თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ კლონირების შესაძლებლობა

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Aug 31 2007, 11:36 PM

მოკლედ მოდი მცირე ბიოლოგიურ ექსკურსს შევუდგები და შემდეგ მნიშვნელოვან პრობლემას წამოვჭრი:

როგორც ცნობილია, კვერცხუჯრედის განაყოფიერების დროს - ანუ იმ დროს როდესაც ემბრიონის ჩასახვა, ქალის 23 და მამაკაცის 23 მემკვიდრული ნიშან-თვისება - რომელსაც ქრომოსომა ეწოდება - ქმნის განაყოფიერებულ უჯრედს, რომელიც შესაბამისად 46 ქრომოსომიანია და გამრავლების დიდი პოტენციალით გამოირჩევა, აღსანიშნავია ისიც, რომ 1 ქრომოსომის გადაცდენა, ანუ 47 ქრომოსომა - იწვევს დაუნიზმს sad.gif

ეს არის ჩვეულებრივი, გამრავლების წესი, რომლის მეშვეობითაც ჩავისახეთ, რა ხდება კლონირებისას?

მოკლედ კლონირებისთვის, საჭიროა ავიღოთ რომელიმე ორგანიზმის სომატური უჯრედი - სომატური ნიშნავს ისეთს, რომელიც არ წარმაოდგენს სასქესოს, ანუ კლონირების ობიექტი არსების ნებისმიერი ის უჯრედი, რომელიც არ არის სასქესო წარმომავლობის.

ამ უჯრედისთვის სპეციალური ექსპერიმენტალური ჩარევით ხდება გამრავლების უნარიანობის მინიჭება - ანუ წარმოიქმნება ისეთივე უჯრედი, როგორიც პირველ შემთხვევაში, ცხადია ამ უჯრედს სჭირდება სპეციალური გარემოდა და თუ ცდამ წარმატებით ჩაიარა - გამრავლებისუნარიან უჯრედს ათავსებენ - ბირთვ და ქრომოსომაამოცლილ კვერცხუჯრედში სადაც ის იზრდება...

აქ ერთი საინტერესო მომენტია - ქრომოსომათა კომპლექტი განსაზღვრავს ადამიანის ფიზიოლოგიურ მონაცემებს, ვინაიდან კლონირებისას არ ხდება დამატებითი ქრომოსომებით გამრავლება, რჩება იდენტური ქრომოსომების კომპლექტი და საშვილოსნო ზრდის უჯრედის პატრონის იდენტურ არსებას ohmy.gif

ანუ რა ხდება, ჩვენ ვიღებთ ადამიანს იგივე ფიზიოლოგიითა და მსგავსებით, აქ პრობლემა გვექმნება სულთან დაკავშირებით

1. ეძლევა თუ არა სული ადამიანს, მხოლოდ ჩვეულებრივი განაყოფიერების მომენტში?

2. შეიძლება თუ არა ადამიანის ერთი უჯრედი და მისი 46 ქრომოსომა, საშვილოსნოში ამ წესით მოხვედრის შემდეგ - ასე ვთქვათ, განსულიერების ეტაპზე დადგნენ?

პოსტის ავტორი: iraklidze თარიღი: Sep 1 2007, 12:31 AM

მნათე
მე მგონი მაგ კითხვებზე ძნელია პასუხის გაცემა, იმიტომ რომ მასეთი კლონი არ შექმნილა ჯერ. თუ შეიქმნეა მერე დავინახავთ, თუ ის ისეთივე ადამიანი იქნა როგორც ყველაა, ისევე იაზროვნდა და სოციალური გარემოს სრულფასოვანი წევრი გახდა, ე.ი. იგი არანაირად განსხვავდება სხვა ადამიანებისაგან. ე.ი. ისიც პიროვნება იქნება და სულიც ექნება.

თუ ვერ იაზროვნა, ემოციები და გრძობები არ ენქა და ცხოველს დაემგვანა ე.ი. სული არ ქონია და რობოტის მსგავსი არსება გამოვა.

მე უფრო პირველი ვარიანტი იქნება მგონია.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Sep 1 2007, 12:34 AM

ციტატა
თუ ვერ იაზროვნა, ემოციები და გრძობები არ ენქა და ცხოველს დაემგვანა ე.ი. სული არ ქონია და რობოტის მსგავსი არსება გამოვა.


არა, თუ ზრდა დაიწყო ფაქტია რომ იქნება... მაგრამ ფიზიოლოგიით ერთობა არ ნიშნავს სულიერ ერთობას და მეც პრობლემა სწორედ ამიტომ დავსახე საღვთისმეტყველოდ smile.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Sep 1 2007, 10:35 AM

ერთი ვიცი რომ კლონირებული ადამიანი ნორმალური ვერ იქნება.ისე ადამიანის კლონირებაზე მომუშავე მეცნიერებს იმის ამბიცებიც აქვთ რომ ადამიანი კლონირების საშვალებით უკვდავი გახდება

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Sep 1 2007, 10:52 AM

solomony

ციტატა
მეცნიერებს იმის ამბიცებიც აქვთ რომ ადამიანი კლონირების საშვალებით უკვდავი გახდება


ნამეტანს ინდომებენ...

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Sep 1 2007, 01:36 PM

ციტატა(solomony @ Sep 1 2007, 06:35 AM) *

მეცნიერებს იმის ამბიცებიც აქვთ რომ ადამიანი კლონირების საშვალებით უკვდავი გახდება


კლორინებულ ადამიანს მგონი სული არ ექნება, ხო და თუ რამეს დააშავებს კლონირებული ადამიანი მოკლავენ უპრობლემოდ, რადგან უსულოა და ცოდვა არავის დააწვება კისერზე biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Sep 1 2007, 03:12 PM

biggrin.gif biggrin.gif
იქნებ კლონირება არც ისე ცუდია, მაგალითად ცოდვაში არ მოხდება მისი ჩასახვა, ხოდა ცოლ-ქმარი აღარ შესცოდავენ და შვილებს ისე გაიმრავლებენ.
laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Sep 1 2007, 03:19 PM

ციტატა(k@the @ Sep 1 2007, 04:12 PM) *

biggrin.gif biggrin.gif
იქნებ კლონირება არც ისე ცუდია, მაგალითად ცოდვაში არ მოხდება მისი ჩასახვა, ხოდა ცოლ-ქმარი აღარ შესცოდავენ და შვილებს ისე გაიმრავლებენ.
laugh.gif laugh.gif laugh.gif



კლონირებულები უცოდველები იქნებიან ხო? laugh.gif


შევნატროთ? laugh.gif

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Sep 1 2007, 03:30 PM

ციტატა
ცოდვაში არ მოხდება მისი ჩასახვა, ხოდა ცოლ-ქმარი აღარ შესცოდავენ და შვილებს ისე გაიმრავლებენ.

მაგისთვის კლონირება არ არის საჭირო, ექსტრაკორპორალური განაყოფიერებაც სავსებით საკმარისია cool.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Sep 1 2007, 07:46 PM

ბიოეთიკის საკითხებში კაიროსი გვჭირდება smile.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Sep 3 2007, 01:33 PM

რაღაც არ მგონა ეს თემა საღვთისმეტყველო ხაზით განვითარდეს.
არადა მაგარი თემაა. smile.gif
ცოტასაც დავაცდი...

პოსტის ავტორი: iraklidze თარიღი: Sep 3 2007, 01:58 PM

ისე მართლა საინტერესოა, დაუშვათ გაჩნდა კოლონი, აქ მარტო იმაზე კი არაა საუბარი მას სული ექნება თუ არა, წესით ექნება, იმიტომ რომ ისიც ჩვეულებრივი ადამინი იქნება, რა მნიშვნელობა აქ სად განვითარდება. თუ ნაყოფის განვითარება ხდება იგივე გარემოში, რაც დედის საშვილოსნიშია, ე.ი. ისიც ისეთივე იქნება როგორც ყველა. და მასაც ექნება სული.
საინტერესოა, რა სტატუსი ექნბა მას საზოგადოებაში, არც დედა ყავს არც მამა smile.gif.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 3 2007, 04:37 PM

მნათე

ციტატა
1. ეძლევა თუ არა სული ადამიანს, მხოლოდ ჩვეულებრივი განაყოფიერების მომენტში?

2. შეიძლება თუ არა ადამიანის ერთი უჯრედი და მისი 46 ქრომოსომა, საშვილოსნოში ამ წესით მოხვედრის შემდეგ - ასე ვთქვათ, განსულიერების ეტაპზე დადგნენ?




რახან ხდება განაყოფიერება, (ეს განაყოფიერება ინვიტროა თუ ჩვეულებრივი) ეს ნიშნავს, რომ უჯრედს სული ეძლევა, სხვანაირად ის ვერ იცოცხლებდა და ვერ განვითარდებოდა.


კლონირების საშინელება ის არის, რომ იბადება (ხორციელად ) იგივე ადამიანი , ოღონდ პიროვნება სული სხვა არის, როგორც გამიგია, კლონერებული ცხვრები (ჯერ-ჯერობით მხოლოდ ცხოველებზე ტარდება კლონერება, ჩვენ ესე გვეუბნებიან ყოველ შემთხვევაში) აგრესიულები არიან. ეს რატომ ხდება არავინ იცის.

პოსტის ავტორი: iraklidze თარიღი: Sep 3 2007, 08:00 PM

მხევალი ნინო
სვათა შორის მე არსად წამიკითხავს ის ცხვარი აგრესიული იყოო.

განაყოფიერებისას სული თუ ეძლევა რა გამოდის, თუ ნაყოფი ვერ განვითარდა (რაც ხშირია), ე.ი. ადამიანი მოკვდა?

კლონი ნიშნავს გამრავლების და განვითარების სიმულაციას, ისე რომ იგი რეალურისგან არ განსხვავდებოდეს, ასე რომ მე მგონი თუ საერთოდ შესაძლებელი გახდა ეგ, ჩვეულებრივი ადამიანი დაიბადება.
ხომ არის მაგალითად ხელოვნურად გამოყვანილი ცხოველების ან მცენარეების ჯიშები, იმათ არაფერი უჭირთ. ასე იქნება კლონიც.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Sep 3 2007, 08:40 PM

ციტატა
რახან ხდება განაყოფიერება, (ეს განაყოფიერება ინვიტროა თუ ჩვეულებრივი) ეს ნიშნავს, რომ უჯრედს სული ეძლევა, სხვანაირად ის ვერ იცოცხლებდა და ვერ განვითარდებოდა.


ჩემთვის ეს სავსებით გასაგებია, მაგრამ მე მაინტერესებს რა მომენტში ეძლევა ადამიანს სული smile.gif როცა ამ შენს 46 ქრომოსომას საშვილოსნოში მოათავსებენ? მაშინ ეს ღვთაებრივი რამ უნდა აღიბეჭდოს - ამ დროს ხომ მარადისობიდან არსებობაში ახალი პიროვნება შემოვიდა? smile.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Sep 3 2007, 10:44 PM

ციტატა
მაგრამ მე მაინტერესებს რა მომენტში ეძლევა ადამიანს სული

ყველა საიდუმლოს ადამიანის ტვინი ვერ ჩასწვდება.
რაც შეეხება იმას რომ კლონირების საშვალებით როდისმე კაცობრიობამ შექმნას ჩვეულებრვი ადამიანი როგორც ჩვენ ვართ ამას ვერასდროს შესძლებენ.ვნახოთ დრო აჩვენებს.
ისე კი ცხოველებზე გინდაც წარმატებულად განახორციელონ კლონირება ადამიანი ბევრი რამით განსხვავდება ცხოველისაგან რაც ცხოველს არა აქვს გინდაც სული და აშ.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Sep 3 2007, 11:46 PM

QUOTE
ხომ არის მაგალითად ხელოვნურად გამოყვანილი ცხოველების ან მცენარეების ჯიშები, იმათ არაფერი უჭირთ. ასე იქნება კლონიც

ამ აზრს ვერ დავეთანხმები და გაგახსენებთ,კლონირებით მიღებული მცენარეებიც არა თუ ცხოველები ამჟღავნებენ აგრესიას თუნდაც პამიდორი, ის გემო და ის კონსისტენცია უკვე დაკარგულია, შენახვის პირობები განსხვავებულია ეს თავისებური ბიოაგრესიაა. ახლა პამიდორს მეტი არ შეუძლია მაგრამ ცხოველებში შეიმჩნევა მათთვის არადამახასიათებელი ჩვევები რაც პირდაპირ აგრესიაში გამოიხატება. აქ ჩვენ კლონირება არ უნდა აურიოთ ხელ განაყოფიერებაში. ადამიანის შემთხვევაში ხელ განაყოფიერებულს სული ექნება, ხოლო კლონირებულს ჩემის აზრით არა. იმიტომ რომ მას ნებელობა არ ეწნება და თავის უფალი ვერ იქნება. კლონი მიმართული იქნება შემქმნელზე და არა შემომქმედზე, რომელიც მას სრული თავისუფლებით აჯილდოვებს. ხოლო შემქმნელი კლონს რაღაც ფენომენის ირგვლივ აყალიბებს და მისგან მართულია ამიტომ იგი ეშმაკისაა , რომელსაც უბრალოდ არ შეუძლია სულით დაჯილდოვება. კლონმაც შეიძლება იაზროვნოს მაგრამ მისი აზრი ნებელობის გარეშე არაიმპროვიზირებული იქნება და დამოუკიდებელ არსებობას ვერ შეძლებს. ეს რა თქმა უნდა ჩემი აზრია , მაგრამ სიმართლიდან ძალიან შორს არ უნდა იყოს.

პოსტის ავტორი: iraklidze თარიღი: Sep 4 2007, 01:20 AM

ჩემი აზრით, თუ კლონმა ისევე იაზროვნა, ემოცია ექნა, დადებითიც და უარყოფითიც, მაშინ ის სრუფასოვანი ადამინი იქნება და ვერ ვხვდები რატომ არ უნდა ქონდეს მასაც სული. თუ იგი არაფერით განსხვავდება სხვებისაგან, ე.ი. ისიც ჩვეულებრივი ადამინია.

მე მაინც ვერ გავიგე რაში გამოიხატება პამიდორის აგრესიულობა. რა თქმა უნდა ახალი ჯისშის გამოყვანისას ის სხვანაირი იქნება, ვიდრე მისი ორიგინალი, ეგაა ჯიშის გამოყვანის იდეა, რატომაა ეს აგრესიულობა?

და კიდე ერთი, რატომაა ყველაფერი რაც ახალია ეშმაკის, ყოველ შემთხვევაში, ახლ აღმოჩენებს ყოველთვის ეშმაკს მიაწერენ, და მერე როცა ყველა დარწმუნდება რომ კაცობრიობისთვის კარგი გამოდგა, მერე აღარაა ეშმაკის.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Sep 4 2007, 01:56 AM

QUOTE(iraklidze @ Sep 4 2007, 02:20 AM) *

ჩემი აზრით, თუ კლონმა ისევე იაზროვნა, ემოცია ექნა, დადებითიც და უარყოფითიც, მაშინ ის სრუფასოვანი ადამინი იქნება და ვერ ვხვდები რატომ არ უნდა ქონდეს მასაც სული. თუ იგი არაფერით განსხვავდება სხვებისაგან, ე.ი. ისიც ჩვეულებრივი ადამინია.

მე მაინც ვერ გავიგე რაში გამოიხატება პამიდორის აგრესიულობა. რა თქმა უნდა ახალი ჯისშის გამოყვანისას ის სხვანაირი იქნება, ვიდრე მისი ორიგინალი, ეგაა ჯიშის გამოყვანის იდეა, რატომაა ეს აგრესიულობა?

და კიდე ერთი, რატომაა ყველაფერი რაც ახალია ეშმაკის, ყოველ შემთხვევაში, ახლ აღმოჩენებს ყოველთვის ეშმაკს მიაწერენ, და მერე როცა ყველა დარწმუნდება რომ კაცობრიობისთვის კარგი გამოდგა, მერე აღარაა ეშმაკის.


კლონირება ისეთია დაახლოებით როგორც ვეგეტაციური გამრავლება ცუდი გაგებით. იმიტომ რომ ვეგეტაციური გამრავლება დედის მხოლოდ ზოგ თვისებებს იმეორებს და ისიც სუსტად. კლონი გამრავლება არაა იგი აშენებაა და ამიტომ ნებელობა არ ექნება აქედან გამომდინარე არც დამოუკიდებელი აზროვნება და არც ემოცია , ესენი ყველაფერი ამშენებელზე იქნება დამოკიდებული ე.ი. იგი დამოუკიდებელი არ იქნება . მეტი როგორ აგიხსნა რავი ღრმად გააანალიზე და არაა ძნელი მისახვედრი და ეს კანონი კი არაა ეს სხვადასხვა შეხედულებების ლოგიკური დასკვნაა ჯერჯერობით რაც შეიძლება არასსწორი იყოს ექსპერიმენტში მაგრამ ეჭვი მეპარება რომ ასე არ იყოს

პამიდორზე... გენეტიკური ცვლილებებით დამახინჯებული სახეობები იქნა მიღებული და ეს არაბუნებრიობა არის აგრესიულობა თუ არა პამიდორი კი არ გეცემა და გიკბენს. ეს აგრესიულობა არაბუნებრივმა გენეტიკურმა ცვლილებებმა განაპირობა და მათ როგორც წესი ხშირად სქესობრივი გამრავლების უნარი არ გააჩნიათ. ხომ გაგიგონია ჰოლანდიური კიტრი დავთესე და მეორე წელს არ ამოვიდაო ეს იმიტომ რომ კლონირებული იყო და არა იმიტომ რომ ჯიშის საიდუმლო არ გავრცელდესო.ეს ბუნების კანონია და არაბუნებრივის გავრცელებას არ უშვებს. მიჩურინს 600გრამიან ანტონოვკის(ვაშლია)გამოგონება
ში პრემიები მიცეს ახალი ჯიში გამოიგონაო მაგრამ ის ვაშლი 10 წელიწდში ისევ უსურიის პანტა გახდა და ჩაფლავდენ მიჩურინს კიკინაღამ ყოფა იტირეს.. ნუ ამ საკითხზე ბევრი შეიძლება ისაუბრო მე ამ საკითხებს კარგად ვიცნობ და იმიტო ვწერ ასე. თუმცა რაღაც ნიუანსებში შეიძლება ვცდები მაგრამ კიდევ გავიმეორებ , რომ არა მგონი ვცდებოდე. ამჟამად ცნობილი თეორიები ამის საწინააღმდეგოა.

პოსტის ავტორი: MANAXH თარიღი: Sep 6 2007, 12:38 PM

არა მგონია კლონირებამ გაამართლოს, და ისედაც უფლის მოვალეობაში შეჭრასავით გამოდის, ადამიანი ქმნის ახალ ადამიანს, თან მას როგორიც უნდა. ჩემი აზრით ესაა მთავარი მიზეზი რომ არ გაამართლებს

პოსტის ავტორი: егри თარიღი: Sep 8 2007, 02:59 PM

კლონირებული ადამიანი ამ საუკუნის ბოლომდე მოევლინება დედამიწას და მას სული არ ექნება, ვინადან საერთოდ ადამიანებს არ აქვთ სული. wink.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 8 2007, 03:17 PM

егри

ციტატა
ვინადან საერთოდ ადამიანებს არ აქვთ სული

ohmy.gif ohmy.gif ohmy.gif
ეგ საიდან იცი?

პოსტის ავტორი: егри თარიღი: Sep 8 2007, 03:19 PM

მართა

ციტატა
ეგ საიდან იცი?

ბიოლოგიურ ლაბორატორიაში ვმუშაოდ აშშ-ში.
მრავალი ექსპერიმენტი გვაქვს ჩატარებული მაგის დასადგენად.

შენ რაიმე საწინააღმდეგო ინფორმაციას ხომ არ ფლობ?

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 8 2007, 03:30 PM

егри
უკვე სინჯარებშიც ეძებთ სულს?

პოსტის ავტორი: егри თარიღი: Sep 8 2007, 03:40 PM

მართა

ციტატა
უკვე სინჯარებშიც ეძებთ სულს?

ყველგან ვეძებეთ და არ არის.

შენ თუ შეგიმჩნევია სადმე მომაწოდე ინფორმაცია. დიდად დაეხმარები მეცნიერების განვითარებას.

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 8 2007, 03:47 PM

მეცნიერულად არასოდეს მიძებნია იგი ჩემს გულშია და და ყველაზე მეტად ის მაშინებს რომ ჩემთან მყოფი არ დავკარგო ამისთვის ვცხოვრობ! რას ვიზამთ ზოგი მეცნიერებით საზრდოობს ზოგი სულიერებით ზოგი კი მხოლოდ სიყვარულით.მე მეცნიერიც მინახავს და უმეცარიც, ათეისტიც სხვათაშორის და კიდევ ჩემს უკიდეგანოდ გადაკარგულ სოფელში სადაც წერა-კითხვაც არ იციან ისინიც,მაგრამ მათთან სიყვარულია და ამით იპოვეს უფალი და მათთან საუბარი იმ ჩემ ნანახ და გაცნობილ მეცნიერბთან ნასაუბრებს თუ არ ჯობია არანაკლებია! tongue.gif

პოსტის ავტორი: егри თარიღი: Sep 8 2007, 03:50 PM

მართა

ციტატა
მეცნიერულად არასოდეს მიძებნია იგი ჩემს გულშია და და ყველაზე მეტად ის მაშინებს რომ ჩემთან მყოფი არ დავკარგო ამისთვის ვცხოვრობ! რას ვიზამთ ზოგი მეცნიერებით საზრდოობს ზოგი სულიერებით ზოგი კი მხოლოდ სიყვარულით.მე მეცნიერიც მინახავს და უმეცარიც, ათეისტიც სხვათაშორის და კიდევ ჩემს უკიდეგანოდ გადაკარგულ სოფელში სადაც წერა-კითხვაც არ იციან ისინიც,მაგრამ მათთან სიყვარულია და ამით იპოვეს უფალი და მათთან საუბარი იმ ჩემ ნანახ და გაცნობილ მეცნიერბთან ნასაუბრებს თუ არ ჯობია არანაკლებია!

რააა?

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 8 2007, 03:52 PM

რა რააააააა?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)