თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ სული

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Oct 26 2008, 10:50 AM

რა არის სული და რა ფიზიკურ, ინტელექტუალური თვისებები გააჩნია?

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Oct 26 2008, 12:03 PM

სხეულისაგან დამოუკიდებელი სუბსტანცია tongue.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Oct 26 2008, 12:20 PM

Genesis

ციტატა
რა არის სული

გადადის ღვთისმეტყველების განყოფილებაში.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Oct 26 2008, 03:55 PM

Genesis

ციტატა
რა ვიცით მის შესახებ?

პრაქტიკულად არაფერი გარდა იმისა, რასაც თეოლოგია გვასწავლის.
სულის არსებობას მეცნიერება არ ადასტურებს, მეცნიერებისთვის ადამიანის ცნობიერება და ტვინი განუყოფელი ნაწილებია.

შეიძლება დაუსრულებლად ვიმსჯელოთ სულის არსებობის დასაშვებობაზე, იმაზე რომ ცნობიერება სწორედ სულია და რომ ის სხეულის გარეთაც არსებობს, შეიძლება მოვიყვანოთ ფაქტები კლინიკური სიკვდილიდან, როდესაც ადამიანი ყვება ისეთ რაიმეს, რაც ჰალუცინაცია არ შეიძლება იყოს: მაგ. მისი "სიკვდილის" შემდეგ ოთახში შემოტანილი ნივთების ფორმა, ზომა და ფერი, კონკრეტული ადამიანების სახე, მანქანების სანომრე ნიშნები და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი რამდენად რეალური და სარწმუნოა არავინ იცის, პირდაპირი მტკიცებულებები კი ცხადია არ გაგვაჩნია.

ციტატა
რა ფიზიკურ-

ჩვენ დაკვირვების ინსტრუმენტი არ გაგვაჩნია. სული არ შესდგება ჩვენთვის კარგად ნაცნობი ელემენტარული ნაწილაკებისაგან. ის მატერია არ არის ანუ სულ მცირე მატერიის ის ფორმა, რასაც ჩვენ ვეძახით "მატერიას."

ციტატა
ინტელექტუალური თვისებები

თუ დავეყრდნობით მხოლოდ თეოლოგიას ანდა კლინიკურ სიკვდილგამოვლილი ადამიანების უშუალოდ მონათხრობს სულს დაახლოებით ისეთი ინტელექტუალური თვისებები უნდა ჰქონდეს, რაც ადამიანს, რადგან სწორედ ის უნდა იყოს ცნობიერების წყარო, მაგრამ ეს მეცნიერულ საფუძვლებს მოკლებულია.


პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Oct 26 2008, 05:25 PM

ციტატა( გიორგი @ Oct 26 2008, 04:55 PM) *



ცნობიერება სწორედ სულია და რომ ის სხეულის გარეთაც არსებობს,


აევე სიზმარშიც biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Oct 26 2008, 06:19 PM

ციტატა
პრაქტიკულად არაფერი გარდა იმისა, რასაც თეოლოგია გვასწავლის.

და თეოლოგია რომ არ გვასწავლიდეს, საერთოდ არაფერი გვეცოდინებოდა smile.gif

ნუ, მეცნიერულად რა უნდა დამტკიცდეს სულის შესახებ, არ მესმის...
ის თვისებები რაც სულს შეიძლება გააჩნდეს, მეცნიერება მას სხვა სახელს არქმევს და სხვას მიაწერს, ან სხვა ახსნას ეძიებს smile.gif

ისე საინტერესოა, კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ: რა თვისებები გააჩნია...
აქვს მეხსიერება თუ არა
აქვს ფორმა თუ არა
აქვს ინტელექტი თუ არა

და ა.შ.

პ.ს. ვისაუბროთ რა თუ ეს შესაძლებელია, მაინტერესებს rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Jan 10 2009, 12:55 AM

გამარჯობათ, როცა წავიკითხე დამაინტერესა:

ეზეკიელის 18:4-ზე

4. რამეთუ ყოველნი სულნი ჩემნი არიან, ვითარსახედ სული მამისაჲ, ეგრეთვე სულიცა ძეთაჲ, - ყოველნი სულნი ჩემნი არიან. და სული მცოდველი იგი მოკუდეს.

ყველა სული ცოდვილია, ანუ ყველა სული მოკვდება?... არადა ებრაულში "მოკუდეს"- ეგ სიტყვა "სიკვდილის" ნიშნავს ნამდვილად...

აბა სული უკვდავიაო?

მაინტერესებს თქვენი პასუხი...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 10 2009, 03:50 AM

ციტატა
სული მცოდველი იგი მოკუდეს.

პირველი აქაა საუბარი ძველ აღთქმაზე, სადაც ყველა სული "კვდებოდა" ოღონდ არა იმ გაგებით კვდებოდა, როგორც მაგალითად ფოთოლი ან ბუზი, არამედ მიდიოდა ჯოჯოხეთში, სწორედ იმიტომ რომ "მცოდველი" იყო, ანუ არ იყო გამოსყიდვა აღსრულებული, რაც ქრისტეს განკაცებით და აღდგომით მოხდა, ასე რომ ტერმინები ბევრი და ღრმა მნიშვნელობის მქონეებია...
რაც შეეხება სულს, დაწერეს უკვე ზოგადად და მერე ჩავუღრმავდები, საჭიროებისდა მიხედვით smile.gif
იხარე;
კაიროსი!

ციტატა
სული უკვდავიაო

ხო ეს ისე ლიტერატურის გაცნობისასთვის:

დოგმატური ღვთისმეტყველება
სულის უკვდავება

სულის უკვდავების რწმენა განუყოფელია საერთოდ რელიგიისგან და მით უფრო ქრისტიანული სარწმუნოებისაგან, რომლის ერთ-ერთ ძირითად საგანსაც მასზე სწავლება შეადგენს.

იგი არ შეიძლებოდა ძველი აღთქმისათვის უცხო ყოფილიყო - ამას გამორიცხავს ეკლესიასტეს სიტყვები: „მიიქცეოდეს მტუერი მიწად, როგორ იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა“ (ეკლ. 12,7). „ხოლო ხისგან მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ მისგან, რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ“ (შესაქ. 2,17) - შესაქმის მესამე თავის მთელი თხრობა (ღვთისგან გაფრთხილების ამ სიტყვებთან ერთად) პასუხობს შეკითხვას, თუ როგორ გამოჩნდა სამყაროში სიკვდილი. ასე რომ, თავად ეს ნაამბობი გვევლინვბა უკვდავების იდეის ამსახველად. ევას სიტყვებია: „ხოლო ნაყოფისაგან ხისა, რომელ არს შორის სამოთხისა, თქუა ღმერთმან, არა შჭამოთ მისგანი, არცა შეეხნეთ მას, რათა არა მოჰკუდე“ (შესაქ. 3,3); მაშასადამე, ადამიანის უკვდავება შესაძლებელი იყო - იგი ამისთვის იყო განკუთვნილი. იმავე აზრს გამოხატავს ფსალმუნთმთქმელი ღმერთის სიტყვებით: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი, ხოლო თქუენ ვითარცა კაცნი მოსწყდებით და ვითარცა ერთი მთავართაგანი დაეცემით“ (ფს. 81,6-7). იძულებულნი ვართ, ხაზი გავუსვათ ძველ აღთქმაში არსებულ მაგალითებს უკვდავების ეჭვშეუვალობაზე, რადგან ერთ-ერთი არსებული მოსაზრების თანახმად, ებრაელებს სულის უკუდავება არ სწამდათ. მოსეს ნაამბობი საწინააღმდეგოს ადასტურებს: ენოქის შესახებ იგი შენიშნავს: „არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან“ (შესაქ. 5,24). ესე იგი, ისე გადასახლდა ღმერთთან, რომ სიკვდილი არ უხილავს. აბრაამის (შესაქ. 25,8), აარონისა და მოსეს (მეორე სჯ. 32,50) სიკვდილზე ბიბლიური გამოთქმა „შეეძინა ერსა თჳსსა“ უაზრობაა გავიგოთ, როგორც მათი დაკრძალვა თავიანთი ხალხის გვერდით ერთ საფლავში ან ერთ მიწაში. ამათგან თითოეული ძველი აღთქმის მართალი აღესრულა არა წინაპართა მიწაზე, არამედ ახალი გადასახლების ადგილას (აბრაამი) და მოგზაურობის დროს (აარონი, მოსე). პატრიარქი იაკობი მას შემდეგ, რაც მხეცთაგან თავისი ძის დაგლეჯის ამბავი შეიტყო, ამბობს: „შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად“ (შესაქ. 37,35) - ცხადია, ჯოჯოხეთში არა საფლავი, არამედ სულის სამყოფელი იგულისხმება. ძველ აღთქმაში სიკვდილის შემდგომ სულის მდგომარეობა გამოისახებოდა, როგორც ჯოჯოხეთშა ჩასვლა - იქ, სადაც უცხოა სიხარული და არ ისმის ღვთისადმი აღვლენილი ქება-დიდება. ყოველივე ამის შესახებ ვიგებთ იობისა და ფსალმუნთა წიგნების გარკვეული ადგილებიდან.

უკვე ძველ აღთქმაში მაცხოვრის მოსვლის დროის მოახლოებასთან ერთად კრთება იმედი, რომ მართალი ადამიანების სულებს ასცდებათ ასეთი პირქუში არსებობა. მაგალითად, წიგნში „სიბრძნე სოლომონისა“ ვკითხულობთ: „მართალნი სულნი ხელთა შინა ღმრთასათა და არა შეეხოს მათ ტანჯვა“ (სიბრ. 3,1) და „მართალნი საუკუნოდ ცხონდნენ და უფლის მიერ არს სასყიდელი მათი და ზრუნვა მათთვის მაღლისა მიერ“ (სიბრ. 5,16). ფსალმუნთა ამ სიტყვებში კი ნათლად და გარკევით იგრძნობა ჯოჯოხეთიდან ადამიანთა სულების სამომავლოდ გამოხსნის სასოება „და ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით, რამეთუ არა დაუტვო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა“ (ფს. 15,9-10; 48,15).

ძველი აღთქმისეული იმედი ჯოჯოხეთიდან გამოხსნისა ახალ აღთქმაში განხორციელდა: „ძე ღვთისა“ აღხდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა იგი ნიჭად კაცთა“ (ეფ. 4,8-9). გამოსათხოვარ საუბარში უფალმა ბრძანა, რომ მიდის, რათა „განგიმზადოს თქუენ ადგილი“, რათა „სადაცა მე ვიყო, მუნ თქუენ იყვნეთ“ (ინ. 14,2-3); ავაზაკს კი მიუგო „დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“ (ლკ. 23,43).

ახალ აღთქმაში სულის უკვდავება უფრო სრულად ცხადდება და საკუთრივ ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთ ძირითად ნაწილს შეადგენს. ეს რწმენა ასულდგმულებს ქრისტიანს და მის სულს ძე ღვთისას სამეფოში მარადიული ცხოვრების იმედით აღავსებს. „რამეთუ ჩემდა ცხორება ქრისტე არს, - წერს პავლე მოციქული, - და სიკუდილი შესაძინელ. ხოლო ცხორებაჲ ესე ხორცითა ამით ესე არს ჩემდა ნაყოფ საქმისა, და რომელი გამოვირჩიო, არა უწყი. ხოლო შეპყრობილ ვარ ორთა ამათგან: გული უმეტეს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად უფროჲს და უმჯობეს ფრიად“ (ფილიპ. 1,21-23). „რამეთუ უწყით, ვითარმედ, უკუეთუ ქუეყანისა ესე სახლი, საყოფელი ჩუენი დაირღუეს, აღშენებული ღმრთისა მიერ, მაქუს ჩუენ სახლი ხელთ-უქმნელი, საუკუნოჲ ცათა შინა და რამეთუ ამას შინა ვკუნესით და საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამთ შემოსად გვსურის“ (2 კორ. 5,1-2).

ეკლესიის წმიდა მამები და მასწავლებლები, თავისთავად ცხადია, ერთხმად ქადაგებდნენ სულის უკვდავებაზე. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათი ერთი ნაწილი მის ბუნებითს უკვდავებას აღიარებდა, მეორე და უმრავლესობა კი თვლიდა, რომ სულის უკვდავება საღვთო მადლის წყალობის შედეგია „უფალს ნებავს, რომ იგი (სული) ცოცხლობდეს“ (წმ. იუსტინე მოწამე), „სული უკვდავია მადლის წყალობით - იგი აქცევს მას უკვდავად“ (წმ. კირილე იერუსალიმელი და სხვანი). ამით ეკლესიის მამები განასხვავებდნენ ადამიანურსა და საღვთო უკვდავებას: ღმერთი უკვდავია თავისი ბუნებითი არსით და წმიდა წერილის მიხედვით მას „მხოლოსა აქუს უკვდავებაი“ (I ტიმ 6,16).

დაკვირვება ცხადყოფს, რომ სულის უკვდავებისა და ღვთისადმი რწმენა შინაგანად ყოველთვის იმდენად განუყოფელნი არიან, რომ პირველი მათგანის სიმძაფრეს მეორის ხარისხი განაპირობებს. რომელ ადამიანშიც მეტად ცოცხლობს ღვთისადმი რწმენა, მას მით უფრო მყარად და შეუორგულებლად სჯერა სულის უკვდავებისა და პირიქით, რაც უფრო სუსტია და უსიცოცხლო რწმენა ღვთისა, მით უფრო მეტი ორჭოფობითა და ყოყმანით მიეახლება ადამიანი სულის უკვდავების ჭეშმარიტებას. ხოლო ვინც საერთოდ დაკარგა ან თავისთავში ჩაახშო ღვთისადმი რწმენა, მას ჩვეულებრივ უკვე აღარ სჯერა სულის უკვდავებისა და საიქიო ცხოვრებისა. ეს გასაგებიცაა: რწმენის ძალას ადამიანი თავად სიცოცხლის წყარო - ღმერთისგან იღებს. ამ ცხოველმყოფელი ძალის ნაკადთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ ადამიანის აღვსებას რწმენის ძალით უკვე ვეღარ შეძლებს ნებისმიერი გონივრული დასაბუთება თუ მტკიცება.

შეიძლება სხვაგვარადაც დავასკვნათ: თავად ქრისტიანული სარწმუნოება იმ აღმსარებლობებსა და მსოფლმხედველობებში არის დასუსტებული, სადაც ითრგუნება სულის საიქიო ცხოვრებაზე რწმენის ძალა და არ ხდება მიცვალებულთა მოხსენიება. ვინც ღმერთისა ირწმუნა და საღვთო სიყვარული გააცნობიერა, ფიქრითაც კი არ დაუშვებს, თითქოს ზეციურ მამას მისი სიცოცხლის შეწყვეტა ნებავდეს და თავისთან კავშირის ნებას არ რთავდეს. ასეთი ადამიანი იმ ბავშვს მოგვაგონებს, რომელსაც დედა უყვარს და არ დაიჯერებს, თითქოს მის მოყვარულ მშობელს მისი სიცოცხლე არ სურდეს.

უნდა ითქვას, რომ აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, კერძოდ მის ცხოვრებასა და სწავლების სისტემაში სულის უკვდავების შეგნება ცენტრალურ ადგილს იკავებს. ეკლესიის განაწესის სულისკვეთება, აგრეთვე საღვთისმსახურო წიგნებისა და ლოცვათა შინაარსი იცავს და აცხოველებს მორწმუნეებში ამ შეგნებას, ემსახურება გარდაცვლილ ახლობელთა სულების საიქიო ცხოვრებისა და თავად ჩვენი უკვდავების რწმენის განმტკიცებას. რწმენა სულის უკვდავებისა ნათელ სხივად გასდევს მართლმადიდებელი ქრისტიანის მთელ სიცოცხლეს.

სამშვინველი და სული

წმიდა წერილში ადამიანის სულიერი საწყისი (სხეულებრივი საწყისის საპირისპიროდ) აღინიშნება ორი, თითქმის ერთი და იმავე მნიშვნელობის ტერმინით: „სამშვინველი“ და „სული“. მაგალითად, პავლე მოციქული ამ სიტყვებს ურთიერთსანაცვლოდ და მსგავსი მნიშვნელობით ხმარობს. ეს ჩანს შემდეგი ორი ტექსტის შედარებიდან „ადიდეთ უკუე ღმერთი ხორცითა მაგით თქუენითა და (სულითა თქეუნითა), რომელი იგი არს ღმრთისაჲ“ (I კორ. 6,20) და „...განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა...“ (2 კორ 7,1). ამასთან, მისივე ნაწერებში ორ ადგილას არის ნახსენები სამშვინველი და სული ერთად. ისმის კითხვა: ხომ არ გვეუბნება მოციქული, რომ ადამიანის ბუნების შემადგენელ ნაწილად სამშვინველის გარდა სულიც გვევლინება? ზოგი წმიდა მამის ნაწერებში, განსაკუთრებით კი ასკეტური ხასიათის თხზულებებში, სული და სამშვინველი აგრეთვე განირჩევა ერთმანეთისგან. ზემონახსენები ციტატებიდან პირველი არის პავლე მოციქულის ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ: „რამეთუ ცხოველ არის სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ძლიერ და უმკვეთელეს უფროჲს ყოვლისა მახვლისა ორპირისა. და მისწუდების იგი ვიდრე განსაყოფელადმდე სამშჳნველისა და სულისა, ნაწევართა და ტჳნთა, და განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა“ (ებრ. 4,12), მეორე კი მისსავე ეპისტოლეში თესალონიკელთა მიმართ: „და სული თქუენი, სამშჳნველი და გუამი უბიწოდ მოსლვასა მის უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა დაჰმარხჳნინ“ (I თეს. 5,23). ჯერ ერთი, ადვილად ჩანს, რომ „სულში“ იგულისხმება არა სამშვინველისაგან დამოუკიდებელი, ცალკე სუბსტანცია, არამედ მხოლოდ მისი უაღრესად შინაგანი, იდუმალებით მოცული მხარე. აქ შეიძლება პარალელი გაივლოს, ერთი მხრივ, სამშვინველისა და სულის, მეორე მხრივ კი, სხეულის ასოთა და ტვინის ურთიერთდამოკიდებულებასთან. ეს უკანასკნელი არის სხეულებრივი არსების ნაწილი, ანუ შემცველში შემავალი; ცხადია, მოციქულის მიერ სულიერი არსების ფარულ ნაწილად სულიც ამგვარადვე მოიაზრება. მეორეც, სიტყვაში „სული“ სავარაუდოდ იგულისხმება სამშვინველის ის განსაკუთრებული, გამორჩეულად აგებული ფარული ნაწილი, რომელიც ქრისტიანში სულიწმიდის მადლის მოქმედებით იქმნება. ეს ის სულია, რომლის შესახებ მოციქული სხვაგან ამბობს „სულსა ნუ დაავსებთ“ (I თეს. 5,19) და „სულითა მდუღარე იყვენით“ (რომ. 12,11). ასე რომ, მოციქული აქ მიმართავს არა საერთოდ ადამიანებს, არამედ მხოლოდ მორწმუნე ქრისტიანებს. მოციქულთან ასეთივე მნიშვნელობით გვხვდება შეპირისპირება „სულიერი ადამიანისა“ „მშვინვიერ“ ანუ ხორციელ ადამიანთან (I კორ.2,14-25). სულიერ ადამიანს აღორძინებული სამშვინველი აქვს, იგი თავისთავში მადლის თესლს აღვივებს, აღმოაცენებს და სულიერ ნაყოფს გამოიღებს. თავისი სულიერი ცხოვრებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებით შეიძლება სულიერი ადამიანიც ხორციელის ანუ მშვინვიერის დონემდე დავიდეს („ესრეთ უცნობელ ხართ, იწყეთ სულიერად და აწ ხორციელად აღასრულებთ?“ - გალ 3,3). ამიტომ უსაფუძვლოა ჩავთვალოთ, თითქოს პავლე მოციქულის აზრები ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის ბუნების ორგვარი შედგენილობის შესახებ სწავლებას.

აზრს, რომ ადამიანის სულიერი ცხოვრება მშვინვიერთან შედარებით არის უმაღლესი, მადლმოსილი ფორმა, სავარაუდოდ, უკვე პირველი საუკუნეებიდან იზიარებდნენ ქრისტიანობის ის მასწაეღაებლები და ეკლესიის მამები, რომლებიც სამშვინველის გარდა სულის არსებობასაც გამოჰყოფდნენ (ასეთები არიან: იუსტინე მოწამე, ტატიანე სირიელი, ირინეოს ლიონელი, ტერტულიანე, კლიმენტი ალექსანდრიელი, გრიგოლ ნოსელი, ეფრემ ასური, აგრეთვე, გვიანდელ ხანაში მოღვაწე მწერლები). ეკლესიის მამათა და მასწავლებელთა მნიშვნელოვანი უმრავლესობა პირდაპირ აღიარებს, რომ ადამიანური ბუნება ორი ნაწილისგან - სხეულისა და სულისგან - შედგება (წმ. კირილე იერუსალიმელი, წმ. ბასილი დიდი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. იოანე ოქროპირი, ნეტარი ავგუსტინე, ღირსი იოანე დამასკელი). ნეტარი თეოდორიტე წერს: „აპოლინარიუსის (იგულისხმება ერეტიკოსი აპოლინარიუსი) სწავლებით ადამიანი შედგება სამი ნაწილისაგან სხეულის, ცხოველური სულისა და მოაზროვნე სულისგან, რომელსაც გონს უწოდებს, მაგრამ საღვთო წერილი იცნობს მხოლოდ ერთ სულს და არა ორს, რაც ნათლად არის ნაჩვენები პირველი ადამიანის შესაქმის ისტორიაში. ღმერთმა მტვრისგან შექმნა სხეული და შთაბერა სული - ამით გვაჩვენა, რომ ადამიანში ორი საწყისია და არა სამი“.


პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Jan 10 2009, 01:27 PM

გამარჯობა კაიროს smile.gif მადლობა გრძელი პასუხისთვის.
პირველ რიგში ვნახოთ სად წერია სიტყვა ჯოჯოხეთი ძველ აღთქმაში და ვნახოთ ზუსტად რას ნიშნავს ეგ ძველ ებრაული სიტყვა smile.gif "შეოლ"- საფლავს ნიშნავს და არა ჯოჯოხეთს... ახალი აღთქმა ცალკე თემაა smile.gif

ეხლა შენს დაწერილებზე:

შენ წაიკითხე ეკლესიასტეს 9 თავი:

5. რადგან ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა.

6. წარხდა მათი სიძულვილიც, შურიც და ტრფობაც; აღარ ექნებათ, აწ და მარადის წილი იმაში, რაც მზის ქვეშ ხდება.

10. რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ.

მკვდრებმა არაფერი იციან... სიკვდილის შემდეგ ადამიანს არც ცოდნა, არ საფიქრალი არ წაყვებაო... huh.gif

ხოლო, 4 საუკუნემდელი ქრისტიანები ვინც ჩამოთვალე, უმეტესობა მათგანის ზოგიერთი იდეა იყო ყოვლად ანტიმართლმადიდებლური smile.gif თუნცა ომზე- ამბობდნენ რომ გინდაც თავს იცავდე საშინელი ცოდვაა, და ყველანაირ წინააღმდეგობის გაწევას კრძალავდნენ, მაგრამ ეს მათი აზრების განსხვავებულობის ზღვაში წვეთია smile.gif

არ მახსოვს რომელ ხაზში მაგრამ გამოცხადებაშI წერია რომ დავით მეფე არ წასულა ჯოჯოხეთშიო... კი მაგრამ მანამდე ხომ არსებობდა ჯოჯოხეთი?

თუმცა როცა იესო საუბრობდა ცათა სასუფეველზე დანამდვილებით შემიძLია ვტქვა რომ მანდ წერია - Kingdom of God smile.gif

cool.gif მაგრამ ის ფრაზა ლუკას 23:43 საინტერესოა smile.gif და მაგას დიდ ყურადღებას მივაქცევ და დავწერ რასაც ვფიქრობ smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 10 2009, 08:06 PM

ციტატა
სად წერია სიტყვა ჯოჯოხეთი ძველ აღთქმაში

მაიცა, კაცო smile.gif
მოდი ერთი ჯიგრულად გვითხარი, სექტანტი ხარ თუ მათი გავლენის ქვეშ?
არ გაბრაზდე, მართლა მაინტერესებს, თორემ დავიღალე, რამდენ ადგილას და რამდენ რაიმეზე გიპასუხო ცალცალკე? smile.gif
მოდი გავხსნათ ( გახსენი ) თემა და ყველა ეგ სიყვარულობა იქ შევაგროვოთ და მერე ნელნელა მივყვეთ, თორემ სულიდან ჰოპლა შაოლზე იქიდან სადღაც კიდო არ გამოვა smile.gif

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Jan 10 2009, 09:36 PM

ციტატა(KAIROS @ Jan 10 2009, 09:06 PM) *

მაიცა, კაცო smile.gif
მოდი ერთი ჯიგრულად გვითხარი, სექტანტი ხარ თუ მათი გავლენის ქვეშ?
არ გაბრაზდე, მართლა მაინტერესებს, თორემ დავიღალე, რამდენ ადგილას და რამდენ რაიმეზე გიპასუხო ცალცალკე? smile.gif
მოდი გავხსნათ ( გახსენი ) თემა და ყველა ეგ სიყვარულობა იქ შევაგროვოთ და მერე ნელნელა მივყვეთ, თორემ სულიდან ჰოპლა შაოლზე იქიდან სადღაც კიდო არ გამოვა smile.gif


სექტანტი არა ვარ, გავლენის ქვეშ არ ვექცევი, მხოლოდ ვსწავლობ ადამიანებისგან smile.gif

არა, შაოლზე არ გადავხტი, ეზეკიელის ფრაზაში, მხოლოდ ქართულს ნუ მოვიშველიებთ, ჩანს რომ ცოდვილი სული მოკვდებაო... რატომ უნდა გავიგოთ გადატანითი მნიშვნელობით?

ჯოჯოხეთის არსებობა რომ ვუარყვე მაგიტომ იყო, სული თუ კვდება ჯოჯოხეთში რაღა უნდა biggrin.gif

მაგრამ აზრი ისაა რომ მოვა ღმერთის სამყარო და სულები გაცოცხლდებიან smile.gif

ხოლო იუსტინე წამებულის და სხვების აზრს ნუ იშველიებ smile.gif ეგ 4 საუკუნემდელი ქრისტიანები სხვანაირად აზროვნებდნენ და სხვანაირად სწამდათ smile.gif მითუმეტეს მართლმადიდებლობას მათ აზრებს ნუ მოარგებ...

მე შეიძლება არ ვიცი ბევრი რამე, უამრავი საქმეები მაქვს, სასწავლი, არ მრჩება იმდენი დრო რომ ბიბლია თავიდან ბოლომდე "დედანში" მეკითხა და ტომეულები მეკითხა თითო საკითხზე... რაც ვიცი იმით ვწერ smile.gif

rolleyes.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 10 2009, 09:45 PM

ძალიან კარგი smile.gif
ე.ი. რა ვქნათ აქ ვისაუბროთ შეოლზე და სულზე,
იქ მამას დაძახებაზე? ეს იყო კითხვა, აქ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხი შემოდის და გვაქვს დიალოგი და ამიტომ გკითხე, არ გეწყინოს, ინფორმაციისათვის წინასწარ რომ გვცოდნოდა smile.gif
არადა მაპატიე კიდევ ერთხელ და ძალიან გავს "რასელისტების" ( ე.წ." იეჰოვას მოწმეების" ) არგუმენტებს შენები smile.gif

ციტატა
მაგრამ აზრი ისაა რომ მოვა ღმერთის სამყარო და სულები გაცოცხლდებიან

აი ეს "კლასიკური " რასელიზმია...
მოდი ახლა ასე გავაკეთოთ smile.gif
ავიღოთ ერთი თემა და ვისაუბროთ მასზე,
მაგალითად არის თუ არა სული უკვდავი?
აი ზემოთ არის მართლმადიდებლური სწავლება ჩამოყალიბებული, შენ თუ ნამდვილად არ ხარ რასელისტი ( არაა პრობლემა ისე რომც იყო a075.gif ) , და მართლა თუ ძიებაში ხარ ( ხომ იცი სიცრუე ნელზია biggrin.gif ) , მაშინ კი არ უნდა ამტკიცო ასე არააო, არამედ აი ეს და ეს ვერ გავიგეო smile.gif
მოკლედ დაყევი ახლა სულის უკვდავებაზე ზემოთ მოყვანილ მუხლებს და არგუმენტების დაწყობილად უპასუხე( ანუ რა ვერ გაიგე ) და მერე ჩვენც ( სხვებიც შემომიერთდებიან იმედია) ასევე დაწყობილად და მუხლობრივად გიპასუხებთ.
იხარე;
კაიროსი!

პ.ს.
ციტატა
ეგ 4 საუკუნემდელი ქრისტიანები სხვანაირად აზროვნებდნენ და სხვანაირად სწამდათ მითუმეტეს მართლმადიდებლობას მათ აზრებს ნუ მოარგებ...

ეს ცუდი ბრალდებაა და მოერიდე, აბსურდია ერთი და სხვა მხრივ წავა კამათი მეორე...ხომ? smile.gif

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Jan 10 2009, 09:56 PM

ბრალდება? მოდი გავარკვიოთ რას ამბობდენ შენს მიერ ჩამოთვლილი 4 საუკუნემდელი ქრისტიანები ომზე biggrin.gif

თავდაცვასაც კრძალავდნენ კარგი რა smile.gif

რასელისტი არა ის, "ჩემი თავისტი" ვარ biggrin.gif

ვიცნობ იეჰოვას მოწმეების სწავლებას და რაღაცეებში ვეთანხმები, მაგრამ ყველაფერში არა smile.gif

სული კვდება, მაგრამ არა სამუდამოდ smile.gif

ლაზარეზე იესო ამბობს მიიძინაო... რა სამOთხე რა ჯოჯოხეთი biggrin.gif

კაი დაივიწყე smile.gif



პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 10 2009, 10:00 PM

ციტატა
სული კვდება, მაგრამ არა სამუდამოდ

ურევ ძამიკო smile.gif ეგ რასელიზმია smile.gif
რას ქვია აბა ეს "არასამუდამო სიკვდილი"? smile.gif
მოკვდა ჯიგარ, ფაფუ smile.gif აღარ დარჩა არაფერი... პიროვნება იკარგება გესმის?
მოდი ამაზე ვისაუბროთ, თუ რასელისტი არ ხარ, მაშინ აქვე გავაგრძელოთ


ციტატა
ლაზარეზე იესო ამბობს მიიძინაო... რა სამOთხე რა ჯოჯოხეთი

smile.gif რა სამოთხე, ის სამოთხე სადაც ავაზაკი შევიდა და ის ჯოჯოხეთი, სადაც წიაღია აბრაამის... ასე ვერ წავალთ წინ, განსაზღვრო უნდა საწყისი, ანუ ჯერ შეეშვი ამათ და სულის უკვდავებაზე ისაუბრე..

ციტატა
ბრალდება? მოდი გავარკვიოთ რას ამბობდენ შენს მიერ ჩამოთვლილი 4 საუკუნემდელი ქრისტიანები ომზე

ომი შემდეგ ხომ? smile.gif ნუ დახტიხარ smile.gif ჯერ სულის უკდავება..

ციტატა
მოკლედ დაყევი ახლა სულის უკვდავებაზე ზემოთ მოყვანილ მუხლებს და არგუმენტების დაწყობილად უპასუხე( ანუ რა ვერ გაიგე ) და მერე ჩვენც ( სხვებიც შემომიერთდებიან იმედია) ასევე დაწყობილად და მუხლობრივად გიპასუხებთ.

ეს გააკეთე და პასუხიც იქნება მსგავსი,
გელოდებით;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jan 10 2009, 10:05 PM

KAIROS

ციტატა
მოკვდა ჯიგარ, ფაფუ smile.gif აღარ დარჩა არაფერი... პიროვნება იკარგება გესმის?

"პიროვნება იკარგება"? ეს რას ნიშნავს? blink.gif blink.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 10 2009, 10:10 PM

ციტატა
"პიროვნება იკარგება"? ეს რას ნიშნავს?

ხო ეს იმ შემთხვევაში თუკი სული არ არსებობსთქო...
ანუ სხეული მიწად იქცევა, სული კვდება და ის რომ ვიღაცას ახსოვს, ეს მის ინდივიდს არაფერს შველის, ის გაქრა..


პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jan 10 2009, 10:15 PM

KAIROS

ციტატა


ააა... გასაგებია. smile.gif

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Jan 10 2009, 10:19 PM

სულის თემა რთულია, მაგას სჭირდება ძველ ებრაული და ბერძნული ტექსტების სრული გამოკვლევა, რაც მე არ მაქვს ჯერ გაკეთებული...

მაგრამ ლუკას 23:43 იყო ნახსენები, მანდ შეცდომაა დაშვებული რადგან ბერძნულ ენას სასვენი ნიშნები არ აქვს და ორი წერტილის დაწერა მაგ ადგილას დემაგოგიაა smile.gif

"დღეს" ამის მერე უნდა ორი წერტილი smile.gif იესო ეუბნება დღეს გეუბნები რომ იქნები ჩემთან ერთად "სამოთხეშიო"... დღესვე კი არ იქნებიო biggrin.gif

სექტანტობას ნუ დამაბრალებთ smile.gif

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Jan 10 2009, 11:30 PM

მინდა შემოგტავაზოთ ტატიანეს ნაშრომიდან ერთი პასაჟი, რომელიც სულს ეხება:

"The soul is not in itself immortal, O Greeks, but mortal. Yet it is possible for it not to die. If, indeed, it knows not the truth, it dies, and is dissolved with the body, but rises again at last at the end of the world with the body, receiving death by punishment in immortality. But, again, if it acquires the knowledge of God, it dies not, although for a time it be dissolved."

და ის 4 საუკუნემდელი მამები რომლებიც აქ იყო ჩამოთვლილი, ეწოდებათ ანტინიკეური მამები smile.gif


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 11 2009, 05:47 AM

ო ლაშაბ, ლაშაბ biggrin.gif
ე.ი. აშკარად ჩამოყალიბებული გაქვს შენი "თავისტობა" ( რომელიც რასელისტობის უახლოესი "ნათესავია") და აქ უბრალოდ კი არ კითხულობ , არამედ ამტკიცებ, რაღაც სექტანტიზმს და მერე ნუ მაბრალებთო...
არის ეგ სექტანტიზმი ... "ლაშაბისტობა" დავარქვათ გინდა "რასელისტობა" მაინც შორსაა ეკლესიის აზროვნებისაგან.
შენ როგორც ბევრი სექტანტი, მათ შორის რასელისტები, გინდა წარმოადგინო, რომ ნიკეის კრებამდე ყველა თუ არა უმრავლესი იყოო "ანტიმართლმადიდებელი" და როგორც დაწერე "ანტინიკეისტი",

და "რასელისტების და ლაშაბისტების" აზრების მქონეო...
ეს არაისტორიულია და სიყალბე, მოგყავს ტატიანე და მის სიტყვებს რაც უკავშირდებოდა არა სულის უკდავებას არამედ მის რეინკარნაციას ავრცელებს ისე როგორც შენ გინდა smile.gif
"რეინკარნაციის დოქტრინას მკვეთრად დაუპირისპირდნენ ქრისტიანობის პირველი აპოლოგეტები: იუსტინე ფილოსოფოსი, თეოფილე ანტიოქიელი, ტატიანე სირიელი, ტერტულიანე, ირინეოს ლიონელი, იპოლიტე რომაელი, მუნციუს ფელიქსი და სხვები, რომლებიც დაუზოგავად ამხელდნენ პლატონისა და პითაგორას სწავლებას სულთა მარადიული არსებობისა და მეტემფსიქოზის შესახებ. რეინკარნაციის თეორიას აკრიტიკებს აგრეთვე ანტიკური ფილოსოფიისადმი თვით ყველაზე ლიბერალურად განწყობილი ღვთისმეტყველი კლიმენტი ალექსანდრიელი. "

ანუ ტატიანე, როგორ იუსტინე ფილოსოფოსი, უპირისპირდებოდნენ სულის "უკდავების" პლატონისეულ გაგებას, თუმცა არ ვიჩქაროთ...
მაგრამ ტატიანე, სულაც არ გახლავს საეკლესიო აზროვნების გამომხატველი წმიდანი:
Главнейшие заблуждения Татиана, по показаниям Иринея, Ипполита, Климента Александрийского и других церковных писателей, состояли в том, что он допускал невидимые эоны, подобно Валентину, объяснял слова в книге Бытия «да будет свет» как просьбу дeмиypгa к высшему Богу, отрицал возможность спасения Адама, как главы непослушания, отвергал брак, почитая его блудодеянием, осуждал употребление мяса и вина и был если не основателем, то одним из значительных представителей секты энкратитов («воздержников»), называвшихся также гидропарастатами, акварианами вследствие употребления ими одной воды при совершении евхаристии. Иероним приписывает Татиану докетический образ мыслей о плоти Христа.

ე.ი.
1) ტატიანე არაა ეკლესიის მამა
2) ტატიანე მიჩნეულია მწვალებლად ეკლესიაში
და აქ შეგიძლია ნახო კლიმენტი ალექსანდრიელის კრიტიკა მასზე ამონარიდი "ხალიჩებიდან"

http://www.krotov.info/acts/03/1/kliment_aleksandr_19.htm#81
(81 თავი და შემდეგ)

3) საოცრება biggrin.gif ტატიანე არ უარყოფს სულის უკდავებას, იმ გაგებით რა გაგებითაც ჩვენ ქრისტიანებს გვწამს:
შენ, როგორც სჩვევიათ სექტანტებს, ამოგლეჯილი ნაწილი მოიტანე და მთლიანი ტექსტი სრულიად არ ჩანს;
ამიტომ ჯერ ვნახოთ აბა რას ამბობს ზუსტად ტატიანე

ციტატა
"The soul is not in itself immortal, O Greeks, but mortal. Yet it is possible for it not to die. If, indeed, it knows not the truth, it dies, and is dissolved with the body, but rises again at last at the end of the world with the body, receiving death by punishment in immortality. But, again, if it acquires the knowledge of God, it dies not, although for a time it be dissolved."



13. Душа сама по себе не бессмертна, эллины, но смертна. Впрочем она может и не умирать. Душа, не знающая истины умирает и разрушается вместе с телом, и получает смерть через нескончаемые наказания...

ახლა არის აქ რაიმე წინააღმდეგობრივი მართლმადიდებლობასთან? ( ვამბობ აქ, რადგან ზოგადად ტატიანე ვერ ჩაითვლება მამათა აზროვნების საზომად )
ამიტომ ვნახავთ რას ამბობს ტატიანე, სინამდვილეში ტატიანე, სულზე კი არ საუბრობს აქ, არამედ სამფშვინველზე
(ზოგადად უნდა ითქვას, რომ არც სამფშვინველი, არც სული და არც ანგელოზნი "თავისთავად და ღმერთის გარეშე" არ არიან უკდავნი:
რადგან ღმერთია მომნიჭებელი ყოველივე უკდავებისა და იგია წყარო, ამიტომ უკდავი ბუნებით მხოლოდ ღმერთია ), დავუბრუნდეთ ტატიანეს,
იგი მკვეთრად განასხვავებს " Душа "-ს და "дух"-ისგან და ამბობს, რომ თუ სამფშვინველის მქონე ადამიანი იქნება მორწმუნე მისი სამფვინველიც არ მოკვდებაო "может и не умирать" ( ეს როგორ ხდება ეს სხვა საკითხია და ამაზე შემდეგ) არამედ სულთან ერთად იქნებაო" когда она соединена с божественным духом, то не лишена помощи, но восходит туда, куда возводит ее дух. Ибо жилище духа на небе" ნუ რა გინდა ახლა მეტი? biggrin.gif
ხოლო თუკი ცოდვებში იქნება ადამიანო, მაშინ სამფშვინველი: "
Душа, не знающая истины умирает и разрушается вместе с телом," და ყველაზე საოცარი "и получает смерть через нескончаемые наказания"


13. Душа сама по себе не бессмертна, эллины, но смертна. Впрочем она может и не умирать. Душа, не знающая истины умирает и разрушается вместе с телом, и получает смерть через нескончаемые наказания. Но если она просвещена познанием Бога, то не умирает, хотя и разрушается на время. Сама по себе она есть ни что иное, как тьма, и нет в ней ничего светлого. К этому относятся слова: "тьма не объяла света". Ибо не душа сохранила дух, но сама им сохранена, и свет объял тьму. Слово есть Божественный свет, а тьма душа чуждая ведения. Посему если она живет одна, то уклоняется к веществу и умирает вместе с плотию; а когда она соединена с божественным духом, то не лишена помощи, но восходит туда, куда возводит ее дух. Ибо жилище духа на небе, а душа имеет земное происхождение. "

http://www.krotov.info/acts/02/03/0175tati.html

ნუ მერე ტატიანე ანვითარებს უფრო გნოსტიკურ შეხედულებებს სულის და სამფშვინველის წარმოშობის, მისი საღვთო სულთან შეერთების და ა.შ. შესახებ, რაც გნოსტიციზმია და სხვა თემაა, მაგრამ ის რომ ალბათ უცოდინარობით ტატიანეს დააბრალო სულის უკდავებას უარყოფსო, უბრალო ლაფსუსია, რადგან ტერმინები " Душа " აგერია "дух"-ში, ინგლისურშიც განსხვავებულია "soul " და "spirit",
For the soul does not preserve the spirit, but is preserved by it, but, if it enters into union with the Divine Spirit, 71it is no longer helpless, but ascends to the regions whither the Spirit guides it: for the dwelling-place of the spirit is above, but the origin of the soul is from beneath.

http://www.ccel.org/ccel/schaff/anf02.iii.ii.xiii.html

ერთი ღვთისმიერია და მას უწოდებს კიდეც მსგავსებასა და ხატებას
"сотворило человека - во образ бессмертия, дабы как Бог бессмертен, так и человек, получивший причастие божества, имел также и бессмертие" ( იხ. 7 თავი) , ხოლო მეორე ცხოველებსაც გააჩნია და არის"from beneath"ანუ აქვს " земное происхождение."
მოკლედ იმედია გასაგები გახდა ოდნავ მაინც შენთვისაც, რომ ტატიანე არ უარყოფდა სულის უკდავებას smile.gif

რაც შეეხება ცილისწამებას,
ციტატა
და ის 4 საუკუნემდელი მამები რომლებიც აქ იყო ჩამოთვლილი, ეწოდებათ ანტინიკეური მამები
ესეც სიყალბეა და მაშინ დაგიმტკიცებ, თუ დამისახელებ "ანტინიკეურ" მამას, რომელიც ეკლესიის მიერ შერაცხულია წმიდანად და ან ვინც სულის უკდავებას უარყოფდა...

რაც შეეხება იმ ორ წერტილს, სჯობს გასცე პასუხი ყველა პუნქტს და მერე დავიდეთ წერტილებამდე!

მაგრამ მაინც შევეცდები "მოკლედ" მაინც გიპასუხო, არ იფიქრო გადაახტაო smile.gif
აი ესაა მუხლი:
ციტატა
დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“ (ლკ. 23,43).

ასეა ძველ ქართულში, რომელიც შეგახსენებ ერთერთ უძველესი თარგმანია სახარებისა, ვნახოთ სხვაგანაც:
შენი ვერსიაა:
ციტატა
დღეს გეუბნები რომ იქნები ჩემთან ერთად "სამოთხეშიო"...

ხოლო ჩვენი ის რაც წერია
"დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა"
ახალ ქართულად:
"43. ხოლო იესომ მიუგო მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში. "

ვნახოთ ლათინური "ვულგატა"
43 Et dixit illi Jesus : Amen dico tibi : hodie mecum eris in paradiso.
"43 და უთხრა მას იესომ: "ამინ გეტყვი შენ: დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა"
პ.ს.
ლათინურში;
hŏdĭē ნიშნავს:
1 oggi - დღეს
2 subito, ora, sul momento, all'istante - ამ მომენტშივე, მალევე, ძალიან ჩქარა
3 attualmente, fino ad ora.- ახლახანს, ამჟამად

http://www.dizionario-latino.com/dizionario-latino.php)

აქედანვე ზუსტი იტალიური თარგმანიც:

43 Gli rispose: «In verità ti dico, oggi sarai con me nel paradiso».
შინაარსი ზუსტად იგივე:
"43 და უთხრა მას : "ამინ გეტყვი შენ: დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა"



http://vulsearch.sourceforge.net/html/Lc.html

რომ არ შეგაწყინო თარგმანებში ასეა გერმანულშიც, ფრანგულშიც, და მსოფლიოს ყველა ენაზე, გარდა "რასელისტურისა" biggrin.gif რისი გაკეთენაც ანუ ბიბლიის მორგება თავიანთ მწვალებლობაზე სწორედ რომ მათი ცნობილი
ციტატა
დემაგოგიაა
smile.gif

და ბოლოს მცირე ჩაღრმავებასაც დავურთავ:
ციტატა
ბერძნულ ენას სასვენი ნიშნები არ აქვს და ორი წერტილის დაწერა მაგ ადგილას დემაგოგიაა

და შენ რომ გაწყობს იქ არაა ხომ? biggrin.gif
ციტატა
"დღეს" ამის მერე უნდა ორი წერტილი

და ეგ საიდან დაასკვენი? ლოგიკა,ლოგიკა...
მოკლედ, აქ მხოლოდ ორი წერტილი კი არა წინადადების აგებულება გვეუბნება ტექსტის ზუსტ სახეს, ანუ იმას რაც ყველა თარგმანმა ერთნაირად გადმოიღო, ვნახოთ ახლა ესეც:
ახლა შეიძლება დავუშვათ რომ ":" შეიძლება შეცვალოს წინადადება? ანუ რომ ამოვიღოთ : გამართულად მივიღებთ წინადადებას?
არა, რადგან ლათინურად სრულიად გაუმართავი იქნება "Amen dico tibi hodie" რადგან ადგილის გარემოება გადადის წინ "hodie Amen dico tibi..." დღეს გეტყვი" და არა "გეტყვი დღეს"
ზმნა ბოლოშია მოკლედ, მაგ; " hodie populo christiano afferunt" ( (დროის) გარემოების შემდეგ ზმნა)
ასევეა იტალიურშიც: «In verità ti dico, oggi..."-ს ნაცვლად უნდა ყოფილიყო "Oggi ti dico in verità" , ანუ უცილობლად "დღეს" წინ უნდა გადადიოდეს, მგონი ქართულადაც ასეა ...
"აგვისტოში რუსეთმა ....სახელმწიფო საზღვრები კავკასიონის ქედს გადმოაცილა" არის სწორი ფორმა და არა ""გადმოაცილა რუსეთმა ....სახელმწიფო საზღვრები კავკასიონის ქედს აგვისტოში "
ასევეა ძველ ქართულშიც: "ცისკარსა მსთუად მოვიდეს საფლავსა მას" და არა "მსთუად მოვიდეს ცისკარსა საფლავსა მას"...(ლკ. 24:1)
არ ვარ დიდი ფილოლოგი, მაგრამ მგონი ასეა...


იხარე და მოიქეცი:

კაიროსი!

პ.ს.
გირჩევ წაიკითხე ფლოროვსკის "სულის უკდავება"

http://pravbeseda.ru/library/index.php?page=book&id=315

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Jan 11 2009, 12:51 PM

ისე მაგარია, ზოგან მუსლიმანი ვარ, ზოგან სექტანტი, ზოგან გნოსტიკოსი (რადგან ამითიც დავინტერესდი) ზოგან ბუდისტობასაც მაბრალებენ და რავი ყველაფერს biggrin.gif თუმცა აგნოსტიკოსი ვარ და ყველა მიმდინარეობის შესწავლა დავიწყე biggrin.gif გნოსტიციზმმა დამაინტერესა ძალიან სხვათაშორის smile.gif ეს რასაც გიწერდი იეჰოვას მოწმეების სწავლებიდანაა მარა მერე რა? 17 წლის ბიჭი რომელი რასელისტი ან რამე სექტანტი ვიქნები? არის რაღაცეები რაშიც მათ ვეთანხმები, მაგრამ არა ყველაფერში, და არა ზოგადად smile.gif

იტალიური და ძველი ქართული რად მეხება? ნიკეის კრების მერე თარგმნილები... ადიშის ოთხთავი შეგიძლია დამილინკო სად დევს? მაგის წაკითხვა მინდა...

იცი რა არის, შენ მოგყავს ის თარგმანები რაც გჭირდება smile.gif თუ მასე ავაწყვეთ მსჯელობა როგორც შენ გინდა მაშინ დავუსვამთ მძიმეებს და ორწერტილს იქ სადაც გვინდა და გვაწყობს smile.gif

ანტინიკეური მამები მათ იმიტომ ეწოდებათ რომ არ იზიარებდნენ იმას რაც ნიკეის კრების მერე დააკანონეს, მარა არ ნიშნავს ეს რომ სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებნენ...

კლიმენტი ალექსანდრიელი თვითონ შეიძლება მაგ საკითხში არ ეთანხმებოდა ტატიანეს მაგრამ სხვა ცალკე საკითხი ჰქონდა, მაგალითად თავდაცვითი ომის და საერთოდ თავდაცვის უარყოფა...

დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო რომ მოიცალე და ამხელა პასუხი დამიწერე, ყველა ლინკს რაც მომაწოდე წავიკითხავ smile.gif სულზე ნუღარ ვიდავებთ smile.gif აღარ დავწერ მეტს ამ თემაში smile.gif

პატივისცემით,

ლაშა

rolleyes.gif


პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jan 11 2009, 03:47 PM

მე ბევრი არაფერი წამიკითხავს სულის შესახებ და თუ რამე შემეშლება არ გამკიცხოთ

ჩემი აზრით კი

სული - სიცოცხლის წყარო და თვითონ სიცოცხლეა რადგან ის ისეთი სუბსტანციაა რომელსაც შეუძლია დამოუკიდებელი იდეების გენერაცია და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება...

იგი არ გულისხმობს ფიზიკური ნაწილაკებისაგან შედგენილ ნივთიერებას, თუმცა მაინც შემოსაზღვრულია, რადგან არ შეუძლია ერთდროულად ორ ადგილზე ან ორ დროში იყოს,,,

მისი უმარლესი ფუნქციებია ღმერთის შეცნობა, სიყვარული და სინდისი...



პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 11 2009, 05:21 PM

ციტატა
17 წლის ბიჭი

შენ გაიხარე, გონებაგამჭრიახი ყოფილხარ smile.gif
ღმერთმა დაგლოცოს და დაგეხმაროს ჭეშმარიტების ძიებაში, როგორც ავგუსტინეს აპოვნინა, ისე გაპოვნინოს შენც smile.gif
ციტატა
დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო რომ მოიცალე და ამხელა პასუხი დამიწერე, ყველა ლინკს რაც მომაწოდე წავიკითხავ სულზე ნუღარ ვიდავებთ აღარ დავწერ მეტს ამ თემაში

კარგი ლაშ, ამ თემაში მოვრჩეთ,

ეს პოსტი დარჩეს აქ, როგორც სააზროვნო, ნუ ახლა იგი გუშინ რამის სამ საათზე ვწერე, არაა სრულყოფილი, მაგრამ რაც შევძელი ნახევრადმძინარემ smile.gif

http://church.ge/index.php?s=&showtopic=5281&view=findpost&p=448485

ადიშის ოთხთავს დაგიძებნი მეც და ჩვენი ფორუმელებიც, კეთილი იყოს შენი შემოსვლა ჩვენს ფორუმზე და ხანდახან თუ მწარედ რაიმე დავწერე ან შემდგომში რაიმე მწარედ მოგეჩვენოს, გვაპატიე, სტილია რა ასეთი smile.gif

ღმერთს ებარებოდე;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: Jan 14 2009, 03:39 PM

ციტატა(KAIROS @ Jan 11 2009, 05:21 PM) *

შენ გაიხარე, გონებაგამჭრიახი ყოფილხარ smile.gif

კარგი ლაშ, ამ თემაში მოვრჩეთ,

ადიშის ოთხთავს დაგიძებნი მეც და ჩვენი ფორუმელებიც, კეთილი იყოს შენი შემოსვლა ჩვენს ფორუმზე და ხანდახან თუ მწარედ რაიმე დავწერე ან შემდგომში რაიმე მწარედ მოგეჩვენოს, გვაპატიე, სტილია რა ასეთი smile.gif


კაიროსი!



დავიჯერო იპოვნით ადიშის ოთხთავს და ლინკის მეშვეობით მის წაკითხვას შევძლებთ?

სამწუხაროდ, ძალიან მეეჭვება, თუმცა დიდად ვისურვებდი smile.gif

მოყვასი

პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: Jan 17 2009, 01:39 AM

სად არის დაპირებული ადიშის ოთხთავი? sad.gif

დაპირებები... დაპირებები...

პოსტის ავტორი: JoKeR თარიღი: Jan 22 2009, 01:10 PM

გარდაცვალების შემდეგ სული გადის საზვერეებს და წარდგება კერძო სამსჯავროზე, სადაც გადაწყდება თუ სად დაიმკვიდრებს ადგილს სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 25 2009, 05:01 AM

ციტატა
სად არის დაპირებული ადიშის ოთხთავი?

დაპირებები... დაპირებები...


დავწერე მაგაზე უკვე , რომ არ არსებობს ელ. ვერსია, უნდა მიხვიდეთ ერ. ბიბლიოთეკაში არის მისი სამი გამოცემა და იპოვით თქო, ვწუხავარ..

http://church.ge/index.php?s=&showtopic=1073&view=findpost&p=451935

პოსტის ავტორი: gvasalia თარიღი: Jan 27 2009, 12:26 AM

http://www.orthodoxy.ge/fsiqologia/gabriel/sarchevi.htm

პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: Feb 16 2009, 10:16 PM

რა იცით სულის შესახებ? ეს თემა წესით და რიგით ძალიან აქტიური უნდა იყოს და რატომ არავინ წერს საინტერესოა.

სულს ისე ბევრი მნიშვნელობები აქვს..
რომელი სულის შესახებ არის თემა? სული რომელიც აცოცხლებს..
სული რომელიც სისხლშია... სული როგორც განწყობა.. სული როგორც ცოცხალი არსება.. სული ღვთისა.... სული როგორც ანგელოზური არსება.. და ასე შემდეგ.. რომელ სულზეა ლაპარაკი?


პოსტის ავტორი: death თარიღი: Feb 17 2009, 12:26 AM

ციტატა(მოყვასი @ Feb 16 2009, 10:16 PM) *

რომელი სულის შესახებ არის თემა? სული რომელიც აცოცხლებს..
სული რომელიც სისხლშია... სული როგორც განწყობა.. სული როგორც ცოცხალი არსება.. სული ღვთისა.... სული როგორც ანგელოზური არსება.. და ასე შემდეგ.. რომელ სულზეა ლაპარაკი?


სული, რომლიც ჩვენშია smile.gif

ციტატა
სული რომელიც სისხლშია


და რომელიც სისხლის გადასხმის შემდეგ ზიანდება არა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 17 2009, 12:34 AM

ციტატა(death @ Feb 17 2009, 01:26 AM) *

სული, რომლიც ჩვენშია smile.gif
და რომელიც სისხლის გადასხმის შემდეგ ზიანდება არა? biggrin.gif


სასიცოცხლო ძალა არის ჩვენში ნამდვილად, შენ ამას გინდა სული უძახე, გინდა სამფშვინველი smile.gif

ცხოველსაც აქვს სული, აბაჰ smile.gif ki.gif

girl_angel.gif

პ.ს. ჰაჰა მეორე ფრაზა მაგარი იყო biggrin.gif e025.gif

პ.ს.პ.ს. მაგარი სმაილები გაქვთ რა აქ thumbs.gif ki.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Feb 17 2009, 12:46 AM

ციტატა(Lashab @ Feb 17 2009, 12:34 AM) *

სასიცოცხლო ძალა არის ჩვენში ნამდვილად, შენ ამას გინდა სული უძახე, გინდა სამფშვინველი smile.gif

ცხოველსაც აქვს სული, აბაჰ smile.gif ki.gif



პ.ს. ჰაჰა მეორე ფრაზა მაგარი იყო

პ.ს.პ.ს. მაგარი სმაილები გაქვთ რა აქ thumbs.gif ki.gif



აჰ,ე.ი. თუ ცხოველს სული აქვს შესაბამისად მისი ცხონების შანსიც ყოფილა biggrin.gif

ჩემი მეზობლის ავ ძაღლს ჯოჯოხეთი გარანტირებული აქვს laugh.gif

პ.ს. რა პრიმიტიული მცდელობაა პროვოცირების,რამე უფრო მაგარი უნდა დააბრეხვო ხოლმე biggrin.gif

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 17 2009, 12:49 AM

ციტატა(S a l l y @ Feb 17 2009, 01:46 AM) *

აჰ,ე.ი. თუ ცხოველს სული აქვს შესაბამისად მისი ცხონების შანსიც ყოფილ biggrin.gif
ჩემი მეზობლის ავ ძაღლს ჯოჯოხეთი გარანტირებული აქვს laugh.gif


გააჩნია სულში მე რა ვიგულისხმე smile.gif სული, ებრაული სიტყვა "ნეპეშ"- ნიშნავს სასიცოცხლო ძალას a075.gif რომელიც სულად ითარგმნა smile.gif

rolleyes.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Feb 17 2009, 12:51 AM

ციტატა(Lashab @ Feb 17 2009, 12:49 AM) *

გააჩნია სულში მე რა ვიგულისხმე smile.gif სული, ებრაული სიტყვა "ნეპეშ"- ნიშნავს სასიცოცხლო ძალას a075.gif რომელიც სულად ითარგმნა smile.gif

rolleyes.gif


ხო,მაშინ უნდა დაგეკონკრეტებია რას გულისხმობდი a075.gif

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 17 2009, 12:52 AM

ციტატა(S a l l y @ Feb 17 2009, 01:51 AM) *

ხო,მაშინ უნდა დაგეკონკრეტებია რას გულისხმობდი a075.gif


სულის გაგება ძველ აღთქმაში ეგ იყო და smile.gif უნდა მეთქვა ჰო a075.gif

კარგად ჩანს რომ ცხოველებსაც სული აქვთო ამბობდნენ smile.gif

rolleyes.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Feb 17 2009, 12:55 AM

ციტატა(Lashab @ Feb 17 2009, 12:52 AM) *

სულის გაგება ძველ აღთქმაში ეგ იყო და smile.gif უნდა მეთქვა ჰო a075.gif

კარგად ჩანს რომ ცხოველებსაც სული აქვთო ამბობდნენ smile.gif

rolleyes.gif


მდას,სად წერია აბა ეგ ,დააკოპირე ერთი a075.gif

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 17 2009, 12:57 AM

ციტატა(S a l l y @ Feb 17 2009, 01:55 AM) *

მდას,სად წერია აბა ეგ ,დააკოპირე ერთი a075.gif


18. პირუტყვის მკვლელმა სული სულის წილ უნდა ზღოს. (ლევიანნი 24:18) a075.gif

rolleyes.gif

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Feb 17 2009, 01:00 AM

ციტატა(Lashab @ Feb 17 2009, 12:57 AM) *

18. პირუტყვის მკვლელმა სული სულის წილ უნდა ზღოს. (ლევიანნი 24:18) a075.gif

rolleyes.gif



და შენ მოთარგმნე რომ ,ცხოველებსაც სული აქვთ ხომ?! biggrin.gif


ია ტაკ ნე დუმაიუ cool.gif

პოსტის ავტორი: death თარიღი: Feb 17 2009, 01:01 AM

ციტატა(Lashab @ Feb 17 2009, 12:34 AM) *

სასიცოცხლო ძალა არის ჩვენში ნამდვილად, შენ ამას გინდა სული უძახე, გინდა სამფშვინველი smile.gif

ცხოველსაც აქვს სული, აბაჰ smile.gif ki.gif

girl_angel.gif

პ.ს. ჰაჰა მეორე ფრაზა მაგარი იყო biggrin.gif e025.gif

პ.ს.პ.ს. მაგარი სმაილები გაქვთ რა აქ thumbs.gif ki.gif


კი აქვს ცხოველს სული მაგრამ მოკვდავი, ადამიანს უკვდავი biggrin.gif



პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 17 2009, 01:04 AM

ციტატა(S a l l y @ Feb 17 2009, 02:00 AM) *

და შენ მოთარგმნე რომ ,ცხოველებსაც სული აქვთ ხომ?! biggrin.gif
ია ტაკ ნე დუმაიუ cool.gif


მანდაც იგივე სიტყვა წერია, სადაც სხვაგან ადამიანის სულზეა საუბარი smile.gif

ეკლესიასტეს 3 და 9 თავი გადაიკითხე ცოტა უკეთ smile.gif

კაი გავედი მე, არ მოიწყინოთ, ყველა მოვკვდებით საბოლოოდ biggrin.gif

rolleyes.gif

პოსტის ავტორი: death თარიღი: Feb 17 2009, 01:12 AM

ციტატა(Lashab @ Feb 17 2009, 01:04 AM) *


კაი გავედი მე, არ მოიწყინოთ, ყველა მოვკვდებით საბოლოოდ biggrin.gif

rolleyes.gif


შენ არა

ყოველ შემთხვევაში ჩვენს გულებში biggrin.gif

კაი აბა sweet dreams smile.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Apr 23 2009, 07:24 PM

სულზე დიდი დისკუსის გამართვა შეილება ,მაგრამ კამათს ჯობია საღი აზრები დავწეროთ, თან მეც დამეხმარებით საკურსო თემა მაქვს დასაწერი ''სულის თერაპია'' . იქნებ დამეხმაროთ დაწერაში?

პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: May 10 2009, 03:01 PM

ციტატა(mari-mari15 @ Apr 23 2009, 08:24 PM) *

სულზე დიდი დისკუსის გამართვა შეილება ,მაგრამ კამათს ჯობია საღი აზრები დავწეროთ, თან მეც დამეხმარებით საკურსო თემა მაქვს დასაწერი ''სულის თერაპია'' . იქნებ დამეხმაროთ დაწერაში?



საინტერესო თემაა და რატომ აღარ გაგრძელდა ნეტავ..

პოსტის ავტორი: მოყვასი თარიღი: May 10 2009, 03:35 PM

თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ, ამაზე მრავალგვარი პასუხი არსებობს ადამიანებში. ადამიანები ამ შეკითხვას პასუხობენ სხვა და სხვა "თაროდან", ზოგი ადათ-წესებიდან და იმ რწმენიდან როგორაც გაიზარდნენ თავიანთ ქვეყანაში თუ ოჯახში (საერთოდ, ზოგადად ვამბობ). თუმცა, რელიგიების უმრავლესობას ის ძირითადი წარმოდგენა აერთიანებს, რომ პიროვნებაში არსებობს რაღაც - სული თუ აჩრდილი, რომელიც უკვდავია და სხეულის სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს ცხოვრებას. სულის უკვდავების რწმენა, თითქმის საყოველთაოდ აღიარებულია ქრისტიანული სამყაროს ათასობით რელიგიასა და სექტაშიც კი. ის იუდაიზმშიც დაკანონებულია. ინდუიზმში სწორედ სულის უკვდავების რწმენა უდევს საფუძვლად გარდასახვის შესახებ სწავლებას. მუსულმანებს სწამთ რომ სული სხეულთან ერთად იწყებს არსებობას, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს სიცოცხლეს. სხვა რელიგიები, როგორიცაა მაგალიტად: აფრიკული ანიმიზმი, სინტოიზმი და ბუდიზმიც კი, ამავე თემის სხვადასხვა ვარიანტებს ასწავლის. მაგრამ, აქვე აღვნიშნავდი (თუ ზოგიერთი არ მიწყენდა), რომ ზოგიერთს ადაიანს, საპირისპირო თვალსაზრისი აქვს, რომ შეგნებული სიცოცხლე სიკვდილით მთავრდება. ის აზრი, რომ ემოციური და ინტელექტუალური სიცოცხლე სხეულისგან განცალკევებულ, პიროვნების გარეშე არსებულ, აჩრდილისებურ სულში გრძელდება, მათ არაგონივრულად ეჩვენებათ. მაგალითად, მეოცე საუკუნის ესპანელი მწერალი და მეცნიერი მიგელ დე უნამუნო წერს: "სულის უკვდავების დაჯერება არის სურვილი, რომ სული უკვდავი იყოს, მაგრამ ისეთი ძლიერი სურვილი, რომ საღ აზრს ფეხქვეშ თელავს და გონიერების საზღვრებს სცილდება"-ო. მათ შორის რომლებსაც არ სწამდათ სულის უკვდავება, არიან ძველი დროის ცნობილი ფილოსოფოსები: არისტოტელე და ეპიკურე, ექიმი ჰიპოკრატე, შოტლანდიელი ფილოსოფოსი დეივიდ ჰიუმი, არაბი მეცნიერი ავეროესი და ინდოეთის დამოუკიდებლობის შემდეგ მისი პირველი პრემიერ მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნათელია რომ, სულის უკვდავება-მოკვდავების შესახებ განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ ადამიანებს. მთავარი კი ალბათ დამეთანხმებით - ისაა, თუ რას ასწავლის წმინდა წერილი მის შესახებ და არა ადამიანების მოსაზრებები.

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: May 10 2009, 04:14 PM

ციტატა(მოყვასი @ May 10 2009, 04:35 PM) *

თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ, ამაზე მრავალგვარი პასუხი არსებობს ადამიანებში. ადამიანები ამ შეკითხვას პასუხობენ სხვა და სხვა "თაროდან", ზოგი ადათ-წესებიდან და იმ რწმენიდან როგორაც გაიზარდნენ თავიანთ ქვეყანაში თუ ოჯახში (საერთოდ, ზოგადად ვამბობ). თუმცა, რელიგიების უმრავლესობას ის ძირითადი წარმოდგენა აერთიანებს, რომ პიროვნებაში არსებობს რაღაც - სული თუ აჩრდილი, რომელიც უკვდავია და სხეულის სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს ცხოვრებას. სულის უკვდავების რწმენა, თითქმის საყოველთაოდ აღიარებულია ქრისტიანული სამყაროს ათასობით რელიგიასა და სექტაშიც კი. ის იუდაიზმშიც დაკანონებულია. ინდუიზმში სწორედ სულის უკვდავების რწმენა უდევს საფუძვლად გარდასახვის შესახებ სწავლებას. მუსულმანებს სწამთ რომ სული სხეულთან ერთად იწყებს არსებობას, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს სიცოცხლეს. სხვა რელიგიები, როგორიცაა მაგალიტად: აფრიკული ანიმიზმი, სინტოიზმი და ბუდიზმიც კი, ამავე თემის სხვადასხვა ვარიანტებს ასწავლის. მაგრამ, აქვე აღვნიშნავდი (თუ ზოგიერთი არ მიწყენდა), რომ ზოგიერთს ადაიანს, საპირისპირო თვალსაზრისი აქვს, რომ შეგნებული სიცოცხლე სიკვდილით მთავრდება. ის აზრი, რომ ემოციური და ინტელექტუალური სიცოცხლე სხეულისგან განცალკევებულ, პიროვნების გარეშე არსებულ, აჩრდილისებურ სულში გრძელდება, მათ არაგონივრულად ეჩვენებათ. მაგალითად, მეოცე საუკუნის ესპანელი მწერალი და მეცნიერი მიგელ დე უნამუნო წერს: "სულის უკვდავების დაჯერება არის სურვილი, რომ სული უკვდავი იყოს, მაგრამ ისეთი ძლიერი სურვილი, რომ საღ აზრს ფეხქვეშ თელავს და გონიერების საზღვრებს სცილდება"-ო. მათ შორის რომლებსაც არ სწამდათ სულის უკვდავება, არიან ძველი დროის ცნობილი ფილოსოფოსები: არისტოტელე და ეპიკურე, ექიმი ჰიპოკრატე, შოტლანდიელი ფილოსოფოსი დეივიდ ჰიუმი, არაბი მეცნიერი ავეროესი და ინდოეთის დამოუკიდებლობის შემდეგ მისი პირველი პრემიერ მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნათელია რომ, სულის უკვდავება-მოკვდავების შესახებ განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ ადამიანებს. მთავარი კი ალბათ დამეთანხმებით - ისაა, თუ რას ასწავლის წმინდა წერილი მის შესახებ და არა ადამიანების მოსაზრებები.

მოყვასი აპოლოგეტიკის განყოფილებაში ხომ იწერ საათებს შენი სექტისთვის?ახლა აქ რასაც იქადაგებ,ესეც უნდა მიიწერო?აუ შენ ნაღდად პიონერი ხარ,ასეა თუ არა აღიარე?მგარამ შენ საერთოდ როგორც წესი ვითომ არა ხარ ხო იეღოველი?
არადა მგონი პიონერი კი არა და მისიონერიც ხარ ხო?
კარგად გიხდიან ალბათ,ამ პოსტებში,თორემ აქ არ უნდა წერდე როგორც წესი cool.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 11 2009, 12:25 AM

ციტატა
სულის უკვდავება, არიან ძველი დროის ცნობილი ფილოსოფოსები: არისტოტელე და ეპიკურე


არისტოტელე კაცო? biggrin.gif


პოსტის ავტორი: Evolutionist თარიღი: May 12 2009, 01:11 PM

სული არსებობს, მაგრამ არა ისეთი ფორმით როგორზეც აქ საუბრობეთ... ჩემი აზრით, სული არის ადამიანის ცნობიერება, გონება და აზროვნება

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 12 2009, 01:13 PM

Evolutionist

ციტატა
სული არის ადამიანის ცნობიერება, გონება და აზროვნება

არამატერიალური?

პოსტის ავტორი: Evolutionist თარიღი: May 12 2009, 01:16 PM

ციტატა(afxazi @ May 12 2009, 01:13 PM) *

Evolutionist

არამატერიალური?



ეს სამივე ჩვენი ტვინის ერთ-ერთი ფუნქციაა... ესეიგი მატერიალური... მაგრამ არსებობს არამატერიასური მხარეც მაგალითად სიყვარული, სამართლიანობა, სიკეთე.... ათან ადამიანის ქცევა განაპირობებს... ანუ თვითონ გრძნობა არამატერიალურია თუმცა გამოწვეულია მატერიალური მოქმედებით...

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 12 2009, 01:23 PM

Evolutionist

ციტატა
მაგრამ არსებობს არამატერიასური მხარეც მაგალითად სიყვარული, სამართლიანობა, სიკეთე....

თუმცა არა დამოუკიდებლად მყოფები, დასანახად ან შესახებდ არსებული ცნებები. ესაა უფრო აპსტრაქტული და შედეგით შესაცნობი ცნებები, რომ ვერ ხედავ სიყვარულს, მაგრამ ხედავ მის შედეგს.

ციტატა
ეს სამივე ჩვენი ტვინის ერთ-ერთი ფუნქციაა... ესეიგი მატერიალური.

შენი არ მესმის. მატერიას დამოუკიდებლად აზროვნება შეუძლია? მაგალითად მიწას წყალს, ცეცხლს ან ჰაერს (ზოგადად ამ ოტხი სტიქიონისგან შედგება ყოველივე)

პოსტის ავტორი: Evolutionist თარიღი: May 12 2009, 01:36 PM

ციტატა(afxazi @ May 12 2009, 01:23 PM) *

Evolutionist

თუმცა არა დამოუკიდებლად მყოფები, დასანახად ან შესახებდ არსებული ცნებები. ესაა უფრო აპსტრაქტული და შედეგით შესაცნობი ცნებები, რომ ვერ ხედავ სიყვარულს, მაგრამ ხედავ მის შედეგს.
შენი არ მესმის. მატერიას დამოუკიდებლად აზროვნება შეუძლია? მაგალითად მიწას წყალს, ცეცხლს ან ჰაერს (ზოგადად ამ ოტხი სტიქიონისგან შედგება ყოველივე)


ყველა ცოცხალი ორგანიზმი რთულად განვითარებული მატერიაა.. სიცოცხლე კი პირობითი მხნებაა, ის უბრალოდ მატერიის არსებობის ერთ-ერთი სახეა...

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 12 2009, 01:38 PM

Evolutionist

ციტატა
ყველა ცოცხალი ორგანიზმი რთულად განვითარებული მატერიაა.

მაინც როგორ რთულად აბა?

ციტატა
სიცოცხლე კი პირობითი მხნებაა, ის უბრალოდ მატერიის არსებობის ერთ-ერთი სახეა...

აბა დავაკონკრეტოთ. ცნება მატერია რას გულისხმობს?

პოსტის ავტორი: Evolutionist თარიღი: May 12 2009, 05:22 PM

ციტატა(afxazi @ May 12 2009, 01:38 PM) *

Evolutionist
აბა დავაკონკრეტოთ. ცნება მატერია რას გულისხმობს?


ყველაფერს რასაც ხედავ... ახლა არ მითხრა ადამიანი მატერია არ არისო...

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 13 2009, 02:12 PM

Evolutionist
ცნობიერება ძალიან რთულად ასახსნელია უბრალოდ მათემატიკური ლოგიკით...უფრო სწორად ის ამ ლოგიკით საერტოდ არ იხსნება

პოსტის ავტორი: One truth თარიღი: Apr 9 2011, 06:49 AM

რას ნიშნავს სიტყვა „სული“?

ბევრს სჯერა, რომ სული არის ადამიანში არსებული რაღაც უხილავი და უკვდავი ძალა. მათი აზრით, სიკვდილის დროს ის ტოვებს სხეულს და განაგრძობს არსებობას. ასეთი შეხედულება საკმაოდ გავრცელებულია. ამიტომ ბევრს უკვირს, როცა იგებს, რომ ეს სრულიად განსხვავდება ბიბლიის სწავლებისგან. მაშ, რა არის სული და რა მნიშვნელობით არის ეს სიტყვა გამოყენებული ბიბლიაში?

ბიბლია ძირითადად ებრაულ და ბერძნულ ენებზე დაიწერა. ქართულ ენაზე „სულად“ ნათარგმნია ორი ებრაული („ნეფეშ“ და „რუახ“) და ორი ბერძნული („ფსიქე“ და „პნევმა“) სიტყვა. აქედან „ნეფეშ“ და „ფსიქე“ ერთი და იმავე მნიშვნელობით გამოიყენება, ხოლო სიტყვებს „რუახ“ და „პნევმა“ ბიბლია სხვა მნიშვნელობას ანიჭებს.

თავდაპირველად განვიხილოთ, თუ რა იგულისხმება „ნეფეშსა“ და „ფსიქეში“. ეს ორი სიტყვა ბიბლიაში 800-ზე მეტჯერ გვხვდება. თუ დავუკვირდებით, როგორ არის ეს სიტყვები ბიბლიურ მუხლებში გამოყენებული, დავინახავთ, რომ ძირითადად მათში იგულისხმება 1) ადამიანები, 2) ც ხოველები ან 3) ადამიანის ან ცხოველის სიცოცხლე. განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური მუხლი, სადაც „ნეფეშ“ და „ფსიქე“ ამ სამი მნიშვნელობით არის გამოყენებული.

ადამიანები. „ნოეს დროს . . . რამდენიმე ადამიანი, სულ რვა სული, გადაურჩა წყალს“ (1 პეტრე 3:20). აშკარაა, რომ აქ სიტყვა „სულში“ იგულისხმებიან ადამიანები — ნოე, მისი ცოლი, სამი ვაჟი და მათი ცოლები. გამოსვლის 16:16-ში მოხსენიებულია ისრაელებისთვის მიცემული მითითება, თუ როგორ უნდა შეეგროვებინათ მანანა. ღმერთმა უთხრა მათ: „აკრიფეთ თითოეულმა . . . თქვენს კარავში მყოფთა სულადობისამებრ“. როგორც ვხედავთ, შეგროვებული მანანის რაოდენობა ოჯახის წევრთა რიცხვზე იყო დამოკიდებული. სიტყვა „სული“ ადამიანის მნიშვნელობით გამოყენებულია სხვა ბიბლიურ მუხლებშიც, მაგალითად დაბადების 46:18-ში, იესო ნავეს ძის 11:11-ში, საქმეების 27:37-სა და რომაელების 13:1-ში.

ცხოველები. ბიბლიაში შემოქმედების შესახებ ვკითხულობთ: «შემდეგ თქვა ღმერთმა: „აფუთფუთდნენ წყალში ცოცხალი სულები და მიწის ზევით, ცის სივრცეში იფრინონ ფრინველებმა“.შემდეგ თქვა ღმერთმა: „წარმოშვას მიწამ ცოცხალი სულები მათი გვარისდა მიხედვით, შინაური ცხოველები, ქვეწარმავლები და გარეული ცხოველები მათი გვარისდა მიხედვით“. და ასეც მოხდა.» (დაბადება 1:20, 24). ამ მუხლებში თევზები და შინაური თუ გარეული ცხოველები „სულებად“ არიან მოხსენიებულნი. ცხოველებს, აგრეთვე ფრინველებს, სულები ეწოდებათ შემდეგ მუხლებშიც: დაბადება 9:10, აქ; ლევიანები 11:46, აქ; რიცხვნი 31:28.

ადამიანის სიცოცხლე. ზოგჯერ სიტყვა „სული“ ნიშნავს სიცოცხლეს, რომელსაც ადამიანი ფლობს. იეჰოვამ უთხრა მოსეს: „ყველანი დაიხოცნენ, ვინც შენს სულს ეძებდნენ“ (გამოსვლა 4:19). რას „ეძებდნენ“ მოსეს მტრები? მის სიცოცხლეს. ამ მოვლენიდან დიდი ხნით ადრე, როცა ბენიამინი იბადებოდა, რახელს „სული ამოსდიოდა (იმიტომ რომ კვდებოდა)“ (დაბადება 35:16—19, აქ). ამ დროს რახელი მოკვდა. ყურადღება მივაქციოთ აგრეთვე იესოს სიტყვებს: „მე კარგი მწყემსი ვარ, კარგი მწყემსი თავის სულს სწირავს ცხვრისთვის“ (იოანე 10:11). იესომ თავისი სული ანუ სიცოცხლე გასწირა კაცობრიობისთვის. ბიბლიის ამ მუხლებში სიტყვა „სული“ აშკარად ეხება ადამიანის სიცოცხლეს. სიტყვა „სული“ ამავე მნიშვნელობით არის გამოყენებული შემდეგ მუხლებშიც: 3 მეფეთა 17:17—23, სსგ; მათე 10:39; იოანე 15:13; საქმეები 20:10.

პოსტის ავტორი: One truth თარიღი: Apr 9 2011, 07:03 AM

ახლა კი განვიხილოთ, თუ რა მნიშვნელობით გამოიყენება ბიბლიურ მუხლებში სიტყვები „რუახ“ და „პნევმა“. მაგალითად, ფსალმუნების 103(104):29-ში ნათქვამია: «სულს [„რუახ“] თუ წაართმევ, დაიხოცებიან
და მტვერს დაუბრუნდებიან». ხოლო იაკობის 2:26-ში აღნიშნულია, რომ «სხეული მკვდარია სულის [„პნევმა“] გარეშე». როგორც ვხედავთ, ამ ბიბლიურ მუხლებში სიტყვა „სულში“ იგულისხმება ის, რაც სხეულს სიცოცხლეს აძლევს. სულის გარეშე სხეული მკვდარია. ამიტომაც ბიბლიაში სიტყვა „რუახ“ ნათარგმნია არა მარტო „სულად“, არამედ „მაცოცხლებელ ძალადაც“. მაგალითად, ნოეს დღეებში მომხდარი წარღვნის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „წყლის წარღვნას მოვავლენ დედამიწაზე, რომ მოვსპო ცის ქვეშ ყოველი ხორციელი, რომელშიც მაცოცხლებელი ძალა მოქმედებს“ (დაბადება 6:17; 7:15, 22, აქ). ამრიგად, „სული“ ყოველი ცოცხალი არსების უხილავი მაცოცხლებელი ძალაც არის.

ეს ძალა ანუ სული სხეულის ფუნქციონირებისთვის ისევეა საჭირო, როგორც რადიოსთვის ელექტროენერგია. წარმოიდგინე პატარა რადიო, რომელიც ელემენტებზე მუშაობს. ასეთი რადიო მუშაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ მასში ელემენტებს ჩადებ და ჩართავ. ელემენტების გარეშე რადიო არ იმუშავებს. ელექტროენერგიის გარეშე ვერც სხვა სახის რადიო იმუშავებს, თუ ის შტეფსელიდან გამორთული იქნება. მსგავსად ამისა, ჩვენს სხეულს ფუნქციონირების საშუალებას აძლევს სული ანუ მაცოცხლებელი ძალა. ელექტროენერგიის მსგავსად, არც სულს შეუძლია რაიმეს გრძნობა და ფიქრი. ის მხოლოდ ძალაა. მაგრამ ეს მაცოცხლებელი ძალა თუ წაერთმევათ, როგორც ფსალმუნმომღერალმა დაწერა, ადამიანები „დაიხოცებიან და თავიანთ მიწა-მტვრად მიიქცევიან“.

ადამიანის სიკვდილის შესახებ ეკლესიასტეს 12:7 ამბობს: „[მისი სხეულის] მტვერი დაუბრუნდება მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდება ღმერთთან, რომელმაც მისცა იგი“. როდესაც სული ანუ მაცოცხლებელი ძალა სხეულს ტოვებს, სხეული კვდება და უბრუნდება მიწას. ასევე, მაცოცხლებელი ძალაც უკანვე უბრუნდება ღმერთს (იობი 34:14, 15; ფსალმუნები 35:10). ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაცოცხლებელი ძალა პირდაპირი გაგებით ცაში მიდის. ამაში იგულისხმება ის, რომ, როდესაც ადამიანი კვდება, იეჰოვა ღმერთზეა დამოკიდებული, ექნება თუ არა მას მომავალში სიცოცხლის შესაძლებლობა. მისი სიცოცხლე, ასე ვთქვათ, ღვთის ხელშია. მხოლოდ ღვთის ძალით არის შესაძლებელი, რომ ადამიანს მაცოცხლებელი ძალა დაუბრუნდეს და კვლავ იცოცხლოს.

მანუგეშებელია ის, რომ ღმერთი სწორედ ამას გააკეთებს მათთვის, „ვინც სამარხებში არიან“ (იოანე 5:28, 29). აღდგომის დროს იეჰოვა გარდაცვლილ ადამიანს ახალ სხეულს მისცემს და მაცოცხლებელ ძალას დაუბრუნებს. ეს დრო მართლაც რომ დიდ სიხარულს მოუტანს ადამიანებს!

პოსტის ავტორი: davithet თარიღი: Apr 10 2011, 04:15 PM

კლინიკური სიკვდილი ქვია თუ არა არ ვიცი , მე მქონდა შემთხვევა 5-ჯერ. ჩემ საკუთარ სხეულს , ნივთები და ხმა მესმოდა. რად გინდა ის დაარქვი, მაგრამ მე 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ რომ სხეულის შემდეგ არსებობ შინაგანი სული ( უკვდავი სული ).
შემიხედია სარკეში მაგრამ ადამიანის მაგვარი ფიგურა არ მქონდა არც ხელი და სახე მქონდა.
უბრალოდ ვიყავი როგორც წერწილებივით რაღაც არსება.
სამოთხე და ჯოჯოხეთი არ მინახავ, მაგრამ შიგ ტუნელივით რაღაც რომ იყო , შევსულვარ და ამოვსულვარ სხეულიდან. შემდეგ რაღაც უხილავმა ხმამ ამიკრძალა რომ არ გამემოერებინა.
ბიბლიაში ბევრი ვეძებე ამაზე მაგრამ ვერ ვნახე.
სიმართლე გითხრა რომ უკვდავი სული მართლა კვდება.ანუ ნიშნავს რომ შენი წარსული ცხოვრება ქრება და არ გახსოვ.
ბევრი რამე არ ვიცი და არ ცოდნა მაქვს.

პოსტის ავტორი: One truth თარიღი: Apr 12 2011, 08:29 AM


davithet

ციტატა
სხეულის შემდეგ არსებობ შინაგანი სული( უკვდავი სული ).

შეგიძლია ბიბლიაში მიმითითო ადგილები,სადაც წერია,რომ სული უკვდავია?

პოსტის ავტორი: davithet თარიღი: Apr 12 2011, 11:09 PM

ციტატა(One truth @ Apr 12 2011, 09:29 AM) *

davithet

შეგიძლია ბიბლიაში მიმითითო ადგილები,სადაც წერია,რომ სული უკვდავია?


ბიბლიური მითითებაზეც მეც ვეძებდი მაგრამ ფაქტი ფაქტია. თუ ძველ ჰებრეის ენას ისწავლი ან თუ გყავს ვინმე ამ ენაზე მოლაპარაკე . ის გადაგითარგმნიდა.
ძველ ებრაულში-
[b]ღუახ[/b] - სული ( რომელიც უკვდავ სულზეა ლაპარაკი ).
ინგლისურ კარგად ნათარგმნი ბიბლია გამოსულა და ემთხვევა კიდეც იმ ძველ ჰებრეის ბიბლიას.
ღუახ- SPIRIT - უკვდავ სულს ნიშნავ. ამ სულშია - ღმერთი, ანგელოზები და ადამიანის სული
ნეფეშ- SOUL - მოკვდავი სულია - აქ კიდევ ( რამდენი სულია თქვენ ოჯახშიო ).
ნეშამა- GHOST - უკვდავი სულია - აქ ახლოსაა ანგელოზებთან, ცხოველის სულთან და დემონებთან.
ღმერთის სული SPIRIT მართავს ყველა სულს- SPIRIT , SOUL, GHOST .

პოსტის ავტორი: გუდაგუდა თარიღი: Apr 13 2011, 11:07 AM

ამერიკაში ჩაატარეს კვლევები და დამტკიცდა რომ ადამიანი სიკვდილის მერე კარგავს 11 გრამს, ანუ სავარაუდოდ სულის სიმძიმე ამდენია, მაგრამ არ ვიცი რამდენად ეთანხმება ამას ეკლესია oops.gif dagnebdit.gif dagnebdit.gif read.gif yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: One truth თარიღი: Apr 18 2011, 12:00 AM

რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

რელიგიურ სწავლებებში ჩადებულია საერთო აზრი: ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ ადამიანის რაღაც ნაწილი სიცოცხლეს განაგრძობს. დღემდე არსებული თითქმის ყველა რელიგიური მიმდინარეობის თანახმად, ადამიანს სიკვდილის შემდეგაც აქვს დანახვის, გაგებისა და აზროვნების უნარი. მაგრამ განა შესაძლებელია ეს? ადამიანის გრძნობები და აზრები დაკავშირებულია ტვინის ფუნქციონირებასთან. სიკვდილის დროს კი ტვინი წყვეტს მუშაობას. შეუძლებელია, რომ ჩვენმა მოგონებებმა და გრძნობებმა ტვინისგან დამოუკიდებლად რაღაც სასწაულებრივი სახით კვლავაც განაგრძოს არსებობა. smile.gif

პოსტის ავტორი: davithet თარიღი: Apr 18 2011, 12:19 AM

ციტატა(One truth @ Apr 18 2011, 01:00 AM) *

რა ხდება სიკვდილის შემდეგ?

რელიგიურ სწავლებებში ჩადებულია საერთო აზრი: ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ ადამიანის რაღაც ნაწილი სიცოცხლეს განაგრძობს. დღემდე არსებული თითქმის ყველა რელიგიური მიმდინარეობის თანახმად, ადამიანს სიკვდილის შემდეგაც აქვს დანახვის, გაგებისა და აზროვნების უნარი. მაგრამ განა შესაძლებელია ეს? ადამიანის გრძნობები და აზრები დაკავშირებულია ტვინის ფუნქციონირებასთან. სიკვდილის დროს კი ტვინი წყვეტს მუშაობას. შეუძლებელია, რომ ჩვენმა მოგონებებმა და გრძნობებმა ტვინისგან დამოუკიდებლად რაღაც სასწაულებრივი სახით კვლავაც განაგრძოს არსებობა. smile.gif

მეც მაგ აზრისა ვარ .

პოსტის ავტორი: One truth თარიღი: Apr 18 2011, 08:14 PM

ციტატა(davithet @ Apr 18 2011, 12:19 AM) *

მეც მაგ აზრისა ვარ .

ანუ შენც ეთანხმები,რომ სული კვდება. smile.gif

რა ხდება სიკვდილის დროს სინამდვილეში?

ის, თუ რა ხდება სიკვდილის დროს, საიდუმლოებით მოცული არ არის ღმერთისთვის, რომელმაც ადამიანის ტვინი შექმნა. მან იცის ჭეშმარიტება და თავის სიტყვაში, ბიბლიაში, გვიხსნის, თუ რა მდგომარეობაში არიან მკვდრები. ბიბლია გვასწავლის, რომ როდესაც ადამიანი კვდება, ის წყვეტს არსებობას. სიკვდილი არის სიცოცხლის საპირისპირო მდგომარეობა. მკვდრებს არც დანახვა შეუძლიათ, არც ფიქრი და არც რამის გაგება. ფიზიკური სხეულის სიკვდილის დროს ადამიანი მთლიანად წყვეტს არსებობას. ადამიანს არავითარი უკვდავი სული არა აქვს.


როგორც სოლომონმა დაწერა, „მკვდრებმა არაფერი არ იციან“. ამ საკითხის შესახებ ის შემდეგ უფრო კონკრეტულად ამბობს, რომ მკვდრებს არც სიყვარული შეუძლიათ, არც სიძულვილი და მათთვის არ არსებობს „საქმე და ჩანაფიქრი და ცოდნა და სიბრძნე [სამარეში]“
(ეკლესიასტე 9:5, 6, 10). მსგავსად ამისა, ფსალმუნების 145:4–ში ნათქვამია, რომ ადამიანის სიკვდილის შემთხვევაში „იმავე დღეს გაქრება მისი აზრები“. ჩვენ მოკვდავნი ვართ და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს ვერ განვაგრძობთ.
ჩვენი სიცოცხლე შეგვიძლია სანთლის ალს შევადაროთ. როდესაც სანთელს ვაქრობთ, ალი არსად არ მიდის. ის უბრალოდ აღარ არსებობს.

თუ ბიბლიაში წერია,რომ სიკვდილის შემდეგ ქრება ადამიანის ყველა ფიქრი,სიყვარული,სიძულვილი,სა ქ მე,ჩანაფიქრი ....მაშ საიდან გავრცელდა ხალხში მცდარი აზრები მკვდარზე,რომ ხომ არ იტანჯება? გვიწევს მფარველობას იქიდან, სადაც არის? შეგვიძლია მისი დახმარება?...

გეკითხებით, ეკლესიასტეს წიგნიდან გამომდინარე,რას გვასწავლის ბიბლია მკვდრების მდგომარეობასთან დაკავშირებით?

პოსტის ავტორი: davithet თარიღი: Apr 19 2011, 12:58 AM

სული კვდება მხოლოდ SOUL-ი და ებრაულად ნეშამა.
სული რომელის უკვდავება ქვია - SPIRIT-ან ებრაულად ღუახ - ეს სული აქ არ კვდება.

ჰებრეულ ენაზე ისწავლე რას ნიშნავს ღვთის სული და ადამიანის სული.

ადამიანს აქვს ორი რამ, მოკვდავი სული-( ნეშამა) და უკვდავი სული რომელმაც ღმერთმა მისცა ადამს ღვთის სული ( ღუახ). მოკვდება ადამი და სული (ღუახ) დაუბრუნდება ღმერთს.- რომელ სულზეა დაწერილი ?
რატომ წერია დაუბრუნდება ღმერთს, სული SPIRIT?
არ ვიცი , ჩემი ინტერესია რატომ არ წერია რომ რუახი და ნეშამა კვდებიანო?
რას ნიშნავ სიტყვა ღუახ და ნეშამა ?
რა განსხვავებაა ამ ორისგან სული და ფშვინვა-ძველ ქართულ ენიდან.?თუნდათ ინგლისურად SPIRIT და SOUL.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Apr 19 2011, 04:08 PM

One truth

ციტატა
რელიგიურ სწავლებებში ჩადებულია საერთო აზრი: ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ ადამიანის რაღაც ნაწილი სიცოცხლეს განაგრძობს. დღემდე არსებული თითქმის ყველა რელიგიური მიმდინარეობის თანახმად, ადამიანს სიკვდილის შემდეგაც აქვს დანახვის, გაგებისა და აზროვნების უნარი. მაგრამ განა შესაძლებელია ეს? ადამიანის გრძნობები და აზრები დაკავშირებულია ტვინის ფუნქციონირებასთან. სიკვდილის დროს კი ტვინი წყვეტს მუშაობას. შეუძლებელია, რომ ჩვენმა მოგონებებმა და გრძნობებმა ტვინისგან დამოუკიდებლად რაღაც სასწაულებრივი სახით კვლავაც განაგრძოს არსებობა.

ესეც იეღოველთა ბროშურიდანsmile.gif ვაჰ,რამდენი რამ წამიკითხავს მათი ლიტერატურიდანsmile.gif
აქ შევიტანდი ერთ შესწორებას და ყველაფერი თავისთავად დალაგდება:თვითონ პიროვნებაა სული,რომელიც სხეულშია დამკვიდრებული.ხორცი ტანსაცმლის მსგავსად გვმოსავს ჩვენ,როგორც ნამდვილ პიროვნებებს,ანუ სულებს.
სულის უკვდავება
აბა ვნახოთ თუ არ ჩანს ბიბლიაში სულის უკვდავება:"ვიცი ერთ კაცზე,სხეულში იყო,თუ სხეულის გარეშე არ ვიცი-ღმერთმა იცის.ის ატაცებულ-იქნა სამოთხეში და ისმენდა გამოუთქმელ სიტყვებს,რომელთა გამოთქმის ნება არა აქვს ადამიანს"(2კორ.12:3,4)"დავინახე სულები დახოცილთა ღვთის სიტყვისათვის"(გამოცხ.6:9,10)"ნუ გეშინინ მათგან,რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი,ხოლო სულისა ვერ ხელ ეწიფების მოკლუად"(მათე10:28)"მიიქცეოდეს მტვერი მიწად როგორც იყო და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს,რომელმაც შთაბერა"(ეკლ.12:7)"ქრისტე მოკუდა ხორცითა და ცხოველ იქმნა სულითა,რომლითაცა საპყრობილესა მათ სულთა (ჯოჯოხეთს)მივიდა და ქადაგა"(Iპეტრე3:18,19)"ამისთვის ეხარა მკუდართა ,რათა ცხონდნენ ღვთისა მიმართ სულითა"(Iპეტრე4:6)"ჯერ გვიჩნს უფროისღა განსვლა ხორცთა ამათგან და მისვლად უფლისა"(IIკორ.5.1-8)"არა არს ღმერთი მკუდართა,არამედ ცოცხალთა,რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე"(მის წინაშე და არა მის მეხსიერებაში)(ლუკა 20,38)
ამაზე რას იტყვი,კვდება არა სული?კარგად წაიკითხე და დაუკვირდი თითოეულ მუხლს და თვითონ გამოიტანე აზრი რა მოსდის სულს.
დაბოლოს,წაიკითხე "მდიდარი და ლაზარე"ლუკა 16:19,25-აქ ყველა კითხვაზე პასუხია მოცემული

პოსტის ავტორი: davithet თარიღი: Apr 19 2011, 05:02 PM

იეჰოვას მოწმეებო ისწავლეთ - ჰებრეის ენაზე ამდენ რამეს თუ იმახსოვრებ ბიბლიის მუხლებ ბარემ შეგეძლოთ ჰებრეის ენაზე ახსნა ვიდრე ნათარგმნი ვიღასიც მიერ. მეც ვთარგმნი ჩემით და ვუფიქრდები მნიშვნელობებ. მერე კი შეგიძლიათ თამამად იქადაგო ბიბლიური მნიშვნელობები.
კარგია რომ იცით .


პოსტის ავტორი: starscream თარიღი: Apr 19 2011, 06:04 PM

3 დღეში იშLება ეთერული სხეული (ფიზიკურზე ტონკი) მერე 40 დღეში ემოციური ასტრალური სხეული იშლება საბოლოოდ რჩება სპირით (სული) რომელიც მიდის ღმერთან ან ჯოჯოხეთში ან სამოთხეში..
ალბათ სამშვინელი იგივე ადამიანის ემოციური სხეული "ასტრალური სხეული" იშლება 40 დღეში

პოსტის ავტორი: One truth თარიღი: Apr 19 2011, 07:49 PM

davithet

ციტატა
სული კვდება მხოლოდ SOUL-ი და ებრაულად ნეშამა.


გეთანხმები იმაში,რომ SOUL კვდება,რომელშიც იგულისხმება 1) ადამიანები, 2) ც ხ ოველები  3) ადამიანის ან ც ხოველის სიცოცხლე.

ებრაულად, ინგლისური სიტყვა SOUL(სული) არის "ნეფეშ" და არა "ნეშამა".

SOUL _ ებრაულად "ნეფეშ"= ბერძნულად "ფსიქე"

რელიგიურ ლიტერატურაში და ბიბლიის თარგმანებში ზოგჯერ „ნეფეშ“-ისა და „ფსიქე“-ს თარგმნისას „სულის“ ეკვივალენტად „სამშვინველსაც“ იყენებენ.

პოსტის ავტორი: One truth თარიღი: Apr 19 2011, 08:07 PM

davithet

ციტატა
ღუახ- SPIRIT - უკვდავ სულს ნიშნავ. ამ სულშია - ღმერთი, ანგელოზები და ადამიანის სული



SPIRIT(სული)_ ებრაულად "რუახ"= ბერძნულად "პნევმა" .

„რუახ“ და „პნევმა“ ბიბლიაში რამდენიმე მნიშვნელობით გვხვდება. მათში ყოველთვის იგულისხმება ადამიანის თვალისთვის უხილავი ძალა, რომლის მოქმედებასაც ხილული შედეგები აქვს.„რუახ“ და „პნევმა“ ნიშნავს:

1) ქარს,
2) ფიზიკური ქმნილებების სასიცოცხლო ძალას,
3) შინაგან ძალას, რომელიც აღძრავს ადამიანს რამის თქმისკენ ან გარკვეული მოქმედებისკენ,
4) უხილავი წყაროდან მომდინარე „შთაგონებულ სიტყვებს“,
5) სულიერ ქმნილებებსა და
6) ღვთის მოქმედ ძალას ანუ წმინდა სულს.


davithet

ციტატა
იეჰოვას მოწმეებო ისწავლეთ - ჰებრეის ენაზე


გავიგეთ,რომ იცი ებრაული ენა,რაც ძალიან კარგია. ისე,მართლმადიდებლების უმრავლესობამ უკვე ისწავლა ებრაული?

პოსტის ავტორი: davithet თარიღი: Apr 19 2011, 09:44 PM

ციტატა(One truth @ Apr 19 2011, 09:07 PM) *

davithet
SPIRIT(სული)_ ებრაულად "რუახ"= ბერძნულად "პნევმა" .

„რუახ“ და „პნევმა“ ბიბლიაში რამდენიმე მნიშვნელობით გვხვდება. მათში ყოველთვის იგულისხმება ადამიანის თვალისთვის უხილავი ძალა, რომლის მოქმედებასაც ხილული შედეგები აქვს.„რუახ“ და „პნევმა“ ნიშნავს:

1) ქარს,
2) ფიზიკური ქმნილებების სასიცოცხლო ძალას,
3) შინაგან ძალას, რომელიც აღძრავს ადამიანს რამის თქმისკენ ან გარკვეული მოქმედებისკენ,
4) უხილავი წყაროდან მომდინარე „შთაგონებულ სიტყვებს“,
5) სულიერ ქმნილებებსა და
6) ღვთის მოქმედ ძალას ანუ წმინდა სულს.
davithet
გავიგეთ,რომ იცი ებრაული ენა,რაც ძალიან კარგია. ისე,მართლმადიდებლების უმრავლესობამ უკვე ისწავლა ებრაული?


მე ვარ მართლმადიდებბელი a075.gif

პოსტის ავტორი: One truth თარიღი: Apr 19 2011, 10:45 PM

ციტატა(davithet @ Apr 19 2011, 09:44 PM) *

მე ვარ მართლმადიდებბელი a075.gif

ვიცი,რომ მართლმადიდებელი ხარ და იცი ებრაული ენა.ასევე იეჰოვას მოწმეებშიც არიან ისეთები,რომლებმაც იციან ებრაული ენა.

პოსტის ავტორი: davithet თარიღი: Apr 20 2011, 02:45 AM

ციტატა(One truth @ Apr 19 2011, 11:45 PM) *

ვიცი,რომ მართლმადიდებელი ხარ და იცი ებრაული ენა.ასევე იეჰოვას მოწმეებშიც არიან ისეთები,რომლებმაც იციან ებრაული ენა.

ეცოდინებათ განა არ ვიცი ეს.მათი თარგმანი ბიბლია სწორად აქვს ნათარგმნი მაგრამ არ უკვირდებიან სიტყვის მნიშვნელობას. მეც ესე ვიყავი თავიდან რომ ვიკითხავდი ძველ ჰებრეიკას თორა და დაუფიქრებლად ვთქვი რომ სული კვდება მაგრამ შევცდი თურმე.

პოსტის ავტორი: One truth თარიღი: Apr 20 2011, 08:51 AM

ციტატა(Lashab @ Jan 10 2009, 12:55 AM) *

გამარჯობათ, როცა წავიკითხე დამაინტერესა:

ეზეკიელის 18:4-ზე

4. რამეთუ ყოველნი სულნი ჩემნი არიან, ვითარსახედ სული მამისაჲ, ეგრეთვე სულიცა ძეთაჲ, - ყოველნი სულნი ჩემნი არიან. და სული მცოდველი იგი მოკუდეს.

ყველა სული ცოდვილია, ანუ ყველა სული მოკვდება?... არადა ებრაულში "მოკუდეს"- ეგ სიტყვა "სიკვდილის" ნიშნავს ნამდვილად...

აბა სული უკვდავიაო?

მაინტერესებს თქვენი პასუხი...

ძალიან კარგი კითხვა დასვი.ეზეკიელის 18:4-ში ნათლად წერია: "სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება". ჩვენ ყველას ადამისგან გვერგო მემკვიდრეობით ცოდვა.ასე რომ ,ყველა ცოდვილები ვართ და ამ მუხლიდან გამომდინარე ვკვდებით.გავიხსენოთ რა უთხრა ღმერთმა ადამს ;რომ თუ შეჭამ იმ ხის ნაყოფს, მოკვდებიო.

რა თქვა იესომ სიკვდილის შესახებ?

იესო ქრისტეს სიტყვებიდან ვხედავთ, თუ რა მდგომარეობაში არიან მკვდრები. როდესაც მისი მეგობარი ლაზარე მოკვდა, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ჩვენმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა“. მოწაფეებს ეგონათ, რომ იესო პირდაპირი გაგებით ძილს გულისხმობდა და უთხრეს: „თუ დაიძინა, გამოჯანმრთელდება“. მაგრამ იესო ამას არ გულისხმობდა. მან მოწაფეებს აუხსნა: „ლაზარე მოკვდა“ (იოანე 11:11—14). ყურადღება მიაქციე, რომ იესომ სიკვდილი ძილს შეადარა. ლაზარე არც ცაში წასულა და არც ცეცხლოვან ჯოჯოხეთში. ის არც ანგელოზებს შეხვედრია და არც თავის წინაპრებს. ლაზარე არც სხვა ადამიანად გარდასახულა. ის თითქოს ღრმა ძილში იყო, ვერაფერს გრძნობდა. სიკვდილი ბიბლიის სხვა მუხლებშიცაა ძილთან შედარებული. მაგალითად, როცა იესოს მოწაფე სტეფანე ჩაქოლეს, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, მან „სიკვდილის ძილით დაიძინა“ (საქმეები 7:60). მსგავსად ამისა, მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ ზოგმა ქრისტიანმა „სიკვდილის ძილით დაიძინა“ (1 კორინთელები 15:6).

გეკითხებით,როგორ დაგვანახვა იესომ, თუ რა მდგომარეობას ჰგავს სიკვდილი? smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Apr 20 2011, 11:04 AM

One truth

ციტატა
.ეზეკიელის 18:4-ში ნათლად წერია: "სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება".

ციტატა
მან მოწაფეებს აუხსნა: „ლაზარე მოკვდა“

ციტატა
„სიკვდილის ძილით დაიძინა“


აი ეხლა შენ კარგად დაუკვირდი რა არის სულის სიკვდილი:

რას ნიშნავს"სულის სიკვდილი"?
სულის სიკვდილი არ ნიშნავს მისი სულის გაქრობას,ეს ნიშნავს მისი სულის ღვთისაგან განშორებას:-"ეს ჩემი ვაჟი(უძღები ძე მუხ.11)მკვდარი იყო და გაცოცხლდა,შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა"(ლუკა15,11)"ვინც ჩემ სიტყვებს ისმენს და ჩემი მომავლინებელი სწამს,მას აქვს საუკუნო სიცოცხლე...არამედ უკვე სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა"(იოანე5,24)"ვინც ჩემ სიტყვებს უსმენს იგი არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდე"(იოანე8,51)"ვინც მე მიწამებს კიდეც რო მოკვდეს იცოცხლებს,ვინ ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა,არ მოკვდება უკუნისამდე"(იოანე 11,25-26)"მკვდრები რომ იყავით თქვენი დანაშაულით და ცოდვებით, ჩვენ დანაშაულთა გამო მკვდრები გაგვაცოცხლა"(ეფეს.2,1-5)"თქვენ მკვდრები შეცოდებებში და თქვენს ხორციელ წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ და მოგიტევათ ყველა შეცოდება"(კოლ 2,13)"ავხორცი ცოცხლივ მკვდარია"(Iტიმ. 5,6)"გაქვს სახელი თითქოს ცოცხალი იყო,შენ კი მკვდარი ხარ"(გამოცხ. 3,1)

თუ კარგად წაიკითხავ ამ ციტატებს,შენ თვითონვე მიხვდები რა არის "სულის სიკვდილი",რომ ის პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ,ხოლო სულის უკვდავებაზე ზემოთ დავდე ციტატები.(პოსტი 65)ეს მე ხომ არ მომიგონებია,ყველაფერი ბიბლიიდან დავდე.
აბა შენ იცი...

პოსტის ავტორი: davithet თარიღი: Apr 20 2011, 02:17 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Apr 20 2011, 12:04 PM) *

One truth
აი ეხლა შენ კარგად დაუკვირდი რა არის სულის სიკვდილი:

რას ნიშნავს"სულის სიკვდილი"?
სულის სიკვდილი არ ნიშნავს მისი სულის გაქრობას,ეს ნიშნავს მისი სულის ღვთისაგან განშორებას:-"ეს ჩემი ვაჟი(უძღები ძე მუხ.11)მკვდარი იყო და გაცოცხლდა,შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა"(ლუკა15,11)"ვინც ჩემ სიტყვებს ისმენს და ჩემი მომავლინებელი სწამს,მას აქვს საუკუნო სიცოცხლე...არამედ უკვე სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა"(იოანე5,24)"ვინც ჩემ სიტყვებს უსმენს იგი არ იხილავს სიკვდილს უკუნისამდე"(იოანე8,51)"ვინც მე მიწამებს კიდეც რო მოკვდეს იცოცხლებს,ვინ ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა,არ მოკვდება უკუნისამდე"(იოანე 11,25-26)"მკვდრები რომ იყავით თქვენი დანაშაულით და ცოდვებით,ჩვენ დანაშაულთა გამო მკვდრები გაგვაცოცხლა"(ეფეს.2,1-5)"თქვენ მკვდრები შეცოდებებში და თქვენს ხორციელ წინადაუცვეთლობაში,გაგაცოცხლ
თ და მოგიტევათ ყველა შეცოდება"(კოლ 2,13)"ავხორცი ცოცხლივ მკვდარია"(Iტიმ. 5,6)"გაქვს სახელი თითქოს ცოცხალი იყო,შენ კი მკვდარი ხარ"(გამოცხ. 3,1)

თუ კარგად წაიკითხავ ამ ციტატებს,შენ თვითონვე მიხვდები რა არის "სულის სიკვდილი",რომ ის პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ,ხოლო სულის უკვდავებაზე ზემოთ დავდე ციტატები.(პოსტი 65)ეს მე ხომ არ მომიგონებია,ყველაფერი ბიბლიიდან დავდე.
აბა შენ იცი...


ძალიან კარგი პასუხია smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Apr 20 2011, 09:45 PM

davithet

ციტატა
ძალიან კარგი პასუხია

გაიხარე a075.gif

პოსტის ავტორი: menuko თარიღი: Oct 15 2011, 03:18 AM

Genesis

ციტატა
რა არის სული და რა ფიზიკურ, ინტელექტუალური თვისებები გააჩნია?

სული ღმერთია, ხოლო რადგან ღმერთია აბსოლუტია და ყველანაირი თვისების მატარებელია. ისეთებისაც კი რომლის შესახებაც არ ვიცით.
რაც შეეხება "ჩვენს სულს", ეს არასწორი გამოთქმაა, რადგან ჩვენ არ გვეკუთვნის საკუთარი თავი, ყველა სული ღვთისაა, მას რასაც ჩვენს სულს ვუწოდებთ სინამდვილეში ჩვენი კი არა ღვთისაა, მისი სუბსტანციის მცირე ნაწილი, ჩადებული ჩვენში. ის ზღვაა, ხოლო რაც ჩვენშია წვეთი. ზღვა და წვეთი ერთი და იგივეა, განსხვავება მხოლოდ მოცულებაშია, ასე რომ "ჩვენი სული" ეს არის უფლის სულის მცირე ნაწილი, ზღვიდან წვეთი ჩვენში.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 15 2011, 02:58 PM

menuko

ციტატა
"ჩვენი სული" ეს არის უფლის სულის მცირე ნაწილი, ზღვიდან წვეთი ჩვენში.

მაშინ გამოდის, არც ღმერთი ყოფილა პიროვნება და არც ადამიანი.

პოსტის ავტორი: menuko თარიღი: Oct 15 2011, 10:27 PM


GIORGI LELUASHVILI

ციტატა
მაშინ გამოდის, არც ღმერთი ყოფილა პიროვნება და არც ადამიანი.

ასე არ გამოდის, მაგრამ რადგან ეს საკითხი გაინტერესებთ აგიხსნით მოკლედ, როგორც არის სინამდვილეში. პირველ რიგში ღმერთზე გეტყვით რომ ის არის სული, ეს ადრეც გეთქვათ იესოს მიერ, სულს რომ პიროვნება უწოდო საჭიროებს სხეულს, ვინაიდან როდესაც იტყვის მე ვარ, ქმნილებამ უნდა აღიქვას ის, ღმერთი რომელიც სულია პიროვნულობას იძენს სხეულში, სულიერ სხეულში ან ფიზიკურ სხეულში, ფიზიკურ სხეულში ღმერთი 2000 წლის წინ მოვიდა ხილულად, რის შესახებაც დაწერილია: "ღმერთი გამოჩნდა ხორცში" თუმცა მანამდეც ეცხადებოდა ის მამებს, სხვადასხვა ჩვენთვის ცნობილი ფორმებით, ცეცხლის ალის სახით, ღრუბლის სვეტის სახით, 3 მგზავრის სახით, ის პიროვნულობას სხეულში იძენდა ქმნილებებთან საკონტაქტოდ, რათა ქმნილებას შესძლებოდა და აღექვა ის, გარდა ფიზიკური სხეულისა და ფორმებისა იგი სუფევს სულიერ სხეულებშიც, თუმცა აქვე აღვნიშნავ, ღმერთს არ ჭირდება არც ფიზიკური და არც სულიერი სხეული, ეს მან ქმნილებასთან საკონტაქტოდ ქმნა და სხეულში გამოავლინა თავი პიროვნებად, თქვენ რომ საკუთარი მრწამსის შესახებ უკეთესი წარმოდგენები გქონოდათ და სრულყოფილად გაგეაზრებინათ რას ნიშნავს ერთარსი სამპიროვნული ამ კითხვას აღარ დამისვავდით, მაგრამ რადგან დამისვით გპასუხობთ, ღმერთი არსით უპიროვნოა, პიროვნულობა მან მას შემდეგ შეიძინა რაც შექმნა ქმნილება და შეიძინა იმიტომ რომ ქმნილებას აღექვა ის.
ეხლა რაც შეეხება ადამიანს, არსებობენ მშვინვიერი ადამიანები და სულიერი ადამიანები, მშვინვიერი ეწოდება ადამიანს სულის გარეშე მავალს, ასეთები მკვდარნი არიან უფლისთვის, სულიერი ეწოდება ადამიანს რომელშიც დევს ნაწილი უფლის სულისა რაც აცოცხლებს მას უფლის თვალში, თქვენ გაგიკვირდებათ და იტყვით როგორ, ნუთუ არსებობს ადამიანი სულის გარეშე? გიპასუხებთ კი არსებობს და ეს თქვენ ადრეც გეთქვათ:
19. ესენი არიან განხეთქილების მიზეზნი, მშვინვიერნი, სულის არმქონენი.

20. ხოლო თქვენ, საყვარელნო, უწმიდესი რწმენით დაიმკვიდრეთ თავი, ილოცეთ სულით წმიდით.
სულის არ მქონენი არიან, მაგრამ ეს ხელს არ უშლის მათ პიროვნებებად იწოდებოდნენ ადამიანთა მიერ მცირე დროით.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Oct 15 2011, 11:00 PM

GIORGI LELUASHVILI

სულის სიკვდილში(წარწყმედას რომ ნიშნავს) გეთანხმები, რადგან სული ნიშნავს მთლიან ადამიანს და მთლიანი ადამიანი ისედაც კვდება. მაგრამ, შენც და და davithet-საც ერთ რამეს გეტყვით:

1) ებრაული სიტყვა "ნეპეშ" არის მოკვდავი სული, ხოლო "რუახ" არის უკდავი და ადამიანს ორივე აქვს. მაგრამ "რუახ" არაა პიროვნება, ეს არის სიცოცხლის სუნთქვა, რომელიც ღმერთმა ადამიანს შთაბერა, რომელიც არსად არ წერია, რომ გასამართლდება. წერია: "არ დარჩება ჩემი სული('რუახ') ადამიანში სამარადისოდ." - ჩემიო და არა მათიო.

2) "ცოდვილი სული უნდა მოკვდეს" - აქ ნამდვილად წარწყმედა იგულისხმება და არა არსებობის შეწყვეტა. იმ მიზეზით რაც შესავალში ვთქვი.

მაგრამ ფსალმუნები ამბობენ: "ბოროტნი ამოწყდებიან, გაიხედავ და აღარ იარსებებენ, ხოლო კეთილნი დაიმკვიდრებენ დედამიწას" - მე ამის მჯერა.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 15 2011, 11:07 PM

menuko

ციტატა
ღმერთი არსით უპიროვნოა, პიროვნულობა მან მას შემდეგ შეიძინა რაც შექმნა ქმნილება და შეიძინა იმიტომ რომ ქმნილებას აღექვა ის.


გგონია ღვთისმეტყველების მწვერვალზე ხარ არა? საიდან რას მოიტანთ ხოლმე, გესმოდეთ მაინც რას ამბობთ.

პოსტის ავტორი: menuko თარიღი: Oct 15 2011, 11:34 PM

afxazi

ციტატა
გგონია ღვთისმეტყველების მწვერვალზე ხარ არა?

არა არ მგონია ასე, უგუნური ვარ ღვთის სიბრძნესთან მიმართებაში. მიწიერ ბრძენთა სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის. თქვენთვის კი შეიძლება ვიყო ღვთისმეტყველების მწვერვალზე, მაგრამ მე არ ვეძებ იმას როგორი ვარ თქვენთვის, უპირველესად ის მაინტერესებს როგორი ვარ ღვთისთვის, მასთან მიმართებაში კი ვთქვი უგუნური ვარ.
ციტატა
საიდან რას მოიტანთ ხოლმე

ასეთია უფლის სიტყვა. მის შესახებ.
ციტატა
გესმოდეთ მაინც რას ამბობთ

რომ არ მესმოდეს ლიტონ სიტყვებზე არ მივუშვებდი პირს სალაყბოდ, რადგან ამის არც დრო მაქვს და არც სურვილი.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 15 2011, 11:35 PM

menuko

ციტატა
ასეთია უფლის სიტყვა. მის შესახებ.


ციტატა
ღმერთი არსით უპიროვნოა, პიროვნულობა მან მას შემდეგ შეიძინა რაც შექმნა ქმნილება და შეიძინა იმიტომ რომ ქმნილებას აღექვა ის.


ველოდები ციტატას, სადაც ეს აზრი იქნება დადასტურებული ბიბლიაში.

პოსტის ავტორი: menuko თარიღი: Oct 16 2011, 12:02 AM

afxazi

ციტატა
ველოდები ციტატას, სადაც ეს აზრი იქნება დადასტურებული ბიბლიაში.

ჯერ თქვენ დამიდეთ ციტატა ბიბლიიდან სადაც ანგელოზნი: სელაფიელი, იეჰუდიელი და ვარაქიელი იქნება მოხსენიებული, ამის შემდეგ მეც დაგიდებთ ციტატას სადაც ჩემს მიერ გამოთქმული აზრია მოხსენიებული.

პოსტის ავტორი: lasha_k თარიღი: Oct 16 2011, 01:14 AM

menuko

ციტატა
ღმერთი არსით უპიროვნოა, პიროვნულობა მან მას შემდეგ შეიძინა რაც შექმნა ქმნილება და შეიძინა იმიტომ რომ ქმნილებას აღექვა ის


ესიგი ღმერთმა ცვლილება განიცადა? რაც მანამდე არ ქონდა თურმე მერე შეუძენია? ....გენიალურია smile.gif

პოსტის ავტორი: menuko თარიღი: Oct 16 2011, 01:22 AM

lasha_k

ციტატა
ესიგი ღმერთმა ცვლილება განიცადა?

იგივეს გკითხავთ, როდესაც ღმერთი იქცა კაცად ცვლილება განიცადა?
ციტატა
რაც მანამდე არ ქონდა თურმე მერე შეუძენია?

რა იყო მაშინ როდესაც არაფერი არ იყო? გიპასუხებთ იყო შესაძლებლობა რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო. ასე რომ ეს ყველაფერი უკვე იყო, მისი რეალიზება კი მხოლოდ მას შემდეგ მოხდა რაც ქმნილება გაჩნდა, იყო და ქმნილებისთვის გახდა აღქმადი.
მაგრამ სანამ აი რყო საჭიროება იმისა რომ პიროვნულად გამოევლინა ღმერთს თავი მას არ სჭირდებოდა სხეული, ფორმა და სახელი. თუმცა სხეულიც ფორმაც და სახელიც იყო მის არსში როგორც სამომავლო პერსპექტივა.
სახლის კარკასი ჯერ არქიტექტორის წარმოსახვაში იქმნება, შემდეგ გადადის ფურცელზე და დასრულებულ სახეს იძენს შენობის სახით, მაგრამ ვერავინ ააგებს შენობას თუ ჯერ პერსპექტივაში არ არსებობს ის.

პოსტის ავტორი: lasha_k თარიღი: Oct 16 2011, 02:22 AM

menuko

ციტატა
იგივეს გკითხავთ, როდესაც ღმერთი იქცა კაცად ცვლილება განიცადა?


ეჰ კი დაგიციტირებდი დამასკელი რას სწერას ამაზე მაგრამ აზრი არ აქვს ასე რომ

პოსტის ავტორი: menuko თარიღი: Oct 16 2011, 02:35 AM

lasha_k

ციტატა
ეჰ კი დაგიციტირებდი დამასკელი რას სწერას ამაზე მაგრამ აზრი არ აქვს ასე რომ

მე თქვენ გკითხეთ, დამასკელის შეხედულება რომ მაინტერესებდეს ამ საკითხზე გავეცნობოდი მის პოზიციას, თუმცა გეტყვით რომ დამასკელის აზრსაც ვიცნობ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც მეკითხებით აი ამას:
ციტატა
ესიგი ღმერთმა ცვლილება განიცადა? რაც მანამდე არ ქონდა თურმე მერე შეუძენია?

მეც გეკითხებით ამას:
ციტატა
იგივეს გკითხავთ, როდესაც ღმერთი იქცა კაცად ცვლილება განიცადა?

და თქვენ უცბად დამასკელს იშველიებთ, სწორედ განსაჯა დამასკელმა, არ განუცდია ცვლილება და თუ თქვენთვის ცნობილი იყო რომ არ განუცდია ცვლილება, მაშ რაღად მკითხეთ თუ არა გამოსაცდელად?
რატომ მცდით მე? ან თუ მცდით დამასკელთან რატომ გარბიხართ რათა მოწმედ დაიყენოთ? და თუნდაც დაიყენოთ რა გიპასუხეთ ისეთი რასაც დამასკელი უარჰყოფდა?
ცემი პასუხი გაათვიცნობიერეთ შეადარეთ ყველა უფალთან გამართლებულის აზრს, თავად უფლის სიტყვას და მიხვდებით რომ ერთია, რადგან არაფერს ვამბობ ჩემით, არამედ ვამბობ იმას რაც ღვთისგან მომისმენია.

პოსტის ავტორი: lasha_k თარიღი: Oct 16 2011, 12:15 PM

menuko

ციტატა
ღმერთი არსით უპიროვნოა, პიროვნულობა მან მას შემდეგ შეიძინა რაც შექმნა ქმნილება და შეიძინა იმიტომ რომ ქმნილებას აღექვა ის


ამ ციტატაში ვერაფერი აზრი ვერ გამოვიტანე

იძახი ღმერთი უპიროვნოაო ....ანუ ეხლაც უპიროვნოა?

მერე წერ პიროვნება შეიძინა მას შემდეგო როცა ქმნილება შექმნაო

ბოლო ბოლო დაწერე ღმერთი პიროვნებააა თუ უპიროვნო?

თუ ეხლაც უპიროვნოა მაშინ როგორ ამბობ რომ შეიძინაო? თუ პიროვნებაააა მაშინ რაღათ უნდოდა შეძენა?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 16 2011, 12:36 PM

menuko

ციტატა
იგივეს გკითხავთ, როდესაც ღმერთი იქცა კაცად ცვლილება განიცადა?


არ გინდა ეხლა ესეთები. აქ საუბარია ძე ღმერთის მიერ კაცობრივი ბუნების მიღებაზე და არა იმაზე, რომ ოდესღაც ღმერთი კაცი გახდა და მხოლოდ ადამიანი იყო.


შენი ციტატა კი:

ციტატა
ღმერთი არსით უპიროვნოა, პიროვნულობა მან მას შემდეგ შეიძინა რაც შექმნა ქმნილება და შეიძინა იმიტომ რომ ქმნილებას აღექვა ის


სრულიად ვერ გაცნობიერებაა ტერმინ "არსისა" (ბუნება) და "პიროვნებისა" (ჰიპოსტასი). მერე იკვეხნი ღვთისმეტყველება ვიციო. გამოთქმა "არსით უპიროვნო" არის იმდენად უაზრო და მცდარი გამონათქვამი, რომ არავის არ უთქვამს დედამიწის ზურგზე (სწორედაც იმიტომ, რომ ეს გამონათქვამი სრული უაზრობაა). არსი ანუ ბუნება ისაა რაც ჰიპოსტასში ცხადდება. იგი წარმოუდგენელია ჰიპოსტასის გარეშე, რადგან თუ ბუნება უჰიპოსტასოა, ანუ არა აქვს საშუალება ჰიპოსტასში გახდეს ცნობილი, მაშინ ის არ არსებულა. შენი საუბრით გამოდის, რომ ღმერთი არ არსებობდა, მხოლოდ პოტენციაში იყო და როდესაც ქმნილება შექმნა (როგორ შექმნიდა თუკი არ არსებობდა) მაშინ შეიძინა პიროვნულობა. ჰოი საოცრებავ.

მაგალითად ადამიანთან მიმართებაში ვამბობთ, რომ არსებობს ერთი ადამიანური ბუნება (თეოდორიტე კვირელის სწავლებით ბუნება ეს ზოგადაობაა), რომელიც ცალკეულ ჰიპოსტასებში ცხადდება და რადგან ჰიპოსტსები განსხვავდებიან, არსებობს მრავალი ჰიპოსტასი, რომელიც განსხვავებულად ამოქმედებს ამ ერთ ადამიანურ ბუნებას. ყველა ადამიანს საერთო აქვს ბუნება (იმიტომ, რომ ადამიანი), საერთო აქვს ბუნებითი თვისებები (შიმშილი, წყურვილი, ძილი და ა.შ.), მაგრამ ცალკეული ადმაიანები სხვადასხვანაირად იყენებენ ამ თვისებებს. ზოგს ნაკლებად სწყურია, ზოგს მეტად და ა.შ. ამაში სხვაობენ ისინი. მაგრამ თქმა იმისა, რომ არსებობს ადამიანური ბუნება პიროვნების გარეშე, არის უარყოფა ადამიანისა, ვერ მომიყვან თუნდაც ერთ მაგალითს მაინც ან ბიბლიიდან, ანდა რომელიმე ადამიანის ნაშრომიდან, რომ ბუნება უჰიპოსტასოდ არსებობს. ეს არის, კვლავ ვიმეორებ, სრული სისულელე. გადახედე შენს მიერ ნახსენებ საღვთისმეტყველო ლიტერატურას (ვეჭვობ უაზროდ ახსენე ეს ლიტერატურაც) და ნახე რას ნიშნავს "ბუნება" და რას "პირი".

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Oct 16 2011, 12:45 PM

რამდენი გაჭირვებულია ამ ქვეყანაზე... sad.gif

პოსტის ავტორი: menuko თარიღი: Oct 16 2011, 08:02 PM

lasha_k
[quote]ღმერთი არსით უპიროვნოა, პიროვნულობა მან მას შემდეგ შეიძინა რაც შექმნა ქმნილება და შეიძინა იმიტომ რომ ქმნილებას აღექვა ისამ ციტატაში ვერაფერი აზრი ვერ გამოვიტანე[/quote]
მაგ ციტატის აზრი შემდეგში მდგომარეობს, თავდაპირველად, მაშინ სანამ შეიქმნებოდნენ, ქმნილებები და გაჩნდებოდნენ გაჩენილები, იყო მხოლოდ ერთი ყოვლისმომცველი ნათელი, მას არ ჰქონდა არც სხეული, არც ფორმა და არც სახელი, იყო ერთი ყოვლისმომცველი სული წმინდა, შემდეგ მას აღეძრა სურვილი შეექმნა ქმნილება, რათა გამოევლინა თავისი სრულყოფილება, ამიტომ შეიკვეცა თავი ნათელმა მის ცენტრში და განერიდა, დატოვა მრგვალი სიცარიელე, სივრცე სადაც შეძლებდნენ არსებობას შექმნილები, ამის შემდგომ გამოეყო ნათელს ერთი სხივი და დაეშვა ზემოდან ქვემოთ სიცარიელისკენ და შექმნა დააარსა უხილავი და ხილული სამყაროები, შექმნა და გააკეთა ქმნილებები, ხოლო მას შემდეგ რაც შეიქმნა ქმნილება დადგა საჭიროება იმისა რომ მას აღექვა შემოქმედი და ვინაიდან არც ერთ ქმნილებას არ შესწევს უნარი ჩასწვდეს ნათელის ჭეშმარიტ არსს, ნათელმა შეიძინა სხეული, რომელიც მასში იყო ისევე როგორც მისგან გამოვიდნენ იქ მყოფი ქმნილებები და სამყაროები. სხეულებში ნათელს უწოდეს ელოჰიჰ უზენაესს იაჰვე, მისგან შობილს იეჰო შუა (ეს სახელი მოგვიანებით მიიღო მამისაგან), თავად ნათელს კი ნეფეშ, რუაჰ, ნეშამა, ჰაია და იეჰიდა, ეს იმისდა მიხედვით, თუ როგორ აღიქვავდა ქმნილება ნათელს. უკეთ რომ გაიგოთ ნათელი არის სული წმინდა.
მამა და ძე კი მისი პიროვნული გამოვლინებები არიან და არა მხოლოდ მამა და ძე:
1. ფსალმუნი ასაფისა. უფალი ჩადგა საღვთო კრებულში, ღმერთებს შორის ჰქმნა სამართალი.

2. როდემდე განიკითხავთ უმართებულოდ და პირფერობას გამოიჩენთ ბოროტთა მიმართ? სელა.

3. განიკითხეთო საპყარი და ობოლი, ღარიბი და ღატაკი გაამართლეთ.

4. გადაარჩინეთ ბეჩავი და უპოვარი, ბოროტთა ხელიდან გამოიხსენით.

5. არ იციან და არ გაეგებათ, წყვდიადში დადიან; ირყევა ყველა საფუძველი დედამიწისა.

6. მე განვაცხადე: თქვენ ხართ ღმერთები და უზენაესის ძენი ხართ თქვენ ყველანი.

7. მაგრამ თქვენ დაიხოცებით, როგორც ადამიანები, და დაეცემით, როგორც თითოეული მთავართაგანი.

8. აღსდექ, ღმერთო, განსაჯე ქვეყანა, რადგან შენ დაიმკვიდრებ ყველა ხალხს.
არამედ ყველა ის ვისშიც ეს სულია.
[quote]იძახი ღმერთი უპიროვნოაო ....ანუ ეხლაც უპიროვნოა?[/quote]
სული წმინდა არსით უპიროვნოა, ის პიროვნულად გამოვლინდება მამაში და ძეში, ასევე ზოგიერთ ადამიანში, ყველაში არა.
[quote]მერე წერ პიროვნება შეიძინა მას შემდეგო როცა ქმნილება შექმნაო[/quote]
კი ასეა.
[quote]ბოლო ბოლო დაწერე ღმერთი პიროვნებააა თუ უპიროვნო?[/quote]
დავწერე უკვე, მაგრამ თქვენ ღმერთი კაცი გგონიათ და ამიტომ ვერ წარმოგიდგენიათ როგორ შეიძლება იყოს არსით უპიროვნო გამოვლენილი პიროვნებებში.
afxazi
[quote]არ გინდა ეხლა ესეთები. აქ საუბარია ძე ღმერთის მიერ კაცობრივი ბუნების მიღებაზე და არა იმაზე, რომ ოდესღაც ღმერთი კაცი გახდა და მხოლოდ ადამიანი იყო.[/quote]
მოკლედ როდესაც დაგჭირდებათ იესო მხოლოდ ღმერთის ძეა, როდესაც დაგჭირდებათ ღმერთია, ასე რომ ჯერ გაერკვიეთ ღმერთია თუ ვინ არის და შემდეგ მეკამათეთ.
[quote]სრულიად ვერ გაცნობიერებაა ტერმინ "არსისა" (ბუნება) და "პიროვნებისა" (ჰიპოსტასი)[/quote]
თქვენგან განსხვავებით მე მართლაც სრულიად გათვიცნობიერებული მაქვს ტერმინ არსის მნიშვნელობა და ჰიპოსტასიც თქვენზე უკეთ ვიცი რაც არის.
[quote]მერე იკვეხნი ღვთისმეტყველება ვიციო.[/quote]
ჩვეულებისამებრ ცილს მწამებთ.
[quote]გამოთქმა "არსით უპიროვნო" არის იმდენად უაზრო და მცდარი გამონათქვამი, რომ არავის არ უთქვამს დედამიწის ზურგზე[/quote]
ეს იმიტომ გეჩვენება ასე რომ ღვთის არსის აღქმის მცირეოდენი საშუალებაც კი არ გაქვს, ეს რომ გაიგო შენში უნდა იყოს ღვთის სული წმინდა და რადგან არ არის ადამიანურად მშვინვიერად მსჯელობ სულიერზე. არსით უპიროვნოა, ნიშნავს შემდეგს ბუნებით თავდაპირველი არსით არ არის პიროვნება, რადგან პიროვნება ნიშნავს სულს სხეულში, სხეულის სახელს, ეგოს, ასეთი რამ ღმერთს არ ჰქონია დასაბამიდან, არ ჰქონდა არც სხეული არც სახელი და არც ეგო, იმიტომ რომ ის ამ ყველაფერზე მაღლა დგას.
[quote]არსი ანუ ბუნება ისაა რაც ჰიპოსტასში ცხადდება. იგი წარმოუდგენელია ჰიპოსტასის გარეშე, რადგან თუ ბუნება უჰიპოსტასოა, ანუ არა აქვს საშუალება ჰიპოსტასში გახდეს ცნობილი, მაშინ ის არ არსებულა[/quote]
როგორ გეკადრებათ, უპიროვნო ნათელს თავის გამოსავლენად სულაც არ სჭირდება ჰიპოსტასი, როდესაც სული წმინდა შედის ადამიანში ის სულიერი სხეულით კი არ შედის ფიზიკურ სხეულში არამედ თავდაპირველი მდგომარეობით და ფიზიკური სხეული ხდება შემდეგ მისი პიროვნული გამოვლინების ერთ ერთი საშუალება, ამიტომ არ იცნობთ ღმერთს და სწორედ ამიტომ გგონიათ რომ თქვენში მყოფი სული თქვენია, გეუბნებათ უფალი, მაგრამ მაინც არ გინდათ რომ შეისმინოთ.
3. თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი.
როგორ გგონია, უფლის სული ნოეს დღეებში სულიერი სხეულით იყო შესული ადამიანებში? მაშინ გამოდის რომ იაჰვე შესულა პირდაპირ ადამიანში.
[quote]მაშინ ის არ არსებულა. შენი საუბრით გამოდის, რომ ღმერთი არ არსებობდა[/quote]
აი ისეთი ღმერთი, როგორიც თქვენ დაუხატეთ ადამიანებს, ჭაღარა გულკეთილი მოხუცი, ღრუბლებში ოქროს ტახტზე მჯდომი მართლაც არ არსებობს და არც არასოდეს არსებობდა, ხოლო ისეთი ღმერთი როგორადაც მე აღვწერ მას არსებობდა არსებობს და თქვენგან განსხვავებით მუდმივად იარსებებს, სწორედ ასეთ ღმერთზე ამბობს იესოც "ღმერთი სულია და მისი თაყვანისმცემლები მას თაყვანს უნდა სცემდნენ სულით და ჭეშმარიტებით" სული წმინდის შესახებ სწავლება რომ გააბუნდოვნეთ ადამიანთა წინაშე და მათ უქმნით ილუზიებს თითქოს ღმერთი თქვენს მიერ გამოსახულ ჭაღარა მოხუცს ჰგავს, ამიტომ ვერ იგებთ ვერაფერს ვერც თქვენ და ვერც თქვენს მიერ შეცდენილი ადამიანები, ხოლო იმათ ვისაც გულწრფელად აინტერესებს ღვთის არსი და ვინაობა მარტივად ვეტყვი, ეს არის სულიწმინდა, სწორედ სულიწმინდაა ის ნათელი რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრე, მამა იაჰვე და ძე იესო კი მისი პიროვნული გამოვლინებები არიან, სულიწმინდა სულიერ სხეულში წარმოადგენს მამას და ძეს და მას ვისშიც ეს სულია ღმერთი ეწოდება, ამიტომ ეუბნება იესო იუდეველთა მღვდელთმთავრებს, ნუთუ მე არ ვთქვი რომ თქვენ ღმერთები ხართ?
ამის შესახებ მოციქულიც წერს და ამბობს:
"ის ვინც უფალს უერთდება ერთი სულია მასთან ერთად"
[quote]მაგალითად ადამიანთან მიმართებაში ვამბობთ, რომ არსებობს ერთი ადამიანური ბუნება[/quote]
ეს ყველაფერი მიწიერი ბრძენმჭერმეტყველებაა და როგორც აღვნიშნე უფალმა სისულელედ აქცია ბრძენთა გონიერება, იმდენად უსუსურად ჩანს ღვთის სიტყვასთან მიმართებაში რომ გულს გიბოროტებს და შეურაცხყოფებზე გადადიხარ. არ გეკადრება მსგავსი შეურაცხყოფები იმიტომ რომ:
1. მოდერატორი ხარ
2. თავს ქრისტიანს უწოდებ
თუმცა მე არ მიკვირს თქვენი მხრიდან მსგავსი საქციელი სხვა თემები გადავიკითხე და კარგად დავინახე როგორ ცდილობდით თემის დახურვას, იმ საბაბით რომ თითქოს პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა არადა სინამდვილეში თემის ავტორი თქვენთვის საჩოთირო სიმართლეზე წერდა. ნუთუ ასე გეშინიათ სიმართლის?
GIORGI LELUASHVILI
[quote]რამდენი გაჭირვებულია ამ ქვეყანაზე..[/quote]
აი "ქრისტიანული სიყვარულის" კიდევ ერთი გამოვლინება.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 16 2011, 09:33 PM

menuko

რაღა გელაპარაკო, ფანტაზიებით ცხოვრობ ადამიანი. იგივეს გავიმეორებ, რასაც გვერდით თემაში.

დავშორდეთ ერთმანეთს მშვიდად და წყნარად.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 16 2011, 11:56 PM

რა დროს გამიჭედა ამ ინტერნეტმა...
ამ პოლემიკის გამოტოვება იქნებოდა???
ეჰჰჰჰ

პოსტის ავტორი: lasha_k თარიღი: Oct 17 2011, 03:06 AM

menuko

ციტატა
მაგ ციტატის აზრი შემდეგში მდგომარეობს, თავდაპირველად, მაშინ სანამ შეიქმნებოდნენ, ქმნილებები და გაჩნდებოდნენ გაჩენილები, იყო მხოლოდ ერთი ყოვლისმომცველი ნათელი, მას არ ჰქონდა არც სხეული, არც ფორმა და არც სახელი, იყო ერთი ყოვლისმომცველი სული წმინდა, შემდეგ მას აღეძრა სურვილი შეექმნა ქმნილება, რათა გამოევლინა თავისი სრულყოფილება, ამიტომ შეიკვეცა თავი ნათელმა მის ცენტრში და განერიდა, დატოვა მრგვალი სიცარიელე, სივრცე სადაც შეძლებდნენ არსებობას შექმნილები, ამის შემდგომ გამოეყო ნათელს ერთი სხივი და დაეშვა ზემოდან ქვემოთ სიცარიელისკენ და შექმნა დააარსა უხილავი და ხილული სამყაროები, შექმნა და გააკეთა ქმნილებები, ხოლო მას შემდეგ რაც შეიქმნა ქმნილება დადგა საჭიროება იმისა რომ მას აღექვა შემოქმედი და ვინაიდან არც ერთ ქმნილებას არ შესწევს უნარი ჩასწვდეს ნათელის ჭეშმარიტ არსს, ნათელმა შეიძინა სხეული, რომელიც მასში იყო ისევე როგორც მისგან გამოვიდნენ იქ მყოფი ქმნილებები და სამყაროები. სხეულებში ნათელს უწოდეს ელოჰიჰ უზენაესს იაჰვე, მისგან შობილს იეჰო შუა (ეს სახელი მოგვიანებით მიიღო მამისაგან), თავად ნათელს კი ნეფეშ, რუაჰ, ნეშამა, ჰაია და იეჰიდა, ეს იმისდა მიხედვით, თუ როგორ აღიქვავდა ქმნილება ნათელს. უკეთ რომ გაიგოთ ნათელი არის სული წმინდა.
მამა და ძე კი მისი პიროვნული გამოვლინებები არიან და არა მხოლოდ მამა და ძე:


არ გინდა ეხლა აქ კაბალური საფუძვლების შესწავლა მოკლედ გვითხარი აღგვიწერე უპიროვნო ღმერთი

შენ წერ
ციტატა
უკეთ რომ გაიგოთ ნათელი არის სული წმინდა.


ეგ უკვე პიროვნებაააა და შენ უპიროვნო მითხარი რას ნიშნავს

საერთოდ ხვდები რასაც ლაპარაკობ და ქადაგებ? იაზრებ თუ მაინც?

რომ იცოდე აქ არავის არ გონია ღმერთი წვერებიანი კეთილი ბაბუა

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ უპიროვნო ღმერთი აღმიწერე

პოსტის ავტორი: menuko თარიღი: Oct 17 2011, 12:29 PM

lasha_k

ციტატა
არ გინდა ეხლა აქ კაბალური საფუძვლების შესწავლა მოკლედ გვითხარი აღგვიწერე უპიროვნო ღმერთი

კაბალისტურ საფუძვლებს თქვენ პირადად კიდევ კარგა ხანი ვერ შეისწავლით, იმიტომ რომ კაბალის შესწავლას პირველ რიგში დაბოღმილი გულის გასუფთავება ჭირდება.
მოკლედ ღმერი კი მართლმადიდებლებმა აგიღწერეს უკვე და თუ მათი აღწერა გაკმაყოფილებს რაღატომ აღელდი?
ციტატა
ეგ უკვე პიროვნებაააა და შენ უპიროვნო მითხარი რას ნიშნავს

და ვინ დაადგინა რომ პიროვნებაა? შეენ ლაშაამ? შენ და შენნაირებმა გადაწყვიტეთ რომ პიროვნებაა?
ციტატა
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ უპიროვნო ღმერთი აღმიწერე

აღგიწერეთ უკვე და მთელი ფორუმი ბოღმით იხრჩვებით, კიდევ აღგიწერთ, უპიროვნო ღმერთს არ გააჩნია სხეული, არ გააჩნია სახელი, არ გააჩნია ეგო.
სულიწმინდაზე რომ გაჰყვირიხართ დიდან პატარიანათ პიროვნებააო, სახელი დაასახელეთ ამ პიროვნების აბა? რა ჰქვია? სულიწმინდა ჰქვია?
ციტატა
საერთოდ ხვდები რასაც ლაპარაკობ და ქადაგებ? იაზრებ თუ მაინც?

შენ თუ ხვდები, რამხელა აბდაუბდა სიბნელეში იმყოფები თორემ მე რასაც ვამბობ განა მხოლოდ ვხვდები ვხედავ კიდევაც. მოდერატორს შევპირდი რომ აქ აღარ დავწერდი მაგრამ შენმა გაუგონარმა თავხედობამ, მაიძულა პასუხი გამეცა.
ციტატა
რომ იცოდე აქ არავის არ გონია ღმერთი წვერებიანი კეთილი ბაბუა

რომ არ გეგონოთ ხატებზე აღარ დახატავდით წვერებიან ჭაღარა მოხუცს და მრევლს არ დაავალდებულებდით ნა-ხატებისთვის კოცნას.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 17 2011, 01:07 PM

menuko

შენ კიდე აქა ხარ? პატივს დამდებ თუ აღარ ვიხილავ შენს პოსტს ამ ფორუმზე. გავიგეთ, რომ პავლე მოციქულის მსგავსად მესამე ცაზე ხარ (თუ მაღლა არა) და იქიდან გველაპარაკები. გავარკვიეთ რომ შენი დონსიაც არ ვართ (ჩვენ საცოდავები) და გონების სიბნელის გამო ვერ ვწვდებით შენს "ღვთაებრივ" სიტყვებს. ხოდა დაგვტოვე ამ "სიბნელეში" და იარე შენი "სინათლით". შედეგს გზის ბოლო გვიჩვენებს.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Oct 17 2011, 01:34 PM

menuko
ბნეი ბარუხში სწავლობ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 17 2011, 08:42 PM

ციტატა
დაგვტოვე ამ "სიბნელეში" და იარე შენი "სინათლით"

,,დაე იარონ!იარონ!იარონ!ამინ!"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)