"გონებით ამაღლებული ყველას აღემატება".
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"ცოდვები, რომლებიც გონებას აზრებით უკაკუნებენ"
„როგორც გემი ვერ გაცურავს წლის გარეშე, ასევე შეუძლებელია გონების დაცვა სიფხიზლისა და სიმდაბლის, მარად უფლის სახელის სხენების გარეშე“.
/იერუსალიმელი პრესვიტერი ისიქი/
"გამუდმებით იმეორეთ: "უფალო იესო ქრისტე, განანათლე ჩემი გონება", რათა დაინახოთ, რა უნდა თქვათ და რა იფიქროთ".
/იღუმენია თეოსემნია/
"გონება-წრფელო"
"საკუთარი თავის მორჩილებისთვის მიმძღვნელი გონება ნათელხილული ხდება"
"ყურადღების უკიდურესი დაძაბვით დაიცავი შენი გონება. როგორც კი მტრულ აზრს შენიშნავ, მაშინვე წინ აღუდექი მას და ამასთან ერთად, მსწრაფლ მოუხმე იესო ქრისტეს სახელს დასახმარებლად. ხოლო ტკბილი იესო შენს მოწოდებაზე გიპასუხებს: "აი, მე შენთან ვარ, რათა მოგეშველო".
/ფილოთეოს სინელი/
"მაწამებს ფიქრის აბლაბუდები"
/გულნაზ ხარაიშვილი/
"აზრმშვენიერი"
"აზროვნება დიქტატურის მტერია"
"კეთილგონიერება ნიჭთა ნიჭია, ნეტარებათა მშობელია"
"გონის საცდური გონებითი ამპარტავნებაა"
"რანი ვიყავით და რანი დავრჩით? ვიყოთ ერთად, ვიყოთ ძლიერად. ნუ ვიქნებით იმ კაცივით, ღმერთი რომ მადლს აძლევს, ის კი მიწაში ფლავს. ღმერთმა მოგვცა ღვთიური ინტელექტი და ამას ნუ მოვკლავთ, პირიქით, გამოვიყენოთ ღვთის ნიჭი და არ დავამიწოთ ჩვენი გონება, რომელიც ღმერთმა გვიბოძა"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ისიქია არის საკუთარ არსში გონების ჩამოზიდვა და მოკრება".
"გონების სურვილი"
"ბევრი ქურდი გამოჩნდა ჩვენთან. ისინი კი არა, ჯიბეში რომ ძვრებიან ან სახლებს ძარცვავენ, არა, ეს ქურდები უფრო ბოროტები და საშიშები არიან. ისინი პიჯაკებით მოდიან ჩვენთან, მაღალფარდოვან ფრაზებს ამბობენ და ბოლოს ყველაზე მთავარს გვპარავენ - რწმენას.
როცა კაცს რწმენას მოპარავენ, ის თავის მასწავლებელს ეკითხება: "ეხლა როგორ ვიცხოვრო?" ისინი პასუხობენ: "იცხოვრეთ გონებით". ხოლო გონება კი, როგორც ცნობილია, რწმენის გარეშე ყოველთვის კარგი მრჩეველი არ არის, და კაცი იწყებს თავისი ხორცის სურვილების მიყოლას და უფრო და უფრო ქვემოთ ეცემა".
/წმ. ბარსანოფი ოპტელი/
"იმიტომაც გაძნელდა ცხოვრება, რომ ადამიანებმა ის თავიანთი ჭკვიანობებით დახლართეს, რომ დასახმარებლად ღვთის ნაცვლად საკუთარ ჭკუას მიმართავენ და მხოლოდ მას ეყრდნობიან".
/წმ. ანატოლი ოპტელი (პოტაპოვი)/
"გაბრიელ ეპისკოპოსის თქმით, ადამიანი რამდენიმე წუთსაც კი ვერ ძლებს, რომ გონებით არ სცოდოს, რაიც ჩვენი ცოდვით დაცემული ბუნების კიდევ ერთი აშკარა გამოვლინებაა".
"გონების თვალებზე გადაკრული ბინდი"
"ზესთაგონიერი"
"ეკლესიის წიაღში ადამიანის გონება ფერისცვალებას განიცდის - ქრისტესმიერი ცხოვრება უწინარეს ყოვლისა "გონების განახლებას", მის განწმენდას და ხელახლა შობას გულისხმობს".
"გონი გამინათდა"
"ყველაფერი გონების წარმოსახვითი ნაწილიდან იწყება. არ არსებობს ისეთ ცოდვა ან სათნოება, რომ მისი ამოსავალი არ იყოს გონების წარმოსახვითი ნაწილი. მაშასადამე, გადარჩენის წმინდა მიზანი ამ გონიერი საწყისის კეთილად დაცვით მიიღწევა".
/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/
"როდესაც გონება ღვთის მადლის ტყვეობაშია, სასწაულს სასწაული მოსდევს და ღვთისშეცნობის თვალისმომჭრელი ნათლის წინ გაოგნებული დგახარ".
/არქიმანდრიტი ეფრე მთაწმინდელი/
"ჩემო ერთგულო მფარველო ანგელოზო, გაამდიდრე ჩემი გონება წმინდა ფიქრების მრავალფეროვნებით".
"ვერავინ შეიძენს სუფთა გონებას მღვიძარების, თავშეკავებისა და განუწყვეტელი ლოცვის გარეშე".
/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/
"ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ არა ცოდნისკენ, არამედ უცოდინრობისკენ. ცოდნა ტვინს უხანგრძლივებს სიცოცხლეს. შევხედოთ ჩვენს თავს, ოცდაოთხი საათის განმავლობაში ჩვენი ტვინი რამდენ საათს მუშაობს? 95% ნევრიულობაზე მუშაობს ჩვენი ტვინი, მხოლოდ შოვნაზე მუშაობს. ეს კლავს ტვინს".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"სახიერი ღმერთი ადამიანის გონებას განუწყვეტლივ აწვდის კეთილ სურვილებს, ხან გონებას უნათებს, ხან ნუგეშს უგზავნის სხვების მეშვეობით, ხან კი რაიმე ნიშანს აძლევს.
მისი სახიერება ყოველი საშუალებით ცდილობს, დაეხმაროს ადამიანს, მივიდეს მასთან და იხსნას იგი...
ზოგჯერ რომელიმე მოძღვარს მოუვლენს, რომელსაც რჩევა-დარიგების ნიჭი აქვს. ხან რომელიმე ანგელოზის მეშვეობით განანათლებს, ხან კეთილ ზრახვას შთააგონებს ან ღვთიური სასოებით გამსჭვალავს".
/წმ. ანთიმოზი/
"ჩვენ ხშირად გონებით უფრო ვცოდავთ, ვიდრე საქმით. დამბადებელმა იცოდა, რომ უმეტესნი ცოდვანი გონებით აღესრულებიან, ამიტომ პირველად გონების განწმენდისაკენ მოგვიწოდა."
/წმ. ბასილი დიდი/
"ყველა პატიოსანმა ადამიანმა უნდა თქვას: "მწამს ღმერთი, ესე იგი ვარსებობ", რადგან ღმერთის გარეშე არც ჩვენ ვიქნებოდით, არც ჩვენი აზროვნების ობიექტი და არც ჩვენი აზროვნების აპარატი (ტვინი)"
/ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)/
"გონება უმშვიდდებოდათ"
"თვითონ ადამიანის გონი წმინდა სამების ხატია"
"მშვენიერია ცრემლები და სულთქმანი; გონება, რომელიც საზრდოობს საღმრთო იმედებით"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"რაც თვალია სხეულისთვის, იგივეა გონება სულისთვის"
"ადამიანის გონება, გულისყური მუდამ ღვთისკენ უნდა იყოს მიმართული, მიენდოს უფალს, სჯეროდეს მისი, რათა მასში აყვავდეს ყოველივე, რაც სათნოეყოფა უფალს და მის სულს."
/მამა დავით შენგელია/
"გონება ისეთი რამეა, რომელიც განუწყვეტლივ უნდა აკონტროლო. დიდი მონდომება და ღვაწლია საჭირო, რომ ადამიანმა გონება გარედან შემოსული, ანუ ეშმაკისგან მოწოდებული აზრებისგან დაიცვას".
/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/
"ნეტარია ის, ვისი გონებაც უფალშია დავანებული... ნეტარია ის და ბედნიერი".
"გონება ჯოჯოხეთში ამყოფე და სასო არ წარიკვეთო".
/წმ. სილოვანე ათონელი/
"შენი გონება იესო ქრისტეს ხსოვნას მიაჯაჭვე და ის შენთვის გახდება ყველაფერი: სიხარული და მშვიდობა, მწუხარება და ცხოველსმყოფელი ცრემლები, რომლებიც შენს სულს თოვლზე უფრო თეთრსა და ღრუბელზე უფრო მსუბუქს გახდის".
/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/
"ჩვევად მქონდა, რომ თავისუფლად არ მიმეშვა ყურადღება და ვიზეპირებდი წმინდა წერილს, ფსალმუნებს, კანონებს. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ გონების სისუფთავე მქონოდა"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"თუმცა მე შრომის დროსაც არ ვტოვებდი გონებას უქმად, სულ ვწვრთნიდი. უფრო სწორად, კი არ ვწვრთნიდი, ეს იყო ჩემი ტრფიალება. როგორ აგიხსნათ... ისე ვიყავი, როგორც შეყვარებული გოგონა, რომელსაც ავადმყოფობისას სულ სატრფოს ფიქრი უტრიალებს გონებაში. მეც ასეთივე ტრფიალება და თავდადება მქონდა ჩემი სატრფოს, ქრისტეს მიმართ".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"გონება მუდამ ღვთისკენ გქონდეთ მიმართული. შეიყვარეთ ლოცვა - უფალთან საუბარი"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"გონებასა და გულში მუდამ ქრისტე გყავდეს, თუნდაც სხვა რამეს აკეთებდე"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ჰეგელი ამბობს, ადამიანს გონება იმიტომ მიეცა, რომ გაარღვიოს ადამიანი და შეწვდეს იმას, რასაც ჩვეულებრივი გონება ვერ მიწვდება"
"გონება გატაცებული გვაქვს ქვეყნიურ, ამსოფლიურ ანგარიშებით"
/კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე)/
"ყველაფერი მიღწევადია, რაც კი ჩვენს გონებას შეუძლია წარმოიდგინოს"
/ჰილი/
"გონების უპირველესი საქმე - გულისხმიერი ლოცვაა. ლოცვა არის გონების უფალთან ამაღლება"
/წმ. ნილოს სინელი/
"[პიროვნება] რაც უფრო განწმენდილი და მაღალი სულიერების არის, მით მეტად უჩნდება ღვთიური იდეები და აზრები. ასეთ დროს სულიწმინდის მადლი წმენდს ადამიანის გონებას და აჯანსაღებს მას"
"იცოდეთ, სხეულის შებოჭვა ცოდვას თოკავს და გონებას ათავისუფლებს, რომელიც ღვთიურ სამყოფელში აიჭრება და ანგელოზების გვერდით ხარობს"
/ბერი ანთიმოზი/
"სულის ყველაზე ძლიერი ენერგია, რომელიც მხოლოდ ადამიანს აქვს, არის გონება. გონება სულის სარკმელია. მისი დახმარებით ადამიანი წარმოსახვით ყველგან მოგზაურობს. როგორც თვალებით ხედავს ირგვლივ ყველაფერს, ასევე გონებით ჭვრეტს წარმოსახვით სამყაროს"
/ბერი ანთიმოზი/
"ოცნება - ეს გონების საცდურია"
/ბერი ანთიმოზი/
"გონება ხედავს ყველაფერს, იმასაც კი, რაც ზეცაშია; და არაფერი ბინდავს მას, თუ არა ცოდვა. მისთვის კი, ვინც წმინდაა, არაფერია გონებით მიწვდომელი"
/ანტონი დიდი/
"ფსიქოლოგიაში არსებობს რენოს კანონი, რომლის თანახმად ადამიანის მეხსიერება ბოლოდან თავისუფლდება: მას შეიძლება არ ახსოვდეს სამი დღის წინანდელი ამბავი, მაგრამ თავის ახალგაზრდობას ძალიან კარგად იხსენებდეს"
"არ არსებობს უფრო დიდი საქმე, ვიდრე ადამიანთა გონების განათლება და მათთვის სწორი სულიერი ხელმძღვანელობის გაწევაა"
"ხანდახან გულით ნაგრძნობს უფორ ენდე, ვიდრე გონებით განსჯილს!"
/ლევან გოთუა/
"წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველი გვასწავლის, გონება დიდი საჩუქარია ადამიანისათვის, მაგრამ იგი ხშირად ხდება მიზეზი მისი ყველაზე დიდი დაცემისაც"
"სულში არსებული ვნებებისგან წარმოქმნილი აზრები ებრძვიან გონებას და ცოდვისკენ მიდიან. გონება რომ დამარცხდება ამ ბრძოლაში, ბოროტი აზრი ცოდვის ჩადენას გაააზრებინებს და შემდეგ უკვე ჩაადენინებს. ამის შემდეგ სული დაცარიელდება ბოროტი აზრებით და ეშმაკი სცილდება მას, მაგრამ მასში ცოდვის კერპი რჩება. ამ კერპს კი თუ არ დაანგრევს მუდმივი წრფელი სინანული, მაშინ ადამიანის სულიერი ორგანიზმი მძიმედ სნეულდება."
/წმ.მაქსიმე აღმსარებელი/
"სრულყოფილი მაშინ ხდება ადამიანი, როდესაც მისი გონება მთლიანად უფლისკენ არის მიმართული"
"ჩვენ ორი მეხსიერება გვაქვს - გონებისა და გულისა. გონების მეხსიერება ვერ მოიცავს მთელ იმ ინფორმაციას, შინაგანსა და გარეგანს, რომელსაც ადამიანი იღებს. ამიტომ გონების მეხსიერებას აქვს პასიური უნარი - დავიწყება. დავიწყების უნარი რომ არა, ადამიანი ვერ იარსებებდა, ინფორმაციის ნაკადი გასრესდა. მაგრამ ადამიანს სხვა მეხსიერებაც აქვს - გულის მეხსიერება, სადაც დაშიფრული, კოდირებული სახით მთელი მისი ცხოვრება ინახება, გარეგნულიცა და შინაგანიც. ყველაფერი აღიბეჭდება იქ - ნებისმიერი სახე, განცდა, სურვილი, ზრახვა, საქციელი... ყოველივე ეს ადამიანის გულის სიღრმეშია დამარხული. ამიტომაც უწოდებენ წმინდა მამები გულს სინდისის წიგნს"
/ბერი სვიმეონ ჯოხაძე/
ფსალმუნი 138
14. აღგიარო შენ, რამეთუ საშინელად საკვირველ იქმენ; საკვირველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყის ფრიად -
უფალმა კიდევაც რომ ინებოს, ადამიანს მიუწვდომელი განუცხადოს, ადამიანის გონება შეძრწუნდება ასეთი ცოდნის გამო.
"აზროვნება იწმინდება, სწორი მიმართულებით მიდის, როდესაც ადამიანი ცდილობს, ნაკლებად შესცოდოს"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"გონება რომ საღად მუშაობდეს, მსჯელობა გამართული იყოს, ამას დამსახურება უნდა. ეს უფლის წყალობაა და იგი, რამდენადაც შესაძლებელია, ღვთისთვის სათნო ცხოვრებით მიიღწევა"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"როგორც ღამე ვერ ჩააქრობს ვარსკვლავებს ცაზე, ასევე სოფლის არაწმიდება ვერ დაახშობს მორწმუნეთა გონებას, რომელიც ღვთის სიტყვით არის განმტკიცებული."
/ნეტარი ავგუსტინე/
"არცოდნა გარეგნულისა და წარმავალისა - იმისა, რაც მარადისობაში არ გადაიზრდება, სულიერი სამყაროსაკენ მიმავალი გზისა და ჭეშმარიტების შემეცნების დასაბამი ხდება, ხოლო არცოდნა იმისა, რაც ცხონებისათვის საჭირო არ არის, ის ნიადაგია, რომელზეც სულიერი სიბრძნის ყვავილები ხარობენ. მარყუჟს თავსდაღწეული ფრინველი თავისუფლად ფრენს ზეცისაკენ, ხოლო გონება, რომელიც მრავლისმცოდნეობისაგან ბავშვურ უბრალოებას დაუბრუნდა, იმ შინაგან სენაკში აღწევს, სადაც ღმერთს ესაუბრება.
რა უნდა ვქნათ საიმისოდ, რომ იმ ინფორმაციის დინება შევამციროთ, გამუდმებით რომ გვამძიმებს? თავდაპირველად, უარი უნდა ვთქვათ აშკარად საზიანოსა და ცოდვიანზე, შემდეგ - არასაჭირო ინფორმაციაზე, შემდეგ კი საჭირო ინფორმაციაც მინიმუმამდე და ყველაზე აუცილებლამდე დავიყვანოთ. ამით ადამიანის შრომის ხარისხი არ გაუარესდება, რამდენადაც მექანიკური მეხსიერების სანაცვლოდ ჩვენში იღვიძებს შემოქმედებითი მეხსიერება და მცირედის მეშვეობით ბევრის შეძენის უნარს ვივითარებთ."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"წმინდა მემყუდროვეთა" ტრაქტატში პალამა მოგვიწოდებს სხეულიდან ცოდვები განვდევნოთ, იქ გონება, როგორც ზედამხედველი, დავამკვიდროთ და მისი მეშვეობით ყოველი მშვინვიერი ძალისა და სხეულის ყოველი ნაწილისათვის სამშვინველის კანონების მოქმედების შესაბამისი წესები დავამკვიდროთ".
"ჩვენი სულიერი ჯანმრთელობა ჩვენს სულიერ ხედვაზე - გონიერებაზეა დამოკიდებული"
/ღირსი პაისი ათონელი/
"გონება უცნაური საკვირველების არსია, რომელიც წარსულს იმარხავს, აწმყოს განიცდის, მომავალს ენატრება, შემეცნებულს კი ჯერდება და უცნაურ მისზე მყოფს ტრფიალობს, რომლითა მისი მაღალშობილება მხოლოდ ღმერთში პოვებს განსასვნეებელ კმაყოფილებას"
/წმ. ალექსი ბერი/
"გონიერია ადამიანი, რომელიც გამუდმებით განიწმინდება და თავისუფლდება ცოდვებისაგან, ჭეშმარიტად გონიერი იგია, ვინც საკუთარი გონება განანათლა. თუ გონებას არ განიწმენდ, მისი სიმახვილე ხეირს არ დაგაყრის".
/ღირსი პაისი ათონელი/
"როგორც გემი ვერ გაცურავს წყლის გარეშე, ასევე შეუძლებელია გონების დაცვა სიფხიზლისა და სიმდაბლის, მარად უფლის სახელის ხსენების გარეშე".
/ისიხი იერუსალიმელი პრესვიტერი/
"გონებაში უეცარი გაელვების შედეგად პრობლემების გადაჭრაზე უფრო დიდი სიამოვნება არ არსებობს"
/დენიელ კიზი/
"მამა იოსები [ისიქასტი] მაშინ 28 წლის იყო, ხოლო გონიერება მოხუცი კაცისა ჰქონდა".
"როდესაც გონება თავის ადგილზეა, იცით როგორ ოსტატურად მართავს ყველაფერს?! სულით გიხარია".
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"კაცი თვითონ რას წარმოადგენს, თუ ღმერთმა არ გაანათლა?"
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"წმინდა მამებიც გვასწავლიან, რომ, როდესაც ადამიანის გონება განიწმინდება და ვნებებისგან გათავისუფლდება, მაშინ, საღმრთო მადლის მოქმედების გარეშეც კი (რომელიც მას სრულად განაღმრთობს) აქვს საკუთარი განათლება და შეუძლია დემონებზე შორს დაინახოს. რას ნიშნავს ეს? გრძნობს, თუ როდის უახლოვდებიან ეშმაკები და რა განზრახვა აქვთ - განზრახვა ბოროტებისა და სიავისა".
"მლოცველი ნათელს ეზიარება, ვინც არ ლოცულობს - გონება ებინდება"
/იოსებ ისიხასტი (იოსებ მღვიმელი)/
"თუ ნამდვილად გსურს, ყოველგვარი არაქრისტიანული აზრი განდევნო და გონება განიწმინდო, ამას მხოლოდ ლოცვით მიაღწევ, რადგანაც ჩვენი გულისსიტყვების მოწესრიგებას ლოცვაზე უკეთ სხვა ვერაფერი შეძლებს"
/იოსებ ისიხასტი (იოსებ მღვიმელი)/
"გონება ჩვენი არსების, ჩვენი არსებობის, ჩვენი უკვდავების, ჩვენი მარადიულობის, ჩვენი მარადმყოფობის თავია. გონებაა ის, რაც აზრებს იღებს ან არ იღებს; ის, რაც გარე სამყაროს, საკუთარ თავს, თავის მიზანსა და მიმართულებას ზედამხედველობს. ამ ყველაფერს გონება აკეთებს. თუ ჩვენი საწყალობელი მდგომარეობის მიზეზს გამოვიძიებთ, მას სწორედ გონებაში მივაგნებთ".
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"როცა ადამიანი შინაგანად შეიგრძნობს მარადიულ ნათელს, მაშინ გონება უსუფთავდება და მას გრძნობისმიერი წარმოდგენები არაწმინდა კი არ ექნება, არამედ სიკეთით სავსე. ის მზად არის მიწის შუაგულშიც კი ჩავიდეს, ოღონდ არ დაკარგოს ჭეშმარიტი სიკეთე - ღმერთი"
/ღირსი სერაფიმე საროველი/
"კაცის გონებას შეუძლია შეიცნოს მიწიერი, მაგრამ ღმერთი და ყოველივე ზეციერი სული წმიდის მიერ შეიცნობა. მხოლოდ გონებით ამის მიღწევა შეუძლებელია"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"ვინც თავს გონიერად თვლის და ეყრდნობა საკუთარ გონებას, იგი უკვე აღარ ევედრება ღმერთს. ხოლო ვინც არ ევედრება ღმერთს, ღმერთიც არ ეხმარება ასეთს და არც უხსნის დაფარულ საიდუმლოს".
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"ვინც ეშმაკებს ესაუბრება, ის გონებას იბილწავს, ხოლო ვინც ლოცვაშია ჩაფლული, იმის გონებას უფალი განანათლებს"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"წმინდანთა გონებანი შენ შეგემსჭვალნენ, უფალო, და მოისწრაფვიან შენკენ - ნათლისა ჩვენისა და სიხარულისკენ"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"როგორც ტყვე არის თოკებით შეკრული და თავისუფლად ვერ მოძრაობს, ისევეა დაცემული ადამიანის გონება ცრუ, უკეთური აზრებით შებორკილი, გული კი - უწმინდურ და მრუშ ვნებებსაა დამონებული"
/მღვდელმონაზონი ვასილი ოპტინელი/
"დიახ, უფალმა გვიბოძა გონება და ის უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ გონება ვნებებითაა სავსე! ვნებების ზემოქმედებით ვაზროვნებთ და შეცდომებს ვუშვებთ"
/სქემიღუმენი იოანე (ალექსეევი)/
"ბრმა და ბნელია ჩვენი გონება და იმის მიერ განათლებას საჭიროებს, ვინც სიბნელეს დაუღამებელ დღედ აქცევს"
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"როგორც კაკანათში გაბმული ჩიტისთვის ფრთები უსარგებლოა, ისე უსარგებლოა შენთვის გონება, როდესაც ბოროტი ვნების ტყვეობაში იმყოფები"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"გონება - ეს არის ჭეშმარიტი ცოდნა ღვთის, მისი საქმეებისა და მათთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ"
/წმ. ევსები ორლინელი/
"გონება რწმენის გარეშე სუსტი ლერწამია, რომელიც განუწყვეტელ მერყეობს ეჭვების ქარისგან"
"გონება თავისი ბუნებით ქრისტიანია, და ვისაც ქრისტიანობა არა აქვს, მასში თამამად შეიძლება ვივარაუდოთ გონების არარსებობა. ჩვენ ამას წარმართებშიც ვხედავთ: ვინც მათ შორის აღმატებულია თავისი გონებრივი განვითარებით, იმდენადვე ახლოსაა ჭეშმარიტი ღვთის შემეცნებასთან. პლატონი, სოკრატე, რომლებიც ამქვეყნად ქრისტეს მოსვლამდე ცხოვრობდნენ, ნახევრად ქრისტიანები იყვნენ"
"როგორც დაზიანებულ წყალსადენში ვერ გაჩერდება წყალი, ასევე გაფანტული თვალი ვერ შეიკავებს უბიწო გონებას!"
/წმ. ეფრემ ასური/
"რწმენის დაცვა ნიშნავს გონების დაცვასაც; გონების დაცვა ნიშნავს რწმენის დაცვას"
"ღვთისმოყვარე გონება სინათლეა, რომელიც სულს ისე ანათებს, როგორც მზე - სხეულს"
"გონიერების გარეშე ღვთისთვის ისიც კი არ არის სათნო, რაც სიკეთედ გვეჩვენება!"
/წმ. პეტრე დამასკელი/
"უფროსი ისაა, ვინც უფროსობს საკუთარ თავზე და ვისი სულიც და ხორციც დაემორჩილება გონებას"
/ამბა თალასი/
"ვისაც მორჩილებაში საკუთარი თავი ჰყავს, ისე, რომ მისი მგრძნობელობა ემორჩილება გონებას, ხოლო გონება ემორჩილება უფალს ყველაფერში, - იგი საკუთარი თავის ჭეშმარიტი მძლეველია და სამყაროზე მბრძანებლობს"
"რაც მეტი საკითხი გვაქვს გადაწყვეტილი, მით მეტია გარკვეული აზრები, ცნებები საგნების შესახებ, მით ფართოა ჩვენი ცოდნის თვალსაწიერი"
/არქიმანდრიტი ლაზარე/
"ბერმა იოსებმა [ვატოპედელი] იცოდა, თუ რამდენად ძნელია შეუკავებელი გონების გაუფანტავად შეკავება, რადგან გონება, როგორც უფაქიზესი ელემენტი, მარადმოძრავია, გონება ბუნებით ცნობისმოყვარეა, თანაც, უწინდელი უდები ცხოვრებიდან გაბნეულობასაა მიჩვეული და არ სურს, ლოცვის სიტყვებში იყოს "გამოკეტილი".
"გონების საყდარი არის მადლი, ხოლო მადლის საყდარი, განსასვენებელი, არის გონება"
"ამპარტავანმა და მცირედმორწმუნე ადამიანებმა ცხოვრების გემიდან გადააგდეს კომპასი - უფლის ზნეობრივი კანონი და ყველამ დაიწყო ამ გემის მართვა თავისი ჭკუით, ისე როგორც მათ ვნებიანი გული ისურვებს. პატარა ჭკუა სუსტი ნაპერწკალივით აღანთებს სურვილების ხანძარს, ხოლო ვნებითი სურვილები, თავის მხრივ, გონების ხმას ახშობენ და სრულიად აქრობენ ადამიანურ პატარა გონებას"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"რაც თვალია სხეულისათვის, ისაა გონება სულისათვის. გონებისაგან მომდინარეობს აზროვნებისა და განსჯის შესაძლებლობა, გულში კი მგრძნობელობითობა ვლინდება. თუმცა, რასაც ადამიანი გრძნობს გულით, იგი გონებასაც მოიცავს.
და ამ დროს უნდა მოხდეს უმნიშვნელოვანესი რამ: გონებისა და გულის გაერთიანება, „გონების ჩასვლა გულში" და გონების მიერ მისი წარმართვა. ასეთი გული არის გული გონიერი. იგი საშუალებას არ აძლევს უკეთურ ფიქრებს შემოიჭრან და ცოდვად იქცნენ; არამედ ფხიზელი გონებით უკუაგდებს მათ და არ შეიწყნარებს. ამგვარი გული და გონება მიმართულია უფლისაკენ და ჩვენი სწორი სულიერი ცხოვრების ცენტრი ხდება. წმ. მამები წერენ: ძირითადად, ოთხი რამ იცავს სულს: ქველმოქმედება, ურისხველობა, ჭირთა დათმენა, წყენის დავიწყება.
ძირითადად, ასევე, ოთხი რამ ვნებს მას: მოყვასის სიძულვილი, შური, განკითხვა, მკვლელობა. საერთოდ, გონება ადვილად იმღვრევა, მაგრამ მალევე იწმინდება ლოცვით, წმინდა წერილის, წმინდათა ცხოვრებისა და მათი დარიგებების კითხვით."
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/
"დიდი ჭკუა და მაღალი ნიჭი ყოვლად გამოუსადეგარია, თუ ადამიანი კეთილად არ ხმარობს"
/აკაკი წერეთელი/
"კარგი ის არის, როცა ჭკუა და ცოდნა ორივე ერთად შეკავშირდებიან"
/აკაკი წერეთელი/
"როცა სურვილი გახელმწიფდება,
გონებაც გრძნობას დაემონება"
/აკაკი წერეთელი/
"არაფერი არაა იმ გონებაზე ღატაკი, რომელიც უფლის გარეშე მის შესახებ "ბრძნად მეტყველებს".
"ყველა სათნოებაზე აღმატებული გონიერებაა"
/ძველი პატერიკი/
"მახვილი გონება სიყვარულით აღვსილი გულის გარეშე იგივეა, რაც - მკვლელის ხელში ხანჯალი"
"გონიერება ადამიანისთვის წყალობაა ღვთისა"
"ისიც კი, რისი ცოდნაც მოგეცა, შენს გონებაზე მაღლაა"
"ვინც ცოდნას აბუჩად იგდებს და უვიცობით იწონებს თავს, იგი უვიცია არა მხოლოდ სიტყვით, არამედ - გონებითაც!"
/წმ. მარკოზ მოსაგრე/
"ადამიანები, რომლებიც მთელ გონებას უსარგებლო საგნებს ახმარენ, ძალიან ჰგვანან იმ ღამეულ ჩიტს, რომელიც ნათლად ხედავს სიბნელეში და მზის შუქზე ბრმავდება: ისინი გასაოცრად გამჭრიახნი არიან, როდესაც საქმე ეხება სამეცნიერო წვრილმანებს და ჭეშმარიტი ნათლით დაბრმავებულნი ვერაფერს ხედავენ"
"რამდენად ემსგავსებიან ბუს თვალებს ამაო სიბრძნეში მოვარჯიშენი! ბუსაც სიბნელეში მახვილი მხედველობა აქვს, მაგრამ მზის ამოსვლისთანავე ებინდება; და მათაც საკმაოდ დახელოვნებული აქვთ უსარგებლო საგნების გონებითი ჭვრეტა, მაგრამ დაბინდული აქვთ ჭეშმარიტი ნათლის შესაცნობად"
/წმ. ბასილი დიდი/
"ადამიანის გონების არაშორსმჭვრეტელობა სწორედ მაშინ გამოვლინდება, როდესაც იგი იწყებს ოცნებას, რომ ყველაფერი დამოკიდებულია მის მჭერმეტყველებასა და შორსმჭვრეტელობაზე!"
"როგორც ღამე ვერ ჩააქრობს ვარსკვლავებს ცაზე, ასევე, სოფლის არაწმიდება ვერ დაახშობს მორწმუნეთა გონებას, რომელიც ღვთის სიტყვით არის განმტკიცებული!"
/ნეტარი ავგუსტინე/
"გონება არის ფიქრის მიზეზი, ადგილი და ძალა. ის სულისთვის თვალს წარმოადგენს. აზრი კი გონების მიერაა მოფიქრებული და წარმოსახული. გონების დაცვა ისაა, როცა ადამიანი საერთოდ არ იღებს არანაირ უკეთურ ფიქრს; აზრების დაცვა კი გონებაში მოსულ აზრთა უკუგდებაა"
"როგორც ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნიდან საკუთარ სახლში დაბრუნდა, რომელსაც თავის თავი არ ახსოვს სიხარულისაგან, ცოლისა და ბავშვების შემყურეს, ასევეა გონებაც: როდესაც იგი გულს შეუერთდება, გამოუთქმელი სიხარულით აღივსება"
/ნიკიფორე მონაზონი/
"წმინდა მაქსიმეს სიტყვებით რომ ვთქვათ, "გონება, რომელიც ღმერთს შორდება, ან ვნებამორეული ცხოველი, ან ადამიანებთან მებრძოლი უხეში არსება ხდება"
"გონების მტრები იესოს სახელით დაამარცხე. მის გარდა სხვა იარაღს ვერ იპოვი"
"ცოდვილი აზრებით სავსე გონება კარგი მრჩეველი ვერ იქნება"
"ადამიანის გონება სულის სამკაულია, ხოლო აზრი - მისი ბრწყინვალება"
"გონება უნდა იქნეს დაბრუნებული გულში, რათა იქიდან აღიწიოს მამაღმერთისადმი.
გონება ღმერთთან შესახვედრად ზეაღიწევა ლოცვის გზით".
"ეგვიპტელი ბერები მთელი დღე მუშაობდნენ, მაგრამ მათი გონება ღმერთს არ განეშორებოდა"
/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/
"წაკითხული სახარების ნაწყვეტი თუ მამათა ცხოვრება (აქ მრავალი პატარა, მაგრამ ძლიერი თავია) გონებას სულიერ სფეროში გადაიყვანს და ის იქიდან აღარსად წავა. გონება ხომ ეს დაუბერებელი ბაშვია, რომელსაც ერთ ადგილას ჯდომა არ შეუძლია - დარბის ხან აქ და ხან - იქ, მაგრამ თუ მას ტკბილ კარამელს მისცემ, არსაც არ წავა".
/ღირსი პაისი ათონელი/
"გონიერია ადამიანი, რომელიც გამუდმებით განიწმიდება და თავისუფლდება ცოდვებისაგან. ჭეშმარიტად გონიერი იგია, ვინც საკუთარი გონება განანათლა. თუ გონებას არ განიწმენდ, მისი სიმახვილე ხეირს არ დაგაყრის"
/ღირსი პაისი ათონელი/
"წმინდა მღვიძარე მამები ამბობენ, რომ გონება, რომელიც განშორებულია ღვთის ჭვრეტას, პირუტყვს ან მხეცს ემსგავსება. ამის საპირისპიროდ, ლოცვის, სწორედ გონისმიერი ლოცვის მეშვეობით ადამიანის გონება განიღმრთობა და საღვთო ელვარებით ბრწყინავს"
/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/
"და პირიქით, როცა გონება ლოცვით განათლებული არ არის, ძალზე მოუქნელია და ჭვრეტისკენ მისი წარმართვის მცდელობა უნაყოფო იქნება"
/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/
"შვილო, რადგან ისეთ გარემოცვაში იმყოფები, რომელიც, შესაძლოა, სხვადასხვაგვარი ცოდვის მიზეზი გახდეს, გაუფრთხილდი შენს გრძნობებს, განსაკუთრებით გონებას - მმართველს, "უსირცხვილო ფრინველს", - როგორც მას აბბა ისააკი უწოდებს. გონება მოყვასის ქმედებათა საიდუმლოებებში იჭრება. ის საძაგელი მხატვარია, როცა სიბილწეებს გამოსახავს. ამიტომ, რადაც უნდა დაგიჯდეს, იზრუნე, რომ გონება სუფთად დაიცვა, ცოდვის ყოველი გულისსიტყვა და წარმოდგენა მაშინვე განაგდე მრისხანებით და გულმხურვალე ლოცვით. "გული გიწყრებოდეს და ნუ სცოდავთ"
/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი/
"გონებას, შვილო, ერთ მდგომარეობაში დიდხანს გაჩერება არ შეუძლია, განსაკუთრებით სულიერად სუსტ ადამიანებში. ასეთ ადამიანს ხან კითხვა სჭირდება, ხან - ფსალმუნება, ხან - მდუმარება. როდესაც ის დუმს, გონება მარჯვე შემთხვევას პოულობს წმიდნა წერილის უკვე შესწავლილ ადგილებში ჩასაღრმავებლად. ამრიგად, როცა შენ გონებას რაიმე კარგს, მისთვის მოსაწონს აძლევ, მას ძალები ემატება ისევე, როგორც ჯანსაღი საკვების მიღებით ძალას იკრებს სხეული. მაშინ კი, როდესაც შენთვის ხელმისაწვდომს სთავაზობ, განსწავლის ნაცვლად ის იბინდება; ასევე, როცა გონება იღლება, მას დასვენება სჭირდება. ასე სწავლობს გონება სიკეთის გარჩევას ბოროტებისგან"
/წმ. იოსებ ისიქასტი/
"...შეამწყვდევ რა გონებას გულში..."
"როდესაც ზეამოქმედდება ლოცვა, მაშინ მისი მოქმედება სრულიად ჩააწერტებს გონებას თავის თავში, დაატკბობს მას და ყოველგვარი დატყვევებისაგან გაათავისუფლებს", ამბობს წმიდნა გრიგოლ სინელი".
"ადამიანის გონებას უამრავ რამეზე შეუძლია ფიქრი და ძნელია მისი ერთ საფიქრალზე გაჩერება, თუმცა, თუ ადამიანი მოიწადინებს და უფლისკენ გაიწვდის ხელს, მას თავად უფალი შეეწევა გონების დამორჩილებასა და ღვთისკენ მიმართვაში"
"წმ. ეფრემ ასური გვირჩევს, რაც შეიძლება ბევრი ვისაუბროთ ღმერთთან და რაც შეიძლება ცოტა ვილაპარაკოთ ადამიანებითან, ყოველთვის გვახსოვდეს ღმერთი და მაშინ ჩვენი გონება თანდათანობით ზეცად გარდაიქმნება!"
/აკაკი მინდიაშვილი/
"გონება უნდა დაიტვირთო წმინდა სახარებისა და წმინდა მამათა შემოქმედების კითხვით. ერთი სიტყვით, ტვინი რომ არ მოადუნო"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"გონება უნდა დაიტვირთო წმინდა სახარებისა და წმინდა მამათა შემოქმედების კითხვით. ერთი სიტყვით, ტვინი რომ არ მოადუნო"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"როცა მამა არსენი [კაბადოკიელი] მეხუთედ წავიდა წმინდა მიწაზე, ვინმე ქალი სახელად სოფიო, ფანჯრიდან შეძვრა მის კელიაში, არა რაიმეს მოსაპარად, არამედ რათა შური ეძია ჰაჯი-ეფენდიზე იმის გამო, რომ იგი მკაცრად ამხილებდა მას ზოგიერთი უკეთური საქციელისთვის. ვიდრე ქმარი გარეთ ელოდებოდა, სოფიომ თავდაყირა დააყენა მთელი კელია, იატაკზე დაყარა ჯვრები და სახარება. ამბობენ, ის ცხვრის ტყავიც კი შებილწა, რომელზეც მუხლმოყრილი მამა არსენი ლოცულობდა ხოლმე ხატების წინო. წმინდა მიწიდან დაბრუნებულმა მაამ არსენმა ეს ყველაფერი რომ იხილა, ძალზე შეებრალა სოფიო. რამდენჯერმე მოიხმო, მაგრამ ქალი მაინც არ მოვიდა. ბოლოს, სოფლის მამასახლისმა სოფიო ჰაჯი-ეფენდისთან მოიყვანა, მან ქალს უთხრა:
- ეს როგორ გააკეთე? უწმინდური თურქიც იატაკზე არ დაყრიდა ჯვრებსა და სახარებას.
მაგრამ, სამწუხაროდ, შენანებისა და შენდობის თხოვნის ნაცვლად სოფიომ მამა არსენის ლანძღვა და ცილისწამება დაიწყო. მაშინ ჰაჯი-ეფენდიმ უთხრა:
- შვილო, სჯობს, საერთოდ არ გქონდეს გონება, ვიდრე ამგვარი გქონდეს და ჯოჯოხეთში ჩაგაგდოს. შევევედრები ქრისტეს, რომ გონება წაგართვას, რათა უკიდეურეს შემთხვევაში, როგორც უგუნური, ისე განიკითხო. ასე სული მაინც გადარჩება.
მართლაც, იმ წამიდან სოფიოს გონება წაერთვა და მხეციდან მუდამ უმანკო ბალღვიIთ მოღიმარ უწყინარ დედაკაცად გადაიქცა. მან საკმაოდ დიდხანს იცოცხლა როგორც ფარასაში, ისე აქ, საბერძნეთში.
ეს ამბავი ყველა ფარასელმა იცის, ოღონდ ზოგიერთმა არასწორად განმარტა მამა არსენის საქციელი, ჩათვალეს, რომ ჰაჯიმ სოფიო დაწყევლა. თუმცა, მე ვფიქრობ, და ამასვე ამბობდნენ სოფლის მამასახლისი და სხვები, მამა არსენმა ის კი არ დაწყევლა, არამედ პირიქით, სიკეთე მოუტანა და სამოთხის კარი გაუღო, სადაც მხოლოდ ცხვრები შედიან და არა გარეული თხები. იმავეს ფიქრობდა ყველა გონიერი ფარასელი, რომლებიც თვლიდნენ, რომ ჰაჯი-ეფენდიმ ამგვარად მოქცევით სოფიო აცხოვნა"
"ერთი დიდი აკადემიკოსი, გენიოსი პიროვნება ამბობს, რომ ადამიანს გააჩნია ორი გონება: - მცირე და დიდ. მცირე არის ჩვენი აზროვნება, ხოლო დიდი - ჩვენი გული"
/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/
"ვასრულებდი რა მორჩილებას და მივდიოდი წმ. ნიფონტის გამოქვაბულისკენ მიწის მოსატანად, ჩვევად მქონდა, რომ თავისუფლად არ მიმეშვა ყურადღება და ვიზეპირებდი წმინდა წერილს, ფსალმუნებს, კანონებს. ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ გონების სისუფთავე მქონოდა"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"თუმცა მე შრომის დროსაც არ ვტოვებდი გონებას უქმად, სულ ვწვრთნიდი. უფრო სწორად, კი არ ვწვრთნიდი, ეს იყო ჩემი ტრფიალება. როგორ აგიხსნათ... ისე ვიყავი, როგორც შეყვარებული გოგონა, რომელსაც ავადმყოფობისას სულ სატრფოზე ფიქრი უტრიალებს გონებაში. მეც ასეთივე ტრფიალება და თავდადება მქონდა ჩემი სატრფოს, ქრისტეს მიმართ"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"გამუდმებით ღვთის ხსოვნა გქონდეთ. ამგვარად თქვენი გონება შეიძენს მოქნილობას. გონების მოქნილობა სიფხიზლიდან წარმოიშობა"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"გონების პირველი ცოდვა საკუთარი თავის მოტყუებაა, მეორე - ამპარტავნება. არარსებულზე გრძნობებით მიჯაჭვული გონება არარსებულს არსებითად იღებს"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"როდესაც ბაგე დუმს, გონება უფლისკენ მიემართება"
/არქიმანდრიტი ემილიანე სიმონპეტრელი (ვაფიდისი)/
"ყველაზე უკეთესი მაინც ის იქნება, რომ საერთოდ დავკეტოთ გული, რათა მისგან არ გამოდიოდეს და მასში არ შედიოდეს რამე, - გონების განსჯის გარეშე. რათა ყოველივეში მონაწილეობდეს გონება, რათა ის ყოველთვის წინ უსწრებდეს გულის ნებისმიერ მოძრაობას. მაგრამ გონება ამგვარი მხოლოდ მაშინაა, როცა ის არის ქრისტესმიერი. თუკი შენი გულისა და გონების შერწყმა ქრისტეში მოხდება, მაშინ შენს შინაგან სამყაროში ყველაფერი სწორად წარიმართება"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ადამიანის გონება, რომელსაც არ ასაზრდოებს სულიწმიდა და არ არის განათებული რწმენით, ღმერთის აღიარებას და შემეცნებას ვერ შეძლებს"
"კიდევ ერთი ჩვენი თანამედროვე ბერდიდი, მამა ეფრემ კატუნაკელი, ყოველ შეხვედრაზე გვეუბნებოდა: "ფხიზლად იყავით, ნუ დატოვებთ სიცარიელეს თქვენს გონებასა და ღმერთს შორის". მრავალი წელი ვერ შევძელი ამ სიტყვების გაგება, თუ რას ნიშნავდა. ისინი გულისხმობენ: ჩვენი გონება ისე უნდა იყოს შეერთებული ღმერთთან, მის ხსოვნასთან, რომ მასთან ურთიერთობაში არ უნდა არსებობდეს მცირე ბზარიც კი, რომლითაც ფიქრები, სურვილები, ვნებები ნებისმიერ მომენტში შეიძლება შევიდნენ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, რაც გვყოფს, გვაშორებს უფალს"
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/
"ძმამ ჰკითხა: რაში მდგომარეობს გონისმიერი ღვაწლი?
ბერ-მოძღვარმა მიუგო: ეს არის გონების დაძაბვა იმისათვის, რომ მუდამ გახსოვდეს სიკვდილი, საშინელი სამსჯავრო, ზღვევინება ცოდვების წილ, მაგრამ უმთავრესად ეს არის მოუკლებლად ღმერთზე ფიქრი".
"გონება რომ განიწმინდოს, განუწყვეტლივ ღმერთთან უნდა იყოს, მას უნდა შეუერთდეს. ღმერთთან შეერთებისთვის კი საჭიროა ყურადღება, საკუთარი თავის მეთვალყურეობა, მოუკლებელი ლოცვა. როდესაც გონება ღმერთს უერთდება, მაშინ ადამიანი ღმერთის გარდა არაფერზე ფიქრობს და მისი გონება სუფთაა, რადგან პარაიზები შიგ ვერ აღწევენ. ამგვარად, ადამიანი, "ხატება" ღვთისა, ხდება მისი "მსგავსება". სხვაგვარად იგი მხოლოდ ღვთის "ხატებად" რჩება. გონება კარგია, მაგრამ როცა იგი სხვა სიხშირეზე გვაქვს...
გონების უდიდესი ძალა, რომელიც სინათლეზე უსწრაფესად მოძრაობს, სწორად უნდა გამოიყენო და მთლიანად მიმართო ღმერთისკენ, სინათლის შემოქმედისკენ. თუ ეს ძალა გაფანტულია, გონებას როგორღა ექნება ძალა? ხოლო, თუ გონებას ძალა აღარ ექნება, მაშინ ადამიანი მხოლოდ ტვინის ამარა რჩება, ასრულებს ინტელექტუალურ სამუშაოს და ღვთის ხატებიდან ეშვება კომპიუტერული ტვინის, მექანიზმის მდგომარეობამდე. ზოგს ასეთი რამ ემართება: რაკი არ იყენებს მართებულად გონების ამ ძალას და არ მიმართავს მას ზეცისკენ, მას ბოროტი იყენებს და ქვემოთ - თავიდან მიწიერისკენ, მერე კი უფრო ქვემოთ, ცოდვისკენ მიმართავს, ადამიანი რომ დაღუპოს. ხოლო, როდესაც გონება ზეცად აღსვლას მოახერხებს, მაშინ ყველაფერს სულის თვალებით, ღვთიური ხედვით, საღვთო განათლებით მაღლიდან ხედავს. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მხოლოდ თეორიულად ვიცი და შევეცდები, ამ მიმართულებით ვიღვაწო, გზად სიკვდილმაც რომ მომისწროს"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ქრისტეს სწავლებიდან სრული გადახრა არის გონების სიკვდილი"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ადამიანის საქმიანობა სავსებით არის დამოკიდებული იმ მდგომარეობაზე, რომელშიც მისი გონება იმყოფება: საქმიანობა, რომელიც საღი გონებიდან მომდინარეობს, სავსებით ღვთისსათნოა; საქმიანობა, რომელიც დამოკიდებულია გონებაზე, რომელმაც მინარევი დაუშვა, ნაწილობრივ ღვთისსათნოა, ნაწილობრივ ღვთისთვის საძულველია; საქმიანობა გონებისა, რომელიც სიცრუის სწავლებისგან დაბნელდა, რომელმაც ქრისტეს სწავლება უარყო, სავსებით უსარგებლო და საძაგელია. "უკეთუ ნათელი იგი შენ შორის ბნელ არს, ბნელი იგი - რაოდენმე?"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience