ესეც ახალი თემა, ჩემს დროებით წასვლამდე კიდევ ერთ თემას გთავაზობთ, რომელი ერთგვარი სამმაგი გამოკითხვაა, გვაქვს სამი კითხვა და თითო კითხვაზე 7+1 პასუხი ( 7 მთავარი და 1 სხვა) , ასეთი დიდი გამოკითხვა ალბათ პირველია ასეთ თემაზე ( ან საერთოდ) და კარგი იქნება თუ ბევრი მიიღებთ მონაწილეობას და ანონიმური ხმის მიცემის შემდეგ თქვენს ზოგად აზრსაც დააფიქსირებთ.
თემის მიზანი სამია
1. ვნახოთ სასიკვდინე ცოდვებიდან, რომელი გვებრძვის ყველაზე მეტად ( გამოკითხვა ხომ ანონიმურია)
2. ვნახოთ "ახალი" ცოდვებიდან, რომელია ყველაზე საშიში, ჩვენთვის, საქართველოსთვის, მსოფლიოსათვის
3. ვნახოთ რომელი სათნოების გაძლიერად თვლის ფორუმი, ყველაზე აუცილებლად ამ ცოდვებთან ბრძოლისას.
ყველა კითხვას დავურთე "სხვა (დააზუსტეთ)", რაც გვაძლევს მეტი მანევრირების , ახალი იდეების გამოხატვის და ახალი ვარიანტების შემოთავაზების საშუალებას.
სხვათაშორის ჩვენთან რელიგიური სახის გამოკითხვები ფაქტობრივად არ არსებობს, რა ვიცი, იქნებ პირველიც კია და ძალიანაც მიხარია (გამოკითხვა შევადგინე უცხოეთში ჩატარებული სხვადასხვა გამოკითხვებზე დაყრდნობით), შეიძლება შემდეგ ვინმე დაინტერესდეს კიდეც შედეგებით, ჩვენ ხომ ერის მცირე ნაწილის "საზოგადოებრივ აღსარებას" ვნახავთ, შემდეგ მორწმუნე საზოგადოების აზრს თანამედროვე ცოდვებზე და მათსავე რეცეპტს ამ ცოდვებისაგან განთავისუფლებისა.
ამას გარდა გთავაზობთ ასევე სხვა სათნოებების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ დაურთოთ თან თქვენს პასუხს, რომელი ამათგან მიგაჩნიათ ზემოთ დასახელებულ ძირითად შვიდ სათნოებასთან ერთად დღეს ჩვენთვის, საზოგადოებისათვის და ზოგადად ადამიანებისთვის ყველაზე საჭიროდ?
გულწრფელობა
ღირსეულობა
ალტრუიზმი
უბრალოობა
ზრდილობიანობა
ტოლერანტიზმი
შინაგანი კულტურა
იხარეთ;
კაიროსი!
პ.ს. თემა იგი ღვთისმეტყველებაში განყოფილებაში გავხსენი, რადგან ცოდვებსა და სათნოებებს ეხება, თუ საჭიროდ ჩათვლით შეგიძლიათ გადაიტანოთ სასაუბროში.
ჰო, პირველი მე მივეცი ხმა, ასე რომ საზოგადო აღსარებაც ჩაგაბარეთ
KAIROS
მდას, 8 კაცია ჯერ ხმა ვინც მისცა, აქტიურობაა საჭირო, საინტერესოა, რომელი ცოდვა მძლავრობს ჩვენში, რას უნდა ვუფრთხილდეთ მოდერნ ცოდვებში და რომელი სათნოება გვესაჭიროება.
ჩემის აზრით მთავარი ჩვენი (ქართველების, სხვა არ ვიცი, მე ჩემი ხალხისას ვამბობ) პრობლემაა ამპარტავნება, რაც ავტომატურად იწვევს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ცოდვას
ამპარტავნებამ იცის უსიყვარულობა, უიმედობა, სიმდიდრის სიყვარული, უსამართლობა, ანგარება და რა ვიცი კიდევ რამდენი ნაგვის ჩამოთვლა შეიძლება, და ყველაზე უბედურება ის არის, რომ ამპარტავნება არ გვაძლევს ადამიანებს საშუალებას ჩვენი ცოდვები და ჩვენი ნამდვილი არაფრის მაქნისი და არაფრის შემძლებელი "მე" დავინახოთ, პირიქით ყოვლისშემძლეები გვგონია თავები და ყველაფერს ჩვენ თვითონ გვინდა გავაკეთოთ, ხოდა იმიტომაც არის რომ არაფერი გამოგვდის; რომ არ გამოგვდის კიდევ სხვას ვაბრალებთ, რადგან ამპარტავნება რისი ამპარტავნებაა თუ საკუთარი თავის უძლურება დაგვანახა, ხოდა ვართ ასე ...
ხოლო სიმდაბლესთან ბოროტი ვერ ჩერდება და შესაბამისად სადაც სიმდაბლეა იქ სხვა ცოდვა ფეხს ვერ იკიდებს
სიმდაბლიდან მოდის ყველანაირი კარგი, ხოლო სიმდაბლის გარეშე არც სიყვარულია, არც მოწყალება, არც სიკეთე და საერთოდ არანაირი "ძველი" და "ახალი" სათნოება.
Ligia
რომელი ცოდვა გვებრძვის? - ამპარტავნება. მე ამას უფრო ხშირად წავწყდომივარ ყველგან.. თვით ჩემშიც კი მაპატიეთ, ხშირად მეუბნებიან, ქედმაღალი ხარო.... მართლაც
"ახალი" ცოდვებიდან საზოგადოებრივი უსამართლობა, თუმცა ეს არახალია, ძველია, მაგრამ დანამდვილებით ვიცი რომ საზოგადოება აყალიბებს გაბოროტებულ ადამიანებს (ან ასრულებს მათ ჩამოყალიბებას)... რა ვქნათ, ზოგი სუსტია და საზოგადოებისგან ფრთხილი რეაქციაა საჭირო, თორემ უფსკრულამდე ბევრი კი არ უკლია
და მესამე, რომელი სათნოება გვჭირდება... ერთმნიშვნელოვნად სიყვარული... იგი ყველფერს მოიცავს, თავმდაბლობასაც, ქველმოქმედებასაც, სიკეთესაც და ა.შ.
ღმერთი თავად სიყვარულია
მრისხანება
საზოგადოებრივი უსამართლობა
მარხვა
მე ჩემი თავით ვმსჯელობ
ჩემს გარშემო ვინ რა შვება ეგ სხვაა
Ligia
სიმდაბლეშია სიყვარული
KAIROS
ჰო, ნანა, მე მძიმე შედეგში ეს ვიგულისხმე, რომ 15 კაციდან 14 თვლის, რომ ჩვენი მთავარი ( ანუ საზოგადოების და არა კონკრეტულად ჩვენი) პრობლემა ამპარტავნებაა.
ამპარტავნება [ 16 ] [76.19%]
ამ ცოდვიდადან გამომდინარეობს სხვა ცოდვები... ძალიან მწარე რეალობაა, თუმცა ის მაინც კარგია რომ ვაღიერებთ ამ ცოდვას და თუ ვაღიარებთ ე,ი. ვებრძვით კიდეც...
ამპარტავნება
"იაპონიაში, ერთ–ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი მოხუცი სამურაი. მას უამრავი მოსწავლე ჰყავდა და დროის უმეტეს ნაწილს მათ წვრთნაში ატარებდა.
ერთხელ, ვარჯიშის დროს, მასთან მივიდა ახალგაზრდა მეომარი, რომელიც განსაკუთრებული უხეშობით და სისასტიკით იყო ცნობილი იმ მხარეში.
მისი საყვარელი მეთოდი იყო მოწინააღმდეგის ნერვებზე თამაში. ამით მწყობრიდან გამოყავდა ადამიანი. ეს უკანასკნელიც განნრისხებული იწვევდა მას ორთაბრძოლაში, მაგრამ ბრაზისგან დაბრმავებული, შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და მარცხდებოდა.
ახალგაზრდა მეომარმა დიაწყო მოხუცის დაცინვა და ლანძღვა–გინება. იფურთხებოდა მისი მიმართულებით, უძლურს, მშიშარას და ლაჩარს ეძახდა, მაგრამ მოხუცი არაფერს იმჩნევდა და მშვიდად აგრძელებდა მოსწავლეებთან ვარჯიშს. ბოლოს და ბოლოს ახლაგაზრდამ, მიხვდა რა, რომ არაფერი გამოუვიდა, გაღიზიანებულმა დატოვა იქაურობა.
მოსწავლეებმა, გაკვირვებულებმა იმით, რომ მოხუცმა ამდენი შეურაცხყოფა აიტანა, ჰკითხეს მას:
– რატომ არ გამოიწვიეთ ეს თავხედი ორთაბრძოლაში? ნუთუ დამარცხების შეგეშინდათ?
მოხუცი სამურაი წამით ჩაფიქრდა და შემდეგ კითხვითვე უპასუხა:
– თუ თქვენ მოგიტანენ საჩუქარს, მაგრამ არ მიიღებთ მას, მაშინ ვის დარჩება ეს საჩუქარი?
– რა თქმა უნდა იმას ვინც მოგვიტანა, თუ სხვას არ მისცა. – უპასუხეს მოსწავლეებმა.
– იგივე ხდება ლანძღვა–გინების, შურის, ბოღმის და სიძულვილის შემთხვევაშიც. მანამ, სანამ თქვენ არ მიიღებთ მათ, ეს ყველაფერი რჩება იმასთან, ვინც ისინი მოიტანა".
marine
"ცოდვა, მისტიკური თვალსაზრისით, სატანასთან სულის შეთვისებას წარმოადგენს. ეს სატანასთან მსგავსების სურვილია, თუნდაც ამას ვერ ხვდებოდეს ადამიანი"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
„როდესაც მანკიერების კიდეს მივუახლოვდებით და შემდეგ ცოდვიანობის კიდემდე მივალთ, მაშინ კვლავ ნათელში ვიწყებთ ცხოვრებას, რადგან სიკეთის ბუნება, ბოროტებას და მანკიერებას უსასრულოდ და მრავალგზის აღემატება“
"როცა ვხედავ ჩემს რომელიმე ცოდვას, მიხარია, რადგან ჩემი ერთ-ერთი წყლული დავინახე და შემიძლია განვკურნო"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ნებისმიერი თანამდები ცოდვა იმონებს ადამიანს, ჩვენ რომ გვგონია, სიგარეტს ვეწევით, ის ჩვენ გვეწევა, ან რომ გვგონია, ღვინოს ვსვამთ, ამ დროს ჩვენ გვსვამს. ასეა ნებისმიერი ცოდვის დროს".
/ბერ-მონაზონი თეოდოსი (ჩიტაიშვილი)/
"ფრიად ცოდვილი (სახელი)"
"მე - ფარას მოწყვეტილი, გზააბნეული და შენი მოწყალე მფარველობის მოძულე ცხვარი ბინძური ქეცით გავქეციანდი".
/წმ. ნეტარი ავგუსტინე/
"ცოდვები თავსგადაგვდიოდა"
„მარცხვენელი ცოდვების ტვირთი ქვე ეზიდება და არ ძალუძს მას მარტოდმარტოს, რომ შეურცხვენლად წინ წავიდეს“
"ბევრი რამ ბილწი ჩვეულება ჰქონდა"
"ეშმაკისმიერი საცთურნი"
"ამგვარად არსებობს ბოროტება, რაც მართლა ბოროტებაა, ეს არის: სიძვა, მრუშობა, ანგარება და სხვა ურიცხვი მანკიერება და ბიწიერება, რაც უკიდურესი გაკიცხვისა და სასჯელის ღირსია.
ამავე დროს, არსებობს ბოროტება და უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ არ არსებობს ბოროტება, მაგრამ ბოროტებად იწოდება: შიმშილი, ჭირი, სიკვდილი, ავადმყოფობა და ა.შ.
ყველაფერი ეს არ შეიძლება ჭეშმარიტ ბოროტებად მივიჩნიოთ, ამიტომ ვამბობ, არ არის, არამედ იწოდება ბოროტებად. რატომ? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ნამდვილი ბოროტება რომ იყოს, ის ჩვენთვის სიკეთის მიზეზად ვერ გადაიქცეოდა, ვერ დაამარცხებდა სიამაყეს, ვერ აღგვიდა უდარდელობას, უზრუნველობას, დაუდევრობას, არ გააჩენდა ჩვენში გულმოდგინებას და უფრო მეტ ყურადღებას ვერ აღძრავდა საკუთარი თავის მიმართ".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ცოდვისმიერი ფიქრი"
"სხეულს აუცილებელზე მეტად ემსახურებოდა"
„გულისთქმების უბრალოება“
"ენის მიდრეკილება საცთურებისადმი"
"ცოდვის შემოდინება"
"უმთავრესი ის კი არაა, ღვთისმეტყველებაში ვიყოთ განათლებულნი, არამედ ღვთისმეტყველებაში იმის გამო უნდა ვიყოთ განათლებულნი, რომ განვეშოროთ ცოდვას და უფალს სათნო ვეყოთ. ღვთისმეტყველების ცოდნა კი არ არის უფლის სათნომყოფელობა, არამედ ცოდვასთან განშორება".
"ის თავს წმინდად იმარხავდა ყოველგვარი ცოდვიანი არაწმინდებისაგან და ცდილობდა, არ შეებილწა წმინდა ნათლისღებით მიღებული სულიერი სამოსი".
"ცოდვამ გაყო, დაანაწევრა კაცობრიობა. ის ჯაჭვის რგოლებივით დაიშალა. ცოდვამ დააჭკნო ადამიანის სულის სილამაზე"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"მამათა განმარტებით, შეცოდებად არ ითვლება ის აზრი, როცა უკეთურისაგან გამოტყორცნილი უგვანი ფიქრები ზოგჯერ ისრებისებრ გაგვიელვებენ. აზრისმიერი შეცოდება მაშინ იწყება, როცა ბოროტისაგან შთაგონებული აზრი გონებაში შეყოვნდება და ადამიანი იწყებს მის დაგემოვნებას, შეტკბობას, რის შემდეგაც საქმედაც აქცევს მას".
/მღვდელ-მონაზონი დავით კირკიტაძე/
"სულის გულისთქმები არის თირკმელებში"
/წმ. აბბა დოროთე/
"ქრისტიანი ადამიანი არამცთუ არ უნდა მწუხარებდეს, არამედ მხიარული, სულიერი სიხარულით აღსავსე და მოღიმარი უნდა იყოს, რადგანაც მისთვის აღესრულა მაცხოვრის მიერ გაღებული მსხვერპლი გამოხსნისა. მაგრამ უნდა წუხდეს საკუთარ ცოდვებზე, არასრულყოფილებაზე, იმაზე, რაც ხელს უშლის უფლისაკენ სვლაში. ამავე დროს, მწუხარება ამქვეყნიურზე და უზომო წუხილი მიწიერ ფასეულობებზე ღვთის წინაშე ცოდვად გვეთვლება"
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"ყოველი ადამიანი ცოდვილია, მაგრამ ისინი შეიძლება დაიყონ მონანულებად, არამონანულებად და გასატანებულებად".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"არა თუ ცოდვა წარწყმედს ადამიანს, არამედ შეუნანებლობა ცოდვისა, თორემ ვიცით, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც ცოდვას არ ჩადიოდეს, მაგრამ ცოდვათა გამო უნანებლობა და სხვათა განკითხვა ყველაზე მეტად აშორებს კაცს უფალს".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"გულისზრახვები ანუ შემარცხვენელი აზრები"
"ადამიანის ცხოვრებაში ცოდვის გარდა ურიგო არაფერია"
„ბილწმესიტყვე“
"ბილწმეტყველება"
"ცოდვებისმიერი"
"დიდებისმოძულეობა"
"ქრისტე და ცოდვა ურთიერთსაწინააღმდეგონი არიან"
"მამა ეფრემი [კატუნაკელი] ამბობდა, რომ მძიმე ცოდვებს სიმყრალესავით გრძნობდა. ცოდვა ყარსო"
"სულიერებისადმი უგრძნობლობა"
"ყოველწამიერად ვცოდავთ და ვაგროვებთ ამ ცოდვებს"
"ვისაც საკუთარი ცოდვები მცირედ მიაჩნია, იგი უწინდელზე მძიმე ცოდვებში ჩავარდება".
/წმ. ისააკ ასური/
"ზრახვის გაჩენა კი არ არის ცოდვა, არამედ - გონების მეგობრული საუბარი მასთან".
/წმ. მარკოზ მოსაგრე/
"მშვენიერი უქმეა ცოდვისაგან უქმობა.
ცოდვილისთვის დღესასწაული არ არსებობს.
ნათელი დღეები ნათელია მხოლოს სუფთა და უბიწო სულისთვის.
ვინც წმინდა გულით ზეიმობს, ის ანგელოზებთან ერთად ზეიმობს".
/მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი/
"მხოლოდ ერთი სურვილი, ერთი საწუხარი ჰქონდათ: - მცირედი ცოდვითაც კი არ განერისხებინათ უფალი".
"როგორც ხედავთ, სათნოებების დაფარვა შეუძლებელია, კაცი როგორც უნდა ცდილობდეს. მზეს საცერით ვერ დამალავ, რადგან მისი სხივები ნახვრეტებში მაინც გამოაღწევს".
"უფალმა დაიცვა, რომ დაუმსახურებლად გამოარჩია და ყოველი გულისთქმა საქმედ არ აქცევინა".
"რაც უფრო მძიმდება სული ცოდვებით, მით უძნელდება ადამიანს სასოწარკვეთასთან ბრძოლა".
/დეკ. ანდრია კემულარია/
"როგორ ვისწავლოთ სულისათვის სასარგებლო გლოვა? - ვისაც თვალწინ ახლობელი მიცვალებული ჰყავს, მას განა დასჭირდება ტირილი სწავლა? შენ წინ ცოდვებით მომკვდარი შენი სული ასვენია, იგი შენთვის მთელ ქვეყანაზე ძვირფასია, ნუთუ არ იტირებ მისთვის?"
/სქემიღუმენი საბა/
"ცოდვა - ეს ბოროტებაა, ყველაზე მეტად ეს სახელწოდება მიეკუთვნება მას".
/წმ. ბასილი დიდი/
"თუკი ადამიანი მოისურვებს, შეიმოსოს ზიზღი ცოდვისა, ის ნელ-ნელა მიუახლოვდება ქრისტეს".
"არცა მართალი იპოების, თუმცა არა აქვნდა ცოდვა, და კვალად არცა ცოდვილი, თუცა არა ექმნა სიმართლე".
"ოთხი სათნოებაა, რომელიც წმენდს სულს: მდუმარება, მცნებათა დაცვა (მორჩილება), თვითგვემა და კეთილგონიერება".
/აბბა ისაია/
"როდესაც ანტონი დიდმა თავის მოწაფეებს ჰკითხა, - რომელია ყველაზე დიდი სათნოებაო, - ზოგმა მარხვა დაასახელა (რადგან მარხვის დარღვევით დაეცა ადამიანი), ზოგმა - ლოცვა, ზოგმა კი - თავმდაბლობა. ბოლოს ანტონი დიდმა ბრძანა, ყველაზე დიდი სათნოება კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარიაო. ვფიქრობ, ადამი მხოლოდ ამპარტავნებამ და მარხვის დარღვევამ კი არ დასცა, არამედ, უპირველესად, იმან, რომ მან ვერ შეძლო კეთილი და ბოროტი ერთმანეთისგან გაერჩია".
"როცა ერთი ადამიანი სცოდავს, ის პირადად აგებს ღმერთთან პასუხს, ხოლო როცა ცოდვის აყვანა ხდება საკანონმდებლო დონეზე, მაშინ მთელ ერს ატყდება უბედურება".
/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/
"ცოდვილობა, როგორც ადამიანის ბუნების არაბუნებრივი მდგომარეობა, სამართლიანი ღმერთის რისხვას იწვევს, თუმცა როგორც აღინიშნა, ამ შემთხვევაში გამოუთქმელი კაცთმოყვარეობაა ჩადებული".
"დამძიმებული იყო სული ჩემი - ცოდვები მგლეჯდნენ, ვითარცა მხეცნი".
"ცოდვებისაგან დაჭრილი ადამიანები"
"როდის მოგვეტევება ცოდვები ან რანაირად მოგვეტევება ისინი? მრავალი განმარტებები აქვთ წმიდა მამებს. მაგრამ საოცარია წმინდა ანტონი დიდის, ბერ-მონაზვნობის მამის ახსნა-განმარტება, თუ როდის შეგიძლია დამშვიდდე, რომ მიგეტევა შენი წარსული მძიმე ცოდვები. - მაშინ, როდესაც შენ ღმრთის მცნებების აღსრულებას, ანუ უფლისადმი ერთგულებას თავგანწირვით ცდილობ".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"თუ ადამიანი ერთხელ წავა რაიმე ცოდვაზე, მისი დამარცხება ეშმაკს სხვა დროს გაცილებით გაუადვილდება, თუ ეს ადამიანი ქრისტეს ზურგს შეაქცევს".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"მხოლოდ მე ვარ გასრესილი ცოდვებისაგან".
"ყოველი ცოდვა ლპობისა და ახალი ჭრილობის დასაწყისია".
"ცოდვა კი უხამსი, შეძენილი ბუნებაა, დაუტეოთ იგი და შევიყვაროთ ქრისტე იესო".
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"ცოდვა ავადმყოფობაა. იმედია უკვე ვიცით, რომ ცოდვა არ არის მხოლოდ დანაშაული. იგი, უპირველს ყოვლისა, ავადმყოფობაა".
/დეკ. თეოდრე გიგნაძე/
ორი მდგომარეობა, ორი "კატასტაზისი" - ცოდვა და სათნოება (სიკეთე)
"ვინც ამბობს, უცოდველი ვარო, რა მცირე ცოდვაც უნდა ჰქონდეს, ვერ ცხონდება".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ძლიერება არის სათნოება. სიმამაცე არის სათნოება. ლაჩრობა ცოდვაა. მაგრამ იმისათვის, რომ იყო ძლიერი... რასთან, ვისთან ძლიერი? შენზე სუსტთან ძლიერი? პატივმოყვარული ვაჟკაცობით? არა! ძლიერება სათნოებაში, ძლიერება სიკეთეში, ძლიერება ქრისტეს ერთგულებაში და ძლიერება, სიმამაცე ფიზიკურად ძლიერთან, ამ ცხოვრებაში ძლიერთან, უსამართლობასთან, რომლის გვერდით არის საშინელი ძლიერება. აი, მასთან სიმამაცე და მასთან ვაჟკაცობა, უპირველს ყოვლისა. ასეთი მტერი არის ძალიან ძლიერი, რომელიც პრაქტიკულად დაუმარცხებელია, რომელიც საშინელ იარაღებს ფლობს. ეს არის ის ეშმაკი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს სდევს და საკუთარი დაცემული ბუნება, რომელიც არ ჩამოუვარდება ხოლმე ეშმაკს თავისი მზაკვრობით და ძლიერებით. ადამიანი თუ საკუთარ თავს არ მოერია, მისი ნებისმიერი გამოვლინება ვითომდა სიმამაცისა და ვაჟკაცობისა, უბრალოდ სასაცილოა და აბსურდის თეატრად იქცევა".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"სიამაყე წინ უსწრებს დაცემას".
"ერთში რომ შესცოდავ, ყველა ცოდვის წინაშე ვალდებული ხდები. რა, ვალი მოიხადე - ცხრა შეასრულე და რახან ცხრა შესრულებული გაქვს, ვალი მოხდილი გგონია? მცნებების აღსრულება რაიმე იურიდიული აქტი კი არ არის. მცნებების აღსრულება სიყვარულის გამოვლინებაა".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ვინც უქმად ცხოვრობს, ის მუდმივად სცოდავს".
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"შესისხლხორცებული ცოდვიანი ჩვევები"
"ბევრმა სათანადოდ არ იცის, რომ ხშირად ჩვენი შფოთვის, ნერვიულობის, მოუსვენრობის, ადვილად წყობიდან გამოსვლის მიზეზი მოუნანიებელი ცოდვებია".
"უფალს ვერ დავადანაშაულებთ ჩვენს ცოდვებში, ცოდვას ადამიანი შეგნებულად სჩადის".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"სული ცოდვამ გახლიჩა, იმდენად მძიმე ჯაჭვით ვართ ცოდვასთან მიბმული".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"ვერავინ იქნება ჭუჭყისგან თავისუფალი, თუნდაც ერთი დღე გრძელდებოდეს მისი ცხოვრება".
/მართალი იობი/
"ვეცადოთ, არ დავამწუხროთ ჩვენი ქრისტე რაიმე ცოდვით, მისმა წმინდა სულმა ჩვენს სულში რომ განისვენოს".
/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/
"მოუნანიებელი ცოდვა რწმენას კლავს".
"ცოდვის სიმძიმეც პირობითია,მცირე ცოდვა რომელსაც არ ინანიებ, იმაზე დიდია.ვიდრე დიდი ცოდვა რომელიც მოინანიე."
/ანტონ გაგუა/
"დამძიმებული იყო სული ჩემი - ცოდვები მგლეჯდნენ, ვითარცა მხეცნი".
"დღევანდელი ადამიანი თავშეუკავებელია, თავაწყვეტილი ცხოველივით გარბის ცოდვისკენ".
/ბერი ფილოთეოსი/
"განვიძარცვოთ ცოდვები და შევიმოსოთ სათნოებები".
"იუმორს წმინდა მამები ერთ-ერთ სათნოებად მიიჩნევენ".
"[მამა პაისი] ამბობდა: "კეთილმოკრძალება უმნიშვნელოვანესი სათნოებაა, ვინაიდან ღვთის მადლს მოიზიდავსო". მისი აზრით, კეთილმოკრძალება არის ღვთის შიში, სულიერი სიფაქიზე. კეთილმოკრძალებული კაცი მკვეთრად გრძნობს ღვთის სიახლოვეს და ყურადღებით და თავმდაბლად იქცევა. მას სურდა, კეთილმოკრძალება გულწრფელი, შინაგანი ყოფილიყო. მისი მხოლოდ გარეგნული ფორმები კი სძაგდა".
"რწმენა, იმედი, სასოება ის უდიდესი და უძლეველი ძალაა, რომელიც ავსებს ჩვენში არსებული ზეციური კიბის ყველა ჩამტვრეულ საფეხურს, რასაც ცოდვით, უძლურებითა და საკუთარ თავზე მინდობით მოვიწევთ ხოლმე".
"როცა ჩემმა სულმა ცოდვები მოიძაგა, მაშინ სულიწმინდამ მოუკლებელი ლოცვა და სიყვარული მასწავლა".
"15. "რას მივაგებ უფალს" 35. (ფსალმ. 115,3), მთელი ამ საგანძურიდან, რასაც იმარხავს ჩემი მეხსიერება და რის წინაშეც არ შედრკება ჩემი სული? მე შეგიყვარებ, უფალო, მადლს შემოგწირავ და ვაღიარებ შენს სახელს, რადგანაც იმდენი ბოროტება შემინდე და იმდენი უკეთურება მომიტევე! შენს წყალობას და გულმოწყალებას ვუმადლ იმას, რომ ყინულივით დაადნე ჩემი ცოდვები. შენივე წყალობაა ისიც, რომ ხელი ამაღებინე ავკაცობაზე, არადა, ვინ მოსთვლის, რამდენი სიავის ჩადენა შემეძლო ცოდვის უანგარო მოყვარულს!"
/ნეტარი ავგუსტინე/
"დახრულნი შინაგანი თვითმკვლელი ცოდვით"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"ვინც ცოდვის საწყისებში შეინანებს, ის აღარ მივა ამ ცოდვის ბოლომდე;
და ვინ მცირე ცოდვების გამო არ მწუხარებს, ის მათ მიერ დიდ ცოდვებამდე მივა".
/წმ. გრიგოლ პალამა/
"დამასენიანებელი ცოდვები"
"ეს ჩვენი ცოდვები არ აძლევენ ღმერთს საშუალებას, გაბრწყინდეს ჩვენში".
/წმ. ანტონი დიდი/
"ხშირად ეკლესიური ადამიანები ჩავდივართ იმავე ცოდვებს, რასაც არაეკლესიური ადამიანები, მაგრამ განსხვავება ეკლესიურსა და არაეკლესიურ ადამიანს შორის ისაა, რომ ჩვენ შენდობას ვთხოვთ ღმერთს ცოდვებისათვის. ჩვენ ვართ დედაეკლესიის შვილები, შეიძლება უღირსნიც, მაგრამ როდესაც მოვა განსაცდელი, როდესაც გვიტევს ცოდვები, ჩვენ ვიცით, სად უნდა შევაფაროთ თავი, - ეს დედა ეკლესიაა. იგი გვმფარველობს, როგორც დედა, ის გვაძლევს მადლს, როდესაც ჩვენ ვაღიარებთ ჩვენ ცოდვებს და ვთხოვთ მას დახმარებას ნაკლულევანებათა დაძლევაში. უფალი გვაძლევს მადლს, რომელიც არის "უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანათა აღმავსებელი".
/მამა გიორგი ხანთაძე/
"ცოდვა იწყება თვალიდან, მერე ადის გონებაში, მერე ჩადის გულში და შემდეგ ედება მთელ სხეულს".
/ილია მეორე/
"წმინდა ისააკ ასური ბრძანებს: "რასაც ვიტყოდით ზღვაში ჩაყრილ ქვიშის მარცვლებზე, იგივე ითქმის... ყოველი არსის ღვთის წყალობასთან შედარებულ ცოდვის შესახებ. და როგორც წყალმრავალ სათავეს ვერ შეაკავებს რაიმე მტვერი, ისე ღვთაებრივ მოწყალებას ვერ დააშრობს ქმნილი ცოდვები".
"მამა გრიგოლ დიაჩენკო ბრძანებს: ყველა ცოდვა შეიძლება სინანულით აღხოცოთ, მაგრამ საცდურით ჩადენილის განქარვება უმეტესწილად შეუძლებელია. მაგალითად, შენ შეინანე რაღაც ცოდვა, პირადად შენ ღვთისგან შენდობა მიიღე. მაგრამ იმ ადამიანების ცოდვებს, რომელთაც საცდურად ექეცი, როგორ შეწყვეტ? ეს ნაკლებად არის ჩვენს ხელთ და უმეტესწილად შეუძლებელია. ამასობაში კი ცოდვა იზრდება და იზრდება. მისგან, ვინც შენ აცდუნე, ცოდვა სხვებზე გადავა. ამაში კი დამნაშავე ხარ შენ. შენში ამოძირკვულია ეს ცოდვა, მაგრამ შენგან ცდუნებულებში ცოცხლობს, როგორც შენს მიერ ჩაგდებული თესლი, როგორც შენი შვილი - როგორ უარყოფ მას ღვთის წინაშე? კარგი იქნებოდა, ვიცოდეთ, ვინ ჩავაგდეთ ცოდვაში, რომ წავიდეთ და სინანულში მოვაქციოთ. მაგრამ განა ყველას ვიცნობთ, ვინც საცდურში ჩაგვიგდია? ამიტომაც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი: "სხვათა ცოდვებში მაცდუნებელნი ორმაგად დაისჯებიანო"
"ცოდვა ადამიანის ყველა ნაწილამდე აღწევს"
"ცოდვა ადამიანს თავის მოქალაქედ აქცევს".
"მახსოვს, ერთხელ ჩემმა მოძღვარმა მითხრა: ნუ გეშინია ცოდვის, მაგრამ დაიმახსოვრე - ცოდვას მკურნალობა სჭირდება; ამისთვის კი ჩაის კოვზი უნდა შეიძინო, რადგან თუ ადამიანში ცოდვა ვაგონებით გროვდება, ჩაის კოვზებით უნდა დაილიოსო. ძლიერ დავმწუხრდი და მამაოს ვკითხე, ამდენ ცოდვას კოვზებით რა გამოლევს-მეთქი? შენ კოვზი შეიძინე და უფალი ვაგონის დასაცლელად ექსკავატორს გამოგიგზავნისო… საკმარისია, უფალმა დაინახოს ჩვენი ლტოლვა, ჩვენი სურვილი მის მიმართ და ის აუცილებლად დაგვეხმარება. თუ ადამიანი მონათლულია, მასში ყოველთვის ანთია ლამპარი, მაგრამ ამ ლამპარს მუდმივად უნდა ამატოს ზეთი, თორემ ის შეიძლება ჩაქრეს. ზეთია ღვთის მცნებათა აღსრულება, ზიარება, აღსარება და, რა თქმა უნდა, კეთილი საქმეები."
/არქიმანდრიტი ანტონ გულიაშვილი/
რა არის ცოდვა? ეს მძიმე, სახიფათო და მტანჯველი სულიერი სნეულებაა, რომელიც ხორციელ სნეულებაზე უარესია. სხეულის მძიმე ავადმყოფობა მაინც დროებითია და კაცის სიკვდილთან ერთად ქრება. სნეულება სულისა, ანუ მოუნანიებელი ცოდვა, ჩვენთან ერთად მარადისობაში გადადის. ცოდვა ტალახია, ჭუჭყია, სისაძაგლეა... განსაჯე, განა სნეულ სულს ცათა სასუფეველში შესვლა შეუძლია? არა მარტო მე და შენ, ყველა იმას იტყვის, რომ სანამ სული არ განიწმინდება, სანამ არ გამოჯანმრთელდება, საუკუნო სიხარულით ტკბობა არ ძალუძს. უფალს კი ვეცოდებით ჩვენ, ცოდვილები, სულიერად გატანჯულები. მას ყველა ქრისტიანის ცხონება სწადია, ამიტომაც მოგვიწოდებს სინანულისკენ, რომელიც, როგორც უნივერსალური წამალი, სულის ყველანაირ სნეულებას, ყველანაირ ცოდვას კურნავს.
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"რომელიმე ტბას მცირე მაშინ ეწოდება, როდესაც მას დიდ ზღვას ვადარებთ, თუმცა სინამდვილეში იგი პატარა სულაც არაა, რადგან ბევრ წყალს შეიცავს. ასევე მცირე ცოდვა მხოლოდ მომაკვდინებელთან შედარებით გვეჩვენება მცირედ, თავისთავად აღებული, იგი დიდი ბოროტებაა".
/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"სხვა სათნოებებთან ერთად მემშვიდობის სათნოებაც შეიძინა".
"ბერძნულად სიტყვა "ცოდვა" - "მიზანს აცილებას" ნიშნავს. როდესაც ძველი ბერძნები ისარს ისროდნენ და მიზანს ვერ ახვედრებდნენ, ამბობდნენ "იმარტონ" - შევცოდე, ანუ მიზანს ავაცილე. და როდესაც ადამიანის გულში ქრისტე არ არის, ის არასწორ არჩევანს აკეთებს".
ამბავი მკვლელი დედაკაცის ხილვებისა
ერთმა ჩვენმა პოჟარეველმა ახლობელმა გვიამბო ამბავი ერთი ქალისა, რომელმაც მძინარე ქმარს კეფაში ლურსმანი ჩაურჭო და ზედ თმა გადააფარა. ყველას ეგონა, კაცი ბუნებრივი სიკვდილით მოკვდაო. მოკლულის სული ქალს რვა წელი ტანჯავდა. თან, როგორც კი რაიმეს შეჭმას გადაწყვეტდა, მასში ბღუჯა თმას პოულობდა.
ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება. კაცმა კაცი მოკლა. მკვლელს ვერ მიაგნეს. მაგრამ ყოველწლიურად, მკვლელობის დღეს, მკვლელი თავის თეფშზე სისხლს ნახულობდა.
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ყოველივე ეს სხვა არა არის რა, თუ არა ცოდვის ყლორტები, ესოდენ სწრაფად რომ იზრდებიან მბრძანებლობის, მზერის თუ გრძნობელობის გაუკუღმართებულ სურვილთა პოხიერ ნიადაგზე".
/ნეტარი ავგუსტინე/
"გაუცნობიერებლად ჩადენილი ცოდვა"
"დახუნძლა ცოდვებით"
"ცოდვა მრავალშვილიანი დედაა. მოკალი დედა და მასთან ერთად მისი შვილებიც, მიზეზნი ცოდვისა, განადგურდებიან."
"ცოდვა იმდენად სახლდება ადამიანში, რამდენადაც ამის ნება ეძლევა. "დიდ" ცოდვასთან გამკლავება უფრო იოლია, ვიდრე "ხასიათად" ქცეულ "წვრილმან" ცოდვებთან, რადგან მათ უნებლიეთ ვჩადით, უფლის წინაშე კი პატარა ყლორტი უსჯულოებისა ისეთივე წყლულია, როგორიც დიდი ხე დანაშაულისა."
"ერთხელ მართალ ანტონ მურომელთან ორი ქალი მივიდა. ერთი თავის მძიმე ცოდვას დასტიროდა, მეორე კი თვითკმაყოფილებით ამტკიცებდა, არც ერთი დიდი ცოდვა არ ჩამიდენიაო. წმინდანმა პირველს უბრძანა, წასულიყო და დიდი ქვა მოეტანა, მეორეს კი - რაც შეიძლება მეტი კენჭი მოეგროვებინა. უკან დაბრუნებულებს დაავალა, წასულიყვნენ და ქვები ზუსტად იმ ადგილას დაეწყოთ, საიდანაც წამოიღეს. დიდი ქვით მოსულმა ქალმა მის სამყოფელს ადვილად მიაგნო, მეორემ კი წვრილ-წვრილი კენჭების ადგილი ამაოდ ეძება. სულიერი ჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებულმა მამა ანტონმა განუმარტა, რომ კენჭები მისი მრავალრიცხოვანი ცოდვები იყო, რომლებიც ჩვევად ჰქცეოდნენ, ამიტომ ქალი მათ არაფრად აგდებდა და არც კი ინანიებდა, არადა სწორედ ისინი უმძიმებდნენ სულს."
"როდესაც ცოდვას ესწრაფოდი, იყავი მკვდარი სულისთვის, ხოლო ნეტარია ის, ვინც მოკვდა ბოროტებისთვის. ამიტომ გააცოცხლე სიკეთე, რომელიც მოაკვდინე, რათა გაცოცხლდე უფლის მიერ. ამიერიდან მხოლოდ სიტყვით ნუ შეერთვი სინანულს, არამედ საქმით დაამოწმე იგი."
/წმ. ეფრემ ასური/
"სულიერი განწმენდა უდიდეს ტკივილს უკავშირდება, რადგან ცოდვა ისე შესისხლხორცებია ჩვენს სულსა და გულს, დაცემულ ბუნებას, რომ მისი მოკვეთა და მოშორება სხეულის ასოების მოკვეთაზე მტკივნეულია."
"რაც უფრო სულიერია ადამიანი, მით მეტად ეშინია ცოდვისა, ისევე, როგორც უფსკრულის პირას გამოფხიზლებულ მთვარეულს მის წინაშე საშინელი შისი იპყრობს. მართლაც, ცოდვილები მორალური მთვარეულები არიან. ვაი მთავრეულს, რომელიც მეტისმეტად გვიან გამოფხიზლდება".
/წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)/
"ცოდვის სიძულვილი, მასთან ბრძოლა და მტრობა სიყვარული და მეგობრობაა სიწმინდისა. სისუფთავის მოყვარული ისეთ ადამიანს კი არ ჰქვია, ვინც არ ისვრება, რამეთუ ეს შეუძლებელია; არამედ ისეთს, რომელსაც წყალი უყვარს. სიწმინდის მოყვარეობაც არ ნიშნავს უცოდველობას, არამედ ღვთის ერთგულებასა და მარად სულიწმინდის მადლით განბანას."
"ცოდვილი ცოდვით იკვებება"
"სიყრმეში წმინდა ნიფონტი კვიპრელი თავმდაბალი, მორჩილი და ღვთისმოშიში იყო. მოიზარდა და ცუდ წრეში მოხვდა, ბილწი ცოდვებით შეილანძღა სული. ქურდობდა, ჩხუბობდა და მრავალი ახალგაზრდისთვის იქცა მაცდუნებლად. ერთგული მეგობარი ჰყავდა, ბასილი, რომელიც ცდილობდა მის მოქცევას, მაგრამ ამაოდ. ისე გაუსასტიკდა ნიფონტს გული, ლოცვაც აღარ შეეძლო. ერთხელ მისმა მეგობარმა ნიკოდიმოსმა დიდხანს უყურა. ასე რატომ მიცქერ, თითქოს უცხო ვიყოო, - ჰკითხა ნიფონტმა. "დამერწმუნე, ძმაო, - უთხრა ნიკოდიმოსმა, - არასოდეს ასეთი არ მინახიხარ, ახლა ეთიოპივით (ანუ შავი) გაქვს სახეო". ამ სიტყვებმა შეაძრწუნა ყმაწვილი: "ვაი მე, უბედურს, თუ ამ ცხოვრებაში შავი ვარ სულით და სხეულით, რა მეშველება ღვთის სამსჯავროზეო". მაშინვე ანება თავი ცოდვიან ცხოვრებას. მიუხედავად ეშმაკის ათასნაირი ბრძოლისა, უკან აღარ დაუხევია. შემდგომში ღმერთმა ის კვიპროსის ეპისკოპოსად გამოარჩია."
"რაც უნდა ღვთისმოსავი იყოს ადამიანი, უცოდველი ვერ იქნება, თუმცა ეს არ უნდა გახდეს თვითდამშვიდების წყარო - ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ საკუთარ ცოდვებს! სწორედ ეს არის წამოდგომა".
"ადამიანის ბუნებაა დაცემა და კვლავ აღდგომა, - ბრძანებს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ცოდვით დაცემის, ცოდვის ჩადენის შემდეგ წამოდგომის, ცოდვისგან გამოსვლისა და განწმენდის უნარიც შესწევს. გამოვიყენებთ თუ არა ამ უნარს, ეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. ეს რომ შევძლოთ, ჩვენი გული და გონება განუწყვეტლივ ღმერთთან უნდა იყოს".
"ღმერთმა ადამიანს ყველაფერი მისცა იმისათვის, რომ დაცემული აღდგეს და უკვე აღადგინა კიდეც. რა მეშველება, მამაო? - კითხულობს ბევრი. უკვე ნაშველი გაქვს, თანაუშველე საკუთარ თავს, შეხედე შენთვის ზეციდან გამოწვდილ ხელს და შენც გაუწოდე საპასუხოდ. ეს გარკვეულ სიმხნევეს, სულიერ ძალას გულისხმოს. თუმცა უნარი ამისა ყველა ადამიანს აქვს. ამით გვეძლევა საშუალება ცოდვის ლაბირინთიდან გამოსვლისა და ამ ლაბირინთის ბოლოში სინათლის ჭვრეტისა და მისკენ მისწრაფებისა. უფლის ხელს რომ შეეხები, ძალა გეძლევა, რომელიც იმისათვის გვჭირდება, რომ მომავალი წინააღმდეგობები და გამოცდები გადავლახოთ, სულიერი შობა და შვება ვპოვოთ."
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"ცოდვას ძალა აქვს მანამ, სანამ ადამიანი საიდუმლოდ ინახავს მას".
"შენ კი, მაცხოვარო ჩვენო, შეგვეწიე ჩვენ, რათა ღირსეულად ვიდოდეთ ჩვენს ცხოვრებაში ისე, როგორც ეს ქრისტიანის სახელს შეეფერება და ყოველივეს ღმერთის სადიდებლად აღვასრულებდეთ. შენი ენით გამოუთქმელი მოწყალებით სიკვდილის ძილისაგან აღადგინე, განაღვიძე ნაინელი ქვრივი დედაკაცის ძე და ჩვენც ნუ მოგვცემ საშუალებას, დავიძინოთ ჩვენს მომაკვდინებელ ცოდვებში, არამედ განგვაღვიძე და აღგვადგინე ჩვენც წმინდა და ცხოველმყოფელი ცხოვრებისა და ქმედებისთვის, და სული ჩვენი განგვიახლე გვამსა ჩვენსა, რათა ჩვენც განახლებული სულით უკვე კაცობრივ გულისთქმათა შორის კი არ ვცხოვრობდეთ, არამედ ღმერთის ნებით, სადიდებლად სახელისა მისისა და საქებელად ჩვენდა შენს სამსჯავროზე".
"ცოდვებით დამძიმებული მივადექი ეკლესიის კარს და დღემდე წყალობას ვითხოვ ღვთისგან".
"ცოდვა არის ეგოიზმის გამოვლინება, სიამოვნების, კმაყოფილების ძიება".
/დეკ. გიორგი დარჯანია/
"მონანული ადამიანისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ყოველი ცოდვა მთელი კაცობრიობის მკვლელობაა. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ პასუხს არ ვაგებთ იმაზე, რაც ამქვეყნად ხდება. შეუძლებელია ადამიანმა არ იგრძნოს პასუხისმგებლობა და დანაშაული იმის გამო, რომ მის თვალწინ უბედურება მოხდა. ბუნებრივი კატაკლიზმებისა და კატასტროფების დროს ჩვენ ინტუიციით ვგრძნობთ, რომ ამაზე თითქოს რაღაცნაირად პასუხს ვაგებთ.
როდესაც საავამდყოფოში ახლობელი კვდება, ყოველთვის გვაქვს დანაშაულის გრძნობა მისი ტანჯვის გამო, რაც ძნელად ასახსნელია: შენ თითქოს არაფერი დაგიშავებია. რომანში "ძმები კარამაზოვები" დოსტოევსკი ამბობს, რომ ყველა ყველას წინაშეა დამნაშავე. ერთმანეთის წინაშე დანაშაულის გრძნობა იმის გაცნობიერებაა, რომ ცოდვა სიკვდილია, რომ ცოდვა თავის თავში სიკვდილს შეიცავს".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
"ცოდვები უნდა გვახსოვდეს და მათ გამო უნდა ვწუხდეთ. ცოდვების დავიწყება ერთგვარი სულიერი მარცხია და თუ ის აღმოვაჩინეთ ჩვენს თავში, ღმერთს უნდა შევთხოვოთ საკუთარი ცოდვის ხედვისა და ხსოვნის უნარის მონიჭება".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
"ცოდვა ზოგჯერ გოლიათად წარმოგვიდგება, მაგრამ ჩვენ მას დავითივით უნდა ვძლიოთ".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
"ადამიანი საკუთარ თავზე მუშაობას იწყებს, ღვთისკენ მიისწრაფვის და უცებ ხვდება, რომ ცოდვებშია ჩაფლული და ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა იმყოფება, სრულიად უცხოა ცათა სასუფევლისთვის, რომ მისი ხვედრი გეენია და ტანჯვაა, რომ სიტყვები: "განვედით ჩემგან, წყეულნო" არა ვიღაც უცნობ ადამიანებს, არამედ პირადად მას ეხება".
/დეკ. ალექსი უმინსკი/
"ცოდვას საშინელი, დამღუპველი ძალა აქვს არა მხოლოდ იმისთვის, ვინც მას სჩადის, არამედ მათთვისაც, ვინც ამ ადამიანს სისხლით ენათესავება. იგავში ორი მევალის შესახებ, სადაც ოჯახის ერთ-ერთი წევრის ვალის გამო მთელი ოჯახი მონად განისყიდება (მათე, 18, 25), უფალი სულიერი ცხოვრების მეტად მნიშვნელოვან კანონს გვიცხადებს: ერთი ადამიანის ცოდვა ყველა მის ახლობელს კრავს და ღვთისკენ გზაზე დაბრკოლებად ექცევა. ერთი ადამიანის ცოდვების გამო, უეჭველია, რომ ყოველთვის სხვებიც იტანჯებიან".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
"შეცოდება ადამიანურია, მასში დარჩენა კი - ეშმაკისეული".
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"ცოდვა იმით გვიზიდავს, რომ ის "თავისუფლებას წააგავს", "რაღაც მადლის მსგავსია". მოჩვენებითი თავისუფლება, ყალბი სიხარული, ცრუ სივრცე. ადამიანი თავს იტყუებს და ესაა სწორედ ცოდვა".
/მთვარეპისკოპოსი იოანე (შახოვსკი)/
"ნუ მოვიქცევით ამპარტავანი ფარისეველის მსგავსად, რომელიც ტაძარში იდგა, თავის თავს ამართლებდა და მეზვერეს შეურაცხყოფდა (ლუკა 18,11), არამედ ვეცადოთ დავიღალოთ საკუთარი ცოდვების გამოძიებით, რომლებიც ფიქრით, ენით თუ საქმით ჩავიდინეთ და როცა მათ აუცილებლად ვიპოვით, მაშინ მეზვერის სიტყვები გავიმეოროთ: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას" (ლუკა 18,13).
/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/
"არაფერია ცოდვაზე საძაგელი"
"რადგან ცოდვა დაფარულია, სინდისის ყვედრებაც დამნაშავის გარდა, არავის ესმის. მაგრამ, სამსჯავროს დღეს სინდისი აშკარა ბრალმდებლად მოგვევლინება, რამეთუ თავად ცოდვა გაცხადდება".
/თეოლოგიის მაგისტრი ირაკლი ლორთქიფანიძე/
"ადამიანმა უნდა გააანალიზოს საკუთარი საქციელი, სიტყვები, გულისთქმა. წმინდა მამებს ასეთი მაგალითი მოჰყავთ: მღვრიე წყალში არაფერი ჩანს, მაგრამ თუ დავაყენებთ, დაიწმინდება და მასში პატარა კენჭები და ქვიშაც კი გამოჩნდება. ბნელ სარდაფში არაფერი ჩანს, ხოლო თუ მასში მზის შუქი შეაღწევს, არა მარტო საგნები, სხივის ნათელში მტვრის ნაწილაკებიც კი გამოჩნდება. რაც მეტად იწმინდება ადამიანის სული, მით უფრო ცხადად ხედავს იგი თავის ცოდვებს, მით უფრო ღრმად აცნობიერებს თავის დაცემას".
/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/
"ბავშვისათვის უფრო იოლია საკუთარ თავში ბევრი ცოდვის დამარცხება. ამიტომაც, კარგია, როცა ბავშვს, ეკლესიაში, ჩვილობიდანვე ატარებენ მშობლები. მაგრამ როდესაც ორმოცდაათი წლის ადამიანი პირველად მოდის ეკლესიაში და ყოველი ცოდვა მასში - ყლორტი კი არა, ზრდასრული ხეა - აბა შეეცადე და ამოგლიჯე იგი გულიდან."
/დეკ. დიმიტრი სმირნოვი/
"დიდი სქემით შემოსილი სილუანი ამბობს: - ადამიანის ყოველი ცოდვა, უმცირესიც კი, თავისებურად მოქმედებს გარემოზე."
"ცოდვით დაბზარულები"
"ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვა მხოლოდ მას კი არ აყენებს ზიანს, არამედ მთელ სამყაროს"
"ჩვენ მიერ ჩადენილი თითოეული ცოდვა სამყაროს ცოდვებს ემატება, კიდევ უფრო ამძიმებს სამყაროს და უფრო და უფრო ხრწნადს ხდის მას."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ჩადენილ ცოდვას ყოველთვის მოჰყვება სასჯელი"
"ერთადერთი, რამაც შეიძლება სოფელი დაღუპოს, ხალხის ცოდვიანობაა".
"თუმცა ღმერთი მიუტევებს მონანულს, მაგრამ ყოველი ცოდვა მოითხოვს განსაწმენდელ სასჯელს".
"არ არსებობს ცოდვა, რომლის წარხოცვაც სიყვარულის ძალას არ შეეძლოს".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ყველა ცოდვას თავისი განმაქარვებელი მადლი შეესაბამება".
"მოდით, გამოვსწორდეთ, გამოვსწორდეთ, რათა საღმრთო შეწევნის მოთხოვნის უფლება გვქონდეს".
/ღირსი პაისი ათონელი/
"თუ ადამიანი ცდილობს, მხოლოდ ღვთის შიშით არ ჩავარდეს ცოდვაში, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაშია, ხოლო თუკი ქრისტეს სიყვარულით, სამების სიყვარულის ძალითა და სახელით გეზიზღება ცოდვა, განიცდი, რომ ღვთის წმინდა სახელი შეურაცხყავი, მაშინ მოსულა შენზე სასუფეველი ღვთისა. ცოდვა სხვა არაფერია, თუ არა სიყვარულის გარეშე ჩადენილი მოქმედება."
"ნუღარ შევცოდავთ, რათა საკუთარმა ცოდვებმა არ გაგვთოკოს".
"მოჩვენებითი ცოდვილი"
"ზოგჯერ ისეთ შეცოდებას ჩავიდენთ, თითქოს სანთელიც კი არასოდეს აგვენთოს"
"მიტევება ყველაზე მიმზიდველი და მშვენიერი სათნოებაა".
"ერთი ცოდვის ჩადენას აუცილებლად მოჰყვება მეორეც, რაც უზარმაზარ რგოლს ქმნის და ადამიანს ანგრევს".
/მამა გიორგი რაზმაძე/
"არასოდეს გეშინოდეს სასჯელის, გეშინოდეს სასჯელის წარმომშობი ცოდვისა"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ღმერთი კი არ შორდება ადამიანს, არამედ ღმერთისაგან ადამიანს ცოდვა განაშორებს".
/არქიეპისკოპოსი სერგი (სტაროგოროდელი)/
„ადამიანმა უფალი რომ განადიდოს, ცოდვას უნდა განეშოროს. შეიძლება ცოდვებს სჩადიოდეს, მაგრამ სინანულით განიწმინდოს“.
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"თავისი არსით ცოდვა უფლის დაუმორჩილებლობაა, ადამიანის ნებით უფლის ნების უარყოფა და ღვთის წინააღმდეგ ადამიანის ამბოხებაა. რაც უფრო მეტად ძლიერდება ცოდვა, მით უფრო ნათელი ხდება, თუ როგორ ინგრევა ადამიანში მშვიდობა და ადამიანს და ღმერთს შორის დაწესებული ერთსულოვნება".
"ცოდვისმქმნელობა"
„- როგორ გავლენას ახდენს ღალატი სულზე? რას განიცდის ადამიანი ცოდვისმქმნელობის, უფლის ღალატის სანაცვლოდ?
- ადამიანთა ორი კატეგორია არსებობს: ეკლესიურები და არაეკლესიურები. ორივე კატეგორიის ადამიანები სჩადიან სხვადასხვა სახის ცოდვებს. განსხვავება კი მათ შორის ისაა, რომ ეკლესიის წიაღში მყოფთ აწუხებთ ეს, არაეკლესიურებს კი - არა. როდესაც კაცს არ აწუხებს თავისი მდგომარეობა, ის, რომ ღალატობს უფალს, ცოდვების ქმნასაც აგრძელებს.
უფალი არაერთგზის მიანიშნებს სხვადასხვა ნიშნით, ყველანაირ ხერხს სთავაზობს, რომ განერიდოს ცოდვილ მდგომარეობას, მაგრამ თუ ადამიანი არ უსმენს შემოქმედს, იქვე დგას ბოროტი და ითხოვს: უფალო, ეს კაცი შენ განგიდგა და ჩემია, მიმიშვი მასზეო. ასეთ შემთხვევაში ადამიანის ცხოვრებაში იწყება უმძიმესი პერიოდი - უფალი ხელს იღებს მის მზრუნველობაზე და მას თავს ატყდება ათასგვარი განსაცდელი - ტრაგედიები, დაკარგვა ქონებისა, მდგომარეობისა, რომელსაც სასოებს... ეწყება ჯოჯოხეთური უიმედობის განცდა.
რატომ ადარებენ ჯოჯოხეთს ცეცხლსა და გეჰენიას? რით იწვის ადამიანი ჯოჯოხეთში? მას უიმედობა წვავს. ესეც უფლის დაშვებით ხდება, რათა ცოდვებზე დაფიქრდეს და ღვთისკენ მიბრუნდეს.
არის მეორე კატეგორია ადამიანებისა, რომელიც სცოდავს, მაგრამ ტკივილს განიცდის იმის გამო, რომ ცოდვა ჩაიდინა, უღალატა აღთქმას, რომელიც აღსარებისას დადო, რომ უარყოფდა ცოდვებს და უფალს შეუერთდებოდა; უხარია, რომ დაინახა, შეიმეცნა თავისი ცოდვები და უფალს სთხოვს შემწეობას. უფალიც მაშინვე ანიშნებს, - განსაცდელის გადალახვით, მადლით, შეწევნით, - რომ მისი, ცოდვილის, მცირე ლოცვა შეისმინა და წყალობის თვალით მოხედა.
ცოდვები რომ დავინახეთ და ვაღიარეთ, ჯილდოდ პატიება მივიღეთ, თუმცა უფალი უფრო მეტსაც გვაძლევს - მსგავსად უძღები შვილისა, რომელიც მამასთან დაბრუნდა, პატიება სთხოვა და ვერც კი წარმოედგინა, რომ აღუდგებოდა ყოველივე. ჯერ უძღები შვილის დარ სინანულს უნდა განიცდიდე, შემდეგ - მის მსგავს სიხარულს ღმერთთან დაბრუნებისას და მის წყალობასაც იქვე დაინახავ.“
/დეკ. პეტრე გიორგაძე/
"ყველა ცოდვა ადამიანისა და ეშმაკის ერთობლივი მოქმედებაა ღვთის წინააღმდეგ".
/დეკ. პეტრე გიორგაძე/
"უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ცოდვა მოგვეტევა, არის სწორედ ის, რომ ამ ცოდვას აღარ ჩავდივართ და მტკიცედ გვაქვს გადაწვყეტილი, რომ აღარასოდეს ჩავიდენთ".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ცოდვა ბოროტებას და უწესრიგობას სთესავს"
"წმინდა მამები ამბობენ, რომ ყველა სახის ცოდვა უშუალოდ ღვთის ღალატია. როდესაც ვცოდავთ (ამა თუ იმ სახით), ამ დროს ხელმეორედ ვაკრავთ მაცხოვარს ჯვარზე."
"ჩემი ცხოვრების მანძილზე ცოდვის მწვირეში, შურსა და სიძულვილში ვარ ამოვლებული".
"ღვთისთვის არაფერს ვაკეთებთ, ვაკეთებთ ჩვენი თავისთვის. ყველას ფუთებით ზურგზე ჰკიდია ცოდვები და დანაშაულებები".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ცოდვაში შევიდნენ და ცოდვა თავში შეუშვეს"
"ყოველ ქალაქში არის ღამე ხმაურიანი, ღამე ლხინისა და დროსტარებისა, ღამე აზარტული თამაშებისა; ღამე, რომელსაც დაკარგულ უბიწოებას სამუდამოდ ჩააბარებენ ჭაბუკები და ქალიშვილები; ღამე, როცა, სიყვარულდავიწყებულნი, მხოლოდ სურვილის დასაკმაყოფილებლად შეურაცხყოფენ ერთმანეთს მეუღლენი. სინდის-პატიოსნებასაც დაკარგავს ბევრი და დილით თვალის გახელისა შერცხვება."
"ვისაც გულში ეშმაკი ჰყავს, ყველანაირი ბოროტებით არის შეპყრობილი და ყველა ცოდვას სჩადის".
/წმ. კოზმა აითოლელი/
"საეკლესიო სწავლება მოგვიწოდებს, ცოდვას ვუთხრათ "არა" და ჩავწვდეთ ამ უარყოფის ართქმის სიმძიმეს, თუ ცოდვას შევიფარებთ ჩვენში".
/დეკ. გიორგი ცაბაძე/
"ოდნავაც რომ მოეშვას ადამიანი, ცოდვა ელვისებურად იწყებს გამრავლებას"
/დეკ. ლავრენტი ბუზიაშვილი/
"ზოგი ფიქრობს, რომ ჩადენილ ცოდვებზე, მხოლოდ ამ ცოდვების უშუალო ჩამდენნი აგებენ პასუხს. ეს მცდარი შეხედულებაა. ჩადენილი ცოდვები მთელ ერს აწევს მხრებზე და პატიებაც მთელმა ერმა უნდა სთხოვოს უფალს".
/ილია II/
"ყოველ ჩვენს ცოდვას სამარის, სიკვდილისა და ჯოჯოხეთის წყვდიადის სუნი აქვს"
/მღვდელი ოლეგ სტენიაევი/
"ადამიანს, შეძრულს თავისი ცოდვებით, უფალი მომავალ დაპურებასა და სიხარულს აღუთქვამს".
"სულიერი ხრწნა ცოდვებია. ცნობილია გამოთქმა - ცოდვა ყარს. სიწმინდე კი პირიქით - კეთილსურნელებას აფრქვევს".
"ვინც ცოდვას ებრძვის, უფალი არა მხოლოდ შეუნდობს მას, არამედ სულიწმინდის მადლსაც უბოძებს, რომელიც ახარებს სულს და ღრმა და ტკბილ მშვიდობას ანიჭებს მას".
/წმ. სილუან ათონელი/
"ღმერთი ყველაფერს არ გვპატიობს. ცოდვას გვაპატიებს, თუ მოვინანიებთ, მაგრამ დანაშაულს არ გვაპატიებს!"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ჭეშმარიტი მორწუნე არასოდეს შეხედავს ზიზღით იმ ადამიანს, ვინც, მისი აზრით, სწორ გზაზე არ დგას. მორწმუნე გამოირჩევა მოთმინებით ცოდვილის მიმართ. "გიყვარდეს ცოდვილი და გძულდეს ცოდვა" - აი, ნამდვილი ქრისტიანული პრინციპი".
"მოუნანიებელი ცოდვები, რომლებიც სულზეა მიკრული"
"როდესაც ადამიანი ამბობს, ახლა ვცოდე და მერე მოვინანიებო, - ეს ბინძური კადნიერებაა უფლის წინაშე".
/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/
"როდესაც ადამიანი გაკერპებულია თავის ცოდვებში, აკლდება ღვთაებრივ ნიჭებს".
/მამა ვახტანგ დავითაშვილი/
"გადამეტებულის კეთება ცოდვაა"
/მამა ბასილ ფილფანი/
"ერთი კაციც არ არსებობს ამქვეყნად, ცოდვათა გამო თავის გამართლება რომ არ სურდეს"
"ცოდვა, გადაცდომა"
"ჩემს საქციელში მძიმე ცოდვას ჭვრეტდა"
" - მიშტერება, იგივე დაჟინებული მზერა ადამიანის ინტიმურ ადგილებზე ცოდვის რომელ კატეგორიას მიეკუთვნება?
- მიშტერება, დაჟინებული მზერა ადამიანის ინტიმურ ადგილებზე, სურვილი და ფიქრი მასთან ურთიერთობისა, ეს ყველაფერი მრუშობის ცოდვას განეკუთვნება.
რადგან თავად უფალი ბრძანებს: "გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში".
ამიტომაც ადამიანი უნდა ეცადოს, რომ აღმოფხვრას ეს მანკიერება საკუთარი სულიდან."
/მამა თეიმურაზ ქორიძე/
"უფალს ისე არ განარისხებს ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვები, როგორც ის, რომ არ გვსურს შევიცვალოთ".
"კაცი რომ ცოდვას ემონება, და ეჩვევა, ეს კიდევ ცოტაა, ხშირად იგი მის მეორე ბუნებად იქცევა და მას გაუწყვეტელი ბორკილებით შეკრავს".
/წმ. გაბრიელ ქიქოძე/
"მახსენდება ერთი შემთხვევა, რომელიც წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებაშია აღწერილი. ერთ ქურდს გამოეკიდა სოფელი, რათა სამაგალითოდ დაესაჯა. გზაზე მან ერთი წვეროსანი მოხუცი შენიშნა, რომელმაც ურჩია, იქვე დაგდებულ ცხენის ლეშში დამალულიყო და ამ გზით გადარჩენოდა ხალხის რისხვას.
ქურდმა რამდენიმე წუთი ცხენის გამოფატრულ მუცელში გაატარა. იქიდან გამოსულს წვეროსანი მოხუცი მიუახლოვდა და ჰკითხა, რა განცდა დაეუფლა ცხენის ლეშში ყოფნისას. ქურდმა უთხრა, რომ იმ სიმყრალის ყნოსვისას არაადამიანურ ტანჯვა-წამებას განიცდიდა.
ამ მოხუცმა თავისი ვინაობა გაუმჟღავნა ქურდს და უთხრა, რომ წმინდა ნიკოლოზი იყო, რომლის წინაშეც ის ხშირად ლოცულობდა, მაგრამ ეს ლოცვა მისთვის ისეთივე მყრალი იყო, როგორიც გახრწნილი გვამის სურნელი.
ასე რომ, ცოდვა რაღაც სახით ყოველთვის ისჯება და ეს არის უფლის მოწყალებისა და სამართლიანობის გამოვლენა. მას არ სურს ჩვენი წარწყმედა, არამედ სინანულის გზით მოქცევა და "მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მისვლა".
"ცოდვების გამოსწორება მხოლოდ ერთი გზით, ღმერთთან შეხვედრით შეიძლება"
/მღვდელი გრიგოლ გრიგორიევი/
"იტირე, როცა შეგიპყრობს სიამაყე, შური და სიძუნწე"
"როცა საკუთარ თავში ცოდვებს დაინახავ, იქ იწყება სულიერი ცხოვრება"
/მამა გიორგი (თევდორაშვილი)/
"ადამიანები ხშირად ვერ აცნობიერებენ მცირე ცოდვებსაც. ზოგჯერ არც კი ვაქცევთ ყურადღებას, თუ ვინმეს ცუდი თვალით შევხედეთ, ლოცვა დაგვეზარა, ცუდი აზრი მოგვივიდა... მცირე, ყოველდღიური ცოდვები, თუ ყურადღება არ მივაქციეთ და არ ვებრძოლეთ, ერთმანეთს ავსებენ და იქმნება დამანგრეველი ბირთვი."
/მამა საბა ბიკაშვილი/
"ცოდვაში რომ ვარდები უნდა დაფიქრდე რატომ ჩავარდი, რა მოგიტანა ამან? შეიძლება იმ ცოდვამ ცამდე აგიყვანოს ან მიწაზე ჩამოგაგდოს. ყველა ადამიანმა თავის ქმედებაში უნდა იპოვოს ყველაფრის მიზეზი და პასუხი. უნდა გვახსოვდეს ვინ ვართ შინაგანად და გარეგნულად".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"თუ ცოდვას ვინანიებთ, მაშინ უფალი მოგვიტევებს მას"
"დიდება უფალს - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ცოდვილები ვართ"
/ეპისკოპოსი ათანასე ევტიჩი/
"ადამიანი საკუთარ თავს ცოდვას ვერ შეუნდობს, იგი ამას ღმერთს მიანდობს. ის, ვინც ცოდვებს საკუთარ თავს თვითონ შეუნდობს, ღვთისგან შენდობას ვერ მიიღებს. მას, ვინც საკუთარი თავის მკაცრი მსაჯული არ იქნება, მსაჯული ღმერთის სახით მოევლინება".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ადამიანი ცოდვილია, მაგრამ მაინც: ღმერთი მეტია, ვიდრე ცოდვა"
"არ არსებობს მცირე ცოდვა!"
/არქიმანდრიტი არსენი (პაპაჩოკი)/
"ხომ გაგიგონიათ, ჭაობმა მეტი ბაყაყი იცისო. როგორც კი ადამიანი მიეცემა განცხრომას, მაშინვე მატულობს მასში ცოდვა".
/მამა ზაქარია მარგალიტაძე/
"ცოდვით [ადამიანი] არა მარტო თავად იტანჯება, არამედ ყველა სხვაც მის ირგვლივ, - ბუნებაც კი; ხოლო როცა მონანიებას იწყებს და მარხულობს, ეს მის ირგვლივ ყველაფერზე აისახება".
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"არ არსებობს ისეთ ცოდვა ან სათნოება, რომ მისი ამოსავალი არ იყოს გონების წარმოსახვითი ნაწილი."
"თუ ადამინის სულს უფალი არ მოხედავს, იგი ისევ ცოდვის წყვდიადში დარჩება."
/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/
"თუკი ვინმეს დიდი ღვაწლი აქვს გაწეული და სათნოებები მოხვეჭილი: იმარხულა, ილოცა, სხეული მოაკვდინა, მოწყალება გასცა, უფლის ტაძარის ასაგებად და გასამშვენებლად სახსრები გაიღო, ან სხვა ღვთივსათნო საქმეები გააკეთა, ხოლო შემდგომ მომაკვდინებელ ცოდვაში ჩავარდა და დაუყოვნებელი აღსარებით არ აღდგა, მისი ყველა საქმე განქარდება და ღვთის მიერ დავიწყებას მიეცემა - მთელი მისი სიმართლე დავიწყებულ იქნება ერთი ცოდვის გამო.
როგორც ცეცხლის ერთ ნაპერწკალს შეუძლია ხანძრად გადაიქცეს, ვეება სახლი და ამ სახლში წლობით ნაგროვი მთელი სიმდიდრე დანაცროს; როგორც გემის ფსკერზე უყურადღებოდ დატოვებულ ნახვრეტს შეუძლია გემი წყლით აავსოს და სიმდიდრით დატვირთული წყალში ჩაძიროს, ასევე შეუძლია უყურადღებოდ დატოვებულ ერთ ცოდვას წლობით ძალისხმევით მოხვეჭილი სულიერი სიმდიდრის დაღუპვა.
მაგრამ თუ ადამიანი ინანიებს, ყოველივე კვლავ იკრიბება. როცა ცოდვილი ინანიებს, ღვთის წინაშე კვლავ ცხადეებიან და ცოცხლდებიან მისი უწინდელი დამსახურებები".
/წმ. დიმიტრი როსტოველი/
"ყველას თავისი ცოდვა მოსთხოვს პასუხს".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ფუჭი სიტყვა და საქმე ისე დაშორებულია ერთმანეთს, როგორც ცა და მიწა. მეც მიყვარდა შეპირება - შევპირდებოდი ვინმეს რამეს და იმავ წუთს მავიწყდებოდა. ეკლესიური ვარ და მოძღვარსაც დიდი ყურადღებით ვუსმენდი, მაგრამ ეს ყოველთვის მავიწყდებოდა - უმნიშვნელო მეგონა. ერთხელაც სახარებას ვკითხულობდი და სწორედ იქ ამოვიკითხე, რომ ტყუილი შეპირება ცოდვაა."
"მოუნანიებელი ცოდვილების მამა ეშმაკია და არა ღმერთი"
/წმ. დიმიტრი როსტოველი/
"სადაც არ არის ცოდვა, იქ არც ტირილია საჭირო".
"ცოდვის ჩამდენი ანაწყენებს ღმერთს"
/წმ. დიმიტრი როსტოველი/
"თუ ადამიანმა არ განიცადა საკუთარი ცოდვები, მისი გადარჩენა შეუძლებელია".
/არქიმანდრიტი მარკოზი (გურგენიძე)/
"ვინც ქრისტიანულად აზროვნებს, აღარ მოუნდება ცოდვასთან დარჩენა"
"პატარა ცოდვებიც აღრიცხულია და ამახინჯებს შენს მცირედ სიკეთეს".
/წმ. იოსებ ათონელი/
"ადამიანი არა მხოლოდ ხორციელია, არამედ სულიერიც არის და ცოდვასაც არის მიყიდული".
"თუ დიდია ცოდვა, შესაბამისად, დიდი იქნება სასჯელიც".
"ცოდვები რომ მოგვეტეოს, მადლი უნდა შემოვიდეს, მადლი კი შემოდის ლმობიერ, ურისხველ, თავმდაბალ, მლოცველ გულში. ამისთვის არის დადგენილი მარხვა, ლოცვა, და ყველა ის წესი, რომლებსაც ეკლესია აღასრულებს".
/მეუფე შიო (მუჯირი)/
"როცა ადამიანი ღრმად განიცდის თავის ცოდვილობას, ეს მაღალი სულიერების ნიშანია"
/მეუფე დოსითეოს ბოგვერაძე/
"დამშვიდდი, შვილო, მთავარია უფალმა გაპატიოს და თუ შეგინდო, ხომ იცი, მონანიებულ ცოდვას არასოდეს გაგიხსენებს".
"ღმერთი არ გადაარჩენს ცოდვილს იძულებით, თუ ცოდვილი მთელი გულით თავად არ ისურვებს გადარჩენას".
"- საკუთარი ცოდვების დანახვა როგორ შეიძლება?
- საკუთარ ცოდვას ყველა ხედავს. მთავარი დანახვა კი არ არის, არამედ "განცდა თვისთა ცოდვათა", საკუთარი თავის განკითხვა. აღსარება ყველაზე დიდი გამბედაობაა, რადგან ამ დროს საკუთარ სულს აშიშვლებ ღვთის წინაშე. მოძღვარს რომ ანდობ შენს გულისწუხილს, მიტევებას სთხოვ ღმერთს განვლილ დღეებში ჩადენილი ცოდვების გამო, ეს თავისთავად დიდი მადლია, მაგრამ მომავალში რას გავაკეთებთ, არ ვიცით. ამიტომ მთელი გულისყური სიკეთის კეთებისკენ უნდა მივმართოთ.
ზოგი ფიქრობს, ცოდვებს დავაგროვებ და მერე მოვინანიებო. ქრისტიანი ასე არ უნდა ფიქრობდეს. მოძღვართან ხშირი ურთიერთობისას ცოდვა ნაკლები დაგროვდება და ადამიანი საკუთარ ნაკლოვანებათა გამოსწორებასაც ადვილად შეძლებს. მას, ვინც ქრისტიანულად აზროვნებს, აღარ მოუნდება ცოდვასთან დარჩენა."
/მამა იოანე გვაჯაია/
"ჩვენში დამარცხებული ეშმაკი მთელი სამყაროსთვისაც დამარცხებულია. როცა რაიმე ცოდვა ჩვენში აღმოიფხვრება, როცა მისგან ჩვენში აღარაფერი რჩება, როცა ჩვენი მთლიანობა შეიკვრება მთელი სისავსით, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოროტება მოკვდა მთელი სამყაროსათვის".
/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/
"მოიშორე ცოდვა და თვალთაგან ცრემლის დენაც აღარ დაგჭირდება, რადგან თუ ჭრილობა არ არის, არც სალბუნია საჭირო."
"არცოდნა დღეს ყველაზე უფრო დიდი ცოდვაა".
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"ჩვენი ცოდვები არ აძლევენ ღმერთს საშუალებას, გაბრწყინდეს ჩვენში"
/წმ. ანტონი დიდი/
"ვისაც თავისი ცოდვა არ აწუხებს, მას არც ქრისტე ახსოვს"
"ერთადერთი ჭეშმარიტი მწუხარება არის - მწუხარება ცოდვების გამო."
"ყოველი ცოდვა ღრმა ნაჭდევია ლამაზ სურათზე, მახინჯი ნაოჭია ანგელოზის სახეზე. ვუფრთხოდეთ ცოდვას, ეს ნიშნავს, თავს ვიცავდეთ დანგრევისაგან, განადგურებისაგან, სულის სიკვდილისაგან"
"ყველაზე მძიმე ცოდვა ისაა, საყვარელნო, რასაც ადამიანი ცოდვად არ მიიჩნევს."
/დეკ. არჩილ მინდიაშვილი/
"ჩვენი ნებისმიერი ცოდვა, განსაკუთრებით - შეგნებულად ჩადენილი, ღვთის ღალატია"
"პატარა და დიდი ცოდვა არ არსებობს. ყველა მომაკვდინებელია, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ იგი ჩასახვისთანავე ავლაგმოთ. ცოდვა, რომელიც თავიდან ზრახვით მოდის, ჭიანჭველასთან არის შედარებული, მაგრამ თუკი გაძლიერდება და სულს მოიცავს, მრისხანე ლომად გადაიქცევა. ფსალმუნში წერია: "ნეტარ იყვნენ, რომელთა შეიპყრეს ჩვილნი და შეახეთქნეს იგინი კლდესა". ამიტომ ცოდვას საწყის ეტაპზევე უნდა ვებრძოლოთ."
/დეკ. გიორგი რაზმაძე/
"როდესაც ადამიანი სცოდავს, ის უფალს შეურაცხყოფს"
/დეკ. ლუკა სუპატაშვილი/
"ნუ იყურებით სარკეში: რამდენი კილოგრამი დაიკელით. სულში ჩაიხედეთ, იქნებ დაინახოთ: რამდენ ცოდვას განეშორეთ ან, პირიქით, რამდენი ცოდვა შეგემატათ, რამდენად აღარ ჩავდივართ იმ ცოდვებს, რომელიც გვახასიათებს? გაბოროტებული რომ იყავი, იგივე მდგომარეობაში აღარ უნდა იყო. თუ ისევ ვერ აჩერებ ენას, ილანძღები, განკითხვაში ხარ, ესე იგი, შენი მარხვა, ეკლესიაში სიარული, ლოცვა უნაყოფოა. სულში უნდა მოგვაკლდეს ჭუჭყი და არა კილოგრამები".
/მამა გიორგი თევდორაშვილი/
"ჭეშმარიტ ქრისტიანს სძაგს ყოველგვარი ცოდვა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ - საქმით, აზრით, გრძნობით, მოგონებით, წარმოსახვით და ისინი რომ სძაგს, მთელი გულით უყვარს ღმერთი და სათნოება. დაე, ყოველთვის ასე იყოს შენთანაც, მონავ ღვთისა".
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"რადგან დღეს ძალიან ბევრს აცვია უწესოდ, ამას ცოდვად აღარ თვლიან"
"ქალი, რომელსაც აცვია შარვალი, ან ისეთი ვიწრო ტანსაცმელი, რომელიც იმეორებს სხეულის ფორმას, ტყუილად ინუგეშებს თავს, თითქოს შემოსილი დადიოდეს. იგივე ითქმის მამაკაცზეც".
"თუკი ადამიანები საკუთარ ცოდვებს შეიმეცნებენ და ცოდვათაგან განწმენდაზე იზრუნებენ,უფალი ნებისმიერ მიწიერ პრობლემას მოგვიგვარებს"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"არ არსებობს არც ერთი, თუნდაც მცირე ცოდვა, რომელიც ჩვენ სულზე დაღს არ დატოვებს".
"ცოდვების დანახვა მთელი თავისი სიღრმით ჭეშმარიტად ღვთის მადლია"
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"თუკი ვინმეს ცოდვებისგან განწმენდა სურს, უპირველეს ყოვლისა, იგი ნაყროვანების ცოდვას უნდა განეშოროს".
"მივმართავ ყოველ თქვენგანს, დაინახეთ ცოდვები თქვენი, სთხოვეთ უფალს შენდობა. შენდობას აძლევს უფალი მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც თავის ცოდვას განიცდის".
/ილია მეორე/
"სიკეთის კეთებით ადამიანი სიხარულს განიცდის, ცოდვის ჩადენით კი იტანჯება. რა უფრო მეტ სიკეთეს აკეთებს ადამიანი, მით უფრო მეტად უხარია, რაც უფრო მეტ ბოროტებას ჩადის, მით უფრო ძლიერ იტანჯება მისი სული"
/წმ. პაისი ათონელი/
"თუკი ცოდვილი ხარ (და, რათქმაუნდა, ცოდვილი ხარ კიდეც!), გიხაროდეს, რომ მოვიდა მწუხარების ცეცხლი და დაწვა შენი ცოდვები"
"ყოველი ადამიანი ცოდვებითაა დაწყლულებული. თუკი გადავწყვეტთ, ცოდვები დავუტევოთ, მაშინ მთელი ჩვენი ცხოვრება შეიცვლება"
"ადამიანი დიდ სიწმინდეს როდესაც აღწევს, კიდევ უფრო მეტად ხედავს საკუთარ დაცემას"
"ცოდვა როგორც მადლი, გადამდებია"
/ილია მეორე/
"თუ შეგაწუხებს შენი ცოდვები, გულს შეიმუსრავ, ანდა იტირებ, ანდა ამოიოხრებ, ამოოხვრა შენი არ იქნება დაფარული მისგან: "არ დაიმალება მისგან მცირე ცრემლიც კი", - ამბობდა წმინდა სიმეონი. ხოლო წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებდა: "თუ იჯავრებ შენს ცოდვებზე, მაშინ უფალი შენი ცხონების მიზეზად გამოიყენებს".
"ყოველგვარი დაცემა, რომელიც ენის, მზერის, ყნოსვის, ქმედებისა თუ მთლიანად სხეულის მეშვეობით, გინდ ქველმოქმედების მიზეზითაა გამოწვეული, განგების მიერ კაცთა დატევების შედეგია."
"თუ ადამიანი დაგმობს ცოდვილ ცხოვრებას და სინანულით შესთხოვს უფალს ცოდვების მიტევებას, შენდობას მიიღებს, რადგან არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის სიყვაარულსა და მოწყალებას აღემატება"
"ცოდვა არის დანაშაულთან შეკვრა, თუკი მას აღსარებაში არ ვიტყვით და არ გავთავისუფლდებით მისგან"
"მართლმადიდებელი ქრისტიანები არავის წინააღმდეგები არ არიან, გარდა ცოდვისა"
"ყველა ადამიანი დაცემულია"
"თითოეულმა ადამიანმა უნდა დაინახოს, რა არის მისთვის ყველაზე მძიმე ცოდვა, რომლითაც უფრო ადვილად დაიძლევა. სწორედ იქ უნდა იყოს ფხიზლად. ზოგი სასმელს ეტანება, ზოგი საჭმელს, ზოგზე ტელევიზორი მოქმედებს"
/მეუფე იოანე (გამრეკელი)/
"ცოდვას ზურგი უნდა შევაქციოთ და განვეშოროთ. აქედან იწყება ქრისტიანული ცხოვრება"
"კითხვა: როგორ ითმენს უფალი ამდენი ცოდვიანი ადამიანის არსებობას?
პასუხი: ღმერთის მოთმინება დამყარებულია ცოდვილთაგან მონანიების მოლოდინზე. პეტრე მოციქული ამბობს: „უფალი სულგრძელია თქვენდამი და, არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ, რომ ყველა მოვიდეს მოსანანიებლად“.
"კითხვა: ისჯება თუ არა ნაქურდალის მიმღები?
პასუხი: ნაქურდალის მიმღებიც ისევე ისჯება, როგორც ქურდი."
"კითხვა: განგვიმარტეთ, რა არის „ცდუნება“?
პასუხი: ცდუნება არის ის ყველაფერი, რაც ბადებს ცოდვაზე ფიქრს. შესაბამისად, გვიბიძგებს და გვაიძულებს ცოდვის ჩადენას. ამქვეყნად უამრავი საცდურია და მისგან თავის დაცვა ძნელია ჩვეულებრივი მოკვდავისთვის, თუმცა უფლის დახმარებით, ადამიანი შეძლებს თავი დააღწიოს ამ ცოდვებს."
"ერთადერთი გზა გადარჩენისა - ეს არის ხედვა და განცდა თვითსთა ცოდვათა; და არა მარტო ხედვა და განცდა, არამედ სურვილი გამოსწორებისა"
/ილია II/
"კითხვა: როგორ აფასებს ეკლესია მცირე ცოდვას, რომელსაც ხშირად ჩავდივართ?
პასუხი: ასეთი „მცირე“ ცოდვა ძალიან ახლოს არის სასიკვდინე ცოდვასთან. შევადაროთ დიდი ცოდვა დიდ ქვას, ხოლო პატარა – ქვიშის ნაწილაკს. თუ ქვიშა ბევრია, ის ქვასაც გადაწონის. მაგალითად, სიცრუე არ არის სასიკვდინე ცოდვა, მაგრამ ხშირად ამ ცოდვის გამეორების შემთხვევაში, ადამიანი უფლის მადლს განაქარვებს და სასჯელს მოიწევს."
„კითხვა: რადგან სხვა შემოსავალი არ გამაჩნია, მცირედ თანხას გავასესხებ პროცენტით. ცოდვას ხომ არ ჩავდივარ?
პასუხი: მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების მიხედვით თანხის გაპროცენტება, ანუ მევახშეობა ცოდვაა“
"კითხვა. რას ნიშნავს „სასიკვდინე ცოდვა“?
პასუხი: საეკლესიო სწავლებით „სასიკვდინეა ცოდვა“, რომელსაც ჩავდივართ ნათლობის შემდეგ, ზრდასრულ ასაკში ჩვენივე სურვილით, უფლის მცნებათა საპირისპიროდ და მოყვასის საწინააღმდეგოდ. „სასიკვდინედ“ კი იმიტომ ითვლება, რომ ზეციურ სასუფეველს გვაკარგვინებს და მარადიულ სიკვდილს გვარგუნებს"
"კითხვა: შეიძლება თუ არა, ადამიანმა თავის ნებით იტვირთოს სხვა ადამიანის (მაგალითად, შვილის) ცოდვები?
პასუხი: ყველა ადამიანი საკუთარ ცოდვაზე თავად აგებს პასუხს და არავის შეუძლია სხვისი ცოდვის თუნდაც ნებაყოფლობით ტვირთვა. მხოლოდ მაცხოვარს, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს შეეძლო, ნებაყოფლობით ეტვირთა სხვისი ცოდვები."
"კითხვა: როგორ ითმენს უფალი ამდენი ცოდვიანი ადამიანის არსებობას?
პასუხი: ღმერთის მოთმინება დამყარებულია ცოდვილთაგან მონანიების მოლოდინზე. პეტრე მოციქული ამბობს: „უფალი სულგრძელია თქვენდამი და, არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ, რომ ყველა მოვიდეს მოსანანიებლად“.
"შეიძლება ადამიანმა გაიმეორეს ძველი ცოდვები, მაგრამ ყოვლადმოწყალე უფალმა იცის ჩვენი ბუნება, იმდენად მოწყალეა, იმდენად განუსაზღვრელი მისი სიყვარული, რომ გამოსწორების ამ სურვილსაც კი იწყნარებს, როგორც უკვე აღსრულებულ საქმეს".
/ილია II/
"კითხვა: აქვს თუ არა აზრი იმ ცოდვის მონანიებას, თუკი წინასწარ ვიცით, რომ ცოდვის ჩადენის შემდეგ მოვინანიებთ და მიგვეტევება?
პასუხი: ჭეშმარიტად მონანიებულად მხოლოდ ის ცოდვა ითვლება, რომელსაც აღარ გაიმეორებთ. მონანიების არსი არის ცოდვის მიმართ საკუთარი დამოკიდებულებების შეცვლა, ბრძოლა მის წინააღმდეგ. ამიტომ, თუ წინასწარ განვიზრახავთ ცოდვის ჩადენას იმ იმედით, რომ შემდეგ მოვინანიებთ და მიგვეტევება, ეს გაუმართლებელი და თვალთმაქცური საქციელია, რაც ქრისტიანისთვის მიუღებელია."
"საკუთარი ცოდვებით შეკრული ადამიანი წმინდა ეკლესიის გარეშე ვერასდროს ვერსად მიიღებს განხსნას"
"ყველას პირადი ცოდვა აქვს"
"ჩვენი ბუნება მეტად ცოდვილია და თუ ღრმად ჩავუკვირდებით, ბევრ ბნელ და უკეთურ შრეს აღმოვაჩენთ. სწორედ ამიტომაც მოთქვამენ წმინდა მამები ადამიანის დაცემული ბუნების გამო. ისინი თავიანთ თავს დედამიწაზე ყველაზე დიდ ცოდვილებად მიიჩნევდნენ, რადგანაც სხვაზე უკეთ ხედავდნენ და უღრმავდებოდნენ ზოგადად ადამიანის ამ მეტად შავბნელ ლაქებს"
"მუდმივად ცოცხლობს ჩვენში ცოდვა, თუ მას ვაცოცხლებთ"
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"ყოველი ცოდვა და სისუსტე საპირისპირო ხასიათის ძალისხმევით დაიძლევა"
/დეკ. მიქაელ გალდავა/
"ზოგჯერ უნდა მივხდეთ, რომ ჩვენი ცოდვების გამო ვისჯებით"
/მეუფე ანანია ჯაფარიძე/
"როგორც დაჭრილი ცხოველის ჭრილობიდან დაღვრილი სისხლის წვეთები ტოვებს კვალს და იზიდავს ნადირს, ასევე ჩვენი ცოდვები, რომლითაც დაჭრილნი ვართ თითოეული, ტოვებს ნაკვალევს, რაც იხმობს მტერს ჩვენს გასანადგურებლად.
იარებით დაზიანებული ვერ მოიპოვებს სიმშვიდეს სულისას, მანამ საკუთარ წყლულებზე ფიქრსა და მკურნალობას არ დაიწყებს.
როდის იწყებს ადამიანი ყოველივე ამაზე ფიქრს, როდის გრძნობს, რომ ძალიან უჭირს და შველა სჭირდება? მაშინ, როდესაც მასში იღვიძებს რწმენა და სასოება უფლისა, როდესაც იგი იწყებს საკუთარ თავზე დაკვირვებას, სულის სიღრმისეული სამყაროს შესწავლასა და მასთან დაახლოებას."
"როცა შეწყალებას ითხოვთ, შეაჩერეთ ფიქრი საკუთარ ცოდვებზე და თითოეულისათვის ცალ-ცალკე ითხოვეთ შენდობა. ამგვარად, მთელი თქვენი ცხოვრება წარმოდგება თქვენ თვალწინ და საკუთარ დაცემულ ბუნებას შეიცნობთ.
როდესაც თქვენს ცოდვებს გადასინჯავთ, შეგაძრწუნებთ ბოროტების სიმრავლე საკუთარ თავში და თავად მიხვდებით, რატომ ითხოვთ შეწყალებას, და, რაც მთავარია, დაინახავთ, რომ უფლის გულმოწყალებას ვერაფერი შეედრება.
მიხვდებით, რომ იგი უფრო მეტია, ვიდრე ქვიშის მარცვალი ოკეანის ფსკერზე"
"რა ცოდვითაც სცოდავს ადამიანი, იმ ცოდვის მონაა"
"ცოდვა ადამიანს სულიერად ძალიან რევს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"როდესაც ღვთის სული გვაქვს, ვხდებით უუნარონი ყოველი ცოდვის მიმართ და არ ძალგვიძს, რომ ვცოდოთ. როდესაც სული წმინდა გვაქვს, არ ძალგვიძს ბოროტების ჩადენა. არ ძალგვიძს განვრისხდეთ, შევიძულოთ, სხვაზე ცუდი ვთქვათ, არ, არ, არ..."
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ცოდვა ადამიანში სულიერ აშლილობას იწვევს. სულიერ აშლილობას ვერაფრით მოიშორებ; მხოლოდ ქრისტეს ნათლით ხდება მისგან თავის დახსნა".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ვინც საკუთარი ცოდვები შეიცნო, ის ენასაც მართავს"
/ღირსი იოანე სინელი/
"სინანული წლების განმავლობაში მოდის. ადამიანი რაც უფრო სულიერად წარემატება, ხვდება რა არის ცოდვა"
/მამა გურამ ბერძული/
"ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია"
/სოლომონ ბრძენი/
"თვით ყველაზე ღვთისმოსავი ადამიანებიც კი არ არის უცოდველნი"
"რაც უფრო მეტად იზრდება ცოდვიანი ჩვეულება, მით უფრო ღრმად იდგამს ფესვებს კაცის გულში"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"უამრავ ადამიანს უხდება მძიმე ტკივილების დათმენა, მაგრამ სჯობს, აქ დავითმინოთ, ამ წუთისოფელში და უფალთან გავმართლდეთ. აქ, ამ ცოდვილ დედამიწაზე მოვასწროთ ცოდვების გამოსყიდვა, რომ უფალთან მარადიულად ვინეტაროთ".
"სადაც ცოდვებია, შეუძლებელია იმ საქმემ კეთილი ნაყოფი გამოიღოს"
"სურვილების დაკმაყოფილების ფართო გზას დაადგა"
"ჩემი ცოდვების გამო, ღირსი არა ვარ მშვიდი ცხოვრებისა"
/ღირსი ნიკონი/
"თუკი ჩადენილი ცოდვებისათვის, რომლებშიც სინდისი გამხელს, შენს თავს უსაყვედურებ, განსჯი და განიკითხავ ღვთის წინაშე, ამისთვისაც გამართლებული გამოხვალ"
/ღირსი მოსე/
"ყოველთვის შეინარჩუნე შენი ცოდვების გამო ტირილი, ხოლო როდესაც მათ მოინანიებ და ქრისტეს წმიდა საიდუმლოებას ეზიარები, ჩუმად გაიხარე გათავისუფლების გამო".
"შინაგანი წუხილი, საკუთარი ცოდვების გამო, ყველა ხორციელ ღვაწლზე უფრო სასარგებლოა"
"თუკი ცოდვები გაქვს, ისინი ადვილად დაიფერფლება და შეიმუსრება მწუხარებით. ხოლო თუკი სათნოება გაქვს, მწუხარებისაგან იგი უფრო ნათელი და ბრწყინვალე ხდება"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"რამდენად ბევრი და დიდი ცოდვაც არ უნდა ჰქონდეს ვინმეს, უფალს უმეტესი მოწყალება აქვს, იმიტომ, რომ როგორც თავადაა უსასრულო, ასეთივეა მისი მოწყალებაც"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"ვისწრაფოთ, განვიწმინდოთ ცოდვებისაგან, რათა უბიწო სულით, მშვიდობით წარვსდგეთ უფლის წინაშე"
"აღიარე, რომ სცოდე, და აღიხოცება შენი ცოდვები"
/წმ. ნილოს სინელი/
"კეთილ გზას ის ადგას და ცოდვების შენდობის იმედი შეუძლია მას ჰქონდეს, ვინც საკუთარი თავით უკმაყოფილოა"
/ნეტარი ავგუსტინე/
"ყოველგვარი სათნოება სხვა არაფერია, თუ არა სიყვარულის სხვადასხვა სახეობა"
/ნეტარი ავგუსტინე/
"ნურც საკუთარ წარმატებების გამო დაიწყებ თავის ქებას და ნურც სასოს წარიკვეთ შენი შეცოდებების გულისთვის"
/წმ. ეფრემ ასური/
"და მლხინებელ და მოწყალე ექმენ მეუფეო შეცოდებათა ჩვენთა"
"ცოდვა თავისთავად არც სუსტდება და არც ისპობა, თუ მას აქტიურად არ ვებრძოლეთ"
"ცოდვაც სხვა არაფერია, თუ არა ღმერთის ნების საწინააღმდეგო მოქმედება"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ჩვენი შინაგანი ცხოვრება ცოდვითია"
"ყველაზე უბედურები არიან ისინი, ვინც სცოდავენ და ამავე დროს მხიარულობენ"
/წმ. იოანე ოქროპირი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience