"როგორც ქარი წყვეტს ხიდან ფოთლებს და სადღაც შორს მიაქვს, ასევე გლეჯს ჩვენი ცხოვრებიდან სიკვდილი ჩვენთვის ახლობელ ადამიანებს. ისინი თავიანთ ხსოვნას ტოვებენ ჩვენს სულში: ჭრილობები შესაძლოა მოშუშდეს, მაგრამ მათი კვალი სამუდამოდ რჩება...
ახლობლების სიკვდილი, ეს რაღაც შავი ღრმულებია ჩვენს ცხოვრებაში, რაღაც ჩავარდნები, რომლებიც სინათლეს არ ირეკლავენ".
"მაგრამ მორწმუნისთვის სიკვდილი მხოლოდ დროებითი განშორებაა, ტირილია კუბოსთან - დამშვიდობების ტირილი, რომელიც შეხვედრას გვპირდება. ერთი მეგობართაგანი ადრე გაეშურა იქით, სადაც ის დაგელოდება. სამარის უკუნეთს არ ასხივოსნებს მზე, მაგრამ მასში ლოცვის სხივები აღწევს".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
სოლომონ მეფე ბრძანებს: "ტირილში წასვლა სჯობს, ლხინში წასვლას" (ეკლეს. 7.2)
"სიკვდილის ხსოვნა კაცს განსაცდელში სიმამაცეს ჰმატებს, მწუხარებაში - ნუგეშს, რადგან ქრისტიანისთვის სიკვდილი აღდგომის ნათლითაა გასხივნოსნებული ".
"სხეული სულის ფარდაა. სიკვდილი ერთბაშად ჩამოგლეჯს ამ ფარდას და სული თავის თავს ისეთს ხედავს, როგორიც ის სინამდვილეშია. ამიტომ სიკვდილი არის მომენტი, როცა სული საბოლოოდ ხვდება საკუთარ თავს".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ყველაზე უკეთესი სიბრძნე არის - იფიქრო, რომ დღევანდელი დღე, ეს უკანასნელი დღეა შენს ცხოვრებაში".
/წმ. ბასილი დიდი/
"ჩვენი მიწიერი ცხოვრება მომავალ ცხოვრებაში ნეგატივივით გამჟღავნდება: ცრემლი სიხარულად იქცევა, მიწიერი სიამენი - მწუხარებად, თავმდაბლობა - დიდებად, სიამაყე - დაცემად, სიმდიდრე - სიღატაკედ, სიღარიბე - სიმდიდრედ, სულიერი სიგლახაკე - სიბრძნედ, მიწიერი სიბრძნე - სულიერ სიბნელედ. ის, ვინც მიწაზე ყველას მსახური იყო, პირველი გახდება, ვინც პირველობასა და ძალაუფლებას ესწრაფვოდა - ბოლო შეიქმნება".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ბაგეზე ლოცვით შეჰვედრა სული უფალს"
"მშვიდობით წარვიდა უფალთან"
"ღირსმა მამამ ღმრთივ განისვენა".
"მისი [კატუნაკელი მამა ბენიამინი] სული წავიდა ქრისტესთან, უფალმა კი უბრძანა ანგელოზებს, ბენიამინისთვის შუბლზე წითელი ბაფთა შემოეკრათ, რომელზეც აწერია "მერვე დღის ანგელოზი" (წმინდა მამათა განმარტებით, შვიდი რიცხვით აითვლება სოფლის არსებობის ჟამი, მერვე დღე კი მარადისობის, მომავალი ცხოვრების სიმბოლოა)".
"ადამიანის სული არც ერთი წუთით არ წყვეტს სიცოცხლეს"
"სამოთხიდან განდევნილნო! ჩვენ დედამიწაზე არც სამხიარულოდ, არც სადღესასწაულოდ, არც სათამაშოდ არ ვიმყოფებით, არამედ - რათა რწმენით, სინანულითა და ჯვრით მოვკლათ მკვლელი - სიკვდილი და დავიბრუნოთ დაკარგული სამოთხე".
“მან 81 წლის ასაკში მიისვენა უფალ იესოში“
"ძველი რომაელები თურმე გაურბოდნენ ხმარებას სიტყვისას "მოკვდა", ამბობდნენ "იცხოვრაო".
"ზოგზე იტყვიან, მოკვდაო, როგორ შეიძლება, მოკვდა რა, ძაღლია? უნდა ითქვას: გარდაიცვალა"
/წმ. გაბრიელ ბერი/
"თუ ფიქრობ სიცოცხლეზე, ე.ი. ფიქრობ სიკვდილზეც"
/ინგა გულაშვილი/
„მეგობრისგან არის სიცოცხლე და სიკვდილიო“
"იმისათვის, რომ ნახო როგორია ადამიანი, მას საუბარი სიკვდილზე უნდა გაუბა. ვისთვისაც სიკვდილი უდიდესი საიდუმლო და ღრმა ფიქრის საგანია, მას რელიგიური გრძნობები გააჩნია, რისი საფუძველიც კეთილკრძალულებაა. ვინც სიკვდილის ხსენებისას ყურებზე ხელებს იფარებს, თუმცა კი თავს ქრისტიანად თვლის, გულში არ ატარებს რწმენას, ხოლო ვინც მხეცს ემსგავსება, ან დაცინვით გპასუხობს, ჯამბაზივით იგრიხება და ბაძავს ეშმაკს, რომელსაც მასხარას უწოდებენ, თავის სულში სატანისტია. ამიტომაც სიკვდილის ხსოვნა ადამიანის გულის კარს შეაღებს და ამხელს, თუ ვინ არის და ვისთანაა იგი".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ქრისტეს მოსვლასთან ერთად სიკვდილიც კი ნეტარ სიმშვიდედ გარდაიქმნა და ის საშინელ, უაზრო დასასრულს აღარ წარმოადგენს".
"ნელ-ნელა იღვენთებოდა"
სიკვდილზე ფიქრი ყოველდღე სიკვდილია.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი
/FB/
"ნეტავ მას, ვისაც გაუწევს "მზე" მეგზურობას, ნეტავ მას, ვინც მის ნათელში იქნება"
/დედა მარიონილა/
"იგი ნამდვილი განსახირება იყო მამა იოსებისა. ერთს მისი გაცნობის მერე უთქვამს: - მამა ეფრემი თავისი მოძღვრის საფლავზე აღმართული ძეგლიაო"
"რადგანაც მაცხოვარმა აღადგინა სხეული, სიკვდილი შიშს აღარ გვგვრის. მორწმუნენი ფეხქვეშ ქელავენ სიკვდილს, როგორც კნინს და უმალ სიკვდილს ამჯობინებენ, ვიდრე ქრისტეს უარყოფას. მათთვის უეჭველია, რომ გარდაცვლილნი არ იღუპებიან, არამედ ცოცხალნი არიან და აღდგომის მეშვეობით უხრწნელნი შეიქმნებიან. ღმერთმა დახსნა სიკვდილის სალმობანი".
/წმ. ათანასე დიდი/
"ქრისტიანები ისე არ გლოვობენ თავიანთ მიცვალებულებს, "როგორც სხვა დანარჩენები, რომელთაც იმედი არ გააჩნიათ". ჩვენი გლოვა თანდათან გადადის ლოცვით სევდასა და სიხარულში: სევდა გვიპყრობს დროებით განშორების გამო, სიხარული კი - მარადიული სიცოცხლის გამო".
/წმ. ათანასე დიდი/
"ეშმაკს სიკვდილის ხსოვნა რომ არ მოეპარა, როგორც გასაღები სულისა, სხვის სახლში შესვლას ვერ შეძლებდა ქურდივით და ვერ გაძარცვავდა მას"".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"სიკვდილის ხსოვნით გრძნობები ითოკება"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ჩვენ, სამწუხაროდ, უფრო გვაწუხებს ხორციელი სიკვდილი, ვიდრე სულიერი, თუ ადამიანი გარდაცვლილს გლოვობს, როგორც წარმართი, ის ქრისტიანი არ არის, თუ ადამიანს ეშინია გარდაცვალების, როგორც წარმართს, ის ქრისტიანი არ არის"
/დეკ. თეოდორე (გიგნაძე)/
"გარდაცვალება არის შობა მარადისობაში... გარდაცვალება ისევე არ არის ბოროტება, როგორ მშობიარობა, როცა დედის წიაღში მყოფი გარდმოიცვლება ამ სოფელში".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ქრისტიანებს, უნდა გვახსოვდეს, რომ სიკვდილი ჩვენთვის უაზრობა აღარ არის, სიკვდილმა აზრი შეიძინა, ქრისტემ შესძინა აზრი".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"იესო ქრისტემ, ჯვარცმითა და აღდგომით, თავის თავში სიკვდილი დაასრულა"
/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/
"მამა ექვთიმე ბერძენი (ათონელი, +1866) ამბობდა: თუ ვინმეს გარდაცვალებას გაიგებ, სადაც არ უნდა იყო, რასაც არ უნდა აკეთებდე, დაუტევე ყველაფერი და ილოცე გარდაცვლილისთვის. თუნდაც შენ თვითონ გჭირდებოდეს სხვების ლოცვა, თუნდაც საბერო კანონი გქონდეს აღსასრულებელი, ამ დროისთვის ყოველი საქმე დაივიწყე და ილოცე შესვენებულისთვის".
სიკვდილი ესაა არაარსში გასვლა , საიდანაც ერთადერთი იმედი აღდგომაა!
ბიბლია სიკვდილს უკანასკნელ მტერს უწოდებს , რაც არაკორექტული იქნება სულის უკვდავების შემთხვევაში .
ასევე პავლე მოციქული კარგად ამბობს _ თუ ეფესოში ვებრძოდი ავ მხეცებს , რა სარგებელი მაქვს თუ მკვდრები , საერთოდ არ აღდგებიან? ერთი შეხედვით პავლე პირდაპირ შავით თეთრზე სწერს რომ ადამიანს არ უნდა ქონდეს უკვდავი სული . წინააღმდეგ შემთხვევაში უცნაურია პავლე მოციქულის სიტყვები _ რა სარგებელი მაქვს თუ მკვდრები არ აღდგებიან?
რათქმაუნდა სარგებელი ეგნებოდა პავლეს უკვდავი სულის არსებობის შემდეგ, რადგან ის ხომ სიკვდილის შემდეგ აუცილებლად მიიღებდა სიცოცხლის გვირგვინს ? მაგრამ პავლე რადიკალურად სხვანაირად ფიქრობს .
სიცოცხლეს თუ საპირისპირო მდგომარეობა არ გააჩნია , მაშინ არსებობასაც არ უნდა გააჩნდეს , და არც მორჩილებას უნდა გააჩნდეს და მაშინ სატანაც მართალი ყოფილა როცა ევას უთხრა არ მოკვდებითო , რადგან სიკვდილის შემდეგ თუ ადამიანის სული უკვდავია , მაშინ განა მართალი არ გამოდის სატანა , როცა თქვა რომ გახდებით ღმერთის მსგავსნიო?
საინტერესოა იესუ ქრისტეს სიტყვები_ რას არგებს კაცს თუ მთელ ქვეყანას შეიძენს , თავის სულს კი დაკარგავს? ესეიგი თუ სულის დაკარგვა შესაძლებელია , მაშ უმალვე უნდა ვიფიქროთ რომ სული შეიძლება გაქრეს , ან მორჩილების შემთხვევაში უკვდავება მიიღოს
აღარ ვილაპარაკებ უამრავ სხვა მუხლზე რომლებით ადასტურებს რომ ადამიანი ქრება სიკვდილის შემთხვევაში.
ელემენტარული დაბადების 38 ; 7 არ მოსდიოდა თვალში უფალს ყერი და მოაკვდინა იგი. ბოდიში მაგრამ უცნაურია ყერის ბედი თუ ის ჯოჯოხეთში წავიდა და საერთოდ გაუგებარია თუ ის უფალმა იესომ ამოიყვანა ჯოჯოხეთიდან , თუ მაინც შეწყალებას აპირებდა რაღას კლავდა ? სასტიკი ხომ არ გამოდის უფალი შემთხვევით?
მე შემიძლია დავასახელო სულ მცირე 100 მუხლი მაინც რომელიც ადასტურებს რომ ადამიანს არ აქვს უკვდავი სული და აგრეთვე დაახლოებით 200 მუხლი შემიძლია რადიკალურად საპირისპიროდ განვმარტო , რომლებიც ხშირად მოყავთ სულის უკვდავების განსამტკიცებლად!
შეიგნეთ სული მოკვდავია !
"როცა საკუთარ თავს ეკითხები: "რა ვქნა?" არ იცი, რა გადაწყვეტილება მიიღო, როცა გზაგასაყართან დგახარ, როცა გული და გონება ერთურთს არ ეთანხმებიან, ხოლო ნება და ვნებები ორთაბრძოლაში ჩაბმულან, მაშინ თავი კუბოში წარმოიდგინე და შენს კითხვაზე პასუხს მალევე მიიღებ".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ადამიანი ხილული სამყაროს თვალით იმზირება და რაც მის თვალსაწიერს ეფარება, მას სიკვდილს უწოდებს".
"როდესაც წერ იმ ადამიანზე, რომელიც შენი ცხოვრების ნაწილი იყო და აღარ არის, ეს საკუთარი სიკვდილის აღწერაა, რაკი ის, რაც შენი იყო, აღარასოდეს იქნება. მოძღვრის სიკვდილი შენი ცხოვრების ნაწილის სიკვდილია".
'' ყოველდღიურად მოკვდი, რათა მარადიულად იცოცხლო''
/წმ.ანტონი დიდი/
/FB/
"ფილოსოფია - ეს უნარია სიკვდილისა".
ივანე მხარგრძელის მეუღლის ხუაშაქის საფლავის ქვის საოცარი ეპიტაფია ქობაირის ქართული ტაძრიდან (დღევანდელი სომხეთი) (XIII საუკუნე) : "გამოვედით სოფლისაგან ცუდ ქმნილნი და გამომკრთალნი, გულსა ცეცხლი მომდებია, ამომდიან პირით ალნი, დიდთა მათთა შვებათაგან დამრჩეს ჩოხის ნაფერთალნი. კურთხეულ ხართ, ქრისტე ღმერთო, შენ და შენნი სამართალნი."
/FB/
"- ნუთუ ასეთი კეთილი საქმეა მიცვალებულის საფლავამდე გაცილება?
- დიახ, ეს ნიშნავს სიყვარულსა და პატივისცემას, სიყვარული ხომ ყველაფერზე მაღლა დგას".
"ღმერთმა დაუმკვიდროს მას ცათა სასუფეველი, მარადიული მშვენიერებისა და სიკეთის საუფლო".
"სიკვდილის ხსოვნა - უპირველესი ასკეტური წესია"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"დასრულდა გოლგოთა... განვლილი იყო ბრძოლის, უსისხლო მოწამეობის ეკლიანი, იწრო გზა".
"მაცხოვრის სიკვდილით მოხდა ჩვენი სიკვდილისგან გამოხსნა, ანუ სიკვდილის დათრგუნვით ჩვენი აღდგომის გარდუვალობა".
/მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)/
"სიბერე ხომ ლოგიკური დასასრულია ჩვენი ცხოვრებისა".
„სიბერის ჟამს ჩვენ უკვე აღარ გვექნება ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი სხეული, მაგრამ, სამაგიეროდ, ამ დროს ადამიანს ეხსნება სამყაროს უკვე სხვაგვარი, სულიერი და ღირებულებითი თვალით ჭვრეტის უნიკალური შესაძლებლობები. თუ სწორმა აღზრდა-განათლებამ ეს თვალი გაახილა, მაშინ მოხუცებულობის ჟამიც უკვე აღარ იქნება მძიმე და უსიხარულო, არამედ, პირიქით, - საინტერესო, სიბრძნითა და სულიერებით აღჭურვილი. ადამიანს აქვს ბევრი რესურსი იმისთვის, რომ სიბერე არ აღიქვას მარტოოდენ სიმძიმილისა და მწუხარების ხანად, არამედ შეძლოს მოიხელთოს მარადიული და უჭკნობი სიხარულის განცდა“.
"და აი მოღვაწემ მიატოვა მიწა. დადგა ჟამი, როდესაც უფალმა ინება, გაეთავისუფლებინა ის სოფელთან ბრძოლისაგან და თავისთან, სამოთხის სანახებში წაეყვანა".
"მორწმუნისათვის სიკვდილის საიდუმლო იგივე თავისუფლების, მარადიული სიყვარულის საიდუმლოა".
/ილია II/
"ჭეშმარიტად კეთილ გამოცდილებას ფლობს იგი, ვინც ყოველდღიურად ელის სიკვდილს, მაგრამ ჭეშმარიტად ნეტარია იგი, ვინც ყოველ წუთს ნატრობს მას".
/წმ. იოანე სინელი/
“ვინც სიკვდილის ხსოვნა მოიხვეჭა, მას ცოდვის ქმნა აღარ შეუძლია“
/წმ. იოანე სინელი/
„როგორც ერთმა თქვა, სრულიად შეუძლებელი საქმეა, რომ კაცმა თუნდაც ერთი დღე განვლოს ღვთისნიერად, თუ იგი არ ფიქრობს, რომ ეს მისი ცხოვრების უკანასკნელი დღეა“.
/წმ. იოანე სინელი/
"უფალს უნდა ვევედროთ, რომ სიკვდილის ხსოვნა მადლიანი საჩუქარივით მოგვანიჭოს".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ძალიან მინდა მარადიულ სამყოფელში შევხვდეთ ერთმანეთს".
/არქიმანდრიტი სოგრატი (ჭულუხაძე)/
"არსებობს დიდი ზიარება, დიდი შეხვედრა უფალთან, რომელიც იქნება, როცა ჩვენ წარვსდგებით ღმრთის წინაშე. ეს იქნება გარდაცვალების მერე".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
„ვერ გეყვარება სიცოცხლე, ადამიანო, თუ არ გეყვარება სიკვდილი და თუ შენთვის სიკვდილი არ იქნება წმიდა“.
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"გული მისი ღმერთთან აფრინდა"
"აღფრინდა ზეცად ნიბლია ჩიტივით"
„მამა იობი მართლაც ნეტარის სიკვდილით აღესრულა“.
„რამდენიმე წლის მერე სული მისი წარვიდა ადგილსა განსვენებისასა, რათა ეგემა ის ხილი, რომელიც უამრავი განსაცდელის მერე მოაგროვა განწმენიდა და ცხონებისათვის“.
"სიკვდილში ცხოვრების დასასრულს მხოლოდ ურწმუნო, უგუნური ადამიანი ხედავს. ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის კი სიკვდილი უბედურებათა დასასრულს გულისხმობს... ამიტომ სიკვდილი სიმშვიდითა და მორჩილებით უნდა მივიღოთ".
"მაშ, ვიზრუნოთ იმ ქვეყნად ჩვენზე უწინარეს მიმავალთათვის"
"კოკინელმა ბაყალმა იოანე ლირიდასმა ფანქრით ფურცელზე მიცვალებულის სახე ჩაიხატა და მიაწერა: "ეს არის მამა დიმიტრი, ქრისტეს სიყვარულით მკვდარი".
"მთავარია შენ როგორი ხარ შიგნით. შენ რომ გარდაიცვლები, შენი შინაგანი წავა სწორედ უფალთან".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"მამა მინაც გარდაიცვალა და საუკუნო სავანეთათვის დატოვა ეს მიწიერი ამაოება".
"ზარი დარეკეს. გავედი ტერასაზე. მამა ონოფრე ტიროდა: "რა მოხდა, მამაო? ზარს რატომ რეკენ?" - ვკითხე მას. "მამა ეგნატე მღვდელ-მონაზონი გარდაიცვალა". კინაღამ წავიქეცი მწუხარებისგან".
"ამის შემდეგ, ხრწნადობა სხეულს მუდმივად თან ახლავს, შთანთქავს და აუძლურებს მას, ვიდრე არ აიძულებს, მიებაროს მიწას, რომელზედაც დადის".
"ძილი სიკვდილის სახეა, ხოლო გამოღვიძება აღდგომის მსგავსია. როგორც საღამოს დაძინებული გაიღვიძებს დილით სიცოცხლის განახლებული ძალებით, ასევე ხორციელი სიკვდილით მძინარე გაიღვიძებს ახალი, უკვდავი სიცოცხლისთვის საყოველთაო აღდგომის დღეს".
"ახალ აღთქმაში, უფლის მიერ "სიკვდილი" სიცოცხლისაკენ მიმავალ გზაზე სიცოცხლეში მიმავალთათვის იმ "გასავლელ კარადაა" წარმოჩენილი, რომელსაც შეაღებენ და... გადიან კარს მიღმა... გადიან სიცოცხლეში!!! "სადა იგი არა არს ჭირი, მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი".
"თუ უფალს დედამიწაზე ვერ გაიცნობ და ვერ დაუახლოვდები, ვეღარ შეძლებ მის გაცნობას გარდაცვალების შემდეგ".
"შეამოწმეთ ხოლმე გული, გაიხსენეთ, გადადით გონებით იმ დროში, როცა თქვენ გარდაიცვლებით, თქვენი სული ამოვა და სხეული დაიდება მიწაში, განიჭებთ თუ არა ეს სიხარულს. თუ თქვენ ეს სიხარულს არ განიჭებთ, ჯერ შორს ვართ იმ საფეხურისგან, რომელსაც სიკვდილის ხსოვნა ჰქვია. უნდა გეშინოდეს ცოდვისა, რომ ღმრთის წინაშე წარსდგები, მაგრამ თავად გარდაცვალების ფაქტისა არ უნდა გეშინოდეს, რადგან ამით უფალთან მიდიხარ. თუ გიყვარს, ეს არის საშუალება, შემავალი კარები უფალთან მისასვლელად. ეს უნდა გავითვალსწინოთ".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"უნდა ვიცოდეთ, რომ ქრისტიანობა მუდმივი განახლებაა. ჩვენში ახალი ადამიანი ნათლობის ჟამს შემოვიდა და ის უნდა განვითარდეს და ამ განვითარებას დასასრული არ აქვს - არც გარდაცვალების მერე. ოღონდ გარდაცვალებამდე არის ბრძოლით განვითარება. გარდაცვალების მერე არის სიხარულით განვითარება სასუფეველში. მაგრამ აქ, ამ ქვეყანაზე, სადაც ჩვენ ქრისიანული ბრძოლით უნდა განვვითარდეთ, ყოველი ჩვენგანი უნდა ეცადოს, ქრისტიანის იდეალი შექმნას, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანი, ქრისტეს ღირსეული მოწაფე და მთელი ცხოვრება, გეგმაზომიერად, რუდუნებით ისწრაფვოდეს, იდეალის, თავის თავში განსახორციელებლად".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"სიბრძნე მაშინ მოდის, როცა ადამიანი ყოველ დღეს ამქვეყნად ყოფნის ბოლო დღედ აღიქვამს. თუ ჩვენ ამის ცოდნა, ამის სიბრძნე არ გვაქვს უგუნურნი და, ბრმანი ვართ. როდესაც ადამიანისათვის ყოველი დღე ბოლო დღე იქნება, მაშინ ის უკვე მარადისობაში იყურება".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"სიკვდილი ფარდაა და მისი, ვითარცა ფარდის ფასეულობაც ისა, რომ იგი სიცოცხლის საიდუმლოს ფარავს... სხვაგვარად, რაღაა ფარდა, თუ რაიმეს არ დაფარავს... ისევე, როგორც დახურული კარი ფარავს მიღმა სივრცეს... მისი, სიკვდილის, ფარდა და საბურველი საფლავია და საფლავიც ასევე ფარავს სიცოცხლის საიდუმლოს".
"შემოსა უფალმა ადამი და ევა ტყავის სამოსლით. ტყავი სიკვდილის ანუ ხორცის ბიოლოგიური გარდაცვალების სიმბოლოა და ასევე პატივის მიგება ადამიანის მიმართ უფლისაგან".
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"ცხადია, ადამიანისთვის ნებისმიერი განშორება მძიმეა, მით უმეტეს, ასეთი გაურკვეველი ვადით, მაგრამ სასოწარკვეთასა და წრეგადასულ მწუხარებას მაინც არ უნდა მივეცეთ, გვახსოვდეს, არც ღმერთი მოგვიწონებს ამას და მიცვალებულსაც საშინელ ტკივილს მივაყენებთ.
ადამიანისთვის თავის მახლობელთა მწუხარება განსაკუთრებით მძიმეა მისი გარდაცვალების ჟამს, როდესაც გარეგნულად სიცოცხლე აღარ ეტყობა, სული კი სხეულს საბოლოოდ არ გაჰყრია. აგრეთვე პირველ დღეებში, როცა გარდაცვლილის სული სხეულთან ახლოს იმყოფება".
/მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)/
"სიკვდილი დამშვიდებაა წმინდანისათვის".
"სიკვდილი რომ ჩვენთვის შიშის მომტანია, შემაძრწუნებელია, გვიჩვენა უფალმა გეთსიმანიის ბაღში ლოცვისას. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო სიკვდილისწინა აგონია უფლისა, ხედავდა მას, რაც წინ ელოდა, ხედავდა ყოველივეს, რაც უნდა გაევლო, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო... სიკვდილისწინა ლოცვისას ოფლი და სისხლი ერთად წვეთავდა და იცვარებოდა უფლის სხეულიდან... ლოცვისას ასეთი დაძაბულობა, რომ კაპილარები წყდებოდეს და სხეულიდან სისხლი ჟონავდეს ოფლთან ერთად..."
/მამა ანდრია მინდოდაშვილი/
"იმაზე კი ნუ იფიქრებ, რომ გარდაცვლილი აღარასოდეს დაბრუნდება შინ, არამედ - იმაზე, რომ შენც მალე შეუერთდები მას".
/კონსტანტინეპოლის პატრიარქი ფილარეტი/
"...სიმდიდრემ და აღიარებამ, რომლითაც ასე ვამაყობდი, სიკვდილის წინაშე ყოველგვარი აზრი დაკარგა... ვგრძნობ სიკვდილის მოახლოებას და ღმერთის სუნთქვას..."
/სტივ ჯობსი (კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურა და გამომგონებელი)/
„როგორც კეთილად გატარებული დღე იძლევა მშვიდ ძილს, აზრიანად გატარებული ცხოვრებაც იძლევა მშვიდ სიკვდილს“
/ლეონარდო და ვინჩი/
„რატომ ეშინია ადამიანს სიკვდილის, ჩვენ ხომ ექსკურსიაზე ვართ დროში და რა ჯობს ამდენწლიანი წანწალის შემდეგ სახლში დაბრუნებას? რა თქმა უნდა, არაფერი, ჩვენ ხომ იქიდან მოვედით, სადაც მივდივართ“.
/ჯემალ ქარჩხაძე/
"ახლობლის სიკვდილია, რომელიც იწყება და აღარ მთავრდება. გადის დღე, მეორე, კვირა, თვე, წელიწადი, წლები და არ მთავრდება. ეს პრობლემა, ეს ტკივილი, ეს უბედურება მუდმივად თანმდევი ხდება ადამიანისა".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"როცა ადამიანებს სტკივათ, როცა მეკითხებიან, რა გავაკეთო, ხშირად გულწრფელად ვეუბნები, პასუხი ასეთია, - გარდაიცვალე. შენ უნდა გარდაიცვალო. ეს არის გამოსავალი. რას ნიშნავს გარდაიცვალო? ამ ცხოვრებაში, ჯერ კიდევ ხორცში ყოფნისას შენ იცხოვრო ღმრთისათვის.
ჭეშმარიტად ქრისტიანნი, რომლებიც გარდაცვლილნი არიან ჯერ კიდევ ხორცში ყოფნისას, განამშვენებენ, ანათლებენ, ამარილებენ ამ სამყაროს, განაწყობენ ამ სამყაროს განღმრთობისაკენ; ქვეყანას, სამშობლოს - გადარჩენისაკენ. ასეთმა ადამიანებმა მოიყვანეს საქართველო დღემდე. ასეთი ადამიანები მეომრებს ჰგვანან".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
„თუ ადამიანი სულიერად მეტ-ნაკლებად მომზადებულია, სიხარულით წავა ამ ქვეყნიდან. თუ ადამიანი თავის თავს ამზადებს იმქვეყნიური ცხოვრებისათვის, იგი აუცილებლად გახდება უანგარო ღმეთთან ურთიერთობაში. მისთვის მთავარი მიზანი არ იქნება ამქვეყნიური კეთილდღეობა“.
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"მიიღოთ მხედველობაში ჩვენი ცხოვრების მცირე ხანგრძლივობა".
"სიკვდილი - წმინდანთათვის ნეტარებაა, მართალთათვის - სიხარული, ცოდვილთათვის - მწუხარება, ხოლო ბოროტთათვის - სასოწარკვეთაა".
/ღირსი ეფრემ ასური/
"გვიყვარდეს ჩვენი სიკვდილი, რადგან თუ ჩვენ გვინდა უფალთან ყოფნა, სიკვდილი არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ბოლომდე მიგიყვანს უფალთან. გვიყვარდეს სიკვდილი. თუ ჩვენ სიკვდილს შევიყვარებთ, ჩვენ აღარაფრის შიში აღარ გვექნება, არც არავითარი უსამართლობის და, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიქნებით უძლეველი ერი, რომელსაც არაფრის ეშინია, გარდა ღმერთისა".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ყუთლუმუშელმა მამა ქრისოგონემ თავი მოხუც მონაზონთა მსახურებას მიუძღვნა. როცა ის გარდაიცვალა, სახე აკვნის ჩვილისას მიუგავდა".
"ეს უბრალო მონაზონი მუდმივად ასეთ ლოცვას წარმოთქვამდა: - უფალო, დღევანდელ დღეს წაიყვანე ეს საცოდავი (საკუთარ თავზე ამბობდა). დააწესე შენს მონებთან ერთად. ჩვენ ხომ არ გვინდა, რომ მეუფეებისა და მღვდლების გვერდით ვიყოთ, ნეტავ სადმე კუთხეში დაგვსვამდე".
"რეგულარულად ეზიარებოდა ცრემლითა და გულშემუსვრილებით. გამზადებული ჰქონდა სუდარა, რომელიც დაკეცილი ედო თაროზე და ემოდან ეწერა: "ჩემი სუდარა".
"ხდება ხოლმე, რომ ჩვენ ვიღაც სნეულისთვის ვლოცულობთ, ლოცულობენ სხვებიც. ბოლოს, ის კვდება და ზოგიერთი გაოცებული იკითავს, - ღმერთმა რატომ არ შეისმინა ჩვენი ლოცვებიო. მათ არ იციან, რომ ღმერთმა შეისმინა ლოცვები, მაგრამ მან რაღაც მეტი იცოდა, ვიდრე ჩვენ. ჩვენ არ ვიცით, რა მოხდებოდა მაშინ, თუ ღმერთი მას აცოცხლებდა."
"ჩემში პირველი ნათელი შთაბეჭდილება სიკვდილთან დაკავშირებით მამაჩემთან საუბრისას შემოვიდა. ერთხელ მან მითხრა, რომ უნდა მეცხოვრა და მესწავლა სიკვდილის მოლოდინი, რომ ეს უნდა ყოფილიყო ისეთი მოლოდინი, როგორადაც საქმრო ელის სასძლოს; ველოდო მას, მსურდეს იგი, წინასწარ ვზეიმობდე მასთან შეხვედრას და შევხვდე მას თბილად, ალერსით".
/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/
"სიკვდილი ცივია".
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიკვდილის დროს, როცა ადამიანი მარადისობაში გადადის, მარტო არ იყოს".
/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/
„სანამ ხორცში ვარ, მანამდე განშორებული ვარ ქრისტეს“.
/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/
"ცოტა ხნის წინ უფლისმიერ მშვიდობით აღესრულა"
"უფლის მიერ მიიცვალა"
"ვინაიდან თუ ხორციელად (ადამიანური მეთი) ცხოვრობთ სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო უ სულით (რწმენით) აკვდინებთ ხორციელ საქმეებს (ადამიანურ მეს) იცოცხლებთ". (რომ. 8,13)
"სიკვდილზე ფიქრი ჩვენს გულს ამქვეყნიურის სიყვარულს გლეჯს".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"თუკი გვეკითხებიან, რისთვის ვფიქრობთ სიკვდილზე, ადამიანის სხეულის კუბოში რატომ წარმოგვიდგენია, უნდა მივუგოთ: "იმისათვის, რომ ჩვენი ავხორცობა ავლაგმოთ, მოვთოკოთ ვნებები, რათა არ ვიყოთ განუწყვეტლივ მოხიბლულნი გარეგნულითა და წარმავალით".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ადამიანმა შეიძლება გარდაცვალებისას ახალი ჯავშანი შეიძინოს. ეს არის ლოცვა. წმიდა ზიარების მადლი, თავისთავად ცხადია, ადამიანი ლოცვით თუ გარდაიცვლება, ღმერთის სიტყვით თუ გარდაიცვლება, იგი მის ჯავშნად, დემონებისათვის გაურღვეველ ჯავშნად იქცევა. როგორც ცეცხლი, ისე გაივლის საზვერეებს. შეგვიძლია კი ჩვენ, ამგვარად გარდაცვალება? დიახ, შეგვიძლია! გარდავიცვალოთ ლოცვით, შევხვდეთ ღმერთს, მივეგებოთ მას, გულში ჩავიკრათ".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
“ყოველთვის, როცა პრობლემა მაქვს, იმწამსვე ვამბობ, - მე ხომ მალე უნდა მოვკდე. ეს არის სიბრძნე. ეს გვაძლევს საოცარ ძალმოსილებას იმისა, რომ ღირსეულად შეხვდეთ ამქვეყნიურ პრობლემებს და ყოველთვის გახსოვდეს ღმერთი, სიხარულით აღვივსოთ ნებისმიერ შემთხვევაში. ეს ერთგვარი შეხვედრა არის ღმერთთან. ამგვარნი უნდა ვიყოთ ჩვენ. მხოლოდ ქრისტე, სხვა აბოსლუტურად არაფერი. აბა, ამქვეყნიური ცხოვრების მოთხოვნილებები, საჭმელი, სასმელი, ოჯახი? - ჩემო კარგო, უფალი განა არ ამბობს, - სასუფეველი ეძებე და ამ ძიებას ყოველივე თან მოყვებაო!“
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"იგი გახლდათ ქრისტეს მხნე მხედარი და დაუძინებელი მომმუშაკებელი სიკვდილის ხსოვნისა".
"აღდგომისეული სიხარულით იყო აღსავსე კინოვიური სავანის ბერდიდ დამიანე სიმონპეტრელის აღსასრული. ადრევე იგრძნო სიკვდილის მოახლოება, "ქრისტე აღსდგას" გალობით ტაძარში შევიდა და ოთხდღიანი სიცხის მერე გარდაიცვალა. ეს იყო 1927 წელს. ამ მონაზონს ერთი კაბა ეცვა ორმოცდაათი წელი, ხის დაფა ჰქონდა, რომელსაც დერეფნის კუთხეში მოიფარებდა, იქ ლოცულობდა და იქვე იძინებდა".
როდემდე უნდა მაეჭვებდეს ეს ფორუმი?
"მთაწმინდაზე გარდაცვლილი ყველა მონაზონის სხეული არ შეშდება, არამედ ინარჩუნებს თავის ხიბლს და ელასტიკურობას".
“ჩიტივით გარდაიცვალა, მსუბუქად, ვითარცა ღირსი მამა“.
„მამა ამბაკუმ ლავრელი ჰყვებოდა, რომ იყო ერთი მონაზონი (ან შესაძლოა, ერისკაცი, არ მახსოვს), ძალზე ღვთისმოშიში და უბოროტო ადამიანი. მის გონებას არ ამძიმებდა არც ფული, არც საკვები, არცა რაიმე მიწიერი. როცა გარდაცვალების ჟამს ანგელოზი გამოეცხადა მისი სულის წასაყვანად, ბერდიდმა სთხოვა: „არ წამიყვანო, აქ კარგად ვარ. ყველაფრით კმაყოფილი ვარ, წასვლა არ მინდა“.
ანგელოზმა თავი ანება. ამ კაცმა სამოთხე უკვე აქ, მიწაზე განიცადა. საბოლოოდ, ღმერთმა წმინდა დავით წინასწარმეტყველი გამოგზავნა ფსალმუნით ხელში და წმინდა დავითმა ფსალმუნზე დაკვრით აღმოიყვანა ამ კაცის სული“.
"გმადლობ, შენ, ჩემო ღმერთო, იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, კარგი ვერაფერი გავაკეთე ჩემს სიცოცხლეში, ახლა მართლმადიდებელი ვკვდები".
"თქვენ არ გსურთ სიკვდილი, მაგრამ თქვენ უნდა მოკვდეთ იმისთვის, რომ იცოცხლოთ!"
/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე (პარი)/
„ფრაკიელები ადამიანის დაბადებისას ტიროდნენ, ხოლო გარდაცვალებისას - მხიარულობდნენ“.
"სიცოცხლესთან განშორება მწარეა"
"ადამიანის ადამიანად დასრულება"
"სულის ამოსვლის დროს მარტო ცოდვებს შენსას გკითხავენ და არა - სხვისას".
/წმ. ალექსი შუშანია/
"მიაღწია ამქვეყნად ყოფნის დროს დასახულ მიზანს და აღორძინდა მარადიულ ცხოვრებაში".
"სიბრძნე - სწავლა წმიდა ბასილი დიდისა:
"სიბრძნე არს ხსენებაი სიკუდილისაი და სატანჯველთაი და შიში მათი მარადის ღმრთისაგან".
"ძალზე მცირეა ამქვეყნიური სიცოცხლის დრო, მაგრამ სრულიად საკმარისი როგორც უფლის ერთგულებისთვის, ასევე მისი ღალატისთვის".
"წმინდა ეკლესია სიტყვა "გარდაცვლილში" ერთმნიშვნელოვნად "მიძინებულს" გულისხმობს და ცდილობს, ჩვენშიც დაამკვიდროს სიკვდილისადმი ისეთი უშიშარი დამოკიდებულება, როგორიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჰქონდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან, წმინდანებთან, ღმერთთან და ჩვენს ახლობლებთან ნეტარი ცხოვრება მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის იმდენად რეალურია, რომ სიკვდილს ჭეშმარიტად ხანმოკლე ძილად მიიჩნევს".
"უკვდავების წამალი - სწავლა მამა მაკარი დიდისა:
"უკუეთუ შეგერაცხოს შეურაცხებაი - ვითარცა ქებაი, და სიგლახაკეი - ვითარცა სიმდიდრეი, და ნაკლულევანებაი - ვითარცა ქონიერებაი, არა მოჰკუდე".
"და მთელი სიცოცხლის მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"შესაძლოა, დიდი ხანია იზრდება ის ხეები, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლება".
/წმ. ეფრემ ასური/
"ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს აქვს, არის სიცოცხლე, ხოლო სიცოცხლის ფასი განისაზღვრება სიკვდილით".
"გააკეთე ის, რის ქმნასაც სიკვდილის წინ ისურვებდი".
/მიტროპოლიტი ფილარეტი/
"სიკვდილის დღე გაცილებით დიდია, ვიდრე დღე დაბადებისა".
/ღირსი მარკოზ თრაკიელი/
"ოდეს ყოველი სოფელი შევიძინო, მაშინ საფლავივე დავიმკვიდრო"
"დააჩვიე გონებაი შენი, რაითა ყოლადვე სიკუდილსა მოელოდის და იწურთიდეს".
„ხსოვნა სიკვდილისა - „უკუეთუ ჰქონდის კაცსა მას სიკუდილი წინაშე თუალთა მისთა, მან სძლო სულმოკლებასა“.
"ღმერთმა გაპატიოს ყველაფერი. ყურადღებით იყავი საკუთარი თავის მიმართ, გახსოვდეს, "დღენი ბოროტნი არიან" და სიკვდილიც ყურისძირშია, ეცადე, ყოველდღე შეახსენო საკუთარ თავს, რომ ღვთის სამსჯავროს წინაშე წარდგომა მოგიწევს. რითი უპასუხებ მაშინ?"
/იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)/
"როგორც უწმინდესი ამბობს, არსებობს სულთა კავშირი, ცოცხალი ადამიანები არ ვწყვეტთ მიცვალებულებთან კავშირს, ისინი ჩვენკენ არიან მომართულნი, ჩვენ - მათკენ".
"მხოლოდ ორი რამ მეჯავრება ამ ქვეყანაზე, რწყილები და ქრისტიანები", - უთქვამს მას [გოეთეს]. საშინელი იყო მისი სიკვდილი: - სინათლე, მეტი სინათლეო, - გაიძახოდა".
"სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან" (იოან. 14:2), - გვანუგეშებს უფალი. ღვთის სამკვიდრებელში უკვდავებას ნაზიარები ყველა ცალკეული იპოსტასი (პიროვნება) მაცხოვრის მეორედ მოსვლის მოლოდინში თავისი სულიერების შესაფერისი ცხოვრების ცხოვრობს".
"ადამიანი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უკვდავი იქნება. გაუმძაფრდება მახსოვრობის უნარი. ცოდვებით დამძიმებული ვერასდროს მოისვენებს, ყოველ წამს შეახსენებს თავს ცოდვა, ავი საქმე, ბილწი სიტყვა, უკეთური აზრი, ურცხვი გულისხმისყოფაც, რაც კი ოდესმე გაუფიქრებია. მეტიც, აღდგომის შემდეგ ადამიანს მიეცემა ყველაფრის შეცნობის უნარიც. ისე გაუმახვილდებათ შეგრძნება, რომ თავიანთი ცოდვებით შეწუხებულნი მთებს შეღაღადებენ, - მთებო, დაგვიფარეთ ღვთის რისხვისგანო და სიკვდილიც კი სანატრელი გაუხდებათ".
"სინანულის ნაყოფნი უნდა დაიგროვო, სიკვდილისა რომ არ შეგეშინდეს".
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"რაც უფრო ახლოს არის ადამიანი უფალთან, მით უფრო უმტკივნეულოდ ხდება წარდგომა წინაშე ღვთისა".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"მართალთა სიკვდილი არის მიძინება".
/წმ. ბასილი დიდი/
"გარდაცვალების იმიტომ გვეშინია, რომ დახსნილი ცხოვრებით ვცხოვრობთ და არ გაგვაჩნია წმინდა სინდისი, - ამბობდა იოანე ოქროპირი, - მისი განმარტებით, ღმერთმა იმიტომ დაფარა ჩვენი აღსასრულის დღე, რომ სიცოცხლის დასასრულის არმცოდნენი მარადის სათნოებებში განვიწვრთნებოდეთ".
"როცა სიკვდილზე ვფიქრობ, ამით ვმუსრავ ჩემს ამპარტავნებას და ვიმეცნებ, რომ არარა ვარ".
"ერთმა ქალმა იკითხა, სიკვდილის სურვილი თუ არის ცოდვაო. ბერმა იოლიმ უპასუხა: "თუ სიკვდილი იმიტომ გსურს, რომ ტანჯვისაგან გათავისუფლდე, რასაკვირველია, ცოდვაა, ვინაიდან ამით ეწინააღმდეგები უფალს, რომელმაც ტანჯვა დაგაკისრა, მაგრამ თუ იმისთვის გსურს სიკვდილი, რომ ცოდვა არ ჩაიდინო და შენი ცოდვებით გული არ ატკინო უფალს, ეს ცოდვა სულაც არ არის და კიდევ, თუ იმისთვის გსურს სიკვდილი, რომ უფალთან განშორება ვერ აგიტანია და გინდა მიუახლოვდე მას, მაშინ შენი სურვილი სამჯერ კურთხეულია".
"წმინდა ანტონი დიდი: "როგორც ეპყრობი სულს, სხეულში მყოფს, ასევე მოგეპყრობა ისიც შენ, სხეულიდან გასული, რადგან ვინც აქ სხეულს კარგად და განცხრომით ეპყრობა, თავის თავს ცუდად მოეპყრო იგი სიკვდილის შემდეგ, ვინაიდან დაგმო მან თავისი სული როგორც უგუნურმა".
"რამდენადაც ახლოა ადამიანი ღმერთთან, იმდენად აგემოვნებს იგი ამქვეყნადვე მარადიული სიცოცხლის გემოს".
"ვისაც სიკვდილის ხსოვნა აქვს, მას არასოდეს ძალუძს შესცოდოს".
"ყოველდღიური სიკვდილი"
"განწმენდილ გულს არაფრის არ ეშინია, თვით სიკვდილისაც, რადგან სიკვდილის შიში გულის განუწმენდელობის შედეგია".
/მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი/
"ამ ქვეყანაზე ადამიანის სიცოცხლე დასაზღვრულია".
"ადამიანს სიკვდილი უხილავად დასდევს. იქ დაეწევა, სადაც სრულიად არ მოელოდა. მაშინ დაეწევა, არასოდეს რომ არ უფიქრია. ყოველთვის ისეთი იყავი, როგორიც აღსასრულის ჟამს გინდა იყო".
/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"წმინდა მამები ამბობდნენ, რომ ლოცვის შემდეგ, თუმცა მანამდეც, რამდენიმე წუთი სიკვდილზე ფიქრს უნდა დავუთმოთ".
"ის ემზადებოდა ამ ქვეყნიდან გასვლისთვის და იწინასწარმეტყველა, რომ მიწიერ რბოლას ორმოცდაათი დღის მერე დაასრულებდა".
"რამდენიმე დღის მერე ერთი ცხოვრება მეორით შეცვალა: მრავალნაღვლიანის ნაცვლად დაუბერებელი და უნაღვლო (უდარდელი) ცხოვრება მოიპოვა".
"წმინდა მამები ასევე გვირჩევენ, განუწყვეტლივ, სიხარულისა და მწუხარების ჟამს გვახსოვდეს გარდაცვალების, ამა სოფლიდან გასვლის ჟამი. გარდაცვალების ჟამის ხსოვნა აზომიერებს ადამიანს, მას უკიდურესობაში არ აგდებს".
/მამა ილია (გამყრელიძე)/
"წუთისოფლის შვილებს წმიდა გაბრიელ მთავარანგელოზი ამ ქვეყნიდან გასვლასაც აუწყებს ხოლმე".
"ომში სიკვდილს შეუძლია, სრულებით მოალბოს უფალი. ადამიანი, რომელიც მამაცურად დაეცა, თავს სწირავს სხვათა დასაცავად, ქრისტეს ბაძავს. ასეთები უდიდესი გმირები არიან, მათი შიშით ძრწის თავად სიკვდილიც, იმიტომ, რომ სიყვარულის გამო სძულთ სიკვდილი და ამგვარად მოითხოვენ უკვდავებას, საფლავის ქვაში პოულობენ მარადიულობის გასაღებს და მარადიულ ნეტარებაში შედიან".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"თეთრი გიორგის სავანის წიაღში პოვა სამუდამო ძვალთშესალაგი".
"თანატოფობია - სიკვდილის შიში".
"ლოცვას ნუ მოგვაკლებ იქიდან მიწაზე მორონინეთ!"
"სად არის ახლა შენი უკვდავი სული? სად გაგიჩენს ბინას სახიერი უფალი?"
"სიკვდილის შიში იმ მოვლენის წინაშე დგომის შიშია, რომელიც ჯერ უცნობია შენთვის. სამწუხაროდ, ხშირად ადამიანი სიკვდილის შიშს ღვთის შიშზე წინ აყენებს. ასეთ დროს მას შეუძლია, უღალატოს კიდეც ღმერთს. არადა, სიკვდილის შიში ყველაზე დიდია ხორციელ შიშებს შორის. თუკი ის წარმოშობს განწყობას, მუდმივად აცნობიერებდე გარდაცვალების შემდეგ უფალთან წარდგომის გარდუვალობას, - ამას სიკვდილის ხსოვნა ჰქვია. სიკვდილის ხსოვნა კი აუცილებელია ადამიანისთვის. ყველა ჩვენგანი უნდა ფიქრობდეს, რომ ნებისმიერ წუთს შეიძლება გავიდეს ამ ქვეყნიდან და თავისი ცოდვები მძიმე ტვირთად დააწვება. გვახსოვდეს: ყოველი დღე შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს, ამიტომ ნურასოდეს გადავდებთ სინანულს ჩვენი ცოდვების გამო".
/მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი)/
"იქვეა საფლავი, რომლის ქვაზეც ვკითხულობთ: "მღუდელი ანტონი კასრაძე შევიქმენ აღსრულებული თვით ყმაწვილი და ცოლ-შვილი დამშთნენ კნინ დაღონებული".
"ჰიპნოფობია - დაძინების შიში ძილში გარდაცვალების მოტივით".
"ვიცით, რომ ბოლოს, უფლის მეორედ მოსვლის შემდეგ, ხორციც უნდა განსულიერდეს. ესეც უდიდესი ნუგეშია. ადამიანმა იცის, რომ უნდა მოკვდეს, დაეფლას, შემდეგ კი მისი სხეული, რომელიც შესაძლოა მიწას იყოს შერეული, ღვთის წყალობით აღდგება, განსულიერდება და მარადიულობაში დამკვიდრდება".
/მამა იოანე ყურაშვილი/
"სიკვდილის სიმბოლო: ჩონჩხი მარჯვენა ხელში ცულით, მარცენაში - ყვავილით".
"სიკვდილის სიმბოლო - თავის ქალა ცელითა და ძვლით".
"ერთხელ, ლოცვის მერე დავფიქრდი: "რაღაც არ მსურს სიკვდილი. უფალო, ხედავ ჩემს გულს, რომ სიკვდილი არ მინდა. როცა ვინმეს დიდხანს არ უნახავს მშობლები, სიხარულით მიიჩქარის მათთან. ჰოი, მოწყალეო უფალო, სული ჩემი გიცნობს შენ, და მაინც რატომღაც არ მინდა სიკვდილი". უცებ სულში პასუხი მომესმა: "ეს იმიტომ, რომ შენ ცოტათი გიყვარვარ".
"სიკვდილი - განყოფა სულისა და სხეულისა ადამიანისთვის არაბუნებრივი მდგომარეობაა. სწორედ ამის გამო აქვს მას სიკვდილის შიში".
/მამა ილია (გამყრელიძე)/
"როგორც იოანე ოქროპირი ამბობს: "ვევედროთ უფალს, რომ მოგვმადლოს სიკვდილის ხსოვნა და ლმობიერება", რომელიც ადამინში ამ ხსოვნით იბადება. თუნც ჩვენი გული ქვასავით მტკიცე იყოს, ლოცვის სიტყვები კი წყალივით რბილი, სიმაღლიდან ჩამონადენი წყლის ნაკადი ამ ქვას თანდათან განლევს".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"თუკი ადამიანმა დაივიწყა მარადისობა, სადაც იწყება ჭეშმარიტი ცხოვრება, და მთელი ძალები თავის მიწიერ არსებობას შეალია, თუკი დავიწყა სიკვდილი, მაშინ ის თვითმკვლელია, - მან დაკარგა ღმერთი! მიწაზე კი არ არსებობს უკვდავება. სიკვდილის დოლაბი მას აუცილებლად ჩამოფქვავს".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"არ უყვარდა [ღირსი ანატოლი ოპტელი], როცა ვინმე შეჭირვებისას სიკვდილს ნატრობდა და ამხილებდა მათ, ერთი შეაშინა კიდეც, - თუ გინდა, ვილოცებ და მოკვდებიო. "არა, არა, სიცოცხლე მინდა", - დაუწყო ვედრება მოწუწუნემ".
"დაასრულა ღვთისათვის შეწირული სიცოცხლე".
"ყველასათვის ნათელი იყო, რომ მისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები იწერებოდა".
"ყვიბისში, წმინდა გიორგის ეკლესიის სასაფლაო ლოდზე გამოსახულია ქართულ ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი. გარშემო ვაზის არშია აკრავს, მარცხენა მხარეს ამოკვეთილია ცხვრის ბარელიეფი. გარდაცვალების თარიღია 1825 წელი. ლამაზი მხედრული ხელით ამოკვეთილია: "ეჰა, საწუთრო დავტოვე მე, ალექსი გელაშვილმა, ოცდაათი წლის სიცოცხლით გაუმაძღარმა. ვიყავი მოყვარული მამისა და ნათესავის".
"გამოხსნის შემდეგ, როცა ზეციურ სამყაროში ადამიანთა სულებიც დაბრუნდნენ, მათაც მიენიჭათ სხვადასხვა სულიერი მდგომარეობა - ვინც მეტად დაიხარჯება ღვთისთვის, სასუფევლისთვის, მას მეტი და უკეთესი მიეცემა".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"თითოეული ადამიანისთვის მისი გარდაცვალების დრო არის მისთვის მეორედ მოსვლის ჟამი".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"სული იმ დროს გაჰყავს ამ ქვეყნიდან შემოქმედს, როდესაც ყველაზე ნაკლებ სატანჯველს დაიმსახურებს. ვისაც სიცოცხლის მანძილზე ერთხელ მაინც ჰქონია ისეთი სულიერი მდგომარეობა, რომ შესაძლებელია მისი ცხონება, სწორედ ამ დროს გაჰყავს იგი უფალს, ხოლო ვისაც ხშირად აქვს ცხონების შესაბამისი სულიერი მდგომარეობა, საუკეთესო სულიერ მდგომარეობაში ყოფნის ჟამს მიჰყავს".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"გარდაცვალებას სიხარულით შეეგება"
"არავინ უწყის, თუ როგორ დაასრულა ამქვეყნიური გზა ღირსმა ბარსანოფემ. ორმოცდაათი წლის შემდგომ იგი კვლავ ცოცხალი ეგონათ, მაგრამ როდესაც იერუსალიმის პატრიარქის კურთხევით, მისი სენაკის კარი შეაღეს, იქიდან ისეთი ცეცხლი გამოვარდა, იქ მყოფნი ძლივს გადაურჩნენ დაწვას".
"ძველ ქრისტიანთა კატაკომბებში წერია "Amor Vincit Mortem" - "სიყვარული სძლევს სიკვდილს".
"სიცოცხლე, აღსავსე შვენებითა და ტანჯვით გაჰფრინდა მარადისობის წიაღში. უდაბნოსებურმა სიცარიელემ მოიცვა ჩემი სული".
/გრიგოლ რობაქიძე/
"გული არ მწყდება სიცოცხლეზე. ვინც ამქვეყნად პატიოსნად და ღვთისნიერად იცხოვრა, არც იმ ქვეყანაში დაიკარგება".
"დანილოვსკის სასაფლაოზე დამკრძალეთ, ღვთისმსახურების ხმა რომ მესმოდესო!"
"ამქვეყნიური ამაო ფიქრები იშვიათად ეხებოდა მის გულს, რადგან ფარად ჰქონდა აფარებული სიკვდილის ხსოვნა".
"ფინთ მძორჭამია ყვავივით ხანგრძლივ სიცოცხლეს გიჯობსო,
ფუტკარს ემსგავსო დღემოკლეს, ღვთიურ ნექტარს რომ იწოვსო".
/ძამის ხეობის მონასტრის მორჩილი/
"გარდაცვლილს სახე შეეცვალა, უფრო ახალგაზრდული და მშვენიერი გაუხდა".
"წმინდა მართას ნეშტი პარასკევს დიდი პატივით მხრებით გადაასვენეს საკვირველ მთაზე. კუბოს მტვირთველები ამბობდნენ, რომ მიცვალებულის სხეული უჩვეულოდ მსუბუქი იყო, თითქოს თავისით მიაბიჯებდა ჰაერშიო".
"ესე ასეთი სოფელი არ ვისგან მისანდობელი,
წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი!"
/შოთა რუსთაველი/
"შვილნო, ყური მიუგდეთ ჩემს რჩევებს (შვილები შემიძლია გიწოდოთ, რაკიღა თქვენზე მეტი ხანია, მივათრევ მიწაზე სიცოცხლეს)!"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია".
/შოთა რუსთაველი/
"ჭაღარა - სიცოცხლის წუხილიანი ჩასვენება".
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"თქვენ ფლობთ ველ-მინდვრებს, ბაღებს, ტბებს, კორომებს და კიდევ რაღას არ? ხოლო მიწის მცირედი ნაკუწი, რომელიც სიგანით ორი ნაბიჯია, სიგრძით კი - ექვსი, იქნება თქვენი საცხოვრისი და ერთი ქვა იკმარებს თქვენს სადარაჯოდ".
/წმ. ბასილი დიდი/
"ამ სამყაროში ისე უნდა იცხოვრო, თითქოს სულით ზეცად იყო, სხეულით კი საფლავში".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"მე საპატარძლო ვიყავი", - მოისმის ხმა სხვა საფლავიდან, - საქორწინო კაბა შემიკერეს, მაგრამ ის ჩემი დასაკრძალი სამოსი შეიქნა. ქორწინების კურთხევის ლოცვათა ნაცვლად პანაშვიდი მიგალობეს. განსასვენებელში - ცივ სამარეში, არა ნეფის ხელმა, არამედ სიკვდილმა შემიყვანა..."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ეს ამბავი კი საყოველთაოდ ცნობილი და საქვეყნოდ სალაპარაკო გახდა: წირვისას საკურთხეველში შემოვიდა სტიქაროსანი (ახლა მღვდელია) და ხმადაბლა მეუბნება, - ახლახან დაურეკეს, ბეგლარი გარდაიცვალაო. ამ ბეგლართან ერთად წინა დღეს სათევზაოდ ვიყავი და ძალიან თბილი ურთიერთობა მაკავშირებდა. წირვა ახალი დაწყებული მქონდა და სანამ დავამთავრებდი, ეს ამბავი დიდად განვიცადე. მიცვალებულის კვერექსს ხომ მთლად გული ამოვაყოლე. ძლივს დავამთავრე წირვა და ახლა პანაშვიდი მივაბი - ბეგლარი მეკერა პირზე... ამ დროს მოდის ამ ამბის მომტანი გაფითრებული: - მამაო, ბეგლარი ცოცხალი ყოფილა... მე ვერ გამიგია სწორადო... რა ამბავიც მე მას დავატეხე - ილოცე, არაფერი მოუვიდეს, თორემ ვერ გადამირჩები-მეთქი. მერე აგვიტყდა სიცილი. იმავე დღეს საღ-სალამათ ბეგლარს შევხვდი, ვუთხარი, - რაც მე შენ პანაშვიდები გიხადე, თუ ცოცხალი გადარჩი, ასი წელი იცოცხლებ-მეთქი. ვიცი, მამაო, შენგან პანაშვიდიც მადლიაო, - გულიანად იცინოდა ბეგლარი..."
/დეკ. სერაფიმე დანელია/
"იტირე, როგორც უფალი ტიროდა ლაზარეზე, მოგვცა რა საზომი, წესი და სამანი წუხილისა, რომელსაც არ უნდა გადავცდეთ".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"თითოეული საფლავი საიდუმლოა, მაგრამ მიცვალებულთა მოხსენიებით ჩვენ ვეხებით ამ საიდუმლოს, როცა მათთვის ვლოცულობთ, ხარობენ მათი მფარველი ანგელოზები, თუკი გარდაცვლილი ცოდვილი იყო, მისი მოხსენიებით სიყვარულის ვალს მოვიხდით, ხოლო თუ ცხონდა, მაშინ ჩვენი სიტყვები მათ ჩვენთვის სალოცავად განაწყობენ".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"მკვდარსაც შეგვიძლია პატიება ვთხოვოთ, როგორც ცოცხალს. განსაკუთრებით მის საფლავთან".
"ერთხელ მიცვალებულის წესის აგების დროს, შემომიჩნდა ოჯახის ახლობელი, ეტყობა, გასვენების საქმეების განმკარგავი და ხმამაღლა მიმეორებს, - დაუჩქარე და დაუჩქარეო. ვითმინე, ვითმინე და ბოლოს ვუთხარი, - ახლა მაცალე და შენი წესის აგებაზე დავუჩქარებ-მეთქი...
კაცი უცებ გაქრა..."
/დეკ. სერაფიმე დანელია/
"ჭეშმარიტად: ვინც დაივიწყა ღმერთი, სიცოცხლეშივე მკვდარია, მაგრამ, ვინც ღმერთთაანაა მარადჟამ, სიკვდილის შემდეგაც ცოცხალია".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"შორეული პალესტინის მიწაზე ქართველი ბერები: პეტრე იბერი და იოანე ლაზი ყველას ანცვიფრებდნენ ურთიერთპატივისცემითა და სიყვარულით. ერთ დღესაც სიკვდილის სენი შეეყარა იოანეს. მისი ამქვეყნიური დღეები დათვლილი იყო. ნეტარ იოანეს მარადიული ცხოვრების სასოება ჰქონდა და კიდეც უხაროდა ამა სოფლისაგან განსვლა. მაგრამ პეტრე ვერ ურიგდებოდა ძვირფასი მეგობრის დაკარგვას და მთელი ღამის განმავლობაში დადგა ლოცვად იოანესათვის. და ესმა ხმა ზეციური: - "პეტრე, შენი დიდი სიყვარულისა და გულმოდგინე თხოვნისათვის შევმატებ იოანეს სიცოცხლის თორმეტ წელიწადს!" მეყსეულად წამოდგა მამა იოანე, ყოველი სენი ჩამოშორდა მას და ამ სასწაულის მხილველნი, ერთხმად განადიდებდნენ სულიერი ძმები უფალს!"
/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ. 20/
"ჩემი ცხოვრების მიწურული საღამო"
/წმ. ამბროსი ხელაია/
"ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რისთვის ცხოვრობ და რისთვის ხარ მზად, რომ მოკვდე".
"ვისთანაც ამქვეყნად იქნება ქრისტე, ვინც ამქვეყნად სულიერად შეერწყმება, ბუნებრივია, ის იმქვეყნადაც უფალთან იქნება. ჩემი მოყვარულნი ჩემთან იქნებიანო, - ბრძანებს უფალი".
/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/
"დაბრუნებიდან მცირე ხანში ძალზე ცუდად გახდა და ეუწყა, რომ თორმეტი დღის შემდეგ გარდაიცვლებოდა: ორმა ნათლითმოსილმა კაცმა მიართვა ქარტია, რომელზეც ეწერა: "აი, შენი აზნაურება, მიიღე და გიხაროდენ". მან ეს თორმეტი დღე ლოცვასა და საღმრთო ფიქრებში გაატარა, არც საჭმელი ჭამა, არც სასმელი დალია".
„ღირსმა ათანასიამ ღვთივმიისვენა“
"ამგვარად დიდადნაღვაწმა დედამ, სათნოებათა სიმდიდრით ავსებულმა დატოვა მიწიერი ცხოვრება და უფლის მიერ განისვენა".
"ნუ იტყვი: „ხვალ“, იქნებ შენთვის უკვე აღარ დადგეს ხვალინდელი დღე. ის ვინც ცოდვათა შენდობას შეჰპირდა მონანულთ, ცოდვაში მყოფთ ხვალინდელი დღის დადგომას არ დაპირებია."
/წმ. გრიგოლ დიოლოღოსი/
"შენმა მოულოდნელმა გარდაცვალებამ გლოვის ზეწარი გადააფარა ამერ-იმერეთს"
"ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი იგივეა წელიწადის დროებიდან გაზაფხული ამოიღონ "
"ანატომია სულის უკვავებაში გვარწმუნებს: როდესაც გვამს გაკვეთ, შეუძლებელია დაიჯერო, რომ სულ ეს არის ადამიანი".
"ძილი - სიკვდილის სახეა, ხოლო გამოღვიძება აღდგომის მსგავსია!"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"რატომ მოხდა, რომ იობმა ყველაფერი: ცხენები, ჯორები, აქლემები, ცხვრები, მიწები და ყოველგვარი სიმდიდრე ორმაგად მიიღო, ხოლო შვილი ზუსტად იმდენი შეეძინა, რამდენიც გარდაცვლილი ჰყავდა (იობი, 1,2-3; 42, 12-13)? - კითხულობს ბასილი დიდი და გვპასუხობს - იმიტომ, რომ პირუტყვი და ხორციელი სიმდიდრე სრულად დაიღუპა, ხოლო შვილები სიკვდილის შემდეგაც ცოცხლები იყვნენ სულიერადო".
"[ღირსი იოანე ხუცესი] ღამეებს ათენებდა, განუწყვეტლად საკუთარ სიკვდილზე ფიქრობდა, სავსებით მოაკვდინა ხორცი და მიწიერ ანგელოზს მიემსგავსა".
"ერთს წერტილზე შეჩერება ყველასა და ყველაფრისათვის სიკვდილია".
/პატრიარქი ქრისტეფორე ციცქიშვილი/
"თუ დავივიწყებთ მიცვალებულებს, დავიწყებულნი ვიქნებით ჩვენც. მიცვალებულთან ურთიერთობა ეს არის შენი თავის, შენი სულის გადარჩენის გზა. ერი, რომელიც ამას არ დაივიწყებს, მარადიული იქნება".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ადამიანმა, რომელმაც ღმერთს არ დაუჯერა, ღმერთისგან ერთი ნაბიჯი გადადგა. ღმერთი არის სიცოცხლე, მაშასადამე, ადამიანმა გადადგა ნაბიჯი სიკვდილისკენ. ფაქტობრივად, ღმერთის ურჩობა თვითმკვლელობის აქტია. ამიტომ უთხრეს ადამიანს, - მოკვდები, თუ შეჭამ ამ ხის ნაყოფსო. ამიტომ შემოვიდა სამყაროში ცოდვით სიკვდილი. ხოლო სამოთხეში, უფლის სამეფოში, ადგილი სიკვდილისთვის, რა თქმა უნდა, არ არის."
/მამა ლევან მათეშვილი/
"ქართველ კაცს თავისი მიცვალებულის სულისთვის ზრუნვას ვერავინ ასწავლის"
"წმინდა გრიგოლ დიალოგოსი მოგვითხრობს: ერთ დეკანოზს ჩვევად ჰქონდა აბანოში სიარული. ერთხელ აბანოში უცნობი კაცი დახვდა, რომელიც გახდაში დაეხმარა, მერე კი ტანსაცმელი შესანახად წაიღო. როცა დეკანოზი აბანოდან გამოვიდა, კაცმა პირსახოცი მიაწოდა ოფლის მოსაწმენდად და დიდი პატივისცემით დაეხმარა ჩაცმაში. ასე განმეორდა რამდენჯერმე, კაცი მდუმარედ ასრულებდა თავის საქმეს. მღვდელმა მადლობის გადახდა გადაწყვიტა და ერთხელ აბანოში ორი სეფისკვერი წაიღო, რათა უცნობისთვის ეჩუქებინა.
უცნობმა ტირილით უთხრა: "რისთვის მაძლევ ამას, მამაო? ეს წმინდა პურია, მისი ჭამა მე არ შემიძლია. შენს წინაშე დგას ამ აბანოს ყოფილი მფლობელი, ჩემი ცოდვების გამო, სიკვდილის მერე აქ მომსვლელთათვის მომსახურება მომესაჯა. თუ ჩემი დასაჩუქრება გინდა, ეს პური ჩემი ცოდვების მისატევებლად ყოვლისშემძლე ღმერთს შესწირე და როცა აქ მოხვალ და ვერ მიპოვი, იცოდე, რომ შენი ლოცვა ღმერთმა შეისმინაო". უცნობი გაქრა. მიხვდა მღვდელი, რომ ის, ვინც აბანოში ემსახურებოდა, სული იყო გარდაცვლილისა. დეკანოზმა მთელი კვირა სულისათვის ცრემლიან წირვა-ლოცვაში გაატარა, ყოველდღე უსისხლო მსხვერპლს შესწირავდა. რამდენიმე კვირის შემდეგ კვლავ მივიდა აბანოში, მაგრამ იქ უცნობი ვეღარ ნახა და ამის მერე არც შეხვედრია."
"ერთი ქალიშვილი მშობლებს გაეყარა და არ შერიგებია, ისე გარდაიცვალა. დედას ძილში ხშირად ეჩვენებოდა, რომ ოთახში მისი კუბო იდგა. მამა ვიტალიმ (სიდორენკომ) ურჩია: "მიდი შვილის საფლავთან და უთხარი: გპატიობ ყველაფერს, წყევლა-კრულვას, ლანძღვა-გინებას, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, - და ჯვარი გადასახეო". მართლაც, ამის შემდეგ ჩვენება შეწყდა".
" მკვლელობის ხილვა ეკრანზე ნარკოტიკივით მოქმედებს - იგი ამცირებს ჩვენს ქვეცნობიერ სიკვდილის შიშს. ყველაზე დიდი ქმედითი წამალი, "ანტიშიში" კი არის სულის უკვდავების რწმენა. რელიგიური ადამიანი სიკვდილის შიშს ძლევს სულიერი განახლების, ღვთაებრივი სასწაულის - აღდგომის რწმენით. მაგრამ თუ არ არის რელიგიური, მას სიკვდილის საშინელი, ცხოველური შიშიღა რჩება, რომელიც ფაქტობრივად ბოჭავს მის ფსიქიკას და ყოველგვარი ქმედითი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს. ასეთი ადამიანი, სულის ეკოლოგიის თვალსაზრისით, აღარ ითვლება პიროვნებად. მისთვის ბოროტების ჩადენა საკუთარი აღსასრულის შიშის შესუსტების იარაღია - სასამართლო ფსიქიატრია ამტკიცებს, რომ მკვლელებად გვევლინებიან სწორედ მშიშრები."
/პროფესორი მარატ ციცქიშვილი/
"მომაკვდავს თავზე სამი მეგობარი ადგას. ერთი ეუბნება: რომ გარდაიცვლები, შენთვის ვილოცებ და სანთელსაც დავანთებო. არ დააკმაყოფილებს მომაკვდავს მეგობრის სიტყვები, მიხვდება, რომ მარტო რჩება. მეორე მეგობარს შეხედავს. ის ეტყვის, - სანთელს დავანთებ, შენთვის ვილოცებ, საფლავის კარამდე მოგყვები და მწარედაც ვიტირებ. ამის მეტს კი ვერაფერს გაგიკეთებო. მესამე აიმედებს: - არასოდეს დაგტოვებ და მარადიულობაში ჩემთან იქნებიო.
როგორც წმინდა მამები განმარტავენ, პირველი მისი ახლობლები, მეგობრები, ნათესავები იყვნენ, რომლებიც ილოცებდნენ, სანთელსაც დაუნთებდნენ, მაგრამ ცხონებისთვის ეს არ არის აუცილებელი, მეორე - მისი ოჯახის წევრები იყვნენ, რომლებიც მწარედ იტირებენ, საფლავის კარამდე მიაცილებენ და მეტს ვერაფერს გაუკეთებენ. მესამე იყო მისი ნაკეთები საქმეები, რომელიც კაცს მარადიულობაში გაჰყვებოდა და ღვთის წინაშე გაამართლებდა."
"პაპა-ტიხონი მშვიდობით მიიცვალა ჯვრით ხელში. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მამა პაისიმ ბერს ცხვირთან რეჰანის ტოტი მიუტანა, რომ სურნელება შეეგრძნო.
– მშვენიერი სურნელება აქვს, მამაო, უთხრა მამა პაისიმ.
– ჰო, ჩემო შვილო, მაგრამ სამოთხის სურნელება ბევრად უფრო მშვენიერია!.."
"[კლინიკური სიკვდილისას] ხელთათმანივით შევუყვარე სხეულში ჩემი ხელები და ფეხები".
"ძალები სიკვდილისა ძლიერია, ხოლო სიცოცხლისა და სიყვარულისა - უძლიერესი. ბოროტების სიმტკიცე მოჩვენებითია, უძლურია სიკეთის წინაშე".
/ილია მეორე/
ამბავი მომაკვდავი დედაბრისა
ეს უჯიცელი მოხუცი ოცდაათი წლის წინ მოკვდა. მდიდარი იყო, მაგრამ საშინლად წუწურაქი, მათხოვრებს ლანძღავდა და ხელცარიელებს ერეკებოდა სახლიდან. ერთადერთი კეთილი საქმე გააკეთა - ობოლ გოგონას უვლიდა. რა თქმა უნდა, გოგონას ტყუილად არ არჩენდა. იგი მშრომელი და ქალბატონის ერთგული მსახური იყო.
დედაბერი გარდაიცვალა. მეორე დღის შუადღემდე ოთახში ესვენა. დაკრძალვისთვის ყველაფერი მოამზადეს, რომ უეცრად დედაკაცი გაცოცხლდა. შეშინებული კანკალებდა. "შეუძლებელია იმ საშინელებათა აღწერა, რაც ჩემმა სულმა ამ დროს განიცადა. ეს ბავშვი რომ არ ყოფილიყო, ამ საშინელებათა დათმენას ალბათ ვერ შევძლებდი, - თქვა ქალმა და ობოლზე მიუთითა, - მისთვის გაკეთებულმა სიკეთემ გადამარჩინა. ეს რომ მცოდნოდა, უფრო მეტ სიკეთეს ვიქმოდიო... ასევე გაიხსენა ერთი მოხუცი უჟვიცელი დეკანოზი - იმ ქვეყანაზე დიდ სიკეთეში, სინათლესა და სიხარულში ცხოვრობსო. ამბობდა, უკეთესს ვერაფერს ვინატრებ, ოღონდ იმქვეყნად განსვენებულ დეკანოზთან ერთად ვიყოო. იმ დეკანოზმა მითხრა, ვნების პარასკევს გარდაიცვლებიო.
ვნების პარასკევს დედაბერი საუკეთესო სამოსში გამოეწყო. მაგრამ იმ წელს, ვნების პარასკევს არ გარდაცვლილა. მეორე წლის დიდ პარასკევსაც მოემზადა, მაგრამ არ მომკვდარა. მხოლოდ მეშვიდე წლის წითელ პარასკევს განისვენა. დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე მთელი ქონება გაჭირვებულებს დაურიგა და ლოცულობდა. მეშვიდე წელს, ვნების პარასკევს, ნაშუადღევს, გამოეწყო, დაუძახა მეზობლებს, ნაცნობებს და უთხრა, დღეს მოვკვდებიო. მაგრამ რადგან ყოველ წელს ამას ამბობდა, სტუმრებმა სიცილი დააყარეს. თუმცა დედაბერი იმავე დღეს გარდაიცვალა.
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ყველა ცრემლი და ყველა განშორება დროებითია".
"გადარჩენის საიდუმლო ჩვენი სინანულის ხარისხზეა დამოკიდებული".
"უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგჯერ სულის დამსახურება სიკვდილის მერე უფრო აშკავარვდება, ვიდრე გარდავალებისას. წმინდა მოწამეები, რომელთაც ურწმუნოთაგან მრავალი ტანჯვა დაითმინეს, თავიანთი ძვლებით ყოველდღიურად ნიშ-სასწაულებს ახდენენ".
"იოანე ოქროპირი ამბობს: "გლოვობ, რომ მიიცვალა და დაგტოვა და იმაზე არ ფიქრობ, თუ ვინ შეიძინა მან იქ".
"უფალს თითოეული ჩვენგანი იმ დროს გაჰყავს წუთისოფლიდან, როცა ყველაზე მაღალ სულიერ მდგომარეობაში ვართ და მეტს უკვე ვეღარ მივაღწევთ, როცა ჩვენი სული ყველაზე მეტადაა მზად ცხონებისთვის."
/მამა კირიონ მუშკუდიანი/
"სასაფლაო (საგოდებელი)"
"მე ქრისტეს აღდგომის ბევრი ბიზანტიური ხატი მინახავს. ქრისტეს, როგორ ძლიერ მამაკაცს, ხელჩაკიდებული გამოჰყავს ადამი და ევა ჯოჯოხეთიდან. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი თუ შეგიმჩნევიათ? მას წინაპრების ხელისგულები კი არ უპყრია, არამედ მაჯები. რატომ იქცევა ასე? რათა გვიჩვენოს, რომ ადამი და ევა მკვდრები არიან, თავის გადასარჩენად არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ.
როცა ადამიანი ხელს გიწვდის, შენც უწვდი და ის ხელს მტევანზე ჩაგკიდებს ხელს. მაგრამ მიცვალებულს მაჯაზე ჩაჰკიდებ ხელს, რადგან ის ვერ გამოგიწვდის ხელისგულს და შენ ძალით ასწევ მას. ასე სურს ღმერთს დაგვანახოს, რომ მას იმ ადამიანის აღდგინებაც კი შეუძლია, ვინც თავისი ცოდვის გამოა მკვდარი; წინ ვერაფერი დაუდგება ქრისტეს სიყვარულს".
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/
"ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია კრემაციასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია - ეკლესია წინააღმდეგია სხეულის დაწვისა.
ადამიანის მიწისთვის მიბარება ოდითგანვე არის ბუნებითი წესი და ასეც უნდა შენარჩუნდეს, რადგან ამის საფუძველს და მაგალითს არ გვაძლევს წმინდა წერილი, სახარება; ის ეწინააღმდგება მართლმადიდებლურ სწავლებას, ქართულ სულისკვეთებასა და მრავალსაუკუნოვან ტრადიციას".
/დეკ. ალექსი სინაურიძე/
"ცხოველი რწმენისა და ღვთისმოშიშების გზაზე შედგომას ნუ გადადებ, რამეთუ ვინ იცის, იქნებ დათვლილია შენი ცხოვრების დღენი და გიახლოვდება სიკვდილის ანგელოზი, რომელიც მზად არის, გაგიწყვიტოს სიცოცხლის ძაფი."
"ლეონ სომეხი სწორედ იმ ადგილას გამოასალმეს სიცოცხლეს, საიდანაც მართლმადიდებელთა დევნა იწყო და მაცხოვრის ხატი იატაკს დაანარცხა".
"ჩვენი მიწიერი სიცოცხლე სიზმარივითაა. ჰკითხე ყველაზე ხანდაზმულ ადამიანს, რომლის წარსულიც აღსავსეა მწუხარებით და ავადმყოფობით, დაიღალა თუ არა ცხოვრებისგან, უნდა თუ არა სიკვდილი. თუ განსაცდელები უკვე უკან დარჩა, მაშინ ეს შეკითხვა გაუკვირდება კიდეც. "როგორ შეიძლება ცხოვრებისგან დაიღალო? სიცოცხლე ხომ ასე კარგია! ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხედავ შემოქმედსა და მის ქმნილებას, გრძნობ, რომ ის შენშია - ეს კი რამხელა ბედნიერებაა!"
- ნუთუ დაგავიწყდა, რამდენი მწუხარება შეგხვედრია ცხოვრებაში?
- ეჰ, ჩემო შვილო! ყველაფერმა სიზმარივით ჩაიარა. ბევრი რამ დამავიწყდა, რაც მახსოვს, თითქოს ეს განვლილი სიცოცხლე კი არა, წაკითხული წიგნია..."
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, მართალთა სულები, მიწიერი სხეულის ნაცვლად, მეორე ადამის - ქრისტეს უხრწნელი სხეულით შეიმოსებიან (ისეთით, როგორიც მაცხოვრის სხეული გახდა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ)".
"ზოგჯერ სხეულიდან ამოსულ სულებს სანუგეშოდ ეცხადება თვით მიზეზი და მიმცემელი მათი ცხოვრებისა.
გიამბობთ დეიდაჩემის, ტარსილას ამბავს. ის და მისი ორი და გამოირჩეოდნენ განუწყვეტელი ლოცვით, განკრძალული ცხოვრებით, უჩვეულო თავშეკავებით. ამ სათნოებებით ტარსილამ სიწმინდის სიმაღლეს მიაღწია. მას ხილვით გამოეცხადა ჩემი დიდი პაპა, თავი რომის ეკლესიისა, ფელიქსი და უჩვენა საუკუნო ნათლისგან შექმნილი თავისი სამკვიდრებელი. უთხრა: "წადი და დაემკვიდრე ნათლის საცხოვრებელში". იმავე წამს ტარსილა ციებ-ცხელებით დასნეულდა და სიკვდილის პირას მივიდა. მის სანუგეშოდ მრავალი ნათესავი შეიკრიბა. უეცრად ავადმყოფმა ზევით აიხედა, მისკენ მომავალი იესო დაინახა და გარშემომყოფთ დაუყვირა: - გაიწიეთ, გაიწიეთ! იესო მოდისო და მიაცქერდა გამოცხადებულ უფალს. მისი წმინდა სული სხეულიდან გამოვიდა. გარშემო საკვირველი კეთილსურნელება გავრცელდა, რომელმაც დაარწმუნა ყველა, რომ აქ მართლაც მობრძანდა მიზეზი ამ სიტკბოებისა. როცა მიცვალებულის სხეული განსაბანად განაშიშვლეს, იდაყვებსა და მუხლებზე აქლემის ტყავის მსგავსი კორძები უნახეს, რომლებიც ლოცვისას განუწყვეტელი მუხლთადრეკით გაუჩნდა. მკვდარმა სხეულმა დაამოწმა, რასაც მისი სული ყოველთვის მოიმოქმედებდა სიცოცხლის ჟამს."
1993 წელს, აღდგომა ღამეს, ოპტის მონასტერში სატანისტმა სამი ბერი მოკლა, მათ შორის მამა ტროფიმე. მისი სიკვდილი დიდად განიცადა ღვიძლმა დამ, ელენემ. მამა ტროფიმე ერთხელ გამოეცხადა და თავისი მანტია მოახურა დას, ამან ის დაამშვიდა, მაგრამ ელენე უფრო ხშირად ძმას გაბრაზებულს ხედავდა. ერთხელ ტროფიმე მწუხარებით გატანჯული იხილა: "დავიღალე თქვენზე ლოცვით, თქვენ გამო მთელი შინაგანი დავიგლიჯე, თქვენ კი მაინც არ მიდიხართო". ამ საყვედურის მერე ელენემაც ირწმუნა ღმერთი, წავიდა ტაძარში, ეკლესიური გახდა, მას კი მთელი ნათესაობა მიჰყვა.
"სიკვდილი საშიშია ცოდვილისთვის, მართალთათვის კი - შრომათაგან განსვენებაა და დასაწყისია სიხარულისა."
"სიკვდილსაც აქვს თავისი განსაკუთრებული სიმაღლე, რომელსაც თავად უკვდავება ეწოდება".
"მე გარს მახვევია ხალხი, რომელთაც უკეთესად მივაჩნივარ, ვიდრე სინამდვილეში ვარ. ისინი კეთილგანწყობილნი არიან ჩემდამი და მადლიერი ვარ ამისთვის, მაგრამ ცოცხლებზე მეტად გარდაცვლილებთან მსურს საუბარი, მათთან, ვინც დამასწრო და ამ წარმავალი სოფლიდან მარადისობაში გაემგზავრა..."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"- მიუხედავად ეკლესიურობისა, სიკვდილის პანიკური შიში მაქვს. როგორ დავძლიო?
- ეკლესიურობა ნიშნავს - მოკვდე ამ სოფლისთვის და იცხოვრო ქრისტესთვის. სიკვდილი არის შესაძლებლობა, მივიდეთ ღმერთთან. სიკვდილის ყველას ეშინია, მაგრამ ეს შიში ზღვარს არ უნდა გადავიდეს. ყოველ დილას მუხლებზე დადექი და თქვი: დიდება და მადლობა, ღმერთო, დღევანდელი დღის გათენებისთვის! და კიდევ: დღეს ჩემთვის ბოლო დღეა, უფალო, შენთან შეხვედრის დღეა, და შენი ერთგულებით მაცხოვრე!.. როცა სიკვდილი მოვა, უკვე მკვდარი უნდა დახვდეთ. სიკვდილი იცით რით გაშინებთ? მოვედი და ყველაფერი, რაც აქ გაქვს, წაგართმევო. გაიხსენეთ წმინდა ბასილი დიდი. მასთან იმპერატორის წარგზავნილი მივიდა და ემუქრებოდა. ის კი პასუხობდა: "რით მაშინებ? გადამასახლებ? კეთილი, მაგრამ უფალი ყველგანაა. წამართმევ რამეს? მე არაფერი მაბადია. მაწამებ? ისეთი სუსტი ჯანმრთელობა მაქვს, მხოლოდ პირველ დარტყმას გავიგებ, მერე კი გონებას დავკარგავ. მომკლავ? ამით იმასთან გამიშვებ, ვისაც მთელი არსებით ვესწრაფვი..."
შენი მიზანი ღმერთი უნდა გახდეს და ნელ-ნელა სიკვდილის შიშსაც დაკარგავ."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ერთი დედაკაცი, ერთურთის მიყოლებით ორი შვილი რომ დაკარგა, ღმერთს განუდგა, ნეტარმა [ღირსი პანაგი ხუცესი] მისი შინაგანი განჭვრიტა და შინ მიადგა, მაგრამ ქალმა კარი არ გაუღო, თან სიტყვიერად შეურაცხყოფდა.
მაშინ წმინდა მამამ კარს ჯვარი გარდასახა და თავად გააღო, იმ ოთახში შევიდა, სადაც გარდაცვლილ ბავშვთა პორტრეტები ეკიდა.
უეცრად მათი გამოსახულებანი გაცოცხლდნენ, ერთურთს იარაღი დაუმიზნეს და მოაკვდინეს...
ასე გაუმხილა ღირსმა მამამ მგლოვიარე დედას, რომ მის გარდაცვლილ ვაჟებს ერთი ქალი უყვარდათ და რომ არა სიკვდილი, ერთურთს უეჭველად დახოცავდნენ".
"ადამიანი თავისი დაბადების დღესაც კი სიკვდილზე უნდა ფიქრობდეს დ ამ დიდი მოგზაურობისთვის ემზადებოდეს".
/ღირსი პაისი ათონელი/
"არაფერია ისე ნამდვილი, როგორც სიკვიდილი, მაგრამ არც რამეა უფრო მეტად დაფარული კაცთათვის, როგორც მისი მოსვლის დრო".
"ცოდვილის სიკვდილი იმით არის საშინელი, რომ მასში სრული სიცარიელეა, გადასარჩენი აღარაფერია. მაგრამ სიკეთესთან ნაზიარები ადამიანი სიკვდილის შემდეგაც არ ქრება, არამედ მთელ კაცობრიობას მიემადლება, სივრცის, დროის და სულ სხვა განზომილებათა მეშვეობით განხორციელდება კაცობრიობაში. ათას ხუთასი წლის წინ მიიცვალა ადამიანი, ჩვენ კი დღესაც ვამბობთ: "წმიდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, შეგვეწიე".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
"როდესაც ადამიანს მუდამ ახსოვს სიკვდილი, მისი ცხოვრება მთლიანად იცვლება. თუ ეს დღე შენთვის უკანასკნელია, მაშინ, რა თქმა უნდა, სისულელე იქნება შესცოდო, სისულელე იქნება დროის ფუჭად გატარება: კროსვორდების ამოხსნა, დეტექტივების წაკითხვა, არ ღირს ჩხუბი, კამათი, არ ღირს სხვა ადამიანებზე განაწყენება. რა აზრი აქვს გაბუტვას, თუ ეს დღე შენთვის უკანასკნელია - უმჯობესია შეუნდო და ეს დრო სიკეთითა და სიყვარულით აავსო.
კაცმა კიდევაც რომ შესცოდოს, არ დააყოვნებს, მაშინვე შეინანებს და პატიებას ითხოვს. და აი, ასეთი უნდა იყოს მისი ყოველი დღე მთელი ცხოვრების მანძილზე, სანამ არ მოკვდება.
თუ კაცი თავის თავში ასეთი ცხოვრების ძალას იპოვის, მისი ცხოვრება ძალიან აზრიანი, ძალიან ბედნიერი და სავსე ხდება. მისთვის ყოველი წუთი ძვირფასია: ლოცულობს თუ სხვა ადამიანებს ესაუბრება, ლექსებს წერს თუ ხატავს, გამომგონებელია თუ მშენებელი, ესმის, რომ შეიძლება სიცოცხლეში უკანასკნელად ეძლეოდეს საშუალება, რომ რაიმე სასარგებლო გააკეთოს, მოყვასისთვის გაისარჯოს. ასე და ამგვარად, ადამიანისთვის ყველაფერი ახალ აზრს იძენს. აი, რას ნიშნავს სიკვდილის ხსოვნა".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
"რომელ ადამიანშიც ღმერთია დამკვიდრებული, იმას სიკვდილისა არ ეშინია"
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
"იცხოვრე ისე, რომ მუდამ გახსოვდეს სიკვდილი, საშინელებაა, რადგან მაშინ ყველაფერი უნდა შეიცვალოს: ყოველი წუთის ფასი უნდა იცოდე, ყოველი საათი შემოქმედებითად უნდა გაატარო, რათა ღრმა შინაარსით აავსო იგი. როცა დედის გარდაცვალებას იხსენებდა, მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი ამბობდა, რომ მისი გარდაცვალების წელი მათ ურთიერთობაში ყველაზე ბედნიერი იყო. არავინ იცოდა, როდის დასრულდებოდა მისი მძიმე სნეულება, ყოველ დღეს, როგორც უკანასკნელს, ისე ხვდებოდნენ და ცდილობდნენ, ერთმანეთისთვის რაც შეიძლება მეტი სიყვარული მიეცათ, რადგან იცოდნენ, რომ ხვალინდელ დღეს ამის საშუალება შეიძლება აღარც ჰქონოდათ".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
"თეოფილეს უკანასკნელი სიტყვები იყო: "უფალო იესო ქრისტე, გულთბილად შეხვდი ჩემს სულს".
"ათენელმა ფილოსოფოსმა დემონაქტემ ერთხელ მოინახულა მეგობარი, რომელსაც ვაჟი მოკვდომოდა. ცხედართან უნუგეშოდ მტირალ მეგობარს უთხრა: - მე დავუბრუნებ შენს შვილს სიცოცხლეს, თუ იმის გაკეთებას შეძლებ, რასაც ახლა გთხოვო.
მწუხარე მამა ცოტათი დამშვიდდა და სიტყვა მისცა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რასაც ფილოსოფოსი ეტყოდა. დემონაქტემ უთხრა: - ამ ქალაქში სამი ადამიანი მომიძებნე, რომელსაც არასოდეს ახლობელი არ მოკვდომიაო.
მეგობარი მიხვდა ფილოსოფოსის ნათქვამს და დამშვიდდა, რამეთუ გულისხმაყო, რომ სიკვდილი ყველას სახლს ეწვევა და მარტო არავინ არის მწუხარებისას."
"ერთხელ გზაზე მიმავალმა მოხუცმა ყური მოჰკრა ასეთ ფრაზას: რა უსამართლოა ღმერთი! კარგ, კეთილ ადამიანებს კლავს, გარეწრებსა და ყაჩაღებს კი წყალობას თავზე აყრის! მოხუცმა მოსაუბრეებს გადახედა და ჰკითხა: - ერთი ეს მითხარით, ჯარისთვის როგორ ბიჭებს არჩევენ? - ჯანმრთელებსა და სრულწლოვანებს! - უპასუხეს მათ.
- ასევეა ღმერთიც! - განაგრძო ქალმა, - თავისთან სულიერად ჯანსაღი და ძლიერი ადამიანები მიჰყავს, სულით ხეიბრებს კი ამქვეყნად ტოვებს, რომ მონანიების საშუალება მისცეს."
"ნუ იტყვი: "ხვალ", იქნებ შენთვის უკვე აღარ დადგეს ხვალინდელი დღე. ის, ვინც ცოდვათა შენდობას შეჰპირდა მონანულთ, ცოდვაში მყოფთ ხვალინდელი დღის დადგომას არ დაპირებია".
"ღვთის წინაშე ცოცხალი და მიცვალებული ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"როდესაც გარდაცვლილთათვის ვლოცულობთ, ვამბობთ, ღმერთმა აცხოვნოს იმისი სული, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, თვითონ ამ ადამიანს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ ნათელში იყოს. პიროვნება, რომელიც ამქვეყნად ბოროტებას სჩადის, ნათელში ვერ შევა. ვერ შევა არა იმიტომ, რომ უფალი არ უშვებს, არამედ იმიტომ, რომ არ შეუძლია ნათელში ყოფნა".
/ილია მეორე/
"გაიხარა, რადგან უკვე დიდი ხანია ელოდა უფლისაგან ნებართვას, სხეულისაგან გათავისუფლებულიყო და ქრისტესთან წასულიყო"
"ნეტარი მამის ცხედარი მისი ხელითვე შემზადებულ კუბოში ჩააბრძანეს"
"სიკვდილის წინ რამდენიმე თვე იავადმყოფა მამა კალენიკემ. მისი მიწიერი ცხოვრების ბოლო საათები მართლაც წმინდა, სულიერად აღტაცებული იყო. ყველა ხვდებოდა მისი აღსასრულის მოახლოებას. უეცრად მამა კალენიკემ მის შესახვედრად გამზადებული წმინდა მამათა დასი იხილა და აღელვებულმა სულიერ შვილს მიმართა: "წადი, შვილო, ტაძარი მოამზადე, წმინდა მამები მოვიდნენო". გამოუთქმელი იყო მისი სიხარული - მამებმა, რომლებიც ასე უყვარდა და ვისი მაგალითითაც ცხოვრობდა, სიკვდილის წინ არ მიატოვეს. ნეტარ აღსასრულამდე ათი წუთით ადრე აღაპყრო ხელნი და წარმოთქვა: "უფალო, ჩემს სიცოცხლეში კარგი არაფერი მიქნია, მაგრამ გმადლობ, რომ მართლმადიდებლად აღვესრულებიო". თვალები დახუჭა, წმინდა ისიქასტმა-განდეგილმა დატოვა სხეული და სული მისი გადასახლდა ღვთის სამყოფელში. ეს მოხდა 1930 წლის 7 აგვისტოს (ძველი სტილით).
რამდენიმე წლის შემდეგ, მის ნაწილთა მოპოვებისას, მამებმა ნახეს, რომ მამა კალენიკეს ძვლებს ათონელ წმინდანთათვის დამახასიათებელი მოყვითალო შეფერილობა ჰქონდა."
"ბენედიქტეს ჩვეულებად ჰქონდა კაპუის მხარეში ლივერიუსის ერთი დიდებულის მიერ აშენებული მონასტრის მონახულება. ის და მონასტრის წინამძღვარი, სერვანდ დიაკონი ერთმანეთს საუკუნო ცხოვრებაზე ტკბილი საუბრით ატკბობდნენ ხოლმე და გულით განძღებოდნენ ზეციური სამშობლოს გემრიელი საჭმლით, რომლითაც სრული დატკბობა ჯერ არ შეეძლოთ. როცა დადგებოდა ჟამი დასვენებისა, მონასტრის კოშკის ზედა სართულში ავიდოდა ღირსი ბენედიქტე, ქვედაში კი დიაკონი სერვანდი დაბინავდებოდა. სართულებს კიბე აერთებდა. კოშკის წინა ოთახებში მათი მოწაფეები ისვენებდნენ.
ერთხელ ძმებს ჯერ კიდევ ეძინათ. ბენედიქტე წამოდგა შუაღამიანის ლოცვაზე და სარკმელთან მდგარმა ყოვლისშემძლე ღვთისადმი ლოცვა დაიწყო. უეცრად სიბნელე ისე გაბრწყინდა, რომ ღამე დღეზე ნათელი გახდა. როგორც თვითონ ჰყვებოდა, მთელი სამყარო მის წინაშე წარდგა, როგორც მზის სხივი. ღირსი მამა ყურადღებით დააცქერდა ზეციური ნათლის ელვარებას და იხილა ცეცხლებრ ბრწყინვალე სული ქალაქ კაპუის ეპისკოპოსისა, რომელიც ანგელოზებს ზეცად მიჰყავდათ. მოისურვა, ასეთი ხილვისას თანამოზიარე ჰყოლოდა და ხმამაღლა დაუძახა დიაკონ სერვანდს. დიაკონს გაეღვიძა, ავიდა ზევით და სინათლის მხოლოდ ნაწილს მოჰკრა თვალი. განაცვიფრა სასწაულმა. წმინდა კაცმა მოუთხრო, თუ რა მოხდა და მაშინვე კასინოს მონასტერში გაგზავნა ღვთისმოშიში კაცი თეოპრობესთან - ახლავე გაგზავნე კაცი კაპუაში ამბის გასაგებად - რა ხდება ეპისკოპოს გერმანეს თავსო. კაცს ეპისკოპოსი გერმანე გარდაცვლილი დახვდა, თანაც სწორედ იმ დროს აღსრულებულიყო, როცა წმინდა ბენედიქტემ იხილა მისი ზეცად აღსვლა."
"სვანეთში შემორჩენილია ტრადიციული სვანური ზარი. მიცვალებულის დაკრძალვისას მთელი დღე ზარი ისმის. ახალგაზრდებს ნაკლებად აინტერესებთ ზარი..."
"ქვიშას ვაპკურე სული, რაკიღა ისე შევიყვარე მოკვდავი ადამიანი, თითქოს არასოდეს ეწერა სიკვდილი".
/ნეტარი ავგუსტინე/
"მისი სხეული ზედაზნის წმინდა ალაგმა მიიბარა"
"მოიდრიკა მუხლნი და ლოცვაში ჩააბარა სული თავისი"
"ილოცეთ - ღმერთამდე მიმაცილეთ და იქიდან ჩემზე იყოსო".
/დეკ. დავით გრიგალაშვილი/
"მამები ბრძანებენ, რომ უფალს ადამიანის სული ორ შემთხვევაში გაჰყავს წუთისოფლიდან - როდესაც სულიერების ზენიტშია, სულიერ წარმატებას აღწევს (ასეთ შემთხვევაში საცხოვნებლად გაჰყავს) ან როდესაც ცოდვებით აღივსება, რათა სხვა ადამიანებსაც არ მიაყენოს ზიანი."
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"ორი ადამიანი ვერ მორიგდა მიწის ნაკვეთის გაყოფისას, ვერაფრით ვერ გადაწყვიტე დავა მშვიდობით და მივიდნენ ბერთან რჩევის მისაღებად. ბერმა მოუსმინა მათ და სთხოვა ყველანი წასულიყვნენ სადავო ნაკვეთზე.
„ჩემი მიწაა“ – ყვიროდა ერთი.
„არა, ჩემია“ – პასუხობდა მეორე.
მაშინ ბერმა მუხლი მოიდრიკა და ლოცვა დაიწყო. შემდეგ წამოიმართა და თქვა:
– მე მიწას ვკითხე.
– და რა გიპასუხა მიწამ? დაინტერესდნენ მოდავეები.
– მიპასუხა, რომ თქვენ ეკუთვნით მას და არა ის თქვენ."
"ვიდრე წმინდა სერიდი მართალთა სოფელში გადასახლდებოდა..."
"საჭიროა განსაკუთრებით ძლიერი ლოცვა მათთვის, რომელთა შესახებაც ვიცით, რომ მიწიერ ცხოვრებაში მათ აწყენინეს ღმერთს. შემდგომ უნდა ვილოცოთ მათ მსგავსებზე, ბოლოს კი - ყველა გარდაცვალებულზე".
/ღირსი პაისი ათონელი/
"სიკვდილი არ არსებობს!"
"წარსდგა საყვარელი უფლის წინაშე"
"მისი და-ძმიდან ხუთი ანგელოზად დაუბრუნდა მარადიულ ქვეყანას"
"ამქვეყნად განსვლის, ანუ უფალთან წარდგომის დღე"
"გაფრენილი მისი [მარო მაყაშვილის] მშვენიერი სული დაივანებს სულმნათ წინაპართა მარადიულ ნათელსამყოფელში"
"ვინც უფლისთვის ცხოვრობს, ის არ კვდება"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"რამდენიმე დღის ავადმყოფობის შემდეგ მიიქცა ნეტარ მარადისობაში"
"მე სიკვდილის არ მეშინია, იგი მუჭში მყავს მომწყვდეული"
/გულნაზ ხარაიშვილი/
"არ მინდა ვიყო ცოცხალი და ვემსგავსო მკვდარს"
"გარდაცვალებულს ცრემლი როცა მოსდის, ნიშანია, რომ უფალმა შეიწყალა, შეიწირა მისი ცრემლები."
/წმ. გაბრიელ ბერი/
"ყოველ წელს მისი [ანტონ ცაგარელის] საფლავის გარეშემო სურნელოვანი ბალახი ამოდიოდა".
"ყველა საფლავს თავისი საიდუმლო აქვს, მაგრამ არის საფლავები, რომლებზეც როგორც წმინდა ადგილებზე, ღვთის მადლი განისვენებს გარდაცვლილის მართალი ცხოვრების დასტურად. სიმსუბუქე და სიხარული სუფევს ასეთ საფლავთან. ის თითქოს თავისთან უხმობს ხალხს, როგორც დაღლილ მგზავრს წყაროს ჩუხჩუხი".
"ნეტარი ბერის პორფირი კავსოკალიველის (გარდ. 1991 წელს) სულიერი შვილი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, როდესაც გარდაიცვალა მისი მოძღვარი, მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. ათენში დაბრუნებულმა რჩევა-დარიგებისთვის ბერს დაურეკა. ბერმა დაარიგა სულიერი შვილი და უთხრა: "ნუღარ დამირეკავ, რადგან გარდავიცვალე".
"ამქვეყნიდან განსვლისთვის განემზადა"
ჩვენ ერთდროულად ორ სამყაროში ვცხოვრობთ
თუ ჩვენი არასწორი დამოკიდებულებები ჩვეულებრივ, ყოფით ურთიერთობებს ეხება, რა თქმა უნდა, ეს მისტიკურ გამოცდილებასაც შეეხება. ნუ ვიფიქრებთ, რომ მხოლოდ ჩვენი ყოფითი ურთიერთობებია აქაური და ნამდვილი. უკვდავი სული, აბა, ვისია? ჩვენ ხომ მუდმივი კავშირი გვაქვს მარადიულ სამყაროსთან. ჩვენ არა მხოლოდ დროში ვცხოვრობთ, არამედ - მარადისობაშიც. იმიტომ, რომ სული არ ბერდება. ზოგი ახალგაზრდა ხართ, ზოგი - ხანში შესული. ნუთუ სული დაგიბერდათ? განა ისევ ისეთები არ ხართ? მოხუცი ადამიანი ხომ იმ მძღოლს ჰგავს, რომელსაც მანქანა დაუძველდა, თვითონ კი კვლავ ჯეელი და ახალგაზრდაა.
ჩვენ ერთდროულად ორ სამყაროში ვცხოვრობთ: დროში გაწელილ სამყაროში და მარადისობაში. გვინდა თუ არა, მორწმუნენი ვართ თუ არა, მარადიული სამყარო ჩვენი ცხოვრების ნაწილია. და თუ ჩვენი არასწორი სულიერი ხედვა მოქმედებს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, იგი მარადისობაზეც იმოქმედებს.
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"...ღმერთმა აცხონოს და შერგოს, რაც მადლი მოუსხია..."
"ერთხელ წმინდა მამა [ღირსი სვიმეონ გარეჯელი] დასნეულდა, მცირე ხანს იავადა და ანაზდად მიიცვალა, მაგრამ ერთი ჟამის შემდეგ, ღვთის განგებით, ისევ გონს მოეგო, მოატანინა, რაც კი ფული ჰქონდა და თავისივე ხელით გაუყო წმინდა დავითისა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრებს საწირავად და სულის საოხად".
"მხოლოდ სული მიჰყვება ადამიანს მარადისობაში".
/მამა გიორგი რაზმაძე/
"ხორცი დაუტევა და ზეციურ მოქალაქეთა შორის დაივანა"
"მადლობა, ღმერთო, რომ ჩემი ცოდვების ამარა არ დამისრულე ცხოვრება".
"ხოლო, როდესაც მისი [წმ. დიდმოწამე სევერიანეს] სხეული დასამარხად ჩამოხსნეს, სებასტიელები მის დასახვედრად შეიკრიბნენ. მათ შორის გახლდათ სევერიანეს ერთ-ერთი მსახურის ცოლი, რომლის თანამეცხედრეც მცირე ხნის წინ გარდაცვლილიყო.
მწუხარებით გულმოკლული ქალი ქმრის ცხედართან დაბრუნდა და უთხრა:
- ადექი, საყვარელო მეუღლევ, ჩვენი ბატონის დასახვედრად წავიდეთ!
სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, თითქოს ძილიდან გამოფხიზლდაო, მიცვალებული წამოდგა და ცოლს სევერიანეს დაკრძალვაზე წაჰყვა.
ამ დღის შემდგომ კიდევ 15 წელი იცოცხლა.
დროთა განმავლობაში წმინდა სევერიანეს სამარე დაიკარგა, მაგრამ ერთხელ ცაზე არწივი გამოჩნდა ბრჭყალებში მრავალფერი ყვავილით დაწნული გვირგვინით, რომელიც მიწაზე დადო.
სწორედ იქ პოვეს ქრისტიანებმა წმინდანის დაკარგული სამარე".
"მაშინ ხომ სოფლის ყველაზე გულშემატკივარი დურგალი იყო. კუბოები მუქთად კეთდებოდა. პატივს სცემდნენ მიცვალებულებს".
/ანზორ ჯაფარიძე/
"მე უკვე სიბერეში შევედი, შენ ისევ ახალგაზრდა დარჩი, შენ ახლა ერთგვარ გზაგასაყარზე ხარ - რაც ასეთ იცოცხლე, ზუსტად იმდენი მანდ არსებობ"
"ვიქტორ ჰიუგოს მომხიბლავი დიალოგი კაცსა და მიწას შორის: "კაცი: მე ვარ შენი მეფე! მიწა: შენ ხარ ჩემი მატლი".
"კვდება ის, რაც აღარ აღდგება და გარდაიცვლება ის, ვინც იცვალა".
/მეუფე ზენონი (იარაჯული)/
"წუთისოფელში მხოლოდ წუთისოფლობა განქარდება".
/მეუფე ზენონი (იარაჯული)/
"გონებისა და სხეულის განწმენდელი უწყვეტი ხსოვნა და ფიქრი სიკვდილზე"
/ფილოთეოს სინელი/
"სიკვდილის ყალიბში იძერწება"
"მშვენიერი გამოგონებაა სასაფლაო. იგი აუცილებელიცაა, რათა მოკვდავმა მასში ხანდახან თავისი ცხოვრება ამოიკითხოს"
/ნიკოლოზ ბარათაშვილი/
"ღვთის შიშისა და ღვთის სიბრძნის ნიჭებით აღსავსე იყო ლაკედემონელი ეპისკოპოსი თეოფანე. მის ეპარქიაში ერთი ქრისტიანი გარდაიცვალა. მესამე წელს გახსნეს მისი საფლავი და სრულიად გაუხრწნელი იხილეს. მიხვდა მღვდელმთავარი, რომ ამ კაცს რაღაც ცოდვა ჩაედინა. ეპისკოპოსმა მისი თანასოფლელები მოიწვია, რომელთაც უნდა მოეთხროთ გარდაცვლილზე და თან შენდობა მიეცათ.
ერთმა მათგანმა უარი თქვა, მიზეზი ჰკითხეს. "მე მაგაზე ათასჯერ ღარიბს, პანერაცი (სპილენძის ჭურჭელი, ცხვრის მოსაწველი) გამომართვა და აღარ დამიბრუნაო. მღვდელმთავრის ჩარევით, იმ კაცის ნათესავებმა პანერაცი პატრონს დაუბრუნეს. კაცი კი მივიდა მიცვალებულთან და უთხრა: - ახლა კი გაპატიოს ღმერთმაო და უეცრად გარდაცვლილის გახრწნილი სხეული ყველას თვალწინ დაიშალა.
ამ სურათის დანახვამ შეაძრწუნა ეპისკოპოსი - თუ ერთი უბრალო ჭურჭლის გამო ასე განიკითხეს ის კაცი, მე როგორღა გავიმართლებ თავს, როცა ათასობით სულზე ვზრუნავ, რა იქნება, თუ მათგან რომელიმე დაიღუპება? მართლაც სახიფათოა ჩემი მდგომარეობა და უდიდესია პასუხისმგებლობაო. მან ჩუმად დატოვა კათედრა, ათონის მთაზე დასახლდა და უბრალო ბერივით ცხოვრობდა იმ დრომდე, ვიდრე ღმერთმა არ გამოაჩინა მისი მღვდელმთავრობა."
"ბოლოს წარმოთქვა "ამინო" და მოუდრიკა ქედი მახვილს. თავი მოჰკვეთეს. მასთან ერთად დაალაგეს წმინდა ელეფთერისა და რუსტიკის თავნი.
ღმერთმა წმინდა დიონისე [არეოპაგელი] სიკვდილის შემდეგ განადიდა სასწაულით. თავმოკვეთილი მისი სხეული ღვთის ძალით ფეხზე წამოდგა, აიღო ხელებით თავისი თავი და მასთან ერთად ორი სარბიელი (2,75 ვერსი) გაიარა ქრისტიანულ ტაძრამდე. მისცა თავი ერთ ღვთისმოშიშ დედაკაცს, სახელად კატულას, და მიწაზე დაეცა.
ამ სასწაულის მხედველმა მრავალმა ურწმუნომ იწამა ქრისტე. კატულამ გადაწყვიტა, მისი სხეულიც აეღო, მაგრამ წარმართებმა ნება არ მისცეს. მაშინ დედაკაცმა ისინი შინ შეიპატიჟა, გულთბილად გაუმასპინძლდა, საჩუქრები ჩამოურიგა, იმავე დროს ქრისტიანებს წმინდა დიონისეს სხეულის იმ ადგილას დაკრძალვა უბრძანა, სადაც წმინდანმა საკუთარი თავი გადასცა."
"ცხოვრებასთან გაყრა ტრაგიკულად არ განუცდია"
"სამშობლოს მიწავ, მსუბუქად დაეფარე მის წმინდა ცხედარს!"
"სიკვდილი სინამდვილეა"
"სიკვდილი მაშინაა დამთრგუნველი, როცა არ ვიაზრებთ. მასში უცნაური არაფერია, იგი სრულიად ბუნებრივია, ისევე, როგორც დაბადება, ჭამა და სხვა. თუ ესენი გარდაუვალია და საჭირო, ასევეა სიკვდილიც. გარდაცვალებაზე ფიქრი მიჩვენებს იმ სინამდვილეს, საიდანაც იგი იღებს სათავეს. საიდან მოდის სიკვდილი? ვის ხელშია მისი სადავეები? ცხადია, ღმერთის. უფალი არც იბადება და არც კვდება, აქედან გამომდინარე, სიკვდილი მასთან მიმყვანებელია; იგი ახლად დაბადებაა მარადიულ ცხოვრებაში. მას მესამედ დაბადებასაც ეძახიან. ის ქრისტიანისთვის ქრისტეში დაბადება უნდა იყოს და ნურავინ იფიქრებს, რომ გარდაცვალება უბედურებაა, რომელზეც არ უნდა ვიფიქროთ, რადგან იგი არასასურველი სტუმარია. სიკვდილს წუთიერი ცხოვრებიდან, ხრწნილებიდან მარადისობაში მივყავართ. ამ ორიდან რომელია უმჯობესი? აქაური ტანჯვა თუ მარადიული სიხარული?"
"წინაპრებს შენდობას ეუბნებიან"
"სიკვდილი ადამის გამო ეპიდემიის მსგავსად შემოიჭრა"
"სიკვდილი - ბოლო წინააღმდეგობა, რომელიც გამოსყიდვით იქნა დაძლეული. სიკვდილი ორგვარია: სხეულებრივი და სულიერი. სხეულებრივი სიკვდილის დროს მაცოცხლებელი სული ტოვებს სხეულს - სხეული მას ვეღარ იტევს, სულისთვის გამოუსადეგარი სხეული კვდება და ადამიანის მიწიერი ნაწილი კვლავ მიწას უერთდება.
სულიერი სიკვილის შემთხვევაში კი სული კარგავს ღვთიურ მაცოცხლებელ მადლს, რომლითაც საზრდოობდა. მაგრამ სული სხეულივით არ კვდება; ცოდვებით დამძიმებული ანუ თვითმოკვდინებული სული უღმერთობის გამო განერიდება ნათელს, სიხარულსა და ნეტარებას, ამავე დროს, არც სხეულვით იხრწნება და ნადგურდბა; ის რჩება უღმერთობაში, მწუხარებაში, ჭმუნვასა და ტანჯვაში".
"მოკრძალებული სამარეა დიდი ჯვრისგამოსახულებიანი ქვით."
"ზოგჯერ ყოვლისშემძლე ღმერთი ზოგიერთი გამოცხადებით სიკვდილის ჟამს აძლიერებს მფრთხალი გონების მქონეთ. ჩემთან მონასტერში ცხოვრობდა ერთი ძმა, ანტონი, რომელიც მრავალგზის, ყოველდღიური ცრემლთაღვრით გამოხატავდა ზეციური სამშობლოს სიხარულისადმი წყურვილს. წმინდა წერილის შესწავლისას მასში შესაცნობ საგნებს კი არ ეძებდა, არამედ ცრემლს გულის შემუსვრილებისთვის, რათა მისგან განხურვებული გონება აენთოს, დაუტეოს მიწიერი საგნები და ჭვრეტით აღფრინდეს ზეციურ სამშობლოში. მას უთხრეს ღამის ხილვაში: "უფლის ბრძანებით მოემზადე გასამგზავრებლადო". უპასუხა, - არაფერი მაქვს მგზავრობისას გამოსადეგიო. უპასუხეს: "თუ საქმე შენს ცოდვებს ეხება, მოგეტევაო". თუმცა ძალიან შეშინდა მას შემდეგ, რაც სიკვდილის მოახლოება აუწყეს. ახალ გამოცხადებაშიც იგივე სიტყვები მოესმა. ხუთი დღის შემდეგ ავად გახდა და მოკვდა მისთვის მლოცველ და მოტირალ ძმათა წინაშე.
მეორე ძმა, მერული, მუდმივად ტიროდა და ლოცულობდა. ჭამის ან ძილის გარდა, მის ბაგეთაგან მოუკლებლად ისმოდა ფსალმუნთგალობა. მას ჰქონდა ღამეული ხილვა: ზეციდან მის თავზე თეთრი ყვავილების გვირგვინი დაეშვა. ამის მერე ავად გახდა და გარდაიცვალა მშვიდი და ნათელი სულით. 14 წლის შემდეგ მონასტრის მაშინდელმა წინამძღვარმა პეტრემ მოისურვა მის ახლოს თავისთვის საფლავი გაეთხარა, მერულის სამარიდან ყვავილთა კეთილსურნელება წამოვიდა. აქედან აშკარა გახდა, რომ ჭეშმარიტი ყოფილა მისი ღამეული ხილვა.
იმავე მონასტერში იყო ძმა იოანე, დიდად ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელიც აღემატებოდა თანატოლებს განსჯით, თავმდაბლობით, სასიამოვნო ურთიერთობითა და მოსაგრეობით. ავად გახდა და სიკვდილის პირად მივიდა. ღამის ხილვაში გამოეცხადა ვინმე მამა, მან წკეპლა გადაარტყა და უთხრა: "ადექი, შენ არ მოკვდები ამ სნეულებით, მაგრამ იყავი მზად, ვინაიდან მცირე ხანსღა იღვაწებ აქ!" ამის მერე ის მაშინვე გამოჯანმრთელდა. გვიამბო თავისი ხილვის თაობაზე. კიდევ ორი წელი იყო ამ ქვეყანაში და დიდ ღვთისმსახურებას მიეცა. მესამე წელს ერთი ძმა მოკვდა და მონასტრის სასაფლაოზე დავკრძალეთ. სასაფლაოდან ჩვენი გამოსვლის მერე, როგორც თვითონ გვიამბო ფერდაკარგულმა და აკანკალებულმა იოანემ, იგი იქ დარჩა. მოუხმო საფლავიდან გარდაცვლილმა ძმამ და აუწყა სიკვდილის მოახლოება. ათი დღის შემდეგ სნეულებით გატანჯულს განშორდა ხორცის საკვრელნი და გარდაიცვალა."
„გარდაცვალება არის შობა მარადისობაში... გარდაცვალება ისევე არ არის ბოროტება, როგორც მშობიარობა, როცა დედის წიაღში მყოფი გარდმოიცვლება ამ სოფელში...“
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
„იფიქრე არა იმაზე, რომ გარდაცვლილი აღარასოდეს მობრუნდება შენთან, არამედ იმაზე, რომ მალე შენც მასთან გადასახლდები, - გვაიმედებენ წმინდანები, - შენ ტირი იმის გამო, რომ მიცვალებულმა მიგატოვა, მაგრამ არ ფიქრობ იმაზე, ვინც მან იპოვა.
ჩვენ სიხარულით ვეგებებით ახალშობილს, მიუხედავად იმისა, რომ მშობიარე იტანჯება, ახალშობილი ტირის. ასევე ეგებებიან გარდაცვლილებს ზეცის მკვიდრნი, მიუხედავად იმისა, რომ ტირილით ვაცილებთ მათ“.
"სული თვისი წმინდა სასურველ უფალს ჩააბარა"
"ქრისტიანული თვალსაზრისით სიკვდილი უკანასკნელი მტერია, რომელიც ბოლოს განადგურდება".
"...მრავალი განსაცდელისა და სიხარულის მხილველი 72 წლის ასაკში მიიცვალა..."
" სიკვდილი ერთ რამეს გვასწავლის მხოლოდ: ვიჩქაროთ სიყვარული."
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience