"ვნებებს დანაკარგისა და სიცარიელის შეგრძნება ენაცვლება და არცთუ იშვიათად ზიზღიც.
ამიტომ ვნება - ეს ერთგვარი ეშმაკეული კარიკატურაა სიყვარულისა ,
ვნება ბედნიერებას არ ანიჭებს, ის საპნის ბუშტია, რომელიც მზეზე ბრწყინავს, რამდენიმე წამში კი მისგან სველი ლაქა რჩება".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ვნებათმცხრალობა"
"ვნებებთან მებრძოლს ზოგჯერ თითქოს ხელებს ულურსმავენ, ეკლის გვირგვინს თავზე ადგამენ, ცოცხალ გულს უხვრეტენ, იმდენად მძიმე და მტკივნეულია ეს ბრძოლა მისთვის.
მტკივნეულია მათი ამოგლეჯა, მაგრამ, სამაგიეროდ, მხსნელია და მისი მსხნელი ძალა სწორედ მტკივნეულობით მიიღწევა".
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ვნებებში ცხოვრება იგივეა, რაც შიშველი ფეხებით დანებზე და ნაკვერჩხლებზე სიარული, ან იმ ადამიანის მდგომარეობა, რომლის გულსაც გველები გესლავენ"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ყოვლადვე იესო ჩემო, ვნებათა მიმართ უკეთურებისათა შთავრდომილი გიღაღადებ, იესო ჩემო, შეწევნისა ხელი მოჰყავ, და აღმომიწოდე, რომელი გიღაღადებ. მაცხოვნე, იესო ჩემო ტკბილო"
/"გალობა უფლისა ჩვენისა მიმართ იესო ქრისტესა"/
"რაკი ვნებები ყველას გააჩნია, მათგან გამოწვეულ ტანჯვასაც ყველა განიცდის"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"სინამდვილეში რამდენჯერ გამოვცადეთ, რომ ვნების დაკმაყოფილებას მოაქვს არა ბედნიერება და სიმშვიდე, არამედ ტანჯვა და ჭმუნვა, იგი ბევრს გპირდება, მაგრამ არაფერს გაძლევს. ბრძოლა კი არაფერს გპირდება, მაგრამ ყველაფერს გაძლევს"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"გამოცდილებამ და მუდმივმა ფხიზელმა მდგომარეობამ ბერის [ღირსი პაისი ათონელის] გონებას ასწავლა ადვილად აცილება ვნებიანი გულისთქმებისა და მათი გარდასახვა კეთილ და საღმრთო ფიქრებად"
"თუ არ არის მღვიძარება, მაშინ გულისთქმები განვითარდება და ვნებებად გადაიქცევა, და კაცი ვნებების გამყიდველ მაღაზიად იქცევა"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ჩვენი მიზანი ის კი არ არის, მოუკლებელი ლოცვა მოვიპოვოთ, არამედ ძველი კაცი განვიძარცვოთ. ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს, შევიცნოთ საკუთარი თავი და ვიღვაწოთ, რომ ვნებები განვიშოროთ. ხოლო როცა საკუთარ თავში ვნებებს დავინახავთ, ღმერთს ვთხოვოთ შეწევნა. თუ ასე მოვიქცევით, გარკვეული დროის მერე განუწყვეტელი ლოცვა ჩვევად გვექცევა"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ვნებები მორჩილებით გვცილდება"
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"ვნებებისაგან დაცარიელებული"
ვნებების დაცხრობა ლოცვით შესაძლებელია?
marine
მადლობა და კიდევ ერთი შეკიტხვა ღვთიური თუ ღმრთიური?
ხო ასეა წესით ღმერთი - ღმრთის
ღვთაება - ღვთის?
"ვნებათა დედად სიზარმაცე შერაცხე, რადგან ყოველივე კარგს, რაც გაგაჩნია, იგი წარიტაცებს და რაც არ გაქვს მის შეძენაში დაგაბრკოლებს"
/ღირსი ნილოს სინელი/
"ვნებას მაშინ მოიძულებ, როცა მიხვდები, რომ იგი ჩვენს თავზე აღმართული ეშმაკის მახვილია"
/ღირსი ნილოს სინელი/
"როგორც ღამე ვერ ჩააქრობს ვარსკვლავებს ცაზე, ასევე სოფლის არაწმინდება ვერ დაახშობს მორწმუნეთა გონებას, რომელიც ღვთის სიტყვით არის განმტკიცებული"
/წმ. ნეტარი ავგუსტინე/
"დაძმობილებული ვნებებთან"
„როგორც აღრენილი ძაღლები, ისე დაესევიან ვნებები“
"როგორც წყალი აქრობს ცეცხლს, ასევე ცრემლები ვნებათა ცეცხლს აშთობს და ადამიანს ბილწ გულისთქმათაგან განბანს"
/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
"ვნებათა მარწუხებში თრთიან"
„ვნებათუქმნელი, წმინდა და ღვთაებრივი ნათელით მოსილი ადამიანები, დახსნილნი ამა სოფლის რვალთაგან ყოველგვარი ბიწისა თუ ვნებათაღელვის აღხოცვით“.
/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
„ვნებათსიბნელე“
„[უფალო] შენვე გამიყუჩე ყოველი ვნება, ყოველი ჟინი ხორციელი და ერთიანად განდევნე ჩემგან“
"ტრაბახის ვნება"
"ტკბობისმოყვარეობა"
"ვნებებით გამოღრღნილი"
"სულმდაბალი ვნებების ტირანიით დაქანცულები"
"ყოველგვარი ვნება სიკვდილის ხსოვნის წინააღმდგომია. ყოველგვარი ვნება ამ ხსოვნას შეგნების საზღვრებიდან დევნის".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"კარგი მიწათმოქმედივით ამოძირკვა ვნებათა ეკალი, განწმინდა უფლის ყანა და მიართვა უფალს სახარებისეული თესლის კეთილი ნაყოფი".
„კოხტაობის ვნება“
ო რმერტო ცემო როგორ ვიტანჯები სასოწარკვეტიტ და სევდიტ ვინმემ რამე მირჩიეტტ
sanfol
G_saxva
ალბატ
"მრავალი სახის ბრძოლა გააჩნია ადამიანს, მაგრამ განსაკუთრებით ეს არის ბრძოლა თავის ვნებებთან, ხორციელ ვნებებთან... ბედნიერია ის ადამიანი, როდესაც ხორცის ასეთი მღელვარების დროს გადაარჩენს თავის სულს, თავის თავს".
/ილია II/
"ვნება შხამთან არეული თაფლია"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ზოგჯერ დაქანცვამდე მუშაობა წამალია ჩვენი ვნებების წინააღმდეგ. ვფიქრობთ, რომ თუ თავისუფალ დროს მოგვცემენ, მაშინვე გულმოდგინედ ვილოცებთ. მაგრამ იქნებ პირიქით: მოგვცემენ თავისუფალ დროს, ჩვენ კი ლოცვის ნაცვლად ამაო სიყვარულის ალში გავეხვევით".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
„შეიყვარე ყველანაირი ბოროტი განსაცდელი და შენი ვნებებიც დაცხრებიან“.
/ამბა ისაია/
"ცეცხლი შეშის მოკლებით სუსტდება, საჭმლის სიმწირით კი უჯერო გულისთქმები მოუძლურდება"
"ეშმაკთა მთავარი - დაცემული ანგელოზია, ხოლო ვნებათა მთავარი - ნაყროვანება"
"ვნებები ბიწია სულისა, რომელიც გულს ჩვეულებად ექცა ხშირად განმეორების გამო. ამავე მიზეზით გვექმნება ილუზია, რომ ისინი ჩვენი გულიდან მომდინარეობს. სინამდვილეში ცოდვა, ვნება - ჩვენი სულის დაჩირქებული, გახრწნილი ზედნადებია, რომელიც უნდა ამოვიკვეთოთ სინანულით, აღსარებით, ზიარებით".
/ილია II/
"ვნება მომდინარეობს სიტყვიდან "ვიტანჯები" და ნიშნავს შინაგან სნეულებას. წმინდა ფილოთეოს სინელის მიხედვით, ვნების წარმოშობა ხანგრძლივი სნეულების შედეგია".
/მღვდელ-მონაზონი დავითი (კირკიტაძე)/
"სასატკბილობა მეყსეულად კვდება, როგორც კი საკვები ყელს გაივლის, მაგრამ მისით ვნებები ცოცხლდება".
"თუ კაცს ჯერ მორჩილება არ უსწავლია, როგორ უნდა დაიმორჩილოს მასთან მებრძოლი ვნებები?"
"როცა ვნებები შეგაშფოთებენ, შემოაბრძანე გულში ჩვენთვის ჯვარცმული სიყვარული და ეს შფოთი გაქრება".
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"გეშინოდეს რაიმე ვნების მცირეოდენი მოძრაობისა, თორემ ეშმაკი დაგეუფლება, მწარედ დაგცინებს და იბატონებს შენზე. გამოცდილია - რაც უფრო გაგიგრძელდება და გაგიძლიერდება ვნება, მით ძლიერ მოგეჯაჭვება ეშმაკი. განსაკუთრებით ეს ხდება დღესასწაულების წინ და დღესასწაულებზე"
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"ვნებებია: გულისწყრომა, პატივმოყვარეობა, გემოთმოყვარეობა, სიძულვილი, ბოროტი გულისთქმა, და ამის მსგავსნი. ხოლო ცოდვა ისაა, როცა კაცი საქმით ასრულებს ვნებას და ხორციელად სჩადის მას. ბევრს აქვს ვნებები, მაგრამ საქმით არ ასრულებს"
/წმ. აბბა დოროთე/
„თუ კაცი მოისურვებს, ყოველთვის ნახავს დროს, განუდგეს თავის ნებას. და ასე, თანდათან ისწავლის ნების უარყოფას. გეტყვით, როგორ: თუ ვინმე მიდის, გული ეუბნება, იქით გაიხედეო, და არ გაიხედავს, აი, განუდგა თავის ნებას. ასევე, თუ საუბრის დროს აზრი ეტყვის, შენც თქვი რამეო, და არ იტყვის, თავის ნებას დაუტევებს...
თუ მცირე და მსუბუქ საქმეში ასე მოიქცევა, თავისი ნების უარყოფასა და ძლევას მიეჩვევა, და მაშინ, ღვთის შეწევნით, დიდ და მძიმე საქმეშიც ადვილად სძლევს და განუდგება თავის ნებას, რადგან ეს ჩვევად ექნება და რაც შეემთხვვა, ყველაფერში შვებას ნახავს, ყველაფრის მოსურნე იქნება და ერთნაირად მიიღებს, რადგან თავის ნებას არ მისდევს.
ვინც თავის ნებას უარყოფს, რაც უნდა უთხრან და შეემთხვას, ყველაფრის მოსურნეა, ყოველივე მისი ნებაა და, ამრიგად, როგორც აღვნიშნეთ, მივა წუთისოფლის სიძულვილამდე, ხოლო წუთისოფლის სიძულვილით - სრულ უვნებობამდე (ვნებებისგან გათავისუფლებამდე).
იცოდეთ, რომ ნების მცირედ-მცირედ დატევებით დიდამდეც მიდიან“
/წმ. აბბა დოროთე/
"ჭეშმარიტად მძიმე საქმეა ვნებების აყოლა და მათთვის წინააღმდეგობის გაუწევლობა. მაგალითს გეტყვით, თუ ვის ჰგავს ის, ვინც ვნების მიხედვით მოქმედებს და მას იკმაყოფილებს: იგი იმ კაცის მსგავსია, მტრის მიერ ისრებით რომ არის დაჭრილი, ამოიღებს მათ და საკუთარი ხელით გულში ისობს. ვნების მოწინააღმდეგენი იმათ ჰგვანან, მტერი ყოველმხრივ ისრებს რომ აყრის, მაგრამ ჯაჭვის პერანგი აცვიათ და არ იჭრებიან. ვნებათა აღმომფხვრელნი კი იმათი მსგავსნი არიან, მტრის მიერ ნასროლ ისრებს რომ ანადგურებენ ან უკან ესვრიან მტერს გულში, როგორც ფსალმუნშია ნათქვამი: "მახვილი მათი განეწონენ გულსა მათსა, და მშვილდი მათი შეიმუსრენ" (ფს. 36,15).
/წმ. აბბა დოროთე/
"თუ კაცი ამგვარად დაუკვირდება თავის თავს და რა ცოდვებსაც აღმოაჩენს, მყისვე ღვთის წინაშე მოინანიებს, თანდათან ვნებებს სძლევს. ცხრას სჩადიოდა? - რვას ჩაიდენს, და ასე, ღვთის შეწევნით, ვნებების აღზევება-გაძლიერებას არ დაუშვებს. როგორც ვახსენე, საძაგელია და მძიმე, როცა კაცი რამე ბოროტებას დაეჩვევა, რადგან ასეთი ვერ განიკურნება წმინდა ადამიანების შეუწევნელად".
/წმ. აბბა დოროთე/
„თითოეულ ვნებას თავისი საწინააღმდეგო სათნოება აქვს“
"ცოდვის აღსრულების შემდეგ გვტოვებს აღძრული ვნებით გამოწვეული ტკბობა და გვიახლოვდება მწარე საწერტელი მხილებისა, ანუ სინდისის ქენჯნა".
"ამპარტავნობის სატანური ვნება"
"ვნებათდამთმენელი"
"ტკბობა - ქრთამია, რომლითაც ჩვენი ვნებები ჩვენს ნებას ყიდულობენ. თუკი ჩვენ მოვიკვეთთ ლტოლვას კმაყოფილებისა და ტკბობისა, მაშინ უფრო იოლად გავიგებთ უფლის ნებას".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"არათუ ბევრის მომხვეჭელობა, არამედ მცირედის მსაჭიროებლობა ხდის კაცს ვნებათაგან შეუპყრობელს"
/წმ. ისიდორე პელუზიელი/
"რომელმან განიწმინდოს გული თვისი ვნებათაგან, იგი ყოველსა ჟამსა ხედავს უფალსა"
/წმ. ისააკ ასური/
"თუ ვნებას შეიწყნარებ, იგი შენ წინააღმდეგ ამხედრდება".
/წმ. ნილოს სინელი/
"ლოცვისას იხილავ შენში არსებულ შენიღბულ (როგორც ფარულ, ისე აშკარა) ვნებებს, რადგან ყოველი დაფარული ლოცვით ცხადდება".
"ყოველი ვნება ქრისტიანს არჩევანის სასწორზე აყენებს. მისი მოძალება ღმრთისგან იუდასამებრ განაშორებს".
"მშვიდობა - ესაა ვნებათაგან გათავისუფლება, რაც სულიწმინდის მოქმედების გარეშე ვერ მოიპოვება".
"წმინდა მამა გვირჩევს, რომ თვალით ნახული და გონებით წარმოდგენილი რაიმე საგანი თავიდანვე არც შევიყვაროთ და არც შევიძულოთ, არამედ შევძლოთ გონებით განხილვა, განსჯა. ასეთ შემთხვევაში გონება არ იქნება დაბინდული ვნებებით, შეინარჩუნებს ბუნებრივ მდგომარეობას, თავისუფალი და წმინდა იქნება და საშუალება მიეცემა, შეიცნოს ჭეშმარიტება, ჩაღრმავდეს მასში, სადაც, არცთუ იშვიათად, ცრუ, მიმზიდველი გარეგნობის ქვეშ ბოროტება იმალება, ხოლო სიკეთის გარეგნულ უსახურობა ფარავს".
/მამა დავით კირკიტაძე/
"რაც უფრო მეტია შეშა, მით უფრო ძლიერია ცეცხლი. რაც უფრო მეტია საკვები, მით უფრო მძვინვარეა ვნება".
/აბბა ლეონტი/
"პატივმოყვარე სულთან კვლავ ბრუნდებიან ვნებები, რომლებიც მან ოდესღაც დაძლია და საკუთარი თავიდან განდევნა".
/წმ. ისააკ ასური/
"ეშმაკი მთავარი დაცემული ანგელოზია, ხოლო ვნებათა მთავარი ნაყროვანებაა".
/წმ. იოანე სინელი/
"ზოგი ვნება დაბადებიდანვე დაგვყვება, ზოგიერთი წუთისოფლის გზაზე დაგვასნეულებს".
/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/
"დიდ უვნებობას მიაღწია, მისი სხეული ისე უგრძნობი გახდა დედათა მიმართ, თითქოს გამხმარი ხე ყოფილიყო".
"გონების განკურნების პირველი შედეგი არის უვნებობა. "ვნებების დამთრგუნველი გონება ამაღლებულია მწუხარებაზე და სიხარულზე და ის უვნებოა". ამ მდგომარეობაში მყოფი გონება ხარობს მწუხარების დროს და თავშეკავებულია სიხარულში, ისე რომ, არასდროს გაარღვევს საზღვრებს".
/მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი/
"ვნება კუბოს ლურსმის დაჭედებამდე თან სდევს ადამიანს".
"კიდევ როგორ ვებრძოლოთ ვნებებს?
ქრისტიანი უნდა ცდილობდეს აკეთოს ვნების საწინააღმდეგო; ასე, მაგალითად, ვნება გვაიძულებს სიტყვის შებრუნებას, შენ კი აიძულებ შენ თავს დადუმდე. ვნება გაიძულებს დანაყრებას, შენ კი შენ თავს ამის უფლებას არ აძლევ".
"ღვაწლისა და სისხლის დათხევის გარეშე ვნებათაგან განთავისუფლებას ნუ მოელი. დანაშაულის შემდეგ ჩვენი ნიადაგი ნარ-ეკალსა და ძეძვს აღმოაცენებს. ჩვენ განწმენდა გვემცნო, ოღონდ ვნებები დიდი ტკივილით, სისხლმდინარე ხელებითა და მრავალი სულთქმით აღმოიფხვრება. ამრიგად, იტირე, ცრემლთა მდინარეები დაღვარე და დალბება შენი გულის ნიადაგი. და როცა მიწა მორწყული გექნება, ეკლებს იოლად აღმოფხვრი".
"როგორ მოვიქცეთ, თუ ვნება გულში შემოგვეპარა?
თუ ვნება გულში შემოგეპარა და იქ დაყოვნდა, მთელ სულს წაგიბილწავს. საჭიროა წაიკითხო სინანულის კანონი ან 50-ე ფსალმუნი რამდენიმე მუხლოდრეკით. თუ არ გშველის, იმდენჯერ გაიმეორე, სანამ სული დამშვიდდება".
"მყუდროება საშუალებას გაძლევს, უარი თქვა ნებისმიერ ვნებაზე".
"მან თავისი ვნებები ჩააქრო, უმცირესი ნაკლიც კი არ დაიტოვა".
"ხორციელი ბრძოლა! მამა იოსები მხნედ შეხვდა ამ ბრძოლას, დაუპირისპირა მას მხურვალე მოშურნეობა, მოსაგრებოსი ღვაწლი და ღვთის შეწევნის გამოცდილება. როცა ბრძოლა უმაღლეს წერტილს აღწევდა, მაშინ ის პრაქტიკულ და ტექნიკურ საშუალებებს იყენებდა: ხანგრძლივ ღამისთევის ლოცვას, წყურვილის გაძლიერებას, ფეხზე დიდხანს დგომას და განსაკუთრებით "პროფილაქტიკურ ჯოხს", რომლითაც თავს იცემდა".
"ბევრჯერ ვაიძულებდი მას რაიმე სულიერ საუბარს, - ჰყვებოდა მამა იოსები, - მაგრამ თავს არიდებდა და წმინდა სინკლიკიტიას სიტყვებს გვეტყოდა: "როცა სანთელი იწვის, ანათებს, მაგრამ საკუთარ თავსაც მოსწვავსო". მამა დანიელი მედიდურობის ვნებას გულისხმობდა".
"დედუფალო ჩვენო, დედუფალო, - შევღაღადებდი ტკივილით, - ჰოი, დამმოძღვრელო ქალწულთა, შენ იცი, რომ მე არასოდეს დავშვებულვარ ხორციელ ცოდვამდე და შენი ძის შეცნობის მერე კანონად დავიდე სრულ სიწმინდეში ვყოფილიყავი, რამდენადაც ეს შესაძლებელია კაცისთვის. რატომ მაქვს ატეხილი ამგვარი ძალითა და სიჯიუტით ეს ბრძოლა? ხომ არ სძლევს იგი ჩემს ნებას?"
„ვიგრძენი, რომ ვიღაც დაბლა ხელეს მიფათურებდა. მაშინ გავახილე თვალი და რას ვხედავ? სიძვის არაწმინდა სულს! ის სწორედ ისეთი იყო, როგორც აღწერენ წმინდა მამები: ბინძური და მელოტი, პატარა, სწორი რქებით, ფერმკრთალი, მრგვალი და ბოროტებით აღსავსე პატარა თვალებით, სხეული ჭუჭყიანი და ჯაგრიანი ჰქონდა! მთელი ძალით ვეცი, მაგრამ მისი დაჭერა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. მხოლოდ ხელებზე შემრჩა უხეშ ტყავთან შეხების შეგრძნება, ირგვლივ სიბინძურისა და გოგირდის სუნი დატრიალდა, თვითონ კი უხილავი შეიქნა. იმ მომენტიდან ქრისტესი და ჩვენი დედოფლის, ღვთისმშობლის მადლით დამტოვა ამ ბრძოლის სიმძიმემ, გულისთქმები სრულიად დამიწყნარდა და პატარა ბავშვივით ვნებებს ვეღარ ვგრძნობდი“.
„სიძვის დემონმა გაუმართა სასტიკი ბრძოლა“
"შემდეგ გავიგე, რომ შემოქმედმა მოსე უნგრელზე მითხრა. შენც ილოცე ამ ღირსეული მოსეს წინაშე და შეგეწევა, სძლევ ხორციელ ვნებას. აიღო ერთი ძვალი იოანემ წმინდანის წმინდა ნაწილებიდან და უთხრა ბერს, სხეულზე მიედო. ბერიც ასე მოიქცა და იმ დღიდან ხორციელ ვნებას აღარ შეუწუხებია".
"ეგოიზმი ვნებების გრძელი ჯაჭვის პირველი რგოლია".
"ყველაზე საშინელი გამოვლინება - ძილისგუდობის ვნებაა"
"ვნებათა შემმუსვრელი მარხვა".
"ადამიანში მოქმედ ვნებებთან ბრძოლამ და ჩვენში არსებული ცოდვების ამოძირკვამ ისეთი დონის აღდგენამდე უნდა მიგვიყვანოს, რომლის საბოლოო მდგომარეობაც "განღმრთობა" იქნება".
"თუ მოიკვეთთ უხეშ ვნებებს, მაშინ წვრილ-წვრილი ვნებები უფრო ადვილად მოიკვეთება და განქარდება. ნუ ფიქრობთ თქვენს ადრინდელ ცხოვრებასა და ახალგაზრდობის შეცდომებზე, რამეთუ თქვენ წინ გადაშლილია ახალი გზები და ახალი წიგნები".
" - მამაო, თავს ვკარგავ საშინელი ხორციელი ბრძოლისგან, - უთხრა მან ერთხელ, - არც დღისითა მაქვს სიმშვიდე და არც ღამე.
- მხნედ იყავი, - უპასუხა, - ეს ნიშანია იმისა, რომ გვირგვინთა მოპოვების დრო მოვიდა, ნუ გეშინია, ქრისტე იმაზე მეტ განსაცდელს არ შეგამთხვევს, რისი დათმენაც არ შეგიძლია.
და როგორც კი ბერდიდმა აკურთხა, განსაცდელმა გაუარა".
"ნეტარია, ვინც ვნებებზე გაიმარჯვებს და არც აზრით და არც გრძნობით არ ცდუნდება. ქალწულება სულს ზეციური სიძის - ქრისტეს სასძლოდ, მის სხეულს კი სულიწმინდის ტაძრად აქცევს".
"როგორც ცეცხლი ვერ აღენთება შეშის ან რაიმე სხვა საწვავის გარეშე, ასევე ჩვენს უძლურ ხორცს თუ ნაყროვანებაში არ ჩავაგდებთ, ხორციელი ვნებით არ აღენთება და მშვიდი, ღვთის მორჩილი იქნება".
/წმ. ეფრემ ასური/
"ვნებიანობა გვაიძულებს, გავაკეთოთ ის, რის შესახებაც საუბარსაც კი ვერ ვბედავთ, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - რაც უნდა დიდი იყოს ვნების ძალა, თუ ღვთის შიშით შეიზღუდავ თავს, მის დამარცხებას მაინც შეძლებ. შენი ხორციელი ვნების ცეცხლი მეყსეულად ჩაქრება და გაუჩინარდება".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"უფალი მათთან მიდის, ვისაც დალოდება შეუძლია. მოლოდინი უმოქმედობას არ ნიშნავს, არამედ გულისხმობს საკუთარი ვნებებისა და სურვილების დაოკებას და რწმენსა იმისა, რომ უფალი მოგანიჭებს სწორედ იმას, რასაც ვსაჭიროებთ."
/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე (პარი)/
"ვერცხლთუყვარული"
"შეუძლებელია ვნებებისაგან გათავისუფლება, თუკი საკუთარ თავს არ უარყოფ. ქრისტეს ვნებები არ აქვს. ამიტომ თუკი გვსურს ვნებებისგან გათავისუფლება, ქრისტეში და ქრისტეს მიერ უნდა ვიცხოვროთ".
/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე (პარი)/
"ვნებებში დაცემა ყოველთვის არის შესაძლებელი"
"აღთქმა არ გვიყვარდეს სოფელი და ყველაფერი რაც სოფელშია ჩვენი ვნებიანობის გამო მოგვეცა; ეს აღთქმა იმის გამო კი არ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის ქმნილებაზე დაუფიქრებლად ვთქვათ უარი, არამედ იმის გამო, რომ ჩვენში ვნებების აღძვრის მიზეზებს ვანადგურებდეთ".
"- უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე და მაცხოვნე! მიჯობს, ტალღებმა შთანმთქას, ვიდრე ხორციელად აღვენთო და სულიერად წარვწყმდე".
"შენ გამეფდები საკუთარ ვნებებზე"
"როგორც მუცელს დამონებული სპობს ყველა სათნოებას და სხვადასხვაგვარ ვნებას დაემონება, ასევე ნაყროვანების სიბილწისგან განწმენდილი თავშეკავებაც (მარხვა) შობს ჩვენში ვნებათაგან თავისუფლებას".
/წმ. გრიგოლ პალამა/
"სიძვის მიზეზთა განკვეთისათვის - "უკუეთუ ებრძოდის სიძვა ხორცთა შენთა, გინა თუ გულსა შენსა, გამოიძიე, თუ სადაით აღიძრა, და განკუეთე მიზეზი იგი, რამეთუ არს შუებისაგან ანუ ძილსაგან მეტისა, ანუ სიმაღლისაგან, ანუ გიჩნს თავი შენი უკეთეს ვისამე, გინათუ განიკითხე ვინმე შეცოდებული. გულისხმა-ყავ და ეკრძალე, რამეთუ თვინიერ ამათსა არა აღიძრვის შინაგანად გუამისა ბრძოლაი სიძვისაი".
"ადამიანი თავისი მოუთოკავი ვნებებით"
"პიროვნებამ უნდა შეძლოს ვნებებზე მაღლა დგომა, სულში შემოსული უცხო ნაწილის გარეთ გამოყრა".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"სიამეთა და სხვა ხორციელ ვნებებზე მაღლა იდგა"
"ღმერთო მომეც ძალი - "ნეტარსა დედასა სარას ათურამეტსა წელსა ჰბრძოდა ეშმაკი სიძვისაი. და არასადა ილოცა, რაითამცა განეშორა მისგან ბრძოლაი იგი, არამედ ესე ხოლო თქვის: ღმერთო, მომეც ძალი".
"როცა არხში წყალი არ მოედინება, ის გახმება და ბაყაყებიც დაიხოცებიან" (ანუ თუ მუცელში საჭმელი არ მოხვდება, ვნებები გამოიფიტება და მოკვდება)".
/მამა პეტრე მეუდაბნოე (XX ს.)/
"რამდენი ვნებაც დაამარცხე უფლით საკუთარ სხეულში, იმდენად უკვდავი გახდი მარადიული სიკვდილისთვის".
"ჩვენც, შეძლებისდაგვარად, მოვაკვდინოთ ხორცი, რათა "ქუეყანასა ზედა" მოისპოს "სიძვაი, არა-წმიდებაი, ვნებაი, გულის-თქმაი ბოროტი და ანგარებაი" (კოლას. 3,5).
"ერთი ახალგაზრდა, რომელსაც ძლიერი ხორციელი ბრძოლები ჰქონდა, ამტკიცებდა, ქორწინების შემდეგ აღარ მექნებაო. არქიმანდრიტმა ეპიფანემ (+1989, თეოდოროპულოსი) უთხრა: "ჩემო შვილო, ხორციელი ბრძოლისგან ვერც ქორწილი გიშველის, ვერც უქორწინებლობა და ვერც მრავალცოლიანობა. მისგან მხოლოდ სიკვდილი განთავისუფლებს. ამიტომაც კუბოში ჩაწოლამდე სიფხიზლე არ უნდა მოადუნო. ასე რომ, დღეიდან ღვთისგან შეწევნა გამოითხოვე და მოსაგრეობის ასპარეზს შეუდექიო".
"როცა უფალში განმტკიცებული გონება სულს ხანგრძლივი ბოროტი ჩვევისგან განაყენებს, მაშინ გონება და ვნებები გულს ჯალათივით აწამებენ და აქეთ-იქით დაათრევენ მას".
/წმ. მარკოზ განშორებული/
"უკუეთუ გსურს, მოიკვეთო რომელიმე ბოროტი ვნება, რომელიც მძლავრადაა შენში აღტკინებული (აგიზგიზებული), ნუუკუე (ვაითუ) მეყსეულად მისი ძლევა ვერ შეიძლო, მაგრამ თუ მოიკვეთ სხვა, უფრო მცირე ვნებებს, მათი დაშრეტა უდიდესი ვნების ალსაც ძალას მოაკლებს, და თანდათან შენი გულმოდგინებით ისიც განქარდება და უჩინო იქმნება".
/არქიმანდრიტი ევაგრე (დიასამიძე)/
"გეშინოდეს მათთვის მხურვალედ ლოცვისა, ვის მიმართაც ხორციელ ვნებას განიცდი. ასეთი ლოცვა ღვთისთვის სათნო არ არის. მასში საიდუმლოდ მრუშობაა ჩამარხული. მიანდე ის კაცი ღვთის განგებულებას და დაივიწყე იგი. თუ ასე მოიქცევი, შენი საქციელის გამო ღმერთი თავისი მოწყალებით იმ ადამიანს არ დაუტევებს და შენს მიერ მის მივიწყებას მისდამი ლოცვად ჩაგითვლის".
/მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა)/
"როდესაც სამშვინველი ვნებებისგან თავისუფალია, ადამიანს ღვთის ჭვრეტის უნარი ეძლევა".
/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"წმინდა წერილში უამრავი მტკიცებულებაა, რომლის მიხედვითაც მანამდე, სანამ ადამიანი უფლის წინაშე წარდგება, გული ვნებებისგან უნდა განიწმინდოს და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი, მუდმივად ღმერთზე მოფიქრალმა გონების განბრწყინებას მიაღწიოს".
/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"მთაზე მაცხოვრის ნაქადაგარიდან და, უწინარეს ყოვლისა, ნეტარებებიდან, ვიგებთ, რომ ადამიანი ვნებების ტყვეობიდან უნდა გათავისუფლდეს და განიწმინდოს, მან საკუთარი გული მასში მოკალათებული აზრებისგან უნდა გაათავისუფლოს და იმისთვის, რომ ღვთის ხილვის ღირსი შეიქმნას, ჭეშმარიტ თავდაბლობას მიაღწიოს".
/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
„მწამს ღვთისა, რომ ნამდვილად მკვდარი ვარ, რადგან ის, ვინც ხორცით ცოცხალია, ვერ შეძლებს უფლისკენ სვლას“.
"მაშინ აპინიანე 24 წლის გახლდათ, მელანია კი 21-ისა ხდებოდა. მართლაც დიდი სასწაულია - მაშინ, როცა ასე ახალგაზრდები ხორციელი სურვილებით უნდა ყოფილიყვნენ ავსებულნი, მელანიასა და აპინიანეს ბაბილონის ღუმელში შემწყვდეული ყრმებივით ვნების ცეცხლი არ ეკარებოდათ".
"სულის სარეველა ბალახები - ვნებები და მიწიერი სიამეები".
"იაკობს ხორციელი ვნებები ტანჯავდა და ამიტომ თავი დაისაჭურისა. ეს რომ მამა საბამ [განწმენდილი] შეიტყო, ლავრიდან გამოაგდო. მხოლოდ თეოდოსი დიდის თხოვნით დააბრუნა, ისიც იმ პირობით, რომ იაკობი არავის დალაპარაკებოდა, მსახურების გარდა, კელიიდან არ გამოსულიყო და ზიარების უფლებაც აჰყარა.
გამოხდა ხანი, ღმერთმა შეიწირა იაკობის სინანული და ეს ხილვით აუწყა წმინდა საბას: ახილვა, ვითომდა გარდაცვლილი ყრმა აღადგინა ლოცვით იაკობმა. მაშინღა აზიარა უფლის სისხლსა და ხორცს. კვირის თავზე მიიცვალა იაკობი და ღირსი მამის მიერ სულიერად აღშენებული წარდგა ღვთის წინაშე".
"იქ, სადაც ვნებები მშფოთვარებენ, არა აქვს ადგილი ქრისტეს მადლმოსილ სიმშვიდეს".
"მოთარეშე ვნებები"
"ისიხიოს პრესვიტერი ამბობს, რომ "გულს ვნებებიანი აზრებისგან ვერ განვიწმენდთ და ვერ განვაგდებთ გონების მტრებს მისგან, თუ ხშირად არ მოვუხმობთ იესო ქრისტეს სახელს".
"მშფოთვარე ვნებები"
"დაღათუ სტომაქს საზღვარს დაუდებ, ეგების ვნებებიც დაიოკო".
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"პირსახეზე არც ვნება უნდა დაგთამაშებდეს და არც მრისხანება გითრთოდეს. ყოველი ადამიანისათვის სამარცხვინოა ეს, მით უფრო დედაკაცისთვის".
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"სირცხვილის დაკარგვა - ყოველგვარ ვნებათა დასაბამია".
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"ვისთანაც ქრისტეა, იგი თავისი ვნებების სამყაროს ძლევს".
/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/
"გარემოსთან როდესაც შევწყვეტთ დიალოგს, მაშინ უფალი შინაგან მდუმარებასაც მოგვანიჭებს. გარემო თავად დაგვტოვებს, როდესაც მას უპასუხოდ გავაჩუმებთ. რაც მეტად განვეშორებით სამყაროს, მით უფრო მეტად დაგვცილდება თავადაც. ასევეა ვნებებიც, რაც უფრო ვუახლოვდებით, მით უფრო მეტად გვიგდებს კლანჭებში".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"ღვთის სახელის განუწყვეტელი მოხმობა არის მკურნალობა, რომელიც მხოლოდ ვნებებს კი არა, მათ მოქმედებასაც კლავს".
/წმ. ბარსანოფი დიდი/
"ძველ აღთქმაში სპილენძის გველისთვის შეხედვა გველის ნაკბენს კურნავდა. ახალ აღთქმაში ქრისტეს ჯვრისა და მაცხოვრის მოთმინების გონებისმიერ წარმოსახვას ძლიერი შეწევნა ძალუძს ზნეობრივი გველის - ვნებების მიერ მიყენებული წყლულების მოსაშუშებლად".
"ახალგაზრდობის წლებში ძალზე ტანჯავდა და ებრძოდა მას ხორციელი ზრახვები. ამ ყველაზე მძიმე განსაცდელმა აიძულა, უფრო გულმოდგინედ ელოცა. დაუცხრომელი ლოცვით ღვთისაგან კურნებას და ძალას გამოითხოვდა ვნებებთან საბრძოლველად. საბოლოოდ, იგრძნო, რომ გაუქრა ყოველგვარი ხორციელი სურვილი და განსაცდელიც ჩამოშორდა. თავს უსხეულოსავით გრძნობდა. ღვთის მადლით, სათნოებებში განმტკიცებული ეკვიციუსი თუ იმ დრომდე მხოლოდ მამათა მონასტრებს მართავდა, ამის შემდეგ დაიწყო დედათა მონასტრის მართვაც. თუმცა შემდგომში ის მუდამ ჩააგონებდა თავის მოწაფეებს, რომ მისი მაგალითით დაუფიქრებლად არ ესარგებლათ".
/წმ. გრიგოლ დიალოგოსი/
"საყვარელო, შენ მკითხე იმის შესახებ, რომ გიხდება ვნებიანი ყურება შენ წინაშე მდგომი ადამიანისა. როგორც ჩანს, ეს ეშმაკის ბრძოლისგანაა, იცოდე - გონების გატაცებაც მისი შთაგონებისგანაა. ასეთ განსაცდელში გაიხსენე, როგორ იხრწნება და ყარს ხოლმე ჩვენი სხეული, როგორ შევიცვლებით, როცა საფლავში ჩავწვებით.
მაგრამ ხრწნილებაზე რად გეუბნები? განა უწინარესად მომავალი საშინელი სამსჯავრო არ უნდა წარმოიდგინო? რა ხვედრი ელის ამის მოქმედთ? როგორ აიტან იმ დიდ სირცხვილს, როდესაც ჩვენი საქმეები ანგელოზებისა და მთავარანგელოზების, ყოველი ადამიანისა და მართალი მსაჯულის წინაშე გაცხადდება? როგორ დაეხშობათ ბაგეები ამგვარ საქმეთა მოქმედთ? გვეშინოდეს მისი, რომელმაც ბრძანა: "ნუ სცთებით: არცა მეძავთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკვიდრონ" (მათ. 5, 28-29).
ეს ყოველივე გაიხსენე და ხშირად არ მიხვიდე იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ამ ბრძოლას განიცდი, მაგრამ არ აგრძნობინო რატომ განეშორები მათ, რომ სხვადასხვა ფიქრებისთვის არ მისცე მიზეზი. როდესაც მათთან საუბარი დაგჭირდება, შეწევნისთვის უფლის წმიდა სახელს მოუხმე, თქვი: იესო მეუფეო! დამიფარე და შეეწიე ჩემს უძლურებას. ნუ შეშინდები, ის შემუსრავს მტრის მშვილდს, რამეთუ მისი სახელის ძალით ბოროტება უმოქმედო ხდება. შეხვედრისას ცოტა ილაპარაკე, სმენასა და გულისსიტყვებს თავისუფლებას ნუ მიანიჭებ, თავი მშვიდად და უშფოთველად გეჭიროს, რათა არავინ შენიშნოს რაც ხდება (შენს გულში). და თუკი ამ გზით ძალა მოგეცემა, მტრებს (ეშმაკებს) ნუ გაუთამამადები, რადგან ურცხვები არიან და ათასჯერაც რომ დაამარცხო, მაინც შემოგიტევენ".
/წმ. ბარსანუფი დიდი/
„ყოველი სვეტი მტკიცე საფუძვლეს ემყარება, მრუშობის ვნება კი ნაყროვანებაზეა დაფუძნებული“.
/წმ. ნილოს სინელი/
"ჩვენში შემოსული ყველა სურვილი და გრძნობა უნდა ვაზომიეროთ".
/მამა იოანე ყურაშვილი/
"ოხშივარი ასდიოდა ხორციელ გულისთქმათა ჭაობს და დუღდა, თუხთუხებდა სიჭაბუკე ჩემი".
/ნეტარი ავგუსტინე/
"ჩემი სიბილწე და ხორციელი ხრწნილება ჩემი სულისა".
/ნეტარი ავგუსტინე/
"ჩვენ ბავშვებზე როცა ვსაუბრობდით, ვთქვით, რომ მათში არის დიდი გულწრფელობა, რადგან სწორედ ვნებები არ არის მათში ჯერ გაცხადებული და იმიტომ, ანუ ბავშვს ვნება არ ერევა. ამბობენ, მოხუცებულობაშიც, თანდათან ცხრებიან ვნებები. როცა სიბერეში ადამიანი კარგავს ხორციელ ძალებსა და უფლებებსაც კი, მისი გონებაც უფრო იწმინდება და მდაბლდება, რაც ხელს უწყობს ვნებების შესუსტებას".
/მამა სერაპიონი (მახათაძე)/
"ერთ-ერთი წმინდა მამა წერს: ასობით ქრისტიანის უსჯულოთა მონობისგან გამოსყიდვა და გათავისუფლებაც ვერ გიხსნის, თუკი თავად ვნებათა ტყვეობაში იმყოფები".
"ვინაიდან ვნებებს ლოცვა დაახრობს; ამიტომაც, როცა ისინი აღდგებიან, ვილოცოთ გონებით, აუჩქარებლად და ძალიან ჩუმად "იესოს ლოცვა", რომელიც თანდათანობით დაიმორჩილებს ამბოხებულ ვნებებს. ზოგჯერ ვნებათა აღდგომა და ბოროტისეულ გულისსიტყვათა შემოტევა ისე ძლიერია, რომ დიდ სულიერ მოღვაწეობაში ავყავართ. ეს უხილავი მოწამეობის ჟამია. უნდა ვაღიაროთ, ვნებებისა და ეშმაკის წინაშე ხანგრძლივი ლოცვით უფალი აუციებლად გაგვამარჯვებინებს".
"სამწუხაროდ, ჩვენ მრუში თეორიებით, ვნებითა და უწმინდურებით დაბინძურებულ საშინელ ატმოსფეროში ვცხოვრობთ".
"წმინდა მამები ამბობენ: არ დაიჯერო, რომ ავხორცობის ვნება დაამარცხე მანამ, ვიდრე შენს კუბოს ბოლო ლურსმანს არ ჩააჭედებენო".
"გზად მიმავალი [უცნობი განდეგილი] ქალს შეხვდა და მასთან ხანგრძლივი საუბრის შემდგომ, სულიერად მოუძლურებულს ხორციელი ვნება მოეძალა".
"ცოდვა, ვნება, ეს ჩვენი სულის დაჩირქებული, გახრწნილი ზედნადებია, რომელიც უნდა მოვიკვეთოთ სინანულით, აღსარებითა და ზიარებით".
/ილია II/
"ეშმაკს დიდად შეშურდა მისი [ღირსი ლუკა ახალი] სისრულის და ერთ მშვენიერ დღეს აღსარების მისაღებად სამი ქალი მიუგზავნა, რომელთა წასვლის შემდეგ წმინდა მამას არაწმინდა გულისთქმა ეწვია.
სამი დღე და ღამე ცრემლით გამოისყიდდა ცოდვას და ღვთის ანგელოზისგან უვნებობის მადლი მიიღო".
"ყოველგვარი ვნებისგან თავის დაღწევის, განკურნების ერთადერთი საშუალება უფალთან მიახლება, მასთან ხშირი კავშირი და მარადიული მეგობრობაა. იგია დაუსრულებელი გზა, ცხოვრების არსი და მშვენიერება. მასთან სიახლოვე მხოლოდ მისი შესაფერი ცხოვრების წესითაა შესაძლებელი, რომლის ძალას, შესაძლებლობასა და უნარს კვლავ თავად გვანიჭებს უდიდესი კაცთმოყვარებითა და სახიერებით, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, გავხსნათ გონებისა და გულის კარი ამ მადლისა და ნიჭების მისაღებად".
"ვისაც ვნებები მოთოკილი აქვს, ეშმაკი ვერ დასცემს".
"მარხვა და მუხლთა დრეკანი ვნებათა დასაძლევად გვებრძანა".
/დეკ. დავით ხაჭაპურიძე/
"როდესაც კარს ვნებებს ვუღებთ, გონება გვეფანტება და მრავალი სახის სიამოვნებისა თუ ვნებების ძიებაში ჩვენი გონება მუდმივად მიწიერ და ხორციელ ვნებებში დახეტიალობს".
/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"ვნება კი რაიმე საგნის უგუნური სიყვარული ან ბრიყვული ზიზღია".
/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"სამშვინველის ვნებები საფლავის ქვა ხდება სულისათვის".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ვნებები ცრუობენ, ისინი სიმახინჯეს სილამაზედ წარმოაჩენენ".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ახოვანი მოსაგრის გული თანდათან დაიწმინდა ბოროტ ვნებათაგან"
"ზნეობის სიწმინდით თანატოლებს აღემატებოდა და სული თვისი არასოდეს დაუმორჩილებია რაიმე ვნებისთვის".
„ერთხელ წმინდა ბენედიქტეს ეშმაკმა განსაცდელი შეამთხვია: ცხვირწინ შაშვმა დაუწყო ტრიალი. წმინდა კაცს მისი დაჭერა რომ სდომოდა, ხელს გაყოფდა და მისწვდებოდა, მაგრამ მან ჯვარი გამოსახა და ჩიტი გაფრინდა. ამას მოჰყვა მასში ისეთი ხორციელი აღძვრა, როგორიც არასოდეს განუცდია. უეცრად მან ქალი იხილა, რომელიც მისი გონების თვალთ ეშმაკმა მოუვლინა. მის დანახვაზე გულში ისეთი ვნების ცეცხლი აღენთო, რომ უდაბნოს დატოვებაც კი სურდა. მაგრამ მალე, ღვთის მადლით, მზერა საკუთარ თავს მიაპყრო, დაინახა მასში თესლი ვნებისა, გაიძრო სამოსი, წიწვებსა და ჭინჭარზე მანამ იგორა, ვიდრე სხეული არ დაესერა. იარებმა განუკურნა სხეულში აღძრული გრძნობა, მოაუძლურა ავხორცობა. საკუთარ თავს სასჯელად გარედან (სხეულზე) ცეცხლი შეუნთო, რითიც შიგნით მოკიდებული ალი ჩააქრო, ამით სძლია ცოდვას. როგორც შემდგომში თვითონ უყვებოდა მოწაფეებს, იმ დროიდან მოყოლებული, ხორციელი ვნება მასში ისე მოთვინიერდა, რომ მსგავსი რამ აღარ უგრძნია. მრავალნი ტოვებდნენ სოფელს და ისწრაფოდნენ მოღვაწეობას მისი ხელმძღვანელობით. ვნებათაგან განთავისუფლებული უკვე სამართლიანდ შეიქნა სხვათათვის სათნოებათა მასწავლებელი.“
"წმინდა თომაიდას ღვთისგან ბოძებული მადლი შეეწევა სიძვის ვნებისგან გათანგულებს".
"დაიურვე ამპარტავნების გულისთქმა მანამ, სანამ ვნებად გექცეოდეს და თვითვე დაგიურვებდეს! ქვე დაამხე შენში ცუდმედიდობა, სანამ თვითვე დაგამხობდეს. შეიმუსრე ხორცი მანამდე, სანამ ხორციელი გულისთქმა თვითვე შეგმუსრავდეს!"
/წმინდა ეფრემ ასური/
"ვნებებთან ბრძოლა არის თუნდაც შიმშილთან ბრძოლა. შიმშილს ებრძვი? ვერ ებრძვი. იმიტომ, რომ სისხლი მოძრაობს, გიშივდება, გწყურდება, ძილი გინდება, მაგრამ შეიძლება შეამცირო ეს და კალაპოტში ჩააყენო. მრუშობის ვნება ცოლის შერთვით უნდა შეზღუდო და ასე შემდეგ. ვნება, რომელიც გაძლიერებული სურვილია, ძნელად მოსანელებელია. ვნება და მიდრეკილება ყველას ერთნარი აქვს. ჩონჩხი ყველა ადამიანში იდენტურია, მაგრამ არის შტრიხები, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთისგან განასხვავებს".
/იღუმენი იაკობი (ჭოხონელიძე)/
"ფიცხი და ენაშეუნახავი"
"სულმა ხორციელი ზრახვები უნდა მოაკვდინოს, როგორც მოსემ მოკლა ეგვიპტელი და ამის შემდეგ სინანულით სძლია ვნებათა უდაბნოს. სწორედ მოსეს მიბაძვაა აუცილებელი იმისათვის, რომ "მაყვლოვანსა შინა ღმრთისგამოცხადებისა ხილვასა" ეღირსოს სული".
"ცოდვის უსაზღვრო სიღრმიდან სულიერი კიბის უმაღლეს საფეხურზე ამაღლებული - წმიდა მარიამ ეგვიპტელი".
"წმინდა მარიამ მეგვიპტელმა, მას შემდეგ, რაც შეიცნო თავისი განშვებული ცხოვრების საშინელება, შეინანა და უდაბნოში გაიქცა, საცდურებიდან მეტად შორს, რომ არავინ მისულიყო მასთან მზაკვრული სურვილებით და ძველ ცოდვას არ დაჰბრუნებოდა."
"ხშირად საცდური მოდის არა საშინელი და პირდაპირი სახით, არამედ ირიბად, შეფარულად, კეთილი სურვილებით. ადამიანს სჭირდება სულიერი სიფხიზლე, რათა არ მოტყუვდეს. მისი სული ციხესიმაგრეს უნდა ჰგავდეს, რომლის ყველა კარი დახშულია და შეუვალი ყველა ვნებისთვის. როცა ადამიანი შიგნიდან სჩადის ცოდვას, ის უკვე აღებს თავის სულის ციხის კარებს. ერთ ცოდვას შემდეგ მოსდევს მრავალი ცოდვა, რომელიც საბოლოოდ სულს დაღუპავს. საცდურის წინააღმდეგ მთელი სიცოცხლე ბრძოლაა საჭირო. მხოლოდ გამარჯვებულები დაიდგამენ ცხონების გვირგვინს."
/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/
"შენ გამეფდები საკუთარ ვნებებზე"
დედა ზოილე ამბობდა: "ახალგაზრდობაში ვნებები მებრძოდა. მწუხრის ლოცვებზე, ღამით, დაფარულად ავდიოდი მთაზე, იოანე ზედაზნელის მონასტერში, ვლოცულობდი მის კედლებთან და მერე ცისკრის ლოცვაზე უკან, სამთავროს მონასტერში ვბრუნდებოდი. მივდიოდი ცრემლმდინარე და უკან სიხარულით აღსავსე მოვდიოდი, თითქოს ჩემს ტვირთს ღირს იოანესთან ვტოვებდი".
"პატრიარქ ეფრემთან საუბრისას ერთმა მღვდელმონაზონმა აღიარა, რომ ხორციელი ვნებები ტანჯავდა. პატრიარქმა მოუსმინა და ოდნავ გაუღიმა: - რას ვიზამთ, მღვდელმონაზვნის რომანტიკული განწყობილებააო. მეორე დღეს, სიონის ტაძარში მსახურების წინ, ეს მღვდელმონაზონი მივიდა, მუხლი მოიდრიკა და კურთხევა ითხოვა. უცბად პატრიარქმა უთხრა: - რაო, ძმაკაცივით ხელსაც ხომ არ ჩამომართმევ? ბარემ "მაკურთხე" კი არა, პირდაპირ "გამარჯვება" მითხარიო. მონაზონი სახტად დარჩა, პატრიარქმა კი განაგრძო: - რამდენიმე წლის მანძილზე ვერაფერი ისწავლე. დიდი ცოდვა ჩაიდინა, ვინც შენ ხელი დაგასხა, მაგრამ ჩვენ გამოვასწორებთ ამ შეცდომას. ახლა კი წადი აქედანო. უკურთხებელი მღვდელმონაზონი აცრემლებული გადგა განზე.
გავიდა რამდენიმე დღე. მღვდელმონაზონი ისევ შეხვდა პატრიარქს. მან ის სიონის ტაძრის ეზოში დაინახა და არ იცოდა, რა ექნა, სად დამალულიყო. პატრიარქმა თითით მიიხმო და უთხრა: "აბა, შვილო, როგორ ცხოვრობ? შენ, ვგონებ, ჩემთან რაღაცაზე ჩიოდი". "ცუდი ფიქრები განმეშორნენ, ახლა მათთვის სადღა მცალიაო", - თქვა ბერმა. "ასე განაგრძე, - უთხრა პატრიარქმა და დაუმატა, - ერთი დიაკვანი მყავდა, რომელიც ამბობდა ხოლმე: "დღეს პატრიარქი ჩემთან მსახურობსო". რომ იცოდე, რამდენი დრო დასჭირდა იმის მისახვედრად, რომ პატრიარქი კი არ მსახურობდა მასთან, არამედ ის მსახურობდა პატრიარქთან". მღვდელმონაზონი მიხვდა, რომ მისი განსაცდელის მიზეზი სიამაყე იყო და გახარებული წავიდა."
"ხშირად კაცი რაშიც სხვას განიკითხავს, ღვთის დაშვებით თვითონ იმავე ცოდვაში ვარდება. ასე მოქმედებს სულიერი კანონები. "და ვიდრე არ შეიცნობ შენს დაცემას და ღმერთს შენდობა არ სთხოვ, ეს კანონები იმოქმედებს, - ბრძანებს მამა პაისი, - უკეთ რომ გაიგოთ, ერთ ამბავს მოგიყვებით. როცა სტომიონის მონასტერში (ათონს გარეთ, ერში მდებარეობს) ვცხოვრობდი, შევიტყვე, ერთი ჩემი კლასელი გოგონა სწორი გზიდან ამცდარიყო. ვლოცულობდი, რომ ღმერთს მისთვის ჩემთან მონასტერში მოსვლა შთაეგონებინა. წმინდა წერილიდან და მამათა სწავლებიდან სინანულზე გამოთქმული აზრებიც კი ამოვწერე.
ერთხელაც მოვიდა, ვისაუბრეთ და ვიფიქრე, რომ მიხვდა ჩემს ნათქვამს. მერე ხშირად მოდიოდა ჩემთან, ბავშვთან ერთად, სანთელი, ზეთი და საკმეველი მოჰქონდათ ტაძრისთვის. ერთხელ ჩემმა კონიცელმა ნაცნობებმა მითხრეს, - შენთან ეს სიწმინდეები კი მოაქვს, მაგრამ ქალაქში ოფიცრებთან მაინც დანავარდობსო. როცა ქალი ამოვიდა მონასტერში, ყვირილი ავტეხე და გავაგდე! საცოდავი ატირებული წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ძლიერი ხორციელი ბრძოლა ვიგრძენი. რა დამემართა? არასოდეს ამნაირი განსაცდელი არ მქონია. რა მოხდა-მეთქი. მიზეზი ვერ ვიპოვე. ვლოცულობ, მაგრამ ლოცვა არ მოდის.
წავედი გამილაზე (ასე ჰქვია პინდოსის მთების მწვერვალებს). ამ ბრძოლას სჯობს დათვებმა შემჭამონ-მეთქი, - ვფიქრობდი, მაგრამ სიძვის ბრძოლა არ იკლებდა. ნაჯახი ფეხში სამჯერ ჩავირტყი, იქნებ ტკივილს დაევიწყებინა ეს ბრძოლა. ჩექმა სისხლით ამევსო, განსაცდელმა კი არ გაიარა. უეცრად გამახსენდა ის დედაკაცი და სიტყვები, რომლებიც ვუთხარი. "ღმერთო ჩემო, მე მხოლოდ მცირეოდენი გამოვცადე ამ ჯოჯოხეთური სატანჯველისა, ის კი მუდმივად მასთან ერთად ცხოვრობს! ღმერთო, შემინდე, რომ ის განვიკითხე", - ვთქვი და ზეციური სიგრილე ვიგრძენი, ხორციელი ბრძოლა განმეშორა."
"ჩვენ, ქრისტიანებმა, ყველგან და ყველაფერში წმინდა უბიწოება უნდა დავიცვათ: სიტყვაში, საქმეში, ფიქრისას, სხეულიც წმინდად და უბიწოდ უნდა შევინახოთ. სული ჩვენი ღვთის სახლად და ქრისტეს სასძლოდ არის განკუთვნილი, ამიტომაც სიწმინდეში უნდა ვამყოფოთ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა განვიწმინდოთ ვნებებისგან, ცოდვებისგან, რომ ქრისტიანის მიზანი და დანიშნულება აღვასრულოთ - მოვიპოვოთ სულიწმინდა."
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"ფიზიოლოგიურ მოთხოვნებს აყოლილი ადამიანი პირუტყვს ემსგავსება, რადგან ბაძავს მას".
/მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი)/
"წინ გონება მიუშვი, უკან - გრძნობები. თუ პირიქით მოიქცევი, მარცხი არ აგცდება".
"მაგრამ ბოროტმა სხვა მხრივ მოინადირა ყმაწვილი, - [წმ. მოწამე] კონსტანტინემ იმრუშა. გულში სუსხი დაუტრიალდა, დაცარიელდა. გლოვობდა ღვთის მადლისგან განძარცვასა და ქალწულების დაკარგვას და სიძვის დემონს კვლავ რომ არ ეძლია, მთაწმინდას მიაშურა".
"ცოდვები და ვნებები - სულის სიგიჟეა".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ვნებების დაძლევა და სათნოებების მიღწევა მხოლოდ ღვთის დახმარებითა და მონაწილეობით არის შესაძლებელი."
"რაც უფრო წარმატებულია ადამიანი სულიერად, მით მეტად თრგუნავს მიწიერ გრძნობებს".
"ადამიანი უნდა ცდილობდეს, ხორციელი გრძნობებიც გაასულიეროს, ანუ ისე გამოიყენოს და წარმართოს, რომ სულიერი ზრდა-განვითარებისთვის, საბოლოოდ კი სულის საცხოვნებლად გამოადგეს".
/მამა იოანე ყურაშვილი/
"თუ დღეს რომელიმე ვნება ჩამოვიშორეთ, ხვალ სხვა ვნების ჯერი უნდა დადგეს. ვინაიდან ადამიანი მიწიერ ცხოვრებაში მუდმივად ცოდვის ჩადენის საშიშროების წინაშე დგას, ამიტომ არასდროს დადგება სულიერი ფარ-ხმლის დაყრის დროც".
/დეკ. თეიმურაზ თათარაშვილი/
"როგორც შეშაა მიზეზი ცეცხლისა და თუ მოაკლდა, ცეცხლი ჩაქრება უმალ, ხოლო თუ მასალა ბევრია, ცეცხლი უფრო აღეგზნება. ასევეა ვნებათა მიზეზიც: თუ ვინმე მოიცილებს ამ მიზეზს, მოუძლურდებიან ვნებებიც, მსგავსად სიძვისა, როგორც თქვა აბბა მოსემ: სიძვის მიზეზია მაძღრივ ჭამა-სმა, უსაქმურობა და ზედმეტი ძილი, გართობა, ცუდად მეტყველება და კადნერება, მიდრეკილება ძვირფასად ჩაცმა-დახურვისადმი. თუ ყოველივე ამას მოიკვეთს კაცი, მოუძლურდება თავისთავად ვნება სიძვისა".
"ზოგი ვნება დაბადებიდანვე დაგვყვება, ზოგიერთი წუთისოფლის გზაზე დაგვასნეულებს".
"ზედმეტი სიამენი ბოროტისგან მოდის"
"გადის ცხოვრების წლები, ჩაიარა ახალგაზრდობამ, როგორც გაზაფხულმა, ვნებების სეტყვასა და ქარიშხალში გაიელვა, მაგრამ იყო ნათელი დღეებიც, როცა სული მონაზვნური ცხოვრების მშვენიერებას შეიგრძნობდა და იდუმალ ყვავილთა კეთილსურნელებით ტკბებოდა. სიყმაწვილე სავსეა ცოდვებითა და შეცდომებით, აღმაფრენით და დაცემით, მაგრამ სული ჯერ არ გაუხეშებულა, ცოდვების შემდეგ დგება გულწრფელი სინანულის ჟამი, თითქოს გულიდან დაღვრილი სისხლიანი ცრემლებით ცოდვების ჭუჭყი განიბანება."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"წმინდა იაკობ მმარხველმა (ხსენება 4 მარტს) თავისი ანგელოზებრივი ცხოვრებით ისეთ სიწმინდეს მიაღწია, რომ უდიდეს სასწაულებს იქმოდა: ავადმყოფებს კურნავდა, ეშმაკებს განდევნიდა, მკვდრებს აღადგენდა. მაგრამ ერთხელ, შუაღამისას, მისი კელიის კარებზე ქალმა დააკაკუნა და ღამის გასათევი სთხოვა, უდაბნოში გზა ამერიაო. შეეწყალა ბერს, მხეცებმა არ დაგლიჯონო და შეუშვა, თვითონ კი მეორე ოთახში გავიდა. გულისთქმები შეებრძოლნენ. შემოვიდა ქალთან. შიშველი დაუხვდა. ღირსი იაკობი ქალთან დაეცა. როცა ერთი ცოდვა ჩაიდინა, მეორე უარესი დაუმატა - იმის შიშით, რომ ეს ცოდვა არ გამჟღავნებულიყო და მონაზვნების გასაკიცხი არ გამხდარიყო, ქალი მოკლა. გონს მოსულმა და სასოწარკვეთილმა მიატოვა კელია და სოფელში გაიქცა. გზად მეუდაბნოე მამა შეხვდა, რომელმაც, როცა შეიტყო მისი ამბავი, ანუგეშა, ღმერთს ზღვა გულმოწყალება აქვს და ნუთუ მარტო შენ არ გეყოფაო. ბერმა იგი ერთ მღვიმეში მიიყვანა და იქ ურჩია დაყუდება. დაჰპირდა, საკვებს მოგიტან ხოლმეო. ოცი წელი მღვიმიდან გამოუსვლელად იმოღვაწა წმინდა იაკობმა და უფალმა აპატია ცოდვები.
საშინელი გვალვა ჩამოვარდა. იმ მხარის ეპისკოპოსს ძილში უფალი გამოეცხადა და უთხრა, - მღვიმეში დაყუდებული ბერის ლოცვებით მოგეცემათ წვიმაო. ეპისკოპოსი ხალხთან ერთად მღვიმეს მიადგა. ბერმა - "თქვენ შეცდით, მე დიდად ცოდვილი ვარ და უფალი ჩემთან არ გამოგგზავნიდათო". "ნუ აღუდგები ღვთის ნებას, - სთხოვა ეპისკოპოსმა, - ილოცე ჩვენთვის". როცა წმინდანმა ლოცვა დაიწყო, ძლიერ გაწვიმდა, მაშინ მიხვდა ღირსი იაკობი, რომ შეუნდო ღმერთმა".
"ცოდვის დაძლევის გზაზე ადამიანი ებრძვის საკუთარ თავს. საკუთარ თავზე გამარჯვება ერთი შეხედვით კარგად ჟღერს, მაგრამ, სამწუხაროდ, საკუთარ თავთან ბრძოლის პროცესში მოგებულიც ჩვენვე ვართ და წაგებულიც, რადგან ამ ომში არ არსებობს ორი დაპირისპირებული მხარე. სჯობს, ვებრძოლოთ ცუდ თვისებებს ჩვენში. ეს საკუთარი თავის ზიზღში არ უნდა გადაიზარდოს. თუ ცოდვიანობის გამო შევიძულებთ საკუთარ თავს, როგორღა შევასრულებთ უფლის მცნებას, რომ გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი თავი, როგორ გავიგებთ სხვისას, როგორ თანავუგრძნობთ მას, თუ საკუთარი თავის მიმართ გულგრილები და განურჩევლები, უარეს შემთხვევაში კი სიძულვილით აღსავსენი ვიქნებით? ბრძოლის ნაცვლად, სასურველია, ადამიანი დაუმეგობრდეს თავის "მე"-ს, საკუთარი თავის სიყვარული არ უნდა დავკარგოთ, ჩვენ ხომ უფლის საყვარელი ქმნილებანი ვართ, მაგრამ ეს ეგოიზმსა და ნარცისიზმს როდი ნიშნავს, უბრალოდ, შევხედოთ საკუთარ თავს მოყვასის თვალით."
"ხორციელი შრომა ვნებებს ამდაბლებს".
"გულისყურმღვიძარე კიდევ უფრო მეტად ცდილობ, აკონტროლო საკუთარი თავი ათასგვარი ვნებისგან დასაცავად და უფალთან თანწყობით იცხოვრო".
"კერპნი ვნებათანი აღვმართენ მე უბადრუკმან, არამედ მოწყალეო, სინანული ჩემი მიითვალე".
/ანდრია კრიტელის დიდი კანონი/
"ფიზიკური შრომა შხამსაწინააღმდეგო წამალია ხორციელი ვნებებითა და სიამაყით მოწამლულთათვის".
"მოღვაწეობა და ღვაწლი ის ძალაა, რაც ვნებებისგან გვათავისუფლებს და სამოღვაწეო სრულყოფილებას გვაზიარებს".
"თუკი შემოგთავაზებდნენ ოქროს თასს მსოფლიოში საუკეთესო ღვინით და გეტყოდნენ: "დალიე, მაგრამ იცოდე, რომ ფსკერზე მორიელია" - დალევდი?
მიწიერ სიამოვნებათა ყოველ ფიალაში მორიელი იბადება. თვით ეს ფიალებიც სულაც არაა იმდენად ღრმა, რომ მორიელი სულ ახლოს არ იყოს ჩვენს ბაგეებთან."
/წმინდა ნიკოლოზ სერბი/
"სათნოებათა გვირგვინი სიყვარულია; ვნებათა გვირგვინი - საკუთარი ცოდვების გამართლება".
"ვნებები გონებას აცარიელებენ"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"თუ შეძლებ საკუთარ მავნე ვნებებთან, სურვილებთან, ნებასთან ბრძოლას და მათ დაძლევას, ეს უფრო მეტად სათნო იქნება უფლისთვის, ვიდრე თუნდაც ადრე უდაბნოში მოღვაწე ყველა მამასთან შედარებით მკაცრად მარხვის დაცვა და ხორცის დათრგუნვა. ასობით მონა-ქრისტიანიც რომ გყავდეს გამოხსნილი, განთავისუფლებული არაკეთილისმყოფელის ხელიდან, ეს მაინც არ გიხსნის, თუ ამასთან საკუთარი ვნებების ტყვეობაში იმყოფები".
/მამა ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"მოდაც ვნებაა, აზარტია, ფულის შოვნისა თუ სხვათათვის თავის მოწონების საშუალება. წმინდა ნიკოლოზ სერბი ბრძანებდა: "ვინც მოდას კარნახობს და თავს ახვევს ქარაფშუტულ სამყაროს, მხოლოდ კომერციული ანგარიშით ხელმძღვანელობს. ისინი კულტურასა და განათლებაზე იმდენს ფიქრობენ, რამდენსაც ბაყაყი - ვარსკვლავებზე. ისინი დიდი ქალაქების ჩვეულებრივი ბარბაროსები არიან, ფულის შოვნის ვირტუოზები. ჰყავთ თავიანთი აგენტები, დიზაინერები, მხატვრები, კაცთა ვნებებისა და სისუსტეების ზედმიწევნით მცოდნენი".
"არ არის ამქვეყნად უფრო დიდი გამარჯვებული, ვიდრე ის, ვინც საკუთარ თავზე იმარჯვებს და საკუთარ ვნებებზე ბატონობს."
"ერთხელ წმინდა ბენედიქტეს ეშმაკმა განსაცდელი შეამთხვია: ცხვირწინ შაშვმა დაუწყო ტრიალი. წმინდა კაცს მისი დაჭერა რომ სდომოდა, ხელს გაყოფდა და მისწვდებოდა, მაგრამ მან ჯვარი გამოსახა და ჩიტი გაფრინდა. ამას მოჰყვა მასში ისეთი ხორციელი აღძვრა, როგორიც არასოდეს განუცდია. უეცრად მან ქალი იხილა, რომელიც მისი გონების თვალთ ეშმაკმა მოუვლინა. მის დანახვაზე გულში ისეთი ვნების ცეცხლი აღენთო, რომ უდაბნოს დატოვებაც კი სურდა. მაგრამ მალე, ღვთის მადლით, მზერა საკუთარ თავს მიაპყრო, დაინახა მასში თესლი ვნებისა, გაიძრო სამოსი, წიწვებსა და ჭინჭარზე მანამ იგორა, ვიდრე სხეული არ დაესერა. იარებმა განუკურნა სხეულში აღძრული გრძნობა, მოაუძლურა ავხორცობა. საკუთარ თავს სასჯელად გარედან (სხეულზე) ცეცხლი შეუნთო, რითიც შიგნით მოკიდებული ალი ჩააქრო, ამით სძლია ცოდვას. როგორც შემდგომში თვითონ უყვებოდა მოწაფეებს, იმ დროიდან მოყოლებული, ხორციელი ვნება მასში ისე მოთვინიერდა, რომ მსგავსი რამ აღარ უგრძნია. მრავალნი ტოვებდნენ სოფელს და ისწრაფოდნენ მოღვაწეობას მისი ხელმძღვანელობით. ვნებათაგან განთავისუფლებული უკვე სამართლიანდ შეიქნა სხვათათვის სათნოებათა მასწავლებელი. ამიტომაც დააწესა მოსემ, რომ ლევიტელებს მსახურება ოცდახუთი წლიდან და უფრო მეტი ასაკისას დაეწყოთ და მხოლოდ 50 წლისანი გამხდარიყვნენ წმინდა ჭურჭლის მცველები."
"ჩემო პეტრე, ცნობილია, რომ სიყმაწვილეში ხორციელი ვნებები (განსაცდელები) მძვინვარებენ, 50 წლიდან კი ხორციელი მცხუნვარება გრილდება. წმინდა ჭურჭელი კი სარწმუნო კაცთა გონება არის. ამიტომაც, როცა რჩეულნი ჯერ კიდევ განსაცდელისკენ (ვნებისკენ) არიან მიდრეკილნი, აუცილებელია ისინი სხვებს დავუმორჩილოთ და დავავალოთ, მსახურებით, მორჩილებითა და ღვაწლით გათანგვა. ხოლო როცა მშვიდ ასაკში განსაცდელის ცეცხლი სუსტდება, ისინი წმინდა ჭურჭლის მცველნი და ადამიანთა სულების დამმოძღვრელნი ხდებიან."
/წმ. გრიგოლ დიოლოღოსი/
"იესო ქრისტე - ღმერთი ღმერთთაგანია, ნათელი - ნათლისაგან, რომელიც დღეს, ხვალ და მარად ღვთაებრივი დაუსრულებელი ცხოვრების პროცესში იშვება წიაღთა ღვთისა მამისაგან... უფალმა თავისი განხორციელებით, ცხოვრებით, ჯვარცმითა და აღდგომით ადამიანი სულიერი სრულყოფის ახალ საფეხურზე აიყვანა, ზეციური ნათლით განაბრწყინვა, ღვთაებრივ სიყვარულს აზიარა. მას რომ მივეახლოთ, სიტყვით და საქმით ქრისტიანულად უნდა ვიცხოვროთ, უნდა დავძლიოთ ვნებები და ცოდვისმიერი მისწრაფებები. მაშინ სული ჩვენი იქცევა სპეტაკ ტაძრად და უფალი ღირსგვყოფს, მასში დაივანოს".
/ილია მეორე/
"როდესაც ნეტარმა მოსემ [უნგრელი] შეძლო საკუთარი ვნებები დაემარცხებინა, უფლისგან მიეცა ძალა სხვებს დახმარებოდა იმავე განსაცდელის დაძლევაში. ერთ-ერთი ძმა, საკუთარ თავს ებრძოდა, მასთან დახმარებისთვის მივიდა და უთხრა:
- რასაც მიბრძანებ, სიკვდილამდე შევასრულებ.
ღირსმა მოსემ უთხრა:
- მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთი სიტყვაც არ უთხრა ქალებს.
ბერმა პირობა მისცა. მაშინ ნეტარი მამა, ბიბლიური მოსეს მსგავსად, რომელიც კვერთხით სასწაულებს ახდენდა, ბერს თავისი კვერთხით შეეხო და მასში მაშინვე განადგურდა ყველანაირი უწმინდური ვნება და ფიქრი".
"ზოგჯერ ღმერთი იმასაც დაუშვებს, რომ კაცმა სამარცხვინო საქმე აღასრულოს და ამას იქმს იმ მიზნით, რომ თვით ამ ადამიანში სხვა, უფრო ბილწი და დამღუპველი ვნება აღმოფხვრას. ასე, მაგალითად, როცა ვინმე თავს იქებს ქველი საქმეებით და მართალი მორწმუნეობით, ღმერთი დაუშვებს ხოლმე მის სიძვა-მრუშების ცოდვაში ჩავარდნას, რათა სწორედ ასეთი დაცემის შედეგად მოეგონს გონს, გულისხმა-ჰყოს თავისი უძლურება, თავი დაიმდაბლოს, ქედი მოიხაროს და წრფელი აღსარებისთვის შეუვრდეს უფლის მონანულ გულს."
/წმ. იოანე დამასკელი/
"რომ გამოიცნო რა სურს უფალს, ვნებებისგან უნდა განთავისუფლდე".
/დეკ. ტარიელ ჟღენტი/
"ვნების შხამი არათუ მაღიზიანებს, არამედ ხშირი ჩასუნთქვის შედეგად მისი სიბინძურე განწმენდილ ჰაერად ეჩვენება ჩემს ცოდვილ სულს."
"- როცა ადამიანი სასულიერო გზას აირჩევს, ხასიათი ეცვლება თუ იგივე რჩება?
- როდესაც ეკლესიაში მოვდივართ, ადამიანის საუკეთესო თვისებები კიდევ უფრო ვითარდება, უკვე ღმერთში, სიკეთითა და ვნებებთან ბრძოლით. რაც უფრო მეტად წარემატება ადამიანი, არსებული სათნოებანი უფრო უძლიერდება და ზრუნავს მათ მოსაპოვებლადაც, რომლებიც არ გააჩნია. ეს ღვთით ხდება, ამის ძალას ღმერთი გვაძლევს. თუ თავგანწირვით მუშაობ საკუთარ თავზე, ბოროტება, რომელიც ჩვენშია, უკან იხევს და დგება მომენტი, როდესაც ცოდვილი ვნებები წყვეტენ მოქმედებას. ეს უკვე სიწმინდის მდგომარეობაა, რაც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ქრისტესთან ერთად."
/მეუფე ანდრია (გვაზავა)/
"ალექსანდრიაში ერთი ბერი ცხოვრობდა. ვიდრე ბერად აღიკვეცებოდა, მას ქალაქში ერთ ქალთან შეხვედრა მოუწია. ეს ქალი ისე მაცდურად იყო ჩაცმული, რომ ბერს საშინელი მრუშობის ბრძოლა დაეწყო. ეშმაკი წლების მანძილზე არ ანებებდა თავს. ერთხელაც ბერმა ამ ქალის გარდაცვალების ამბავი შეიტყო. იმ ღამეს მან მონაზვნის მოსასხამი წაიღო და საფლავის ამოსათხრელად წავიდა. გახრწნილი სხეულის ნაშთები მოსასხამში გაახვია და თავის კელიაში წამოიღო. როცა ბოროტი სული ბრძოლას დაუწყებდა და მრუშობის ცოდვისკენ უბიძგებდა, ბერი მოსახსამს გახსნიდა და გახრწნილი სხეულის სიმყრალეს დაყნოსავდა. მაშინ ხვდებოდა, რომ ყველაფერი ამაო და წარმავალია, მოეგებოდა გონს და ამბობდა: მეც ამ დღეში აღმოვჩნდები, მეც ეს მელისო.
იოანე კიბისაღმწერელი წერს: როცა შეხედავ ადამიანს და მის ცდუნებაში მოყვები, დაიწყე ფიქრი, მადლობა ღმერთს, ასეთი ლამაზი ადამიანი გააჩინა ამ წუთისოფელშიო. მეორე საშუალებაც არსებობს ხორციელი ხიბლის დაძლევისა: წარმოიდგინე, რომ ეს მომხიბლავი ადამიანი კუბოში წევს. განა შეიძლება მიცვალებულის მიმართ ვნება გაგიჩნდეს? ასე რომ, როდესაც სხვა გთავაზობს ცდუნებას, არ უნდა მიიღო, მაგრამ ის სხვაც უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ თავისი ცხოვრების წესით ადამიანები ცოდვაში არ ჩააგდოს და მათი სულები არ დააზიანოს."
"ერთხელ წმინდა გაბრიელი [ქიქოძე] ბახვს ეწვია. წირვის შემდეგ ჩვეულებისამებრ ხალხს ესაუბრა "ცოდვაზე, რომლისთვისაც სიცოცხლეშივე ისჯება ადამიანი". ეს ცოდვა იყო სქესობრივი თავშეუკავებლობით სნეულება. გაბრიელმა ისეთი ხელოვნებით და მჭევრმეტყველურად, მაგრამ მარტივად აღწერა ამ სნეულებისგან გამოწვეული ტანჯვა, რომ ყველა ჩააფიქრა. როცა წმინდა გაბრიელმა სიტყვა დაასრულა, ხალხი არ დაიშალა, ჯგუფებად დაიყო და გაბრიელის სიტყვის გამო სჯა-ბაასი გამართა. ერთმა ადგილობრივმა აზნაურმა თქვა: მე საშინელ მდგომარეობაში ჩამაყენა ეპისკოპოსის ქადაგებამ, მეგონა, ჩემზე ლაპარაკობდა, დამალვა მინდოდა, ხან იქით მივაწყდი, ხან აქეთ, მაგრამ ვერ მოვახერხე, ვერსად შევაფარე თავიო."
"თუკი ადამიანს სურს, რომ ვნებებს ებრძოლოს, მისთვის არ უნდა არსებობდეს დიდი და მცირე ცოდვა."
/მამა გიორგი რაზმაძე/
"ქვეყნიერება - უწმინდური ვნებების საბუდარი!"
"მოსაგრე და დაყუდებული ცხოვრების კვალდაკვალ მამა იოსებს ხორციელი ბრძოლები დაეწყო. თითქოს ამაში რა არის უცნაური? საქმე ისაა, რომ მამა იოსები გაიზარდა თავის პატარა სამშობლოში უბრალო და ტრადიციულ გარემოში, სრულ სიწმინდეში. ვიდრე მონაზონი გახდებოდა, ერთხელაც არ დაუთმია ხორციელი სურვილისთვის.
როცა წმინდა მამათა ცხოვრებაში ამგვარ ბრძოლაზე წაიკითხა, გაუგებრად მოეჩვენა, თუ როგორ შეიძლება გაჩენილიყო და გაეწვალებინა მონაზონი, როცა ამ ბრძოლის გაჩენის მიზეზი არ არსებობდა. მამა იოსებმა სრულიად არ იცოდა, რა იყო ხორციელი აღძვრა. ყოველ შემთხვევაში მისი ახლო ნათესავების თქმით, იგი წმინდა ქალწული იყო.
და აი, ეს ბრძოლა გაჩნდა წმინდა გონებაში, შეგრძნებაში, რომლის მეხსიერებაშიც არ არსებობდა ამ ბრძოლის შესაფერისი სახეები და საგნები, მოსაგრე კაცში, დაყუდებულში - ასეთ რამეს მხოლოდ წმინდა მამათა ნაწერებში თუ წაიკითხავ. ხორციელი ბრძოლა!
მამა იოსები მხნედ შეხვდა ამ ბრძოლას, დაუპირისპირა მას მხურვალე მოშურნეობა, მოსაგრეობის ღვაწლი და ღვთის შეწევნის გამოცდილება. როცა ბრძოლა უმაღლეს წერტილს აღწევდა, მაშინ ის პრაქტიკულ და ტექნიკურ საშუალებებს იყენებდა: ხანგრძლივ ღამისთევის ლოცვას, წყურვილის გაძლიერებას, ფეხზე დიდხანს დგომას და განსაკუთრებით "პროფილაქტიკურ ჯოხს" - რომლითაც თავს იცემდა".
"მამა ხარლამპე დიონისელის (+2001) ხორციელი მამა, ლეონიდე, ახალგაზრდობაში თანასოფლელებმა ქალაქში წაიყვანეს. ის ღამე ერთ "სასტუმროში" გაატარეს, რომელიც სინამდვილეში სამეძაო სახლი იყო, ლეონიდემ ეს არ იცოდა. ნომერში ტახტზე წამოწოლილი შიშველი ქალი დახვდა, რომელიც მაცდურად იხმობდა. ახალმა კეთილგონიერმა იოსებმა ხერხი იხმარა, უთხრა იმ ქალს: "გეთაყვა, კოკით წყალი მომიტანე, თორემ წყურვილით ვკვდებიო". ქალი ნომრიდან გავიდა, ლეონიდემ კარები გახელებით დაკეტა და მგზავრობით დაღლილმა მაშინვე დაიძინა. მისი სულის სიძლიერის გამო უფალმა იგი იმ ღამეს სამოთხის ხილვით დააჯილდოვა."
"მამა ხარლამპეც [დიონისელი] ერისკაცობაშივე მაგალითი იყო კეთილგონიერებისა. 23 წლისას ერთი ოფიცრის ცოლმა თვალი დაადგა და არაწმინდა სურვილები აღეძრა. ქალმა მართლაც რომ ალყაში მოაქცია ვაჟი. გზაში დახვდა, შესჩივლა, - შინამდე მიმაცილე, მეშინიაო. სახლთან რომ მივიდნენ, უთხრა, - შემოდი, ჩემს მეუღლესთან ერთად ჭიქა ყავა დალიე, გაუხარდებაო.
დიდი ხვეწნის მერე ვაჟი შეჰყვა სახლში. ქალმა კარები დაკეტა და ტანსაცმლის გახდა დაიწყო. ვაჟმა ხმამაღლა დატუქსა ქალი, ხელი ჰკრა კარებს და გარეთ გამოვარდა."
"იუსტინას სახლში სიძვის ეშმაკი შევიდა და ქალიშვილს ვნების ისრები დააყარა... სიძვის ფიქრებმა მოუარა, გაოცდა, უფლისა შერცხვა..."
"სხვაგვარი ცხოვრება დავიწყე - დავუპირისპირდი ჩემს დამახიჯებულ ბუნებრივ მოთხოვნილებებსა და ვნებებს".
„ჩვენი მიზანი ის კი არ არის, მოუკლებელი ლოცვა მოვიპოვოთ, არამედ ძველი კაცი განვიძარცვოთ. ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს, შევიცნოთ საკუთარი თავი და ვიღვაწოთ, რომ ვნებები განვიშოროთ. ხოლო როცა საკუთარ თავში ვნებებს დავინახავთ, ღმერთს ვთხოვოთ შეწევნა. თუ ასე მოვიქცევით, გარკვეული დროის მერე განუწყვეტელი ლოცვა ჩვევად გვექცევა. ნუ ვეცდებით მექანიკურად შევიძინოთ იესოს ლოცვა.“
/ღირსი პაისი ათონელი/
"სულის თვალის" ახელა შესაძლებელია მხოლოდ ვნებათა ჭუჭყისგან თავის დახსნით".
"როგორადაც ძვლებს შეჩვეული ძაღლი არ სცილდება საყასბოს მის დაკეტვამდე, ხოლო მერე დამშეულ-დასუსტებული მოშორდება იმ ადგილს, სიძვა-მრუშობის დემონიც ამგვარადვე არ სცილდება საყასბოს კარს და მარადის ებრძვის იმ ადამიანს, ვინც სრულ დანაყრებამდე მიიღებს საზრდოს. ამიტომ თუკი განუწყვეტლივ მოაკვდინებ სხეულს და კარს გადაუკეტავ ნაყროვანებას მარხვით, რათა არ აღეგზნას შენში ხორციელი, შიმშილისგან დამწუხრებული განგეშორება".
/წმ. ისიდორე/
"ყველა სურვილი, რომელიც სულიერი სრულყოფის უზენაეს იდეას არ ემსახურება, ვნებად გარდაისახება".
"ყოველდღიურ წვრილმან ვნებებზე ავმაღლდეთ და თუ ასე მოვიქცევით, აღარ მოგვაკლდება წყალობა ღვთისა".
"დემონები და ვნებები, რომლებითაც შეპყრობილი ხარ, არსად გაქრებიან, სანამ მათ მხოლოდ რახათ-ლუკუმს მიაწვდი. ვნებების მოსპობა მხოლოდ ატომური ბომბით შეიძლება. ეშმაკების განსადევნად ძლიერი აფეთქებებია საჭირო. ამ აფეთქებებს მხოლოდ ცხოვრებისეული ბრძოლითა და შრომით შეძლებ. თუ ღვაწლი გინდა, ასკეტური, მოწამეობრივი სულისკვეთება უნდა გამოიმუშავო".
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"წმინდა იოანე კასიანე წერს: "უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი დემონი ყველა ვნებას კი არ აღუძრავს ადამიანს, არამედ ცალკეულ მანკიერებათათვის ცალკეული სულები არიან გამოყოფილნი. ზოგი უწმინდური, ბილწი ავხორცობისკენ გვიბიძგებს; ზოგი ღვთის გმობისთვის განგვაწყობს; ზოგი ჩვენს გააფთრებას, მრისხანებაში ჩაგდებას ცდილობს, ზოგი - მწუხარების გამოწვევას, ზოგი კი შთაგვაგონებს, რომ პატივმოყვარეობით, ამპარტავნებით ვიცეთ ნუგეში.
ყოველი დემონი თითოეული ადამიანის გულში იმ ვნებას აღძრავს, რომლისკენაც იგი ყველაზე მეტად არის მიდრეკილი. ისინი მონაცვლეობით მოქმედებენ, იმისდა მიხედვით, თუ როგორ უწყობთ ხელს დრო, ადგილი და თვით კაცის მიმღებლობა".
"ის, რომელიც განაღვიძებს გონებას თავის თავში სინათლისაკენ დაუოკებელი ლტოლვით და სულში ამ სახით შეუწყვეტლად მოქმედი, არ მისცემს ვნებებს განებივრების უფლებას, არამედ, როგორც მეფე, მსუნთქავი საშინელი რისხვით, შეუბრალებლად ანადგურებს მათ (ვნებებს). ასეთი არასდროს დაუბრუნდება მცონარებას, არამედ, ზეცად ხელებარპყრობილი გონებრივი ლოცვით იმარჯვებს ბრძოლაში".
/აბბა ფილიმონ განშორებული/
"აზვირთებული ვნების აქოჩრილი ტალღა"
"შენ, დედაკაცო, ეროტიკულად მიმზიდველ ტანსაცმელში გამოწყობილი გახვედი გარეთ, ქალაქში ნახევრად შიშვლად მოსიარულემ ხორციელი სილამაზე მრავალს უჩვენე და შენი მომხიბლავი გარეგნობით უამრავი მზერა დაატკბე. მაშ იცოდე, დღეს შენ მრავალთან იმრუშე! და ვაი, შენდა, რადგან ცდუნება შენი სახით მიმოდიოდა ქუჩებში დღეს!"
/არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)/
"სიამაყის გრძნობით აღვსილი ვნების ტოტები"
"ვნება, ჟინი - ძლიერი და მდგრადი ფშვინვიერი ლტოლვა, ეს არის ძალოვანება, რომელიც თავისთავად უარყოფით ძალად მიიჩნევა, უმრავლეს შემთხვევაში ის ადამიანის აზროვნებას იმორჩილებს"
"ადამიანს სიკეთისაკენ მიდრეკილება გააჩნია, მაგრამ ეს არ არის მტკიცე გრძნობა და ავგუსტინეს მიხედვით, იმისათვის რათა ადამიანში სიკეთისაკენ სწრაფვის გრძნობა დამკვიდრდეს, განათლდეს მისი გონება და ვნებებისაგან გათავისუფლდეს, ადამიანს მადლი ესაჭიროება".
"ჩვენი აზრი დაშორდა ღმერთს, დაშორდა საკუთარ თავსაც და სხვებსაც; ეს არის ავადმყოფური, პათოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც "ვნება" ეწოდება".
"ეშმაკეული ვნებები"
"ამაოა კაცის ცდა სინდისის სრული დავიწყებისა, რადგან ეს გრძნობა მას დაბადებიდანვე დაჰყვება უფლის მიერ. ამაოა ფიქრი იმისა, რომ ხორციელი ვნება და გართობა დააკმაყოფილებს მას და დაავიწყებს ღმერთს - სიწმიდესა და პატიოსნებას"
/მეუფე ზოსიმე (შიოშვილი)/
"როდესაც ფრინველი მაღლა ცაში დაფრინავს, მას ვერ მოინადირებ ბადით; ასევე შენც ვერ შეგიპყრობს ვნებებისა და საცთურის მახე, თუკი შენი სულიერი მისწრაფებებით ზეცად ამაღლდები".
/წმ. იოანე ოქროპირი/
“მამა გაბრიელი (ურგებაძე) ამბობდა: "ზოგი იტყვის, არა მაქვს ქალებზე ბრძოლებიო. რა სისულელეა! სანამ არის სქესით გარჩევა, ბრძოლებიც იქნება. მთავარია, ვისაც უნდა და არ მიდის ქალთან, ითმენს ქრისტეს სიყვარულისთვის. აი, ეს არის ღვაწლი".
"მთავრდება ტკბობა ვნებებით - თავდება ერთმანეთის მიმართ კმაყოფილების გრძნობა, ეს უფრო და უფრო ვითარდება - და მთავრდება გაყრით. რაც უფრო გადაგვარდება ცხოვრების მიზანი, უფრო გახშირდება, ერთი მხრივ, გაყრა, მეორე მხრივ, უკანონო, დროებითი თანაცხოვრება", - წმინდა თეოფანე დაყუდებული."
"თუ მივენდობით უფალს, დაგვაძლევინებს ვნებებთან ბრძოლას, სასწაულს ვიხილავთ ჩვენში და სასუფეველშიც ვიქნებით მადიდებელი ყოვლადწმინდა სამებისა."
"სხეულში ცეცხლოვანი გზნება შემოენთო"
"როგორც უძღები შვილი, ვიკვებებით სალაფავით, ნაცვლად პურისა, რომელიც ჭარბადაა ზეციერი მამის სახლში. სალაფავი ღორების საკვებია, ე.ი. მათი საჭმელი, რომლებიც ღორულად ცხოვრობენ, გორავენ წუმპეში და საკუთარი ვნებების სიბინძურეში. ადამიანის სული კი შექმნილია მხოლოდ ერთისთვის - ნეტარებისთვის, სამოთხისთვის, ღვთისთვის, ღმერთთან ერთობისთვის".
"ვნებები არ ითვლება თანდაყოლილად, შეძენილია: ადამიანს შეუძლია დაძლიოს ის ლოცვით, მარხვით, პირადი ძალისხმევით".
/მონაზონი მოსე მთაწმინდელი/
"ედემისაკენ მიმავალ ბილიკზე ჩვენს გულში ჩაბუდებულ ვნებათა გველები წვანან. დაიწყეთ მათთან ბრძოლა, განსაზღვრეთ თქვენი მთავარი ვნება და მთელი ძალები მის წინააღმდეგ მიმართეთ. როცა ამ ვნებას მოთოკავთ, შემდეგის აღმოფხვრა დაიწყეთ.
ვნებებთან ბრძოლაში იგრძნობთ, თუ რა არის ცათა სასუფეველი, რომელიც თავად ადამიანშია, გამოცდით ვნებების მონობისაგან განმათავისუფლებელ სულს და შეიგრძნობთ იმ სიხარულს, რომლის მოცემაც არ შეუძლია დიად ილუზიონისტს - ქვეყანას. შემდგომ ჩაუფიქრდით თუ რა არის სიყვარული".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ლოცვისა და ფსალმუნთგალობის მოუკლებელი ღვაწლით მან თავის სულში მიაძინა ვნება, მრისხანება, სიამაყე და სხვა გარეული მხეცები"
"ჩემს მოძღვარს, მამა მინას, ჩვევად ჰქონდა საღამოობით ყავის სმა, - გვიამბობდა მამა ონუფრე, - მივხვდი, რომ ყავა ვნებად ექცა. ამის თაობაზე ერთხელ ვუთხარი კიდეც. მან თვალი თვალში გამიყარა, მერე თავის კელიაში წავიდა და ორი-სამი დღით ჩაიკეტა.
მე ჩემს ბიძაშვილს მოვეთათბირე: მამა ბიკენტი, გესმის: მოძღვარი ყავას ვნებიანად სვამდა. ამაში დასარწმუნებლად ყავადანი მოიტანე და ნახავ, რომ მის ჩხარუნზე მამა მინა გარეთ გამოვა-მეთქი. ასეც მოხდა.
ამის მერე მან მითხრა, - გმადლობ, მამა ონუფრე, რომ მიხვდი, თუ როგორ ვნებად მექცა ყავა, რასაც თავი უნდა დავანებო, მერე რომ არ გამაწამოსო. მას მერე არ იხედებოდა ბერი იმ კარადისკენ, სადაც ყავა იდო. იგი თვლიდა, რომ მისი მზერა უნდა მოზღუდულიყო, რათა შემდგომ არ განვსჯილიყავით ჰაერის საზვერეებში."
"ღირს მამას [ონისიფორე ფაჩულიას] შინაგანი განსაცდელი ჰქონდა კაცთა მტრისგან მოვლინებული - ხორცთა აბორგება ანუ ვნება სიძვისა. მაგრამ მიუხედავად შინაგანი სასტიკი ბრძოლისა, მხნედ და მშვიდად გამოიყურებოდა. ყოვლადსახიერმა ღმერთმაც დააჯილდოვა თავგანწირულად მოღვაწე ბერი და ტყეში მარტომყოფობით ცხოვრების 30 წლის შემდეგ "აღიყვანა იგი საზომსა დიდსა უვნებელობისასა."
"ვნებების გახელებაში არ არის თავისუფლება, მათი ალაგმვაა ჭეშმარიტი თავისუფლების უტყუარი წინაპირობა"
"ადამიანს რამდენადაც მეტი სიამოვნება აქვს, იმდენად ვიწროა მისი თავისუფლების არე და ვინც ყველა სიამოვნებას ფლობს, შეიძლება ითქვას, იგი სხეულის სრული ტყვეა."
"ვინც მკაცრად დაიმორჩილებს თავის სხეულს, იგი მიაღწევს უვნებელობას"
/ამბა ევაგრე/
"უვნებელობის მიღწევა, განწმენდა, ანუ ქრისტიანული სრულყოფილება, შეუძლებელია გონებისმიერი ლოცვის გარეშე"
/წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"მართალი თავისი აზრებით, როგორც უხილავი ფრთებით, მაღლა ჰაერში დაფრინავს, ცოდვილი კი თავისი ვნებებით ქვეწარმავალივით დაცოცავს მიწაზე".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"მიწიერ სიამოვნებათა ყოველ ფიალაში შხამი იმალება"
"ილია პრესვიტერი გვასწავლის რომ ვნება ითრგუნება მარხვით, ლოცვით, მღვიძარებით და მდუმარებით".
"მუდამ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად, ამიტომ გადამეტებულად არ მივეცით მიწიერ სიამოვნებებს".
"ჩვენს წინააღმდეგ სამი საშინელი მტერი იბრძვის: სოფელი, ეშმაკი და ხორცი"
"ადამიანმა საკუთარ თავთან უნდა იბრძოლოს"
/მეუფე იოანე (გამრეკელი)/
"კაცი უნდა ებრძოლოს თავის თავს, თვისთა სურვილთა, თვისთა ჩვეულებათა, თვისთა მიდრეკილებათა; ერთი სიტყვით, მან უნდა დათრგუნოს და დაიმორჩილოს თვით ბუნება თვისი".
/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)/
"ჩვენ ყოველთვის გვყავს ბატონი: ან ღმერთი, ანდა ეშმაკი, რომელიც ვნებებს აღძრავს ჩვენში."
"მარხვის ჟამს ცხრებიან ვნებანი"
"გარკვეულწილად საკვები და წყალიც კი, როდესაც დიდი რაოდენობით მიიღებ, წარმოშობს ვნებებს".
/მამა ანტონი (ფიჩხაია)/
"ვნებებსა და ცოდვებთან ბრძოლას შესაძლოა მთელი ცხოვრება დასჭირდეს. მთავარია, ბრძოლა არ შევწყვიტოთ."
"წმიდა მამები კიდევ გვაფრთხილებენ, საკუთარ ვნებებთან ბრძოლის დროსაც შევინარჩუნოთ სიმშვიდე"
"ქრისტეს გარეშე შეუძლებელია საკუთარი თავის გამოსწორება, შეუძლებელია ვნებებისგან გათავისუფლება"
"ქრისტეს სიყვარული - მხოლოდ ეს არის ვნებების საუკეთესო მკურნალი"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"როდესაც გულში ქრისტე შემოვა, ვნებები უჩინარდებიან"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ძმას კი ნუ მოიძულებ, არამედ ის ვნებები გძულდეს, რომლებიც მას ებრძვის"
/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
"დაე, გაგვათავისუფლოს ქრისტემ ჩვენი ძველი კაცის ვნებებისაგან"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"თუ ცოტათი მაინც ვებრძვით ჩვენს ვნებებს, ცხოვრება საინტერესო და შინაარსიანი ხდება"
/მღვდელ-მონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/
"მას შემდეგ, რაც ვნებებს დავაკმაყოფილებთ და ტკბობას მივეცემით, ეს ვნებები ჩვენი მტანჯველები ხდებიან: ჩვენში შემოდის წყვდიადი, მოწყინება, უძლურება, სიმძიმე - იქამდეც კი, რომ ცხოვრება აღარ არის ცხოვრება".
/მღვდელ-მონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/
"ვინც დასაწყისიდანვე ეწინააღმდეგება ვნებებს, იგი მალე გაიმარჯვებს მათზე"
/წმ. ისააკ ასური/
"ვნებებისგან გათავისუფლებულ ადამიანებს ძალუძთ ბოროტება სიკეთედ გარდააქციონ"
/წმ. პაისი ათონელი/
"მსურს განვიწმინდო. ვხედავ, ჩემში ვნებები როგორი გაშმაგებით მოქმედებენ"
"ყველა ვნებას სიმდაბლე ამარცხებს, რომელიც შრომით მოიპოვება"
/წმ. ბარსანუფი დიდი/
"ასობით ქრისტიანი მონა რომ გამოისყიდო უსჯულოთა მონობისაგან და თავისუფლება მიანიჭო, ვერ ცხონდები, თუკი შენ თვითონ ვნებათა მონობაში იმყოფები"
/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"ვნებები სულის სნეულებებია, რომლებიც მას ღმრთისაგან განაშორებენ"
/წმ. აბბა ესაია/
"ვინც ვნებებს დასძლია და სულიერი გონიერება მოიპოვა, მისთვის გარეგანი განათლების გარეშეც მისაწვდომია გული ყოველთა"
/ღირსი იოსები/
"ვინც გაიმარჯვა სურვილებზე, მან დაამარცხა ვნებები; ხოლო ვინც დაამარცხა ვნებები, მას ვერ დაიმორჩილებს მწუხარება"
/წმ. ნილოს სინელი/
"როცა ლოცვის დროს მოვუხმობთ უფალს, მისი სახელი შეუსრავს ყველა ვნებას"
"ვნებიანობა გვაიძულებს გავაკეთოთ ის, რის შესახებაც საუბარსაც კი ვერ ვბედავთ"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"რომელი ჩვევაა ყველაზე საშიში? - საკუთარი სხეულით ტკბობა"
/წმ. სიმონ ათონელი/
"ზომიერად მიიღე პური, საწყაულით სვი წყალი და სიძვის ვნება განგეშორება"
/აბბა ევაგრიუსი/
"წმინდაა იგი, ვინც სიყვარულს (ხორციელს) სიყვარულით (ღვთაებრივით) ამარცხებს და ხორციელ ცეცხლს უნივთო ცეცხლით დაშრეტს"
/ღირსი იოანე სინელი/
"ნეტარ სულს სწყურია საუკუნო ცხოვრების მოპოვება, მაგრამ ვნებიანი სურვილები გვიტაცებენ და მათი სიყვარულის გამო გავურბივართ ჭირთა და განსაცდელთ ცხოვრებაში. შევიგრძნოთ, რომ ღვთის მცნებები კი არ არიან მძიმენი, არამედ მათ ამძიმებენ ჩვენი ბოროტი ვნებები"
/ღირსი ზოსიმე პალესტინელი/
"სული ისწრაფის ღვთისაკენ, ხორცი კი ვნებებისაკენ და ადამიანი იტანჯება, რადგან სადაც ვნებებია, იქ ტანჯვაც არის"
"უპირველეს ყოვლისა, ლოცვაში ითხოვეთ ვნებათაგან გათავისუფლება"
/წმ. ნილოს სინელი/
"ადამიანში აღძრული ვნებები გონივრულობას ახშობს"
/წმ. ნილოს სინელი/
"ამგვარი [ასკეტური] ყოფით თითქმის ანგელოზობამდე მივიდა ღირსი იაკობი, ვნებანი მიავიწყდა კიდეც"
"მხნედ იბრძოლე და შენში არსებული ვნებების ძლიერება ნუ შეგაშინებს. რადგან მადლი ძალაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ თავის იძულებაზე. სწორედ ამის მიხედვით გამოგვიხსნის უფალი გასაჭირიდან"
/მამა ეფრემ არიზონელი/
"სიამოვნება წარმავალია, სათნოება - წარუვალი"
"მხოლოდ განწმენდილი სული არის დაცლილი ვნებებისაგან და მხოლოდ მას ძალუძს უფლისა და მისი საიდუმლოებების ხილვა"
/ბერი ანთიმოზი/
"იმდენად არ სწყინს ღმერთს წარმართის უწმინდური ცხოვრება, რამდენადაც - ქრისტიანის გარყვნილება"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"უფლის სახელის მოწოდება არის მკურნალობა, რომელიც კლავს არა მარტო ვნებებს, არამედ თვით მათ მცირე მოქმედებასაც"
/ბარსანოფი და იოანე/
,,წმიდა მამები გვასწავლიან, რომ სულიერი ცხოვრების დაწყება ზემოდან, ანუ უმაღლესი მცნებების აღსრულებით არ შეიძლება. ის ქვემოდან უნდა დავიწყოთ, ანუ, უპირველეს ყოვლისა, სული ვნებათა და მანკიერებათაგან უნდა განვიწმიდოთ; მოვიპოვოთ მოთმინება და სხვა სათნოებები, მაშინ კი სრულყოფილდება სიყვარული ღმრთისა და მოყვასისადმი".
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"როცა რომელიმე ვნებას შეერკინები, სიმდაბლეს შემწედ მოუხმე და მაშინ "ლომსა და უნასს ფეხს დაადგამ, ლომის ბოკვერს და ურჩხულს გაქელავ" (ფს. 90,13), ანუ ცოდვასა და სასოწარკვეთილებას უჩინარ-ყოფ, ხოლო ეშმაკსა და ვეშაპს (რაც არის ხორცი) ქრისტეს ძალით დათრგუნავ"
/ღირსი იოანე სინელი/
"ცოდვიან ვნებებეს შორის კარგად ცნობილი შინაგანი დიალექტიკა მოქმედებს: ერთი ვნება მეორეს წარმოქმნის"
"როდესაც ვნებები ცოცხალია, შეუძლებელია, ვცოცხლობდეთ"
/ბერი სვიმეონ ჯოხაძე/
"ჩვენს სამშვინველში მრავალი ვნებაა მოკალათებული; მაგრამ ისინი საკუთარ თავს მაშინ ავლენენ, როდესაც მათი არსებობის მიზეზები აშკარავდება"
"უფლის ყოველი მოხსენიებით სულსგან ბილწი ვნებები ისე განიბნევიან, როგორც ბოროტმოქმედნი მხედართმთავრის მოახლოებისას".
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"მიწაზე ადამიანის ცხოვრების ამოცანა არის ვნებებთან ბრძოლა, რათა მათგან განწმენდილი მიეახლოს უფალს და ამით უძვირფასესი ნაყოფი მოიმკოს"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"ვნებები ადამიანს მოიცავს მაშინ, როდესაც მისი გონება ღმერთზე ფიქრს შეწყვეტს. ამ დროს იგი ხორცის ტყვეობაში ექცევა".
" - რა კვებავს სიძვის ვნებას?
- სიძვის ვნებას კვებავს უსაქმურობა, სიზარმაცე, ბევრი ძილი, ჯანმრთელობაზე გადაჭარბებული ზრუნვა, ნაყროვანება, ღვინის სმა, სხეულის მორთვა, მზერის დაუცველობა, მრისხანება, საპირისპირო სქესთან თავისუფალი ქცევა"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"ქრისტიანი უნდა ცდილობდეს აკეთოს ვნების საწინააღმდეგო; ასე მაგალითად: ვნება გვაიძულებს სიტყვის შებრუნებას, შენ კი აიძულებ შენ თავს დადუმდე, ვნება გაიძულებს დანაყრებას, შენ კი შენ თავს ამის უფლებას არ აძლევ"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"ვნების შემოჭრას უყურადღებოდ ნუ დატოვებთ; დაუყოვნებლივ შეინანეთ, რომ მაშინვე განიწმინდოთ"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"ვნებებს ის აღმოფხვრის, ვინც მას წინ აღუდგება, ესე იგი აკეთებს იმის საპირისპიროს, რისკენაც ვნება უბიძგებს. თუმცა, ვნება მხოლოდ ღვთის მადლით აღმოიფხვრება"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"ლოცვა რომ ვისწავლოთ, უნდა შევიძულოთ ტკბობა, როგორც პირადი მტერი და განვაგდოთ ის, რაც ჩვენში ვნებას იწვევს."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"გონიერი ლოცვით თუ არ განვდევნეთ სულიერი ვნებები, ასე ადვილად არ დატოვებენ ადამიანს. ბრძოლა სიკვდილამდე არსებობს და ჩვენც უნდა ვიყოთ ამ ბრძოლაში ჩართული ქრისტესთან ერთად, მხოლოდ მისით შეიძლება განვმართლდეთ"
"ვნებებთან ბრძოლა ეს დაუსრულებელი ტკბილი მოწამეობაა მცნებათა დასაცავად - ქრისტეს სიყვარულისათვის. ვნებათაგან ძლევას და ქრისტეს შეურაცხყოფას გმირული სიკვდილი სჯობს"
/ღირსი პაისი ათონელი/
"იმისათვის, რომ ვნება მოიკვეთოს, ადამიანი თავს კი არ უნდა იმართლებდეს, არამედ - იმდაბლებდეს"
/ღირსი პაისი ათონელი/
"როდესაც ადამიანი საკუთარ თავს არ სწავლობს და საკუთარ ვნებების შესახებ არა უწყის რა, ეს ძალიან საშიში მდგომარეობაა. მაგრამ, როდესაც მან იცის, რა ვნებები აქვს და იბრძვის მათ წინააღმდეგ, მაშინ ქრისტე მათ აღმოფხვრაშიც ეხმარება".
/ღირსი პაისი ათონელი/
"ერთი ვნება მეორეს მოსდევს; და ვაგონების ბმულივით ერთი სათნოებაც მეორესთანაა დაკავშირებული. თუ გარკვეული ხნის განმავლობაში ერთი რომელიმე ვნების წინააღმდეგ იბრძოლებ და ამასთან, საკუთარ სულში მისი საპირისპირო სათნოების დანერგვას შეეცდები, ბოლოს და ბოლოს წარმატებას მიაღწევ. და ძლეულ ვნებასთან ერთად სხვა ვნებათაგანაც გათავისუფლდები. ვთქვათ, გშურს. თუკი შურიანობის წინააღმდეგ იბრძოლებ, მაშინ, შურთან ერთად მრისხანების, განკითხვის, სიავისა და მოწყინებისაგანაც დაიხსნი თავს"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ლოცვა ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში ვნებების ალაგმვის პროცესია, ჩვენი სურვილების, რისკენაც უნდა იყვნენ ისინი მიმართული, მოთოკვის საშუალებაა"
" - როგორ ვცხონდები, როდესაც ამდენი ვნებითა ვარ შეპყრობილი?
- სიყვარულითა და სიმდაბლით. როგორც კი სიყვარული და სიმდაბლე აღმოცენდება, ამპარტავნება და ბოროტება იშრიტება და ვნებათა აგონია იწყება. ამგვარად ყველა ვნება დაიღუპება, ხოლო დარჩენილი სათნოებებიც თავისთავად მოვლენ, ამიტომ მთელი ძალები სიყვარულისა და სიმდაბლის მოხვეჭისაკენ მივმართოთ."
/ღირსი პაისი ათონელი/
"ყოველ ჩვენგანს აქვს მემკვიდრეობითი ვნებები, მაგრამ თავისთავად ისინი არ გვნებენ ჩვენ. ვთქვათ, ადამიანი დაიბადა, მაგალითად, სახეზე ხალით, რომელიც ალამაზებს მას, მაგრამ თუ ამ ხალს გააღიზიანებენ, შეიძლება ავთვისებიანი სიმსივნე განვითარდეს. არ უნდა დავანებოთ ბოროტს, რომ მან გააღიაზიანოს ჩვენი ვნებები, თუ მას ამის საშუალებას მივცემთ, სულიერი კიბო დაგვეწყება".
/ღირსი პაისი ათონელი/
"მტერმა, როგორც გამომგონებელმა, კარგად იცის ვნებათა და სისუსტეების უკან დამალვა. ამიტომ, მის დასამარცხებლად, უნდა შეერკინო, მოაკვდინო საკუთარი თავი - ყველა ვნება. როცა ძველი კაცი მოკვდება, მაშინ შეიმუსრება მტრისა და მოწინააღმდეგის ძალა".
/იოსებ ათონელი/
"ადამიანი, რომელიც ვნებებს ემონება, ეშმაკს საკუთარ თავზე ძალაუფლებას ანიჭებს. მთელი შენი ვნებები სახეში მიახალე ეშმაკს. ეს უნდა ღმერთსაც, ეს თვით შენს პირად ინტერესებშია. მრისხანება, სიჯიუტე და მისი მსგავსი ვნებები მტრის წინააღმდეგ მიმართე, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, შენი ვნებები მას მიჰყიდე, აღებული თანხით კი რიყის ქვა იყიდე და დაუშინე ეშმაკს, რომ შენთან მოახლოებაც ვერ გაბედოს. ჩვეულებრივ ჩვენ, ადამიანები, უყურადღებობით ან ამპარტავნული აზრებით თვითონვე ვაძლევთ მტერს იმის ნებას, რომ ბოროტება შეგვამთხვიოს".
/ღირსი პაისი ათონელი/
"ვნება ძაღლს ჰგავს. ძაღლი მოგვდევს და მიგვერეკება, როდესაც მისგან გავრბივართ, ხოლო როდესაც ვდგევართ და ვაგდებთ, იგი გაგვირბის; ასევე ცოდვაც მისდევს მას, ვინც დაემონება და ემორჩილება, და უთმობს იმას, ვინც ეწინააღმდეგება"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)