"ამაოება ამაოებათა, თქვა ეკლესიასტემ, ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა."
"ამ ქვეყანაზე ღვთის შემეცნება ცხოვრებისეული ამაოებიდან გამოღვიძებული გონების პირველი მოძრაობაა"
/ბროუნი/
"ჩემო საყვარელო შვილებო, კვლავ გთხოვთ, შორს განუდექით ყოველგვარ ამაოებას, განუწყვეტლივ იღვაწეთ, რომ მყარად მისდიოთ ეკლესიის სწავლებას, სიმდაბლით და ქრისტეს სიყვარულით იაროთ მისი ყოვლადწმიდა ნების თანახმად... ამინ!"
/მონაზონი ვერონიკა/
"თუ მარადიულ საუნჯეს არ აგროვებ კეთილ საქმეთა ქმნით, მაშინ ნუ დაგწყდება გული, როდესაც მიწიერ საუნჯეს ამაოება შთანთქავს"
/მამა თეიმურაზ ქორიძე/
"ხან მეც მინდა გავერიდო, ბაზარს ამაოების"
/ლალი ხვედელიანი/
"მათ, ვინც მიჩვეულნი არიან სულიერ თვლემას (რაც ნიშნავს ამაოებაში ჩაფვლას) და ამით ადუნებს სულის სიფხიზლეს, თავს ესხმის სასოწარკვეთილების მზაკვარი მხეცი. ამისგან თავის დასაცავად, ქრისტეს მოწაფე მოგვიწოდებს, მუდამ ვიფხიზლით და ვუფრთხოდეთ ღვარძლის მთესველს, რათა, როდესაც ჩაგვთვლემს, ანუ დაუდევრად და ფუქსავატურად ვატარებთ ცხოვრებას, მან ფარულად არ დათესოს ბოროტი აზრები და არ განგვაშოროს ჭეშმარიტ ცხოვრებას"
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"ქედმაღლობა ყოველთვის ამაოა, რაც ქმნის ცარიელ ადამიანს, ღმერთის გარეშე მყოფს"
/ეპისკოპოსი ილარიონ არელატელი/
"(ეკლესიასტემ) ღვთის საქმეს კი არ უწოდა ამაო, არა, ზეცა კი არ არის ამაო, მიწა კი არ არის ამაო, არა, არც მზე, არც მთვარე, არც ვარსკვლავები, არც ჩვენი სხეული. ყველაფერი ეს "ძალიან კარგია". მაშ, რა არის ამაო? მოვისმინოთ, რას ამბობს თვითონ ეკლესიასტე: "ჩავყარე ჩემთვის ვენახები,.. ავიშენე ტბორები,.. შევიძინე ძროხაც და ცხვარიც,.. შევაგროვე ჩემთვის ვერცხლიც და ოქროც,.. შევიძინე ჩემთვის მომღერალი კაცნი და ქალნი... და ვთქვი ჩემს გულში, რომ ესეც ამაოებაა" (ეკლ. 2,4; 2, 6-8;15); კვლავ "ამაოება ამაოებათა!" მოისმინე რას ამბობს წინასწარმეტყველიც: "აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება" (ფს. 38,7). ამიტომ "ამაოება ამაოებათა" არის ბრწყინვალე შენობები, ოქროს სიუხვე და სიჭარბე, მოედნებზე ხმაურით მორბენალ მსახურთა გუნდები, სიამაყე და პატივმოყვარეობა, ქედმაღლობა და ამპარტავნობა. ყოველივე ეს ამაოებაა, რადგან ღმერთისგან არ მოდის და ადამიანებმა წარმოქმნეს. მაგრამ რატომ არის ამაო? - იმიტომ, რომ არანაირი კეთილი მიზანი არ აქვს".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ამაოა ლოცვა ადამიანისა, რომელსაც შურისგება სურს!"
/ამბა ისაია/
"თუკი მოიძულებ ყოველივე მიწიერს, მთელ ქვეყნიერებაზე უძვირფასესი იქნები"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"მალე იღუპებიან მწერები, როცა ღამის ნათურის ბრწყინვალებით იხიბლებიან: ჩვენც მალე ვიღუპებით, როცა ამაო სიკეთეებით ვიხიბლებით!"
"ყოფითი საზრუნავის უარყოფა ყველაზე საუკეთესო ზრუნვაა საკუთარ თავზე!"
"ადამიანს ამაოდ სურს, ინუგეშოს თავი იმით, რაც მსწრაფლწარმავალია; ამაოდ სურს, მიეწებოს იმას, რაც მასთან მუდამ არ იქნება; ამაოდ სურს, თავის გული დაუდოს იმას, რაც ჩრდილივით ქრება!"
/წმ. დიმიტრი როსტოველი/
"წუთისოფლის სიამოვნებები და პატივი მეტად ფუჭი და ამაოა, ისინი კი, ვინც მათ ეძიებენ, უფრო ფუჭნი არიან"
"თავი დაანებე ამაოების ძიებას, ვიდრე ის თავს თავად არ დაგანებებს!"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"ყურადღებით იყავი საკუთარი თავისადმი, რათა ერთი ამაო სიტყვაც კი არ გამოვიდეს შენი ბაგეებიდან. რამეთუ ერთი ამაო სიტყვისთვისაც კი დაისჯები! (მათე 12, 36)."
"იფიქრე, რომ დღეს ან ხვალ მოკვდები და მაშინ ყოველგვარი ამაოება დატოვებს შენს გულს".
"ავენი ("არარაობა", "ამაოება") (ამოს. 1.5) - ველი სირიაში, დამასკოდან 30 ინგლისური მილის დაშორებით (1 მილი = 1482 მ.), ლიბანის ორ ქედს შორის. მას ასევე ეწოდება ლიბანის ველი (იესო. 11.17). ამ ველზე მდებარეობდა ოდესღაც ცნობილი ქალაქები: ჩრდილოეთ ნაწილში - ბაალბექი და ილიოპოლისი, ხოლო სამხრეთ ნაწილში - ბაღდადი, სადაც ოდესღაც ბაალის თაყვანისცემა იყო გავრცელებული და, შესაბამისად, აღმართული იყო მრავალი წარმართული ტაძარ-საკერპო; ცხადია, ამიტომაც იუწყებოდა წინასწარმეტყველი ამოსი, მომავალში თუ რა უბედურება დაატყდებოდათ თავს სირიელებს შეცოდებათა გამო და მათ ცნობილ ველს უწოდებდა ველს ავენისა, ანუ არარაობისა, რითაც, ერთი მხრივ, უჩვენებდა მათი კერპების არარაობას და მეორე მხრივ - კერპებზე დაიმედების ამაოებას".
"აჰ, ამაოებამ დამიბნელა, დამიბრმავა გონება და ერთმაეთისგან ვეღარ ვარჩევ ცდუნებასა და ჭეშმარიტებას, ბოროტებასა და სიკეთეს, ზიანსა და სარგებელს, ცოდვასა და სათნოებას, გზას დაღუპვისაკენ და გზას ჭეშმარიტი ნეტერბისაკენ. ამაოებამ წამართვა ხსენება სიკვდილისა, რომელსაც ახლა მივუახლოვდი, წამართვა ხსენება მარადისობისა, რომელშიც უნდა შევაბიჯო".
/არქიმანდრიტი ლაზარე/
"ფიქრებს ჩვენი ცხოვრების მიზანსა და დანიშნულებაზე შეუძლია, გვაიძულოს, გავმხნევდეთ და თავგამოდებით, მოშურნეობით დავიწყოთ ზრუნვა საკუთარ სულზე, საერთოდ გადავაფასოთ ჩვენი ცხოვრების ყველა მხარე და ყურადღება მოვწყვიტოთ ამაოებას, მივმართავთ რა მას მთავარი და აუცილებელი საგნებისაკენ".
/არქიმანდრიტი ლაზარე/
"ღმერთო, ყელამდე ვართ ჩაფლულნი ყოფით ამაოებაში და ვერაფრით ვწყდებით საზრუნავსა და შინაურ საქმეებს. არასდროს გვრჩება დრო ლოცვისა და კეთილი საქმეებისათვის".
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/
"ამაოდ ადგებით ადრიანად და ხანგრძლივ სამუშაოს მიუჯდებით, თუკი უფალი არ დაგეხმარებათ"
"უფალი ადამიანთა თვალთაგან ჭეშმარიტ ადამიანების მადლს ფარავს გარკვეულ დრომდე, რათა ამაოებამ არ გაანადგუროს ისინი"
/ბერი ანატოლი/
"ხრწნადი ნეტარება მის ამაოებას შეადარე, ხორცის სიამოვნება - სულიერ სიმძიმეს, რომელიც უცილობლად მოჰყვება მას, დროებითი ნუგეში - სულიერ მწუხარებას, რომელსაც აუცილებლად მოგვაყენებს იგი და ყოველივე ამით ვეღარ მოიხიბლები"
/წმ. დიმიტრი როსტოველი/
"ნუ შესთხოვ უფალს ამაოსა და მცირედ მნიშვნელოვანს, მით უმეტეს იმას, რაც ჩვენი სულისათვის, შესაძლოა დამღუპველი იყოს, მაგალითად, - სიმდიდრეს, პატივს და სხვა მის მსგავსს. ასეთი ლოცვა არა მხოლოდ უნაყოფოა ჩვენთვის, არამედ ცოდვადაც შეიძლება შეგვერაცხოს - როგორც ღვთის განმარისხებელი!"
"თავი დაანებე იმის ძიებას, რასაც პოვნისთანავე დატოვებ"
"მიატოვე არა მხოლოდ ამაო საზრუნავი ზედმეტისათვის, არამედ - საჭიროსათვის ზემდეტი ზრუნვა"
"ხმაურიანი საერო დღესასწაულები და ქეიფები საუკეთესო გარემოებას წარმოადგენს ცოდვისათვის. უდიდესი საცთურია, როცა იძულებულნი ვართ მოვალეობის ან ჩვენი წოდების გამო იქ გამოვცხადდეთ; უდიდესი უგუნურებაა, თავი არაფრით დაიცვა მათგან მომდინარე მყრალი ოხშივარისგან. ღვთის წინაშე აშკარა ორგულობაა, თავი არ შეიკავო მათგან, თუკი ამის შესაძლებლობა გექნება; აშკარა სიგიჟეა ჩაერთო მათში - ყოველგვარი საპატიო მიზეზის გარეშე. მხოლოდ ამაოებისა და დაბნეულობის გამო!"
"როდესაც, უდაბნოდან გამოსვლის შემდეგ, ისრაელმა ერმა დაიწყო ნაყოფიერი მიწის გამოყენება, მანანა, რომელიც მას აქამდე ასაზრდოებდა, ზეციდან აღარ მოდიოდა. აქაური ცხოვრების სატყუარას წამოგებულ სულსაც, რომელიც გრძნობით სიამოვნებებს მიელტვის, ამაოდ ექნება იმედი, იგემოს ღვთაებრივი ნუგეში. ჯერ პირველზე უნდა თქვა უარი, რათა დატკბე უკანასკნელით, შეუძლებელია ერთიცა და მეორეც ერთად არსებობდეს. გსურთ, რომ ღმერთი თქვენთვის ზეციურ მანანაზე ტკბილი აღმოჩნდეს? დაე, ეს სოფელი მთელი თავისი ამაოებით თქვენთვის უდაბნოდ გადაიქცეს!"
"ჰოი, რა ამაოა ადამიანის მცდელობა!
დღეს ერთად ვართ, ხვალ ვშორდებით ერთმანეთს; დღეს ბედნიერები ვართ და ვხარობთ; ხვალ ვჩხუბობთ, გვწყინს; დღეს ვცოცხლობთ და ტბილი ხმით გვალობთ, ხვალ მოვკვდებით და მატლები შეგვჭამენ.
ჰოი, ამაო სოფელო! ჰოი, ცდუნებულო ადამიანო!"
/წმ. იოსებ ისიქასტი/
"ვისაც უნდა მუდმივად ახსოვდეს ღმერთი, მუდმივად ახსოვდეს სიკვდილი, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ამქვეყნიური ამაოებებით არის დაკავებული, ჰგავს ადამიანს, რომელსაც ბანაობა მოუწადინებია, მაგრამ ხელ-ფეხი აქვს შეკრული. ხელფეხშეკრული ადამიანი ცურვას ვერ შეძლებს და დაიხრჩობა, ან ძალიან გაუჭირდება მას გადარჩენა. თუ ადამიანი ჭეშმარიტად ფიქრობს სიკვდილზე, ჭეშმარიტად ფიქრობს გადარჩენასა და უფალზე, მაქსიმალურად უნდა განერიდოს ამქვეყნიურ ამაოებებს".
"მხედარი დეზს იყენებს, რათა ცხენი გზადაგზა ააჩქაროს - ეს მას ცხენის შესაფხიზლებლად სჭირდება. ასეთივე სულიერი დეზია გლოვა, რომელიც სულიერად გვაფხიზლებს და ამქვეყნიურ ამაოებებს განგვაშორებს"
"იმ დროს, რომელიც ღვთის სადიდებლად უნდა გამოიყენოს, ადამიანი ამაოებას ახმარს"
"ადამიანს კი, რომელიც ღვთის რწმენის გამო უარს ამბობს აქვეყნიურ ამაოებებზე და უპოვარების გზას შეუდგება, ღვთისგან ჯილდოდ ზეციურ ნეტარებას მიიღებს"
"სოდომ-გომორიც ნაყროვანებამ და ამქვეყნიურ ამაოებათა მოყოლამ გაანადგურა. სოდომი და გომორი ყველა ამქვეყნიურ ამაოებაში იყო ჩაფლული"
"17. როგორც ძალიან მსუქანი მწყერი ვერ აფრინდება ცაში, ისევე ცამდე ვერ ამაღლდება ის, ვინც ხორცს ასუქებს. (იოანე სინელი)
შეუძლებელია ადამიანი მიუახლოვდეს უფალს, ვიდრე ამქვეყნიურ ამაოებაშია ჩაფლული"
"რა თქმა უნდა, ღვთის ძალა უძლურების დროს წარმოჩნდება; რაც უფრო მეტად აღმოაჩენს ადამიანი თავის უძლურებას და შეიმეცნებს, რომ მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით ვერ შეძლებს ამქვეყნიური ამაოებისგან თავის დახსნას, უფრო მეტად მიიქცევა უფლისაკენ და უფალიც შეეწევა"
"ხილული - ეს არის ამსოფლიური ამაოებანი. ვინც ამქვეყნიურ ამაოებათ მოიძულებს, ის შეიყვარებს უხილავს - უფალს"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ამა ქვეყნის სიძულვილი" არ გულისხმობს უფლის მიერ შექმნილი ხილული სამყაროს სიძულვილს, არამედ ამქვეყნიურ ამაოებათა მოძულებას. ჭეშმარიტი სასოებისა და ამაოებათა მოძულების მტერი ადამიანში არის გემოთმოვყარეობა"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"გაბედულებას სულიერი სიწმინდე ითხოვს, მიჯაჭვულობას - ამქვეყნიური ამაოება"
/ბერი სვიმეონ ათონელი/
"ქრისტეს ეძიებდეთ! მის გარეშე ყველაფერი ამაოა"
"ცხოვრება ერთხელ გეძლევა, ამქვეყნიურ ამაოებას კი დასასრული არ უჩანს"
"გული სოფლიური ამაოების საქმეებისკენ მიისწრაფის? გარდატეხე იგი, დაე მისი საუნჯე იყოს ღმერთი და არა მიწიერი ამაოება; ასწავლე შენს გულს, უფრო მეტად მიემსჭვალოს ღმერთს ლოცვით, და არა სოფლის ამაოებას, რომ არ გაწბილდე სნეულების დღეებში და შენ სიკვდილის ჟამს, როგორც მდიდარი სოფლიური ამაოებით და ღარიბი რწმენით, სასოებითა და სიყვარულით - თუკი ამგვარად (ანუ გულმოდგინედ) არ ილოცებ".
"ილოცეთ ერთმანეთისთვის, მიუტევეთ ერთმანეთს, ყველაფერი დანარჩენი ამაოებაა, რომლის გარეშეც შეიძლება ცხოვრება. ოღონდ ეს უნდა გააცნობიეროთ"
/ახალმოწამე ტროფიმე ოპტინელი/
"დიახ, სრული ამაოებაა უპირატესი იმედის დამყარება რაიმეზე ან ვინმეზე, თუ არა ღმერთზე"
/აკაკი მინდიაშვილი/
"მცნებათა დაცვა და შიში ღვთისა სპობს ჩვენში ამაოების განცდას"
/აკაკი მინდიაშვილი/
"მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ვენ ყოვლისაგან ბიწისა.
ამ სიტყვებით ღმერთს ვევედრებით, ჩვენ შორის მოვიდეს, დაემკვიდროს და გვიხსნას ამქვეყნიური ამაოებისგან"
"როცა უფალი ხედავს, რომ ადამიანის გული არაა აღვსილი ამაოებით, რომ ადამიანი ცდილობს იცხოვროს სულიერი კანონებით, ინანიებს თავის ცოდვებს, კეთილია ადამიანების მიმართ, გასცემს მოწყალებას იქიდან, რაც აბადია, მაშინ ღმერთი უხვად აჯილდოებს მას მატერიალური სიკეთეებითაც, რამეთუ ისინი უკვე ხელს კი არ უშლიან, არამედ პირიქითაც - ხელს უწყობენ მისი სულის ცხნობებას"
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)