"სიწრფელე ერთგვარი გზაა სიბრძნისაკენ".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"მეფე სოლომონ ბრძენი ბრძანებს: "დასაბამი სიბრძნისა არის შიში უფლისა".
"...ბრძენ და სათნო ადამიანებთან ურთიერთობას კი, პირიქით, ძალუძს სიკეთისაკენ წარმართოს დამახინჯებულ-გარდაქცეული გულიც კი. ამიტომ ბრძენ ადამიანებთან ურთიერთობა საუკეთესო სასწავლებელია გულისთვის და ვისაც წმინდა, ბრძენ ადამიანებთან აქვს ურთიერთობა, თავადაც განიწმინდება".
/წმ. ანტონი დიდი/
"ყოველი მისი სიტყვა და ფრაზა სიბრძნეს ასხივებდა".
"ღვთის შემეცნება - ფილოსოფიური სიბრძნის წყაროა და დასაყრდენია".
"[წმ. მღვდელმოწამე] პროტერი გამოირჩეოდა ღვთივსულიერი გონებით, სიბრძნით და ცხოვრების წმინდა წესით".
"მსგავსი მსგავსით შეიცნობა"
"წმინდა გრიგოლ პალამა წერდა: "ღმერთს შეუძლია სიბრძნე შესძინოს, ის იყენებს ამ შესაძლებლობას და ადამიანს მუდმივად სძენს სიბრძნეს... მაგრამ ღმერთისათვის სიბრძნე თვისება არ არის, ღმერთს სიბრძნე, როგორც ენერგია აქვს".
"ბრძენ ადამიანებთან ურთიერთობა ყველაზე უკეთესი სასწავლებელია გულისთვის, და ვისაც წმინდა, ბრძენ ადამიანებთან აქვს ურთიერთობა, თავადაც განიწმინდება".
/წმ. ანტონი დიდი/
"ყველაზე დიდი და ბრძენი ის ადამიანია, ვინც თავის ნაკლს ხედავს".
/ილია II/
"ცოდნისა და რწმენის სინთეზი და ჰარმონია შესანიშნავად აქვს ფორმულირებული სოლომონ ბრძენს, შემდეგ ფრაზაში: "სიბრძნე გონიერ გულშია დავანებული".
/ილია მეორე/
"სიბრძნე მოდის გამოცდილებით და გამოცდილება მოდის ნდომით. შენ თუ გინდა გამოსწორება - გამოსწორდები".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"თეოტიმემ [ფილოსოფოსი] მკაცრი მოსაგრე ცხოვრება დაიწყო, რათა სული და სხეული ღვთაებრივი სიბრძნის სამყოფელი გამხდარიყო".
"ზომიერება ღვთიური სიბრძნეა".
"მხოლოდ ძალიან უგუნური ადამიანები მსჯელობენ იმაზე, რაც არ იციან".
/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/
"გურამიშვილიც ხომ ამბობს: "ვსძებნე და ვერა ვჰპოვე რა მჯობი ამ სწავლა-მცნებისა: ბრძენსა აქვს თავის უფლება, სოფელში ყოფნა ნებისა; ბრძენი სადაც არს, დარჩების, საუნჯე თან ექნებისა. ბრძენი პურთათვის ჩემსავით მუხლთ არვის მოექნებისა!"
"უფალს მიწებებული ბრიყვი სჯობს მრავალ ბრძენს ერთად, მინდობილთ საკუთარ თავზე".
"შეუძლებელია ადამიანმა სხვას არ გაუზიაროს ის, რაც თავად გაიგო და შეიმეცნა, თავის გულში დაიტიოს ღვთის შეცნობის სიხარული."
"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის".
/წმ. ისააკ ასური/
"სადაც ღმერთი არის, სიბრძნეც იქ არის".
"ვიტყოდი, რომ აუცილებელია მართლმადიდებელი სარწმუნოების ენციკლოპედიური ცოდნა. არცოდნა ყველაზე დიდი ცოდვაა, თუმცა დღეს ბევრი თვლის, რომ არცოდნა არცოდვაა. მოვალენი ვართ, მივცეთ კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა".
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"გარეშე ცხოვრებისა ბრძნულისა ვერ შესაძლებელ არს ყოფნა ბრძნად".
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"ბრძენმა ჯერ მდუმარება უნდა ისწავლოს და შემდეგ საუბარიო".
"ბრძნად მოუბარი პირი"
"რამოდენა სიბრძნეა ფუტკრის მაგალითში: კბენისთვის იგი საკუთარი სიცოცხლით აგებს პასუხს."
"როცა ადამიანმა იცის, რაზე შეიძლება ლაპარაკი და რაზე არა, ეს დიდი სიბრძნეა."
"უფლის სიბრძნე ხშირად სწორედ უბრალო ადამიანებში განხორციელდება"
"გაუგონარი და საკვირველი სიბრძნე"
"პულქერიას [ბერძენთა დედოფალი] მამაკაცური სიბრძნე მთელი მაშინდელი სამყაროს განცვიფრებას იწვევდა - ეს სიბრძნე ღმერთმა მიმადლა დედოფალს თავისი უბიწო ცხოვრებისათვის. იგი ხომ უქორწინებელი დარჩა ღვთის სიყვარულსა და ქვეშევრდომებზე ზრუნვას გადაყოლილი.
გონიერი ასული ფიქრობდა, - რომ დავქორწინდე, ძმა და ქმარს შორის შუღლი არ ჩამოვარდესო, ამიტომაც ღმერთს მიაბარა თავი და სიკვდილამდე ქალწულად დარჩა".
"სული სიბრძნისა ღვთის ნიჭია უდიდესი."
"სოფია - უმაღლესი ღვთაებრივი სიბრძნე.
იაკობ ბიომე მიიჩნევდა, რომ სოფია ქალწულია, რომელიც ქრისტესთან გვარიგებს".
"...ჭკვიანს უწოდებს ისეთ პიროვნებას, რომელიც მოითმენს და გზა-შარაზე არ ატეხს ჭექა-ქუხილს..."
"გენიოსობა არის 1% ნიჭი და 99% შრომა".
/ჯემალ კუხაშვილი/
"ცხოვრების მიზანი ჭეშმარიტებაში და სიბრძნესთან ზიარებაშია. თუ სიბრძნის სწავლა, კეთილისა და ბოროტის ერთმანეთისგან გარჩევა გინდა, ვის უნდა შეეკითხო, თუ არა მას, ვინც გასწავლის მის გარჩევას? მხოლოდ ღმერთშია დაუნჯებული ის სიბრძნე, რომელიც საგანთა და მოვლენათა ჭეშმარიტ შეფასებას გასწავლის.
ადამიანმა უნდა ისწავლოს პირველხარისხოვანისა და მეორეხარისხოვანის ერთმანეთისგან გამორჩევა და მათგან უმთავრესზე ზრუნვა. პირველხარისხოვანია ყოველივე სიკეთის საფუძველი: მღვიძარე გონება, სიწმინდე გულისსიტყვისა, გულის სიფრთხილე, კეთილისმოყვარეობა, სულის სიწრფელე, ხორცის უბიწოება, გონების სიწმინდე."
/მამა შიო მენაბდე/
"ყველაზე დიდი სიბრძნეა, ადამიანს მარტივად და უბრალოდ გააგებინო, რა არის მისთვის სიკეთე და რა არის ბოროტება".
/მამა შიო მენაბდე/
"უსწავლელი კაცი იგივეა, რაც ჯარისკაცი უიარაღოდ, ყანა უწვიმოდ, ურემი უთვალოდ, მწერალი უკალმოდ, ცა უვარსკვლავოდ, კაკალი უგულოდ".
"როგორც მზრუნველი მამა, [უფალი] სიყვარულით გვსჯის, რათა ურყევი სიბრძნე მოვიხვეჭოთ".
/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/
"კეთილი უცოდინრობა ცუდ ცოდნას სჯობია"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"სიბრძნე თავისით არ მოდის, იგი წყალობაა ღვთისა, რომელიც ეძლევა ღვთის მორწმუნე და მოშიშ ადამიანს".
/ილია II/
"არ შეიძლება მისწვდე სიბრძნეს, თუ ბრძნულად არ ცხოვრობ".
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"სიბრძნე სიკეთის გარეშე - სატანური სიბრძნეა".
/წმ. ფილარეტი/
"დაფარო საკუთარი სათნოება და სხვათა ნაკლი, ეს არის სულიერი სიბრძნე".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ვისაც თავი ბრძენი და წინდახედული ჰგონია, ეშმაკისგან მოტყუებულია"
/მამა ვახტანგ დავითაშვილი/
"დელიკატური სიბრძნე"
"ნამემკვიდრალი ცოდნა"
"სიბრძნის ბილიკით"
"სიბრძნე უფალი ღმერთია. ვინც უფალს მიენდობა, მასზე განისვენებს სიბრძნე უფლისა"
"ადამიანი ბრძენი უნდა იყოს, მაგრამ მისი სიბრძნე ღვთისგან უნდა მომდინარეობდეს. სწორედ ამ სიბრძნის წყალობით შევძლებთ კეთილისა და ბოროტის განსხვავებას"
/მთავარეპისკოპოსი იოანე შახოვსკი/
"სიბრძნით გაჯერებული"
"ნუ დაღონდები, რომ უბრალო ხარ და უსწავლელი, ასეთებს ღმერთი თავის საიდუმლოებებს უმჟღავნებს, ბრძენთა და გონიერთა კი უმალავს".
"სიყვარულის სიბრძნის გარეშე ბრმაა, ხოლო სიბრძნე სიყვარულის გარეშე ამაოებაა".
/მეუფე დანიელი (დათუაშვილი)/
"ბრძენი კაცი ორჯერ არ შეცდება"
"მხოლოდ ღმერთი აძლევს ადამიანს სიმდიდრეს და სიბრძნეს. უღმერთო სამყარო ღატაკებსა და სულელებს შობს".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"სიბრძნე ერთ სათნოებაში კი არ არის, არამედ სათნოებათა ერთობლიობაში. ბრძენის სიტყვებია: სიბრძნემ სახლი შვიდ სვეტზე აიშენა. ბრძენია ის, ვისაც შვიდი სათნოება აქვს".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ნამდვილი ბრძენი ის არის, ვინც ამქვეყნიური ცხოვრებისგან გაწბილებულია, მაგრამ (მიღმიერი პერსპექტივიდან გამომდინარე) ადამიანში ღვთაებრივი ნაპერწკლის აღმოჩენა ძალუძს"
"ვითხოვე უფლისგან სიბრძნე, მან კი პრობლემები მომცა, რათა ისინი გადამეწყვიტა"
"ქრისტიანობა არის სიბრძნე და უმანკოება! სიბრძნემ უნდა მოიტანოს სიწმინდე, რომელიც ბრძოლითა და თავდადებით მიიღწევა!"
"მუდამ შუალედური გზა გეჭიროთ: უკიდურესობანი არსად და არაფერში არის შექებული"
"ყოველგვარი სიბრძნის საფუძველია თავდაუზოგავი შრომა და მოთმინება"
/დეკ. გიორგი საბიაშვილი/
"მთავარი სიბრძნე - სიბრძნის მოხვეჭაა; ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა უნდა მოიხვეჭო, დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავ"
(სიბრძნე სოლომონისა 4, 7-8)
"სულიერი სიბრძნე ამსოფლიური სიბრძნისაგან იმით განირჩევა, რომ სულიერი სიბრძნისაგან სულში დუმილი დაემკვიდრება, ხოლო ამსოფლიური სიბრძნისაგან მრავლისმეტყველებისა და განცხრომის სამყარო გადმოდის"
/წმ. ისააკ ასური/
"ღვთის გარეშე სიბრძნის მოხვეჭა შეუძლებელია"
"წარმართული სიბრძნე უსუსურია ქრისტიანულ სიბრძნესთან შედარებით"
"მოაზროვნე ადამიანი ქვეყნიერების საოცრებაა"
/დეკ. გიორგი საბიაშვილი/
"სიბრძნე ისაა, რომ ჭეშმარიტებას არ უღალატო"
"მნიშვნელოვანი რამაა განსწავლულობა, როცა ის შეთავსებულია სიმშვიდესთან, სიკეთესთან და სიყვარულთან. ეს ასეა ნებისმიერ ვითარებაში. ისაუბრეთ, თუ შესაბამისად ხარ მომზადებული საკითხთან დაკავშირებით. თუ არ ხართ მომზადებული, ისაუბრეთ პირადი მაგალითით".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"სიბრძნე არის ქრისტე"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"საუნჯე ნაპოვნია! სიბრძნე - ეს ქრისტეა"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ვისაც საღვთო სიბრძნე აქვს, ყველაფერს სიყვარულით ხედავს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ბრძენი ბევრს იფიქრებს, ვიდრე რაიმეს იტყოდეს, სახელდობრ: რა, ვის, სად და როდის უთხრას"
/წმ. ამბროსი მედიოლანელი/
"ბრძენთა ფიქრები გლოვის სახლშია, უგნურთა ფიქრები - მხიარულების სახლში"
"ბრძენი არავინაა, ყველანი ნახევრად უგუნური და ნახევრად ბრძენი ვართ. არ არსებობს სიბრძნე უგუნურების გარეშე და სიამაყე სირცხვილის გარეშე"
/ელიფ შაფაქი/
"ზომით შეიძინე შენთვის ოქრო, ხოლო სწავლა - უზომოდ, როცა გამრავლდეს მწუხარება, ის (სწავლა) იქმნება შენთვის განსვენება და სიტკბოებაც"
/წმ. ეფრემ ასური/
"თუ სიბრძნე გსურს, მცნებები დაიცავი და უფალი მოგმადლებს მას"
/სიბრძნე ზირაქისა, 1-3/
"ბრიყვი წამში ამხელს თავის გაბრაზებას, გონიერი კი მალავს წყენას"
/იგავნი სოლომონისა/
"კეთილ არს სიბრძნე უფროის ჭურჭელთა ბროლისათა (ეკლ. 9,18). სწავლა უმჯობეს არს სიმდიდრეზე. პატარა, მაგრამ ბრძენი ჭაბუკი, უმჯობესია მოხუცებულ, მაგრამ სულელ მეფეზე"
/წმ. ეფრემ ასური/
"მთავარი სიბრძნე - სიბრძნის მოხვეჭაა; ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა უნდა მოიხვეჭო. დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავ (სიბრძნე სოლომონისა4, 7-8)"
/ილია II/
"მინახავს მე მდაბიო, ნამდვილად თავმდაბალი ხალხი და ისინი ყველა ბრძენზე უბრძენესნი ყოფილან"
/წმ. მარკოზ განშორებული/
"სიბრძნე არა მარტო ფილოსოფიური და ლიტერატურული განსწავლულობით, არამედ ცოდვათაგან განთავისუფლებითა და სულის ხორცზე გაბატონებით შეიძინება"
"...ცუდად როდი უსიბრძნისმეტყველიათ..."
"გულწრფელობა ხშირად ზედმეტს ათქმევინებს ადამიანს. ჩანს, ზომიერება ყოფილა უდიდესი სიბრძნე ადამიანთა"
/ლევან გოთუა/
"ძემან ბრძენმან ახარის მამასა (იგავ. 10,1)"
"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის".
/წმ. ისააკ ასური/
"ღმერთში მშვიდი ბრძენზე უბრძენესია და გულით მდაბალი - ძლიერზე უძლიერესი, რამეთუ ისინი გონივრულად ატარებენ ქრისტეს უღელს"
/წმ. მარკოზ განშორებული/
"უბრალო ქრისტიანი (რომელსაც არანაირი განათლება არ მიუღია), რომელიც წმინდა სარწმუნოებრივ დოგმატებში განისწავლა, სიბრძნით ბევრად აღემატება პლატონსა და არისტოტელეს და სხვა წარმართ ბრძენებსაც კი"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"უსწავლელ ნიჭს ხშირად ნასწავლი უნიჭობა სჯობს"
/ლევან გოთუა/
"კაცის მოწონება კიდევ არ ნიშნავს მისი აზრის მოწონებას"
/ლევან გოთუა/
"ჩვენ უაღრესად საჭირო საქმე გვასულდგმულებს და არა საერთოდ ჩვენი ნათქვამის მაღალ-დაბალი სიბრძნე"
/ლევან გოთუა/
"კაცს რომ სახსარი დააკლდება, სიბრძნე ემატებაო"
"სიბრძნე მარტო სწავლა როდია?!"
/ლევან გოთუა/
"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის."
/წმ.ისააკ ასური/
"არ არსებობს იმაზე მეტი "განათლება", ვიდრე ცუდის დავიწყებაა"
/მონაზონი ვერონიკა/
"რა ძნელია ატანა, როცა ადამიანი იმის ცოდნას იბრალებს, რაც საერთოდ არ ესმის..."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ჭეშმარიტი სიბრძნე და მისი სიკეთე მხოლოდ მათ ეძლევა, ვისაც ეს სურს და ჯიუტად მიილტვის მისკენ, არ აქცევს რა ყურადღებას შრომას, გასაჭირსა და დაბრკოლებას, რაც მისი შეძენისკენ მიმავალ გზას თან ახლავს"
"ბრძნული ცხოვრების გარეშე ბრძენ ვერ იქნები"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"სიძულვილი ამაო ცოდნისა და ამპარტავნებისადმი ადამიანის წინაშე რწმენის საიდუმლოებებსა და სულიერ სიბრძნეს ხსნის."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ბრძენი ადამიანი ძილის წინ ყოველთვის აანალიზებს განვლილ დღეს; ფიქრობს, რომელი უარყოფითი თვისება ან მავნე ჩვევა დაძლია. რა გააკეთა ცუდი და რა - კარგი... ამის მისაღწევად აუცილებელია რწმენა და ცოდნა"
/ილია მეორე/
"ვინც თვლის, რომ ბოლომდე აივსო ცოდნით, განათლებით და აზროვნებით, ყველაზე ცარიელია!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ვინ არის ბრძენი? ზოგადი მნიშვნელობით, გონიერი ეწოდება მათ, ვინც ცხოვრებისეულ საქმეებში სასარგებლოსა და მავნებელს ერთმანეთისგან არჩევს".
/წმ. ბასილი დიდი/
"ებრაელი დიპლომატები ამაყობდნენ თავიანთი სიბრძნითა და პოლიტიკური ტაქტიკით, მაგრამ ჭეშმარიტი სიბრძნე მხოლოდ უფალთან არის".
"რამდენადაც დაშორებულია ცა დედამიწას, იმდენად აღემატება ღვთის სიბრძნე ადამიანის გონებას"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
" - თქვენ, რა, ბრძენი ხართ?
- აჰ, არა, არა... ისე, კარგი ნათქვამია - ღმერთმა ყველაზე სამართლიანად ჭკუა გაანაწილა, რადგან არავინ ამბობს, რომ ჭკუა აკლია..."
/გურამ დოჩანაშვილი/
"ჩვენც გვმართებს, ღრმა პატივისცემით მოვეპყრათ ადამიანურ სიბრძნეს და შევეცადოთ მის შესწავლას, მაგრამ ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, როგორ ავიღოთ მისგან ის, რაც ჭეშმარიტად ღირებულია"
/წმ. ლუკა ყირიმელი/
"მზაკვარ სულში სიბრძნე ვერ შეაღწევს და ვერც ცოდვას დამონებულ სხეულში დაივანებს"
/წმ. ლუკა ყირიმელი/
"არ მჯერა, ადამიანზე რომ ამბობენ ნიჭიერია, მაგრამ ზარმაციო - ნამდვილი ნიჭი არ მოგასვენებს"
/გურამ დოჩანაშვილი/
"არაფერი ისე არ განაწყობს სულს სიბრძნისადმი, როგორც მწუხარება"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"მოვუხმოთ სიბრძნეს და სიყვარულს, რამეთუ სიბრძნე მარტოოდენ სიყვარულშია!"
/ილია მეორე/
"ნათქვამია, სიბრძნე ასაკთან ერთად მოდის, ზოგთან კი ასაკი მარტო მოდისო"
"შინაგანი სიბრძნე და პირისწყალი თუ ამოუთავდა ხალხს, მაშინ ამომშრალ ჭას ემსგავსება და შიგ გველ-ბაყაყი ადვილად ბუდობს"
/ლევან გოთუა/
"სიბრძნე იმაშია, რომ საკუთარი საზომი უწყოდე და ღვაწლს არც მეტს თავს იდებდე და არც მცირეს აღასრულებდე"
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/
"გონიერ ადამიანს არასდროს აინტერესებს, რას ფიქრობენ მასზე.
ის ყოველთვის თავისი მიზნების ერთგული რჩება!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სიბრძნე არის საღვთო და ადამიანური საგნების შეცნობა, ხოლო ცოდნა - მოკვდავი საგნებისა. ამგვარი განსხვავების თანახმად, სიბრძნე შეგვიძლია გავიგოთ, როგორც უხილავისა და ხილულის შეცნობა, ხოლო ცოდნა - როგორც მხოლოდ ხილულისა".
/ნეტარი იერონიმე სტრიდონელი/
"იარე გზით, რომელსაც ღმერთთან მიჰყავხარ და იმავე გზით მიუახლოვდი სიბრძნეს. უფლისაკენ მიმავალი გზა ცნობილია: ღვთისმოსავი აზროვნება, ლოცვა, რწმენა"
"მოსაწყენია ადამიანური სიბრძნე, როდესაც იგი მხოლოდ საკუთარი განათლებით ხელმძღვანელობს, ან უფრო სწორად - საკუთარი სიბნელით"
"ჭკუა დარდია და ჭკვიანი დარდიანი"
/მწერალი ოტია იოსელიანი/
"თუ თავი ჭკვიანი გგონია, უკვე არ ხარ გონიერი!"
"მიწაზე ვისწავლოთ ის, რისი ცოდნაც ზეცაში ჩვენთან განუყრელად იქნება"
"ვინც სხვას ზიანს აყენებს, ანდა გულს სტკენს, მას სიბრძნე არა აქვს"
"შენ მაშინ იქნები ბრძენი, როცა იმდენსვე გააკეთებ სულისათვის, რამდენსაც ახლა იქმ სხეულისათვის!"
"სჯობს ისწავლო, ვიდრე არ იცოდე და სხვას ასწავლო"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"უდიდესი მეცნიერებაა იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა, იყო კეთილი!"
"ილოცე და იშრომე! - აი, ოქროს წესი, მიწიერი ცხოვრების მთელი სიბრძნის მომცველი"
"უმჯობესია არა - სიტყვებით გაბრწყინებული სიბრძნე, არამედ - საქმით დამტკიცებული!"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"უბრალო ქრისტიანი (რომელსაც არანაირი განათლება არ მიუღია), რომელიც წმიდა სარწმუნოებრივ დოგმატებში განისწავლა, სიბრძნით ბევრად აღემატება პლატონსა და არისტოტელეს და სხვა წარმართ ბრძენთაც კი"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"გაცილებით ძნელია, სხვების წინაშე იყო ბრძენი, ვიდრე - საკუთარი თავის წინაშე"
"ბრძენი ბევრს იფიქრებს, ვიდრე რაიმეს იტყოდეს, სახელდობრ: რა, ვის, სად და როდის უნდა უთხრას!"
/წმ. ამბროსი მედიოლანელი/
"სიბრძნის პირველი ნიშანი საკუთარი ცოდვილობის შეცნობაა"
"როდესაც ღირს ანტონი დიდს ჰკითხეს, თუ მან, უმეცარმა, როგორ შეიძინა ისეთი დიადი სიბრძნე, რომ ფილოსოფოსებს აღემატა, ღირსმა ანტონიმ უპასუხა: "ჩემ წინ გადაშლილი წიგნია, რომლის ერთი გვერდი მიწაა, მეორე კი - ზეცა და მე ამ წიგნით განვისწავლები".
"დარდა ("სიბრძნის მარგალიტი") (3 მეფ. 4.31) - ბრძენი, სოლომონის თანამედროვე. მოხსენიებულია სიბრძნით გამორჩეულ 4 პირს შორის, რომლებიც, თუმცა ჩამორჩებოდნენ სოლომონს (3 მეფ. 4.31). ამ ბრძენთაგან პირველი იყო ეთან ეზრახელი, მეორე ჰემანი, შემდეგ ქალქალა და დარდა, მახოლის ძე".
"თქვენ თუ ყურადღება მიაქციეთ, ჩვენი წინაპრები გამოირჩეოდნენ თავიანთი სიბრძნით, ბრძენი ხალხი იყო, ბრძნული გამონათქვამები ჰქონდათ"
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/
"მე ვთხოვე სიბრძნე, მაგრამ ღმერთმა მომცა პრობლემები, რომელთა გადაჭრაზე ბევრი უნდა ვიფიქრო".
"უფლისათვის სინანულის მონიჭების თხოვნა ნიშნავს ითხოვო განათლება"
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"უნდა გვწამდეს, რომ ქრისტე და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყოველთვის გვიფარავენ და გვეხმარებიან, ოღონდ კი მდაბალი სიბრძნე გვქონდეს."
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"ნუ ეცდები გამდიდრებას - დაკარგავ სიბრძნეს"
"როდესაც სულელი რამეს ბოდავს, ჭკიანმა იმავ დროს ისეთს ჭკვიანურს რამეზედ უნდა დაიწყოს ლაპარაკი, რომ ყველამ იმას დაუგდოს ყური ძალა უნებურად".
/აკაკი წერეთელი/
"სიბრძნე, ჭკუა და გონება
ქვეყნად ედემის ბაღია,
სწავლა და გამოცდილება
სულ საწყო-იარაღია.
უგნური დადის ბორკილით,
სახეზე აზის დაღია,
სწავლულს წინ უძევს გზა ხსნილი,
კარები სრული და ღია.
უსწავლელობა ბნელია,
სწავლა ნათელი და დღეა".
/აკაკი წერეთელი/
"ვინ არის ბრძენი? - ის, ვინც ყველგან და ყოველთვის ფრთხილად (განსჯით და არა - ქარაფშუტულად) იქცევა და უხილავ ღმერთს, როგორც ხილულს, მუდამ თვალწინ იყოლიებს!"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"ცოდნა სიკეთის გარეშე ეშმაკის სიბრძნეა!"
"ჭეშმარიტი სიბრძნე მხოლოდ ჭეშმარიტების შიშველ, გონებრივ ცოდნაში როდია, არამედ - მის შესაბამის გარეგნულ მოღვაწეობაშიც!"
"რას მოგიტანს, შენს მიღმა ბევრი იცოდე, შენი საკუთარი თავი კი - არა?"
"ყოველდღიურად საკუთარ თავს ჩავაბაროთ ის ანგარიშები, რომელთა ჩაბარებაც ყველას წინაშე მოგვიწევს ჩვენი მსაჯულის წინაშე. ამას აკეთებდნენ თვით საუკეთესონი - ბერძენ ბრძენთაგან: კატონი, ციცერონი და სხვები".
"არ არის საჭირო მეცნიერებაზე მსჯელობა, ანდა საგნების შეცნობა; ცოდნა თავისთავად კარგია და იგი ღვთისგანაა დადგენილი; მაგრამ მას ყოველთვის კეთილი სინდისი და ღვთივსათნო ცხოვრება უნდა ამჯობინო!"
"იცოდე, რა უნდა იცოდე და აკეთე, რასაც უნდა აკეთებდე"
"გონიერი ბევრს არ ლაპარაკობს. იგი ყოველთვის ერთნაირია. ჭკვიანის გონება ყოველთვის ღვთისკენაა მიმართული. მის გულში ღმერთი სახლობს. გონიერს მხოლოდ ის სურს, რისი მოპოვებაც მას ძალუძს. და რასაც სწორად, ზომიერად გამოიყენებს და სიამოვნებით აცნობებს სხვებს"
"რაც არის სინათლე ხილულ ბუნებაში, ანდა მარილი - საჭმლისათვის, იგივეა გონიერება ადამიანურ საქმეებში, ან, ზოგადად რომ ვთქვათ, - დროებით ცხოვრებაში".
"გახდი ჩვილი იესოსთან ერთად (სიმდაბლისა და უბრალოების თალსაზრისით) და მასთან ერთად განდიდდები სიბრძნეში!"
"სოკრატე სათნოებას ცოდნას უწოდებდა: ყოველგვარ ნაკლოვანებას შეიძლება, ეწოდოს უვიცობა, რამეთუ იგი არის გონების სიბრმავე, რადგან მასში ბევრად მეტია ტანჯვა, ვიდრე - სიამე"
"სწავლება და მხილება სხვებისაგან მრისხანებით კი არა, - სიყვარულით მიიღე, თუნდაც ძალიან ჭკვიანი იყო! ყოვლადბრძენი უფლის სიტყვით, ეს სიბრძნის ერთ-ერთი გამოხატულებაა"
"კეთილი უვიცობა ცუდ ცოდნაზე უმჯობესია!"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ადამიანური სიბრძნე მთვარეს ჰგავს, ღამის სიბნელეს უნათებს გზააბნეულ ადამიანს მხოლოდ მაშინ, როდესაც თავის ნათელს იგი სიბრძნესა და საღვთო ჭეშმარიტებას დაესესხება. შეხედეთ, რა ემართება მთვარეს, როდესაც დედამიწის შავი ჩრდილი მის დისკზე წევს? მაშინ ჩამოეფარება იგი მზეს, მისი ვერცხლისფერი შუქი ჩაქრება, რჩება მხოლოდ ბნელი მასა და თითქოს მთვარე არც ყოფილა. ასევე ემართება ადამიანურ სიბრძნესაც, როდესაც გზააბნეულობა, მიწიერი სიამოვნებები და ვნებები ჩამოეფარებიან მის წინაშე ჭეშმარიტების ნათელსა და ღვთის სიბრძნეს".
"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"
/წმ. ისააკ ასური/
"ძალიან, ძალიან ბევრი იცოდა მან, ვისაც შეეძლო ეთქვა: "მე ვიცი მხოლოდ ის, რომ არაფერი ვიცი"
"საკუთარ სიბრძნეზე მეოცნებე გონება უწყლო ღრუბელია, რომელიც პატივმოყვარეობისა და ამპარატავნების ქარს მიაქვს!"
"შეუძლებელია, მიაღწიო სიბრძნეს; თუ ბრძნულად არ იცხოვრებ!"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"ჭეშმარიტი ბრძენი, ღვთის ხორცშესხმული სიბრძნის მსგავსად, ჯერ ქმნის და შემდგომ განსწავლის; ჯერ კანონს აღასრულებს, შემდეგ კი ბრძანებს, ან ურჩევს და არ ანგრევს იმას მაგალითით, რასაც ასწავლის სიტყვით ან ძალაუფლებით"
"სულიწმიდა ადამიანს აძლევს სიბრძნეს"
/დეკ. ირაკლი კუთხაშვილი/
"ყოველგვარი ჩვენი მიწიერი ცოდნა მხოლოდ ნაწილობრივი ცოდნაა; სრული ცოდნა წინაა, მომავალ ცხოვრებაში!"
"ის, ვინც გონიერებას მხოლოდ ჭეშმარიტების გადმოფრქვევაში ხედავს, ჰგავს თუთიყუშს, რომელიც განსწავლულია და ადამიანივით საუბრობს, თუმცა სრულად არ ესმის სიტყვების ძალა"
"საქმით გაუნათლებელი სიბრძნე სირცხვილის წინდია"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ის, ვინც ერთდროულად არის სიბრძნე, სიმართლე და მადლი, თავის მადლიან მზერას არიდებს მათ, ვინც უსამართლო და უმოწყალო სიბრძნით ამაყობს"
"უმჯობესია, არა - სიტყვით მბრწყინავი სიბრძნე, არამედ - საქმით დამოწმებული!"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"საქმით წარმოაჩინე თავი ბრძნად, რამეთუ არ არსებობს სიტყვა, რომელიც საქმეზე უფრო ბრძენი იქნება"
/წმ. მარკოზ მოსაგრე/
"როგორც ყოველგვარი საუნჯე ვერ გაქცევს მდიდრად, არამედ - მხოლოდ კეთილგონიერებითა და ზომიერად გამოყენებული, ასევე, განათლება ყოველთვის როდი გადაიქცევა სრულყოფილებად. არსებობს სიბრძნის უმაღლესი სახე, რომელიც სიბრძნის გამოყენებაში მდგომარეობს"
"კარგი ცოდნა მისთვისაა კარგი, ვინც მას კარგი საქმისთვის იყენებს"
"კონკრეტული აზრით, მხოლოდ ქველმოქმედ და წმიდა ადამიანებს შეიძლება ეწოდოთ ბრძენნი. ის კი არ არის ბრძენი, ვინც ბევრი იცის, არამედ ის, ვინც კეთილგონიერებით ცხონდა!"
"მცდელობა ქმედებებს შორის ერთადერთი საუკეთესო გზაა"
"ჭეშმარიტი ბრძენი მხოლოდ იმას ცდილობს, რომ კარგად გააკეთოს, მაშინ როდესაც ცრუ ბრძენი მხოლოდ ერთს ცდილობს - მასზე ამბობდნენ, რომ იგი კარგად აკეთებს!"
"ნეტარი საქმეა, ყველაფერი გონივრულად აღასრულო"
/წმ. ეფრემ ასური/
"შვილო, სიყრმიდანვე იზრუნე სწავლაზე და იპოვი სიბრძნეს, ვიდრე ჭაღარით შეიმოსებოდე"
/ისუ ზირაქი/
"ვინც ვერ მართავს საკუთარ თავს, იგი ვერც სხვას დაარიგებს ჭკუას"
"ენის შეკავება ბრძენ ადამიანს შეუძლია!"
/ამბა ისაია/
"წარმართებიც კი, რომლებიც აღდგომასა და ზეციურ სასუფეველს არ მოელოდნენ, ფიქრობდნენ, რომ სიკვდილზე ფიქრის დროს ადამიანში სიბრძნე შემოდის. რატომ? - ცხადია წარმართები არ ფიქრობდნენ, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილებიდან იცოდნენ, რომ, რაც მეტად ფიქრობდა ადამიანი სიკვდილზე და განეშორებოდა მიწიერ სიამეთ, მით უფრო მეტ სიბრძნეს იძენდა. უამრავი ადამიანისათვის ხდებოდა მისაბაძი და უამრავის - მასწავლებელი"
"ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად, ამიტომ მას ღვთისგანვე ბუნებითად აქვს სიბრძნე ბოძებული, მაგრამ რაც უფრო განმტკიცდება ცოდვებში, მით უფრო მეტად დაკარგავს მას, როგორც წყალობას"
"როგორ უნდა მოიპოვოს ადამიანმა ჭეშმარიტი სიბრძნე და როგორ მიეახლოს უფალს? - თავი სულელად უნდა ჩათვალოს. ყოველგვარი ადამიანური სიბრძნე სისულელეა ღმერთის წინაშე! როგორი ცოდნაც არ უნდა შეიძინოს ადამიანმა, ადამიანური სიბრძნე, არათუ ღმერთის, ანგელოზთა წინაშეც კი არაფერს წარმოადგენს. ვინც ამას შეიმეცნებს და გააცნობიერებს, ძალიან ადვილად დაამარცხებს ამპარატავნებას"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ცოდვათა მოტევების თხოვნა სულიერი სიბრძნეა და სიბრძნის წადილმა და თხოვნამ სოლომონ ბრძენს სიბრძნეც მისცა და სხეულის საჭიროებისთვის მეფობაც დაუმკვიდრა. აგრეთვე ჩვენც, სულიერი სიბრძნის წადილითა და თხოვნით, სულიერ სიბრძნეს - სათნოებასაც შევიძენთ და იმასაც, რაც სხეულისთვის არის საჭირო"
/ანტონ ჭყონდიდელი/
"ვერ გადაგარჩენს სიბრძნე კაცისა,
თუ არ გექნება წყალობა ღვთისა".
"ჭკვიანი კაცი არასოდეს ცდილობს, რომ საკუთარი ჭკუა სხვებს დაანახოს. მას ამის საჭიროება არ გააჩნია. სულიერი ადამიანიც ამგვარად იქცევა:
მორჩილი - ჭკუას შეიძენს,
ურჩი კი - ჭკუას დაკარგავს"
"მოკლედ გამოთქმული აზრი - სიბრძნეა"
"ბავშვური სიყვარული ყოველგვარ სიბრძნეს აღემატება"
" - სიბრძნე რაშია?
- სიბრძნე ეხლა სიმდაბლესა და მოთმინებაშია"
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/
"ღვთიურ სიბრძნეს დაბალი ჭიშკარი აქვს, რომ შეხვიდე, უნდა მოიხარო"
/მონაზონი ვერონიკა/
"ერული სიბრძნე ეს ავადმყოფობაა. როგორც ავადმყოფობის აცილებას ცდილობს ადამიანი, ასევე უნდა ეცადოს, რომ ნებისმიერი ფორმის ერული სიბრძნით არ დასნეულდეს. იმისათვის, რომ სულიერად განვითარდეს და ჯანმრთელიც იყოს, იმისათვის, რომ ანგელოზურად ხარობდეს, ადამიანს საერთო არაფერი არ უნდა ჰქონდეს ერული განვითარების სულთან"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ქრისტიანული შემეცნება გვანიჭებს მწუხარებას: "დიდ სიბრძნეში დიდი მწუხარებაა". მაგრამ მწუხარება ორგვარია. ბრძანებს პავლე მოციქული. მწუხარებას ამა სოფელზე შედეგად მოაქვს სიკვდილი, ხოლო მწუხარებას ღვთის წინაშე - სინანულის ნიჭი"
"თუ ვინმეს გვწყურია ჭეშმარიტი ცოდნა, მივიდეთ უფალთან, რადგან ქრისტეა ერთადერთი ნათელი, რომელიც განგვანათლებს ყოველ ჩვენთაგანს მაცხოვნებელი ცოდნით"
/აკაკი მინდიაშვილი/
"ღვთისა გეშინოდეს და ღვთის მცნებები დაიცავი, რადგან ეს არის ყველაფერი, ანუ ეს არის სიკეთე, ეს არის ადამიანის თავი და თავი, - ესაა ღვთიური სიბრძნე"
/აკაკი მინდიაშვილი/
"უფლის სიბრძნე ხშირად სწორედ უბრალო ადამიანებში განხორციელდება"
"[კეთილმორწმუნე] პულქერიას მამაკაცური სიბრძნე მთელი მაშინდელი სამყაროს განცვიფრებას იწვევდა - ეს სიბრძნე ღმერთმა მიმადლა დედოფალს თავისი უბიწო ცხოვებისათვის. იგი ხომ უქორწინებელი დარჩა ღვთის სიყვარულსა და ქვეშევრდომებზე ზრუნვას გადაყოლილი"
"სიბრძნე ძვირფას თვლებზე აღმატებულია და ვერავითარი ძვირფასი საგანი მას ვერ შეედრება"
"მძულს უხუცესთა და ბრძენთა რჩევები, - ო, როგორ მძულს ისინი, - მას შემდეგ, რაც შენი სიბრძნე შეირხა ჩემს გულსა და გონებაში, წმიდაო ღმერთო"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ყველაფერი, რაც ღვთის საწინააღმდეგოა, გამოიტირე და შეიძულე და ეცადე, რომ აღარასოდეს დაუბრუნდე მათ. ამას თუ იზამ, ყოვლადბრძენი შეიქმნები, ხოლო, თუ არა - მაშინ არა"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ჭეშმარიტი, ღვთივშთაგონებული და ზეგარდმოსული ცოდნა სინათლეა, მაგრამ არსებობს ისეთი ცოდნაც, რომელიც სიბნელეა!
ასე რომ, შეიძლება, გახდე ბევრისმცოდნე, დიდი ერუდიტი, განსწავლული, მაგრამ დარჩე გაუნათლებელი, ცხადია, გაუნათლებელი - ქრისტესა და მის მოძღვრების ღვთიური ნათლით, ქრისტეს წმინდა ეკლესიის მადლით"
/აკაკი მინდიაშვილი/
"ვისაც ნამდვილი ცოდნა სწყურია, სულიერ მოძღვართა წინამძღოლობით მივიდეს უფალთან, რადგან ქრისტეა ერთ-ერთი ნათელი, რომელიც განანათლებს ყოველ ჩვენგანს"
/აკაკი მინდიაშვილი/
ცოდნის საფასური
"გახურებული მინდვრის სამუშაოებისას ფერმერს ტრაქტორი გაუფუჭდა. ფერმერისა და მისი მეზობლის მცდელობა ამაო გამოდგა. ფერმერი იძულებული გახდა, სპეციალისტი გამოეძახა. ხელოსანმა ჯერ შეათვალიერა ტრაქტორი, მერე ასწია კაპოტი და ყველა ნაწილი სათითაოდ შეამოწმა. აიღო ჩაქუჩი და ერთ ადგილას დაარტყა. ტრაქტორი მაშინვე მოიმართა. ძრავი ისე ათუხთუხდა, თითქოს არც კი დაზიანებულიყოს.
გახარებულმა ფერმერმა სამუშაოს საფასური ჰკითხა ხპეციალისტს და, როცა ეს ანგარიში იხილა, გაწყრა: - ჩაქუჩის ერთი დარტყმისთვის ას დოლარს როგორ მთხოვო.
ოსტატმა ღიმილით უპასუხა:
- ჩაქუჩის ერთ დარტყმაში მე ვიღებ 1 დოლარს, ხოლო 99 დოლარს გართმევთ იმის ცოდნაში, თუ სად უნდა დამერტყა ჩაქუჩი!"
***
/იგავი/
"ერთ ქალაქში ცხოვრობდა კაცი, რომელიც თავისი სიბრძნით იქადდა. მეორემ მსიი გამოცდა გადაწყვიტა და უთხრა:
- გაღიარებ ბრძენად, თუ შენ მშვიდად აიტან შეურაცხყოფასა და ლანძღვას. ამის შემდეგ მიადგა და ლანძღვა და დამცირება დაუწყო იქამდე, სანამ არ მობეზრდა.
- ახლა გჯერა, რომ ნამდვილი ბრძენი ვარ?
გამომცდელმა მიუგო:
- დავიჯერებდი, ეს შეკითხვა რომ არ დაგესვა".
"ერთმა ამქვეყნიურმა ბრძენმა და ქრისტეს უარმყოფელმა კაცმა, რომელიც თავისი ცოდნით ამაყობდა, ქრისტიანთან პოლემიკაში შესვლა გადაწყვიტა:
- თქვენი სწავლება იმის შესახებ რომ ქრისტეს ჯვარცმა ადამიანთა მაცხოვნებელია, სისულელა.
- დიახ, ახლა ნამდვილად მჯერა, რომ ბრძენი ხართ! - მდაბლად მიუგო ქრისტიანმა.
-მიცნობთ? თქვენ საიან იცით ჩემი სიბრძნის შესახებ? - ჰკითხა გახარებულმა "ბრძენმა".
- წმინდა პავლე მოციქულისგან, - უპასუხა ქრისტიანმა და წმინდა წერილში შესაბამისი ადგილი უჩვენა (1. კორ. 1, 17-23).
გაკვირვებული "ბრძენი" გულდასმით და ბეჭითად შეუდგა წმინდა წერილის კითხვას. გარკვეული დროის შემდეგ მან საკუთარი "სიშლეგე" და ღვთის ყოვლადსიბრძნე და სიძლიერე აღიარა.
დღესაც ბევრია ჩვენ ირგვლივ ისეთი ადამიანი, ვისაც მხოლოდ იმიტომ არ სწამს ღვთის სიტყვა, რომ წმინდა წერილი არასდროს წაუკითხავს"
"ბრძენ კაცთა კართა წინაშე იდექი ფეხმოუცვლელად, ხოლო მდიდართა კართან ნურასოდეს დადგები"
"მოთოკე თავხედობა და დიდი ბრძენი იქნები"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"სულიერი ცოდნა ადამიანისათვის იმდენად იხსნება, რამდენადაც მან საკუთარი ნება ღმერთს დაუმორჩილა. ჯერ კიდევ მეფე სოლომონი წერდა, რომ ყოვლადბრძნობა მხოლოდ უბიწო გულში შეიძლება იმყოფებოდეს. საერო ცოდნა ადამიანს თავისთავად ბრძენს არ ხდის. ის მხოლოდ გარეგნულად ანათლებს, მის მეხსიერებას ინფორმაციით ავსებს, მაგრამ ამასთანავე მის გულში ცოდვებსა და ვნებებს ტოვებს. ქვეყანამ დაკარგა ხსოვნა სულიერი სიბრძნისა. ის მიწიერ, კაცობრივ სიბრძნეს ეძებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სიყალბეს, სუროგატს წარმოადგენს"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"გარდა ძალისა, უფალშია ყოველი სიბრძნე, და უფალის გარეშე არ არსებობს არც სიბრძნე და არც ნატამალი ცოდნისა. ყოველ ქმნილებას უფალმა თავისი სიბრძნის ნაწილი გაუნაწილა, ამიტომაც, ძმაო ჩემო, ძალიან ცდები, თუ ფიქრობ, რომ უფალმა მარტო ადამიანს მისცა სიბრძნე. გონება აქვს ფუტკარსაც და ბუზსაც, მერცხალსაც და წეროსაც, ხესაც და ქვასაც, ყოველივეში მეფობს უფლის სიბრძნე და ვერაფერი შეძლებდა არსებობას სიბრძნის ნაპერწკალის გარეშე. უფლის სიბრძნის მეშვეობით ცხოველები წინასწარ გრძნობენ საშიშროებას და ფუტკარი აშენებს ფიჭას, და ბუზი გრძნობს წვიმის მოსვლას, და მერცხალი აკეთებს ბუდეს, და წერო ზრდის ბარტყებს, და ხემაც იცის, როგორ უნდა გაიზარდოს, და ქვამაც იცის, როგორ დადუმდეს და იყოს კრისტალი, და წყალმაც იცის, რომ უნდა იდინოს მთიდან ქვემოთ, და ქარმაც იცის საჭირო მიმართულებით ქროლა ნაგვის გასატანად და ავადმყოფთა განსაკურნავად. ამასთანავე, არავის და არაფერს აქვს თავისი საკუთარი სიბრძნე, რომელიც მან თვითონ შექმნა, ან თვითონ დაბადა, არამედ ყოველგვარი სიბრძნე წარმოდინდება სიბრძნის ერთადერთი წყაროსაგან. ეს წყარო არის უფალში. ამიტომ, როდესაც ეძებ სიბრძნეს, ეძებე ის მხოლოდ ღმერთში, ვინაიდან უფალი არის ცხოველსმყოფელი და უდიდესი სიბრძნის წყარო. გარდა ამისა სხვა წყარო არ არსებობს. ამიტომაც, ასე ილოცე უფლის მიმართ:
"უფალო, ყოვლადძლიერო და ყოვლისმხედველო, დამასაჩუქრე მე, არაბრძენი, შენი ცხოველსმყოფელი სიბრძნით, რათა შევძლო, უკეთესად გემსახურო შენ. და მიხელმძღვანელე, უფალო, რომ შეძელი ცოდნა არ გამოვიყენო ბოროტებისთვის, როგორც სატანამ, არამედ შენდა და შენი მოყვასის საკეთილდღეოდ, შენი სახელის სადიდებლად", ამინ"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ჯერ უგუნური უნდა იყო, რომ მერე ბრძენი გახდე"
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/
"ქრისტიანობას ხომ ჭეშმარიტ სიბრძნისმოყვარეობამდე მივყავართ. ამას უნდა ესწრაფოდეს ქრისტიანი, რამეთუ ვინც სიბრძნისმოყვარეობას არ ფლობს, ის სრულყოფილებასაც ვერ მიაღწევს"
/წმ. ნექტარიოს პენტაპოლელი/
"ბერი [დანიელი] სამწელიწადნახევრის დაყუდებამაც ძალზე გაამდიდრა, მისი სულის სამყარო განიწმინდა და მზეზე უბრწყინვალესმა ღვთაებრივმა სიბრძნემ დაივანა მასში"
"იყავით სულელი! ბრძენიდან სულელად იქეცით, რათა ჭეშმარიტი სიბრძნე - სიმდაბლე შეიძინოთ, რომელშიც სულიერი სიბრძნეა დამარხული"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ყველა წყვილს, რომლებიც ორსულობისას თავს იკავებენ ღორმუცელობისა და ხორციელი ტკბობისგან, უჩნდებათ ბრძენი შვილები. ყველა ბრძენი მეცნიერნი სწორედ ასეთი მშობლებისგან იყვნენ ნაშობნი"
/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience