თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ კამათი და პაექრობა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2021, 08:32 PM

მავანი იტყვის: "ჭეშმარიტება კამათში იბადება", არადა:


"როცა ისეთ ადამიანს ხვდები, რომელიც კამათის სიყვარულის გამო იმაზე გეწინააღმდეგება, რც აშკარა და ჭეშმარიტია, გაერიდე მას, რადგან როგორც ცუდი წყალი აფუჭებს საუკეთესო ღვინოს, ისევე ბოროტი საუბარი რყვნის წესიერ ადამიანებს"

/ღირსი ანტონი დიდი/


"ვინც პაექრობს, ის დამარცხებულია"

/ღირსი ეფრემ ასური/

"- რამდენად გამართლებულია აზრთა სხვადასხვაობის გამო კამათი?

- წმინდა ბარსანოფი დიდი და წმინდა იოანე გვირჩევენ: "სამჯერ უთხარი სხვას შენი აზრი, შეხედულება და თუ არ მოინდომებს გაგებას, დაანებე თავი, რადგანაც კამათი ცუდი საქმეა". ამიტომაც უნდა მოვერიდოთ კამათს, რომელიც გვაზიანებს, გვიკარგავს სულის სიმშვიდეს, ღვთაებრივ სულთან თანაზიარობას. კამათს შედეგი არ მოაქვს, თუკი მოდავეები, როგორც ეს უმეტესწილად ხდება, სიტყვას არ გადადიან და არ ცდილობენ, ეძიონ ჭეშმარიტება. წმინდა მამები არა მხოლოდ არ გვირჩევენ ჩავებათ კამათში, არამედ, მათი შეხედულებით, უნდა განვეშოროთ კიდეც მოდავეთ"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2021, 09:22 PM

"ვინც საუბარში თავისის გატანას ჯიუტად ლამობს, თუნდაც მართალი იყოს, მან არ იცის, რომ ეშმაკისეული სენითაა დაავადებული"

/ღირსი იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2021, 08:26 PM

"ნუ გაჯიუტდები და თავისნათქვამა ნუ იქნები, რომ ბოროტი არ შემოვიდეს შენში"

/ღირსი ანტონი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2021, 08:44 PM

"თუ მოყვასთან საუბრისას ცდილობ, რომ შენმა სიტყვამ მათ სიტყვას აჯობოს, ესე იგი, არ არის შენში ღვთის შიში"

/ღირსი იოანე განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2021, 10:28 PM

"გადაეჩვიე წინააღმდეგობასა და კამათს, უარყავი ისინი, როგორც ამპარტავნებისა და ცუდმედიდობის ნიშანი"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2021, 08:15 PM

"სამჯერ უთხარი და თუ არ შეისმენს, თავი დაანებე, რადგან კამათი უკეთურებაა და ნებისმიერ შემთხვევაში, შენ გთავაზობენ დახმარებას თუ თავად გსურს ვინმეს დაეხმარო, სამჯერ გამოთქვი შენი აზრი და თუ არ დაგეთანხმებიან, მშვიდობით დაასრულე - ნუ მიეძალები და ნუ შეურაცხყოფ. ასეთია უფლის ჭეშმარიტი გზა".

/ღირსნი ბარსანუფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2021, 04:24 PM

"რაღა ძაღლის ყურებში ჩაფრენილი კაცი და რაღა სხვის კამათში ჩარეული"

/იგავნი 26, 17/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2021, 08:13 PM

"კარგი ყოფითი ურთიერთობა შეიძლება გვქონდეს ურჯულოებთანაც, მაგრამ არ უნდა ვიქონიოთ მათთან ლოცვითი ერთობა ან რელიგიური ხასიათის კამათი, რათა ამ კამათში ღვთის სახელი არ დაიგმოს"

/ღირსი ნეკტარი ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2021, 08:30 PM

"ყველა შემთხვევაში უნდა ვეცადოთ, რომ ადამიანი დავამშვიდოთ და არა - განვარისხოთ. ისიც იცოდეთ, რომ კამათის მოყვარულისთვის უსარგებლოა რაიმე სწავლების გადაცემა, რადგან მხოლოდ ის განისწავლება, ვისაც სურს და ეძებს ქრისტიანულ მოძღვრებას"

/ღირსი მაკარი ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 09:54 PM

"არასდროს ეკამათო მას, ვინც ,,ყოველთვის მართალია”!..

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2021, 10:19 PM

"ზოგი იმიტომ კი არ გეკამათება, რომ სიმართლე დაადგინოს, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ უტიფრობას გაქანება მისცეს!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 07:25 PM

"[პავლე] მოციქულის სიტყვებით, უსარგებლო დავა-კამათები წარმოშობს სამარცხვინო ანგარებას, უმეცრებას, მზვაობრობას". ასეთებს განეშორეო, - შეგვაგონებს პავლე".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 07:42 PM

"ადამიანი სულ მუდამ კამათისკენ არის მიდრეკილი"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 08:06 PM

"არსებობს ჯანსაღი დავებიც, რომლებიც წმინდა წერილსა და სხვა საღვთისმეტყველო საკითხებს ეხება"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2021, 07:25 PM

"როდესაც კამათობთ, არ მისცეთ თქვენს გულს ერთმანეთისგან განშორების უფლება, არ წარმოთქვათ სიტყვებით, რომლებიც კიდევ უფრო გაზრდის თქვენს შორის მანძილს. რადგან ერთხელ შეიძლება დადგეს დღე, როდესაც ეს მანძილი იმდენად გაიზარდოს, უკან დასაბრუნებელი გზა ვეღარ იპოვოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2021, 10:03 PM

"არ აქვს აზრი კამათს იქ, სადაც სიმართლის გაგება არ არის მიზანი!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2021, 02:33 PM

"უფალი იესო ქრისტე თავის მოწაფეებს უკრძალავს "დაუყარონ მარგალიტები ღორებს", ანუ ეკამათონ წმინდა სახარებისეულ ჭეშმარიტებაზე ჯიუტ, ურწმუნო და ღვთისმგმობელ ადამიანებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2022, 07:45 PM

"იგი [წმ. ამბროსი ხელაია] ყოველთვის გამოირჩეოდა დარბაისლობით და ცხარე კამათში თავით გადაშვების ნაცვლად ობიექტურობით ანელებდა მას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2022, 02:46 PM

"იქნებ თქვენი ჭირვეულობის გამო კამათში გამარჯვების სურვილით ადამიანი მიგიყვანიათ უკიდურეს აღელვებამდე, არანაკლებ დამნაშავენი ვართ მისი ცოდვაში ჩაგდებისათვის".

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2022, 09:46 PM

"უაზრო კამათს სჯობს გაისეირნო და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქო!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2022, 07:00 PM

"კამათი არის განსხვავებული აზრების გაცვლის პროცესი რამე საკითხზე. კამათს სხვაგვარად პაექრობასაც უწოდებენ. მოკამათეების, ანუ მოპაექრეების მიზანია, თავის მოსაზრებაში დააჯეროს მოწინააღმდეგე და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2022, 08:22 PM

"ერთხელ ბერ იოსებს ესტუმრა მღვდელმოანზონი ბართლომე, ფლორინელების დაჯგუფების წევრი, და მასთან ზილოტობის საკითხთან დაკავშირებით საუბარი სურდა. ბერი იოსები უარზე იყო და ამბობდა: "მოდი, ამ თემაზე ნუ ვისაუბრებთ, რადგან კამათში გადავა და გულს ვატკენთ ერთმანერთს"; ის კი თავისას იჟინებდა. მაშინ ბერმა იოსებმა თავი ვეღარ შეიკავა, გაბრაზდა და მკვახე სიტყვებით მოიხსენია ფლორინელები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2022, 07:05 PM

"როგორც ბრმა ვერ გახდება მშვილდ-ისრის მსროლელი, ასე შეუძლებელია კამათის მოყვარულმა ადამიანმა მოიპოვოს რაიმე სულიერი წარმატება"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2022, 08:30 PM

"სიყვარულის მიმართ ცოდვად ითვლება ერთმანეთის გამოჯავრება, მეტსახელების შერქმევა. ბავშვები განვაშოროთ კამათს, რომელსაც სულისთვის მავნე გაღიზიანებულობა სდევს თან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2022, 09:41 PM

"შეუპოვრობას კამათსა და ჩხუბში ნუ ხარჯავ, სულის ხსნისათვის შემოინახე:

უფალთან არა განსჯა-კამათი, არამედ განდეგილობა და სიმტკიცე მიგვიყვნას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 04:41 PM

"ენაჭარტალა და მოკამეთე - დღეინიადაგ უბედურია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2023, 09:53 PM

"ზოგჯერ ერთ ადამიანთან საუბრისას, უბრალოდ, ისვენებ, ხოლო სხვასთან საუბარი ძნელია: თუნდაც იკამათე მასთან - ვერ პოულობ სიტყვებს, რა უთხარ მას და ფიქრობ, მალე გაეცალო"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2023, 04:46 PM

"მოკამათის სწავლება მხოლოდ მაშინ არის ნაყოფიერი, როცა მას სურს და ეძიებს ამ სწავლებას"

/წმ. მაკარი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2023, 02:20 PM

"ნურასოდეს ჩაერევი საეკლესიო კამათში იმ ხალხთან, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს, რადგან ასეთი კამათი ვერასოდეს მიგიყვანს დადებით შედეგამდე, იგი მხოლოდ და მხოლოდ აბოროტებს და აღიზიანებს ადამიანებს. ამას კი აუცილებლად უნდა მოერიდო"

/დედა ფამარი (მარჯანიშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2023, 07:25 PM

"[ღირსი აბბა დოროთე ღაზელი] კამათის დროს უკანდახევა უყვარდა, რაც სათავეა მოკრძალებისა, კეთილმოსურნეობისა და თაფლზე უტკბესი ერთსულოვნებისა ყოველგვარ სათნოებათა დედისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2023, 09:29 PM

"შეიძლება კი ვიკამათოთ ახლობლებთან აზრთა სხვადასხვაობის პირობებში? წმიდა მამები ბარსანოფი დიდი და იოანე ასეთ შემთხვევაში გვირჩევენ შემდეგნაირ მოქმედებას: "სამჯერ უთხარი სხვას შენი აზრი, შეხედულება და თუ არ მოინდომებს მის გაგებას, დაანებე თავი, რადგანაც კამათი ცუდი საქმეა. ყველა შემთხვევაში გთავაზობენ შველას თუ შენ გინდა დახმარების ხელი გაუწოდო მეორეს, თქვი საკუთარი აზრი სამჯერ და თუ არ დაგეთანხმებიან, დაშორდი მშვიდობით, არ შეურაცხყო სხვა. ასეთია უფლის ჭეშმარიტი გზა". ამიტომაც უნდა მოვერიდოთ კამათს, დავას თავის ჩვეულებრივი ფორმით, მას გაღიზიანება მოაქვს, ამიტომაც იგი ზიანის მომტანია, უკარგავს სულს სიმშვიდეს, ღვთაებრივ სულთან თანაზიარობას. ამასთან კამათს შედეგი არ მოაქვს, თუკი მოდავეებს, როგორც ეს უმეტესწილად ხდება, სურვილი აქვთ დაიჟინონ თავისი, არ ეძიონ ჭეშმარიტება".

წმიდა მამები არა მხოლოდ არ გვირჩევენ მივიღოთ მონაწილეობა კამათში, არამედ მათი შეხედულებით უნდა განვეშოროთ კიდევაც იმ ადგილს, სადაც სხვებს დავა აქვთ...

არა მხოლოდ კამათი, ყველა შემთხვევაში გაღიზიანებული საუბარიც კი ქრისტიანისთვის, დაუშვებელია. ამგვარი გახელება უკვე მიუთითებს მასზე, რომ ადამინათან ღვთაებრივი (მადლი) სული არ იმყოფება. გაღიზიანება დასაწყისია მრისხანების, იგი წყობიდან გამოსულზე ბოროტი სულის მბრძანებლობაზე მიუთითებს და ამიტომაც ამგვარი საუბრიდან მოსალოდნელი მარტოოდენ ცუდია"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2024, 08:40 PM

"უნდა მოვერიდოთ კამათსა და საუბრებს, რომლებიც ვითომდა სულიერი სარგებლობის მომტანია და რომელნიც სინამდვილეში ხშირად მხოლოდ თავს გვატკიებენ"

/ღირსი პაისი ათონელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)