფანე თითქმის ყოველდღე ნახულობდა მას. ჩვენც გვაკურთხა, რომ ამ ადამიანთან ყოველ წელიწადს მოვსულიყავით. შედეგად – ეს ადამიანი დაუახლოვდა ეკლესიას და ყოველთვის სიხარულით გვიღებდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2019, 03:46 PM

"რთული და ეკლიანია სიმართლის გზა, მაგრამ მადლმოსილია, რადგან ერთადერთია, რომელსაც ადამიანი საუკუნო ცხოვრებაში მიჰყავს".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2020, 05:49 PM

"სჯობს მცირედი - სამართლიანობით, ვიდრე მრავალი უსამართლობით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2020, 08:55 PM

"სიმართლე ისაა, რასაც დაიჯერებ"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2020, 03:57 PM

"პაპამ არც კოდექსები იცოდა ზეპირად, მაგრამ მტყუან-მართალის გარჩევა არასოდეს გასჭირვებია..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2020, 03:32 PM

"ნუ ცდილობ ადამიანური სიმართლის მიღწევას. ეძიე მხოლოდ ღვთაებრივი სიმართლე"

/ღირსი ნიკონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2020, 08:14 PM

"უსამართლობა არ გაგიკვირდეს, ის მართალ ადამიანებს აჩრდილივით დაყვება!.."

/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2020, 09:21 PM

"სიმართელ არის მთელი ქრისტიანობა"

/წმ. გაბრიელ ქიქოძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2020, 06:01 PM

"ლოცვაში ეძიებდე სიმართლესა და ღვთის სასუფეველს"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2020, 07:45 PM

"მოიშორეთ ადამიანური ლოგიკა, ადამიანური სიმართლე და საღმრთო სიმართლით განიმსჭვალეთ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2020, 04:50 PM

"მწიგნობართუხუცესი - მას უნდა გაერჩია ობოლთა და ქვრივთა სამართალი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2020, 10:03 PM

"ღმერთი მართალი მოსამართლეა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2020, 03:11 PM

"ძველების ნათქვამია, სიმართლე ურმით დადისო, მაგრამ დარწმუნებული ვიყოთ, იგი დანიშნულების ადგილამდე აუცილებლად მივა და გულნაკლულს არავის დატოვებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2020, 09:20 PM

"ერთი თვალით ღვთის გოლმოწყალებას უმზირე, მერეთი კი - მის სამართალს"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 10:12 PM

"ნურავის დაუმტკიცებ, რომ მართალი ხარ. იმიტომ გებრძვიან, რომ სიმართლე არის შენს მხარეს... მოითმინე, შენს გარეშეც ყველა პასუხს აგებს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 10:43 PM

"უსამართლო ადამიანს ისე ვერაფერი დასჯის, როგორც საკუთარი საქციელი!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 07:21 PM

"დღეში ერთხელ სულ გაჩერებული საათიც კი სწორად უჩვენებს! სადმე ერთ ადგილას ხომ მაინც უნდა ვიყო მართალი?"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2020, 09:46 PM

ფსალმუნი 84

14. სიმართლე მის წინაშე ვიდოდის, და დადვას გზად სლვაი თვისი - მას შეუძლია იაროს, ვინც მართალია, - სიმართლით დადის, ვინც წრფელი გულით ემსახურება უფალს, ჭეშმარიტად უყვარს იგი და განადიდებს მას.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2020, 10:15 PM

"ღმერთი მიუკერძოებელი და სამართლიანი მსაჯულია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2020, 07:23 PM

" - როგორ უნდა მოვყვეთ გაგონილი?

- თუ ყვები, უნდა მოყვე ზუსტად, სწორად, უმცირესი შელამაზების გარეშე. სიმართლე სუფთა უნდა იყოს".

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2020, 09:38 PM

" - ყოველთვის შეიძლება სიმართლის ლაპარაკი?

- ვინც სიმართლე იცის და დუმს, ჰგავს ცრუ მოწმეს. სიმართლეზე მხოლოდ მაშინ უნდა ვდუმდეთ, თუ მას უბედურება მოაქვს"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2020, 08:09 PM

"ნუ მოექცევი სხვას უსამართლოდ, სასჯელს აიკიდებ."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2020, 08:14 PM

«გულწრფელი და პირდაპირი ის კი არ არის, ვინც სიმართლეს პირში მოგვახლის, არამედ ის, ვისაც აქვს რა სიყვარული და სიმართლით ცხოვრობს, განსჯით ამბობს იმას, რაც არის საჭირო და როცა არის საჭირო, ამისათვის აუცილებელ დროს».
წმიდა პაისი ათონელი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2020, 06:00 PM

"თუკი სიმართლეს მისდევ, მისწვდები კიდევაც და შეიმოსავ მას, როგორც დიდების შესამოსელს"

/სიბრძნე ზირაქისა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2020, 08:39 PM

"ადამიანები სიმართლის მთქმელს მტერს, ორგულს და მოღალატეს ეძახიან. თავად მთელი ცხოვრება სიცრუეში იმყოფებიან, სხვასაც იგივეს აიძულებენ...
სიბინძურე და უსამართლობა არ არის განაჩენი, განაჩენი ამ ყველაფერთან შეგუებაა...
ჰოდა, არ შეეგუო... იარე დინების საწინააღმდეგოდ...
ქარიშხალიც რომ დაგემსხვრეს ფრთები, მაინც იფრინე ბოლომდე!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2020, 10:36 PM

"იცი თუ არა, ყმაწვილო, რომ სიმართლის თქმა უკვე ბრძოლაა?"

/გურამ ფანჯიკიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2020, 08:54 PM

"ნუ დაუმტკიცებ ვინმეს სიმართლეს, სიმართლე თავად დაამტკიცებს სამართლიანობას."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2020, 02:25 PM

"ხშირად, ყოველგვარი საჭიროების გარეშე მივახლით პირში ერთმანეთს სიმართლეს, რასაც მხოლოდ წყენა, შეურაცხყოფა და ზიანი მოაქვს"

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2020, 08:17 PM

"რაც ბოროტეულს აშინებს, სწორედ ის შეემთხვევა, მართალს კი სასურველი მიეცემა.
როცა გაივლის ქარიშხალი, აღარც ბოროტეულია, მართალი კი დაფუძნებულია სამარადისოდ"

/იგავნი სოლომონისა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2020, 06:25 PM

"ბოროტეული მაშინაც კი გარბის, როცა არავინ მისდევს, ხოლო მართალნი ლომებივით მშვიდად არიან"

/იგავნი სოლომონისა, 1, 28/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2020, 08:07 PM

"ვინც მუდამ ,,მართალია”, ის ყოველთვის ცდება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2020, 02:27 PM

"თუ ადამიანის სახე დაკარგე, შენი ,,სიმართლე” მხოლოდ ქარის წისქვილების დევნაა!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2020, 07:08 PM

"მოციქულმა ხომ თქვა, რომ ახალი ცა და ახალი მიწა მოგველის, სადაც განისვენებს სიმართლე. ესე იგი მიწაზე სიმართლე არ არსებობს. ამიტომაც ძალზე არ უნდა შეწუხდე, როცა დედამიწაზე უსამართლობას ხედავ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2020, 08:25 PM

"5. სიმართლე იქნება სარტყლად მის წელზე - ვინაიდან ძველად აღმოსავლეთში ადამიანები ფართო სამოსელს იყენებდნენ, ამიტომ რაიმე სახის სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი იყო წელზე სარტყლის შემოჭერა. მომავალი მესია შემოირტყამს მისთვის ჩვეული სამართლიანობისა და სიწრფელის სარტყელს და შეუდგება თავის ხალხთა ხსნის საქმეს (მოღვაწეობას)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2020, 08:38 PM

"კაცთაგან ნუ ეძებ სიმართლეს, - გვასწავლის გლინელი მამა სერაფიმე (რომანცევი), - ნუ მოსთხოვ მათ ამას, არამედ საკუთარ თავში იპოვე და საქმით აჩვენე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2021, 09:21 PM

"ღმერთი რომ არა, ამდენ უსამართლობას გული ვერ დაიტევდა!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2021, 10:04 PM

"ერთმანეთის წინაშე შეიძლება ვიფუთებოდეთ, მაგრამ ღვთის სამართალი ყველასთვის თანასწორია!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/


"მართალი ადამიანის წინააღმდეგ მთელი სამყაროც რომ დაიძრას, მთავარი მაინც მის მხარეს არის-სიმართლე და პატიოსნება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2021, 02:48 PM

"სიმართლე სულის თვისებაა, რომელიც ყველას თავისას მიაგებს, ხოლო გულისწყრომა გონიერთაც ღუპავს".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2021, 06:24 PM

"მართალი კაცი პირველად საკუთარ თავს ადანაშაულებს"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2021, 05:07 PM

"სიმართლის ნაყოფი - ეს არის მარადიული სიცოცხლე, რომელიც საზღაურია მართალი საქმეებისათვის, რადგან ისინი, ვინც მშვიდობას ეძიებს, და მას მიელტვის, და საუკეთესო მარცვლებს თესავს თავის გულში, იზრდება, ირწყვება ყოველდღიური კეთილი საქმეებით და ზეციური ცხოვრების ნაყოფი მოაქვს".

/ღირსი ბედა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2021, 02:53 PM

"სინამდვილის ლაპარაკი ჭეშმარიტია, ხოლო, რაც სინამდვილეს არ შეეფერება, სიცრუე და უსაგნო საუბარი"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2021, 08:25 PM

"სიმართლეზე ძვირფასი არაფერია; უნდა ვეძიოთ იგი; სიმართლემდე კი გზა ნაბიჯ-ნაბიჯაა გასავლელი"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2021, 06:00 PM

"ღმერთს სჭირდება "თავის ხატად და მსგავსად შექმნილი" ადამიანის სიმართლეც, რათა კაცის სიმართლე დაუდოს საბაბად მისსავე გამართლებას, ამ სიმართლემ დაამტკიცოს კაცის რჩეულობა"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2021, 08:18 PM

"გიყვარდეს ღმერთი, - ეს ნიშნავს, მთელი გულითა და სულით გიყვარდეს სიმართლე და გძულდეს ურჯულოება"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2021, 06:40 PM

"თუ ვინმეს უსამართლოდ მოექეცი, რად ითხოვ სამართლიანობას შენ მიმართ?"

/მამა თეიმურაზ ქორიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2021, 05:41 PM

"მხოლოდ ერთი გზა არსებობს უსამართლობის დასაძლევად - მოთმინება მომავალი სასუფევლის იმედით"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 07:09 PM

"სიმართლის საზომი ღმერთკაცია, ყოვლადმართალი. ადამიანის აზრს და სინდისს ქრისტეს გარეშე არ ძალუძს არც სიმართლის ცოდნა, არც სიმართლის ქონა"

/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2021, 04:31 PM

"უსამართლო აუცილებლად ცოდვილი არის და პირიქით, ცოდვილი აუცილებლად უსამართლოა"

/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 10:05 PM

"შეიძლება შენ გეჩქარებოდეს, მაგრამ უფლის სამართალს თავისი დრო აქვს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2021, 08:53 PM

"დიდება უფლის ძალას, მისი სახელით სამართალს ვერასდროს გავექცევით!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 06:48 PM

"მართალი კაცი ყველგან პატივისცემას იმსახურებს"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2021, 04:29 PM

"მართალიც კი ღვთის წინაშე ასე უნდა ამბობდეს: "მართალი არ ვარ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2021, 10:15 PM

"ვინც უსამართლოდ ექცევა სხვას და სინანულიც არ გააჩნია, სათანადოდ დაისჯება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2021, 10:36 PM

ყველაზე დამნაშავე მაშინ ხარ, როცა თავი ყველაფერში მართალი გგონია!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 09:49 PM

"ყოველთვის იყავი მართალი - ყველა სიტყვაში, და მათ ფიცის სიმტკიცე ექნებათ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2021, 06:40 PM

"მხოლოდ ჭეშმარიტებასა და სიმართლეზე შეიძლება დააფუძნო სიმშვიდე შენთვის და სხვათათვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2021, 08:19 PM

"ერთი თვალი მიაპყარი მოწყალე უფალს, მეორე კი - მის სიმართლეს!"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 09:29 PM

"როცა ღმერთთან და საკუთარ თავთან მართალი ხარ, დანარჩენი არც არის საინტერესო!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2021, 06:32 PM

"სიმართლე ყოველთვის ზუსტად და მიკიბ-მოკიბვის გარეშე ილაპარაკე: და შენს უბრალო სიტყვას ისე დაუჯერებენ, როგორც - ფიცს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2021, 09:24 PM

"მძიმეა გზა სიმართლისა, მაგრამ ისაა ერთადერთი და გადამრჩენელი და მას აცისკროვნებს ბეთლემის ვარსკვლავის ბრწყინვალება, - „ნათელი იგი, რომელი ბნელსა შინა სჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია“. (ინ. 1. 5)"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2021, 07:33 PM

რაც არ უნდა გაგიჭირდეს, დარჩი სიმართლის მსახურად, შენს საკეთებელს ღმერთი დაალაგებს!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2021, 07:54 PM

"ღმერთს ესათნოება სიმართლე, რომლის წყალობითაც, ჩვენ ვიცით, რომ ბოროტეულნი მიიღებენ საზღაურს".

/პრიმაზიუს არდუმეტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2022, 10:09 PM

"იქ, სადაც არ არის სიმართლე, არ არის ქრისტე"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2022, 09:26 PM

იყავი სიმართლის მსახური, მედროვეების სასჯელი უმძიმესია!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2022, 09:01 PM

"მთელი სამყაროც რომ გადაგეკიდოს, სიმართლეს არ უღალატო!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2022, 09:13 PM

"ხშირად ყოველგვარი საჭიროების გარეშე მივახლით პირში ერთმანეთს სიმართლეს, რასაც მხოლოდ წყენა, შეურაცხყოფა და ზიანი მოაქვს.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, უგუნურ "სიმართლისმოყვარულებს"!"

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2022, 09:28 PM

"უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ და გვიწყალობე შიმშილი და წყურვილი სიმართლისა აქ, მიწიერ ცხოვრებაში, რათა გულწრფელი მონანიებით განვაგდოთ ყოველგვარი სიცრუე და თავიდან ავიცილოთ საშინელი და სამართლიანი სამსჯავრო შენი, რამეთუ "ნეტარ იყვნენ, რომელთა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის"

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2022, 09:32 PM

"ვისთანაც არის სიმართლე,
არ დააკლდება პურიო,
არ დაეკარგვის ღმერთთან კაცს
ერთგული სამსახურიო"

/აკაკი წერეთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2022, 02:19 PM

"უმჯობესია, მცირეოდენი - სიმართლით, ვიდრე ბევრი - უსამართლობით!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2022, 11:42 AM

"ის, ვინც ღვთის გულმოწყალების მისაღებად არ ზრუნავს, ღვთის სამართალს თავის თავზე შეიცნობს"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2022, 01:30 PM

"ნუ გეგონება, რომ ღვთის სამართალი არ არის იქ, სადაც შენი "მახვილი" თვალი ვერ სწვდება!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2022, 09:45 PM

"დაუახლოვდი მართალთ და მათი საშუალებით ღმერთს მიუახლოვდები!"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 16 2022, 08:22 PM

"ნუ ეცდები, მართალი გამოჩნდე, მაგრამ ასეთი იყავი. რამეთუ ცნობილია, რომ არასოდეს არ არის მართალი ის, ვინც ცდილობს, მართალი გამოჩნდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2022, 03:26 PM

"ის, ვინც ჭეშმარიტების სიყვარულით საკუთარ უსამართლობას აღიარებს, საეჭვოა, რომ არ აღემატებოდეს იმას, ვინც ყოველთვის მართალია (საკუთარი წარმოდგენით)!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2022, 10:09 PM

"მართალი მაშინ კი არ ხარ, როცა სიმართლეს ამბობ, მართალი მაშინ ხარ, როდესაც სიმართლეს ემსახურები და ეწირები მას.
სიმართლე ნაკვები უნდა იყოს სიყვარულით. სხვა სიმართლე - უსიყვარულო სიმართლე - ეს არის დემაგოგია, რომელიც სხვა მიზნისთვის გჭირდება. ეს არის ნახევრად სიამრთლე, ის რაც გველმა გააკეთა სამოთხეში: იყენებ რაღაც ფაქტს სულ სხვა მიზნისთვის"

/ბ-ნი გიორგი გვასალია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2022, 07:16 PM

"მოსაგრეც არ იქნება დაჯილდოებული, თუ უსამართლოდ იღვაწებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2022, 02:48 PM

"საკუთარი უსაამრთლობით ღვთის სამართლიან რისხვას ნუ მოვიწევთ თავზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2022, 06:09 PM

"უარს ნუ იტყვი, სამართლიანობის მსხვერპლად მიიტანო საკუთარი სიმშვიდეც, სარგებელიც, ზოგჯერ კი - მრავალი ძლიერის წყალობაც, რათა ერთი უძლური იხსნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 03:53 PM

"სიმართლე თვალის სინათლეაო"



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2022, 11:51 AM

"კარგია, რომ არც ძალიან გეშინოდეს უსამართლო ბრალდებებისა, მაგრამ არც სრულიად უგულებელსყოფდე მათ"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2022, 08:52 PM

"რას იტყვიან ჩემზე საზოგადოებაში?" - ამბობ შენ, ნუთუ არ ფიქრობ იმაზე, რას იტყვიან შენზე ღვთის მართალნი, რომლებსაც მთელი სამყაროს განსჯის უფლება აქვთ?! "იხილონ მართალთა და შეეშინოს და მას ზედა იცინოდიან და თქუან: აჰა, ესერა კაცი, რომელმან არა ყო ღმერთი მწე მისა". აი, რას იტყვიან შენზე ისინი, და რა საშინელი სიმართლეა მათი ბაგეებიდან!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2022, 07:31 PM

"სიკეთის ერთ-ერთი სახეა სიმართლე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2022, 09:01 PM

"თუ კაცი ზომიერად მიიღებს ღვინოს, მასში სიმართლის თქმის სურვილი იღვიძებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2022, 08:39 PM

"ღმერთს კი სჭირდება სიმართლე: ჩვენი გონების სიმართლე, ჩვენი გულის სიმართლე და რა თქმა უნდა, ჩვენი ცხოვრების სიმართლე"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2022, 09:33 PM

"სიმართლე კაცთა - მიწიერია,
სიმართლე ღვთისა - ზეციურია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 04:56 PM

"შიშველ სიმართლეს მამაცი გული სჭირდება"

/ბერი სვიმეონ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2023, 04:01 PM

"როგორც უსამართლო ადამიანები ვერასოდეს გამართლდებიან, ასევე ისინი, ვინც უსამართლობას სიხარულით მიიღებენ, საუკუნო გამართლებას მიიღებენ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2023, 01:46 PM

"წრფელი და პირდაპირი ის კი არ არის, ვინც "სიმართლეს პირდაპირ მიახლის", ის, ვინც ქვეყნის გასაგონად გაჰყვირის, არამედ იგი, ვისაც სიყვარული აქვს, სიმართლით ცხოვრობს, გონივრულად ამბობს იმას, რაც საჭიროა და როცა საჭიროა - იმ ჟამისთვის შესაფერისი და უცილებელი"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2023, 08:06 PM

"მთავარი ის კი არ არის, სიმართლე იცოდე, მთავარია სთქვა ეს სიმართლე, თუნდაც მარტო დარჩე"

/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2023, 05:17 PM

"სამყაროს უსამართლობაც ვერ დამჯაბნის, თუ უსამართლობა ჩემი აზრებიდან განდევნილია"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2023, 03:55 PM

"თუ თქვენი სიმართლე ღვთის სიმართლეა, მაშინ თქვენი ძალაც ღვთაებრივი ძალაა"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2024, 08:25 PM

"უფალი იფარავს მართალთა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2024, 07:27 PM

"წმინდა წერილის მიხედვით მართალია ის, ვინც ყველა მცნებას იცავს და ღმერთის საყვარელია, ე.ი. წმინდანი.

დღევანდელი მნიშვნელობით მართალია ის, ვინც უმწიკვლოა სხვებთან მიმართებით. ამგვარად იყენებდა ამ ტერმინს მამა პაისი [ათონელი]. იგი ასხვავებდა ადამიანურ სიმართლეს - როცა მოყვასს არ განვსჯით, და ღვთიურს - როცა სხვის უსამართლობას შენს საკუთარ თავზე იღებ. განიცდი სხვების სიმძიმეს, როგორც საკუთარს. დავუშვათ, ავდივართ ვინმესთან აღმართზე ხმარზე ტვირთით, სულიერი ადამიანი სხვის ტვირთსაც თვითონ აიღებს, რომ მან დაისვენოს. ეს ნიშნავს, რომ სხვის ადგილზე დავდგეთ თავად, რათა მისი გვესმოდეს. ასეთ შემთხვევაში ვემსგავსებით ქრისტეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2024, 08:38 PM

"უსამართლობაზე ტკბილი არაფერია! ვინც უსამართლოდ ისჯება, ის განსჯილ ქრისტეს იღებს გულში. კამათი, ჩხუბი, უთანხმოება ხდება, რადგან თითოეული ადამიანი ამაზე მეტად იმართლებს თავს, ვიდრე იმსახურებს. შეიძლება ვინმე გამოჩნდეს დიდი სიყვარულით სავსე, ყველას უსამართლობა თავის თავზე იტვირთოს და სიმართლე სხვებს დაუტოვოს. მხოლოდ ქრისტემ აიღო ყველა უსამართლობა ამქვეყნად და ჩვენთვის ეცვა ჯვარს".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2024, 09:15 PM

***
/იგავი/

"ერთ აღმოსავლელ ხელმწიფეს საშინელი სიზმარი ესიზმრა: ერთი-მეორის მიყოლებით ყველა კბილი დაძვრა და დიდ ტკივილებს განიცდიდა. ამით შეწუხებულმა, გაღივძებისთანავე იხმო სიზმრის ამხსნელი; მან ყურადღებით მოისმინა და ხელმწიფეს უთხრა:

- ჩემო მბრძანებელო! ცუდი ამბავი უნდა გაუწყო, კბილების დაკარგვა და ტკივილი ნიშნავს, რომ ყველა შენს ნათესავსა და ოჯახის წევრს დაკარგავ.

ამ ახსნამ ხელმწიფე განარისხა და იგი დილეგში ჩააგდო.

ამის შემდეგ სხვა სიზმრისახმსნელს უხმო. იმანაც მოუსმინა მთელი გულისყურით და მიუგო:

- ჩემო ხელმწიფევ, კარგი სიზმარი გინახავს, - შენ უფრო დიდხანს იცოცხლებ, ვიდრე შენი ოჯახის ყველა წევრი და ნათესავი.

ხელმწიფეს გაუხარდა და უხვი საჩუქრებით გაისტუმრა.

კარისკაცები გაოცდნენ და დასაჩუქრებულს ჰკითხეს:

- შენმა წინამორბედმაც ასევე ახსნა ეს სიზმარი, მაგრამ ის დილეგში ჩასვეს, შენ კი დაგასაჩუქრეს, რაშია საქმე?

- თქვენ მართალი ხართ, ჩვენ ორივემ სწორად ავხსენით, მაგრამ მარტო სიმართლის თქმა არ არის საკმარისი, მთავარია, როგორ იტყვი ამ სიმართლეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2024, 05:40 PM

ღვთაებრივი და ადამიანური სამართლიანობა

" - გერონდა, რა არის ღვთაებრივი სამართლიანობა?

- ღვთაებრივი სამართლიანობაა, როცა მოყვასისთვის იმას აკეთებ, რაც მას სიმშვიდეს მოუტანს. მაგალითად, თუ რამე უნდა გამყო შენსა და მას შორის, მიეცი არა ნახევარი, არამედ რამდენიც მას სურს. შეეკითხე: "რამდენი ნაწილი გინდა აიღო? ორ-ნახევარი, სამი? აი, აიღე!" სხვა კარგი მიეცი, შენთვის ცუდი დაიტოვე. სხვას მეტი წილი მიეცი, შენთვის ნაკლები დაიტოვე. აი, წარმოიდგინე, რომ დამ ათი ქლიავი მოგვიტანა. თუ ნაყროვანების მიზეზით რვა ქლიავს შევჭამ, შენ კი ორს დაგიტოვებ - უსამართლოდ მოვიქცევი. თუკი ვიტყვი: "რადგან ორნი ვართ, ხუთს მე შევჭამ, ხუთს შენ დაგიტოვებ" - ეს ადამიანური სამართლიანობა იქნება; ხოლო თუ ვნახავ, რომ ქლიავი მოგეწონა, მაშინ მხოლოდ ერთს შევჭამ და გეტყვი: "თუ გიყვარვარ, შეჭამე ბოლომდე, მე რაღაც არ მომეწონა, თანაც, მისგან მუცელი მტკივდება ხოლმე" - ეს უკვე ღვთაებრივი სამართლიანობა იქნება"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2024, 05:47 PM

"სამართლიანობას ხმელის განედლების ძალა შესწევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2024, 05:00 PM

"უმაღლესი სიმართლე - ღმერთია"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2024, 09:38 PM

"სჯობს სასჯელი მართლისაგან, ვიდრე პატივი ბიწიანისაგან"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2024, 12:49 PM

"სიმართლე ილაპარაკე და ღვთის დაფიცება არ დაგჭირდება, რომელიც ღვთისადმი მოწიწების დარღვევაა და სატანურ წამოწყებებს მიეკუთვნება"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2024, 06:42 PM

"ნუ ცდილობ ადამიანური სიმართლის მიღწევვას. ეძიე მხოლოდ ღვთაებრივი სიმართლე"

/ღირსი ნიკონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2024, 10:14 AM

"ღვთისნიერ ადამიანს კი ღვთიური ძალა აქვს, სამართლიანობაც მის მხარეზეა. აი თუნდაც პატარა ფინია ერთ-ორს შეჰყეფს და მგელი უკვე გარბის, რადგან გრძნობს, რომ დამნაშავეა. ღმერთმა ასე მოაწყო, რომ მგელს პატარა გოშიასიც ეშინია, რადგან თავისი პატრონის სახლში სიმართლე მის მხარეზეა. მითუმეტეს ეშინია იმას, ვისაც სურს, ზიანი მიაყენოს ისეთ ადამიანს, რომელსაც ქრისტე ჰყავს თავის თავში!"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2024, 09:30 PM

"მართლები მაშინ ვართ, როდესაც ვაღიარებთ ჩვენს ცოდვილობას და იმას, რომ ჩვენი სიმართლე ჩვენს სათნოებებში კი არა, უფლის წყალობაშია"

/ნეტარი იერონიმე/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)