„ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად, სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი“
შეუძლებელია სუფთად ილოცო, თუკი შენი გონება შეზრდილია ამქვეყნიურ საზრუნავს, რადგან ლოცვა არის ყოველგვარ მიწიერ გულისთქმათა დატევება. შებორკილს არ ძალუძს რბენა, ასევეა ვნებით შეპყრობილი გონება, - იგი ვეღარ პოულობს ადგილს სულიერი ლოცვისათვის, ვნებითი გულისთქმები აღარ აყენებს ლოცვად.
თუკი ლოცვისას ფიქრობთ, რომ ცოდვების გამო გოდება საჭირო არ არის, - გააცნობიერეთ, რაოდენ შორს დგახართ უფალთან, მაშინ, როდესაც მოვალე ხართ მასთან იმყოფებოდეთ - ამის გააზრება გულთბილ ცრემლს გიბოძებთ.
ჭეშმარიტად ასეა: საკუთარი საზომის გაცნობიერება, საკუთარი სიგლახაკისა და უბადრუკობის განცდა, გულთბილი და ტკბილი ცრემლების წყაროდ გექცევა და წმიდა ესაიას მსგავსად თავის გაკიცხვას დაიწყებ: „...ვაი მე, დავიღუპე, რადგან თვალებმა კი მეუფე საბაოთ იხილეს!“ (ესაია 6,5). მაგრამ თუკი შენი ლოცვა არის ჭეშმარიტი და სულიერი, _ ამის მრავალ დასტურს მიიღებ; ანგელოზნი შეიკრიბებიან შენს გარშემო დანიელ წინასწარმეტყველის მსგავსად და განგანათლებენ იმ მიზეზთა შემეცნებით, თუ რა რატომ ხდება. იცოდე, რომ ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი. მაგრამ თუკი უდებებას მივეცემით და ბოროტ გულისთქმებს გავიზიარებთ, - ძალზე განვარისხებთ ანგელოზებს, რადგან მაშინ, როდესაც ისინი ჩვენთვის ამდენ სიკეთეს იქმან, _ ჩვენ საკუთარი თავისთვის არაფერს ვაკეთებთ და ამით უგულვებელვყოფთ უფლისადმი მსახურებას, ვტოვებთ უფალს და საკუთარ გულისთქმებში საუბარს ბოროტ სულებს ვუბამთ.
ილოცე მშვიდად და აუღელვებლად, იგალობე გონივრულად და კეთილგანწყობით - მაშინ ემსგავსები არწივის მართვეს, რომელიც ნელ-ნელა სიმაღლეებს იპყრობს.
ფსალმუნთა გალობა აცხრობს ვნებებს და ბორკავს ხორციელ თავშეუკავებლობას, ხოლო ლოცვა გონებას მისთვის ჩვეულ კეთილგონივრულ სიბრძნეს აზიარებს.
ლოცვა არის გონების ღირსებისთვის შესაფერისი ღვაწლი, უფრო ზუსტად კი - გონების ჭეშმარიტი გამოყენება.
ფსალმუნთა გალობა არის სიბრძნის მრავალსახეობის წარმოჩინება, ლოცვა კი - დასაბამი სულიერი ხედვისა.
სულიერი ხედვა ხელს უწყობს ლოცვას, იგი გონების აზროვნების ძალას ღვთაებრივი ხილვის ჭვრეტამდე აღამაღლებს.
თუკი უფლისგან ლოცვისა და ფსალმუნთა გალობის ნიჭი ჯერ კიდევ არ მიგიღიათ, - ითხოვეთ მუდმივად და აუცილებლად მოგეცემათ.
„...ჯერ არს მათდა მარადის ლოცვაი და რაითა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა“ (ლკ. 18,1). ნუ მოიწყენთ და ნუ მიეცემით უსასოობას იმის გამო, რომ ლოცვითი განწყობის მადლი არა გაქვთ, რადგან, თუ ითხოვთ, აუცილებლად მოგეცემათ. იგივე იგავში ნათქვამია: „დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხვენის, ამისთვის რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე... ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაი რჩეულთა მისთაი, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს.“ (ლკ. 18,5,7) ამიტომ შრომისმოყვარეობითა და მოთმინებით იდექით ლოცვად!
ნუ მოისურვებ, იმგვარად ააწყო შენი ცხოვრება, როგორც შენთვის საუკეთესოდ მოგეჩვენება, არამედ იყოს ისე, როგორც ღმერთი ინებებს. თუ ასე მოიქცევი, მადლიერი იქნები და უშფოთველ ლოცვას შეძლებ!
ვილოცოთ...
დიდი მადლობა ნათია
ბევრი რამ გავიგე და მართლაც დამეხმარება აქ წკითხული
ლოცვა არის გულის და გონების აღვლენა ღვთისადმი, მოკრძალებით საუბარი კაცისა ღმერთთან.
ლოცვაში ჩვენ ვადიდებთ ღმერთს, მის დიდებას და სიბრძნეს, ვთხოვთ ჩვენთა საჭიროებათათვის და ვმადლობთ მოცემულ წყალობისათვის. ამიტომაც არის სამის სახე ლოცვისა _ ლოცვა დიდების მეტყველებითი, თხოvniT მესამე აგარ მახსოვსს
დიდი მადლობა,უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს,რათა არ მოაკლდეს და შეემატოს ტანჯულ ერს შენისთანა ქრისტიანები.
ძალიან მიყვარს ბუნებაში განმარტოებით სეირნობა. ფონიჭალაში არის პატარა გორა და ზედ ღვთისმშობლის კოხტა ეკლესია დგას, რომელიც სამწუხაროდ თითქმის სულ დაკეტილია. აი, აქ მიყვარს ხოლმე ასვლა ნაძვნარში და ფიქრი. ასე მგონია ამ დროს ვლოცულობ ყველაზე გულწრფელად და ამ დროს ვარ ყველაზე ახლოს ღმერთთან.
„ლოცვითი ღვაწლის მიზანი ღმერთზე განუშორებელი ფიქრის მიღწევაა“.
/დეკ. შიო პაიჭაძე/
“თუ ადამიანი ცუდად ცხოვრობს, ესე იგი ცუდად ლოცულობს, ხოლო თუ ცუდად ლოცულობს, იმიტომ, რომ ცუდად ცხოვრობს.“
/მეუფე სვიმეონი (ცაკაშვილი)/
„ლოცვას ხომ ღმერთთან საუბარი ჰქვია, ხოლო ამ საუბარში, გნებავთ თხოვნაში, საბოლოო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის“.
"წინასწარმეტყველი ილია თავ-მუხლმოდრეკით ლოცულობდა. რამდენიმე წუთში უფალი მოალბო და მან თავისი რისხვა წყალობად შეცვალა."
"ლოცვით, ღვთის სიტყვით ყოველგვარი არაწმინდება განიწმინდება. ულოცველად სული მკვდარია მადლის წინ".
/წმ. ნექტარიოსი (ტიხონოვი)/
"ტრაპეზის მზადება გამოსცდის ნაყროვანს, ღვთის მოყვარეს კი გამოსცდის ლოცვის ღვაწლი".
/წმ. იოანე სინელი/
"რასაც აკეთებთ, ისე აკეთეთ, რომ სიმხურვალეს უწყობდეს ხელს და გულს არ აციებდეს; კითხვაც, ლოცვაც, შრომაც, სხვებთან საუბარიც, ერთ მიზანს უნდა ემსახურებოდეს - არ მიგიყვანოთ გულის გაციებამდე.
შესვენების გარეშე მოკლე ლოცვით, თქვენი შინაგანი ღუმელი გაახურეთ და უფთხილდით გრძნობას, რომ მათი მეშვეობით არ გაჟონოს სითბომ.
გარეგანი შთაბეჭდილებები ძალიან ძნელად ეწყობიან შინაგან საქმიანობას".
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"საუბრის დროსაც, საუბრის დაწყებამდე, საუბრის შემდეგაც და ყოველ ჟამს და ყოველ ადგილას უნდა ვუხმობდეთ ღვთის სახელს.
წმნიდა წერილი ამბობს: "მოუკლებელად ილოცევდით" (1თესალ. 5,18), რამეთუ ამით განქარდება ყოველი განსაცდელი".
/წმ. ბარსანუფი დიდი/
ეს დალოცვა ძალიან მომეწონა
"ვინც გაგაჩნია, ყველა გიცოცხლოს"
"მეგობრებო, მოდით, ვილოცოთ ერთად, რომ უფალმა გვაჩუქოს ერთმანეთის დათმენის უნარი და ადამიანებისადმი უანგარო, თავგანწირული სიყვარულის გრძნობა".
/ბერ-მონაზონი ერმოლაოსი (ჭეჟია)/
"- ნუ შევდუგებით ლოცვას წინასწარი, თუნდაც ხანმოკლე მომზადების გარეშე;
- ლოცვის დამთავრებისთანავე, მაშინვე ნუ გადახვალთ ჩვეულებრივ საქმიანობაზე;
- შინაგანი ლოცვა უნდა ვითხოვოთ უფლისაგან, როგორც მოციქულებმა სთხოვეს უფალს: "უფალო, გვასწავლე ლოცვაი" (ლუკ. 11,1)"
/მღვდელი იოანე სამხარაძე/
ლოცვა ნებისმიერ ადგილას შეიძლება?
"მლოცველის თვალები რაიმე კონკრეტულზე არ ფიქსირდება, სადღაც შორს იყურება, თითქოს გადის ამქვეყნიდან".
/მამა თეოდორე გიგნაძე/
"უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით, უნდა გწამდეთ და მერე უნდა ილოცოთ, ლოცვა არის შედეგი რწმენისა, თუ რწმენა მტკიცე არ არის, ლოცვაც უძლური და სუსტი იქნება, როცა ლოცვა აქედან ადის, იქიდან მადლი გადმოდის, აქედან ვედრება ადის, იქიდან ლოცვა-კურთხევა გადმოდის, ასეთი კავშირი ძლიერია".
/ილია II/
ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ ლოცვას ყოველთვის დადებითი შედეგი მოაქვს? ანუ უარყოფითი არ შეიძლება იყოს რაიმე ლოცვაში და მის შემდეგ?
"ლოცვის მიზანი - ეს შეხამებაა გულისა იესო ქრისტეს სახელთან. თუკი ადამიანმა უწყვეტ ლოცვას ამქვეყნიურ ცხოვრებაში ვერ მიაღწია, მაგრამ გამუდმებით ცდილობდა ამას, უფალი სიკვდილის ჟამს ფრთების მსგავს ლოცვას მიჰმადლის, რომლითაც სული ცად აიჭრება, საერთოდ კი უწყვეტი გულისმიერი ლოცვა სწორედ ის დიადი განძია, რომელიც დიდი შრომით მოიპოვება".
"გარეგნულს არ ძალუძს მისცეს ადამიანს ბედნიერება, თუკი მის სულში აყროლებული ორმოა, გულში აღსრულებული ლოცვა კი პირიქით, ღატაკ ქოხს სასახლედ აქცევს".
"თვალი ვადევნოთ საკუთარ გულს. გამოჩენისთანავე განვაგდოთ ზრახვები როგორც კეთილი, ასევე ბოროტი და გონება ლოცვის სიტყვებში ჩავრთოთ".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი სპეცაპარატურის მეშვეობით და გამოიკვლიეს ადამიანის ელექტრომაგნიტური გარსი ლოცვამდე და ლოცვის შემდეგ. აღმოჩნდა სრულიად ფანტასტიკური შედეგი, ადამიანის სხეულის გარსი, უფრო გამთლიანებული აღმოჩნდა ლოცვის შემდეგ".
/"ქვაკუთხედი" N1-2, 2015/
"ცხოვრების მთავარ საქმედ ლოცვის მიჩვევაა აუცილებელი, დანარჩენისა კი თანასაქმედ"
"დაწოლისას - ადამიანი ლოცვით უნდა იძინებდეს, ღამით გამოღვიძებული, ლოცვისთვის უნდა წამოდგეს; თუ იგი დღეს ლოცვას მიუძღვნის, ის ღამით, ძილშიაც ეწვევა; თუ ღამით გარკვეულ ხანს ილოცებს, მაშინ მთელი დღე სხვანაირი იქნება მისთვის.
სახარებაში მოთხრობილია ბრძენ ვაჭარზე, რომელმაც ძვირფასი მარგალიტის საყიდლად მთელი მამული გაყიდა (მთ. 13,45). ადამიანმაც უნდა გაყიდოს თავისი გონებრივი მამული - ამქვეყნიური ცოდნა, ზრახვები, მიწიერი სილამაზის სახეები, ოცნებები - მთელი ინტელექტუალური ქონება, რომელშიც მიეჩვია ცხოვრებას, როგორც საგვარეულო მამულში, უარი თქვას ყველაფერზე, რათა შეიძინოს ერთი მარგალიტი, რომელიც მთელ ქვეყნიერებაზე მეტად ძვირფასია; ეს მარგალიტი - იესო ქრისტეს სახელია; ცათა სასუფეველი ამ მარგალიტით მოიპოვება".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, სკვნილი ჯოჯოხეთში ჩაკიდული კიბეა... ის ჩვენი სულის მძიმე და ბნელი ლაბირინთების მანათობელი შუქურაა, რომელიც მარადჟამს უნათებს სინდისს, ჭეშმარიტ გზას"
/დეკ. შიო პაიჭაძე/
ვინმეს შეუძლია ამიხსნას ერთად ლოცვას რა ძალა აქვს? ზოგმა აკუსტიკაო და რადიოტალღებიო უკეთ გაედინება კოსმოსშიო თუ რაღაცა და ერესში რო არ გადავვარდე რატომ ესმის ღმერთს უფრო უკეთ როცა ბევრი ლოცულობს და ნაკლებად როცა ერთი ან რამდენიმე?
sanfol
G_saxva
ღმერთს უნდა რომ ერთმანეთი გვიყვარდეს და სწორედ ამიტომ უფრო უკეთ ისმენს ერთად ლოცვას? და შვიდგზის ლოცვები როა ეგ რა აუცილებელია? ერთმა მეგობარმა ასე ამიხსნა მაგალითად 6 საათზე ვინც გაიღვიძებს სხვებიც ხო გაიღვიძებენო და სხვადასხვა ადგილებში შეიკრება ჯაჭვი და ერთად რო ვილოცებთ ღმერთი უკეთ გაიგებსო, რაღაც არამგონია შეკრება გასაგებია ერთანეთს ვუზიარებთ სიყვარულს და ლოცვას, მაგრამ სხვადასხვა ადგილებში მასეთი რამე აღარ ვიცი რატომ ესმის ღმერთს უკეთ ვიდრე ჩვეულებრივ
sanfol
G_saxva
საინტერესოა ეგ ერთიანობა რისი მომტანია? (თანაც არ დაგავიწყდეს ერეტიკოსთან ერთად ლოცვა არ შეიძლება და ეშმაკი მარტივად შთააგონებს ურწმუნოს მაგ ლოცვას და მერე გამოგივა მთელი საქართველო ქრისტიანია არა ქრისტიანია ყველა ერთად მლოცველი) ღმერთს ვუმარტივებთ საქმეს რომ ყველამ ერთი და იგივე ვილაპარაკოთ და უკეთ გაიგოს თუ რის მიღწევას ვცდილობთ ამით? სხვადასხვა ლოცვები და სხვადასხვა დროს წარმოთქმული ლოცვები ეკარგება ღმეერთს და აღარ ესმის? ძალიან ცუდი ტენდეციაა პატრიარქმა თქვა მორჩა გადაწყვეტილია ეგრე უნდა იყოს? იქნება შენ სულს სხვა მოთხოვნილება აქვს? ღმერთმა მრავალფეროვნება შექმნა და მოეწონება შენი აზრით ყველა იდგეს და ერთი და იგივეს ევედრებოდეს?
sanfol
G_saxva
sanfol
G_saxva
ბიბლიაც ადამიანის დაწერილია ღმერთის დახმარებით და ამასთანავე იოანე მოციქული თავის პირველ ეპისტოლეში პირდაპირ ამბობს რაც მიხილავს და გამომიცდია მხოლოდ იმას გეტყვითო მას კი ქრისტე პირადად ყავდა ნანახი და არა მარტო მას და ის ასწავლიდა და ეს კანონები კიდე ძალიან ცუდად ჟღერს ჯერ მარტო კანონი რატო უნდა გქონდეს ღმერთთან როცა იცი რომ მაინც ვერ გადარჩები იმიტომ რომ კაცთთათვის ეს შეუძლებელია და მხოლოდ ღმერთს შეუძლია სინანულის ხარჯზე გაგიყვანოს მშვიდობიან ველზე.
ანუ ახლა ყველანი ერთად რომ ვლოცულობთ რა გასხვავებაა ღმერთისთვის მაინც ვერ ვხვდები, მაგ ლოგიკით შენ რაც თქვი მთელი საქართველო კი არა მთელი მსოფლიო ერთიანდება და ვინ რას ადიდებს გულში ღმერთმა იცის, ახლა მითხარი რა მნიშვნელობა აქვს 6 საათზე წავიკითხავ მაგ ლოცვებს თუ შუადღის 4ზე? მაინც არაფერი მნიშვნელობა არ აქვს ერთად ლოცვას როცა სხვაგან ვართ. და თუ აქვს გამოდის რომ ჩვენ კათოლიკეებთანაც ვლოცულობთ, მუსლიმანებთანც და რავიცი კიდევ და ვექვემდებარებით უზიარებლობას
sanfol
G_saxva
იმედია არ დაგავიწყდება პასუხის გაცემა
A.V.M
კარგი
"მამა საბა [ახალი კალიმნოსელი] ლოცვის მუშაკი იყო და საკუთარ თავს სამიპოსტასიანი ღმერთის ჭვრეტით ტკბობას აიძულებდა. გონიერი ლოცვის წყალობით დაივიწყა ყველაფერი და განთავისუფლდა არ მარტო ბიწიერი, არამედ უბიწო სურვილებისგან - ანუ მას აღარ სჭირდებოდა არც ძილი, არც საჭმელი, არც თავშესაფარი და სითბო"
"ღირსი მამა ერთ საათსაც ვერ ძლებდა ულოცველად"
sanfol
G_saxva
G_saxva
გასაგებია მადლობა
"ლოცვა ისე წარმოთქვი, თითქოს ცხოვრებაში პირველად ამბობ"
"ვისაც არა აქვს გამბედაობა იმისა, რომ ტელევიზორი მოიშოროს, იესოს ლოცვას ვერასდროს მოიხვეჭს. ეს იქნება არა ლოცვა, არამედ ბგერათა შეხამება შინაგანი არსის გარეშე. ასეთი ადამიანი ემსგავსება კაცს, რომელიც თავის ოთახში კანალიზაციის მილები გაიყვანა და შემდეგ იქ სტუმრები დაპატიჟა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ღმერთის შემეცნების ყველაზე საიმედო და სარწმუნო გზა სუფთა, ანუ მართალი ლოცვაა"
"მარადიული ღვთაებრივი სუნთქვის შეგრძნების შესაძლებლობა მაშინ ჩნდება, როდესაც ჩვენი სული მთლიანად ლოცვად გადაიქცევა"
/არქიმანდრიტი სოფრონი/
"სუფრიდან ისე უნდა ავდგეთ, რომ ლოცვის სურვილი გვქონდეს"
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"ლოცვა უფლისადმი წმინდა საუბარია"
/დავით სურგულაძე/
"ვევედრეთ უფალს, რომ არ დატოვოს ჩვენი ლოცვა მხოლოდ ბაგეზე, არამედ მოგვცეს ძალა, მისი შესაფერი ცხოვრებით შთავბეროთ მას სიცოცხლის სული"
"ლოცვისას იხილავ შენში არსებულ შენიღბულ (როგორც ფარულ, ისე აშკარა) ვნებებს, რადგან ყოველი დაფარული ლოცვით ცხადდება"
/დავით სურგულაძე/
"წმინდა მამები ლოცვას ცხოვრების სუნთქვას, სულის ნერგებს, ადამიანის სულში ჩამავალ ოქროს წვიმას უწოდებდნენ"
"თვით "გახსენება" ლოცვისა, ლოცვის სურვილი - მადლის მოქმედებაა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ შვიდგზის ლოცვებს. ასეთი გაერთიანებული, გამთლიანებული ლოცვა არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ეს ჩვენი მოგონილი არ არის. ფსალმუნში წერია: "შვიდ გზის დღესა შინა გაქებდე შენ, უფალო". სამწუხაროდ, ათასწლეულების განმავლობაში ეს ტრადიცია დავიწყებული იყო და საქართველოში აღსდგა"
/ილია II/
"ყველაფერი ღვთის სახელით აღვასრულოთ, მის სადიდებლად მივმართოთ, შევიცნოთ მისი ნება. ყოველგვარი საქმე მისდამი ლოცვით მოვიცვათ... ლოცვით დავიწყოთ, აღვასრულოთ და დავასრულოთ. თავდაპირველად კურთხევა ვითხოვოთ, აღსრულების დროს - შეწევნა, ბოლოს კი მადლიერება აღვავლინოთ, რადგან მან თავადვე აღასრულა ჩვენი მეშვეობით თავისი საქმე.
როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი? აი, ხოტბა-დიდება, რომელიც საკუთარ თავს უნდა შეასხათ: ცბიერი, მერყევი, ამაყი, უმადური, ულოცველი, გულმწყრალი, ყოვლად უხმარი და უღირსი. ეს ხშირად იმეორეთ. არა ისე, რომ გონებაში აღიბეჭდოს და მახსოვრობით წარმოითქვას, არამედ ისე, რომ სულმა ილაპარაკოს".
"უფალს უნდა ვთხოვოთ შეწევნა, ბაგეზე დავიქსოვოთ:
უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! ნება ღვთისა - ეს ჩვენი ცხონებაა"
"როცა გული სავსებით იწმინდება, მაშინ აღევლინება განუწყვეტელი ლოცვაც"
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"... ყველა ქრისტიანს ურჩევდა გამუდმებულ ლოცვას, როგორც ძალისა და სიმტკიცის დაუშრეტელ წყაროს"
''თუ გული ცარიელია, ამაოდ ლოცულობენ ბაგენი.''
წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)
''უგულისყურო და ზარმაცი ლოცვა ამაოდმეტყველებაა.''
წმ. ანტონი დიდი
''მორწმუნეთა ლოცვა უდიდესი წამება და შიშია ბოროტი სულებისათვის.''
წმ. ნილოს სინელი
''ვინც საკუთარ თავს ცოდვილად არ თვლის, მის ლოცვას ღმერთი არ შეისმენს.''
წმ. ისააკ ასური
''ლოცვისას ხილულ ოცნებასა და ჩვენებას ნუ მიიღებ, რათა ჭკუიდან არ შეცდე.''
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
''ავის ხსოვნა და ლოცვა იგივეა, რაც ის, რომ ზღვაში თესო და მოსავალს ელოდო.''
წმ. ისააკ ასური
betaneli giorgi
"ვერანაირი გარეგნული ღვაწლი ვერ ჩაანაცვლებს შინაგან ლოცვას, რაც საუნჯეა მართლმადიდებელი ეკლესიის საგანძურში"
"ლოცვა რაღაც დამატებითი საქმე კი არ არის, არამედ ცხოვრების წესია"
"გონებრივ-გულისმიერი ლოცვა"
"ნუ შეწყვეტ ლოცვას, ოდეს მაცდურმა უგრძნობლობა გულისა შეგამთხვიოს. სულით მშრალი, თუ ლოცვას განაგრძობ, ცრემლით მლოცველზე მაღლა დადგები".
/იღუმენი არსენი/
"ადამიანს შეუძლია უფრო ღრმად შეიცნოს ღმერთი ლოცვით, ვიდრე წიგნებით"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"კართა მიღმა რჩება და არ შეიწყნარება ის ლოცვები, უსიყვარულოდ რომ აღევლინება უფლისადმი. რამეთუ მხოლოდ სიყვარული განუღებს კარს ლოცვებს"
/წმ. ეფრემ ასური/
"სხვა სახე ისაა, რომ გული ყოველჟამს სიღრმისეულად მდუმარე და ყოველგვარი გულისზრახვისგან მყუდროქმნილი გვქონდეს და ვლოცულობდეთ"
/წმ. ევსუქი ხუცესი/
"ლოცვა დამღლელი შრომა როდია. იგი შინაგანი საქმიანობაა, სულის თბილი განაზებაა. ეს კია, ლოცვა მარხვასა და მღვიძარებას საჭიროებს. მარხვა ვნებებს აცხრობს, მღვიძარება კი კლავს. ლოცვა ზეცამდე აღაფრთოვანებს ადამიანს, უგზავნის რა ზეციურთა ნიჭთა".
/წმ. ანთიმოზ ქიოსელი/
"უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ადამიანი გვთხოვს ლოცვით შეწევნას, ის გვთხოვს, რომ ჩავდგეთ მასა და ღმერთს შორის, გავხდეთ მისი გულშემატკივარნი და შუამავალნი, რაც გვავალდებულებს მეტს, ვიდრე უბრალო სიტყვებია"
/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/
"სხეულმა იშრომოს - სულმა კი ილოცოს! დაე, ჩვენმა გარეგანმა კაცმა თავისი ხორციელი საქმეები აკეთოს, შინაგანმა კი სრულიად უძღვნას თავი ღმრთის სამსახურს"
"ღმერთი, რომელმაც ყოველივე საიდუმლო უწყის, ხედავს გონებით ლოცვას, სულიერ ლოცვას და მის წილ უდიდეს აშკარა ნიჭებს მომადლებს კაცს.
ო, ღვაწლო, ჭეშმარიტად საკვირველო და საკვირველთ საკვირველო - ხორციელად კაცთა შორის მიმოიქცევი, გონებით კი ღმერთთან საუბრობ!
წმინდა ანგელოზებს ემსაგვსები და მამა შენი, მხედველი დაფარული ლოცვისა, რომელსაც მას აღუვლენ შენი გულის საიდუმლო სიღრმეებიდან, განცხადებულად მოგაგებს უდიდეს სულიერ ნიჭებს.
რაც უფრო კარგად დავუცობთ თავს ჭურჭელს, მით უფრო სურნელოვანს ხდის მას მირონი. ლოცვაც ასეა - რაც უფრო ჩავკეტავთ მას გულში, მით უფრო უხვად მოაქვს საღმრთო მადლი"
/წიგნიდან "ფილოკალია"/
"განთიად წარდგე შენდა" - დიად საქებარია გულმოდგინება - სარეცელიდან მაშინვე ღმერთს წარუდგე და მზის ამოსვლამდე აღუვლენდე მადლიერებას"
"უფალს ვთხოვოთ, დაგვამდაბლოს, შეგვაგუოს სიწმინდეს"
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"საუბრის დროსაც, საუბრის დაწყებამდე, საუბრის შემდეგაც და ყოველ ჟამს და ყოველ ადგილას უნდა ვუხმობდეთ ღმრთის სახელს. წმინდა წერილი ამბობს: "მოუკლებლად ილოცევდით" (I თესალ. 5,18), რამეთუ ამით განქარდება ყოველი განსაცდელი".
/წმ. ბარსანოფი დიდი/
"დილის ლოცვა ადამიანისთვის იგივეა, რაც დილის ნამი მცენარისთვის. ის, ვინც დილით საჭირო ყურადღებით ლოცულობს, მთელი დღის მანძილზე უფრო ბედნიერი და მშვიდია"
/პროტოპრესვიტერი ი. ტოლმაჩოვი/
"როცა ღვთის მადლში ვართ, მაშინ ჩვენი ლოცვა ხდება წმინდა. ვილოცოთ განუწყვეტლივ, საწოლშიც, დასაძინებლად რომ ვემზადებით, ან როცა ვისვენებთ"
/ბერი პორფირი/
"მუდმივად ილოცე ყოველი საქმის დროს, რათა ღვთის შეწევნის გარეშე არაფერი გააკეთო.
განუწყვეტლივ მლოცველი გონება თრგუნავს გულს, ხოლო შემუსვრილი და დამდაბლებული გული უფლისგან უგულვებელყოფილი არ იქნება".
/წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)/
"სამუშაოს ისე უნდა უყურო, როგორც ღვთისგან მოცემულ მორჩილებას. უნდა შეასრულო ის, როგორც ღვთის სახის წინაშე - გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად.
ამასთან, ყოველთვის აზრად გქონდეს, რომ ჩვენ არა ხალხს, არამედ თვით უფალს ვემსახურებით.
თუკი ჩვენ იმისათვის არ ვმუშაობთ, რომ სამუშაოსგან სასწრაფოდ თავდაღწეულებმა სულიერად ვიცხოვროთ, არამედ ისე, რომ მისი მეშვეობით ღმერთს სათნო ვეყოთ, მაშინ თვით სამუშაო გახდება სტიმული ლოცვისათვის, თუნდაც იმაზე მეტი დრო, ძალისხმევა და შრომა მოითხოვოს, ვიდრე უწინ.
მაშინ ლოცვასთან შეერთებული ცხოვრება მთლიანად მისი შუქით იქნება განმსჭვალული, მაშინ მოიპოვებს სიმშვიდეს ჩვენი სინდისი".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
ჟურნალი "კარიბჭე" N7, 2015, გვ. 63/
უეჭველად გულით უნდა ვილოცოთ. გული უნდა მივუახლოვოთ ღმერთს, თორემ სხვანაირად გაგიჭირდება ლოცვა. როცა გულით და სიყვარულით ლოცულობ, ყოველთვის სასიამოვნოა და მსუბუქი. ყველა საქმე ადვილად კეთდება, თუ მას გულით და ღვთისადმი სიყვარულით ვაკეთებთ.
/წმინდა იოანე კრონშტადტელი/
"ადამიანმა თავი მოკრძალებულად და უბრალოდ უნდა დაიჭიროს თავის თავთან დარჩენისას, ან ძილად მისვლისას უნდა ახსოვდეს, რომ ის მარტო არაა, არამედ მასთან მფარველი ანგელოზი იმყოფება.
წმინდა მამები გვირჩევენ, ლოცვის დროს განსაკუთრებულად შემართულნი ვიყოთ, ფეხი არ მოვინაცვლოთ, სხეული არ მოვადუნოთ. თუ ადამიანი ძლიერ დაღლილია, უმჯობესია დაჯდეს და რამდენიმე ხანს ასე ილოცოს.
რაც შეეხება მეტანიებსა და მუხლდრეკას, ეს ჩვენი თაყვანისცემის გამოხატვაა ღვთისადმი. აქ მოძრაობა და ჟესტი ერთგვარად სიტყვას ავსებენ, მას აძლიერებენ და აღრმავებენ.
ლოცვისას სხეული არც მოდუნებული უნდა იყოს, არც ზედმეტად დაძაბული. პირველი ადუნებს, თითქოს აძინებს, მეორე კი ქანცავს. სხეული შემართული უნდა იყოს, შინაგანი მზადყოფნის მდგომარეობაში, როგორც ის არის ხოლმე, იმ სამუშაოს შესრულების წინ, რომელსაც ძალისხმევა და სისწრაფე სჭირდება, როცა ადამიანი თითქოს თავის კუნთებს შეიგრძნობს, ვიდრე მათ დაჭიმავს"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ლოცვა არ სცილდებოდა მის [ღირსი ევსტატი] ბაგეს. ლიტურგიის დროსაც კი "უფალო, შემიწყალეო", იმეორებდა".
"ნეტარი [წმ. სერაფიმ საროველი] მშრალად და ოდენ მოვალეობის მოსახდელად წარმოთქმულ ლოცვებს კი არა, თვით ლოცვის სულს აფასებდა"
"როდესაც ლოცვისას გული და გონება ერთდება, გულს სულიერი სითბო განმსჭვალავს და იგი ქრისტეს ნათლით ივსება, შინაგან კაცს მშვიდობასა და სიხარულს რომ ანიჭებს...
თუ ლოცვისას გონება დაგვეფანტა, უფალს შენდობა ასე უნდა ვთხოვოთ:
- "ვცოდე, უფალო, სიტყვით, საქმით, ფიქრით და ყოველი გრძნობით!"
/წმ. სერაფიმე საროველი/
„მუდამ ილოცეთ კეთილისმყოფელთათვის, მაგრამ სიტყვით მადლობას ნურასოდეს გადაუხდით, - არიგებდა ბერი [წმ. სერაფიმე საროველი] თავის „ობლებს“, - რადგან მადლობის გარეშე დამსახურებულ ჯილდოს სრულად მიიღებენ... შემომწირველს ძღვენი თავისთვის კი არა, უფლისთვის მოაქვს, ამიტომ, დაე, ღმერთს ჰმადლობდნენ, რომ მათი ძღვენი შეიწირაო“
“თუმცა არსებობს ზიანის მომტანი, სატანისაგან თავსმოხვეული მწუხარებაც, უმიზეზო და უაზრო, რომელსაც ზოგი ჭმუნვარებით იხსენიებს. ამიტომ აუცილებელია, მწუხარების დემონი ლოცვით და ფსალმუნთგალობით განვაგდოთ“
"ლოცვა უფალთან ყოფნას ნიშნავს"
/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/
"ადამიანი ლოცვის ყოველ სიტყვას მოწიწებით უნდა მოეკიდოს.
იმათ, ვისაც უნდა, რომ მეცნიერებათა მეცნიერება - ლოცვა შეისწავლოს, ყოველი სიტყვა უნდა აწონ-დაწონოს და გაიაზროს. უნდა დაემსგავსოს ძუნწს, რომელსაც, ვიდრე ფულს მოგცემდეს, დიდხანს უჭირავს ის, ფიქრობს".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"კარგია ლოცვის დროს წელამდე და მიწამდე თაყვანისცემის შესრულება; ამასთან, ჯერ ლოცვის წარმოთქმაა საჭირო, შემდეგ კი მეტანიის შესრულება. ამის გაკეთება ლოცვის დროს არ შეიძლება. მეტანიები ადამიანურ ამპარტავნებას თოკავს და სულს აფხიზლებს"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
„ჩვენი ყოველი საქმე, სიტყვა და აზრი - ეს ნიადაგია, რომელზეც გაიზრდება, ან დაჭკნება ლოცვითი მდგომარეობის ყვავილი.“
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"მამა ექვთიმე ბერძენი (ათონელი, +1966) ამბობდა:
თუ ვინმეს გარდაცვალებას გაიგებ, სადაც არ უნდა იყო, რასაც არ უნდა აკეთებდე, დაუტევე ყველაფერი და ილოცე გარდაცვლილისთვის.
თუნდაც საბერო კანონი გქონდეს აღსასრულებელი, ამ დროისთვის ყოველი საქმე დაივიწყე და ილოცე შესვენებულისთვის"
"ლოცვა - ეს გონებისა და გულის მოწყვეტაა მიწისგან და მისი მიმართულებაა მარადისობისკენ"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ღვთის სადიდებელი ლოცვების გაუგებრად და აჩქარებულად თქმა სრული კატასტროფაა.
ზოგჯერ ადამიანი ვერ ხვდება, როგორი მადლიერი უნდა იყოს ღვთისა და შესაბამისად, როგორი სინანული უნდა ჰქონდეს"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ადამიანის ლოცვა ღვთისადმი, არის ეს მიცვალებულისათვის, თუ ცოცხალთათვის, ქმედითია მაშინ, როდესაც თავად ადამიანი ცხოვრობს ქრისტეს მცნებებით.
გულწრფელი, ღრმა სასოებით აღვლენილი ლოცვა შეუძლებელს შეიძლებს"
"თუკი ლოცვის სიტყვებს გული გამოეხმაურა, მაშინ ის მთელმა ზეცამ გაიგო. თუკი ლოცვის სიტყვები სულის სიღრმიდან ამოიღვარა, მაშინ მათ უფლამდე მიაღწიეს"
"ლოცვის დროს სასარგებლოა აზიდული დგომა, როგორც მწკრივში და მეტანიების კეთება, რომელიც ლოცვის "დამხმარე ენას" წარმოადგნეს.
დაღლილობისა და ავადმყოფობისას შეიძლება ჯდომა, მაგრამ არა წამოწოლილი, არა იდაყვზე დაყრდნობით, არა სკამის საზურგეზე გადაწოლით, არამედ სწორად, შეერთებული ფეხებით, ოდნავ აზიდული მუცლით და მოდრეკილი თავით - ეს ყოველივე თვლემისგან ბრძოლაში გვეხმარება"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"მუხლმოდრეკა ვედრების მძაფრი გამოხატულებაა, რომელსაც თან სინანული სდევს. ამ მდგომარეობით მლოცველი სათხოვარის აუცილებლობას ხაზს უსვამს"
/დეკ. ლევან ფიროსმანაშვილი/
"წმიდა იოანე ოქროპირი აღნიშნავს, რომ ლოცვა, ეს არის ადამიანების ერთობა ანგელოზებთან, ადამიანებისა და ანგელოზების ერთობლივი საქმიანობა. ოღონდაც აქ, დედამიწაზე, ჩვენს ლოცვას აქვს სიტყვიერი ფორმა. ანგელოზების ლოცვა კი, ეს რაღაც სხვა არის, ეს მათი სულების უშუალო დამოკიდებულებაა ღმრთისადმი".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"სახლში სალოცავი კუთხე ჩვენს შინაგან ცხოვრებას გამოხატავს.
ლოცვის შემდეგ უნდა მივიღოთ ნაკურთხი წყალი და სეფისკვერი".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"დროს განუწყვეტლივ ლოცვასა და ღვთის ხსოვნაში ატარებდა, სანამ ლოცვა - სუნთქვად არ ექცა"
"მომავალ ბერს, მამა იკონს კი ასე განსწავლიდა [წმ. სერაფიმე საროველი]: - მოკუმული ბაგეებით და ნესტოსმიერი სუნთქვით ილოცე. ამგვარი ლოცვა ხორციელ ზრახვათა განსაქარვებელი შოლტიაო!"
"ბაგეზე ლოცვით მდუმარედ მიჰქონდა მხურვალე სული უფალთან"
"არ არის წამი, რომ სამყაროს ნებისმიერ ადამიანზე ღვთისგან წყალობა არ გადმოედოს. ამ წყალობის გარეშე, სამყარო ამდენ ხანს ვერ იარსებებდა... უფლისთვის მადლიერების ძირითადი სახე კი მაინც ლოცვაა"
/მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)/
"...მოგვმადლე სარწმუნოებაი ჭეშმარიტი, ძალი წყლისა და ძლიერებაი ცეცხლისა..."
/უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა/
"დაუდუმებელი გალობაა საჭირო, რათა უფლის მადლი მივიღოთ და მისი სიყვარული გულში დავიმარხოთ"
"შინაგანი ლოცვა სულიერი ცხოვრების პირადი მსახურების მთავარი ხერხემალია, რომელიც პირად ცხოვრებაში, ცხოვრების წესში გარეგნულად გამოიხატება და ხდება განთავისუფლება ფანატიზმისა და ფარისევლობისაგან.
შინაგანი გარეგნულთან უწყვეტ კონტაქტშია, ეს ბუნებითია ადამიანასთვის და ვერ გავექცევით, ამიტომ საჭიროა ერთი ხმა და სუნთქვა სულიერი.
გიგალობ შენ, უფალო, ცხოვრების წესით უნდა უგალობოთ უფალს, რადგანაც ცხოვრებაა მთავარი ქრისტეში"
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"ლოცვა არის შეხვედრა. ეს არის ღრმა ურთიერთობა, რომელიც არ შეიძლება აიძულო ან საკუთარ თავს ან ღმერთს"
/მიტროპოლიტი ანტონი (სუროჟელი)/
"ჩვენთვის, ადამიანთათვის, უკანასკნელი და მისაწვდომი საწყაო, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვისთვის, ლოცვაა"
"რაც უფრო მეტად უყვარს ადამიანს უფალი, მით მეტად ლოცულობს, ლოცვა არ სწყინდება. თუკი ადამიანს ჭეშმარიტად უყვარს უფალი, მას იძულება არ სჭირდება ლოცვისთვის, არამედ სიამოვნებით, სიხარულით ლოცულობს"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"იძულება მათთვისა საჭირო, ვინც უფრო მეტად მიწიერ საქმეზე ფიქრობს"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ლოცვას ისე შეეჩვია, ვეღარ თრგუნავდა დემონი"
"წმინდა დომეტიანემ ერისკაცობაზე უარი თქვა და ცხოვრებას ლოცვა-მარხვაში ატარებდა"
"როგორ ვცხონდე, როცა ყოველ ნაბიჯზე ცოდვა დგას და ყოველ წუთს ვცოდავ? - იკითხავ შენ. ამის პასუხი მარტივია: ყოველ ნაბიჯზე, ყოველ წუთს მოუხმე მაცხოვარს. მუდამ გახსოვდეს უფალი და ცხონდები, სხვებსაც აცხონებ"
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"დიდი სიმაღლეა ღმერთის მუდამ ხსენება! მაგრამ ეს მეტად სახიფათოა მაშინ, როცა მისკენ მიმავალი კიბე არ ეყრდნობა სიმდაბლის ურყევ კლდეს"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"მყუდროება თავისთავად საიდუმლო ლოცვაა, ის ძალზე ეხმარება გარეგნულ ლოცვას, რომელიც ჰაერივით უჩინოა, მაგრამ კაცისთვის აუცილებელი"
/მამა პაისი ათონელი/
"წმინდა იოანე კიბისაღმწერელი რწმენას ლოცვის აღსრულების გასაღებს უწოდებს. სადაცი იგი (რწმენა) არ არის, ლოცვა წარუმატებელია. ასე რომ, თუ ზოგჯერ შენი ლოცვები ამაოა, პირველ რიგში გამოიკვლიე, გაქვს კი რწმენა?"
"გულითადი ლოცვისთვის თავს ნუ დაიშურებ, თუნდაც მთელი დღე შრომაში გქონდეს გალეული. ნუ მოეშვები და გულიდან ელაპარაკე ღმერთს, გული ღვთისაა"
"დღემ რომ ღვთისნიერად, მშვიდობითა და უცოდველად ჩაიაროს, ამის ერთადერთი საშუალება დილით, ლოგინიდან წამოდგომის შემდეგ, გულწრფელად ლოცვაა. ასეთი ლოცვის მერე ქრისტე, მამა ღმერთი და სულიწმიდა ივანებს გულში და სულს სიმტკიცესა და ძალას ანიჭებს ბოროტთან შებრძოლებისას"
"შეიძლება რაღაც დროით ლოცვა იყოს ერთობლივი, მაგრამ ინდივიდუალური ლოცვა, უფლის წინაშე მარტო ყოფნა, უფრო მეტი გრძნობების და სიკეთის მომტანია, ვიდრე საყვარელ ადამიანებთან ერთად ლოცვა"
/მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)/
"თუ ვლოცულობთ და ღმერთთან ურთიერთობას ვეძიებთ, ვერ ვიცხოვრებთ, რომ მისი სიტყვა არ აღვასრულოთ"
/მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)/
"რელიგია, როგორც განცდა, ურთულესია. იმ უშუალო და სპეციფიკურ განცდას, რომელიც ღმერთთან ურთიერთობის შესაძლებლობას გვაძლევს, ლოცვა ეწოდება"
/მღვდელმთავარი ლუკა ვოინო-იასენეცკი/
"სინანულში იშვება ცეცხლი - ლოცვა, რომელიც წვავს ცოდვას"
"ლოცვა სულს ღმერთთან აახლოებს, იქ კი სიცოცხლის ფესვია; სულისაგან სხეულიც ეზიარება იმავე სიცოცხლეს"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"მლოცველი ადამიანი, - ამბობს წმინდა სილუანი [ათონელი], - გრძნობს მსოფლიოს მდგომარეობას უფლისგან გამოგზავნილი ინფორმაციით". ასე იწყებს ის გულისტკივილით მთელი მსოფლიოსთვის ლოცვას, და არ საჭიროებს ახალი ამბების მოსმენასა და ყურებას"
/არქიმანდრიტი ეფრემი
ათონის მთის ვატოპედის მონასტრის იღუმენი/
"ძალიან საინტერესო ტერმინია: "ალილუია", რომელიც ძველ ებრაულიდან, პირდაპირ, უთარგმნელად გადმოვიდა თანამედროვე ენაში. ეს სიტყვა ასე ითარგმნება: "აჰა, უფალი და ადიდეთ იგი". ანუ ეს არის იმ ხალხის მიერ წარმოთქმული სიტყვა, რომელიც საკუთარ თავში ხედავს და ჭვრეტს უფალს და იცის, რომ იგი არის ჩვენი მხსნელი და მაცხოვარი... და თუკი უფლისკენ არ ვივლით "ალილუიას" აღვლენითა და ლოცვებით, ვერასოდეს მივალთ მასთან"
/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/
"ლოცვა, გარკვეულწილად, არის შრომა"
/მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)/
„როგორც ღმერთია უსასრულო, ისეთივე უსასრულოა ლოცვა“
/მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)/
„ღვთის წინაშე უნდა ვიდგე, როგორც მონა უხმარი. მუდმივად დამდაბლებული გულია საჭირო, რომ ლოცვა შეისმინებოდეს“
/მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)/
Молитва - показатель любви. Если человек никогда ни о ком не молился, это значит, что он никого не любит. И трудно ему понять глубокий смысл слов, сказанных преподобным Силуаном Афонским: "Молиться за людей - это кровь проливать".
Протоиерей Андрей Ткачев.
Вы говорите: «Мне некогда молиться, у меня много дел». Но именно потому, что у тебя много дел, ты и должен молиться, чтобы хорошо исполнить все эти дела.
Священник Николай Голубцов
„ლოცვა არის როცა ამბობს სიტყვებს, მაგრამ განიცდი მდუმარებაში... თუ შენ ლოცვისას, მდუმარებაში არ იმყოფები, არ განიცდი – ის ლოცვა ლოცვა არ არის... იმიტომ, რომ ლოცვა ბადებს „რაღაცას“, რომელიც სიტყვით აღარ გამოითქმება... სიტყვა ვერ იტევს მას...“
დეკ. თეოდორე (გიგნაძე)
ძმაო!
ხომ გესმის შენი დღიური ლოცვა: „მომიტევენ ჩენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენც მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“ - ამ ლოცვას აქვს ორი ძალა: ერთი ცხოვნებისა და მეორე – წარწყმედისა. ეს ლოცვა ზოგსა აცხოვნებს და ზოგიერთსა დასჯის.
უმრავლესნი პირნი ამ ლოცვის მთქმელნი სთხოვენ ღმერთს თვის დასჯას. ნუ გაიკვირვებ, და თუ ვითარ არს ესე, მოგახსენო: შურიანი და მტერობის მიმდევარი და ძმის მოძულე კაცი, როცა ლოცულობს ლოცვასა ამას, მაშინ იგი სწორედ თავის დასჯას თხოულობს ღვთისაგან, მით რომ ევედრება ღმერთსა, როგორც მე ჩემ ძმას, შემცოდეს, მიუტევებ დანაშაულობას, ისე მომიტევეო, ესე იგი, მე როგორც ვეპყრობი ჩემს დამნაშავეს, ისე მომეპყარიო. აი თავისი დასჯისათვის უგულისხმო თხოვნა.
შენ გეტყვი, შურიანო ძმაო და მოყვასის სიძულვილით აღვსილო, შენ ხომ გინდა შენი დამნაშავე დასაჯო, მოიძულო და ნაცვალი მიაგო და ღმერთს ევედრები მეც ისე მომაგეო, როგორც მე ვექცევი ჩემს დამნაშავესო.
ხომ ხედავ, ძმაო, თუ ვითარ შენს წაწყმედას, გინა დასჯას ევედრები ღმერთსა! გულის ხმა ჰყავ და განეკრძალე, რათა არა ლოცვა შენი მოიქცეს შენდა დასასჯელად, არამედ მიუტევე და მოგეტევოს, შეუნდევ და შეგენდოს, ნუ მიაგებ ბოროტსა, და არ მოგეგება შენი ცოდვების მაგიერი და ესე არს საღმთო ძალა მეორე, ლოცვისა ამის, რომელიც მოგაგებს საუკუნო ნეტარებას.
- ღირსი ალექსი ბერი (შუშანია)
"ეშმაკს ყველაზე მეტად არ უნდა, რომ ვილოცოთ"
/ღირსი პაისი ათონელი/
"განმაცვიფრა იმან, თუ როგორ კითხულობდა [ღირსი პაისი ათონელი] "მამაო ჩვენოს". ხელები ზე ასწია. ისეთი სიყვარულით და კეთილმოკრძალებით ამბობდა, მართლაც გრძნობდი, რომ უფალს ესაუბრებოდა".
„მამა პაისი [ათონელი] ჰყვებოდა: „ერთხელ ღმერთს ვთხოვე, ეჩვენებინდა ჩემთვის, როგორ უნდა მელოცა და ერთი ნაცნობი ყრმა ვიხილე. ბიჭი მუხლმოდრეკილი, თვალცრემლიანი, აღიარებდა ღვთის წინაშე თავის ცოდვებს. ამის მერე მან ხელნი ზეცად აღაპყრო და სათხოვარი შეჰვედრა.
ამ ხილვამ განმაცვიფრა და წამოვიძახე: „ღმერთო მაპატიე, რომ ჯერ არ მისწავლია ცოდვა“. ამიტომაც კარგი იქნება, თუ ლოცვას აღსარებით დავიწყებთ. ცოდვის აღიარებას დაე მოჰყვეს სავედრებელი ლოცვა, რომლის შიგნითაც იქნება დიდებისმეტყველებაც და მადლიერებაც“.
"Молитва ограждает и отражает страшные внушения темной силы. И особенно сильна молитва близких, молитва матери, молитва друга - она имеет великую силу"!
Преподобный Серафим Вырицкий
"მამა პაისის [ათონელი] უმთავრესი ღვაწლი მთელი ცხოვრების მანძილზე ლოცვის შეძენა გახლდათ"
"როგორც ხორციელად, პირით ვადიდებთ უფალს, ასევე სულიერად უნდა განვადიდოთ ღმერთი"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"როდესაც ძილშიც ვლოცულობთ, ნიშნავს, რომ ჩვენი სულიერი ჰორიზონტი გაანათა სულიერი განთიადის პირველმა ალერსიანმა სხივებმა"
/ღირსი პაისი ათონელი/
“ბერი [ღირსი პაისი ათონელი] დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გონების მდგომარეობას: „სულიერი ცხოვრების შემსუბუქება საკუთარ თავს არ უნდა ვაიძულოთ. ვკითხოთ გონებას, „გინდა ჟამნები წავიკითხოთ? ხომ არ გინდა ვიფსალმუნოთ? ანდა ბილიკზე ხომ არ გავისეირნოთ იესოს ლოცვით? იქნებ ღვთისმშობლის სავედრებელი კანონი აღვასრულოთ დიდი მეტანიებით? ასე კაცი არ იღლება, ვინაიდან ყველაფერს შინაგანი განწყობით ასრულებს“
"გამქცევი და დამწევი ორნივ ღმერთს ეხვეწებიან"
"ნუ სთხოვენ მას მბრძანებლის ტონით, ხოლო თუ ეუბნებიან, - თუ გსურს, უფალო, მომეცი ესა და ესო, მაშინ საქმე სხვანაირად იქნება. ლოცვა თავმდაბლური უნდა იყოს"
/ღირსი პაისი ათონელი/
მამა პაისი [ათონელი] წერდა: „ხშირად ლოცვისას დაჟინებით რაღაცას „ვითხოვთ“ და ღმერთი ასრულებდა ამ თხოვნას, რომელიც ან მე მეხებოდა, ან სხვა და-ძმებს. მაგრამ თხოვნის ასრულების მერე იძულებული ვიყავი, მისთვის ამის გამო შენდობა მეთხოვა ანდა შევვედრებოდი, საქმე ძველებურად (როგორც ადრე იყო) შემოეტრიალებინა. მას მერე ვთხოვ, რომ მან, როგორც კეთილმა მამამ, თითოეულს უბოძოს ის, რაც მისი სულისთვის სასარგებლო იქნება“.
"მოკრძალებულ ლოცვაში ველით, რომ ჩვენი ვედრება უფლამდე მივა და ის "ნიშანს" მოგვცემს"
/არქიმანდრიტი სოფრონი/
"ქრისტიანი ყოველდღიურად ამიტომაც ლოცულობს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც "ზღვათა შინა იჭირვიან" - მათში არ გულისხმობს მხოლოდ მეზღვაურებს, არამედ ყოველ კაცსა და საკუთარ თავს, ანუ ყველას, ვისაც ცხოვრებასთან ჭიდილი უწყევს".
/ფილოლოგიის დოქტორი ლალი დათაშვილი/
"ღვთივსულიერი კითხვა ლოცვის ერთ-ერთი სახეობაა"
/მამა არსენ მღვიმელი/
"როცა წმინდათა ცხოვრებას მოკრძალებით ვკითხულობთ, ისინი ჩვენთვის ღვთის წინაშე ლოცულობენ და გვეწევიან.
მაგრამ ვიდრე კითხვას შევუდგებით, უნდა ვილოცოთ"
"გევედრებოდი: მომეც უმანკოება და კრძალულება"
"ვისაც კარგად ცხოვრება შეუძლია, მას კარგად ლოცვაც ძალუძს"
/წმ. ნეტარი ავგუსტინე/
"უკანასკნელი ლოცვა წარსთქვა"
"ყურადღებას ლოცვასთან ისეთი განუყრელი კავშირი მართებს, როგორც მიჯაჭვულია და შედუღაბებულია სული სხეულს"
/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
„თუკი ყურადღებას გავამახვილებთ და დავიცავთ ლოცვის აუმღვრევლობას, გავიმარჯვებთ, ხოლო თუ უგულვებელვყოფთ ან შევბღალავთ ამ სიწმინდეს, ავი გულისთქმებით შებილწულნი ვხდებით ღონემიხდილნი და ფარხმალდაყრილნი“
/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
"განუწყვეტელი საუბარი ღმერთთან"
Молитва за других — особый род милостыни. Никогда не пренебрегайте возможностью совершить ее. Не смущайтесь поминать тех, кто даже случайно пришел вам на память.
У Бога случайности нет. Поминайте дома, не забывайте поминать в церкви. И вы почувствуете, как уменьшится земное тяготение, станет легкой душа, потому что с вами будет милость Господа.
Протоиерей Сергий Николаев
"მთელი სამყაროსთვის ლოცვის დროს ჩვენ ჩვენი ერთარსი ადამიანების სიყვარული გვეძლევა: გვეძლევა საშუალება, მთელი სამყაროს ცხოვრება, როგორც ერთი ადამიანის ცხოვრება, ისე ვიცხოვროთ"
/არქიმანდრიტი სოფრონი/
"ქრისტიანობისთვის კი სიკვდილის ხსოვნა, ლოცვასთან შეერთებული, დემონის საწინააღმდეგო მახვილია"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"გულწრფელად მლოცველებს მიეცემათ, სათხოვარი კი ორმაგად აღუსრულდებათ"
"გულწრფელად მლოცველებს მიეცემათ, სათხოვარი კი ორმაგად აღუსრულდებათ"
"ცეცხლოვანი ლოცვა"
"ლოცვა მადლის ავტომატური რეაქციაა, მოდის მადლი - ლოცულობ, არ მოდის - ვერ ლოცულობ!"
/ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)/
"წიგნიერი ლოცვა"
"როცა ლოცვას განვეშორებით, თავში ათასნაირი სისულელე მოგვდის"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ჩვენი გონება ზოგჯერ ლოცვას ეთიშება. გონება კი, წმინდა მამების გამოთქმით, მბრუნავ დოლაბს ჰგავს. მისი გაჩერება შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა მასში "იფქლის" ჩაყრა, და არა "ღვარძლისა". როცა ამსოფლიურზე ზედმეტად ვფიქრობთ, მაშინ, წმინდა იოანე კრონშტადტელის სიტყვებით, ჩვენი სული მიწიერდება".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"გვმეოხებდეს მათი წმინდა ლოცვები უფლის უწმინდესი საყდრის წინაშე!"
„ლოცვა - საიდუმლო და წმინდა საუბარი“
„ცოცხალი შროშანები ლოცვისა“
„ცრემლიანი ლოცვის გმირი“
„მამა სოფრომთან ყოფნისას შევიტყვე, მართლა რამდენად მდიდრდება სული მყუდროებასა და ლოცვითი ცხოვრებისას“.
"ზომიერების გამოხატულებაა, როდესაც ლოცვაში, "მამაო ჩვენო", ვითხოვთ "არსობის პურს" მხოლოდ დღევანდელი დღისთვის".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"ლოცვა ისეთი მდგომარეობაა კაცისა, როცა მისი გული ღმერთზეა მინდობილი, მაგრამ სანამ ადამიანი აქამდე მივა, მანამდე მან უნდა იბრძოლოს თითოეული სიტყვისთვის"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"გაერთიანდით ლოცვის ჯაჭვში. შექმენით ასევე ჯაჭვი სიყვარულისა"
/მამა ელპიდე/
"ამბამ ცხოველი სიხარულით გადმოღვარა ლოცვა ღვთის წინაშე".
"ყველა ამაო და გარეშე ფიქრი, რომელიც დაეუფლება სულს ფსალმუნთა კითხვისას და ლოცვისას, დემონთა შთაგონებით წარმოიშობა. პირიქით კი - ვინც მკაცრად იმარხავს თავის გულს, მას გაურბიან საზიზღარი ეთიოპები, ღვთისკენ მოსწრაფე და ყურადღებიანი სული განსაკუთრებით ფხიზლობს ლოცვის ჟამს, უცხოს, გარეშეს არ იღებს".
"როცა ვინმეს სულიერ ინტერესს შეატყობდა, არც დროს და არც ძალას ზოგავდა, ბაგეებით არიგებდა, გულით და გონებით ლოცულობდა. ისე გულითადი ლოცვა იცოდა, რომ ამას გრძნობდნენ ადამიანები. მასთან სიახლოვის მერე ძლიერდებოდნენ".
"არაფერია ლოცვაზე ძლიერმოქმედი და ღვთის სათნოსაყოფად მასზე სასარგებლოც არაფერია"
/წმ. მარკოზ განშორებული/
"ლოცვა სათნოებათა დედოფალია"
"წმინდა იოანეს [კრონშტადტელი] ლოცვები აიწია ზეცამდე და უფალიც, თავისი სათნომყოფლის ლოცვით, სნეულებს კურნავდა, მათაც კი რომელთა მკურნალობაზე ექიმები უარს ამბობდნენ"
"მხოლოდ ლოცვით მოიპოვება ყველა სულიერი სიკეთე"
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"ლოცვის სწრაფი კითხვა, სიამაყისა და უკრძალველობისგანაა".
"როცა შენი ლოცვა მთელი გულითაა ნათქვამი და სიყვარულით სუნთქავს, აუცილებლად შეგისრულებს სურვილს, და როცა მალევე იხილავ, რომ ის კაცი, ვისზეც ლოცულობდი, შეიცვალა, იტყვი: "ესე არს განახლებაი მარჯვენისა მაღლისა" (ფს.76,10)
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"რამდენჯერაც რწმენით მილოცია, ღმერთს ყოველთვის შეუსმენია და აღუსრულებია ჩემი ლოცვა"
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"ლოცვები აუჩქარებლად რომ წაიკითხო, ამისთვის საჭიროა, კითხვისას ყოველი მძიმის შემდეგ შეჩერდე"
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
„ლოცვისას ნუ იჩქარებ. სიტყვებს აცალე, შენს გულში ექოდ დაირხეს, შენი გულის საკუთარი სიტყვები გახდნენ“
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"ლოცვა გულისცემასთან აქვს შეზრდილი"
/მთავარეპისკოპოსი მარკოზი (არნდტი)/
"ლოცვისას გონების თვალი მიადევნე გულს - რა მიზანი გაქვს, მხოლოდ ჩაიკითხო ლოცვები, თუ სულის განწმენდა გსურს. პირველი უნდა განაგდო და მეორე ჭეშმარიტი მიზანი დაისახო. პირველი მიზანი ლოცვას ანგრევს და გადააქცევს მრავლისმეტყველებად, რომელსაც ღმერთი არ შეისმენს.
როცა უფლისადმი ლოცულობ, გასაძლიერებლად სარწმუნოებისა და თავად შენი ლოცვისა, მოუხმე ყველა ზეციურ ძალას: წინასწარმეტყველთ, მოციქულთ, მოწამეებს, ღირსთა და მართალთ. მათი დასების წინამძღვრობით იცხოვრე და მათეული რწმენით ილოცე".
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"საჭიროა, რომ ლოცვისას, ჩვენი სულიდან ღმერთამდე, აუცილებლად ადიოდეს, სულის ღმერთთან შემაერთებელი ნათლის სვეტი. გული და გონება აუცილებლად ყოველთვის ღვთისკენ უნდა იყოს მიმართული".
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
„ლოცვისას ეცადე, ლოცვამ შენი გული გაიაროს, ანუ უთუოდ იგრძნოს გულმა ის, რასაც ლოცვაში ამბობ, რომ ისურვოს ის სიკეთე, რომელსაც ითხოვ“.
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
„ზერელე ლოცვით შენი რწმენაც ზერელეა“.
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
„როცა მოსე ლოცვისას ხელებს აღაპყრობდა - მაშინ იმარჯვებდა ისრაელი, ხოლო როცა ხელებს ჩამოუშვებდა, მაშინ ისრაელს ამალეკი სძლევდა. ასეთი ძლიერია ლოცვა“.
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
„საშინაო ლოცვა“
"ღვთისმეტყველი ის არის, ვისაც სუფთა, ანუ მართალი ლოცვა გააჩნია; სუფთა ლოცვა კი იმას გააჩნია, ვინც ღვთისმეტყველია".
"დიდი ლოცვის ძალა იმ ადამიანების მდგომარეობაში შეიგრძნობა, ვისი შინაგანი ცხოვრებაც ღმრთეებრივი მადლით არის აღვსილი".
"გაირკვა, რომ ლოცვები ადამიანის გარშემო პოზიტიური ენერგიის მტკიცე კარკასს ქმნის, მათში შეღწევა დემონებისთვის რთულია".
"თვით ლოცვაა სულის მშვიდობის ნაწილი და ღმერთთან მიმყვანებელი. შევიყვაროთ ლოცვა და მუდმივად აღვასრულოთ"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"მას [უფალს] სურს, მხურვალე გულით წარვდგეთ მის წინაშე და შევაწყინოთ თავი ლოცვით. ეს ესათნოება მას, რადგან რაც მეტად შევაწყენთ ლოცვით და ვედრებით, მეტად მადლიერია და რასაც ვითხოვთ, იმაზე მეტს გვაძლევს. ხოლო თავს თუ არ შევაწყენთ, უგულებელგვყოფს. არა თუ მადლის მოცემა ეზარება, ან არ უნდა, არამედ მუდმივი თხოვნა ესათნოება".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"თბილი რწმენით აღვლენილი ლოცვა"
"მწველი ლოცვა"
"ვინც ლოცვისას სულიერი თვალებით ქრისტეს ვერ ხედავს, მას ლოცვა ჯერ კიდევ არ უსწავლია".
/მამა ხარლამპე/
Молитва - показатель любви. Если человек никогда ни о ком не молился, это значит, что он никого не любит. И трудно ему понять глубокий смысл слов, сказанных преподобным Силуаном Афонским: "Молиться за людей - это кровь проливать".
Протоиерей Андрей Ткачев
"მამა ხარლამპეს ერთი სულიერი შვილი ძლიერ წუხდა, რომ მისი მესამე ვაჟი, 15 წლის იანიკისი, რომელიც ადრე არც ერთ საკვირაო და სადღესასწაულო ღვთისმსახურებას არ აცდენდა, უეცრად შეიცვალა. ახლა შაბათობით შუაღამემდე დასეირნობდა მეგობრებთან ერთად, მეორე დღეს კი შუადღემდე ეძინა.
მამა ხარლამპემ თავისი დარიგებებით ანუგეშა ეს კაცი: - მიწაში ჩავარდნილი სახარებისეული თესლი მალე არ იღუპება. ამ ასაკში საშინელი ბრძოლა იმართება მატერისასა და სულს შორის. სასწორის თეფში ახლა ხორცისკენ იხრება. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი მშობლებისგან უფრო მეტს ელის. თქვენი ლოცვებით კვლავ გადასწევთ თქვენი შვილის სასწორის მარჯვენა თეფშს, რათა ის კვლავ აიწიოს. აი ასე, ერთი შეავსებთ მეორის სინაკლულეს".
„ლოცვა, თუ ის წმინდაა, გონებისმიერი იქნება თუ ბაგისმიერი, გულისმიერია“
„ბაგეგანუხსნელად, მდუმარედ მლოცველ მოსეს მოესმა უფლის სიტყვები: „რასა ღაღადებთ ჩემსა მომართ“ (გამოსვლსათა 14,15). ეს ნიშნავს, რომ ლოცვა შიგნიდან გამოდიოდა და გულიდან გამომკრთალმა ზეცამდე მიაღწია“.
"კადნიერად ვლოცულობდი: "ანგელოზებო, მთავარანგელოზებო, გაიწიეთ, მინდა ჩემი უფალი ვნახო!"
"გიხარია - ილოცე სიხარულით, სინანულსა გრძნობ - ილოცე მონანიებით"
"ლოცვა, სკვნილი, მოწყალება მიიზიდავს ღვთის მოწყალებას. არანაირი ცოდვა არ აღემატება ღვთის მოწყალებას".
"მენატრება მისი [მამა ილია (კარტოზია)] ლოცვა - ბავშვური ღაღადით ესაუბრებოდა უფალს. ლოცვის დროს აშკარად არ იყო დედამიწაზე".
"ძველად ლოცვის წინ სხდებოდნენ და ხუთიოდე წუთს მდუმარებაში ატარებდნენ - შინაგანად ემზადებოდნენ ლოცვისათვის".
"საუბრის დროსაც, საუბრის დაწყებამდე, საუბრის შემდეგაც და ყოველ ჟამს და ყოველ ადგილას უნდა ვუხმობდეთ ღმრთის სახელს. წმიდა წერილი ამბობს: "მოუკლებლად ილოცევდით" (1 თესალ. 5, 18), რამეთუ ამით განქარდება ყოველი განსაცდელი".
/წმ. ბარსანოფი დიდი/
"საჭიროა განუწყვეტელი ლოცვა იმისათვის, რომ სხვა რაიმე უკეთური ზრახვა არ შემოვიდეს თქვენს გონებაში, არ დამკვიდრდეს იქ და არ განგაშოროს უფალს".
/აბბა ფილიმონი/
"მუდმივად ილოცე ყოველი საქმის დროს, რათა ღვთის შეწევნის გარეშე არაფერი გააკეთო"
/წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)/
"როცა ლოცვის დროს მოვუხმობთ უფალს, მისი სახელი შემუსრავს ყველა ვნებას, ოღონდ ჩვენ არ ვიცით, ეს როგორ ხდება"
/წმ. ბარსანოფი დიდი/
"ლოცვა დამღლელი შრომა როდია. იგი შინაგანი საქმიანობაა, სულის თბილი განაზებაა. ეს კია, ლოცვა მარხვასა და მღვიძარებას საჭიროებს. მარხვა ვნებებს აცხრობს, მღვიძარება კი კლავს. ლოცვა ზეცამდე აღაფრთოვანებს ადამიანს, უგზავნის რა ზეციურ ნიჭთა".
/წმ. ანთიმოზ ქიოსელი/
"მის ლოცვას ქვის გაპობაც შეეძლო"
"ლოცვაზე დიდი შრომა არ არსებობს. ვამბობ: ლოცვაზე და არა ლოცვების კითხვაზე. ეს უმძიმესი რამაა! მთელი უხილავი სამყარო გებრძვის. ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა კეთილსა და ბოროტ სისტემებს შორის".
/მამა გიორგი ბასილაძე/
„ლოცვა ხომ გულის სუნთქვაა, რომელიც უფალთან გვაახლოებს და სიხარულს გვანიჭებს“.
/ინდოელი ქრისტიანი სუნდარ სინგჰი/
"რწმენით ლოცვა სულიერი მაგნიტია, რომელიც მადლმოსილ და სასწაულმოქმედ ძალას იზიდავს".
/ამბა ისაია/
"როდესაც ვინმეს მიმართ გრძნობ ცუდ განწყობას, ან გულისწყრომას, ან გაღიზიანებას, საჭიროა ილოცო მისთვის, იმის მიუხედავად, დამნაშავეა ის თუ უდანაშაულო".
/ღირსი ნიკონ ოპტელი/
"მხოლოდ ლოცვით შევძლებთ ზეცად ამაღლებას. ლოცვით საკუთარ თავს ვამაღლებთ,ხოლო წყევლით კი ძირს ვანარცხებთ. რასაც გავცემთ, იმასვე ვიმკით. თუკი ვლოცავთ - ლოცვას, ხოლო თუკი ვწყევლით - წყევლას. ასე რომ კურთხევა ჩვენი სულიერი ამაღლების პირობაა".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"წმინდა მამები გვასწავლიან, - კაცი ან მუდამ უნდა შრომობდეს, ან ლოცულობდესო".
"ლოცვა შეგაძლებინებთ, სრულად იხილოთ ბუნების გამოუთქმელი მშვენიერება - იგი თქვენთან ისაუბრებს და გაგიღიმებთ. ბუნება კი არ შეიცვლება, არამედ ძველებურად ხან მკაცრი იქნება, ხან მყუდრო, თუმცა თქვენს სულს ეს ყველაფერი თვალწარმტაც სილამაზედ მოეჩვენება; როგორ ხდება ეს, ახსნა შეუძლებელია. ერთი რამ კი ცხადია, როდესაც თქვენი სული ლოცვით განიწმინდება, მაშინ იხილავთ ენით უთქმელი სიხარულით მოცულ ბუნებას. თუ ლოცვის წყალობით ამაღლდებით, ბუნებას შეიცნობთ უფრო აღმატებული სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე. ბუნება ილოცებს თქვენთან ერთად.
შემდგომ ძილში ჰპოვებთ ნუგეშს სიზმრების სახით. თითქოს დაფრინავთ, ვერ გრძნობთ სხეულს და არც არაფერი გზღუდავთ. ეს ყოველივე მხოლოდ შესავალია...
თავი აიძულე, აქედან მთავარს შეუდგე".
/ბერი იოსებ ათონელი/
"ლოცვის სამჯერ თქმის შემდეგ ქრება ეშმაკი. დასაწყისში ლოცვის წყალობით ყველა კეთილად გეჩვენება, გესმის ყოველი ქმნილების ენა და უზარმაარ სიხარულს განიცდი".
/ბერი იოსებ ათონელი/
"ლოცვის სამჯერ თქმის შემდეგ ქრება ეშმაკი. დასაწყისში ლოცვის წყალობით ყველა კეთილად გეჩვენება, გესმის ყოველი ქმნილების ენა და უზარმაზარ სიხარულს განიცდი".
/ბერი იოსებ ათონელი/
„როცა გაძლიერებულად ლოცულობ, თითქოს შენში ნერგს რგავდე. ის ნელ-ნელა აყვავდება და ხე გახდება. სენაკიდან გამოსვლისას შენს თავს ადგილი მოუნიშნე: „აქედან აი, იმ ადგილამდე ყოველღდღე ვიტყვი ლოცვას. კიბიდან ეკლესიამდე ვიტყვი: „ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, მაცხოვნე მე“. ამგვარად, ეს თანდათან კეთილ ჩვევად გექცევა“.
/ბერი იოსებ ათონელი/
"ლოცვა ყურადღების გარეშე ლოცვა არაა".
"მთელი დღე იღვაწე ყურადღებისთვის. დილიდანვე იფიქრე უფალზე. არა მხოლოდ დილის ლოცვის დროს იდექით მის წინაშე, არამედ მთელი დღის განმავლობაში არ განეშოროთ, თან ატარეთ იესოს ტკბილი სახელი. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ვისთანაც არ უნდა საუბრობდეთ, სადაც არ უნდა მიდიოდეთ, გონებით ყოველთვის იყავით უფალთან, თუ გონება გაგეფანტათ, ისევ მიუბრუნდით უფალს და შემუსვრილი გულით თავი გაიკიცხეთ... და ასე გააგრძელეთ... სწორედ ეს არის ყურადღების ღვაწლი".
"ისე დაიწყო დაყუდებული მოღვაწეობა, საჭურვლად მხოლოდ ლოცვა ჰქონდა".
"ნუ იტყვი, რომ დიდი ხნის განმავლობაში ლოცვაზე დგახარ და წარმატებას კი ვერ მიაღწიე, იმიტომ, რომ ლოცვაზე დგომა და საუბარი უფალთან თავისთავად წარმატებაა, რადგან შეუძლებელია, უფლის წინაშე დგომაზე და მასთან ლოცვით შეერთებაზე უმეტესი იყოს რაიმე?!"
/წმ. იოანე სინელი/
„ვისაც გამუდმებით ლოცვის კვერთხი უჭირავს ხელში, ის არ დაბრკოლდება და თუნდაც დაბრკოლდეს, სრულიად არ დაეცემა, რადგანაც ლოცვა არის საღვთო და ტკბილი მაიძულებელი, რომელიც კაცს ბოროტის ქმნას არ ანებებს“.
/წმ. იოანე სინელი/
"გნებავს თუ ტაძარ ღვთისა ყოფაი, მსხუერპლად შეყუარებულად სამარადისოი ლოცვაი მოართუ მას".
/წმ. ნილოს სინელი/
"დაუცადებელი ლოცვები"
"ფეხით ადამიანი მიწას ეხება, ხოლო მისი სახე ზეცას არის მიპყრობილი. მისი სამშობლო ზეცაშია, სწორედ ამიტომ იგი ზეცას მიმართავს თავისი ვედრებით".
"როგორ იმედიანად და გულდაჯერებულად გრძნობს თავს დედას ჩაკონებული ბავშვი! უფრო იმედიანად და მტკიცედ გრძნობს თავს ღმერთს ჩაკონებული მორწმუნე. სამოთხის მსგავსია ღვთის მკლავებში ყოფნა. შეწყდება ლოცვა, შეწყდება სხვა ყველაფერიც. უფლის მკერდს ჩაკონებული სამოთხეში ცხოვრობ".
/ღირსი პაისი ათონელი/
"ლოცვა რთულია; რა თქმა უნდა, ძნელია. აქედან გამომდინარე, სიხარული თითქოს ნაკლები აქვს. ეს იმიტომ, რომ ჩვენი გული ჯერ დაუმუშავებელია. ყამირს ებრძვის. ღმრთის სიტყვა ვერ ითესება და ნაყოფიც ვერ ამოდის. თუ შენ სწორად წარმართავ საკუთარ თავს, დადგება ჟამი და შენი ლოცვა ლოცვად გადაიქცევა. შენი ლოცვა იქნება სიტყვები, რომელიც გულიდან ამოდის და ეს სიტყვები ღმრთისაკენ მიიტყორცნებიან. ეს ისეთი ძლიერი განცდაა, რომ იყვნენ მამები, ლოცვას დაიწყებდნენ და ისე გათენდებოდა, ისე დაღამდებოდა, რომ დრო აღარ ახსოვდათ".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ასევე ცნობილია, წმიდა თეოფანე დაყუდებული როგორ ეკითხებოდა ერთ ერისკაცს რჩევებს ლოცვის შესახებ. უკვე ორი წელი დაყუდებაში იყო და ერთ ერისკაცს წერილებს წერდა და ეკითხებოდა, როგორ ვილოცო, რაღაც არ გამომდისო. წარმოიდგინეთ, წმიდანი ეკითხებოდა ერისკაცს. წლების შემდეგ წმიდა თეოფანე დაყუდებულმა დაწერა ღმრთივსულიერი წიგნი ლოცვის შესახებ, მანამდე კი მას ეკითხებოდა. აი, როგორი ლოცვა შეიძლება ჰქონდეს თვით ერისკაცს".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
„ადამიანს როცა ხორცი აღარ ახსოვს, როგორც გაჭიმული ლარი, ისე მიისწრაფვის ზემოთ. ეს არის განცდა, რომელიც ლოცვის დროს თითოეულ თქვენგან შეიძლება ჰქონდეს, თუ სწორად ვილოცებთ. ამასთანავე ქრისტიანს მეომრული სული უნდა ჰქონდეს, ესაა პოზიცია, როდესაც საკუთარი თავი არ გეცოდება, დიდხანს რომ დგეხარ. ასე, დამერწმუნეთ, თქვენთვის ლოცვა ბედნიერებად გადაიქცევა“.
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"კანონად მაქვს სკვნილზე იესოს ლოცვა და გულის ლოცვა. გულის ლოცვა არის, როდესაც შენი სიტყვებით ევედრები შენს ახლობლებზე უფალს".
"მამა ეფრემმა ჭეშმარიტი ლოცვა მოიპოვა"
"იგი ფლობდა გონიერი ლოცვის ნიჭს"
"ლოცვა მოვალეობა არ არის! არავის უთქვამს: "თუ ამდენ ხანს არ ილოცებ, ჯოჯოხეთში მოხვდები!" ლოცვა სულის ჟანგბადია; მორწმუნე ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია, არ ილოცოს. მორწმუნეს ლოცვა იმისთვის სჭირდება, რომ იცოცხლოს, მსგავად იმისა, როგორც ცოცხალ არსებას ესაჭიროება სუნთქვა. ვისაც ლოცვა არ სურს, ნუ ილოცებს, მაგრამ თავადვე იგრძნობს, რომ ლოცვის გარეშე სულ აფორიაქებული იქნება".
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"გახსოვდეს, რომ რაც არ უნდა ბევრი არიგო და ეჩხუბო შენს ვაჟს, მაინც არ შეეშვება მოწევას, სმას, ნარკოტიკებს, ღამის ცხოვრებას. თუ გინდა, რომ საწადელს მიაღწიო, მისთვის მადლი უნდა მოიხვეჭო, - ამისთვის კი მთელი გულით უნდა ილოცო. უკან კი არ უნდა დაედევნო შენს ვაჟს, არამედ უფლისადმი ლოცვა უნდა აღავლინო. სადაც არ უნდა იყოს ამ დროს, იგი შინაგანად იგრძნობს, რომ მის გულში რაღაც ხდება და უხილავი ხელი მას სწორ გზაზე დააყენებს. აი, ჭეშმარიტი ლოცვის ნაყოფი! შეძლებ ამას? ეს არის მიზანი!"
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"გონიერი ლოცვის წყალობით დაივიწყა ყველაფერი და გათავისუფლდა არა მარტო მიწიერი, არამედ უბიწო სურვილებისგან - ანუ მას აღარ სჭირდებოდა არც ძილი, არც საჭმელი, არც თავშესაფარი და სითბო".
"ლოცვითი ღვაწლი აუცილებელია, თან თავგანწირული. თუ ადამიანს ლოცვა ის ჰგონია, რომ დადგება და გარკვეულ ტექსტს წაიკითხავს, ის სცდება, მას ღვაწლი უნდა ახლდეს".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"დაე, თუნდაც მარტოსული და უმწეო იყო, შენ თვითონვე ძალგიძს ევედრო ღმერთს და საბოლოოდ მიიღო კიდეც თხოვნილი. იგი, ჩვეულებრივ, იმ დროს კი არ მოგვხედავს ხოლმე, როცა სხვები ლოცულობენ ჩვენთვის, არამედ უფრო მაშინ, როცა თავად ვევედრებით მას საკუთარი თავისთვის".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ხეც კი თავისი ფოთლების შრიალით განადიდებენ ყოვლადსახიერ ღმერთს".
"ნამდვილად არ არსებობს მგზნებარე და გულწრფელ ლოცვაზე უფრო ძალმოსილი და ქმედითი რამ. იგი გვათავისუფლებს აწინდელ უბედურებათაგანაც და გვიხსნის მომავალ სატანჯველთაგანაც".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ლოცვის ძალის საჩვენებლად კიდევ შემდეგს ვიტყვი: ლოცვა არა მხოლოდ ამარცხებს ბუნების კანონებს, არა მხოლოდ დაუძლეველ ფარია ხილულ და უხილავ მტერთა წინააღმდეგ, არამედ თვით ყოვლადძლიერი ღმერთის ხელსაც შეაჩერებს, შემართულს ცოდვილთა დასასჯელად...
როცა მწუხარებანი დაგვატყდებიან თავს, საჭიროა ლოცვის გახშირება, რათა ღმერთის განსაკუთრებული მადლი მოვიზიდოთ ჩვენზე.
მხოლოდ განსაკუთრებული მადლის შეწევნით შეგვიძლია დავძლიოთ ყველა დროებითი განსაცდელი".
"თუ ლოცვის ჟამს მთლიანად მიუძღვნი თავს ღმერთს, შენ უკვე ძალგიძს სულიერი სიტკბოების თაფლი შეჭამო".
"მამები გვასწავლიან: როცა ადამიანი სულიერ ცხოვრებას იწყებს, 15 წელი უნდა გავიდეს, რომ მან ლოცვის ანბანი დაიწყოს".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება ყოველთვის ლოცვის, ღმერთის დიდების პროცესია, ყოველთვის იმის სურვილია, ღვთის სადიდებლად თავადაც "ჰიმნად გადაიქცე".
"არაერთხელ გვსმენია, როდესაც ადამიანი უცოდინრობას ავლენს, ერთგვარი სიამაყითაც კი იტყვის: "იცი, რა, მე ღვთისმეტყველი არ ვარ". ამ საკითხთან დაკავშირებით, ევაგრე ბრძანებს: ღვთისმეტყველი ის არის, ვინც ლოცულობს. ევაგრეს ამ სიტყვებმა ქრისტიანი ასეთი გამონათქვამებისაგან უნდა დაიცვას, რადგან გამოდის, რომ ვიცნ თავს იმით იმშვიდებს, რომ არ არის ღვთისმეტყველი, ის ფაქტობრივად აღიარებს და ამბობს: "მე არ ვლოცულობ და არც ვცდილობ ვილოცო".
"ის, ვინც უწყვეტი შინაგანი ლოცვით არის დაკავებული, სიბრძნეს აღწევს, ხდება დიდსულოვანი, გულუხვი, მშვიდი. მეტიც, მჭვრეტელი, ნამდვილი მლოცველი და ღვთისმეტყველია; წმინდა მოციქული ბრძანებს, რომ ამ ადამიანის ცხოვრება სულშია დაუნჯებული".
"უფალმა შეისმინა მისი ლოცვა და რუსული ენის ცოდნა მიეცა"
„მონაზონ პავლეს იმიტომ ეძახდნენ საუკეთესოს, რომ მუდმივად მოუკლებელ ლოცვას მოიმუშაკებდა“.
„მამა იოსებმა [ისიქასტი] მოსაგრეობის და გონებისმიერი ლოცვის სათნოებები გააშენა“.
"ისეთი ძალით დაესხნენ თავს გულისთქმები, რომ ლოცვაც აღარ შეეძლო".
"ლოცვა არასოდეს შეწყვეტილა მის ბაგეზე. ყველას მუხლმოდრეკით ესალმებოდა ერისკაცსა თუ მონაზონს. სიცოცხლის ბოლოს ფეხები დაუწყლულდა, ტილები დაესია, მაგრამ მაშინაც კი არ უნდოდა კანონის დარღვევა. უარს ეუბნებოდა მონასტრის ექიმის, მამა საბას მკურნალობაზე, - სჯობს ილოცო, რომ ჩემი სული მალე გაიყვანოს ღმერთმა ამქვეყნიდანო. ამგვარი მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა ის 1984 წელს".
„თუ მოღვაწე ხარ, მაშინ ძილშიც ლოცულობ“.
„ვიდრე ფეხები გემორჩილებათ, ლოცვისას იდექით, თუ გსურთ ლოცვის ნაყოფი იგემოთ“.
„ხილვა მოსაგრეებს აქვთ ჩვეულებისამებრ ლოცვისას, ძლიერი დაღლილობის ჟამს, როცა მოსაგრემ არ იცის, ეძინა თუ არა“.
"ვინმემ რომ მოინდომოს, რომ თვალით დანახვა ისწავლოს, ეს ხომ აბსურდია. ბუნებით მიეცა ადამიანს, რომ დაინახოს. ეს მისი ბუნების თვისებაა. ასევე ლოცვის სწავლაა შეუძლებელი. ლოცვის მოძღვარი თავად ღმერთია, როგორც იოანე სინელი ამბობს".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"როცა ეს სამი რამ ადამიანური - სიტყვა, იგივე ბაგეებით მეტყველება, გონება, ანუ გააზრება და გული, ანუ გრძნობები, როცა სამივე ერთდროულად არის ჩართული, მაშინ ჩვენ ვიტყვით, რომ ეს ლოცვა იყო. დაასრულებ და გააცნობიერებ. წავიკითხე, გონება მისდევდა. გული მეტნაკლებად ცდილობდა, რომ გრნობით აღექვა, რაც წერია იქ. მისდევდა! ე. ი. მე ვილოცე დღეს. მადლობა უფალს ამისთვის. თუ ეს ასე არ არის, ე.ი. ვერ ვილოცე".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"როცა ადამიანი ლოცვის დროს ტირის, მისი მფარველი ანგელოზი ღვთის წინაშე მისთვის ლოცულობს".
"სანამ რაიმე საქმეს დაიწყებ, ამ სიტყვებით ილოცე ღვთის წინაშე: "ღმერთო ჩემო, მომეც ძალა და გულისხმისყოფა". და დასრულების შემდეგ: "დიდება შენდა, ღმერთო".
"პირადი კანონი"
"ლოცვის მერე ყველაფერი თავის ადგილას დგება, სინდისს ნათელი ეფინება"
"სულში როცა ჩვენ მოვუწოდებთ უფლის წმინდა სახელს, იქნება დიდი სიმშვიდე. ო, უფალო, მოგვეცი უფლება, გაქებდეთ შენ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე".
/წმ. ბერი სილუან ათონელი/
"ყოველ დილით ადექით და თქვით: "ღმერთო, მაკურთხე მეც და ეს დღეც, რომელიც იწყება".
/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/
"თუ ჩვენ ლოცვა არ გვექნება, ჯავშნის გარეშე აღმოვჩნდებით. ის, ვინც დღეს აზრებით და ცდუნებებით გებრძვის, მერე მთელი თავისი სისასტიკით წარსდგება შენს წინაშე და შენ იქნები, როგორც მბრდღვინავი ლომის წინაშე, აბსოლუტურად უსუსური, სუსტი და უუნარო".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"შევთხოვოთ უფალს მოგვცეს სიხარული, ბედნიერების განცდა და გვასწავლოს ჩვენი მთავარი ამქვეყნიური საქმიანობა - ლოცვა".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ადამიანებისთვის ილოცო - ნიშნავს სისხლი დაანთხიო", - ამბობდა ღირსი სილუანი. მან ასევე თქვა: "ჩვენი ძმა ჩვენი სიცოცხლეა".
"ყოველთვის იდგა ლოცვად, ვითარცა განსულიერებული ჩაუქრობელი სანთელი"
"ლოცვა არ ღლის ადამიანს, პირიქით, დაღლილობას უხსნის".
"[მამა ეგნატე] კელიის სარკმლის დარაბებს ხურავდა და ამგვარად აგრძელებდა ღამის ლოცვის საათებს".
"როცა ამ მოსაგრემ ხმა დაკარგა, მაღლა აღაპყრობდა ხელებს და დიდხანს ლოცულობდა. მხოლოდ მაშინ დაუშვებდა, როცა თვითონვე უვარდებოდა დაღლილობისგან".
"ავადმყოფი და ძალზე მოხუცებული, წმინდა ანტონის კათიზმაში წამოწოლილი, სქელ საბანში გახვეული, მწუხრს კითხულობდა. ღამღამობით გრძნობდა, თუ როგორ ეხებოდა მას წელზე მფარველი ანგელოზი, გააძლიერებდა და ლოცვისთვის აღძრავდა, ეუბნებოდა: "ადექი, შეასრულე შენი კანონი".
"მთელი მისი ცხოვრება ლოცვა იყო და სწრაფვა ლოცვისკენ. ერთხელ, რომელიღაც დღესასწაულზე, ტრაპეზის მერე გავიგონე მამა ისააკის ნათქვამი: "ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ ავსებული კუჭით ძნელია წმინდა ლოცვის პოვნაო".
"სული არ იღლება ღმერთთან საუბრით, ვინაიდან ლოცვა დასვენებაა".
"რამდენჯერაც შეგვემუსრება ლოცვისას გული, იმდენჯერ ვემთხვევით ღმერთს, სათნოებებით ღმერთს ვემსგავსებით".
"ღირსი მამის გულში ფესვი ჰქონდა გადგმული ლოცვას".
"როცა შენს გარშემო უღმერთობა სუფევს, შენს ახლობლებში, ეს შენი ბრალია. ასე უნდა ჩათვალო, ასე უნდა იფიქრო. შენ აკლებ ახლობლებს შენს ლოცვას. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"როდესაც ადამიანი კარგად ლოცულობს, მის გულში სიმშვიდე შემოდის".
/ილია II/
"ლოცვა უნივერსალური წამალია. ეს ერთადერთი საშუალებაა, რითაც ადამიანი ახერხებს პირუტყვობის მდგომარეობიდან, ამ სამყაროს ჩაკეტილი, მოჯადოებული წრიდან გამოსვლას. უნდა გავარღვიოთ ეს დამატუსაღებელი წრე ლოცვით და ღმერთს დავუკავშირდეთ".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
„ლოცვა ლოცვით ისწავლება“.
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
„ლოცვაში შესაძლებელია მომაკვდინებელი შეცდომები, რასაც ადამიანი ხიბლის მდგომარეობამდე მიჰყავს. ეს კი ადამიანის დასაღუპად ხდება. ეშმაკი ყველაზე მეტად მაშინ არის ახლოს, როცა ლოცულობ. როცა არ ლოცულობ, ცოტა შორს არის, როცა საერთოდ არ ლოცულობ, საერთოდ დაგანებებს თავს. შენთან რა საქმე აქვს, მაინც იღუპები. თან როგორ იღუპები - საკუთარ თავს ღუპავ. პასიური კი არ ხარ, შენს წინააღმდეგ შენივე ბუნება არის აღმდგარი აგრესიული სახით. შენი ცნობიერება, შენი გულის მიდრეკილებები, შენი ნებელობა, მის ჭკუაზე რომ დადიხარ და თავისუფლება გგონია - ყველაფერი ეს შენს წინააღმდეგ არის. ნუ გგონია, რომ ეშმაკი გჭირდება ამ დროს. ეშმაკი შენთან მაშინ მოდის, როცა შენში ლოცვის მცდელობას ატყობს და რაც უფრო გულმხურვლად იწყებ ლოცვას, მით უფრო ახლოს მოდის“.
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ყველაზე მეტად ის ლოცვა მიყვარს, რომელიც მხოლოდ უფალს ესმის..."
/მამა პეტრე/
"ერთ ბერს ლოცვის დროის მოსვლისას ციებ-ცხელება აუტყდებოდა და თავი ასტკივდებოდა. ერთხელ საკუთარ თავს უთხრა: - ცუდად ვგრძნობ თავს, მაგრამ თუნდაც მოვკვდე, ავდგები და სათანადოდ ვილოცებ ღვთის წინაშეო. ასეც მოიქცა. მცირე ხნის შემდეგ შვება იგრძნო. როცა ლოცვა ჩაამთავრა, ავადმყოფობაც გაქრა".
"წმინდა ანტონი დიდი ბრძანებს: - "ნურავის მოკვდავთაგანს ნუ განიკითხავ, რათა უფალმა შენი ლოცვები შეისმინოს". ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ განა შესაძლებელია კვლავ მოიძებნოს სამყაროში იმაზე დიდი ცოდვა, რომელიც თავად უფალთან სიახლოვესაც კი, რომლის გამოხატულებაა ლოცვა, უპირობოდ დაგვაშოროს?!"
"დაუვიწყებელ ხარ ლოცვათა შინა ჩემთა სამარადისოდ".
„ლოცვა სინელი ბერისა - „მე ოდეს ვილოცვიდე, შვილო, ამას ვიტყვი: უფალო, ღირს მყავ მე, რაითა გმონო შენ, ვითარცა ვჰმონე ეშმაკსა, და ღირს მყავ მე, რაითა შეგიყუარო, ვითარცა შევიყუარე ცოდვაი“.
"ჟამი ლოცვისა - "უკუეთუ იქმოდი ხელსაქმესა და მოიწიოს ჟამი ლოცვისაი, ნუ იტყვი, ვითარმედ ეს მცირედი-ღა განვასრულო და მერმე ვილოცო, არამედ მწრაფლ აღდეგ ლოცვად ჟამსა თვისსა და აღასრულე გულს-მოდგინედ თანანადები იგი სულისა შენისაი".
“სათნოებათა დასაბამი - სწავლა წმიდა მაკარი დიდისა:
„თავი ყოვლისა კეთილისა საქმისაი და დასაბამი სათნოებათაი არს ლოცვაი, რამეთუ მის მიერ იშვებიან სხუანიცა სათნოებანი და ყოველივე კეთილისა საქმეი თხოვითა ღმრთისაითა მოგუეცემის“.
"ლოცვას წმინდა პეტრემ [ათონელი] მარხვაც შერთო".
"ლოცვის მშვენიერება სხვისი სიტყვებით არ ისწავლება".
/წმ. იოანე სინელი/
"ღმერთმა რომ მოჰკითხოს ადამიანს ლოცვის დროს გონების გაბნევა, ვერავინ ცხონდებოდა".
"როცა მამა პროდრომოსი მუშაობს, მის შიგნით ლოცვა წამითაც არ წყდება. ლოცვის სიუხვის გამო მისი გული კეთილსურნელებს და მას გაძღომა აღარ ძალუძს, ამ ჩასუნთქვებით ეს არომატი უდიდეს ტკბობას ანიჭებს".
"ეშმაკმა კარგად იცის, როგორი დიდი სიკეთეა ლოცვა, და ამიტომ გაძლიერებით თავს ესხმის მლოცველებს".
/წმ. იოანე ოქროპირი/
„თავს ნუ გავიმართლებთ იმით, რომ ძნელია ლოცვა იმისთვის, ვინც დატვირთულია ცხოვრებისეული საქმეებით, რომ ახლოს არაა სამლოცველო.. სადაც არ უნდა იყო, ილოცე, შენ ღვთის ტაძარი ხარ“.
/წმ. იოანე ოქროპირი/
"როცა ლოცულობ, იცი, ყველაფერი კარგად იქნება, რომ უფალთან ხარ და სულიერი სხივი შემოდის შენში, მერე მას სხვებსაც უნაწილებ".
/იღუმენია ზოილე (ალთუნაშვილი)/
"ლოცვა კი სალბუნად გვედებოდა ნაიარევ გულზე".
"კაცობრიობა გაჩენის დღიდან ნატვრისთვალს ეძებს. ამ დროს "ნატვრისთვალი" ხელში აქვს და ვერ ხედავს - ეს ლოცვაა".
/მამა კახაბერ ტაბატაძე/
"ადამიანმა შესაძლოა ამქვეყნად ყველაფერი გადააგვაროს, მათ შორის - ლოცვაც, თავისი დაცემული ბუნებიდან გამომდინარე, ისიც სათნოების ნაცვლად ბოროტებად აქციოს. ამიტომ აუცილებელია, ვილოცოთ ყურადღებით, კეთილკრძალულებითა და სინანულით. მორწმუნეებს ვურჩევ, ხშირად აღავლინონ სამადლობელი ლოცვები ღვთის წინაშე. აღსანიშნავია ისიც, რომ გაბოროტებული და დაბოღმილი გულით ლოცვა არ შეიწიერება. შევუნდოთ ერთმანეთს შეცოდებები და ისე მოვემზადოთ უფალთან სასაუბროდ - ლოცვისთვის. ლოცვის სასწავლებელი ადგილი კი ეკლესიაა, ხოლო მოძღვარი - ლოცვის მასწავლებელი".
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"ლოცვა საშუალებაა ყველა იმ სათნოების მოსახვეჭად, რომლებიც ჩვენზე გადმოევლინება დაუშრეტელი წყაროდან - უფლის ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულიდან".
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"ყველა ლოცვა ლოცვა არ არის. მას სამი ასპექტი უნდა ახასიათებდეს: პირველი - ლოცვა ყურადღებით უნდა იყოს წარმოთქმული. მოაკელით მას ყურადღება და ლოცვა აღარ იქნება; მეორე - ლოცვა უნდა იყოს ღვთისმოშიშებითა და კეთილკრძალულებით აღლენილი. თუკი მას ღვთის წინაშე საუბრისა და დგომის განცდას მოვაშორებთ, არც ამ შემთხვევაში ჩაითვლება ლოცვად; მესამე - ლოცვას აუცილებლად სინანული, ცოდვათა განცდა უნდა ახლდეს".
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"უხილავ ბრძოლაში რომ არ დავმარცხდეთ, ლოცვა ყველაზე ეფექტური იარაღი და საშუალებაა, ხშირად ლოცვის სწავლაც ბრძოლით მიიღწევა".
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"როდესაც ლოცვა გულში დამკვიდრდება და განუწყვეტლივ აღევლინება, ყველაზე ძლევამოსილ იარაღად იქცევა ჩვენს უხილავ ბრძოლაში. ამ წუთიდან იგი სულის შეუღწეველ, გადაულახავ ზღუდედ აღიმართება, რომელიც არც მტრის ისრებს იკარებს, არც ხორციელ ვნებებს და არც ამსოფლიურ ხიბლსა თუ ცდუნებებს. გულში ლოცვის არსებობა თავისთავად შეწყვეტს უხილავ ბრძოლას. ამიტომაც უნდა ჩქარობდეს ქრისტიანი, გულში ლოცვა დაინერგოს და იზრუნოს, რომ იგი მუდამ მყოფობდეს მასში".
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"შენ იმიტომ არ შეგიძლია გონებაგანუბნევლად ლოცვა, რომ: 1) ძალზე მიჯაჭვული ხარ სოფელს, 2) არა გაქვს ღრმა შეგრძნება საკუთარი ცოდვილობისა და ყოველთვის თავს იმართლებ. ღრმა შემუსვრილებითა და გლოვით განიწმინდება გული და გაჩნდება შეგრძნება ღვთის იქვე ყოფნისა, მაშინ დაიბადება შიში ღვთისა და ლოცვაც თბილი და გონებამოკრებილი გახდება... არ არსებობენ ბავშვები მშობლების გარეშე, არ არსებობს მომავალი წარსულის გარეშე".
/იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)/
"არაფერია ლოცვაზე ძლიერმოქმედი და ღვთის სათნოსაყოფად მასზე სასარგებლოც არაფერია".
/წმ. მარკოზ განშორებული/
"ლოცვა საქმეა, სამუშაო კი ხელსაქმე".
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience