"ახალგაზრდობის წლები რადიკალურად განსხვავდება სიბერისაგან, რამეთუ სიბერეში უფრო დიდი სულიერი გამოცდილება გაქვს დაგროვილი. როდესაც ერთ ბერს ჰკითხეს, თუ როგორ ცხოვრობთ სიბერეშიო, მიუგო: - ერთხელ კიდევ თავიდან ვიწყებ ცხოვრებას, ვინაიდან, რაც უკვე გამოვიარე, ის კვლავ მეორდებაო... მეც ასე ვარ და ყველაფრისთვის მადლობა მინდა ვუთხრა უფალს!"
/მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელი/
"დაპურებულ ასაკში"
/გულნაზ ხარაიშვილი/
"წმინდა დიონისე [არეოპაგელი] მაშინ უკვე მოხუცი იყო და დამაშვრალი სახარების ქადაგებაში".
78 წლის დედამ თქვა სევდიანად: "რა ყოფილა სიბერე..."
"კეთილი სიბერე"
"როგორც მხედავ, მოხუცებული ვარ, ჩემი რწმენა ახალგაზრდულად ყვავის და ჩემი აღმსარებლობა ყოველთვის წარმოშობს ქრისტესთვის ახალ შვილებს."
/წმ. დიონისე არეოპაგელი/
"მიმცხოვანებადმდე (ფსალმუნი 70. 18) - მოხუცებულობამდე.
მხცოვანი (მხცოანი) - წვერთეთრი მოხუცებული.
მხცოვანება - წვერთეთრობა".
''თმებში - დეკემბერი
და გულში - მაისი"
ჰაინრიხ ჰაინე
"კარგ მოხუცებულობამდე მიღწეული"
"იგი კარგ სიბერეში გარდაიცვალა მადლით სავსე"
"მხრებში მოხრილ [გურულ] მოხუცებსაც კი ის ჭაბუკური აღტყინება და სახე შემორჩენიათ. ხალისს და ძალას მატებთ ის, რომ გრძელდება მათი მოდგმა.
მიწის სუნთქვაც ესმით. და სწამთ, რომ როცა მიწაში ჩაეშვებიან, ამ მიწის მადლი ჩაჰყვებათ".
"იმ ბებოების კალთას გაჰყვა ჩვენი ბავშვობა. ალერსში ნაზარდი ჩვენი ბავშვობა"
/ლელა ჩხარტიშვილი/
"რომელსაც არც მოხუცებულის რიგი აქვს და არც ყრმის სიბრალული"
"მოხუცი გააყმაწვილა"
"მშობელი თავის შვილს დედის მუცელში მყოფობიდანვე უნდა აკვირდებოდეს, ეფერეობდეს და მასთან სულიერ კავშირს ამყარედეს. ნაყოფი ამას გრძნობს და თავადაც გვაგრძნობინებს ამ დიდ სიხარულს დედის მუცლიდან. თუ ამგვარი დამოკიდებულება იქნება ჩვენსა და ჩვენ შვილებს შორის, მშობელთა ხვედრი სიბერის ჟამს ტკბილი და უფლისთვის მაამებელი იქნება".
/დეკ. გიორგი ცაბაძე/
დედამ ამ წუთას თქვა: როგორ მინდა სიცოცხლე!
"სიბერესაც თავისი სილამაზე აქვს"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"შვილებმა განსაკუთრებით დიდი მოთმინება უნდა გამოიჩინონ იმ ნაკლოვანებების მიმართ, რომლებიც მათ მშობლებს ხშირად გამოაჩნდებათ ხოლმე სიბერეში, როგორც წმიდა წერილშია დაწერილი: "შვილო, შეეწიე სიბერესა მამისა შენისასა... და თუ მოაკლოს გონებასა მისსა, შენ შეუნდვე და ნუ უპატივო-ჰყოფ მას ყოვლითა ძალითა შენითა" (ზირ. 3,12,13).
/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"პაპა ჭკუის საკითხავი კაცი იყო"
"მიუხედავად იმისა, რომ 95 წლისაა, დროს არ ემორჩილება და კვლავ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს"
"ბებია ყოველდღე მაწვეთებდა ქრისტიანულ იდეებს"
"თუკი ჩვენ უსამართლონი და უმადურნი ვიქნებით ჩვენი მოხუცების მიმართ, ბოლოს, მეუღლისა და შვილებისგანაც დავიტანჯებით, რათა ამით საკუთარი უმსგავსობანი ვზღოთ".
/ბერი პაისი/
"თუ მოხუცი ხარ და ცოდვებით დამძიმებული, ნუ იფიქრებ,რომ გვიანია შენთვის სინანული და სასოს ნუ წარიკვეთ".
/წმ. იოანე ოქროპირი/
გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს.
გოდერძი ჩოხელი
"მან [ბებიამ] მაზიარა რწმენის ანბანსაც".
"ბევრს არა აქვს ისეთი მატერიალური შესაძლებლობა, რომ ყოველთვის ტკბებოდეს მიწიერი ცხოვრებით, ხოლო ვისაც აქვს, მისთვის უკვე მოსაბეზრებელი ხდება მუდმივი გართობა-ზეიმი და ამგვარ ტკბობასაც ხიბლი ეკარგება, თავად ადამიანი კი ძალასაც კარგავს, ჯანმრთელობასაც და ნაადრევად ბერდება".
"ოთხმოცი წლის დარბაისელი ხუცესი, ფრიად მოწყალე და ღვაწლმრავალი"
"მხცოვანი, სამოცდაათი წლისა"
"სულგრძელობის ზეწარი გადააფარეთ საქართველოს წარსულის მოყვარულ მოხუცის კადნიერებას და შეუნდეთ ნებსითი და უნებლიერთნი შეცოდებანი"
/წმ. პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე/
"[არქიმანდრიტი ლაზარე (გაგნიძე-დვალი)] 80 წლის გახდა. ეს ის წლები და ასაკია, როცა ამბობენ, სიჭარმაგეშიაო. სიჭარმაგე კი ადამიანს სიბრძნესა და გამოცდილებასთან ერთად გამჭრიახობასა და გონიერებას ჰმატებს. სიჭარმაგეში მყოფი თუ თავის ცხოვრებას შინაარსიანად და გონივრულად წარმართავს, მისი ცოდნა და ერუდიცია ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება, იტყვიან, ღვაწლმოსილიაო".
"ნანული ბებია სულ ფუსფუსებს და ისე არასდროს იღლება, როგორც დასვენების დროს. შვილიშვილებიც ეხმარებიან ხოლმე შემოდგომით. იციან ბებიის დაკოჟრილი ნაშრომი ხელების ფასი".
"ყველა ბებია შვილიშვილს აღმერთებს, მაგრამ გურული ბებიები უფრი მეტად გამოხატავენ ამას".
მოხუცის ხვნეშა
ვიწრო ქუჩაზე მოხუცმა ხვნეშით ამოიარა,
მძიმე წარსული და ჭირ-ვარამი ეკიდა ქედზე,
სახეზე აჩნდა უშთობელი, ძველი იარა,
საბრალო, ალბათ ჩუმად კვნესდა ცხოვრების ბედზე.
მჭმუნვარე მზერა მრავლისმეტყველად შემომანათა,
სუნთქვაშეკრულმა მორცხვად დავხარე ნიკაპი მკერდზე.
მახსოვს, თუ რად ღირს მწარე
სიმართლის უსასოდ განცდა,
მივხვდი, რომ ჩემი წუთისოფელიც ეკიდა ბეწვზე.
ისიც ვიფიქრ, იქნებ ქანცი შემოაკლდა რა.
მსწრაფლ დავაკვირდი დანაოჭებულ
მღვრიე თვალებზე,
გულდათუთქულმა ცქერით ცის კიდე
შემომატარა,
უხმოდ მანიშნა მარადისობის დიდრონ კარებზე.
წამს შემომხედა, წამში ისევ ახედა აღმართს,
კვლავ ხვნეშა-ხვნეშით აუყვა ბილიკს
და წუხდა ერთზე:
რა მოუშთობდა, მოუსპობდა გულიდან ამ დაღს?
ჯობდა ცხოვრების ჟამს ეფიქრა თვის გამჩენ ღმერთზე".
/მამა არჩილ გვიმრაძე/
"ეკლესიის ეზოში, სკამზე იჯდა თავჩაქინდრული, რაღაცნაირად მოუძლურებული და ჩამომჭკნარი, თითქოს დაბერებული."
"მობერებული მეჩვენა"
"ზაზა (30 წლის): ჩემი ოჯახის ტრადიციებიდან გამომდინარე, ქალზე ძალზე კარგი წარმოდგენა მქონდა. ბებიაჩემი ანა ყოველგვარი ღირსებით დაჯილდოებული ქალია. ახლაც ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს! ისეთი ნათელი გონება აქვს, მისი რჩევა-დარიგება წამალივით გვერგება. დედაჩემი მისი რძალია და არ მახსოვს, ერთმანეთისთვის ურიგო სიტყვა ეკადრებინოთ."
"ახალგაზრდები რომ მოხუცებს პატივს სცემენ, არაა საამაყო?"
"82 წლისა გარდაიცვალა. მხოლოდ ერთი თვე იავადმყოფა. სიცოცხლის ბოლოს კიდევ უფრო მეტად გატკბილდა"
"ხანდაზმულობამდე იცოცხლა. არ უავადმყოფია. სიცოცხლით დაღლა ედგა ბოლოს თვალებში და შეუცნობელ სამყაროში გადასვლის მოლოდინი. ჩუმად წავიდა. დილით ნათესავ-ახლობლებს გარდაცვლილი დახვდათ".
"მხცოვანი"
"რწმენა ჩემში ბავშვობიდანვე აღმოცენდა ჩემი მორწმუნე ბებიების წყალობით."
"ობლის გულს მოხუცის სითბო მალამოდ ეცხებოდა. მან ასწავლა ლოცვა და ღვთის სიყვარული"
"სახეზე მომრავლებული ნაოჭები"
"- გადის დრო, ვბერდებით. დროისადმი ჯანსაღი მიდგომა და დამოკიდებულება რამდენად აისახება ადამიანის ფსიქოლოგიურ ასაკზე?
- სიბერე არის სულიერ და ფსიქოლოგიურ პროცესებზე დამოკიდებული ფენომენი. მინახავს სამოცდაათი წლის ახალგაზრდა და ოცდახუთი წლის მოხუცი. ჩვენი ფსიქოლოგიური ასაკი დამოკიდებულია ჩვენი ცხოვრების სტილზე და იმაზეც, თუ როგორ ვიყენებთ დროს. მთავარია დროისადმი დამოკიდებულება იყოს ჯანსაღი. სწორედ ეს დამოკიდებულება და განწყობა უხანგრძლივებს ადამიანს სიცოცხლეს.
მთავარია, სიცოცხლის ხარისხი. რაც უფრო სასიკეთო და ნაყოფიერი საქმეებით არის დაკავებული ადამიანი და სასარგებლოდ იყენებს დროს, მით უფრო დიდხანს ცოცხლობს. თუ უმოქმედოდ ხარ, მაშინ დრო მოგიტანს მხოლოდ სიბერეს, ხოლო თუ მოქმედებ, მაშინ - სიბრძნეს, გამოცდილებას, კდემამოსილებას, სიმშვიდეს, სინანულს...."
"ყველა დროს, ყველა ასაკს თავისი სიხარული მოაქვს. ყველა ადამიანის ცხოვრებაშია: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი..."
"მას [პანდაზის თესალილეს] ღრმა სიბერემდე გასაოცარი მეხსიერება ჰქონდა, ამის მიზეზეს ის თავისი ცხოვრების სიწმინდეში ხედავდა. მართლაც ზნეობრივი სიწმინდე გონებას წმინდად შემოინახავს, ვითარცა ბროლის თასს".
"წელთა სიმრავლეს მხოლოდ უფლის სიყვარულით გამთბარი გული უძლებს"
"მშობლების სიყვარულს, პატივისცემას, მორჩილებასა და მათ უზრუნველ მოხუცებულობას უფლის მეათე მცნება გვავალდებულებს: "პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ დღეგრძელ იყვნე ქვეყანასა ზედა".
თუკი ჩვენ მათ მოხუცებულობას, უძლურებას და მწუხარებას ვიტვირთავთ და გავითავისებთ, ამავე მცნებით ვიღებთ უფლისგან დაპირებას, რომ ცოდვები მოგვეტევება, კეთილი მოგვეზღვება და უზრუნველი, მხცოვანი სიბერე მოგვემადლება და ამქვეყნიურ ცხოვრებას კეთილდღეობაში გავატარებთ.
ეს - ოჯახის კურნების და გადარჩენის გზაა, და პირიქით, თუ ვინმე ძვირს ამბობს ან შეურაცხყოფს საკუთარ მშობლებს, წყევლის და დრტვინავს მათზე, ის უფლის წინაშე უდიდეს ცოდვას ჩადის, საზოგადოების მიერ კი დაწყევლილი იქნება.
ეკლესიური კანონმდებლობით, ვინც მშობელზე ხელს აღმართავს, განიკვეთება ეკლესიიდან და ზიარებიდან, დაე, მოკვდეს იგი ულმობელი სიკვდილით, რამეთუ დაწერილია: "მამის წყევლა გაახმობს, დედის კი ძირფესვიანად ამოაგდებს".
დედ-მამის ურჩი შვილები თავს იღუპავენ. მამისა და დედის შემრისხველი სიცოცხლის დღეებს იმოკლებენ, რაოდენ მართალიც უნდა ეგონოთ თავი უფლის წინაშე, ასეთნი წარმართებზე უარესნი და ბიწიერების თანამზრახველნი არიან, რომელთა შესახებაც ილია წინასწარმეტყველი ბრძანებს: "მოკვდება ბიწიერი, ვერ იხილავს უფლის დიდებას".
"სიბერე რაღაცნაირია.... გული არ ღებულობს, მაგრამ სარკე?!"
"ისეთი პაპაა, მოფერება მოგინდება"
"ჟამგრძელები ვიყოთ"
"პენსიონრები ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს შეადგენენ. მათ, სამუშაოსგან თავისუფალთ, ხშირ შემთხვევაში განმარტოებულათ მცხოვრებთ, მშვენიერი პირობები ექმნებათ "იესოს ლოცვისათვის". თუკი გაეცნობიან და იგემებენ ამ ლოცვის სიტკბოებას, უსათუოდ იგრძნობენ დიდ ნუგეშს და მათ ცხოვრებას მიეცემა განსაკუთრებული აზრი: ისინი სხვებისთვის, ადამიანებისთვის, ყველასთვის ილოცებენ".
"კითხვა: როგორ დავეხმაროთ ურწმუნო ხანდაზმულ ახლობელ ადამიანს, რათა ირწმუნოს უფალი და დაადგეს ჭეშმარიტების გზას, როდესაც მას ჩვენი მოსმენაც არ უნდა ამ თემაზე?
პასუხი: თუ საუბრით ვერაფერი გააწყვეთ, არ გადახვიდეთ კამათზე და მით უმეტეს შეურაცხყოფაზე. ილოცეთ მისთვის და უფალს შესთხოვეთ, რომ გაუნათდეს გონება და იწამოს ღმერთი, ისევ მისივე სულის ხსნისთვის."
"სიბერე მოგვკითხავს - როგორ ჩაიარა ახალგაზრდობამ"
"თუმცა ასაკით ნორჩი ხარ, სკიტში მოსვლის დღიდან შენში მოხუცებულის გონება დავინახე"
"ამქვეყნიურ საქმეებში გამოსადეგია ახალგაზრდა ადამიანი, ხოლო მოხუცებული უსარგებლოა; სულიერ საქმეებში კი პირიქით, ადამიანის ღვაწლი ბრწყინდება სიბერეში"
"ღრმად მოხუცებულის სიმდიდრე ხომ ამ წუთისოფელში დარჩენილი მხოლოდ ორიოდე დღეღა იყო"
"მხოლოდ იმ ბებიას არ შეეშინდება სიბერის, რომელიც ბაბუას ისევ პატარა გოგოსავით უყვარს."
"ამბობენ, ღრმა სიბერემდე მიაღწია და სიკვდილამდე ერთნაირ ღვაწლში იყოო"
"ანტონინე, რომელიც სიბერეშიც კი ახალგაზრდულად მუშაობდა"
"ვედროზე ჩამოჯდარი, გახუნებულთავსაფრიანი, წინსაფარაკალთავებული ბებო ქართული მიწით შესვრილი, ბებრული ხელებით ხან ჭინჭრის, ხან გვირილის, ხანაც ყაყაჩოების (სეზონის მიხედვით) თაიგულებს გამვლელ-გამოვლელებს ჩემი საყვარელი მადლიანი ქართლურით გასძახის: "ერთი აქეთ მოიხედეთ, გენაცვალეთ, უბრალო არ გეგონოთ... დიდგორისაა. დიდგორის!"
/ლელა ჩხარტიშვილი/
"რატომ უძღვნი საჩუქრად ცოდვას შენი ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს, უფალს კი მხოლოდ სიბერეს უტოვებ? რას იტყოდი, რომ დაგენახა მიხრწნილი ბებერი, რომელიც მეფეს სამსახურში მიღებას სთხოვს?! ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „თუ მხოლოდ მოხუცებულობის ჟამს შეინანებ, მაშინ შენ კი არ მიგიტოვებია ცოდვა, არამედ მას მიუტოვებიხარ შენ.“
"დიდხანს მეძინა ბებიასთან. იმდენად დიდხანს, რომ უკვე ვეღარ ვეტეოდით ერთ ლოგინში. დიდხანს მეგონა, რომ ბებია უფრო მიყვარდა, ვიდრე დედა... მიყვარდა მისი პერანგის სუნი. მიყვარდა მისი თეთრი, ბაბუაწვერასავით თეთრი და მსუბუქი თმა.
ვფიქრობ, არ უნდა იყოს სიბერე ცუდი. შემოდგომის დღის მიწურულს სავარძელში მოკალათება და ტელევიზორის ყურება უნდა იყოს სიბერე. მზიან ამინდებში თვალებზე ხელის მოჩრდილება და არავის მოლოდინი უნდა იყოს სიბერე. ფანჯრის რაფაზე შემოდებული, დასალევად დავიწყებული წამლის შუშები უნდა იყოს სიბერე.
როცა დავბერდები, ბებიაჩემი მინდა გამოვიდე. მქონდეს უკან შეხვეული თეთრი კოსა, ,,გარეთ გასასვლელი" სამიოდე კაბა. ჩანთაში ჩაკარგული პატარა შავი სავარცხელი და მყავდეს ღამღამობით ზურგზე მოკრული შვილიშვილი, რომელიც ინატრებს, რომ როცა გაიზრდება,ბებია გამოვიდეს.
არ უნდა იყოს სიბერე ცუდი..."
/ნანა ბეკოშვილი/
"რარიგად გაუწვალდა, გაუუგემურდა მოხუცებულობა"
/დავით კლდიაშვილი/
ნუ ეტყვი სიბერეს სამდურავს - ცოდვაა!
ნურც სახის ნაოჭი გაშინებს სარკეში...
სიცოცხლე ძალიან, ძალიან ცოტაა -
სინანულს არ მისცე უფლება თარეშის!
სიძულვილს ნუ ეტყვი დათოვლილ ჭაღარას,
დღეს ხარ და ხვალ იქნებ... ვინ იცის, აღარა...
გულით ხომ ბავშვი ხარ,ისევე პატარა -
წლებია ჭაღარა... ფერია, განა რა?..
ნუ წუხხარ, აბა იმ მთებმა სულ რაღა ქნან,
ზაფხულში სიცივემ რომ გამოაყარა?!
ნუ ჩივი, ზოგი ხის ნაყოფი ვეღარ მწიფს,
რადგანაც უდროოდ ქარმა ჩამოყარა...
პატივი მიაგე თვალებთან ნაწვიმარს,
გვალვისგან მიწაც ხომ მრავალგზის დამსკდარა...
არ ვიცით ცხოვრება,ვის როდის გაწირავს -
ილოცე,შუბლზე თუ ხაზები გაკმარა!..
ნუ ეტყვი სიბერეს ხმას ცივს და დამცინავს,
თვალებში დარდი და ნაღველი ჩამდგარა...
დაცინვა სიბერის არასდროს გაბედო,
გახსოვდეს,სანამდე ღმერთი არ გამწყრალა...
..................
ნუ ეტყვი სიბერეს სამდურავს-ცოდვაა!
ნურც სახის ნაოჭი გაშინებს სარკეში...
სიცოცხლე ძალიან,ძალიან ცოტაა -
სინანულს არ მისცე უფლება თარეშის...!!!
/ია ნანეიშვილი/
"სიბერე მხოლოდ ის არ არის, აღმართზე ასვლა რომ გიჭირს. ისიც არის, სიკვდილისა რომ აღარ გეშინია, სურვილის უქონლობაც არის"
/ორჰან ფამუქი/
"მოხუცებულობა ხომ დიდი მარტოობის ხანაა!"
/ლევან გოთუა/
"მოხუცთა გვირგვინი შვილთაშვილებია"
/იგავნი სოლომონისა/
"მოხუცს მაშინვე ჩაეშალა მუხლი და იქვე ჩაჯდა"
/ლევან გოთუა/
"ისე კი ყოველ ადამიანურ ასაკს ჰქონია თავისი უპირატესობა. მოხუცებს, რომ მათ უკვე მოხდილი აქვთ ახალგაზრდული ჩუტყვავილობა და სულიერი დაუდგრომლობა. ახალგაზრდებს კი, რომ მათ არ განუცდიათ მოხუცთა მრავალი ოცნებათა შემოძარცვა და იმედის გაცრუება!"
/ლევან გოთუა/
"ესღა არის, რასაც მოხუცები გუმანითა და განჭვრეტით გრძნობენ, ჩვენ შუბლი უნდა ვახალოთ, შუბლი!"
/ლევან გოთუა/
"არც ახალგაზრდობაა უპირატესობა და არც მოხუცებულობა - დამსახურება. ყველას თავისი შესაფერისი მოეთხოვება!"
/ლევან გოთუა/
"მოხუცებს პატივი ეცი, ახალგაზრდებს ასწავლე"
"ნუ მიატოვებ მშობლებს სიბერეში და ღმერთი არ მიგატოვებს"
"არ მსურს იმ საზოგადოების წევრი ვიყო, სადაც მოხუცებულ მშობელს შვილები ლუკმას დაამადლიან, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ, ყველას დასანახად საოცარ ქელეხს გადაუხდიან..."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სირცხვილია, ახალგაზრდა მოხუცზე სუსტი იყოს და მოხუცი - ახალგაზრდაზე უჭკუო"
/მონაზონი ვერონიკა/
"მოხუცთა გვირგვინია მრავალნაცადობა და მათი სიამაყე - უფლის შიში"
/სიბრძნე ზირაქისა/
"რა ბედნიერები არიან ას წელს მიღწეული მოხუცებიც კი, ყოველი დღე რომ შეიძლება უკანასკნელ დღედ ექცეთ, მაგრამ ეს წინასწარ არ იციან და მაინც იმედის თვალით შეჰყურებენ მომავალს"
/გურამ ფანჯიკიძე/
"პენსიონერები ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს შეადგენენ, მათ, სამუშაოსგან თავისუფალთ, ხშირად განმარტოებულად მცხოვრებთ, მშვენიერი პირობები ექმნებათ "იესოს ლოცვისთვის", თუკი გაეცნობიან და იგემებენ ამ ლოცვის სიტკბოებას, უსათუოდ იგრძნობენ დიდ ნუგეშს და მათ ცხოვრებას მიეცემა განსაკუთრებული აზრი: ისინი სხვებისთვის, ადამიანებისთვის ყოველთვის ილოცებენ"
/არქიეპისკოპოსი პავლე/
"ფსიქოლოგი ვლადიმერ ლევი ერთ საინტერესო ვარაუდს გვთავაზობს, - ჩვეულებრივი ადამიანი, იმ საზოგადოებაში რომ მოხვდეს, სადაც "მიღებულია", ვთქვათ, ორას წლამდე სიცოცხლე, ისიც ამ ასაკამდე მიაღწევდა. ეს, ცხადია, გაზვიადებული, უტრირებული შეფასებაა, მაგრამ მასშიც არის ჭეშმარიტების მარცვალი - ყველას შეგვიმჩნევია, რა სწრაფად ბერდება ფსიქიკურად მოტეხილი ადამიანი და რა დიდი მნიშვნელობა აქვს ოპტიმიზმს, სიცოცხლის სიყვარულსა და რწმენას ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის"
მინდა ნაოჭებს მიკეცავდეს ღიმილი სულის
მარადიული ახალგაზრობით არ მინდა მოვკვდე...
მინდა - სიბერის სიტკბოებაც იხილოს თვალმა...
მინდა, ნაოჭებს მიკეცავდეს ღიმილი სულის...
შვილთა-შვილების ნაფერები თითებით დაღლა...
მინდა შევიგრძნო ამ ცხოვრების ყოველი წუთი!
თუმცა, უფალთან მიახლებაც გვეჩქარის ხშირად.
დრო - უდროობით გადაღლილი შეჩერდეს იქნებ
და არ აეკრას თვალსაწიერს უფერულ შირმად.
დიახ! მინდა, რომ, მე თქვენს თვალში გარდავიცვალო -
მოხუცებულის შევერცხლილი თმით და ღიმილით
მაშინ, კი როცა ჩემს ნაკვალევს ხიდად გავაფენ
საზვერეთ კიბეს შევუყვები მორჩილ ტივივით...
...
მცირედით მაინც აღვასრულო მისია ჩემი
უფლის ზრახვათა დიადების თაყვანსაცემად...
თეა კანდელაკი
"ხორციელად ცხოვრების პროცესში ადამიანი სიჭაბუკიდანვე იწყებს დაბერებას, მაშინ, როდესაც სულიერი ცხოვრება ადამიანს იმ ცოდვებისაგან განწმენდს, რომელიც აბერებს და იგი თანდათან ახალგაზრდავდება და ბავშვს ემსგავსება"
/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"ყველა ადამიანი სიბერეში მცირედით უნდა დანაყრდეს"
/დედა ანტონია (კავეშნიკოვა)/
"ნაადრევი წვიმა" - ეს სიჭაბუკეში მონიჭებული სინანულის ცრემლების მადლია; "ნაგვიანევი წვიმა" კი - სიბერეში მონიჭებული სინანულის ცრემლების მადლი".
/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"სინანულის წყალობით, ცათა სასუფევლის მიღება სიბერეშიც შეიძლება, რადგან მეთერთმეტე ჟამი მოხუცებულობას ნიშნავს"
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"ჭარბად ჭაღარა წვერი ამჟღავნდებდა მის მოდღევებულ წლოვანებას"
/ლევან გოთუა/
"ახლა ხველებაც წამოაწვა... ბებრული, მოკლე და ხშირი ხველება"
/ლევან გოთუა/
"ჩვენ მაშინ ვბერდებით, როცა სისულეების ჩადენის თავი აღარ გვაქვს"
/რემარკი/
"აი ეს თუ არის სიბერე!.. თვალის მოდუნება და ჭირისუფლის გრძნობა-დარდის გამახვილება!"
/ლევან გოთუა/
"ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი და სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას"
/იგავნი 22,6/
"გამოვბერდი და გამოვხუნდი"
/ლევან გოთუა/
"გაუგონე შენს მშობელ მამას და დედას, მოხუცებულს ნუ მოიძულებ" (იგავნი 23,22)
"არასდროს დატოვო მშობლები გასაჭირში - ყოველთვის დაეხმარე და ემსახურე, განსაკუთრებით, სიბერეში. თუ რაიმე უძლურებას დაინახავ, რაც ყველა კეთილ ადამიანს შეიძლება დაემართოს, მდუმარედ დაფარე; მაგრამ რაიმე საცდურიც რომ დაინახო, ისიც არ უნდა განიკითხო და არავის გაუმხილო. ნუ დაემსგავსები ქამს, ნოეს ძეს, რომელმაც მამის სიშიშვლე დაინახა და ძმებს ამცნო; სჯობს, სემსა და იაფეტს მიბაძო, მის ძმებს, რომლებიც "უკუსვილით მივიდნენ და დაფარეს მამის სიშიშვლე. პირი უკან ჰქონდათ მიქცეული და მამის სიშიშვლე არ დაუნახავთ" (დაბ.9,23). შენც ისე მოიქეცი, თითქოს არ შეგემჩნიოს, თუკი რაიმე უჯეროს დაინახავ მშობლებში".
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"რაც უფრო ვბერდები, სულ უფრო და უფრო მიყვარს სიცოცხლე"
/ლევან გოთუა/
"ტკივილდაგემოვნებული იქნებ მოდის სიბერე?"
/ლალი ხვედელიანი/
"შენ მოხუცდი, მტერი კი არ ბერდება; ვნებები მოკვდნენ, მტერი კი ცოცხალია!"
"პატარა ბავშვიც კი ფიქრობს,რომ სხეულს სიახლე შესძინოს: მაგრამ ხშირად ჭაღარა მოხუცი ვერ გულისხმაყოფს, როგორ განიახლოს სული, ან რაიმე სიახლე შესძინოს მას"
"დრო გადის, "ჩუმად გვაბერებს"
"ახალგაზრდობაში გულმოდგინება მოხუცებულობის ჟამს პატივს მოგიტანს"
/ამბა ევაგრე/
"მოხუცებულობის ჟამს პატივი მანამდე შრომისმოყვარეობის დასტურია"
/ამბა ევაგრე/
"ვინც ახალგაზრდობით ყვავის, იმედი აქვს, რომ ღრმა მოხუცებულობას მიაღწევს, მოხუცებულთ კი არაფრის ლოდინი არ შეუძლიათ - გარდა სიკვდილისა!"
"კაცობრიობის სამარცხვინოდ, მოხუცებიც კი არიან ისეთები, რომლებიც გულმოდგინედ იღებავენ სახესა და თმებს, რადგან რცხვენიათ თავიანთი ჭაღარის - ამ ბუნებრივი სითეთრის, რომელიც უფალს მიამსგავსებს მათ - "თავი და თმანი მისნი სპეტაკ, ვითარცა მატყლი სპეტაკი, ვითარცა თოვლი" (გამოცხ. 1, 14).
"როგორც მშვენიერი დღის საღამოა უღრუბლო, ასევე, მშვენიერი ცხოვრების დასასრულია უდარდელი"
"გულმოდგინედ მიიტანე ქრისტეს წინაშე შენი ახალგაზრდობის ნაყოფი და გაიხარებ სიბერეში უვნებელი სიმდიდრით, რამეთუ ახალგაზრდობაში შეკრებილი კვებავს და ანუგეშებს მოხუცებულობის უძლურებას"
/წმ. იოანე კიბისაღმწერელი/
"ერთი ითმენს ნაკლოვანებებს სიბერეში, ვინაიდან ახალგაზრდობაში საკმარისად არ მოაგროვა, ან შეძენილი ქონება გაფლანგა. "შენ ცუდად სადილობ იმიტომ, რომ მეტისმეტად კარგად ისაუზმე", - თქვა ერთმა ძველმა ბრძენმა".
"სიბერე მჭირს ჭირთა უფრო ძნელია"
/რუსთაველი/
"ჭაღარას პატივს სცემდნენ, როგორც სიჭარმაგის ნიშანს. დან. 7. 9-ში "ძველი დღეთა" (მამა ღმერთის სახე) წარმოდგენილია, როგორც გრძელთმიანი მოხუცებული".
"ეკლესიასტესთან მზის, მთვარისა და ვარსკვლავების მკრთალი შუქი სიბერის გამომხატველია"
"რაც მეტად ბერდება ადამიანი, მით უფრო სუსტდება მისი ნება. თუკი ადამიანს ძლიერი ნება არა აქვს, მას არაფრის გაკეთება არ შეუძლია"
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"ვხედავ, რაც უფრო გადის წლები, მით უფრო მაკლდება ხორციელი მხნეობა. მაგრამ სულიერი სიმხნევე მრავლდება, ვინაიდან სიყვარული, თავგანწირვა, ტკივილი მოყვასისათვის დიდ სულიერ ძალას მაძლევს"
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"როდესა მოხუცდა [ბერი იოსებ ვატოპედელი], თუმცა ამდენი წელი თავად ზრუნავდა ჩვენზე, ჩვენ მიმართ მისი მადლიერება გაიზარდა იმის გამო, რომ ელემენტარულ ზრუნვას ვიჩენდით მასზე. თანაც, თავისი ღმერთისადმი თხოვნის თანახმად, გარდაცვალებამდე (88 წლისა მიიცვალა), უკანასკნელ დღემდე, თავისი თავის მოვლა შეეძლო".
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/
"ყრმობისათვის მოხუცებულობა უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ შეუნანებელ ახალგაზრდას დაღუპვა ელის".
"თავზე თეთრ თმა ჭაღარა
გულს აგრილებს, გრძნობას ჩაგრავს"
/აკაკი წერეთელი/
"მთებზე რომ დათოვს, მაშინვე
სიგრილე დაჰკრავს ბარსაო!..
გულსაც აგრილებს ჭაღარა...
ცოცხალს ამსგავსებს მკვდარსაო".
/აკაკი წერეთელი/
"როგორც უცეცხლოდ,
სიბერეც უსიყვარულოდ
რა არის თუ არ ღვთის რისხვა,
სიცოცხლე უსიხარულოდ?"
/აკაკი წერეთელი/
"მოხუცი აქ რომ ჩანგურს ისწავლის,
ის საიქიოს გამოადგება"
/აკაკი წერეთელი/
"სიჭაბუკე და სიბერე
ორი სხვადასხვა კიდეა;
ერთი რომ ჯაჭვით აბია,
მეორე ბეწვზე ჰკიდია".
/აკაკი წერეთელი/
"ხნიერი კაცი თმა-წვერ თოვლილი"
/ვასილ ბარნოვი/
"შვილებისადმი ჭკუის სასწავლებელია თვით ყარყატების ქცევა მათი მოხუცი მშობლებისადმი: მოხუც ყარყატს ბუმბული სცვივა, ამიტომ შვილები მას გარს შემოერტყმიან და ისე ათბობენ, უზიდავენ საჭმელს და ფრენის დროსაც ორივე მხარეს თავიანთ ფრთებს მიაშველებენ ხოლმე და ასე უმსუბუქებენ ფრენას მშობლებს. ჩვენც ასე უნდა გავუხალისოთ სიბერე ჩვენს მშობლებს, ბებიებს და პაპებს".
"იგი მორჭმული წავიდა ამ ქვეყნიდან, - თმადათოვლილი, ხანმოთეული"
"მე [არქიმანდრიტი გაბრიელი (აბაშიძე)] ამჟამად უკვე 72 წლის მოხუცი ვარ, მძიმე ცხოვრების ტალღები გამოვიარე, მაგრამ ოკეანემ ვერ შთამთქა"
"ბოლო დროის მოღვაწეებზე უფალი დაუშვებს დევნას, შეურაცხყოფას, ავადმყოფობას, ხანგრძლივ სიბერეს, სიმძიმითა და უძლურებით აღსავსეს".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"ჩვენი ცხოვრების დასაწყისი უცოდინრობაში გადის; შუა პერიოდში იგი საზრუნავით იტვირთება, ბოლოს კი სიბერის უძლურებით მძიმდება"
"განა შეიძლება, არ შეგვებრალოს რვა წლის ასაკის ბიჭუნა, თუკი მისი განვითარება ორი წლის ასაკის ბავშვისას შეეფერება? თუ გავა კიდევ სამი ან ოთხი წელი, ის კი არ გაიზრდება და არ გაძლიერდება, მაშინ მას, უბრალოდ, მახინჯად ჩავთვლით, - განა იგივე არ გვემართება ჩვენ?! ვიზრდებით კი ჩვენ სათნოებებში?! ვძლიერდებით კი სულიერ ძალებში?! სულის დაისისას განა ისეთივე სულმოკლენი, უდარდელნი, ახირებულნი და მოუნანიებელნი არ ვართ, როგორებიც მგზნებარე სიყმაწვილის წლებში ვიყავით?! როგორ სანახაობას წარმოვადგენთ ჩვენ უფლისა და მისი ანგელოზების წინაშე?!.."
"[მორჩილი ნინო] ეს გახლდათ უკეთილესი მოხუცი, ასე ვთქვათ, შედარებით "ახალგაზრდა" მოხუცი"
"მორჩილი ლამარა - ასაკით ხნიერი, მაგრამ გულით ახალგაზრდა"
"ცხოვრების ყველა ასაკი გავიარეთ, მაგრამ არ გავხდით ზნეკეთილნი: ვიყავით ახალშობილნი, ყმაწვილები, ახალგაზრდები და გავხდით მეუღლეები, მაგრამ არასდროს ვყოფილვართ სათნონი; საკუთარი სიბერე მაინც დავინდოთ და სიკვდილთან მიახლოებულებმა ვცადოთ, ვიყოთ ზომიერნი, ფხიზლები და სამართლიანები, რათა სიკვდილით მაინც გავხდეთ ცხონების ღირსნი!"
/წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი/
"მოხუცთა საკრებულოში დადექ და ვინც უფრო ბრძენია, მას მიეახლე... თუ სწავლულს იხილავ, დილაადრიანად ეწვიე. დაე, გაცვითოს შენმა ფეხებმა მისი კარის ზღურბლი".
/ისუ ზირაქი/
"თმაზე დროის თრთვილი კარგა ხანს არ მეკარებოდა, მაგრამ ბოლო ხანს გვარიანად გავთეთრდი - თეთრი ჩაჩის ქვეშ ჩემი ჭაღარა თმა ისე გამოიყურება, როგორც თოვლის ქვეშ თოვლი"
/შარლოტ ბრონტე/
"არა ასაკი ადამიანს, არამედ ადამიანი ამშვენებს თავის ასაკს"
/ირაკლი ბრაჭული
ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი/
"ცხოვრების ნელი გამოსწორება მხოლოდ ასეთ რამეს გამოხატავს: "დაე, ჩემში ჯერ ცოდვა ბატონობდეს, შემდეგ ოდესმე ღმერთიც იბატონებს; თავდაპირველად "ასონი ჩემნი წარვუდგინებთ საჭურველად სიცრუისა ცოდვასა ასოთა ჩემთა", შემდეგ კი, დროთა განმავლობაში, "საჭურველად სიმართლისა ღმერთსა". ასე შესწირა კაენმა მსხვერპლი: რაც უკეთესი იყო, თავისთვის დაიტოვა, ხოლო უარესი - თავის შემოქმედსა და სიცოცხლისმომნიჭებელ ღმერთს. ვიდრე შრომის უნარი გაქვს, ახალგაზრდობას ცოდვაში ატარებ, ხოლო, როდესაც დასუსტები, მაშინ უძღვნი საკუთარ თავს ღმერთს, როდესაც სხეული აღარაფერში გამოდგება და იძულებული ხარ, უმოქმედოდ დატოვო იგი".
/წმ. ბასილი დიდი/
"გონიერება სიბერის ჟამს უკვე გონიერება აღარ არის, არამედ ის, რომ ადამიანს თავშეუკავებლობა აღარ ძალუძს!"
/წმ. ბასილი დიდი/
"ვინც სიბერეს ელოდება იმისთვის, რომ საკუთარი თავი ღმერთს მიუძღვნას, ის ნათლად აჩვენებს, რომ სურს, საკუთარი თავი სათნოებისათვის შემოინახოს იმ დროისათვის, როდესაც სვა არაფრის გაკეთება აღარ შეეძლება!"
"ცუდი ქრისტიანია ის, ვინც მხოლოდ იმიტომ არ სცოდავს, რომ ხელი და ფეხი აღარ ემორჩილება!"
"ნუთუ ფიქრობთ, რომ მხოცებულობის ჟამს გაფურჩქვნის ასაკზე მეტად იქნებით მზად სინანულისათვის და გექნებათ მეტი სიმტკიცე მის შესანარჩუნებლად, და მოშურნეობა იმისათვის, რომ მისი გამოცდილება აჩვენოთ, და ძალა, რომ მისი წინააღმდეგობანი გადალახოთ?"
"თქვენი უდროოდ ჩამობერებული ძვლებიდან ადენილი სუსტი ალი მიკიდია სულში. თქენი ოხვრა მინთია სანთლად. თქვენი მუხლებში ჩამდგარი სიბერე მაელდებს. გხედავთ და ასე მგონია, რომ ღმერთთან შესასვლელ კარს ვუყურებდე"
/გოდერძი ჩოხელი/
"დღე დედამიწაზე ყოველთვის საღამოთი მთავრდება; ამიტომ დილის დამკარგავს შეუძლია, ჰქონდეს გარკვეული იმედი, რომ საღამოს აინაზღაურებს დაკარგულს; ადამიანის ცხოვრების დღეს კი ხშირად საღამოზე (მოხუცებულობაზე) ადრე, არცთუ იშვიათად კი - შუადღეზე (მოწიფულობის ასაკზე) ადრე მოულოდნელი სიკვდილი წყვეტს!"
"მრავალნი ამბობენ, რომ მოწიფულობის ასაკში მიუძღვნიან თავს ღმერთს, მაგრამ მიაღწევენ კი ამ ასაკს, როგორც ისინი იმედოვნებენ? და თუ მიაღწევენ კიდეც, განა ისე ადვილი იქნება შეცვლა, როგორც ისინი ფიქრობენ?"
"თქვენ თავს იტყუებთ, თუ ფიქრობთ, რომ ვნებები ახალგაზრდობასთან ერთად მიწყნარდება. რამდენი მოხუცია, რომელიც თავისი ცხოვრების პირველი წლების სამარცხვინო მიდრეკილებებითაა დაავადებული! რამდენი ჭაღარა პატივმოყვარეა, რომლებიც დაღლილობას არ უჩივიან, დაუღალავი სიხარბით დასდევენ პატივს, რომელიც მხოლოდ გაზრდის მათი დაკრძალვის დანახარჯს და რამდენიმე ზედმეტი სიტყვას დაამატებს მის ეპიტაფიაზე! რამდენი ფეთქებადი ადამიანია, რომლებშიც არც სისხლის დადინჯება, არც დაუძლურება არ ამცირებს მათ ძველებურ გაღიზიანებას, რომელიც შეიძლება, გაცოფებამდეც მივიდეს! რამდენი გემოთმოყვარეა, რომლებიც, ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, მაინც გრძნობენ დაფარულ ცეცხლს, მხოლოდ მათ სიცოცხლესთან ერთად რომ ჩაქრება! რა საბრალონი არიან თავიანთ სასტიკ მბრძანებლებს დამორჩილებული ეს მონები!"
"ეეეჰ, ჯიელებო. დავბერდი, ჩემს იღბალს რა ვუთხარ, ისეთ დროს მიწია სიბერემ, როცა ქვეყანას ავანჩავანი გავუგე; აფსუს, ჩემო იღბალო, როგორ გამისხლტი! ნათქომია, კაცს იღბალი მიე და თუ გინდა, ცივ ქვაზე დასვიო. ისე დავბერდი, ერთხელაც არ მომიკრავს იღბლისათვის თვალი. არ ვიცი, ჯიელებო, როგორია, რა არის იღბალი".
/გოდერძი ჩოხელი/
"სიცოცხლის ბოლოს მოძღვარი ძალზე დაუძლურდა, არა იმდენად წლების გამო, თუმცა 70 წლისა იყო, რამდენდაც ძნელი და სასტიკი ცხოვრებისგან, გონება ნათელი ჰქონდა"
"ბერმა შემდეგ თქვა, რომ კაცი სიბერეში უფრო მიდრეკილია გულის შემუსვრისა და სიკვდილის ხსოვნისკენ"
"ზოგიერთ პირველყოფილ თემებს წესად ჰქონდათ, მოეკლათ ან მიეტოვებინათ მოხუცები, რომლებსაც ზედმეტ ტვირთად მიიჩნევდნენ ოჯახისათვის"
"სწორედ ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვით აიხსნება გაეროს დემოგრაფიული მონაცემები: 1950 წელს მსოფლიოში სამოც წელს ზემოთ ასაკის ორას თოთხმეტი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, 1975 წელს ეს რიცხვი სამას ორმოცდაათ მილიონს შეადგენდა, ხოლო 2025 წლის ვარაუდით, 1 მილიარდი იქნება. ეს იგი, ზრდა ხუთმაგად ფიქსირდება".
"სიბერე სასჯელი არ არის. სიბერე ნიჭია"
"არაფერია სიბერეზე უფრო ძლიერი" - გვარწმუნებს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი"
"ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა უშუალოდაა დამოკიდებული ზნეობაზე და არა საკვების, სავარჯიშო კომპლექსის, გაკაჟებისა და სხვა ბიოფიზიოლოგიურ თავისებურებებსა და ფაქტორებზე. ბიბლიური დეკალოგის (ათი მცნების) მეხუთე მცნებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის თვალსაზრისით. მხოლოდ ეს მცნება შეიცავს მიზეზშედეგობრივ კავშირს და გვითითებს, რომ ადამიანის დღეგრძელობა მისივე სიბრძნისა და ზნეობის ნაყოფია"
"მშვიდი იყავი სიყმაწვილეში, რათა მოხუცებულობის დროს ამაღლდე"
"ახალგაზრდობაში დამცირება უფრო ადვილი დასათმენია, ვიდრე სიბერეში"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"თუ სიჭაბუკიდანვე მოახერხებ სიკეთის დაუნჯებას, თუ შეძლებ ვნებების მოთოკვასა და მთელ შენს ძალისხმევას უფლისაკენ მიმართავ, მაშინ სიბერეში სულიერების დიდებულსა და საოცარ სამყაროს ეზიარები"
/ბერი სვიმეონ ათონელი/
"ჭირვეულობას სიყრმეში თუ არ დაამარცხებ, სიბერეშიც შემოგიტევს"
/ბერი სვიმეონ ათონელი/
"პატივისცემა სრულიად გამქრალია. შენ მხოლოდ ნახე, რა ხდება! საკუთარ მშობლებს შვილები მოხუცთა სახლებში აბარებენ. ძველად კი დაბერებულ ხარზეც კი ზრუნავდნენ, არ კლავდნენ, ეს ხომ ჩვენი მარჩენალი იყოო"
/ღირსი პაისი ათონელი/
"მამის კურთხევა შვილებს სახლს უმყარებს. შვილო, სიბერეში დედაზე იზრუნე, ნურასდროს შეურაცხყოფ მას. და თუნდაც რამე უგუნურება ჩაიდინოს, ნუ გაკიცხავ და ნურაფერს დააყვედრი"
"დრო-ჟამთან ერთად ასაკი, სიბერე და ძალ-ღონის ნაკლებობა გარდაუვალია, მაგრამ სხეული, რომელიც სულის ტაძარია, ჩვენი დაუდევრობით და უყურადღებობით ნაადრევად არ უნდა დავაზიანოთ, არ უნდა დავაუძლუროთ"
/ოთარ ნიკოლაიშვილი/
"განუწყვეტელი მარხვა, მწირი საკვები, მღვიძარება, ფიზიკური შრომა და ხანმოკლე დასვენება - ასეთი იყო ძველად ღირს მამათა ცხოვრების წესი. მაინც რამდენ ხანს გაუძლებდა თანამედროვე ქრისტიანი ასეთ ღვაწლს? პასუხი თქვენთვის მოგვინდვია, იმდროინდელ ღირს მამებს კი ის თითქოს სიცოცხლესაც უხანგრძლივებდა: პახუმი დიდმა 85 წელი იცოცხლა, ექვთიმე დიდმა - 97 წელი, თეოდოსი დიდმა - 105 წელი, საბა განწმენდილმა და იოანიკე დიდმა - 94-94 წელი, პაისი დიდმა - 95 წელი".
"გუშინ ყმაწვილი ვიყავი
და დღეს კი ბებერი ვარ!"
/აკაკი/
"ქრისტე, რომელიც ჭეშმარიტი ნათელია, გვასწავლის, რომ მას, ვისაც ღმერთთან ნეტარი ერთობა და ცხონება სწყურია, უნდა გაუგუნურდეს, უნდა გახდეს ყრმა, ბავშვი, ღვთისათვის უგუნური, რადგან "თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში." ამქვეყნად არსებობის მანძილზე განვვლეთ ჩვილობის, ყრმობის, სიყმაწვილის, სიჭაბუკის ასაკი, ხანდაზმულობის ასაკში შევდივართ, ვხუცდებით, მაგრამ როდესაც ჩვენ ვცდილობთ, ეკლესიური, სულიერი ცხოვრებით, მცნებათა დაცვით ვიცხოვროთ, ვმარხულობთ, ვლოცულობთ, სინანულის, ზეთისკურთხევის, ზიარების საიდუმლოებებში, მუდმივად განვიწმინდებით ამა თუ იმ ცოდვისაგან, რომელიც მშობელია, მამაა არა მარტო სიბერისა, არამედ სიკვდილისაც, მაშინ, ასეთ შემთხვევაში, ცოდვათაგან მუდმივი განწმენდის,განახლების, სულიერი აღორძინებისა და განათლების პროცესში ვძლევთ ხნოვანებას, ვძლევთ სიბერეს და სიბერიდან სიჭაბუკისაკენ, ახალგაზრდობისაკენ, ბავშობისაკენ მივდივართ, ქრისტიანულ-ეკლესიური ცხოვრებით მივდივართ არა უკან, არამედ წინ - ბავშვობისაკენ, ანუ "ვუგუნურდებით"!"
/აკაკი მინდიაშვილი/
"გწამდეს, რომ ღმერთი და მომავალი საუკუნო, დაუსრულებელი ცხოვრება არსებობს და რომ ადამიანის სული უკვდავია - არც კი ბერდება. აი, მე 77 წლის ვარ, მაგრამ ტავს ახალგაზრდად მივიჩნევ. ასე იტყვის ნებისმიერი მოხუცი, კაცი თუ ქალი. სული აცოცხლებს ხორცს; სხეული მიწისგან არის და მიწაშივე წავა, სული კი - უფლისგან და უფალთან წავა"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"აი, მე რა შევნიშნე: სიბერეში დრო იმაზე სწრაფად მიფრინავს და იგრძნობა, რომ ყველაფერი დასრულებულია, ახლოვდება მარადისობაში გადასვლის ჟამი, რომ თითქოს ყველა ინტერესი იკარგება"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"უკვე 83-მა წელმა მომიკაკუნა და ვმადლობ ღმერთს, რადგან ორი ნუგეში მაქვს: პირველი - კარგი მხედველობა, თავისუფლად შემიძლია კითხვა, მეორე - ჩემს თავს თავად ვემსახურები; ავადმყოფობებზე ჩუმად ვარ"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"საბრალო ადამიანი: ახალგაზრდობაში ვნებები აწუხებს, სიბერეში - უძლურება"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"ისრაელი ექვსი წელი იბრძოდა აღთქმული ქვეყნის დასამკვიდრებლად. მათ ისუ ნავესი წინამძღოლობდა, რომელიც იმ დროს ას წელს იყო გადაცილებული, მაგრამ უფალმა ისეთი მხნეობა და ძალა მისცა, რომ ამ ხნის კაცი ჯარს მიუძღოდა და იბრძოდა".
"გარნა რაოდენნი არიან ჩვენ შორის მოხუცებულნი და მაინც არ იშლიან ცუდსა ყოფაქცევასა?"
/წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)/
"ყოველ დილას საკუთარ თავს შეხედე, როგორც ახლადქმნილ სასწაულს და სიბერეს ვერ შეიგძრნობ"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"მოხუცები ჩემთან თავიანთი ასაკის გამო წუწუნებენ და ამბობენ: წლების სიმრავლისაგან ჩვენი გული დაბერდა.
სინამდვილეში კი, მათი გული ასაკის სიჭარბის გამო კი არ დაბერდა, არამედ მრავალი სურვილისაგან"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"თუ ვინმე დაიწუწუნებს, რომ ზედმეტად მოხუცია, დაიღალა და უკვე აღარ შეუძლია რამის კეთება, ესეც სრულდება. მისი სხეული მხოლოდ ამ სიგნალს იღებს და სიტყვას რეალობად აქცევს"
"ღვთის მადლმა და მოწამეობის მხურვალე სურვილმა წმინდა მღვდელმთავარი [90 წლის პოფინი] ჭაბუკური მადლით შემოსა"
"წმინდა მიტროფანემ ღრმა სიბერემდე იცოცხლა და, დაახლოებით, 326 წელს, 117 წლის ასაკში მიიცვალა"
"მოსაგრეობასი დაბერებული კაცი"
"ქვისმთლელობას ჭაბუკობიდან მისდევს. ამჟამად უკვე ას წელზე მეტი ხნისაა, მაგრამ იმ სიყვარულისა და მსახურების საზღაურად, მოყვასთა მიმართ რომ იჩენს, ღმერთი ჭაბუკობისდრიონდელ ჯანმრთელობასა და შემართებას უნარჩუნებს"
"ყველას ვლოცავ, რომ ჩემნაირი, ტკბილი, ღვთისგან დალოცვილი სიბერე ერგოს"
/მონაზონი პელაგია ქსოვრელი/
"ოჯახში ბებია - ეს დიდი კურთხევაა ღვთისაგან.
ოჯახში დედა უამრავი საზრუნავიდან გამომდინარე ხომ ვერც კი ასწრებს, რომ შვილებს საკმარისი სითბო და სიყვარული მისცეს. სწორედ ამის ნაკლებობას უვსებს ბავშვს ბებია. ამიტომ ბებიის ასაკი, ეს სიყვარულისა და სინაზის ასაკია. აბა ნახე: როდესაც ბავშვი ცელქობს, დედა მას ეჩხუბება, ბებია კი ეფერება. როდესაც მისახედად ბებია რჩება, დედა ყველა საქმის გაკეთებას ასწრებს და მისი შვილებიც სითბოთი და სიყვარულით არიან გარემოცულნი. ასევე თავად ბებიასაც ათბობს შვილიშვილების სიყვარული"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ოჯახში პრობლემები არ იქნება, თუ შვილები საკუთარ თავს მოხუცი მშობლების ადგილას წარმოიდგენენ, ან თუ რძალი აყენებს საკუთარ თავს დედამთილის ადგილას და ამბობს: "მეც ხომ ოდესმე დავბერდები და ერთ მშვენიერ დღეს მეც დედამთილი გავხდები, განა მაშინ მემეწონება ,თუ ჩემი რძალი არად ჩამაგდებს და ყურადღებას არ მომაქცევს?"
/ღირსი პაისი ათონელი/
"როგორ მდაბლდება სიბერეში ადამიანი! მოხუცი თანდათანობით კარგავს ძალებს და დაბერებულ შევარდენს ემსგავსება. როდესაც შევარდენი ბერდება, მას ბუმბული და ფრთები სცვივა და აჩეჩილ ვარცხნილობას ემსგავსება"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ერთ მოხუც და დაბრძენებულ ქალბატონს შვილიშვილებმა ჰკითხეს:
- ბებო, შენ ასეთი მძიმე ცხოვრება გაქვს გავლილი, გულით კი ჩვენზე ახალგაზრდა ხარ. ახალგაზრდობის რაიმე საიდუმლოს ხომ არ ფლობ?
- კი, ჩემო კეთილებო და საყვარლებო. ყველაფერ კარგს, რასაც ვინმე მიკეთებდა, გულის ფიცარზე ვიწერდი, ცუდს კი - წყალს ვატანდი. პირიქით რომ გამეკეთებინა, ჩემი გული საშინელი წყლულებებით იქნებოდა სავსე, ახლა კი გულში კეთილსურნელოვან სამოთხეს ვგრძნობ. ღმერთმა ჩვენ ორი უძვირფასესი უნარი მოგვანიჭა: დამახსოვრება და დავიწყება. როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერება მოითხოვს მის დამახსოვრებას, ხოლო როდესაც - ბოროტებას, სიყვარული მის დავიწყებას გვავალებს".
"სხეულით დამონებულ სულში ვნებები ბინადრობენ, მაგრამ მას მათი დაკმაყოფილება არ შეუძლია ისე, როგორც ისურვებდა, ანუ სავსებით. ამიტომ, მანკიერი ხალხი სიბერეში ჩვეულებრივ ბოროტები და გაღიზიანებულები ხდებიან. მათ თავიანთი უძლურების გამო თითქოს შურსიძიება სურთ ქვეყნიერებაზე. სიბერე - ეს ადამიანური ცხოვრების დასკვნების კეთებაა, მოსავალია, რომელსაც მეურნე შემოდგომაზე თავისი მინდვრიდან იღებს - ძნებში კი ხშირად თავთავის ნაცვლად სარეველაა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ეს დალეული სხეული უდიდესი სულის ტაძარი იყო!"
"ოთხმოცი წლის ყმაწვილი - ასე შეიძლება დიმიტრის პავლინერისის დახასიათება"
"ძლიერ დაბერდა [წმ. გრიგოლ ხანძთელი], ას ორი წლისა გახდა. არც სახის ფერი შესცვლია, არც თვალთ დაჰკლებია, არც ხორციელი უძლურება შეჰყრია სიკვდილამდე. ქრისტეს ძალით იყო გაძლიერებული"
"ის, რაც უდიდეს სიკეთედ ითვლება - ბედნიერი სიბერე და ხანგრძლივი სიცოცხლე - ღმერთმა სწორედ მშობლების პატივისმცემელთ მიანიჭა ჯილდოდ"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience