სულიწმიდის თემას მინდა შევეხო, თქვენი დახმარებით იმედია მცირედ გარკვეულობას მაინც შევიძენ ამ ურთულეს მოვლენას ეკლესიაში, რომეიც ნუგეშსცემს მორწმუნეს...
დავიწყოთ ნიკეა-კონსტანტინეპოლის მრწამსით:
...და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ...
სამების მესამე ჰიპოსტასი, რომელიც "ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს მადლითა თვისითა"
განკაცებული სიტყვა ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მოციქულებს დაპირდა:
"ვინც შესვამს იმ წყალს, მე რომ მას მივცემ, გახდება იგი წყარო წყლისა, - საუკუნო სიცოცხლისაკენ მსრბოლისა" (იოანე 7.39).
"ვისაც სწამს ჩემი, როგორც თქვა წერილმა, ცხოველი წყლის მდინარეები იდენენ მისი მუცლიდან" (იოანე 7.38).
განმარტავს რა ამ სიტყვებს მახარებელი, ამბობს:
"ეს თქვა სულის შესახებ, რომლის მიღებაც ელოდათ მისდამი მორწმნეებს" (იოანე 7.39).
"თუ გიყვარვართ მე, ჩემი მცნებები დაიცავით და მე ვთხოვ მამას, და სხვა ნუგეშისმცემელს მოგცემთ თქვენ, რომ დარჩეს იგი თქვენთან საუკუნოდ, - სული ჭეშმარიტებისა" (იოანე 14.15-17).
"ესენი გითხარით თქვენ, ვიმყოფები რა თქვენს შორის, ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმინდა, რომელსაც გამოგზავნის მამა ჩემი სახელით, - ის გასწავლით თქვენ ყველაფერს" (იოანე 14.25-26).
"როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე გამოვგზავნი თქვენთან მამის მიერ. ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისაგან გამომავალია, იგი სწამებს ჩემს შესახებ და გიმეგზურებთ თქვენ ყველა ჭეშმარიტებისაკენ" (იოანე 15.26).
მაშ ასე, მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ამაღლდა - ხოლო მოციქულებს ებრძანათ იერუსალიმში დარჩენა...
50-ე დღეს როდესაც ისინი ტაძრის ზედაქორედში იმყოფებოდნენ მოციქული ლუკას სიტყვებით:
"ხმოვანება იყო ციდან, როგორც მძლავრად მქროლი ქარისა, და აავსო სახლი, სადაც იყვნენ მსხდომარენი" (საქმენი 2.2)
მძლავრია ეს ქარი - დასძენს გრიგოლ პალამა -, როგორც ყველაფრის მძლეველი, უკეთურების ზღუდეთა გადამლახველი, მტრის ქალაქთა და სიმაგრეთა შემმუსვრელი, ამპარტავანთა დამამდაბლებელი, გულით მდაბალთა ამამაღლებელი, ბოროტად დარღვეულთა შემკვრელი, ცოდვისმიერ კრულებათა გამხსნელი და პყრობილებათა დამარღვეველი.
ამავე ქარმა აღავსო ის სახლი, სადაც ისხდნენ მოწაფეები და აქცია ეს სახლი მათთვის სულიერ განსაბანელად, აღასრულა რა ამით მაცხოვრის აღთქმა, ამაღლებისას რომ წარმოთქვა უფალმა:
„იოანემ მონათლა წყლით, თქვენ კი მოინათლებით სულიწმინდაში არამრავალი დღის შემდეგ“ (საქმე 1.5).
ამავე სულმა აჩვენა ჭეშმარიტება იმ წოდებისა, მათ რომ განუკითვნა უფალმა, რადგან ციდან მოსული ხმოვანების გზით მოციქულები ნამდვილად გახდნენ „ძეები ქუხილისა“.
ამჯერად სულიწმიდა როგორც ჰიპოსტასი განეცხადა კაცობრიობას ცეცხლის ენებით...
მოგვევლინა დიდი ხნის ნანატრი - ქროლვა სულისა წმიდისა, დაიბადა ქრისტეს ეკლესია! რომელიც ცოდვის მონობისგან განმათავისუფლებელია...
რამდენიმე კითხვა მაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით:
1. რა სახით ვლინდება სულიწმიდა ეკლესიაში?
2. თუ იგი ჩვენში მკვიდრობს, რატომ არ არის მანკიერება აღმოფხვრილი?
3. რას ნიშნავს აღვსება?
პ.ს ძალიან გთხოვთ, ჩემ მიერ მოკრძალებულად და სახელდახელოდ დეკლარირებული ტექსტის შევსებას, განსაკუთრებით საინტერესოა სამყაროს მდოგმარეობა (არსობრივი) სულითმოფენობამდე და სულთმოფენობის შემდეგ...
რა შეცვალა სულიწმიდის მოვლენამ?
მნათე
ჩემი ჭკვიანი ბაია
მნათე
"სიტყვები: "რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ" ნიშნავს იმას, რომ სულიწმინდა ლაპარაკობდა წინასწარმეტყველთა მიერ, ე.ი. წინასწარმეტყველნი ლაპარაკობდნენ და წერდნენ სულიწმინდის შთაგონებით".
/დეკ. გიორგი ყიფშიძე/
"წმინდა იოანე დამასკელი გვასწავლის:
"სულიწმინდას მამისგან გამომავალს და მამის სულს ვუწოდებთ; მაგრამ ძისგან გამომავალს არ ვუწოდებთ, თუმცა ძის სულად კი მოვიხსენიებთ".
"სულიწმინდის ნიჭია ეკლესიაში იერარქიული მსახურება. ეკლესია ცხოვრობს სულიწმინდათი და მხოლოდ სულიწმინდათი შეუძლია ადამიანსა და მსოფლიოს აღასრულოს თავისი დანიშნულება".
/დეკ. ოლეგ დავიდენკო/
სულიწმიდა არის მამისა და ძის ხელში მყოფი იარაღი! სულიწმიდა როგორც დამოუკიდებელი პიროვნება არსად არ წარმოჩინდება ბიბლიაში . სულიწმიდა არის მამის და ძის შემადგენელი ნაწილი . სულიწმიდა იგივე მამა ღმერთია და სულიწმიდა იგივე იესო ქრისტეა , ის ცალკე აღებული ანუ როგორც დამოუკიდებელი პირი, იპოსტასი არ არსებობს .
esre ars cheshmariteba
გეყოს ახლა .
სულიწმინდის გმობა არავის ეპატიება...
"წმინდა იაკობ ათონელმა ბრძანა:
სულიწმინდის მადლით გაბრწყინებულ კაცს, რომელსაც სულიერი თვალნი აეხილება, საღმრთო საიდუმლოებებზე საუბრისას, ბაგეთაგან გამოსდის ნათლის ღრუბელი და დაფარავს მსმენელთ. ამიტომაც არიან ისინი მხიარულნი და ბედნიერნი."
esre ars cheshmariteba
esre ars cheshmariteba
ჯერ წერ, დამოუკიდებელი პიროვნების სახით არსად წარმოჩინდება ბიბლიაში სულიწმიდაო, ხოლო შემდეგ წერ, სულიწმიდა ეს იგივე ძე და მამააო. საკუთარ თავს ეწინააღმდეგები, ან ლოგიკისა არა გაგეგება რა. ვინაიდან, თუ შენი თქმით იესო ქრისტე იგივე სულიწმიდაა, შესაბამისად სულიწმიდა პიროვნება იესოა და ამის შესაბამისად კი, ის ბიბლიაში არაერთგზის წარმოჩინდება პიროვნებად.
ასე, რომ სისულელე გაიმეორე, ანუ შენ კი არ თქვი ეგ, გაიმეორე. შენ რაც თქვი, შენით ეგ კი მკრეხელობაა. ვინაიდან ჰიპოსტასური სხვაობა არსებობს მამას, ძესა და სულიწმიდას შორის და არა არსობრივი. შენ ჰიპოსტასურადაც აიგივებ.
esre ars cheshmariteba
შესაკრებთა გადანაცვლებით, რომ ჯამი არ იცვლება იცი ეს?
სულიწმიდა თუ მამაა, მამა პიროვნებაა, შესაბამისად სულიწმიდა პიროვნებაა.
ეს შემადგენელი ნაწილი ეხლა შემოგყავს მსჯელობაში, მას შემდეგ რაც მიხვდი, რომ უბრალოდ სისულელე თქვი.
მაგრამ დავივიწყოთ, კარგი შენი აზრით მამა შედგენილია ესე იგი და შესდგება სულიწმიდისაგან და ................. კიდევ რისგან?
"ეკლესიის სიწმინდის წყარო და საფუძველი მისსავ სათავეში - სულიწმინდაშია, რომელიც მუდმივად გამოსცემს და აფრქვევს სიწმინდეს ეკლესიაზე. წმენდს მთელი ეკლესიის სხეულს, ანუ ყველას და ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ეკლესიის თავთან"
esre ars cheshmariteba
java script:paste('Giorgi Kadagishvili')
გიორგი ჩემი ტვინი უფრო ლოგიკაზე მუშაობს , შენი კი ალბათ უფრო შემოქმედებაზე , ასე რომ მიძნელდება შენთან დიალოგი. ჩემს პოსტს შენ პასუხობ არა ლოგიკურად არამედ შემოქმედითად , მე კი ლოგიკას ვითხოვ . ღმერთის ყოველელგანმყოფობაზე კი უბრალოდ ერთ მუხლს წარვადგენ დაბადება 11 :5_7 აქ უფალი ამბობს მაიტა ჩავალ და ენას ავურევო . მანამდე კი_ჩავიდა უფალი და ნახა ყოველივე . უფალი რომ თავად ჩასულიყო საწყლები სულ გადაიხრუკებოდნენ ! ლოგიკურია რომ სულიწმიდა ესაა ძალა რითაც უფალი კავშირს ამყარებს ნებისმიერ გარემოსთან და თუ სულიწმიდა თავად უფალია მაშინ კი უნდა გადახრუკულიყო შენი ბაბილონის გოდოლიც და ხალხიც ! ეჰ საწყალი სატანა კი კრუგებს ურტყავს მთელ ქვეყანას რომ დაესწროს ყოველივე მოვლენას
"აქ, უდაბნოში, მოჰბერა მას სულიწმიდამ"
"მისი რჩევები კი ნაყოფი იყო სულიწმინდისა"
"ჩვენი ქმნილი პერსონა, სულიწმინდის მადლით, ისე ერწყმის უქმნელ ღვთაებრივ ყოფას, რომ ღმერთი, როგორც უშუალოდ ჩვენი ცხოვრება, ჩვენსავე არსში შეგრძნებადი ხდება"
/არქმინადრიტი სოფრონი/
gigushka
რა ვქნათ ახლა ყვლამ თავის მოძღვრის "გამარიაჟება" დაიწყო თუ რაშია საქმე?
"სულიწმინდის მადლის მოხვეჭა - ია, ეს არის ეკლესიის ცხოვრების მთავარი სულიერი არსი. ეს არის ღვაწლი ქარიზმატულობისათვის, ეს არის ნუგეშინისმცემელში ნუგეშის ძიება"
"თითოეული ქრისტიანის მოღვაწეობის მთავარ მიზნად სწორედ სულიწმინდის მადლის მოხვეჭა იქცა, რადგან ეკლესიის წიაღში მყოფი და ღვთიური მადლით გარდაქმნილი ადამიანის სულიერი სამყარო გაცილებით უფრო აღმატებულია, ვიდრე პირვექმნილი ადამიანებისა, მიწიერ სამოთხეში რომ ცხოვრობდნენ".
[იესო ქრისტემ] თავის თავთან შეგვაერთა და სულიწმიდით დაგვწინდა"
"ესოდენი ღვაწლის წყალობით ნეტარმა [სერაფიმე საროველი] უვნებობა მიიღო, რომელიც ადამიანის გულში სულიწმინდის დავანების გზაა.
ვინც უვნებობას მიაღწია, ტაძარი შეიქმნება ხოლმე ცოცხალი ღმერთისა"
"წმინდა იაკობ ათონელმა ბრძანა:
სულიწმინდის მადლით გაბრწყინებულ კაცს, რომელსაც სულიერი თვალნი აეხილება, საღმრთო საიდუმლოებებზე საუბრისას ბაგეთაგან გამოსდის ნათლის ღრუბელი და დაფარავს მსმენელთ. ამიტომაც არიან ისინი მხიარულნი და ბედნიერნი".
"საუკუნე მისდევს საუკუნეს, მაგრამ სულიწმინდაში არაფერი ძველდება"
/არქიმანდრიტი სოფრონი/
"საღმრთო კეთილსურნელება გვიმჟღავნებს სულიწმინდის სიახლოვეს. ის მიმოიფრქვევა განწმენდილ ადგილებში, ანდა იქ, სადაც წმინდა ნაწილები იმყოფება"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ვინაიდან ღმრთის სიყვარული ჩაიღვარა ჩვენს გულებში სულიწმინდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ"
"სულიწმინდისეული სილაღე"
"სულიწმინდის მადლი, რომელიც მალულად ამოიზრდება სულისა და გონების ცხრაკლიტურიდან"
"სულიწმინდის მადლი ქრისტესთან დაწინდულ სულებს ნაწყალობევი აქვთ მსგავსად ნიშნობისა. როგორც ნიშნობის გარეშე ცოლი არ დაიჯერებს, რომ ოდესმე შეეუღლება ქმარს, ასევე სულიც არასოდეს ირწმუნებს უყოყმანოდ, რომ თანაეყოფა მეუფესა თვისსა და ღმერთს, ან ფარულად და უსიტყვოდ შეერწყმის და მის მიწვდომელ სილამაზეს დაეუფლება, ვიდრე არ ეგემებს ნიშნობის მადლს და გონებით არ გაითავისებს"
/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
"სულიწმინდის მობერვით"
„ბაგეებზე დაეფინა სულიწმინდის მადლი“
"რაც მეტად შეიძენდა სათნოებათა სიმდიდრეს, მით უფრო მიიღებდა სულიწმინდის მადლს"
"შიგნით უნდა მოხდეს დაზავება, სინთეზი სულიწმინდის ნიჭებთან"
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
„მისი აზრები იყო სულიწმინდის მადლით გაჟღენთილი, მოწეული, სურნელოვანი, „შვიდგზის განწმენდილი“ სულიდან მომდინარე“.
"უფალმა ჩვენზედ მოიღო სიყვარულით ენით უთქმელი, დაგვამწყალობა სულიწმინდით"
/წმ. გრიგოლ პალამა/
"[მამა ტიხონი] სულიერი საუბრის წინ ლოცულობდა, გონების განსანათლებლად სულიწმინდას მოიწვევდა. სხვებსაც ამას ურჩევდა. ამბობდა ხოლმე: "ღმერთმა სულიწმინდა დაგვიტოვა, რათა მან განგვანათლოს, ის არის მეუფე სამყაროსი, ამიტომაც ჩვენი ეკლესია ყოველ ღვთისმსახურებას ლოცვით იწყებს: "მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო". როცა ის ამას სულიწმინდაზე ამბობდა, სახე შეეცვლებოდა ხოლმე".
"შეიყვარეთ ტანჯვა, გათანგეთ სხეული, მოიპოვეთ თავმდაბლობა და შეიყვარეთ მტრები, რათა დასახლდეს თქვენში სულიწმინდა".
"ის, ვინც სულიწმინდის მადლით არის დამთვრალი".
"სული წმინდა (ქრისტიანში) არაფრით ისე არ დაიშრიტება, როგორც ამაო საუბრებით".
/ღირსი ანტონი დიდი/
"ო, ძმებო, თქვენ რომ შეგეძლოთ შეიგრძნოთ, დაღლილობა სულისა, რომელმაც სულიწმინდა შეიგრძნო და შემდეგ დაკარგა იგი; სულის დაღლილობა აუტანელია. ასეთ დროს იგი ენით აუწერელ მწუხარებასა და ნაღველშია".
/წმ. ბერი სილაუნ ათონელი/
„ვის შეუძლია, შეიცნოს სამოთხე? ვინც საკუთარ თავში სულიწმინდას ატარებს, ის ნაწილობრივ გაიგებს ამას, რამეთუ სასუფეველი სულიწმინდის სამეფოა, სულიწმინდა კი მიწაზეც და ზეცაშიც ერთი და იგივეა“.
/წმ. ბერი სილუან ათონელი/
"გმადლობ, მამაო უფალო, რამეთუ გვრწამს და აღვიარებთ სულსა წმიდასა შენგნით გამომავალსა, სულსა, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს მადლითა შენითა, რომელ არს უძლურთა მკურნალი, დაცემულთა საყრდენი, ნაკლულოვანთა სრულმყოფელი. გმადლობ შენ, წმინდაო სამებაო, აღმავსებელო ჩვენო ძალითა შენითაო".
/ილია II/
"ვისაც განუცდია ოდესმე დიდი სიხარული, ეს სულიწმინდა იყო".
"ადამიანს შეუძლია მადლი მოიხვეჭოს მხოლოდ სულიწმინდით აღჭურვილ წყობაში. სულიწმინდა იქ ვერ იმკვიდრებს, სადაც სიყალბე, სიცრუე, გადახვევა და სიწმინდის პროფანაციაა".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
,,სულიწმინდა პირველ საუკუნეთა ნათელია, იგია საუკუნო ცხოველმყოფელი ცეცხლი, ცხოვრების მომცემელი და თვით სიცოცხლეც. იგია გონება და ძალა, რომლის სიღრმის წვდომასა და აღწერას ვერასდროს შეძლებს ვერც ერთი მოკვდავი, და არა მარტო მოკვდავი, თვით ზეციურ ანგელოზთა დასნიც კი. ვინც იტყვის, ვიცი სულიწმინდაო - ცდება, რადგან მხოლოდ ღმერთმა უწყის ჭეშმარიტად მის შესახებ, რამეთუ თავად ღმერთია იგი: „ღმრთისა არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისაგან“.
„-გევედრები, უფალო, აღმავსე სულითა წმინდითა, განმაძლიერე, გონიერ-მყავ, რათა ბოლომდე გიერთგულო!“
"მოციქულ პავლეს მტკიცებით: "არავის ხელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა" (1 კორ. 12:3). ამრიგად, იესო ქრისტეს უფალი მხოლოდ მან შეიძლება უწოდოს, ვის გულსაც ასე თუ ისე სულიწმინდა უკვე მოეფინა".
"ერთხელ ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი სულიწმინდის მადლით ისეთ გაბრწყინებას შეიგრძნობდა, რომ წამოიძახა: "ო, ღმერთო! ალბათ, სამყაროში ამ ნეტარებაზე უფრო მეტი სიკეთე არ არსებობს!" და მან ასეთი პასუხი მიიღო: "ის, რასაც აქ, ამქვეყნად წმინდანები ხორციელად შეიგრძნობენ, მომავალ სამოთხისეულ ნეტარებასთან შედარებით, როგორც ქაღალდზე ნახშირით დახატული მზე, ისე გამოიყურება!"
"გრიგოლ ღვთისმეტყველი სულიწმიდის შესახებ გვასწავლის:
"სულიწმიდა ყოველთვის იყო, არის და იქნება; მას არც დასაბამი აქვს და არც დასასრული... სულიწმიდა ყოველთვის მისაღებად გვევლინება და არა რაიმეს მიმღებად; მისით ყოველთვის სრულიქმნება და არა სრულქმნისათვის განიკუთვნება; ის - ყოველთვის აღავსებს და არა აღივსება; ის - მაკურთხებელია და არა საკურთხებლად მოწოდებული; ის - განმაღმრთობელია და არა გასაღმერთებლად გამამზადებელი; სულიწმიდა მუდმივი და უცვლელია, ის - უხილავია და დროშეუვალია; ის - სიცოცხლეა და მაცოცხლებელია; ის - თვით არის ნათელი და განმანათლებელი; ის - საწყისი და წყაროა მადლისა; ის - სულია მაცხოვარებისა და მთავრობისა (ფს. 50:12-14), ის - უფალია (2 კორ. 3:17), ის - წარმგზავნელია (საქ. 13:4), გამომრჩეველია (საქ. 13:2), თავად არის საკუთარი უხრწნელი ტაძრის აღმშენებელი (კოლ. 2:22), ჭეშმარიტებისაკენ გამძღოლი (ინ. 16:13), თუ ინებებს, შემაწევარი (1 კორ. 12:11), ის გასცემს არა მონობის, არამედ შვილობის სულს (რომ. 8:15), თვით სულია იგი ჭეშმარიტებისა (ინ. 14:17), სული სიბრძნისა, გონიერებისა, რჩევისა, ძლიერებისა, ცოდნისა და უფლის მოშიშებისა (ეს. 11:2-3). მისით შეიმეცნება მამა და განდიდდება შვილი" (ინ. 16:10)".
"სულიწმიდის ღვთაებრივ ღირსებაში ეჭვს შეიძლება ის ფაქტი იწვევდეს, რომ წმინდა წერილში წარმოდგენილი ღვთაებრივი პირების ჩამოთვლაში, სულიწმიდა თითქმის ყოველთვის ბოლო - რიგით მესამე პირად იხსენიება. თუმცა, წმინდა წერილში გვხდება ადგილები, სადაც სულიწმიდა რიგით მეორეა... უფლის წინასწარ ცოდნითა და სულის სიწმიდით მორჩილებისა და იესო ქრისტეს სისხლის პკურებისათვის! (1 პეტრ. 1:2)".
"სულიწმინდა იქ ივანებს, სადაც მას კარს ნებაყოფლობით უღებენ და სადაც მას, როგორ ყველაზე ძვირფას და სასურველ სტუმარს, ისე მოელიან".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"სულიწმიდა დიდებაა ქრისტიანთა"
/დეკ. პავლე ქინქლაძე/
"როცა სულიწმიდაზე ლაპარაკობ, ვერიდე, რათა არ წარმოიდგინო ეს სხეულებრივად, არამედ - სულიერად".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"მოციქული პავლე სულიწმინდას ღმერთთან მიმართებით ისევე წარმოგვიდგენს, როგორც ადამიანის სულს ადამიანთა მიმართებით, ის წერს: და მართლაც, რომელმა ჩვენგანმა იცის, რა არის ჩვენში, თუ არა ჩვენივე სულმა? ასევე ღვთისაც არავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა (1 კორ. 2:11)".
"მასზე ბევრი რამ ისეთიც გამიგია, რასაც იგი ჩვეულებრივ მოკვდავთა რიგიდან გამოჰყავს და შუბლზე სულიწმინდის მიერ განსაკუთრებული ცხებულობის ბეჭედს ასვამს."
"სულიწმინდის მიღების ღირსნი წმინდანები ხდებიან და ისინი მისი ტაძრები არიან".
"სულიწმინდა ადამიანში - არის სახლთმეუფე".
"სულიწმინდა იქ ივანებს, სადაც მას კარს ნებაყოფლობით უღებენ და სადაც მას, როგორც ყველაზე ძვირფას და სასურველ სტუმარს, ისე მოელიან".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"დღეს კაცობრიობა დგას მრავალი პრობლემის წინაშე, მრავალი საკითხის წინაშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სირთულეში არ დავკარგოთ სულიწმინდა. რით მოიპოვება სულიწმინდა? თავმდაბლობით, მორჩილებით, კეთილი საქმეებით. აი ამაზე ზრუნავდა ქართველი ადამიანი".
/ილია მეორე/
"სულიწმინდის ნიჭის უქონლობას მივყავართ ბოროტებამდე, სულის ცოდვილ მდგომარეობამდე, არანორმალურ ყოფამდე"
"სულიწმიდა პიროვნული ღმერთია"
"სულიწმინდა ყველგან აღწევს. ამიტომ მას, ვინც სულიწმინდის მიერ არის განმსჭვალული, აქვს ღვთის ცოდნა. უწყის წარსულიც, აწმყოც და მომავალიც. მას ამას სულიწმინდა უცხადებს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"იცოდე, ძმაო, ვისთანაც სულიწმინდაა, ცოდვათა ბორკილებისგან თავისუფალია"
/ღირსი იოანე სინელი/
"სულიწმინდა არის სიყვარული, მშვიდობა და სიტკბოება, სულიწმინდა გვასწავლის ღვთისადმი სიყვარულს, სიყვარულს მოყვასის მიმართაც"
/წმ. სილუანი/
"ხალხის წინაშე კმევით გამოიხატება სურვილი, რომ მლოცველებზე გადმოვიდეს სულიწმიდა, განწმიდოს და აღავსოს ისინი მშვიდობით და სიხარულით. ამრიგად, ჩვენ ყოველი კმევის შემდეგ ვიღებთ მადლს. ამიტომ კმევის დროს თავს ვიდრეკთ, როგორც თავმდაბლად მიმღებელნი სულიწმიდის მაცხოვნებელი მადლისა"
"სულიწმიდა, რომელსაც ახლა საკმევლის კეთილსურნელება წარმოადგენს, ყოველთვის სუფევს ეკლესიაში"
"სულს კი დაუძლურების ჟამს ერთადერთი წამლობა აქვს. ეს არის სულიწმიდა, მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი"
"შინაგანი სამოთხე - სულიწმიდის მადლი"
"სულიწმიდა ადამიანის გულში ცეცხლივით მოქმედებს"
"მჭვრეტელობა ნიჭია ნუგეშინისმცემელი სულიწმიდისა, რომელიც ღვთისმოყვარულ სულს თვალს უხელს. მჭვრეტელობა განსჯისგან აღმოცენდება და სიწმინდისა და მოკრძალების ნაყოფია"
/ბერი ანთიმოზი/
"თხზულება, რომელიც მან [წმ. ბასილი დიდი] ამის შესახებ დაწერა, ცხადყოფს, რომ იგი სულიწმიდის სამელნესა შინა ამოწებული კალმით შეიქმნა"
"სულიწმინდაში შეიმეცნება უფალი და სულიწმინდა არის ყველა ადამიანში: სულშიც, გონებაშიც, სხეულშიც; ასე შეიცნობა ღმერთი ცაში და დედამიწაზეც"
/წმ. სილუანი/
"წმინდანებს უფალმა აჩუქა სულიწმინდა და მათ სულიწმინდაში ვუყვარვართ ჩვენ"
/წმ. სილუანი/
"ზეცაში ყველა ცხოვრობს და მოძრაობს სულიწმინდით. დედამიწაზეც იგივე სულიწმინდაა. იგი ცხოვრობს საიდუმლოებებში; იგი არის წმინდა წერილებში; იგი არის მორწმუნეთა სულებში. სულიწმინდა ყველას აერთიანებს"
/წმ. სილუანი/
"ვერავინ ვერსად დაემალება სულიწმიდას, ვერც კეთილისმოქმედი და ვერც ბოროტისმოქმედი, არ არსებობს არც ერთი ზრახვა ადამიანის გულში, რომელსაც სულიწმიდა ვერ გაიგებს. ამიტომაც სულიწმიდა ნუგეშინისმცემელია კეთილთათვის, დამკვიდრებაა სიყვარულისა და მშვიდობისა, ბოროტმოქმედთათვის კი მეტად საშიში"
"სულიწმინდის ამბიონი"
"ძველ აღთქმაში სულიწმინდა ჰიპოსტასურად, პიროვნულად კი არ ვლინდება, არამედ როგორც ღვთაებრივი ძალა. ძველი აღთქმის წიგნებში მას სული ღვთისა ეწოდება".
"უფალთან ერთად სულიწმინდა ათავისუფლებს ადამიანს ცოდვის მონობისგანაც"
"სულიწმინდის ჭურჭლად მოირთო"
/წმ. მაკარი დიდი/
"სული წმიდამ განისვენოს შენში და შენზედა, განგამდიდროს, შეგამკოს, უკვდავება გიბოძოს, მასვე პატივი და თაყვანისცემა შვენის თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნითი უკუნისამდე, ამინ."
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"უფლის ყველა სასწაული დამოწმება იყო სულიწმინდის, როგორც სიყვარულის ცხოველმყოფელი ძალის შესახებ, ხოლო ეჭვს იმისა, რომ ისინი აღესრულება არა სულიწმინდის ძალით, უფალმა მიუტევებელი გმობა უწოდა".
"ესაია ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა შორის ყველაზე ხშირად საუბრობს სულიწმიდაზე"
"ღმერთის სული ისეთი ძვირფასი რამაა, რომ თავგანწირვით უნდა დაღვარო სისხლი, არა თუ მის შესაძენად, არამედ უბრალოდ თვალი რომ გაუსწორო, ამისთვის".
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"თუ სულიწმინდის მადლი არა აქვს, ადამიანი სრულიად უვარგისია. სულიწმინდა არის სინათლე - საღმრთო სინათლე. ამაშია ყველაფრის საფუძველი".
/ღირსი პაისი ათონელი/
"თუმცა სულიწმინდა ერთია, მისი ძღვენი თანაბარი არაა, ვინაიდან სულიწმინდის მიმღებნი თანაბარნი არ არიან".
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"სულიწმინდა ძალიან ჰგავს საყვარელ დედას, მშობლიურს. დედას უყვარს თავისი შვილი და ეცოდება იგი, ასევე სულიწმინდას ვეცოდებით ჩვენ, გვპატიობს, გვკურნალობს, გვაფხიზლებს, გვახარებს... და შეიმეცნება სულიწმინდა მორჩილებით ლოცვაში".
/წმ. სილუანი/
"სული წმიდა სიყვარულია და ეს სიყვარული ზეცის წმიდა მკვიდრთა სულებშია განფენილი. იგივე სული წმიდაა განფენილი ამა სოფლად, ღვთის მოყვარულთა სულებშიც".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"უფალიც, მისი დიდებაც და ყოველივე ზეციერიც მხოლოდ სული წმიდის მიერ შეიცნობა"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"სული წმიდის მიერ შევიცნობთ უფალს და სული წმიდის მიერ გვიყვარს იგი, სული წმიდის გარეშე კაცი ცოდვილი მიწაა მხოლოდ".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"სული, რომელსაც ერთხელ მიეცა სული წმიდა, გემოთი სცნობს მას"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"სული წმიდა გონივრულად უნდა დავიცვათ, რადგან ერთი ბოროტი აზრისთვისაც კი ის ტოვებს სულს"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"სული წმიდის მიერ შევიცნობთ უფალს და იგი დაივანებს მთელ ადამიაში: სულში, ხორცსა და გონებაში"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"სული წმიდა ასწავლის სულს, გამოუთქმელად უყვარდეს ადამიანები"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"სული წმიდა ღვთის საიდუმლოებებს გვიცხადებს; სული წმიდა ასწავლის სულს, გამოუთქმელად უყვარდეს ადამიანები. სული წმიდა ისე ამკობს სულსა და ხორცს, რომ კაცი ხორციელად უფალს ემსაგვსება, იგი მარად უფალთან ერთად იცხოვრებს ზეცაში და იხილავს დიდებას მისას".
/ღირსი სილუანე ათონელი/
" - ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაი, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის.
ბერი ექვთიმე ზიგაბენი:
"თუკი მამა სხვადასხვა სახით ამოწმებდა, ჩემზე, რა თქმა უნდა, სულიწმიდაც სხვადასხვა საშუალებით დაამოწმებს ჩემ შესახებ. იმით, რომ გაანათებს თქვენს სულებს გაცილებით დიდი ცოდნისათვის და აღასრულებს სასწაულებს ჩემი სახელით.
ყურადღება გაამახვილე, რომ სულიწმიდას გზავნის ძე, როგორც მამის სწორი, მაგრამ გზავნის მამის მიერ, რადგან სულიწმიდა მამისაგან გამოდის; ამიტომ სულიწმიდან, ძის მსგავსად, ყველაფერი იცის, რაც იცის მამამ. თუკი ვინმე იკითხავს, რატომ არ იწოდება სულიწმიდა ძედ, თუკი ის გამოდის იმავე მამისაგან, ჩვენ ვიტყვით: იმიტომ, რომ ის არ იშვება ძის მსგავსად, არამედ გამოდის მისგან სხვა სახით; შობილს შეეფერება სახელი ძე, გამომავალს - სული. ხოლო, თუკი მაინც გააგრძელებს ვინმე შეკითხვას, თუ რას ნიშნავს სულიწმიდის ეს გამომავლობა, ვუპასუხებთ: გვითხარი, რას ნიშნავს ძის შობა და ჩვენ აგიხსნით, რას ნიშნავს სულიწმიდის გამომავლობა. ძე და სულიწმიდა რატომ არ იწოდებიან ძმებად, თუკი მათ ერთი და იგივე მამა ჰყავთ? იმიტომ, რომ ისინი ერთნაირი სახით არ გამოდიან მამისგან: ძე იშვება, სულიწმიდა კი - გამოდის მისგან".
"დიდება უფალს და მის მოწყალებას, რომ ჩვენ, მის ცოდვილ მონებს, უცხადებს თავს სული წმიდის მიერ, და სული უფრო უკეთ იცნობს მას, ვიდრე მშობელ მამას, რადგან მამა ჩვენს გარეთ არის, სული წმიდა კი მთელ ჩვენს სულს, გონებას და ხორცს განმსჭვალავს".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"ჰოი, სულო წმიდაო, განუშორებლად ჰგიე ჩვენთანა, კეთილ არს ჩვენდა შენთან ყოფნა"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"უფალმა მოგვცა მიწაზე სული წმიდა, სული წმიდის მიერ შიცნობა უფალი და ყოველივე ზეციური, ხოლო სული წმიდის გარეშე კაცი ცოდვილი მიწაა მხოლოდ".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"სული წმიდა სიყვარულია და სულის, ხორცისა და გონების სიტკბოება; და ვინც სული წმიდის მიერ შეიცნო ღმერთი, ის დღე და ღამე დაუცხრომლად მიისწრაფვის ცხოველი ღმერთისკენ, რამეთუ ღვთის სიყვარული მეტად ტკბილია. მაგრამ როცა სული კარგავს მადლს, კვლავ ცრემლით დაეძებს სული წმიდას"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"თუ სულიწმიდას არ ვეძებთ, მაშინ ამაოა ყველა ჩვენი შრომა და საქმიანობა; უსარგებლოა გზა, რომელიც ამ მიზნისკენ არ მიდის"
/ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
"გამუდმები მლოცველის გულში უფლის მხურვალე სიყვარული ინთება და სულის განმწმედნი სულიწმინდის მადლით ივსება"
/ღირსი მაკარი დიდი/
"ვფიქრობ, რომ სულიწმიდის მადლი უფრო მალე მათ აღავსებს, ვინც მთელი გულით შეუდგება ღვაწლის აღსრულებას და თავიდანვე გადაწყვეტს მედგრად და მტკიცედ იდგეს და არც ერთი ბრძოლა არ დაუთმოს მტერს, სანამ არ დაამარცხებს"
/ღირსი ანტონი დიდი/
"უზენაესი ღმერთია სულიწმინდა"
/წმ. გრიგოლ ნოსელი/
"მადლი ანუ მადლისმიერი ნიჭნი პირადად სულიწმინდისგან გვეძლევა, ამიტომ უხვად მადლმოსილ ადამიანზე ამბობენ, მან სულიწმიდა მოიხვეჭა, ანდა სულიწმიდით აღივსო".
"ჩვენ ტაძარნი უფლისანი ვართ იმიტომ, რომ ჩვენში ცოცხლობს სულიწმიდა, შესაბამისად, სულიწმიდა არის ღმერთი"
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"ღვთის საიდუმლოებათა ცოდნა ხელეწიფება მარტოოდენ სულიწმიდას"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"რა სარგებლობა აქვს გემს ანძის, მესაჭის, მეზღვაურების, აფრებისა და ღუზისაგან, თუ ქარი არ არის? მაშ, რა სარგებლობა უნდა ჰქონდეს მჭევრმეტყველობას, გონებამახვილობას, ცოდნას, განათლებას, გონიერებას, - თუ სულში სულიწმიდა არ არის?!"
"რჯულის დაცვით გვეძლევა სულიწმიდის დახმარება"
/პროფესორი ალექსანდრე ივანოვი/
"ღმერთმა ინებოს, რომ მადლი სულისა წმიდისა შევიდეს ყოველ ჩვენგანში და გაათბოს ჩვენი გაციებული გულები!"
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/
"სულიწმიდა იყოს თქვენ ზედა და ძალი მაღლისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ამინ!"
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/
"ვერავინ ვერსად დაემალება სულიწმიდას, ვერც კეთილისმოქმედი და ვერც ბოროტისმოქმედი, არ არსებობს არც ერთი ზრახვა გავლებული ადამიანის გულში, რომელსაც სულიწმიდა ვერ გაიგებს. ამიტომაც, სულიწმიდა ნუგეშინისმცემელია კეთილთათვის და საშიშია ბოროტთათვის".
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/
"მრავალმეტყველი ადამიანი არ უტოვებს თავის თავში ადგილს სულიწმიდას"
/წმ. ანტონი დიდი/
"რაც ხომალდისთვისაა გამოცდილი ბოცმანი, იგივეა სულიწმიდა ადამიანებისათვის სულიერი ცხოვრების ოკეანეში მოგზაურობისას, რომელიც ხიფათითაა აღსავსე".
"ვისაც ხორცი ეცოდება, მასში ვერ იქნება სულიწმიდა"
"დგას როიალი, მზადაა დასაკრავად, მისი სიმები დაჭიმულია, თავი ახდილი აქვს... მაგრამ დუმს. რატომ დუმს? იმიტომ რომ არ ჰყავს შემსრულებელი. ვინ არის ეს შემსრულებელი? ის სულიწმიდაა. სახარებაში ხომ ნათქვამია: "მივიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ" (იოან. 14.23). მოვა სულიწმიდა და გააერთიანებს ცოდვით გაპობილ გრძნობებს სულისა და სხეულისა; მაშინ დაიწყებს ადამიანი ცხოვრებას ღმერთში და ღმერთისთვის".
/არქიმანდრიტი ლაზარე/
"უტიფარი ადამიანები სულიწმიდის გმობის პირველ სტადიაში იმყოფებიან. მეორე სტადიაში ისინი არიან, ვისაც ეზიზღება საღვთო, მესამე სტადიაში ეშმაკები იმყოფებიან".
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"სულიწმიდა ერთგან ასეთი და სხვაგან - ისეთი არ არის. ის ერთია და ნიჭთა სიმრავლეს ფლობს. იგი არ არის სული შფოთისა, ის სიმშვიდის, სიყვარულის სულია".
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"სულიწმიდა არის სინათლე - საღმრთო სინათლე. ამაშია ყველფარის საფუძველი"
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"თუმცა სულიწმიდა ერთია, მისი ძღვენი თანაბარი არაა, ვინაიდან სულიწმიდის მიმღებნი თანაბარნი არ არიან"
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"რა ზომის სარწმუნოებითაც აღვასრულებთ ღვთის მცნებებს, სულიწმიდა თავის ნაყოფს იმდენად აღმოაცენებს ჩვენში"
/წმ. მარკოზ მოსაგრე/
"როცა ადამიანი სულიწმიდას მასში დამკვიდრების საშუალებას აძლევს, განიწმინდება ვნებებისგან, ნათლდება, პოულობს შინაგან წონასწორობასა და ერთობას"
/არქიმ. გიორგი (კაფსანისი)/
"სულიწმიდა არის სიყვარული და ეს სიყვარული გადმოღვრილია ზეცად მცხოვრები ყველა წმინდანის სულზე და აქ, დედამიწაზე, ღმერთის მოყვარულ სულებზე"
/წმ. სილუანი/
"სულიწმიდა ადამიანს ანიჭებს ჭეშმარიტ სიხარულს, მხნეობას, სიმშვიდეს, თავმდაბლობას, მორჩილებას... სულიწმიდის დახმარების გარეშე შეუძლებელია საკუთარი თავის შეცნობა, საკუთარი სულის მდგომარეობის დანახვა-განჭვრეტა"
/დეკ. ირაკლი კუთხაშვილი/
"სულიწმიდა მცნობელობის მომნიჭებელია, იგი გონიერი ნათელია, რომელიც ძიებათა ჟამს გარკვეულ სიცხადეს ანიჭებს ყოველ გონიერ ძალას"
/წმ. ბასილი დიდი/
"ეკლესია გვასწავლის, რომ არსებობს სულიწმიდა, უფალი უფლისაგან, კეთილი კეთილისაგან, უკვდავი უკვდავისაგან, ყოვლადძლიერი ყოვლადძლიერისაგან, ჭეშმარიტება ჭეშმარიტებისაგან, სინათლე სინათლისაგან, სიცოცხლე სიცოცხლისაგან"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"სულიწმიდა (ქრისტიანში) არაფრით ისე არ დაიშრიტება, როგორც ამაო საუბრებით"
/წმ. ანტონი დიდი/
"სულიწმიდა იწოდება ნუგეშის მომნიჭებლად - ასეთია მშვიდობა, სიხარული და დაუსრულებელი ნეტარება - და მოქმედებს მორწმუნეთა სულებზე, რომელთაც, როგორც დედა, ანუგეშებს კეთილ საქმეებში, მწუხარებაში, სნეულებასა თუ სარწმუნოებისადმი თავდადებაში. სულიწმიდა ნუგეშინისმცემლად იწოდება ასევე საპირისპიროდ ბოროტი სულისა, რომელიც ხშირად აშფოთებს ჩვენს სულებს".
"სულიწმიდა იძლევა იმდენს, რამდენის მიღებაც შეგვიძლია. მისი წყალობა ყოველთვის უხვია მათთვის, ვისაც წმინდა გული აქვს. წმინდა გული არის წალკოტი სულიწმიდისა მრავალი კეთილი ნაყოფით: სიყვარულითა და სიხარულით, მშვიდობითა და მოთმინებით, პატიოსნებითა და სათნოებით, რწმენით, სიმშვიდითა და თავშეკავებით"
/წმ. კირილე იერუსალიმელი/
"რამდენი რამ სახარბიელო არის ამქვეყნად, მაგრამ ქრისტიანები ისწრაფვიან უპოვარებისკენ. რატომ? იმიტომ, რომ ისინი დააპურა სულიწმიდამ"
/წმ. კირილე იერუსალიმელი/
"სულიწმიდა არის ძალიან დიდი, საოცარი და ყოვლადძლიერი. დაფიქრდი: რამდენი სული ვართ ამქვეყნად? ის იმყოფება ჩვენ შორის და ხედავს ყოველ ჩვენს ქმედებას. კითხულობს ჩვენს ზრახვებსა და სინდისს, აგრეთვე ესმის, რასაც ვლაპარაკობთ. ხედავს რას ვფიქრობთ, რა გვწამს. საოცარია პირდაპირ!"
/წმ. კირილე იერუსალიმელი/
"ერთხელ, წირვის დროს, როდესაც წარმოთქვა [ღირსი ეფრემ კატუნაკელმა]: "მშვიდობა ყოველთა", გაკვირვებულმა გაიფიქრია: "კი მაგრამ, ბერისგან მე ვიღებ მადლს; ახლა როგორღა ვაკურთხებ მას?" "მე ვაკურთხებ", - მოესმა ხმა ოლარიდან და მიხვდა, რომ სულიწმინდა აკურთხებს მღვდელმსახურის მიერ"
"სულიწმიდა მშვიდობის სულია და ყოველი მრისხანე ადამიანი, ვინც კი რისხვას ავლენს, უცხოა სულიწმიდისთვის, და ის არ შევა იმ ადამიანში, ვინც ამ ვნებას არ ებრძვის"
/მღვდელი დანიელ სისოევი/
"გონიერი ლოცვით მოიხმობენ საკუთარ გულებში სულიწმიდის ცვარს, ისევე როგორც ელიამ მოიხმო წვიმა კარმელის მთაზე"
/წმ. გრიგოლ პალამა/
"სულიწმიდა ვლინდება მორჩილებაში, უფალ იესოს მოუკლებელი მოხმობითა და მისი შეცნობით, ანუ ღმერთის ხსოვნით"
/ღირსი გრიგოლ სინელი/
"სულიწმიდა ყოველთვის ჰგიეს იქ, სადაც ლოცვაა და, პავლე მოციქულის თქმით, უფალს ვერავინ უწოდებს იესოს, თუ არა სულიწმიდით"
/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/
"სულიწმიდა დიდებაა ქრისტიანთა"
"ეკლესიაში, მის ყველა მსახურებაში, საიდუმლოსა და ლოცვით ღაღადისში სიწმინდის სული სუნთქვას, მშვიდობის სული, სიცოცხლისა და ცხოვნების სული, ეს კი მხოლოდ სულიწმიდისათვის არის დამახასიათებელი"
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"სხვა დროს, როდესაც გონებით ლოცულობ შენი გულის სიღრმიდან, შენ გეწვევა სულიწმიდა და შენ ირგვლივ მყოფობს, მსგავსად სუფთა მტრედისა. ეს გასაგები ხდება შენთვის, რადგან სულიწმიდის სახელით ხარობ და ლმობიერდები და უფრო მეტადაც, ვიდრე ხარობ და ლმობიერდები მამისა და ძის სახელით. მაშინ ამ სტუმრობას ეწოდება სულიწმიდის სტუმრობა"
"თუკი შენი გულის სისხლი გაეცი, სულში სულიწმიდა მიიღე"
"თავისი არსით ყოველი ჩვენი ქმედება უსათუოდ ან მიგვაახლოებს ღმერთს, ან პირიქით, განგვაშორებს მას. აქედან გამომდინარე, ყოველი საქმე სრულდება შიშით, რომელსაც საღვთოს უწოდებენ. სულს არა მარტო აშკარად უკეთური საქმე აშინებს, არამედ აზრიც, რომელსაც შეუძლია სულიწმიდის დამწუხრება, მან რომ შეიყვარა"
/ღირსი სოფრონი (სახაროვი)/
"მოტოვილოვთან საუბარში ღირსი სერაფიმე საროველი აღშნიშნავს: "ჩვენი ცხოვრების ჭეშმარიტი ქრისტიანული მიზანი არის ღვთის სულიწმიდის შეთვისება. მარხვა, ფხიზლობა, ლოცვა, მოწყალების გაცემა და ქრისტეს გულისთვის გაკეთებული ყოველი კეთილი საქმე ღვთის სულიწმიდის მოპოვების საშუალებაა"
"სულიწმიდა ჭეშმარიტ ლოცვას ასწავლის. არავის, ვიდრე არ მიიღებს სულიწმიდას, არ შეუძლია ილოცოს ისეთი ლოცვით, რომელიც ნამდვილად ესათნოება ღმერთს"
/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/
"იცოდეთ, რომ სულიწმიდა რამდენადაც კეთილია, იმდენად სწყურია ადამიანთა სხვა, ისეთივე თვინიერი, უმანკო, სულგრძელი და მრავალმოწყალეა".
/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/
"როგორც სახარებიდან, ასევე საქმეების წიგნის პირველი და მეორე თავებიდან გამომდინარეობს, სულიწმიდა მხოლოდ თორმეტ მოციქულზე გარდამოვიდა. და არა ყველა მოწაფეზე, რომლებიც იმ დროს იერუსალიმში იმყოფებოდნენ, რომელთა რიცხვიც სულ მცირე 120 კაცი იყო"
"როგორც ფუტკრებს იზიდავს ნექტრით სავსე ყვავილები, ისე უახლოვდება სულიწმიდაც იმ გულსა და გონებას, რომელიც სათნოებათა და კეთილ გულისზრახვათა უტკბეს ნექტარს გამოყოფენ"
/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/
"სულიწიდის უხვი წვიმა"
"სინდისის მიერ ნაჩვენები გზა სულიწმინდით იმართება და ღვთის სჯულს არ ეწინააღმდეგება. ადამიანმა უნდა ისმინოს სულიწმიდის წყნარი ხმა"
"სულიწმიდაა ეკლესიის ასეთი აღმშენებელი: ის არის, ვინც მორწმუნეებს ქრისტეს სხეულთან აერთიანებს, სწორედ სულიწმიდა აცოცხლებს სხეულს და სხეულის ყველა ორგანოს კოორდინირებულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს"
"სულიწმიდის საყდარი და განსასვენებელია სიმდაბლე, მშვიდობა, სიყვარული და, აქედან გამომდინარე, ქრისტეს ყველა მცნება"
/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/
"სულიწმიდა არის ძალიან დიდი, საოცარი და ყოვლადძლიერი. დაფიქრდი: რამდენი სული ვართ ამქვეყნად? ის იმყოფება ჩვენს შორის და ხედავს ყოველ ჩვენს ქმედებას. კითხულობს ჩვენს ზრახვებსა და სინდისს, აგრეთვე ესმის, რასაც ვლაპარაკობთ. ხედავს, რას ვფიქრობთ, რა გვწამს. საოცარია პირდაპირ!"
/წმ. კირილე იერუსალიმელი/
"ღმერთს სულიწმიდის მიერ შევიმეცნებთ. ეს ახალი, ჩვენთვის უცნობი ორგანოა, უფალმა რომ მოგვანიჭა, რათა მისი სიყვარული და მისი სახიერება შევიცნოთ. ეს რაღაც ახალი თვალი, ახალი ყურია, რომ ვიხილოთ უხილავი და გავიგონოთ გაუგონარი.
ეს იგივეა, ფრთები რომ გიბოძონ და გითხრან: ახლა კი შეგიძლია მთელ სამყაროში იფრინო.
სულიწმიდა სულის ფრთებია"
/ახალმოწამე ვასილი ოპტინელი/
"სულიწმიდა - სულის ფრთებია"
"მას, ვინც სული წმინდისგან არის დატყვევებული, არ შესწევს უნარი ვინმე შეიძულოს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ღვთის ან მოყვასის მიმართ უმცირესი დრტვინვაც კი განდევნის სულიწმიდას"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"სულიწმინდა ყველგან აღწევს. ამიტომ მას, ვინც სულიწმინდის მიერ არის განმსჭვალული, აქვს ღვთის ცოდნა. უწყის წარსულიც, აწმყოც და მომავალიც. მას ამას სულიწმინდა უცხადებს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ის, ვინც სულიწმიდით ცხოვრობს, მის ნაყოფებსაც ატარებს საკუთარ თავში"
/ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე/
"გარდამოვიდა სულიწმიდა და მყოფობს იგი ეკლესიაში, იგი თითოეულ ადამიანში, თითოეულ მორწმუნეში ქრისტეს საქმეს აღასრულებს. ყოველი ქრისტიანი მონაწილეა სულიწმიდისა. ეს ყოველივე იმდენად აუცილებელი რამ არის, რომ თუკი ვინმე არ ფლობს სულს, ის არცაა ქრისტიანი"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"სწორედ სული წმინდა ლოცულობს ჩვენში, სული წმინდა გვასწავლის სულიერ ღვაწლს, შეგვეწევა და გვანიჭებს ძალას საღვთო მცნებების აღსასრულებლად, ხორციელი თუ სულიერი მოწყალებითი საქმეების შესასრულებლად, ღმერთთან შესაერთებლად, განსაღმრთობელად, ცათა სასუფევლის მოსაპოვებლად. მან, როგორც ხატოვნად ამბობს სილუან ათონელი, ისე მორთო ადამიანი, იმდენი რამ უბოძა, რომ შესაძლებლობა მისცა, უფალს დაემსგავსოს"
/აკაკი მინდიაშვილი/
"როდესაც, ჩემო საყვარელო მამებო, ეს მოგივათ, ანუ როდესაც იგრძნობთ სულიწმიდის სიახლოვეს და მისი თქვენთან ყოფნის აუცილებლობას - ჩვენ ხომ ჯერ არ მიგვიღწევია მისი მოხვეჭისთვის - მაშინ ვნახეთ, რომ გული ბევრად უფრო გამალებით გვიძგერს"
/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/
"რატომ ეწოდება სულიწმიდას ცხოველმყოფელი? - ცხოველი ძველქართულად ცოცხალს ნიშნავს. სულიწმიდა კი იწოდება ცხოველმყოფელად, რადგან ქმნადობა მისი ჰიპოსტასური თვისებაა, ის განახორციელებს - სიცოცხლეს ანიჭებს ყოველივეს დედამიწაზე. ყოველივე კეთილს, რასაც ადამიანი იქმს, სულიწმიდის მადლით იქმს. წმინდა მამები ბრძანებენ, როგორც კრუხი ჩეკს წიწილებს, ასევე გამოიღო სულიწმიდის მადლმა ყოველივე ქაოსიდანო"
/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/
"სულიწმიდა ღმერთი, როგორც მასწავლებელი, თითოეულ ჩვენგანთან არის. იგი გვასწავლის ყველაფერს, რაც ქრისტემ თავის მოწაფეებს ამცნო. იგი გვიხსნის ქრისტეს სიტყვებს, რაც ჩაწერილია წმიდა წერილში და თითოეულ ჩვენგანს ასწავლის, როგორ ილოცოს, ღმერთი როგორ ეძებოს, როგორ მიბაძოს, როგორ მიემსგავსოს მას.
თითოეულ ჩვენგანთან არის სულიწმიდა ღმერთი. ის გვაძლევს ღმრთაებრივ ენერგიას, რომლის შეძენით შევძლებთ ფეხდაფეხ გავყვეთ სულიწმიდა ღმერთს ჩვენს განღმრთობაში, ქრისტესადმი მიმსგავსებაში"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"სულიწმიდა ღმერთი, როგორც მასწავლებელი, თითოეულ ჩვენგანთან არის. იგი გვასწავლის ყველაფერს, რაც ქრისტემ თავის მოწაფეებს ამცნო. იგი გვიხსნის ქრისტეს სიტყვებს, რაც ჩაწერილია წმიდა წერილში და თითოეულ ჩვენგანს ასწავლის, როგორ ილოცოს, ღმერთი როგორ ეძებოს, როგორ მიბაძოს, როგორ მიემსგავსოს მას.
თითოეულ ჩვენგანთან არის სულიწმიდა ღმერთი. ის გვაძლევს ღმრთაებრივ ენერგიას, რომლის შეძენით შევძლებთ ფეხდაფეხ გავყვეთ სულიწმიდა ღმერთს ჩვენს განღმრთობაში, ქრისტესადმი მიმსგავსებაში"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"საღმრთო მშვიდობას თან ახლავს ადამიანში სულწიმიდის აშკარა მყოფობა; იგი სულიწმიდის მოქმედებაა, ნაყოფია"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ვინც აქ განსვენებას ეძებს [სამოღვაწეო საქმეთაგან], მასში სულიწმიდა ვერ დაივანებს"
/ოპტინელი ბერ-მოძღვრები/
"ცოდვაც სულიწმიდას იზიდავს ადამიანში! მას ცოდვა იზიდავს, რომელიც არ არის განხორციელებული ჩადენით, მაგრამ დანახულია, აღიარებულია, დატირებულია! რაც უფრო მეტად აკვირდება ადამიანი თავის ცოდვას, რაც უფრო მეტად გლოვობს საკუთარ თავზე, მით უფრო სასიამოვნო, მით უფრო მისაწვდომია იგი სულიწმიდისთვის, რომელიც, როგორც ექიმი, მიდის მხოლოდ მათთან, ვინც საკუთარ თავს ავადმყოფად აღიარებს; და პირიქით, ზურგს აქცევს მათ, ვინც "მდიდარნი" არიან თაიანთ თავზე ამაო, დიდი წარმოდგენით. შეხედე და დააკვირდი შენს ცოდვას! თვალს ნუ მოაცილებ! უარყავი საკუთარი თავი, ნუ შერაცხავ შენს თავს "უპატიოსნეს სულისა" შენისა. თავი სავსებით მიეცი შენი ცოდვის ხედვას, მის გლოვას! მაშინ თავის დროზე დაინახავ შენს ხელახლა შექმნას სულიწმიდის მიუწვდომელი და მით უმეტეს აუხსნელი მოქმედებით. ის მოვა შენთან, როცა არ ელი და იმოქმედებს შენში, როცა აღიარებს, რომ მისი სრულიად უღირსი ხარ!"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience