„არ უგულებელყოთ აღსარების საიდუმლო, - ამბობს დიდი ათონელი ბერი მამა პაისი, - ის მეტად დიდი რამ არის. სრულიად ცვლის ადამიანს და განაქარვებს დემონთა ძალაუფლებას მასზე. იმდენად დიდი ცვლილებები შეიმჩნევა სინანულის საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, რომ ზოგიერთს ვეუბნები კიდეც, ფოტოსურათი გადაიღოს აღსარებამდე და მის შემდგომ, მაშინ დაინახავს, განსხვავება როგორი აშკარაა და დიდი. როდესაც სინანულის საიდუმლომდე სახეზე იხატება სისასტიკე, შფოთი, ბრალეულობის განცდა და ა.შ. აღსარების შემდეგ სულ სხვა სურათია - მდუმარება და სიმშვიდე მოიცავს ხოლმე კაცს“.
ბევრმა სათანადოდ არ იცის, რომ ხშირად ჩვენი შფოთვის, ნერვიულობის, მოუსვენრობის, ადვილად წყობიდან გამოსვლის მიზეზი მოუნანიებელი ცოდვებია.
ამიტომაც ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გაკეთდეს მაშინ, როცა ადამიანი გამოსულია წყობიდან, ატყობს, რომ ამოვარდნილია კალაპოტიდან, ადვილად ღიზიანდება, ხშირად ნერვიულობს, ეძალება სასოწარკვეთილებითი თუ სხვა უარყოფითი განცდები, არის ის, რომ საჩქაროდ წავიდეს და აღსარება თქვას. სინანულის საიდუმლო ამ შემთხვევაში წამალივითაა, რომელსაც რაც ადრე მიიღებ, მით უფრო მალე დაიწყებ გამოჯანმრთელებას და თუ ასე არ გააკეთე, მეტად გაგეწელება დრო, თან ძირეულ გარდატეხასაც ადგილი არ ექნება. სამწუხაროდ, აღსარების, როგორც ერთ-ერთი უპირველესი სულიერი, ფსიქოლოგიური დახმარების საშუალების, დიდი მნიშვნელობა ბევრს სათანადოდ არ ესმის, კარგად არა აქვს გაცნობიერებული, მათ შორის, უნდა ითქვას, მრევლის არცთუ მცირე ნაწილსაც. ალბათ დადგა დრო, რომ დღეს განსაკუთრებით გაესვას ხაზი სინანულის საიდუმლოს სწორედ ამ მხარეს.
სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი კანონია ის, რომ ბოროტის მხრიდან წარმოებულ აზრობრივ ბრძოლას ჩვენდამი, რაც ხშირად სხვადასხვა სახის უარყოფითი, დამთრგუნველი აზრების, წარმოდგენების, განცდების გაჩენაში გამოიხატება, მეტად კარგად აქარვებს, აფერმკრთალებს სინანულის საიდუმლო. მამა იოსებ ათონელი წერს: „გინდა შემოსურო გველის თავი? თქვი შენი ფიქრების შესახებ აღსარების დროს. ეშმაკის ძალა ცბიერ აზრებშია, თუ შენთან აკავებ - ის იმალება, სინათლეზე გამოგაქვს და ქრება. ხარობს მაშინ მაცხოვარი, გულისხმიერი ლოცვაც ძლიერდება და ნათელი მადლის კურნავს, ამშვიდებს შენს გულს და გონებას“..
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დემონური ძალა განსაკუთრებით მხილებას ვერ იტანს და როცა აღსარებაში ითქმება ამა თუ იმ ვნებითი გახელების შესახებ, ამით დიდი დარტყმა მიეყენება მას, ასეთ დროს ქრება, საგრძნობლად სუსტდება ის უარყოფითი მუხტი, რომელიც თან ახლავს ხოლმე სულიერ ბრძოლას. ეკლესიურ ცხოვრებაზე დაკვირვებით ნათლად ჩანს, რომ ხშირად მრისხანების, სასოწარკვეთის, მრუშული აღტყინების თუ სხვა რომელიღაც ვნების გამძაფრების შემთხვევაში, მარტოოდენ აღსარებაში მათი თქმის შემდეგ აქვს ხოლმე გარდატეხას ადგილი, საგრძნობლად მცირდება ის დაძაბულობა, რომელიც აწუხებს კაცს, იგი თავის პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება, იმ მდგომარეობას, რომელსაც ვნებით გახელებამდე ჰქონდა ადგილი.
ხშირად აღსარების შემდეგ არა მხოლოდ სულიერად გრძნობენ შვებას, დამშვიდებას, უბრუნდებათ რწმენა, იმედი ღვთისა, განცდა აქვთ სიხარულის, არამედ ფიზიკურადაც კი შეიგრძნობენ სინანულის საიდუმლოთი მოტანილ დიდ მადლს. გრძნობენ სიმსუბუქეს სხეულში, განთავისუფლებას დაძაბვის, შებოჭვის შეგრძნებებისგან, თითქოს რაღაც მძიმე ლოდი ჩამოეხსნათო ზურგიდან, უფრო მჩატე გახდაო სხეული.
ბევრმა არ იცის, რომ აღსარება მეტად შველის კაცს სხვადასხვა სახის შიშის გამძაფრების შემთხვევაშიაც, იქნება ეს სიკვდილის, ავადმყოფობის თუ სხვა სახის ნევროზული განცდები - დახურული სივრცის, სახლში მარტო დარჩენის და ა.შ. ბოროტი ძალის ადამიანზე ზემოქმედების ერთ-ერთი უმთავრესი ხერხია ის, რომ გაამძაფროს, გააზვიადოს რაც მისი ბუნებისთვის არის დამახასიათებელი, დაამახინჯოს, პათოლოგიურ დონემდე მიიყვანოს იგი. თავისთავად შიშის განცდა, რადგანაც იგი დამახასიათებელია ჩვენთვის, განკვეულ დადებით ფუნქციასაც ასრულებს, ხშირად ის სიფრთხილისკენ მოუწოდებს კაცს, საჭიროების შემთხვევაში აყოვნებს, რათა ნაბიჯი არ წადგას განსაცდელის მიმართულებით, ხელს უწყობს აერიდოს მას. მაგრამ შესაძლოა ამ განცდამ მეტად დამთრგუნველი სახეც მიიღოს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის, დიდი ნერვიულობის მიზეზიც გახდეს ჩვენთვის. გვხვდება ისეთი სახის პანიკური შიშები, რაც ქცევის დეზორგანიზაციას, არევას იწვევს კაცთან, ხელს უწყობს სხვადასხვა ფსიქიკურ აშლილობებს. ასეთ დარღვევებს ხშირად აქვს ადგილი ნევროზის, შიზოფრენიის, სხვა ფსიქიკური აშლილობების დროს, მაგრამ ამასთან, მათ შესაძლოა ამ აშლილობებისგან დამოუკიდებლად ყველა ადამიანის ცხოვრებაშიც ჰქონდეს ადგილი. ვის არ მოძალებია ზოგჯერ დაუძლეველი შიში სიკვდილის, ჩაუთვლია, რომ მეტად სერიოზული, მძიმე დაავადება აქვს, ძალიან შეშფოთებულია საკუთარ მომავალზე. თუ არა აღსარებაში ნაკლოვანებების, მავნე ჩვევების დასახელება, ისე როგორც ცხოვრება, ნათლად გვიჩვენებს, ძალიან ხშირად ჩვენი წამოწყება რაიმე შევცვალოთ ცხოვრებაში ენთუზიაზმის დონეზე რჩება, გადის მცირე ხანი და კაცი ისევ ძველ ყოფას უბრუნდება. განსაკუთრებით კარგად ეკლესიური ცხოვრების მნიშვნელობა ადამიანური ბუნების სუსტი მხარეების დაძლევის თვალსაზრისით კარგად მჟღავნდება ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის შემთხვევაში. თუ არა აღსარება, ლოცვა, ტაძარში სიარულის დაწყება, ისე ადამიანი უმთავრესად უძლურია სძლიოს მათ. ნარკომანის და ლოთის განკურნება უფლის სასწაულს უკავშირდება და ყველა სხვა ხერხს, თუნდაც მეცნიერულს, მათ შორის ფსიქოთერაპიულსაც, ძირითადად უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ დროებითი გაუმჯობესება მოაქვს. ისინი დამხმარე საშუალებად შეიძლება იქნას გამოყენებული, ხოლო უმთავრესი კი მაინც ღვთის შეწევნაა, მარტოოდენ ასე შეიძლება გამოსწორდეს ამ ვნებით შეპყრობილი, სძლიოს საკუთარ თავს. ამისთვის კი აუცილებელია ამ მავნე ჩვევათა გამოვლინებების ხშირად აღსარებაში დასახელება, აღწერა, ამასთან მონდომებაც სძლიო მათ. საკუთარი თავის იძულებასაც, სურვილს, ძალისხმევას შეებრძოლო ამგვარი სახის მიდრეკილებებს, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ თავად არ მოინდომე ბრძოლა, მარტოოდენ აღსარებაში ხშირად თქმა რას გიშველის, ღმერთი მას ეხმარება, ვინც გამოსწორებას ცდილობს, ის კი, ვინც მარტოოდენ საუბრობს ამის შესახებ, საქმის მხოლოდ ნახევარს აკეთებს, ნაწილს, რომელსაც შედეგი ნაკლებად მოაქვს. როცა კი ორივე ეს მხარე სახეზეა, სინანულის საიდუმლოს აღსრულებისას აღინიშნება საკუთარი ნაკლოვანებების, მავნე ჩვევების შესახებ, თან, ამასთან, მცდელობაცაა დაუპირისპირდე მათ, თავს იჩენს ერთი მეტად მნიშვნელოვანი კანონზომიერება „შეუძლებელ კაცთათვის, შესაძლებელია ღვთისათვის“ და ადამიანი მართლაც დიდ ნაბიჯს დგამს თავისთა სასიკეთო მიმართულებით.
რას უნდა მიექცეს ყურადღება აღსარების ჩაბარების დროს. მღვდელთან საუბრის სწორად წარმართვას, მის თანმხლებ განცდებს ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ მთავარ ნაკლოვანებებზე, ცოდვებზე, რაც შეიმჩნევა ჩვენთან მიმართებით და რაზეც ყველაზე მეტად გვქეჯნის სინდისი. გამოცდილ მართლმადიდებელ მამათა მიხედვით თითოეულ კაცთან ერთი რომელიღაც ვნება გამოიყოფა, ყველაზე მეტად რომ ებრძვის მას, აგდებს კალაპოტიდან, ის უნდა განისაზღვროს და მასთან დაპირისპირებაზე გაკეთდეს განსაკუთრებული აქცენტი. ზოგი სასოწარკვეთილებისკენ არის მიდრეკილი, ზოგიც მრისხანებისკენ, ზოგიერთთან კი სხვა ვნება მძლავრობს. ამასთან, დროის ყოველ მოცემულ მონაკვეთში შეიძლება უფრო ძლიერად რომელიღაც სხვა ვნებამ წამოყოს თავი, ნაკლოვანებამ, ან ის შეიძლება რამდენიმეც იყოს. სწორედ მათი აღნიშვნა, განსაკუთრებით გამოყოფაა საჭირო, იმ მთავარი შეცდომების, ცოდვების შემოსაზღვრა, რომელიც ყველაზე მეტად გაგდებს კალაპოტიდან, უარყოფითად მოქმედებს შენს სულიერ მდგომარეობაზე, სარწმუნოებრივ ზრდაზე. ჯერ ამას უნდა მიექცეს სინანულის საიდუმლოს დროს ყურადღება, შემდეგ კი უკვე შესაძლებელია უფრო ნაკლებმნიშვნელოვანით, მეორეხარისხოვნითაც დაკავდე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეკლესიური შეხედულებით რვა მთავარი ვნება გამოიყოფა, რომელთა გახელებაც განსაკუთრებით აზიანებს სულს, იწვევს ადამიანის უფალთან დამოკიდებულების გამრუდებას. ესენია ამპარტავნება, მრუშობა, სასოწარკვეთილება, მრისხანება და ა.შ. ამ ვნებების გამოვლინებებს, მასთან დაპირისპირების ხერხებს გვამცნობს ისეთი რელიგიური დისციპლინა, როგორიცაა „ასკეტიკა“. მას ზოგიერთი გამოცდილი ქრისტიანი მოღვაწე ერთგვარ ფსიქოლოგიურ განხრასაც კი უწოდებს ეკლესიის წიაღში და ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ საგნადაც კი გამოყოფს ჩვენთვის. სწორედ ამ რელიგიური დისციპლინით განსაზღვრულ რვა უმთავრესი ვნების გამოვლინებებს უნდა მიექცეს აღსარების დროს განსაკუთრებული ყურადღება და შევეცადოთ ვისწავლოთ მათთან ბრძოლა.
თან შეგრძნებაც ძალიან ხშირად ისეთია, რომ არის ცოდვები, რომლებიც მართალია უარყოფითად მოქმედებს ჩვენს სულიერ მდგომარეობაზე, მეტად კარგი იქნებოდა, თუ არ ჩავიდენდით მათ, მაგრამ მაინც ჩვენი სუსტი, დაცემული ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ძნელია ავცდეთ ამგვარ გამოვლინებებს, ხშირად დიდი დროა საჭირო განვთავისუფლდეთ მათგან. ისინიც გვაშორებენ ღმერთს, მაგრამ მაინც არა ისე, როგორც ზოგიერთი. განა ერთია, ვთქვათ სხვისი განკითხვა, ზედმეტად ჩაცმაზე ყურადღების გამახვილება და სხვასთან სასტიკი ჩხუბი, ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევა. არის ცოდვები, რომელთა ჩადენისასაც განსაკუთრებით გრძნობს კაცი თუ როგორ სცილდება ის უფალს და სანამ აღსარებაში არ იტყვის მათ შესახებ, ვერ თავისუფლდება ბოროტის მარწუხებიდან, სრულფასოვნად ვერ დგება კავშირი ღმერთთან. ამასთან არის შეცოდებები, რომლებსაც თუ შევეცდებით არ გავიმეოროთ, დავნებდეთ მათ, გარკვეული ხნის შემდეგ, თითქოს ეს მონდომება აღსარების გარეშეც გვიდგენს კავშირს ღმერთთან, ისევ გვაახლოებს მას. შეგრძნება ისეთია, რომ უფალი მალე კვლავ ბრუნდება ჩვენსკენ. რა თქმა უნდა, შემდეგში სინანულის საიდუმლოს აღსრულების დროს ისინიც უნდა იქნას აღნიშნული, მაგრამ მაინც მათი დასახელება, თითქოსდა არც ისე საჩქაროა.
მოძღვართან საუბრისას ერთი მხრივ, უმრავლეს შემთხვევაში უნდა ვერიდოთ ზედმეტ დაწვრილმანებას, დეტალურად იმ ვითარების, პირთა აღწერას, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყვეს ჩვენს ცოდვით დაცემას, გვატკინეს გული, მაგრამ ამასთან არც ძალიან ზოგადი უნდა იყოს ჩვენი მონათხრობი. .
მიუხედავად იმისა, რომ აღსარების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მთავარი ნაკლოვანებების, ვნებების, ცოდვების გამოყოფას და მათ თქმას, მაგრამ, ამასთან, ეს არ ნიშნავს, რომ შედარებით ნაკლებად მძიმე ცოდვები დავივიწყოთ და არ მოვყვეთ მათ შესახებ. დიდ ოპტინელ ბერ მამა მაკარისთან ორი ქალი მივიდა. ერთს დიდი ცოდვა აწუხებდა, უფორიაქებდა სულს და ამიტომაც მეტად დათრგუნული იყო იმის გამო, მეორე კი ხალისიანად გამოიყურებოდა, რადგან რაიმე მძიმე ცოდვას ვერ ხედავდა თავისთან. მამა ამბროსიმ ორივეს მოუსმინა და მდინარის ნაპირას გაუშვა. ერთს დაავალა ყველაზე დიდი ქვა მოეტანა იქიდან, რის ზიდვასაც შეძლებდა, ხოლო მეორეს კი უბრძანა კაბის კალთის ქვეშ პატარა ქვები მოეგროვებინა და ისე მისულიყო მასთან. როცა მათ დავალება შეასრულეს, ბერმა ისევ უკან გაუშვა და მოტანილი ქვების თავთავიანთ ადგილას დაწყობა მოსთხოვა. პირველმა ადვილად მოახერხა ეს, რადგან ერთი ქვა ჰქონდა დასადები, მეორემ კი ვერ შეძლო იგი, ყველა იმ ადგილის გახსენება, სადაც კი ჰქონდა პატარა ქვები მოგროვილი. მამა მაკარის ახსნით, ყოველივე ეს მათ ცოდვებს განასახიერებდა, პირველს სულ ახსოვდა თავისი დიდი ცოდვის შესახებ და ნანობდა მას, ამიტომაც შეეძლო მოეცილებინა ის, მეორე კი არ აქცევდა რა თავის ბევრ წვრილმან ცოდვას ყურადღებას და დავიწყებული ჰქონდა რა ისინი, ვერ ახერხებდა სინანულის საიდუმლოთი განწმენდილიყო მათგან.
მოძღვართან აღსარების დროს ცოდვებზე, ნაკლოვანებებზე საუბრისას დიდი მნიშვნელობა აქვს, მთელი გულით ინანიებ მათ, თუ ეს ყველაფერი ფორმალურ ხასიათს ატარებს. როცა აღსარების საიდუმლოს დიდი სინანულიც ახლავს თან, შესაბამისი ემოციური განწყობა, გრძნობათა დატვირთვა შეინიშნებ, ამ დროს, ბუნებრივია, ეს უფრო სათნო, მისაღებია უფლისთვის, ვიდრე ის, როცა ცივად, შესატყვისი განცდების გარეშე ხდება მღვდელთან საუბარი. სულიერ ცხოვრებაზე დაკვირვება ნათლად მიგვანიშნებს, რომ ღმერთი განსაკუთრებით გვეხმარება სწორედ იმ ნაკლოვანებების, მავნე ჩვევების დაძლევაში რისი გამოსწორებაც გულით გვინდა, რასთან დაკავშირებითაც დიდი წუხილი, შფოთვა შეიმჩნევა ჩვენთან. თუ რა მნიშვნელობა აქვს შესაბამის განწყობას, სინანულს აღსარების ჩაბარებისას, ამაზე მიგვითითებს სხვადასხვა შემთხვევა მართლმადიდებელ მამათა ცხოვრებიდან, მიგვანიშნებს მათი მრავალი დარიგება. „მამა ზაქარიასთან აღსარების ჩასაბარებლად ორი ქალი მიდიოდა. ერთი მთელი გზა დიდ სინანულს განიცდიდა თავის ცოდვებთან დაკავშირებით და გულში ამბობდა: „უფალო, რა ცოდვილი ვარ, მე ხომ ასე და ასე გავაკეთე, ის განვიკითხე, გთხოვ შემინდე ღმერთო! გულით და გონებით თითქოს დაცემული იყო უფლის ფეხებთან და მოთქვამდა: „მაპატიე, მაპატიე, მომეცი ძალა, რომ აღარ შეურაცხგყო, შემინდევ ჩემი ცოდვები. მთელი თავის ცხოვრება გადასინჯა და სულ ინანებდა და ინანებდა.
მეორე კი მშვიდად მიდიოდა. მივალ და ვიტყვი აღსარებას, ფიქრობდა ის, აღვნიშნავ, რომ ყველაფერში ცოდვილი ვარ, ხვალ კი ვეზიარები. ახლა იმაზე ვიფიქრებ, რა მატერია ვუყიდო ჩემს შვილს კაბისთვის, რა შევურჩიო კი მის სახეს რომ მოუხდეს. ამგვარი ყოფითი აზრებით იყო ის დაკავებული.
ისინი ორივე ერთად შევიდა მამა ზაქარიასთან. მან პირველს მუხლებზე დაჩოქება უბრძანა და უთხრა, რომ ცოდვებს მიუტევებდა. „როგორ, მამაო, მე ხომ ჯერ არაფერი მითქვამს“, - აღმოხდა ქალს... არ არის თქმა საჭირო, მიუგო ბერმა, მათ შესახებ შენ სულ ეუბნებოდი უფალს, მთელი გზა ინანიებდი მათ, მე კი ყველაფერი მესმოდა, ასე რომ, ახლა წაგიკითხავ შენდობის ლოცვას, ხვალ კი კურთხევას მოგცემ, რომ ეზიარო.
- შენ კი, - მიმართა მეორეს გარკვეული ხნის შემდეგ, - წადი და იყიდე ქალიშვილის კაბისთვის მატერია, შეკერე როგორც ჩაიფიქრე და როცა მობრუნდება სინანულისკენ შენი გული, მაშინ მოდი აღსარებაზე. ახლა კი მე მას ვერ მივიღებ“.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეტად მნიშვნელოვანია აღსარების დროს არა ფორმალურად, ცივად ცოდვების ჩამოთვლა, არამედ სინანულის განცდის თანხლებაც, ამ შემთხვევაში, მაინც რა კარგად გაცნობიერებულიც არ უნდა ჰქონდეს კაცს ეს ყველაფერი, ესმოდეს მისი ღირებულება, ხშირად ვერ ხერხდება შესაბამისი განწყობის შექმნა. ძალიან ძნელია აიძულო თავი, რა შეგნებულიც არ უნდა გქონდეს შენი ცოდვების, ნაკლოვანებათა მავნებლობა, მათგან მოტანილი ზიანი თუ ბუნებრივად არ შემოვიდა ეს, ხელოვნურად გამოიწვიო მათდამი დიდი სინანულის შეგრძნება. ჩვეულებრივ, ასე ხდება, მივდივართ აღსარების სათქმელად და ცივად, ხშირად სინანულის განცდის გარეშე ვაკეთებთ ამას. არადა, მაინც რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს ამ შემთხვევაში. უნდა ვიფიქროთ ის, რომ საკუთარი ცოდვების, ნაკლოვანებების, შეცდომების სულ უთქმელობას ისევ შესაბამისი განწყობის გარეშე თქმა სჯობს, ასეთ დროს ჩვენი უმწიფარობის, ნაკლოვანი ბუნების გამო ამასაც შეიწირავს უფალი, მასაც ჩაგვითვლის სათვალავში. თან ისიც გაუმართლებლად მოჩანს, ზედმეტად აიძულო თავი, ხელოვნურად შეიქმნა ცოდვების შესაბამისი განცდები. ჯობია რაც ხარ, იგივე იყო, არ მოიტყუო თავი და უფალს შეჰვედრო, მოგანიჭოს ჭეშმარიტი სინანულის შეგრძნება. ამგვარი სინანული მისი წყალობაა და ლოცვა-ვედრებაა საჭირო, რათა მოგვემადლოს ის.
თემა არასრულადაა ატვირთული რისთვისაც ბოდიშს გიხდით
მაშიკო
ზოგჯერ შთაბეჭდილება ისეთი იქმნება, რომ ფიგურირებს აზრი, რახან სასულიერო პირია, ამიტომ ბევრის უფლება შეიძლება მისცეს საკუთარ თავს - აქ არ არის ლაპარაკი სიმკაცრეზე, რაც ზოგჯერ აუცილებელია გამოჩენილ იქნას მოძღვრის მხრიდან, არამედ იმ ფორმის შერჩევაზე, ტაქტზე, როგორადაც უნდა იქნას ეს გამოვლენილი. და საბოლოოდ რას ვიღებთ - ერთი მხრივ, სასულიერო პირი - რა თქმა უნდა, არა ყველა - კაცი, რომელსაც სულ სადღაც ეჩქარება, მოუცლელია, დროის დეფიციტის გამო ზღუდავს ურთიერთობას მრევლთან, თუ დაელაპარაკები, ისიც მეტად მცირე ხნით, ნაკლებ ყურადღებიანი, თბილი, ტაქტიანი - თუ უხეში არა, თან თავისი სხვა სისუსტეებით და ნაკლოვანებებით და მეორე მხრივ, ფსიქოლოგი, რომელიც თუნდაც თავისი პროფესიონალური ჩვევებიდან გამომდინარე, არის თბილი, ალერსიანი, ყურადღებიანი, ცდილობს თუ შინაგანად არა, გარეგნულად მაინც თანაგიგრძნოს, გაითავისოს შენი ტკივილი.
გასაგებია, რომ მეტად მძიმეა მღვდელის სატარებელი ჯვარი, არ არსებობს ამქვეყნად უფრო რთული მისია, ვიდრე მათ აქვთ, რამდენი ადამიანი აბარიათ, უნდა დაეხმარონ, მივიდნენ ღმერთთან, ღირსეულად გაუძლონ გასაჭირს, გაუმკლავდნენ თავის პრობლემებს, საჭიროა ამა თუ იმ რჩევის მიცემა ცხოვრების სხვადასხვა ურთულეს სიტუაციაში, მართლაც რამდენ ერთს შეიძლება გასწვდე, გაუწოდო დახმარების ხელი, ამასთან იქ პანაშვიდია გადასახდელი, წესი ასაგები, კიდევ სხვა ბევრი საზრუნავი აქვს წუთისოფელს, მაგრამ ეს მაინც არ ამართლებს სასულიერო პირს. მან ისე უნდა გაანაწილოს დრო, რომ ყველაფერი მოასწროს, ამასთან, ჯერ მთავარზე - ადამიანის სულიერ აღზრდაზე, განვითარებაზე გაამახვილოს ყურადღება და შემდეგ უკვე სხვა საკითხებით დაკავდეს. არ შეიძლება იგრძნობოდეს გულგრილობა, უყურადღებობა სასულიერო პირის მხრიდან, უფრო სხვა მხარის წინ წამოწევა, ვიდრე ადამიანისადმი დახმარებაა. თუ ეს ასეა, შესაძლოა გაჩნდეს ტენდენცია მოძღვრის ფსიქოლოგით შეცვლის, ამ უკანასაკნელს უკეთეს შემთხვევაში მოღვაწეობის თავის სფერო აქვს, სადაც სულაც არ უწევს კონკურენციას მღვდელს, იგი მის დამხმარესავით გამოდის, რომელიც ასევე ცდილობს დაეხმაროს ხალხს, შეეშველოს თავისი პრობლემების მოგვარებაში, მაგრამ ის ბუნებრივია, ვერ შეცვლის მღვდელს.
აღსარებასთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი მხარე, რომელსაც აუცილებელია, გაესვას ხაზი. ზოგჯერ ფიგურირებს ასეთი აზრი, რა საჭიროა სასულიერო პირი, მასთან ცოდვების მონანიება, მის გარეშეც ხომ შეიძლება გაკეთდეს ეს. უფალს თავად მივმართავ ამისთვის და შუამავალი სულაც არ მჭირდება. თუ სინანულს განვიცდი, ვთხოვ ღმერთს ცოდვების, შეცდომების მოტევებას, განა იგი საკმარისი არ არის მისთვის. ასეთი მიდგომა არასწორია და მცდარი. ღვთისათვის თავისთავად სათნოა ჩვენი სინანული, მაგრამ იმისთვის რომ ამ სინანულმა საბოლოო შედეგი გამოიღოს, მოხდეს ჩვენთვის ცოდვების მიტევება, მათგან განწმენდა, აუცილებელია სასულიერო პირთან აღსარების დროსაც ითქვას ეს. სახარებაში ვკითხულობთ: მიმართა მაცხოვარმა მოციქულებს: „ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ“ (იოანე 20,22-23). იგივე უნარი აქვთ მომადლებული სასულიერო პირებს და არაფრით არ შეიძლება ამის გაუბრალოება, არშეფასება. თავად სულიერ ცხოვრებაზე დაკვირვებაც ნათლად გვიჩვენებს, თუ რა დიდი განსხვავებაა ცოდვების ჩვენთვის მონანიებასა და მღვდელთან მათ აღნიშვნას შორის. მარტოოდენ აღსარების შემდეგ დგება ხოლმე გარდატეხის მომენტი და შეგრძნებაა მძიმე ტვირთისგან, ბორკილებისგან განთავისუფლების, მტანჯველური განცდების გაქრობის თუ არა, ყოველ შემთხვევაში, შესამჩნევად შესუსტების, შემცირების მაინც. თუ სინანულის საიდუმლოს აღსრულებას ადგილი არა აქვს, უმთავრესად განცდაა დაუსრულებლობის, იმ შედეგის არმოტანის, რასაც მოველოდით სინანულის გრძნობის გამო.
ჩვენი ცოდვების, შეცდომების დანახვა, ეს უფლის დიდი წყალობის გამოვლენაა და კარგად უნდა გავითავისოთ იგი. ამაზე მიუთითებს თუნდაც სულიერი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე - ამა თუ იმ ლოცვის დაწყება. იწყებ, დავუშვათ, იესოს ლოცვას და ზოგჯერ ამ დროს საკუთარი ისეთი დაშვებული შეცდომები, არასწორი ქმედებები, ცოდვები გიტივტივდება ცნობიერებაში, რასაც ადგილი არ ექნებოდა, ამ ღვთისმსახურებითი წესის შესრულებას რომ არ ჰქონოდა ადგილი. ლოცვით მოხვეჭილი მადლის შემწეობით ხდება ეს, უფალი მიგვანიშნებს თუ რაზე გავამახვილოთ ყურადღება, ვისწრაფოთ რისი გამოსწორებისკენ. ამასთან უნდა ითქვას, როცა ადამიანი ეკლესიური ცხოვრებით დიდ სულიერებას აღწევს, ის საკუთარ თავში კაცური ბუნებისთვის დამახასიათებელ ისეთ თვისებებს ამჩნევს, ჭვრეტს, ჩვეულებრივი კაცი მას რომ ვერ დაინახავდა, ხშირად ვერც კი წარმოიდგენდა ამას. ასეთი ხედვის გამოვლენის მაგალითია ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვრის სულიერი შვილის აღსარებაც, რომელშიც ბევრი რამ შეიძლება აღმოაჩინოს ყველამ საერთო. იგი ამბობს: „ყურადღებით ვსწავლობდი რა ჩემს ცხოვრებას, მივხვდი, რომ სრულიად არ მიყვარს ღმერთი. ვინც მიყვარს იმის სიყვარულს გულით ვატარებ და მის სახელს ტკბილად ვიხსენებ; ვინც მიყვარს ის ყოველთვის მახსოვს და ვფიქრობ მასზე. მაგრამ ბევრს ვფიქრობ კი მე ღმერთზე? ჩემი ფიქრების უმრავლესობა ეხება წარმავალს, ამქვეყნიურ ამაოებას და ცოდვებს. დღეღამეში, ოცდაოთხი საათის განმავლობაში, ერთ სათს თუ დავუთმობ ხოლმე ფიქრებს ღმერთზე. როდესაღ მასზე ვფიქრობ, ამას უხალისოდ და იძულებით ვაკეთებ; მაგრამ თუ ამ დროს ვინმე ახალ ამბავს მომიტანს, მაშინვე ხარბად ვიწოვ თითოეულ სიტყვას. როცა სახარებას და წმინდა მამათა წიგნებს ვკითხულობ, მაშინვე მავიწყდება წაკითხული; ახალი ამბები და ჭორები კი მრავალი წლის განმავლობაში მახსოვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ღმერთი არ მიყვარს!
ვინც მიყვარს, მასთან სიამოვნებით ვსაუბრობ. დიდი ხნით საუბარიც კი მოკლედ მეჩვენება და შეუმჩნევლად გადის დრო. ლოცვაზე კი გაჭირვებით ვდგები, ძალდატანებით და მისი რამდენიმე წუთი წელიწადად მეჩვენება. სურვილი მიჩნდება სასწრაფოდ მივატოვო ის და ყოველდღიური საქმეების კეთებით დავკავდე. საბაბსაც ვეძებ, რომ ჩქარა დავამთავრო ლოცვა, ამიტომაც მე ვხედავ, რომ ღმერთი არ მიყვარს, წინააღმდეგ შემთხვევაში სურვილი მექნებოდა ყოველთვის მესაუბრა მასთან, მეფიქრა მასზე.
ვინც მიყვარს, მასთან შეხვედრა მსურს. ტაძარში კი გულგრილად, უხალისოდ მივდივარ; ვერ ვგრძნობ ღვთის სახლში უფლის ყოფნას. ესე იგი მე ღმერთი არ მიყვარს, თვით ლოცვის დროსაც კი არ ვფიქრობ ღმერთზე, არამედ რაღაც განყენებულზე და ზოგჯერ, ლოცვის დამთავრების შემდეგ, იმასაც ვერ ვხვდები, დილის ლოცვები წავიკითხე, თუ საღამოსი. თვით ლოცვისთვის განკუთვნილ დროსაც კი არ ვუძღვნი ღმერთს.
თუ ვინმე გვიყვარს, მის ნება-სურვილს სიამოვნებით ვასრულებთ. უფალმა თქვა: „ვისაც მე ვუყვარვარ, ის ჩემს მცნებებს ასრულებს“. მე რომ ღმერთი მყვარებოდა, მის მცნებებს, ზეპირად ვისწავლიდი და შევეცდებოდი შემესრულებინა ისინი. ახლა კი რომ მკითხო, ღვთის მცნებები რომელიაო, ვერაფერს გიპასუხებთ, ამიტომ მე ვხედავ, რომ ღმერთი არ მიყვარს. როდესაც არჩევანის წინაშე ვდგები, ვიმოქმედო ღვთის ნების მიხედვით თუ ჩემი ავხორცი გულისთქმებით, უმეტეს შემთხვევაში, საკუთარი ცოდვების მიხედვით ვმოქმედებ. მაშასადამე, მე ღმერთი არ მიყვარს.
რაც შეეხება ადამიანის სიყვარულს, ვსწავლობდი რა საკუთარ თავს და ჩემს ცხოვრებას, მივხვდი, რომ ჩემს გარდა, არავინ მიყვარს. როდესაც ადამიანი გვიყვარს, მასში მხოლოდ სიკეთეს ვხედავთ. მე კი ადამიანებში ვხედავ ცუდს, ბოროტებას, ვხედავ მათ ცოდვებს, მარტო საკუთარ თავში ვამჩნევ ღირსებას და სიკეთეს, ესე იგი, მე ადამიანები არ მიყვარს. ვინც გვიყვარს, იმის საქციელს ვამართლებთ; მე კი პირიქით, განვიკითხავ ჩემს გარშემო ყველას, როგორც უღირსებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ადამიანები არ მიყვარს. ვინც გვიყვარს, მათ ხალისით ვპატიობთ; მე კი წყენას დიდხანს ვერ ვივიწყებ. შესაძლოა, მთელი ცხოვრებაც კი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემში არანაირი სიყვარული არ არის. წმინდა წერილში ნათქვამია: „გიხაროგდეთ მათთან ერთად, რომელნიც ხარობენ და იტირეთ მათთან ერთად, რომელნიც ტირიან (რომ.12,15). მაგრამ მე, ვიყურები რა ჩემს გულში, ვხედავ, რომ სრულებით არ მიხარია ადამიანთა კეთილდღეობა და ბედნიერება; მე გულგრილი ვარ მათ მიმართ. მაგრამ ამაზე საშინელს ვხედავ ჩემს თავში; ეს ბედნიერება გულის სიღრმეში მწყინს და პირიქით, როცა ადამიანებს უბედურება ეწევათ ხოლმე, მე გარეგნულად თანავუგრძნობ, შინაგანად კი ბოროტად მიხარია. ამიტომ მე მივხვდი, რომ ადამიანები არ მიყვარს; ჩემში არაფერია წმინდა, ჩემი რწმენა მხოლოდ გარეგნულია.
მე რომ მჯეროდეს სახარების სიტყვების, ძრწოლით ვიფიქრებდი ჯოჯოხეთზე, ვიბრძოლებდი ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის, ჩემს გაყინულ გულს კი სიკვდილზე და მომავალ ცხოვრებაზე ფიქრი არ ეკარება. მე ვხედავ, როგორ კვდებიან ჩემ გარშემო ადამიანები, მაგრამ თავად ისე ვცხოვრობ, თითქოს მუდამ ვიქნები აქ, ესე იგი, მე ურწმუნო ვარ, ესე იგი, მე არ მეშინია უფლის. ბნელი ძალებიც კი, ღვთის მოძულე ძალები ჯოჯოხეთისა, სახარების სიტყვებით ძრწიან ღვთის წინაშე; მე კი ეს შიშიც არ გამაჩნია, ის შიში, რომელიც ეშმაკს აქვს!..
მე არ მაღელვებს ღვთის გაფრთხილება, მსოფლიოს და მე წინასწარმეტყველთა პირით რომ მოგვმართავს უფალი. სრულიად უგრძნობი ვარ მის მიმართ. თავი მორწმუნე მგონია, მაგრამ ვცხოვრობ ისე, თითქოს ღმერთი არ არსებობდეს; უფრო მეტიც, როდესაც ცოდვის ჩადენა მწყურია და სინდისი მამხელს, ვცდილობ ჩავკლა იგი, ჩავახშო საკუთარი სინდისის ხმა. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, ღმერთი საერთოდ არ ყოფილიყო. ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ მე შინაგანად ღვთის მკვლელი ვარ.
მე არ მწამს ღმერთი და არ მიყვარს იგი. წირვაზე დგომის იმ უწმინდეს წუთებში, როცა სულიწმიდის მადლი მოიცავს ხოლმე ტაძარში მდგომთ, ვხედავ, რომ ამ თვით ანგელოზთათვის საშინელ დროსაც კი მე გართული ვარ მანკიერი, ბინძური გულისთქმებით, მოგონებებით. ტაძარში ყოფნისას საღორედ ვაქცევ ჩემს გულს და ეს იმას ნიშნავს, რომ მე ღმერთი არ მიყვარს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ არაფერი მწამს წმინდა.
მე სავსე ვარ ამპარტავნებით. გულში ჩემ გარშემო მყოფებზე ყველაზე მაღლა ვაყენებ თავს, რჩეული მგონია იგი და ჩემგან კერპი შევქმენი, მხოლოდ მას ვცემ თაყვანს. იმისთვის კი არ ვკითხულობ წმინდა წერილს და წმინდა მამათა შრომებს, რომ აღვასრულო ისინი, არამედ მისთვის, რომ წმინდა წიგნების შესახებ საუბარისას, თავი გამოვიჩინო ადამიანთა წინაშე; ხოლო თუ ერის კაცს შევხვდი, მეშინია განვაცხადო, რომ მორწმუნე ვარ, რათა არ დამცინოს და ფანატიკოსი არ მიწოდოს სხვამ. ერის კაცთა წინაშე პირჯვრის გამოსახვისაც კი მრცხვენია, რომლითაც გადარჩა ადამიანთა მოდგმა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ვარ კაცი, რომელსაც ღმერთი არ უყვარს, სძულს ადამიანები, არა სწამს სიწმინდის და აღსავსეა სატანური ამპარტავნებით“.
ბერის მონათხრობით კარგად ჩანს, თუ როგორი ცოდვილია ადამიანის ბუნება, რამდენი რამ გვაქვს გამოსასწორებელი. ამისთვის კი აუცილებელია სინანულის საიდუმლო. იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული საიდუმლოა და საოცრად დიდი შედეგის მომტანია ჩვენთვის. მარტოოდენ მისი მეშვეობითაა შესაძლებელი გარდავქმნათ საკუთარი ბუნება, მოგვეტევოს ცოდვები, განვთავისუფლდეთ ამა თუ იმ ნაკლოვანებისაგან. იმდენად დიდია ამ ქრისტიანული საიდუმლოს მნიშვნელობა კაცისთვის, რომ რამდენიც არ უნდა წერო, მაინც ვერ დააფასებ მას სათანადოდ, შესაბამისად ვერ აღწერ მის მიერ მოტანილ სარგებლობასაც ჩვენთვის. მართლაც უფლის დიდი წყალობის გამოვლენაა, რომ არსებობს იგი.
ნეტავ რატომ ხდება ზოგჯერ როცა ვცოდავთ და არ გვაქვს სინანულის გრძნობა?
მაშიკო
იმიტომ, რომ ცოდვის არსი ვერ შეგვიცნია, და ჩვენს თავს იმდენად ცოდვილს ვერ ვცნობთ ხოლმე, კი ვიძახით ყველა ცოდვილები ვათO, მაგრამ შეცნობა სულ სხვააა, უნდა ჩაიხედო გულში
თითქოს სადღაც გაქრა სინანული და აღსარება... ხშირად ხდება ხოლმე როცა განვუდგები... ამ ბოლო დროს უკვე გახშირდა, არადა ადრე რა რძალულებით ვეკიდებოდი ამ საიდუმლოს... მიზეზი რა შეიძლება იყოს? ვითომ ეშმაკი? თუ ამპარტავნება?
ანნო
ტაძარში ახალმისულები უფრო ხშირად ამბობენ აღსარებებს, ხშირად ეზიარებიან, მე ყოველშემთხვევაში ასე ვიყავი... ეხლა კი რა დამემართა ვერ ვხვდები... მიზეზს ვეძებ და ვერ ვპოულობ...
სინანულის გრძნობის ქონა არ ყოფილა საკმარისი იმისათვის რომ აღსარება ვთქვა...
Ligia
ვაიმე ეს რა მითხარი... მართალი ხარ ალბათ.
სექტემბრიდან მედავითნეობის შესწავლას ვიწყებ და იმედი მაქვს მაშინ მაინც მოვეგები გონს...
"სინანულის საიდუმლოში მღვდელი მონაწილეობს, როგორც მოწყალე სამარიტელი (იხ. ლუკა, 10,30-35), სარგებლობს რა ეკლესიის მადლით, რომელსაც ჭრილობების კურნების უნარი შესწევს".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
"სწორედ მღვდელია ეკლესია, რომელიც ცოდვილს კურნავს, და სიხარული, რომელიც ადამიანს სინანულის საიდუმლოს დროს ცოდვისაგან განკურნების წამს ეუფლება, ის სიხარულია, რომლითაც ხარობს ეკლესია, ხარობს მთელი სხეული, როცა მისი ერთ წევრი ხარობს, და მღვდელმაც შეუძლებელია არ განიცადოს ეს მადლმოსილი მდგომარეობა. ეს სწორედ ის მომენტია, როცა მღვდელი თვით ქრისტეს ეკლესიის სავსებას წარმოადგენს".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
"მამები ამბობენ, რომ სინანული ორ ურთიერთგამომრიცხავ გრძნობას მოიცავს: ერთი მხრივ, მწუხარებ, რომ უფალი განარისხე, მეორე მხრივ კი სიმშვიდე გეუფლება, თითქოს გულის სიღრმეში გრძნობ - ზეციერი შეგიწყალებს, თუმცა არა იმიტომ, რომ ღირსი ხარ, არამედ იმიტომ, რომ უყვარხარ და თავისი ერთი ქმნილებაც კი არ ემეტება დასაღუპავად."
/დეკ. გრიგოლ კუმელაშვილი/
"ცოდვის შეგრძნება არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა შეინანა. ყველა ადამიანს აქვს ცოდვის შეგრძნება, მაგრამ რას მოიმოქმედებს ცოდვის შეგრძნების შემდეგ, ეს არის მნიშვნელოვანი. ექნება თუ არა სინანული და სასოება იმისა, რომ ღმერთი მიუტევებს, თუ უიმედობასა და სასოწარკვეთილებაში ჩავარდება, ეს ყველაზე დიდი ცოდვაა. თუ გვექნება სასოსება, სინანული, სიყვარული ღვთისა და უფალს ვთხოვთ შენდობას, უფალი აუცილებლად მოგვიტევებს".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"მადლობა ღმერთს, რომ გვიბოძა სინანული, რომლითაც განურჩევლად ყველანი ვცხონდებით. ვერ ცხონდებიან მხოლოდ ისინი, რომლებსაც სინანული არ სურთ; ამაში მე მათ სასოწარკვეთილებას ვხედავ და ბევრს ვტირი, რადგან მებრალებიან. მათ ვერ შეიცნეს სულიწმინდით, რაოდენ დიდია ღვთის გულმოწყალება".
/წმ. სილუან ათონელი/
"ერთი ცოდვილი გონს მოეგო, სინანულში ჩავარდა და დღედაღამ ცრემლთა ღვრით უფალს შეწყალებას შესთხოვდა. უფალმა მისი გულწრფელი სინანული რომ დაინახა, გადაწყვიტა, ენუგეშებინა და აჩვენა, რამდენად ძვირფასია მისთვის ცრემლნი სინანულისა.
უფალი ბერს მღვდელმთავრის შესამოსლით მოსილი გამოეცხადა, ხელთ ბარძიმი ეპყრა, რომელიც ცრემლებით იყო ავსებული. ბერი კეთილმოკრძალებით ეამბორა მაცხოვრის ფერხთ და ჰკითხა, - რა არის ამ წმინდა ბარძიმშიო. უფალმა უთხრა: "აქ ასხია ცრემლნი იმ ცოდვილი დედაკაცისა, რომელიც ჩემს ფერხთით ტიროდა სვიმეონ კეთროვნის სახლში; მე იგი ხელუხლებლად შემოვინახე, რამეთუ ძალზე სათნოა ჩემთვის".
ბერმა ხილვით დიდი ნუგეში მიიღო და მთელი დარჩენილი ცხოვრება ღვთისადმი დიდი ერთგულებით განვლო".
"უფალს უცოდველ ადამიანზე მეტად მონანული ესათნოება"
/მამა ვახტანგ დავითაშვილი/
"ტრაპეზთან მიჯდომა არ გვავიწყდება - შიმშილი გვაიძულებს... იმავე ძალით რომ გვშიოდეს და გვწყუროდეს ზეციური საზრდელი, საკუთარ ცოდვებს არ დავივიწყებდით. მაგიდას არავინ მიუჯდება ქურქითა და ხელთათმანებით, ზურგზე ტომარამოგდებული. ჯერ ტვირთს მოიხსნიან, გაითავისუფლებენ თავს, რომ ტრაპეზისას ხელი არ შეუშალოთ. ჩვენც ვერ დავტკბებით ზეციური საზრდელით, თუ ცოდვის სიმძიმეს სინანულით არ მოვიშორებთ".
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"მოქცევა" არის ცოდვითი ცხოვრების უარყოფა და დაბრუნება იმასთან, ვისგანაც წამოვედით, ვისაც მოვწყდით, ვისაც განვუდექით"
"ხშირად რაიმე უღირს საქმეს ჩაიდენს კაცი ღვთის დაშვებით, რადგან ამ უღირსებამ, სხვა უფრო დიდ ცოდვაზე დააფიქროს იგი და გულში სინანული აღუძრას"
/მამა თეიმურაზ ქორიძე/
"მონანიება, როგორც მამა იუსტინე (პოპოვიჩი) ამბობდა, მიწისძვრასავითაა, ყველაფერს რომ ანგრევს, და რაც სტაბილურად და სწორად გვეჩვენებოდა, აღმოჩნდება რომ სიცრუე ყოფილა. აი, მაშინ ყველაფერი უნდა შეცვალო, რაც მანამდე იყო. ამის შემდეგ იწყება ნამდვილი, მუდმივი აღმშენებლობა პიროვნებისა, ახალი ადამიანისა".
"დიდი წმინდანები რაც უფრო უახლოვდებოდნენ ღმერთს, მით უფრო ძლიერად გრძნობდნენ მონანიების შინაგან მოთხოვნილებას, რადგან გრძნობდნენ ადამიანის დაცემის სიღრმეს".
"მონანიება ცათა სასუფევლის დასაბამია"
/ეპისკოპოსი ათანასე ევტიჩი/
"მონანიებაში ადამიანი გრძნობს, რომ ავად არის, და ეძებს ღმერთს. ამიტომ მონანიებას ყოველთვის ამაღორძინებელი ძალა აქვს".
/ეპისკოპოსი ათანასე ევტიჩი/
"მონანიება შეუძლებელია ღმერთთან შეხვედრის გარეშე. ამიტომ მიდის ღმერთი ადამიანთან შესახვედრად"
/ეპისკოპოსი ათანასე ევტიჩი/
"რაკი მაცხოვარმა ბრძანა, უნდა მოვინანიოთ, და თუნდაც ვერ ვგრძნობდეთ საკუთარ თავში მონანიების მოთხოვნას, მაინც უნდა გვჯეროდეს მისი, რომ მართლაც გვჭირდება მონანიება".
/ეპისკოპოსი ათანასე ევტიჩი/
"ადამიანის ცოდვითი მდგომარეობა - ეს არის მისი ბუნების შერყვნა, მაგრამ ადამიანს შეუძლია აღორძინდეს, გამოსწორდეს, ამიტომ მონანიება მოდის როგორც სიჯანსაღე სნეულების ადგილზე, ადამიანის დასნებოვნებულ ბუნებაზე".
/ეპისკოპოსი ათანასე ევტიჩი/
"ღმერთს სურს, რომ ჩვენში სინანული ჩაირთოს"
/მიტროპოლიტი ათანასე ლამასოლსკი/
"ადამიანური ცრემლი ყოველთვის ახლოა თითოეულ ჩვენგანთან. იმ ადამიანის გვერდით, ვინც ინანიებს, შეიძლება იგრძნო, რომ მონანიება შენც გჭირდება, რომ ცრემლი - ეს ნატურალური წყალია, ძვირფასი, როგორც სისხლი, ეს ახალი ქრისტიანული სისხლია, ახალი ნათლისღებაა, - როგორც მამები ამბობდნენ. ცრემლის მეშვეობით ჩვენ ვაახლებთ ემბაზის წყალს, რომელიც თბება და მადლით ივსება. და ასეთ მონანიებას უერთდება მარხვა".
/ეპისკოპოსი ათანასე (ევტიჩი)/
"მონანიება გვიცხადებს სრულ ჭეშმარიტებას ადამიანის მდგომარეობის შესახებ და მაშინვე გადადის აღსარებაში".
"უფალმა გაამართლა ცოდვილი, რადგან შეინანა".
"ფარისეველმა ტაძარში რაც შეიტანა, ისევ ის გამოიტანა, ცოდვილმა მეზვერემ კი სინანულის ცრემლით მოპოვებული მადლი ღვთისა შეიძინა"
"დაეშურე, ძმაო, სინანულს შენსას, რომ მოწყალე მამამ, რომელიც ცოდვილსა სწყალობს და დაცემულს აღადგინებს, შეგიწყალოს შენც და მეზვერესავით გაგამართლოს".
/მეუფე ზოსიმე/
"მართლმადიდებლობაში სრული მონანიება ვაჟკაცურია და არა სენტიმენტალური. ადამიანი საბრძოლველად აღიმართება".
/ეპისკოპოსი ათანასე ევტიჩი/
"აბულაძის "მონანიებაში" ბოლოს ჩანს, თუ რა არის ჭეშმარიტი ადამიანური მონანიება"
/ეპისკოპოსი ათანასე ევტიჩი/
"მონანიება აღორძინებს ადამიანში ქრისტიანული სარწმუნოების საფუძვლებს"
/ეპისკოპოსი ათანასე ევტიჩი/
"მონანიება სწორედ რომ პროტესტია არანორმალური მდგომარეობის წინააღმდეგ"
/ეპისკოპოსი ათანასე ევტიჩი/
"მ. იუსტინე გვიამბობდა, რომ იგი - 1917-1919 წლებში - ოქსფორდში სწავლობდა. და აი, ერთი ანგლიკანელი ბერი ორწლიანი მეგობრობის შემდეგ ეუბნება: "ყველა თქვენ, ახალგაზრდები, მხიარულები ხართ, როგორც ჩვენ, მაგრამ თქვენ თქვენ ერთი რამ გაქვთ, რაც ჩვენ, როგორც ეკლესიას, არ გაგვაჩნია; ეს არის მონანიება - ჩვენ ეს არ ვიცით".
"საქმე ისაა, - ამბობს მ. იუსტინე - რომ ერთმანეთში ერთხელ სერიოზულად წავიჩხუბეთ. მაგრამ მერე ვერ მოვითმინე და მივედი პატიების სათხოვნელად, ფეხებში ჩავუვარდი, ვტიროდი და ადამიანმა ეს მიიღო, ასე დაინახა ჩემი მონანიება".
"მონანიება - თავისი თანმდევი ქრისტიანული სათნოებებით, როგორიცაა, აღსარება, სიმდაბლე, კადნიერება, სასოება, მარხვა, ლოცვა - უკვე არის აღდგომის წინასწარ დაგემოვნება და, შეიძლება ითქვას, აღდგომის დასაწყისიც. ეს არის ადამიანის პირველი აღდგომა. მეორე იქნება შედეგი, დასასრული, ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს"
/ეპისკოპოსი ათანასე ევტიჩი/
"სინანული ეს არის შენი ცოდვების განცდა თავისი უარყოფითი შედეგები".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ვიყოთ გულით მონანიენი"
"დაე, ჩვენს გულსაც შეეხოს გულწრფელი სინანული..."
"ჩვენ გვაქვს სინანულის საიდუმლო, ე.ი. შეგვიძლია მიწიდან ზეცად მივემართოთ გულითა და გონებით"
"თუ ადამიანს სინანული აქვს თავისი ცოდვისა, ის ყველას მიუტევებს, ხოლო თუ არ აქვს, მიმტევებლობაც არ ექნება".
"სინანული ყოველგვარ საცდურს სძლევს, მტრის ყველა ისარს ირეკლავს, სიტყვა "შემინდეს" წინაშე იგი უძლურია. ბადე, რომელსაც ეშმაკი ასე გულმოდგინედ და მზაკვრულად უგებს კაცს, ირღვევა და ჩვენ წინაშე სამოთხისაკენ მიმავალი დაკარგული გზა გამოჩნდება".
"მიტევების უნარი სინანულზე ნაკლები როდია"
"ცოდვის გამოსყიდვა ყოველთვის სინანულის საშუალებითაა შესაძლებელი"
"სინანულის მადლით, საკუთარი შეცდომების გამოსწორების საშუალება გვეძლება. იგი მარტო ჩადენილი ცოდვების აღიარება როდია. სინანულია, როდესაც აღიარებ და თან გამოასწორებ საკუთარ ცოდვას, სრულად გაიგებ შენს დაცემას, რომ ზურგი გაქვს უფლისკენ შექცეული".
/არქიმანდრიტი ანდრია (ტარიადისი)/
"ნეპლუევი დედის მხრიდან ბავარიის სამეფო სახლს ენათესავებოდა. ახალგაზრდა ძალზე მდიდარი იყო და მიუნხენში ბავარიის მეფის კარზე სამუშაოზე დანიშნეს.
ერთხელაც სამეფო ბალზე მიიწვიეს. საღამოს პროგრამაში ვიოლონჩელოს ნომერიც იყო. როცა მუსიკოსმა დაკვრა დაიწყო, ყმაწვილი კედელთან მიდგა და სმენად იქცა.
უეცრად ამ განათებულ დარბაზში მოპირდაპირე კედელზე მაცხოვრის ჯვარცმა დაინახა. ჯვრიდან წამოსული ქვითინი საკრავის ხმას ახშობდა. ახალგაზრდა კაცს შეეშინდა, აკანკაკლდა, შინამდე ძლივს მიაღწია.
მალე თანამდებობიდან გადადგა, დაბრუნდა რუსეთში და იწყო "სახარების" კითხვა. ქონება ტაძრებს და გაჭირვებულებს დაურიგა".
"არავინაა უფალივით კეთილი, მაგრამ უნანელ ადამიანს არ შეუნდობს ღმერთი."
"სინანული უდიდესი გრძნობაა, რაც ადამიანს განწმენდს - ეს ბედნიერებაა!"
“ის, რაც დღეს ქართველებს გვჭირს, ჩვენი უსჯულოებისა და ცოდვების პირდაპირი და ლოგიკური შედეგია, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის სასჯელი: უფალი ამ გზით ჩვენს სინანულში მოყვანას ცდილობს.”
/დეკ. არჩილ მინდიაშვილი/
"ღმერთი ივიწყებს ჩვენს უწინდელ ცოდვებს, თუკი წრფელად მოვინანიებთ მათ"
/წმ. გრიგოლ პალამა/
"ჩვენი სული ყოველდღიურად იბინდება ცოდვით და რაც უფრო ხშირად მოვინანიებთ, უფრო განვსპეტაკდებით."
"სული სინანულის მხურვალებით აინთო"
"ბერი ცეცხლოვან სინანულს ქადაგებდა"
"სინანული შესწირა უფალს"
"პირეის ეკლესიებში სამღვდელო პირებს ხშირად ემსახურებოდა ერთი ბრგე კაცი, იოანე. ამბობდნენ, ოდესღაც ეგელეში ავაზაკობდაო. ის იცნობდა კარაიანიდისის დედას, კონსტანტას და მრავალ სხვა ქრისტიანს, რომელთათვისაც იგი გახლდათ წმინდა მაგალითი ღმერთში ცხოვრებისა და უფლისადმი სიყვარულისა.
წმინდა იყო დღე, როცა ის მოიქცა ღვთისა და მამისაკენ, დაუბრუნდა მშობლიურ წიაღს და დაიპყრო ყველა სიმაღლე ღვთის სიყვარულისა. მასში მკვეთრი ცვლილება მოხდა, ყველა ცოდვა აღიარა, მუდმივად ტიროდა და ვაებდა.
როცა პირველად ვნახე, იგი ეკლესიას უკვე აღარა სცილდებოდა. რამდენჯერაც სასამართლოში წაიყვანეს ჩადენილ დანაშაულთა განსახილველად, ყოველთვის გამოუშვეს, რადგან მის ცხოვრებაში მომხდარი ცვლილება იხილეს. მისი "მე" მონანიების მერე სხვანაირი გახდა. უკვე აღარ ეცვა ცოდვის სამოსი, შემოსილი იყო ახალი, სინანულის ცრემლებით განსპეტაკებული და გაბრწყინებული სამოსელით.
საზრდელად ჰქონდა ანტიდორი და ცრემლს უფრო ბევრს ღვრიდა, ვიდრე წყალს სვამდა. ვიხსენებ მას და მიკვირს, როგორ შეიძლება დაეთმინა მას ამნაირი ცხოვრება, რომელიც არ ძალუძს თვით კარულიელ მოსაგრეებს ათონის მთაზე. მან, როგორც მწყურვალე ირემმა, მოირბინა წმინდა სპირიდონის უძველესი მონასტრის სულიერ წყაროსთან და არც ერთ ღვთისმსახურებას არ აცდენდა.
მთელი მსახურება ფეხზე იდგა, ლიტურგიის მერე მორჩილებით იღებდა ანტიდორს და მიდიოდა. ეს ადამიანი ცოცხალი საიდუმლო იყო. ყველაფერი, რასაც ის ბაგეებით ამბობდა, თვით მისი პიროვნებიდან გამომდინარეობდა, რომელიც ზუსტად ასახავდა საიდუმლო მხარეს მისი კურთხეული სულისა. ყველა აღტაცებული იყო მისი ანგელოზებრივი ცხოვრებით და უნებურად ამბობდნენ, - ამ ჩვენს რთულ საუკუნეში ეს კაცი სათნოებათა მაგალითიაო.
ის დადიოდა აღდგომის რუსულ სასაფლაოზე და საფლავებთან ფიქრობდა სოფლის ამაოებასა და მომავალ საუკუნო ცხოვრებაზე.
უეცრად გაქრა და თან გაიყოლა თავისი საიდუმლო. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ყოფილი ავაზაკი ახლა ცათა სასუფეველშია, რომელიც, როგორც სათნო ვაჭარმა, სინანულით მოიპოვა.
პირეის ყველა მცხოვრებმა იცოდა მისი სახელი, მას ხშირად იგონებდნენ."
"როცა ვცოდავთ, სინანულის გარდა, სხვა არც ერთ სათნოებას არ შეუძლია მიგვაახლოოს უფალს".
/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"ვისაც უყვარს სინანული და თავის შეცოდებათა წყლულების კურნება, თუ შემდგომში მადლიერებით არ დაითმენს მწუხარებებს, არამედ შფოთავს და დრტვინავს და თავს იმართლებს, დაე, იცოდეს, რომ არ შეუნანია ისე, როგორც წესია, არ განუკურნავს საკუთარი ცოდვები".
/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"მარიამ მეგვიპტელი კი სინანულის გზის მაგალითია, - ბრძანებს დეკანოზი ალექსი [უმინსკი], - ეს გზა იგივე უდაბნოა, საკუთარი თავის სიბრალულის სრული უარყოფა და სრული შეუძლებლობა იმისა, რომ საკუთარ თავს რაიმე შეუნდო. მარიამ მეგვიპტელმა ჩვიდმეტი წელი სრულ მარტოობაში გაატარა და მისი ცხოვრება უდაბნოში სინანულის საიდუმლო იყო".
"წმინდა გრიგოლ ნოსელი გვაფრთხილებს, რომ არასდროს შევჩერდეთ სინანულში, არ გვეგონოს, რომ უკვე ყველაფერი მოვინანიეთ: "არ აქვს ზღვარი სრულყოფილებას, რადგან თავად სრულყოფილთა სრულყოფილება დაუსრულებელია"
"სინანულის განცდა გვქონდეს ყველა ფეხის ნაბიჯზე"
"ეგვიპტელმა მოსაგრემ, სისოი დიდმა გარდაცვალების წინ ბერებს უთხრა:
- ჭეშმარიტად არც ვუწყი, დავიწყე თუ არა სინანული".
"კითხვა: ჩამეთვლება თუ არა ცოდვა მიტევებულად, თუ მას გულით მოვინანიებ ხატებთან და არა მოძღვრის წინაშე?
პსუხი: ხატების წინაშე ნათქვამი აღიარება მიტევებულად არ ჩაგეთვლებათ, რადგან სინანულის საიდუმლო მოციქულთა დროიდან არსებობს და ის უფალმა დააწესა. ცოდვა მიტევებულად გეთვლებათ მას შემდეგ, რაც აღსარების შემდეგ მღვდელმსახური წაიკითხავს შენდობის ლოცვას."
"სინანულის გარეშე ცხონება შეუძლებელია"
"სინანული, სინანულის ცრემლებია ადამიანის სულიერად გამზრდელი და მიმყვანებელი უფალთან"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ადამიანი, ვისაც სინანული არ აქვს, ცხოვრების, აზროვნების შეცვლა არ შეუძლია, ის ცოდვებს ემონება"
/მეუფე შიო მუჯირი/
"ერთადერთი, რაც ჩვენ გადაგვარჩენს, ეს არის მონანიება, არც პოლიტიკური კავშირები, პროგრამეი და პარტიები, არამედ - მონანიება!"
"ნამდვილი სინანული განწმენდას მოიტანს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"მადლის გარეშე ჩვენ არ ძალგვიძს, მოვინანიოთ. ღვთის სიყვარული ყველაფერს აკეთებს. შეიძლება გამოიყენოს სნეულება ან რაღაც სხვა, გააჩნია, რომ ჩვენ სინანულში მოგვიყვანოს. მაშ, სინანული მიიღწევა საღვთო მადლით. ჩვენ მარტივად და ფაქიზად ვაკეთებთ მოძრაობას ღვთისკენ და ამის შემდეგ მოდის მადლი".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"არა მაქვს სინანული იმიტომ, რომ არ მინდა!"
/წმ. გაბრიელ ბერი/
"ძმებო! იმისთვის, რომ ვირწმუნოთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, აუცილებელია სინანული; იმისთვის, რომ ვჰგიებდეთ ამ მაცხოვნებელ რწმენაში, - აუცილებელია სინანული; იმისთვის, რომ წარვემატოთ მასში, - აუცილებელია სინანული; იმისთვის, რომ დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი, - აუცილებელია სინანული!"
/წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ყველანაირი ცოდვებით დაცემისგან ერთადერთი სამკურნალო საშუალებაა გულწრფელი სინანული და სიმდაბლე"
/ღირსი იოსები/
"ერთადერთი პირობა, რომლითაც კაცს სასუფეველში შესვლა შეუძლია, სინანულია"
/წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)/
"ადამიანს ღუპავს არა დიდება, არა ცოდვათა სიუხვე, არამედ - მოუნანიებლობა და გასასტიკებული გული"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"სინანული დაცემულს წამოაყენებს; ცოდვებზე ტირილი სასუფევლის კარს უკაკუნებს, თავმდაბლობა კი ხსნის მათ"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"როგორც ყოველ სნეულებას აქვს თავისი წამალი, ისევე ყოველ ცოდვას აქვს კურნება - სინანული"
/ღირსი სერაფიმე საროველი/
"მაცხოვარი მხოლოდ ამას მოითხოვდა: შეინანეთ, მოახლოებულ არს სასუფეველი ღმრთისა!"
/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)/
"უდიდესი საფრთხე მოგველის ცოდვით დამძიმებულთ, თუ სინანულით თავიდან არ ავიცილებთ საუკუნო სასჯელს, თუ არ "აღვიმსთოთ წინაშე პირსა მისსა აღსარებითა" (ფს. 94.2) და არ ჩავაცხრობთ ცოდვის ცეცხლს სინანულისა და ვედრების ცრემლებით. დიდია ცოდვით აღნთებული ცეცხლი, მაგრამ მას ცრემლები აქრობს"
/კიევო-პეჩორის ლავრის მღვდელ-მონაზონი ვლადიმერი/
"იქ, სადაც სინანულია, აუცილებლად მოწყალებაცაა, აუცილებლად ღვთის შენდობაა"
/ილია მეორე/
"სინანული ნათლობის განახლებაა"
/ბერი ანთიმოზი/
"ნუ გაამყარებ უწინ ჩადენილ ცოდვებს შენს სულში მათი ხშირი გახსენებით, რათა კვლავ და კვლავ არ განგიახლდეს მათი დაგემოვნების სურვილი! მტკიცედ გჯეროდეს, რომ ყველა ისინი უკვე მოგეტევა იმჟამიდან, ოდეს ღმერთს მიუძღვენი საკუთარი თავი და გულწრფელად შეინანე. ამაში ნურასოდეს დაეჭვდები!"
/წმ. ანტონი დიდი/
"მრთელი სიცოცხლე უნდა განვატაროთ მონანებასა და ცოდვის მორიდებასა შინა."
/წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)/
"ყოველგვარი ზრუნვა ზეცისათვის, თუ სინანულით არ არის განსულიერებული, - მკვდარია, არაჭეშმარიტია."
/წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"უპირველესი გზა ცოდვათაგან განწმენდისა და უფალთან მისვლისა, არის ცოდვათა გამო სინანული"
"სინანულთან ერთად გულში ცათა სასუფეველი შემოდის და შემდეგ ის სამოთხედ და ზეცად გარდაიქმნება. სასუფევლის ხედვას მხოლოდ სინანულში შეგვიძლია მივაღწიოთ"
/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"ადამიანმა უფალი რომ განადიდოს, ცოდვას უნდა განეშოროს. შეიძლება ცოდვებს სჩადიოდეს, მაგრამ სინანულით განიწმინდოს. ცოდვაში მყოფობა და უნანელობა - ეს უკვე ურჯულოებაა"
"ქრისტეს მთელი ეკლესია არის ეკლესია მონანულთა. იმათი, ვინც დაღუპვას სინანულის გზით გაურბის."
/წმ. ეფრემ ასური/
"დაე, ყოველგვარმა უნებურმა მწუხარებამ გასწავლოს სინანული"
/წმ. მარკოზ მოღვაწე/
"სინანული მოითხოვს, რომ ადამიანი გახდეს კეთილი მაგალითი სხვათათვის"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"ერთხელ ძმებმა ჰკითხეს წმიდა სისოის:
- უკეთუ ვინმე ძმათაგანი დაეცა ცოდვით, საკმარისია მისთვის ერთი წელი სინანულისა?
- ეგ ძალზედ მკაცრი სასჯელია, - უპასუხა მან.
- ესე იგი, ექვსი თვე საკმარისია, რომ მიეტეოს?
- ესეც ბევრია - უპასუხა სისოი დიდმა.
- კი მაგრამ, ორმოცი დღე ხომ მაინც სჭირდება მონანულ კაცს სინანულისათვის?
- ორმოცი დღეც კი ბევრია, რადგან მწამს, რომ თუ მონანული მთელი გულით შეინანებს თავის ცოდვებს, სამი დღეც საკმარისია იმისთვის, რომ ღმერთმა მიუტევოს ყოველგვარი ცოდვები - უპასუხა ძმებს წმ. სისოიმ."
"მართლმადიდებლობა არ არსებობს სინანულის გარეშე. სინანული მას ყველა სხვა კონფესიისგან განასხვავებს."
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"აღსდექ სულო, ცოდვაში რომ დაბერებულხარ და განახლდი სინანულით. შემუსვრილობისა და ცრემლისაგან წამალი შეამზადე და განკურნე დაცემული ჭრილობანი საღმრთო ხატებისა."
/
ღირსი ეფრემ ასური/
"სული იმ წამლით ინკურნება, რომელიც მზადდება იქ, სადაც სინანულის ცრემლი გოლგოთის სისხლს ერევა"
/მონაზონი ვერონიკა/
"ნურასდროს იტყვი – დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო! ჯობს დღესვე მოვინანიოთ ცოდვები, რადგან არ ვიცით, ვიცოცხლებთ თუ არა ხვალამდე."
/წმ.ეფრემ ასური/
"საკუთარი თავის განკითხვა და სინანული საუკეთესო საჩუქარია უფლისათვის."
"ამოუწურავია ღმერთის მოწყალება! მისი მოწყალების კარნი ყოველთვის განღებულია მონანულ ცოდვილთათვის!"
"მონანიების გარეშე არ არსებობს წმინდანობა, რადგან მის გარშემო ქრისტიანობაც არ არსებობს. როგორც სახლში ფანჯრის არსებობა ემსახურება ორ მიზანს - მისი მეშვეობით გავიდეს ცუდი ჰაერი და შემოვიდეს ჯანსაღი, ასევე სინანულის მეშვეობით ადამიანისგან გადის ბოროტი სული და შემოდის სული წმიდა".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ეს ცხოვრება სინანულისათვის გვაქვს მოცემული"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"ნეტავი ასე მაინც ვიქცეოდე: ხელებს დავისვრი და - დავიბან, კიდევ დავისვრი - კიდევ დავიბან. ჰოდა, თუ შევცოდავ, სასოწარკვეთილებაში კი არ უნდა ჩავვარდე და მრავალსიტყვაობას მოვყვე, არამედ უნდა შევინანო, მწამდეს და მადლობას აღუვლენდე ღმერთს"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"ყოველ დღე უნდა განვსჯიდეთ ჩვენს თავს და ვინანიებდეთ"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"მარტივი გულით უთხარი შენი ცოდვები უფალს და დედას ღვთისას"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"სულიერი ცხოვრება, უპირველს ყოვლისა, სინანულის გზაა"
"სინანული კაცისთვის სიკვდილამდეა აუცილებელი"
"სინანული არის ის, რითაც ადამიანი ადამიანის სახეს იბრუნებ"
/არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი)/
"სინანულის გრძნობა იფარავს მლოცველს ეშმაკის ყველა მზაკვრობისაგან; ეშმაკი გაურბის იმ მოღვაწეებს, რომლებიც სიმდაბლის სურნელებას გამოსცემს. ეს სურნელება მონანულთა გულებში იშვება".
წმ. გრიგოლ სინელი/
"ჩვენი მთავარი საქმე სინანული უნდა იყოს, არ უნდა მივდევდეთ მაღალ ქარიზმებს"
"ვინც ცოდვებს ინანიებს, იმას უფალი აძლევს სამოთხეს და საუკუნო სასუფეველს და დიდითა წყალობითა თვისითა არ მოიხსენიებს ჩვენს ცოდვებს, ისევე როგორც ავაზაკის ცოდვები არ მოიხსენა ჯვარზე".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"ჭეშმარიტი სინანული სირცხვილისა და წუხილის განცდაა საკუთარი უღირსების გამო"
/წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)/
"დიდება უფალს, რომელმაც მოგვცა სინანული - სინანულით ვცხონდებით ყველანი, გამონაკლისის გარეშე. არ ცხონდებიან მხოლოდ ისინი, ვისაც არ სურს შეინანოს"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"სინანული გულისხმობს გამოსწორებას, ადამიანის ცხოვრებისა და აზროვნების შეცვლას, სრულ გადატრიალებას, შემობრუნებას ადამიანის ცხოვრებისა".
/მეუფე შიო მუჯირი/
"მხოლოდ ღმერთმა იცის, ვის რა სინანული აქვს შიგნით, გარეგნული ნიშნით ნურავის შეაფასებ!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ვინც თავს იმართლებს, ის მონანიებისგან განაყენებს თავს"
/ღირსი ისაია განშორებული/
"არავინაა ისე მოწყალე და კეთილი, როგორც უფალი, მაგრამ მას, ვინც არ ინანიებს, ისიც კი არ შეუნდობს"
/ღირსი მარკოზ მოსაგრე/
"სინანული დროით კი არ იზომება, არამედ გულმოდგინებით"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"შეინანო, ნიშნავს გრძნობდე გულში გამეფებულ სიცრუეს, უგუნურებას, საკუთარ ცოდვათა სიმძიმეს; გრძნობდე, რომ შენი ცოდვებით შენს შემოქმედ უფალს, შენს მამასა და მწყალობელს მიაყენე შეურაცხყოფა, უფალს, რომელიც უსასრულოდ წმინდაა და უსასრულოდ სძულს ცოდვა; ნიშნავს, მთელი სულით გსურდეს მათი მონანიება და გამოსყიდვა"
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"არის ისეთი ცოდვები, რომელთა გამოც სიტყვიერი მონანიება არ კმარა, რომელთათვისაც უფალი განსაცდელს გვიგზავნის. სწორედ ეს არის საქმით მონანიება"
/არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი/
"სინანული არის ღვთის წინაშე დადებული აღთქმა ცხოვრების გამოსწორების შესახებ. სინანული მორჩილების მოსყიდვაა. სინანული საკუთარი თავის განკითხვა და საკუთარ თავზე ზრუნვაა, რომელიც თავისუფალია სხვა გარეშე საზრუნავისგან. სინანული იმედის პირმშოა და სასოწარკვეთის უარყოფა. სინანული უფალთან შერიგებაა კეთილი საქმეებით, რომლებიც იმ ცოდვების საპირისპიროა, აქამდე რომ ჩავდიოდით. სინანული სინდისის განწმენდაა. სინანული ყოველგვარი მწუხარების დათმენაა"
/ღირსი იოანე სინელი/
"სინანული სამი სათნოებით აღესრულება: 1) ზრახვათა განწმენდით, 2) განუწყვეტელი ლოცვით, 3) იმ განსაცდელის დათმენით, რომელიც შეგვხვდება".
/ღირსი მაკარი დიდი/
"ცოდვილის ხვედრი არა სიამოვნება, არამედ ტირილი და სინანულია"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ჭეშმარიტი მონანიება მხოლოდ ცოდვათა გულწრფელი აღიარება კი არაა, არამედ ის, რომ მათ აღარ მივუბრუნდეთ, და არა მხოლოდ არ მივუბრუნდეთ, არამედ შემუსვრილი გულით ვიგლოვოთ ადრე ჩადენილ ცოდვათა გამო, და არა მხოლოდ ვიგლოვოთ, არამედ გამოვისყიდოთ შრომით, სინანულის საქმეებით და ისე, რომ შრომა არა მხოლოდ უტოლდებოდეს, არამედ აღემატებოდეს კიდეც ჩადენილ ცოდვებს"
/წმ. დიმიტრი როსოტოველი/
"სინანულის საიდუმლოს წყალობით, ადამიანი ასევე იწმინდება ყოველგვარი ცოდვისმიერი სიბილწისგან ქრისტეს რწმენით და ხდება კვლავ წმინდა და უბიწო ღმერთის წინაშე. ვინც დაივიწყა, რომ განწმენდილია თავისი უწინდელი ცოდვებისაგან, ის კვლავ უწმინდურია, და ღმერთთან შეურიგებელი"
/ეპისკოპოსი მიქაელ ლუზინი/
"წმინდა იოანე ნათლისმცემელი პირველად ასე მიმართავდა ხალხს: "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა" (მათე 3.2). არ ამბობდა როგორ შესცოდეთო, როგორ გაბედეთო, არამედ შეინანეთო".
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/
"ქრისტიანული ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა - მუდმივი, სიცოცხლის დასასრულამდე სინანული"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"ცოდვები ხომ ადამიანს ამწყვდევს სულიერი სიკვდილის ბნელ საპყრობილეში ისე, რომ ადამიანი უძლური ხდება, რაიმე წმინდა და საღვთო საქმე გააკეთოს. მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი მონანიების წყალობით იღვიძებს სულიერი სიკვდილისაგან, იგი სულიწმიდის მადლით იწყებს ღმერთკაცის მიხედვით ახალ ცხოვრებას და აღარ ცხოვრობს საკუთარი ცოდვილი სურვილებითა და მიდრეკილებებით".
/წმ. იუსტინე პოპოვიჩი/
"სინანული გვათავისუფლებს ძველისგან და გვაძლიერებს"
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"შეუნდე სხვებს ყველაფერი, შენ თავს კი - არაფერი!"
"საკუთარი ცოდვების შეგნება და თვითყვედრება პირველი ნაბიჯებია სინანულის გზაზე"
"მცოდველი თავს უნდა განიკითხავდეს, თუნდაც სხვა არ ადანაშაულებდეს!"
"ვინც თავს იმართლებს, იგი თავს სინანულისაგან აუცხოებს!"
/ამბა ისაია/
"აღიარე, რომ სცოდე, და აღიხოცება შენი ცოდვები"
/წმ. ნილოს სინელი/
"უფალი კეთილია ყველასადმი, მაგრამ უპირველესად და უმეტესად - მონანული ცოდვილებისადმი!"
"ცოდვილმა, რომელმაც მეყსეულად გაკიცხა თავი, უფლის მსჯავრი აირიდა"
"ღმერთი მხოლოდ მას შეუნდობს, ვინც საკუთარ თავს თვითონ არ პატიობს!"
"ერთმა მეომარმა ჰკითხა ამბა მოსეს: "იღებს თუ არა უფალი სინანულს?" ბერმა მიუგო: "მითხარი, საყვარელო, თუ ლაბადაა გაგეხა, გადააგდება მას?" მეომარმა უპასუხა: "არა! დავკემსავ და კვლავ გამოვიყენებ". - "თუ ასე უფრთხილდები შენს ტანსაცმელს, - უთხრა მას ბერმა, - მაშინ, მით უმეტეს, განა უფალი არ დაინდობს თავის ქმნილებას?!"
"ზღვაში გადაგდებული ქვა ქრება და ყველასათვის უხილავი რჩება. ასევე ქრებიან ღვთის უძირო მოწყალებაში ჩაძირული ჩვენი ცოდვებიც ზეციური მართლმსაჯულების თვალთა წინაშე, თუ გულწრფელად მოვინანიებთ მათ!"
"უცოდველი სიამოვნებების დროსაც კი არ დაგავიწყდეს, რომ შენ კიდევ უნდა იგლოვდე ცოდვათა გამო"
"სინანული დროის ხანგრძლივობაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ - მონანულის გულმოდგინებაზე!"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"სინანულის გზით წარიხოცებიან ცოდვები მაშინაც, თუ ეს სინანული უკანასკნელ ამოსუნთქვას ახლავს!"
/ნეტარი ავგუსტინე/
"არ არსებობს დაგვიანებული სინანული, ვიდრე ადამიანი ამქვეყნად ცხოვრობს".
"უფალი ცოდვილებს კი არ ასამართლებს, არამედ - მოუნანიებელ ცოდვილებს!"
"დედამიწაზე მცხოვრები მთელი კაცობრიობა ღრმა სინანულში უნდა იყოს, უნუგეშოდ უნდა ტიროდეს"
/არქიმანდრიტი ლაზარე/
"სინანული არის ღმერთის ყველაზე დიდი საჩუქარი ადამიანის მიმართ. სინანული არ არის ეთიკური ან იურიდიული საქციელი, არამედ - სულის შინაგანი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი უარყოფს "ძველ საკუთარ თავს" და ღმერთს უახლოვდება. იმავდროულად კი ღმერთიც უახლოვდება მას".
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/
"საკუთარი თავის იმ სიძულვილს, რომელსაც მონანული ადამიანი განიცდის, ღირსი სოფრონ ათონელი "წმიდა თვითსიძულვილს" უწოდებდა. წერდა, რომ "წმიდა თვითსიძულვილის სიმძაფრიდან ლოცვა უდიდეს ძალას იღებს და შემწველი ალივით ხდება". სინანულის ამგვარი ლოცვითი განწყობის მეშვეობით ადამიანი მუდმივად ღმერთის წინაშეა წარდგომილი, გრძნობს როგორც თავის უბადრუკებას, ასევე ღმერთის სიწმიდის ალერსს. იმის წადილი აქვს, რომ განუწყვეტელი სინანულით მაქსიმალურად ხელშესახებად განიცადოს ღმერთი".
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/
"სინანული არის ადამიანის ფსიქოსომატური [სულიერი და ფიზიკური] ძალების განკურნებისა და მათი ბუნებრივ მდგომარეობაში აღდგენის უმთავრესი საშუალება"
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/
"თუკი, ყოვლადსახიერო მეუფეო, ერთი ცოდვილის სინანულის გამოც კი დიდი სიხარულია ზეცაში, ჩემი სინანულითაც გაახარე ზეციური ძალები, რადგან შენი საღმრთო შემეცნების ნიჭიც ხომ ასე უსასყიდლოდ მიბოძე!"
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"შევინანებთ, უფალო, შევინანებთ. ვაღიარებთ, რომ გული გატკინეთ და ამიტომაც იძულებული გახდი შენი მამობრივი სიყვარული აღმზრდელობით განსაცდელად შეგეცვალა. ამიტომაც ვაკაკუნებთ ახლა შენს კარზე".
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"ბოდიში, ყოვლადსახიერო, შევინანებთ. დაგვეხმარე, რომ წამოვდგეთ"
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"აუცილებლად უნდა ვიკითხოთ მაკაბელთა ყველა წიგნი. ეს განსაკუთრებით ძლიერი წიგნებია. ასეთი იყო სამეფო ბრძანება: იუდეველები სპილოებით უნდა გაეთელათ! დანიშნეს პასუხისმგებლები, ყველაფერი მოამზადეს სასჯელისათვის, რათა ხუთასი სპილო აღეჭურვათ, დაალევინეს მათ განუზავებელი ღვინო და ელოდნენ მეფეს, რათა დასჯა დაეწყოთ. მაგრამ მეფეს მის მიერ გაცემული ბრძანება დაავიწყდა. მიდის მასთან სპილოების პატრონი და ეუბნება: -"მეფეო, თქვენ გელოდებით. სპილოები, იუდეველები - ყველაფერი გამზადებულია. სტუმრებიც გელიან". - "კი მაგრამ, ვინ გიბრძანათ, რომ ეს გაგეკეთებინათ?" - პასუხობს მეფე. ყვირილი, მუქარა!.. და ეს ერთხელ კი არ მოხდა, არამედ - სამჯერ. წარმოგიდგენიათ?! მეფეს დაავიწყდა ბრძანება, რომელიც თავად გასცა! ეს ხუმრობა საქმე არ გეგონოთ. და არა მხოლოდ დაავიწყდა, არამედ საერთოდ შეცვალა თავისი დამოკიდებულება იუდეველების მიმართ. ესაა ყველაფრის საფუძველი: მსოფლიომ უნდა შეინანოს".
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"ადამიანი იმისთვისაა მოწოდებული, რომ რაც შეიძლება ახლოს მივიდეს ღმერთთან. ამისთვის აუცილებელია სულიერი განწმენდა, რომელიც მხოლოდ სინანულით მიიღწევა".
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/
"მონანიების სიძლიერე უნდა თანაბრდებოდეს ჩადენილი ცოდვის ხარისხს"
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/
"ქრისტიანი, სიამოვნებაზე უარის თქმით ან ნაკლულევანებით იტანჯება, ან - თუ სიამოვნებას დაუშვებს, სინანულით უნდა დაიტანჯოს"
"სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი ნურავის ცხონების გამო, ვიდრე ადამიანს ჯერ კიდევ აქვს სინანულის დრო"
"იცოდე, რომ დემონური ჩანაფიქრია ის, რომელიც იტყვის: "სად გაიქცევი? სინანული არ გაქვს, შენდობას ვერ მიიღებ"
/ამბა ისაია/
"ეს ცხოვრება ღვთისაგან სინანულისათვის მოგვეცა. თუ მას უაზროდ, ცუდად დავხარჯავთ, ძალიან ვინანებთ, მაგრამ მეორედ ვეღარ ვპოვებთ!"
"საკუთარი მიწიერი ცოდვების ადამიანური სისუსტეებით გამართლებას საერთოდ არ გააჩნია ძალა იმისათვის, რომ ვინმე გამართლდეს"
"სინანული გონიერებას უბრუნებს ადამიანს"
"ვინც ჭეშმარიტად თავისი ხსნისთვის ზრუნავს, იგი ყოველ დღეს, როდესაც საკუთარ ცოდვებს არ გლოვობს, დაკარგულად მიიჩნევს, თუნდაც ამ დღეს რაიმე კეთილი საქმე აღასრულოს"
/ღირსი იოანე სინელი/
"ბევრი ტირილით წამწამები დასცვივდა"
"რაც უფრო დაგვიანდება სინანული, მით უფრო გაძნელდება იგი!"
"გლოვამ რა იცის? - ყველაზე მთავარ მოთხოვნილებას - საზრდელის მიღებასაც კი ავიწყებს ადამიანს"
"წმინდა მამათა სწავლებიდან ვიგებთ, რომ სინანული - ეს არის ხელახალი ნათლისღება: როგორც ნათლისღება განწმენდს ადამიანს ცოდვებისაგან, ასე მოქმედებს გულწრფელი სინანულიც.
"სინანული მეორე ნათლისღებაა, აღმხოცველი ნათლისღების შემდეგ ცოდვისა"
წმინდა ალექსი ბერი
"სინანულით გამოწვეული ტკივილი არ ჰგავს გაუსაძლის ტანჯვას. საღვთო გლოვასა და სინანულში მყოფ ადამიანში საღვთო სიხარულიც შემოდის. თუ გლოვასთან ერთად, უფლისგან მიცემული ნუგეშით გაჯერებული საღვთო სიხარული არ შემოდის, ჭეშმარიტი გლოვისაგან ჯერ კიდევ შორს ყოფილა"
"ჭეშმარიტი სინანული არასოდეს იწვევს სულიერ დეგრადაციას, პირიქით, მას სულიერი სიმტკიცე და სიხარული მოაქვს"
"ვისაც მიტევება და პატიება არ შეუძლია, ჯერ კიდევ შორს არის ჭეშმარიტი სინანულისგან"
"ზოგჯერ უფალი ადამიანზე უშვებს დაცემას, რათა სულიერი სარგებელი მიიღოს, სინანულით განიწმინდოს და სულიერად ამაღლდეს"
"მხოლოდ სინანულით სავსე თასს შეუძლია გადაწონოს ღვთის სამსჯავროზე ადამიანის ცოდვების ზღვა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"მხოლოდ სინანულის მეშვეობით იწყება განახლება, მხოლოდ ტკივილის გზით უბრუნდება სიცოცხლეს მძიმე სნეული"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"დაე, ყოველმა ადამიანმა აანთოს თავისი სინანულის სანთელი, ეს კი ნიშნავს, მიუტევო ყველას, ილოცო ყველასათვის და სიკეთით უპასუხო ბოროტებაზე".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ვინც სინანულის ცრემლით განიწმინდება, ტყუილს გაუუცხოვდება. სინანულში მყოფ ადამიანში შეიძლება ჯერ კიდევ ბუდობდეს გარკვეული ცოდვები - ამპარტავნობა, პატივმოყვარეობა, ნაყროვანება, მაგრამ მონანული ადამიანი ყველაზე ადრე სიცრუის ვნებას მოიშორებს"
"ზოგიერთი ფიქრობს, რომ სიძვით დაცემის შემდეგ ადამიანი სიწმინდეს ვერ მიაღწევს. წმინდა იოანე [სინელი] უარყოფს ამ აზრს და ამბობს, რომ გულწრფელი სინანულის შემთხვევაში ყველას შეუძლია, სიწმინდეს მიაღწიოს. წარსულის მიუხედავად, გულწრფელი სინანულის შემდეგ ღმერთი სავსებით განწმენდს ადამიანს და მიუტევებს წარსულში ჩადენილ ნებისმიერ ურჯულოებას"
"თავმდაბლობის გარეშე ადამიანის სინანულიც ვერ იქნება ჭეშმარიტი"
"წმინდა იოანე კიბისაღმწერელს მოჰყავს ისრაელის მეფის, მანასეს მაგალითი, რომელმაც ძალიან დიდი ცოდვა ჩაიდინა, - სოლომონის ტაძარში კერპების გამოსახულებანი დადგა. ისრაელის მეფეთა შორის მანასე იყო ყველაზე ცოდვილი, მაგრამ მას შემდეგ, რაც სინანული გამოიჩინა და თავმდაბლობა მოიხვეჭა, უფლის მიერ მიეტევა ცოდვები"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"როგორც ღვინით მთვრალი ადამიანი წაიქცევა და წყლით განიბანება ტალახისგან, ასევე უნდა განვიწმინდოთ დაბინძურებული სული სინანულის ცრემლით ვნებებისა და ცოდვებისაგან"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"სინანული ბოროტების გამანადგურებელია, ის ყველანაირ ცოდვას აღხოცავს, მაგრამ შესაძლებელია სინანულმა დაღუპოს კიდეც. როდის ხდება ეს? - როდესაც მას არა აქვს გულწრფელი სინანული. აქვს სინანული ჩადენილი ცოდვის გამო, მაგრამ არა აქვს სასოება უფლისადმი. ასეთი სინანულს ადამიანი სასოწარკვეთილებისკენ მიჰყავს და მას სულიერი დაღუპვისთვის ამზადებს"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ადამიანის ცოდვილ სულში როდესაც სინანული იბადება, ეს უკვე დასაწყისია სიწმინდისკენ სვლისა"
/ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე)/
"თოვლზე აღბეჭდილი ნაფეხური ან მზისგან დადნება, ან წყალი შეუდგება და გაქრება. ასევე ნადგურდება ჩვენს გულში ხსოვნა წარსული ხორცის დამატკბობელი საქმეებისა, ჩვენში გაბრწყინებული ქრისტეს მადლით და სინანულის ცრემლთა წვიმით"
/თეოლიპტე, მიტროპოლიტი/
"მეტად უბრალო რამ არის სინანული: ერთი სულთქმა და სიტყვა: "ვცოდე და აღარ ვცოდავ!" ოღონდ ამ სულთქმამ ზეცას უნდა მიაღწიოს, რათა ჩვენი მეოხი იყოს სიმართლის საყდრის წინაშე"
"სად მეძავი და სად წმინდანი?!
რა ძალამ მოახდინა ასეთი სასწაული ფერისცვალება მარიამ მეგვიპტელში - ერთ ადამიანში, რომელიც უკიდურესი დაცემული მდგომარეობიდან ისე აღამაღლა, რომ ფეხით მდინარეზე დადიოდა, როგორც ხმელეთზე?
რა ძალამ აქცია ხრწნადი უხრწნელად?
ეს ძალა სინანულია.
სწორედ სინანულია ის ძალა, რომელიც ბოროტს წარტაცებს ცოდვილ სულს და უფალთან მიჰყავს, ეს არის ძალა რომელიც უსჯულოს წმინდანად აქცევს, რომელიც მკვდარს აცოცხლებს"
"სინანულს სხვებში ნუ ეძიებ, ის საკუთარ თავში იპოვე"
"შენი სინანულის შემხედვარე, სხვებიც გულწრფელად მოინანიებენ"
"სინანულის გრძნობა იფარავს მლოცველს ეშმაკის ყველა მზაკვრობისაგან; ეშმაკი გაურბის იმ მოღვაწეებს, რომლებიც სიმდაბლის სურნელებას გამოსცემენ. ეს სურნელება მონანულთა გულებში იშვება"
"სტუმარს ყოველთვის უმასპინძლდებოდა [ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი]. შეწუხებულ, გულწრფელად მონანულ ადამიანს არასოდეს ჭკუას არ ასწავლიდა, მტირალთან ტიროდა და ამით ანუგეშებდა"
"სინანული, რომელიც ღვთის საყოველთაო სამსჯავრომდე ყოვლად ძლიერია, სრულიად უძლური ხდება მის შემდეგ"
/მონაზონი ვერონიკა/
"მონანული ადამიანი მიდის უფალთან. მისკენ მიმავალი გზა რეალურად შინაგანი გზაა, რომელიც გონებასა და გულში სრულდება. ამიტომ ისე უნდა მივმართოთ გონების აზროვნება და გულის განწყობილება, რომ ადამიანის სული მუდამ უფალთან იყოს და მას შეუდგეს"
/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/
"მომწიფებული ადამიანი აცნობიერებს თავის ხრწნილებასა და ცოდვას და ღრმავდება მონანიების შემუსვრილ გრძნობებში"
/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/
"როგორც წყლით დასვრილი ადამიანი იწმინდება, იშორებს უსუფთაობით გამოწვეულ უსიამოვნო შეგრძნებებს, დაახლოებით იგივე ხდება სინანულის საიდუმლოს აღსრულების შემდეგაც. ცოდვათა ის ნალექი, რომელიც სულს დაედო და დემონებს მასზე "კაუჭის ჩამოდებით" საშუალება ეძლეოდათ ემოქმედათ კაცზე, იწმინდება. ამ დროს ადამიანი შეიძლება სუფთა დაფას შეადარო, რომელსაც სველი ტილო მოუსვეს და მიმზიდველად გამოიყურება"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"როდესაც ადამიანი გონისმიერი ლოცვის ჩვევას შეიძენს, ეს ამოწმებს, რომ მოწყალე ღმერთმა შეიწყნარა მისი სინანული"
"მოწყალე უფალმა სინანული მოგვანიჭა, სინანულით ხდება ყველაფრის გამოსწორება. სინანულით ცოდვათა შენდობას ვიღებთ; სინანულისთვის გვენიჭება სულიწმიდის ნიჭი და ასე შევიცნობთ ღმერთს"
/წმ. ბერი სილუანი (ათონელი)/
"რა სახით, როგორი სამოსით წარდგება სული ღვთის წინაშე? აუცილებელია სინანულის სამოსი; მართალი ცხოვრება თუ არა, მართალი სამოსელი მაინც, ესაა სამოსელი პირველი, ესაა კვართი (გაიხსენე ბერად აღკვეცა). თუკი უფალი დაინახავს ამ სურვილს, ამ სამოსს, სიშიშვლეს ოდნავ მაინც რომ ფარავს, თავისი ენით გამოუთქმელი სიყვარულის გამო შეიძლება გიბოძოს სხვა სამოსიც, რომელიც ცათა სასუფეველში მის საიდუმლო სერობაზე დასწრების ღირსს გაგვხდის"
/ახალმოწამე ვასილი ოპტინელი/
"ჩვენ მიერ შეწირული არც ერთი ძღვენია ღვთისთვის ისეთი საამო, როგორიც სინანულით მირთმეული მეტყველი სულები"
"როდესაც ცოდვილი მოინანიებს და გამოსწორდება, მაშინ უფალი არ გაიხსენებს მის ცოდვებს, ასევე უცოდველი, თუკი გაირყვნება, უფალი მის სიწმინდეს არ გაიხსენებს"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"სინანულის დედად იწოდება წმინდა მარიამ ეგვიპტელი"
/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/
"ნამდვილი სინანული განწმენდას მოიტანს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ჭეშმარიტად, მონანული ის კი არ არის, ვინც ერთ აღსრულებულ ბოროტებას შეინანებს, არამედ ის, ვინც ნანობს ყველა ბოროტებას, რომლებიც შესაძლოა, აღასრულოს. გონიერი პატრონი მინდორს მხოლოდ იმ ეკალს კი არ განაშორებს, რომელმაც უჩხვლიტა, არამედ ყველა ეკალს, რომლებმაც, შესაძლოა, უჩხვლიტოს"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"მონანულნი რიცხობრივად აღემატებიან მათ, ვინც თავიანთ ეტლს ახალი გზისკენ მიმართავენ. გეუბნებით, ორი სიმამაცე ესაჭიროება მონანულს: ერთი იმისათვის, რომ საკუთარი ძველი გზა დაიტიროს და მეორე - რათა ახალი გზით გაიხაროს"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"მონანიების მიმღები მღვდელი მონანულის ექიმია"
/აკაკი მინდიაშვილი/
"სულიერად განიკურნა ყველა, ვინც მოინანია და მიუტევეს. კიდევ რა არის საჭირო? საჭიროა, გავფრთხილდეთ, რომ იმავე უბედურებაში არ ჩავცვივდეთ. თუ ცოდვა მიატოვე - ნუღარ დაუბრუნდები მას; თუ მიიღე შეწყალება - ნუღარ მოიწევ თავზე რისხვასა და განკითხვას; თუ დაადექი სწორ გზას - ნუღარ გადაუხვევ მისგან"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
იგავი
"ჩავარდა ადამიანი ღრმა უფსკრულში. წევს დაჭრილი, იღუპება...
მოვიდნენ მეგობრები, სცადეს ერთმანეთზე ხელი ჩაეკიდებინათ და ასე მისწვდენოდნენ უფსკრულში მყოფს, მაგრამ ლამის თავადაც ჩაცვივდნენ.
მოვიდა მოწყალება, ჩაუშვა უფსკრულში კიბე, მაგრამ ვერ მისწვდა.
მიუახლოვდნენ კეთილი საქმეები, რომლებიც ოდესღაც ჩაიდინა ამ ადამიანმა, ჩააგდეს უფსკრულში თოკი, მაგრამ ისიც მოკლე აღმოჩნდა...
ასევე უშედეგოდ ცდილობდნენ ადამიანის გადარჩენას ამქვეყნიური დიდება, დიდი ფული, ძალაუფლება...
სულ ბოლოს მოვიდა სინანული. გაუწოდა ადამიანს ხელი, მოეჭიდა მას ადამიანი და... ამოძვრა უფსკრულიდან.
როგორ შეძელი ეს? - გაუკვირდა ყველას.
მაგრამ სინანულს დრო არ ჰქონდა პასუხის გასაცემად - ის უკვე ადამიანებთან მიიჩქაროდა, რომელთა გადარჩენაც ასევე მხოლოდ მას შეეძლო..."
"მონანიება არის აღიარება არასწორი გზისა. ის აჩენს ახალ გზას, მონანიებულს ეხსნება ორი გზა: ის, რომლითაც ის მიდიოდა და ის, რომელიც მან უნდა გაიაროს.
მხოლოდ სიტყვით მონანულების რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე ის, ვინც ცდილობს მონანიების შემდეგ შეცვალოს თავისი ცხოვრება. მონანულმა ორჯერ უნდა გამოიჩინოს სიმამაცე: პირველად - უნდა გამოიტიროს განვლილი გზა, მეორედ - გაიხაროს ახლით"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ადამიანი მუდმივად სცოდავს, ამიტომ სინანულის გრძნობა ქრისტიანისათვის მუდმივი განცდა უნდა იყოს"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"პირველი მცნება, რომელიც განკაცებულმა უფალმა კაცობრიობას მისცა, არის სინანულის მცნება"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"მაგრამ სინანული, როგორც ყოვლისშემძლე წამალი, რომელიც ყოვლისშემძლე ექიმის - ღვთის მიერ არის მოცემული, კურნავს ადამიანს, რომელმაც ინება ეს წამალი კანონიერად გამოეყენებინა, სავსებით კურნავს მას ყველა ცოდვითი სენისაგან"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"რა არის სინანული? რას ნიშნავს ეს სიტყვა? ეს არის აზრის, სიტყვისა და საქმის ცვლილება"
/მეუფე შიო მუჯირი/
"სინანულის გრძნობა იფარავს მლოცველს ეშმაკის ყველა მზაკვრობისაგან; ეშმაკი გაურბის იმ მოღვაწეებს, რომლებიც სიმდაბლის სურნელებას გამოსცემენ. ეს სურნელება მონანულთა გულებში იშვება"
/წმ. გრიგოლ სინელი/
"ბერი [ღირსი ამბროსი] ასწავლიდა, რომ გადარჩენის სამი ხარისხი არსებობს. იოანე ოქროპირს ნათქვამ აქვს: ა) არ შესცოდო; ბ) შესცოდავ, მოინანიე; გ) ვინც ცუდად ინანიებს, მან უნდა დაითმინოს თავსმოწეული მწუხარებანი"
"როდესაც ქრისტე სულიწმიდით კაცის გულში შედის, ჩვენი ცოდვები ცნობიერებაში იკვეთება და სინანულის სურვილი გვიჩნდება. ეს თხოვნის შედეგად მოდის და არასოდეს ვინმეზე იძულებით"
"რასაც უნდა ეძებდეთ, ყველაფრის საწყისი სინანულია. როგორც ფუნდამენტის გარეშე სახლი ვერ აშენდება და, როგორც მიწის განწმენდის გარეშე ვერ დათესავთ და ვერ დარგავთ, ასევე სინანულის გარეშე ჩვენს სულიერ ძიებაში არაფერი გამოვა, მონანიების გარეშე ყველაფერი ამაო იქნება"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"რაც უფრო მაღლა ადის პიროვნება, მით უფრო ნათლად აცნობიერებს საკუთარ ცოდვებს, და შესაბამისად, უფრო ღრმა სინანულიც ეუფლება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჭეშმარიტი სინანული არ გულისხმობს უიმედო გლოვას და სასოწარკვეთას, რადგან ამ დროს ხდება მთელი სისავსით გაცნობიერება ღვთაებრივი სიყვარულისა და რა თქმა უნდა საკუთარი უძლურებისაც. წმინდა მამები ამ მდგომარეობას მტირალ სიხარულსაც უწოდებენ, რადგან მას მართლაც მოაქვს სიხარული, ნუგეში და მშვიდობა სულისა, თანაც ისეთი, რომელსაც ამქვეყნად ვერანაირი ნეტარება ვერ შეედრება"
"თუ ჩვენ მონანიებას მხოლოდ აღსარებას დავარქმევთ, მაშინ ეს უაზრო, ამაო გარჯა იქნება. რადგან როცა აღსარებას ვამბობთ, ერთსა და იმავეს ვიმეორებთ, მაგრამ არ ვიცვლებით. მონანიება - ეს ცვლილებაა, სირცხვილია, ყვირილია! ღმერთს ჩვენი ყვირილის (კივილის) მოსმენა სურს. ეს არ ნიშნავს, რომ სახლში წახვიდე და აღრიალდე. თუ იღრიალებთ, გულით იღრიალეთ, როცა მოსე ღრიალებდა, როდესაც 600000 საცოდავი ებრაელი კაცი და უთვალავი ქალი და ბავშვი გამოჰყავდა ეგვიპტიდან, და როცა ჰორიზონტზე მტვერი ავარდა - უკან ფარაონი მოსდევდა, წინ კი ზღვა იყო. ის ჩუმად იყო, გული კი ღრიალებდა. და ღმერთი ეუბნება მას: "რა გაყვირებს?" მოსეს სული ღრიალებდა - "რა ვქნა, გადაარჩინე!" ღრიალი ადამიანისგან უნდა მოდიოდეს - ეს არის მონანიება"
"მაგალითად, იმრუშეთ, მოინანიეთ ეს, გადაწყვიტეთ, აღარ იმრუშოთ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. თქვენ შეიძლება ოთხშაბათსა და პარასკევს ხორცი აღარ მიირთვათ, ჩაი უშაქროდ დალიოთ, საერთოდ უარი თქვათ ტკბილეულზე, ესეც მონანიების შემადგენელი ნაწილი იქნება. ან გადაწყვიტეთ, საავადმყოფოში იაროთ და იქ პარალიზებული ავადმყოფების ღამის ჭურჭელი გაასუფთავოთ. აქამდე სუნამოებს ისხამდით, საცხს იცხებდით, ახლა კი იყოსეთ, რა სუნი აქვს ავადმყოფის ღამის ჭურჭელს - ეს მონანიება იქნება! აღსარება დამთავრდა, ახლა მონანიება იწყება!"
"ჩვენი მიზანი არ არის გამოუვალი მატერიალური ვითარების ან საზოგადოებაში არსებული პრობლემების უბრალოდ თავიდან აცილება, არამედ როგორც უკვე ვთქვით, მთავარია ჩვენ თავად შევიცვალოთ, ჩვენი აზროვნება შევცვალოთ - აი, ეს არის მონანიება. ვინც ამას ახერხებს, ის სწორად მუშაობს თავის თავზე და არსებულ პრობლემებს სულიერი ღვაწლისთვის იყენებს. თუკი მონანიება მხოლოდ ზერელე იქნება, მაშინ, როგორც კი ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, ადამიანი ისევ დაივიწყებს ყველაფერს და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება"
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/
"ნათლისღებისას ჩვენ ვიბადებით წყლითა და სულით, მონანიებისას ჩვენ კვლავ ვიბადებით ცრემლებითა და სულით. სინანული არის ბავშვური, განუწყვეტელი ტირილი ღვთის წინაშე ნიჭის დაკარგვის გამო ნიჭის ხელახლა მიღების იმედით"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"შეინანეთ! და რას ნიშნავს სინანული? ეს ნიშნავს შევინანოთ ჩვენი ცოდვები და მეტად აღარ ვცოდოთ - ასე უპასუხა ამ კითხვას პიმენ დიდმა. ამ გზით მრავალი ცოდვილი წმინდანად იქცა და მრავალმა უსჯულომ მართალის სახელი დაიმკვიდრა"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"სინანული ყოვლისშემძლეა, როგორც ყოვლისშემძლეა ღვთის დადგენილება. არ არსებობს ცოდვა, რომელიც სინანულს წინ დაუდგებდა. იგი ნიჭია, დაცემული კაცობრიობისთვის მიცემული; იგი ნაშთია ჩვენი პირველქმნილი უბიწოებისა, როგორც ამ უბიწოების შეგნება და მწუხარება მის დაკარგვაზე; იგი ნათლისღების მოწოდებაა, იგი მიწის ზეცასთან კავშირია, კიბეა ზეცისკენ მიმავალი. მის მიერ იწმინდება, ირეცხება ყოველი ცოდვა. თუნდაც უმძიმესი ცოდვების ტვირთი გაწვეს, ოდნავადაც არ შეჩერდე სინანულის დასაწყებად"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"მონანიება აუცილებელია არა მარტო იმისათვის, რომ ქრისტე ვირწმუნოთ; იგი აუცილებელია რწმენაში ყოფნისათვის, ქრისტეში წარმატებისათვის; იგი აუცილებელია ქრისტეს ცოცხალი რწმენისათვის. "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"მართლაც ძლიერ მომთმენია ღმერთი ადამიანისადმი და სულ იმის მოლოდინშია, მან რომ მოინანიოს ცოდვა და განწმენდილი სულით განისვენოს"
/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/
"ვინც ინანიებს თავის ცოდვებს იგი გაიხარებს კიდეც ღმრთის სასუფეველში"
/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)