ვისაუბროთ გულის ფენომენზე, თუ როგორია ის მართლმადიდებლურ რელიგიაში, ჩვენსავე გულებში, შემოქმედებაში და ა.შ.
" გული ვისგანაც მოგეცა - მასვე ეკუთვნის!"
/წმიდა გაბრიელ ბერი/
"ერთმანეთისადმი გულის ჩუქება, რომ შეიძლებოდეს ძალიან ცოტა თუ გაიმეტებდა, მაგრამ შეეცდებოდა სხვისთვის ამოეძრო და მოყვარე ადამიანისთვის იგი მიეძღვნა. ისე, თეორიულად ამ მეთოდს ხშირად მივმართავთ. გულს ვინმე თუ გვატკენს მაშინათვე ლანძღვითა და ,,რკინის ენით" ამოვაძრობთ მფეთქავ გულს, გავანადგურებთ და ქუჩაში შემხვედრთ მივართმევთ. ადვილად ნუ გავიმეტებთ ერთმანეთს. გული ისეთი ძვირფასია, იქ მფეთქავი ,,სიყვარულის სისხლი" მუდმივად უნდა გადავუსხათ ერთმანეთს".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
„ცხელი გულის სხივი“
/ელგუჯა მაღრაძე/
***
შენი სითბო
მომენატრა
ხელების,
შენი გული მინდა
გულთან ვიგულო,
ზედაშე ხარ ქვეყნად
ფერთა ფერების,
თვით ღიმილზე
ჩამოღვრილო
მზის გულო.
/აჩიკო ჯოჯიშვილი/
ენის წვეტით შეფასებული, გულის სარკე ვერ იქნება. გულს მუდამ სიყვარული უნდა: მიჩუქნია თქვენთვის!
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"ქრისტიანული სრულყოფის მისაღწევად განუწყვეტელი და დაუნდობელი უხილავი ბრძოლა გვმართებს, როგორც საკუთარ თავთან, ისე ბოროტთან. თუ ნამდვილად გვსურს ამ უხილავ ბრძოლაში გამარჯვება და ჯეროვანი გვირგვინის მიღება, გულში ოთხი ამგვარი განწყობა და სულიერი ქმედება უნდა აღვიბეჭდოთ:
1) არასოდეს გვქონდეს საკუთარი თავის იმედი,
2) გულში ყოველთვის გვქონდეს სრული სასოება უფლისა,
3) განუწყვეტლივ ვიღვაწოთ,
4) გამუდმებით ვილოცოთ".
"გულუკუღმართი"
"ისწავლე სამყაროს დანახვა გულის თვალით, რადგან მხოლოდ გული ხედავს იმას,რაც მთავარი და არსებითია"
Из сердца, на котором начертан крест Христов, не исходит ничего злого, и в него нет доступа бесам.
Святитель Лука (Войно-Ясенецкий)
"კავშირი უფალთან შეგვიძლია ჩვენი შინაგანი მდგომარეობით, გარეგნულად უფალთან ვერანაირად დავამყარებთ კავშირს. რა ტექნოლოგიებიც არ უნდა გამოიგონოს ადამიანმა, როგორი საფრენი საშუალებებიც, ღმერთამდე ვერასოდეს მივა, ღმერთთან დამაკავშირებელი გზა ადამიანის გულზე გადის"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
„გულში ელვასავით გამკრთალი და გონების ქურაში გადატეხილი“
/ელგუჯა მაღრაძე/
„გული - ბრძოლის ველი“
"მხოლოდ ერთი ადგილია, სადაც შეგვიძლია სამყაროს მოვწყდეთ - ეს ჩვენი გულია. თუმცა ეს ადგილი ჩვენი სულის მყუდრო ბინად რომ იქცეს ის უნდა გავწმინდოთ"
/ბერი ერომლაოსი (ჭეჟია)/
"რა არის წმინდა გული? - მდაბალი, შემუსვრილი, უზაკველი, უბრალო, უღალატო, მიმნდობი, უეჭველი, უბოროტო, კეთილი, უანგარო, მტრობისა და შურისგან თავისუფალი"
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"ადამიანებს, რომლებიც საკუთარ გულს ვერ ფლობენ, კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლიათ თავიანთი ენის ფლობა".
"როგორც საკუთარს ისე ჩაიკემსავს გულში"
"გულის სარკეა ეს ქვეყანა და თუ ამ სარკეში საკუთარ ორეულს გადახედავ, გარწმუნებთ რომ ყველაფერი კარგად იქნება!"
/მწერალი ინგა გოგიბერიძე/
"მოწყალე გული სტოვებს ადამიანს ადამიანად!.."
/მწერალი ირმა კიკოლიაშვილი/
"ურთიერთგულგანდობილი"
/ელგუჯა მაღრაძე/
"გულდაუნჯებული"
გული ადამიანს ერთი აქვს – როცა ის ეძებს დროებითს, მაშინ ივიწყებს მარადიულს. როცა კი მიმართავს მარადიულს და უღრმავდება მას, მაშინ ივიწყებს დროებითს და აღარ ადარდებს ის. ორმაგ საზრუნავს – დროებითსა და მარადიულზე, ორმაგ სიყვარულს – დროებითისა და მარადიულისა ვერ იტევს გული. აუცილებლად აღვსილია ის ორიდან ერთით – ან დროებითით ან მარადიულით.
წმინდა ტიხონ ვორონეჟელის სენაკური წერილებიდან.
"გული ხელით მიჭირავს,
გთხოვ მოდი,
წაიღე, გამათავისუფლე
ამ სიმძიმისგან..."
"ჩემი ნეკნი მოგეცი,
მხოლოდ გულის სანაცვლოდ..."
/გიორგი ხარაიშვილი/
"თავის კალივაში მამა პაისი [ათონელი] ღრმა უდაბნოში ცხოვრობდა, ვინაიდან გული მისი ვნებებისგან დაიცალა და გონებით მყუდროება მოიპოვა"
„იყო რა აღუძვრელი გულით, მისი გარეგნული კაცი ესაუბრებოდა ადამიანებს, შინაგანი კაცი კი ღმერთს“
/წმ. ისააკ ასური/
"გულის ყანა"
"მზე წმინდა წყალში აირეკლება; ზეცა კი წმინდა გულში"
"ვისაც გულისკარი გახსნილი ჰქონდა უფლისთვის"
"ერთხელ, მამა პაისი [ათონელი] ხელსაქმობდა. ვიღაცამ კუტიკარზე დარეკა. ბერმა სარკმლიდან გაიხედა. კართან ახალგაზრდა კაცი იდგა, ბერი არ გავიდა, მერე სამჯერ მივიდა სარკმელთან და ყურადღებით ათვალიერებდა მოსულს.
რამდენჯერმე გაიმეორა: "წადი, ბიჭო, წადი გზა მშვიდობისა" და იქვე მყოფ მონაზონს აუხსნა: - ეგ რომც მივიღო, არაფერი გამოვა, რადგან გული საღორედ გადააქციაო ".
"გულიც დახშული იყო ღვთის სიტყვის მისაღებად"
"გულის შემუსვრილების გარეშე ვნებათაგან გათავისუფლება შეუძლებელია; ხოლო გული სამი რამის დათმენით შეიმუსრება: ძილის, საჭმლისა და სხეულის განსვენების მოკლებით".
/ღირსი ნილოს სინელი/
"მამა პაისის [ათონელს] ხელი ერის მაჯაზე ედო და მის გულისცემას უსმენდა".
"უფალს ჩვენგან არც დიდი სანთელი უნდა და არც პატარა, მას მხოლოდ ჩვენი მოყვარული გულის ხილვა სურს. სანთელი კი არის ნიშანი იმისა, რომ შეგვწევს ძალა, სულიერისთვის მატერიალური გავიღოთ"
/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/
"ყურადღება ქმნის ადამიანს სიყვარულად. ვერაფერი ვერ შეედრება მოწესრიგებულ გულს. გისურვებთ, იობის მოთმინებას, დავითის გმირობას, მოსეს მორჩილებას, აბრაამის სტუმართმოყვარეობას. ვინც ეს სახელები იცის, დაე მათი მსგავსი ცხოვრებით აღბეჭდილიყოს წამკითხველთა სული. უფალმა გაგიმთლიანოთ გული სიყვარულით".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"სიცოცხლე ბოლო წამია და ამ წამში მაინც ჩავტიოთ ერთმანეთის გული".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"და დაბნელდა მათი უგონო გული"
„ღმერთი არის ჩვენი გულისგული“
"ზეცის მიმართ მოდრეკილი გულით"
„შენს წინაშეა გადაშლილი ჩემი გულიცა და მეხსიერებაც“
"დაე, ჩემი ძმების გულიდან, როგორც სასაკმევლედან, ამოიკმეს შენდამი საგალობელიც და გოდებაც"
/წმ. ნეტარი ავსუტინე/
"ვინც განიწმინდა გული, სულმოკლეობასაც სძლია"
/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
"გული წმინდაა, მე ვფიქრობ, მაშინ როდესაც ადამიანს არ აძრწუნებს ვნებები, როცა არავითარი ზაკვა და ამქვეყნიური სულთქმა მის გულს არ ეკარება. მხოლოდ ღვთის ხსოვნა და უსაზღვრო სიყვარული ეღვრება გულში, წმინდათაწმინდა ნათელში მზერადაწმენდილი ხედავს ღმერთს და უხინჯოდ უჭვრეტს"
/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
"ეშმაკეული გულისთქმანი"
„ყველაფერში ფხიზლად მყოფი გონება მაშინ მოახერხებს გულში მოკალათებას, როცა სულიწმინდის მადლით მოხდება ნეტრებისა და ლოცვისმიერი სითბოს გადაცემა“
/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
"ჰკურნავდა მათ გულებს საკუთარი ღრმა რწმენის სალბუნით"
"მომრავლდა მანქანები - მომრავლდა საზრუნავი. მანქანები და რკინის ნივთები მართავენ ადამიანებს და მასაც მანქანად აქცევენ. ამიტომაა, რომ ადამიანებს გულები რკინად ექცათ"
/წმ. პაისი ათონელი/
"გული, რომელიც ლოცვასთან არის შეუღლებული, ის ადგილია, სადაც მადლი მიწას უერთდება - არა მარტო ადამიანს, არამედ სამყაროს".
"ზეციურ სასიძოს უძღვნეს გულის მთელი სიყვარული"
"უფალი რომელიც მის გულს ჭვრეტდა"
"თქვენი გული თანდათან დაწმინდავდება"
"ეშმაკს უწმინდური გული სჭირდება, რომ შიგ დაბინავდეს, უფალს კი ნათელი გული, რომ ადვილად შეგამჩნიოს და მოვიდეს შენთან, რათა მოგიტანოს სიხარული, სიყვარული და ბედნიერება"
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"თუ ამქვეყნიურ საცდურს განვერიდებით, უფალი ღირს გვყოფს, რომ ჩვენს გულში იმეფოს, რათქმაუნდა, უბრალოდ ეს არ მიიღწევა".
/ილია II/
"ნება გულიდან მოდის, გულს კი რწმენა კვებას. გული ადამიანის ორგანიზმის მამოძრავებელია, მასში იბადება ყოველი გრძნობა, სიყვარული, სიძულვილი, სიკეთე, სიბრალული... და განა ჩვენი ნება არ არის, როგორ გამოვკვებავთ გულს? დაავადებული გული სულსაც ბილწავს, ამიტომ საკუთარ გულში უნდა ჩავიხედოთ, შევიცნოთ საკუთარი თავი, გამოვარკვიოთ რა სურს საკუთარ "მეს".
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"ადამიანი კვდება და ერთვება დედამიწას, მაგრამ ის, რაც გულში მოიხვეჭა, ანუ სიკეთე ან ბოროტება, თან მიჰყვება"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"უფალი მოვა შენთან მხოლოდ მაშინ, როცა შენს გულში მისთვის იქნება სუფთა და შეუბღალავი ადგილი".
/ღირსი ისააკ ასური/
"მარხვა, ლოცვა, მოწალების საქმეები, ხშირი აღსარება და ზიარება არის საშუალებები გულის განწმენდისა ცოდვებისაგან და ღვთის მადლის მოხვეჭისა".
/არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია)/
"მისსავ გულშია გამოტარებული"
"გულდაცხრომა"
"მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელი ამბობს, რომ ღვთისაკენ გზა არის გზა გარედან შიგნით, საკუთარი გულისკენ და საკუთარ გულიდან ღვთისაკენ".
"ისე გასასტიკებოდა გული სულიერად ბრმადმყოფს, ამან უარესად გააგულქვავა"
„გულნი - კი დიდი მოთმინებისთვის გამზადებულნი“
" - როგორი მსხვერპლია შენი ღმერთისთვის სათნო?
- წმინდა გული, წრფელი გრძნობა და ჭეშმარიტი სიტყვა!"
"მან თავისი "გულის თვალები" მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეს მიაპყრო".
"ჩვენი უფლის გული სისხლმდინარეა ჩვენს გამო, თუ როგორებად ვიქეცით და როგორ ვცილდებით მას".
/მამა ელპიდე/
"გადავსებულია მათი გულები არამიწიერი სიხარულით".
გული ანუ "კარდია"
"ერთხელ მოწყალე ღვთის თითი შეეხო მის გულს და სინანულში ჩავარდა"
"გულის მდგომარეობა"
"მის გულში აღდგომის სიხარული ტრიალებდა"
„და რადგან მის გულში ღვთაებრივი სიყვარული ანთებულიყო, წარმავალი საგნები აღარ აღელვებდა“
"თუ თქვენს გულში არ ცხოვრობს უფალი, ის გული ყოველთვის გეტყვის მაცდურს, საეშმაკოს. ამიტომ, კარგად დაუკვირდით, რას გეუბნებათ თქვენი გული და მიხვდებით, რისი საყდარია ის - უფლის თუ ეშმაკის".
/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/
"მაშინ მოვიხდი ხოლმე სკუფიას, მდაბლად მოვიდრეკ თავს და ვეუბნები ქრისტეს: დამკარი გულზე კვერთხი შენი მოწყალებისა-მეთქი".
"უცნაური გაჯიუტებეული წინააღმდეგობა გულისა"
"ეადვილება ღვთისადმი ლოცვა გულს, როცა კუჭი საჭმლით არ არის ამოვსებული, მაშინ გულწრფელი სარწმუნოება ადვილად შედის მასში".
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"ისეთი გულის სიწმინდეს მიაღწიე, რომ დავითივით ღმერთს მუდამ შენს თვალთა წინაშე ხედავდე"
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"გული მსუბუქია, სულიერია, როცა ადამიანი მარხულობს"
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"ტაძარში, ღვთის წინაშე მოსიყვარულე გულით თუ გინდა წარდგომა, მანამდე შინ და ადამიანებთან ურთიერთობისას მუდმივად უნდა ვაწრთობდეთ მას სიყვარულში"
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
„დაე, შეეზილოს ჩემს გულს უბოროტობის ნელსაცხებელი!“
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"ბავშვის გული მგრძნობიარე და გულისხმიერია, და როცა ჩვენ ჩვენს გულს, უფლის მცნებების გულისთვის, ვაძლევთ ბავშვებს, ისინი თავის გულს მოგვცემენ".
"თუკი რამ დიადი და ნამდვილი შექმნილა ამქვეყნად, შექმნილა ტანჯვისა და გულის ცეცხლის საფასურად".
"რამდენი ჭრილობაც ჩემს გულზე არის,
იმდენი ყვავილი მომირთმევია"
/ბესიკ ხარანაული/
"მალე გული თბება და გამოსცემს ცრემლს, დიდებისმეტყველებას და მადლიერებას"
"ხშირად გონება გულში ჩაეშვებოდა და ერთი მთლიანობა ხდებოდა".
„ლოცვის სიუხვის გამო მისი გული კეთილსურნელებს“
„უეცრად ვიგძენი, რომ ჩემი გული ღუმელივით აგუზგუზდა“
„გულს მიკრული გონება“
"გულია ღმერთთან და მოყვასთან შეხვედრის ადგილი, სიყვარულში ცემს უფლის გულიც".
/ფილოლოგი ლალი ბარძიმაშვილი/
"ადამიანურად მღელვარე გული მოქმედებს ღირსეულებში, გულძვირობით დაკარგული დრო კი არასდროს ანაზღაურდება".
/ფილოლოგი ლალი ბარძიმაშვილი/
"ადამიანის ცხოვრების ცენტრს გული წარმოადგენს"
"გული თავად მონაწილეობს ლოცვაში, ანუ თავად ლოცულობს"
"როგორ მოვიქცე, როცა არ შემიძლია მოვიშორო გულის ფარული არაწმინდებანი?
თუკი გაქვს არაწმინდა გული, მაშინ, დაე, ენა მაინც გქოდეს წმინდა, როგორც თქვა ნეტარმა იოანემ".
/წმ. ისააკ ასური/
"ადამიანს ხომ აქვს ხუთი გრძნობის ორგანო, მეექვსე არის იტუიცია (გუმანი), გული არასოდეს გიღალატებს. გული არასდროს მოგატყუებს, ყოველთვის გეუბნება, ეს არ გააკეთოო".
/არქიმანდრიტი მიქაელი (მეგენეიშვილი)/
"როდესაც წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი აწამეს და მისი გული გააპეს, იმდენად უყვარდა ღმერთი, რომ მის გულში იესო ეწერა. სიყვარულით იყო აღბეჭდილი ქრისტეს სახელი მის გულში".
"გული ის ადგილია, სადაც ადამიანის მთელი ცხოვრება ჯამდება. გული შეიძლება გახდეს ადამიანის ღმერთთან შეხვედრის საიდუმლო ველი, მაგრამ ისიც შეიძლება, რომ ადამიანის შინაგანმა ხმამ უთხრას ღმერთს: "არ მინდიხარ".
"გამოცხადებაში" ქრისტემ თავისი თავი დაკეტილ კართან მდგომ მგზავრს შეადარა. მგზავრი აკაკუნებს, მასპინძელს შეუძლია გაუღოს ან არ გაუღოს კარი ღმერთს. ქრისტე ამბობს: "უკუეთუ ვინ ისმინოს ხმისა ჩემისაი და განაღოს კარი, და შევიდეს მის თანა" (გამოცხ. 3,20), ანუ "მე მოვიხილავ მის სულს ჩემი მადლით", "და ვჭამო მის თანა სერი" (იქვე), ანუ "მასთან ერთად გავიყოფ სიხარულს".
რა სიხარულია ეს სიხარული? ადამიანის ქრისტესთან შეხვედრისა და შეერთებისა, სულიწმინდით აღვსებისა. ყოველ ჩვენგან აქვს უფლება უთხრას ღმერთს: "მინდიხარ" ან "არ მინდიხარ" - ამაში მდგომარეობს ადამიანის დიდებულება და თან უზარმაზარი პასუხისმგებლობაც.
ღმერთმა ადამიანს თავისუფალი ნება მისცა. ეს დიდი და საშინელი ნიჭია. ადამიანთა უმრავლესობა ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, ეს თვისება რომ გვაკისრებს".
„სხვა სახე ისაა, რომ გული ყოველჟამს სიღრმისეულად მდუმარე და ყოველგვარი გულისზრახვისგან მყუდროქმნილი გვქონდეს და ვლოცულობდეთ“
/წმ. ევსუქი ხუცესი/
"ღმერთმა ისე ბრძნულად შექმნა ადამიანის გული, რომ ის ამქვეყნად ვერასოდეს ვერ მოიპოვებს სიმშვიდეს ღვთის გარეშე".
/ილია II/
"ღმერთი ცხადდება გულში და იქ შეიცნობს მას ადამიანი".
"ღმერთს გული გრძნობს და არა - გონება"
/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/
"თავად არც კი იბერტყავენ გულს უწმინდურებისგან"
"გულო ჩემო, ნუ დასცხრები,
აასრულე ნება ღვთისა,
რისთვის ჩაგდო საგულეში,
იმსახურე იმისთვისა".
/არქიმანდრიტი სოგრატი (ჭულუხაძე)/
„ადამიანის გული პატარა ეკლესიაა, რომელსაც იგი მუდამ თან დაატარებს“.
"თავდადებისა და განუწყვეტელი ლოცვის გარეშე შეუძლებელია უფლის გულში მიღება. ის ხომ იბადება ჩვენს გულებში და ჩვენი სული ხდება ბაგა ღვთის განკაცებისა".
"ბედნიერების გზა, როგორც ჩვენ ვხედავთ, გულზე გადის. გული, რომელიც გამზადებულია ღვთის სასუფევლისთვის და ნეტარებით ჭვრეტს ამ სიდიადეს, ბედნიერია, რადგანაც თავისუფლდება მატერიალურ ცოდვათა ტყვეობიდან, რადგანაც მატერიალური ანუ მოქმედებითი ცოდვისაგან განთავისუფლება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი შინაგანად ამარცხებს უკეთურ ზრახვათა შემოტევას".
„გულში ჩერდება ყველაფერი, რაც შედის სამშვინველში და გულის საშუალებით გადის ყველაფერი, რაც შედის გარედან.“
"თუ გულში ღრმა გრძნობაა უფლისა, გონებაც არ გაგეფანტება. როცა ონკანი მოშვებულია, წყალი შეუჩერებლად მოედინება, როცა დაკეტავ, წყალი შეწყდება. ასეა გონებაც; მასში სხვადასხვა აზრი მოედინება დაუსრულებლად. დაკეტეთ და შეწყდება. სწორედ ონკანის დაკეტვას ჰგავს გულში წმინდა გრძნობების გაღვიძება და შენარჩუნება.
ღვთის ხსოვნა და შემუსვრილი გული ფიქრებს არ განაბნევს"
"როდესაც გული ხარობს, სახეც მხიარულია".
/წმ. იოანე სინელი/
"გულის გარდა არ მქონია სიმდიდრე,
ისიც ერთ დროს, მე შენს გულში გადავრგი".
/პოეტი ანდრია სინაური/
"ის კი არ არის მთავარი, გარეგნულად რას აკეთებს ადამიანი, არამედ გულში, შინაგანად რას იქმს".
"გული ერთადერთი გრძნობის ორგანოა, ამასთან ძალზე ნატიფი და უნივერსალური".
"გულკლებული"
***
გულო მაიმედე, ნუ ხარ დარდიანი,
იებს დაგიკრიფავ სახეალეწილებს,
სულში ჩამიფინე გრძნობა მადლიანი,
მერე სიყვარულის კალო მალეწინე.
გულო გამიძელი, გულო მაპატიე,
სევდის სარეცელზეც აღარ დაგასვენე,
ყველა განსაცდელი შენში ჩავატიე,
ბევრჯერ მოგკალი და ბევრჯერ გაგასვენე.
მიდი ამიჩქარდი, ისე გამიღვიძე,
ფეთქვა შენეული, რომ ვერ დამითვლია,
მუზებს შეეხე და რითმად ამიკინძე,
სუნთქვას სიყვარულის სჭირდეს არითმია.
ისე პატარა ხარ, ხელში ჩამეტევი,
იებს დაგიკრიფავ სახეალეწილებს,
მიდი, ამიჩქარდი უფრო გამეტებით,
ჩემი სიყვარულის დარდი მალეწინე.
/ნანა მეფარიშვილი/
"კაცი - კლდედ დამდგარი სჯულზე!
სული - ანთებული, წრფელი!
გული მართალი და გულზე
მართლად დადებული ხელი!"
/მურმან ლებანიძე/
"კვლავ დავესესხები წმიდა იოანე ოქროპირს, რომელიც პავლე მოციქულზე საუბრობს. წარმოიდგინეთ მოგიზგიზე ალი, რომელიც მთელ დედამიწას მოიცავს, კოსმოსის მთელ სივრცეებს განკვეთს და ღმრთის საყდრამდე ადის ეს უზარმაზარი ცეცხლი, კოცონი. ასეთი იყოო პავლე მოციქულის მხურვალე გული, ღმრთის სიყვარულით სავსე. ასეთები იყვნენ წმინდანები. თუ ისინი, ჩვეულებრივი ადამიანები, ამგვარნი იყვნენ, მაშინ ჩვენც შეგვიძლი ვიყოთ".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"იმგვარი შფოთი და ტკივილი უნამცეცებდა გულს, სურდა, მთელ ძალით ეყვირა, ებღავლა".
"შენი გული უფალს კეთილსურნელებას უნდა უკმევდეს".
"წმინდა მამები ამბობენ, რომ ქრისტე ერთხელ იშვა დედამიწაზე და მარად იშვება ჩვენ გულებში, საჭიროა, მხოლოდ გაუღო გულის კარი და წარმოთქვა: "ჰე, მოდი, უფალო იესო".
"გრძნობიერ ურთიერთობებში თუ გული არ გაგითბა, გული არ მონაწილეობს, ამ ურთიერთობებს, უბრალოდ, აზრი არ აქვს. ცივი გონებით ბავშვს ვერ მოეფერები, გულში ვერ ჩაიკრავ. გული უნდა მონაწილეობდეს ლოცვის დროს. უფალი გვასწავლის, სასუფეველი თქვენს გულში ეძებეთო. შავით თეთრზე წერია. რას ნიშნავს სასუფეველი? - იმ ადგილს, სადაც ყველაზე ძლიერად არის ღმერთის მადლი თავისი სიდიადით. ესე იგი ღმერთი გულში უნდა ვეძებოთ. ამიტომ ლოცვის დროს უნდა ვეცადოთ, შემოვზღუდოთ გული ლოცვით, მსხვერპლად მივიტანოთ, მსხვერპლი შევწიროთ უფალს".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
„ჩვენი გული მუდმივად უნდა იყოს მიკრული ღმერთზე“.
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"როგორ დაიცავთ გულს, თუკი ჩვენი ენა ღია კარს ჰგავს?"
/ღირსი სისოი დიდი/
"გულგაფაქიზებული"
"ამგვარად, სული ჩემი მიილტვოდა ჩემი ბერდიდისაკენ. სიმართლეს გეუბნებით! და გული ჩემი მის გულთან ერთად იყო. მას თან დავყავდი, თავიდან ტაძარში შევიდოდით, იქიდან კი ერთად მივდიოდით სამუშაოდ. დიახ, მე მას ვგრძნობდი! ის, რომ მივეჯაჭვე ჩემს მოძღვარს და გული ჩემი მის გულს მიეწება, ამან გამწმინდა (მაკურთხა) მე და დიდი სიკეთე მომიტანა. ის უდიდესი წმინდანი იყო!"
„მგუდავდა გულისშემუსვრილება“
"გული რომ არ მიეწებოს, არაფრად უნდა თვლიდე ნივთს. მაგრამ თითქოს არ გაქვს; გყავს, მაგრამ თითქოს არ გყავს. თვით ადამიანებთან ზედმეტი გრძნობისმიერი ურთიერთობაც კი დამღუპველი და საზიანოა ადამიანისათვის".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"გულისმიერი ტანჯვა"
"მზარდი წყურვილისგან გულმილეული"
"სწორედ გულის გასასტიკება უნანელი ცოდვების ნაყოფია, ანუ სრული სიბნელე სულში".
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"გულიდან - ყოველი ზრახვის საგანძურიდან".
"გულისმიერი რწმენა"
"მეც მივიღე ის კუთხე, როგორც ჩემი მშობლიური. განსაკუთრებულია კახი ჩემთვის, ჩემი სამღვდელო მსახურების პირველი ადგილი, სადაც გული ჩავდე, რომლის სუსტი ფეთქვაც მესმის".
/არქიმანდრიტი დემეტრე (თეთრუაშვილი)/
"როგორ ვაკონტროლოთ საკუთარი თავი ღმრთის მცნებებით, საკუთარ გულს დავეკითხოთ; ამას რომ ვაკეთებ, ეს მოეწონებოდა უფალს? ან პირდაპირ კითხო, უფალო, შენ ეს მოგეწონება? ან, უფალო, რა მოგეწონება? ყოველთვის ღმრთის წინაშე ვიდოდეთ. ამას ჰქვია გონებით მუდმივად გულში დგომა უფლის წინაშე".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
„გული უფალთან კავშირის ყველაზე ძლიერი საშუალებაა. შენი გონებით, შენი აზროვნებით იყო აქ და ყოველთვის ეკითხებოდე: უფალო, რა გავაკეთო. ესაა განცდა იმისა, რომ ყოველთვის უფლის წინაშე ხარ - მოეწონება, თუ არ მოეწონება. უმთავრესი კრიტერიუმი ჩვენი ცხოვრებისა, ჩვენი გადაწყვეტილებებისა, ჩვენი შეფასებისა (თუ არ შეაფასე, ისე როგორ დაიწყებ მოქმედებას), უნდა იყოს - უფალს ეს მოეწონებოდა თუ არა, უფალი როგორ გააკეთებდა, რას მოიმოქმედებდა ჩვენს გვერდით რომ ყოფილიყო, როგორ ეტყოდა“.
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ვინც გულშია აღბეჭდილი, ბაგეებითაც მას ვაღიარებ".
/წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი/
„როდესაც წმინდანი [ეგნატე ღმერთშემოსილი] ლომებმა დაფლითეს, მისი გული უვნებელი აღმოჩნდა... წარმართებმა გაჭერეს იგი, ნახეს, რომ გულის ორივე მხარეს ოქროს ასოებით იყო ამოტვიფრული - „იესო ქრისტე“.
"თუ გულში ვგრძნობთ სიცივეს, ეშმაკისგანაა, რამეთუ ეშმაკი ცივია. მოვუხმოთ ღმერთს, მოვა და გაათბობს ჩვენს გულს სრულყოფილი სიყვარულით არა მარტო ღვთისადმი, არამედ მოყვასისადმიც. სითბო კი გაანადგურებს სიკეთის მოძულის ეშმაკეულ სიცივეს".
"უფალი იესო ქრისტე კვლავ რეკს კარზე ჩვენი გულისა, შვილო ჩემო, სიხარულით მიეგებე მას, რადგანაც მშვიდობა და სიყვარული მოგიტანა. იგი სანაცვლოდ არაფერს გთხოვს, არ უნდა შენი სიმდიდრე, სახელი და დიდება, მისთვის მხოლოდ შენი გულია ძვირფასი, მორწმუნე და სათნო გული, რომლის "სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილი".
/ილია II/
"ადამიანის გულში ერთადერთი ადგილი უნდა ჰქონდეს მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს; და როგორც ხშირად გვითქვამს, იმას, ვინც ღმერთთან ერთად დაეტევა ჩემს გულში, ვისაც ღმერთი ინებებს, რომ თავისთან ამყოფოს, მხოლოდ ის შეიძლება დაეტიოს ასევე გულში".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"გულმტკივნეული სიყვარულით სავსე"
"მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა გადმოცემის მიხედვით, მართლმადიდებლური სულიერების ყურადღების ცენტრად პიროვნების გული და გონი გვევლინება. ადამიანის განკურნებაში გადამწყვეტი როლი სწორედ პიროვნების ამ არსობრივმა შუაგულმა უნდა ითამაშოს. უფალმა ბრძანა: "ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" (მათ. 5:8).
"საგულმტკივნეულოა"
/წმ. ილია მართალი/
“შეწევნის მისაღებად ადამიანს გულში მიმღები მომართული უნდა ჰქონდეს, რათა სხვისგან შეტყობინება მიიღოს. ვისაც გულში მიმღები გამორთული აქვს, მათთვის ღმერთს უნდა შევევედროთ, რომ მათ ეს მიმღები ჩაურთოს, უკვე შემდეგ უნდა გადავცეთ უფლის ღვთაებრივი სიტყვა“.
"ადამიანის გულს ასეთი თვისება აქვს, თუ იგი უმანკო, წმინდა სიყვარულითაა სავსე, განშორება უფრო ძვირფასს ხდის იმას, ვინც უყვარს და ამრიგად, ხორციელი განშორება სულიერად კიდევ უფრო დაახლოებს მასთან".
"გული გართულია მიწიერ მღელვარებათა შინა"
"ჩვენი შემუსვრილი გულები სიხარულით სავსე მდუმარებაში აღმოიტყორცნენ".
"ტაძრის, ათასჯერ ფეხქვეშ გათელილი იატაკი უფრო სუფთაა, ვიდრე ჩემი გული..."
/მამა პეტრე/
"ღმერთმა კი იცის ჩვენი გულის სიშავე და დამსახურებულად გვსჯის".
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"სწორედ ამ პერსპექტივაში ბრძანებს ნიკოდიმოს მთაწმინდელი, სისხლი მთელ სხეულში გულიდან ნაწილდება, რადგან გულია ადამიანის ბუნებითი ცენტრი; აგრეთვე ეს არის არაბუნებითი ცენტრი, რადგან იქ მკვიდრობენ ვნებები, ამავე დროს, აქ არის ზებუნებრივი ცენტრი, რადგან ღვთაებრივი მადლის ქმედების პროცესი სწორედ გულში მიმდინარეობს. ამ აზრის მტკიცებულებას კი წმინდა წერილი წარმოადგენს".
„ადამიანებს გააჩნიათ თითქმის უმოქმედო ან ქვეცნობიერად მოქმედი გულის მეხსიერება. რომელიც გონისმიერი ლოცვის შედეგად აქტიურდება და ღმერთის უწყვეტად დახსომება ამგვარი ლოცვის შედეგად ხორციელდება, რაც ხელს უწყობს ადამიანის ყველა დანარჩენი კავშირის მოწესრიგებას“.
"უფალი გვასწავლის, რომ რაც ჩვენს გულში აღარ ეტევა, ის ვლინდება ჩვენი ბაგეებიდან, ჩვენი საქმეებიდან. რამე ბოროტებას ვაკეთებთ? - ჩვენი გულიდან გამომდინარეა. რამე სიკეთე კეთდება? - ჩვენი გულიდან გამომდინარეა".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ჩვენ კარგი ამბების მახარობლობას დავეჩვიეთ. არ გვინდა გული ვიტკინოთ , არც სხვებს ვაწყენინოთ, რათა არ შეგვიძოლონ".
/დეკ. რაფაელ ხაჭაპურიძე/
"საკუთარი გულის სიღრმეში აღძრული სულიერი და ხორციელი საცდურების დახვეწილი ქსელების შეგრძნება"
70. "შეიყო, ვითარცა სძე, გული მათი, ხოლო მე შჯულსა შენსა ვიტყოდე" - შედედებული რძესავით იქცა მათი გული, ხოლო მე "შჯულსა შენსა ვიტყოდე" - გულის ფუნქცია არის გაუჩერებელი მუშაობა, რათა ადამიანმა იცოცხლოს, შედედებული რძე კი არის უმოძრაო მასა, ასე იქცა მათი გულიო. სულიერ გულზეა აქ საუბარი. სწორედ სულიერი გულით შეიცნობს ადამიანი ღმერთს და ის, ვისი გულიც შედედებული რძის მსგავსადაა, ვისაც სულიერი გული უმოქმედო აქვს, ვინც ღმერთს ვერ შეიცნობს თავისი გულით, ასევე ვერ გცნობენ, უფალო, შენ ამპარტავანნი, რომლებიც მე სიცრუეს მაბრალებენო. ხოლო მე შენს სჯულს ვიტყოდე, შენს სჯულს ვქადაგებდე და აღვასრულებდე, უფალოო".
/ფს. 118/
„ყველაფერი წარმავალია და დარჩება მხოლოდ ის, რაც გულში გვაქვს. რას წავიღებთ უფალთან, სიყვარულს თუ სიძულვილს? - აი, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი“.
"გულის სიღრმეში უფლისკენ ჰქონდა გეზი აღებული"
"თუ გული წმინდას და ზეციურს არ შეიგრძნობს, მაშინ ის სუნთქავს არაწმინდა, ამღვრეული, ხორციელი სურვილებით".
"უფალი ამბობს, "შვილო, მომეც გული შენი". თუკი აქ წმინდა, სუფთა გული დახვდება, ღმერთი უშურველად აავსებს მადლით. პირობითია, მოღვაწეობის რა სახეს აირჩევს ადამიანი. ღმერთი ყველათვის ერთი და შეცნობადია, ყველასთვის აბსოლუტურად მისაღებია და ყველასთვისაა".
/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/
„ - ეს ღმერთშემოსილი ვინღა არის? - გაიკვირვა იმპერატორმა.
- ის, ვინც ქრისტეს გულით ატარებს!“
„ორგანოთა ურთიერთკავშირი - სწავლა მამა ტიმოთესი:
„ვინაითგან არა დავიცავთ ენასა ჩუენსა და მუცელსა, ვერცა გულსა დავიცავთ“.
"გულში ქრისტეს სიყვარულის ცეცხლი აენთო"
"მისტიკური განცდების ცენტრი ადამიანის გულია, მადლის მოქმედებით იგი ცვილივით რბილდება".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ეკლესიური გულით მიხვდა"
"გაბრწყინების ნაყოფია მობრიალე გული, გულის გონიერი თვალი".
"ცოდვის ყველა ფესვი ადამიანის გულშია. თუ კაცი საკუთარ გულში მოიგებს შინაგან ბრძოლას და განიწმინდება, მაშინ მთელი სამყარო იქნება წმინდა".
/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/
"თუ გულმა სიწმინდე და უბოროტობა მოიპოვა, ასეთი გული თვითონ დაიწყებს ღმერთის ძებნას, მოისურვებს ღმერთთან ყოფნას, იტირებს ღმერთის წინაშე და მასში, როგორც საკუთარ სახლში, შევა მადლი".
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"გევედრები, სანამ კიდევ ხორცში ხარ, ნუ მოადუნებ შენს გულს, რამეთუ, როგორც მიწათმოქმედს არ შეუძლია იმედი იქონიოს მინდორში ამოსული თავთავისა, რადგან არ იცის, იქიდან რას მიიღებს, სანამ მას არ შეინახავს თავის სულში, ასევე კაცს არ ძალუძს, მოადუნოს გული, ვიდრე სუნთქავს და ღვთის სული უდგას ნესტოებში (იობ. 27,3). არ იცის მან, რომელი ვნებით გამოიცდება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ამიტომაც არ უნდა მოადუნოს გული, სანამ შეუძლია სუნთქვა. მაგრამ მართებს, შეღაღადოს უფალს შეწევნა და წყალობა".
/აბბა ისაია განდეგილი/
"ცოდვათა გამო გულწრფელად შეძრული გული სისხლის ცრემლებით უტირის".
"ადამიანი ისე გაივლის ხოლმე თავის ცხოვრების გზასა, ისე დაჰლევს ხოლმე თავის სიცოცხლეს, რომ ერთხელაც არ ჩააგდებს თავის თვალს გულში იმის გამოსარკვევად, თუ რისთვის ვიყავ, რისთვის ვარ და რა გამიკეთებიაო".
/წმ. ილია მართალი/
"თუ კაცი შეძლებს, გულით ღმერთთან იყოს, გულში უფალი ჰყავდეს - ქვეყანაზე ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს".
/მამა კონსტანტინე ლეკიშვილი/
"გულს თავისი დანიშნულება აქვს, მას შეუძლია უდიდესი სიყვარულიც დაიტიოს და უდიდესი სიძულვილიც, მაგრამ ამას გონება უნდა განსაზღვრავდეს. გონება ერთგვარი ფილტრია - ფილტრავს იმ რეალობას, იმ გრძნობებსა და აზრებს, რომლებიც ჩვენში შემოდის და შემდეგ უშვებს გულში. ამიტომაც არის, რომ თუ გონებაში ცოდვიან აზრს გავივლებთ, ცოდვად არ გვეთვლება, მაგრამ თუ გონებაში შემოსულ უკეთურ აზრს გულში ჩავუშვებთ, ცოდვის ჩადენამდე ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩება. ასევე ხდება კეთილი, ღვთივსათნო აზრის შემთხვევაშიც".
/მამა კონსტანტინე ლეკიშვილი/
"გულისა და გონების ჭიდილია მთელი ჩვენი ცხოვრება. ჩვენ კი ოქროს შუალედის პოვნა უნდა შევძლოთ. ეს არის სწორედ "გონიერი გული", რომელიც სოლომონმა ითხოვა ღვთისგან".
/პოეტი ვაჟა ოთარაშვილი/
"მზე წმინდა წყალში აირეკლება, ზეცა კი წმინდა გულში".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"თითოეული ჩვენგანის გული საშინაო (სახლის) ეკლესიააო".
/წმ. ნილოს სინელი/
"გულდამთბარი"
„ჩვენ ვგრძნობთ, რომ გული ადამიანის განსაკუთრებული ორგანოა, რომელიც მხოლოდ ბრძანებს და ბრძანებას არ იღებს. გულს ყოველთვის თავისი აზრი და შეხედულება აქვს და არავის ძალუძს, მას საკუთარი აზრი და შეხედულება მოახვიოს“.
/ილია II/
"ის, რაც ჩვენს თავს ხდება, კი არ ქრება, არამედ ჩვენი გულის ხსოვნაში ინახება".
"დაე, გული შევაწებო შენს მოწყალე ხელს".
/ნეტარი ავგუსტინე/
"გულის შემუსვრილების გარეშე შეუძლებელია ბიწიერებისაგან გათავისუფლება. ხოლო გული სამგვარი თავშეკავებით შეიმუსრება - ძილისაგან, საკვებისა და ხორციელი განსვენებისაგან".
/წმ. ნილოს სინელი/
"ჩვენ ყველას გვტკივა გული და განკურნება გვჭირდება. გულის პოვნა და მისი კურნება ცხონების პოვნის ტოლფასია".
/მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი/
"ერთმა ბერმა ჰკითხა ამბა ტიმოთეს: "როგორ დავიცვა ჩემი გული? და მამამ უპასუხა: "როგორ დავიცავთ ჩვენს გულს, როცა ღია გვაქვს ენა და კუჭი?".
"იესო ქრისტეს სახელის მოხმობით გულის ჰაერში სიხარული და სიმშვიდე ისადგურებს, მისი სრული განწმენდა კი ქრისტეს ძალით ხდება".
/მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი/
"განწმენდილი გულის ადამიანს სახეზე სიხარული აქვს აღბეჭდილი, კეთილხმოვანი ლოცვისას და საუბრისას მისი ენა ტკბილმოუბარია, "გულში სიკეთესა და უკვდავ მცენარეებს აღზრდის ადამიანი, მას სახე მომღიმარი აქვს, ლოცვისას კეთილხმოვანია და ყველასთან სასიამოვნოდ საუბრობს".
/მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი/
"გარდა იმისა, რომ გონების სიწმინდე დავიცვათ, წარმოსახვები განვაგდოთ, და გული სუფთა გვქონდეს, საჭიროა ენისა და კუჭის მოთოკვა. მრავალსიტყვაობა და გემოთმოყვარეობა აბინძურებს გონებას და შემდეგ - გულს, რადგან გონება გულის მასაზრდოებელია".
/მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი/
"ნებისმიერ შემთხვევაში, ცხადია, რომ როცა გული განიწმინდება, მასში მუდმივად სრულდება საღმრთო ლიტურგია და გალობა აღევლინება უფლისადმი".
/მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი/
"ჩვენი გული მეტად მცირეა, არ უნდა დავუშვათ, რომ რაიმე ზედმეტმა შეაღწიოს მასში; ის მხოლოდ ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით უნდა საზრდოობდეს".
"ავიღეთ თქუენგან ფასი სრული, რათაც ჩუენი გული შეგჯერებოდათ".
"აღდგომის ტაძარმა ახლანდელი სახე მიიღო 1149 წელს. მან სრულიად დაკარგა პირველეული ბერძნული ბაზილიკის სახე, მაგრამ ლათინური ჯავშნის ქვეშ სცემს ცხელი მართლმადიდებლური გული".
"ლოცვისას რამდენი ზეციური ნაპერწკალი გამოიფრქვევა ადამიანის გულიდან!"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ენას სჭირდება მუდმივი კონტროლიორი, ვინც ენას მოთოკავს, იგი თავის თავს სრულად ფლობს, შეუძლია გული კეთილი ზრახვებით მართოს".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"როგორ უნდა მიაღწიოს გულმა სიღრმეს? გულისთვის სიღრმის მინიჭება მხოლოდ ღმერთს შეუძლია ადამიანის ხელშეწყობით, ადამიანის ბრძოლის მეშვეობით. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რისთვის ვაკეთებთ! ჩვენ ბევრი რამის გაკეთებას ვცდილობთ, ვიტანთ სიძნელეებს, მწუხარებას და ეს ფასეულია: ამ წუთებში გული სიღრმეს აღწევს, რათა ყველა დაბრკოლება დაინგრეს და ადამიანს შეეძლოს შეჰღაღადოს და უხმოს ღმერთს".
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/
"თუმცა გულის გასაღები ჯოჯოხეთში იჭედება, მაგრამ ყველაზე ვერ სჭრის".
"მათ სიხარული ედგათ გულებში".
"შორიდან გვიწევს იმაზე ფიქრი, რაც ძალიან ახლოს, ჩვენს გულში იავნანას მსგავსად ნანობს".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"თითოეული ადამიანის გული თავისებურად ხედავს".
/ღირსი პაისი ათონელი/
"მეორედ მოსვლის დროს ქრისტე ჩვენდამი სიყვარულის ნიშანს - თავის ხორციელ წყლულებს გვაჩვენებს. მაშინ ჩვენც, შვილო, მისი სიყვარულისთვის მწუხარებისგან მტკივანი და დასისხლიანებული ჩვენი გული ვუჩვენოთ".
/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/
"სწორედ გულშია ჩაბუდებული ცოდვებისადმი ჩვენი ყოველგვარი მიდრეკილება, ანუ გულია ცოდვილ გულისთქმათა მთავარი შესაკრებელი, გონება კი ცოდვის მხოლოდ მეორეხარისხოვან თანაშემწედ გვევლინება და გულის ბრძანებებს - გულის კარნახს - ემორჩილება უსიტყვოდ. სწორედ გულშია ჩვენი სურვილების სათავე: გულიდან და არა გონებიდან მომდინარეობს, როგორც უფალი ამბობს, ბოროტი გულისთქმები"'.
"გულში მშვიდობა, სიხარული და იესო ქრისტესადმი სიყვარული უფეთქავდა"
"მდუმარე ლოცვით - შენი გული უფალს კეთილსურნელებას უნდა უკმევდეს".
"მამები კიდევ ერთ საოცარ რამეს გვასწავლიან - სასუფეველი გულში ეძებეთო, გულის სენაკში ჩაკეტვა და სასუფეველში ყოფნა ერთი და იგივეა, სასუფეველში გასასვლელი გულიდან არისო. გული ის ადგილია სამყაროში, საიდანაც ჩვენს პიროვნულ მეს გასვლა და ღმერთთან დალაპარაკება შეუძლია. როცა გვიხარია, ხომ გული გრძნობს? როცა გვეშინია, ამასაც ხომ გული გრძნობს? ე.ი. გულს აქვს უნარი, სულიერი მდგომარეობა ხორციელად დააფიქსიროს. ამიტომ ამ შემთხვევაში ღმერთთან ურთიერთობას გონებითაც და გრძნობითაც ვსწავლობთ, ჩვენთვის შეუცნობლად იქმნება პირობა, რომ ღმერთი არ დავკარგოთ. მაგრამ ამ ყველაფერს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც ჩვენი მიზანი ღმერთი - მამა, ძე და სული წმიდაა. ამინ!"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"რწმენის ძალით, ჯვრითა და იესოს სახელით გულის მთები გადაადგილდება, ანუ სატანა, რომელიც მთასავით აწევს გულს".
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"ღმერთი იმას გვაძლევს, რასაც ჩვენი გული და არსება ითხოვს. გული განიკითხავს, გული განსჯის, გული ლოცულობს, გული წყევლის, გული პოულობს, გული რეკავს, გული ითხოვს და გულს ეძლევა..."
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"ო, ერთადერთო კეთილო პატრონო შენი ხოდაბუნის - ჩემი გულისა".
/ნეტარი ავგუსტინე/
"ასე გამოდის, რომ ჩვენი გული ზეცაა. რაკიღა მამა, ძე და სულიწმინდა ჩვენშია. ღირსი სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანის გული და ზეცა არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ორივეში მკვიდროს ყოვლადწმინდა სამება. თუ მორწმუნე ხარ, შენში სამება უნდა მკვიდრობდეს. ასე განმარტავს უფალი".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"თვით ჩვენი გულიც კი, იმდენად ჩვენი საკუთრება არ არის, რამდენადაც ღმერთისა".
"რა შეიძლება, უფრო ახლოს იყოს შენთან, ვიდრე გული, რომელიც აღსარებას გეუბნება და შენდამი რწმენით სულდგმულობს?"
/ნეტარი ავგუსტინე/
"იმედები უფალსა და ღვთისმშობელზე დავამყაროთ, გულმოდგინედ ვთხოვოთ მათ შეწევნა და ისინი ჩვენს გულებს ფერს უცვლიან".
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"აქ, მიყრუებულ სოფელში, ველურ მთიან ქვეყანაში წმინდა იოანეს [ოქროპირი] იმდენი გულითადობა და სიხარული დახვდა, რომ მისმა დაქანცულმა გულმა შვება იგრძნო".
"ვის გულშიც რწმენა და სიხარულია, იმავ გულიდან ამოიფრქვევა ღვთისადმი მადლიერების ნაკადი".
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"მხოლოდ ღმერთს ძალუძს ადამიანთა გულების შეცვლა".
"ჩვენი ბრმა მიკერძოება ადამიანებისადმი ხშირად ღმრთის დაკარგვის მიზეზი ხდება. ერთი ადამიანი მეორისგან რაღაც კერპს ქმნის და მას ეთაყვანება, ხოლო კერპი შიგნიდან ვირთხებისა და თაგვების საბინადრო ხდება (ძველად, არცთუ იშვიათად, დამსხვრეულ კერპში თაგვების კვალს პოულობდნენ), ამიტომ გულის მიძღვნა არავისადმი არ შეიძლება, გარდა ღმრთისა. თუნდა ესენი იყვნენ შვილები, მშობლები, მეუღლეები, სულ ერთია - "ყოველი კაცი ცრუ არს".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"გულის ტკივილის გარეშე, ღმერთთან შეხება არ შეიძლება".
/მღვდელ-მონაზონი სერაფიმე (როუზი)/
" - მაშ, რა იგულისხმება სიტყვებში, რომ წმინდა გულის ადამიანები იხილავენ უფალს?
- ღმერთის ხილვა ადამიანისათვის, ნიშნავს უფლის ხილვას მის ქმედებებში, გამოვლინებებში, ანუ უფლის დანახვას ყველგან და ყველაფერში. მაგალითად, როცა თვლიან, რომ ყოველივე მოვლინებული მათ ცხოვრებაში, ავიცა და კარგიც, არის უდიდესი წყალობა ან სასჯელი უფლისა. ხედავს ღმერთს, თავის თავში აღიქვამს და გრძნობს უფლის ზემოქმედებას, აი, სწორედ ეს არის უფლის ხილვა და არა ფიზიკურად დანახვა უფლისა".
/ფსიქოლოგი ლევან გურიელიძე/
"თუ აქტიურად იღვწი საზოგადოების გაჯანსაღებისთვის, სულიერებისთვის, კეთილზნეობისთვის, გაინტერესებს ქვეყნის მომავალი, ეს ყველაფერი ისე რთულია დღეს, იმდენ ენერგიას და გულის სისხლს მოითხოვს, რომ აღმსარებლობას უთანაბრდება".
/დეკ. დავით ლონდარიძე/
"მეჩვენებოდა, რომ მან [სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)]მთელი ძალები თავისი სულისა, როგორც მზის სხივნი, შემოიკრიბა ერთ წერტილში - საკუთარ გულში. მისი გულის სინათლის ცენტრი იესო ქრისტეს სახელი გახლდათ".
"ქრისტიანისთვის ყველაზე დიდი თანაგრძნობა არის რწმენა იმისა, რომ ქრისტე ცოცხალია! ეს არც სიცრუეა და არც მოჩვენება! ეს სიმართლეა, ეს ჭეშმარიტებაა. ქრისტე ცოცხალია და მაშასადამე, ჩვენც მარადიულად ვიცოცხლებთ!
"სადაც მე ვიქნები, თქვენც იქნებით", - ბრძანა მან.
და ჩვენც მასთან ვართ! განუშორებლად მასთან ვართ! ვერც ჯოჯოხეთი, ვერც სიკვდილი ვერ დაგვაცილებს მისგან! მასთანაა სიცოცხლე და უკვდავება".
/დეკ. დავით ხაჭაპურიძე/
"ჩვენი გული მხოლოდ ღმერთს უნდა ეკუთვნოდეს, სხვაგვარად დავკარგავთ ღმერთსაც და გულსაც".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"გულგაშლილი"
"გული, ადამიანის ცენტრი, მღვიძარების გარეშე არ ყალიბდება. აუცილებლად უნდა გამოვიღვიძოთ ცოდვისა და უცოდინარობის ძილისაგან".
/დეკ. თავმას ჩოხელი/
"გულდახურულნი"
"გუი ისევ გაგიქართველდება"
"ღმერთი ყოველთვის უბრალო ხალხთან არის. უბრალონი კი ისინი არიან, ვის გულშიც არ არის ბოროტება".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"თუ ამ სოფელში ერთმანეთის აზრებს ვერ ვიგებთ, მომავალში ერთმანეთის გულებს დავინახავთ"
/წმ. გრიგოლ დიოლოგოსი/
"ღვთაებრივი სიყვარულით ავსებული გული"
"დავხუჭავთ რა ხორციელ თვალს, გონებას დავტვირთავთ გულის შიგნით, გულში, სადაც ვიღაღადებთ უფლის, მაცხოვრის, ქრისტეს სახელს.
მხოლოდ ასეთი მუშაობით ჩაეფლობა გონება გულში და იფეთქებს ქრისტეს ნათელი, ჩვენი სულის ტაძრის თავისი ღვთაებრივი სინათლით გაანათებს".
/დეკ. იოანე მამულაშვილი/
"გრიგოლ პალამას მოჰყავს მაკარი დიდის სიტყვებიც: "გული მართავს ადამიანის მთელ არსებას, თუ მადლი ივანებს გულში, ის მეუფებს აზრებზე და სხეულის ნაწილებზე; სულის ყველა აზრი, თავმოყრილია გულში".
"არ უნდა გავაუფერულოთ ჩვენს გულში ბავშვობიდან მოყოლებული ფიქრების ცისარტყელა".
/ელენე ფიჩხაური/
"გრიგოლ პალამას სიტყვებით გული წინამძღოლი ორგანოა, მადლის საბრძანებელია".
"უფალი ცდილობს, ყველა ადამიანის გულში შევიდეს, ყველამ შეიცნოს ჭეშამრიტება".
/მამა ბასილი (მურმანიშვილი)/
"ცოდვის ტყვეობიდან განკურნებაზე საუბრისას, უწინარესად ვგულისხმობთ ადამიანის ფსიქოფიზიკური ცენტრის - გულის განკურნებას. აქ საუბარი დაავადების გარე ფაქტორებს არ შეეხება, არამედ პიროვნების შინაგანი სრულყოფილებისა და გულთან დაკავშირებული თავისებურებების გაჯანსაღებას".
/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"ნათელო ჩემი გულისა"
/ნეტარი ავგუსტინე/
"ღმერთი ჩვენც ისე გვხედავს, როგორც ხელისგულზე. ღმერთი ხედავს, რა ხდება ჩვენს გულში".
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"უფალო იესო ქრისტე! შენი უდიდესი ძალით გული ბავშვის გულად მიქციე და დამეხმარე, დავიჯერო, რომ შენშია მთელი ძალა, ამინ".
/იაპონელი ყაჩაღი ტოკისო ისი/
"გული მიანდე სავსებით უფალს და შენ სამოთხეს ქვეყნად იხილავ".
/ღირსი საბა განწმენდილი/
"გულგაგლეჯილი"
"გულის სულიერების განვითარება"
"გულში მუდამ ენთო ჩაუმქრალი სიყვარულის ხანძარი".
"საგულმტკივნეულოა"
"სიყრმიდანვე იმარხავდა გულის სიწმიდეს"
"დამახინჯებულ-გარდაქცეული გული"
"უშეცდომო მხოლოდ ღმერთია. ინებოს უფალმა, მისი ცეცხლი ეგრძნოს ჩვენს გულებს. გავმთბარიყავით და შეგვეცნოს ქრისტე ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც ჩვენს დაზიანებულ გონებას წარმოუდგენია".
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"ზოგჯერ, როცა ტაძარში ვდგავარ, სულს ღვთის ახლომყოფობის შეგრძნება ეუფლება. მაშინ მე ხატების კი არა, თვით წმინდანთა გარემოცვაში ვექცევი, მსახურებაზე ჩამოსულთ რომ აუვსიათ ტაძარი და ყოველი მხრიდან გამომცდელად შემომცქერიან. რისთვის ავარიდო მათ მზერას თვალი, ან ბნელ კუთხეში რისთვის მივიმალო, როცა ღვთის რჩეულნი სახეში კი არა, ჩემს გულში იყურებიან? გული კი სად დაიმალება? და ვდგავარ ასე უმწეო და უღირსი მათი ყოვლისმხედველი მზერის წინაშე.
ჩემი ბოროტი აზრები, დამფრთხალნი წმინდანთა გამოხედვით, სადღაც იმალებიან და ჩემს ტანჯვას თავს ანებებენ. გული, ალმოდებული საკუთარი ბიწიერების შეგრძნებით, შემუსვრილია წუხილით, თავით ფეხებამდე შევიგრძნობ საკუთარ უღირსებასა და ცოდვილობას."
/მღვდელმონაზონი ვასილი, ოპტინელი ახალმოწამე/
"რატომ ხდება, რომ ერთი და იგივე სიტყვები, რომელთაც გუშინ ვერც კი ვამჩნევდი, დღეს თავიანთი სიღრმითა და სიბრძნით მაოცებენ, ისე რომ, მიჩნდება სურვილი, ზეპირად დავისწავლო და მთელი ცხოვრება სულში ვატარო? ამის მიზეზი ჩემი გულის არამდგრადობაა. გუშინ ის გაყინული იყო და, ამდენად, მხოლოდ მოხდენილობა და სიმკაცრე აღაფრთოვანებდა, დღეს კი ის დნობაშეპარულ თოვლს ჰგავს და სინათლესა და სითბოს შეჰხარის. მაინც, რა ხდება ჩემი გულის სიღრმეში, სადაც ვერც ჩემი მზერა, ვერც ჩემი გონება ვერ წვდება? იქ, ისევე, როგორც კამარაზე ამობრწყინდება და ჩაესვენება მზე, ყოველდღიურად იბადება და კვდება სინანული."
/მღვდელმონაზონი ვასილი, ოპტინელი ახალმოწამე/
"ღმერთს გული გრძნობს და არა - გონება".
/ილია მეორე/
"უდიდესი მიწიერი სიკეთეც საკუთარ თავში ატარებს მწუხარების ჩანასახს იმაზე ფიქრით, რომ ის ოდესმე დამთავრდება. მხოლოდ ღვთისგან მომადლებული სიხარულია უცვლელი, მისგან დაპურებული გულია მარადის მაძღარი და მოდღესასწაულე, ვერავითარი დაბრკოლება წინ ვერ აღუდგება და ვერ შეაჩერებს მის ღვთაებრივ ზემოქმედებას".
/დავით სურგულაძე/
"ზეციური ტრაპეზიდან ადამიანის გულზე დაცემული ნამცეცი"
/მერაბ ონიანი/
"ადუღებულის გულით"
"სახე აღყვავილებულია - როცა გული ხარობს".
(ათონის პატერიკი, 84, 389)
"გული ცოდვის დროს განცდილ სიამოვნებებს შეგახსენებთ"
"თუ გულის კარზე ცოდვა გიკაკუნებს, იცოდე, მასზე უწინ უფალმა მოგაკითხა, მაგრამ კარი მყარად დაკეტილი დახვდა. ცოდვა სიხარულით მიიღე, მაცოცხლებელი, "კეთილი სტუმარი" კი უკუაგდე და საკუთარი ნებით ვნებისგან ძლეულმა მას საცდური და დაბრკოლება უწოდე..."
/დავით სურგულაძე/
"ბავშვებმა უცნაური რამ შეამჩნიეს, ბავშვური დავა-კამათისას, არსენი [ღირსი პაისი ათონელი] ერთადერთი იყო, რომელსაც ერჩივნა, შეურაცხყოფილი თვითონ ყოფილიყო, ვიდრე ვინმესთვის გული ეტკინა."
"ნეტარია ადამიანი, რომლის გული ღვთის საკურთხევლად ქცეულა და იქ მარადის უფლის სადიდებელი წირვა აღევლინება. ვისაც წმინდა გული აქვს, იგი თავისი ცხოვრებით გამუდმებით ეზიარება ქრისტეს, ჭვრეტს, გრძნობს უფალს. ღმერთი უხილავია და მხოლოდ სუფთა სულის, წმინდა გულის ადამიანს შეუძლია განჭვრიტოს იგი. როგორც დაბურულ, ჭუჭყით დაფარულ სარკეში შეუძლებელია რამის დანახვა, ვიდრე არ გავწმენდთ, ასევე ვერც ცოდვის ხრწნილებით გაჟღენთილი გული იხილავს უფალს, თუ სულიწმინდის მადლით არ განიწმინდა."
"მან თავისი "გულის თვალები" მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეს მიაპყრო."
"გული დამელია მკერდში მოლოდინით"
"უთუოდ ლეგენდად დარჩება მისი მართალი გულის უბრალოება"
"ადამიანს ზოგჯერ აქვს კარგი სახე, გარეგნობაც, განათლებულია, მაგრამ გულით კოჭლია (არსებობს ღვთისმეტყველებაში ასეთი გამოთქმა) ანუ, გულისხმა დახშული აქვს, სანამ არ მოინდომებს ასეთი გულის გამრთელებას, მასში ვერ შედის უფალი, რომც შევიდეს, ასეთი გული უფრო დაიშლება, დაზიანდება, უფალი ადამიანთა გადასარჩენად მოვიდა ამქვეყნად და არ სურს უარესი დამართოს ვინმეს".
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"და მართლაც, გული (ადამიანის) განუზომელი უფსკრულია", და "გულის სიწმინდეს მხოლოდ ქრისტეთი შეიძლება მიაღწიო" და წმინდა გული ამ დროს "ქრისტეს სამეფო პალატად" გადაიქცევა".
"ქრისტიანობა ადამიანის გულზე ორიენტირებული რელიგიაა".
"ატარებდე გულით ქრისტეს, გეშინოდეს, არ დაკარგო იგი და მასთან ერთად სულის სიმშვიდე; ძნელი იქნება თავიდან დაწყება. განშორების შემდეგ ქრისტესთან კვლავ შეერთების ძალისხმევა მრავალი მწარე ცრემლის ფასად დაგიჯდება. მთელი ძალით ჩაეჭიდე ქრისტეს, შეიძინე იგი, და არ დაკარგო მის წინაშე წმინდა კადნიერებით დგომის უფლება."
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"შედით თქვენს გულში და იქ ქრისტე დაგხვდებათ".
"ღმერთი განიკითხავს გულთა და თირკმელთა ჩვენთა (ფსალ. 7,10). ის ისეთს ხედავს ჩვენს სულს, როგორიც ჩვენთვის დაფარულია. მაგალითად, ლოცვისას თუ ჩვენი გული მცირედით მოშორდება ღმერთს, ამ მცირეოდენი არაწრფელობის გამო ისჯება. ღმერთი თითქოს გვეუბნება: გამოსწორდი, ნუ გავიწყდები. როცა გამოსწორდები, გონებას და გულს ღვთისკენ მიაპყრობ და მასში განმტკიცდები - სული კვლავ აგიმსუბუქდება, თავს კარგად იგრძნობ. ასე არის მთელი ცხოვრება: მცირეოდენი უწესივრობა, მცირეოდენი უსჯულო (საწინააღმდეგო რწმენისა, იმედისა და სიყვარულისა) მოძრაობა გულისა და ღვთისგან მოვლენილი სასჯელი ამის გამო. გამოსწორდები, შეინანებ მთელი გულით, ღვთის მცნებებით განაგრძობ ცხოვრებას და კვლავ კარგად იგრძნობ თავს. ამაზე გასაგები რაღაა?"
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"ისეთ გულის სიწმინდეს მიაღწიე, რომ დავითივით ღმერთს მუდამ შენს თვალთა წინაშე ხედავდე."
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"როდესაც იესო ქრისტე გულში შემოვა, მაშინ ცხოვრება იცვლება".
"გული გართულია ბიწიერი მღელვარებით"
"გულის ნაზი განცდები"
"ვინც გულში არ იტყვის: - ამქვეყნად ოდენ მე და ჩემი უფალი ვართო, მშვიდობას ვერასოდეს მოიხვეჭს".
/ღირსი ალონ მეგვიპტელი/
"ვინ იცის, ღმერთი რამდენჯერ მოგვიკაკუნებს გულის კარზე, ჩვენ კი ვპასუხობთ: "მაპატიე, ახლა არ მცალია, დაკავებული ვარ..." ანდა სულაც არ ვცემთ ხმას - არც კი გვესმის კაკუნი კარზე ჩვენი გულისა, ჩვენი გონებისა, ჩვენი ცნობიერებისა თუ სინდისისა - ჩვენი ცხოვრებისა."
"ღმერთმა იცის ჩვენი გულის სიშავე და დამსახურებულად გვსჯის".
/წმ. ლუკა (ვოინო-იასენეცკი)/
"გული არის ადამიანის სულიერი და ხორციელი სიცოცხლის შეერთების ადგილი; აქედან მომდინარეობს კეთილი და ბოროტი ზრახვანი და ქმედებანი. ჩვენი გონება გარედან მიღებულ ინფორმაციას აგზავნის გულში; აქ ხდება ყოველივე ამის სამართლიანი ან უსამართლო განსჯა, რომელიც შემდეგ ჩვენს მოქმედებაში ვლინდება. გული არის ცენტრი მრავალგვარი სულიერი გრძნობისა, სხვადასხვა განცდისა, ცხოველური ვნებისა. ასე რომ, გულში ყალიბდება და მწიფდება პიროვნების ზნეობრივი საფუძვლები, რომელნიც შემდეგ ადამიანის ცხოვრებაში იჩენს თავს.
წმინდა მეფე დავითმა, ფსალმუნთა შემქმნელმა, მშვენივრად იცოდა გულის მნიშვნელობა. იგი ასე შესთხოვს შემოქმედს: "გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა" (ფსალმუნი 50,12). გული - ეს არის ადამიანის ყველაზე დიდი სიწმინდე, კვარცხლბეკი უზესთაესისა, ტაძარი სულისა წმიდისა. ამიტომაც მიმართავს უფალი თითოეულ ჩვენგანს: "მომეც მე, შვილო, გული შენი" (იგავნი 23,26). წმინდა იოანე კრონშტადტელი ამბობს: "გული მეტად ფაქიზი, სულიერი, მსუბუქი და თავისი ბუნებით ზეციურია. გაუფრთხილდით მას. ნუ დაამძიმებთ, ნუ გაამიწიერებთ. იყავით მეტად თავდაჭერილნი ჭამა-სმისას და საერთოდ ერიდეთ ხორციელ სიამოვნებებს. გული ტაძარია ღვთისა. ვინც დაანგრევს ღვთის ტაძარს, მას დასწყევლის უფალი".
/ილია მეორე/
"როგორც მეტი წვიმა ალბობს მიწას, ასევე გულს ქრისტეს სახელი, რომელსაც ჩვენ სიხარულით მოვუწოდებთ".
"უკიდურესი ყურადღებით შეიქმნება გულისმიერი ყურადღებისა და სიმშვიდის ატმოსფერო"
"ჩვენი გონება იცვლება მაშინ, როდესაც მივდივართ ასკეზის მთავარ თემამდე - იცვლება ადამიანის გული. გულის ცვლილება კი დაკავშირებულია ქრისტიანულ ასკეზასთან - იგი იცვლება მაშინ, როცა გადალახავს უზარმაზარ უფსკრულს ზრახვებისა, ბრძოლისა, ცოდვების მონანიებისა, მეტანიებისა, თავის დამდაბლებისა, მორჩილებისა... როდესაც ამ ოკეანის მეორე ნაპირზე გადავა, გადაეშვება სიყვარულის ჩანჩქერში - ეკლესიური ცხოვრების დაუსრულებელ დღესასწაულში, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ სულიერ და ფიზიკურ, სხეულებრივ ბრძოლაშიც ნაწილობრივ ქრისტესმიერი გამარჯვება მოიპოვა."
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"ქრისტესმიერი მშვიდობის გულიდან წართმევა შეუძლებელია"
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოელი/
"გარდაქმნილი გული"
"გონება იცავს გულს ლოცვით, ბრუნავს მასში გამოუსვლელად და გულის სიღრმიდან უგზავნის ღმერთს ლოცვებს".
"თუ კაცი თავშეკავებულია, მოკრძალებული, მრავლისმეტყველი არ არის, იგი ეშმაკისთვის უცნობი რჩება - ასეთი ადამიანის გულში შეღწევა მისთვის ძნელი ხდება".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
"გულმესისხლე და უგულო"
"ლოცვისთვის გულის მდგომარეობას უმთავრესი მნიშვნელობა აქვს. ვერ აღიწევა იგი ღმერთთან, თუკი მას რაიმე ვნება განხრწნის."
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"ჩვენ მოგვეთხოვება ქერუბიმივით სუფთა გულით ვილოცოთ და ვესაუბროთ ღმერთს".
/წმ. გრიგოლ სინელი/
"ადამიანის გული თვალუწვდენელი ორმოა, მაგრამ ამ ორმოს ფსკერზეც აღწევს სინდისის ხმა".
/თეოლოგიის მაგისტრი ირაკლი ლორთქიფანიძე/
"გულგაყინული"
"სინანულის გარეშე მცხოვრები ადამიანის გული ქვასავით მაგარია".
/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/
"ადამიანის გულში თუ ღმერთი არ არის, მას მხოლოდ თანამოაზრეები უყვარს".
/არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია)/
"ქრისტეს ნათელი რომ მივიღოთ და შევუშვათ გულში, საჭიროა, რამდენადაც შეგვიძლია, ყურადღება არ მივაქციოთ ხილულ საგნებს. განვიწმინდოთ სული სინანულითა და კეთილი საქმეებით, ჯვარცმული მაცხოვრისადმი რწმენით. დავხუჭავთ რა ხორციელ თვალს, გონებას დავტვირთავთ გულის შიგნით, გულში, სადაც ვიღაღადებთ უფლის, მაცხოვრის ქრისტეს სახელს.
მხოლოდ ასეთი მუშაობით ჩაეფლობა გონება გულში და იფეთქებს ქრისტეს ნათელი, ჩვენი სულის ტაძარს თავისი ღვთაებრივი სინათლით გაანათებს".
/ღირსი სერაფიმე საროველი
"კარიბჭე" N16, 2008, გვ.18/
"გულისნადები სწორედაც რომ გულიანად უნდა დაწერო"
/მარიამ პაპაშვილი/
"სულიერი ცხოვრება არის გულისმიერი და აზრობრივი, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით ყველაფრის მიმართ, ფხიზლად უნდა ვიყოთ ყველაფრის მიმართ, რასაც ვუშვებთ ჩვენს გულში, რაც დაარღვევს ჩვენს შინაგან მშვიდობას. დაფანტული გული ცივი და ამღვრეულია. საკმარისია მან დაკარგოს სიმშვიდე, რომ მას ამათრახებენ სხვადასხვა აზრები. როცა ყურადღება გულშია კონცენტრირებული და შეურიგდება უფალს, მაშინ გულში დაისადგურებს სითბო და ნეტარება. ყურადღებისა და სიფხიზლის გულში შენახვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ღვაწლი, მარხვა და შრომა".
/იღუმენი თადეოზ ვიტოვნიცელი/
"გულის სიღრმეში უფლისკენ ჰქონდა გეზი აღებული"
"სათნოება დაფარულია, საიდუმლოდ ამოიზრდება გულის სამალავში"
"ღმერთს ვინც პოულობს, სხვა რამისთვის გულში ადგილი აღარ რჩება".
"სად უნდა გაქცეოდა ჩემი გული ჩემსავე გულს?"
/ნეტარი ავგუსტინე/
"ჩვენი გული ცივდება, რადგან ის ჩვენთვის არც ისე ბევრს ნიშნავს"
/დეკ. პავლე ქინქლაძე/
"განვიწმინდოთ სულიწმინდის მიერ მოცემული მადლით, იესო ქრისტეს სახელის ხშირი მოწოდებით, რათა გულმა გადაყლაპოს უფალი და უფალმა - გული, რათა ეს ორი ერთად იქცეს".
"ის [სქემმონოზონი ანა] იყო თავისი ჯანმრთელი სიყვარულით გულუბერებელი"
"ღმერთო მოხედე ჩემ გულცრემლიან ნათქვამ ლოცვას"
/სქემმონოზონი ანა/
"გული ადამიანისა ფიცარი ხომ არ არის, რომ ერთი წაშალო და მის მაგიერ სხვა რამ დასწერო."
/წმ. ილია მართალი/
"ადამიანმა უკეთური საქციელი რომ ინანოს, გული უნდა გაუთბეს".
"იმედი გულის დადებას, მინდობას ნიშნავს"
"ადამიანს გულით ქვა დააქვს, განსაკუთრებით გულის გაქვავება დიდ მეგაპოლისებს ახასიათებს".
"გულსაც წავართვი თავის ბატონობა ჩემზედ და მე თვითონ შევიქენი მისი ბატონი და უფალიც"
/მაქსიმე შარაძე/
"ყოველი ადამიანი ამბობს იმას, რაც გულში აქვს. ასე რომ, სიტყვა ჩვენი გულის მდგომარეობას გამოხატავს".
/მამა კონსტანტინე გიორგაძე/
"სულდაბურული და გულგაქვავებული"
"გულგაფაქიზებული"
"მისი დროგამოშვებითი მძიმე ოხვრა ისედაც გადარდიანებულ გულს მიკლავდა"
"საკუთარი გული რომ უსურვო ადამიანს, იმდენად წმინდა უნდა იყოს ჩაკონება მოუნდეს."
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"ადამიანმა შეიძლება იცხოვროს თვალების, ხელების, ყურების გარეშე, მაგრამ გულის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. რამხელა საჩუქარი გვიბოძა უფალმა: სული, გული და გონება. ამიტომ უნდა მოვუფრთხილდეთ, უნდა დავიცვათ გული, რათა სიცოცხლე ჩვენი დაცულ იქნეს".
/ირაკლი ლაშაური/
"ოხ, როგორ აჩქარდება ზოგჯერ გული, მისი გაშმაგებული ცემა არ ასვენებს ადამიანს, მთლიან სხეულს იყოლიებს თავისი დაუოკებლობით და მზად არის აცახცახოს ეს ციხე-სიმაგრე, რომელსაც სული მოუცავს და არ უშვებს, სანამ უფალი არ მოუხმობს თავისთან. ზოგჯერ კი რა წყნარია და სულსა რა მოსვენებულად ამყოფებს იმ ტაძარში, სადაც სულიწმინდას უნდა დაევანა. ნახეთ, რა საოცრებაა: გულს შეუძლია ადამიანის სხეული საპყრობილედ აქციოს სულისა, მას ასევე შეუძლია აქციოს ტაძრად მისი სულისა".
/ირაკლი ლაშაური/
"გული იყოს მხნე ქრისტეს სიყვარულით, გული იყოს განმტკიცებული ქრისტეს იმედითა და სასოებით და არცა საზღვარი ფიზიკური და არცა კარიბჭე სულიერი არ შეილეწება ხილული თუ უხილავი ბოროტისაგან."
/ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი/
"ისე, რომ არც კი მეკითხებოდა, ახლობლებისაკენ თავად იხედებოდა ხოლმე გული, მათაან მაკავშირებდა რაღაც სათუთი და მშობლიური"
"ძალით ნუ მოვკლავთ ერთმანეთს, სანამ ცოცხალი ვართ, თბილი სიტყვით გავიხაროთ და ისედაც გაჭირვებულ ცხოვრებაში მეგობრებს ნუ მოვაკლებთ ჩვენს გულს".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"ღვთის მადლის არსებობას გულში ე.წ. გულის შეხტომა ადასტურებს. გულის შეხტომა ნიშნავს, როცა "გული ხტის სიკეთის სიყვარულით".
"განწმენდილ გულში არანაირი ბუნებრივი ქმედება არ არის, იქ ღმერთი, როგორც ფიცარზე, ისე წერს თავის კანონს".
"გულის სიწმინდე არსებობს მაშინ, როცა ადამიანი იღწვის იმისთვის კი არა, რომ განიკითხოს მეძავი, ცოდვილი ან უწესო, არამედ ყველას უყუროს განწმენიდილი თვალებით".
/მიტროპოლიტი იორეთეოს ვლახოსი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience