თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ქრისტეანობის თანამედროვე მტერი

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 25 2010, 04:10 PM

ქრისტეანობის თანამედროვე მტერი


არქიმანდრიტ რაფაელ კარელინის სტატია


მართლმადიდებლობას ჰყავს უხილავი მტერი: ის ყველგან არის და არსად არ არის, ის არც „რამეა” და არც „ვინ”. ეს არის ერთგვარი სული, რომელიც განსმჭვალავს მიწის ატმოსფეროს თავისი მიაზმებით, წამლავს მის მის ნიადაგს, აავადებს წყლებს, აქცევს ქალაქებს მყრალ ჭაობებად, აუდაბურებს სოფლებს; მას თითქოს ვერსად დაემალები; ის იპოვის ლტოლვილებს მთათა მწვერვალებზეც და ზღვათა სიღრმეებშიც.

ეს მტერი არის გარყვნილობის სული, რომლესაც თანამედროვე ენაზე ლიბერალიზმი ეწოდება.

სიტყვა „ლიბერალიზმი” თავისუფლებას ნიშნავს. ეს არის განსაკუთებული დემონური თავისუფლება საკუთარი სულის მოკვდინებისა, სულიერ ძალთა გარყვნისა და სხეულის შებილწვისა, ეს არის თავისუფლება სირცხვილისაგან, როგორც ცრუწარმოდგენისაგან, ეს არის თავისუფლება იმის დაცინვისა, რაც წმიდაა ადამიანისათვის, ეს არის ცოფიანი ძაღლის თავისუფლება, რომელიც თავს ესხმის პატრონს. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ლიბერალიზმი განვითარდა ორი მიმართულებით, რომლებიც გარეგნულად განსხვავდებიან, მაგრამ აქვთ ერთი მიზანი: ადამიანი ღმრთისაგან გათავისუფლება. პირველი გზა არის ცინიზმი, მეორე – ესთეტიზმი. ცინიზმი ეს არის ყველა ზნეობრი წესისა და ტრადიციის რღვევა, ადაიანის ქცევა ბინძურ ცხოველად, გააფთრებული ბრძოლა საკუთარი სულის წინააღმდეგ, დარვინიზმის გადმოყუდებული კიბე, რომლითაც ადამიანი მაიმუნამდე ევოლუციონირებს. მისი დევიზია: „თავისუფლება ურცხვობაში”.

ესთეტიზმი თითქოს საპირისპიროა ცინიზმისა; ის სილამაზის კულტია, მაგრამ ქმნილი, გრძნობისმიერი და მატერიალური სილამაზისა, რომელიც საკუთარი თავით აეფარა ღმრთაებრივი ნათლის სილამაზეს. ეს არის ხელითქმნილი კერპების სილამაზე, სილამაზე აფროდიტასი და აპოლონისა, სილამაზე, რომელიც კლავს სულს. ესთეტიზმმა ხელოვნება აქცია ადამინური ვნებების მხევლად, გააღმერთა ვნებები, ამოწურა საკუთარი თავი და გადავიდა ანტიესთეთიზმში – დეკადენსში, სილამაზის აგონიაში.

ლიბერალიზმმა საწყისშივე დაინახა ქრისტეანობაში თავისი შეურიგებელი მტერი. მან აღმართა დევნა ეკლესიაზე კერპთაყვანისმცემელ იმპერატორთა ხანაში. უკვე მაშინ სჯიდნენ ქრისტეანებს ლიბერალიზმის პოზიციიდან, ადანაშაულებდნენ მათ, თითქოს ყოფილიყვნენ კაცთმოძულეები, სიკვდილის აღმრჩეველი ფანატიკოსები, მტრები ადამიანური ბედნიერებისა და ამიტომ უნდა განადგურებულიყვნენ, როგორც ამოიშანთება წყლული გავარვარებული რკინით. ნიშანდობლივია, რომ ქრისტეანებზე დევნაში მონაწილეობდნენ როგორც ცინიკოსები, ასევე პლატონისტები – ესთეტები ფილოსოფიისა.

ლიბერალიზმმა ოდესღაც თვით ქრისტეანობაში შექმნა ანტიქრისტეანობა – რენესანსი, შეცვალა რა ასკეტიზმი სხეულის კულტით. მან აქცია კათოლიციზმი წუთისოფლის მსახურად და დააჩოქა იგი. მან გაუკაფა გზა პროტესტანტიზმს, რომელმაც ქვის როდინში დაფქვა ძველი გარდმოცემის ნამსხვრევები, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებოდა კათოლიციზმში. ადამიანის აყვანა ღმერთზე მაღლა იყო მიზანი მთელი რეფორმატორობისა.

ლიბერალიზმი ასულდგუმულება რევოლუციებს, რომლებიც სატანის ალისფერ-შავ დროშებქვეშ მიმდინარეობენ. ის ცდილობს გაანადგუროს ეკლესია ხან ტარანის დარტყმათა მსგავსი სისხლიანი დევნით, ხან შიგნიდან ანგრევით, ცვლის რა სხვა რელიგიით, რომელშიც შენარჩუნებულია მსგავსება ქრისტეანობისა, მაგრამ არ არის ქრისტე როგორც ძე ღმრთისა, გამომხსნელი და სამყაროს მსაჯული.

ლიბერალებს აქვთ მუდმივი ნოსტალგია წარმართობისადმი. სულის სიღრმეში მათ სურთ აქციონ ცა ოლიმპად ან ჰიმალაებად. ამ სულისათვის საძულველია ქრისტე და ამიტომაც ცდილობს შეცვალოს იგი ცრუქრისტეს ხატებით; ქმნის კერპებს სახელად ქრისტე, რათა მათ ეთაყვანებოდნენ ისინი, ვისაც თავი მიაჩნია ქრისტეანად. ლიბერალიზმისათვის განსაკუთრებით აუტანელია სწავლება იმაზე, რომ ღმერთი არის უმაღლესი სამართლიანობა, მსაჯული სოფლისა და ყოველ ადამიანს მიაგებს მის საქმეთაებრ. როზენკრეიცერი გოეთე მეთისტოტელეს პირით ამბობს, რომ ღმერთი არის კეთილი მოხუცი, რომელთანაც ეშმაკს ძალუძს მოილაპარაკოს ყველაფერზე.
ხედავენ კი ქრისტეანები ასეთი გაყალბების საშიშროებას? ვფიქრობ, ერთნი ვერ ხედავენ, ენდნენ რა ბრმა წინამძღვრებს; მეორენი ხედავენ და სცემენ განგაშის ზარს, მაგრამ მათ არ უსმენენ, როგორც ლაოკოონს, რომელიც აფრთხილებდა ტროელებს, რომ მოხატული ცხენის შიგნით ტროას მტრები იმალებოდნენ; მესმეთ ესმით, მაგრამ დუმან, რათა არ იქნენ გაჭყლეტილნი ლიბერალთა რკინის ტერფით; მეოთხენი ვერ ხედავენ, იმიტომ რომ არ უნდათ დაინახონ, რადგან ლიბერალიზმმა მოწამლა მათი ცნობიერება, გარყვნა გრძნობები, გაამართლა ბილწი ჟინი და ამიტომ გულის სიღრმეში მათ თავად სურთ იყვნენ მოტყუებულნი.

დღეს ჩვენს თვალწინ ხდება ქრისტეანულ ფასეულობათა რღევა და ჩანაცვლება: სახეებს ცვლიან ნიღბები, არსს – სახელები.

პროტესტანტიზმი იქცა პერმანენტულ რეფორმაციად, უშინაარსო სუბიექტივიზმად, რელიგიურ ანარქიზმად. მისი არცთუ შორეული მომოვალია ათეიზმი ან ეკზისტენციალიზმი. კათოლიციზმი მის ხელთაგან გასხლეტილი წუთისოფლის დევნაში ინკვიზიციიდან ყველა მწვალებლობასთან თანამშრობლობაზე გადავიდა და ახლა ეთამაშება სექტებსა და უღმერთოთა კავშირებს. მან გადადო გვერდზე უწინდელი იარაღები – ხმალი და მარწუხები – და ფართოდ გაუშალა ხელები მრუშ დიაცს – ავანგარდისტულ ხელოვნებას და რკინის ქალბატონს – უსულო ტექნიკურ ცივილიზაციას. ის ისწრაფის მოახდინოს ასიმილაცია იმ სწავლებებისა და თეორიებისა, იდეებეისა და ლოზუნგებისა, რომელთაც მიყვება წუთისოფელი, მაგრამ სინამდვილებში თვითონ აღმოჩნდა ასიმილირებული მათ მიერ და აწ უკვე ის კათოლიციზმი, რომელიც იყო ადრე, აღარ არსებობს.

ლიბერალიზმის მარშის მთავარი წინაღობა არის მართლმადიდებლობა. ჯერ კიდევ ახლო წარსულში ის [მართლმადიდებლობა] განიცდიდა ისეთ დევნას, რომლის წინაშე უფერულდება ნერონისა და დეოკლეტიანეს სისასტიკე. ახლა მართლმადიდებლობას სხვა საშიშროება ემუქრება. ეკლესიის კედლებმა გაუძლეს ტარანის დარტყმებს, მაგრამ გაუძლებენ კი ისინი დათხრებს, რომელთა მიერ მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგენი ცდილობენ შემოაღწიონ ეკლესიაში, და არა მხოლოდ შემოაღწიონ, არამედ ილაპარაკონ ეკლესიის სახელით? სულაც არ გვსურს იმის თქმა, რომ თანამედროვე ეკლესია დაპყრობილი ყავთ მოდერნისტებს, როგორც გემი მეკობრეებს, – ის რჩება სვეტად და სიმტკიცედ ჭეშმარიტებისა; არც იმას ვფიქრობთ, რომ მოდერნისტები შეგნებულად ემტერებიან ქრისტეს, მაგრამ ლიბერალიზმმა გარყვნა კაცთა გონება ცრუ თავისუფლებით, ჩაახშო ადამიანთა სულიერი ინტუიცია და, ამიტომ, მრავალს უკვე არ ესმის, რომ ზეცის სარწმუნოებას ლიბერალური ძალები ცვლიან მიწის რელიგიით – სხეულის კულტით.

ლიბერალიზმი წარმოადგენს თანამედროვე ეტაპს კაცობრიობის ცნობიერების სეკულარიზაციის პროცესში. ქრისტემ შეაერთა ცა და მიწა, ლიბერალები კი კვლავ განყოფენ მათ და ადამიანი უფრო და უფრო შორდება სულიერ სამყაროს, რომელიც იქცევა მისთვის უცხოდ და ცივად.

ქრისტეანობა – კოსმიური მოვლენაა, ლიბერალიზმისათვის კი – ეპიზოდი კაცობრიობის ისტორიაში. თანამედროვე ადამიანის სეკულარიზებულ ცნობიერებაში ღმერთი არ არის უკვე ცოცხალი პიროვნება, არამედ ერთგვარი განუსაზღვრელი ძალა, სამყაროსეული გონი, ენტროპიულის საპირისპირო ექსტროპიული ენერგია. ქრისტეანის ცხოვრების მიზანი უნდა იყოს განღმრთობა – ზიარება ღმრთაების მარადიულ ნათელთან, რწმენა კი ღერძი მისი პიროვნებისა და მთავარი შინაარსი ცხოვრებისა. ღმერთთან თანაზიარებაში ადამიანი პოულობს საკუთარ თავს და თავად იქცევა ღმრთაებრივი დიდების ანარეკლად. ლიბერალიზმში ღმერთის არსებობა გამართლებულია მხოლოდ იმით, რომ ის შეიძლება იყოს სარგებელი ხალხისათვის, როგორც ერთ-ერთი გარანტი მათი მიწიერი კეთილდღეობისა. ქრისტეანობა აღამაღლებს ადამიანს ზეციურ სამყარომდე და მიწის შვილობიდან აქცევს ზეცის ძედ; ლიბერალიზმი კი, მოაქცევს რა სულს სამშვინველის მორჩილებაში, სამშვინველს კი – სხეულისა, ცდილობს დაამიწოს თვით ზეცა და მარადისობა ჩაკვეხოს დროის ჩარჩოებში. ლიბერალიზმი შეუთავსებელია მართლმადიდებლობასთან: მან ან უნდა უარყოს, ან დაამახინჯოს მართლმადიდებლობა. ისტორიის თანამედროვე ეტაპზე ლიბერალები მეორეს არჩევენ. ისინი თითქმის არაფერს ლაპარაკობენ ტრანსცედენტურ სამყაროზე, ხოლო თუ ზოგჯერ ახსენებენ მას, მხოლოდ იმის საჩვენებლად, რომ ბოლომდე არ გაუწყვეტიათ კავშირი ქრისტეანობასთან.

ადამიანი ეკუთვნის ორ სამყაროს – მატერიალურსა და სულიერს. ლიბერალიზმი ცდილობს მოსპოს წარმოდგენა ადამიანზე, როგორც ამ ორი სამყაროს შემაერთებელ რგოლზე. ლიბერალიზმისათვის გაუგებარი და საძულველია სწავლება ადამის პირველქმნილ ცოდვაზე, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას და რომლის გამო ადამის შთმომავლები ვიქეცით ეშმაკის ნადავლად და ტყვეებად. ლიბერალებისათვის წინაპართა დაცემა, მათი განდევნა ედემიდან, ჯოჯოხეთის ტანჯვა – მითის სახით შეთხზული ალეგორიაა. მათთვის გაუგებარია კაცობრიობის მისტიური და გენეალოგიური ერთობა – ერთიანობა მრავლობითობაში და მრავლობითობა ერთობაში, სადაც მამათმავრის ცოდვაზე პასუხიმგელნი არიან შთამომავალნი. მათ შოკში აგდებს აზრი, რომ ადამიანიები არიან დემონის ტყვეები და მხოლოდ ქრისტეს მსხვერპლი ათავისუფლებს ადამიანს მონობისაგან. უარყვეს რა სწავლება პირველქმნილ ცოდვაზე, ლიბერალები უარყოფენ სწავლებას გამოხსნაზე; ქრისტეს ჯვარცმა მათთვის არის იდეისადმი თავდადებული მსახურება, სახარების აპოთეოზი, მაგრამ არა სამყაროს ხსნა. ისინი თვით სწავლებას ცხოვნებაზე კაცობრიობის ისტორიის ცენტრალური ფაქტიდან სიტყვიერი ეკვილიბრისტიკის გზით ხშირად აქცევენ ალეგორიად და სინეკდოხად, უარყოფენ რა მის პირდაპირ მნიშვნელობას. ხსნის დოგმატის გარეშე არ არსებობს ქრისტეანობა; ის ეცემა, როგორც უსაძირკვლო სახლი – ზუსტად ეს ჭირდებათ ქრისტეს მოწინააღმდეგეებს.

ლიბერალებთან ცხოვნების მცნება გაიგივებულია პირად თვითსრულყოფასთან, ხოლო დამოკიდებულება ღმერთზე ცხოვნების საქმეში აღიქმება ადამიანის დაკნინებად. ღმრთის სახელს ისინი წერენ პატარა ასოთი, სიტყვა „ადამიანს” კი - დიდით. სატანამ მოიწადინა თავისუფლება ღმრთისაგან; მან ჩაისუნთქა ამ თავისუფლების ჰაერი, რომელიც სიკვდილის სუნთქვა აღმოჩნდა. ადამიანი აგრძელებს სატანის საქმეს – ეძიებს ცრუ თავისუფლებას ყოვლისდაშვებულობაში და, კარგავს რა ღმერთს, აღმოჩნდება ქაოსისა და უგუნურობის წყვდიადში.

ქრისტეანობამ გადაუშალა ადამიანს მთელი სიღრმე ცოდვისა, ტრაგიკულობა დაცემისა და ღმრთისაგან განდგომილობის მეტაფიზიკური ფესვები. სეკულარიზებული ცნობიერება თანდათან განაშორებს ქრისტეანობას მის მისტიურ სიღრმეებს, უზარამაზ აისბერგს აქცევ სიფრიფანა, ზედაპირზე მოტივტივე ყინულად.

ქრისტეანი უნდა შეუდგეს ბრძოლას სამ მტერთან: დემონთან, ამპარტავნებასთან ამასოფლისა და ხორციელ გულისთქმებთან. მოდერნიზმი აბუჩად იგდებს დემონის არსებობას, შედის თანხმობაში ნახევრადწარმართულ ქვეყნიერებასთან, ამართლებს ვნებასა და კაცობრივ გულისთქმებს და აქცევს სულს დაუცველად ამ სამი მტრისაგან.

ლიბერალურმა ქრისტეანობამ გაწყვიტა კავშირი მეტაფიზიკურ სამყაროსათან; მისთვის არ არსებობს ანგელოლოგია და დემონოლოგია. კაცობრიობის პირველი მტერი – დემონი იღებს ნისლისებრი აბსტრაქციის სახეს. სწავლება დემონებზე, როგორც ცოცხალ არსებებზე ეჩვენება მოძველებულ მითოლოგიად. ის ლიბერალები, რომლებიც ჯერ კიდევ აღიარებენ დემონის არსებობას, ცდილობენ წარმოადგინონ ის როგორც უწყინარი სული, რომელიც დროებით განვარდა ღმრთისაგან, ბოლოს კი დაუბრუნდება მას და დაიკავებს თავის უწინდელ ადგილს. თუ ისინი ზოგჯერ მაინცა ახსენებენ ჯოჯოხეთს, მხოლოდ იმისთვის, რომ დააიმედონ ცოდვილები, თითქოს ადამიანის ხელშია ჯოჯოხეთის გასაღები: მას შეუძლია იმყოფებოდეს ქვესკნელში ან გახსნას შიგნიდან და გამოვიდეს საკუთარი ნებისაებრ და თითქოს მხოლოდ სურვილი ცოდვილისა ხსნის მის წინაშე ჯოჯოხეთს ან სამოთხეს, ხოლო ღმერთი და სატანა არ ეწინააღმდეგებიან მის არჩევანს. შეგახსნებთ, რომ მეტისმეტი (უსაფუძვლო) იმედი ღმრთის მოწყალებისა, რომელიც გადადის ცოდვის დაშვებადობაში, ეკლესიის მიერ მიიჩნევა სულიწმიდის გმობად, რომელიც არ მიიეტევება არც ამ და არც მომავალ ცხოვრებაში.

მოდერნისტთა დიდი ნაწილი საერთოდ თვლის, რომ ჯოჯოხეთი არ არის მიღმისეული სამყაროს შემაძრწუნებელი რეალობა, არამედ ადამიანის ფსიქიური განწყობა, დეპრესიული მანია, რომლის სამკურნალოდ საჭიროა ფსიქიატრი. ლიბერალები დარწმუნებულნი არიან, რომ დემონური სამყარო და ჯოჯოხეთი უნდა გაქრენ თანამედროვე ადამიანის ცნობიერებიდან, გაიფანტონ როგორც კვამლი ქარისაგან, განქარდნენ როგორც შუასაკუნოვანი ღამის აჩრდილები ახალი დროის ინტელექტუალური ნათლის წინაშე. ლიბერალები თვლიან, რომ უნდა გაათავისუფლონ ადამიანი არა დემონებისაგან, არამედ ბოროტი სულების ცრურწმენებისა და ატავისტური წარმოდგენებისაგან.

საგულისხმოა, რომ მოდერნისტები ერთობით ილაშქრებენ დემონთა განსასხმელი შეფუცების ლოცვების წინააღმდეგ. მათი აზრით, არ არის საჭირო განდევნო ის, ვინც არ არსებობს, ხოლო თუ ეშმაკი არსებობს, არ ღირს მასთან ურთიერთობის გაფუჭება; თითქოს ეს იგივე იყოს, ჩაწიხლო პრემიერმინისტრი, რომელიც დღეს ლტოლვილობაშია, მაგრამ შესაძოა დაუბრუნდეს თავის წინანდელ თანამდებობას და გაუსწორდეს შეურაცხმყოფელებს. ასე რომ, ქრისტეანთა მთავარ მტერთან – დემონთან, მოდერნისტებსა და ლიბერალებს აქვთ სიყვარულით მოწესრიგებული დამოკიდებულება.

ქრისტეანობის მეორე მტერია სული ამასოფლისა. წუთისოფელში აქ იგულისხმება ნახევრადწარმართული ჩვეულებები და წარმოდგენები, ფასეულობათა სკალა, წარმოდგენა სიკეთესა და ბოროტებაზე, ეგოიზმისა და ეგოცენტრიზმის სულისკვეთება, ცრუმეცნიერება, რომელიც ცდილობს ჩაენაცვლოს რწმენას, ვნებული ხელოვნება, რომელიც მოვარაყებით ფარავას ცოდვათა სიდამპლეს. ეს სული წუთისოფლისა წინააღუდგება ქრისტეანობას, ის ცდილობს დაეუფლოს ადამიანთა გონებასა და გულებს. ლიბერალიზმი ცდილობს აღამაღლოს ქრისტეანეთა თვალში ამასოფლის ღირებულებები, ხოლოს თვით სეკულარიზაცია წარმოადგინოს სულისა და გონების თავისუფლებისათვის ბრძოლად. ჯერ კიდევ რენესანსი იყო მცდელობა ქრისტეანული სახელწოდებით წარმართული სამყაროს რესტავრაციისა და ევროპაში ქრისტეანული წმიდანების ფსევდონიმებით ოლიმპიური ღმრთაებების დაბრუნებისა. თანამედროვე ქრისტეანესებურ ლიბერალებს სურთ წუთისოფლის ზღვაში სიყვარულის ლოზუნგებქვეშ ჩაახრჩონ და გააზავონ ეკლესია და წარმოადგინონ საშინელი სამსჯავრო, როგორც საყოველთაო ამნისტია ცოდვილთა და დემონთათვის. სადაც უარყოფილია მეტაფიზიკა, იქ ფიზიკა იმარჯვებს სულზე, ხოლო სხეული სამშვინველზე: ღამის ვნებიანი მხევალი იქცევა დედოფლად.

მესამე მტერი ქრისტეანობისა არის ხორციელი გულისთქმები. ლიბერალები მიიჩნევენ მათ ადამიანის ბუნებრივ თვისებებად, ხოლო რაც ბუნებრივია – ღმრთისაგანაა. ცოდვისმიერ ვნებებს ისინი უყურებენ არა როგორც მადლის დაკარგვასა და სულის განვარდნას ღმრთისაგან, არამედ როგორც ზედმეტობას, რომელიც ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას. რადიკალური მოდერნისტები თვლიან, რომ ცოდვა არის ფერმენტი შემოქმედებითი და ინტელექტუალური ცხოვრებისა; ზნეობრივი თვალსაზრისით ის აძლევს ადამიანს სულიერ გამოცდილებას და ამიტომ წარმოადგენს სიბრძნის კომპონენტს.

ქრისტეანობის ლიბერალიზაცია, ანუ დამახინჯება, მიმდინარეობს მოდერნიზმის, განმაახლებლობის, დოგმატური რევიზიონიზმის სახით და იკონომიის პრინციპის გამუდმებული ბოროტად გამოყენების მეშვეობით.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჰუმანიზმისა და ლიბერალიზმის წარმომადგენელი ერთ სახეში იყო ძველთაგანი გველი, რომელიც შეცოცდა ედემში კეთილი მეგობრის ნიღბით. როგორც ლიბერალმა, მან მოუწოდა წინაპრებს ყოველგვარი აკრძალვისაგან თავისუფლებისაკენ და მოაწყო პირველი რევოლუცია კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხესთან, ხოლო როგორც ჰუმანისტი დაპირდა მომხიბვლელ შესაძლებლობას – ყოფილიყვნენ ვითარცა ღმერთნი ღმრთის გარეშე. ახლა კი ეს „მეგობარი” კაცობრიობისა, ადამის მაცდუნებელი, აცდუნებს მის შორეულ შთამომავლებს იგივე გველური სიმღერით.

http://karelin-r.ru/pravoslavie/196/1.html

ძალიან აქტუალური და საინტერესო სტატიაა. გაეცანით და ვიმსჯელოთ სტატიის შესახებ.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 25 2010, 04:15 PM

სათაური ძალიან უხერხულად გამოგივიდა:

ციტატა
ქრისტეანობის თანამედროვე მტერი, არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 25 2010, 04:23 PM

სავსებით ვეთანხმები მამა რაფაელს, ლიბერალიზმის რეალური უდიდესი საბრთხის შესახებ მსჯელობაში.
რა ცხადად ჩანს დღეს საქართველოში ლიბერალიზმის პროპაგანდა და თავს მოხვევის მცდელობები.
ყველგან... ტელევიზიით, უნივერსიტეტის კედლებშიც კი.

პოსტის ავტორი: terra თარიღი: May 25 2010, 04:26 PM

ციტატა(lingvo @ May 25 2010, 04:23 PM) *

კანონისტი
დაკვირვებული ადამიანი მიხვდება რომ სტატიის ავტორია მამა რაფაელი და არა პირიქით.


რომ შემოვედი, კი მივხვდი, მაგრამ სანამ მხოლოდ სათაურს ვხედავდი, აბსოლუტური შოკი მივიღე biggrin.gif

იქნებ როგორღაც კორექცია გაუკეთო, რომ სათაურიდანვე ჩანდეს მამა რაფაელის ავტორობა.
სათაური რომ ჩასვა ბრჭყალებში, მგონი ურიგო არ იქნება.

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 25 2010, 04:41 PM

lingvo
რადიკალებსაც იწუნებენ..

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 25 2010, 05:06 PM

ციტატა(elusia @ May 25 2010, 04:41 PM) *

lingvo
რადიკალებსაც იწუნებენ..

დააკოპირე რომელ ციტატას გულისხმობ.

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 25 2010, 05:59 PM

lingvo
ციტატას არა .. იმისთქმა მინდოდა რომ ლიბერალიზმს რომ რადიკალურად შეეწინააღმდეგო იმასაც კრძალავენ მეთქი.. მოკლედ ყველა გზას ხსნიან რომ ეგ უპატრონო ლიბერალიზმი შემოცოცდეს კიარადა უკვე სახეზეა მისი მავნებლობა(როგორც ყოველთვის)

პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: May 25 2010, 06:28 PM

ვეთანხმები მამა რაფაელს .... მართალია...

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 25 2010, 06:59 PM

ციტატა
ციტატას არა .. იმისთქმა მინდოდა რომ ლიბერალიზმს რომ რადიკალურად შეეწინააღმდეგო იმასაც კრძალავენ მეთქი..

რადიკალურ წინააღმდეგობაში თუ ფორმებს გულისხმობ რათქმაუნდა მიუღებელია ისეთი ფორმა, რომელიც ქრისტეანობას გაცდება, მაგრამ ლიბერალიზმის შეწინააღმდეგება არსობრივად რადიკალური უნდა იყოს, რასაც სტატია ცხადყოფს. ანუ დაუშვებელია ლიბერალური მსოფლმხედველობის შეწყნარება.

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 25 2010, 09:30 PM

lingvo
წერია ,, ამაშია წმიდათა მოთმინება''ჰოდა ალბათ შეწინააღმდეგება იმას ნიშნავს რომ შენ შენს საქმეს მიჰყვე ანუ რწმენას..არადა მორწმუნეობა მხოლოდ იმას არ მოიცავს რომ გწამს , არამედ ებრძვი კიდევაც სატანას..


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 26 2010, 12:27 AM

სამწუხაროდ, ლიბერალიზმის არსი (აპელირებით რომელიმე ვაიქართველ ვითომ ლიბერალზე და ა.შ) არც სტატიის ავტორს და არც მის მიმდევრებს ან არ ესმით, ან ესმით და განზრახ ამახინჯებენ...
ესენი ზუსტად იგივეს აკეთებენ, რასაც ვაილიბერალები, წარმოადგენენ რა ქრისტიანობის ნამდვილ სახედ, შავბნელ ფანატიკოსებს, მთელ მართლმადიდებლობას ან რომელიმე კონკრეტულ ეკლესიას აკრიტიკებენ.
იგივე ხერხია და იგივე შეცდომა, ამ განზრახ ქმედება.
აბსურდია .

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 26 2010, 12:30 AM

ციტატა(KAIROS @ May 26 2010, 01:27 AM) *

სამწუხაროდ, ლიბერალიზმის არსი (აპელირებით რომელიმე ვაიქართველ ვითომ ლიბერალზე და ა.შ) არც სტატიის ავტორს და არც მის მიმდევრებს ან არ ესმით, ან ესმით და განზრახ ამახინჯებენ...
აბსურდია .

ვერ დაგეთანხმები. მოიყვანე კონტრარგუმენტები, რას არ იზიარებ და რა მიზეზით. ძალიან მომწონს სტატია და ვიზიარებ შინაარს. მეტიც, ძალიან საღი შეხედულებაა ლიბერალიზმზე.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 26 2010, 12:40 AM

ციტატა
შენი კონტრარგუმენტები. ძალიან მომწონს სტატია და ვიზიარებ შინაარს.

სამწუხაროდ არა მაქვს ამდენი დრო, არიან აქ ხალხი, ვინც შეძლებს მოკლედ დაწეროს, რატომ არ შეიძლება მაქსიმალური რადიკალური მიდგომით ახსნა ყველაფერის დემოკრატიული აზროვნების, თავისუფლების, ხელოვნების და ა.შ.
ანუ ყველაფერი როგორც აქ წერია:
ციტატა
მრუშ დიაცს – ავანგარდისტულ ხელოვნებას

კიდევ ერთი აბსურდი
ციტატა
ანტიქრისტეანობა – რენესანსი

შემდეგ უკიდურესობა
და ა.შ. და ა.შ.
მოკლედ, ნეგატიურად ვაფასებ.
დასკვნის სახით, ქრისტიანობის, როგორც სინათლის უპირველესი მტერი სიბნელეა და სიბნელის მახასიათებელი თვისებაა, ერთიანი დაბნელება ყველაფრის, სიბნელეს არ გაარჩიოს კარგი ან ცუდი, იგი ერთი ხელის მოსმით, ერთ ქვაბში ხარშავს კაცობრიობის ყველა მონაპოვარს, ფილოსოფიას, ხელოვნებას, თავისუფლებას.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 26 2010, 12:50 AM

ზუსტადაც, რომ კარგი შედარებებია მოყვანილი. იმედია ვისაც დრო აქვს დაწერს თავის დამოკიდებულებას.

კანონისტი
afxazi
თქვენი აზრიც საინტერესოა.

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 26 2010, 08:31 AM

ლიბერალიზმი შეიცავს მავნე შემგუებლობას , ანუ ადამიანი რომელიც სიმართლეს ხედავს მაგრამ შეგუებას მოგიწოდებს ..ნუ ალბათ სხვადასხვა ვითომ რბილი მიდგომით რაც აუცილებლად ჭაობის სანაპიროა.მაგრამ ჭაობისკენ შეიძლება არ მოგოწოდოს დასანახად ეს ცუდია მისთვისაც ,,ჩერდები იქ სადაც ახლოა ჭაობი და აქ ხდება ის რომ თუ ჭკუა გაქვს კარგის და ცუდის გარჩევის უკვე გვიანია უკან დაბრუნება რადგან შენივე ნებით გასვრილი შენვე ხარ დამნაშავე და პირდპირ შენივე ნებით იღუპები, ჭაობში ხრჩობა არ გინდა ამოტომ ლიბერალიზმი გეუბნება დაანებე სიმართლეს თავი და შეეგუე რომ შენ ხარ ყველაფერი _ადამიანი _მატერია და არა სული და სხვასაც ასევე მოუწოდე..(ეს უნდა სწორედ ლიბერალიზმს) ხოლო თუ დამღუპველის წინააღმდეგ აღიმართები არ გაგიკვირდეს რომ ხარიVით დაგეტაკოს ვინმე და შიგ შუა ჭაობში აღმოჩნდე ეს დასასრულია,, იქედან ამოსვლა მხოლოდ ღვთის ნებით ხდება საკუთარი დიდი მოწადინებოის შედეგად..
წერილი მართლაც კარგია, დროული და ზუსტი.როდის მოღვაწეობდა ეს ადამიანი თუ ეხლაც ცოცხალია?ასე ადამიანების აზრი გვჭირდება ეხლა სწორედ ...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 26 2010, 08:37 AM

როცა ჭეშმარიტი ცოდნა არა აქვს ადამიანს (ან საზოგადოებას), მაშინ უჩნდება სენტიმენტები და ლიბერალური მოტივებიც ადვილად აღწევს ჭკუაში.

რა თქმა უნდა ბჰაგავად-გიტას მაგალითს მოვიყვან: არჯუნა ლიბერალიზმს "აწვებოდა" თავიდან , როცა ამბობდა, რომ თავის ნათესავების წინააღმდეგ ვერ იბრძოლებდა, რადგან ეს ეწინააღმდეგება დჰარმის კანონებს და ა.შ. ათასი მიზეზი მოიგონა, რომ მოვალეობისგან თავი აერიდებინა, მაგრამ კრიშნა "გაუიასნებს" ყველაფერს და ლიბერალური სიბნელეც გაქრება smile.gif

როცა ადამიანის სიცოცხლეს, სხეულს, მატერიას ჭეშმარიტებაზე მაღლა აყენებენ და საკუთარ თავს მატერიასთან აიგივებენ, სწორედ მაშინ ჩნდება უმეცრება და ლიბერალიზმი!

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 26 2010, 08:49 AM

Atman
მოკლედ გადასარევად მსჯელობ ,მაგრამ ქრისტიანულად თუ დაიწყებ ,, გაიასნებას '' ეს მართლაც კარგი იქნება..
უცოდინარობა და უმეცრება მართლაც დამღუპველია(თუმცა ზოგიერთებს ცოდნა მიაჩნიათ დამღუპველად )
ჰოდა არის კიდევ ერთი რომ ადამიანს არ ჰყავს (არის ასეთი დროები ისტორიაში) ჭეშმარიტების მქადაგებელი და შემმეცნებელი მაშინ ადვილი დასაჭერია..ასეთI ქაოსის დროს ადამიანი მართლაც ღვთიური ნიჭით უნდა იყოს შემოსილი რომ ეს თავად გაარკვიოს. თუ არად თუთაშხიასავით იბრძოლოს. ხოლო ცოდნა წინ შინაურის ღალატსაც აღუდგება ამას ტკივილი რომ არ ახლდეს ეს სისუსტე კი დასაძლევია ისევ ცოდნით კიარადა ღვთის ნებით..

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 26 2010, 08:59 AM

elusia

ციტატა
მოკლედ გადასარევად მსჯელობ ,მაგრამ ქრისტიანულად თუ დაიწყებ ,, გაიასნებას '' ეს მართლაც კარგი იქნება..


ქრისტიანობაში ცოტა სხვანაირი ტერმინოლოგიაა და აღქმის კუთხეც სხვანაირია. მე ჩემი თვალთახედვით ვმსჯელობ.

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 26 2010, 09:03 AM

Atman
,, გაიასნებაზე'' ამბობ? ეს ისე ..
ცოდნა ქრისტიანისთვის აუცილებელია. ადამიანური სიმართლე ყველგან არის ღვთიური კი მხოლოდ ქრისტეანობაში. smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 26 2010, 09:03 AM

elusia

ციტატა
ადამიანური სიმართლე ყველგან არის ღვთიური კი მხოლოდ ქრისტეანობაში.


კაქი ახლა smile.gif

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 26 2010, 09:13 AM

Atman
შენ ქრისტიანობის მტერ ლიბერალიზმზე საუბრობ ადამიანური სიმართლის მიდგომით,, თუმცა სწორადაც , მაგრამ გიშლის ხელს ღვთიური სიმართლით შეხედო მის საშინელ მავნებლობას რადგან შენი მიმართულება გაქვს.. კარგი თემას გადავუხვიე..
გამეცინა , ტოლერანტობა, ლიბერალიზმი, დემოკრატია. ჭეშმარიტება?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 26 2010, 09:16 AM

elusia

ციტატა
შენ ქრისტიანობის მტერ ლიბერალიზმზე საუბრობ ადამიანი სიმართლის მიდგომით,, თუმცა სწორადაც , მაგრამ გიშლის ხელს ღვთიური სიმართლით შეხედო მის საშინელ მავნებლობას რადგან შენი მიმართულება გაქვს.. კარგი თემას გადავუხვიე..


ჯერ ერთი ჩემი მიდგომა არ ჩამომიყალიბებია და მხოლოდ გადაკვრით და ორი სიტყვით ვთქვი. მეორეც ეს მიდგომა ჩემი არაა და ბჰაგავად-გიტაში რაც წერია ღვთიური ცოდნაა და თუ შეიძლება ნუ ადარებ ქრისტიანულ ცოდნას და ნუყრც აპირისპირებ. ყველა ცოდნას თავისი ადგილი აქვს და "ჩემი ყველას ჯობია" ბუნებრივი მიდგომაა, მაგრამ სწორედაც რომ ადამიანური.


პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 26 2010, 09:41 AM

lingvo

ციტატა
ქრისტეანობის თანამედროვე მტერი



დარწმუნებული ხართ, რომ ეს თემა ღვთისმეტყველებაა ????



პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 26 2010, 10:07 AM

ციტატა
დარწმუნებული ხართ, რომ ეს თემა ღვთისმეტყველებაა ????
დიახ, ვინაიდან ამხელს ლიბერალიზმს როგორც სენს, რომელიც მიმართულია მართლმადიდებლობის წინააღმდეგ.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 26 2010, 10:53 AM

lingvo

ციტატა
დიახ, ვინაიდან ამხელს ლიბერალიზმს როგორც სენს, რომელიც მიმართულია მართლმადიდებლობის წინააღმდე



აფხაზიც ასე ფიქორბს?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 26 2010, 10:54 AM

ციტატა
აფხაზიც ასე ფიქორბს?

არ ვიც ნინო, შემოვა იმედია და დაწერს.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 26 2010, 11:05 AM

გაიტანეთ კარელინი თავისი წვეტიანი აზრებით...

პ.ს.
შფოთის ამტეხთა სულიერი მამა სწორედ კარელინია და დანარჩენი განსაჯეთ biggrin.gif
პ.პ.ს.
მუცელში მოწყვეტილ ჩვილთა ჯოჯოხეთი
ანტიეკუმენური "სქიზმა"-შფოთი
აი ეს ორი პირდაპირ მისი იდეოლოგიური შემზადებითაა...
ხოლო ბერძნული გალობის შფოთი - მისი სულიერი შვილების ისტერიული პოხონდრია (რომ არა ისტერია, ალბათ ეს გალობა უპრობლემოდ იარსებებდა ქართულის გვერდით)

მაგრამ მრავალხმიანი ქართული რად გვინდა, არ ჯობია არაბიზირებული "ბიზანტიური" გალობა? გურჯისტანში ეს უფრო ფასობს....

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 26 2010, 11:21 AM

ციტატა(lingvo @ May 25 2010, 04:10 PM) *

სიტყვა „ლიბერალიზმი” თავისუფლებას ნიშნავს. ეს არის განსაკუთებული დემონური თავისუფლება საკუთარი სულის მოკვდინებისა, სულიერ ძალთა გარყვნისა და სხეულის შებილწვისა...


მოკლე კომენტარს გავაკეთებ, დიდი დრო არ მაქვს

ქრისტიანობის ისტორია მოწმობს ერთს: ის ყოველთვის ცდილობდა ყველაფრის ფერისცვალებას - ადგილობრივ კულტს გარდაქმნიდა ახალ სამოსად (მაგალითად მიტრას კულტი, რომელიც შობის დღესასწაულად იქცა)

მოდის ლიბერალიზმი, რომელიც შემთხვევითი არაა, რომ ჩაისახა ქრისტიანულ ქვეყნებში და არა ისლამურში, ბუდისტურში ან ინდუისტურში...და ამ ახალ მოძრაობას შეგიძლია უაზროდ შეასკდე ან შეეცადო მისი გარკეული დონით მაინც ფერისცვალება. მაგრამ ეს რომ შეძლო უნდა გქონდეს ამისი საყრდენი თავად ლიბერალურ ფასეულობაში.

ვნახოთ რა არის ეს ფასეულობა. ლიბერალიზმი აღიარებს თავის ფუნდამენტად თავისუფლებას და თანასწორობას. საიინტერესოა ქრისტიანობას შეუძლია თუ არა ეს ორი ცნება თავისთვის შეატრიალოს?

რომც არ განვმარტო ისედაც ცხადია, რომ შეუძლია

საკმარისია ორი პასაჟის მოყვანა წმინდა წერილიდან:
1. შეიცანით ჭეშმარიტება და ის განგათავისუფლებთ თქვენ
2. ამიერიდან აღარ არის იუდეველი, ელინი, წარმართი, არამეტ ყველა ერთია უფალ იესოში

ახლა არ მაქვს დიდი დრო, მაგრამ მოკლედ ისედაც ცხადია, რომ ქრისტიანობას უპრობლემოდ შეუძლია ლიბერალური ფასეულობების მისიონერულად გამოყენება ახალ სამყაროში. არ გამოიყენებს და ის მოკვდება როგორც მისიონერი

პ.ს.
სხვათა შორის არ ვარ ლიბერალიზმის გარკვეული პლასტების კრიტიკის წინააღმდეგი...წინააღმდეგი ვარ კატეგორიულობის, როდესაც არ უტოვებ მეორე მხარეს არჩევანს და ეს მაშინ, როცა ეკლესიის მთელი მისიონერული ისტორია საპირისპიროს მოწმობს

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 26 2010, 11:30 AM

ციტატა
ვნახოთ რა არის ეს ფასეულობა. ლიბერალიზმი აღიარებს თავის ფუნდამენტად თავისუფლებას და თანასწორობას. საიინტერესოა ქრისტიანობას შეუძლია თუ არა ეს ორი ცნება თავისთვის შეატრიალოს?
სწორედ მაგაშია საქმე, რომ ქრისტიანობა გულისხმობს ჭეშმარიტ სულიერ თავისუფლებას ცოდვისგან უფალ იესო ქრისტეში და ერთობას ამ მნიშვნელობით.
ლიბერალიზმი კი მიწიერ თანასწორობას (რისი მიღწევაც შეუძლებელია და რისი მიღწევის მცდელობებმა გამოიწვია რევოლუციები) და თავისუფლებას მცნებებისაგან, ანუ მიწიერი გაგებით თავისუფლებას, ზნეობისგან თავისუფლებას და სულიერი გაგებით კი მონობას კაცობრივი გულისთქმებისა და ცოდვებისადმი.
მასონებსაც იგივე მსოფლმხედველობა აქვთ თუ დავაკვირდებით. უნდათ თანასწორი საზოგადოება არსებობდეს. "სამოთხე დედამიწაზე".

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 26 2010, 11:34 AM

ციტატა(lingvo @ May 26 2010, 11:30 AM) *

მასონებსაც იგივე მსოფლმხედველობა აქვთ

დაიწყო პაკისტანი biggrin.gif

პ.ს.
აბა კარგად გადაიკითხე რაც დავწერე biggrin.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 26 2010, 11:36 AM

კანუდოსელი
კარგად გადავიკითხე.
სხვა რამეც დავწერე და იმაზე რას ფიქრობ?

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 26 2010, 02:51 PM

ერთმანეთის ნათქვამი სწორად უნდა გავიგოთ.
არავის უთქვამს აგინეთ სხვა რელიგიებსო.მით უმეტეს უფალს არავისთვის მოუწოდებია ეს.უფალმა თქვა მე ვარ უფალი და უფალთა უფალი.ამიტომაც ქრისტიანი ჰქვია ღVთის შვილის_ ქრისტეს მიმდევარს.ამიტომაც ლიბერალიზმი ებრძვის არა ღმერთს რომელსაც ყველა რელიგია აღიარებს არამედ მის შვილს რადგან ის ყველამ არ მიიღო. ღვთისთვის ჩვენ მართლაც ყველანი ერთნი ვართ. თუმცა იყვნენ ისინი ვისაც უწოდა რჩეული,ვიღაცას კი უთხრეს_ ეშმაკია მამთქვენი. ლიბერალიზმი არა მგონია თავს იჩენდეს ღვთის XალXის გათანასწორებისთვის მას უფრო სხვა მიზნები აქვს კიარადა მიზანი საერთოდ არა აქვს უბრალოდ მართლაც მეძავია როგორც წერია. ლიბერალიზმის ასეთ შემოდინებას სტიქიაც მოჰყვება. ადამიანი ადამიანის ადამიანობით ადამიანობს.. როგორია ადამიანობა ღვთის გარეშე.. ?
ადამიანებო, აკეთეთ სიკეთე ყოველდღე, შაბათს დაისვენეთ, მოსეს მცნენები დაიცავით, ქრისტეს ვნება გაითავისეთ, იმედი , რწმენა და სიყვარული იქონიეთ, უფალს ელოდეთ და სტიქიები ვერაფერს დაგაკლებენ..

ციტატა
ამიერიდან აღარ არის იუდეველი, ელინი, წარმართი, არამეტ ყველა ერთია უფალ იესოში

და ქალიც და კაციც.

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 26 2010, 03:03 PM


რუკა მინდოდა დამედო და რა სჭირს.. unsure.gif

პოსტის ავტორი: უ ჩ ა თარიღი: May 26 2010, 03:14 PM

წავიკითხე და ბევრ რამეს ვეთანხმები, ბევრი რამე ნამდვილად სწორად წერია და სწორადაა განხილული, მაგრამ ცოტა რადიკალური მეჩვენება.
ისე წაკითხვა და დაფიაქრება ნამდვილად ღირას ამ თემაზე. a075.gif smile.gif

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 26 2010, 03:51 PM

კათოლიკურ ეკლესიებში ხატებზე მირონი გადმოდის? unsure.gif

პოსტის ავტორი: Funkenstein თარიღი: May 26 2010, 04:11 PM

ან ცივი ან ცხელი და არამც და არამც ნელთბილობა და ორმაგი მოქალაქეობა! არჩევანია გსაკეთებელი, ან იქით ან აქეთ, ან ქრისტე ან მამონა, საშუამავალო გზა არ არსებობს a075.gif

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 26 2010, 04:15 PM

Funkenstein

ციტატა
ან ცივი ან ცხელი და არამც და არამც ნელთბილობა და ორმაგი მოქალაქეობა! არჩევანია გსაკეთებელი, ან იქით ან აქეთ, ან ქრისტე ან მამონა, საშუამავალო გზა არ არსებობს

ჭეშმარიტებაა. smile.gif

პოსტის ავტორი: უ ჩ ა თარიღი: May 27 2010, 01:41 AM

ეჰ რანი ვიყავით და რა აზროვნება გვქონდა?

ნელა ნელა ვფრინდებით ვფრინდებით და ვერც მივმხვდარვართ...
გვგონია ვითარდებით, ან რამეს ვსწავლობთ...

სინამდვილეში კი შეიძლება რამეს ვსწავლობთ მარა თან ვფრინდებით... თითოეულმა ჩვენთაგანმა თავის თავში რომ ჩაიხედოს ამას მიხვდება...

აი სულ რამდენიმე წლის წინ როგორები ვიყავით, თუნდაც ამ თემასთან დაკავშირებით...

http://church.ge/index.php?showtopic=1948&st=0

ეხლა?

ეხლა ვითომ განვითარდით, ვისწავლეთ, გავთვიცნობიერდით და აი შედეგი...

თუნდაც მაგ თემაში მპოსტველთაგან აბა ეხლა მიდი და შეეკითხე ეხლა როგორ ფიქრობენ?

აი ჩვენი ,,განვითარების" შედეგიც...

ყველაფერი ცუდი გალაითდა და მიმზიდველი ნიღაბი მოირგო, ჩვენც ყოველ დღიურად ცოტ ცოტაობით და იმისთვის რომ მოდას არ ჩამოვრჩეთ კარს ვუღებთ ამ ყველაფერს...

აი ეს კი სადამდე მიგვიყვანს ღმერთმა იცის...sad.gif
სამწუხაროდ უკვე გვაქ ცუდი შედეგებიც...

პოსტის ავტორი: Funkenstein თარიღი: May 27 2010, 02:28 AM

ფეისბუქზე დავდე ეს სტატია, ვაი ვაი რა ხდება აქ მაინც მართმადიდებელი ხალხია ასე თუ ისე, აბა იქ უნდა ნახოთ აზრი არ ააქვს რამის მტკიცებას sad.gif

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: May 27 2010, 07:38 AM

და რას გვთავაზობს მამა რაფაელი,
უარი ვთქვათ ლიბერალურ ფასეულობებზე?
და სამაგიროდ რა, ერთპარტიული სისტემ თუ აბსოლუტური მონარქია,
კერძოდ როგორ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ საერო ხალხმა?
კი, შესაძლოა სულიერი თვალსაზრისით არის სწორი მიგნებები,
მაგრამ მე პირადად, ლიბერალურ-დემოკრატიულ წყობილებაზე უკეთეს საზოგადოებრივ მოდელს ვერ ვხედავ
ლიბერალიზმია დამოუკიდებელი სასამართლო,
ხელისუფლების გადანაწილება,
ხელისუფლების არჩევითობა,
სინდისის თავისუფლება,
ეს რა, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მიუღებელია?
აბა რაა მისაღები

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 27 2010, 07:40 AM

ციტატა
ეს რა, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მიუღებელია?აბა რაა მისაღები


მეფე! ოღონდ ღირსეული a075.gif

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: May 27 2010, 07:48 AM

ციტატა(Atman @ May 27 2010, 07:40 AM) *

მეფე! ოღონდ ღირსეული a075.gif

მეფე რომ საჭირო ყოფილიყო არც ბიზანტიის იმპერია არ დაეცემოდა,
არც ბაგრატიონთა მმართველობს გააუქმებდნენ რუსები და არც ნიკოლოზ მეორეს ჩAმოაგდებდნენ,
ხომ ხედავთ რომ ყველა მართლმადიდებლურ ქვეყანაში მოხდა მონარქიების დემონტაჟი?
რატომ?
ასეთი რამ ღვთის ნების გარეშე არ ხდება
და თანაც, წარმოიდგინეთ რა ხდება ამჟამად, მიუხედავად პატრიარქის უდიდესი ავტორიტეტისა
და მისი ნებისა, ვერანაირად ვერ მოხერხდა ღირსეული კანდიდატის მოძებნა სამეფო ტახტზე,
არადა ვინ იცის, დიდხანს იცოცხლოს ილია მე2 და მისი გარდაცვალების შემდეგ მე მეეჭვეა რომ ქართული ეკლესია ისეთივე დიდი ავტორიტეტით ისარგებლეს საზოგადოებაში როგორც დღეს,
ანუ, თუკი ილია მე-2 ვერ შეძლო მონარქიის აღდგენა როგორ შეძლებს სხვა პატრიარქი ამის გაკეთებას,
მითუმეტეს რომ ღირსეული კანდიდატი არ ჩანს,
არადა ღვთის ნება რომ ყოფილიყო შენის აზრით არ გამოჩნდებოდა ასეთი კანდიდატი?
არა ბატონებო, არა, მართლმადიდებლბოა და მონარქია, როგორც ჩანს ღვთის ნებელობას ეწინააღმდეგება-ვგულისხმობ თანამედროვე პერიოდს

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 27 2010, 08:02 AM

sandro40

ყოველ შემთხვევაში დემოკრატია არაა მმართველობის ის ფორმა, რომელიც კაცობრიობას ბედნიერებას მოუტანს. ერთადერთი გამოსავალი ღირსეული მეფეა. ვიმეორებ - ღირსეული, ღვთით კურთხეული მეფე, ასეთი კი მხოლოდ ღმერთის წყალობით შეიძლება გამოჩნდეს.

თანამედროვე ეპოქა კი ყოველთვის ისეთი არ იქნება როგორიც ახლაა და მკვეთრად შეიცვლის რაღაც მომენტში მიმართულებას. ტექნოკრატიული განვითარებიდან ბუნებრივ განვითარებას დაუბრუნდება და მმართველობის ფორმებიც ისეთი გახდება, როგორიც უძველეს დროებში იყო.

დემოკრატია როგორც მმართველობის ფორმა აბსურდულია და განწირულია. მაშინაც კი, თუ სამართლიანი იქნება არჩევნები და გაუყალბებელი!

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: May 27 2010, 08:12 AM

ციტატა(Atman @ May 27 2010, 08:02 AM) *

sandro40

ყოველ შემთხვევაში დემოკრატია არაა მმართველობის ის ფორმა, რომელიც კაცობრიობას ბედნიერებას მოუტანს. ერთადერთი გამოსავალი ღირსეული მეფეა. ვიმეორებ - ღირსეული, ღვთით კურთხეული მეფე, ასეთი კი მხოლოდ ღმერთის წყალობით შეიძლება გამოჩნდეს.

თანამედროვე ეპოქა კი ყოველთვის ისეთი არ იქნება როგორიც ახლაა და მკვეთრად შეიცვლის რაღაც მომენტში მიმართულებას. ტექნოკრატიული განვითარებიდან ბუნებრივ განვითარებას დაუბრუნდება და მმართველობის ფორმებიც ისეთი გახდება, როგორიც უძველეს დროებში იყო.

დემოკრატია როგორც მმართველობის ფორმა აბსურდულია და განწირულია. მაშინაც კი, თუ სამართლიანი იქნება არჩევნები და გაუყალბებელი!

არსებობს რამდენიმე სახის მონარქია
1. აბსოლუტური
2. კონსტიტუციური
3.საპარლამენტო
4. დუატულისტური,
ანუ როდესაც მონარქის ფუქნცია შეზღუდულია პარლმანტით და კონსტიტუციით
თქვენ როგორი სახის მონარქია გსურთ?

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: May 27 2010, 08:34 AM

sandro40

გააჩნია მონარქის სულიერ დონეს...

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: May 27 2010, 09:31 AM

ციტატა(Atman @ May 27 2010, 08:34 AM) *

sandro40

გააჩნია მონარქის სულიერ დონეს...

უკარავად და მონარქი რომ გაგიჟდეს ან უღირსი შვილი რომ გაუჩნდეს და დაანგრიოს ქვეყანა მეერე?

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 27 2010, 09:37 AM

ციტატა
უკარავად და მონარქი რომ გაგიჟდეს ან უღირსი შვილი რომ გაუჩნდეს და დაანგრიოს ქვეყანა მეერე?

უღირსი შვილები არ ჩნდებიან ,, აღზრდის ბრალია..

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: May 27 2010, 09:46 AM

ციტატა(elusia @ May 27 2010, 09:37 AM) *

უღირსი შვილები არ ჩნდებიან ,, აღზრდის ბრალია..

მაგრამ მარტო ზრდა რას უზამს თუ ბუნებამ არ უშველა,
ლაშა-გიორგიმ ვერ ივარგა, არადა საკმაოდ კარგი მშობლები ჰყავდა,
ერეკლესაც არ უვარგოდა შვილები, გიორგი მე-12 საქ. დამოუკიდებლობაზე თქვა უარი

საქართველოს ბედს მე ერთ კაცს ვერ ჩავაბარებ

პოსტის ავტორი: მმკ თარიღი: May 27 2010, 10:01 AM

ციტატა

გაიტანეთ კარელინი თავისი წვეტიანი აზრებით...

პ.ს.
შფოთის ამტეხთა სულიერი მამა სწორედ კარელინია და დანარჩენი განსაჯეთ biggrin.gif
პ.პ.ს.
მუცელში მოწყვეტილ ჩვილთა ჯოჯოხეთი
ანტიეკუმენური "სქიზმა"-შფოთი
აი ეს ორი პირდაპირ მისი იდეოლოგიური შემზადებითაა...
ხოლო ბერძნული გალობის შფოთი - მისი სულიერი შვილების ისტერიული პოხონდრია (რომ არა ისტერია, ალბათ ეს გალობა უპრობლემოდ იარსებებდა ქართულის გვერდით)

მაგრამ მრავალხმიანი ქართული რად გვინდა, არ ჯობია არაბიზირებული "ბიზანტიური" გალობა? გურჯისტანში ეს უფრო ფასობს....



არქიმანდრიტის ასე მოხსენიება და ძაგება სად გასწავლეს? sad.gif რა სქიზმას და გალობას აბრალებ მამა რაფაელს?

დიახაც ვეთანხმები მამა რაფაელს ლიბერალიზმის მხილებაში, ლიბერალიზმი მართლმადიდებლობის მტერია. მამა რაფაელი მართლაც დიდი მამაა და მასეთი დონის მქადაგებელი და მოღვაწე საქართველოში არცაა

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 27 2010, 10:13 AM

ციტატა(მმკ @ May 27 2010, 10:01 AM) *

დიახაც ვეთანხმები მამა რაფაელს ლიბერალიზმის მხილებაში

ნება თქვენია...მაგრამ ეგ მიდგომა უკეთეს შემთხვევაში ისეთივე ფილთაქვაა, როგორც მმკ-ელების მიერ ჯვრებით უმსგავსობის წინააღმდეგ ძალისმიერი გალაშქრება biggrin.gif

პოსტის ავტორი: მმკ თარიღი: May 27 2010, 10:26 AM

კანუდოსელი

ციტატა
ნება თქვენია...მაგრამ ეგ მიდგომა უკეთეს შემთხვევაში ისეთივე ფილთაქვაა, როგორც მმკ-ელების ჯვრებით უმსგავსობის წინააღმდეგ გალაშქრება



გეების პარადებს, საიდუმლო სირობას და მსგავს მსგავს მარაზმებს რომ ვაპროტესტებთ და ვგმობთ ჭეშმარიტი მღვდლების კურთხევით იმიტომაა ფილთაქვა? ეგაა თქვენი ლიბერალიზმი გარყვნილებას რომ უწყობთ ხელს და მართლმადიდებლობის დასაცავად მოშურნე მრევლს ფილთაქვას ეძახით?

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 27 2010, 10:31 AM

ციტატა(მმკ @ May 27 2010, 10:26 AM) *

კანუდოსელი
გეების პარადებს, საიდუმლო სირობას და მსგავს მსგავს მარაზმებს რომ ვაპროტესტებთ და ვგმობთ ჭეშმარიტი მღვდლების კურთხევით იმიტომაა ფილთაქვა? ეგაა თქვენი ლიბერალიზმი გარყვნილებას რომ უწყობთ ხელს და მართლმადიდებლობის დასაცავად მოშურნე მრევლს ფილთაქვას ეძახით?

კი, და პოპულარულს რომ ხდით წიგნს და ერთ დღეში ტირაჟს რომ აორმაგებთ biggrin.gif

ციტატა
ჭეშმარიტი მღვდლების კურთხევით

და არაჭეშმარიტი ვინღაა? biggrin.gif

ციტატა
მოშურნე მრევლს ფილთაქვას ეძახით

თქვენ ქართულიც არ გცოდნიათ

მე ფილთაქვა მრევლს კი არა მიდგომას ვუწოდე

პოსტის ავტორი: odishari თარიღი: May 27 2010, 11:18 AM

sandro40

მაპატიეთ მეგობარო მაგრამ თქვენი ლოგიკა არ მესმის...

ამბობთ რომ მართმადიდებლურ ქვეყნებში მონარქიების გაუქმება ღვთის ნება იყოო. ამასთან იხსენებთ პატრიარქის მცდელობას მონარქიის აღდგენისა. გამოდის, რომ თქვენი აზრით, პატრიარქი უფლის ნების წინააღმდეგ მოქმედებდა...





ახლა კი უშუალოდ თემის შესახებ:

შეიძლება თემის დიდ ნაწილს ვეთანხმები, მაგრამ არანაირად არ ვემხრობი რადიკალიზმს. კი, ლიბერალიზმი დღეს არსებული ფორმით ანგრევს ადამიანის სულიერ სამყაროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლიბერალიზმი ცუდია, ახლავე აგიხსნით რას ვგულისხმობ:

დიდ წყალში შეიძლება კაცი დაიხრჩოს, მაგრამ ერთი ჭიქა წყალი ადამიანს წყურვილს უკლავს. წყალია ცუდია თუ კარგი?

წამლით ადამიანს მკურნალობენ, მაგრამ მისი გადაჭარბეული დოზით მიღება პირიქით, საზიანოა ადამიანისათვის...

სწორად აღნიშნეს წინა პოსტებში, ლიბერალიზმის ფესვები ქრისტიანობაშია. ამიტომაც შეუძლებელია მისი საწყისი ფორმა საზიანო იყოს ადამიანისათვის. ცუდი ისაა, რომ შემდგომში ის ტრანსფორმირდა და დღეს არსებული სახე მიიღო... შედარება რომ გამოვიყენოთ - ბაღის მცენარეებს სარეველა შეერია, თან ისე, რომ უკვე მათი ერთმანეთისგან გარჩევაც გაძნელდა. ჩვენი ამოცანა კულტურული ნაგრავების გადარჩენაა, მაგრამ ამ პრობლემას ბაღის მთლიანად გადახვნით ვერ მოვაგვარებთ, როგორც ზოგიერთი გვთავაზობს, ეს ყველაზე პრიმიტიული საქციელი იქნებოდა და დამღუპველიც. რა სარეველას წაულეკავს ბაღი და რა ჩვენივე ხელით მოგვისპია...

გამარგვლაა ბატონებო საჭირო, გამარგვლა, ყველამ ერთად და ცალცალკე, საკუთარ გულებში უნდა ვმარგლოთ, თან ძალზე ფრთხილად, ისე რომ სარეველასთან ერთად სხვა რამეც არ მოვჭრათ...

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: May 27 2010, 11:48 AM

მაპატიეთ მეგობარო მაგრამ თქვენი ლოგიკა არ მესმის...

ამბობთ რომ მართმადიდებლურ ქვეყნებში მონარქიების გაუქმება ღვთის ნება იყოო. ამასთან იხსენებთ პატრიარქის მცდელობას მონარქიის აღდგენისა. გამოდის, რომ თქვენი აზრით, პატრიარქი უფლის ნების წინააღმდეგ მოქმედებდა...

ციტატა
მაპატიეთ მეგობარო მაგრამ თქვენი ლოგიკა არ მესმის...

ამბობთ რომ მართმადიდებლურ ქვეყნებში მონარქიების გაუქმება ღვთის ნება იყოო. ამასთან იხსენებთ პატრიარქის მცდელობას მონარქიის აღდგენისა. გამოდის, რომ თქვენი აზრით, პატრიარქი უფლის ნების წინააღმდეგ მოქმედებდა...

საქ. პატრიარქს უდიდესი ავტორიტეტი აქვს საქართველოში და მიუხედავად მისი მცდელობისა ამ მიმართულებით არაფერი გამოვიდა,
რატომ?
იმიტომ რომ არაა ღვთის ნება,
ადამიანს, შესაძლოა ძალიან კეთილი მიზნები ჰქონდეს, მაგრამ ის არ აღსურლდეს, არ იყოს ღვთის წყალობა

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: May 27 2010, 01:58 PM

სიტყვა „ლიბერალიზმი” თავისუფლებას ნიშნავს. თუმცა ე.წ.ლიბერალები არასწორად განმარტავენ ამ სიტყვას. ქართულმა ენამ ეს სიტყვა ზუსტად განმარტა (ამას სხვა ენებზე ვერ ვიტყვი) თავისუფალი ნიშნავს იყო
”თავის”, ე.ი. საკუთარი თავის
”უფალი” ბატონი, ბატონ-პატრონი.
აქედან გამომდინარე ცოდვის მონა თავისუფალი ვერ იქნება. როგორცზემოთ არის ნათქვამი ლიბერალები თავისი ნებით ემორჩილებიან ამასოფლის სულს, ხორციელ გულისთქმებს და არ ერიდებიან ცოდვებს, ე.ი. ისინი ცოდვის მონები არიან და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებენ.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 27 2010, 02:03 PM

odishari

ციტატა
კი, ლიბერალიზმი დღეს არსებული ფორმით ანგრევს ადამიანის სულიერ სამყაროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლიბერალიზმი ცუდია, ახლავე აგიხსნით რას ვგულისხმობ:

დიდ წყალში შეიძლება კაცი დაიხრჩოს, მაგრამ ერთი ჭიქა წყალი ადამიანს წყურვილს უკლავს. წყალია ცუდია თუ კარგი?

წამლით ადამიანს მკურნალობენ, მაგრამ მისი გადაჭარბეული დოზით მიღება პირიქით, საზიანოა ადამიანისათვის...

ხე ნაყოფით იცნობა. ლიბერალიზმის ნაყოფი როგორია, ხომ ცხადია?

პოსტის ავტორი: fiore თარიღი: May 27 2010, 02:05 PM

ციტატა
ამბობთ რომ მართმადიდებლურ ქვეყნებში მონარქიების გაუქმება ღვთის ნება იყოო. ამასთან იხსენებთ პატრიარქის მცდელობას მონარქიის აღდგენისა. გამოდის, რომ თქვენი აზრით, პატრიარქი უფლის ნების წინააღმდეგ მოქმედებდა...


მეც მახსოვს ეგ რო თქვა...
მაგრამ ჩემი აზრით ამ სიტყვების მიზანი იყო მიეხვედრებინა მათთვის რო ხელისუფლება იყო შესაცვლელი. პირდაპირ ეგ ვერ თქვა რაღაც მიზეზების გამო ამიტომ შორიდან მოუარა.

მმკ პირადასტი შეურაცმყოფელი სიტყვაა

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: May 27 2010, 02:15 PM

ციტატა(მმკ @ May 27 2010, 10:01 AM) *

არქიმანდრიტის ასე მოხსენიება და ძაგება სად გასწავლეს? sad.gif რა სქიზმას და გალობას აბრალებ მამა რაფაელს?

დიახაც ვეთანხმები მამა რაფაელს ლიბერალიზმის მხილებაში, ლიბერალიზმი მართლმადიდებლობის მტერია. მამა რაფაელი მართლაც დიდი მამაა და მასეთი დონის მქადაგებელი და მოღვაწე საქართველოში არცაა

თქვენთვის პატრიარქიც არაა ავტორიტეტი,ასე რომ თქვენი სიტყვები არაფერს ნიშნავს...რა იცით ვინაა დიდი და ვინ პატარა.....ვეთანხმები კანუდოსელის ფილთაქვას

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 27 2010, 02:17 PM

ნუ გადავუხვევთ და თემის ირგვლივ ვისაუბროთ.

ციტატა(უ ჩ ა @ May 27 2010, 01:41 AM) *

ეჰ რანი ვიყავით და რა აზროვნება გვქონდა?

ნელა ნელა ვფრინდებით ვფრინდებით და ვერც მივმხვდარვართ...
გვგონია ვითარდებით, ან რამეს ვსწავლობთ...

სინამდვილეში კი შეიძლება რამეს ვსწავლობთ მარა თან ვფრინდებით... თითოეულმა ჩვენთაგანმა თავის თავში რომ ჩაიხედოს ამას მიხვდება...

აი სულ რამდენიმე წლის წინ როგორები ვიყავით, თუნდაც ამ თემასთან დაკავშირებით...

http://church.ge/index.php?showtopic=1948&st=0

ეხლა?

ეხლა ვითომ განვითარდით, ვისწავლეთ, გავთვიცნობიერდით და აი შედეგი...

თუნდაც მაგ თემაში მპოსტველთაგან აბა ეხლა მიდი და შეეკითხე ეხლა როგორ ფიქრობენ?

აი ჩვენი ,,განვითარების" შედეგიც...

ყველაფერი ცუდი გალაითდა და მიმზიდველი ნიღაბი მოირგო, ჩვენც ყოველ დღიურად ცოტ ცოტაობით და იმისთვის რომ მოდას არ ჩამოვრჩეთ კარს ვუღებთ ამ ყველაფერს...

აი ეს კი სადამდე მიგვიყვანს ღმერთმა იცის...sad.gif
სამწუხაროდ უკვე გვაქ ცუდი შედეგებიც...

ძალიან სასარგებლოა ამის ანალიზი. მართლაც როგორ შეიცვალა და შემწყნარებლური გახდა დამოკიდებულება. სამწუხაროა.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 27 2010, 02:32 PM

sandro40

ციტატა
სინდისის თავისუფლება,

რას ნიშნავს “სინდისის თავისუფლება”? უსინდისობის თავისუფლებას ხომ არა? როგორ შეიძლება სინდისის გათავისუფლება? ის ხომ ჩვენ ნებას არ ემორჩილება! სინდისი ხომ ღვთის მამხილებელი ხმაა ადამიანში! ე.ი. როცა ეს მხილება არ მოგწონს სიცრუით მიანიჭებ სინდისს თავისუფლებას”, დაამშვიდებ, დააწყნარებ მას, თითქოს არაფერი არ ხდება, მიამწყვდევ სულის ბნელ კუნჭულში და მორჩა, “თავისუფალი” ხარ! ვაშა შენ გაიმარჯვე, უკვე უსინდისო ხარ! შენ მოიპოვე “სინდისის თავისუფლება!”
“სინდისის თავისუფლება”, ლიბერალური იდეოლოგიის გაგებით, ნიშნავს გწამდეს ღმერთად ყველაფერი, რაც გინდა ან, საერთოდ, არ გწამდეს არაფრისა.

ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე (კალაჯეიშვილი)
ბროშურიდან “მართლმადიდებელი ქრისტიანობა თანამედროვე მსოფლიოში”
ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია
2005 წელი

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: May 27 2010, 02:53 PM

სტატია წაკითხული მაქვს

და ძაან მაგარი წერილია !

მთელი ლიბერალური სულის "სურნელი" კარგადაა დაჭერილი

პოსტის ავტორი: მმკ თარიღი: May 27 2010, 03:08 PM

ლიბერალური ექსტრემიზმის გააქტიურება საქართველოში http://religia.ge/artikle29_LiberaluriEqstremizmi.html


ცოტა ძველი სტატიაა მაგრამ ლიბერალიზმს ეხება

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: May 27 2010, 03:11 PM

ციტატა(lingvo @ May 27 2010, 02:32 PM) *

sandro40

რას ნიშნავს “სინდისის თავისუფლება”? უსინდისობის თავისუფლებას ხომ არა? როგორ შეიძლება სინდისის გათავისუფლება? ის ხომ ჩვენ ნებას არ ემორჩილება! სინდისი ხომ ღვთის მამხილებელი ხმაა ადამიანში! ე.ი. როცა ეს მხილება არ მოგწონს სიცრუით მიანიჭებ სინდისს თავისუფლებას”, დაამშვიდებ, დააწყნარებ მას, თითქოს არაფერი არ ხდება, მიამწყვდევ სულის ბნელ კუნჭულში და მორჩა, “თავისუფალი” ხარ! ვაშა შენ გაიმარჯვე, უკვე უსინდისო ხარ! შენ მოიპოვე “სინდისის თავისუფლება!”
“სინდისის თავისუფლება”, ლიბერალური იდეოლოგიის გაგებით, ნიშნავს გწამდეს ღმერთად ყველაფერი, რაც გინდა ან, საერთოდ, არ გწამდეს არაფრისა.

ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე (კალაჯეიშვილი)
ბროშურიდან “მართლმადიდებელი ქრისტიანობა თანამედროვე მსოფლიოში”
ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია
2005 წელი


სინდისის თავისუფლება იგივე ნების თავისუფლებაა და მართლმადიდებლემა ადამიანმა ეს უნდა იცოდეთ rolleyes.gif
მე პირადად მსურს რომ ჩემს ირგვლივ სულ მართლმადიდებლები ცხოვრობდნენ და რატომ არ არის ეგრე?
ამიხსენით რატომ ვართ ასე ცოტანი ის ადამიანები ვინც ჭეშმარიტების გზაზე ვდგავართ და სულის გადარჩენის შანსი გვაქვს

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 27 2010, 03:52 PM

ციტატა
სინდისის თავისუფლება იგივე ნების თავისუფლებაა და მართლმადიდებლემა ადამიანმა ეს უნდა იცოდეთ

სინდისის გათავისუფლება არის სინდისის ჩახშობა, მასზე ძალადობა. ადამიანს შეუძლია ეს გააკეთოს, მაგრამ ამ არჩევანის ნებას, თუ ამას აირჩევს პიროვნება მოყვება ვნებებისადმი მონობა და არა თავისუფლება. ასე რომ ეს არსებითად სხვადასხვა ცნებებია.

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: May 27 2010, 04:21 PM

ციტატა(lingvo @ May 27 2010, 03:52 PM) *

სინდისის გათავისუფლება არის სინდისის ჩახშობა, მასზე ძალადობა. ადამიანს შეუძლია ეს გააკეთოს, მაგრამ ამ არჩევანის ნებას, თუ ამას აირჩევს პიროვნება მოყვება ვნებებისადმი მონობა და არა თავისუფლება. ასე რომ ეს არსებითად სხვადასხვა ცნებებია.

რა თქმა უნდა, ეს რომ არ იყოს ანგელოზები ვიქნებოდიტ

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 27 2010, 06:32 PM

sandro40

ციტატა
მაგრამ მარტო ზრდა რას უზამს თუ ბუნებამ არ უშველა,

ვიცოდი ამას რომ მეტყოდი,, ჰოდა ვისაც ეს სიტყვები მიაგეს ის ბატონიშვილი იყო და მასზე სწორედ ეგ ჰაერი მოქმედებდა ანუ გარემო.
.
ციტატა
ლაშა-გიორგიმ ვერ ივარგა, არადა საკმაოდ კარგი მშობლები ჰყავდა,

და ვერც რუსუდანმა , მაგრამ ალბათ დიდ წინსვლას დიდი დაცემა მოHყვა..მაშინ თამარი განუმეორებელი არ იქნებოდა..

ციტატა
საქართველოს ბედს მე ერთ კაცს ვერ ჩავაბარებ

ღვთის ნებაა

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: May 27 2010, 07:19 PM

elusia

ციტატა
ღვთის ნებაა

ხოდა, მეც მაგას ვამბობ, არაა ღვთის ნება რომ მართლმადიდებლურ ქვეყნებში იჯდეს მონარქი

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 27 2010, 09:34 PM

sandro40
რატომ ხომ იყვნენ საქართველოში,, რუსეთში..

პოსტის ავტორი: lamara თარიღი: May 27 2010, 10:27 PM

sandro40

ციტატა
ხოდა, მეც მაგას ვამბობ, არაა ღვთის ნება რომ მართლმადიდებლურ ქვეყნებში იჯდეს მონარქი

საიდან იცით? როდის გამოგიცხადათ ღმერთმა თავისი ნება? იქნებ ჯერ არ არის უბრალოდ მონარქიის აღდგენისთვის შესაფერისი დრო? სხვათაშორის უწმიდესს არ უთქვამს ხვალვე აღდგებაო მონარქია, კონკრეტული დრო არ უთქვამს.

პოსტის ავტორი: უ ჩ ა თარიღი: May 27 2010, 10:43 PM

მივენდოთ უფალს და ვიცხოვროთ დღევანდელი დღით, აი საუკეთესო გამოსავალი. smile.gif

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: May 27 2010, 11:25 PM

ციტატა(lamara @ May 27 2010, 10:27 PM) *

sandro40

საიდან იცით? როდის გამოგიცხადათ ღმერთმა თავისი ნება? იქნებ ჯერ არ არის უბრალოდ მონარქიის აღდგენისთვის შესაფერისი დრო? სხვათაშორის უწმიდესს არ უთქვამს ხვალვე აღდგებაო მონარქია, კონკრეტული დრო არ უთქვამს.

ნუ, მე მესმის ირონია და მგონი უკვე დავწერე რომ დაეცა ბიზანტიის და რუსეთის მონარქიული იმპერიები,
საქართველომ 200 წლის წინ ბაგრატიონების თAოსნობით ნებაყოფლობით უარი განაცხადა საკუთარ სამეფოზე,
რუმინეთის და ბუგარეთის მონარქიებმა კი მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ შეწყვიტეს არსებობა
,

კითხვა, რატომ?

პოსტის ავტორი: death თარიღი: May 27 2010, 11:47 PM



რეისი, თბილისი ზეციური იერუსალიმი, ადგილები შეზღუდულია...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 28 2010, 12:03 AM

death
კარგი რა biggrin.gif ეგ როლიკი ძველია, ვიცით რომ ...

ხოდა, იმის თქმა მინდა, ყველა მასეთი ვერ იქნება, არ მჯერა მე smile.gif
თუ არადა გამოდის მასიურად დავიღუპეთ laugh.gif
მე კიდე იმედი მინდა rolleyes.gif იმედიც მომეცი რა, სიკვდილ....

პოსტის ავტორი: abo თარიღი: May 28 2010, 12:19 AM

ციტატა
ლიბერალებს აქვთ მუდმივი ნოსტალგია წარმართობისადმი.

კარელინმა კი არა, მეც მივხვდი მაგ ნოსტალგიას და შევახსენე კიდეც აქ ერთი-ორს.




ციტატა(death @ May 28 2010, 12:47 AM) *



რეისი, თბილისი ზეციური იერუსალიმი, ადგილები შეზღუდულია...

ამ ქალბატონს, აქ ჩვენს დამოძღვრას ერჩია რენგენზე გაეშუქოს, ბრონქიტით რომ იხჩობა სინთქვისას...
ოოო რა წყება სუპერლიბერალებია ფორუმზე მომრავლებული
აბო

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: May 28 2010, 12:55 AM

წყალნი წავლენ და წამოვლენ ქვიშანი დარჩებიანო.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 28 2010, 01:04 AM

დოსტოევსკიც ამხელდა ლიბერალურ მსოფლმხედველობას და ასე განმარტავდა:

как бы всем вновь так соединиться, чтобы каждому, не переставая любить себя больше всех, в то же время не мешать никому другому, и жить таким образом всем вместе как бы и в согласном обществе.
(Сон смешного человека. Глава V)

"როგორმე ყველა ხელახლა იმგვარად გავერთიანდეთ, რომ თითოეულს გვიყვარდეს რა საკუთარი თავი ყველაზე მეტად, ამასთანავე ხელს არ ვუშლიდეთ არავის და ვიცხოვროთ ამდაგვარად ყველამ ერთად თითქოს თანხობაში მოსულ საზოგადოებაში".

გენიალურად აღწერა დოსტოევსკიმ. რა საშინელებაა არა? მართლაც ასეთია არაა ეს მსოფლმხედველობა? რაც გინდა აკეთე ცხოვრებაში რაც თავში მოგივა, მხოლოდ მე არ შემეხო მე არაფერში მიშლიდე და რა მესაქმება შენთან? ასევე მეც რაც მინდა ის ვაკეთო, ოღონდ სხვას ხელი არ შეუშალო და შევზღუდო. აი ასეთი მსოფლმხედველობაა მოწონებული უმრავლესობის მიერ.

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 28 2010, 08:43 AM

ისე კაცმა რომ სთქვას ხალხი მეფეების დროსაც არ იყო დალხენილი,,ბატონები სულს ხდიდნენ გლეხებს... რავიცი..რავიცი..

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: May 28 2010, 10:34 AM

ციტატა(elusia @ May 28 2010, 08:43 AM) *

ისე კაცმა რომ სთქვას ხალხი მეფეების დროსაც არ იყო დალხენილი,,ბატონები სულს ხდიდნენ გლეხებს... რავიცი..რავიცი..

არათუ ხალხი, მეფის რუსეთის დროს ეკლესიაც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა მეფის რუსეთის დროს,
საპატრიარქო გაუქმდა და სინოდი დაექვემდებარა მეფის ქვეშერდომს ვიღაც ობერ-პროკურორს,
ზოგჯერ ეს ობერ პროკურორები მასონებიც კი იყვნენ,
სახელმწიფო დომინირებდა ეკლესიაზე, ვფიქრობ რომ მაგიტომაც მოხდა რევოლუცია, რომ რუსეთის ეკლესია განთავის[უფლებულიყო ხელისუფლების მძიმე მარწუხებისგან,

დღეს კი, ვთქვათ ქართული ეკლესია აფსოლუტურად თავისუფალია, მას ვერ მართავენ გარე ძალები

ლიბერალურ საზოგადოებაში მართლმადიდებლობა ძალიანაც კარგად იგრძნობს თავს, საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავ

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 28 2010, 10:49 AM

ციტატა
ლიბერალურ საზოგადოებაში მართლმადიდებლობა ძალიანაც კარგად იგრძნობს თავს, საერთოდ პრობლემას ვერ ვხედავ
ლიბერალური საზოგადოება უარყოფს ზნეობრივ კანონს და სხვა სახარებისეულ მცნებებს. ასეთი საზოგადოება ცხოვრობს მხოლოდ მიწიერი კანონით, ამქვეყნიური სამართლით, რაც ნებას აძლევს ადამიანს უარყოს სინდისი. აი ამაშია საფრთხე და მტრობა მართლმადიდებლობისადმი.
საერთოდ ტოტალიტარული რეჟიმი ხილული ძალმომრეობით ებრძოდა მართლმადიდებლობას. ლიბერალურ-დემოკრატიული წყობა კი უზნეობის და უსინდისობის დამკვიდრების მცდელობითა და პროპაგანდით.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 28 2010, 12:04 PM

ჰოდა ვიყოთ მაშინ მერმესტანი biggrin.gif

პ.ს.
სლავურის მცოდნეები აქეთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: May 28 2010, 12:48 PM

ციტატა(lingvo @ May 28 2010, 10:49 AM) *

ლიბერალური საზოგადოება უარყოფს ზნეობრივ კანონს და სხვა სახარებისეულ მცნებებს. ასეთი საზოგადოება ცხოვრობს მხოლოდ მიწიერი კანონით, ამქვეყნიური სამართლით, რაც ნებას აძლევს ადამიანს უარყოს სინდისი. აი ამაშია საფრთხე და მტრობა მართლმადიდებლობისადმი.
საერთოდ ტოტალიტარული რეჟიმი ხილული ძალმომრეობით ებრძოდა მართლმადიდებლობას. ლიბერალურ-დემოკრატიული წყობა კი უზნეობის და უსინდისობის დამკვიდრების მცდელობითა და პროპაგანდით.

იცით, ლიბერასტები და ლიბერალები გერევათ ერთმანეთში,
ილია ჭავჭავაძე თვლიდას საკუთარ თავს ლიბერალად,

ლიბერალიზმია კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები,
სახელმწიფოს ძალადობისგან პიროვნების დაცვა,
მთავარია ეკლესია იყოს თავისუფალი სახელმწიფოს მხრიდან ძალადობისგან,
თუკი ადამიანები არიან უზნეობები, ეკლესია უნდა იყოს მაგალითი ზნეობრიობის,
ლიბერალიზმი და უზნეობა ურთიერთიკავშირში არაა,
აი ლიბერასტობა კი ანუ თუთბერიძე-დეისაძიზმი და თავისუფლების ინსტიტუტი არიან არან ადამიანის უფლებებისთვის,
არამედ უზნეობის თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 28 2010, 02:09 PM

ციტატა
ილია ჭავჭავაძე თვლიდას საკუთარ თავს ლიბერალად,
წმიდა ილია მართალი ამხელს ლიბერალობას "ქვათა ღაღადში".

ციტატა
ლიბერასტები

ლიბერასტი (რუს. Либераст) არის ნეოლოგიზმი რუსული ენაში. ნეოლოგიზმი შემოიტანა პუბლიცისტმა ილია სმირნოვმა (წარსულში საბჭოთა მიწისქვეშა როკ სუბკულტურის აქტივისტი და ჟურნალების „ყური“ და „ურ ლაითის“ რედაქტორი) ტერმინი გაჩნდა მის 1990-იანი წლების პირველი ნახევარის პუბლიკაციებში, რომლებიც შემდეგ თვითონ ავტორმა გააერთიანა წიგნში „ლიბერასტია“ (რუს. Либерастия).

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98
ასე, რომ ეს ტერმინი უცენზუროც კი არის და მიუღებელი.

ეს კი საქართველოში, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ლიბერალური ფასეულობებისა და მსოფლმხედველობის პროპაგანდის ერთ–ერთი მაგალითი: http://liberali.ge/node/1650

ვებ-გვერდი შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით

ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო


მისია


ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" მიზანია საქართველოში ღია და თავისუფალი საზოგადოების შექმნა და ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული ლიბერალური დემოკრატიის განვითარება.
(ეროვნული ფასეულობები და ლიბერალური ფასეულობები ურთიერთსაპირისპიროა. შესაბამისად აქ სიცრუე წერია).
ჩვენი საქმიანობით ხელს ვუწყობთ დამოუკიდებელი მედიის არსებობას ქვეყანაში, სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, ჯანდაცვის სფეროს განვითარებას, ეთნიკური უმცირესობების და მარგინალური ჯგუფების ინტეგრაციას საზოგადოებაში, (აი ეს კი რეალური მიზანია ამ საზოგადოების). წვლილი შეგვაქვს ხელოვნებისა და კულტურის სფეროს განვითარებაში.

http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=32

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 28 2010, 02:38 PM

ლიბერალი 1.ლიბერალიზმის (მნიშვ.1) მომხრე; ლიბერალური პარტიის წევრი. 2.პირი, რომელიც ლიბერალიზმს (მნიშვ.2) იჩენს; ვინც უარყოფით მოვლენებს ჩქმალავს, ურიგდება. 3.(მოძვ.). ბურჟუაზიისა და თავად-აზნაურთა სიტყვახმარებაში: მოწინავე, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი.
ესეც ლიბერალი ...ჰოდა გამაგებინეთ ეხლა ბურჟუაზი ან თავად-აზნაური რომელი ხართ..თუ განმარტება არ არის სწორი??

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 28 2010, 02:50 PM

ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ერთ–ერთი გრანტი: http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=26


”განსაბჭოება”

* მიმღები პირი: ჟურნალი “ცხელი შოკოლადი”
* გაცემული თანხა: USD
* ვალუტა: 33,862.00
* წელი: 2010


წინამდებარე პროექტის მიზანია, რეგიონებში, ახალგაზრდა თაობაში დემოკრატიული ღირებულებების შესახებ დისკუსიების ინიცირება. ახალგაზრდების წახალისება მიიღონ მონაწილეობა ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების შესახებ მიმდინარე ზოგად დისკურსში. ამასთან, კულტურული საგანმანათლებლო და სოციალური კავშირების დამყარება რეგიონისა და დედაქალაქის ახალგაზრდებს შორის.

აი ეს არის მაგალითი თუ როგორ ხდება გრანტის სახით ლიბერალური ფასეულობების პროპაგანდა ახალგაზრდობაში.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 28 2010, 04:38 PM

lingvo
იცხოვრეთ მაშინ პაკისტანში, თუ ეს გაწყობთ, მაგრამ არის ხალხი, ვისაც სუნთქვა უნდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: May 28 2010, 04:49 PM

ციტატა
წინამდებარე პროექტის მიზანია, რეგიონებში, ახალგაზრდა თაობაში დემოკრატიული ღირებულებების შესახებ დისკუსიების ინიცირება. ახალგაზრდების წახალისება მიიღონ მონაწილეობა ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების შესახებ მიმდინარე ზოგად დისკურსში. ამასთან, კულტურული საგანმანათლებლო და სოციალური კავშირების დამყარება რეგიონისა და დედაქალაქის ახალგაზრდებს შორის.

აი ეს არის მაგალითი თუ როგორ ხდება გრანტის სახით ლიბერალური ფასეულობების პროპაგანდა ახალგაზრდობაში.


ეს იდეოლოგიური დამუშავება აბსოლუტურად აღმაშფოთEბელია !!!! ph34r.gif (ამ ფორუმს ხო ამაზე მეტი აგრესიული სმაილი არაა აქვს რა ბლინ -- აღშფოთEბა ვერარ გამომოიმხატია წესიერად)

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 28 2010, 05:26 PM

კანუდოსელი

ციტატა
იცხოვრეთ მაშინ პაკისტანში, თუ ეს გაწყობთ, მაგრამ არის ხალხი, ვისაც სუნთქვა უნდა

ზოგიერთი ისე რომ ვთქვათ სხვისი ჩაქოლვით სუნთქავს.
ლიბერალიზმი რომ არ მოფრენილიყო ვერ ვსუნთქავდით? ზოგს კიდევა მავნე რაღაცეების ჩასუნთქვა უყვარს..ზოგი არეულ სიტუაციაში სუნთქავს კარგად.. ისუნთქეთ ბატონებო, მაგრამ სხვას არ დაუბინძუროთ ჰაერი.. ისე პაკისტანში რა ხდება.. ბნელა ეტყობა ძალიან...


პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: May 28 2010, 05:33 PM

ციტატა(lingvo @ May 28 2010, 02:50 PM) *

ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ერთ–ერთი გრანტი: http://www.osgf.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=26


”განსაბჭოება”

* მიმღები პირი: ჟურნალი “ცხელი შოკოლადი”
* გაცემული თანხა: USD
* ვალუტა: 33,862.00
* წელი: 2010


წინამდებარე პროექტის მიზანია, რეგიონებში, ახალგაზრდა თაობაში დემოკრატიული ღირებულებების შესახებ დისკუსიების ინიცირება. ახალგაზრდების წახალისება მიიღონ მონაწილეობა ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების შესახებ მიმდინარე ზოგად დისკურსში. ამასთან, კულტურული საგანმანათლებლო და სოციალური კავშირების დამყარება რეგიონისა და დედაქალაქის ახალგაზრდებს შორის.

აი ეს არის მაგალითი თუ როგორ ხდება გრანტის სახით ლიბერალური ფასეულობების პროპაგანდა ახალგაზრდობაში.

და რა არის ამაში ცუდი, სად იბღალებას მართლმადიდებელი ადამიანის ინტერესები,
წლების მანძილზე ქურდული წესებით ცხოვრობდა საზოგადოება, ის იყო კარგი?

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: May 28 2010, 06:16 PM

sandro40

ციტატა
წლების მანძილზე ქურდული წესებით ცხოვრობდა საზოგადოება, ის იყო კარგი?

ჰოდა მაგასთან შეგუებულები ვინ იყვნენ? სახელმწიფოც და ხალხიც ლამის ეთაყვანებოდა მაგათ.. და ეხლაც ნოსტალგია აქვს ზოგიერთს..
და მაინც რატომ ხართ ყველანი ასეთ განწყობაზე რომ რაღაც კარგია ეს ლიბერალიზმი და ვითომ ჩვენ არ მოგვწონს.. ან თქვენ რას იცავთ ასე ვერ გავიგე თუ კარგი რამეა ერთად დავიცვათ, მაგრამ მავნებლობის სუნი ასდის ეტყობა მაგას თორემ თავში უროს არავინ ირტყამს..აი მე მაგალითად ხომ ვსაუბრობ თავისუფლად მიყვარს თავისუფალი აზრის უბრალო ენით გადმოცემა. მაღალფარდოვანი სიტყვებითაც შევძლო ეგებ საუბარი, მაგრამ სიმართლესა და უსამართლობაზე თვალს ვერ დავხუჭავ..
ციტატა
ვინც უარყოფით მოვლენებს ჩქმალავს,

გაუგებარია ეს.?.
არ იფიქრო რომ გეკამათები..
smile.gif

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: May 28 2010, 10:47 PM

ციტატა

და რა არის ამაში ცუდი, სად იბღალებას მართლმადიდებელი ადამიანის ინტერესები,
წლების მანძილზე ქურდული წესებით ცხოვრობდა საზოგადოება, ის იყო კარგი?


ტვინის რეცხვის კურხებია მაგი და მაგაშია პრობლემა
ქურდული სამყარო რა შუაშია ?

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: May 28 2010, 10:50 PM

"ღია საზოგადოება - საქართველო" ....გვახსენეს როგორც იქნა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2016, 12:32 PM

"ღვთისმოშიშ ქრისტიანს მტერი და მაჭირვებელი არა ჰყავს, ყველა კაცი მისი მასწავლებელია. ზოგი მოთმინებას ასწავლის, ზოგი - სიყვარულს, ზოგიც - მიტევებას".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)