"ერთმა ბიჭმა მოიპარა ჯიბის საათი და ერთი თვის განმავლობაში ატარებდა მას. შემდეგ კი დაუბრუნა საათი პატრონს, აღიარა დანაშაული და თქვა:
- როგორც კი ამოვიღებდი საათს ჯიბიდან და შევხედავდი მას, მესმოდა, როგორ მეუბნებოდა: "შენი არა ვარ, შენ ქურდი ხარ".
უფალმა იცოდა რომ ქურდობა უბედურს გახდის ორივეს: იმასაც, ვინც მოიპარა და იმასაც, ვისაც მოპარეს. და იმისათვის, რომ ადამიანები, მისი შვილები, უბედურები არ ყოფილიყვნენ, ყოვლადბრძენმა უფალმა მათ მისცა მცნება: "არ იპარო".
"მადლობა, შენ, უფალო, ღმერთო ჩვენო, ამ მცნებისათვის, რომელიც ნამდვილად გვჭირდება სულიერი სიმშვიდისა და ბედნიერებისათვის. უბრძანე, ღმერთო, შენს ცეცხლს, დაწვას ჩვენი ხელები, თუ ისინი განწვდილი იქნებიან მოსაპარად. უბრძანე, უფალო, შენს გველებს, შემოეხვიონ ჩვენს ფეხებს, თუ ისინი დააპირებენ წასლვას მოსაპარად. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, უფალო, ყოვლადძლიერო, გაწმინდე ჩვენი გულები ქურდული ზრახვებისაგან და სული ჩვენი ქურდული ფიქრებისაგან". ამინ.
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience