სალამი ყველას...
ახლახანს ამ თემის აქტუალობა სრულად გავიაზრე და გამახსენდა რომ ამ საკითხზე ადრე ერთმა მღვდელმა მომცა ნაშრომი რომელიღაც წმინდანისა, სადაც იყო კრიტიკა კათოლიკეთა, რომ ისინი უარყოფენ იესოს ჯოჯოხეთში სრულად ჩასვლას... მაგრამ დამავიწყდა და დამეკარგა ის ნაშრომი, რომელიც კომპიუტერში მქონდა, ნუ ვინდოუსი გადავაყენე ბევრჯერ...
ხომ არ შეგიძლიათ ამაზე მითხრათ ინფორმაცია რამე?
ადვილია-პასექის ანუ საადგომო კონდაკი მოიძიე ჟამნში(საღვთისმსახურო წიგნია) ან ინტერნეტში. ჯერ ის ნახე, კარგად გაიაზრე და მერე თუ კიდევ გექნება შეკითხვები, დაგვისვი!
კონდაკი ასე იწყება: საფლავად ხორცითა, ხოლო ჯოჯოხეთს სულითა....
agmsarebeli
მადლობა პასუხისთვის, შევეცდები რამე ვნახო, მაგრამ ის კარგი რაღაც იყო, ძველი ქართულით ეწერა...
ისე, თუ იესო "ხოლო ჯოჯოხეთს სულითა" ჩავიდა, მაშინ სამოთხეში როგორღა იყო იმდღესვე ავაზაკთან როცა ეუბნება: "დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხე"-შიო...
უბრალოდ მაინტერესებს მაშ რისი ბრალია ეს შეუსაბამობა?
საქმე იმაშია, რომ ჯოჯოხეთში ადამიანური,გონიერი სულით იყო....
agmsarebeli
ეს ყოველთვის მაინტერესებს, უფალს ორი სული აქვს? ადამიანური და ღვთის?
agmsarebeli
რასაც ამბობ ეგ სრული ნესტორიანიზმია...
მე ასე მივხვდი (შეიძლება მცდარია)
ყოვლად წმ. სამების მეორე პირმა ძე ღმერთმა (სულმა) შეიმოსა კაცობრივი ბუნება (ანუ ადამიანური სული და ხორცი, რადგან სრული კაცი ნიშნავს ადამიანურ სულს და ხორცსაც) ამიტომაც ძე ღმერთის (სულს) აქვს კაცობრივი სულიც და სხეულიც, ოღონდ ერთი პიროვნება. (ოღონდ ღვთაებრივი სული და კაცობრივი სული ერთმანეთს არ შერეულა მაგრამ არც გაყოფილია) ?
სწორად გავიგე?
ჩემნაირი ადამიანი ამაზე არ უნდა მსჯელობდეს, მაგრამ ყოველთვის მაინტრესებდა ეს და თან უჯერო არ იქნებოდა როგორც ქრისტეს აღმსარებელს მცოდნოდა ქრისტეს შესახებ.
Otherguy
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
უფალ იესო ქრისტეს პიროვნებაში ორი ბუნების შეერთების გვარობა
სამ მსოფლიო კრებაზე: ეფესოს III (ნესტორის წინააღმდეგ), ქალკედონის IV (ევტიქის წინააღმდეგ) და კონსტანტინოპოლის(მონოთელიტე
ის წინააღმდეგ), ეკლესიამ განაცხადა დოგმატი, რომლის თანახმად უფალი იესო ქრისტე ერთჰიპოსტასოვანი და ორბუნებოვანია (ღვთაებრივი და კაცობრივი), ამასთან აქვს ორი ნება, რომელთაგან კაცობრივი მთლიანად ემორჩილება საღვთო ნებას.
431 წელს ეფესოს III კრებაზე მოიწონეს წმ. კირილე ალექსანდრიელის სარწმუნოების გადმოცემა, რომლის მიხედვით, „უფალ იესო ქრისტეს ერთიან ჰიპოსტასში შეერთებულია ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება. ამ განსხვავებულ ბუნებათა შეერთების გზა გამოუთქმელია და ამოუხსნელი“.
ქალკედონის IV კრებამ, 451 წელს, წერტილი დაუსვა მონოფიზიტობას და ზუსტად ჩამოაყალიბა უფალ იესო ქრისტეში ორი ბუნების შეერთების გვარობა და ამ შეერთების არსი საიდუმლოდ და ამოუხსნელად გამოაცხადა. ქალკედონის კრების განჩინება ამბობს: „წმიდა მამათა მიმდევარნი, ყველანი ერთხმად მივუთითებთ - აღიარებულ იქნას ერთი და იგივე ძე, უფალი იესო ქრისტე, როგორც სრული ღმერთი და სრული ადამიანი, ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანი - იგივე სხეულისა და გონიერი სულისაგან. მამისა თანაარსი ღვთაებრივად და ჩვენი - კაცობრივად. ჩვენი მსგავსია ყველაფრით, გარდა ცოდვისა. იგი იშვა უწინარეს საუკუნეთა მამისაგან ღვთაებრივად, ხოლო ბოლო ჟამს ჩვენთვისა და ჩვენი გადარჩენისთვის იშვა კაცობრივად ქალწულ ღვთისმშობელ მარიამისგან. ვაიღარებთ ერთსა და იმავე ქრისტეს, ძეს, უფალს, მხოლოდშობილს, რომელშიც ორი ბუნება შეიცნობა შეურევნელად, უცვლელად, განუყოფელად და განუშორებლად... არა ორ პიროვნებად განკვეთილს ან განყოფილს, არამედ ერთსა და იმავე ძეს და მხოლოდშობილ სიტყვას ღვთისას, უფალ იესო ქრისტეს, როგორც (ასწავლიდნენ) ძველად წინასწარმეტყველნი და როგორც თავად უფალმა იესო ქრისტემ გვასწავლა და როგორც მამათა სიმბოლომ გადმოგვცა“1.
ბუნებათა შეერთების გვარობას ქალკედონის განჩინება შემდეგი სიტყვებით განმარტავს:
„შეურევნელად, უცვლელად (ან გარდაუქმნელად)“ - ქრისტეში ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნებანი არ ერწყმიან და არ ხდება მათი ურთიერთში გარდაქმნა.
„განუყოფელად და განუშორებლად“ - ორი ბუნება შეერთებულია სამარადჟამოდ, მაგრამ ისინი არ ქმნიან ორ პირს, რომელნიც მხოლოდ ზნეობრივად არიან შეერთებულნი, როგორც ამას ნესტორი ასწავლიდა: არამედ განუყოფელნი არიან ჩასახვის მომენტიდან (ჯერ ადამიანი კი არ შეიქმნა და შემდგომ შეუერთდა მას ღმერთი, არა - ღმერთი-სიტყვა დაემკვიდრა ქალწულ მარიამის წიაღში და შეისხა განსულიერებული კაცობრივი ხორცი); განუყოფელნი არიან ჯვარცმული მაცხოვრის ტანჯვისა და სიკვდილის, აღდგომისა და ამაღლების დროს და ასე დარჩებიან უკუნითი უკუნისამდე. განღმრთობილი ხორცით მოვა უფალი იესო ქრისტე თავისი მეორედ მოსვლის ჟამს.
დასასრულ, 680 წელს, VI მსოფლიო კრებამ (კონსტანტინოპოლის III) დაადგინა: აღიარებულ იქნას ქრისტეში ორი ნება და ორი ქმედება ,,...ორი ბუნებითი ნება, ურთიერთს არ ეწინააღმდეგება... მისი კაცობრივი ნება არ უპირისპირდება და ებრძვის, არამედ მთლიანად დამორჩილებულია მის საღვთო, ყოვლისშემძლე ნებას“.
ღვთაებრივ ბუნებასთან შეერთებული კაცობრივი ბუნება ან წმიდა მამათა გამოთქმით - „ხორცი უფლისა“, გამდიდრდა საღვთო ძალებით და თავისი თვისებებიდანაც არაფერი მოჰკლებია - იგი თანაზიარი გახდა საღვთო ღირსებისა და არა არსისა. VI მსოფლიო კრების თანახმად განღმრთობილი „ხორცი“ არ გამქრალა, იგი დარჩა „საკუთარ საზღვრებში“.
შესაბამისად ქრისტეში არც კაცობრივი ნება შეცვალა ღვთაებრივმა ნებამ. იგი არ განადგურებულა, არამედ დარჩა სრული და ქმედითი და უფალმა მთლიანად დაუქვემდებარა ღვთაებრივ ნებას, რომელიც მას და მამას ერთი აქვთ: „რამეთუ გარდამოვხედ ზეცით, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ“ (ინ. 6,38).
ღირსი იოანე დამასკელი „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემაში“ ასე მსჯელობს უფალ იესო ქრისტეს პიროვნებაში ორი ბუნების შეერთების შესახებ: „როგორც ვაღიარებთ უცვლელ და გარდაუქმნელ განკაცებას, ასევე აღვიქვამთ ხორცის განღმრთობის მოვლენასაც, რადგან იმ მიზეზით, რომ სიტყვა განხორციელდა, მას არ გადაულახავს თავისი ღვთაებრივი საზღვრები და არ დაუკარგავს მისთვის ნიშანდობლივი ღვთივმშვენიერი ღირსებები. არც განღმრთობილი ხორცის ბუნება გარდაქმნილა და არც მისი ჩვეული თვისებები შეცვლილა, რადგან შეერთების შემდგომაც დარჩნენ შეურევნელი ბუნებანი და მათი თვისებები კი - უვნებელნი. უფლის ხორცი სიტყვასთან სრულიად შეურევნელი ანუ ჰიპოსტასური შეერთებით გამდიდრდა ღვთაებრივი ძალებით და ამასთან თავისი ბუნებითად ჩვეული თვისებები ოდნავადაც არ დაუკარგავს, რადგანაც ღვთაებრივ ქმედებებს საკუთარი ძალით არ ასრულებდა. ეს მისი საშუალებით ხდებოდა მასთან შეერთებული ღმერთ-სიტყვის ძალის გამოვლენა. გავარვარებული რკინაც წვავს, მაგრამ დაწვის ძალა მისი ბუნებითი თვისება კი არ არის, მან ეს შეიძინა ცეცხლთან შეერთების შედეგად“. ქრისტეში ორი ბუნების შეერთებას ღირსი იოანე დამასკელი განსაზღვრავს, როგორც „ურთიერთშეერთებულს“2.
რასაკვირველია, მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ქრისტეში ორი ბუნების შეერთების გვარობის გამოძიებისას კრებებსა და ეკლესიის მამებს ერთი მიზანი ჰქონდათ - გაემიჯნათ სარწმუნოება ერეტიკოსთა ცდომილებებისაგან. ამასთან, მათ არ უცდიათ, ბოლომდე გაეხსნათ თავად შეერთების ანუ ქრისტეში ადამიანური ბუნების იდუმალი გარდასახვის არსი. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ქრისტე კაცობრივი სხეულით დაჯდა მარჯვენით მამისა და კაცობრივი ხორცითვე მოვა დიდებით განსჯად სოფლისა და მის მეუფებას არ ექნება დასასრული. მთელს მსოფლიოში მორწმუნენი ყოველთვის ევქარისტიის საიდუმლოს საშუალებით ეზიარებიან უფლის ცხოველმყოფელ ხორცსა და სისხლს.
აკაკი
არ შეიძლება შენი სიტყვებით მესაუბრო? სულ მშრალად როგორ უნდა აკოპირებდეთ რაღაცეებს? აზრი თუ გამოიტანე მაქედან რაც წერია? თუ დამასკელის სახელის წაკითხვა უფრო გამახარებს?
იესოს განყოფა არასდროს არ მომხდარა, არც ჯოჯოხეთში ჩასვლისას და არც მერე... ეს არის აბსურდი... (რო მისი ადამიანური ბუნება ჯოჯოხეთში ჩავიდა და მეორე ნაწილი ცაში ავიდა)
იესო იყო ერთი პიროვნება მუდამ, ორი ბუნებით...
Otherguy
ახლა მე ასეთ თემაზე სასაუბროდ 0 ვარ მაგრამ, არავინ ამბობს, რომ გაიყო.
დავითI რას ამბობს ხომ გახსოვს "აღ-თუვხდე ზეცად მუნ ხარ, შთა-თუვხდე ჯოჯოხეთად ახლოსვე ხარ." ღმერთი ხომ ჯოჯოხეთშიც არის(მაგრამ სხვანაირად), ასერომ ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება (სული)ყველგანაა - იგი თან ახლავს მის კაცობრივ ბუნებას(სულს) . მისი კაცობრივი სული ჯოჯოხეთში ჩავიდა როგორც ადამიანისა ანუ შევიდა იმ სატანჯველში, იმ საპყრობილეში როგორც ერთერთი იქ შემსვლელი ადამიანთა სულები, ოღონთ თავად უტანჯველად და რა მიზნითაც ეს ისედაც ნათელია...
თუმცა ეს ჩემი აზრია, საკუთარი (მითუმეტეს ჩემი უმეცარი გონების) აზრი სახიფათოა, ამიტომაც მცოდნეთა ციტატები მომყავს... შეძლებისდაგვარად რაც წერია "გავიგე"... მაგრამ მამები ამის ამოხსნას და ჩაწვდომას, ამაო შრომად გვითვლიანდ რადგანაც ამოხსნა ეს თუ როგორ და რანაირად არის ასე შეუძლებელია.
Otherguy
afxazi
Otherguy
რაღაც კი გავიგე მაგრამ:
"ვინც განყოფს უფლის ან მასზე ნათქვამ სიტყვებს, ზოგს ღვთაებრივს მიაწერს, ზოგს ადამიანურს, როგორც ღვთის ძისგან განცალკევებულს - ანათემა!"
ამისი შემეშინდა... წერილის ეს ციტატა "არა დაუტევო სული.." რომელს ეხებაა? თუ როგორ ვთქვა.
და რატომ არ შეიძლება, რომ ღვთაებრივი ბუნება უფლის ერთდროულად იყოს ორ სხვადასხვა ადგილას?
afxazi
ნუ ეხლა ზოგადად ჩემი პოზიცია ეხლა ასეთია - არ მომწონს ანტინესტორიანელობა რადგან უარყოფს იესოს ღვაწლს ადამიანური ბუნებისა, რადგან თუ იგი თავისუფალი იყო შინაგანი ცოდვილი ძრახვებისგან, მაშინ არავითარი ღვაწლი არ მიუძღვის და არც ვინმეს მაგალითად გამოდგება... და არ მომწონს ნესტორიანელობა, იმიტომ რომ ასე ორ იესოს(ორ ღვთის ძეს) ვიღებთ ზეცაში...
ამ ლოგიკით აპოლინარიუსი რომ ამბობდა, ღვთის ძის სული ჰქონდა, მაგრამ ადამიანური სხეული და ყველაფერი დანარჩენიო, ამ იდეას ერთადერთი ცდომილება აქვს - მას თანდაყოლილი ჰქონდა თუნდაც ღვთის რწმენა, რომელიც არაა ადამიანური ბუნების შემადგენელი, რაც მის ღვაწლს ამ კუთხით ამცირებს... მე რომ მწამდეს რა მთას არ გადავდგავდი? რა ღვაწლი მექნება მე თუ რწმენა მზამზარეული მექნება? (ასე მე მას მხოლოდ ადამიანობამდე ვამცირებ, ან ნესტორიანელობამდე, მაშ იქნებ ღვაწლის ასე მძაფრად მოთხოვნაზე უნდა ვთქვა უარი, მაგრამ რავი აბა)
ანუ ასე დავაკონკრეტოთ - იმისთვის, რომ ცოდვა არ ჩაიდინო, გჭირდება მხოლოდ რწმენა და ქრისტიანული სულიერება რაც რწმენას მოაქვს... მაგრამ არის რამოდენიმე ცოდვა, რომელიც ადამიანური სხეულის მოთხოვნილებაა, თუნდაც სექსუალური(მეუღლის არყოლის დროს) - ჩუკენობა ან სიძვა(მრუშობა საერთოდ არაა მოთხოვნილება), რაც ეთანხმება აპოლინარიუსის იდეას, მაგრამ უგუნებელყოფს რწმენის მიღების ღვაწლს...
ჰოდა, ანუ ამბობ, რომ ავაზაკს ღვთაებრივ დროზე უთხრა 1 დღეო? იქნებ მართლაც მძიმეა გადასაწევი? თუ ეს მკრეხელობაა ზედმეტად?
აკაკი
აი ეგაა ყველაზე საინტერესო, წმინდა კირილე ამბობს, რომ ყველაფერი რაც იესოზე წერია, ეხება მის პიროვნებას, რომელიც ერთია და არა მის ბუნებებს...
პ.ს. ისე კი, თქვენ დიოფიზიტები კი ამბობთ იესოს ადამიანური ბუნება ჰქონდაო, მაგრამ როცა უკვე განვმარტავთ მის თვისებებს, მით უფრო ემიჯნებით ნესტორიანელებს, უფრო და უფრო მიილტვით აპოლინარიანიზმისკენ ან მონიფიზიტობისკენ... ბოდიშით თუ ზედმეტი მომდის ამ მხრივ... მაშ რა არის დიოთელიტიზმი? ავხსნათ...
მოკლედ ასე. საკითხი რთულად განსამარტავია და შევეცდები უფრო ვრცლად დავწერო ამ ყოველივეს შესახებ (ზემოთ უფრო ზოგადი პოსტი გამომივიდა).
დავიწყებ კი იმავე ფრაზით, რაც ლაშამ შემოგვთავაზე და რაც წარმოადგენს ამოსავალ წერტილს ამ საკითხზე საუბრისას. ეს არის დოგმატური მოძღვრება იმის შესახებ, რომ ქრისტე არის ერთი პიროვნება ორი ბუნებით. და თუ რას ნიშნავს ეს, რა არის პიროვნება და რა ბუნება, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებ.
როგორც თეოდორიტე კვირელი ამბობს, ბუნება ეს ზოგადობაა, ხოლო პირი კონკრეტულობა. მოკლედ ეს ასე გამოითქმის. ვრცლად კი ამგვარად: ბუნება, როგორც აღინიშნა, ზოგადობაა, ანუ მომცველი იმ საერთოსი, რაც ამ ბუნების მქონე კრებულს ახასიათებს. მაგალითად ვამბობთ, რომ არსებობს ადამიანური ბუნება, არსებობს ანგელოზური ბუნება (მხოლოდ მოაზროვნე ქმნილებებს შევეხები), რაც ნიშნავს იმას, რომ არსებობს ერთი ზოგადი, რაც საერთოა ყველასთვის. ადამიანის შემთხვევაში, ყველა ადამიანისთვის საერთოა თვისებები შიმშილისა, წყურვილისა, ძილისა და ა.შ. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამგვარი თვისებებით არ ხასიათდებოდეს. ანუ ადამიანური ბუნება წარმოადგენს იმ თვისებათა ერთობლიობას, რაც საერთოა ყველა ადამიანისთვის. მსგავსადვე ანგელოზური ბუნების შემთხვევაში.
ბუნება, როგორც ასეთი, ცალკე, დამოუკიდებლად არ არსებობს და იგი ცხადდება პიროვნებაში. მართალია ბუნებითი თვისებები საერთოა ყველა ადამიანისთვის, მაგრამ ორი ერთნაირი ადამიანი არ არსებობს და ამას განაპირობებს მისი პიროვნება. ბუნება პიროვნებაში ცხადდება და ეს ნიშნავს იმას, რომ პიროვნება ამოქმედებს იმ თვისებებს რასაც ბუნება მოიცავს. მაგალითად ბუნებითი თვისებაა შიმშილი, რაც საერთოა ყველასთვის, მაგრამ ერთნაირად ამოქმედებული ეს თვისება არც ერთ ადამიანს არ აქვს. პიროვნებები სხვაობენ სწორედ ამ თვისებათა გამოვლენის ხარისხიშ შესაბამისად, რომ ყველას ერთნაირად არ შია, არ წყურია, არ ძინავს და ა.შ. ყველა სხვადასხვანაირად ავლენს ბუნებით თვისებებს და ამით სხვაობენ ისინი ერთმანეთისაგან. ანუ ბუნებით ერთნი ვართ ადამიანები, მაგრამ პიროვნულად განვსხვავდებით.
რაც შეეხება განკაცებული ძე ღმერთის ჰიპოსტასს. ყველამ ვიცით ის სწავლება, რომ წმინდა სამების ერთმა პირმა - ძე ღმერთმა მიიღო ადამიანური ბუნება, ანუ მიიღო სწორედ ზემოთ ნახსენები ზოგადობა და არა კონკრეტულობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში (რაც ნესტორიანიზმია) ვერანაირად ვერ შედგებოდა განკაცების საიუდმლო და ეს იგივე იქნებოდა, რაც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა შემთხვევაში გვქონდა, როცა ესა თუ ის პიროვნება თავისი მდგომარეობის გათვალისწინებით განღმრთობის ზე საფეხურებს აღწევდა და იგი განიღმრთობოდა. ამიტომ ძე ღმერთის ჰიპოსტასმა მიიღო ადამიანური ბუნება, ზოგადობა და არა კონკრეტულობა, ვინაიდან ამ ზოგადობას ესაჭიროებოდა კურნება. ანუ საღვთო და ადამიანური ბუნება ერთ პიროვნებაში გაერთიანდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქრისტე ერთი პიროვნებაა ორი ბუნებით, ანუ იმ თვისებების ამამოქმედებელი, რასაც მისი საღვთო და ადამიანური ბუნება შეიცავს ამამოქმედებელი სწორედ ეს ერთი პიროვნებაა. ვინაიდან და რადგან ბუნება არ არსებობს პიროვნების გარეშე, ადმაიანური ბუნების ჰიპოსტასი ძე ღმერთის ჰიპოსტასი გახდა.
როდესაც კირილე ალექსანდრიელი ებრძოდა ნესტირიანიზმს (აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ვის და რას ებრძოდა კირილე, რადგან ასე მშრალად მისი ანშრომების განხილვისას ცთომილებაში ჩავარდებით), რაც უარყოფდა ერთ პიროვნულობას, სწორედ იმას ამტკიცებდა რომ საღვთო და ადმაინურ თვისებათა მოქმედი სწორედ ერთი ჰიპოსტასი იყო და არა ცალკე ადამიანურისა ადამიანი პიროვნება და ცალკე ღვთაებრივისა ძე ღმერთის პიროვნება, რასაც მოძღვრობდა ნესტორი.
ამიტომაა, რომ იოანდე დამასკელის თქმით:
"ამრიგად, თვით ღმერთი-სიტყვის ჰიპოსტასი წარმოჩნდა ხორცის ჰიპოსტასად და ჰიპოსტასი სიტყვისა, თავდაპირველად მარტივად მყოფი, შედგენილი ხდება, ხოლო შედგენილი - ორი სრული ბუნებისგან, ღმრთეებისა და ადამიანობისგან, ატარებს რა, ერთი მხრივ, ღმერთი-სიტყვის საღვთო ძეობის გამომხატველ და განმსაზღვრელ თვისებას, რის მიხედვითაც განირჩევა იგი მამისა და სულისგან, მეორე მხრივ კი - ხორცის გამომხატველ და განმსაზღვრელ თვისებებს, რომელთა მიხედვითაც სხვაობს იგი დედისგან და დანარჩენი ადამიანებისგან. თან, მატარებელია იგი, ერთი მხრივ, საღვთო ბუნების თვისებებისა, რომელთა მიხედვითაც შეერთებულია მამასთან და წმინდა სულთან, მეორე მხრივ კი - ადამიანური ბუნების ნიშნეულობებისა, რომელთა მიხედვითაც შეერთებულია დედასთან და ჩვენთან. მაგრამ, ამასთან, განსხვავებულიცაა, ერთი მხრივ, მამისგან და სულისგან, მეორე მხრივ კი - დედისგან და ჩვენგან იმის მიხედვით, რომ ერთობლივად ღმერთად და ადამიანად ჰგიეს იგი, რადგან ეს ვიცით ქრისტეს ჰიპოსტასის უსაკუთრივეს თვისებად.
კიდევ:
თუმცაღა არ არის ბუნება უჰიპოსტასო და არც არსება უპირო (რადგან ჰიპოსტასებში და პირებში იხილვება არსებაც და ბუნებაც), არაა აცილებელი, რომ ჰიპოსტასურად ურთიერთშეერთებულ ბუნებათაგან თითოეული თავის ჰიპოსტასს ფლობდეს, რადგან ერთ ჰიპოსტასში თანხვდენილთ არც უჰიპოსტასოდ ყოფნა ძალუძთ და არც ის, რომ თითოეულს ცალკე ჰიპოსტასი ჰქონდეს, არამედ ორივეს - ერთი და იგივე. მართლაც, თვით სიტყვის ჰიპოსტასი, წარმოჩენილი ორივე ბუნების ჰიპოსტასად, არც იმას უშვებს, რომ ერთერთი მათგანი უპიპოსტასოდ იყოს, და არც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ სხვაჰიპოსტასოვანნი იყვნენ ისინი ურთიერთისადმი. ამასთან, არათუ ზოგჯერ ამის, ზოგჯერ კი იმის, არამედ მარადიულად ორივე მათგანის ჰიპოსტასად ჰგიეს იგი განუყოფლად და განუშორებლად, არა დანაწილებული და დაცალკევებული, არა ნაწილის ამისადმი, ნაწილის კი იმისადმი განმკუთვნელი, არამედ მთლიანი ჰგიეს ამისადმიც და მთლიანი იმისადმიც დაუნაწილებლად და მთლიანობითად, რადგან არათუ თვითშენამტკიცად შეგვამოვნდა ღმერთი-სიტყვის ხორცი, არცთუ სხვა ჰიპოსტასი გახდა იგი, განსხვავებული ღმერთი-სიტყვის ჰიპოსტასისგან, არამედ მასში შეგვამოვნდა ისიც და გახდა არა თავისთავად თვითშენამტკიცი ჰიპოსტასი, არამედ, უმალ - ჰიპოსტასური. ამის გამო, არც უპიპოსტასოა იგი (ხორცი) და არც სხვა ჰიპოსტასი შეაქვს მას სამებაში.
კიდევ:
ვაღიარებთ რა ერთსა და იმავე იესო ქრისტეს, ჩვენს უფალს, სრულ ღმერთად და სრულ კაცად, ვამბობთ რომ მასვე, ერთსა და იმავეს, აქვს ყოველივე ის, რაც მამას, გარდა უშობელობისა, და აქვს ყოველივე ის, რაც - პირველ ადამს, გარდა ცოდვისა (კერძოდ, ესაა სხეული და მოაზროვნეობითი და გონისმიერი სული). ამასთან, ორი ბუნების შესაბამისად, ორმაგი აქვს მას ის, რაც ბუნებითია ამ ორი ბუნებისათვის. ორი ბუნებითი ნებელობა, - საღვთო და ადამიანური; ორი ბუნებითი მოქმედება, - საღვთო და ადამიანური; ორი ბუნებითი თვითუფლებრივობა, - საღვთო და ადამიანური; სიბრძნე და ცოდნა, - საღვთო და ადამიანური. მართლაც, არის რა თანაარსი ღვთისა და მამისა, თვითუფლებრივად ნებელობს და მოქმედებს იგი როგორც ღმერთი, ხოლო არის რა, აგრეთვე, თანაარსი ჩვენი, თვითუფლებრივად ნებელობს და მოქმედებს იგივე როგორც ადამიანი, რადგან მისია საკვირველებანი და მისივეა ვნებულებანიც.
მაგრამ აქვე აუცილებლადაა გასათვალისწინებელი ისიც, რომ ქრისტეს ჰიპოსტასი მის ადამიანური ბუნების უყვედრელ თვისებებს აუცილებლობის გამო არ ავლენდა. ყოველი თვისების გამოვლინებას წინ უძღოდა ნება, რომ ძე ღმერთის ჰიპოსტასმა ინება და მოშივდა, ინება და მოწყურდა და ა.შ.
ამიტომაც ვსაუბრობთ ჩვენ იმის შესახებ, რომ ღმერთი გაეკრა ჯვარზე, ძე ღმერთის ჰიპოსტასი გაეკრა ჯვარზე, მაგრამ ადამიანურად, მოკვდა იგი, მაგრამ ადამიანურად, აღდგა იგი, მაგრამ ადამიანრუად, ჯოჯოხეთში ჩავიდა, მაგრამ ადამიანურად. ამის საპირისპიროდ კი აღადგინა ლაზარე, მაგრამ ღვტაებრივი ძალაუფლებით, ზღვაზე გაიარა, მაგრამ ღვათაებრივი ყოვლისშემძლეობით და ა.შ. მაგრამ ამ ყოველივეს მოქმედი იყო ერთი პიროვნება, ერთი ჰიპოსტასი.
უფრო გასაგები რომ იყოს ეს ჩვენთვის ასე ვიტყვი: ადამიანი შედგება სხეულისა და სულისაგან, ამ ორი განსხვავებული ბუნებისაგან, მაგრამ მათ აერთიანებს ერთი პიროვნება. სულიერი თვისებები ამოქმედებული ხდება პიროვნების, ადამიანის მიერ, ისევე როგორც სხეულებრივი თვისებების ამამოქმედებელიც იგივე პიროვნებაა. ანუ ერთი პიროვნება, ადმაიანი ავლენს ორი განსხვავებული ბუნების მქონე თვისებებს. ამგვარად შეგვიძლია გავიაზროთ ქრისტეს პიროვნება, რომელიც ავლენდე, ის ერთი, საღვთო და ადამიანურ თვისებებს.
ნესტორის შემთხვევაში კი საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ ნესტორი მაცხოვრის მიერ გამოვლენილ შიმშილს, წყურვილს და ა.შ. მიაწერდა ადამიანურ პიროვნებას, რომ ამ დროს ადამიანი პიროვნება მოქმედებდა, ხოლო სასწაულებს და სხვა, ძე ღმერთის პიროვნებას. ანუ ნესტორი უშვებდა ორ მოქმედს, ორ ძეს. სწორედ ამას ებრძოდა კირილე და ამბობდა, რომ როგორც ერთი, ისე მეორე თვისებების მოქმედებაში მოყვანა ერთ პიროვნებას უნდა განვუკუთვნოთ, თორემ ის არ ამბობდა, რომ ვთქვათ შიმშილი (ადამიანური ბუნების ეს თვისება) ღვთაებრივ თვისებაა. იგი ხაზს უსვამდა იმას, რომ ამ ორივე ბუნების ამამოქმედებელი ერთი პიროვნება იყო.
სამწუხაროდ ამ ყოველივეს არასწორად გამგები მონოფიზიტები უკიდურესობაში აღმოჩნდნენ და სრულიად მოსპეს ადმაიანური ბუნება.
ანუ დასკვნის სახით რომ ვთქვათ, ჯოჯოხეთში ჩავიდა სწორედ ეს ერთი ჰიპოსტასი (საღვთო და ადამიანური ბუნების მქონე), მაგრამ ადამიანური სულით. ავაზაკს აღნიშნული სიტყვები უთხრა ამ ერთმა ჰიპოსტასმა, მაგრამ ღვთაებრივად.
მძიმის გადანაცვლებაზე კი კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ეს ყოველივე მავანთა მხრიდან გამოვლენილი გონებრივი სიდუხჭირის ბრალი მგონია .
ანუ ნესტორი, ორ პიროვნებად აღიქვამდა... ადამიანურ ქმედებას ადამიანურ პიროვნებას მიაწერდა და ღვთაებრივ ქმედებას ღვთაებრივს ხომ? ანუ ვთქვათ მოშივდა უფალს, ეს ნესტორის აზრით მისმა ადამიანურმა ბუნებამ(ამ ბუნებაში პიროვნებამ) ინებაო და ამ დროს სინამდვილეში როგორც ერთმა პიროვნებამ რომელსაც ეკუთვნის ღმერაებრივი და ადამიანური ბუნება, ინება რომ მის ადამიანურ ბუნებას საჭმელი მონდომებოდა...
ანუ მე ასე გავიგე და რომ შევადაროთ: ადამიანი(პიროვნება) მართავს თავის ორ ხელს (მოვიაზროთ ორი ბუნება), თუ უნდა ადამიანს(პიროვნებას) ერთ ხელით (ბუნებით) რაიმეს დაწერს და თუ უნდა იმავე ადამიანს (პიროვნებას) მეორე ხელით (ბუნებით) წაშლის.
ალბათ ასე. თუ ვცდები მიმითითეთ რამე ცდომილებაშ არ ჩავვარდე მე უბადრუკი.
აკაკი
არა, ნესტორიანიზმი უფრო რთულია...
მაგალითად აგნოიტიზმი: "იმ ჟამისა არავინ იცის, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ" - მარკოზის 13:32-ში ამბობს ამას იესო, რაც მიიჩნეოდა არიანელთა მიერ რომ ყოვლისმცოდნე არ იყო...
მათ წინააღმდეგ აღმოცენდა ნესტორიანული გაგება: "ამას ამბობს ადამიანური ბუნებით." - მაგრამ ასე გამოდის, რომ აქვს ორი პიროვნება და ზოგჯერ ადამიანური პიროვნებით საუბრობს, ზოგჯერ ღვთიურით - აი ესაა განყოფა ორი ბუნებისა...
ასევე, ფილიპელთა II თავის ჰიმნშიც თუ კაც იესოზეა საუბარი, მანდაც ორი იესო გამოგვდის მაშინ...
რაც შეეხება ტირილს და შიმშილს, ღმერთს ხომ არ მოშივდებოდა? აქ მგონი შეიძლება ითქვას რომ ადამიანურ ბუნებას მოშივდა და იგრძნო ეს იესოს სრულმა პიროვნებამ...
პ.ს. აფხაზ მერე გადავხედავ შენ პოსტს, ამ წამს არ მაქვს ამდენი დრო...
რაგინდა სწორად გამიგია და დამიწერია ზევით
Otherguy
agmsarebeli
თუ იესო ღვთაებრივი ბუნებით ყველგან მყოფია, ხოლო ადამიანური სულით იყო ჯოჯოხეთში, მაშინ ეს სიტყვები:
"არ დატოვა მისი სული ჯოჯოხეთში" - საუბარია მხოლოდ ადამიანურ სულზე, რაც პირდაპირ არის ანათემიზირებული წმინდა კირილეს მიერ...
მე მაინტერესებდა ის რაზეც თემა გავხსენი, მაგრამ არავინ არ დამიწერეთ პასუხი "სრულად შთასვლა"-ზე და... კათოლიკები ამბობენ სრულად არ ჩასულაო და იქნებ ის მაინც დაგეწერათ რას გულისხმობენ?
როცა მე ზემოთ ვწერდი, ჯოჯოხეტში ადამიანური სულით იყო მეთქი, ვფიქრობდი, რომ უფლის ყველგანმყოფობაზე და ფიპოსტასური ერთობის განურღვევლობაზე გქონდა გარკვეული წარმოდგენა.
ახლა ასე დავწერ, რომ აღარ დაიბნე: მაცხაოვრის გვამმი უხრწნელი დარჩა, მისი ადამიანური, გონიერი სული ღმერთ სიტყვასთან ჰიპოსტასურად შეერთებული ჩავიდა ჯოჯოხეთში, რითაც შესაძლებელი გახდა მისი ცნობა იქ მყოფთა მიერ.
მისი ადამიანური ბუნება ჰიპოსტასური ერთობის გარეშე ვერ შეძლებდა ჯოჯოხეთიდან ამოეყვანა მართალთა სულები(თუმცა, გარდა მართლებისა ვინ ამოიყვანა ქრისტემ ჯოჯოხეთიდან, ამის შესახებ ცალკე ნაშრომი აქვს წმინდა იოანე დამასკელს)..
ჯერ შენ დაგვიდე სრულად რას წერენ კათოლიკეები, რომ ჩვენ შეფასება შევძლოთ და მერე კი ბატონო იქნება პასუხი.
agmsarebeli
და შენ თვლი, რომ ჯოჯოხეთიდან მართალი სულები აღდგომამდე ამოიყვანა? საიდან ეს აზრი?
პ.ს. არ მახსოვს მათი აზრი და ამიტომ გავხსენი ეს თემა... ძალიან მაგრად ეწერა ძველ ქართულად იმ ფაილში რაც მე ადრე მომცეს...
მაცინებ რა, სად დავწერე რომ აღდგომამდე ამოიყვანა?
ინტრიგებს, ნებსით თუ უნებლიეთ, ვერიდოთ!
მაშინ რთულია სრულყოფილად საუბარი ამ თემაზე..........
Otherguy
მოდი განმარტე ჯოჯოხეთში არასრულ ჩასვლაში რას გულისხმობ?
afxazi
არ ვიცი, ვიღაც ეპისკოპოსის ეპისტოლე იყო ლათინთა წინააღმდეგ... რომ თითქოს სრულად არ ჩასულა ჯოჯოხეთში და მარტო ებრაელებს უქადაგაო თუ რაღაც ამდაგვარი...
agmsarebeli
ესეგი ამბობ ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა მოხდა აღდგომის მერე? მაშ ავაზაკი წარმოტყვევნამდე შეიყვანა არარსებულ სამოთხეში?
Otherguy
Otherguy
Otherguy
Otherguy
Otherguy
Otherguy
თუმცა ის უკვე ავაზაკი აღარ იკო, მან თავისი ავაზაკობა მარცხოვართან ერთად აცვა ჯვარს და ის უკვე ნათელღებული შევიდა სამოთხედ.
დაცემამდელი სამოთხე თუ ადგილი იყო, მის შემდგეს რა უშლის ხელს, რომ ადგილი ჰქონდეს? თუმცა ეს ერთიდაიგივე სამოთხეა, სადაც ადამიანი დამკვიდრდება. ახლა არ დამცხოთ სათა სასუფეველი რაღააო
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)