"თუ ქვეყნიური ცხოვრებისას მოკლებული ხარ ნუგეშსა და დახმარებას ხილულს, იცოდეთ, რომ უფალი ღმერთი დიდ წყალობას გიმზადებთ, მარადიულსა და უხვს. ნუ აჩქარდებით, წარმავალ ქვეყნიურ სიკეთეს ყოველთვის ამჯობინეთ მარადიული, ზეციური სიხარული".
/მეუფე ზოსიმე (შიოშვილი)/
"ჩემს მოძღვართან ვინც დადის, ვიცი, რომ ისინი ძალიან დიდ ნუგეშს იღებენ"
"სულიერი კაცი ერთი მთლიანი ტკივილია. მას სტკივა იმის გამო, რაც გარშემო ხდება. მას სტკივა ადამიანთა გამო, რომლებიც იღუპებიან. ამიტომაც ამ ტკივილის საზღაურად ღვთაებრივ ნუგეშს მიიღებს".
/წმ. პაისი ათონელი/
"საოცრად მოწყალე იყო [წმ. გაბრიელ სალოსი]. მუდამ მშიერი საჭმელს გვერდით გადადებდა და უპასუხოდ და უნუგეშოდ არავის გაუშვებდა:
- თუ ადამიანს შენი დახმარება სჭირდება - ჯერ დაეხმარე, ჭამას ყოველთვის მოასწრებ, თუ არადა, სასუფეველს დაკარგავ! - "სასუფეველი ცათაი იიძულების" და რომელნი აიძულებენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათე 11,12).
"ნუგეში მხოლოდ რწმენაშია"
"მას ჰქონდა ნუგეშინისცემის მადლი"
"მამა ვიტალის [სიდორენკო] დღედაღამ გარს ხალხი ეხვია. ის თითქოს არ იღლებოდა - უეჭველად სიყვარული აძლევდა ძალას. მისი მორჩილები ამბობდნენ, სტუმრების წასვლის შემდეგ მამა ვიტალი ძალაგამოცლილი ვარდებოდა საწოლზეო. ის სხვა მამებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ არ შეეძლო ადამიანს მკაცრად მოქცეოდა და ემხილებინა ისინი. ცდილობდა, ყველა მისული ენუგეშებინა. კაცს ცოდვებს იგავებით ეტყოდა, ხშირად თითქოს საკუთარ თავს ამხილებდა."
"სულიერ ნუგეშს მხოლოდ მაშინ ეზიარები, როცა სხვას რაიმეს აძლევ."
„ახლა , როდესაც შენ შენი უბედურების შესახებ მიყვები, უამრავმა ადამიანმა არც კი იცის, სად ჰპოვოს ნუგეში, ვის მიმართოს, ვის დაელაპარაკოს, სად დარეკოს, რა ლოცვა წაიკითხოს... ისიც კი არ იცის, ვინ არის ღმერთი, არსებობს კი იგი, რა ჰქვია მას, რომელ კარს უნდა მიუკაკუნოს? სხედან და იტანჯებიან.
შენ თუ მხოლოდ მათზე იფიქრებ, დიდ შვებას მიიღებ. შენი გული უფრო ფართო შეიქნება და შენ აღარ იქნები მარტოსული, ავტომატურად მილიონი ადამიანის მეგობარი შეიქნები, პირადად შენთვის უცნობის, მაგრამ ამჟამად შენი გულისათვის კარგად ნაცნობის.
გული შენი ყვავილივით რბილი, სათუთი და მგრძნობიარე შეიქნება, შენ მთელ მათ ტკივილს შეიცნობ, ნუგეშს მიიღებ, სულ მცირე ძალას მაინც მოიკრებ და იმის ნაცვლად, რომ იდრტვინო, იმ უცნობ ადამიანებზე ილოცებ, რომლებიც შენსავით და შენზე მეტად იტანჯებიან“.
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"მისი ბაგით მხოლოდ სანუგეშოს გაიგონებდი"
"რამდენადაც გაურბის ადამიანი ადამიანურ ნუგეშინისცემას, იმდენად უფრო უახლოვდება მას ღვთაებრივი"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ცრუ გლოვა ამპარტავნებას ბადებს, ჭეშმარიტი კი - ნუგეშს"
"მწუხარებებისას ნუგეში კაცთაგან არ ეძიო და ნუგეშინისცემული იქნები ღვთისგან".
/მამა ისოებ მღვიმელი (+1959)/
"სულმოკლეობა ღვთის საწყენია. ღმერთია მოწყალე, იმის ნუგეში დიდი არის, ღმერთი არის ყველას მფარველი, მოჭირნახულე ადამიანი იმას უყვარს; რაც უნდა მოხდეს, უნუგეშოდ არ გაგიშვებს... ღმერთს მიენდე და კაცის სიკეთესა."
/წმ. ილია მართალი/
"რაც მეტია მწუხარება, მით მეტია ნუგეში"
"ღმერთი იმ ადამიანს აძლევს ნუგეშს, ვისაც ნუგეში სხვისთვის არ ენანება!.."
/მამა პეტრე/
"ვინც მუდამ სხვას ანუგეშებს, იქნებ მას ყველაზე მეტად სჭირდება ნუგეში!."
ეს სიტყვები რომ წავიკითხე, მოძღვარი გამახსენდა...
"დიდ ნუგეშს ღებულობს ჩვენი სული, როდესაც უფალი გვწყურია. მაშინ აღარ დავკავდებით ყოველდღიური და ხრწნადი საზრუნავებით, არამედ სულიერით და ამაღლებულით, სულიერ სამყაროში ვიცხოვრებთ".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ღვთისაგან ნუგეში და თანადგომა დიდია"
"სულიერი კაცი ერთი მთლიანი ტკივილია. მას ტკივა იმის გამო, რაც გარშემო ხდება. მას ტკივა ადამიანთა გამო, რომლებიც იღუპებიან. ამიტომაც ამ ტკივილის საზღაურად ღვთაებრივი ნუგეში მიეცემა"
/წმ. პაისი ათონელი/
"სულიერი ნუგეშის წყურვილი"
"ღირს ანატოლის ("უფროსი") სიყვარულითა და სულიერი გამოცდილებით განზავებული რამდენიმე სიტყვით შეეძლო საოცარი ნუგეში მოეტანა დამწუხრებული სულისათვის"
"მაცხოვარი თავადაც საჭიროებდა თანაგრძნობას, მაგრამ ხორციელი უძლურების გამო მოწაფეებმა ვერ შეძლეს უმძიმეს წუთებში თანაგრძნობით მისი გამხნევება"
"ცხოვრებაში ყველაზე ადვილი და სახელდახელო ნუგეში არის - ხუმრობა!"
/ლევან გოთუა/
"რამდენადაც გაურბის ადამიანი ადამიანურ ნუგეშინისცემას, იმდენად უფრო უახლოვდება მას ღვთაებრივი".
/წმ.პაისი ათონელი/
"დიდად ნუ ეძიებ ნუგეშს იმაში, რაც ძალიან მცირე ხნით მოგეცა; არამედ, ეძიე ჭეშმარიტი ნუგეში ღმერთთან - ეს ნუგეში მარად შენთან დარჩება"
/წმ. დიმიტრი როსტოველი/
"რამდენადაც ადამიანი ამსოფლიურ ნუგეშს მოიკლებს, იმდენად მეტ ღვთიურ სიხარულს მიიღებს სულიწმინდის მადლით"
/წმ. ისააკ ასური/
"ღვთისაგან დაშორებული ადამიანი სულიერ სიმშვიდეს ვერ პოულობს ვერც ამ საწუთრო ცხოვრებაში და ვერც მომავალში, რადგან ვისაც ღმერთი და მარადიული ცხოვრება არ სწამს, უნუგეშოდ რჩება ამ ცხოვრებაშიც და ამასთანავე თავის სულს მარადიული სატანჯველისთვის სწირავს"
/წმ. პაისი მთაწმინდელი/
"ხშირად დროული ოხუნჯობა დიდი ნუგეში და უკეთილესი გამოსავალია არცთუ საოხუნჯო ვითარებიდან!"
/ლევან გოთუა/
" - რით უნდა ვინუგეშოთ თავი?
- უნდა შეიგნო, რომ არარაობა ხარ, მაგრამ თავი იმითაც უნდა ინუგეშო, რომ ქრისტიანი ხარ"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ნუგეში ადამიანისთვის ძალიან კარგია, მაგრამ იობის მდგომარეობის შეცვლა მხოლოდ უფალს შეეძლო და არა მეგობრების თანადგომა-ნუგეშს. მით უფრო, რომ იობის მეგობრები ვერ იქცნენ მის მანუგეშებლად, თავიანთი მოძღვრებებით და აზრებით, კიდევ უფრო უმძიმებდნენ მას სატკივარს"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"მოსწონხარ, არ მოსწონხარ ვინმეს, ამისთვის დრო არ დაკარგო... მხოლოდ ღიმილი და ნუგეში გაავრცელე!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"უფალმა ასხუროს ნუგეშის სალბუნი მათ გულებს"
"მხოლოდ ღმერთთან კავშირში შეიძლება ვიპოვოთ დაულევნელი ნუგეში"
"ნუგეშს შეუძლია უიმედო ადამიანს ცხოვრების წყურვილი დაუბრუნოს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ნუგეში ზეციური მადლია, მხოლოდ ზეციდან, ზეციური მამულის შორეული სანახებიდან შეიძლება მისი მიღება. ამიტომ მეგობარი კი არ გვცემს ნუგეშს, არამედ ღმერთი გვიგვზავნის მეგობარს ნუგეშად, როდესაც მწუხარებაში ვართ ანდა შეწევნისათვის გაჭირვების ჟამს, კურნებისათვის სნეულების ჟამს, რჩევის მისაცემად, როდესაც უგულისხმობაში ვართ და გადაწყვეტილების მიღება გვიჭირს".
/კიევო-პეჩორის ლავრის მღვდელ-მონაზონი ვლადიმერი/
"ჩვენი ყოველი მწუხარებისათვის გვაქვს მტკიცე ნუგეში, უტკბილესი ნუგეში - ჯვარი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი".
/მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო/
"როცა ადამიანი აიძულებს თავს დამდაბლდეს, მაშინ უფალი მას შინაგანად ანუგეშებს"
"ღმერთი ყოველთვის გვანუგეშებს დიდი მწუხარებისას, სწორედ მაშინ, როდესაც განსაკუთრებით სანატრელია მისი ნუგეში".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ხან მწუხარებები და ტანჯვა მოვა, ხან მადლი და ნუგეში, მონაცვლეობით"
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/
"ღმერთი თავისი არსებით ყოვლად სამართლიანია - პატივით იმათ აჯილდოებს, ვისშიც საჭირო ღირსებებს პოულობს. ადამიანებს პატივში მეგობრები და თვისტომნი ჰყავთ, ღმერთს კი - მხოლოდ ღირსეულნი. აი რაშია ნუგეში სათნო ადამიანებისათვის, როცა მათ ამცირებენ და როცა სძულთ ისინი".
/ეპისკოპოსი ილია მინიატისი/
"სადაც სიმშვიდე და მყდროებაა, იქვეა ნუგეში და სიხარული"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"თუ ვიფიქრებთ უფრო დიდ უბედურებებზე, ვიდრე ის არის, რომელიც გვეწვია, საკმარის ნუგეშს მივიღებთ"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"არ მომწონს, რომ შენი მწუხარების მიზეზებს სხვა ადამიანებში ეძებ და არა საკუთარ თავში. ეს გონების ძლიერი დაბნელებაა და ამპარტავნობისგან მოდის. ამიტომაც ვერ პოულობ ნუგეშს და შენი ურვა უსიხარულოა"
/ღირსი ლევ ოპტინელი/
"ყოველთვის მძიმე და სამწუხარო ირჩიე და მოიძულე სიამე და გართობა, რომელთაც სულისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვთ; გიყვარდეს სხვათა ნებაზე დამოკიდებულება, მათი მორჩილება. მხოლოდ უფალი იყოს შენი უტკბესი ნუგეში, სხვა ყოველივე კი სიმწარეა"
/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"ნუ ეძებ ნუგეშს იმაში, რაც მცირე დროით მოგეცა; ჭეშმარიტი ნუგეში უფალშია, - ეს ნუგეში მარადის შენთან დარჩება"
/წმ. დიმიტრი როსტოველი/
"საკუთარ თავში ეძიეთ ნუგეში"
/წმ. პავლე მოციქული/
"უდიდესი ნუგეშია, როდესაც ვინმეს საკუთარ თავში აქვს იმის მტკიცებულება, რომ ყოველივეს აღასრულებს არა ადამიანური ძალით, არამედ უფლის მადლით"
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"უკეთესია, მთელი ცხოვრება ტიროდე ზეციური ნუგეშის იმედით, ვიდრე ცხოვრება განუწყვეტელი სიამოვნებებით გაატარო, რათა შემდეგ სასოწარკვეთილმა მარადიულად იგლოვო".
"დიდად ნუ ეძიებ ნუგეშს იმაში, რაც ძალიან მცირე ხნით მოგეცა; არამედ, ეძიე ჭეშმარიტი ნუგეში ღმერთთან - ეს ნუგეში მარად შენთან დარჩება!"
/წმ. დიმიტრი როსტოველი/
"ქრისტიანი მიწაზეც კი იღებს ნუგეშს ღვთისაგან, რაც აიძულებს, დაივიწყოს დარდი და თითქოსდა ხარობს და სულგრძელებას იჩენს მწუხარებაში. "მაგინებელთა ჩვენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს ვიდებთ; მგმობართა ჩუენთა ულოცავთ!", - ამბობენ საკუთარი თავის შესახებ ქრისტეს მიმდევრები"
"როცა კარგად გამოიძიებ, თუ ვინ არის ქრისტე, - რისთვის და ვისთვის დაითმინა საშინელი ვნება და უპატიობა, - მიიღებ უდიდეს ნუგეშს ყოველგვარ მწუხარებაში და ყოველ უბედურებას მადლიერებითა და სიხარულით მიიღებ!"
"თუ მწუხარე ხარ, იტირე ჯვარცმული მაცხოვრის წინაშე. როგორც ღრუბლებისა და ნისლის შემდეგ ნათლდება ზეცა, ასევე ტირილის შემდეგ შენი სული მადლმოსილი ნუგეშის ცისკრით განათლდება".
"მწუხარებაში ნუგეშისცემას იესო ქრისტეში უნდა ვეძებდეთ; სხვაგვარად, ამაოდ დავუწყებთ ძებნას ნუგეშს!"
"არის მომენტი, როცა ყველაზე სანუგეშო სიტყვა კიდევ უფრო ამძაფრებს გაუსაძლის ტკივილს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"რაც უფრო მეტად განეშორება ადამიანი ყოველგვარ მიწიერ ნუგეშს, მით უფრო უახლოვდება იგი უფალს!"
"როცა უარს იტყვი გარეგნულ ნუგეშზე, მაშინ შეძლებ, უჭვრეტდე ზეციურს და ხშირად იხარებდე შინაგანი ბედნიერებით!"
"ბარნაბა (ნუგეშის ძე) (საქ. 4.36) - ლევიტელი, წარმოშობით კვიპრელი, მოციქული, პავლე მოციქულის თანამგზავრი, გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთი 70-მოციქულთაგანი. თავდაპირველად ერქვა იოსები, მაგრამ რაკი მჭევრმეტყველების ბრწყინვალე უნარი ჰქონდა, ასევე უბედურებს ანუგეშებდა, უწოდეს ბარნაბა, რაც სირიულ ენაზე ნიშნავს "ნუგეშის ძეს".
"სულიერი ადამიანი თავიდან ბოლომდე ტკვილია, ანუ მას სტკივა იმის გამო, რაც ხდება, მას სტკივა ხალხის გამო. მაგრამ ამ ტკვილის ნაცვლად მას მიეცემა საღვთო ნუგეში. იგი გრძნობს ტკივილს, მაგრამ თავის თავში ასევე გრძნობს საღვთო ნუგეშს, რადგან უფალი სამოთხიდან გადმოუგდებს მის სულს კურთხევას და ადამიანი საღვთო სიყვარულისგან ხარობს".
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"ადამიანთა სატკივარით პირში ნაღველი გამიჩნდა. მაგრამ შინაგანად ნუგეშს ვგრძნობ. რომ წავიდე, თვითონვე ჩავთვლი, რომ წავედი წინა ხაზიდან, რომ უკან დავიხიე, ამას მოღალატეობად მივიჩნევ"
/ღირსი პაისი მთაწმინდელი/
"წმიდაო მამაო, ადრე თქვენ ამბობდით, რომ რამდენადაც გაურბიხარ ადამიანურ ნუგეშს, იმდენად ხდები საღვთო ნუგეშის მიმღები"
"სულიერი გლოვის უკან ნუგეში იმალება, როგორც უფალი ბრძანებს: "ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნნენ".
"[კათალიკოს-პატრიარქს კალისტრატე ცინცაძეს] ბევრი ნუგეში უნახავს ცხოვრებაში, მაგრამ სიმწარეც ბევრი უგემნია".
"დამწუხრებული ხარ? - იესოს უხმე და დაინახავ, რომ შენი გულის კამარაზე ნუგეში ამობრწყინდება"
/ეფრემ არიზონელი/
"ჯვართან ჰპოვებენ ნუგეშს ყველანი. ვისი ნუგეშისცემაც ამქვეყნად ვერავის ძალუძს"
"როდესაც ნუგეშის სიტყვებს ვერ ვპოულობთ, უფალს შევთხოვთ, გაგვინათოს გონება და მიგვახვედროს, რაგვარი ნუგეში სჭირდება ამა თუ იმ ადამიანს"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"ჩვენი საუკუნე გულგრილობის საუკუნეა... ხდება ხოლმე, რომ თავს ვერ ვაიძულებთ, მივიდეთ გასაჭირში მყოფ მოყვასთან, მოვინახულოთ, მოვიკითხოთ, ნუგეში ვცეთ. ხან - ღმერთმა შეგვინდოს! - გვეზარება, ხან დროს ვერ ვპოულობთ, ხან ვფიქრობთ, თავი გაგვჭირვებიაო... მაგრამ უფლის ნებით ის ზოგჯერ თვითონ გვეხმიანება და ჩვენც იძულებულნი ვხდებით, მისკენ გავეშუროთ. თან სინდისი გვქენჯნის, რომ ზეგარდმო ძალის ჩარევა დაგვჭირდება, რათა ჩვენი ქრისტიანული მოვალეობა აღგვესრულებინა, თან კმაყოფილნი ვართ, რომ უფალმა მოწყალება მოიღო და სიკეთის ჩადენის საშუალება მოგვცა"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
" - არის შემთხვევები, როდესაც არ იცი, რითი ანუგეშო მოყვასი და იტანჯები უძლურების გამო. რა უნდა ვქნათ ასეთ დროს?
- ასეთ დროს უნდა ვილოცოთ იმ ადამიანისათვის, ვინც უნუგეშო მდგომარეობაშია. უფალს შევევედროთ, გაგვიხსნას გონება და გვაპოვნინოს საჭირო სიტყვები.
ნუგეშისცემა დიდი ხელოვნებაა. იყო მოძღვარი - მამა არსენი, რომელმაც ძალიან დიდი ხანი გაატარა გულაგში - კომუნისტურ საკონცენტრაციო ბანაკში. საოცარ სიყვარულსა და მზრუნველობას იჩენდა პატიმრების მიმართ, გასაჭირში გვერდით ედგა, ნუგეშს სცემდა. ასეთი ღვაწლისთვის უფალმა იგი სხვისი აზრების წაკითხვის, ცოდვების უთქმელად დანახვის, განკურნების უნარით დააჯილდოვა. როდესაც გაათავისუფლეს, მასთან უამრავმა ხალხმა დაიწყო დენა. შორეული ქალაქებიდანაც კი ჩადიოდნენ, რათა გასაუბრებოდნენ, ნუგეში მიეღოთ მისგან. ერთხელ მამა არსენთან მივიდა ქალი, რომელსაც ქმარ-შვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა, დედა კი სამუდამოდ დაუხეიბრდა... შეხვედრას ის ასე იხსენებს: "როდესაც მთხოვა, ჩემი ამბავი მომეყოლა, ყვირილით, გაბოროტებით, სიძულვილით, შეურაცხმყოფელი სიტყვებით დავიწყე თხრობა. მამა არსენი ჩუმად იჯდა, მე კი სულ ერთსა და იმავე ვიმეორებდი: "რატომ?! რისთვის?!" ლაპარაკი რომ დავასრულე, გაოცებულმა შევხედე ბერს: სად იყო ნუგეშის სიტყები, სად იყო სულიერი შეწევნა, მისგან რომ ველოდი?! მამა არსენი უსიტყვოდ წამოდგა, კანდელი გაასწორა, რამდენიმე სანთელი აანთო და... დაიწყო ლოცვა. ლოცვისას ხშირად ახსენებდა ჩემი და ჩემი ახლობლების სახელებს... ევედრებოდა ღვთისმშობელს. ბოლოს მომბრუნდა და მითხრა: "ყოველდღე, დღისითაც და ღამითაც, დრო შეარჩიეთ და სადაც არ უნდა იყოთ, შინ, სამსახურში თუ ქუჩაში, იკითხეთ ეს ლოცვბი. დედა ღვთისა უთუოდ დაგეხმარებათ. ხშირად იარეთ ეკლესიაში და სასწაულმოქმედი ხატის - "მოულოდნელი სიხარულის" წინაშე იკითხეთ დაუჯდომელი. არც განსჯა თქვენი მწუხარებისა, არც ნუგეშისცემა არ არის საჭირო. მხოლოდ ლოცვა, რაშიც ჩაეტევა მთელი თქვენი ამქვეყნიური მწუხარება". მეორე დღეს კი მითხრა: "თქვენი ტკივილი უზარმაზარია, მას ვერა საზომით ვერ გაზომავ. მე ამას ვხედავ, ვგრძნობ, მაგრამ ქედს ვიხრი უფლის ნების წინაშე. მხოლოდ მისთვის არის ცნობილი თითოეული ადამიანის გზა და, როგორც ეკლესიის მამები ამბობენ, ყოველ ჩვენგანს თავისთან უხმობს მისთვის უმჯობეს ჟამს".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"რაგინდ გულგრილი იყოს ხალხი, უფალი არ მიგვატოვებს... ერთ-ერთი წმინდა მამა წერს: "უფალი ზრუნავს თითოეულ ჩვენგანზე, ყოველ წუთს უწვდის ხელს, იცავს ხილული და უხილავი მტრისგან, ასწავლის ადამიანების, წიგნებისა და ცხოვრებისეული გარემოებების საშუალებით". გადაშლი "წმინდანთა ცხოვრებას" და განუგეშებს იმის გაგება, თუ როგორ უჭირდათ ამ ადამიანებს და როგორ უძლებდნენ ისინი განსაცდელს, ანდა ეკლესიაში შეხვალ, ქადაგებას მოისმენ, პირადად მე ბევრისგან გამიგონია, რომ უწმიდესის ქადაგების დროს მათ პასუხი მიუღიათ უამრავ კითხვაზე, სიმშვიდე, ნუგეში უგრძნიათ. ვისაც ოდნავ მაინც აქვს სულიერი ხედვა, ის ყველგან შეამჩნევს უფლის მზრუნველ თვალსა და ხელს".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"მადლობა ღმერთს, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ნუგეში, რომ რაც უნდა დაცემულნი და ცოდვილნი ვიყოთ, შეგვიძლია სინანულით და მათ მიერ დაარსებული ეკლესიის მეშვეობით მივიდეთ უფალთან და უფალი თავის წიაღში მიგვიხუტებს და მიგვიღებს ყველას!"
/მეუფე შიო (მუჯირი)/
"ხომ არსებობს დანასავით ბასრი სიტყვები და უსაქციელობები, ხოლო მათ მიერ მიყენებული ჭრილობები ისეთი ღრმაა, რომ არასოდეს ხორცდება? მაგრამ არსებობს ისეთი ნუგეშიც, რომლის ექო ყურში სამარადჟამოდ გვრჩება და კუბოს კარამდე არ გვავიწყდება: ალერსიან სიტყვებად ჩაგვესმის და გაყინულ და ნატანჯ სულს გვითბობს; სითბოს ისეთ სხივებს გვიგზავნის, სულში ჩაბუდებულ უკუნეთსაც კი რომ გაანათებს"
/შარლოტ ბრონტე/
"რაც უნდა დიდი ტკივილი იყოს, არ არსებობს, ადამიანმა აქვე არ მიიღოს ნუგეში, თუ ის შეეცდება, ნუგეში იპოვოს უფალში და არ გასასტიკდება"
/მამა გურამ ოთხოზორია/
" - რატომ მოდის ტკვილი ადამიანის ცხოვრებაში?
- საოცრად თარგმნა მთაწმინდელმა "პარაკლინოტ", ბერძნულად "სულიწმიდა" - ნუგეშინისმცემელი. რა არის სიტყვა "ნუგეში", თუ დაკვირვებულართ?
- ნუ გეშინია.
- დიახ, შესაბამისად, სული წმიდა ვინ არის? ნუგეშინისმცემელი. რატომ გვჭირდება ნუგეში? როდესაც, რასაც ჩემი ადამიანური ცნობიერებით ვერ ვხედავ და მგონია, რომ დასრულდა ყველაფერი, შემოდის სული წმიდა. ეს ქრისტეს სულია, რომელმაც იცის ის სამყარო, მან იცის, რომ სიკვდილი გარდაცვალებაა და მოდის ნუგეშად, რომ ამ ტკივილში გულზე სულიერ წვეთოვანები დაგვიყენოს და არამიწიერი სიმშვიდით გაგვიწონასწოროს ტკივილი და გაგვიქარვოს"
/მამა გურამ ოთხოზორია/
"წმინდა მამა [ღირსი იოანე სინელი] ჭეშმარიტ ნუგეშს ჩვილი ბავშვის ტირილსა და სიცილს ადარებს. რატომ? - ჩვილი ბავშვის ტირილი არ არის სასოწარკვეთილებით გამოწვეული ტირილი, ხოლო მისი სიცილი - ეს ყველაზე უცოდველი სიცილია. როდესაც მოღვაწეობით დამაშვრალ კაცს ეძლევა ჭეშმარიტი ნუგეში, საღვთო მხიარულებით აღივსება მისი გული. ამგვარი მდგომარეობის მიღწევა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, არა იმის გამო, რომ უფალმა გამოარჩია, არამედ თავად ეს ადამიანები გახდნენ უფლისაგან ბოძებული ჯილდოს ღირსი"
"ჭეშმარიტი გლოვის სანაცვლოდ მიღებული ნუგეში ღვთისგან ბოძებულია. ღვთის ნუგეშის მოპოვების შემდეგ უამრავი სიკეთე ეძლევა ადამიანს. სწორედ ამ დროს ხდება ენით გამოუთქმელი ბრწყინვალების ხილვა, საღვთო ხილვა. ეს გონებისმიერი, სულისმიერი ხილვაა და მას საერთო არაფერი აქვს მიწიერ გრძნობებთან"
"ადამიანის ცხოვრებაში, ჩემო საყვარელო შვილო, ღვთის გამოუკვლეველი განგებულებით, პერიოდულად დგება მძიმე წუთები, კრიზისული პერიოდი, თითქოს გამოუვალი მდგომარეობა. ამ დროს საჭიროა სიმშვიდე, თავის ხელში აყვანა, მოთმინება, ლოცვა და განსაკუთრებით გვერდში მდგომი ადამიანი, რათა მისგან ნუგეში მიიღოს"
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/
"ნუგეში ღვთისა ღვთის მოყვარულთ ეფინებათ. ღვთის ნუგეშს იღებს ის, ვისაც ღმერთი უყვარს"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ღვთის მსასოებელი არ შერცხვება წინაშე კაცთა, - უფალი გაამართლებს მის იმედს და ანუგეშებს"
"ბევრი ფილოსოფოსივით საუბრობს, მაგრამ, სამწუხაროდ, უგუნურივით ცხოვრობს"
/მონაზონი ვერონიკა/
"არავისგან მიიღოთ დახმარება და ნუგეში, გარდა ღვთისა"
/წმ. ბასილი დიდი/
"საჭიროა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ისწავლო, რომ ამქვეყნიურ ნუგეშს გაექცე, შინაგანი, სულიერი ღვაწლით იყო დაკავებული, რათა საღმრთო ნუგეში მოიხვეჭო".
/ღირსი პაისი ათონელი/
"თუ ვინმე ასეთ რამეს იტყვის: "ესა და ეს კაცი ავად არის და ამიტომ მე დღეს წყალს არ დავლევ, იმიტომ, რომ ღმერთმა იცის, სხვა არაფრის გაკეთება არ შემიძლია!" თუ ადამიანი აღასრულებს ამას, ღმერთი დაარწყულებს მას უკვე არა წყლით, არამედ ტკბილი, გამაგრილებელი სასმელით - საღმრთო ნუგეშინისცემით"
/ღირსი პაისი ათონელი/
"არ მახსოვს არცერთი დღე, ღვთაებრივი ნუგეში რომ არ მიმეღოს"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ის [ქრისტე] არასოდეს აღრჩობს ადამიანს. მას უხვად აქვს სულიერი ჟანგბადი - საღმრთო ნუგეში"
/ღირსი პაისი ათონელი/
"შვილო, მუდამ გახსოვდეს იესო, რომ ყოველი უძლურების შესაბამისი წამალი იპოვო. გტკივა? იესოს მოხმობით შვებას იგრძნობ და განათლდები. დამწუხრებული ხარ? იესოს უხმე და დაინახავ, რომ შენი გულის კამარაზე ნუგეში ამობრწყინდება"
/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/
"თუ ადამიანის სინდისი მშვიდია, მაშინ მწუხარება, შფოთი და სხვა ამის მსგავსი რომც ჰქონდეს გულში, საღვთო ნუგეშისცემას მაინც შეიგრძნობს"
/ღირსი პაისი ათონელი/
"სწორედ ეკლესიაში უნდა ეძებოს ადამიანმა ხსნა და ნუგეში"
"სული ამა სოფელს ვერ ეგუება და მხოლოდ ლოცვით ჰპოვებს ნუგეშს"
/მამა ნეკტარიუსი/
"მფარველმა ანგელოზმა მოგანიჭოთ ნუგეში და სულგრძელება!"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"უფალი იმიტომ კი არ გვანუგეშებს, რომ ეს დავიმსახურეთ, არამედ იმიტომ,რომ თავი დავიმდაბლეთ: ცრემლებით ვნანობთ საკუთარ უბადრუკ მდგომარეობას, ვმწუხარებთ, რომ ასეთი ურგებნი ვართ"
/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/
"ღვთის გარდა ვერსად და ვერასდროს იპოვი სიმშვიდესა და ნუგეშს"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"როცა ფიქრობთ, სანუგეშო გრძნობებში ღვთის სიყვარული იპოვოთ, ეძებთ არა ღმერთს, არამედ საკუთარ თავს, საკუთარ ნუგეშინისცემას, ტანჯვის გზას კი თავს არიდებთ და სულიერი ნუგეშის გარეშე თავი დაღუპული გგონიათ. პირიქით კია, სულიერი ნუგეშის უქონლობა დაგვამდაბლებს..."
/ღირსი მაკარი ოპტელი/
"ასეთია ღმერთის გზავნილი: "სხვა ნურავის ენდობით, გარდა ღმერთისა! მასზე დაამყარეთ თქვენი სასოება და მხოლოდ მასში იპოვით ნუგეშსა და მადლს"
"ნუგეშისცემა დიდი ხელოვნებაცაა"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"- მამაო, როცა დამწუხრებული ვარ, როგორ ვპოვო ნუგეში?
- ლოცვას უნდა მიმართო. უბრალოდ, თავიც რომ მიადო რომელიმე ხატს, ნუგეშს იგრძნობ. სენაკი ტაძარივით მოაწყვე იმ ხარებით, რომლებიც მოგწონს და ნახავ, მასში ყოფნით როგორ დიდ ნუგეშს მიიღებ"
/ღირსი პაისი ათონელი/
" - მამაო, ზოგჯერ, როცა რაიმე რთული საკითხისთვის ვლოცულობ, შინაგანად ღვთის დიდებისმეტყველების განცდა მაქვს. ეს ბუნებრივია?
- ლოცვის მერე საღვთო ნუგეშს გრძნობ?
- არ ვიცი საღვთო ნუგეშია თუ არა, მაგრამ რაღაც სიმყუდროვეს და იმედს ვგრძნობ.
- ამას ღვთის სასოება და საღვთო ნუგეში მოაქვს.
- მამაო, როგორ უნდა გავიგოთ ღმერთთან ჩვენი ურთიერთობა სწორია თუ არა?
- როცა შინაგანად საღვთო ნუგეშს გრძნობ. ეს საღვთო ნუგეში იმდენად აღმატებულია ადამიანურზე, რამდენადაც სამოთხე დედამიწაზე.
- მამაო, ვშრომობ ლოცვაში, მაგრამ ნუგეშს ვერ ვგრძნობ.
- ეს კარგია, რადგან შრომობ ანაზღაურების გარეშე. დაე, მივცეთ ჩვენი გული ღმერთს და მდაბლად ვითხოვოთ მისი წყალობა, ის კი მოგვანიჭებს იმას, რაც საჭიროა. სულიერი ადამიანი სულის ცხონების გარდა არაფერს ესწარფვის. იგი არ იღვწის, რომ საღვთო შვება და განცხრომა მიიღოს, უბრალოდ, კეთილშობილებითა და თავადადებით იღვწის და იღებს, რასაც ღმერთი უბოძებს"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ისინი, ვინც არასოდეს ტირიან, არასოდეს გრძნობენ ნუგეშს"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"გულში გამოუთქმელი ნუგეში, გამოუთქმელი სიმსუბუქე იღვრება ცოდვების, დაცემის გამო მხსნელი ცრემლების დაღვრის შემდეგ; ცრემლებისა, რომლებსაც სულიერი სიგლახაკის შეგრძნებას აჩენს.
თუკი აქ, მიწაზე, ღვთისმოსავ გლოვას ასეთი შეუდარებელი სულიერი ნუგეში მოაქვს, მაშ, როგორ ნეტარებას გაგვიმაზდებს მომავალ საუკუნეში?"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"თუ თქვენ ადამიანის ნუგეშისცემას მოინდომებთ და ნაცვლად იმისა, რომ დაანახოთ, როგორ გესმით მისი მძიმე მდგომარეობა, მის დამოძღვრას დაიწყებთ, საეჭვოა, რომ თქვენ ის ანუგეშოთ. ჩვენ ვხედავდით, როგორ იქცეოდნენ ასეთ შემთხვევებში ჩვენი წმიდა მამები; როდესაც ჩვენს საძმოში სიძნელეები წარმოიშვა, ბერ ემელიანე სიმონოპეტრიტუსთან წავედით; მან დიდი ყურადღებით მოგვისმინა, თუმცა ჩვენი საკითხი მაინდამაინც სერიოზული არ იყო, როგორც ახლა მეჩვნება. ის, რამაც ჩვენზე მაშინ შთაბეჭდილება მოახდინა, იყო ბერის რეაქცია - მან არ უთხრა ჩვენს ბერს: "გერონდა, ილოცეთ და ღმერთი შეგეწევათ, ყველაფერი გაივლის", არამედ უთხრა: "გერონდა, თქვენ მართლაც მძიმე მდგომარეობაში ხართ". და ჩვენ მივხვდით, რომ მან მართლაც გაგვიგო. მაშინ მან გვირჩია, როგორ გადაგვეჭრა ჩვენი საკითხი".
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/
"ღვთისმშობელი გვეცხადება მგლოვიარეებს, რომ გვანუგეშოს და დაგვანახოს, თუ როგორი დიდი სიხარული გველის იმიერ ცხოვრებაში"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"არ მოვაკლოთ ჩვენს ახლობლებს ის ნუგეში, რისი მიცემაც შეგვიძლია. იქნებ იმით ვანუგეშებთ, რომ მოვინახულებთ, კეთილი სიტყვით მხარს დავუჭერთ, თანაგრძნობასა და გაგებას გამოვხატავთ. უნდა აჩვენოთ ადამიანს, რომ გესმით მისი და უბრალოდ არ ამბობთ იმა, რის მისაღებადაც იგი, მაგალითად, ამ წუთში მზად არ არის. რადგან როგორი სულიერებაც არ უნდა იყოს იმაში, რასაც თქვენ ეტყვით, თუ ადამიანს არ გააჩნია ის აუცილებელი სულიერი ძალები, რომ გაგიგოთ, მისთვის ძნელი იქნება თქვენი მოსმენა. მან შეიძლება უარყოს ის, რასაც ეუბნებით და ღმერთსაც კი აქციოს ზურგი, რადგან იმ მომენტისთვის ის მზად არ არის, სულიერი სიტყვები მოისმინოს"
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/
"ბერი პაისი ამბობს - როდესაც არა გვაქვს ნუგეში ადამიანისაგან, რასაკვირველია ძალზე მძიმეა, მაგრამ მაშინ იგი ღმერთისგან გვექნება. როდესაც არ არის ადამინაური მყოფობა, მაშინ ღმერთის მყოფობაა. ამიტომაც წმინდანებს ერჩივნათ, არ ჰქონოდათ ადამიანური ნუგეში, ოღონდ ღმერთისგან მიეღოთ იგი. ეს ძალზე ძნელია, რადგან დიდ მოთმინებასა და ღვაწლს მოითხოვს"
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/
"რა გემართებათ? გამაგრდით და გამხნევდით! მაგრამ ნუ გგონიათ, რომ ნუგეშს გართობაში ჰპოვებთ. გართობა თავისთავად მოწყინებას იწვევს, ხოლო როდესაც ადამიანი ისედაც სევდას ჰყავს შეპრყობილი, ხომ მით უმეტეს. დიახ, ასეა. გარეგნული მხიარულების წუთებში ტკივილი გვავიწყდება, მაგრამ სამაგიეროდ, როდესაც ეს წუთები გადის და სული მარტო რჩება, იგი გაორკეცებლი, გასამკეცებული და გაათკეცებული მოწყინებითაც კი ახსენებს თავს პატრონს. ეს ხომ მთელმა ქვეყანამ იცის, მაგრამ არ ესმის, რაც გინდა, ის ელაპარაკე... თქვენც სწორედ ამას აკეთებთ: მოწყინებამ შემოგიტიათ თუ არა, მაშინვე გასართობს დაუწყებთ ძებნას! არ გინდათ, უმჯობესია უფალს და ყოვლად წმიდა ღვთისმშობელს ევედროთ წყალობას და ნუგეშისცემას. აი, თუ ისინი მოგცემენ, ეს უკვე მყარი და მტკიცე ნუგეშისცემა იქნება. მაშ, მათ მიმართეთ! ამისათვის, ცხადია, უფრო მეტად შინ უნდა ისხდეთ და ილოცოთ, ანდა ეკლესიაში იაროთ და იგივე აკეთოთ. ცოტა-ცოტა უნდა იფიქროთ და იკითხოთ კიდეც. თქვენ გესმით ისააკ ასური, ნუ მიატოვებთ მას - ის გასწავლით ყოველივეს. უფლისმიერ ნუგეშისცემას გისურვებთ! ილოცეთ და ღმერთი, ყოველი სენის მკურნალი, მოგანიჭებთ კურნებას"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"სადაც არ უნდა ვიყო, განმარტოებით თუ კაცთა შორის, ქრისტეს ვარიდან ჩემს სულს სინათლე და ნუგეშინისცემა ეფინება"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"თავის ყვედრებაში ჰპოვებთ ნუგეშს"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"დაე, ჭეშმარიტმა ნუგეშინისცემამ აღგავსოს! ჭეშმარიტი ნუგეშინისცემა კი, მე ვფიქრობ, მხოლოდ ღმერთის ხსოვნამ შეიძლება კაცს მიანიჭოს: "მოვიხსენე ღმრთისაი და ვიხარე"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"უფალმა მოგანიჭოთ ნუგეშისცემა! მე ვფიქრობ, უმჯობესია ყველაფერი ღმერთის ნებას მივანდოთ. მან ერთადერთმა უწყის, ვის რა სჭირდება და რა როგორ უნდა განაგოს"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience