თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფოლკლორი _ ანსამბლი "ჯ ვ ა რ უ ლ ი"

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 15 2009, 07:27 PM

ვფიქრობ, რომ ამ ანსამბლის თემაც უნდა იყოს აქ smile.gif

ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი "ჯვარული" შეიქმნა 2007 წელს. მის შემადგენლობაში თხუთმეტამდე ახალგაზრდაა, ყველა _ წარმოშობით მოხევე.
ანსამბლის შექმნა მოხეური სამუსიკო ფოლკლორის ტრადიციების გაქრობის საშიშროებამ განაპირობა. რეპერტუარს ანსამბლის წევრები უშუალოდ საექსპედიციო ჩანაწერებიდან სწავლობენ.
ანსამბლი"ჯვარული"აუდიტორიის წინაშე პირველად ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის მიერ გამართულ ფონოგრაფის ლილვაკებიდან აღდგენილი ძველი ჩანაწერების პრეზენტაციაზე წარდგა.
"ჯვარულს" მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ღონისძიებებსა და კონცერტებში. 2009 წლის ზაფხულში ანსამბლი მიწვეული იყო ლატვიაში ხალხური სიმღერის ფესტივალზე. გამოცემული აქვთ ერთი კომპაქტ დისკი.
ანსამბლის ხელმძღვანელია ეთნომუსიკოლოგი ნანა ვალიშვილი


ვისაუბროთ ამ ანსამბლის შემოქმედებაზე smile.gif
გამოთქვით თქვენი აზრი, რჩევები, შეკითხვები, შენიშვნები.. smile.gif
ჩანაწერები შეგიძლიათ იხილოთ საიტზე alazani.ge

http://www.alazani.ge/folkloruli-ansambli-Jvaruli-xalxuri-simgerebi-ans72.html?qartuli-folklori

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 15 2009, 07:39 PM

აი სურათებიც cool.gif biggrin.gif biggrin.gif

http://www.radikal.ru

ესეც ანსამბლ "ნანინას" წევრებთან ერთად ლატვიაში

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Oct 15 2009, 08:04 PM

ნანინა

ციტატა
ვფიქრობ, რომ ამ ანსამბლის თემაც უნდა იყოს აქ

აქამდეც უნდა ყოფილიყო, მე და შენ ეს არ გვეპატიება biggrin.gif


დღეს ვუსმენდი ფოლკ-რადიოში მათზე გადაცემას, იმედია მალე მარტო მოხევეებისთვის კი არა, ყველა მსმენელისთვის საყვარელი ანსამბლი გახდება smile.gif



პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Oct 15 2009, 08:09 PM

ეკატო
დარწმუნებული ვარ ამ პოსტამდე ნანინამ 5 წერილი მოგწერა რამე დაწერეო smile.gif ა ბატონო მეც ვპოსტავ, მოისვენე სოფო?! დაწყნარდი აწი დაწყნარდი biggrin.gif

კაი წამოწყებაა და წარმატებებს ვუსურვებ

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 15 2009, 08:11 PM

gurulo
მე ჩემს მენეჯერულ მოვალეობას ვასრულებ გენაცვალე tongue.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Oct 15 2009, 08:12 PM

ციტატა(gurulo @ Oct 15 2009, 08:09 PM) *

ეკატო
დარწმუნებული ვარ ამ პოსტამდე ნანინამ 5 წერილი მოგწერა რამე დაწერეო smile.gif ა ბატონო მეც ვპოსტავ, მოისვენე სოფო?! დაწყნარდი აწი დაწყნარდი biggrin.gif

კაი წამოწყებაა და წარმატებებს ვუსურვებ

რას ამბობ? mad.gif

სად იყო სოფო მე რომ მათ ვიცნობდი? tongue.gif
დაგავიწყდა რომ მოხევე ვარ? tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ლანა თარიღი: Oct 15 2009, 08:27 PM

კარგი ბიჭები არიან,ერთ-ერთ მათგანს ვეხვეწები დისკი მაჩუქოს,მაგრამ ამოდ biggrin.gif იქნებ მენეჯერმა მაინც მიბოძოს ერთი დისკი ავტოგრაფითურთ a075.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 15 2009, 08:30 PM

ლანა

ციტატა
არგი ბიჭები არიან,ერთ-ერთ მათგანს ვეხვეწები დისკი მაჩუქოს,მაგრამ ამოდ

რომელს ეხვეწები მითხარი და ვეცდები საქმე ჩაგიწყო tongue.gif
ისე არ ღირს ძვირი _ 10 ლარი სულ smile.gif

პოსტის ავტორი: ლანა თარიღი: Oct 15 2009, 08:33 PM

ციტატა(ნანინა @ Oct 15 2009, 09:30 PM) *

ლანა

რომელს ეხვეწები მითხარი და ვეცდები საქმე ჩაგიწყო tongue.gif
ისე არ ღირს ძვირი _ 10 ლარი სულ smile.gif

ეჰჰჰჰ,აი უყურე სად ავტოგრაფით რო იქნება და სად ისე ნაყიდი biggrin.gif თან კიდე ნაჩუქარი ანსაბლის წევრი,რო გაჩუქებს უფრო მაგარია a075.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Oct 15 2009, 09:38 PM

http://www.radikal.ru
ყაზბეგში ყოფნისას,დისკის პრეზენტაციაზე

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
ესეც გერგეტზე მარიამობას

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Oct 15 2009, 10:29 PM

rolleyes.gif

სულ ცოტა ხანში live-ში მოვისმენ მათ სიმღერებს
jump.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 15 2009, 10:37 PM

gurulo

ციტატა
ისე კი 40 წლის მეგობრობა გვაკავშირებს, არა სოფი?

კი, მასეა ეგ! biggrin.gif 2kiss.gif
mogzaura
2kiss.gif სურათები რომ დადე, მარა გერგეტში არა, ყაზბეგში იყო პრეზენტაცია biggrin.gif

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Oct 15 2009, 10:37 PM

სალო მერე სახელი ჩაასწორე, ნანინამ დიდი ემოციით გახსნა თემა, როგორ ჩანს და სახელი არასწორად ჩაწერა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 15 2009, 10:39 PM

::სალომე::

ციტატა
სალო მერე სახელი ჩაასწორე, ნანინამ დიდი ემოციით გახსნა თემა, როგორ ჩანს და სახელი არასწორად ჩაწერა

ხო ეგ მეც შევნიშნე user.gif
ნუ რა პოპულარულები გახდნენ biggrin.gif

ისე ეკატო, სტეფანე არის მგონი დარეგისტრირებული ფორუმზე და მოგვწეროს რამე უთხარი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Oct 15 2009, 10:56 PM

სათაურში ანსამლის სახელი ჩავასწორე.


მართლაც კარგი ბიჭები არიან.
ყოჩაღ მაგათ და ნანას შრომას.

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Oct 15 2009, 11:59 PM

ლანა

ციტატა
ეჰჰჰჰ,აი უყურე სად ავტოგრაფით რო იქნება და სად ისე ნაყიდი

შენც ჩემსავით მოიქეცი, იყიდე დისკი და მერე მოაწერინე ხელი ანსამბლის წევრებს biggrin.gif მე პრაზენტაციაზე რომ ვიყიდე დისკი ჩამოვუარე და თითქმის ყველას მოვაწერინე ხელი, რამოდენიმეს არ ვიცნობდი, მარა მაინც biggrin.gif

პ.ს. შენ რომელს იცნობ?




ნანინა
ციტატა
ისე ეკატო, სტეფანე არის მგონი დარეგისტრირებული ფორუმზე და მოგვწეროს რამე უთხარი

ვეტყვი, ბოლოს და ბოლოს ამხელა პიარს ვუკეთებთ და ორი სიტყვა აღარ უნდა მოგვწეროს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Oct 19 2009, 08:49 AM

ნანინა
ეკატო

ციტატა
აქამდეც უნდა ყოფილიყო, მე და შენ ეს არ გვეპატიება biggrin.gif

არა რა ჩაიჭერით მენეჯერი და ყველაზე დიდი ფანი. laugh.gif biggrin.gif

მართლა კარგი ანსამბლია და ძალიან მაგრად მღერიან.
ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუსმენ ხოლმე.
გაიხარეეეთ. smile.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 24 2009, 02:43 PM

ახლახანს ანსამბლი დაბრუნდა ბათუმის ფოლკლორული ფესტივალიდან smile.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 28 2009, 11:32 PM

http://www.youtube.com/watch?v=-ltLLMbhSb4&NR=1

ეს ჯვარული და ნანინა ლატვიაში tongue.gif

biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Nov 8 2009, 08:07 PM

საინტერესო ანსამბლი ჩანს, მარტო მთის სიმღერებს ასრულებენ?

პოსტის ავტორი: ლანა თარიღი: Nov 8 2009, 08:39 PM

ციტატა(Amuza @ Nov 8 2009, 08:07 PM) *

საინტერესო ანსამბლი ჩანს, მარტო მთის სიმღერებს ასრულებენ?

მე როგორც ვიცი მხოლოდ მოხევურ სიმღერებს ასრულებენ a075.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Nov 8 2009, 08:53 PM

ციტატა(ლანა @ Nov 8 2009, 08:39 PM) *

მე როგორც ვიცი მხოლოდ მოხევურ სიმღერებს ასრულებენ a075.gif

კი ნამდვილად, ძველი საექსპედიციო ჩანაწერებიდან აღადგენენ მოხევურ სიმღერებს და ჩემი აზრით მართლა ძალიან დიდი საქმე აკეთებენ smile.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Nov 9 2009, 01:20 AM

Amuza

ციტატა
საინტერესო ანსამბლი ჩანს, მარტო მთის სიმღერებს ასრულებენ?

კი, ანსამბლის ძირითადი რეპერტუარი არის მოხეური სიმღერები. თვითონ ანსამბლის შექმნის იდეაც მოხეური სიმღერების მივიწყებამ განაპირობა smile.gif
ისინი ცდილობენ საექსპედიციო ჩანაწერებიდან აღადგინონ ძველი სიმრერები და რაც ყველააზე საინტერესოა და ვფიქრობ მნიშვნელოვანი, ყველა წარმოშობით მოხევეა (ნუ ერთი ყავთ ხევსური biggrin.gif).

გარდა ამისა "ნანინასთან" ერთად ხშირად უწევთ კონცერტების გამართვა და იქ რა თქმა უნდა არამოხეურ სიმღერებსაც მღერიან, მაგრამ ძირითადი მიმართულება ანსამბლის ესაა a075.gif

p.s. პარასკევს, 4 საათზე, ქალაქ რუსთავში აქვთ კონცერტი "ნანინასთან" ერთად smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Nov 11 2009, 11:22 PM

ნანინა

ციტატა
p.s. პარასკევს, 4 საათზე, ქალაქ რუსთავში აქვთ კონცერტი "ნანინასთან" ერთად

რა ცუდ დროს არის კონცერტი sad.gif ჯერ ერთი სამუშაო დღეა და მე ვერ წამოვალ, თან მაგ დღეს არის 100 000 მოწამის ხსენების დღე და ზუსტად 4 საათზე უწმინდესი პარაკლისს გადაიხდის მეტეხის ხიდთან huh.gif

მოკლედ, ამჯერადაც გამოვაკლდები მათ კონცერტს sad.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)