თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ წირვისას

პოსტის ავტორი: realoba თარიღი: Sep 1 2013, 12:51 PM

წირვაზე ჩემს შეყვარებულს ხელი რომ ჩავჭიდო ხელზე და ისე ვილოცოთ შეიძლება, ასე უფრო ვგრძნობ რომ ჩემს გვერდითაა, უფრო მეტად ვგრძნობ ერთობას და თითქოს ერთნი ვიყოთ და ისე ვლოცულობდეთ.. ძალიან მაინტერესებს გთხოვთ მითხარით

პოსტის ავტორი: realoba თარიღი: Sep 1 2013, 01:04 PM

ალბათ როგორ არ შეიძლება მაგრამ ამ კითხვას იმიტომ ვსვამ რომ არ მინდა ჩვენი შემხედვარე რაიმეთი დაბრკოლდეს.. თქვენი აზრები ძალიან მაინტერესებს ამის შესახებ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 1 2013, 01:09 PM

realoba
ჩასჭიდეთ ხელები ოღონდ მარცხენები , რომ მარჯვენათი პირჯვარი გადაიწეროთ...
cool.gif

პოსტის ავტორი: realoba თარიღი: Sep 1 2013, 02:17 PM

ამას რამეს მოვუხერხებ ;-) სხვა პრობლემა თუ არის რამე ეს მაინტერესებს ....

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 1 2013, 03:05 PM

realoba

ციტატა
წირვაზე ჩემს შეყვარებულს ხელი რომ ჩავჭიდო ხელზე და ისე ვილოცოთ შეიძლება, ასე უფრო ვგრძნობ რომ ჩემს გვერდითაა, უფრო მეტად ვგრძნობ ერთობას და თითქოს ერთნი ვიყოთ და ისე ვლოცულობდეთ.. ძალიან მაინტერესებს გთხოვთ მითხარით


თუ მართლა გულწრფელად გაინტერესებს ჩვენი აზრი, მიმაჩნია, რომ ხელჩაკიდებულებმა გარეთ უნდა იაროთ, წირვისას ეკლესიაში კი (თუკი იქ მიდიხარ) მთელი გულისყური ლოცვას დაუთმოთ და არა ერთმანეთზე ფიქრს.

პოსტის ავტორი: realoba თარიღი: Sep 1 2013, 04:23 PM


გასაგებია მაგრამ რეალობაში როცა ხელი გაშვებული მაქ მასე უფრო მეტად ვფიქრობ მასზე.. ხოლო როცა ხელჩაჭიდებული ვართ შემდეგ უფრო მეტად და გულით ვლოცულობ.. უფრო თავისუფლადაც ვარ.. მე მაინტერესებს სხვას ხომ არ შეუქმნის რამე დაბრკოლებას.. თორემ ჩემთვის ამგვარ მდგომარეობაში უფრო ადვილი და სსიამოვნოა ლოცვა

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Sep 2 2013, 02:10 AM

ციტატა
ჩასჭიდეთ ხელები ოღონდ მარცხენები , რომ მარჯვენათი პირჯვარი გადაიწეროთ...

ძმობას გაფიცებ მარცხენა ხელები როგორ უნდა ჩასჭიდონ? biggrin.gif biggrin.gif ერთი ზურგით იდგეს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 2 2013, 10:49 AM

ციტატა(realoba @ Sep 1 2013, 12:51 PM) *

წირვაზე ჩემს შეყვარებულს ხელი რომ ჩავჭიდო ხელზე და ისე ვილოცოთ შეიძლება, ასე უფრო ვგრძნობ რომ ჩემს გვერდითაა, უფრო მეტად ვგრძნობ ერთობას და თითქოს ერთნი ვიყოთ და ისე ვლოცულობდეთ.. ძალიან მაინტერესებს გთხოვთ მითხარით

ჩემი აზრი თუ გაინტერესებს, ტაძარში მარტო უფალს უნდა გრძნობდე და მასთან ერთად ყოფნა უნდა გინდოდეს. ტაძარში მის სადიდებლად და მასთან ერთობისთვის მიდიხარ. შეყვარებულს კი გარეთ ჩაჭიდე ხელი და არ გაუშვა არსად smile.gif
ციტატა

ჩასჭიდეთ ხელები ოღონდ მარცხენები , რომ მარჯვენათი პირჯვარი გადაიწეროთ...

ციტატა

ძმობას გაფიცებ მარცხენა ხელები როგორ უნდა ჩასჭიდონ? biggrin.gif:D ერთი ზურგით იდგეს? biggrin.gif

ეს მართლა მაგარია გულიანად გადავიხარხარე biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 2 2013, 01:06 PM

ikanosi

ციტატა
ძმობას გაფიცებ მარცხენა ხელები როგორ უნდა ჩასჭიდონ? ერთი ზურგით იდგეს?

ეს მეგრელი გადააშენეთ...biggrin.gif

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Sep 2 2013, 01:33 PM

პავლე მოციქულს შეგვიძლია დავესესხოდ, როდესაც ამბობს ცოლ-ქმარზე: ლოცვისათვის მცირე ხანს განეშორეთ ერთმანეთსო...

პოსტის ავტორი: realoba თარიღი: Sep 2 2013, 05:16 PM

ციტატა(†სერგი† @ Sep 2 2013, 02:33 PM) *

პავლე მოციქულს შეგვიძლია დავესესხოდ, როდესაც ამბობს ცოლ-ქმარზე: ლოცვისათვის მცირე ხანს განეშორეთ ერთმანეთსო...

ეს ცოლქმრნი როცა ხართ სახლში მაშინ კი.. როცა შორს დგას მერე უფრო ფიქრობ მასზე რადგან ნერვიულობ როცა შორსაა.. როცა წირვაზე ვარ თვალები დახუჭული მაქ და თავი დახრილი არავის არ ვუყურებ და მინდა ვგრძნობდე მის სიახლოვეს ამიტომ ხელები ჩაჭიდებული უნდა მქონდეს... შორიდან შიძლება სხვანაირად ისაუბროს ადამიანმა მაგრამ მე ასე უფრო მიადვილდება ლოცვა.. და უფრო გულისმიერს ხდის

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Sep 2 2013, 06:33 PM

ციტატა
ეს ცოლქმრნი როცა ხართ სახლში მაშინ კი.. როცა შორს დგას მერე უფრო ფიქრობ მასზე რადგან ნერვიულობ როცა შორსაა.. როცა წირვაზე ვარ თვალები დახუჭული მაქ და თავი დახრილი არავის არ ვუყურებ და მინდა ვგრძნობდე მის სიახლოვეს ამიტომ ხელები ჩაჭიდებული უნდა მქონდეს... შორიდან შიძლება სხვანაირად ისაუბროს ადამიანმა მაგრამ მე ასე უფრო მიადვილდება ლოცვა.. და უფრო გულისმიერს ხდის


მეგობარო მარტივად გეტყვი მის სიახლოვეს კი არა ლოცვისას ქრისტეს სიახლოვეს უნდა გრძნობდე. ეს ერთი, მეორე- არვიცი შენთვის ლოცვა რა არის, რას ქვია ლოცვა უფრო გულისხმიერია მასზე ხელი რომ გაქვს ჩაკიდებული? დაწვრილებით თქვი ერთი, ან საერთოდ ლოცვას შენ რას ეძახი.

პოსტის ავტორი: realoba თარიღი: Sep 2 2013, 07:30 PM

ციტატა(†სერგი† @ Sep 2 2013, 07:33 PM) *

მეგობარო მარტივად გეტყვი მის სიახლოვეს კი არა ლოცვისას ქრისტეს სიახლოვეს უნდა გრძნობდე. ეს ერთი, მეორე- არვიცი შენთვის ლოცვა რა არის, რას ქვია ლოცვა უფრო გულისხმიერია მასზე ხელი რომ გაქვს ჩაკიდებული? დაწვრილებით თქვი ერთი, ან საერთოდ ლოცვას შენ რას ეძახი.



პრიმიტიულად რომ ვთქვათ ლოცვა უფალთან "საუბარი' ხომ არის ... და იმის ცოდნარომ შეყვარებული გვერდით მყავს, ჩემს ახლოს, ლოცვას რას უშლის ხელს..? ისიც ლოცულობს და მეც, ეს დადებითად მოქმედებს სიყვარულზეც... არ მსურს მას მოვშორდე და ისე ვიყო განმარტოებულად.. არამედ მსურს ერთად ვილოცოთ.. ხოლო ამ ერთობას კი ხელის ჩაჭიდება უფრო აძლიერებს.. თუმც მე მაინც სხვა რამ მაინტერესებდა ეს კითხვა რომ დავსვი, მაინტერესებდა სხვას ხომ არ შექმნის რაიმე დაბრკოლებას ჩვენი ესე ხელჩაჭიდებული დგომა

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Sep 2 2013, 08:48 PM

ციტატა
სხვას ხომ არ შექმნის რაიმე დაბრკოლებას ჩვენი ესე ხელჩაჭიდებული დგომა


სულ უკან დადექით და ეგააა biggrin.gif smile.gif

პოსტის ავტორი: realoba თარიღი: Sep 2 2013, 08:58 PM

ციტატა(†სერგი† @ Sep 2 2013, 09:48 PM) *

სულ უკან დადექით და ეგააა biggrin.gif smile.gif

მოკლედ პრობლემა მოგვარებულია biggrin.gif smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 2 2013, 11:10 PM

realoba
თვითონაც ხომ იცი რომ ბევრი დაბრკოლდება, რაღა კითხვა უნდა მაგას

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 3 2013, 12:25 AM

qetevano

ციტატა
თვითონაც ხომ იცი რომ ბევრი დაბრკოლდება, რაღა კითხვა უნდა მაგას

რომ იცის მაგიტომ კითხულობს ზუსტად...

პოსტის ავტორი: realoba თარიღი: Sep 3 2013, 12:46 AM

არა არ ვიცოდი ვეჭვობდი ძალიან და მაინტერესებდა თქვენი აზრი...

ციტატა(realoba @ Sep 3 2013, 01:38 AM) *

არა არ ვიცოდი ...

არ ვიცოდი იმიტომ რომ პასუხს ვერ ვუდზებნი რატომ უნდა დაბრკოლდეს ვინმე

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 3 2013, 12:48 AM

realoba

ციტატა
არ ვიცოდი იმიტომ რომ პასუხს ვერ ვუდზებნი რატომ უნდა დაბრკოლდეს ვინმე

კარგი და თუ დასაბრკოლებელი არაფერია, რატომ დაგებადა საერთოდ ეგ კითხვა მაშინ?

პოსტის ავტორი: realoba თარიღი: Sep 3 2013, 01:03 AM

ციტატა(qetevano @ Sep 3 2013, 01:48 AM) *

realoba

კარგი და თუ დასაბრკოლებელი არაფერია, რატომ დაგებადა საერთოდ ეგ კითხვა მაშინ?

ხომ შეიძლება რაღაც გეეჭვებოდეს და ზუსტად არ იცოდე.. და ამიტომ ვიკითხე აქ ვინმეს რამე უფრო კონკრეტულად და ნათლად აეხსნა რა და რატომ...

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Sep 3 2013, 01:43 AM

ეკლესია ერთმანეთთან დასაახლოებლადაა და თუ ეს ხდება ხელი არ უნდა შევუშალოთ, რადგან თუკი ერთმანეთს სიწმინდით ვუახლოვდებით, მაშინღა ვხედავთ ღმერთს ერთმანეთში. რაც არის კიდეც ჩვენი ღვაწლის მიზანი.

პოსტის ავტორი: realoba თარიღი: Sep 3 2013, 03:28 PM

ციტატა(აკაკი @ Sep 3 2013, 02:43 AM) *

ეკლესია ერთმანეთთან დასაახლოებლადაა და თუ ეს ხდება ხელი არ უნდა შევუშალოთ, რადგან თუკი ერთმანეთს სიწმინდით ვუახლოვდებით, მაშინღა ვხედავთ ღმერთს ერთმანეთში. რაც არის კიდეც ჩვენი ღვაწლის მიზანი.

გენაცვალე მე შენ ძმაო.. rolleyes.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 3 2013, 04:03 PM

ციტატა(†სერგი† @ Sep 2 2013, 01:33 PM) *

პავლე მოციქულს შეგვიძლია დავესესხოდ, როდესაც ამბობს ცოლ-ქმარზე: ლოცვისათვის მცირე ხანს განეშორეთ ერთმანეთსო...

ყველაზე კარგი პასუხი ჩემი აზრით ეს არის. ცოლი ქმარს განეშორეთო იმიტომ კი არ წერია მაინცდამიანც ცოლ-ქმარი უდნა იყოს, არამედ მთავარ აზრს წარმოადგეს უფალთან ერთობა რაშიც ხელი არ უნდა შეგეშალოს.

რაც შეეხება სხვის დაბრკოლებას ხელი0ხელჩაკიდებული რომ დაგინახოხნ წირვისას 99% ვერ გაიგებს თქვენს სურვილს, მაშინ ყველას უნდა აუხსნა და ამ 99% დან 90% ახსნის შემდეგაც ვერ გაიგებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi Dolidze თარიღი: Dec 20 2013, 07:09 PM

- ჩემი აზრით ისაა რომ მოძრვარს უნდა ჰკითხოთ ეს საკითხი, ყველანაირი მორიდების გარეშე და მისის ლოცვა-კურთხევის მიხედვით იმოქმედოთ

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)