თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ უცხოური საეკლესიო ტერმინოლოგიების განმარტებანი

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Sep 6 2007, 09:58 PM

ჩვენს ფორუმელსა და კაი ადამიანის staywightს თხოვნას ვასრულებ და ვხსნი ამ თემას, მას აქვს სტატიები წმინდანებზე და უცხოურ საეკლესიო ტერმინებს ვერ აქართულებს შესაბამისად, ასე რომ მცოდნეებო-მაგ:კანონისტო გვიშველე ახლა biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 6 2007, 10:06 PM

როგორ ითარგმნება ქართულად : (სერბულია,მაგრამ რამდენადაც რუსულს გავს ალბათ გეცოდინებათ)

1.преподобни
2.протопоп
3.ерей (ереj)---რა განსხვავებაა священик-სა და ерей-ს შორის?
4.иноци

მადლობთ

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 6 2007, 10:28 PM

ციტატა
1.преподобни
2.протопоп
3.ерей (ереj)---რა განსხვავებაა священик-სა და ерей-ს შორის?
4.иноци


1. ღირსი
2. პროტოპრესვიტერს ამბობენ, მთლად ქართული არაა, მაგრამ ასე იხმარება.
3. განსხვავება არ ვიცი unsure.gif
4. инок არის ეგ? ბერი ალბათ

აბა ჩაერთეთ კიდევ მცოდნეები smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 6 2007, 10:46 PM

მარიამი,

მადლობთ!
მგონი инок-ია ხო მრავლობითში.
2kiss.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 6 2007, 10:51 PM

ციტატა(staywhite @ Sep 6 2007, 09:46 PM) *

მარიამი,

მადლობთ!
მგონი инок-ია ხო მრავლობითში.
2kiss.gif

გაიხარე 2kiss.gif
მე-3 პუნქტთან დაკავშირებით ერთი აზრი გამიჩნდა და თუ ვცდები შემისწორებენ იმედია (სად ხართ, დათოებო? biggrin.gif ). ეგ ორივე ერთიდაიგივე უნდა იყოს, უბრალოდ ერთი ბერძნულ სიტყვას ჰგავს და მეორე რუსულია.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 6 2007, 10:55 PM

მარიამ,

გეიხარე.

ახლა როგორაა იცი,ჩემი მოძღვარი იწოდება ერეი-ად, მაგრამ სხვა მღვდელების სიას როცა ვკითხულობ, იქ ზოგი ერეია,ზოგი სვეშენიკ,ესეიგი რაღაც იერარქიული განსხვავება მაინც უნდა იყოს. არ ვიცი, თარგმანში ალბათ მღვდელი გამოდგება.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 6 2007, 10:56 PM

ციტატა(staywhite @ Sep 6 2007, 09:55 PM) *

ახლა როგორაა იცი,ჩემი მოძღვარი იწოდება ერეი-ად, მაგრამ სხვა მღვდელების სიას როცა ვკითხულობ, იქ ზოგი ერეია,ზოგი სვეშენიკ,ესეიგი რაღაც იერარქიული განსხვავება მაინც უნდა იყოს. არ ვიცი, თარგმანში ალბათ მღვდელი გამოდგება.

დეკანოზი და მღვდელი ხომ არაა ნეტა? unsure.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 6 2007, 11:07 PM

მარიამ,

არ ვიცი, იქნებ ვინმემ იცოდეს.
და კიდევ ერთი შეკითხვა: ღირსს ვიზე ამბობენ ხოლმე? მე ახლა ვთარგმნი ერთ სტატიას , რომელიც არის ერთერთი თანამედროვე სასულიერო პირის მიერ დაწერილი (თუმცა დავადგენ ჩემი მოძღვრის საშუალებით ინფოს ამ ავტორის შესახებ და ეგებ ცხადი გახდეს), და ეს ავტორი მამაო იწოდება
Преподобни отац Јустин Ћелијски.
როდის იწოდება რომელიმე სასულიერო პირი ღირს მამად?


პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 6 2007, 11:21 PM

ეგ უკვე აღარ ვიცი ზუსტად.
საერთოდ, ღირსად იწოდება ადამიანი, რომელმაც მიაღწია სიწმიდეს მონაზვნურ ღვაწლში.
მაგრამ ზუსტად ვერ ვიტყვი, მარტო წმინდანებს უწოდებენ ასე, თუ ვინც წმინდანად კანონიზირებული არაა, იმათაც unsure.gif

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Sep 7 2007, 12:14 AM

ციტატა
როდის იწოდება რომელიმე სასულიერო პირი ღირს მამად?


მგონი პატივისცემის ნიშნად შეიძლება მოიხსენიონ ცოცხალი სასულიერო პირი ღირსად, მაგ. ღირსო (ან პატიოსანო) მამაო, გვაკურთხენ!

Иерей და Священник რუსულად სინონიმებია, სერბულ ეკლესიაში როგორაა არ ვიცი. დეკანოზია - Протоиерей
ციტატა
ეგ ორივე ერთიდაიგივე უნდა იყოს, უბრალოდ ერთი ბერძნულ სიტყვას ჰგავს და მეორე რუსულია.

სწორად მიხვდი smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 7 2007, 12:23 AM

athos,

მადლობთ.
თარგმანს რომ მოვრჩები მერე თუ ვინმე თქვენგანი სტილისტიკას გადახედავთ,უფრო მადლიერი დავრჩები.

წინასწარ მადლობა

პ.ს. ისე თუ შეიძლება ამ თემაშივე რომ ვინმემ ჩამოწეროს სამღვდელოებრივი იერარქია? ძალიან გამახარებთ.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 7 2007, 12:57 AM

staywhite

ციტატა
ерей (ереj)---რა განსხვავებაა священик-სა და ерей-ს შორის?

იერეი არის მღვდელი

სვიაშჩენნიკ - ხუცესი, რომლის შესატყვისია ბერძნული პრეზვიტეროს.

აქვე:
მონაზონი - რუს. მონახ - ბერძნ. მონახის
ბერი - რუს. სტარეც - ბერძნ. ღერონტოს

ციტატა(staywhite @ Sep 7 2007, 12:23 AM) *

პ.ს. ისე თუ შეიძლება ამ თემაშივე რომ ვინმემ ჩამოწეროს სამღვდელოებრივი იერარქია? ძალიან გამახარებთ.


ტაძრის მსახურთა დასი:
კერძო დიაკონი - იპოდიაკონ
მნათე - პონომარ
მედავითნე - ჩტეც
მგალობელი - პევეც

დიაკონნი:
(თეთრი, ანუ ცოლიანი):
დიაკონი - დიაკონ
პროტოდიაკონი - პროტოდიაკონ

(შავი, ანუ ბერები):
ბერდიაკონი - იეროდიაკონ
არქიდიაკონი - არხიდიაკონ

მღვდელნი:
(თეთრი):
მღვდელი - იერეი
დეკანოზი - პროტოიერეი
პროტოპრესვიტერი - პროტოპრესვიტერ

(შავი):
მღდელმონაზონი - იერომონახ
იღუმენი - იგუმენ
არქიმანდრიტი - არხიმანდრიტ

მღვდელმთავარნი (ყველა ბერია):
ეპისკოპოსი - ეპისკოპოს
მთავარეპისკოპოსი - არხიეპისკოპოს
მიტროპოლიტი - მიტროპოლიტ

კათოლიკოსი - კატოლიკოს
პატრიარქი - პატრიარხ

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 7 2007, 01:26 AM

კანონისტი,

მადლობაზე დიდი მადლობა smile.gif

შიგა და შიგ შეგაწუხებთ თქვენი ნებართვით კიდევ .

smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 7 2007, 11:12 AM

მარიამი

ციტატა
иноци
4. инок არის ეგ? ბერი ალბათ


კი, სლავური ენის გრამატიკული წესია, რომ ბგერა к მრავლობითში, ან ზოგიერთ ბრუნვაში გადაიქცევა ц-დ. სხვათა შორის, უკრაინულ ენაში დღემდე შემორჩენილია ეს წესი.... smile.gif

მაგ. требник - въ требнице


staywhite
გაიხარე 2kiss.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 14 2007, 02:30 PM

დამეხმარეთ გთხოვთ:

Ваведење Пресвете Богородице - ეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ნიშნავს ქართულად? თუ როგორ .. sad.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 14 2007, 10:04 PM

მეგობრებო, ეგება გამონახოთ დრო smile.gif

подвиг ეს ვიცი რასაც ნიშნავს, მაგრამ როგორ უნდა ვთარგმნო რომელიმე სასულიერო პირის მიმართებაში ეს სიტყვა? ტერმინს ვერ ვიხსენებ . ამ ენაზე კი ვიცი რაცაა, მაგრამ ქართული შესატყვისი ?

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Sep 14 2007, 10:15 PM

ალბათ ღვაწლი შეესაბამება აზრობრივად fiqri.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 14 2007, 10:22 PM

ათოს,

მეც ეგ ვიფიქრე, მაგრამ ღვაწლი სხვა სიტყვითაა გადმოცემული : ზასლუგა (გავს რუსულს ) , არ ვიცი, შეიძლება არა . მაგრამ ამ ფორუმზე რომელიღაც თემაში წავიკითხე მონაზნებზე და ეწერა რომ ეს მოვალეობააო (რაღაცაზე) და ეს კი გმირობაო. ხოდა არ შევცდე რა ვიცი, ვეძებ მსგავს სტატიებს და ეგება მივაგნო.

მადლობა ათოს smile.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Sep 23 2007, 03:37 PM

ციტატა(staywhite @ Sep 14 2007, 10:04 PM) *

მეგობრებო, ეგება გამონახოთ დრო smile.gif

подвиг ეს ვიცი რასაც ნიშნავს, მაგრამ როგორ უნდა ვთარგმნო რომელიმე სასულიერო პირის მიმართებაში ეს სიტყვა? ტერმინს ვერ ვიხსენებ . ამ ენაზე კი ვიცი რაცაა, მაგრამ ქართული შესატყვისი ?



ციტატა(athos @ Sep 14 2007, 10:15 PM) *

ალბათ ღვაწლი შეესაბამება აზრობრივად fiqri.gif



ციტატა(staywhite @ Sep 14 2007, 10:22 PM) *

ათოს,

მეც ეგ ვიფიქრე, მაგრამ ღვაწლი სხვა სიტყვითაა გადმოცემული : ზასლუგა (გავს რუსულს ) , არ ვიცი, შეიძლება არა . მაგრამ ამ ფორუმზე რომელიღაც თემაში წავიკითხე მონაზნებზე და ეწერა რომ ეს მოვალეობააო (რაღაცაზე) და ეს კი გმირობაო. ხოდა არ შევცდე რა ვიცი, ვეძებ მსგავს სტატიებს და ეგება მივაგნო.

მადლობა ათოს smile.gif

პოდვიგი ამ შემთხვევაში ნამდვილად ღვაწლია, თანამედროვე საერო რუსულში კი გმირობა.ზასლუგა დამსახურებას ნიშნავს

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 15 2008, 05:44 AM

პაროხია-ს რა ქვია ქართულად? ვერ ვიხსენებ, თორემ ვიცი რაცაა.

მადლობა წინასწარ.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 15 2008, 05:54 AM

ციტატა
პაროხია

ვგონებ მრევლია, პარიშ ინგლისურად, პაროკია იტალიურად...

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 15 2008, 06:01 AM

მეც სამრევლო მგონია ქართულად, პაროხიაშია წასულიო, გამიგონია და სამრევლო იქნება, თუ არსებობს ასეთი ტერმინი. მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 17 2008, 03:16 AM

შემახსენეთ გთხოვთ, როგორაა ქართულად "ბლაგოდატ" sad.gif 1 საათია ვფიქრობ და ვერ გავიხსენე, არსი ვიცი.

მადლობთ.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 17 2008, 03:22 AM

ციტატა
ბლაგოდატ

მადლი smile.gif

აქედან "ბლაგოდარიუ" - "გმადლობ" ( ევხარისტო-გრაცია)

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 17 2008, 03:26 AM

მადლობა კაიროს smile.gif მაგრამ მადლს მაგ ტერმინის გარდა კიდევ სხვა სინონიმიც აქვს სერბულში და რომ დავრწმუნებულიყავი ერთიდაიგივეობაში, კითხვა ვამჯობინე, სხვადასხვა კონტექსტებში გამოიყენება "ბლაგოდატ" და "врлина" smile.gif

მადლობა, თუ რუსულად მასეა, ზუსტად ეგ იქნება მათთანაც (არსი მესმის ხოლმე, მაგრამ მაინც ვჭოჭმანობ sad.gif )

პ.ს. ქართულში მადლს სხვა სინონიმი არ აქვს ხომ? unsure.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 17 2008, 03:28 AM

ციტატა
არსი მესმის ხოლმე, მაგრამ მაინც ვჭოჭმანობ

მასე სჯობს, ეგაა მეცნიერული მიდგომა, მუდმივი გადამოწმება smile.gif
ციტატა
врлина

საინტერესოა, რაა ამ სიტყვის ეტიმოლოგია? რუსულიდან ვერ ვხვდები...
არადა სერბებთან როცა ვარ ხოლმე, ასეთუისე რუსულით რაღაცას ვაგებინებ wink.gif

ციტატა
ქართულში მადლს სხვა სინონიმი არ აქვს ხომ

ჰმ, არ ვიცი, წყალობა, ალბათ, ეგ ცქნაფოს კითხე smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 17 2008, 03:31 AM

არ ვიცი, კაიროს, რუსულთან врлина-ს რაიმე კავშირი თუ აქვს, მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო "საერო" შემთხვევებში გამოიყენება, რელიგიური დატვირთვით კი 'ბლაგოდატ'.

გააგებინებ რუსულად, ცხადია, ზოგს ისინი ხვდებიან, ზოგსაც რუსულად მოსაუბრე: აი, ამ ტერმინის განმარტება, დარწმუნებული ვარ მიხვდები თარგმნის გარეშეც:

Врлина је способност моралног, хуманог и умног деловања личности у складу са највишим људским и божанским нормама.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 17 2008, 07:19 AM

მაპატიეთ, სულ რომ რაღაც შეკითხვა მაქვს sad.gif

ამ წმინდანს ქართულად რა ქვია: Свети Марко Подвижник - ?

(ღვაწლმოსილი?unsure.gif )

პოსტის ავტორი: მეხელი თარიღი: Feb 17 2008, 01:22 PM

ახლახანს ახალ ქართულად თარგმნილ "სათნოებათმოყვარეობის" ("დობროტოლუბიეს") ნაწილში ეს წმინდა მამა მოხსენიებულია როგორც მარკოზ განშორებული, მთარგმნელის კომპეტენტურობაში ეჭვს ვერ შევიტან, თანაც ასეთ მარტივ საქმეში, თუმცა არ ვიცი ბერძნულად როგორ არის, რუსულად კი ვიცი, რომ სერბულის მსგავსად Марк Подвижник არის.
ვეცდები უფრო მეტი ინფორმაცია მოვიძიო.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 21 2008, 10:15 PM

კიდევ რისი გარკვევა მინდოდა , იმედია დამეხმარებით: სლავურ ენებში არის дух და душа. ქართულად მგონი მხოლოდ ერთი სიტყვა შეესაბამება "სული", თუ არ ვცდები. იქნება გამარკვიოთ, თარგმნის დროს როგორ განვასხვავო ეს ორი სიტყვა ერთმანეთისგან, ორიგინალში რათქმაუნდა მესმის ორივეს მნიშვნელობა, რომლებიც იდენტური არ არის.

დიდი მადლობა დახმარებისთვის.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 21 2008, 10:21 PM

staywhite
სხვადასხვაა yes.gif
дух - სული (ბერძნ. პნევმა)
душа - სამშვინველი (ბერძნ. ფსიხის)

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Mar 23 2008, 03:56 PM

ციტატა(staywhite @ Mar 21 2008, 10:15 PM) *

კიდევ რისი გარკვევა მინდოდა , იმედია დამეხმარებით: სლავურ ენებში არის дух და душа. ქართულად მგონი მხოლოდ ერთი სიტყვა შეესაბამება "სული", თუ არ ვცდები. იქნება გამარკვიოთ, თარგმნის დროს როგორ განვასხვავო ეს ორი სიტყვა ერთმანეთისგან, ორიგინალში რათქმაუნდა მესმის ორივეს მნიშვნელობა, რომლებიც იდენტური არ არის.

დიდი მადლობა დახმარებისთვის.



ციტატა(კანონისტი @ Mar 21 2008, 10:21 PM) *

staywhite
სხვადასხვაა yes.gif
дух - სული (ბერძნ. პნევმა)
душа - სამშვინველი (ბერძნ. ფსიხის)
ზოგიერთ კონტექსტში ორივესე შეგიძლია სული იხმარო, დაკონკრეტებას თუ არ მოითხოვს. სამშვინველი ბევრს არც გაუგია.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 23 2008, 06:25 PM

ციტატა(M.M. @ Mar 23 2008, 12:56 PM) *

ზოგიერთ კონტექსტში ორივესე შეგიძლია სული იხმარო, დაკონკრეტებას თუ არ მოითხოვს. სამშვინველი ბევრს არც გაუგია.


M.M.

გასაგებია, ჩვეულებრივ საერო შემთხვევებში იქნებ ერთი სიტყვით ავღწეროთ ეს ორი ტერმინი, მაგრამ როცა რელიგიური ტექსტებია, იქ საჭიროებს აშკარა განსხვავებას. ვთარგმნი ახლა რაღაცას და მერე გაჩვენებ, რომ აუცილებელია გამიჯვნა.

მადლობა შენც და დათოსაც პასუხისათვის 2kiss.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 24 2008, 02:03 AM

ეს ტერმინოლოგია ანგელოზზე ვკითხულობდი და იქ ვნახე, გთხოვთ დაწეროთ ქართულად როგორ იწოდება წითლად გაფერადებული სიტყვები, სინქრონულად ვიცი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული თუ შეესაბამება სწორად.
ანუ აქ მოყვანილია ანგელოსთა დასის 9 "წრე" და როგორ ითარგმნება ქართულად.

მადლობა წინასწარ:


Престоли, Начала, Власти, Серафими, Херувими, Господства, Силе, Архангели и ангели

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Mar 24 2008, 01:02 PM

ციტატა(staywhite @ Mar 23 2008, 06:25 PM) *

M.M.

გასაგებია, ჩვეულებრივ საერო შემთხვევებში იქნებ ერთი სიტყვით ავღწეროთ ეს ორი ტერმინი, მაგრამ როცა რელიგიური ტექსტებია, იქ საჭიროებს აშკარა განსხვავებას. ვთარგმნი ახლა რაღაცას და მერე გაჩვენებ, რომ აუცილებელია გამიჯვნა.

მადლობა შენც და დათოსაც პასუხისათვის 2kiss.gif
ვიცი კაცო, ზოგან აუცილებელია. ისე, რა მთარგმნელობით მოღვაწეობას ეწევი?


ციტატა(staywhite @ Mar 24 2008, 02:03 AM) *

ეს ტერმინოლოგია ანგელოზზე ვკითხულობდი და იქ ვნახე, გთხოვთ დაწეროთ ქართულად როგორ იწოდება წითლად გაფერადებული სიტყვები, სინქრონულად ვიცი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული თუ შეესაბამება სწორად.
ანუ აქ მოყვანილია ანგელოსთა დასის 9 "წრე" და როგორ ითარგმნება ქართულად.

მადლობა წინასწარ:
Престоли, Начала, Власти, Серафими, Херувими, Господства, Силе, Архангели и ангели
უფრო სწორად ანგელოზთა 9 დასი. შენს მიერ ჩამოთვლილი თანმიმდევრობით ასეა: საყდარნი, მთავრობანი, ხელმწიფებანი, უფლებანი, ძალნი. ისე, ზემოდან ქვემოთ იერარქია მასე არაა, არეულად გიწერია.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 24 2008, 01:05 PM

ციტატა(M.M. @ Mar 24 2008, 10:02 AM) *

ვიცი კაცო, ზოგან აუცილებელია. ისე, რა მთარგმნელობით მოღვაწეობას ეწევი?
უფრო სწორად ანგელოზთა 9 დასი. შენს მიერ ჩამოთვლილი თანმიმდევრობით ასეა: საყდარნი, მთავრობანი, ხელმწიფებანი, უფლებანი, ძალნი. ისე, ზემოდან ქვემოთ იერარქია მასე არაა, არეულად გიწერია.


მადლობა M.M. 2kiss.gif ესეიგი ზუსტად ისე ითარგმნება, როგორც "საერო" შემთხვევებში.

ხანდახან, როცა "იზოლაციაში" ვარ ვთარგმნი ხოლმე, სხვა პრასვეტი არ მაქვს biggrin.gif

მე არ დამიწერია ეგ მიმდევრობა, წმინდა ნიკოლოზ სერბის დაწერილია smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 3 2008, 10:14 PM

როგორ არის ქართულად: Икос ?

მადლობა წინასწარ.

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Apr 3 2008, 11:41 PM

ციტატა(მარიამი @ Sep 6 2007, 10:28 PM) *

1. ღირსი
2. პროტოპრესვიტერს ამბობენ, მთლად ქართული არაა, მაგრამ ასე იხმარება.
3. განსხვავება არ ვიცი unsure.gif
4. инок არის ეგ? ბერი ალბათ

აბა ჩაერთეთ კიდევ მცოდნეები smile.gif

И́нок (инокиня) (словообразовательная калька аналогичная др.-греч. μοναχός, образованная от др. русск. «инъ» — один) — православный монах; монах малой схимы.



ციტატა(staywhite @ Apr 3 2008, 10:14 PM) *

როგორ არის ქართულად: Икос ?

მადლობა წინასწარ.

Икос - церковное песнопение, восхваляющее и прославляющее чествуемого святого и церковное событие

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Apr 4 2008, 12:17 AM

დიდი მადლობა, სანდრო smile.gif

როგორც თამარი_ცქნაქომ მითხრა, ქართულადაც "იკოსი" იხმარება. მე თარგმანი მაინტერესებდა, მაგრამ თურმე ასევე ქვიებია. მადლობა ორივეს 2kiss.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Apr 4 2008, 11:13 AM

ციტატა(staywhite @ Mar 24 2008, 01:05 PM) *

მე არ დამიწერია ეგ მიმდევრობა, წმინდა ნიკოლოზ სერბის დაწერილია smile.gif
ეტყობა უბრალოდ ჩამოთვალა, იერარქიის დაცვის გარეშე.

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 11 2008, 04:32 AM

რა განსხვავებაა ”ცარ”-სა და ”კაროლ”-ს შორის, ანუ თარგმნისას როგორ უნდა განვასხვავო, მეფე და ხელმწიფე თუ ორივე მეფეა? მადლობა წინასწარ.

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 12 2008, 04:05 AM

ღირსი მამა Максим Капсокаливит -> ხომ არ იცით, როგორ ითარგმნება ეს სახელი ქართულად? ან ითარგმნება კი?

მადლობა წინასწარ.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 15 2008, 07:13 PM

nana_007

ციტატა
რა განსხვავებაა ”ცარ”-სა და ”კაროლ”-ს შორის, ანუ თარგმნისას როგორ უნდა განვასხვავო, მეფე და ხელმწიფე თუ ორივე მეფეა? მადლობა წინასწარ.

ერთიდაიგივეა yes.gif

ხელმწიფე არის государь.

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 15 2008, 08:22 PM

მადლობა, დავით smile.gif გოსუდარი არა, ეგენი მაინტერესებდა biggrin.gif

Максим Капсокаливит-ზე არ იცი? იქნება ვინმემ იცოდეს, როგორ იტარგმნება Капсокаливит თუ არ ითარგმნება, რატომღაც მგონია არ არის კერძო სახელი , რაღაც ბერძნულიდან ხომ არაა "კაპსო" და ამბები?

იქნებ იცოდეთ, მადლობთ.

პ.ს. ვნახე ახლა მაკედონიურ ენაზე და იქ წერია, რომ შერქმეულია Капсокаливит, მაგრამ რას ნიშნავსო ვერ გავიგე .

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 15 2008, 08:29 PM

nana_007

ციტატა
Максим Капсокаливит

ამას ვეძებ

და თუ შეგიძლია, იქნებ მითხრა ხსენების დღე როდის არის? უფრო იოლად გიპოვიდი smile.gif

ისე, ბერძნულს ჰგავს.... unsure.gif

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 15 2008, 08:33 PM

ესუნდაიყოს :

Преподобен Максим Капсокаливит -> 26/01/

მაკედონიურად ვნახე ჯინაზე, რაც კარგად არ ვიცი და წერია: наречен Капсокаливит, што значи Паликолиба, ხოდა რაა ეს პალიკოლიბა აზრზე არ ვარ.

დათო, ბერძნულად დაწერის საშუალება არ გაქვს? იქნება უფრო იყოს.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 15 2008, 08:36 PM

nana_007
გინახავ

და ბარემ აქ დაგიწერ:

უცხოეთის ეკლესია-მონასტრების თემაში გეწერა 2 სლავური სიტყვა (ქართულის ნაცვლად sad.gif )
ალტარი - საკურთხეველი
იკონოსტასი - კანკელი

2kiss.gif

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 15 2008, 08:39 PM

ციტატა
ალტარი - საკურთხეველი
იკონოსტასი - კანკელი


მადლობა დავით a025.gif მოვძებნი და ჩავასწორებ smile.gif ვიცოდი ისე , რომ ქართულად სხვა რამე იქნებოდა,მაგრამ ამასაც გაიგებდით ისიც ვიცოდი smile.gif

პ.ს. მარა ალტარი და იკონოსტაზი სლავურია? unsure.gif მე ბერძნულიდან მგონია გადმოღებული.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 15 2008, 08:45 PM

nana_007

ციტატა
Капсокаливит

ბერძნული აღმოჩნდა - კაფსოკალავიტოს. თარგმანში ნიშნავს - ნაჭრების (ძვ. ქართულად - ტალავრის) მწველს. ეს ზედწოდება არ ითარგმნება, ქართულადაც მაქსიმე კავსოკალავიტი ეწოდება

http://www.orthodoxy.ge/tveni/ianvari/13-maqsime.htm

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 15 2008, 08:48 PM

მადლობა , დავით smile.gif წვასთან რომ იყო დაკავშირებული, ეგ იმ მაკედონიულში მივხვდი, მაგრამ ზუსტად რას გულისხმობდა ვერა smile.gif

ე.ი. ასევე მოიხსენიება ქართულადაც .

Хвала лепо ! yvavilebi.gif


პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 15 2008, 08:52 PM

nana_007

ციტატა
მარა ალტარი და იკონოსტაზი სლავურია? მე ბერძნულიდან მგონია გადმოღებული

როგორაა იცი, ალტარი და იკონოსტაზი გასლავურებული გამოთქმებია (თორემ მართალი ხარ, წარმოშობით არცერთი არ არის სლავური)

ალტარი ლათინურია - altare, მომდინარეობს სიტყვიდან adolere, ანუ დაწვა, ადგილი სადაც იწვება აღსავლენი მსხვერპლი

იკონოსტაზი ბერძნულია - εικωνόστασις გამოითქმის "იკონოსტასის" და ნიშნავს ხატების სადგამს

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Aug 31 2008, 08:01 PM

კანონისტი
Χριστος Aνεστη-ს საგალობლის ტექსტი შეგიძლია ზუსტად მითარგმნო? smile.gif

ჩემი კოჭლი ბერძნულით კი მესმის მაგრამ მაინც ტექსტთან რაც შეიძლება ახლოს მინდა user.gif

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 31 2008, 09:51 PM

QUOTE(nana_007 @ May 12 2008, 03:05 AM) *

ღირსი მამა Максим Капсокаливит -> ხომ არ იცით, როგორ ითარგმნება ეს სახელი ქართულად? ან ითარგმნება კი?

მადლობა წინასწარ.



კაფსოკალიველი.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 31 2008, 10:00 PM

T.L.
ზუსტად ისაა სიტყვა-სიტყვით, რაც ჩვენ გვაქვს:

Χριστός ανέστη εκ νεκρών, θάνατω θάνατον πατήσας, και τοις εν τοις μνήμαση, ζωήν χαρίσαμενον
ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა, ცხოვრების მიმნიჭებელი

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Aug 31 2008, 10:04 PM

კანონისტი
მმმმმ.... ეგ მერე აღარ გრძელდება? მე რაც მოვისმინე საგალობელი (სამწუხაროდ მე არ მაქვს ტორემ დავდებდი) მაგის მერე გრძელდდებოდა კიდევ და რაღა დაგიმალო სწორედ ის ნაწილი მაინტერესებდა.

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Mar 2 2009, 03:07 PM

საბაოთ-

ადონაი-

ალილუია-

იაჰვე-

ლუციფერი
-

თუ შეიძლება მითარგმნეთ smile.gif



პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 2 2009, 03:23 PM

ციტატა(inaina @ Mar 2 2009, 03:07 PM) *

თუ შეიძლება მითარგმნეთ smile.gif


საბაოთ (ებრ - ცევაოთ) - მხედრობათა

ადონაი (ებრ) - უფალი

ალილუია (ებრ - ჰალლელუ იაჰ) - აქებდით ღმერთსა

იაჰვე (ებრ. - იეჰოვა, იეჰუა) - მარად მყოფი

ლუციფერი (ლათ) - სინათლის მომტანი

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 2 2009, 03:33 PM

კანონისტი

ციტატა
ლუციფერი (ლათ) - სინათლის მომტანი

blink.gif დათ, და ეს რატომ ასე? ეშმაკს ასე ქვია? ohmy.gif ცეცხლი იგულისხმება ვითომ?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 2 2009, 03:37 PM

staywhite

ციტატა
დათ, და ეს რატომ ასე? ეშმაკს ასე ქვია?

ის ხომ თავიდანვე სინათლის ანგელოზი იყო kiss1.gif თან, მთავარანგელოზი

ყველა მთავარანგელოზს ხომ "-ელ"-ზე უმთავრდება სახელი, მას კი ებრაულად ერქვა "ბელზებუელ" - დაახლოებით იმავე მნიშვნელობით. შუა საუკუნეებში ითარგმნა ლათინურად.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 2 2009, 03:46 PM

კანონისტი
მადლობა 2kiss.gif

პ.ს. სპარსულ-არაბული სიტყვა "ზებურ" ალბათ მგონი სინათლეს (*რაღაც ნათებასთან კავშირშია მგონი, კატოს შეუძლია დააზუსტოს) ნიშნავს unsure.gif და იქნებ სწორედ ებრაულიდან მოდის.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 2 2009, 04:03 PM

staywhite
შეიძლება 2kiss.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Mar 2 2009, 04:57 PM

ციტატა(კანონისტი @ Mar 2 2009, 03:23 PM) *

საბაოთ (ებრ - ცევაოთ) - მხედრობათა

ადონაი (ებრ) - უფალი

ალილუია (ებრ - ჰალლელუ იაჰ) - აქებდით ღმერთსა

იაჰვე (ებრ. - იეჰოვა, იეჰუა) - მარად მყოფი

ლუციფერი (ლათ) - სინათლის მომტანი

დიდი მადლობა smile.gif
ციტატა
იაჰვე (ებრ. - იეჰოვა, იეჰუა) - მარად მყოფი

ეს თუ ითარგმნება რაღა ყოფილა სადავო??
როგორც ვიცით საკუთარი სახელები თარგმანს არ ექვემდებარება unsure.gif

მაპატიეთ თუ ძალიან ჩაუხედავი ვარ ამ საკითხებში,მაგრამ ეს აზრი მომივიდა მაშინვე,როგორც კი თარგმანი დავინახე.ადრეც ვიცოდი,ოღონდ მცირე განსხვავებით,მაგალითად:

საბაოთ-მებრძოლი ღმერთი
იაჰვე-მე ვარ რაც ვარ.


შეიძლება ეს თარგმანი არ იყო სწორი უბრალოდ და ასე დამამახსოვრდა

დიდი მადლობა staywhite-ს დახმარებისთვის smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 2 2009, 05:01 PM

inaina

ციტატა
როგორც ვიცით საკუთარი სახელები თარგმანს არ ექვემდებარება

რას გულისხმობ?

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Mar 2 2009, 05:03 PM

ციტატა(კანონისტი @ Mar 2 2009, 05:01 PM) *

inaina

რას გულისხმობ?

მაგალითად ნინო ყველა ენაზე არის ნინო და ვერ ვთარგმნით smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 2 2009, 05:39 PM

inaina

ციტატა
მაგალითად ნინო ყველა ენაზე არის ნინო და ვერ ვთარგმნით

ჯერ ერთი, არსებობს სახეცვლილი შესატყვისები: ნინო, ნინა, ნუნნე (გიორგი, გიორგიოს, ჯორჯ, ჟოღჟ, ჯორჯო, ხორხე...; ნიკოლოზი, ნიკოლაი, ნიკოლას, კლაუს, მიკოლა....)

მეორეც, ისინი, ვინც იმას ამტკიცებენ, რომ ეს ღვთის სახელია, სწორედ ამას წერენ, რომ "იეჰოვა" არ უნდა გვეთარგმნა

ხოლო ის, რომ მას შინაარსობრივი მნიშვნელობა აქვს მისი, როგორც სახელის არარსებობის მტკიცებულებად არ გამოდგება, რამდენადაც ყველა კერძო სახელს აქვს რაღაც მნიშვნელობა.

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Mar 2 2009, 05:48 PM

ციტატა(კანონისტი @ Mar 2 2009, 05:39 PM) *

inaina

ჯერ ერთი, არსებობს სახეცვლილი შესატყვისები: ნინო, ნინა, ნუნნე (გიორგი, გიორგიოს, ჯორჯ, ჟოღჟ, ჯორჯო, ხორხე...; ნიკოლოზი, ნიკოლაი, ნიკოლას, კლაუს, მიკოლა....)

მეორეც, ისინი, ვინც იმას ამტკიცებენ, რომ ეს ღვთის სახელია, სწორედ ამას წერენ, რომ "იეჰოვა" არ უნდა გვეთარგმნა

ხოლო ის, რომ მას შინაარსობრივი მნიშვნელობა აქვს მისი, როგორც სახელის არარსებობის მტკიცებულებად არ გამოდგება, რამდენადაც ყველა კერძო სახელს აქვს რაღაც მნიშვნელობა.

მე მეგონა სწორედაც რომ ითარგმნა იმიტომაც არ არის სახელი და არის ერთ ერთი ებრაული ტიტული ღვთისა.
ბოდიშს ვიხდი,რომ მე ასეთი ღრმა ცოდნა არ გამაჩნია და შეიძლება ვცდები.
მაპატიეთ user.gif

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Mar 3 2009, 07:12 PM

ციტატა(inaina @ Mar 2 2009, 06:48 PM) *

მე მეგონა სწორედაც რომ ითარგმნა იმიტომაც არ არის სახელი და არის ერთ ერთი ებრაული ტიტული ღვთისა.
ბოდიშს ვიხდი,რომ მე ასეთი ღრმა ცოდნა არ გამაჩნია და შეიძლება ვცდები.
მაპატიეთ user.gif


ტიტულზე გაცილებით მეტია იაჰვე... ნუ დამეთანხმებით რომ ღვთის სახელია, მაგრამ საბაოთს და დანარჩენებს მაინც აღემატება მნიშვნელობით...

ყველა სახელი თითქმის რაღაცას ნიშნავს... მაგალითად მე მითხრა ამ საქმეში ჩახედულმა ადამიანმა რომ სახელი- ლაშა- აფხაზურად სხივს ნიშნავს...

არიქა ეხლა, სახელი მოვიშორო? ნუღარ დამიძახებს ხალხი მასე biggrin.gif

პ.ს. ამ ნაწერში სექტანტური არაფერი ყოფილა და გთხოვთ აგრესიული მიმართვა ჩემს მიმართ ნუ იქნება...

პატივისცემIთ,

ლაშა...

პოსტის ავტორი: death თარიღი: Mar 3 2009, 07:28 PM

ციტატა(Lashab @ Mar 3 2009, 07:12 PM) *



ყველა სახელი თითქმის რაღაცას ნიშნავს... მაგალითად მე მითხრა ამ საქმეში ჩახედულმა ადამიანმა რომ სახელი- ლაშა- აფხაზურად სხივს ნიშნავს...

არიქა ეხლა, სახელი მოვიშორო? ნუღარ დამიძახებს ხალხი მასე biggrin.gif




ლაშა არა ალაშ smile.gif


პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Mar 3 2009, 07:39 PM

ციტატა(death @ Mar 3 2009, 08:28 PM) *

ლაშა არა ალაშ smile.gif


biggrin.gif ჰო შეიძლება, მაგრამ ეგ სახელი მაქედან მოდის როგორც ჩანს... მოკლედ იმას ვამბობდი რომ თითქმის ყველა სახელი ნიშნავს რაღაცას, და ეს სულაც არ ნიშნავს რომ არ უნდა არსებობდეს...

აი მარტივი- თეოფილე- რაც ნიშნავს ღმერთის სიყვარულს smile.gif

rolleyes.gif

პოსტის ავტორი: death თარიღი: Mar 3 2009, 08:00 PM

ციტატა(Lashab @ Mar 3 2009, 07:39 PM) *

biggrin.gif ჰო შეიძლება, მაგრამ ეგ სახელი მაქედან მოდის როგორც ჩანს... მოკლედ იმას ვამბობდი რომ თითქმის ყველა სახელი ნიშნავს რაღაცას, და ეს სულაც არ ნიშნავს რომ არ უნდა არსებობდეს...


ჰო, ლაშა-გიორგის შეარქვეს. ჩემი სახელი, რომ არ იყოს არც დავინტერსდებოდი biggrin.gif

ციტატა
აი მარტივი- თეოფილე- რაც ნიშნავს ღმერთის სიყვარულს smile.gif


აბა თეოფილე მალაქია რას ნიშნავს? biggrin.gif



პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Mar 3 2009, 09:19 PM

ციტატა(death @ Mar 3 2009, 09:00 PM) *

ჰო, ლაშა-გიორგის შეარქვეს. ჩემი სახელი, რომ არ იყოს არც დავინტერსდებოდი biggrin.gif



აბა თეოფილე მალაქია რას ნიშნავს? biggrin.gif


მეც მაგ სახელი და გვარიდან ვიცი, მაგ პიროვნებას იცნობ თუ ფორუმზე წაიკითხე მისი სახელი? smile.gif

მალაქია რაღაცა ანგელოზიაო, როგორც მისგან გავიგე, ანგელოზიდან მოდის როგორღაც smile.gif

პოსტის ავტორი: death თარიღი: Mar 3 2009, 09:37 PM

ციტატა(Lashab @ Mar 3 2009, 09:19 PM) *

მეც მაგ სახელი და გვარიდან ვიცი, მაგ პიროვნებას იცნობ თუ ფორუმზე წაიკითხე მისი სახელი? smile.gif

მალაქია რაღაცა ანგელოზიაო, როგორც მისგან გავიგე, ანგელოზიდან მოდის როგორღაც smile.gif


რა ანგელოზი კაცო კაიფობ თუ მეკაიფები? biggrin.gif

არ ვიცნობ მაგრამ შანსი მქონდა გაცნობის მაგრამ გავმაზე

ცოტას ჭედავს მაგრამ მაგარი იქსტირმია რომ მოუსმინო biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 3 2009, 10:40 PM

ციტატა
მალაქია რაღაცა ანგელოზიაო

მალაიქ-ი არაბულად ნიშნავს რაღაც ციურ არსებას, ქერუბიმების მსგავსი. ასე რომ მართლა ანგელოზთან აქვს კავშირი.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 9 2009, 10:45 AM

Lashab

ციტატა
სახელი- ლაშა- აფხაზურად სხივს ნიშნავს...

мап, алашьара ак,ырт,уа "синат,ле" ыkоуп biggrin.gif biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)

IPS Driver Error  

There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.

Error Returned

We apologise for any inconvenience