სალამი
მოკლედ ასეთი კითხვა დამებადა. ბიბლიაში აღწერილია შესაქმეში როგორ შეიქმნა სამყარო. როგორ შეიქმნენ ცხოველები, ნათელი ბნელი, წყალში თევზები და ასე შემდეგ. და ნათქვამია რომ ბოლოს ღმერთმა შექმნა ადამიანი.... და ადამიანი შეცოდებამდე ცხოვრობდა ედემის ბაღში ანუ სამოთხეში... რა გამოდის სად იყო სამოთხე? დედამიწაზე?
დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე...
protestanti
უპ
იყო რა, ახლა აღარ არის თუ?
იყო რა, ახლა აღარ არის თუ?
ჩემი აზრით მთელი დედამიწა სამოთხე იყო მაშინ. უბრალოდ ადამიანი ერთი ადგილიდან მეორეზე კი არ განიდევნა, არამედ მთელმა სამყარომ იცვალა სახე ადამიანის ცოდვის გამო...
შუამდინარეთში
იქნებ ირანში ან იქნებ მდინარე ინდის სანაპიროზე ან ნილოსის ან სულაც სადღაც ღრმად აფრიკაში?! მე გმონი იმის ძიება რაც აღარ არის იდეაშიც კი უაზრობა და არც ღირს
მე მგონი მცირე აღწერა გვაქვს (მდინარეები) .... აუჰ, მეზარება ამ ღამეს წიგნების მოქექვა
ჰმ, აი ეხლა დავგუგლესავით და სამოთხე სხვაა არისო, ედემი სხვა, ვუაბშე დავიბენი.. კაიროსი გვინდა :) ჯერ კაიროსი და მერე წიგნები :D
არადა მე ვიცოდი რომ, სამოთხე დედამიწაზე იყო, ეს აღწერიდანაც ჩანსო, მდინარეები, რომლებიც სამოთხეში მიედინებიან, ბიბლიის მიხედვით, ეს ტიგროსი და ევრფრატია...
ანდა აგერ:
9. და კვლავ აღმოაცენა ღმერთმა მიწიდან ყველა ხე, მშვენიერი სახილველად და კარგი საჭმელად, და ხე ცხოვრებისა - სამოთხის შუაში, და ხე ცნობადი - კეთილისა და ბოროტის გასაგებად.
10. და მდინარე გამოდის ედემიდან სამოთხის მოსარწყავად; იქიდან იყოფა ოთხ სათავედ.
11. სახელი ერთისა - ფისონი; ეს გარს უვლის ევილატის მთელს ქვეყანას, იქ, სადაც არის ოქრო;
12. ხოლო იმ ქვეყნის ოქრო კარგია; და იქ არის ანთრაკი და მწვანე ქვა.
13. და სახელი მეორე მდინარისა - გეონი; ეს გარს უვლის ეთიოპიის მთელს ქვეყანას.
14. და მესამე მდინარე - ტიგროსი. ეს მიედინება ასურეთის პირდაპირ. ხოლო მეოთხე მდინარე - ეს არის ევფრატი.
15. და აიყვანა უფალმა ღმერთმა კაცი, რომელიც გამოსახა, და დაადგინა იგი განცხრომის სამოთხეში "
აგერ წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/dzveli_agtqma/sheqmnisa1-5.htm
თანამედროვე ტექნოლოგიებით ქერუბიმებს ვერ მოვერევით ხო ? აი სამოთხეს რომ მივაგნოთ და შევცვივდეთ შიგნით ? არ შეიძლება ?
ჰო შუამდინარეთში იყო, მეც ასე ვიცი.
ხალხო,ცეცხლს ეთამაშებით
რაებს წერთ
ცეცხლს ვეთამაშებით არა... რა არი, გუდრონში მოვიხარშებით??
ანგელოზებსაც ექნებათ იუმორის გრძნობა. ვხუმრობთ კაცო რა იყო
"საჭიროა სამოთხის შესახებ საუბრის დროს უარი ვთქვათ მუსულმანებისათვის დამახასიათებელ ვულგარულ-ყოფით თვალსაზრისებზე. წმინდა მოციქულმა პავლემ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა: "რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ" (1 კორ. 2:9).
"ვინ იცის, რა არის სამოთხე? ვის სულშიც სული წმიდა მყოფობს, შეუძლია ნაწილობრივ ჩასწვდეს ამას, რადგან სამოთხე სული წმიდის სამეფოა, სული წმიდა კი ერთი და იგივეა ცასა და ქვეყანაზე".
/ღირსი სილუანე ათონელი/
"რა თქმა უნდა, ადვილი იქნებოდა, მაძღარი მუცლით თბილი საბნის ქვეშ გადავბრუნებულიყავით და პირდაპირ ყოვლადნათელ სამოთხეში ამოგვეყო თავი, მაგრამ გზა იქით ჯვარზე გადის, რამეთუ ცათა სასუფეველი მიიღწევა არა ერთი და ორი, არამედ მრავალი ჭირის დათმენით (საქ. 14,22)!"
/ღირსი ანტონ ოპტინელი/
"ო, ნეტავ თქვენ, ვინც სამოთხის ნუგეშზე მიამბობთ, - ამბობდა ერთი ფილოსოფოსი, - არ ვეძებ სამოთხეს, არამედ მას, ვინც სამოთხე შექმნა".
"შეიტანეთ კაცობრიობის ცხოვრებაში ყველა ქრისტიანული საწყისი, განდევნეთ მისგან ყოველივე ის, რასაც კრძალავს ქრისტიანობა და მაშინ დედამიწაზე სამოთხე განიღება"
"ზოგი ფიქრობდა, რომ ედემი აფრიკაში იყო (ეთიოპიასა ან აბისინიაში), ზოგის ვარაუდით - სომხეთში და კავკასიაში, ან სირიასა და პალესტინაში, მესოპოტამიასა და ბაბილონში. მას ეძებდნენ ინდოეთშიც და ჰიმალაის ხეობებში, ასევე ცეილონზე. თუმცა ეს ყველაფერი ვარაუდია. სინამდვილეში მხოლოდ ის არის, რომ ედემის ქვეყანა და სამოთხე მდებარეობდა მდინარეების - ტიგროსისა და ევფრატის მახლობლად".
"ჩვენ გვებოძა ამქვეყნად ყოფნა, რომ ბედნიერად გვეცხოვრა; და ბედნიერადაც ვცხოვრობდით მას შემდეგ, რაც ამქვეყნად ყოფნა გვებოძა. ჩვენ მოგვანდეს სამოთხე, რომ მისით დავმტკბარიყავით. ჩვენ მოგვეცა მცნება, რომ მისი დაცვით დიდება დაგვემსახურებინა".
/წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველი/
"გარნა რით იყო შესანიშნი და კაცის გულის მიმზიდველი ედემი? ნუთუ მხოლოდ გარეგანი მოხდენილობა, მარტო საამური შეხედულება და საოცნებო განწყობილება შეადგენდნენ ედემის უმაღლეს მშვენებას? - არა, ედემი ძვირფასი და სანატრელი იყო პირველი კაცისთვის იმითი, რომ იქ ეცხადებოდა მას ცისა და ქვეყნის გამჩენ-დამბადებელი ღმერთი და პირისპირ, გულშემატკივარი მამის მსგავსად ასწავლიდა, სწრთვნიდა მას სიკეთეში. აი, უმაღლესი მშვენიერება სამოთხისა, აი, უთავრესი ღირსება მისი".
/ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე/
"თუ უფალთან იქნები, ჯოჯოხეთიც სამოთხედ გექცევა, ღვთის გარეშე კი - ზეცაში ყოფნაც წამებაა"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"უფალთან ერთად ყველგან სამოთხეა, მის გარეშე კი ყველგან ჯოჯოხეთია და სულის უნუგეშო მსხვრევა!"
"პავლე მოციქული გვეუბნება: სამი უმთავრესი სათნოება არის: რწმენა, იმედი და სიყვარულიო, ამათგან კი სიყვარულია უმთავრესი, რადგან სამოთხეში რწმენა და იმედი განქარდება და სიყვარული კი იქაც საჭირო და აუცილებელიაო. ეს ხდება იმიტომ, რომ რწმენა უხილავის დაჯერებაა და თუკი მოვხვდებით სამოთხეში, უხილავ ღმერთს ვიხილავთ, ე.ი. სამოთხეში რწმენა აღარ იქნება საჭირო, რადგან ვიხილეთ ის, ვინც გვწამდა ანუ რწმენა განქარდება.
იმედი ღმერთზე მინდობაა. ჩვენ გვაქვს იმედი იმისა, რომ თუ ქრისტეს მცნებებს დავიცავთ, თუ გვეყვარება ღმერთი, მოყვასი და მტერიც კი, მაშინ უფლის მოწყალებით სამოთხის მშვენიერებას და თვით უფლის დიდებულებასაც ვიხილავთ. და თუ მართლაც გვეღირსა სამოთხეში მოხვედრა, რა თქმა უნდა, იმედიც განქარდება, სიყვარული კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამოთხეშიც საჭირო და აუცილებელია, რამეთუ იოანე ღმრთისმეტყველის სწავლების მიხედვით ღმერთი სიყვარულია".
"წმ. გრიგოლ ნაზიანზელიც სამოთხის შუაგულში დანერგულ ცხოვრებისა და ცნობადის ხეებს ცხოველსმყოფელი ჯვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინასახეებად მიიჩნევს და დაადგინა რა საბაოთმა ადამი სამოთხის მცველად და უბრძანა რა მისი მოვლა, ამით, სულიერად თუ გავიაზრებთ, ღვთაებრივი აზრების განჭვრეტაზე აკურთხა იგი... თვითონ პირველი ადამიანის სახელიც "ადამ", რომელიც ღმერთმა უწოდა მას, წმ. იოანე ოქროპირის მიხედვით შესდგება ოთხი ბრძნული სიტყვის ანაგრამებისაგან: აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი, ანუ ეს ღვთისმიერი სახელდება თავის თავში შეიცავდა წინასწარმეტყველებას, რაც უფალმა ხმამაღლაც წარმოთქვა ორჯერ სამოთხეში; ადამის ცოდვით დაცემამდე და ცოდვით დაცემის შემდეგ, რაც იმაში მდგომარეობდა რომ ადამი და ევა აღორძინებულიყვნენ და გამრავლებულიყვნენ და დაეპყრათ ქვეყნის ოთხივე კუთხე: აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი. იმავე დროს ეს წინასწარმეტყველებაა იმის შესახენაც, რომ ქრისტე იესუ, მეორე ადამად წოდებული, მოევლინებოდა ამ ქვეყანას, სწორედ ჯვარზე გამოგვიხსნიდა წყევისაგან სიკვდილისა"
"სამოთხე როგორი მიმზიდველია, თუმცა ადამიანს იაფი უჯდება.
სათნომყოფელი ადამიანები, სამოთხის მომავალი მფლობელები აქვე ბედნიერები არიან. ისინი გამარჯვებულები არიან. ყოველი გამარჯვებული კი სიხარულს და აღტაცებას განიცდის. ამგვარად, მათ სამოთხე იაფი უჯდებათ. აიღეთ ყველაზე ჩვეულებრივი, სამოთხეში მიმყვანებელი სათნოება. ის უკვე მიწაზევე აბედნიერებს ადამიანს. საკუთარი თავის ფლობა სიხარულს ანიჭებს; ასე საკუთარ სიძლიერეს შეიგრძნობენ, მბრძანებლობენ თავის თავზე, მბრძანებლობა კი სასიამოვნოა, თავშეკავება არანაკლები მბრძანებლობაა; იგი ამსუბუქებს ღვთისკენ სწრაფვას, საკუთარი მოწოდების ერთგულება და დაუცხრომელი მოღვაწეობა ჯილდოვდება იმით, რომ საჭმელ-სასმელი უფრო გემრიელი გეჩვენება, დღის შრომის ჯილდო სიხარულით აღვსილი კმაყოფილებაა. კეთილმოსურნეობა და ქველმოქმედება დიდი სიხარულის მიმნიჭებელია; გაცემა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე - მიღება. ლოცვა ზეცად ამყვანებელია, უფალი კი უსაზღვრო ნეტარებაა. ასეა ყველა სათნოება, სამოთხეში მიმყვანებელი".
"თუკი ლოცვის დაძალებით დაღუპე შენი გული, შენ სული გადაირჩინე, სამოთხის მოპოვებით"
"ღმერთმა ადამიანი გონებით იმიტომ კი არ დააჯიილდოვა, რომ მუდამ იმაზე ფიქრობდეს, ერთი წერტილი დან მეორემდე უკეთ როგორ გადაადგილდეს, არამედ, უპირველესად, ფიქრობდეს უმთავრესზე: როგორ მიაღწიოს საბოლოო მიზნამდე, ღმერთამდე, როგორ მიაღწიოს ჭეშმარიტ ქვეყანას, სამოთხეს"
"ღვთისადმი მსახურებით სამოთხეში ცხოვრობ. თუ ქრისტეს შეიცნობ და შეიყვარებ, სამოხეში იცხოვრებ. ქრისტე - ეს სამოთხეა. სამოთხე აქედანვე იწყება. ეკლესია არის მიწიერი სამოთხე, მსგავსი ზეციურისა. სამოთხე, რომელიც ზეცაშია, იგივეა აქ, დედამიწაზეც. იქ, სამოთხეში ყველა სული ერთია, ისე როგორც წმინდა სამება არის სამი პირი, მაგრამ არიან რა შეერთებულნი, წარმოადგენენ ერთს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"შვილებო, ქრისტე - ეს სამოთხეა. რა არის სამოთხე? ეს არის ქრისტე. სამოთხე აქედან იწყება. ვინც ამ ქვეყანაზე ქრისტეში ცხოვრობს, ის სამოთხეში ცხოვრობს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"იმისათვის, რომ სამოთხეში ვიცხოვროთ, უნდა მოვკვდეთ, ყველაფრისთვის უნდა მოვკვდეთ, გავხდეთ, როგორც მკვდარი. სწორედ მაშინ ვიცხოვრებთ ნამდვილი ცხოვრებით, რადგან ვიცხოვრებთ სამოთხეში"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"სამოთხე - ეს ღმერთთან მყოფობაა, შინაგანი სამოთხე - ეს ღვთაებრივი ნათელია ადამიანის გულში"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
" - მამაო, მართებული იქნება, ღმერთს სამოთხეში მოხვედრა რომ ვევედროთ?
- მე არ ვევედრები ღმერთს სამოთხეში მოხვედრას. მხოლოდ შეწევნას ვთხოვ, რომ ჩემი საქციელით იგი არ დავამწუხრო. თუმცა, თუ ჯოჯოხეთში წავალ, განა ამით ღმერთს არ დავამწუხრებ? ასე რომ, არც ეს მოხდება, რაკი ღმერთს შეწევნას ვთხოვ, რომ არ დავამწუხრო"
/ღირსი პაისი ათონელი/
"მტკიცედ შედგით ფეხი სარწმუნოების მსუბუქ ნავზე, ქარივით გადაევლეთ სველ ტალღებს! თქვენ რომ გგონიათ, იმაზე ადრე გალევთ ამ ზღვას და სამოთხის კარს მიადგებით. მაგრამ სულიერ სამოთხესა და ხორციელ, მშვინვიერ ცხოვრებას შორის, რომლითაც ყველა ადამიანი ცხოვრობს, გამყოფად - ზღვად - ჯვარი და ჯვარცმაა დადებული. სხვა გზა სამოთხისაკენ არ არსებობს! თუ ღმერთს სურს, კაცი სამოთხეში შეიყვანოს, ჯერ მისკენ მიმავალ გზამდე, ჯვარამდე მიჰყავს"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience