თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ღმერთთან დიალოგი

პოსტის ავტორი: alex_b თარიღი: Feb 29 2008, 11:30 PM

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს ფანატიზმია.
ხოგი კი ამას ღმერთისაგან ბოძებულ მადლად აღიქვამს.
ზოგი ფიქრობს რომ ეს რჩეულთა ხვედრია,
ზოგს კი მიაჩნია, რომ ეს ყველა ქრისტიანს შეიძლება ჰქონდეს.

მაინტერესებს თქვენი აზრი აღნიშნულზე, თუ გსმენიათ ღმერთის ხმა და რას ფიქრობთ საერთOდ ამაზე?

პოსტის ავტორი: XAFRAN თარიღი: Feb 29 2008, 11:56 PM

საკუთარი ცხოვრების წესით თუ გახდება ალბათ ადამიანი უფლის ხმის ღირსი თორე სხვა.........?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Feb 29 2008, 11:59 PM

განა ყოველი ჩვენი ლოცვა ღმერთთან საუბარი არაა? ღმერთის ხმა კი ადამიანში ეს სინდისია.

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Mar 1 2008, 12:00 AM

ციტატა
განა ყოველი ჩვენი ლოცვა ღმერთთან საუბარი არაა? ღმერთის ხმა კი ადამიანში ეს სინდისია.

yes4.gif

პოსტის ავტორი: alex_b თარიღი: Mar 1 2008, 12:08 AM

XAFRAN

ციტატა
საკუთარი ცხოვრების წესით თუ გახდება ალბათ ადამიანი უფლის ხმის ღირსი თორე სხვა.........?

არ მგონია ადამიანს შეეძლოს დაიმსახუროს ეს უდიდესი მადლი.
ალბათ ვერასოდეს მისწვდება ადამიანის ხმა ყოვლისშემძლეს.
მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს ღმერთის ინიციატივით ხდება ადამიანში და არა მისი "კაიკაცობის" გამო. ეს ხომ მადლია, და მადლი კი დაუმსახურებელი საჩუქარია.

ალექსანდრე
ციტატა
განა ყოველი ჩვენი ლოცვა ღმერთთან საუბარი არაა? ღმერთის ხმა კი ადამიანში ეს სინდისია.

მაგრამ სინდისი ყოველთვის როდი გამოხატავს ღმერთის აზრს.
სინდისს მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს: ამხილოს!
ხოლო ღმერთი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა, ვიდრე მხოლოდ ცოდვის მხილება.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 1 2008, 12:15 AM

alex_b

ციტატა
მაგრამ სინდისი ყოველთვის როდი გამოხატავს ღმერთის აზრს. სინდისს მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს: ამხილოს!ხოლო ღმერთი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა, ვიდრე მხოლოდ ცოდვის მხილება

სინდისი კი გამოხატავს ღმერთის ხმას, მაგრამ ცოდვებში ჩაფლული ადამიანი საკუთარი ცოდვებით ახშობს ამ ხმას. კლავს ამ ხმას თავის თავში და არ აძლევს საშუალებას, რომ მასში გაიბრწყინოს
ციტატა
სინდისს მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს: ამხილოს!ხოლო ღმერთი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა, ვიდრე მხოლოდ ცოდვის მხილება.

სინდისისგან მხილება რა არის თუარა ღმერთისგან მითითება საკუთარ ციდვებზე

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Mar 1 2008, 12:17 AM

ციტატა
სინდისს მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს: ამხილოს!

სისულელეა, სინდისი ეს არის ერთგვარი სანოტო სისტემა, რომელიც ინსტიქტთა კლავიშებზე სიმფონიას ქმნის... ის სწორედ რომ ღმერთთან მსგავსებისკენ მოგვიწოდებს, მასთან დაახლოებისკენ, ის ნაზი ხმაა შემოქმედებითი აქტისა - რომელიც ხატებას გვინარჩუნებს.. ის სწორედ რომ უფლის ხმაა... აბა სხვა რაზე უნდა გესაუბროს ღმერთი წლიურ დანახარჯებზე თუ ქართულ პოლიტიკაზე? laugh.gif

პოსტის ავტორი: alex_b თარიღი: Mar 1 2008, 12:21 AM

ალექსანდრე

ციტატა
სინდისი კი გამოხატავს ღმერთის ხმას, მაგრამ ცოდვებში ჩაფლული ადამიანი საკუთარი ცოდვებით ახშობს ამ ხმას. კლავს ამ ხმას თავის თავში.

მაგრამ, ზოგჯერ სინდისი ისე უხეშდება, რომ არც უნდა დაუჯეროს ადამიანმა. მაგალითად ერთხელ ერთმა ლოთმა მთხოვა 20 თეთრი, და არ მივეცი. ვიცოდი არყისთვის უნდოდა. სინდისმა კი შემაწუხა, მაგრამ ღმერთის სიტყვა უფრო ავტორიტეტი აღმოჩნდა ჩემთვის იმ მომენტში.

მაგრამ მე ვამბობ ღმერთის ხმაზე, რომელიც უფრო აშკარა და უფრო მკაფიოა, ვიდრე სინდისი და გულის განწყობა.

ციტატა
სინდისისგან მხილება რა არის თუარა ღმერთისგან მითითება საკუთარ ციდვებზე

როცა ღმერთმა ადამიანი შექმნა, მასში სხვა სიკეთესთან ერთად სინდისი ჩადო, კეთილისა და ბოროტის გასარჩევად. მაგრამ დამეთანხმეთ ცოდვამ დააზიანა, როგორც მთლიანად ადამიანი, ასე მასში არსებული სინდისიც. ამიტომ სინდისი ვერ გახდება ღმერთის ხმის შემცვლელი ჩვენს ცხოვრებაში.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Mar 1 2008, 12:25 AM

ციტატა
მაგრამ, ზოგჯერ სინდისი ისე უხეშდება, რომ არც უნდა დაუჯეროს ადამიანმა. მაგალითად ერთხელ ერთმა ლოთმა მთხოვა 20 თეთრი, და არ მივეცი. ვიცოდი არყისთვის უნდოდა. სინდისმა კი შემაწუხა, მაგრამ ღმერთის სიტყვა უფრო ავტორიტეტი აღმოჩნდა ჩემთვის იმ მომენტში.

მაგრამ მე ვამბობ ღმერთის ხმაზე, რომელიც უფრო აშკარა და უფრო მკაფიოა, ვიდრე სინდისი და გულის განწყობა.

პასტოი. პასტოი, პასტოი დარაგოი, ეგ ხმა სინდისი კი არა შენი ფსევდო გულჩივლობა იყო biggrin.gif სინდისს კი დაემორჩილე biggrin.gif

ციტატა

როცა ღმერთმა ადამიანი შექმნა, მასში სხვა სიკეთესთან ერთად სინდისი ჩადო, კეთილისა და ბოროტის გასარჩევად. მაგრამ დამეთანხმეთ ცოდვამ დააზიანა, როგორც მთლიანად ადამიანი, ასე მასში არსებული სინდისიც. ამიტომ სინდისი ვერ გახდება ღმერთის ხმის შემცვლელი ჩვენს ცხოვრებაში.

ბუნებრივია და სწორედ ამიტომ მოვიდა ის ამ ქვეყნად.. მაგრამ ხმა და წივილ კივილი არ სჭირდება ცხონებას, როდესაც ღმერთი თავად მოდის შენში, ის თავის თავს გჩუქნის და არა ხმას!

პოსტის ავტორი: alex_b თარიღი: Mar 1 2008, 12:31 AM

მნათე

ციტატა
აბა სხვა რაზე უნდა გესაუბროს ღმერთი წლიურ დანახარჯებზე თუ ქართულ პოლიტიკაზე?

მაგალითად იერემია წინასწარმეტყველს თუ წაიკითხავ, ღმერთი დაახლოებით 60-70% ცოდვებზე ელაპარაკება ისრაელს, დანარჩენი კი გამხნევება და აღთქმებია. ხოლო ესაია წინასწარმეტყველში კი უფრო პირიქითაა. უფრო მეტია აღთქმები.
მე მგონია, რომ ღმერთის სალაპარაკო თემა არაა მხოლოდ ცოდვები ადამიანებთან. ნახეთ რას ამბობს პავლე მოციქული:
"მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში." 2ტიმ.3:15.
ხოლო ფსალმუნთა შორის უდიდეს 118-ე მთლიანადაა მიძღვნილი ღმერთის სიტყვის ქებას. და იქ ნახავ რა შეიძლება გააკეთოს ღმერთის სიტყვამ. უცბად გადავხედავ პირველ რამოდენიმე მუხლს და ჩამოგითვლი:
უბიწოდ გაგხადოთ
ღმერთის წესების დაცვა
ღმერთის განდიდება
სიმართლის სწავლა
სიწმიდის შენახვა
ღმერთის ძიება
ცოდვისგან დაცვა
სხვებისთვის გაზიარება
სიხარული მის გზაზე
ფიქრი მის სიტყვებზე
და ა.შ.

მნათე
ციტატა
პასტოი. პასტოი, პასტოი დარაგოი, ეგ ხმა სინდისი კი არა შენი ფსევდო გულჩივლობა იყო სინდისს კი დაემორჩილე

მერე როგორ გაარჩიოს უცოდინარმა ეს ორი ერთმანეთისაგან?

ციტატა
როდესაც ღმერთი თავად მოდის შენში, ის თავის თავს გჩუქნის და არა ხმას!

მაგაში გეთანხმები, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ღმერთი, რომელიც თავის თავს მჩუქნის, სწორედ რომ ის ღმერთია, რომელსაც პირი აქვს და ლაპარაკობს, თვალები აქვს და ხედავს, ყურები აქვს და ესმის.
თუ ღმერთმა გაჩუქა საკუთარი თავი, რატომ არ უნდა დავტკბეთ მასთან დიალოგით?

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Mar 1 2008, 12:51 AM

ციტატა
მაგრამ მე ვამბობ ღმერთის ხმაზე, რომელიც უფრო აშკარა და უფრო მკაფიოა, ვიდრე სინდისი და გულის განწყობა.

ეს ვერ მივხვდი რა იგულისხმება უფლის ხმაში

ციტატა
ერთმა ლოთმა მთხოვა 20 თეთრი, და არ მივეცი. ვიცოდი არყისთვის უნდოდა

როგორც პატრიარქმა თქვა ერთერთ ქადაგებაში ჯობია მაინც დავეხმაროთ ასეთ გაჭირვებულს თუნდაც ეჭვი გვქონდეს რომ იგი ამ ფულით სასმელს დალევსო.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 1 2008, 12:53 AM

ციტატა
ღმერთი, რომელიც თავის თავს მჩუქნის, სწორედ რომ ის ღმერთია, რომელსაც პირი აქვს და ლაპარაკობს, თვალები აქვს და ხედავს, ყურები აქვს და ესმის.თუ ღმერთმა გაჩუქა საკუთარი თავი, რატომ არ უნდა დავტკბეთ მასთან დიალოგით?

ეს მხოლოდ პირობითი მხატვრული გამოხატულებაა, ღმერთი არის სული, როდესაც სახარება გვამცნობს, რომ ქრისტე ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით მამისაო ეს როგორ უნდა გავიგოთ? განა მამაღმერთს მარჯვენა ან მარცხენა შეიძლება ჰქონდეს? ან როცა ვამბობთ უფალო მოჰყავ ყური შენი და ისმინე ჩვენი, განა ღმერთს მართლა ყურები აქვს და ამით გვისმენს?

ან თქვენ იქნებ ისეთ ხმაზე საუბრობთ როდესაც ნათლისღებისას გაისმა ზეცით და რომელიც ქუხილი ეგონათ ხალხს?

პოსტის ავტორი: alex_b თარიღი: Mar 1 2008, 01:14 AM

solomony

ციტატა
ეს ვერ მივხვდი რა იგულისხმება უფლის ხმაში

უფლის ხმა მრავალი სახით შეიძლება მოვიდეს ადამიანში.
იესო ქრისტე ამბობს:
იოან.10:26-27 "მაგრამ თქვენ არ გჯერათ, რადგან ჩემი ცხვრისანი არა ხართ. როგორც გითხარით. ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ, და მევიცნობ მათ, და ისინი მე მომყვებიან."

მე ვფიქრობ ქრისტიან ადამიანს უნდა ესმოდეს ღმერთის ხმა, რომელიც ლაპარაკობს სხვადასხვა სახით:
ღმერთი სიტყვის-ბიბლიის მეშვეობით;
მქადაგებლის მეშვეობით;
გულის განწყობის მეშვეობით;
აზრებით;
ნებისმიერი ადამიანის მეშვეობით;
სხვადასხვა ქმნილებების მეშვეობით.
მაგრამ განსხვავება იმისა, რომ ამა თუ იმ წყაროდან ღმერთი ლაპარაკობს თუ არა, ქრისტიანი ადამიანი საკუთარი სულით გაარჩევს ამას, რადგან იგი "იცნობს მის ხმას".

ციტატა
როგორც პატრიარქმა თქვა ერთერთ ქადაგებაში ჯობია მაინც დავეხმაროთ ასეთ გაჭირვებულს თუნდაც ეჭვი გვქონდეს რომ იგი ამ ფულით სასმელს დალევსო.

ბიბლია ამბობს: "მონაწილეობას ნუ მიიღებთ სიბნელის უნაყოფო საქმეებში, არამედ პირიქით ამხილეთ" და "როგორც გინდა რომ გექცეოდნენ ადამიანები, თქვენც ასევე მოექეცით მათ" - სხვა სიტყვებით, "რაც შენთვის არ გინდა სხვასაც ნუ გაუკეთებ.
არა მგონია ჩემი მიცემული 20 თეთრი მას "ზაპოისგან" გაანთავისუფლებს.

ციტატა
ეს მხოლოდ პირობითი მხატვრული გამოხატულებაა, ღმერთი არის სული, როდესაც სახარება გვამცნობს, რომ ქრისტე ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით მამისაო ეს როგორ უნდა გავიგოთ? განა მამაღმერთს მარჯვენა ან მარცხენა შეიძლება ჰქონდეს? ან როცა ვამბობთ უფალო მოჰყავ ყური შენი და ისმინე ჩვენი, განა ღმერთს მართლა ყურები აქვს და ამით გვისმენს?

კი გეთანხმები მხატვრული გამოხატულებაა.
მაგრამ თუ განვიხილავთ, რას ნიშნავს და რამდენად მხატვრულია ეს გამოხატულება, შეგვიძლია გადავხედოთ პირველი საუკუნის ეკლესიის ისტორიას, მოციქულთა ცხოვრებას და აღმოვაჩენთ, რომ ისინი პირადად, უშუალოდ ისმენდნენ ღმერთის ხმას (სულის ხმას) და ემორჩილებოდნენ, და საკუთარ მსახურებას მისი მითითებებით ასრულებდნენ.
ჩემთვის დასკვნა ასეთია: ფორმა სხვადასხვაგვარია, მაგრამ ღმერთი ნამდვილად ლაპარაკობს თავისი შვილების მიმართ, და ეს ხმა ნაცნობია მისი მორწმუნეებისათვის.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 1 2008, 01:17 AM

alex_b

ციტატა
უშუალოდ ისმენდნენ ღმერთის ხმას (სულის ხმას) და ემორჩილებოდნენ, და საკუთარ მსახურებას მისი მითითებებით ასრულებდნენ.

გულისხმისყოფას ვუწოდებდი ამას.

პოსტის ავტორი: alex_b თარიღი: Mar 1 2008, 01:31 AM

ალექსანდრე

ციტატა
გულისხმისყოფას ვუწოდებდი ამას.

იცი ბიბლია რას უწოდებს ამას:
საქმ.9:10: "უთხრა უფალმა მას..."
10:19: "სულმა უთხრა მას..."
11:12 "მითხრა სულმა..."
13:2 "თქვა სულიწმიდამ"

აღარ ჩამოვთვლი საკმაოდ ბევრია მსგავსი ფრაზები.

პოსტის ავტორი: XAFRAN თარიღი: Mar 1 2008, 01:35 AM

ციტატა(alex_b @ Mar 1 2008, 12:08 AM) *

არ მგონია ადამიანს შეეძლოს დაიმსახუროს ეს უდიდესი მადლი.
ალბათ ვერასოდეს მისწვდება ადამიანის ხმა ყოვლისშემძლეს.
მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს ღმერთის ინიციატივით ხდება ადამიანში და არა მისი "კაიკაცობის" გამო. ეს ხომ მადლია, და მადლი კი დაუმსახურებელი საჩუქარია.

და თუ ვინმეს დასჭირდა ეს დაუმსახურებელი საჩუქარი, რაც არ უნდა ქნას ვერ მიიღებს უფლის წყალობას? (არა მგონია) smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 1 2008, 01:57 AM

ციტატა(alex_b @ Mar 1 2008, 12:31 AM) *

ალექსანდრე

იცი ბიბლია რას უწოდებს ამას:
საქმ.9:10: "უთხრა უფალმა მას..."
10:19: "სულმა უთხრა მას..."
11:12 "მითხრა სულმა..."
13:2 "თქვა სულიწმიდამ"

აღარ ჩამოვთვლი საკმაოდ ბევრია მსგავსი ფრაზები.

მე მაინც მხატვრული გამოხატულება მგონია, როგორც წეღან ავღნიშნე ღმერთი არის სული, მას არ შეიძლება გააჩნდეს მარჯვენა ან მარცხენა, თვალიები, ხელები, პირი და ასე შემდეგ. ამიტომ ბიბლიაში მხატვრული ენით არის გადმოცემული რომ ჩვენთვის ადვილად აღსაქმელი იყოს. ამიტომ როდესაც მოციქული წერს "სულმა უთხრა მას..." "მითხრა სულმა..." "თქვა სულიწმიდამ" და ასე შემდეგ, აქ ალბათ უნდა ვიგულისხმოთ ''გულისხმისყოფა'' ''სულიწმიდის შთაგონება''. აი ჩვენ ვამბობთ რომ ბიბლია სულიწმიდის ''კარნახით'' დაიწერა, როგორ გავიგოთ ეს? იდგა სულიწმიდა და ყურში ჩასჩურჩულებდა წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს? მემგონი არა, არამედ სულიწმიდის მიერ აღძრულნი, სულიწმიდის შთაგონებით წერდნენ მოციქულები და წინასწარმეტყველები.

რავიცი მე ასე მგონია huh.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 1 2008, 03:48 AM

ციტატა
აი ჩვენ ვამბობთ რომ ბიბლია სულიწმიდის ''კარნახით'' დაიწერა, როგორ გავიგოთ ეს? იდგა სულიწმიდა და ყურში ჩასჩურჩულებდა წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს? მემგონი არა, არამედ სულიწმიდის მიერ აღძრულნი, სულიწმიდის შთაგონებით წერდნენ მოციქულები და წინასწარმეტყველები.

რავიცი მე ასე მგონია

კარგადაც გგონია smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Mar 1 2008, 12:08 PM

აქ წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით, უნდა დავეხმაროთ თუ არა ლოთს, ერთი ჩანახატი გამახსენდა:

В. Петренко
В тамбуре воняло сигаретным дымом. Ненавижу этот запах с тех пор, как бросила курить. Терплю. В вагоне тесно и жарко. Ехать всего пару станций.

Мимо прошли местные барды, потряхивая целлофановым пакетом с мелочью. Проползла бабуля с «Гулливерами» «три на гривну». Прошелестели «Сканворды» и «Гороскопы». А потом появился он.

Это был мужчина неопределенного возраста и, судя по виду, без определенного места жительства. Да и все в нем было неопределенным — от распухшей физиономии до фраз, которые он бормотал себе под нос. Было понятно, что это маты, но смысл сказанного оставался неясным. Зато явственно слышался запах перегара. Бомж уселся на пол и нервно мял в руках пустую сигаретную пачку. При этом он не переставал грязно ругаться — то ли в адрес обидчиков, расквасивших физиономию, то ли из-за отсутствия курева. А может, сразу обо всем.

Я стояла напротив. Мы были очень разные — я и он. Словно вышли из разных миров и случайно оказались рядом в этом вонючем тамбуре грязной электрички. Я стояла в чистой одежде, с чистым, слегка подкрашенным лицом. Он сидел рядом — в грязных лохмотьях, с грязной окровавленной физиономией. Вспомнилась евангельская притча о добром самарянине. Размышляю о том, что бомж — мой ближний, а ближних надо любить. Роюсь в своем сердце в поисках христианской любви к этому типу. Выскребла двадцать граммов жалости и полкило отвращения. Мысленно пожимаю плечами: чем я могу ему помочь? Еду дальше. Скорей бы моя станция.

Из вагона показался мужик. Обычный, ничем не примечательный. Не старый. Одет хорошо, хоть и не богато. Рабочий класс. Достал пачку сигарет. Заранее морщусь — предвкушаю дымовую завесу.

Он присел рядом с бомжом. Похлопал по плечу. Со словами «Держи, брат!» — ткнул ему в руки сигарету. Бомж прекратил материться. Они дружно задымили.

Я стояла и смотрела на них. Внутри что-то звенело — тонко, еле слышно. В глазах щипало — наверное, от дыма. Наконец моя остановка. Выхожу.

Перед глазами стоит картина. Мужик с пачкой. Рабочий класс. Не похож он был на верующего… Как-то все не укладывалось. Грязный тамбур… Сизое облако… Евангельская притча о любви. Никогда не думала, что у любви может быть такой странный запах. В тот вечер она пахла сигаретным дымом.

ტამბურში სიგარეტის სუნი იყო. ვერ ვიტან ამ სუნს, რაც მოწევას თავი დავანებე. ვაგონში სივიწროვეა და ცხელა. რამოდენიმე გაჩერება უნდა გავიარო მხოლოდ.
ამ დროს გამოჩნდა ის.
ეს იყო მამაკაცი გაურკვეველი ასაკის და როგორც ჩანდა გაურკვეველი საცხოვრებელი ადგილით. საერთოდაც მასში ყველაფერი გაურკვეველი იყო, გასიებული ფიზიონომიიდან დაწყებული, იმ ფრაზებით დამთავრებული, რომელთაც ცხვირში დუდღუნებდა. ერთადერთი რაც ცხადი იყო,ეს იყო ალკოჰოლის სუნი, რომელიც მას ასდიოდა. უსახლკარო იატაკზე დაჯდა და დაიწყო ცარიელი სიგარეტის კოლოფის დაჭმუჭვნა, რომელიც ხელში ეჭირა, ამასთან განუწყვეტლივ ილანძღებოდა, ან ვიღაცაზე გაბრაზებული, ან მოსაწევი რომ არ ქონდა, ან ორივე მიზეზის გამო.
მე მოპირდაპირე მხარეს ვიდექი, მისგან სრულიად განსხვავებული, თითქოს ჩვენ ორი, სრულიად სხვადასხვა სამყაროდან გამოვედით, და შემთხვევით აღმოვჩნდით ერთად ელექტრომატარებლის ამ აყროლებულ, დახურულ ბაქანზე. მე ვიდექი სუფთა ტანსაცმლით, სუფთა, ოდნავ შეღებილი სახით. ის იჯდა გვერდით, ბინძურ ძონძებში, ჭუჭყიანი, დასისხლიანებული ფიზიონომიით. გამახსენდა სახარებისეული იგავი მოწყალე სამარიტელზე. ვფიქრობ იმის თაობაზე რომ ეს უსახლკაროც ჩემი მოყვასია, მოყვასი კი უნდა გიყვარდეს. ვიქექები ჩემს გულში ამ ტიპისადმი ქრისტიანული სიყვარულის ძიებაში. გულიდან ამოვფხიკე ოცი გრამი სიბრალული და ნახევარი კილო ზიზღი. ფიქრებში მხრებს ვიჩეჩავ, რითი შემიძლია მას დავეხმარო? მივდივარ წინ, ნეტავ მალე იყოს ჩემი გაჩერება.
ვაგონიდან გამოვიდა ვიღაც კაცი. ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული. არც ისე ხანშიშესული. კარგად აცვია, თუმცა არა მდიდრულად. ამოიღო სიგარეტის კოლოფი. წინასწარ დავიჯღანე როცა ბოლი წარმოვიდგინე.
ის ჩამოჯდა უსახლკაროს გვერდით, მხარზე მოუთათუნა და სიტყვებით „აიღე ძმაო!“ - ხელში სიგარეტი ჩაუდო. უსახლკარომ ლანძღვა შეწყვიტა. ორივემ ერთად გააბოლა.
მე ვიდექი და მათ ვუყურებდი. ჩემს შიგნით რაღაც რეკდა, ჩუმად, ძლივს გასაგონად. თვალები მეწვოდა, იქნებ ბოლის გამო. ჩემი გაჩერებაც და მე გამოვდივარ.
თვალწინ ისევ სურათია. კაცი კოლოფით ხელში. სრულიად ჩვეულებრივი მამაკაცი, არც მაინდამაინც მორწმუნეს არ გავს. რაღაც არ ლაგდება ყველაფერი. ჭუჭყიანი ბაქანი... ნაცრისფერი ღრუბელი... სახარებისეული იგავი სიყვარულზე...
არასდროს ვიფიქრებდი რომ სიყვარულს ასეთი უცნაური სუნი ექნებოდა. იმ საღამოს მას სიგარეტის ბოლის სუნი ქონდა

ღმერთთან სასაუბრო ორგანო გულია.

ის რაც უფრო გაწმენდილია, უფრო კარგად გვესმის მისი ხმა.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Mar 1 2008, 01:37 PM

36. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს. უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი, მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთჳს, რაჲთა არამცა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ მეუფებაჲ ჩემი არა არს ამიერ სოფლით.
37. ჰრქუა მას პილატე: უკუეთუ მეუფჱ ხარ შენ? ჰრქუა მას იესუ: შენ იტყჳ, რამეთუ მეუფე ვარ მე. ამისთჳს შობილ ვარ და ამისათჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისგან იყოს, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ. 38. ჰრქუა მას პილატე: რაჲ არს ჭეშმარიტებაჲ?

პოსტის ავტორი: makiki თარიღი: Mar 1 2008, 05:37 PM

yvavilebi.gif მართალია უფლის ხმა პირდაპირი მნიშვნელობით არ მსმენია,რადგან ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია,ისე კი უფლის სიახლოვეს ყოველთვის ვგრძნობ და ეს ჩემთვის ძალიან დიდ რამეს ნიშნავს,როცა იცი რომ უფალი იესო ქრისტეე შენს გვერდითაა tongue.gif
უფალი იყოს ჩვენს გულებში

პოსტის ავტორი: alex_b თარიღი: Mar 1 2008, 08:05 PM

XAFRAN

ციტატა
და თუ ვინმეს დასჭირდა ეს დაუმსახურებელი საჩუქარი, რაც არ უნდა ქნას ვერ მიიღებს უფლის წყალობას? (არა მგონია)

მე კი მგონია.
ალექსანდრე
ციტატა
რავიცი მე ასე მგონია

ალექსანდრე (სეხნია wink.gif )
გეთანხმები რომ "სულიწმიდამ უთხრა" ყოველთვის ბგერებით გამოთქმულ სიტყვებს არ ნიშნავს და იგი შეიძლება მართლაც შთაგონებას ნიშნავდეს.
მაგრამ მე ვლაპარაკობ არა "ბგერების გაგონებაზე" არამედ იმაზე, რომ ღმერთი ელაპარაკება ადამიანებს ისეთი "ენით", რომელიც გასაგებია ადამიანებისათვის.

გეთანხმებით, რომ ღმერთი მიუწვდომელია ადამიანთათვის, მაგრამ მტკიცედ მწამს, რომ ეს ზღუდე თვით ღმერთის ინიციატივით იქნა გაუქმებული.
ღმერთი იესო ქრისტეში ხელმისაწვდომი გახდა ყოველი ადამიანისათვის.

და კიდევ ვიმეორებ, გყავდეს ღმერთი ეს ნიშნავს, გყავდეს მოლაპარაკე, მსმენელი და მოქმედი ღმერთი.

პოსტის ავტორი: madziebeli თარიღი: Mar 9 2008, 02:57 PM

ციტატა
"სულიწმიდამ უთხრა" ყოველთვის ბგერებით გამოთქმულ სიტყვებს არ ნიშნავს და იგი შეიძლება მართლაც შთაგონებას ნიშნავდეს.
მაგრამ მე ვლაპარაკობ არა "ბგერების გაგონებაზე" არამედ იმაზე, რომ ღმერთი ელაპარაკება ადამიანებს ისეთი "ენით", რომელიც გასაგებია ადამიანებისათვის.

გეთანხმები ალექს ღმერთი რომელიც ცოცხალია შეიძლება მასთან დიალოგი უბრალოდ მოსმენა უნდა ამას...ზოგჯერ ვლაპარაკობთ ვლაპარაკობთ და მას აღარ ვუსმენთ...აუცილებელი არაა ღმერთი რაღაც მგრგვინავი ხმით და ქუხილიდან ლაპარაკობდეს...მრავალი საშუალებაა საიდანაც იგი შეიძლება დაგველაპარაკოს...მე უბრალოდ არ მესმის მაშინ როგორ უნდა ვიურთიერთო ღმერთთან თუ ყოველთვის მარტო მე ვილაპარაკებ...მე თუ მისი შვილი ვარ და ვარ კიდეც მაშინ მჭირდება რომ მამა მელაპარაკოს...ჩემი ღმერთი ცოცხალი ღმერთია და ის ლაპარაკობს ვოტ wub.gif

პოსტის ავტორი: enia თარიღი: Mar 9 2008, 06:57 PM

როცა მოძღვარი გვარიგებს უფლის ხმა არ არის ეს? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2015, 07:12 PM

"სინდისს ჩვენ განვიცდით როგორც ხმას, ძახილს... ეს ხმა თავისებურია - ის არ ჩაგვესმის ყურში, ის არ ისმის გარედან, სინდისის ხმა შინაგანია, ამიტომ ის მესმის მხოლოდ მე და სხვას არავის, ამ ხმას მე ვწვდები არა ყურით, არამედ მთელი "შინაგანი არსებით", "გულით".

/თამაზ ბუაჩიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2015, 08:52 PM

"სიცრუეა ერთს ფიქრობდე და მეორეს ლაპარაკობდე"

/მამა ვალენტინი მორდასოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 1 2015, 08:48 PM

"ყოველი სათნოყოფა ღვთისადმი და მსახურება სულისა აზრებშია. ეცადე, შინაგანად ესათნოო უფალს ყოვლითურთ"

/წმ, მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: Apr 4 2015, 06:48 PM

ციტატა(alex_b @ Mar 1 2008, 12:21 AM) *

ალექსანდრე

მაგრამ, ზოგჯერ სინდისი ისე უხეშდება, რომ არც უნდა დაუჯეროს ადამიანმა. მაგალითად ერთხელ ერთმა ლოთმა მთხოვა 20 თეთრი, და არ მივეცი. ვიცოდი არყისთვის უნდოდა. სინდისმა კი შემაწუხა, მაგრამ ღმერთის სიტყვა უფრო ავტორიტეტი აღმოჩნდა ჩემთვის იმ მომენტში.

მაგრამ მე ვამბობ ღმერთის ხმაზე, რომელიც უფრო აშკარა და უფრო მკაფიოა, ვიდრე სინდისი და გულის განწყობა.
როცა ღმერთმა ადამიანი შექმნა, მასში სხვა სიკეთესთან ერთად სინდისი ჩადო, კეთილისა და ბოროტის გასარჩევად. მაგრამ დამეთანხმეთ ცოდვამ დააზიანა, როგორც მთლიანად ადამიანი, ასე მასში არსებული სინდისიც. ამიტომ სინდისი ვერ გახდება ღმერთის ხმის შემცვლელი ჩვენს ცხოვრებაში.

მართალია სინდისის დაზიანებულია და არ შეიძლება ბოლომდე ნდობა

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Apr 4 2015, 10:25 PM

Zukazuka314

ციტატა
მართალია სინდისის დაზიანებულია და არ შეიძლება ბოლომდე ნდობა

მართალია სინდისი ზოგჯერ იტყუება, მაგრამ ეგ კონკრეტული მაგალითი რაც დააციტირე რამდენად იმსახურებს სინდისის გაკიცხვას არ ვიცი რადგანაც მამა გაბრიელი ამბობდა:

მიუხედავად აღნიშნულისა, ხშირად ნაწილი ადამიანებისა ამრეზილნი უყურებენ ქუჩაში დავარდნილ მათხოვრებს. თითქოს ადამიანებადაც არ თვლიან, მითუმტეს თუ შარვალში შარდგადენილი მათხოვარი გდია სადმე. ასეთ გულქვა ადამიანებს შევახსენებ - ერთი რომ არ იცი ვინ არის მოვლენილი იმ დროს მისი სახით და მეორეც, რომც იცოდე ვინ არის, ღვთის გაჩენილი ხომ არის. უფალი კი გვეუბნება: რაც ერთ ადამიანს გაუკეთე, ის მე გამიკეთეო. ამდენად როცა მსგავს სიტუაციაში დახმარების ნაცვლად დასცინე ან ზიზღით შეხედე მათხოვარს, იმავდროულად ნებით თუ უნებლიედ დასცინე და ზიზღით შეხედე თვით უფალ იესო ქრისტეს.

ასეთი ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ დავეხმაროთ კიდევ დალევენ, დათვრებიან და დავარდებიანო. ეს მცდარი მოსაზრება საკუთარი სიძუნწის გამართლებაა. ჩვენ არსად არ გვეუბნება უფალი ასეთს ან ისეთს დაეხმარე, ან მხოლოდ ასეთებს დაგეხმარებითო, არამედ ამბობს: „ითხოვდით და მოცეგემათო“. ჩვენც ყველა მთხოვნელს რითაც შეგვიძლია, უნდა დავეხმაროთ.

ხშირად უსახლკაროდ დარჩენილი მათხოვრების დიდი ნაწილი, ზამთარშიც კი, ღამეს მიწაზე დაწოლილი ათენებს. ასეთები სწორედ, რომ სპირტის ან მსგავსი სასმელების თუნდაც ჭარბი მიღებით უძლებენ სიცივისგან გაყინვას და დღისით სამათხოვრო ადგილამდე ძლივს მისულებს არა განკითხვა, არამედ ჩვენგან ადამიანობა, სითბო და დახმარება სჭირდებათ.

უნდა დავიმახსოვროთ, რომ ჩვენი საქმე არ არის ვინ რისთვის მათხოვრობს; არის თუ არა ხეიბარი; შეუძლია თუ არა მუშაობით თავის რჩენა და სხვა. რადგან მათხოვრობამდე მივიდა, ჩვენ თუ შეგვიძლია, მხოლოდ დახმარება გვმართებს და არა განკითხვა. მითუმეტეს დაცინვა.

ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ ღვთის განგებით მათხოვრებს განსაკუთრებული მისია აკისრიათ და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ღვთის მართლმსაჯულების აღსრულებაში, თუ ვინ დადგინდეს განკითხვის დღეს უფლის მარჯვნივ სამუდამო ლხინებისათვის და ვინ მარცხნივ სამუდამო ტანჯვისათვის გამზადებული.

უფალმა მოგვმადლოს განცდა, რომ სხვათა შეწყალებით ჩვენც შეწყალებულ ვიქმნეთ.

http://tbilisipost.ge/index.php/component/content/article/8-2014-07-04-11-53-37/974-wminda-mama-gabrieli-matxovrebze

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: Apr 5 2015, 01:13 AM

ციტატა(sanfol @ Apr 4 2015, 10:25 PM) *

ძალიან მომეწონა. და შეგიძლია შენც შემოუერთდე "კითხვებს" იქ დავწერე რამოდენიმე კითხვა და ველოდები ხალხს მაგრამ უფრო :G_saxva...A.V.M, afxazi რადგან კარგად იციან ღვთისმეტყველება და მომწონს განმარტებები
მაგრამ შენც თუ შეეცდები პასუხის გაცემას კარგი იქნება.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Apr 5 2015, 02:16 PM

Zukazuka314

ციტატა
ძალიან მომეწონა. და შეგიძლია შენც შემოუერთდე "კითხვებს" იქ დავწერე რამოდენიმე კითხვა და ველოდები ხალხს მაგრამ უფრო :G_saxva...A.V.M, afxazi რადგან კარგად იციან ღვთისმეტყველება და მომწონს განმარტებები
მაგრამ შენც თუ შეეცდები პასუხის გაცემას კარგი იქნება.

აუცილებლად თუ რამე მეცოდინება ისეთი რაც დაგეხმარება გაგიზიარებ ხოლმე თუ მეთვითონ ვეჭვობ მაშინ ჩემთვის დავიტოვებ ხოლმე

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: Apr 6 2015, 04:55 PM

ციტატა(sanfol @ Apr 5 2015, 02:16 PM) *

Zukazuka314

აუცილებლად თუ რამე მეცოდინება ისეთი რაც დაგეხმარება გაგიზიარებ ხოლმე თუ მეთვითონ ვეჭვობ მაშინ ჩემთვის დავიტოვებ ხოლმე

რატო.. თუ ეჭვობ იკითხე...მარა მანამ შეეცადე შენით გაცე პასუხი...თუ ვერ გაცემ იკითხე თორემ ცუდ რამეში არ გადაიზარდოს და რწმმენა არ შეგირყიოს (როგორც მე ერთი ორჯერ .... sad.gif მარა ვერა biggrin.gif ...და ჩემი აზრით ეს იმის ბრალია რომ ეკლესიაში არ ვყოფილვარ დიდი ხანი და მადლო აღარ მაქ, წყარო მადლის ...)

მე რა ჭკუას უნდა გარიგებდე (არც დამირიგებიხარ)..... უბრალოდ ჩემი აზრი გითხარი...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)