თემა ძალიან ტევადია და უბრალო კითხვა-პასუხში არ ამოიწურება, ამიტომაც აქ ჩავუღრმავდეთ...
მოძღვრისადმი კითხვაში იქნა დასმული კითხვა
" როგორ უნდა იყოს ადამიანი ბედნიერი სასუფეველში, თუ მისი ახლობლები და მეგობრები ჯოჯოხეთში იქნებიან "
ძნელი კითხვაა, ჯერ უბრალოდ გავიგოთ რაა ცხონება და რაა წარწყმედა, ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ ერთი არის არჩევანი ღმერთთან ერთად ყოფნისა და მეორე ღმერთის გარეშე, ნეტარება კი სიყვარულში მარად ზრდაა და მეორე პირიქით... რაც არის სწორედ წყარო ნეტარებისა და პირიქით... შესაბამისად იოტისოდენა ნეტარება არ აკლდება ნეტარებისა ცხონებულს, არის ერთი აპოკრიფი პეტრე მოციქული და დედამისის შესახებ, რომელიც მოგვითხრობს, რომ პეტრემ სასუფეველში თხოვა უფალს, მისი ჯოჯოხეთში მოხვედრილი დედაც ეცხოვნებინა, უფალმაც ანგელოზი გააგზავნა, ჯოჯოხეთში ანგელოზს პეტრეს დედასთან ერთად მრავალი სხვა სულიც მოეჭიდა, და რამდენადაც დიდი იყო ამ სულების რაოდენობა უფრო მსუბუქად ამოდიოდა ანგელოზი, მაგრამ გზაში, პეტრეს დედამ ეგოისტურად დაიწყო სხვა სულების ისევ ქვემოთ ჩაყრა, და ბოლოს ანგელოზი ისე დამძიმდა, როცა მხოლოდ პეტრეს დედა დარჩა, რომ ისიც ჩააგდო... რათქმაუნდა ეს აპოკრიფია, მსგავსი მატერიალური გაგება არ შეიძლება ცხონება რაღაც ფრთის ჩაჭიდებაზე იყოს დამოკიდებული, მაგრამ აქ სხვა რამ მინდა დავინახოთ, კერძოდ შინაგანი განწყობილება და თავისუფალი ნება, ანუ პეტრეს დედის შინაგანი ბუნება არ იყო მზად სამოთხისათვის და ვერც მოხვდა იქ, და როგორც ბევრი მამა ამბობს უკანასკნელი წყალობა ჯოჯოხეთიაო... როგორ, მართლა ვერ გეტყვით, იმ მამებსაც არ დაუზუსტებიათ... შეიძლება აქ ისიც დავამატოთ, რომ ის ადამიანი ( წარწყმედილი) სამოთხეში რომ აიყვანო, პირიქით უფრო მეტ ტანჯვას განიცდის, რადგან ის არაა მზად ამისათვის , ვერ დაიტევს, რადგან სამოთხე და ჯოჯოხეთი უფრორე მდგომარეობაა ვიდრე მდებარეობა, თუმცა არც ეს მდებარეობა ( ძალიან განზოგადებული და უცნობი) არ გამოირიცხება, რადგან ღმერთის გარდა ყველანი შემოსაზღვრულნი ვართ... თემას დავუბრუნდეთ, აქამდე იქამდის მივედით, რომ ნეტარებას არაფერი აკლდება და არც ძალით ცხონებაა შესაძლებელი, მაგრამ ახლა ყველაზე ძნელი კითხვა, როგორ შესაბამისობაში მოდის საღვთო სიყვარული და ჯოჯოხეთი? აკი სწორედ საღვთო სიყვარულში იზრდებიან წმიდანი და ცხონებულნი? ან ღმერთი მარადიული სიყვარული, ყველა ჩვენს სიყვარულზე უსასრულოდ აღმატებული, თავად როგორ ნეტარებს, როცა მისი შექმნილი იტანჯება? ან როგორ ტანჯვავს მას? ამაზე პასუხს ცემს ანტონი დიდი: "„ღმერთი სახიერია, უვნებო და უცვალებელი. ზოგიერთი აღიარებს ღმერთის ჭეშმარიტ უცვალებლობას და ამასთან, საგონებელში ვარდება - როგორ ხდება, რომ უფალს უხარია სიკეთე ან პირს იბრუნებს ბოროტებისგან; ურისხდება ცოდვილთ, შეინანებენ ისინი და მათდამი მოწყალებას იჩენს; ამის თაობაზე უნდა ითქვას, რომ ღმერთს არც უხარია და არც - მრისხანებს, რამეთუ სიხარულიცა და მრისხანებაც ვნებებს განეკუთვნება. უაზრობაა იფიქრო, რომ კაცთა საქმეების გამო ღვთაება იყოს კარგად ან ცუდად. ღმერთი სახიერია და მხოლოდ სიკეთეს იქმს, ვნებით კი არავის ავნებს, იგი მარადის უცვალებელია. ჩვენ კი, როცა კეთილნი ვართ, მას ვემსგავსებით და ღმერთთან ერთობაში შევდივართ. როცა გავბოროტდებით, განვეშორებით მას, რადგანაც უკვე აღარ ვგავართ. სათნოდ ვცხოვრობთ და ღვთისანი ვართ, გავბოროტდებით და მისგან განდგომილნი ვხდებით. ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს ღმერთი ბრაზდებოდეს ჩვენზე. ეს ჩვენი ცოდვები არ აძლევენ ღმერთს საშუალებას, გაბრწყინდეს ჩვენში. ჩვენ მტანჯველ დემონებთან ცოდვები გვაერთებენ. თუკი შემდგომი ლოცვებითა და ქველმოქმედებებით ცოდვათაგან გამოხსნას მივაღწევთ, ეს არ ნიშნავს, თითქოს ღმერთი მოვალბეთ და შევცვალეთ. ამგვარი ქმედებებითა და ღვთისადმი დამოკიდებულებით ჩვენ ვუმკურნალეთ ჩვენში არსებულ ბოროტებას და ამიტომაც ისევ შემძლებელნი ვხდებით, ვიგემოთ საღვთო სიკეთე. ასე რომ, ნათქვამი „ღმერთი პირს იბრუნებს ბოროტისაგან“ იგივეა, რომ ვთქვათ „მზე ემალება უსინათლოებს".
საერთოდ ეს თემა ძალიან მტკივნეული და რთული იყო, თვით უდიდესი მოაზროვნის ორიგენესათვისაც, მან ჩამოაყალიბა სწავლება, რომელიც დაგმო V მსოფლიო კრებამ , თითქოს დემონები და უკეთური ადამიანები ჯოჯოხეთში მხოლოდ გარკვეულ დრომდე დაიტანჯებიან, შემდგომ კი პირველყოფილ, უცოდველ მდგომარეობაში აღდგებიან (აპოკატასტასისი).
მოდი ცოტათი ჩავუღრმავდეთ ამ ტერმინის მნიშვნელობას და ისტორიას:
აპოკატასტასი (ბერძ.) - ორიგენესაგან მომდინარე სწავლება, რომლის მიხედვითაც საბოლოოდ ცხონდება ყველა, ცოდვილთა და თვით დემონთა ჩათვლით.
Апокатастасис (греч. — возвращение в прежнее состояние, восстановление) — понятие, посредством которого обозначалось необходимое возвращение вещей в своё былое обличье.
На 5-м Вселенском соборе было отвергнуто это учение Оригена, что спасутся (станут радоваться в раю) не только праведники, но, будто бы, и все грешники, и демоны и даже сам сатана после понесённого ими назначенного им Богом наказания. По этой теории бесценная спасительная Жертва Христа потеряла бы всякий смысл и у живущих людей отпал бы стимул стараться жить благочестиво и терпеть множество лишений, страдания и даже смерть за Христа, если все уже обречены на вечное спасение.
სხვათაშორის ორიგენეს ეს ცრუსწავლება ჯოვანი სკოტო ორიუგენას და შლეირმახერის ფილოსოფიურ სწავლებებშიც აისახა, ქრისტიანობისათვის სრულიად მიუღებელია:
ამისათვის საინტერესო სტატიაა აქ:
О лжи "всеспасения"
http://stanastasia.ru/lectory/orth/15.html
О лжи "всеспасения"
Апокатастасис Оригена – учение о том, что все творения Божии, в том числе самые тяжелые грешники и падшие ангелы, в конце концов вернуться к Богу – близок к античной философии, которая рассматривала историю мира, как цепь последовательных и замкнутых циклов. Здесь конец сливался с началом – устье реки времени совпадало с ее истоком. Каждый цикл истории делал гигантскую окружность, будто движение космического циркуля, где линия замыкалась в точке ее отсчета. Таким образом, мир, происшедший от Бога должен возвратиться к Богу – в свое первоначальное состояние. Этот языческий апокатастасис, делающий спасение необходимостью, по сути дела зачеркивал разницу между добром и злом в аспекте вечности. Он детерминизировал саму волю человека, и делал добро и зло эфемерными состояниями, то есть почти что фикциями. По Оригену, человек обречен на спасение, а само спасение это возвращение.
Здесь мы коснулись философской стороны апокатастасиса. Но есть еще другая, более сокровенная – нравственная сторона. Человек перестает бояться Бога, а по Библии страх Божий – начало премудрости. Именно страх Божий отрезвляет человека, сковывает его грех, и очищает ум от страстей. Без страха Божьего ум находится в состоянии опьянения и делается рабом чувств, желаний и стремлений к наслаждениям. Страсти подсказывают уму идеи, а рассудок развивает их. Страх, предохраняя человека от грубых грехов, дает место в душе для благодати, которая рождает надежду, а надежда рождает любовь. Где нет страха – там нет надежды, а только змеиная песнь страстей, которые оправдывают грех. Странное дело: грешник утешает себя любовью Божьей, в которой он надеется найти прощение без покаяния и исправления. Это ложное упование, это прятанье за любовь Божию происходит именно потому, что у грешника нет любви к Богу. Впрочем, часто грешник убеждает себя в том, что Бог, как всецелая Любовь, даст ему время покаяния перед самой смертью; а теперь – время для земных радостей, то есть время для наслаждений, а не слез.
Многоречивые выступления современных гуманистов о любви Божией – это на самом деле грех против любви, так как они желают превратить любовь Божию в гарант своего спасения без покаяния и исправления жизни, то есть здесь злоупотребление любовью и милосердием Божиим. Эти люди не понимают, что истинная любовь к Богу рождается в тяжелой борьбе с собой; что отдаваясь страстям, они не любят Бога, что совершая грех, приносят страдания Христу. Слова о любви без подвига – это оправдание греха. Такие люди готовы распять Бога и блудить под тенью Креста, утешая себя тем – что Бог есть Любовь.
Современному гуманистическому сознанию неприемлемо учение Христа о вечных муках, которое содержится в Евангелии и является одним из краеугольных догматов сотериологии и эсхатологии.
Учение Оригена было осуждено, оно было изгнано из Церкви, но не из уголков человеческого сердца, где грехи, как змеи, свили свои гнезда. На протяжении истории мы видим рецидивы оригенизма в ересях и сектах, в том числе в оккультных сектах, который учит о восстановлении падших ангелов в своем чине и примирении сатаны с Богом. Характерно, что в демонических сектах блуд стал ритуальным символом любви.
Сам Ориген был аскетом, но, к сожалению, аскетизм принял у него изуверскую форму – самооскопление. Он читал Евангелие в мерцающем свете «Диалогов» Платона. Ложный спиритуализм Оригена как платоника и обещание всем конечного спасения делал оригенизм привлекательным для древних, средневековых и современных гуманистов. Теперь все чаще звучат призывы реабилитировать Оригена, и признать церковные анафемы недействительными, как некое недоразумение.
Современные реформаторы с большим удовольствием предали бы анафеме святого царя Иустиниана Великого, собравшего V Вселенский Собор, на котором был осужден Ориген, а самого Оригена объявили бы "вселенским учителем".
© Архимандрит Рафаил (Карелин )
ესეც და ქვემოთ მოყვანილი სტატიის ნაწილიც არქიმანდრიტ რაფაელს ეკუთვნის, ობიექტურობა მოითხოვს, რომ აქ , განსხვავებით სხვა უამრავი და ძალიან პრინციპული საკითხებისა, მე პირადად ვეთანხმები, რადგან ეყრდნობა მეხუთე მსოფლიო კრების დადგენილებას
"...დანო და ძმანო! ზოგიერთი თქვენგანი იკითხავს: შეიძლება ცხოვნებული იყოს ბედნიერი, როდესაც მისი ახლობლები და ნათესავები ჯოჯოხეთში იქნებიან, ისინი ვისთანაც მათ აკავშირებდათ სიყვარული ამქვეყნიურ ცხოვრებაში? ეს რთული კითხვაა. როდესაც ჩვენ გვიყვარს ესა თუ ის ადამიანი, ჩვენ გვიყვარს იგი რაიმე სათნოებისთვის. ხოლო აღმდგარი ცოდვილები იქნებიან ცოდვისა და ბოროტების განსახიერება. ისინი დემონების დარი იქნებიან. ამიტომ ჩვენ მათ სიყვარულს ვერ შევძლებთ, ისევე როგორც ვერ შევიყვარებთ ჭირის ან ცოფის ბაცილას. წარმოიდგინეთ, თუნდაც უახლოესი ადამიანი რომ წარმოგიდგეთ გველის ან მორიელის სახით, თქვენ ვერ შეძლებთ მის სიყვარულს, მეტიც, ძრწოლით დაიხევდით უკან. ასე იქნებიან სამუდამოდ ტანჯვისათვის განწირულნი. ისინი იქნებიან აღსავსე არა მარტო სასოწარკვეთილებითა და სევდით, არამედ სატანისტური ამპარტავნებითაც. ცოდვილის სული იქნება ანთებული ღმერთისა და სიწმინდის სიძულვილის ალით და ამ სიძულვილით ისინი სიამოვნებით დაწვავდნენ თვით ზეცას და სამოთხეს.
დანო და ძმანო! სამოთხის ნეტარება - ესაა ღვთის სიყვარულისა და წმინდანთა ურთიერთსიყვარულის ნეტარება. სერაფიმე საროველი წერს: ადამიანმა რომ იცოდეს რა საშინელია ჯოჯოხეთი, და რა ტკბილია სამოთხე, ყველანაირ ტანჯვას გაუძლებდა აქ მიწაზე. ერთხელ ღირსი სვიმეონი, ახალ ღვთისმეტყველად წოდებული, ისე გაბრწყინდა სული წმიდისაგან, რომ წამოიძახა: ო, ღმერთო! ალბათ ამ ნეტარებაზე აღმატებული არაფერი არსებობს ქვეყნად! და პასუხად მიიღო: იგი რასაც წმიდანები განიცდიან ამქვეყნად ხორციელი ყოფნის ჟამს, სამოთხისეულ ნეტარებასთან შედარებით მოგვაგონებს ქაღალდის კუთხეში დახატული და ცაზე მოკაკაშე მზის შედარებას.
ეფრემ ასური წერს, რომ მაშინ სულთა ურთიერთობა სხვაგვარი იქნება. არსებობს მაცხოვრის სიტყვები, რომელნიც დაცულია არა სახარებაში, არამედ მამებთან: იმქვეყნად შინაგანი იქნება, როგორც გარეგანი. ხოლო გარეგანი, როგორც შინაგანი. ე.ი. გარეგანი ეს სხეულია, შინაგანი - სული. სხეული განსულიერდება, მსგავსი გახდება სულისა. შინაგანი - სული გახდება როგორც გარეგანი, ე.ი. იქნება ხილული. ეფრემ ასური წერს: მოისურვებ თუ არა იყო წმიდა მოწამეებთან, მათ ირგვლივ აღმოჩნდები; მოისურვებ თუ არა დატკბე მართალთა ტკბილმოუბრობით, არა ენით, არა ბაგეებით, არამედ გულითა და სულით შესძლებ მათთან საუბარს, ე.ი. შენ იხილავ მათ სულებს შენი სულით; დატკბები მათი სილამაზისა და სიყვარულის ჭვრეტით, რაც წმინდანთაგან ყველაზე გადმოედინება.
დანო და ძმანო! სამოთხეში, მხოლოდ მარადიულ ცხოვრებაში შეიმეცნებს ადამიანი ტანჯვის საიდუმლოებას, რომ ამქვეყნად, მიწაზე მწუხარება, შრომა და განსაცდელი - ესაა ღვთის უდიდესი წყალობა და ადამიანი სვამს იმ ბარძიმიდან, რომლიდანაც სვამდა თვით უფალი იესო ქრისტე. ჩვენ ამიტომაც მარადიულ ცხოვრებაში მადლობელი ვიქნებით ჩვენი მტრებისა, მადლობელი ვიქნებით მაწყევართა, მათი, ვინც უსამართლოდ მოგვექცნენ, იმიტომ, რომ ისინი უნებლიედ ხელს უწყობდნენ ჩვენს გადარჩენას. აქ ამქვეყნად ჩვენთვის მრავალი რამაა გაუგებარი, მაგრამ აქ ჩვენ მხოლოდ პირველ გვერდს ვხედავთ წიგნისა, რომელიც გაცხადდება მარადისობაში და იქ ჩვენ შევიგრძნობთ მთელ სიღრმეს ღვთიური სიბრძნისა, მთელს ძალას ღვთის სიყვარულისა.
http://bakuradze07.piczo.com/?g=29905542&cr=2
იგივე აზრს იზიარებს და ორიგენეს სწავლებას გმობს
Прот. Георгий Флоровский.
Противоречия оригенизма [патристика]
У Оригена это учение о "всеобщем спасении" определяется совсем не моральными мотивами. Это прежде всего метафизическая теория. Апокатастасис есть отрицание истории. Всё, что бывает, всё содержание исторического времени рассеется, и рассеется без памяти и без следа. И "после" истории останется только то, что уже было "прежде" истории. Ориген совсем не иллюзионист. Он нисколько не отрицает реальности истории и времени, он отрицает только смысл истории. В истории и не может быть смысла, ибо, по мнению Оригена, она начинается через бессмыслицу, от пресыщения первозданных духов добром. В системе Оригена самым светлым всегда представляется его учение о свободной воле, в котором он так далеко как будто уходит от гностиков и от эллинизма вообще. Однако в последнем счете по Оригену свободная воля непроизводительна. И не может быть производительной, ибо нечего производить, к первозданной полноте нечего прибавить. В системе Оригена свобода воли объясняет падение мира, факт неразумия. Для Оригена свобода воли необходима как причина зла. Для добра не нужно свободы. Это связано с радикальным неисторизмом Оригена. Времени не нужно, история не нужна, ибо "раньше" времени, "прежде" истории осуществлена вся полнота бытия, всё, что достойно и способно, чему подобает быть. Как истый эллин и платоник, Ориген не понимал вхождения в вечность, рождения или возникновения для вечности. Он мог допустить выпадение из вечности как безумную и до конца не объяснимую катастрофу, и разрешение этой катастрофы через возвращение в вечность.
К этому сводится вся Оригенова философия истории — круг возвращения. Круг, символ полноты, но и символ неподвижности, для античного сознания был высшим из символов. Прямая линия, символ движения, античному человеку казался жутким образом хаоса, темной и дурной бесконечности. Отсюда идеал возвращения. Ориген исповедует его открыто. Оригенизм не акосмичен. Напротив, это учение о вечном мире. Но его вечный мир есть мир духов, мир умов, существ. И этот идеальный мир есть первообраз и ипостась эмпирического мира — Ориген прилагает к нему библейское имя Софии, Премудрости Божией. Это образ и откровение Бога. И этот идеальный мир не возникает, но вечно есть. Оригена нельзя назвать пантеистом. Он ясно отличает мир от Бога, как Его "творение". Только это творение он не может мыслить иначе как вечным — ему кажется, что это вытекает из учения о Божественной неизменяемости и простоте. Вместе с тем, когда Ориген говорит о Божественной жизни, он говорит именно об Откровении. О Боге вне мира Ориген хотел бы только молчать. В этом отношении он близок к Плотину и еще ближе к Филону. — И еще одну черту нужно припомнить в учении Оригена об идеальном мире. Это — некая полнота существ, всё — от светил до водяных животных. Всё это падшие духи.
http://portal-credo.ru/site/index.php?act=lib&id=434
Оригенизм можно определить как "ересь о времени". Проблематика оригенизма имеет не только историческое значение. Это некий повторяющийся тип мысли. Этим объясняется длительное и обновляющееся влияние Оригена. Любопытно оживление оригенистических мотивов в европейской мистике нового времени. Оно связано тоже с нечувствием времени как особой категории бытия...
<...> о решающем месте проблемы времени в системе христианской мысли. Христианство есть оправдание времени, философия твари, учение о возникающем из ничего и входящем в вечность, — учение о становящейся вечности. В этом смысл христианской метафизики. И он раскрывается через созерцание исторического Христа. Этого не видел, не мог увидеть Ориген. В этой немощи завязка его трагизма
ამთავრებს ფლოროვსკი...
შეიძლება ითქვას, რომ
1) ნეტარებაც და ტანჯვაც მარადიულია
2) აპოკატასტასისი მწვალებლობაა და დაგმობილი V მსოფ. ეკლ. კრების მიერ
( ესეც ნახეთ ამ კრებაზე საინტერესოა http://www.klikovo.ru/db/book/msg/4867 )
IX ანათემა
Если кто.., что наказание демонов и нечестивцев - временное и будет иметь после некоторого срока свой конец, т.е. что будет восстановление (αποκαταστασιν) демонов и нечестивых людей, - анафема.
Εί τις τήν τερατώδη άποκατάστασιν πρεσβεύώ άνάθεμα éστω
Ei tis ten teratode apokatastasis presbeuei anathema esto
3) ტანჯვაც და ნეტარებაც თავისუფალი ნების მიერი არჩევანია და გამყარებაა ამ არჩევანში, რაც თავისთავად გულისხმობს, ამ გამყარებისას სულიერი მდგომარეობის ცვლილებას, ანუ ( ამაზე კითხვებში ვწერდი ადრე) ანგელოზი აწი აღარასოდეს დაეცემა, იმიტომ კი არა, რომ არა აქვს თავისუფალი ნება, არამედ იმიტომ, რომ არჩევანი უკვე გააკეთა და აწი მუდმივად მყარდება თავის არჩევანში და იზრდება ნეტარებაში, პირიქითაა ეშმაკი, და შესაბამისად მისი სულიერი მდგომარეობაც იზრდება პირუკუ, ანუ ის "არა" ღმერთს მასში უფრორე იზრდება, საკმარისი იქნებოდა ერთი მაპატიე და შენდობა მიეცემოდა, მაგრამ მას ( ეშმაკს ) ეს უკვე არ ძალუძს, რადგან მუდმივად ეცემა თავის დაცემულობასა და ამპარტავნებაში... აქედან შეგვიძლია ვივარაუდოთ ის რომ ცხონებულს ეს ყოველივე ეცოდინება , რომ ყოველივე ეს სამართლიანია და რომ ის ვინც ჯოჯოხეთშია, იქაა მხოლოდ მისივე არჩევანით და იმიტომ რომ მას იქ უნდა!
რა ვიცი, საკმაოდ რთული თემაა, იმედია მეგობრები დაამატებენ
იხარეთ;
კაიროსი!
ძალიან საინტერესოა....
რთული იქნება ალბათ...
KAIROS
პ.ს.
KAIROS
კაი რაცხა დაგიწერია მადლობთ. ბევრს აინტერესებს და ასე ძირეული განხილვა კაი იქნება.
KAIROS
იქნებ აპოკატასტასია ჭეშმარიტება
ტენდენციურებო
მე დავიცავ ორიგენებს უფლებებს ბოლომდე!
და უკაცრავად, ადამიანი თუ სული და სხეული ერთადაა, ვინ განისჯება სიკვდილის შემდეგ?
KAIROS
მე შენ გეკითხები ჭეშმარიტების სახელით! ოღონდ კვერთხის ჩარტყმები და ნიკაპში წიხლის ამორტყმები არ იყოს.... ომოფორს და პანაღიას მაინც აღარავინ დაგკიდებს, არაორიგინალური იქნება... :P
აგერ საზვერეებზე რომ უბნობთ და პირად სამსჯავროებზე სიკვდილის შემდეგ, როგორ მოხდება სულის განკითხვა თქო? სული ხომ არ არის ადამიანი? აბა ვის განიკითხავენ გარდაცვალების შემდეგ, როცა ჩემი ორი სუბსტანცია ერთმანეთს გაეყრება?
მნათე ადამიანის არსი ერთია, იგი დროებითაა გახლეჩილი , სული ადამიანია უპირობოდ, ოღონდ ხორცნაწილნაკლული, ამიტომაც ეს განკითხვა პირადია და სასჯელიც პირობითია, არასრული და შესაძლებლობაში ცვალებადი.
ანუ სულია უკვდავი ადამიანში, იგია "მე" ადამიანისა, იგია რაც ღვთისაგან შთაიბერა, ანუ იგია სიცოცხლე ჩვენში და არა ხორცი, მაგრამ ისე არ გავიგოთ, რომ ხორცი დაიმცრო, არა ნამდვილი ადამიანი ერთობაა და ეს ერთობა აღდგება...
ისე ესეც ნახე:
----------------------------
ადამიანის სიკვდილის შემდგომი ხვედრი საყოველთაო სამსჯავრომდე
პირადი სამსჯავრო
სიკვდილი ყველა ადამიანის ხვედრია. მაგრამ მათთვის ეს განადგურებას არ ნიშნავს. მხოლოდ სული განეშორება სხეულს. ადამიანის სულის უკვდავების ჭეშმარიტება ქრისტიანობის ერთ-ერთი ძირითადი ჭეშმარიტებაა. „არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველოაჲ, რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე“ (ლკ. 20,38). ახალი აღთქმის წმიდა წერილში სიკვდილს ეწოდება „განსლვა“: „ვისწრაფო, რაჲთა კაცად-კაცადსა თქუენსა აქუნდეს შემდგომად განსლვისა ჩემისა ამათი მოჴსენებისა ყოფაჲ“ (2 პეტ. 1,15); ჩვენი ამქვეყნიური სახლის დანგრევა (2 კორ. 5,1); სხეულის დატოვება: „ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფლისა ამის ჩემისაჲ“ (2 პეტ. 1,14); განსლვა: „გული მეტყვის განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად უფროჲს და უმჯობეს ფრიად“ (ფლპ. 1,23); მიქცევა: „ჟამი იგი მიქცევისა ჩემისაჲ მოიწია“ (2 ტიმ. 4,6); შესვენება: „დავით... შეისუენა“ (საქმ. 13,36). საღვთო წერილის აშკარა მოწმობით სულს სიკვდილის შემდგომ თავისი მდგომარეობა გაცნობიერებული აქვს (მაგ., იგავი მდიდარსა და ლაზარეზე). ადამიანი სიკვდილის შემდგომ გადის სამსჯავროს, რომელსაც უკანასკნელი და საყოველთაო სამსჯავროსაგან განსხვავებით, პირადი ეწოდება. „ადვილ არს წინაშე თუალთა უფლისაჲთა დღესა მას აღსასრულისასა მიგებად კაცთა, ვითარცა იყუნეს საქმენი მათნი“ (ზირ. 11,26) - ამბობს ბრძენი ზირაქის ძე. იმავე აზრს გამოხატავს პავლე მოციქულიც: „ვითარცა-იგი წინა-უც კაცთა ერთგზის სიკუდილი და მისა შემდგომად სასჯელი“ (ებრ. 9,27). მოციქულის თანახმად, ადამიანის გარდაცვალებას მაშინვე მოსდევს სამსჯავრო. ცხადია, ეკლესიის წმიდა მამების განმარტებით, მას მხედველობაში ჰქონდა არა საყოველთაო, არამედ პირადი სამსჯავრო: „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“ (ლკ. 22,43) - უთხრა უფალმა მონანულ ავაზაკს.
წმიდა წერილიდან ვერ ვიგებთ, თუ როგორ მიმდინარეობს პირადი სამსჯავრო. ამის შესახებ ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ ცალკეულ გამონათქვამებზე დაყრდნობით, რომლებიც საღვთო წერილში გვხვდება. ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ პირად სამსჯავროზე ადამიანის სიკვდილის შემდგომი ბედის განსაზღვრაში დიდ მონაწილეობას იღებენ როგორც კეთილი, ისე ბოროტი ანგელოზები. იგავში მდიდარსა და ლაზარეზე ნათქვამია,რომ ლაზარე „მიიყვანა ... ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისათა (ლკ. 16,22); სხვა იგავში მდიდარს ეუბნებიან: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან“ (ლკ. 12,20) - აშკარაა, რომ ბოროტი სულები მიიღებენ მას (წმ. იოანე ოქროპირი). რადგან, ერთი მხრივ, უფლის სიტყვების თანახმად: „ანგელოზნი..... მცირეთა ამათგანი..... ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა“ (მთ. 18,10); აგრეთვე ქვეყნის აღსასრულის ჟამს უფალი გამოგზავნის ანგელოზებს და მათ „განაშორნენ უკეთურნი იგი შორის მართალთა“ (მთ.. 13,49); ხოლო, მეორე მხრივ, „წინა-მოსაჯული თქუენი ეშმაკი, ვითარცა ლომი, მყვირალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა“ (I პეტ. 5,8) - და თითქოს ჰაერიც გაჯერებულია უკეთური სულებით, „რომელნი არიან ცათა ქუეშე“ (ეფ. 6,12) და მთავარი მათი იწოდება ხელმწიფედ ჰაერისა (ეფ. 2,2).
წმიდა წერილის ამ მინიშნებათა საფუძველზე და ძველთაგანვე წმიდა მამების აღწერით სხეულთან განშორებული სული ისეთ სულიერ სივრცეებში იწყებს სლვას, სადაც ბნელი სულიერად სუსტების შთანთქმას ცდილობენ და სადაც განსაკუთრებით ამიტომ არის საჭიტო ზეციურ ანგელოზთა მფარველობა და ეკლესიის ცოცხალ წევრთა მხრიდან ლოცვითი თანადგომა. ამის შესახებ საუბრობდნენ ძველი დროის ისეთი წმიდა მამები, როგორებიც არიან: ეფრემ ასური, ათანასე დიდი, მაკარი დიდი, ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი და სხვანი. ყველაზე ზედმიწევნით ამ თემაზე მსჯელობს წმ. კირილე ალექსანდრიელი ნარომში „სიტყვა სულის განსლვაზე“ (იგი ჩვეულებრივ გამოკრებილ ფსალმუნებთან ერთად იბეჭდება ხოლმე); ამ გზის ხატოვანი აღწერა მოცემულია ღირსი ვასილი ახლის ცხოვრებაში, რომლის მიხედვით მიცვალებული ნეტარი თეოდორა ძილში გამოეცხადა ვასილის მოწაფეს და აუწყა ის, რაც იხილა და განიცადა სულის სხეულთან გაყრის შემდგომ, ზეციური სავანეებისაკენ სულის ზეაღსვლის გზაზე. ამ გზას, მიღებულია, ეწოდოს „საზვერეები“. საზვერეებზე ხატოვანი ნაამბობის შესახებ მიტრ. მაკარი ნაშრომში „მართლმადიდებლური დოგმატური ღვთისმეტყველება“ შენიშნავს: „მტკიცედ უნდა გვახსოვდეს დარიგება, რაც უთხრა ანგელოზმა ღირს მაკარი ალექსანდრიელს, როცა მან საზვერეებზე დაიწყო საუბარი: „აქ მიწიერი სახეები ზეციურის ყველაზე მკრთალ ასახვად ჩათვალე“. გვმართებს საზვერეების გავლას შეძლებისდაგვარად მივანიჭოთ ის სულიერი დატვირთვა, რაც მეტ-ნაკლებად გრძნობადი, ანთროპომორფული მახასიათებლებით არის დაფარული“1.
სულის პირადი სამსჯავროს შემდგომი მდგომარეობის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესია ასე გვასწავლის: „გვწამს, რომ მიცვალებულთა სულები ან ნეტარებენ, ან იტანჯებიან თვისთა საქმეთა მიხედვით. ისინი სხეულთან განშორებისთანავე იწყებენ სიხარულის, დარდისა თუ მწუხარების განცდას. მაგრამ არც სრულ ნეტარებასა და არც სრულ ტანჯვას არ განიცდიან, რამეთუ მათ საყოველთაო აღდგომის დროს მიიღებს თითოეული, როცა სული შეუერთდება იმ სხეულს, რომელშიც იგი სათნოდ თუ მანკიერად ცხოვრობდა“2. მაშასადამე, მართლმადიდებელი ეკლესია განასხვავებს პირადი სამსჯავროს შემდგომ ორ მდგომარეობას: ერთს - მართალთათვის და მეორეს - ცოდვილთათვის: ანუ სამოთხესა და ჯოჯოხეთს. ეკლესია არ ცნობს რომაული კათოლიციზმის მის სწავლებას სამ მდგომარეობაზე. ესენია: 1. ნეტარება; 2. განსაწმენდელი (პურგატორიუმი) და 3. გეენაში ყოფნა.
ეკლესიის მამები თვითონ სახელდებას - „გეენა ჩვეულებრივ აკუთვნებენ საშინელი სამსჯავროს შემდგომ მდგომარეობას, როდესაც სიკვდილიცა და ჯოჯოხეთიც დაინთქმება „ტბასა მას ცეცხლისასა“ (გამოცხ. 20,15). ეკლესიის მამები საღვთო წერილზე დაყრდნობით თვლიან, რომ საშინელ სამსჯავრომდე ცოდვილთა ტანჯვას დაწყებითი ხასიათი აქვს: იგი შეიძლება შემსუბუქდეს ან მოიხსნას ეკლესიის ლოცვით3. ასევე ჯოჯოხეთის წყვდიადით შეკრული დაცემული სულებიც დაიმარხებიან „სასჯელად დიდისა მის დღისა“ (იუდ. 6; შდრ. 2 პეტ. 3,4).
ხო აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლეც ამაზე საუბრობს:
XVIII
გვწამს, რომ გარდაცვლილთა სულები თავიანთი ნამუშაკევის შესაბამისად ნეტარებენ ან იტანჯებიან. განშორდებიან რა სხეულს, ისინი იმთავითვე მიიქცევიან ან სიხარულად, ანდა მწუხარებად და გლოვად, თუმცა არ გრძნობენ არც სრულ ნეტარებას და არც სრულ ტანჯვას, ვინაიდან სრულ ნეტარებასა თუ სრულ ტანჯვას თითოეული საყოველთაო აღდგომის მერე იგემებს, ოდეს სული შეუერთდება სხეულს, რომელშიც ცხოვრობდა კეთილად ან ბოროტად. სულები იმ ადამიანებისა, რომლებიც ამქვეყნად სასიკვდილო ცოდვებში ჩაეფლენ, მაგრამ გარდაცვალების წინ როდი მოიცვა სასოწარკვეთამ, არამედ წუთისოფლისდან გასვლამდე მიეცნენ სინანულს, თუმცა ვერ მოასწრეს ამ სინანულის ვერავითარი ნაყოფის მომკა, როგორცაა: ლოცვები, ცრემლები, მუხლთმოდრეკანი, ვედრებასთან ერთად, - გულშემუსვრა, ნუგეშისცემა საბრალოთა და ღვთისა და მოყვასის სიყვარულის საქმით გამჟღავნება, რასაც კათოლიკე ეკლესია დასაბამიდანვე მიიჩნევდა და მიიჩნევს ღვთისსათნოდ და კეთილწარსაგებელად, ჩადიან სასჯელს თავიანთი ცოდვებისათვის, მაგრამ, ამავე დროს, არ კარგავენ შვებისას.
და ეს შვება მიემადლება მათ უსაზღვრო სათნოების წყალობით: მღვდელმსახურთა ლოცვებითა და მიცვალებულთა სულის საოხად აღსრულებული კეთილმოღვაწებით. განსაკუთრებით კი უსისხლო მსხვერპლის ძალით, რომელსაც დროდადრო აღასრულებს მღვდელმსახური თავისი სამრევლოს ნებისმიერი წევრისათვის. ხოლო ყოველთა და ყოვლისათვის მარადის ვედრებასა შესწირვის კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.
...............
თიკო, აი ეს ბოლო მუხლი დაგაინტერესებს მგონი
KAIROS
დაიცა წავიკითხო :ჯერარწამიკითხავსვითომ:
პ.ს აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლეს თლად არ ვეთანხმები...
მნათე
ძალიან საინტერესო თემაა
ერთი უტოპისტური კითხვა დამებადა:
რამდენად შესაძლებელია იმ კრიტერიუმების განსაზღვრა რითაც ადამიანი ცხონდება?! ერთი გასაგებია, ღვთის მცნებები აღასრულო და ღვთიური სიყვარულით აღივსო და სამოთხე დაიმკვიდრო,მაგრამ,ვთქვათ,ადა
იანი კეტილია,მიმტევებელი,თავმდაბა
ლი და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი რელიგიისგან დამოუკიდებლად აქვს ადამიანს,ანუ ბუნებითაა ასეთი და შეიძლება სულაც არ არის რომელიმე რელიგიის მიმდევარი,დავიჯერო ასეთი ადამიანი ჯოჯოხეტში დაიტანჯება,როგორც ბოროტების განსახიერება?! ან იგივე მორწმუნე ადამიანი,რომელიც ბოროტი სულაც არ არის,მაგრამ არც რაიმე სულიერ სიმაღლეზეა და შეიძლება, როგორც ზემოთ ეწერა,ის არ არის სამოთხის ნეტარებისთვის "მზად" ,პირდაპირ ჯოჯოხეთსი ამოყოფს თავს ,როგორც ბოროტების განსახიერება\("ბოროტების განსახიერებას"ჩავეციკლე,მეტისმეტად რადიკალისტური მეჩვენება) ?!
გადახედეთ პავლეს ეპისტოლეთა განმარტებას-ბუნებითი სჯულის შესახებ წერია იქ.
KAIROS
Brian E. Daley sj
Апокатастасис и «благое молчание» В эсхатологии св. Максима исповедника
მალე ეს ახალი წიგნი გამოჩნდება ბიბლიოთეკაში და წაიკითხეთ , საინტერესოა
გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები
წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
ცხონების შესახებ
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა; იშვიათად თუ ნახავს ადამიანი ამის საპირისპირო, სანუგეშო მაგალითს! გამონაკლისად იქცა ერთდროულად სახელითა და საქმით ქრისტიანი, იმ ხალხს შორისაც კი, ვინც თავის თავს ქრისტიანს უწოდებს.
თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას ახლა განუწყვეტლივ იმეორებენ: „რატომ არ უნდა სცხონდნენ წარმართები, მაჰმადიანები, და ეგეთ წოდებული მწვალებლები? მათ შორის ბევრი კეთილშობილი ადამიანია. მათი წარწყმედა ღმერთის მოწყალე ბუნების საწინააღმდეგო იქნებოდა!.. დიახ, სწორედ, რომ მიუღებელია ეს აზრი ადამიანის საღი აზროვნებისთვის! - ხოლო რაც შეეხება მწვალებლებს, ისინი ხომ იგივე ქრისტიანები არიან. ჩვენ, მართლმადიდებლები, ვსცხონდებით, ხოლო სხვა სარწმუნოების მიმდევარნი წარწყმდებიან, - ამის თქმა უგუნურებაა და უკიდურესი ამპარტავნებაც“.
სათქმელის სიცხადეს მრავლისმეტყველებით რომ არ ვავნო, ამიტომ ვეცდები მოკლედ გიპასუხოთ:
ქრიტიანებო! ცხონებაზე მსჯელობთ და იცით კი, რა არის ცხონება? ანდა რისთვის სჭირდება იგი ადამიანს? და ბოლოს, იცით კი ქრისტე - ცხონების ერთადერთი საშუალება.
წმიდა კათოლიკე („კათოლიკე“ საყოველთაოს ნიშნავს - საიტის ავტორის შენიშვნა) სამოციქულო ეკლესიის სწავლება ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი გახლავთ: ხსნა სულისა (ცხონება) მდგომარეობს ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენაში. ეს კავშირი კაცობრიობამ ადამის პირველქმნილი ცოდვით დაკარგა, მთელი მოდგმა ადამისა დაღუპულ არსებათა წყებაა. წარწყმედა ყველა ადამიანის ხვედრია, კეთილისა და ბოროტისა.
„უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან“ (ფს. 50, 7), წმიდა მღვდელმთავარი იაკობი თავის მშვენიერ, უმანკო იოსებსა და თავის თავზე ასე ამბობს: „შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად“ (დაბ. 37, 35) მიწიერი ცხოვრების შემდეგ ჯოჯოხეთში ჩადიოდნენ ძველი აღთქმის არა მარტო ცოდვილნი, არამედ მართალნიც. ასეთი ძალა აქვს ჩვენს ადამიანურ სიკეთეს. ასეთივე ფასი აქვს ჩვენი ცოდვილი ბუნებიდან შობილ სათნოებას! ცხონებისათვის, ანუ ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენისათვის აუცილებელი გახდა გამოხსნა. გამოსყიდვა ცოდვისა. კაცობრიობის ხსნა მოხდა არა ანგელოზის, ან მთავარანგელოზის, ან კიდევ რომელიმე სხვა, უმაღლესი მაგრამ სასრული და შექმნილი არსების მიერ, არამედ თვით უსაზღვრო ღმერთის მიერ. უფალმა თავს იდვა კაცთა მოდგმის კუთვნილი სასჯელი. ჩვენი ღვაწლის ყველა ნაკლი მისმა უდიდესმა ღირსებამ დაფარა, შეავსო. ადამიანური, უმწეო კეთილი საქმეების ნაცვლად მოგვცა ერთი, ყოვლის შემძლე კეთილი საქმე: რწმენა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიმართ. ჰკითხეს იუდეველებმა ქრისტეს: „რაი ვუყოთ, რაითა ვიქმოდეთ საქმესა ღმრთისასა? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ესე არს საქმე ღმრთისა, რაითა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა“ (ინ. 6, 28-29).
ცხონებისათვის ერთი კეთილი საქმე გვესაჭიროება: სარწმუნოება. მაგრამ სარწმუნოება საქმეცაა. სარწმუნოებით, მხოლოდ სარწმუნოებით და უფლისაგან ბოძებული ეკლესიური საიდუმლოებების მეშვეობითაა შესაძლებელი ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენა. ამაოდ ფიქრობთ და ამბობთ, რომ კეთილი ხალხი, თუნდაც წარმართი ან მაჰმადიანი იყოს, მაინც ცხონდება, ანუ ღმერთთან ერთად იქნება მარადისობაში. ცდებით! ჭეშმარიტი ეკლესია, როგორც ძველი აღთქმისა, ისევე ახლისაა, ყოველთვის აღიარებდა, რომ სულის ხსნის ერთადერთი საშუალება არის მაცხოვარი. ადამიანი თავისი დაცემული ბუნების გამო, უდიდესი სათნოებებითაც რომ იყოს დაჯილდოებული, მაინც ჯოჯოხეთისთვისაა განწირული.
გაიხსენეთ, რომ ძველი აღთქმის მართალნი, მნათობნი, გაბრწყინებულნი სულითა წმიდითა, წინასწარმეტყველნი და საკვირველთმოქმედნი, რომელთაც სწამდათ მაცხოვრის მოსვლა, მის განკაცებამდე მაინც ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ. მაშ როგორღა გინდათ, რომ ცხონდნენ წარმართნი და მაჰმადიანები, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ისინი კეთილნი გეჩვენებიან, თუკი მათ არც შეიცნეს და არც იწამეს მაცხოვარი? ცხონება ხომ ერთადერთი, ვიმეორებთ, ერთადერთი საშუალებითაა შესაძლებელი - იესო ქრისტეს რწმენით.
ქრისტიანენო! შეიცანით ქრისტე! - გაიგეთ, რომ არ იცნობთ მას, აღიარეთ, რომ უარყოფდით მას, თუკი თვლიდით, რომ ცხონება მხსნელის გარეშე, რაღაც კაცობრივი სიკეთეების გამოც მიეცემა კაცს. ის, ვინც შესაძლებლად თვლის ცხონებას იესო ქრისტეს რწმენის გარეშე იგი უარყოფს ქრისტეს და შესაძლოა უნებლიეთ, ღმრთის გმობის ცოდვაში ვარდება.
„რამეთუ ვიტყვით განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებითა თვინიერ საქმეთა შჯულისათა, სარწმუნოებითა იესო ქრისტესითა ყოველთა ზედა მორწმუნეთა რამეთუ არა არს განწვალება. - ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოხსნითა მით იესო ქრისტესითა“ (რომ. 3, 22-24). თქვენ მიპასუხებთ, რომ წმიდა მოციქული იაკობი მოითხოვს უსათუოდ კეთილ საქმეებს; იგი გვასწავლის, რომ სარწმუნოება საქმეების გარეშე მკვდარია: „ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკუდარ-არს“ (იაკობ 2, 26); მაგრამ აბა კარგად დააკვირდით, რას მოითხოვს წმიდა მოციქული იაკობი, და თქვენ ნახავთ, რომ იგი, როგორც ყველა ღვთივსულიერი მწერალი წმიდა წერილისა, მოითხოვს სარწმუნოებრივ საქმეებს, და არა კეთილ საქმეებს. ამის მაგალითად მას პატრიარქ აბრაამის რწმენის დამადასტურებელი საქმე მოჰყავს; აბრაამს ერთადერთი შვილი უნდა შეეწირა მსხვერპლად უფლისათვის. ეს იყო ამ ამბის შინაარსი. საკუთარი შვილის მსხვერპლად შეწირვა ადამიანური გონების მიხედვით სრულებითაც არაა კეთილი საქმე. ეს საქმე იმდენადაა კეთილი, რამდენადაც ღვთის ნებას აღსრულებას, სარწმუნოების საქმეს წარმოაჩენს. ჩაიხედეთ ახალ აღთქმაში, ან მთელ წმიდა წერილში და ნახავთ, რომ იგი ღმრთის მცნებების აღსრულებას მოითხოვს და მათ აღსრულებას ეწოდება საქმე. უფლის მცნებების დაცვით ხდება სარწმუნოება ცოცხალი. ამის გარეშე იგი მკვდარია. ნახავთ იმასაც, რომ ჩვენი დაცემული ბუნების ნამოქმედარი კეთილი საქმეები, გამომდინარე გრძნობებიდან, ვნებებიდან, გულის ნაზი განცდებიდან და აღტყინებიდან, აკრძალულია და დაგმობილი. თქვენ კი სწორედ ეს კეთილი საქმეები მოგწონთ წარმართებსა და მაჰმადიანებში და გსურთ, რომ ისინი ცხონდნენ ამ საქმეების წყალობით, თუნდ არც კი სწამდეთ ქრისტე. უცანურია თვენი მსჯელობა საღი აზროვნების შესახებ. საიდან, რატომ ფიქრობთ, რომ გაქვთ ეს საღი აზროვნება? თუ კი თქვენ ქრისტიანი ხართ, მაშინ წარმოდგენაც ქრისტიანული უნდა გქონდეთ ამ საკითხის შესახებ და რაღაც ყურმოკრულ სწავლებებს არ უნდა გამოედევნოთ. სახარება გვასწავლის, რომ დაცემით ადამიანმა ცრუ აზროვნება შეიძინა და ეს ყალბი აზროვნება, მიუხედავად მისი ღირსებებისა და ამსოფლიურ მეცნიერებებში მისი განსწავლულობისა, მაინც ინარჩუნებს დაცემული ბუნების ყველა თვისებებს. უნდა უარვყოთ იგი და სარწმუნოება გავიხადოთ წინამძღოლად. თავის დროზე ასეთებს ღმერთი მიანიჭებთ ჭეშმარიტ ანუ სულიერ აზროვნებას; აი ასეთი აზროვნება შეიძლება და საჭიროცაა, რომ ვაღიაროთ საღ გონებად. იგია განცხადებული სარწმუნოება, ასე მშვენივრად აღწერილი წმიდა მოციქულ პავლეს მიერ ებრაელთა მიმართ ეპისტოლის მე-11 თავში. სულიერი აზროვნების საფუძველი ღმერთია, ამ მტკიცე ლოდზე დაშენებული იგი არ ირყევა და არც ეცემა, ხოლო იმას, რასაც თქვენ საღ აზრს უწოდებთ, ჩვენ, ქრისტიანენი ცდომილებად, სიბნელედ და ავადმყოფობად შევრაცხავთ. იგი კი მხოლოდ სარწმუნოების მახვილით, ჩვენი ცრუ აზროვნების მიერ დაგროვებული მთელი ცოდნის მოკვეთით განიკურნება. და თუკი მას მაინც საღ აზროვნებად მიიჩნევთ, მიუხედავად იმისა, რომ იგი რაღაც მერყევ, განუსაზღვრელ, გაუგებარ და მუდმივად ცვალებად საფუძველზე დგას, იცოდეთ, სწორედ ეგ აზროვნება იქნება, ქრისტეს უარყოფამდე რომ მიგიყვანთ. თვენ კი რას გეუბნებათ თქვენი საღი აზრი? იმას, რომ კეთილი ხალხის წარწყმედა, რომელბსაც არა სწამთ იესო ქრისტე, ეწინააღმდეგება თქვენს საღ აზროვნებას! უფრო მეტიც, თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთი კეთილი ხალხის წარწყმედა ეწინააღმდეგება ღმრთის მოწყალებას! თქვენ უსათუოდ ზეციდან გექნებოდათ გამოცხადება იმის შესახებ, თუ რა ეთანხმება და რა არა ღმრთის მოწყალებას! - არა? - კი მაგრამ, თქვენი საღი აზრი რომ ამას გეუბნებათ? ოჰ, ეს თქვენი საღი აზრი!.. კი, მაგრამ თქვენი საღი აზროვნების იმედად როგორ ასკვნით, რა ეთვისება და რა არა ღმრთის მოწყალებას? საიდან მოიტანეთ, რომ ძალგიძთ საკუთარი, შეზღუდული, ადამიანური გონებით განსაჯოთ, თუ რა არის ღმრთისათვის სათნო? ნება მიბოძეთ, ჩვენი აზრი გითხრათ: სახარებამ, იგივე ქრისტეს სწავლებამ, იგივე წმიდა და კიდევ სხვაგვარად წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიამ, ღმრთის მოწყალებასთან დაკავშირებით, რისი დატევნაც კი შეეძლო კაცის გონებას, ყველაფერი გვაუწყა; რა ამაოა და ფუჭი ადამიანის ტვინის ჭყლეტა, როცა იგი განუსაზღვრელი ღმერთის განსაზღვრას ლამობს, როცა ცდილობს, აუხსნელი თავისი წარმოდგენის მიხედვით ახსნას.
ახსნას ვინ?.. ღმერთი? ასეთი წამოწყება სატანური წამოწყებაა!.. შენ, რომელიც თავს ქრისტიანს უწოდებ, და ამავე დროს არ იცნობ ქრისტეს მოძღვრებას! თუკი ამ მადლმოსილი, ზეციური მოძღვრებიდან ვერ გაგვიგია, რომ ღმერთი კაცის გონებისათვის შეუცნობელია და მიუწვდომელი - წადი სკოლაში, ყური დაუგდე, რას ასწავლიან ბავშვებს. მათემატიკის მასწავლებელი მათ უხსნის, რომ უსასრულობა, როგორც განუსაზღვრელი სიდიდე, არ შეიძლება ემორჩილებოდეს იმ კანონებს, რომელსაც ემორჩილება განსაზღვრული სიდიდეები - რიცხვები, რომ მისი შედეგები, შესაძლოა, სრულიად საწინააღმდეგო იყოს რიცხვთა შედეგებისა... შენ კი გინდა, კანონები დაუწესო ღმერთის გულმოწყალებას და ამბობ, ეს ეთანხმება მას, ეს კი - ეწინააღმდეგებაო, - იმისდა მიხედვით, თუ როგორ ეთვისება იგი შენს საღ აზრს, შენს წარმოდგენებსა და შეგრძნებებს! რატომ გგონია, რომ ღმერთს ყველაფერი ისე უნდა ესმოდეს და ისე გრძნობდეს, როგორც შენ გრძნობ და გესმის? არადა სწორედ ამას მოითხოვ ღმრთისაგან. აი, ყოვლად განუსჯელი და უდიდესი სიამაყით აღსავსე წამოწყება! მაშ საღი აზრისა და თავმდაბლობის არქონაში მაინც ნუ სდებ ეკლესიას ბრალს, ეგ შენი, საკუთრივ შენი ნაკლია! წმიდა ეკლესია კი განუხრელად მიჰყვება თავად ღმერთის მიერ განცხადებულ სწავლებას ღვთაებრივი ქმედების შესახებ. მას მორჩილად მისდევენ რწმენით განათლებული მისი ჭეშმარიტი შვილები, რომელთაც დადრიკეს ღმერთთან მორკინალი, მზვაობარი გონება. ჩვენ გვწამს, რომ ღმერთის შესახებ მხოლოდ იმის ცოდნაა ჩვენთვის შესაძლებელი, რაც თავად უფალმა გამოგვიცხადა! რომ იყოს სხვა გზა ღმერთის შემეცნებისა, რომელსაც საკუთარი ძალისხმევით გავუკვლევდით ჩვენს გონებას, მაშინ ადამიანს არ მიეცემოდა ზეციური გამოცხადებანი. აუცილებელია ისინი ჩვენთვის და ამიტომაც გვეძლევა. რა ამაოა და მცდარია კაცობრივი ნააზრევი, ადამიანური გონების მიმოკვეთება!
თქვენ ამბობთ, მწვალებლები იგივე ქრისტიანები არიანო, საიდან მოიტანეთ? თუ არა უკიდურესი უმეცარი, ქრისტიანი რომ ჰქვია და არაფერი იცის კი ქრისტეს შესახებ. სხვა ვინ გაბედავს და იტყვის, თითქოს ისეთივე ქრისტიანია, როგორც რომელიმე მწვალებელი. ხოლო წმიდა ქრისტეანული სარწმუნოება არაფრით განირჩევა წყევის შვილთა ღმრთის მგმობი მწვალებლობისაგან! ჭეშმარიტი ქრისტიანები სხვაგვარად მსჯელობენ ამის შესახებ! წმიდა მოწამეთა ურიცხვმა საკრებულომ მოწამეობრივი გვირგვინები მწვალებლობასთან ბრძოლაში დაიდგა. მათ უსასტიკესი, ხანგრძლივი ტანჯვა-წამება და სატუსაღოები არჩიეს ღმრთის მგმობი სწავლების გაზიარებას. მსოფლიო ეკლესია ყოველთვის აღიარებდა, რომ მწვალებლობა მომკავდინებელი ცოდვაა, რომ ადამიანი, რომელიც ამ საშინელი სენითაა შეპყრობილი, - მკვდარია სულით, - განშორებულია ღმრთის მადლისა და ცხონებისაგან, თანაზიარია ეშმაკისა და მისი დამღუპველი საქმეებისა. მწვალებლობა გონების ცოდვაა, იგი უფრო სატანისეულია, ვიდრე ადამიანური. იგი ასულია ეშმაკისა და მის მიერ გამოგონილი ეს უსჯულოება ახლოა კერპთაყვანისმცემლობასთან.
ეკლესიის წმიდა მამები კერპთაყვანისმცემლობას - უსჯულოებას, ხოლო მწვალებლობას - ბოროტის მსახურებას უწოდებენ. კერპთმსახურებისას ეშმაკი თვითონ იღებდა ღმრთის კუთვნილ პატივს დაბრმავებული ადამიანებისაგან, ხოლო მწვალებლობით იგი მათ თავისი უმთავრესი ცოდვის, ღმრთის გმობის თანაზიარად იხდის: ის ვინც ყურადღებით წაიკითხავს „საეკლესიო კრებათა აქტებს“, ადვილად დარწმუნდება, რომ მწვალებელთა ხასიათი მთლიანად სატანურია, დაინახავს მათ საშინელ თვალთმაქცობას: განუზომელ სიამაყეს, მათ საქციელს, რომელიც მუდამ სიცრუითაა განმსჭვალული, დაინახავს მათ ბილწ ვნებებს, იმას რომ თუკი მიეცათ შესაძლებლობა, ყოველთვის მზად არიან ჩაიდინონ საზარელი ბოროტმოქმედება. განსაკუთრებით თვალში საცემია მწვალებელთა შეურიგებელი სიძულვილი ჭეშმარიტი ეკლესიის შვილების მიმართ, რომელთა სისხლიც მათ მთელი არსებით სწყურიათ! მწვალებლობა გულის განძვინებასთან, გონების საშინელ დაბნელებასა და დაზიანებასთანაა დაკავშირებული. იგი მყარად მკვიდრდება მის მიერ მოწამლულ სულში და მეტად ძნელია ადამიანის განკურნება ამ მძიმე სენისაგან. ყოველი მწვალებლობა შეიცავს სული წმიდის გმობას: იგი ან სული წმიდის დოგმატს გმობს, ანდა სული წმიდის მოქმედებას, მაგრამ აუცილებლად გმობს სული წმიდას. ყოველგვარი მწვალებლობის არის არის გმობა ღმრთისა. წმიდა ფლაბიანემ, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა, რომელმაც საკუთარი სისხლით აღბეჭდა ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმსარებლობა, კონსტანტინეპოლის ადგილობრივი კრების განჩინება ერესიარქ ევტიქიზე ამგვარად გადმოსცა: „ევტიქი, აქამომდე ხუცესი, არქიმანდრიტი, სავსებით მხილებულია, როგორც თავისი წარსული მოქმედებით, ასევე - აწინდელი ახსნა-განმარტებებით, ვალენტინისა და აპოლინარის ცდომილებაში და მათი ღმრთის გმობის ჯიუტად დაცვაში, - მითუმეტეს, რომ მან არ შეიწყნარა ჩვენი რჩევა-დარიგებანი - მიეღო ჭეშმარიტი სწავლება. ამიტომაც ვტირით და მოვთქვამთ მის დააღუპვასა და საბოლოო წარწყმედას, და სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა ვაცხადებთ, რომ იგი ღმრთის გმობაშია ჩავარდნილი, რომ მას ჩამორთმეული აქვს სამღვდელო წოდება, აღკვეთილი აქვს ჩვენთან ერთობა და ეკრძალება მონასტრის განმგებლობა. ამით ჩვენ ვაუწყებთ ყველას, რომ ვინც კი ამიერითგან ისაუბრებს მასთან ან ინახულებს მას, თავადაც განკვეთა ელის“. ეს განჩინება მიიღო მთელმა ეკლესიამ, ესაა მსოფლიო ეკლესიის მოკლე განჩინება მწვალებელთა თაობაზე, იგი დაამტკიცა ქალკედონიის მეოთხე მსოფლიო კრებამ. ევტიქის მწვალებლობის არსი ის იყო, რომ იგი უარყოფდა ეკლესიის სწავლებას მაცხოვრის ორი ბუნების შესახებ - იგი აღიარებდა მასში მხოლოდ ღვთაბრივ ბუნებას. თქვენ მეტყვით - ეგ არის და ეგ, მეტი ხომ არაფერიო?! სასაცილოა, ერთის მხრივ, თავისი უმეცრების გამო, ხოლო, მეორე მხრივ, თავისი არსით და შედეგებით მეტად სავალალოა ის პასუხი, რომელიც ერთ-ერთმა ძლიერმა ამა სოფლისამ გაუგზავნა ალექსანდრიის პატრიარქს, წმიდა ალექსანდრეს, არიოზის მწვალებლობის შესახებ. ეს პიროვნება ურჩევს პატრიარქს შეინარჩუნოს მშვიდობა, არ წამოიწყოს დავა, რომელმაც შეიძლება ქრისტიანული სულისათვის ეგზომ მიუღებელი განხეთქილება გამოიწვიოს. იგი წერს, რომ ვერ ამჩნევს არიოზის სწავლებაში რაიმე საძრახისს; მხოლოდ სიტყვებშია განსხვავება და მეტი არაფერიო! „ეს განსხვავება სიტყვებში“ - შენიშნავს ისტორიკოსი ფლერი, რომელშიც თითქოს არაფერია „საძრახისი“, უარყოფს იესო ქრისტეს ღვთაებრიობას, რომ ყველა მწვალებლობა, მიუხედავად თავისი სხვადასხვაობისა, ერთი მიზნისაკენ ისწრაფოდა - ისინი უარყოფდნენ ქრისტეს ღვთაებრიობას და ამახინჯებდნენ მისი განკაცების დოგმატს. უახლესი მწვალებლები კი უარყოფენ სული წმიდის მოქმედებას. მწვალებლებმა საშინელი გმობით უარყვეს საღმრთო ლიტურგია, ეკელსიის ყველა საიდუმლო, ყოველივე ის, რაშიც მსოფლიო ეკლესია სული წმიდის მოქმედებას აღიარებს: ყველაფერ ამას მათ კაცობრივი დადგინებანი უწოდეს, უფრო კადნიერად კი - ცრურწმენა, შეცდომა! რა თქმა უნდა, მწვალებლობაში თქვენ ვერ ხედავთ ქურდობას და ძალადობას. იქნებ ამიტომაც არ მიგაჩნიათ იგი ცოდვად? მაგრამ აქ უარყოფილია ძე ღმრთისა, უარყოფილია და დაგმობილია სული წმიდა, ეგ არის და ეგ, მეტი არაფერი! ღმრთის გმობის სწავლების მიმღებელი და დამმარხველი, ეს ვინც წარმოთქვამს ღმრთის გმობას, არც ავაზაკია და არც მპარავი, თავისი დაცემული ბუნების შესაბამისად კეთილ საქმეებსაც იქმს, ის მშვენიერი ადამიანია! როგორ იქნება, რომ ღმერთმა ასეთი კაცი არ აცხონოს!.. მიზეზი თქვენი უკანასკნელი ცდომილებისა, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენისა, ქრისტეანობის ჯეროვანი არცოდნა გახლავთ!
ასეთი უმეცრება უმნიშნველო ნაკლი როდია! მას შეიძლება დამღუპველი შედეგებიც მოჰყვეს, მით უმეტეს ახლა, როცა ასე მომრავლდა წიგნები ქრისტეანული სათაურითა და სატანური შინაარსით. სწორედ ჭეშმარიტი ქრისტეანული სწავლების არცოდნის შედეგად შეიძლება, რომ მცდარი და ღმრთის მგმობი აზრი სიმართლედ მიიღოთ, შეითვისოთ იგი და მასთან ერთად მარადიული სიკვდილიც. ღმრთის მგმობი არ ცხონდება! წერილში განჟღავნებული თქვენი ყველა მიუხვდომლობა უკვე საშიშ შემასმენლად ევლინება თქვენივე ცხონებას. მათი არსი ქრისტეს უარყოფაა! ნუ ეთამაშებით საკუთარ ცხონებას, ნუ ეთამაშებით! თორემ მარადიული ტირილი იქნება თქვენი ხვედრი. შეუდექით ახალი აღთქმის და მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამათა კითხვას (და არა ტერეზასი, ფრანცისკელისა და სხვა დასავლელი შეშლილებისა, რომელთაც მათი მწვალებლური ეკლესია წმიდანებად ასაღებს!); შეისწავლეთ მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამებისგან, როგორ გავიგოთ სწორად წმიდა წერილი, როგორი ცხოვრება, აზრები და გრძნობები შეჰფერის ქრისტეანს. წმიდა წერილითა და ცოცხალი სარწმუნოებით შეიცანით ქრისტე და ქრისტეანობა. ეცადეთ სანამ დადგებოდეს საშინელი ჟამი ღმრთის სასმჯავროს წინაშე წარდგომისა, მოიპოვოთ განმართლება ღმრთისა მიერ, რომელიც უსასყიდლოდ ეძლევა უფლისაგან ყოველთა კაცთა, ქრისტეანობის მეშვეობით.
"სულიერ სრულქმნილებას ეწია და უფალმა გაიყვანა"
"აღსასრულამდე ნურავის დანატრებ და სიკვდილამდე სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი"
/წმ. ეფრემ ასური/
"ზუსტად ისე ითხოვე სხვების ცხონება, როგორც საკუთარს ითხოვ და თუ შეძლებ ამას და მერე ასე ლოცვას ჩვევადაც დაიდებ, აგავსებს უფალი სულიერი ფუფუნებით, სულიწმინდის ნიჭებით, რადგან მას უყვარს ის სული, რომელსაც სხვების ცხონებაც ენაღვლება"
„ცხონების მოძიება“
"მან, როგორც ერთგვარმა ტკბილხომვანმა ჩიტმა, მრავალი ბუნებით თავის ნათესავი ფრინველი მიიზიდა ცხონების ბადეში".
„ისააკ ასური ამბობს: „ცხონების მოსურნე ამისთვის სხვადასხვა საშუალებას გამოიგონებსო“.
"რა თქმა უნდა, ცხონების გზა, რომელიც ადამიანებს ღვთისგან მოგვეცა, არის იესო ქრისტე და ეს გზა ნათლობაზე გადის, მაგრამ ამა თუ იმ პიროვნების ცხონება-წარწყმედას უფალი წყვეტს, რომელიც ხედავს გულებს. ჩვენ არ ვიცით, თითოეული ადამიანი ბოლო წამს, სიკვდილის მიჯნაზე, უფლის პირისპირ რას ფიქრობდა და განიცდიდა, იქნებ იმ პირველი ცხონებული ავაზაკივით იყო?"
"თუკი ადამიანს გარდაცვალების დროს (კერძო სამსჯავროზე) სხეულის მონაწილეობის გარეშე მხოლოდ სულის ცოდვები მოეკითხება, მეორედ მოსვლის დროს იგი სულთან ერთად ხორციელი საქმეებისთვისაც განისჯება".
"მთელი სამყარო რომ შენ გეკუთვნოდეს და ღმერთს შესწირო, მაგრამ არ იცოდე, რომ არარაობა ხარ, ვერანაირად ცხონდები, - გვეუბნება წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი.
საკუთარი თავის შემეცნება იმის შესახებ, რომ არარაობა ხარ, არის ერთადერთი მსხვერპლი, რომელსაც ღმერთი იწირავს, როგორც მაცხონებელ მსხვერპლს".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ყველაფერზე თქვი უარი, რაც კი შენ ცხონებაში ხელს გიშლის, როგორც გინდა მტკივნეული იყოს ეს შენთვის. უმსხვერპლოდ, თავის უარყოფისა და გმირობის გარეშე, ვერ შეხვალ სასუფეველში".
"სასუფეველი უშრომელად არ მოიპოვება - სწავლა წმიდა მაკარი დიდისა:
"მრავალთა ჰნებავს თვინიერ ტკივილისა და შრომისა და ოფლისა სასუფევლისა მოგებაი, ხოლო ესე შეუძლებელ არს".
"ფორმულა ცხონებისა - სწავლა მაკარი მეგვიპტელისა:
"ნუცა დიდებაი შეგირაცხიეს კაცთაი, ნუცა გინებაი, ვითარცა მკუდარსა, და სცხონდე".
"ცხონდება ის, ვისაც ცხონება უნდა".
"სქემარქიმანდრიტ ვიტალის (სიდორენკო) ჰკითხეს, - ცხონებისთვის საუკეთესო საშუალება რა იპოვეო. მან უპასუხა: - ლოცვა სინანულითო".
"უსხეულოდ ადამიანი ვერ ცხონდება, სწორედ მისი მეშვეობით უნდა ვმართოთ სული. სერაფიმე საროველი თავის სხეულზე ამბობდა - ის ჩემი მეგობარია და ჩემი მტერიც. სხეული მეგობარია იმიტო, რომ მისი გარეშე ცხონება შეუძლებელია, მაგრამ თუ სხეული არ დათგრუნე, არ აზომიერე, მტრად გექცევა, კეთილ შედეგს ვერ მიიღებ.
ადამიანმა სხეულზე უნდა იზრუნოს, მოუაროს - ასაზრდოოს, მოასვენოს... სხვაგვარად დაუძლურდება. ფიზიკურ უძლურებაში მყოფი ვერც ლოცვას შეძლებს, ვერც შრომას თუ სხვა ღვაწლს, მაგრამ ეს ზომიერად უნდა მოხდეს, სხეულზე ზრუნვა ისე უნდა წარიმართოს, რომ მართლაც სულიწმინდის ტაძრად, სამკვიდროდ იქცეს. ასეთი ღვთის წინაშე მართალი ცხოვრებით განწმენდილი სხეული ხდება".
/მამა ილია (გამყრელიძე)/
"წმინდა გრიგოლ ნოსელს მიხედვით, "უფლის ჭვრეტა ცხოვრებაა მარადიული".
"სასუფეველი ღვთისა საუკუნოდ უცოდველია და უკვდავია".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ტალახში რომ არ ჩავარდე, პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ უნდა წამოდგე და განაგრძო გზა და, თუნდაც, კოჭლობით, როგორც ამბობს ჩვენი უწმინდესი პატრიარქი, მიხვიდე სამოთხის კარამდე".
"თუკი ერთი ადამიანის დამკვიდრებაც კი არ გვსურს უფალთან, ცათა სასუფეველში, ჩვენც ვერასოდეს დავიმკვიდრებთ უფალთან".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ტანჯვის გარეშე სასუფევლის მოპოვების შეუძლებლობა უფალმა თავისი ჯვარცმით გვიჩვენა".
/მამა შოთა ორველაშვილი/
"წმინდა ბერი ამბობდა: "გავუძლებ ყველა მწუხარებასა და გაჭირვებას, რათა თავიდან ავიცილოთ მარადიული ტანჯვა".
"დაე, ნუ "აღეკვრება" ჩვენი სული რაიმე ამქვეყნიურს, არამედ ზეცისა და მარადისობისკენ მივისწრაფოდეთ!"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"სულის ნამდვილი ბინა არის ზეცა"
"ვარდდაფენილ გზას დაღუპვისაკენ მივყავართ, ეკლიანს - ცხონებისაკენ".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"მითხარით, თუკი მე, ასეთი ცოდვილი ცათა სასუფეველს ვთხოვ, მივიღებ განა? დიახ, თუ ითხოვ თბილი სიყვარულით, ცოცხალი რწმენით, შენ ის უკვე გაქვს".
/ილია მინიატისი/
"ნუ განრისხდები, როდესაც შეურაცხგყოფენ და ნურც ამაღლდები, თუ ვინმემ შეგაქო. იყავი როგორც მკვდარი და გადარჩები".
"იყავი მართალი და სულ რომ არ გინდოდეს ცხონება, მაინც ცხონდები".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"მოვიყვან წმინდა ბასილი დიდის სიტყვებს - მე სამი რამე გამიკვირდება ამ ქვეყანაზე - პირველი ის, რომ ვინც მგონია, რომ ცხონდება და ისინი ვერ მოხვდებიან სასუფეველშიო; მეორე ის, რომ ვინც მგონია, რომ ვერ ცხონდება და იმათ ვიხილავ სასუფეველშიო; მესამე ის გამიკვირდება, მე რომ ვცხონდეო".
"ეკლესიას განშორებული კაცი მხოლოდ მაშინ შეძლებდა ცხონებას, ნოეს კიდობნის გარეთ დარჩენილთაგან ვინმე რომ გადარჩენილიყო. უფალი ასე შეგვაგონებს: "რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს" (მთ. 12,30)".
"სამოთხის ნეტარებაში ცხოვრება ამქვეყნადაც შეიძლება, თუ ამის პირობები არსებობს. ათონელი ბერი გაბრიელი ამბობს: "ღვთის შიშთან შერწყმული წმინდა უბრალოება სამოთხის ნეტარებას განგვაცდევინებს, იმ ნეტარებას, რაც პირველ ადამიანებს ჰქონდათ დაცემამდე".
"რა ზომითაც მზის სხივია აღმატებული კანდელისაზე, იმ ზომითვე და გაცილებით უფრო მეტადაც მომავალი ცხოვრებაა აწინდელზე უმჯობესი".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ყველას გვაინტერესებს, როგორი იქნება ჩვენი სხეული უფალ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისას. წმინდა ეფრემ ასური გვაუწყებს საიდუმლოს: ყოველი ჩვენგანი 33 წლის ასაკში აღდგება. რას ნიშნავს ეს? ადამიანი ამქვეყნიურ ცხოვრებაში განვითარების განსაზღვრულ ციკლს გადის. ღრმა მოხუცები და ჩვილები აღდგებიან არა მიწიერ ასაკში, რომელშიც აღესრულნენ, არამედ სრულყოფილ ასაკში. ამასთანავე, ახლობლები და ნათესავები ერთმანეთს შეიცნობენ.
დაგვებადება კითხვა: თუკი ვნახავთ, როგორ იტანჯებიან ჩვენი ახლობლები, ნათესავები, ისინი, ვინც გვიყვარდა ამქყვეყნიურ ცხოვრებაში, ცხოვნებულნი როგორღა ვიქნებით ბედნიერნი? "ეს რთული კითხვაა, - გვპასუხობს წმინდა ეფრემ ასური, - ჩვენ ადამიანი რაიმე სათნოების გამო გვიყვარს. აღმდგარი ცოდვილნი კი ცოდვისა და ბოროტების განსახიერებანი იქნებიან, მსგავსნი დემონებისა, ამიტომ ვერ შევძლებთ მათ სიყვარულს, როგორც ახლა ვერ შევიყვარებთ ჭირის ან ცოფის ბაცილას. თუნდაც უახლოესი ადამიანი რომ წარმოგიდგეთ გველის ან მორიელის სახით, გარწმუნებთ, მის სიყვარულს ვერ შეძლებთ. მეტიც, უკან დაიხევთ შეძრწუნებულნი. ასე იქნებიან სამუდამოდ ტანჯვისთვის განწირულნი - აღსავსენი არა მარტო სასოწარკვეთილებითა და სევდით, არამედ სატანური ამპარტავნებითაც. ცოდვილის სული ღვთისა და სიწმინდის სიძულვილის ალით იქნება ანთებული."
"როდესაც უფალთან ხარ, არასოდეს ხარ მარტო, ყოველთვის ხარ აღიარებული, ღმერთს სწამს შენი, სურს, ცხონდე და მასთან იყო."
"ილოცე სხვების ცხონებისთვის, როგორც საკუთარი თავისთვის ზრუნავ. თუ მიაღწევ ამას და ჩვევად გექცევა, მაშინ უფლისგან უხვად მიიღებ საჩუქრებს, სულიწმინდის ნიჭებს, რომელსაც უყვარს სხვათა ცხონებისთვის თანამგრძნობი კაცი. იმიტომ, რომ თვითონვე ყოვლადწმინდა სული ყველანაირად ცდილობს ჩვენს ცხონებას, ოღონდ არ შევეწინააღმდეგოთ მას, არ გავიქვაოთ გულები."
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"თუ მუდმივად ისწრაფვი სრულყოფილებისკენ, იზრდები სულიერად, ცხონების მეტი შანსიც გეძლევა".
/მამა პეტრე გიორგაძე/
"ვინც მიწიერ ცხოვრებას სიამოვნებაში ატარებს, იგი თავის ცხონებას უარყოფს!"
"სიყვარულით, თავმდაბლობით, მორჩილებით მივუდგეთ ერთმანეთს და უფალი ჩვენს გულს დაინახავს და მარადიული სიცოცხლით დაგვაჯილდოებს".
/მამა დემეტრე მურვანიძე/
"ღმერთისკენ მიმავალი გზა ლოცვაა. ისწავლე სწორად ლოცვა. ხოლო როცა სწორად ლოცვას ისწავლი, მოუკლებელად ილოცე - და ადვილად ჰპოვებ ცხონების გზას".
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"მოთმინების გარეშე ცხონება შეუძლებელია."
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"სამოქალაქო სასამართლოზე მოსამართლე რაც უფრო მკაცრად განსჯის დამნაშავეს, მით მეტად მძიმეა განაჩენი. აქ კი პირიქით: რაც უფრო ძლიერად ამხელს სინდისი ადამიანს, მით უფრო ახლოსაა მისი სულის ცხონება".
/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/
"იყავი ღარიბი მიწაზე, რათა გამდიდრდე ზეცაში"
"თუ ამქვეყნად ყოველივეს კეთილად ვიქმთ, აქვე, მიწაზეც, ჩვენი ყოველი საქმე ღვთისგან კურთხეული იქნება და ჩვენს სულს წაადგება. ამით კი ზეციურ სამყოფელსაც მოვიპვებთ."
/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/
"თუ სინანული და სულიერი მოძღვრის მორჩილება ექნება ადამიანს, ყველა გადარჩება".
/მამა გიორგი რაზმაძე/
"ითხოვე მომავალი სიკეთეები და მიიღებ აწინდელსაც".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"მხოლოდ ის გადარჩება, ვინც თავად ისურვებს ამას"
/წმ. გაბრიელ ბერი/
"ადამიანის მთელი ცხოვრება ცათა სასუფევლის ფხიზელი მოლოდინია".
ისლამური რელიგიის "ქრისტიანული" იგავი
რა შეცდომები შეიძლება დავუშვათ, როცა სამოთხესა და ჯოჯოხეთზე ვფიქრობთ? ქადაგებისას ჩემს მრევლს ისლამის რომელიღაც არატრადიციული მიმდინარეობის ერთი განსაცვიფრებელი იგავი მოვუყევი:
მწირი დედაკაცი მთელ ქვეყანას უვლის, ერთ ხელში სათლით წყალი უჭირავს, მეორეში - ცეცხლანთებული ჩირაღდანი. დადის და ყვირის: ამ წყლით ჯოჯოხეთის ცეცხლი უნდა ჩავაქრო, ამ ჩირაღდნით კი სამოთხის ბაღები გადავწვაო (ისლამშიც არის გარკვეული, მაგრამ არასრულყოფილი წარმოდგენა სამოთხესა და ჯოჯოხეთზე). რატომო, ეკითხებოდნენ. იმიტომ, რომ უნდა გეშინოდეთ ღმერთის დაკარგვის, მაგრამ იმის გამო კი არა, რომ ჯოჯოხეთი გელით, და უნდა გიყვარდეთ ღმერთი, მაგრამ იმიტომ არა, რომ სამოთხე გელითო. საოცარია, ეს ნამდვილად ქრისტიანული დამოკიდებულებაა სამოთხისა და ჯოჯოხეთის მიმართ.
როგორც ჩანს, ისლამის სამყაროში ადამიანი დაითრგუნა ანგარებიანი მიდგომით. ისალმის სამოთხე ხომ რძისა და თაფლის მდინარეები და ხორციელი სიამოვნებებია, ოღონდ უფრო გალამაზებული. ადამიანის სული შინაგანად დაუკმაყოფილებელია, ამქვეყნიურით ვერ ძღება, და როცა მისი ცნობიერება იმ ქვეყანაზეც ხორციელს ვეღარ სცდება, ყველაფერი საშინლად ბეზრდება. განა რამდენი უნდა სვა ეს თაფლი და რძე? რამდენი უნდა ისიამოვნო ხორციელად? როდემდე? და ეს იგავი ლამაზი ამბოხია, იმდენად ლამაზი, რომ ქრისტიანობას ემსგავსება.
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
სამოთხე მხოლოდ ადგილი არ არის
სასუფეველი, სამოთხე არა მარტო ადგილია, არამედ მდგომარეობაც.
ადამიანი ფიქრობს: კაცი არ მომიკლავს, კარგი დიასახლისი ვარ, კარგი ოჯახის პატრონი. შვილები გამიჩენია, გამიზრდია. მართალია, რვა მოვკალი, მაგრამ სამი ხომ გავზარდე? მეზობლებს ბევრს ვჯობივარ, პოლიტიკოსებს - აბსოლუტურად ყველას. ჰო, რელიგიური ცხოვრებით არ ვცხოვრობ, მაგრამ სიკვდილის შემდეგ ღმერთი ხომ შემიწყალებს და სამოთხეში დამასახლებს?
აქ მრავალი შეცდომაა, ერთ-ერთი კი ჩვენს თემას უკავშირდება - მას სამოთხე მხოლოდ ადგილი ჰგონია. მართალია, სამოთხე ადგილია ღმერთის შექმნილ სამყაროში, მაგრამ არა გეოგრაფიული. უფლის შექმნილ სამყაროში მატერიალურიც მოიაზრება და არამატერიალურიც, და, კაცმა რომ თქვას, მათ შორის რა განსხვავებაა, ბევრი არაფერი ვიცით. მატერიალური სამყაროს ჩვენმიერი აღქმა რეალობის ადეკვატური არ არის. ეს კედელი ჩვენთვის მაგარია, მყარია, მაგრამ სინამდვილეში ის ენერგიის რაღაც ფორმაა.
სკოლაში ხომ გვისწავლია ატომის აღნაგობა? სინამდვილეში ეს მისი მათემატიკური მოდელია, და როგორადაა შექმნილი, კაციშვილმა არ იცის. მით უმეტეს არ ვიცნობთ არამატერიალურ სამყაროს. მაგრამ ღმერთმა ერთიც შექმნა და მეორეც. ამიტომ, როცა ვამობთ, რომ სამოთხე ადგილია, ამაში მოიაზრება რაღაც სხვა, რაც ჩვენ არ ვიცით და არც შეიძლება ვიცოდეთ. ადგილი ნამდვილადაა, მაგრამ შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ სამოთხე მარტო ადგილი არ არის, იგი მდგომარეობაცაა. თუ ჩვენთვის სამოთხე მდგომარეობა არ არის, ვიფიქრებთ: ახლა ხომ აქ ვარ, რაღაც საშინელ ცოდვებს არ ვჩადი, მოვკვდები და ღმერთი ჩამავლებს ხელს და სამოთხეში გადამიყვანს, აბა, ჯოჯოხეთში ხომ არ გამიშვებს?
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
მარადიული ხვედრი სხვა რელიგიების მიხედვით
"ჩვენი ცნობიერებისთვის ადამიანის მარადიული ხვედრი იმდენად რთულად გასაგებია, რომ ქრისტიანობის გარდა არც ერთ რელიგიაში მასზე სწორი წარმოდგენა არ არსებობს.
მთელ რიგ აღმოსავლურ რელიგიებში არის ნირვანის ცნება. ზოგ გაუთვითცნობიერებელ ადამიანს ჰგონია, რომ ნირვანა იგივე სამოთხეა. რანაირიად? ნირვანაში უნდა გაქრე, სამოთხე კი გაქრობას სულაც არ ნიშნავს. ან ამბობენ: ჩემი სული ღმერთის ნაწილია, რომ გარდავიცვლები, წავა და ღმერთს შეუერთდებაო. კი მაგრამ, მე სადღა ვიქნები? აღარ იქნები, დამთავრდა. ეს არის რელიგიის ფორმამიღებული ათეიზმი. ისლამში ხორციელი სიამოვნებაა ზენიტში აყვანილი. იეღოვას მოწმეების გამოშვებები თუ გინახავთ? მათი მარადიული სიცოცხლე ასეა ნაჩვენები: კარგი ბაღ-ვენახები, ირმები და ლომები ერთად ძოვენ, ბავშვები დათვებთან ერთად თამაშობენ, სახლის ასაშენებლად გამალებული მუშაობაა გაჩაღებული, ქორწინდებიან... ჩვეულებრივი ცხოვრებაა, ოღონდ ჯანმრთელი, ავადმყოფობების გარეშე.
ქრისტრიანობამ ძირშივე უარყო ჯოჯოხეთისა და სამოთხისადმი ამგვარი დამოკიდებულება."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"მართლმადიდებელი ქრისტიანის გზა არ არის სწორხაზობრივი ცოდვით დაცემის თვალსაზრისით. ამის მაგალითად მარიამ ეგვიპტელი და ქრისტესთან ერთად ჯვარზე გაკრული ავაზაკიც კმარა, რომლის ერთი სიტყვა: "მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა", ჭეშმარიტი სინანულით წარმოთქმული, ცხონებისთვის საკმარისი გამოდგა."
/დეკ. დავით ხაჭაპურიძე/
ეს პიროვნული ღვაწლია
"შესაძლოა ვინმემ გაიკვირვოს: მხოლოდ ეს? - აბა, კიდევ რა გინდა?
ეს ურთიერთობა, იცით, რას ჰგავს? ბიჭს რომ გოგონა ფაქიზი სიყვარულით ძალიან, ძალიან უყვარს და მხოლოდ მასთან ყოფნა სურს, სხვა არაფერი უნდა ამ ქვეყანაზე: არც სიმდიდრე, არც თანამდებობა, არც კეთილდღეობა, არც დიდხანს სიცოცხლე, არაფერი.
ერთი შეხედვით, ეს გაუგებარია ადამიანისთვის, რომელსაც სურს, ყოველივე მიღმიერი რაღაც სიამოვნებამდე დაიყვანოს. მაგრამ იმ განცდის არსებობას, რომ სამოთხე ღმერთთან პიროვნული ურთიერთობაა, მართლმადიდებლობა ჩვენგან დაჟინებით მოითხოვს.
რატომ არის ეს მოთხოვნა დაჟინებული და რატომ გვიჭირს ამის აღქმა?
დაჟინებულია იმიტომ, რომ მართლმადიდებლობა არ იტყუება და სხვა სასუფეველი არ არსებობს, რთული კი იმის გამოა, რომ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა ჩვენს პირად ღვაწლსა და გმირობას ითვალისწინებს. თუ შევქმნით გარემოს, სადაც სიამოვნების მიღება ზნეობრივი სრულყოფილებისკენ სწრაფვის გარეშე იქნება შესაძლებელი, მაშინ ნებისმიერ ნაძირალას, რომლისთვისაც ავკაცობა ცხოვრების მიზანი და კრედოა, მშვენივრად შეეძლება ისიამოვნოს თუნდაც მუსულმანური სამოთხის ბაღებში. მგონი, კეთილმორწმუნე მუსულმანზე უკეთაც შეძლებს, იმიტომ რომ ამქვეყნიური კეთილდღეობისა და სიამოვნებისკენ სწრაფვის გამოცდილება აქვს. ხოლო როცა მეუბნებიან, სასუფეველი იმიტომაა პიროვნული ღვაწლი, რომ შენსა და ღმერთს შორის პიროვნულ ურთიერთობას უკავშირდებაო, ამან, სულ ცოტა, უნდა დამაფიქროს მაინც."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
სასუფეველი ღმერთთან პიროვნული ურთიერთობაა
უფალი ამბობს, ვინც ცხონდება, "სიცოცხლე და უმეტესი აქუნდესო". სიცოცხლე ყველაზე ტევადი სიტყვაა, იგი მეტ-ნაკლებად მთელ სამყაროს იტევს. ვის შეუძლია თქვას, რა არის სიცოცხლეზე მეტი? არავის.
ერთ-ერთი ღვთისმეტყველი მოსწრებულად ამბობს: მართლმადიდებლებს საკუთარი ბოსხი არ ჰყავთო. ბოსხი, მოგეხსებათ, განსაწმენდელს, სალხინებელს - კათოლიკური თვალსაზრისით, ჯოჯოხეთის გარდამავალ საფეხურს ხატავდა. მის სურათებში აღწერილია მეძავის, მპარავის, ყაჩაღის, ენაჭარტალას და სხვათა ტანჯვა. კოშმარული სურათებია! გასაგებია, რომ მართლმადიდებლებს მსგავსი მხატვრები არ გვყავს, მაგრამ თვით წმინდა მამებთანაც კი ძალიან ფაქიზად და იშვიათად ვხვდებით ჯოჯოხეთის ხილვებს.
ასევეა სამოთხეც. ორიოდე წმინდანთან ნახავთ, რომ იქ რაღაც იხილა, გალობის ხმა ჩაესმა, ნაყოფი მოწყვიტა. და ეს სავსებით სწორია. უფალმა ამ მცირე გამოვლინებებით მიგვანიშნა, რომ სასუფეველი სიხარულს უკავშირდება, ჯოჯოხეთი - სატანჯველს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამოთხეში სულ ნუგბარს შევჭამთ, იადონების გალობით დავტკბებით...
სხვათა შორის, კათოლიკურ სამყაროში იმქვეყნიურ ცხოვრებას სწორედ ასეთი ელფერი აქვს. ერთ-ერთი მხატვრულ ფილმში კარგად წარმოჩნდება კათოლიციზმის არაჯანსაღი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ჯერ ძაღლი კვდება, ბოლოს პატრონის მთელი ოჯახი იღუპება. კაცი სამოთხეში თავის ნაცნობს ნახავს, დასეირნობენ, საუბრობენ. ყველაფერი მშვენიერია... მაგრამ უცებ კაცი კითხულობს: ღმერთი სად არისო? და საოცარ პასუხს იღებს: იქ, სადღაც, ზეცაში, იქიდან გვიყურებსო.
შე დალოცვილო, ასე ხომ აქაც ვართ. ნუთუ განსხვავება არ ყოფილა? მხოლოდ ის, რომ აღარ მოკვდებით და რაღაც ნეტარებაში ვიქნებით? მაგრამ მთავარი ხომ ღმერთია, ის კი სადღაც ზეცაშია და გვიყურებს?
გმადლობთ, მე ასეთი სამოთხე არ მინდა.
მართლმადიდებლობა იმით არის განსაცვიფრებელი და საოცარი რელიგია, - და ამ კუთხით თითქოს მასთან ყველაზე ახლოს მდგომ კათოლიციზმსაც კი უპირისპირდება, - რომ ცხონება, გადარჩენა, სასუფეველი, უპირველეს ყოვლისა, ღმერთთან პიროვნული ურთიერთობაა.
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"არ არსებობს დედამიწაზე ისეთი რამ, რასაც სასუფეველს შევადარებთ. რაც აქ არსებობს, თუნდაც კანონიერი და ჯანსაღი, იქ თვისობრივად მაინც განსხვავებულია. აქ სიყვარულია? იქაც არის ისეთი რამ, რასაც შეიძლება სიყვარულიც დაარქვა, მაგრამ სიყვარულზე ათმაგად აღმატებულია. აქ სიამოვნებაა? იქაც არის, მაგრამ მთლად სიამოვნებას ვერ დაარქმევ, რადგან გაცილებით მეტია. აქ მშვენიერება და ჰარმონიაა, იქ კი ის იმდენად დიადია, რომ ვერც მშვენიერებას და ვერც ჰარმონიას ვერ დაარქმევ, რაღას სხვაა.
ჩემი ბავშვობისდროინდელი ანეკდოტი გამახსენდა: მეგრელ ბიჭს სამხედრო სამსახურის მოხდა რუსეთში მოუწია. სოფელში დაბრუნებული ჰყვება - რაკეტა ვნახეო. რა არის რაკეტაო? - თანასოფლელი ეკითხება. ვერაფრით ვერ აუხსნის. ბოლოს ეუბნება: ლიმონი ხომ იცი, ლიმონი? კიო. ჰოდა, სულ არ ჰგავს ლიმონსო.
დაახლოებით მსგავს სიტუაციაში ვართ. ვერ ახსნი, შეუძლებელია სასუფევლის აღწერა, არ აქვს ანალოგი. არსებობს პირველადი კატეგორიის ცნებები, მაგალითად, ფერი. თუ არ უნახავს ადამიანს, ვერაფრით აუხსნი, როგორია ლურჯი. პირველადი კატეგორიაა და იმიტომ. ასეა სასუფეველიც."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"განა არსებობს სიცოცხლეზე, უკვდავებაზე დიდი საჩუქარი ამქვეყნად? და ვის შეუძლია, გვიბოძოს იგი, თუ არა უფალს, ჭეშმარიტ მფლობელს სიცოცხლისას? მხოლოდ ღმერთი, ზეციერი მშობელი გვანიჭებს ამ საოცრებას."
/დავით სურგულაძე/
„ტკივილის გარეშე შეუძლებელია ცხონება“
/მამა მათე ვაშაყმაძე/
"სამოთხისკენ გზა ჯოჯოხეთს გაივლისო!"
"ცათა სასუფეველი მხართეძოზე წამოწოლილებს არ ეძლევათ, არამედ მხოლოდ მშრომელებს და განსაცდელთა მომთმენებს".
/წმ. ანატოლი ოპტელი (ზერცალოვი)/
"აშკარა და უეჭველი ჭეშმარიტებაა ის, რომ როგორც არ ექნება დასასრული კეთილ კაცთა ნეტარებას, ასევე არ დასრულდება ბოროტთა ტანჯვაც. რამეთუ ბრძანებს თვითონ ჭეშმარიტება: წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი ცხოვრებასა საუკუნესა (მათე 25,46) და თუ მართალია ის, რასაც ღმერთი გვპირდება, მაშინ ცხადია, არც მუქარა იქნება ცრუ."
/წმ. გრიგოლ დიოლოღოსი/
"პეტრე: - ზოგიერთმა შეიძლება თქვას: "ღმერთი მხოლოდ იმიტომ ემუქრება ცოდვილებს საუკუნო სატანჯველით, რომ შეაჩეროს ისინი ცოდვის ჩადენისგანო.
გრიგოლი [დიოლოღოსი]: - თუ სიცრუეა ის, რითაც ღმერთი იმუქრებოდა ცოდვილების უსჯულოების ჩადენისგან შესაჩერებლად, მაშინ ტყუილი ყოფილა ისიც, რისი დაპირებითაც აღძრავდა მართლებს სამოღვაწეოდ. მაგრამ უგუნურის გარდა ვინ გაბედავს ამის თქმას? თუ დაემუქრებოდა იმით, რასაც არ აასრულებდა, მაშინ უნდა ვუწოდოთ (რაც საშინელია სათქმელადაც) ცრუ."
"პეტრე: - რამდენად ეთანხმება სამართლიანობას ის, რომ დანაშაულისთვის, რომელსაც სასრული აქვს, უსასრულო სასჯელი უნდა დავითმინოთ?
გრიგოლი: - სამართლიანი იქნებოდა შენი გაურკვევლობა, თუკი გაბრაზებული მსაჯული მარტო საქმეებს განიხილავდა და არა ადამიანთა გულებს. უწმინდურთა ცოდვებს იმიტომ ჰქონდა დასასრული, რომ დასასრული ჰქონდა მათ ცხოვრებას. ისინი ისურვებდნენ, დაუსრულებლად ეცოცხლათ, რომ დაუსრულებლად ცოდვის ქმნის საშუალება ჰქონოდათ. ვინც არასოდეს ანებებს ცოდვის ქმნას თავს სიცოცხლის მანძილზე, ჩანს, რომ სურს მუდამ ცოდვაში ცხოვრობდეს. შესაბამისად, სავსებით სამართლიანია მსაჯულის მხრიდან, რომ საუკუნოდ დაისაჯონ ისინი, ვისაც ამ სოფელში არასოდეს მოუსურვებია ცოდვისგან თავის დაღწევა."
"მომავალ ცხოვრებაში მართალ ადამიანებსა და მონანიე ცოდვილებსაც არც მწუხარება, არც ტკივილი და არც დარდი არ ექნებათ".
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/
"შეიძულე მიწა და ინატრე ზეცა"
"ვინც მე მიყვარს და ვისაც მე ვუყვარვარ, თავისთავად ცხადია, რომ სასუფეველში ერთად ვიქნებით".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"თუ კაცს ცხონება უნდა, მუდმივად უნდა იღვაწოს. მისი პირველი ამოცანაა, სძლიოს საკუთარ თავს".
/მამა ეფრემ კატუნაკელი/
"კაცი რასაც ამ ცხოვრებაში ჩაიდენს, მას იმ ცხოვრებაში პოვებს".
/წმ. კოზმა აითოლელი/
"იმ ხალხმა, ვინც შეიგრძნო "ღვთის სასუფეველი" გამოცდილებით იცის, რომ ეს არის ძალა, რომელიც აღწევს ადამიანში და შინაგანად იჭერს მას, ის ეხმარება ადამიანს ცხოვრების მოწესრიგებაში, ცუდისა და კარგის გარჩევაში. მეორე მხრივ, "ღვთის სასუფეველი" ასხივოსნებს გზას ჭეშმარიტებისაკენ".
"ზეციურ მამულში"
"მთელი ცხოვრება ჩვენ თავთან გვაქვს ბრძოლა.
ქრისტიანისთვის უმთავრესი დანიშნულება ცხონებისთვის ბრძოლაა.
თუ შენ გინდა ბევრი ფული, გავლენა, ეს მარადისობისა არაა".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"როდესაც რაიმეზე ვსაუბრობთ და ან რაიმე გვინდა, ყველაფერი ეს მარადისობის პერსპექტივაში უნდა გავიაზროთ. მთავარია ნათლის შვილები ვიყოთ. უამისოდ ყველაფერი უაზრობად გადაიქცევა".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ისინი, ვისაც არც საკუთარი და არც სხვისი ცხოვრება არაფერს ეუბნება, ვერასოდეს განიცდიან უფალთან შეხვედრის ბედნიერებას".
"და თუ უფალს შევინახავთ ჩვენში, თავისუფალნი ვიქნებით ყოველგვარი სიბნელისაგან და მარადიული ცხოვრება დამკვიდრდება ჩვენს სულში".
/წმ. სილუან ათონელი/
"სიწმინდე თავისთავად, ღვაწლის გაწევის გარეშე, არ მოდის, როგორც უფალი გვასწავლის, მადლი ღვთისა და სასუფეველი ცათა იიძულების, ე.ი. ადამიანმა თავისი თავი უნდა აიძულოს და ზეციური სასუფეველი ისე მიიტაცოს... ყველა ადამიანი სიწმინდისთვისაა მოწოდებული, რადგან სასუფეველში არაწმიდა, ვინც და რაც არ უნდა იყოს იგი, ვერ შევა".
/ილია მეორე/
"ვის სხეულსაც უყვარს განცხრომა და მოსვენება, ვისაც არ შეუძლია ერთი საწყენი სიტყვის მოთმინებით გადატანაც კი, იგი ვერ შევა სამოთხეში".
/მღვდელმთავარი ილია მინიატისი/
"განა რა სჯობს, ვინმემ მთელი ცხოვრება ღვთისთვის იშრომოს და როცა ღმერთთან წავა, ამ შრომის მონაგები თან წაიღოს! ჭეშმარიტად ეს არის ბრძენი ვაჭარი, რომელმაც ძვირფასი მარგალიტი იპოვა".
"ღვთის წინაშე ყველა ადამიანი ცოდვილია, მაგრამ არსებობს ადამიანთა ორი კატეგორია, ერთნი რომლებიც აღიარებენ თავიანთ შეცოდებებს, გაცნობიერებული აქვთ თავიანთი ცოდვები და სინანულში არიან თავიანთი ცოდვების გამო, ხოლო მეორენი, რომლებიც არ აღიარებენ თავიანთ ცოდვებს და რა თქმა უნდა, არც პატიებას ითხოვენ თავიანთი ცოდვების გამო.
სახარებაში უფალი ბრძანებს, მართალთათვის არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა ცხონებად მოვედიო. ვინ არიან მართლები? - ვიცით, რომ ღვთის წინაშე ყველა ცოდვილია, მაშინ რომელი მართლებისთვის არ მოსულა უფალი? რომლებიც თავიანთ თავს მართლებად თვლიან, მიაჩნიათ, რომ ცოდვები არ აქვთ.
ხოლო ვინც თვლის, რომ ცოდვილია, აცნობიერებს თავის ცოდვებს და სინანულშია, ეს არის ადამიანთა კატეგორია, რომელთათვისაც მოვიდა უფალი.
მეტნაკლები ცოდვები ყველას აქვს, მაგრამ ვინც არ აღიარებს, რომ ცოდვილია, ვინც თვლის, რომ ცოდვა არ აქვს, ეს უკვე უსჯულოებაა. უსჯულო ვერასოდეს ცხონდება, ხოლო ცოდვილი გაცილებით ადვილად მიაღწევს ცხონებას.
ცოდვილი არის ადამიანი, რომელიც ხედავს თავის ცოდვებს და სინანულშია ამის გამო, ხოლო უსჯულო ვერ ხედავს თავის ცოდვებს, ან ხედავს, მაგრამ სინანული არ აქვს ამის გამო. სინანულის გარეშე კი ცხონება შეუძლებელია".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"რამდენსაც აქ ილხენ და იჭრიჭინობელებ, იმქვეყნად უკვე აღარ იქნება ასე"
/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/
"მართლმადიდებელთათვის შეუვალი ჭეშმარიტებაა მარადიული სამყაროს არსებობა"
"ადამიანი, როგორც ამქვეყნად ცხოვრობდა, ისე იქნება მომავალ ცხოვრებაშიც. სასუფეველი ადამიანმა ამსოფლადვე უნდა დაიმკვიდროს"
/მამა თეიმურაზი (ქორიძე)/
"ყოველი ადამიანისთვის ცხონება შესაძლებელია მხოლოდ ღმრთის ტაძარში სულიწმინდის მადლის ზემოქმედებით".
/მღვდელი დიმიტრი ვეკუა/
"ადამიანის გული შეიგრძნობს მარადისობის სუნთქვას"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ვინც აქ არ იტირებს საკუთარ თავზე, მაშინ იმ ქვეყანაზე საუკუნოდ იტირებს".
/აბბა პიმენი/
"ქრისტე უსასყიდლოდ გვანიჭებს ცხონებას! ჩვენ ამისთვის არაფერს ვიხდით, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ცოდვა არის ცოდვა, რომ ცოდვა ბოროტებაა, სიცრუეა, რომ ცოდვა ადამიანის მტერია".
/ეპისკოპოსი ათანასე ევტიჩი/
"ჩვენ რომ შეგვეძლოს, ვკითხოთ მათ, რომლებიც უკვე ზეცაში არიან, რის მეშვეობით მიაღწიეს მათ ასეთ ბედნიერებას? - პასუხი ასეთი იქნებოდა: "დროის მეშვეობით, ცოტა დროის, რომელიც კარგად განვლეთ მიწაზე".
/არქიმანდრიტი არსენი (პაპაჩოკი)/
"ავირჩიოთ სიცოცხლე!"
"მომავალ საუკუნეში, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ანგელოზები და წმინდა ადამიანები არასდროს შეწყვეტენ ნიჭთა წარმატებულ განმრავლებას და უფრო და უფრო მეტი სიკეთისკენ მსწრაფველნი იქნებიან. სიკეთეთა შემცირებასა თუ სათნოებათა მიდრეკას ცოდვისკენ მომავალი მარადიული საუკუნე არ დაუშვებს."
/წმ. გრიგოლ სინელი/
"სასუფეველი, მიწიერ სამოთხისგან განსხვავებით, არის ღმერთთან სულიერად ახლომყოფობა".
/დეკანოზი ალექსანდრე გალდავა/
"პირველი, ვინც ჯოჯოხეთის გავლის გარეშე შევიდა ცათა სასუფეველში, იყო ჯვარცმული ავაზაკი".
"მხოლოდ მაცხოვრის ცხოველმყოფელი სისხლითა და ხორცითაა სასუფეველში შესვლა შესაძლებელი. სასუფეველში შემყვანებელი სხვა გზა არ არსებობს".
/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/
"ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ სამოთხე - ღვთის ჭვრეტა და ღმერთთან ურთიერთობაა, ჯოჯოხეთი კი - ღმერთის ჭვრეტის, ღმერთთან ურთიერთობის შეუძლებლობა".
"ადამიანს სიმდიდრე ვერ აცხონებს, უფლის სიყვარული კი, რომელიც მოყვასის სიყვარულით განსხეულდება, უთუოდ არის ცხონების გზა."
"არ უნდა იცხოვრო ზედაპირულად, შინაგანად უნდა აკეთო ის საქმე, რამაც ცხონება უნდა მოგიტანოს."
"სულ დალხენილი ცხოვრება რომ გვქონდეს, სასუფეველში ვერ შევალთ."
/მამა ეგნატე (გოგალაძე)/
"ერთი მონასტრის წინამძღვარი ღვთისმოშიში, გლახაკთმოწყალე და მრავალსათნოებით იყო შემკული. იგი დღე და ღამ, ღვთის წინაშე ლოცულობდა: "უფალო, ცოდვილი ვარ, მაგრამ იმედი მაქვს შენი სახიერებისა, რომ მაცხოვნებ შენი მოწყალებით. გევედრები შენ, უფალო! ნუ განმაშორებ ძმათაგან, მომავალ საუკუნეშიც. ისინიც ჩემთან ერთად სამოთხეში ცხოვრების ღირსნი გახადეო.
დიდხანს ლოცულობდა, მაგრამ უფალმა შემდეგნაირად განუცხადა თავისი ნება: შორიახლოს მდებარე მონასტერში ხატობა დადგა. მანაც მოისურვა იმ მონასტერში წასვლა, მაგრამ ძილში ზეციდან ხმა ჩამოესმა: - წადი, ოღონდ ჯერ შენი მოწაფეები გაგზავნე.
ძმები სადღესასწაულო ტრაპეზზე გაეშურნენ, გზად დავარდნილი გლახაკი იხილეს, დაგლეჯილი, ძლივსღა სუნთქავდა, ჰკითხეს, - რა დაგემართათო. მომაკვდავმა ამოილუღლუღა: - საქმეზე მივდიოდი, ნადირი დამესხა თავს, დამგლიჯა და წავიდა. კაცი არა მყავს, სოფლამდე მიმიყვანოსო. გვეჩქარება და ვერაფერს გაგიკეთებთო, - ბერებმა და გზა გააგრძელეს.
მალე იმავე ადგილას წინამძღვარმა გაიარა და ეს საცოდავი იხილა. შეიტყო, რაც მომხდარიყო და შეწუხებულმა ჰკითხა: - აქ ცოტა ხნის წინ ბერებმა არ ჩამოიარეს? განა ვერ დაგინახესო? როგორ არა, მაგრამ მითხრეს, - დაგვამძიმებს შენი თან წაყვანაო. "შეგიძლია, თან გამომყვე?" - ჰკითხა წინამძღვარმა, გლახაკმა - არაო. მხარზე შემომაჯექი და ღვთის შეწევნით, მიგიყვანო, - უთხრა ღირსმა მამამ.
წინამძღვარმა გლახაკი მოიკიდა და სოფლისკენ გზას გაუდგა. თანდათანობით ტვირთი შეუმსუბუქდა, ბოლოს თითქოს წონაც კი დაკარგა ამ გლახაკმა, ჩაფიქრდა წინამძღვარი, - ნეტავ, რა ხდებაო. ამ დროს ზეციდან ხმა მოესმა: - ყოველთვის ლოცულობ შენი მოწაფეებისთვის, ნეტავ ისინი ჩემთან ერთად სამოთხეში მოხვდნენო. მაგრამ მათი საქმეები შენგან განსხვავებულია. აიძულე ისინი, შენს კვალს გამოყვნენ, თორემ ცათა სასუფეველში ვერ შევლენ. მე მართალი ვარ და თითოეულს თავიანთ საქმეთაებრ მივაგებ".
"ადამიანებო, მოერიდეთ ცოდვას, ამით უფალს აამებთ და ეს იქნება ცხონების გზა."
/მამა აკაკი რევიშვილი/
"ცათა სასუფეველი დედამიწაზე არ არის, ცაშია, მაგრამ მასში ეკლესიის გზით შედიან".
/დოსტოევსკი/
"ვინც ამ ქვეყნის მოქალაქედ არ ვარგა, იგი არც იმ ქვეყნის მოქალაქედ გამოდგება!"
„ეკლესია ის გემია, რომელიც აუცილებლად მიცურდება ნავსაყუდელში, რომლის სახელიც სასუფეველია. ნეტარია ის ადამიანი, რომელიც ამ გემზე იმყოფება და არა მის მიღმა, უზარმაზარი უფსკრულის ტალღებზე.“
/მამა კონსტანტინე გიორგაძე/
„ეკლესია ის გემია, რომელიც აუცილებლად მიცურდება ნავსაყუდელში, რომლის სახელიც სასუფეველია. ნეტარია ის ადამიანი, რომელიც ამ გემზე იმყოფება და არა მის მიღმა, უზარმაზარი უფსკრულის ტალღებზე.“
/მამა კონსტანტინე გიორგაძე/
"სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე წარუმატებლობის უმთავრესი მიზეზი თავმდაბლობის, მორჩილების უქონლობაა. პირველი ნაბიჯები ამ სათნოებათა მოპოვებით უნდა გადავდგათ. ცხადია, უპირველესად ჭეშმარიტება უნდა შევიმეცნოთ."
/დეკ. პეტრე გიორგაძე/
"არავინ შესულა კომფორტით ცათა სასუფეველში"
/ისააკ ასური/
"წმინდა მამები არ იწონებდნენ უტანჯველ ცხოვრებას. ჩვენ მაზოხისტები არ ვართ, რომ თავი ვიტანჯოთ, მაგრამ სიცოცხლის განმავლობაში, გვინდა თუ არ გვინდა - მრავალი მწარე ფიალის დაცლა გვიხდება და თუნდაც კიდევ სხვა სატანჯველი არ განვიცადოთ, ჩვენი ხრწნადობა - ეს უკვე მწარე ფიალაა.
ამრიგად, თუ ადამიანი სწორად გადაიტანს თავის მწუხარებებს, ისინი ნამდვილად გარდაიქმნებიან მარადიულ ცხოვრებად. მერე კი ღვთის სასუფეველში გამოჩნდება, როგორ იქცა ეს სიძნელეები საუნჯედ.
ისევე, როგორც ვინმე, დიდ სიღარიბეში რომ ცხოვრობდა და უეცრად ფულის დიდი თანხის პატრონი ხდება, ეს ადამიანი აღარ მიაქცევს ყურადღებას იმ პატარა გაჭირვებებს, რაც გადაუტანია".
"როგორც არ შეიძლება ხედვა თვალთა უსინათლოდ, ანუ ლაპარაკი უენოდ, ანუ სმენა უყუროდ, ანუ სვლა უფეხოდ, ანუ მუშაობა უხელოდ, აგრეთვე იესო ქრისტეს გარეშე არ შეიძლება ცხოვნება, ანუ ზეციურ სასუფეველში შესვლა".
/წმ. მაკარი ეგვიპტელი/
"თუ ახლა უკვე მრავალგზის თხოვნით, ვედრებით, რწმენით, ლოცვით, ამქვეყნიურობაზე უარის თქმით სულის ზეციურ სიყვარულს არ შევიძენთ და ცოდვით დაზიანებული ჩვენი ბუნება სიყვარულს, ანუ უფალს არ ჩაეხვევა და ჩაეკონება, თუ ჩვენი ბუნება ღვთაებრივი სულის სინათლით არ განათლდება და თუ ბოლომდე არ დავრჩებით დაუბრკოლებელნი და თუ მუდმივად არ ვიცხოვრებთ ღმერთის მცნებებით, ვერ დავმკვიდრდებით სასუფეველში".
"ვისაც ცხონება არ სურს, მარადიული სიკვდილისთვის გაუწირავს თავი"
"ამსოფლიური საქმენი კაცმა ისე უნდა დააწყოს, რომ ყოველივე ერთ უმაღლეს საქმეს - სულის ცხონებას ემსახურებოდეს".
/წმ. გაბრიელ ქიქოძე/
"ადამიანებმა რომ იცოდნენ, რას კარგავენ სასუფევლის სახით ან რა ელით ჯოჯოხეთში, მყის შეიცვლიდნენ ცხოვრების წესს"
/წმ. სერაფიმე საროველი/
"ცხონების მაძიებელი იყო მელიტოპოლის მიტროპოლიტი იეროთეოსი. ერთხელ, ათონის მთაზე ყოფნისას, კარიესში მიდიოდა. გზად ფეხშიშველ მოსაგრეს შეხვდა. მეუფემ თავისი ფეხსაცმელი ჩააცვა მას, თვითონ კი ფეხშიშველი მივიდა ათონის დედაქალაქში.
მეუფეს ეჯავრებოდა ფული და როცა გარდაიცვალა, მისი ერთადერთი ქონება - ბარძიმ-ფეშხუმი და ხელით ნაკვეთი ხატი იყო, რომლებიც ტაძარს გადაეცა".
"ცხონებას არ ჰყოფნის ადამიანური ძალა. "ხვალიდან კარგად მოვიქცევი, ვიმარხულებ..." - რამდენ ქრისტიანს დაუდია ეს პირობა და ვერაფრისთვის მიუღწევია. რატომ? - ადამიანი ვერ აცნობიერებს ყველაზე მთავარს - მას მარტო არაფრის გაკეთება არ ძალუძს.
უფალი ყველაზე დიდ წმიდანებსაც ხშირად ახსენდება: მე ვარ შენთან. ერთმა წმიდანმა უფალს მიმართა - აქამდე რატომ არ შემეწეოდიო. უფალმა მიუგო: იმიტომ, რომ არასოდეს მოგიმართავს ჩემთვისო. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ლოცვა - ღმერთთან საუბარი, დახმარება ვთხოვოთ მას.
მხოლოდ ქრისტეა ის, ვისაც ჩვენი ცხონება შეუძლია. ჩვენ კი მუდმივად მიდრეკილნი ვართ დაცემისკენ, ცოდვისკენ, ბოროტებისკენ. ერთში ეს ცოტა მეტადაა გამოვლენილი, მეორეში - ნაკლებად".
/არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე)/
"ჩვენ ხშირად ისიც გვავიწყდება, რომ ეს ქვეყანა არ არის ჩვენი სამშობლო და საბოლოო ნავსაყუდელი, ეს კაცობრიობისათვის სასჯელაღსრულების ადგილია... ჯერ კიდევ არ დამდგარა მერვე დღე კაცობრიობისათვის... ჯერ კიდევ არ დამდგარა ღვთის საუკუნო სოცოცხლე კაცობრიობისათვის...
და, აქედან გამომდინარე, მორწმუნე ქრისტიანები ჯილდოს აქ არც უნდა ელოდონ... ნუთუ ვინმე იფიქრებს იმას, რომ ღვთის მომავალ სამეფოში ოდესმე ძლიერი სუსტს დაჩაგრავს ან შეჭამს? ან ვინმეს ეტკინება რამე? ანდა ყინვა ან სიცხე კაცს მოკლავს? რაც ამქვეყნად ხშირად ხდება...
ამიტომაც ეს არ არის ჩვენთვის ნეტარების სავანე... ჩვენ მოველით აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა!.. ჩვენ მოველით იმ სამეფოს, სადაც მგელი და კრავი ერთად მოძოვენ ბალახს..."
/მამა იოანე კავსაძე/
"სიცოცლხე ნიჭად გვენიჭება, სიცოცხლის შეწირვით ვიმსახურებთ სიცოცხლეს"
/რაბინდრანათ თაგორი/
"თუ სულის ცხონება გსურს, ყოველთვის მდუმარე იყავი. არასოდეს განრისხდე, დაე, ყოველთვის გონება გმართავდეს და შინაგანი მუშაკობისას მარადის გახსოვდეს: "ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა".
"ღმერთს ყველა უყვარს და ყველას ცხონება უნდა, ყველას მოუწოდებს. მთავარია, ეს დაინახო, აღმოაჩინო, რომ ღმერთი გეძახის, გეფერება და შენც მოეფერო. ერთხელ თუ დაინახავ უფალს და მადლს იგრძნობ, მისკენ ლტოლვა არასოდეს გაგინელდება. ადამიანი ყოველთვის ერთნაირ სულიერ მდგომარეობაში არ არის, მაგრამ ღმერთთან ყოფნით მონიჭებული სიხარულისა და სიმშვიდის განცდის დაკარგვისთანავე მოენატრება იგი."
/მამა გიორგი ჩიქოვანი/
"მშვიდი განმარტოება, ლოცვა, სიყვარული და თავშეკავება ოთხთვალა ეტლია, რომელსაც ზეცისკენ მივყავართ".
/მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი/
"სხვა ყველაფერთან ერთად, უნდა ვილოცოთ, რათა განსაცდელების ჟამმა განვლოს ისე, რომ სულს არ ავნოს. ცხონება განსაცდელების მერე მოდის, რამეთუ ის, ვინც არ იღებს განსაცდელს, განაგდებს ცხონებასაც".
/მამა დოსითეოს მოძღვარი, მოლდაველი/
"რა ზომითაც მზის სხივია აღმატებული კანდელისაზე, იმ ზომითვე და გაცილებით უფრო მეტადაც მომავალი ცხოვრებაა აწინდელზე უმჯობესი."
"ქრისტიანის კუთვნილებაა დიდება, და სილამაზე, და ენით აღუწერელი ზეციური სიმდიდრე, ეს ყველაფერი მას შრომით, ოფლისღვრით, ჭირ-ვარამით, საცდურების გადალახვით და ცხადია ღვთის მადლით შეიძლება ჰქონდეს მოპოვებული"
"ცხონებისკენ მიმავალი გზა ვიწროა და ზეციურ სასუფეველში შესვლამდე ბევრი განსაცდელის დათმენა მოგვიწევს".
"მიწიერი ცხოვრება მხოლოდ მარადიული, ზეციური ცხოვრებისთვის სამზადისია"
"მაშ, ვიღვაწოთ, სულიერი საძირკველი რომ მაინც ჩავყაროთ სამოთხეში მოსახვედრად, ამინ"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ბედნიერია ადამიანი, რომელიც თავისი პირადი თავისუფალი არჩევანით მიჰყვება ღვთის ნებას. ის აუცილებლად ცხონდება"
"თუ გულით შესთხოვ ცხონებას, თუნდაც ცოტა იყოს ეს ლოცვა - ცხონდები."
"ჩვენ გვწამს, რომ სხეული აღდგება არა ისე, როგორც ახლა არსებობს, არამედ სუფთა, რომელიც არ დაზიანდება. ყოველ სხეულს თავისი სული დაუბრუნდება".
/წმ. მოწამე იპოლიტე/
"ლოცვა და შრომა ყველაფერს გადაფარავს და სასუფეველში შეგიყვანთ"
/ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი/
"იგი, ვისაც დაზიანებული სახლის განახლება სურს, ჯერ მის მცხოვრებთ გამოიყვანს იქიდან, შემდეგ მთლიანად დაანგრევს მას და საუკეთესო სახით აღადგენს. გამოსახლებულებს ეს არ აწუხებთ, არამედ – უხარიათ კიდეც, იმიტომ, რომ დანგრეულ შენობას კი არ უყურებენ, არამედ – მომავალ, ახალ შენობაზე ფიქრობენ. ამასვე იქმს ღმერთი: იგი არღვევს ჩვენს სხეულს და მანამდე მასში მყოფ სულს გაიყვანს, როგორც იმ სახლიდან, რომ შემდეგ საუკეთესოდ აღადგინოს იგი და სული იქ დიდი პატივით დააბრუნოს. ამგვარად, ყურადღებას დანგრეულ შენობაზე კი ნუ შევაჩერებთ, არამედ – მომავალ დიდებაზე ვიფიქროთ."
/წმ. იოანე ოქროპირი/
"უფალს უნდა, რომ ჩვენ მასთან ვიყოთ და ვცხონდეთ"
/მამა კახაბერ შურღაია/
"ადამიანი იმისათვის ცხოვრობს, რომ შემდეგ სასუფევლის მკვიდრი გახდეს"
/ილია II/
"უფალი გვაცხონებს, თუ მის მცნებებს აღვასრულებთ"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"თუ მუდამ ღმერთის ხსენებაში ვიქნებით, ვცხონდებით"
/ღირსი სერაფიმე საროველი/
"გაიხსენე, რამდენი შრომაა საჭირო ერთი ნაჭერი პურის მოსაპოვებლად: ნუ გეძნელება იშრომო მარადიული ცხონების მოსაპოვებლად, - ის ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"გამოვაღვიძოთ ყველა მიძინებული კეთილი მისწრაფებები და გამოვიყენოთ ცხოვრების დარჩენილი დღეები ჩვენი სულის ცხონებისათვის"
/წმ. ნიკოდიმოს ათონელი/
"კითხვა: რა ძალები ეღობება ადამიანს სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე?
პასუხი: სასუფევლის მოსაპოვებლად მიმავალ გზაზე ადამიანს სამი უმთავრესი მტერი ეღობება: პირველი არის ხორციელი ზრახვები, ადამიანის ცოდვით ვნებული ბუნება; მეორე – ურწმუნო ადამიანები, ცოდვით დაცემულნი და, მესამე – ეშმაკი. ისინი უბიძგებენ ადამიანს ცოდვისკენ, რათა ის განუდგეს უფალს და დაკარგოს ცათა სასუფეველი."
"კითხვა: რა ძალები გვეღობებიან სასუფევლის დასამკვიდრებლად მიმავალ გზაზე?
პასუხი: სასუფევლის დასამკვიდრებლად მიმავალ გზაზე ადამიანს სამი მტერი აბრკოლებს: პირველი – ეს არის ადამიანის ხორციელი ზრახვები და ცოდვილი ბუნება; მეორე – ურწმუნო ადამიანები და მესამე – ბოროტი ძალა ანუ ეშმაკი. სწორედ ესენი გვიბიძგებენ, რომ ჩვენ უფლის ნების საპირისპიროდ მოვიქცეთ და არ დავიმკვიდროთ სასუფეველი."
"ეკლესიამ უნდა შეასრულოს თავისი დიდი მისია და ჩვენი ერი შეიყვანოს ღვთის სასუფეველში"
/ილია II/
"ქრისტემ დაღვარა თავისი ყოვლადწმიდა სისხლი ჩვენი ცხონებისათვის, ჩვენ კი არ გვსურს, ვიზრუნოთ ცხონებაზე. თუ ახლა არ შეგვაშინებს ჩვენი დაუდევრობა, აუცილებლად შეგვაშფოთებს იგი მართალი მსაჯულის - ქრისტეს ტახტის წინაშე, როდესაც ჩვენი საქმეები გამომჟღავნდება ისე, როგორც ის სინამდვილეში იყო"
/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"წმ. თეოფანე გვასწავლის: "ძნელია არა ცხონება, არამედ ის, რომ მოვინდომოთ, წამოვდგეთ, რათა მივიღოთ გამოხსნა, მაგრამ თუ ამას არ გავაკეთებთ, უბრალოდ უნდა ვთქვათ, რომ დაგვეზარა ცხონება"
"სასუფეველს მხოლოდ მისი "მხურვალე" ძიება მოგვაპოვებინებს"
"ქრისტიანმა ქართველმა, რუსმა, ბერძენმა იცოდა, რა რთული და ძნელად მისაღწევი იყო ცხონება, ამიტომ იტყოდა სასუფეველში დამკვიდრებულ ადამიანზე: სული გადაირჩინაო. თანამედროვე ქართველებმაც უნდა აღვიდგინოთ ეს ცნობიერება"
"თუ ადამიანი პატიოსანია და ეკლესიურად ცხოვრობს, იმზადებს სასუფეველს"
"შეგვრცხვეს ჩვენი დაუდევარი და ცოდვილი ცხოვრებისა, რომლითაც დღემდე ვცხოვრობდით და გადავწვიტყოთ, დავძლიოთ ყველა ჩვენი ვნება და ბოროტება, რომელიც გვებრძვის.
და თუ აქამდე დაუდევრად ვეკიდებოდით ჩვენს ცხოვრებას, როგორც უმნიშვნელო და არადჩასაგდებ საქმეს, ახლა მაინც მხურვალედ ვილოცოთ უფლის წინაშე, რათა მან გაგვინათოს გზა იმისათვის, რომ ახლა მაინც ვიქმოდეთ რაიმეს ჩვენი სულის ცხონებისათვის, რადგანაც დრო, რომელიც შეგვეძლო ჩვენი გამოსწორებისთვის დაგვეთმო, აღარ დაბრუნდება"
/წმ. ნიკოდიმოს ათონელი/
"ჭეშმარიტ მოწოდებას, რომელიც ყველა ადამიანისათვის საერთოა, ღვთისგან ბოძებული უკვდავი სულის გადარჩენისა და ცხონებისათვის ზრუნვა წარმოადგენს"
/ილია მეორე/
"ის კი არ არის ბრძენი, ვინც ბევრი იცის, არამედ ის, ვინც კეთილგონიერებით ცხონდა"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"ზღვის ღელვა წარმოიდგინე, ადამიანი ხან ამაღლდება, ხან დაეშვება. ამის გარეშე ვერ შევა სასუფეველში. განსაცდელით და ფიქრითაც კი გცდის ღმერთი. გახსოვდეს, მადლობდე უფალს".
/მამა დავით გოცირიძე/
"მართალია ცხონება წყალობაა ღვთისა, მაგრამ თავად ადამიანიც უნდა იყოს მზად ამ წყალობის მისაღებად"
/ილია II/
"ცხონების ჭეშმარიტი მსურველი არ უყურებს წინააღმდეგობებს: პირიქით, უფრო მხნედ შეიმართება, გამბედაობით შეუდგება და მოშურნეობით დაიწყებს თავის გამოსწორების მაცხოვნებელ საქმეს"
"გახსოვდეთ: მშიშრები სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ!"
"ღმერთი იმისათვის მოვიდა დედამიწაზე, რომ თავისი გარდასახვით გვაჩვენოს, ვინ ვართ, დაგვეხმაროს შევიმეცნოთ ჭეშმარიტება და სამუდამო სასუფეველი დავიმკვიდროთ".
"დღესდღეობით დიდი გმირობაა, რომ ადამიანმა საღვთო სჯული, მართლმადიდებლობა ზედმიწევით დაიცვას და ცათა სასუფეველი დაიმკვიდროს".
"წმიდა მამების ქადაგებებში აღნიშნულია, რომ ადამიანმა ერთი წამითაც რომ შეიგრძნოს ის ნეტარება, რაც ცათა სასუფეველში მას მოელის, მზად იქნებოდა 1000 წელი დიდ გაჭირვებაში იყოს".
"არავის არ უნდა სურდეს მხოლოდ საკუთარი თავის ცხონება, სხვათა ცხონების გარეშე"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ღვთისადმი მსახურებით სამოთხეში ცხოვრობ. თუ ქრისტეს შეიცნობ და შეიყვარებ, სამოთხეში იცხოვრებ. ქრისტე - ეს სამოთხეა"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"შვილებო, ქრისტე - ეს სამოთხეა. რა არის სამოთხე? ეს არის ქრისტე. სამოთხე აქედან იწყება. ვინც ამ ქვეყანაზე ქრისტეში ცხოვრობს, ის სამოთხეში ცხოვრობს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"როცა მადლი მიგიზიდავს, უერთდები ღმერთს, და როდესაც ღმერთს შეუერთდები და მისთვის თავს გადადებ, სხვა ყველაფერი მიდის, გავიწყდება და ცხონდები"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ჩვენს ლოცვებში მხოლოდ სულის ცხონება ვითხოვოთ. განა არ ბრძანა უფალმა: "ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა... და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ ერთ რამეს უნდა ვეძიებდეთ - სიყვარულს, ღვთის მსახურებას და მოყვასის სიყვარულს. ყველანი ერთნი ვიყოთ, თავი კი -ქრისტე. მხოლოდ ასე მოვიპოვებთ მადლს, ზეცას, მარადიულ ცხოვრებას"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ადამიანი რომ ცხონდეს, მას სჭირდება პირადი ღვაწლი და უფლის მადლი, ანუ სინერგია"
/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/
"ჩვენზეა დამოკიდებული ჩვენი ცხონება"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"სამარადისო "სამოთხე ან ჯოჯოხეთი" ყოველი ჩვენგანისთვის განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ნების არჩევისამებრ - იმით, თუ როგორ ვიცხოვრებთ და როგორ ვილოცებთ".
/მღვდელ-მონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/
"ერთადერთი რითაც გვაცხოვნებს უფალი, არის ქრისტეში ერთობა"
/დეკ. ზაზა კირვალიძე/
"დღეს ჩვენთვის უმთავრესი დასაცავი ტრადიცია ჩვენი ქრისტიანული რწმენისადმი ერთგულებაა, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ადამიანის სულის ცხონება"
/მამა გიორგი მეტრეველი/
"კაცის ამქვეყნიური დიდება და მატერიალური სიმდიდრე მოჩვენებითად და სიზმრად ჩანს ზეციური, მარადიული დიდების წინაშე"
/მღვდელმონაზონი ვასილ ფირცხელავა/
"ხშირად ზურგს ვაქცევთ უფალს ჩვენი არასწორი ცხოვრებით, გვგონია, რომელიმე სახელმწიფო, ესა თუ ის პიროვნება ან ლიდერი გადაგვარჩენს, რაც არასწორია. მხოლოდ უფლისაკენ მიმავალი გზით გადავრჩებით, ვცხონდებით".
/მამა გურამ ბერძული/
"ვიდრე კარზე დავაკაკუნებდეთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჯერ ისევ გარეთ ვართ, თორემ თუ თავს შთააგონე, რომ უკვე სასუფეველში იმყოფები, ცხადია, დაკაკუნების საჭიროებაც აღარ გექნება და ისღა დაგრჩენია, ანგელოსთა და წმინდანთა ძიებაში აქეთ-იქით აცეცო თვალები, მერე კი, სიბნელისა და ცარიელი კედლების გარდა რომ ვერაფერს იპოვი, სამართლიანად გაიოცებ, - რა არამიმზიდველი ყოფილა სამოთხეო... სასუფევლამდე კი ჯერ შორია, ამიტომ, უმჯობესია, საკუთარ თავს დავეკითხოთ: სად არის კარი და როგორ გავაღოთ იგი?"
/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/
"სიცოცხლე მოგვეცა, რათა მარადისობისთვის მოვემზადოთ"
"სასუფევლისკენ მიმავალი გზა უნდა გავიაროთ კეთილი საქმეებით, სუფთა გულით, განწმნდით, ლოცვით, მარხვით და ამგვარად ჩვენი თავი უნდა წარვუდგინოთ უფალს ღირსეულად"
/მამა პიმენ (ქარდავა)/
"უფალი გვასწავლის, რომ უფრო ამქვეყნიურ სიკეთეზე კი არ ვიფიქროთ, არამედ სიწმინდეზე, ცათა სასუფეველზე, ამ გზას დავადგეთ, გავიწმინდოთ ჩვენი თვალი და სულიერად - გონება"
/მამა გიორგი სამსონიძე/
"ავაშენოთ, გავალამაზოთ და ვიცხოვროთ ამ ცოდვილ დედამიწაზე და ცათა სასუფეველი სიყვარულით მოვიპოვოთ"
/დეკ. ამირან ამირანაშვილი/
"ცხონება ძნელია, ეს ჯვრის ტარებაა"
/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/
"ყველაფერი ადამიანის ცხონებას უნდა ემსახურებოდეს. რაც ცხონებას არ ემსახურება, სრულიად ზედმეტია"
/მამა ადამ ახალაძე/
"ცათა სასუფეველი მხოლოდ კეთილი საქმეებით კი არა, რწმენითაც არის წვდომადი"
/ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
"მადლი ღვთისგან მოდის, ცხონებაც - მისგანაა"
"ცათა სასუფეველი უფლის მიერ გაღებული მადლმოსილი საჩუქარია, რაც მან თავის ერთგულ მონებს მოუმზადა"
"ღვთის სასუფეველში მართალნი პეტრე მოციქულს შეჰყავს, ხოლო ცოდვილნი - თვით ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს".
/წმ. ამბროსი ოპტელი/
"თუკი მთელი გულწრფელობით ილოცებ ცხონებისათვის, თუნდაც ცოტას, გადარჩები"
/ღირსი მოსე/
"ასეთია ჩვენი ხვედრი აქ, - სულ მწუხარება და მწუხარება, მაგრამ სწორედ მათი საშუალებით მიიღწევა ცათა სასუფეველი"
/ღირსი ამბროსი/
"ჩანს, რომ ცდილობ და გსურს ცხოვნებას მიაღწიო, მაგრამ არ იცი, არ გესმის სულიერი ცხოვრებისა. აქ მთელი საიდუმლო იმაშია, რომ დაითმინო, რასაც ღმერთი გიგზავნის, და სამოთხეში ისე შეხვალ, ვერც კი გაიგებ"
/ღირსი ანატოლი ("უფროსი")/
"ყველგან შეიძლება გადარჩე, მთავარია, უფალი არ დატოვო, მაგრად ჩაჰკიდე ხელი ქრისტეს სამოსელში და ქრისტე არ მიგატოვებთ"
/ღირსი ბარსანოფი/
"მორწმუნეებს უკვე აქვთ თავიანთი ადგილი ზეცაში, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მიწაზე ცხოვრობენ"
"სასუფეველი ღმრთისა სულიწმინდით სიხარულია"
/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)/
"სინანული ქრისტიანული თვალსაზისით არის - დაჭიმული ზამბარა, რომელიც თუ გახსენი, სასუფეველში აგტყორცნის"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"სულიერი ადამიანისთვის ზეცაში არსებობს სამი სარკმელი: პირველში მორწმუნე გონება იყურება, მეორე სასოების მქონე გულისთვისაა, მესამე კი - მოსიყვარულე სულისათვის.
ის, ვინც მხოლოდ ერთ სარკმელში იყურება, მხოლოდ ზეცის მესამედს დაინახავს, ვინც ერთდროულად სამში იყურება, მისთვის მთელი ზეცაა გახსნილი"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ვიცვალოთ ფერი უკეთესობისაკენ, დავწინაურდეთ ღვთის წინაშე და ღმერთმა ისე გვაცხოვროს, რომ გვაცხონოს"
"უფალმა იმიტომ მოგცა სიმდიდრე, რომ მისით ზეცა იყიდო"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ვინც ტანჯვას მარადიულობის პრიზმაში განიხილავს, მას უკვე უძლევია ამასოფლისთვის!"
/მამა ეფრემ არიზონელი/
"ჩვენი აქ ყოფნა წუთისოფელია და ეს წუთისოფელი არარაობაა, არაფერია სასუფეველთან მიმართებაში. სასუფეველი დაუსრულებელია და იგი რომ შევიგრძნოთ, ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი ბუნებასთან, ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი დედამიწასთან"
/ილია მეორე/
"მთელი ჩვენი ცხოვრება, ეს არის უფალთან შეხვედრისთვის მზადება"
"ვინც არ გაისარჯა ამქვეყნად თავისი დანიშნულების მიხედვით, მან დაკარგა სასუფეველი სამუდამოდ"
/არქიმანდრიტი ხარლამპი/
"არა წარმავალი დიდებისა და ანგარებისათვის, არამედ, საუკუნო ცხონებისათვის გიხმობ, მომყევი!"
"ვისაც ცხონება სწადია, იგი წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის გამგებლობაში უნდა იმყოფებოდეს, მისი ერთგული შვილი იყოს და ყველაფერში მას მორჩილებდეს"
"შენც ცათა სასუფევლის ძიებას შეუდგები და ამ ძიებაში შენი გონიც წარმატებული იქნება"
"სხვაგვარად, უფალთან მისვლას, მასთან შეერთებას ანუ სასუფევლის დამკვიდრებას განღმრთობა ჰქვია. ეს ტერმინი შეკუმშული ფორმაა პირობითი გამოთქმისა: გაღმერთება, ღმერთად გახდომა, რაც გადატანითი მნიშვნელობით გულისხმობს ღმერთივით ყოფნას"
"ჩვენი ცხოვრებაც და ჩვენი ცხოვნებაც ღმერთთან ცოცხალ კავშირში მდგომარეობს"
/წმ. კიპრიანე კართაგენელი/
"მომავალ საუკუნეში, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ანგელოზები და წმინდა ადამიანები არასდროს არ შეწყვეტენ ნიჭთა წარმატებულ განმრავლებას და სულ უფრო და უფრო მეტ სიკეთისაკენ მსწრაფველნი იქნებიან."
/წმ. გრიგოლ სინელი/
"სადაც მე ვარ, - ამბობს ქრისტე, იქ იქნება მსახური ჩემი. სად არის ქრისტე? - ზეცაში. ამგვარად, ჩვენც სულითა და გონებით გადავსახდლეთ იქ აღდგომამდე"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"რაც ერთი წვეთია უსაზღვრო ნაკადთან შედარებით, ის არის ამჟამინდელი ცხოვრება - მომავალთან შედარებით"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ზეციურ კარიბჭეში ამ მიწაზე იწყება შესავალი"
/აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე)/
"ყველა ის სიკეთე, რომლებითაც ადამიანი ამქვეყნად დასტკბება, მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დასტკბებიან ცათა შინა."
/წმ. იოანე ოქროპირი/
"თუ ჩვენ სიტყვით თუ საქმით უფალს არ განვადიდებთ, ვერასოდეს დავიმკვიდრებთ სასუფეველს"
"თუ ადამიანი შეინანებს და ღვთისკენ მოიქცევა, მას ყოველივე მიეტევება და ცხონდება"
"თუნდაც ერთი ადამიანის ცხონება არ გვსურდეს, ამით სამუდამოდ დავკარგავთ სასუფეველს"
"ვიწროა ცხონების გზა. იგი თავგანწირვას მოითხოვს. სამაგიეროდ, ფართოა გზა წარსაწყმედელისა"
/ბერი სვიმეონ ჯოხაძე/
"ღმერთი თავისი სამართლით გვაცხონებს, მაგრამ ეს სამართალი არ არის ადამიანური სამართლის მსგავსი, არამედ მასთან შეერთებულია გულმოწყალებაც, რომელთა გარეშეც ვერ ცხონდება ადამიანი"
"ადამიანის ცხონება შეუძლებელია, თუ არა ღვთის წყალობითა და დიდებით"
"თუ ჩვენ მუდმივად ვიქნებით ღვთის ქებაში, მაშინ ამ ცხოვრებასაც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განვლევთ და მომავალ სიკეთეებსაც მივაღწევთ"
"ცხონებისათვის საჭიროა სიწმინდის მოხვეჭა და ყველასთან მეგობრობისთვის თავის არიდება"
"მღვდელსქემმონოზონი კ. ამბობდა: "ყველაზე მთავარი ცხონებისათვის არის თავშეკავება, ყურადღება საკუთარი თავის მიმართ, დუმილი. ყველაზე უარესია შფოთი, დაბნეულობა, ზედმეტი ლაპარაკი"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"სამოთხეში ისინი მოხვდებიან,რომლებიც ყოველი დაცემის შემდგომ კვლავ ადგნენ და განაგრძეს სვლა."
/წმ.იოანე ოქროპირი/
"ცაში ის კი არ ადის, ვინც ბევრი იკითხა ან ზეპირად ისწავლა ყველაფერი, არამედ ის, ვინც წმინდად და უმწიკვლოდ ცხოვრობდა, თუნდაც ის წერა-კითხვის უცოდინარი იყოს"
/წმ. თეოდორე სტუდიელი/
" - უნდა ვიზრუნოთ თუ არა ახლობელთა ცხონებაზე, თუ მხოლოდ საკუთარ გადარჩენაზე ზრუნვით შემოვიფარგლოთ?
- წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ თუ მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე იზრუნებ, ეს მიწაში დამარხულ ტალანტზე უკეთესი ვერაფრით იქნება".
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"სულის ცხონებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის ბოლო წუთებს. როგორსაც იხილავს უფალი ამ დროს ადამიანს, იმგვარადვე განსჯის"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"ცხონების ყველა მსურველის ხვედრი ტანჯვაა. ამიტომ არის, რომ კიდეც ვიტანჯებით და კიდეც გვიხარია, რადგან ეს ჩვენი ხსნაა"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"მოიწყინე მიწიერ ცხოვრებაში? დაგავიწყდა რა მოელის საიქიო ცხოვრებაში ცოდვიან ადამიანებს? იქ ხომ მილიონჯერ უფრო მძიმეა ვიდრე მიწაზე. მიწაზე ცუდად მცხოვრებთ ღვთის სასუფეველში არ შეუშევებენ"
/წმ. იოსებ ოპტინელი/
"ცხონებაში მთავარი საქმეა ენის ალაგმვა. ენით ნათქვამს ცულით ვეღარ ამოჭრი"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"შეიცანი სულო, თუ როგორი კეთილშობილებით შეგქმნა ღმერთმა! გაიაზრე, რომ უკვდავი ხარ, რომ არასდროს მოკვდები. სულო, შენ ზეციური ხარ! შენ განსაკუთრებულად შეგქმნა ღმერთმა, რამხელა კეთილშობილება და მშვენიერებაა შენში! როცა ამ სამყაროს დატოვებ, შენს შემოქმედთან წახვალ. შენი სამშობლო აქ არაა, შენი სამშობლო ზეცაშია. ზეციურზე დრო არ მოქმედებს, არ იცვლება, არ კარგავს თავის სიდიადეს, მშვენიერებას, კეთილსურნელებასა და საღმრთო მადლს."
/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/
"მამაო, კონკრეტულად რა არის ამ ცხოვრების აზრი? _ ჰკითხეს მამა პაისი ათონელს.
-მზადება სამშობლოში დასაბრუნებლად, ზეცაში, სამოთხეში. ადამიანმა უნდა შეიცნოს ცხოვრების ღრმა აზრი, რამეთუ ამით ხდება სულის ხსნა. როცა სწამს ღმერთი და მომავალი ცხოვრება, ადამიანი ხვდება, რომ ახლანდელი ყოფა ამაოა, წარმავალია და ამზადებს თავის საზღვარგარეთის პასპორტს სხვა ცხოვრებისთვის. ჩვენ ვივიწყებთ, რომ ყველას წასვლა მოგვიწევს. ფესვებს აქ ვერ გავიდგამთ. ეს ცხოვრება დროსტარებისთვის კი არ გვაქვს, არამედ იმისთვის, რომ ჩავაბაროთ გამოცდები და სხვა სიცოცხლეში გადავიდეთ. ამიტომაც ჩვენი მიზანია, ისე მოვემზადოთ, რომ როცა უფალი მიგვიხმობს, სუფთა სინდისით წავიდეთ. მივემთხვიოთ ქრისტეს და ვიყოთ მასთან საუკუნოდ."
"რა არის მართლმადიდებლობა? რატომ მივიჩნევთ მას ერთადერთ წმინდა და ჭეშმარიტ აღმსარებლობად? როგორია მისი არსი? - ეს კითხვები ალბათ ყოველ ჩვენგანს დაბადებია. სწორედ მათზე პასუხის ძიებით იწყება ადამიანის ცხონება."
"საბრალოა ისეთი ადამიანი, რომელიც თავისი სიჯიუტის, სიბრმავისა და ურწმუნოების გამო იკლებს ზეციური სამყაროს სიხარულს, ნუგეშს, იგი მხოლოდ არსებობს და არ ცოცხლობს.
თვით სიტყვა სიცოცხლე უკვდავებას, მარადიულობას ნიშნავს. თუ არ გჯერა ამის, მაშინ იცოდე, რომ არ ცოცხლობ. ტირილით იწყება მიწიერი ცხოვრება და მისითვე მთავრდება, შიშით მოიპოვებ და შიშითვე კარგავ, ან შენ ტოვებ მიწას (როდესაც აღესრულები), ან მიწა მიგატოვებს შენ (მიწიერი სიმდიდრე, ამქვეყნიური სიამენი).
უგუნურებაა, როდესაც შენი ცხოვრებით ღამურას ემსგავსები, დღის სინათლეს გაურბიხარ, თვალს ხუჭავ და ღამით იწყებ ცხოვრებას. ასევეა ურწმუნო ადამიანიც, იგი მხოლოდ მიწისთვის ცხოვრობს... ვისაც სულის უკვდავების, მარადიულობისა და ზეციური სიხარულისა არ სწამს, ცოცხლად მკვდარია."
/დავით სურგულაძე/
"ზეციური ქალაქისკენ მიმავალი გზა ეკლიანია და ვინც მას ადგას, ეკლისაგან სისხლი სდით, მაგრამ სამოთხეში დამკვიდრების იმედი ყველაფერს სძლევს და მოგზაურებს მოთმინებას ჰმატებს"
/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი (ფილოთეველი)/
"თუ ადამიანი მოწყალე იყო, უფალი მასაც შეიწყალებს. თუკი ადამიანს ჰქონდა სინანული და უფალს სთხოვდა პატიებას, ყველანაირ ცოდვას მიუტევებს და შეიწყალებს მას. უფალი ადამიანის ცხონების მიზეზს ეძებს და არა წარწყმედისას."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ეკლესიური ცხოვრებით - ლოცვით, მარხვით, აღსარებით, ზიარებით ადამიანი ცხონებამდე მიდის"
"ვინც აღასრულებს მაცხოვრის მცნებებს, ვინც ცხოვრობს ქრისტიანულად, მხოლდ მათ შეუძლიათ დაიმკვიდრონ უფალთან"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"განა ჩვენ ამ ცხოვრებაში დასასვენებლად, ან კომფორტისთვის მოვდივართ?! აქ ჩვენ მხიარული დროსტარებისათვის როდი ვართ მოსულები, არამედ - თვითგანწმენდისათვის და სხვა ცხოვრებისათვის მოსამზადებლად"
/ღირსი პაისი ათონელი/
"რამდენადაც შესაძლებელია, ყოველივეს სიმდაბლით იქმოდე. რასაც აკეთებ, ყოველივე ღვთისმოსაობით, ქრისტეს სახელისათვის აკეთე და არა - კაცთმაამებლობის ან პატივმოყვარეობის გამო, არა იმისათვის, რომ კაცთაგან ქება მიიღო. მხოლოდ ღვთისათვის იღვაწე! მაშინ ღმერთი დაგაჯილდოებს ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც, სიუხვით მოგანიჭებს თავის მადლს, ხოლო მომავალ ცხოვრებაში სამოთხის სიკეთეებს მოგმადლებს".
/ღირსი პაისი ათონელი/
"წმინდა მამები გვეუბნებიან, - თუ გვინდა აღდგომა ვიხილოთ, ჩვენი აღდგომა სასუფეველში მოხდეს, ჯვარს უნდა ვეცვათ მიწაზე, - ჩვენი ამქვეყნიური სურვილები, ამქვეყნიური ცხოვრების წესი, ამქვეყნიური ამაოებანი ჯვარს უნდა ვაცვათ"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ცხონების დასაწყისი საკუთარი თავის განკითხვაა"
"ცხონებად მიმყავნებელი უმოკლესი გზა არის არგანკითხვა"
/ბერი სიმეონ ჯოხაძე/
"ცხონებისათვის ადამიანის ფერისცვალებაა საჭირო. სულიწმინდით ეს ფერისცვალება დედამიწაზე, ეკლესიაში იწყება და ზეციურ ეკლესიაში გადასვლით აღარასდროს მთავრდება. მხოლოდ ეკლესიაში მოქმედი სულიწმინდის მადლით შეუძლია ადამიანს გახდეს მადლით ღმერთი მარადისობაში".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ცხონება მხოლოდ იმაში როდია, რომ ბოროტება არ გააკეთო, არამედ იმაშიც, რომ თვითონაც გმირულად დაითმინო ბოროტება"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ყველაფერი ისე მიიღე, როგორც - უდიდესი ჯილდო ღვთისაგან. ღმერთი არავის აწყენინებს. ზეცაში შენთვის მოიძებნება რაღაც, რაც დაგამშვიდებს. უდიდეს პენსიას მიიღებ, თუკი, შენ დრტვინვით თავადვე არ შეამცირე ის".
/ღირსი პაისი ათონელი/
"ამბობენ, რომ ცხონება ძნელია, მაგრამ სამარცხვინოა და პატიებას არ იმსახურებს იგი, ვინც მიუხედავად ყველაფრისა, ცხონებას ვერ მოიპოვებს"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ჩვენი ცხონება არავითარ გარეგან თვისებასა და ღირსებაზე არ არის დამოკიდებული: ის კი არ არის მთავარი - წარჩინებული პირია ვინმე თუ უჩინო, მდიდარია თუ ღარიბი, ან რაიმე უნარით დაჯილდოებულია თუ არა, არამედ ის - მორწმუნეა თუ არა, კეთილისმოქმედია, სათნო, სულიერი საზრდოობისათვის მზრუნველი, უყვარს თუ არა ღმერთი".
/წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი/
"ყველაზე ადვილი გზა ცხონებისაკენ ეს სიყვარული და სიმდაბლეა. თუკი ისინი არ გვექნება, აუცილებლად დავისჯებით. ეს ორი სათნოება მოწყალებისათვის მოსდრეკს ღმერთს და მისი ქმნილება ზეცად აჰყავს. ამ განმასხვავებელი ნიშნებით - სიყვარულითა და სიმდაბლით გამოარჩევენ ანგელოზები ღვთის შვილებს, სიყვარულით წაიყვანენ მათ, უშიშრად გაატარებენ ჰაერის საზვერეებს და აჰყავთ ნაზად მოყვარულ მამასთან - ღმერთთან".
/ღირსი პაისი ათონელი/
"ხშირად იფიქრე ზეციურ სიკეთეთა შესახებ და შენში მიწისადმი და მიწიერი ტკბობისადმი აღარანაირი სიყვარული აღარ შემოვა"
/წმ. ნილოს სინელი/
"ზეცას ადვილად ვერ მოვიპოვებთ, თუ ზეცის ღირსეულად არ იცხოვრებთ"
/წმ. დიმიტრი როსტოველი/
"მწუხარება რომ არ ყოფილიყო, სამოთხის ძებნასაც არ დავიწყებდით"
/არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი/
"ზეცაში ადის არა ის, ვინც ბევრი წაიკითხა და დაიზეპირა, არამედ ის, ვინც წმინდა, უბიწო ცხოვრებით ცხოვრობს, წერა-კითხვაც რომ არ იცოდეს"
/ღირსი მამა თეოდორე სტუდიტი/
"გაცხონოთ უფალმა ღმერთმა სიონით გამო, რომელიც დამკვიდრებულ არს იერუსალიმს, მასვე დიდება, ამინ".
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"მამაო, უფალი გვასწავლის გვიყვარდეს, მოვითმინოთ, დავმდაბლდეთ, შევინანოთ, ვილოცოთ, ვეძებოთ ზეცათა სასუფევლის გზა - და სხვა ყველაფერი მოგვეცემა"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"ცხონების მსურველს გული მუდამ სინანულისათვის გახსნილი და შემუსვრილი უნდა ჰქონდეს"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"ნუ მოექცევი ზერელედ საკუთარი ცხონების საქმეს და ნუ გექნება საკუთარი თავის იმედი"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"მხოლოდ ვილოცოთ, ვევედროთ, იმედი გვქონდეს - და უფალი მოწყალეა, გვაცხონებს, სინანულის გზასაც გვიჩვენებს და ცხონებასაც მოგვანიჭებს"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"ბევრი იკითხავს, როგორ ვცხონდეთო? ღმერთი უნდა გწამდეთ, ის გვაცხოვნებს, მისი რწმენა შეგასხავთ ფრთებს"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"გიყვარდეს, ითმინე, თავი დაიმდაბლე, თავს ყოველივე სიკეთის ქმნა აიძულე და შეიქმნები ძედ ზეცისად"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"უფალმა ბრძანა: ვინც თავს დააძალებს ხსნას განიმზადებს"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"დიდი მოღვაწე, ცათა სასუფევლისთვის თავის მაიძულებელი"
"უფალი მოწყალეა, უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მასთან ვართ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი გზა მივიდეს სასუფეველში".
/ილია მეორე/
"მნიშვნელოვანი ისაა შვილო, უკანასკნელ დღეს რას იტყვის ღმერთი, თორემ ადამიანების შეფასება ამაოა"
"ცხონებისათვის ყოვლად აუცილებელია საღმრთო მადლის შეძენა".
/წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
"პირდაპირ სამოთხეში მიდის ის, ვინც, პირველ რიგში, იმაზე ზრუნავს, რომ ყველა მისი მოქმედება ღმერთისთვის იყოს მიძღვნილი; თავის თავს ყოველ წუთს ამოწმებს, რათა რაიმეში ანგარება არ შეეპაროს. ამის შემდეგ კი, ცდილობს მოყვასს არ აწყენინოს - ეს ახასიათებს მას, ვინც ცდილობს, ადამიანური ბუნების შესაბამისად იცხოვროს".
"ყოველ ნაბიჯზე, ყოველ წუთს მოუხმე მაცხოვარს, გახსოვდეს მაცხოვარი და ცხონდები. სხვებსაც აცხონებ".
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"ნამდვილი სულიერი მებრძოლი და ცათა სასუფევლისთვის თავის მაიძულებელი გახლდათ"
"ადამიანის ჭეშმარიტი ამბიცია ღმერთთან მოხვედრის ამბიციაა და რაც ამის შესრულებაში ხელს უწყობს, ის არის ღვთისთვის სათნო და რაც ხელს უშლის - მიუღებელი".
/მამა შოთა ორველაშვილი/
"ის (სიყვარული) ყოველთა სათნოებათა საფუძველია და მხოლოდ მისი მეშვეობით ვცხონდებით ყველანი".
/ეპისკოპოსი ილია (მინიატისი)/
"რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის გზა, რომლითაც დადიოდნენ ჩვენი წინაპრები. მხოლოდ ეს გზა მიგვიყვანს ცათა სასუფეველში და არავითარი სხვა!"
/ილია მეორე/
"ვინც ამა სოფლად სული წმიდის მიერ ღვთის სიყვარულში ცხოვრობს, ის იმ სოფლადაც უფალთან იქნება, რამეთუ სიყვარული შეუძლებელია გაქრეს. მაგრამ იმისათვის, რომ არ შევცდეთ, თავი დავიმდაბლოთ, როგორც უფალი გვამცნობს: უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა (მათ. 18:3)".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"სასუფეველი ღმრთისა შორის თქუენსა არს" (ლუკ. 17:21), ასე რომ, ჯერ კიდევ აქედან იწყება საუკუნო ცხოვრება - და საუკუნო ტანჯვაც აქედან იწყება".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"ჩვენთან, ათონზე, პანტელეიმონის რუსულ მონასტერში ერთი მორჩილი იყო, რომელიც განუწყვეტლივ ევედრებოდა ღმერთს ცოდვები მიტევებას. ერთხელ ცათა სასუფეველზე ფიქრი დაიწყო და თქვა: "მე შეიძლება ვცხონდე, თუ გულმოდგინედ შევევედრები უფალს ცოდვების მოტევებას, მაგრამ თუ სამოთხეში ჩემს მშობლებს ვერ ვიხილავ, მწუხარება შემიპყრობს, რადგან მიყვარს ისინი. და რაღა სამოთხე იქნება, თუ იქ ჩემი ახლობლებისთვის ვიდარდებ, რომლებიც, შესაძლოა, ჯოჯოხეთში იყვნენ?"
ეს ცოდვილი მორჩილი ცათა სასუფეველზე ასე ფიქრობდა: "როგორც ამ სოფელშია უსიხარულო დღესასწაული, სადაც მშობლები ან ახლობლები არ არიან, ისევე მოვიწყენ სამოთხეში, თუ იქ ვერ ვნახავ ჩემს საყვარელ ადამიანებს".
ასეთ ფიქრებში იყო იგი დაახლოებით ნახევარი წელი. ერთ დღეს, მწუხრისას, მორჩილმა მაცხოვრის ხატს მიაპყრო თვალი და ერთი ხუთსიტყვიანი ლოცვა თქვა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი". და დაინახა, რომ ხატი ცოცხალ მაცხოვრად იქცა და მორჩილის სული და ხორცი გამოუთქმელი სიტკბოებით აივსო, მისმა სულმა სული წმიდის მიერ შეიცნო უფალი იესო ქრისტე, დაინახა, რომ უფალი მოწყალეა, რომ გამოუთქმელია მისი სიმშვიდე და მშვენიერება. მაშინ გაიგო, რომ ღვთის სიყვარულით მოწყლულ სულს არავინ აღარ ახსოვს, და მას შემდეგ იწვის ღვთის სიყვარულით".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"ღვთის სასუფეველი მართალთათვის ქარიშხლიანი ზამთრის შემდეგ მოსული ზაფხულის მსგავსი იქნება, ცოდვილთათვის კი მაშინ დადგება ზამთარი".
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"ყველა ადამიანი რომ ინანიებდეს და ღვთის მცნებებს იცავდეს, დედამიწაზე სამოთხე იქნებოდა, რამეთუ სასუფეველი ღმრთისა შორის ჩვენსა არს (იხ. ლუკ. 17:21). სასუფეველი ღვთისა არის სული წმიდა, ხოლო სული წმიდა ერთი და იგივეა ცაში და მიწაზე"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"თუ ჩვენ სიმდაბლის სულს შევიმოსავთ, მოვიხვეჭთ, მაშინ ჩვენთან შემოვა სასუფეველი"
/მეუფე შიო მუჯირი/
"ნეტარია, ვისაც ზეციურ დღესასწაულში მონაწილეობა ხვდა წილად. ეს არის სიმდიდრე, რომელსაც ვერავინ წაართმევს".
"ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, შემიბრალე და ნუ განმსჯი საქმეთა ჩემთაებრ!"
"მარადისობაში მუდამ ახალია ყველაფერი, იცვლება ადამიანი - ქრისტე მაცხოვარს ემსგავსება, სულიწმიდის მოქმედებით იცვლება სამყარო. პეტრე მოციქული წერს ქრისტიანთა მიმართ: "მთიები აღმობრწყინდეს გულთა შინა თქვენთა". როგორ ამობრწყინდება ცისკრის ვარსკვლავი ადამიანის გულში, ეს საიდუმლოა და მხოლოდ მარადისობაში შევიტყობთ".
"საყოველთაო აღდგომის დროს ერთმანეთს შეხვდებიან ახლობლები, ვინც ამქვეყნად სიყვარულით იყვნენ დაკავშირებული. იმედი განხორციელდება, რწმენა იქცევა ღმრთის ჭვრეტად, სიყვარული კი დარჩება მარად. აღარ იქნება განშორება და სიკვდილი, დროც კი გაქრება"
"ნამდვილი ცხოვრება გარდაცვალების შემდეგ დაიწყება"
/გურამ დოჩანაშვილი/
"ღმერთკაცი სამყაროსა და ყოველ ადამიანზე მაღლა დგას, როგორც მაცხოვარი და მსაჯული. იგი თავის ეკლესიაში ყველანაირ საშუალებას, ყოველგვარ ძალას იძლევა ცოდვისგან, სიკვდილისა და ეშმაკისაგან ადამიანის გამოსახსნელად, ამიტომ განკითხვის დღეს თითოეულს მისი საქმისამებრ მიაგებს. ეს საქმეები კი არის: აზრები, გრძნობები, სიტყვები, საქციელი, ერთი სიტყვით, მთელი ცხოვრება აკვნიდან საფლავამდე. ეს ქსოვილი იქსოვება ადამიანის ცხოვრების საქსოვ დაზგაზე დღისითაც და ღამითაც. ყოველივე ეს, ერთად და ცალ-ცალკე აღებული, ადამიანის მარადიულ ცხოვრებას განსაზღვრავს".
/ღირსი იუსტინე პოპოვიჩი/
"თუ სამოთხეში გსურს, ყველას გულწრფელად, მთელი გულით მიუტევე, რათა მტრობის აჩრდილიც კი არ დაგრჩეს"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ქრისტეს სასუფეველი ამქვეყნიური სამეფო არ არის, არამედ სასუფეველია ცათა, ღვთიური ნეტარება, უსასრულო დიდება, უკვდავი ცხოვრება, ერთი სიტყვით - სამოთხე! რა წუთშიც მას ვახსენებ, მაშინვე იხარებს სამშვინველი ჩემი, გავიფიქრებ მასზე თუ არა, ილხენს სული ჩემი. სამოთხე! კურთხეული სამშობლო პირველ მამათა ჩემთა, სასურველი ნავსაყუდელი სასოებისა ჩემისა, ჩემი ოცნების ერთადერთი მიზანი, ჩემი სიყვარულის ერთადერთი საგანი, ჩემი რწმენის უკანასკნელი ჯილდო!"
/ეპისკოპოსი ილია მინიატისი/
"ადამიანი ცათა სასუფევლის ღირსი მაშინ ხდება, როდესაც ცხოვრობს ზეციური კანონებით, რომლებიც გამოგვიცხადა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ"
/ღირსი იუსტინე პოპოვიჩი/
"გზა სასუფევლისაკენ უფლის მცნებებისაებრ ცხოვრებაა, განსაცდელში ჩავარდნილი მოყვასის შეწევნა, უქონელთა დაპურება, ქრისტიანული სათნოებებით სავსე ღვაწლი, ყველაფერი დანარჩენი კი გზაა ჯოჯოხეთისკენ"
"საკუთარი თავის დამცირება არის ის ადგილი, სადაც შეიძლება ცხოვნების მოპოვება"
/ღირსი ისაია განშორებული/
"მომავალი ნეტარი და მარადიული ცხოვრების გარეშე ჩვენი მიწიერი ყოფა უაზრო, უსარგებლო და გაუგებარი იქნებოდა"
/ღირსი ამბროსი ოპტინელი/
"თავშეკავებამ და მორჩილებამ მრავალს მოუტანა სარგებელი, აულაგმავმა თავისუფლებამ კი ბევრი დააზიანა, ბევრიც საერთოდ დაღუპა. ჩვენ კი იმისთვის დავიბადეთ, რომ ცხონება ვეძიოთ, ამიტომაც უნდა ვესწრაფოთ ყველაფერს, რასაც ცხონებისკენ მივყავართ და ვერიდოთ ყოველივე იმას, რაც მას გვაშორებს"
/ღირსი ამბროსი ოპტინელი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience