" - როგორ დავიმსახუროთ ღვთის მადლიერება?
- ადამიანის სათნოება მის ცოდვებთან შედარებით უმნიშვნელოა. ცოდვების მონანიება ღვთის კეთილგანწყობისა და მადლიერების მოპოვების საუკეთესო საშუალებაა".
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"მადლიერება უმთავრესი ქრისტიანული სათნოებათაგანია და მასთან დაკავშირებით ჩვენი დამახინჯებული დამოკიდებულებები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ."
"მოწყალების შემდეგ უდიდესი სათნოებაა მადლიერება ღვთისადმი და ადამიანებისადმი."
"წმ. მამები ამბობენ, რომ მადლი მადლობის შეწირვისას, მადლიერებით აღვსებისას, თავმდაბლობის, მსხვერპლის გაღების, მოთმინებისა და სიმშვიდის გამოვლენისას გვეძლევა."
/ილია მეორე/
"ყოველი დღე, ყოველი გათენებული დილა, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა. ამიტომ დილიდან მადლობას უნდა ვწირავდეთ უფალს."
/ილია მეორე/
"რამდენიმე წლის წინ, სუპერმარკეტიდან გამოსვლისას, შევაკავე კარი, გამომსვლელი ხნიერი ქალის დასახმარებლად. მან მადლობა გადამიხადა და მითხრა, გაუმართლებს ქალს, ვისაც ასეთი კარგი მამაკაცი შეხვდებაო. დღეს მე და ჩემი ცოლი ხელიხელჩაკიდებული დავდიოდით სასურსათო მაღაზიაში. გამოსვლისას, კარებთან გადავეყარე იმ ქალბატონს. მან კარგი შეაკავა ჩვენთვის, თვალი ჩამიკრა და მითხრა: - ხომ გეუბნებოდი!"
"საკუთარ ლოცვებში მხოლოდ "მთხოვნელი" ნუ იქნები, მადლიერიც იყავი!"
/მონაზონი ვერონიკა/
"ხშირად მადლიერების გრძნობა არ აქვს ადამიანს. მადლიერი რომ იყოს, მეშვიდე დღეს უფლის დიდებაში დახარჯავს. უფალი კი მას მეტ წყალობას მისცემს."
/მამა ბასილ წიკლაური/
მადლიერება არა მხოლოდ სათნოებაა; არ არსებობს ადამიანისათვის ამაზე მეტი უპატიობა, ვიდრე უმადურთა რიცხვში მოხვედრაა.
წმ.ბასილი დიდი
"არსებობს მადლიერების ლოცვაც, როცა ადამიანი მადლიერებას გამოხატავს შემოქმედის მიმართ. მაგრამ ყველას აღემატება დიდებისმეტყველება - ლოცვა, როცა არაფერს ვთხოვთ უფალს, თვით ცოდვების მიტევებასაც კი, მაგრამ გვაქვს მოთხოვნილება და სურვილი, იგი ვადიდოთ. მას გამოხატავს "ალილუია" - ვადიდებდეთ უფალს; "წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს უფალი საბაოთ...", "დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა" და სხვანი."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"სული უეცრად აუთრთოლდა მადლიერებით"
"მხოლოდ ღვთისადმი მადლიერება საკმარისი არ არის. გარდა მაგისა საჭიროა კეთილი ნება, საკუთარი ცოდვილობის შეგრძნება და გულმოდგინე მოღვაწეობა"
/ღირსი პაისი ათონელი/
"მადლიერებას მოაქვს სიხარული, ნუგეში და ბედნიერება.
როცა წრფელი გულით იტყვი, ყველაფრისათვის მადლობა...
რომ არა უფლის წყალობა, ცხოვრება ბევრად უფრო გაუსაძლისი იქნებოდა!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ადამიანი, რომელმაც იცის, თუ რას ნიშნავს მადლიერება, ყველაფრით, კმაყოფილია. ის ფიქრობს იმაზე, თუ რამდენს აძლევს მას ღმერთი ყოველდღიურად და ყველაფრით ხარობს. მაგრამ, თუკი ვინმე უმადურია, იგი ყველაფრით უკმაყოფილოა, მისთვის ყოველივე დრტვინვის მიზეზად გადაიქცევა ხოლმე და იტანჯება. მაგალითად, ვთქვათ, მას არ მოსწონს მზე. ამ დროს ვარდარისი - სამხრეთის ქარი - ამოვარდება და სიცივეს მოიტანს. არ გინდოდა მზე?! იკანკალე ეხლა სიცივით!"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ვისაც ბედნიერება სურს დედამიწაზე ან ნეტარება ცათა შინა, მოიპოვოს მადლიერების გრძნობა. ბედნიერება ქრისტესაგან ნაანდერძევი სიყვარულის პირმშოა, როგორც მის მიმდევართა განმასხვავებელი ნიშანი. მადლიერების გრძნობას ადამიანი თანხმობაში მოჰყავს თავის სინდისთან, და სრულ უფლებას აძლევს ღვთის შვილი და მისი სასუფევლის მკვიდრი იყოს. ვიზრუნოთ ერთმანეთის კეთილდღეობაზე, ნუ დავივიწყებთ ქველმოქმედებას, რომელიც მოყვასმა ჩვენთვის მწარე დღეებში მოიმოქმედა".
/დეკ. ვალენტინ ამფითეატროვი/
"მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის! - ეს ფრაზა სასიკვდილო იარას აყენებს ეშმაკს, ხოლო ნებისმიერ განსაცდელში მყოფ ღვთის მადლიერებელს ნუგეშს და მხნეობას სძენს. ნურასდროს შეწყვეტ ღვთის მადლიერებას, განსაკუთრებით კი მწუხარებისა და განსაცდელის ჟამს და ეს სხვებსაც ასწავლე"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"რთული დროა, მადლობელი უნდა ვიყოთ ღვთის წყალობისა"
/ილია მეორე/
"სიხარულის, ბედნიერიების და სიყვარულის წყარო მადლიერებაა.
უმადური მეტს მიიღებს კი არა, ისიც გამოეცლება ხელიდან, რაც გააჩნდა!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ყველაფერს აჯობებს გულით ატარო, ბაგეებით აღიარო და ყოველნაირად გამოხატო ღვთისადმი მადლიერება".
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"დღე ყოველთვის კარგად დაიწყება, თუ მადლიერებას შეძლებ!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"მადლიერება მშველის ყველაფერში და ამიტომაც მიყვარს, მიხარია და ვაფასებ..."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"დაე, თქვენი ბაგეები მუდამ მადლობას აღუვლენდნენ უფალს".
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"მოთმინება მადლიერებასთან ერთად ყოველგვარ სათნოებაზე მაღლა დგას"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"ღმერთს უნდა ვმადლობდეთ, იმისათვის, რომ ცოცხლები ვართ"
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"მადლიერი იყავი და სიმშვიდეს მოიპოვებ!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"დილა მადლიერებით დაიწყე და დააფასე ყველაფერი, რაც გაქვს...
ბედნიერება დანახვაშია!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"შემოქმედისადმი მადლიერება ყოველმა კაცმა უნდა გამოხატოს. ამ მადლიერების უმაღლესი გამოვლინება ევქარისტიის საიდუმლოსთან ზიარებაა, რის გარეშეც მართლმადიდებლებად ვერ ვიწოდებით და ვერც დედა ეკლესიას შევუერთდებით".
"დილა გაგვითენდა? მადლობა შევწიროთ ღმერთს - მან ჩვენდამი სიყვარული გამოხატა, რომ გვაჩუქა კიდევ ერთი დღე. გაგვაცნო კეთილი ადამიანი? ამიტომაც მადლობა უნდა ვუთხრათ ღმერთს, ესეც ხომ სიყვარულით არის. სიკეთით და სიყვარულით უნდა ვაკეთოთ ყოველივე. სიყვარული შეიქმს შიშს, რა თქმა უნდა, შიში არის იგივე სიყვარული, რომელიც ღმერთში ერთიანდება".
/მამა ელიზბარი/
"ოჰ, რა მადლობელნი უნდა ვიყოთ ღმერთისა, რომ მას ასე ძლიერ ვუყვარვართ!"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"გვახსოვდეს, ყველაფრისთვის უნდა ვმადლობდეთ ღმერთს, განსაცდელისა და სატანჯველისთვისაც კი - ყველაფრისთვის, რასაც ის გვიგზავნის".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ერთი ქრისტიანი კაცი პრობლემებმა დაამძიმა და მონასტერში ავიდა თავის მოძღვართან.
„სულ ამერია ცხოვრება… სამსახურიც დავკარგე… ოჯახიც დამენგრა… ბანკის ვალში ვიღრჩობი… ლამისაა თავი მოვიკლა…“ — შესჩივლა მან მღვდელს.
მოძღვარმა გულისყურით მოისმინა სასოწარკვეთილის ჩივილი და ერთადერთი რამ ჰკითხა: „ამ ბოლო დროს რამე სასიხარულო თუ მომხდარა შენს ცხოვრებაშიო?“
„არაფერიო“, — უპასუხა კაცმა.
„მადლობელი თუ ყოფილხარო“, — კვლავ ჰკითხა მოძღვარმა.
„უბედური კაცი რისი მადლობელი უნდა იყოსო“, — თავი იმართლა კაცმა.
მოძღვარმა ილოცა სულიერი შვილისთვის. მერე გარეთ გაიყვანა, ტაძარს გარშემო შემოატარა. იქვე ერთი პატარა კენჭი იპოვა, მიაწოდა და უთხრა:
— ეს მადლმოსილი ქვაა, უბრალო არ გეგონოს, სულ თან უნდა ატარო და ყოველდღე, როცა სულ მცირე სიხარულს მაინც წააწყდები, ხელი მყარად მოუჭირე ამ კენჭს და მადლობა მოუხადე უფალს.
— სიხარული სად ვიპოვო მამაო? — იკითხა გულმკვდარმა კაცმა.
— აქ რომ ამოხვედი, ჩემი დანახვა ხომ გაგეხარდა?
— დიახ, მამაო.
— ჰოდა აი, ამით დაიწყე, ახლავე მაგრად მოჭირე ხელი მაგ ქვას და რა გულითაც გაგეხარდა ჩემი დანახვა, იმ გულით მადლობა გადაუხადე უფალს.
კაცმა შეასრულა მოძღვრის რჩევა, მაგრად მოუჭირა მუჭში მომწყვდეულ ქვას და „მადლობა უფალოო“ — ჩურჩულით წარმოსთქვა.
— ასე განაგრძე ამის შემდეგ — უთხრა მოძღვარმა — ნუ იქნები უმადური და თვალბინდიანი და თუ რამ სასიხარულო ნახო, ნუ დაგეზარება მადლობის თქმა. აქედან რომ მშვიდობიანად ჩახვალ სახლში, მადლობა თქვი; ბავშვი რომ შემოგეგებება ენის ტიკტიკით, გაიხარე და მადლობა თქვი; ვინმე რომ მადლობას გეტყვის სიკეთისთვის, ამაზეც ღმერთს ჰმადლობდე და თან ამ მადლმოსილ ქვას ნუ დაივიწყებ.
მორჩილად შეასრულა კაცმა მოძღვრის კურთხევა. ზურგი შეაქცია უსიამოვნო ფიქრებსა და გრძნობებს. მადლიერების ტალღაზე განაწყო თავისი გონება, სული და გული. ჩვევად ექცა სამადლობელო საქმის ძიება და მოხდა უცნაური რამ: თანდათან გამრავლდა ისეთი ფაქტები, ისეთი მოვლენები და გარემოებები, რომლებსაც მართლა მოფქონდა მეტი და მეტი სიხარული; იმ სიხარულისთვის მადლიერება კი ორმაგად და სამმაგად ზრდიდა სიხარულსაც და ამ სიხარულის მიზეზებსაც, ხოლო მადლიერების ქვაზე უმიზეზოდ შეხებაც კი მის ტვინს მადლობისთვის განაწყობდა.
ხოლო მისი გული მაგნიტივით იზიდავდა დადებით ემოციებს: სიხარულს, სიყვარულს და იმედს."
კარგი იქნება, თითოეული ჩვენგანიც თუ გავაკეთებთ ამას, თითოეულმა ჩვენგანმა ავიღოთ მადლიერების ქვა, მუდამ ვატაროთ თან და აი, ნახავთ ჩვენთანაც რა მალე მოვა სიხარული და ბედნიერება".
"თუ დღეს შენ თვლი, რომ ბედნიერი ხარ, დააფასე ეს, უფლის წინაშე მუხლი მოიყარე და მადლობა შესწირე ამ საჩუქრისთვის.. იმიტომ, რომ სწორედ ამ დროს ვიღაც სხვაც დაჩოქილია, ოღონდ უძლურებისგან, ცხოვრების უსამართლობისგან."
"ყველა საყვედური იმაზე, რაც არ გყოფნის ცხოვრებაში, გამოწვეულია იმის გამო, რომ მადლიერი არ ხარ იმ ყველაფრით, რაც გაგაჩნია!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"მადლიერი მცირედითაც კმაყოფილია. უმადური ყველაფრით უკმაყოფილო რჩება!"
/მამა პეტრე კვარაცხელია/
ხშირად იმეორებენ, სიკეთე გავუკეთე, გადავყევი, არაფერს ვიშურებდი და არ დააფასა, მადლობაც არ მითხრაო...
ჰმ, მადლობას ვინ ჩივის, შეიძლება მოგიბრუნდეს და ლანძღვა-გინება დაგიწყოს...
უნდა შევეგუოთ იმას, რომ მადლიერებაც ნიჭია, როგორც სხვა ბევრი რამ, რაც შეიძლება ყველას არ აღმოაჩნდეს... ლანძღვა კი უბრალოდ უტაქტობა და უზრდელობაა. შესაბამისად არ უნდა გეწყინოს.
სიკეთის კეთების გზაზე მაინც არ უნდა დავბრკოლდეთ.
არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული იმაზე, ამას ვინ დაინახავს და მადლობას როდის გადაიხდის...
ყველაფრის მიუხედავად ჩვენ იგივე გზით განვაგრძოთ სიარული.
იკითხოს მან, ვისაც მადლიერება არ შეუძლია!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
კარგი მოხდება თუ ცუდი, ორივესთვის მადლიერი იყავი.
პირველი სიხარულს განიჭებს, მეორე გაძლიერებს და ცხოვრებას გასწავლის!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
ისე ვერავინ ვერავის დასჯის, როგორც უმადური საკუთარ თავს!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"უმადურობა ადამიანობას აკარგვინებს და აღარ აქვს მნიშვნელობა გარეგნულად როგორ გამოიყურები!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სიყვარულის მთავარი იარაღი ორი სასწაულმოქმედი სიტყვაა - "მაპატიე" და "მადლობა", არაფერი ასულდგმულებს ამ გრძნობას ისე, როგორც მიტევება და მადლიერება"
/ბერი ერმოლაოსი/
"მადლიერება - ის ლაკმუსია, რომლითაც ადამიანობა გამოჩნდება"
"მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის! - ეს სიტყვები სასიკვდილო ჭრილობას აყენებს ეშმაკს, ხოლო ამ სიტყვების გამომთქმელს ძლიერ საშუალებას ანიჭებს სიმხნევისა და ნუგეშისათვის. ნურასოდეს შეწყვეტთ ამ სიტყვების გამოთქმას, განსაკუთრებით, გასაჭირში, და სხვებსაც ასწავლეთ"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"უფლისადმი მადლიერება მისგან მიღებული ძღვენისათვის ის ჭურჭელია, რომელშიც ღვთის მადლი ახალ ძღვენს ათავსებს"
/წმ. ფილარეტ მოსკოველი/
"დიდება და მადლობა სამყაროს შემოქმედს"
"ახალ გათენებულ დღეს, ბედნიერებითა და სიხარულით უნდა შეხვდე. მადლობდე უფალს, რადგან გაგითენა დილა და იფიქრე, რომ ამ დღის დაღამებამდე უამრავი ადამიანი გაახარო, შენი სიტყვით, თუ საქმით, თბილი ღიმილით, შეიყვარო ახალი ადამიანები, პატიება სთხოვო მათ, ვისთვისაც ჯერ არ გითხოვია. გიხაროდეს ყოველი წამი და სიყვარულით დააღამე ყოველი გათენებული დილა!"
/მღვდელი თეიმურაზ ქორიძე/
"უფალს არ სჭირდება შენი მადლიერება, მაგრამ შენთვისაა აუცილებელი მისი წყალობა. ამ წყალობის მიმღები და დამმარხველი კი შენში არის მადლიერი გული"
/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"შეეცადე, აღაგზნო შენს გულში უფლისადმი მადლიერების გრძნობა გაღვიძებისთანავე და შეინარჩუნო მთელი დღის განმავლობაში, და დაიძინე სამადლობელი სიტყვებით ბაგეზე, რადგან ღვთის აურაცხელი წყალობით ხარ გარემოცული, რომელთა შორის თვით ძილიცაა"
/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"თუ კეთილი შეგემთხვა, აკურთხე უფალი და სიკეთე შენთან დარჩება. თუ ცუდი რამ შეგემთხვა - მაშინაც აკურთხე უფალი და უბედურება შეგიწყდება. ასევე იობიც, სიმდიდრეში მადლობდა ღმერთს და სიღატაკეშიც ქებას ასხამდა"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"მადლიერი ადამიანი სწრაფად შედის უფლის სიყვარულში, უმადური ძაღლი კი პურს პირს დასტაცებს თუ არა, მაშინვე ივიწყებს მწყალობელს"
/ღირსი მაკარი დიდი/
"მწუხარებაში ხარ, ჭირსა თუ სიმძიმილში, სნეულება გტანჯავს თუ მძიმე ფიზიკური შრომა - ყოველივესთვის, რაც შენს თავს ხდება, ღმერთს მადლობდე, რამეთუ, თუკი ტანჯვას არ დაითმენ, ჯვარზე გაკვრას ვერ შეძლებ და ვერც ღმერთის მიერ მონიჭებულ მაცხოვნებელ ნაყოფთა თანაზიარი გახდები"
/ღირსი სერაფიმე საროველი/
"როდესაც ღმერთისგან რაიმე სახის სასჯელს ვიღებთ, არ უნდა ვიდრტვინოთ, რადგან ის გვსჯის როგორც მამა და მადლიერებას იმსახურებს, როგორც კეთილისმყოფელი".
/ღირსი ნილოს სინელი/
"მიუღებელია, არ იყო ექიმის მადლიერი სხეულის განკურნებისათვის მაშინაც კი, როცა ის მწარე და უსიამოვნო წამლებით გვკურნავს. ასევე უმართებულოა, არ ვიყოთ ღმერთის მადლიერნი იმისათვის, რაც ჩვენ უსიხარულო გვეჩვენება, რადგან ამით უცოდინარობას ვავლენთ იმისას, რომ ყველაფერი მისი განგებით ხდება ჩვენსავე სასარგებლოდ"
/ღირსი ანტონი დიდი/
"დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის, როგორც ღირსი მამა გაბრიელი [ურგებაძე] ამბობდა: რამდენიც ზღვაში ქვიშაა და ცაზე ვარსკვლავი, იმდენი მადლობა"
"უფალი აძლევს და უმრავლებს თავის ძღვენს მას, ვინც იღებს სიმდაბლითა და მადლიერებით, უმადურს კი ისიც წაერთმევა, რაც ეგონა, რომ მუდამ მისი იქნებოდა"
"მადლიერება გულისხმობს სარწმუნოების ნაყოფების გემოსხილვას და, შესაბამისად, რწმენაში უმაღლეს მდგომარეობას".
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"უფალი არა მარტო ლოცვის მეშვეობით გვაერთიანებს და გვაკავშირებს, არამედ მადლიერებითაც. რადგან ჩვენ ღმერთს იმ სიკეთეთათვისაც უნდა ვმადლობდეთ, რომელთაც არა მხოლოდ ჩვენ გვიგზავნის, არამედ სხვებსაც".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"სადაც არის ჭეშმარიტი სიყვარული უფლის მიმართ, იქ ბაგე იშვიათად გაიხსნება ისე, რომ არ ჰმადლობდეს და არ ადიდებდეს უფალს"
"თუკი არ ვიდარდებთ იმაზე, რაც არ გვაქვს, მაშინ ვისწავლოთ, ვმადლობდეთ იმისთვის, რაც გვაქვს!"
/წმ. ბასილი დიდი/
დილილიდან იფიქრე იმაზე, რომ შეიძლებოდა ბევრად უარესად ყოფილიყო ყველაფერი და თქვი მადლობა, როგორც არის!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
არ აქვს მნიშვნელობა რამდენი მოგეცა, მადლიერი ადამიანი ყოველთვის მოგებული რჩება!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"უფლისადმი მადლიერება, მისგან მონიჭებული ძღვენის გამო, არის ჭურჭელი, რომელშიც ღვთის მადლი ახალ ძღვენს დაავანებს"
"ისე არაფერი ესათნოება უფალს, როგორც - მადლიერება"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"მცირესა ზედა" მადლიერი იყავი და უმეტესის ღირსი გახდები!"
მცირედით იყავი მადლიერი, მერე ბევრიც მოგეცემა!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"მთავარია, გვქონდეს სინანული და ვისწავლოთ მადლიერება უფლისადმი, მადლიერება სიცოცხლის მონიჭებისათვის, მადლიერება სიხარულისა და განსაცდელისათვის, ბედნიერებისა და ტკივილისათვის, ჯანმრთელობისა და უძლურებისათვს, რადგან თუ სულიერად განვჭვრეტთ, ყველაფერი ეს მხოლოდ ჩვენი სიკეთისთვის მოგვეცა."
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/
"ნამდვილი ლოცვა ისაა, რომელიც მადლიერებისა და სიხარულის სულით აღევლინება. ბერ იოსებს [ვატოპედელი] ღმრთისადმი მადლიერებისა და დიდებისმეტყველების მუდმივი განწყობა ჰქონდა, რაც დიდად უწყობდა ხელს ლოცვაში"
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/
"ვფიქრობ, ღვთის ქველმოქმედების გამო მისდამი შეწირული მხოლოდ ერთი მადლობა და სიმდაბლითა და სიყვარულით მიახლება მის ხატებასთან - ჩვენს მოყვასთან, ცოტაოდენ ღვთისმოსაურ ღვაწლთან შეერთებული, საკმარისია იმისათვის, რომ სულმა ჩვენმა მოიპოვოს განსვენება ამ და იმქვეყნიურ ცხოვრებაში".
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"წმიდა იოსებ ისიქასტი ამბობდა: "ღმერთის საიდუმლოების გასაღები არის მადლიერება".
"მადლიერი ადამიანი ღმერთთან ხარისხობრივად უფრო მაღალ ურთიერთობას ამყარებს. ღმერთი ნამდვილად და ძლიერად უყვარს".
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/
"სიმდაბლით უნდა ვმოღვაწეობდეთ, ვითხოვდეთ ღვთის წყალობას და ყველაფრისთვის ვმადლობდეთ უფალს".
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"როგორ ვიწყებთ ლოცვას? ლოცვა ყოველთვის მადლიერებით დავიწყოთ. სანამ მასთან საუბარს დავიწყებდეთ და რამეს ვითხოვდეთ, პირველ რიგში, გამოვხატოთ მის წინაშე მადლიერება!"
/არქიმანდრიტი ნიკონი (ლაზარუ)/
"ვისაც აქვს მადლერება და მიეჩვია, რომ რაც უნდა მოხდეს, ამბობს: "დიდება შენდა, უფალო!", ქრისტე ასეთ ადამიანს თავისი სიყვარულით მიიზიდავს და ყველა სათხოვარს აღუსრულებს. ქრისტე მადლიერის ლოცვას მალევე შეისმენს, რადგან იცის, რომ ეს ადამიანი მას არ განშორდება. უმადურის სათხოვრის აღსრულებას კი აყოვნებს. ისიც ლოცულობს, ლოცულობს, მაგრამ უფალი აყოვნებს. ის ამას განზრახ აკეთებს, რათა ეს ადამიანი რაც შეიძლება მეტი ხნით იყოს ლოცვით მდგომარეობაში, რაც შეიძლება მეტი ილოცოს და ეძებოს და რაც შეიძლება დიდხანს გააჩეროს თავის სიახლოვეში".
/არქიმანდრიტი ნიკონი (ლაზარუ)/
"მცირესა ზედა" ერთგული "მრავალსა ზედა" დადგინდება. ღვთის მცირე ძღვენის გამო მადლიერ ადამიანს აქვს კადნიერება ითხოვოს დიდებული. მართლაც, ქრისტიანო, საკუთარი შეგრძნებით შეგიძლია იცოდე, რომ მადლიერი გული უფრო თავისუფლად იხსნება და უფრო ფართოდ იღება, ვიდრე - მთხოვნელი; შესაბამისად, მას მით უფრო ადვილად შეუძლია მადლის მიღება".
"უნდა ვმადლობდეთ უფალს ყველაფრისთვის: სიკეთისთვის და იმისთვისაც, რაც ბოროტად გვეჩვენება. იოანე ოქროპირმა, უდიდესმა წმინდანმა მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომელმაც უამრავი განსაცდელი დაითმინა და, რაც მთავარია, სრულიად უსამართლოდ, სიკვდილის წინ წარმოსთქვა საოცარი სიტყვები: მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის! ასევე უნდა ვმადლობდეთ ჩვენც უფალს; მხოლოდ მაშინ შევიმოსავთ იმ სამყაროს, რომელიც მაღლაა ყველა ჩვენს მოთხოვნილებაზე, ყველაფერ ადამიანურზე"
"არაფერია უმადურობაზე უსაძაგლესი, უმადური ჰგავს იმას, რომელმაც მოტყუებით მიიტაცა სხვისი კუთვნილი"
"ყოველი წირვის დროს უფლისადმი აღვლენილი მადლიერებისგან ვიღებთ მადლსა და განათლებას, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება იქცეს მადლიერებად, მადლიერებით განვვლოთ ჩვენი ცხოვრების თითოეული დღე და საათი.
ქრისტიანთა აზროვნება და ეთიკა ყოველთვის მადლიერების გამომხატველია"
/არქიმ. გიორგი (კაფსანისი)/
"ვმადლობდეთ ღმერთს თვით ყველაზე მცირესა და უმნიშვნელოზეც, ყოველდღიურ, უბრალო რამეებზე. არაა აუცილებელი, კაცმა რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთოს, რათა ღმერთს შეუერთდეს. თუ ყოველდღიურს და უბრალოს, რასაც აკეთებს, მადლიერებით გააკეთებს და იტყვის: "დიდება ღმერთს", უერთდება ღმერთს".
/არქიმ. გიორგი (კაფსანისი)/
"ჭამთ თუ სვამთ, თუ რასაც აკეთებთ, ყველაფერი გააკეთეთ ღვთის სადიდებლად"
"ამაყს არ შეუძლია, უყვარდეს, არ შეუძლია იყოს მადლიერი"
/არქიმანდრიტი რაფაელი კარელინი/
"ჭეშმარიტად დიდებული საქმეა - მადლიერება"
"წმ. მამების აზრით, უმადურ ადამიანს სულიწმიდა ტოვებს და ძნელად თუ ჩაითვლება იგი უფლის ქმნილებად"
"ისწავლეთ, ყველაფრისთვის ემადლიეროთ ღმერთს და სულის აღმსუბუქებას მიაღწევთ"
/მღვდელი დანიელ სისოევი/
იგავი მადლიერების შესახებ
"სამოთხეში ორი ანგელოზი ერთმანეთს დაელაპარაკა. ერთი მათგანი თითქმის ყოველთვის უსაქმოდ იყო, მეორე კი სულ დაფრინავდა მიწიდან ღმერთამდე.
უსაქმოდ მყოფმა ჰკითხა მეორეს:
რას დაფრინავ გამუდმებით აქეთ-იქით?
მე მიმაქვს უფლისთვის თხოვნები "უფალო, მიშველე"; მაგრამ შენ რატომ ისვენებ ყოველთვის?
მე მევალება, უფალს მივუტანო მიმართვა "გმადლობ, უფალო". მაგრამ ის ძალიან იშვიათია, - თქვა მეორე ანგელოზმა"
"გონებით უფალს თუ მიეჯაჭვები, მასვე შესწირავ მადლობას"
"ყოველდღე უფალს შესაწირად მადლობა მივცე"
/ვალერიან წიკლაური/
"საკუთარ ლოცვებში მხოლოდ "მთხოვნელი" ნუ იქნები, მადლიერიც იყავი"
/მონაზონი ვერონიკა/
"აღძარი საკუთარ თავში მადლიერების გრძნობა, დამორჩილდი უფალს, მოინანიე ცოდვები და შეცვალე ცხოვრების წესი"
"უმადურობა ამპარტავანთა, ანუ ყველაზე დიდი და საშინელი ცოდვის მქონეთა ერთ-ერთი თვისებაა; მაშინ, როდესაც გულწრფელი მადლიერება თავმდაბლობის გამოხატულებაა და ასეთ ადამიანებს ახასიათებთ. ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ ყველაფრისათვის, მათ შორის - ავადმყოფობისა და სხვადასხვა განსაცდელთათვის, რადგან უფლის განგებულებით აღესრულება ყოველი და იგი აუცილებელია ჩვენი სულიერი აღზრდისა და ცხონებისათვის"
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/
"აი, შეხედე ქათმებს - წყალს რომ დალევენ, თავს ასწევენ - ისინიც კი მადლობას უხდიან ღმერთს... ყოველი საქმის წინ იფიქრე, ისეთი რამე არ გააკეთო, რომ ღმერთმა არ დაგსაჯოს"
"არ ღირს დაშვებული ბრძოლის გამო დამძიმება, მხოლოდ მადლიერება გამოვხატოთ ღმერთისადმი, რომელიც აქ, მიწაზე, იმიტომ გვსჯის, რომ მარადიული ტანჯვისგან გვიხსნას"
"ჩემი დიდი მადლიერება მეშვიდე ცამდე აღწევს"
/წმ. იოსებ ისიქასტი/
"მარად მადლიერი ბაგენი, - თქვა წმინდა ისააკმა, - ეღირსებიან დალოცვას ღვთისაგან და მადლიერ გულშიც ივანებს მადლი"
"ყველაზე მეტად ეშმაკებს რისი ეშინიათ? ღვთის მადლიერებისა"
/ახალმოწამე ტროფიმე ოპტინელი/
"როგორც წმინდა მამა [იოანე სინელი] გვასწავლის, მადლიერ და სიკეთის მქნელ ადამიანებს უფალი დაუყოვნებლივ უსრულებს სათხოვარს, რადგან ისინი ღვთისგან წყალობის მიღების შემდეგ კიდევ უფრო აძლიერებენ ლოცვას და სულიერად განმტკიცდებიან. მათ, ვისაც მადლიერება არ გააჩნია, უფალი გვიან უსრულებს სათხოვარს იმის გამო, რომ ლოცვა და უფალთან მყოფობა ისწავლონ"
"ადამიანს თავისი კეთილისმყოფელის მიმართ - ღვთის მიმართ უნდა ჰქონდეს მადლიერების გრძნობა, რადგან უმადურობას, მადლიერების გრძნობის უქონლობას, საბოლოო ჯამში, ღვთის გაცემამდე, ღვთის უარყოფამდე, ღვთის ღალატამდე მივყავართ"
/აკაკი მინდიაშვილი/
"გამოვუტყდეთ საკუთარ თავს მაინც, - განა ჩვენც ასეთივე უმადურები არა ვართ იმ უამრავი სიკეთისა და წყალობისათვის, რომელთაც უფალი ყოველდღიურად უხვად და ულევად გვჩუქნის?!
თუნდაც დღეს, რამდენმა ჩვენთაგანმა შესწირა მადლობა ღმერთს, თუნდაც აი, ამ ერთი დღის ჩუქებისათვის?!"
/აკაკი მინდიაშვილი/
"ყველაფრისთვის მადლობდეთ ღმერთს; ავადმყოფობის გამოც მადლობა უთხარით"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"იფიქრე, მაგალითად, ღვთის სახიერების შესახებ და დაინახავ, რომ ხორციელადაც და სულიერადაც გარემოცული ხარ ღვთის წყალობით და ქვა უნდა იყო, რომ თავის დამამდაბლებელი მადლიერების გრძნობის გამოსახატავად არ დაემხო ღვთის წინაშე"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"შევიყვაროთ ქრისტე და ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვლება. ღმერთს იმიტომ კი ნუ შევიყვარებთ, რომ მისგან სამაგიერო, მაგალითად, ჯანმრთელობა მივიღოთ, არამედ შევიყვაროთ იგი წადიერებით, მადლიერების გამო, ისე, რომ არ ვიფიქროთ არაფერზე, საღვთო სიყვარულის გარდა"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"სიყვარული ძლიერდება მადლიერების გრძნობით. ათონელი ბერი პაისი გვასწავლის, რომ ადამიანი იმის გამოც უნდა იყოს მადლიერი ღვთისა, რომ მას დასდო პატივი და შექმნა ადამიანად. ხომ შეიძლება ის ხვლიკად ან ხოჭოდ გაეჩინა? ადამიანად ყოფნა კი უდიდესი პასუხისმგებლობაა"
/ციცინო სუქნიძე, ბიოლოგიის დოქტორი, ნეირო-ფიზიოლოგი/
"ერთხელ, როდესაც საშინელი გვალვის შემდეგ წვიმა წამოვიდა, ჩემი გული ისეთი მადლიერებით აღივსო ღვთისადმი, რომ საკუთარ სენაკში მჯდომი აღტაცებული ვიმეორებდი: - "ღმერთო, მილიონ, მილიარდ მადლობას გწირავ!" არ ვიცოდი, რომ ამ დროს სარკმელთან ერთი ერისკაცი იდგა და მისმენდა.
მერე, როდესაც შემხვდა, მითხრა: - "მამაო, მაშინ რომ მოგისმინე, დავბრკოლდი, მესმოდა ეს "მილიონები" და "მილიარდები" და მეტი არაფერი, ამიტომ ვიფიქრე, - "აი, თურმე რა ხილი ყოფილა ეს ჩვენი მამა პაისი"! და როგორ ამეხსნა მისთვის?! მე ღმერთს წვმისთვის ვწირავდი მილიონ, მილიარდ მადლობას და იმას კი ეგონა, რომ ფულს ვთვლიდი.
მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, შესაძლოა ღამით ჩემს გასაქურდადაც დაეპირებინა მოსვლა! პირველ რიგში კი მე დამადგებოდა შავი დღე, მაგრამ ისიც რომ ვერაფერს იპოვიდა!"
"ყოველივეს მადლიერებით უნდა დავითმენდეთ, მადლიერებით თვით უფლისა მიმართ, რომელიც - ცილისწამება იქნება ეს თუ შეურაცხყოფა, დამცირება თუ აბუჩად აგდება - ჩვენს მიმართ არ დაუშვებდა, საბოლოო ჯამში, რაიმე სიკეთის, რაიმე სულიერი სარგებლის მომტანი, რაიმე ღრმა აზრის შემცველი და მატარებელი რომ არ იყოს, რასაც, შესაძლოა, იმ დროს ვერ ვხედავთ, როცა განსაცდელში ვიმყოფებით, მაგრამ მომავალში უთუოდ გამოჩნდება, მომავალში უთუოდ დავინახავთ, დავინახავთ იმას, რომ ყოველივე, რასაც უფალი უშვებს ჩვენს ცხოვრებაში, უზენაეს მიზანს - ჩვნი სულის ცხონების საქმეს ემსახურებოდა"
/აკაკი მინდიაშვილი/
"როცა ღმერთზე ვდრტვინავთ, ეშმაკი ამრავლებს ჩვენს მჭმუნვარებას, იმას, რასაც განვიცდით უფლისმიერი დასჯის გამო. რისთვის ამრავლებს მათ?
რათა ჩვენ უფრო მეტად და მეტად ვიდრტვინვოთ ღმერთზე. მაგრამ მათ, ვინც მადლობელია უფლის შეგონებისთვის და დასჯისთვის, ის განეშორება როგორც ნაცემი ძაღლი"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"საკუთარი უმადურობის აღიარებით და ღვთისადმი მადლიერებით ეშმაკს ყველაზე მტკივნეულ წერტილში ვურტყამთ"
/ღირსი პაისი ათონელი/
"რა თქმა უნდა, თუ ადამიანი უმადურია, ღვთის სიყვარულს იგი ვერ ხედავს. უმადურობა ეს უდიდესი ცოდვაა. ჩემთვის ეს ცოდვა მომაკვდინებელია. უმადურ ადამიანს არაფერი აკმაყოფილებს, მისთვის არაფერს მოაქვს სიხარული. ყოველგვარ ვითარებაში დრტვინავს იგი. ყველა და ყველაფერი დამნაშავეა მის წინაშე"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ეს იყო ქრისტიანების დევნის პერიოდში. ერთ სოფელში ქრისტიანული ოჯახი ცხოვრობდა. მამას უჭირდა ცოლისა და პატარა ბავშვების გამოკვება, თუმც მუშაობდა მუხლჩაუხრელად. მთელი სასოება ღმერთზე ჰქონდა დამყარებული და სჯეროდა, რომ დადგებოდა დღე, როცა ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. ოჯახი რომ გაეხმნევებინა, პატარა დაფაზე ამოტვიფრა შემდეგი სიტყვები: "ყოველთვის ასე არ იქნება". და წარწერა გამოსაჩენ ადგილზე ჩამოჰკიდა.
გავიდა წლები, დადგა კმაყოფისა და თავისუფლების ხანა. ბავშვები გაიზარდნენ, გაჩნდნენ შვილიშვილები. ერთხელაც შეიკრიბნენ ყველანი მდიდრულ სუფრაზე მშობლიურ სახლში. ილოცეს, ღმერთს მადლობა აღუვლინეს ნაბოძები სარჩო-საბადებლისთვის და მაგიდას შემოუსხდნენ.
უფროსმა შვილმა ყურადღება მიაპყრო კედელზე დაკიდებულ ძველ დაფას.
- მოდით, ჩამოვხსნათ, - ეუბნება მამას, - არ მინდა გავიხსენო ის მძიმე წლები. ახლა ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.
- არა შვილებო, ეკიდოს თავის ადგილზე. გახსოვდეთ, რომ არც ასე იქნება ყოველთვის, და შვილებსაც ეს ასწავლეთ. ყოველთვის და ყველაფრისთვის უფლის მადლიერნი უნდა ვიყოთ. მძიმე დროა? - მადლობა ღმერთს გამოცდისთვის. იოლად ცხოვრობ? - მადლობა ღმერთს ნუგეშისთვის. მადლიერების გრძნობა კი მხოლოდ იმას შეიძლება ჰქონდეს, ვისაც მუდამ ახსოვს მარადიულობა"
"ერთი კაცი მუდამ დრტვინავდა, რომ დედა ღვთისა და უფალი მას არაფერში ეხმარებიან. ერთხელ ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: "გაიხსენე, როდესაც მეგობრებთან ერთად ნავით მიცურავდი, ნავი გადაბრუნდა და შენი მეგობარი დაიხრჩო, შენ კი ცოცხალი გადარჩი. მაშინ შენ ღვთისმშობელმა გადაგარჩინა: მან ისმინა დედაშენის ლოცვები. ახლა გაიხსენე, როდესაც ცხენშებმული ეტლით ჯირითობდით და მოულოდნელად ცხენი გვერდზე გახტა, მაშინაც შენი მეგობარი დაიმტვრა, შენ კი გადარეჩი". ანგელოზმა სხვა სახიფათო შემთხვევებიც გაიხსენა, რომლებიც მას ცხოვრებაში სხვადასხვა დროს გადახდენოდა თავს და მისთვის მშვიდობით დასრულებულიყო; რამდენჯერ ემუქრებოდა მას სიკვდილი ან უსიამოვნება და ყველაფერს თავი დააღწია. უბრალოდ, ჩვენ სულიერად ბრმები ვართ და გვგონია, რომ ყველაფერი ეს შემთხვევით ხდება, ამიტომაც არა ვართ უფლის მადლიერნი, როდესაც უბედურებებს მშვიდობით ვაღწევთ თავს"
"დაუნახაობა ყველაზე ცუდი მდგომარეობაა, რომელიც აბრმავებს ადამიანს და საბოლოოდ ართმევს მადლიერების გრძნობას"
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/
"რაც ღვთისგან გეძლევა, ყველაფერი მადლიერებიტ მიიღე"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"რაც ღვთისგან გეძლევა, ყველაფერი მადლიერებიტ მიიღე"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"დიდებისმეტყველება მხიარული მადლიერებაა. ეს მადლიერების უსაზღვრო გამოხატულებაა, ეს კრთომაა. ეს კრთომა ადამიანის შინაგანიდან, გულიდან მოდის. შეიძლება ვინმემ არ იცოდეს მთლიანად ესა თუ ის ტროპარი და ნახევარი იგალობოს, დანარჩენი კი თავისი სიტყვებით შეავსოს, ამ დროს კი მისი გული კრთოდეს. თუ ღვთის მადლიერები იქნებით მისი უამრავი ქველმოქმედებისთვის, ამ მადლიერებაში და დიდებისმეტყველებაში მთელ მის საღვთო სიმდიდრეს იგრძნობთ"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ღვთისადმი მადლიერება რომ ვიგრძნოთ, ძალიან დაგვეხმარება საკუთარი თავის მეთვალყურეობა და მოყვასის მიმართ მადლიერება და სწორი მოპყრობა. ვინც მოყვასის მიმართ მადლიერებას გრძნოს მისგან მიღებული მცირე ქველის საქმის გამო, უდავოა, რომ მისი მადლიერება ქრისტეს მიმართ, რომელმაც მას უხვად მიანიჭა და ანიჭებს წყალობას, უსაზღვროდ უფრო დიდი იქნება. იგი გამუდმებით მადლიერებით იქნება აღსავსე, რადგან იმაზე ფიქრში, თუ როგორ გამოხატოს თავისი მადლიერება ღვთსადმი, ქრისტე მას სხვა უამრავ და უფრო დიდ წყალობას მიანიჭებს, სანამ მისი ღვთისმოყვარე სული ღვთის სიყვარულისგან არ დადნება. თუ კაცს სულიერი სიფაქიზე აქვს და მოუკლებლად მადლობს ღმერთს მისგან მიღებული უმცირესი წყალობისთვისაც კი, მაშინ უფალიც მეტი სიუხვით მოიღებს მასზე წყალობას"
/ღირსი პაისი ათონელი/
" - მამაო, როდესაც ამა თუ იმ ხორციელი და სულიერი ვნებისგან განვიკურნები, როგორ უნდა გამოვხატო ღვთისადმი მადლიერება?
- ხარ კი ნამდვილად მადლიერი? თუ ნამდვილად ხარ, შენ უკვე გამოხატე იგი. მთავარია, შინაგანად იყო მადლიერი, და ა. შ. ჩემს კალივში ხანდახან სხვისი კნუტები გროვდებიან და ვაჭმევ ხოლმე. საღამოს, როცა ეზოში გავდივარ, რომ ყუთიდან წერილები ავიღო, არ იციან, როგორ გამოხატონ მადლიერება: მოდიან და ფეხებზე მელაქუცებიან, ჩემ წინ დახტიან, ხეებზე აბობღდებიან, ჩამოდიან, ყირაზე გადადიან, მერე ისევ ფეხებზე მელაქუცებიან. განა მე ეს მჭირდება? არა, მაგრამ ამით თავიანთ მადლიერებას გამოხატავენ, მიუხედავს იმისა, რომ ცხოველები არიან. იმის თქმა მინდა, რომ ყველაზე მთავარია, ადამიანს შინაგანად ჰქონდეს მადლიერება, მერე კი თითოეული თავისებურად გამოხატავს ამას"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ყოველთვის ყველაფრისათვის ღმერთს მადლობდე"
/ოპტინელი ბერ-მოძღვრები/
"ღმერთს ასე უნდა ვმადლობდეთ: "გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, ყველაფრისათვის, რის მოვლინებასაც ინებებ ჩემთვის ცოდვათაგან განსაწმენდად. იყავნ ნება შენი"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"სიღარიბე გვეწვია ან სნეულებამ დაგვრია ხელი? მადლობა შევწიროთ ღმერთს. ვიტანჯებით? ისევ მადლობა ვთქვათ. ამით ღმერთს ვუახლოვდებით, ღმერთი ჩვენი მოვალე ხდება, ხოლო როდესაც განცხრომით ვცხოვრობთ, მაშინ ჩვენ თვითონ ვხდებით ღმერთის მოვალენი და პასუხს ვაგებთ მის წინაშე"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience