"- სიმშვიდე გინდა? ჩემთან ჰპოვებ სიმშვიდეს სულიერს."
"დიდი მამა იყო მიქაელ პარეხელი. მიუხედავად ამისა თავის თავს მაინც არ ესვიდა. როცა ეშმაკმა კლდიდან გადმოაგდო, შეწევნისთვის თავის სულიერ ძმას, წმინდა გრიგოლ ხანძთელს მიმართა. მანაც ხისგან შეკრა ორი ჯვარი, აღმართა მისი სენაკის მახლობლად ორ მხარეს და უთხრა: ამ ორ ჯვარს შორის იყავი და არაფერი დაგემართებაო. წმინდა გრიგოლის ლოცვით პოვა მამა მიქაელმა სიმშვიდე, რადგან "არა სიმართლეთა თვისთა ესვიდა, არამედ ღმრთისა მხოლოისა მინდობითა მოიყვანა მოძღვარი თვისი და სულიერი ძმა გრიგოლ შემწედ".
"სულიერი სიმშვიდე მოიპოვება ღვთის ნებისადმი სრული მინდობით".
/წმ. ანტონი ოპტელი/
"წმინდა ნექტარიოსის განმარტებით, სიმშვიდე არის ღვთის დიდი მადლი და უხვად ეძლევა მათ, ვინც შერიგებულია ღმერთთან და ასრულებს მის მცნებებს".
"სიმშვიდე არის სინათლე და ქრება მხოლოდ ცოდვისაგან, ცოდვილს არ ძალუძს დამშვიდება".
"სიმშვიდე და სიწმინდე არის ორი აუცილებელი წინაპირობა მათთვის, ვინც დაჟინებით ითხოვს უფლის სახის ხილვას, სიმშვიდე არის საძირკველი, რომელსაც ემყარება სიწმინდე. სიწმინდე არ რჩება შფოთიან და აღრეულ გულში".
"ის, ვინც მშვიდდება თავის თავთან, ასევე მშვიდდება მოყვასთანაც და მშვიდია ღმერთთანაც. ასეთი ადამიანი სავსეა სიწმინდით და თავად ღმერთი სახლობს მასში".
"უფალთან მყოფობა ამ სოფელშივე მოგვანიჭებს სულიერ მშვიდობას. შესაძლოა, ჩვენ არ გვქონდეს ფიზიკური მშვიდობა, მაგრამ გვექნება სულიერი მშვიდობა, ისევე, როგორც მოციქულებს დევნიდნენ, შეურაცხყოფდნენ, მაგრამ მათ უხაროდათ, ფიზიკურად განიცდიდნენ დევნას, ტკივილს, მაგრამ მათ სულში სიხარული იყო. ფიზიკური განსაცდელი უფრო განამტკიცებდა მათ სულიერ მხნეობას.
ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რომ წუთისოფელში არ შეიძლება, განუწყვეტლივ მიწიერი მშვიდობა გვქონდეს. რაც მეტადაა ადამიანი ქრისტეს შედგომილი, მით მეტადაა მასში სულიერი მშვიდობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის მატერიალური და სხეულებრივი მშვიდობაც განუწყვეტლივ ექნება. თუმცა ნებისმიერი განსაცდელის მიუხედავად, თუ ადამიანი უფალთან მყოფობს, მისი სული სიმშვიდეს განიცდის".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"მელქისედეკი ქალაქ სალიმის, ანუ მშვიდობის მეფე იყო; ქრისტეც მშვიდობაა, რომელმაც მამა ღმერთთან შეგვარიგა, როგორც ამბობს მოციქული: იგი თავად არის მშვიდობაი ჩუენი, რომელმან შექმნა ორივე ერთად (ეფ. 2.14)".
"ტკბილი სიმშვიდე"
"როცა ვწუხვართ ხშირად ე.ი. ჩვენს სულს სიმშვიდე აკლია, ის სულიერად შიმშილობს".
"ყოველმა სულმა, რომელმაც სიმშვიდე დაკარგა, უნდა შეინანოს და უფალი მიუტევებს ცოდვებს; მაშინ სულში სიხარული და სიმშვიდე დაისადგურებს; სხვა მოწმეები საჭირო არ არის, თვით სულიწმინდა მოწმობს, რომ ცოდვები მიტევებულია. აი, ცოდვათა მიტევების ნიშანია: თუ ცოდვა შეიძულე, მაშასადამე, მოგიტევა უფალმა შეცოდებანი".
/წმ. სილუან ათონელი/
"მშვიდი ადამიანი თავშეკავებული და გონიერია, აკონტროლებს საკუთარ იმპულსებსა და სურვილებს. წმინდა იოანე ოქროპირისთვის სიმშვიდე ნიშნავს შფოთისა და გაღიზიანებისაგან შორს ყოფნას".
"ცისარტყელა მშვიდობის სიმბოლოა".
"სიმშვიდე და უფლის მინდობა უთუოდ გამოგიჩენს საშველს"
"შინაგანი სიმშვიდე მიიღწევა ქრისტიანული ცხოვრების გზით".
/მამა ვახტანგ დავითაშვილი/
"თუ შენს სულში მშვიდობა არ სუფევს და მრავალი ცოდვით სცოდავ, ათასი დღესასწაულიც რომ იყოს, თავს მგლოვიარედ იგრძნობ".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"უნდა გვახსოვდეს, რომ გარეგანი მშვიდობა - სიწყნარე, სიმშვიდე, ცხოვრება სისხლის ღვრისა და ომების გარეშე, შინაგანი სულიერი სამყაროს შედეგს წარმოადგენს".
/ილია მეორე/
ფსალმუნი 146
6. "შეიწყნარნის მშვიდნი უფალმან, ხოლო დაამდაბლნის ცოდვილნი მიწადმდე"
- ვის შეიწყნარებს უფალი? - ვინც სულიერად მშვიდია, ვინც არ შფოთავს, ვინც უფალს ემსგავსება ამით. მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა. ქრისტეს ყველა მოწაფე, ვინც თვლის, რომ ქრისტიანია, ქრისტეს უნდა ემსგავსოს. უპირველესი მსგავსება არის სიმშვიდე. ყოველივე, რაც ამ ქვეყანაზე ხდება, რაც ჩვენს თავს ხდება, უნდა მივიღოთ სიმშვიდით. მაშინ ვიქნებით ჭეშმარიტი ღვთის მოწაფეები. ხოლო ვინც ცოდვილია, მიწადმდე დამდაბლდება".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"მშვიდობა ღმერთთან, მოყვასთან, თვით შენს თავთან"
/ილია II/
"უფალს, ისევე როგორც ყველა მშობელს, სურს, ადამიანი მასკენ მიილტვოდეს და მისგან სწავლობდეს. ეს არის ყოველი ადამიანის ცხოვრების აზრი, ამ გზით ეზიარება იგი ნამდვილ სიმშვიდეს და ბედნიერებას".
"სიმშვიდის სათნოება"
"სიმშვიდე ღვთაებრივი თვისებაა და ამიტომ ადამიანი მშვიდი მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს, როცა ღმერთთანაა."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
“როცა უფალი მობრძანდა, მოციქულებს უთხრა: "მშვიდობა თქვენთანა". უფალმა მათ ადამიანური მშვიდობა კი არ უსურვა, არამედ ღვთაებრივი. რატომ არ უსურვა ადამიანური მშვიდობა? რადგან კაცი ყოველთვის ცვალებადია. შეიძლება დღეს იყოს მასში მშვიდობა, ხვალ კი შფოთი წამოიწყოს. სიყვარულს სიძულვილი ენაცვლება. რა სძულს ადამიანს? ისევ ადამიანი. როცა პირიქით, უნდა უყვარდეს. ღმერთმა ადამიანისთვის შექმნა ყოველივე, რასაც ვხედავთ და მოვიხმართ. წყალში - თევზი, ცაში - ფრინველი, დედამიწაზე პირუტყვიც შენ გემორჩილება და გამოიყენე იგი შენს სასარგებლოდ, - ბრძანებს უფალი”.
/მეუფე ილარიონი (ქიტიაშვილი)/
"გისურვებ, შვილო ჩემო, რომ ყველაფერში მშვიდობა გქონდეს, რა არის სულიერ მშვიდობასა და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მშვენიერი? რადგან ისინი ადამიანის ცხოვრებას საამურს ხდიან. მათი არყოფნის შემთხვევაში კი საშინელი შტორმი იწყება და და ხომალდს მღელვარე ტალღები აწყდება. რა ლოცვა აღარ აღევლინება მაშინ ზეცისკენ!
უფალიც, თავისი მიწიერი ცხოვრების გზაზე ამგვარ ქარიშხალს შეხვდა: "და აღდგა და შეჰრისხა ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა: დადუმენ და პირი დაიყავ! და დასცხრა ქარი იგი და იქმნა დაყუდება დიდ" ( მარკ.4,39).
ამიტომ, შვილო ჩემო, როდესაც სულიერი ქარიშხალი შეგიპყრობს, მოვუხმოთ მშვიდობისმყოფელსა და მეუფეს ჩვენსა უფალს და მე მჯერა, რომ თუ მას რწმენით მოვუხმოვბთ, უთუოდ მოვა საშველად და გვეტყვის: "აი, მოვედი!"
/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/
"გტოვებ უფლის მშვიდობასა და სიყვარულში"
"გტოვებ უფლის მშვიდობასა და სიყვარულში"
"დე, მშვიდობა და სიმშვიდე მოანიჭოს შენს ძვირფას სულს დედაღვთისმშობელმა"
/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/
"სიმშვიდე რომ მოიპოვო, საჭიროა ღვთის მინდობა. როცა ადამიანი ერწმუნება უფალს, მასში სიმშვიდე იმკვიდრებს. წუთისოფელში მრავალი შფოთი გველის, მაგრამ მთავარია გწამდეს, რომ უფალი შენთან არის, არ დაგტოვებს, განსაცდელი გადაივლის... მთავარია უფლისკენ მივაპყროთ მზერა, გვწამდეს, რომ მისი შვილნი ვართ და მოყვარული მამა არასოდეს მიგვატოვებს."
/დეკ. პეტრე გიორგაძე/
“ჰუნების ბელადმა, ატილამ ხუთასი ქალაქი ააოხრა. რომს მიადგა. ქალაქიდან ყველა გარბოდა. "ღვთის მათრახისა" მხოლოდ რომის პაპს ლევს არ ეშინოდა. იმპერატორმა ატილასთან ის გაგზავნა. მღვდელმთავარმა მშვიდად მიმართა დამპყრობელს: "ატილა, შენ მთელ სამყაროს მოერიე. სძლიე ახლა საკუთარ თავს, დაგვინდე, ნუ დაანგრევ ჩვენს ქალაქსო". წმინდა ლევის მშვიდმა და მდაბალმა სიტყვებმა შეძრა ბარბაროსის გული. "შენმა სიტყვებმა ამაღელვა. ვინც არ უნდა იყო, კაცი თუ ანგელოზი, რომი გადარჩენას შენ უნდა გიმადლოდეს. ბერო, შენ ერთ წუთში რამდენიმე სიტყვით შეძელი ის, რაც ვერ გააკეთეს მრავალრიცხოვანმა არმიებმა, ჩემს წინააღმდეგ რომ იბრძოდნენ. მე თავს დამარცხებულად ვაღიარებო!"
"სიმშვიდე, ჭეშმარიტი მშვიდობა მხოლოდ უფალთან თანამყოფობით მიიღწევა".
"სიმშვიდის მოსაპოვებლად სულ არ არის საჭირო, შორ გზას დაადგე, სჯობს საკუთარ სახლში დამდაბლდე - ეს უფრო ადვილი იქნება. მხოლოდ სამეუფო პირნი მიდიან უცხო ქვეყანაში სიმშვიდის მოსაპოვებლად. საჭიროა თავს სიმდაბლე და თვითგანქიქება ვაიძულოთ. კეთილგონიერ ავაზაკს წვივები გადაუმტვრიეს, ის კი უფლის მიერ დაპირებული ზეციური სასუფევლის გამო ყველაფერს ითმენდა. მე და შენ კი როგორ გვინდა, ღვთის წყალობა მივიღოთ?"
"რამდენადაც თავს გავიმართლებთ და სხვებს ბრალს დავდებთ, იმდენად მოგვაკლდება სულიერი სიმშვიდე"
/წმ. ამბროსი ოპტელი/
"ვინც საკუთარ თავში სულიწმინდის მშვიდობას ატარებს, ის ამ მშვიდობას სხვებზეც გადაღვრის, ხოლო ვინც ბოროტ სულს ატარებს, ის სხვებსაც ბოროტებას გადასცემს".
/წმ. სილოვანე ათონელი/
"სულით მშვიდი ქრისტიანი მუდამ და ყველგან უცვლელია. ის მშვიდია ყველასთან, საკუთარ სინდისთან და, რაც მთავარია, ღმერთთან. მასში უფალს დაივანებს".
/სქემიღუმენი საბა/
"თუკი ადამიანში არის გულწრფელობა და იგი არაფრად მიიჩნევს საკუთარ თავს, ასეთი ადამიანი უბრალო და თავმდაბალია. ეს ყველაფერი თავად მას ანიჭებს სიმშვიდეს. ამავე დროს, ეს სხვისთვისაც შესამჩნევია".
/ღირსი პაისი ათონელი/
"ადამიანს უფლის მადლის მიღების დაუოკებელი წყურვილი უნდა ჰქონდეს, ეს უნდა იყოს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. აი, მაშინ შეიძლება ინებოს ღმერთმა და საღვთო სიმშვიდემ დაისდგუროს ჩვენში"
"ადამიანი, რომელიც შორდება ღმერთს, ვერ პოულობს სულიერ სიმშვიდეს ვერც ამ წარმავალ ცხოვრებაში, ვერც - მარადიულში"
/ღირსი პაისი ათონელი/
"თუკი ქრისტიანები ვართ, გვმართებს ვიყოთ მშვიდნი"
"თუ არ გვაქვს სიმშვიდე, ე.ი. განძარცვული ვართ სულიწმინდის მადლისგან"
"ჩვენ, მართლმადიდებლებს გვწამს, მშვიდობა დედამიწაზე - საჩუქარია უფლისა"
"მშვიდობა სათნოების შედეგია, და არა - ადამიანთა გამჭრიახობის"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"როგორ სჭირდება დღეს ქვეყანას მშვიდობა! როგორ ღელავს დღეს მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც. მაგრამ ღმერთი მოწყალეა; იგი მოგვანიჭებს მშვიდობას და ჩვენს სულებს დიდ წყალობას!"
/ილია II/
"შევევედროთ წმინდანებს, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაისადგუროს სიმშვიდემ"
/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/
"მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის, აუცილებელია ქვეყნისთვის"
"სიმშვიდე თუ არ იქნება, ვერაფერს მიაღწევს ადამიანი"
/ილია მეორე/
"მშვიდობის დღე გაგთენებოდეს სრულიად საქართველოვ!!!"
"გონი ქრისტესმიერი, მოთმინება და მტრედის სიმშვიდე"
"წყარო და ძირი ჭეშმარიტი სიმშვიდისა მხოლოდ ღმერთი და მის მიერ დაარსებული ეკლესიაა."
"ვინც მშვიდობას ჰყოფს სიტყვით, საქმითა თუ სხვა სახის ქმედებით - ყველაზე მეტად ემსგავსება უფალს"
/დეკ. თავმას ჩოხელი/
"ჭეშმარიტი სულიერი სიმშვიდე მხოლოდ ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი. თუ ადამიანს ეყოლება სულიერი მოძღვარი, იქნება აღმსარებელი და არ მოაკლდება ზიარების მადლი, მაშინ დაისადგურებს მასში ჭეშმარიტი სიმშვიდე. სადაც ღმერთი სუფევს, სიმშვიდეც იქ არის და საღი აზრიც."
"სიმშვიდის მოპოვება მაჭირვებელთათვის ლოცვით უნდა დავიწყოთ, მტრების სიყვარული ვისწავლოთ"
/დეკ. თავმას ჩოხელი/
"მშვიდი ადამიანის გარშემო მუდამ სიმშვიდე იმკვიდრებს"
"ერთ-ერთი წმინდა მამა თავის სენაკში შევიდა და საწოლზე მწოლი ეშმაკი იხილა. ადგა და მშვიდად შეწვა საწოლის ქვეშ. ბოროტი მაშინვე გაეცალა - მან სწორედ მისი სიმშვიდე ვერ დაითმინა"
"როდესაც ქრისტეს იპოვი, ეს კამარა შენთვის, სხვა არაფერი გსურს; მშვიდდები, სხვა ადამიანი ხდები"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"სიმშვიდე უძლიერესი იარაღია ქრისტიანისა. ამ სათნოების მფლობელი თვით დაცემული ანგელოზის წინაშეც კი მშვიდია და ამ სიმშვიდით ამარცხებს ბოროტ სულს"
/დეკ. თავმას ჩოხელი/
"ეკლესიის გარეთ ჭეშმარიტი სიმშვიდე არ არის"
"ღვთის მადიდებელ, თავმდაბალ ადამიანზე გადმოდის მისი მადლი და შედეგად - სიმშვიდე"
"თუ მდუმარებას დაიცავ, ყველგან ჰპოვებ სიმშვიდეს, სადაც არ უნდა ცხოვრობდე"
/ამბა პიმენი/
"ღირს მამა მოსე შავს, ავაზაკყოფილს, ღამე თავს ავაზაკები დაესხნენ. ღირსი მოსე ისე ძლიერი იყო, რომ ისინი შეკრა, ზურგზე ფიჩხის კონასავით მოიკიდა და მონასტერში იღუმენს მიუყვანა , - ამ ხალხმა ჩემი გაძარცვა მოისურვა. რადგანაც ნაბრძანები მაქვს, არავის გავუბრაზდე, თქვენთვის მომინდვია, მითხარით, რა ვუყოო. გაუშვი, რადგან ჩვენ არა გვმართებს, ვინმე მოვკლათო. ღირსი მამის სიმშვიდით შეძრულმა ავაზაკებმა მსწრაფლ შეინანეს და იმ მონასტერს აღარ გასცილებიან, აღიკვეცნენ ბერად და სათნო მონაზვნები გახდნენ".
"მშვიდ ადამიანთან მოსაუბრე შფოთისა და მრისხანებისაგან იცვლება. ღვთისმოყვარე, მდაბალი სულის განწყობა სხვასაც ეფინება"
/დეკ. თავმას ჩოხელი/
"განმარტოებაში სულიც მშვიდია, ხორციელი გულისთქმაც თანდათან სუსტდება, და ზოგადად ყოველგვარი ვნება, რადგან არ აღეგზნება, ღრმა სიჩუმეშია, ჩაივლის და სავსებით მშვიდდება"
"როცა წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა შეიტყო, რომ მეორე მსოფლიო კრების მამები კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე მისი უფლებების გამო დავობდნენ, განაცხადა: "მე წინასწარმეტყველ იოანეზე უკეთესი არ ვარ, გადამაგდეთ ზღვაში, რათა ჩემ გამო ატეხილი ღელვა დაცხრესო" და პატრიარქობაზე ნებაყოფლობით თქვა უარი.
"ნურავინ იფიქრებს, - წერს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, - თითქოს ყველანაირ მშვიდობას უნდა ვუფრთხილდებოდეთ, - რამეთუ ვიცი, რომ არსებობს მშვენიერი უთანხმოება და დამღუპველი ერთობა, - არამედ უნდა გვიყვარდეს კეთილი მშვიდობა, რომელსაც კეთილი მიზანი აქვს და ღმერთთან გვაერთებს. მაგრამ როცა საქმე ეხება აშკარა სიბილწეს, ჯობს მახვილმა და ცეცხლმა განგვგმიროს, ვიდრე ვეზიაროთ ბოროტ სასმელს და შევეხოთ დასნეულებულს".
"მე მახსენდება, ჩვენ გვესტუმრა ორი მოხუცებული აითოლა ირანიდან და მითხრეს, როცა ხელებს აწევ სალოცავადო, ჩვენც მოგვიხსენეო. ახლა ხელებს ვწევ ღვთისადმი და ვლოცავ მსოფლიოს, რათა მშვიდობა სუფევდეს. ღმერთმა დაგლოცოთ!"
/ილია მეორე/
"არასოდეს კარგავდა შინაგან მშვიდობას"
"ღამე წყნარია და სიმშვიდის მოსასხამის ქვეშ ფარული ოცნებები იმალება..."
/ელიფ შაფაქი/
"სიმშვიდე, რომელშიც შალის მოსასხამივით ეხვევა ყოველი გამთენიისას"
/ელიფ შაფაქი/
"[ღირსი ლეონი] არავის უნახავს აღშფოთებული ან განრისხებული; არავის გაუგონია მისგან დრტვინვა. სიმშვიდესა და ქრისტიანულ სიხარულს იგი არასდროს დაუტოვებია"
"ნუ იტყვი: "მტერს საზღაურს მივუზღავ", რადგან ზეცაში გვყავს მართლმსაჯული. არა მარტო კაცთა შორის უნდა ეძიო მშვიდობიანი კავშირი, არამედ შენს სხეულში, შენს სულში, შენს სამშვინველში".
/წმ. ნილოს სინელი/
"რა არის იმისათვის საჭირო, რომ მშვიდობა სუფევდეს სულსა და სხეულში? ამისათვის საჭიროა ყველა გიყვარდეს, როგორც საკუთარი თავი და ყოველ წუთს მზად უნდა იყო სიკვდილისათვის"
/წმ. სილუანი/
"ყველა ადამიანი, თუ აღკვეთს თავის ნებას ღმერთისა და ადამიანების წინაშე, ყოველთვის იქნება მშვიდობიანი სულის, ხოლო ვისაც უყვარს თავისი ნების ქმნა, მას არასდროს არ ექნება მშვიდობა"
/წმ. სილუანი/
"სიმშვიდე არის ის პირობა, როდესაც სულიწმინდა გადმოდის ადამიანზე"
/ილია მეორე/
"უფალს მყუდროება, შინაგანი სიმშვიდე და წმინდა გული უყვარს. მშვიდობა თქვენდა, - ასე მიმართავს იგი თითოეულ ჩვენგანს" (ილია მეორე). მაგრამ არა მარტო კაცთა შორის უნდა ეძებო მშვიდობიანი კავშირი, არამედ შენს სხეულში, შენს სულში, შენს სამშვინველში" (წმ. ნილოს სინელი)
"ვისთანაც უფალია, ის მშვიდობას და სიხარულს პოულობს"
"ყოველი საკითხავის წინ ეპისკოპოსის თუ მღვდლის მიერ წარმოთქმული დალოცვა "მშვიდობა ყოველთა" მადლია, რომელსაც ანგელოზები გვაფრქვევენ, რათა დაგვეხმარონ ბოროტებასთან ბრძოლაში და დაგვიმკვიდრონ მშვიდობა და გაგვათავისუფლონ ვნებებისაგან"
"ადამიანსა და ღმერთს შორის მშვიდობა მხოლოდ მას შემდეგ აღდგა, რაც მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი თავის მოწაფეებს გამოეცხადა და უთხრა: "მშვიდობა თქვენდა"
"სიმშვიდე, ჭეშმარიტი მშვიდობა მხოლოდ უფალთან თანამყოფობით მიიღწევა"
"ის, ვინც უკმაყოფილოა ცხოვრებით, დრტვინავს ან ვინმეზე გულძვირად არის, მას არ ექნება მშვიდობა. ამდენად მისი ლოცვა არ იქნება ღვთისთვის სათნო, რამეთუ თვინიერ მშვიდობისა შეუძლებელია ლოცვა - ღმერთთან საუბარი და ვერც ცოდვათა შენდობასა და ვერც სხვა წყალობას ვერ მიიღებს.
აუცილებელია მშვიდობა სიტყვის ფართო გაგებით: მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა ბუნებასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან. ამიტომ ნაბრძანები გვაქვს ზევიდან უპირველესად მშვიდობა ვითხოვოთ".
"ქარი მიდის, მაგრამ სიმშვიდეს ტოვებს... ისეთ სიმშვიდეს, რომელიც დამანგრეველ ქარიშხალს გავიწყებს...
გჯეროდეს, ცვალებადობის კანონი უცვლელია!..."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"არავის მისცე უფლება, შინაგანი სიმშვიდე ვინმემ დაგირღვიოს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"იცით, რომელია უმშვენიერესი ჰანგი? - ეს სულის მუსიკაა", - ბრძანა წმინდა ბარსანოფი ოპტელმა. "როგორ ჟღერს იგი, მამაო?" - ჰკითხეს. "ეს არის მყუდროება სულისა, ის სიმშვიდეა, სახარებაში რომ წერია: "იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ და პოვებთ სულის სიმშვიდეს, ვინაიდან უღელი ჩემი საამურია და ტვირთი ჩემი მსუბუქ არს." (მათე 11,29-30).
"ვის შეიწყნარებს უფალი? - ვინც სულიერად მშვიდია, ვინც არ შფოთავს, ვინც უფალს ემსგავსება ამით. "მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა", - ამბობს ქრისტე (მთ. 11.29). ვინც თვლის, რომ ქრისტიანია, ქრისტეს უნდა მიემსგავსოს. ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაზე ხდება, სიმშვიდით უნდა მივიღოთ. მაშინ ვიქნებით ჭეშმარიტად ღვთის მოწაფეები. ხოლო ვინც ცოდვილია, მიწამდე დამდაბლდება".
" - როგორ უნდა მოვიყვანოთ გონს სხვა ისე, რომ თავად არ დავკარგოთ შინაგანი სიმშვიდე?
- ადამიანი უნდა შთააგონოთ მშვიდად, სიყვარულით. სიმშვიდე იკარგება მაშინ, როდესაც სული გაამპარტავნდება, თავს აღიმაღლებს ძმის წინაშე, ან ვისმე განიკითხავს, ან ძმას შთააგონებს, მაგრამ არა მშვიადად, სიყვარულით. სიმშვიდე იკარგება მაშინაც, როდესაც ადამიანი ბევრს ჭამს და დუნედ ლოცულობს"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
" - რა ნიშნავს იყო მშვიდი?
- ეს ნიშნავს გულის განურისხებლად ავიტანოთ ჩვენს მიმართ გამოჩენილი უსამართლობა (ლანძღვა-გინება და სხვ.) და ვილოცოთ მტერზე"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"რა არის ყველაზე კარგი სულის სიმშვიდისათვის?
- ბევრი რამ გამოვცადე ცხოვრებაში და ჩემი სულის სიმშვიდისათვის იმაზე კარგი ვერაფერი ვნახე, ვიდრე საკვების ზომიერად მიღება, ერთ ადგილზე ყოფნა და ღვთი სიტყვის კითხვა"
/მღვდელსქემმონოზონი სტეფანე/
"თუ გაწყენინეს, ნურავის ეტყვი, გარდა სულიერი მამისა და იქნები მშვიდად"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"მშვიდობა დედამიწას და დედამიწელებს!.."
/პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი/
"მეტად რთული პროცესია განშორება მიწიერი ცხოვრებისაგან და გადასვლა სულიერ ცხოვრებაში. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ მშვიდობა დავტოვოთ აქ, მშვიდობით წავიდეთ და მშვიდობა დაგვახვედროს უფალმა. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია"
/ილია მეორე/
"შენ შეგიძლია საკუთარ თავში იპოვნო სიმშვიდე. მერე სამყაროც დამშვიდდება!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ალერსიანი მიმართვა და კეთილი სიტყვები გვეხმარება, რომ მშვიდად ვიცხოვროთ"
"ლოცვა სულიერი სიმშვიდის შენარჩუნების მძლავრი იარაღია. იმ სიმშვიდისა, რომლის დარღვევასაც ცდილობს ბოროტი ძალა მძიმე ფიქრებით, განცდებითა და ემოციებით."
"ღვთის ხსოვნის, ღვთის შიშისა და სიყვარულის გარეშე სულის სიმშვიდეს ვერ მოვიპოვებთ"
" - მე ასე მინდა. - ამბობს ერთი; - მე კი - ისე. - ყველა იმისაკენ ისწრაფვის რაც თვითონ მოწონს, მაგრამ სიმშვიდეს ვერ პოულობს, რადგანაც ჭეშმარიტი სიმშვიდე მაშინ მოდის, როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე კი არა, - სხვებზე ფიქრობს".
/ღირსი პაისი ათონელი/
"როდესაც ადამიანი ღვთისმოსაობით იმართება, იგი შინაგან გასხივოსნებას გრძნობს. ანუ შინაგანად სიმშვიდესა და სიწყნარეს განიცდის"
/ღირსი პაისი ათონელი/
"სიმშვიდე გონების შეუცვლელი მდგომარეობაა, როდესაც ის პატივსა და შეურაცხყოფას ერთნაირად იღებს. სიმშვიდე ის არის: როდესაც მოყვასი გაგინებს და შეურაცხგყოფს, შენ განწმენდილი გულით მთელი სულით ლოცულობ მისთვის".
/წმ. იოანე სინელი/
"ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი", - ამბობს უფლის სიტყვა, ჩვენ კი იმის ნაცვლად, რომ ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, წავკიდებთ ხოლმე ადამიანებს ენის მიტან-მოტანით"
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/
"სიმშვიდეს გარედან ვერ მოიპოვებ, თუ შიგნით არ ეძებე!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ზრუნვა და ფორიაქი სიმშვიდედაკარგული კაცის საქმეა: ვინც ღმერთსაა მინდობილი - უშფოთველია, აღარც ზრუნავს და აღარც შფოთავს"
/დოდო (მარიამ) ღლონტი/
"სულიერ სიმშვიდეს, ბედნიერებას ისინი გრძნობენ, რომლებიც ღვთის მცნებებს იცავენ, იკვლევენ ღვთის სიტყვას, იციან, რა არის ბოროტება და რა - სიკეთე".
/არქიმანდრიტი ილია (თოლორაია)/
"ამქვეყნად მშვიდად მხოლოდ ის არის, ვინც თავისი შეცდომილი გონება, თავისი ნება დაუმორჩილა ქრისტეს შეუცდომელ გონებას, ქრისტეს ნებას და ისე აღასრულებს ღვთის ნებას, როგორც თავისას".
/არქიმადრიტი ილია (თოლორაია)/
"ისინი, ვინც ისე ცხოვრობს, როგორც ღვთის ჭეშმარიტი შვილი, ანუ სიკეთის ქმნა მთელი სულითა და გულით უყვარს, ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც კი განიცდიან მაღალზნეობრივ სიმშვიდეს".
"პირველი სიტყვები, რითაც მაცხოვარი მიმართავდა მოციქულებს: - "მშვიდობა თქვენათა". მშვიდობა ღვთისა თუ არ იქნება ოჯახში, ადამიანის გულში, ვერაფერი გამოგვივა. მშვიდობა უნდა შეიძინოთ, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობა ღვთისა"
/ილია მეორე/
"ის, ვინც მშვიდდება თავის თავთან, ასევე მშვიდდება მოყვასთანაც და მშვიდია ღმერთთანაც. ასეთი ადამიანი სავსეა სიწმინდით და თავად ღმერთი სახლობს მასში".
"წმინდა ნექტარიოსის განამრტებით, სიმშვიდე არის ღვთის დიდი მადლი და უხვად ეძლევა მათ, ვინც შერიგებულია ღმერთთან და ასრულებს მის მცნებებს"
"სიმშვიდე არის სინათლე და ქრება მხოლოდ ცოდვისგან, ცოდვილს არ ძალუძს დამშვიდება"
"ძალიან დიდ სიმშვიდეს გრძნობ, როცა ყველასთვის საუკეთესო გემეტება!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სასიამოვნო სანახავია მშვიდი ზღვა, მაგრამ უფრო სასიამოვნოა სულის სიმშვიდე"
/იღუმენია ეკატერინე (სადათერაშვილი)/
"სიმშვიდე არის ისეთი მდგომარეობა სულისა, როცა ქრისტიანი არავის აბოროტებს, არ აწყენინებს და თვითონაც ერიდება განრისხება-გაბოროტებას, მშვიდი ადამიანი მზად არის, მოითმინოს და აიტანოს სხვისგან შეურაცხყოფა, ცდილობს მოსპოს მტრობა და ბოროტება, თუნდაც შეილახოს მისი უფლებები, ეს არ ნიშნავს ხასიათის სისუსტეს, ამისთანა ადამიანს ყოველთვის შეუძლია ეძიოს თავისი, მხოლოდ სიყვარულით, განუბოროტებლად".
/იღუმენია ეკატერინე (სადათერაშვილი)/
"დავითის სიმშვიდე მოგმადლოთ უფალმა"
/ილია მეორე/
"სიმშვიდე არის ის პირობა, როდესაც სულიწმიდა გადმოდის ადამიანზე. სიმშვიდე აუცილებელია ჩვენთვის".
/ილია მეორე/
"ეკლესიის მამათა განმარტებით - სულის ის მდგომარეობა, რომლის დროსაც აღმოფხვრილია მისგან მრისხანება, სიძულვილი, ძვირისხსენება და განკითხვა - ესაა ახალი ნეტარება და მას "სიმშვიდე" ეწოდება".
"მშვიდობა სულიწმინდის ნაყოფია, მისი მოქმედებაა"
"სულის მშვიდობა კი მიიღწევა ღმერთთან სიახლოვით, ღვთის მცნებათა მიღებით და ცხოვრებაში გატარებით".
"შევინარჩუნოთ მშვიდობის სული, არ გვქონდეს სიძულვილი და ამით გავძლიერდებით"
/მეუფე შიო (მუჯირი)/
"უშფოთველობას ის კი არ იხვეჭს, ვინც ზოგჯერ ცოდვებს აუჯანყდება, ზოგჯერ კი მშვიდი და წყნარია, არამედ ის, ვინც მუდამ აუღელვებელია; შეურყეველი რჩება, როდესაც ვნებების აღმძვრელი მიზეზი ცოცხალია, უპირატესად ის, ვისაც ორივე მათგანზე ფიქრისა ეშინია".
/ამბა თეოგნოსტე/
"სულიერი მშვიდობა მხოლოდ იმ კაცს გაუჩნდება გულში, რომელმაც დიდი ხნის მანძილზე მრავალი იღვაწა და თავისი ყოველი ვნება დათრგუნა".
/წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)/
"სული წმიდამ დაგვანათესავა უფალს. იცოდე, თუკი საკუთარ თავში საღმრთო მშვიდობას და ყოველი კაცისადმი სიყვარულს გრძნობ, მაშინ შენი სული უფალს შეემსგავსა".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"თუ ძმას მშვიდობას მიანიჭებ, უფალი გაცილებით მეტს გიბოძებს, ხოლო თუ ძმას შეურაცხყოფ, შენს სულშიც გარდუვალად შემოვა მწუხარება"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"პაისი დიდი ლოცულობდა თავის მოწაფისთვის, რომელმაც ქრისტე უარყო. ლოცვის დროს მას უფალი გამოეცხადა და ჰკითხა: "ვისთვის ლოცულობ, პაისი, მან ხომ მე უარმყო?" მაგრამ ღირს მამას მაინც ეცოდებოდა მოწაფე და ლოცულობდა მისთვის. მაშინ უფალმა უთხრა:
"პაისი, შენ მე მომემსგავსე სიყვარულით".
ასე ხდება სულის მშვიდობის მოხვეჭა - სხვა გზა ამის არ არსებობს. თუ ვინმე ბევრს ლოცულობს და მარხულობს, მაგრამ მტრების სიყვარული არ გააჩნია, სულის მშვიდობა ვერ ექნება. ვერც მე შევძლებდი ამაზე ლაპარაკს, სული წმიდას რომ არ ესწავლებინა სიყვარული".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"თუ საკუთარ ნებას მოიკვეთ, ეშმაკებს განაგდებ და სულის მშვიდობას მოიპოვებ"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"სული კარგავს მშვიდობას, თუ ცუდმედიდობს, თუ ძმაზე მაღლა აყენებს თავს, თუ განიკითხავს ანდა შეაგონებს, მაგრამ არა მშვიდად და სიყვარულით; მშვიდობა იკარგება მაშინაც, თუ ბევრს ვჭამთ და უხალისოდ ვლოცულობთ".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"თავის თავთან მშვიდობა მაშინ აქვს კაცს, როდესაც თვისი გონება და სინდისი არაფერში არ ამტყუნებს და არ არცხვენს. სულიერი მშვიდობა მხოლოდ იმ კაცს გაუჩნდება გულში, რომელმაც დიდი ხნის მანძილზე მრავალი იღვაწა და ყოველი თვისი ვნება დათრგუნა".
/წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)/
"ყველაზე ნათელი ნიშანი კარგი საქციელისა - არის სულის სიმშვიდე"
/ღირსი სილუან ათონელი/
"ყოველთვის უნდა ვევედროთ უფალს სულის მშვიდობის მონიჭებას, რათა მისი მცნებების შესრულება გაგვიადვილდეს: უფალს უყვარს ადამიანები, რომლებიც მისი ნების შესრულებას ცდილობენ და ასეთები ღვთის აღმატებულ მშვიდობას მოიპოვებენ".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"უფალი ჩვენნაირი არ არის. იგი ძალიან მშვიდია, მოწყალე, სახიერი და როცა სული შეიცნობს მას, უსასრულოდ უკვირს და ამბობს: "ოჰ, როგორია უფალი ჩვენი"!
/ღირსი სილუანე ათონელი/
"ჩემი სული დღედაღამ სცოდავს გულისსიტყვებით, მაგრამ როგორც კი ვიტყვი: "მომიტევე, უფალო, რამეთუ უძლურ ვარ, და მომეც მე შენი მშვიდობა, რომელსაც შენს მონებს აძლევ", უმალვე შეეძინება სულს მშვიდობა".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"წმინდა ლოცვა სულის მშვიდობას მოითხოვს, სულის მშვიდობა კი მორჩილებისა და კრძალულების გარეშე ვერ იქნება".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"მხოლოდ კარგზე ისაუბრე, მხოლოდ კარგი დაინახე... შენს გარშემო სიმშვიდე დაისადგურებს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სადაც არ უნდა წახვიდე, სიმდაბლე დაიმარხე და მშვიდად იქნები"
"ყოველმა სულმა, რომელმაც დაკარგა მშვიდობა, უნდა შეინანოს, მაშინ უფალი მიუტევებს ცოდვებს და ექნება მშვიდობა და სიხარული"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"ყველაზე მეტად იმისთვის მოემზადე, რომ სხვადასხვაგვარ უსიამოვნებას მოთმინებითა და უდრტვინველად დახვდე - სხვაგვარად სიმშვიდეს ვერ მოიპოვებ".
/ღირსი ამბროსი ოპტინელი/
"თუ სიმშვიდეს ძიებას დავუწყებთ, ის გაგვერიდება, მაგრამ თუ თავად გავერიდებით - აგვედევნება"
/ღირსი პიმენ დიდი/
"თუ თავს დაიმდაბლებ, სიმშვიდეს მოიმკი, რადგან ის, ვინც საკუთარ თავს განიკითხავს, ყველა ვითარებაში სიმშვიდეს ინარჩუნებს"
/ღირსი პიმენ დიდი/
"თავს ნუ გაიმართლებ და მოიპოვებ სიმშვიდეს"
/ღირსი პიმენ დიდი/
"ყველაზე მეტად გაუფრთიხლდი სიმშვიდესა და თანხმობას ყველასთან, და ამისათვის ნუ დაიშურებ შენი მხრიდან მსხვერპლს; ყოველმხრივ ეცადე, არავინ დააბრკოლო"
/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"სულიერი სიმშვიდე მწუხარებით მოიპოვება. წმინდა წერილში ღვთის მიმართ ასეთი სიტყვები წერია: "განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი, და გამომიყვანენ ჩუენ განსასუენებლად " (ფსალმ. 65, 12).
"თუ ამქვეყნიურ საზრუნავს არად ჩავაგდებთ, ვერ მოვიპოვებთ სულიერ სიმშვიდეს"
/ღირსი სერაფიმე საროველი/
"ვიდრე ადამიანი მთელი ძალით არ შეიყვარებს უფალს და მთელი გულით არ მიეჯაჭვება მას, მანამდე არ მიეცემა მას ღვთისგან სულიერი სიმშვიდე"
/ღირსი ისაია განშორებული/
"თუ გსურს ამ და მომავალ ცხოვრებაში სიმშვიდე დაიმკვიდრო, ყოველგვარ ვითარებაში თქვი: "მე ვინ ვარ?" და არავინ განიკითხო"
/ამბა იოსები/
"არანაირი მწუხარება არ განვიცადოთ და უცებ სიმშვიდე მოვპოვოთ, ასეთი რამ შეუძლებელია: მხოლოდ ყველა ვნების დამარცხების, ამპარტავნების დაძლევისა და მორჩილების მოხვეჭის შემდეგ გვენიჭება სიმშვიდე"
/ღირსი მაკარი ოპტინელი/
"სიმშვიდე მიიღწევა მორჩილებით, საკუთარი თავის გაკიცხვით, ღმერთისგან შეწევნის თხოვნით"
"თუ არის მშვიდობა, მაშინ სიყვარულიც იქნება, და პირიქით: სადაც სიყვარულია, იქ მშვიდობაც იქნება"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"არაფერი ეძებო, სულის სიმშვიდის გარდა!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"წმინდა ამბორი, პავლე მოციქულის სწავლებით, არის მშვიდობის სიმბოლო, რომელშიც ერთმანეთისადმი მიიზიდებიან და ავიწყდებათ ყოველგვარი უთანხმოება"
/ამბროსიასტე/
"ვინც არ ცხოვრობს უზენაესის საფარველქვეშ, მისთვის არ მოიძებნება მშვიდობიანი და უსაფრთხო თავშესაფარი"
"სადაც მშვიდობა არ არის, იქ არ არის ღმერთი"
/ამბა ისაია/
"მდუმარებასა და მოკრძალებაშია სიმშვიდე და ცხოვრებისეული კეთილდღეობა; ხოლო ვინც ბოროტებას ბოროტებით მიაგებს, ანდა გინებას - გინებით, იგი არასოდეს იქნება მშვიდი და ვერასოდეს იფიქრებს მომავალ ნეტარ ცხოვრებაზე"
"ვინც მშვიდობას ეძებს, ის ეძებს ქრისტეს, რადგან იგია ჩვენი მშვიდობა, რომელმაც თავის თავში ახალი კაცი შექმნა, მშვიდობიმყოფელმა, დააცხრო თავისი ჯვრის სისხლით მიწიერიცა და ზეციერიც".
/წმ. ბასილი დიდი/
"ჯერ საკუთარი თავი უნდა მივაჩვიოთ ადამიანებთან მშვიდობის დამყარებას და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვთხოვოთ ღმერთს მისეული მშვიდობა".
/წმ. ნიკოლოზ კავასილა/
"ძალა და მშვიდობა მოგვანიჭოს ზეციურმა მამამ, ძალა და მშვიდობა სუფევდეს ჩვენს გონებაში, ჩვენს გულში, საქართველოსა და მსოფლიოში".
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/
"როდესაც ქარიშხალი არყევს ჩვენი სულის ხომალდს, მაშინ გავაღვიძოთ ქრისტე ლოცვით და მშვიდობა დაისადგურებს ჩვენს სულში!"
"არამხოლოდ ადამიანთა შორის უნდა ვეძიოთ მშვიდობის კავშირი, არამედ - საკუთარ სხეულშიც, საკუთარ სულსა და საკუთარ სამშვინველშიც".
/წმ. ნილოს სინელი/
"თავის დამდაბლება ის ადგილია, რომელზეც სიმშვიდე აშენდება"
"ცოტაოდენ გავისარჯოთ, რომ სამუდამო სიმშვიდეში ვიყოთ!"
"აქ სიმშვიდის ძიებას ნუ დავიწყებთ, რომ იქ - ზეცაში მოვიპოვოთ იგი!"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"სამყარო ზუსტად ისეთია, როგორსაც შექმნი. ჰოდა, იყოს სიკეთის და სიმშვიდის სამყარო!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ვინც ხედავს თავის ცოდვებს, იგი იხილავს მშვიდობას!"
/ამბა ისაია/
"მშვიდობის შვილებს არამშვიდობიან ხელისუფალთანაც შეუძლია მოთმინებით შეინარჩუნოს მშვიდობა"
"თუ მდუმარებას დაიცავ, ყველგან ჰპოვებ სიმშვიდეს, სადაც არ უნდა ცხოვრობდე!"
/ამბა პიმენი/
" მშვიდობა არ შეიძლება გავაიგივოთ ჩვეულებრივ, ადამიანურ სიმშვიდესა და კეთილდღეობასთან. უფლისმიერი მშვიდობა ეს არის განწმენდილი სინდისის სიმშვიდე, ანუ მდგომარეობა იმ ადამიანისა, რომლის სულშიც მოხდა ფერისცვალება და თავმდაბლობითა და სინანულით მიღებული წმინდა ზიარებით აღდგა ჩატეხილი ხიდი ღმერთთან, მოყვასთან და საკუთარ თავთან. აღვნიშნავთ იმასაც, რომ ეს ღვთაებრივი მშვიდობა რამდენადაც ღრმად იმკვიდრებს ადგილს ამა თუ იმ პიროვნებაში, იმდენად მკვეთრად გამოვლინდება იგი მის ცხოვრებაში."
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/
"ადამიანები რომ ისწრაფოდნენ მშვიდობისაკენ ღმერთის სადიდებლად, მაშინ აუცილებლად მიიღებდნენ მას და ეს მშვიდობა სამუდამოდ დარჩებოდა მათთან".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ყველა სიმშვიდეს ეძებს, სიმშვიდე კი შიგნიდან მოდის"
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"მშვიდობა მხოლოდ მაშინ ისადგურებს - შინაგანიც და გარეგნულიც, როცა ადამიანი ღმერთს ურიგდება. მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანი ღმერთს შეურიგდეს, იგი გონს უნდა მოვიდეს, უნდა შეინანოს და ღვთის მცნებების თანახმად იცხოვროს. მაშინ ადამიანში დაივანებს სულიწმიდა და საღვთო მშვიდობა. მაშინ შეძლებს იგი, ხელი შეუწყოს იმას, რომ მის გარშემოც მშვიდობა იყოს დავანებული".
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"ცხონებული არქიმანდრიტი გიორგი, გრიგორიუს მონასტრის წინაძღვარი, ამბობდა: "როდესაც ლოცვა გულშია, მაშინ უფრო სუფთა და ჭეშმარიტია, სწორედ მაშინ მოაქვს სულში მრავალი მშვიდობა".
"სულს აქვს გრძნობა: ადამიანს ახარებს მშვიდობა და სიყვარული. მაგრამ ესენი ღმერთის ნიჭებია".
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/
"იმ გულაბების უკან, გაქუცულ სერზე, არქაული სიმშვიდით დაფარფალებენ ჭუჭყიანი, მატყლში ძურწაჩაკრული ცხვრები"
/რეზო ინანიშვილი/
"ერთი წამიც არ დაუთმო დრო უარყოფით ემოციას, არც სხვისი ცხოვრების გამკითხველებს. მხოლოდ სინათლის და სიკეთის მხარეს ემსახურე, მერე იგრძნობ რა არის სულის სიმშვიდე!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ამქვეყნად ყველაზე მეტად სულის სიმშვიდეს ვეძებთ, მაგრამ ვერ ვპოულობთ, რადგანაც სიმშვიდე არის ნაყოფი სიწმიდისა"
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/
"სადაც მშვიდობაა, იქვეა სიმშვიდის ღმერთი"
"სხვისთვის მშვიდობის მოფენა მხოლოდ მას შეუძლია, ვინც საკუთარ თავში დაამყარა მშვიდობა"
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/
"ყველასათვის სასურველი მშვიდობა კიდევ უფრო მეტად სასურველია მშვიდობის დამრღვევთათვის"
"მშვიდი ზღვა სასიამოვნო სანახავია, მაგრამ კიდევ უფრო სასიამოვნოა სულის მშვიდი მდგომარეობა"
/წმ. ნილოს სინელი/
"სიმშვიდე არის სულის უცვლელი მდგომარეობა როგორც პატივის, ასევე უპატიობის მიღებისას"
/ღირსი იოანე კიბისაღმწერელი/
"გახსოვდეს, რომ ღვთის გარეშე არაფერი ხდება და შენს სულში სიმშვიდე დაისადგურებს"
"საკუთარი თავი ყველაზე ცოდვილად და უკანასკნელად წარმოიდგინე, და სიმშვიდე გექნება!"
"მწრთვნიდა მარად სიმშვიდეზედ"
/ვასილ ბარნოვი/
"როგორც წყნარ და სუფთა წყალში მზე უკეთ ჩანს, ვიდრე - ამღვრეულსა და მღელვარეში, ასევე, მარადიული და სულიერი მზე - ღმერთი - უკეთ შეიცნობა სიმშვიდესა და სიწყნარეში, რწმენისა და გონებით თვალით, ვიდრე შფოთსა და ადამიანთა ხმაურში"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"მორჩილებაში წვრთნას და ვარჯიშს ნელ-ნელა სიმშვიდისკენ მივყავართ. რატომ? მე აღარ ვღელავ იმაზე, ხვალ რა მოხდება, ხვალ რა შევჭამ, ვინ რას მეტყვის, რა დამემართება"
/დეკ. ლუკა ბუცხრიკიძე/
"მაცხოვარი ამბობს, მშვიდობასა ჩემსა მოგცემთ თქვენ. მშვიდობას, რომელსაც ვერავინ წაგართმევთ. ეს მშვიდობა არის ის სულიერი ნეტარება, რომელიც ღმერთმა აღგვითქავ და მოიპოვება მორჩილებით და სიმდაბლით"
/დეკ. ლუკა ბუცხრიკიძე/
"საშინელი სიმშვიდეა ბოროტთა სიმშვიდე! ეს იმის ნიშანია, რომ ისინი უკვე ცოცხლად არიან დამარხულნი ჯოჯოხეთში!"
/წმ. ამბროსი მედიოლანელი/
"წმინდანივით მშვიდი იყო"
/შარლოტ ბრონტე/
"სიმშვიდე სულიწმიდის საოცარი მადლია, მისი ტკბილი ნაყოფია, რომელიც ადამიანის სიკეთეში ზრდისა და სათნოებაში წინსვლის ნათლად წარმომაჩენელია"
"სახელი "ირინე" ნიშნავს მშვიდობას, და ამიტომაც შესთხოვდა მამა ეფრემი [კატუნაკელი] წმ. ირინეს მშვიდობის დამყარებას"
"მშვიდობისმყოფელი რომ გახდე, უპირელესად, ალბათ, საკუთარ სულსა და გულში უნდა მოიპოვო სიმშვიდე, მშვიდობისმყოფელობა ხოლ სიმშვიდის გამოვლინებაა! სიმშვიდე უძლიერესი იარაღია ქრისტიანისა, ამ სათნოების მფლობელი თვით დაცემული ანგელოზის წინაშეც კი მშვიდია და ამით ამარცხებს ბოროტ სულს"
"მხოლოდ შეურაცხყოფისა და ლანძღვის დათმენა არ ნიშნავს სიმშვიდეს. ჭეშმარიტად მშვიდი მაშინ არის ადამიანი, როდესაც მას შეურაცხყოფენ და ლანძღავენ, თვითონ კი ლოცულობს მათთვის. ეს მართლაც ძნელია, მაგრამ საკუთარი თავის იძულებით ყველაფერი მიიღწევა. შესაძლოა, ვბრაზობდეთ მაწყინართა მიმართ, მაგრამ თავი უნდა ვაიძულოთ და ლოცვად დავდგეთ"
"ღმერთის სიშვიდე მყუდროებასა და სათნოებაშია"
/ღირსი მაკარი დიდი/
"რაც უფრო მეტად იმართლებს ადამიანი თავს და რაც უფრო მეტად ადანაშაულებს სხვებს, მით უფრო ირღვევა მისი შინაგანი მშვიდობა, ამიტომ ჩვენ გამოცდილებით ვიცით, რომ სინანულის ცრემლი სიხარულით არის განზავებული, სიცილი კი - სიმწრით"
"უფლისმიერი ურყევი სიმშვიდე მთელი სიცოცხლის ფასად მოიპოვება"
"ჭეშმარიტი სიმშვიდე - სხვებსაც უშფოთველობას ანიჭებს"
"გაუფრთხილდი სულიერ სიმშვიდეს - მას ყოველგვარ საქმესთან გამკლავების ძალა შესწევს"
"სხვაგვარად ადამიანს არ შეუძლია სულიერი სიმშვიდის მოპოვება, თუკი მისი გული არ იქნება იესო ქრისტეს სახელის საფუარით ამოფუებული"
"თავმდაბლობა შობს სულის სიმშვიდესაც, რომელშიც ლოცულობს მწუხარებით გამოწვრთნილი ადამიანი"
"ყველაზე ნათელი ნიშანი კარგი საქციელისა - არის სულის სიმშვიდე"
/ღირსი სილუან ათონელი/
"ადამიანის ცხოვრება, შვილო, მწუხარებაა, რადგან მას დევნილობაში გადის. ნუ ეძებ სრულ სიმშვიდეს, ქრისტემ იტვირთა ჯვარი და ჩვენც ვიტვირთავთ მას. თუ ყველა მწუხარებას დავითმენთ, უფლის მადლს მოვიპოვებთ"
/წმ. იოსებ ისიქასტი/
"თუკი ვინმემ სიმშვიდე დაკარგა და იტანჯება, დაე, შეინანოს და უფალი მიანიჭებს თავის მშვიდობას"
/წმ. ბერი სილუანი (ათონელი)/
"როცა სრულიად დამდაბლდები, მაშინ მოიპოვებ სრულყოფილ სიმშვიდეს ღვთის მიერ"
/წმ. ბერი სილუანი (ათონელი)/
"სულის სიმშვიდე მოდის მწუხარების შემდეგ, რაც ადამიანს ლოცვად აღძრავს და შობს სიმდაბლეს; ხოლო თავმდაბლობა შობს სულის სიმშვიდესაც, რომელშიც ლოცულობს მწუხარებით გამოწვრთნილი ადამიანი"
"მამა ვასილი [ოპტინელი] განსაკუთრებულ მდგომარეობაში იყო: "მშვიდი-მშვიდი, ისეთი მშვიდი, მეტი რომ არ შეიძლება"
"ვისაც მშვიდობა გვწყურია, მივიდეთ უფალთან, რომელმაც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, სწორედ ეს მშვიდობა მოგვიტანა, როცა წმ. მოციქულებს პირველივე გამოცხადებისას ახარა: "მშვიდობა თქვენდა".
/აკაკი მინდიაშვილი/
"უსიამოვნებათა დროს ჩაუღრმავდი წმინდა წერილსა და წმინდა მამებს, ასევე ლოცვას. მაშინ გამოცდილებით იგრძნობ სულში სიმშვიდესა და სიწყნარეს; გონებით რაც არ უნდა განვსაჯოთ, უფლის შეწევნის გარეშე ვერ დავმშვიდდებით და ვერც სხვებს დავამშვიდებთ"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"უფალმა, როდესაც აღასდგა მკვრეთით, მშვიდობა უსურვა მთელ კაცობრიობას, მაგრამ ეს მშვიდობა არ მიიღო ადამიანმა და დღემდე აგრძელებს ცოდვიან ცხოვრებას"
/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/
"წმინდა ბარსანოფი დიდმა თქვა: "თუკი შეასრულებ სამ პირობას, სადაც არ უნდა ცხოვრობდე, იქნები მშვიდად. პირველი - განაგდო საკუთარი ნება; მეორე - კიცხავდე საკუთარ თავს; მესამე - თავი მიიჩნიო ყველაზე ცუდად".
"კიდევ ვიმეორებ: უფალი მოგიტევებს, იყავი მშვიდი და დაწყნარებული, ნუ მიიღებ ეშმაკისეულ შემოტევებს. ღმერთმა სიბრძნე მოგმადლოს"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"თუ ადამიანს არა აქვს სულის სიმშვიდე, ის სიყვარულსა და სიხარულს მთელი სავსებით ვერ განიცდის"
/ციცინო სუქნიძე, ბიოლოგიის დოქტორი, ნეირო-ფიზიოლოგი/
"ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავში მშვიდობას ვერ ხედავენ, სამყაროში თავიანთ ადგილს ვერ დაინახავენ"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"სულიერი ბრძოლის ნაყოფი - სიმშვიდის გოლეულია"
"ღირსი ალონი ეგვიპტის უდაბნოებში IV - V საუკუნეთა გასაყარზე ცხოვრობდა და ხშირად იტყოდა - ვინც გულში არ იტყვის - ამქვეყნად ოდენ მე და ჩემი უფალი ვართო, მშვიდობას ვერასოდეს მოიხვეჭსო"
"მივიდეს უფალთან, ვისაც სწყურია მშვიდობა, რომელიც ჯვარცმის წინ დაგივტოვა უფალმა, როცა მიმართა მოციქულებს:
- მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას"
/აკაკი მინდიაშვილი/
"როცა ადამიანურ სიმშვიდეს მიატოვებ, ღვთიური, მდიდარი სიმშვიდით აივსები"
/ღირსი პაისი ათონელი/
"მამა პაისი [ათონელი] ამბობდა: "მშვიდობა არის უფალთან, შფოთი მომდინარეობს ეშმაკისგან". მართლაც "სულის მშვიდობა წარმოაჩენს, რომ ღმერთი მუდამ ჩვენშია და ჩვენს ახლოსაა". მშვიდობა მადლის ნაყოფია და მდაბალ და წმიდა გულებში სუფევს. მამა პაისმა ამგვარი მშვიდობა მოიპოვა. სულიერი, მადლით მოსილი მდგომარეობა, რაც ლოცვაზე აღმატებულად მიაჩნდა.
ამბობდა: "ნამდვილი მშვიდობა მაშინ მოდის, როცა ადამიანი შინაგანად მოწესრიგებულია".
"ნამდვილი სულიერი სიმშვიდე მაშინ მოდის, როცა ყალბი ქრება"
"[მამა პართენ აფიცაურს] ღრმა და აუმღვრეველი სიმშვიდე ჰქონდა, თითქოს სულ ერთი იყო, ქვებს ესროდნენ თუ ყვავილებს..."
"ის, ვინც ამბობს, რომ მასში ჩასახლდა ღმერთი, ამით ამტკიცებს, რომ თავის სულში აქვს სიმშვიდე"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ის, ვინც ამბობს, რომ მასში ჩასახლდა ღმერთი, ამით ამტკიცებს, რომ თავის სულში აქვს სიმშვიდე"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ვინც ფლობს სიმშვიდეს სულში, მას ჰყავს ქრისტე, ვინაიდან ნათქვამია: "რამეთუ იგი თავადი არის მშვიდობაი ჩუენი"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"სიმშვიდე არის სიმდაბლის ასული და ტირილის შვილიშვილი"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"სიმშვიდე არის ქრისტეს პირველი სათნოება, რომელსაც ხალხმა მიაქცია ყურადღება. შეხედეთ, კრავი უფლისა! - წამოიძახა იოანე ნათლისმცემელმა იორდანეს ნაპირზე მესიის ხილვისას. სხვები ამ დროს ჩხუბით და ხელის კვრით მიისწრაფოდნენ მისკენ, რათა მოესმინათ წინასწარმეტყველის სიტყვები და მონათლულიყვნენ. იესო კი არ ჩქარობდა, არამედ მშვიდად მოდიოდა, როგორც კრავი, რომელიც ხელს არავის ახლებს და არავის აწყენინებს. ის მიდიოდა როგორც კრავი, რომელიც ყველას გარს უვლის და ერიდება შეჯახებას"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"სიმშვიდე შეიძლება კიდევ ასე გამოიხატოს - არავის აწყენინო და მოთმინებით გადაიტანო ნებისმიერი წყენა"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"საღმრთო მშვიდობა ღვთის წმინდანთა ხვედრია"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"როდესაც გულში სიმშვიდე არა გაქვთ, იცოდეთ, რომ არ გაგაჩნიათ სიმდაბლე. ეს უფალმა შემდეგი სიტყვებით განაცხადა, რომლებიც ამასთანავე გვიჩვენებენ, თუ სად ვეძიოთ სიმშვიდე. მან თქვა: "ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა"
/ღირსი ლეონი/
"სიმშვიდე დიდი ძალის ნიშანია. მშვიდი რომ იყო, ამისათვის კეთილშობილი, ვაჟკაცური და ერთობ მაღალი სული უნდა გქონეს"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ქრისტეს მშვიდობა თრგუნავს ყველა შიშსა და შფოთს"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ცათა სასუფეველი ქრისტეს მშვიდობაა, სულში, რომელშიც ღვთისადმი მორჩილებით ვნებები ჩაცხრა, ღმერთი მეფობს, ქრისტე მშვიდობა მეფობს"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ქრისტეს მშვიდობა წმინდაა! ქრისტეს მშვიდობა სავსებით ქრისტეშია! ქრისტეს მშვიდობა სულში ღვთის სიტყვით ითესება, ისახება ქრისტეს მცნებებით გულის ნიადაგის დამუშავებისას, საზრდოობს ამ უხილავი, მაგრამ არა უშრომელი ღვაწლით და მისგან აღმოცენდება. სულიწმიდის მოქმედებისგან ქრისტეს მშვიდობა მოიცავს სრულყოფილი ქრისტიანის გონებას, გულსა და სხეულს, ამ ცოდვით განკვეთილსა და განცალკევებულ ნაწილებს აერთიანებს; იგი ღმერთთან აერთებს ადამიანს, რომელიც შერიგებულია საკუთარ თავში და საკუთარ თავთან და რომელიც უკვე ერთიანი და მთლიანია, როგორიც დაცემამდე იყო. ასეთ მშვიდობას გამოვითხოვ ჩემთვისაც და თქვენთვისაც, საყვარელო ძმებო, ჭეშმარიტი და წმინდა მშვიდობის ერთადერთი მომცემისგან, ჩვენი უფლის, იესო ქრისტესგან. "მშვიდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა", მოციქულის ცოცხალი და ზუსტი გაგებით, "შეზღუდენინ" ქრისტესათვის "გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი"; დაე, მან მისთვის შეზღუდოს ჩვენი მიწიერი საქმიანობა და ამ საქმიანობაზე დამოკიდებული ჩვენი მარადიული ხვედრი. ამინ"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)