მართლმადიდებლური ფორუმი _ ფოლკლორი _ ანჩისხატის გუნდი
პოსტის ავტორი: G A B O თარიღი: Jun 27 2007, 11:12 AM
ანჩისხატის ტაძრის გუნდი ჩამოყალიბდა 1988 წელს კონსერვატორიაში. ანსამბლი თავდაპირველად მხოლოდ ხალხურ სიმღერებს მღეროდა და მიზნად ჰქონდა დასახული საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი საშემსრულებლო მანერის აღდგენა და შეძლებისდაგვარად ძველ ქართულ, არატემპერირებულ ბგერათწყობაში მოქცევა. მალე ანსამბლმა ანჩისხატის ტაძარში დაიწყო გალობა. სწორედ ამ გუნდის უდიდესი დამსახურებაა XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ქართულ მართლმადიდებლურ საეკლესიო ღვთისმსახურებაში ძველი ქართული გალობის აღდგენა და დამკვიდრება. გუნდის წევრებს შორის არიან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თანამშრომლები მალხაზ ერქვანიძე და დავით შუღლიაშვილი, რომლებიც სამეცნიერო და მუსიკალურ- სარედაქტორო მუშაობასაც ეწევიან, გამოცემული აქვთ სანოტო კრებულები. ანჩისხატის ტაძრის გუნდის რეპერტუარშია საგალობლები, მაგრამ ანსამბლ "ძველ კილოებთან" ერთად მღერიან ხალხურ სიმღერებსაც. გუნდს ჰქონდა საგასტროლო ტურნეები ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩაწერილი აქვს რამდენიმე კომპაქტდისკი, მათ შორის ძველ კილოებთან ერთად. გუნდის ხელმძღვანელია მალხაზ ერქვანიძე.
მაშ ასე თქვენს წინაშეა ანჩისხატის უკვე შეიძლება ითქვას ისტორიული გუნდი. უნდა აღინიშნოს რომ ამ გუნდმა ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი სიტყვა თქვა ქართულ სიმღერასა და გალობაში. აქ ფორუმზე როგორც ვიცით არის ანჩისხატის წევრი ლევან ვეშაპიძე, შესანიშნავი კრიმანჭული. და ვთხოვო მას რომ იქნებ ხმების მიხედვით გააცნოს ფორუმელებს ანჩისხატის გუნდის წევრები. (მე რომ არ ამერიოს იმიტომ) და ლევან იქნებ სურათებიც დააგდოოო???????
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 27 2007, 11:23 AM
შესანიშნავი თემაა, მიკვირდა კიდეც ამდენ ხანს რომ არავინ ხსნიდა
თქვენო მაღალ-ყოვლადუკრიმანჭულესობავ რას შემოგვთავაზებთ
პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Jun 27 2007, 11:32 AM
ციტატა
დავით შუღლიაშვილი
ჩემი უფროსია საჯარო ბიბლიოთეკაში მუსიკალური განყოფილების უფროსი
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jun 27 2007, 11:51 AM
დასავლურ სიმღერებს ძალიან მაგრა მღერიან, მეტი რა ვთქვა... უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართული გალობის გადარჩენაში.
პოსტის ავტორი: ABRAMA თარიღი: Jun 27 2007, 11:59 AM
პირველია გუნდია !! ძალიან მაგრები! არიან მე პირადად 12 წლის ვიყავი მაგათ გალობას რომ მოვუსმინე მის მერე დავიწყე, ძალიან დიდი დამსახურება აქვს ამ ანსამბლს გალობის აგდგენაში და აუცილებლად შევა ისტორიაში !
პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jun 27 2007, 12:23 PM
ვეშაპო სად არის?სურათები და ჩააწერები უნდა ამ ყველაფერს,ბატონო
პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Jun 27 2007, 02:45 PM
ქართული გალობა ვისაც ესმის და ვინც იცის მისი მადლი, "ანჩისხატის" საგალობლებს გულით და სულით მოისმენს..ისე ცოტა განსხვავებული მსენელები სჭირდება...
პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Jun 27 2007, 10:23 PM
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jun 27 2007, 10:35 PM
ციტატა
http://bin.ge/?d=A0D22C7F
me vTqvi simRera iqneba meTqi rameee...
პოსტის ავტორი: siomani თარიღი: Jun 27 2007, 10:42 PM
ანჩისხატი ყველაზე მაგარი გუნდია, ბადალი არ ჰყავთ!!!!!!!!!!!!
პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Jun 27 2007, 11:19 PM
მე ჯერ გაცნობიტ დავიწყე, თორეეეეეე, იმდენს დავდებ თუ ვეშაპო ნებას დამრთავს, რომ... მოდი ჯერ ვეშაპოს დაველოდოთ, ჯერ მან გახსნას.
პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jun 28 2007, 09:46 AM
შეიძლება სიმართლე ვთქვა? მე ადრე ანჩისხატი არ მომწონდა. უფრო მეტიც - ის ხანდახან ნერვებზეც კი მოქმედებდა ხოლმე. ვცდილობდი გამერკვია ამის მიზეზი, რადგან ჩემს გარშემო ყველა გიჟდებოდა და მე კი ვწუხდი რომ ვერაფრით გამერკვია თუ რა იყო მიზეზი ჩემი ანტიპატიისა. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ამის მიზეზი იყო "ნაძალადევად გახალხურებული" ხმები. ხვდებით ალბათ რაზეც ვამბობ. მომეტებულად მჭახე მეჩვენებოდა მათი გალობა და ხელს მიშლიდა ბოლომდე მესიამოვნა ქართული გალობის დიდებულებით. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ანჩისხატის რეგენტს, ბატონ მალხაზს ბუნებრივად ეგეთი ხმა ქონდა შემდეგ კაი ხანი ვცდილობდი შეგუებას. დიდი ხანი ვერ ვუსმენდი ვერც რუსთავს, მისი ზედმეტად აკადემიურობის გამო (ამის გამო ტექსტსაც ვერ ვარჩევდი საგალობლებში) და ანჩისხატის მომეტებულად ხისტი ბგერის გამო. ბოლოს ჩვენმა ვეშაპომ გამომიგზავნა ანჩისხატის მიერ შესრულებული შემოქმედის კილოს საგალობლები და აღმოვაჩინე რომ ძალიან მომეწონა. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მივხვდი რომ ძალიან მომწონდა. არ ვიცი ამის მიზეზი ის არის, რომ თუ არ ვცდები მალხაზი არ გალობს თავად, შეიძლება ვცდები (მის ხმას ვერ ვიჭერ ჩანაწერში). ანდა შემოქმედის კილოს სწორედ ანჩისხატის ჟღერადობა უხდება ყველაზე მეტად. მოკლედ ახლა მეც დიდი თაყვანისმცემელი ვარ ამ გუნდისა. მთელი გულით ვუსურვებ მრავალ კარგ კონცერტს, ჩანაწერს და გასტროლს
პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jun 28 2007, 10:00 AM
მე მგონია რომ ხე რომ ამოთხარო თავის ადგილიდან და სხვაგან დარგო არ მოუხდება. გალობის ადგილი ლოცვის სახლი ანუ ეკლესია. გალობის ადგილი არაა სტუდია, სცენა, კონცერტი, შოუ, და ა.შ. საგალობლის ტექსტი რომ საკრალურია და საიდუმლო ეს ყველამ იცის, ასევეა მელოდიაც. როცა ხალხური სიმღერის მანერა და სული შედის გალობაში, არაა სწორი. ასევე არასწორია აკადემიური განაზება საგალობლისა რაც რუსთავმა გააკეთა საკონცერტოდ და ჩაწერისთვის. ანჩისხატი უფრო სწორ გზაზე დგას , მაგრამ ჯერ ძიებაშია. ისე ჩვენში დარჩეს და გურული სიმღერა გურულმა უნდა იმღეროს და თანაც იქ , რისთვისაც შეიქმნა ეს სიმღერა. სცენისთვის რომ არ შექმნილა ფაქტია. ასევე კახური კახელმა მომღერალმა და არა ამერიკელმა. არა მე კი არ ვკრძალავ , უბრალოდ ვამბობ ხეს რო გადარგავ , მოწყენს მეთქი.
პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jun 28 2007, 10:14 AM
ლეონტი
ციტატა
არა მე კი არ ვკრძალავ , უბრალოდ ვამბობ ხეს რო გადარგავ , მოწყენს მეთქი.
მებაღეს გააჩნია არ გეთანხმები თითქმის არაფერში.
ციტატა
გალობის ადგილი ლოცვის სახლი ანუ ეკლესია.
პირველ რიგში ამაში. გალობა იგივე ლოცვაა. ლოცვა კი ყველგან შეიძლება. ეკლესიაშიც, სახლშიც და საკონცერტო დარბაზშიც. მითუმეტეს თუკი ის დადებითად იმოქმედებს მსმენელის სულიერ ზრდაზე.
ციტატა
საგალობლის ტექსტი რომ საკრალურია და საიდუმლო ეს ყველამ იცის
საგალობლის ტექტსი ლოცვის ტექსტია იგივე. ის საიდუმლო არ არის. საიდუმლო ლოცვები მღვდლებსა და მღვდდელმთავრებს აქვთ.
ციტატა
როცა ხალხური სიმღერის მანერა და სული შედის გალობაში, არაა სწორი.
აქ პრინციპში ცოტა გეთანხმები. საგალობელი უნდა იგალობო და არა იმღერო, მითუმეტეს როგორც ხალხური სიმღერა, მაგრამ ვფიქრობ ანჩისხატს ეს არ ეხება. მათ შესანიშნავად იციან რომ გალობა განსხვავდება ხალხური სიმღერიასგან და შესაბამისის მანერიტაც ასრულებენ. ხალხურში რო მოუქცევ, ისე საგალობელში ვერ იზამ.
ციტატა
ასევე არასწორია აკადემიური განაზება საგალობლისა რაც რუსთავმა გააკეთა საკონცერტოდ და ჩაწერისთვის.
ნუ, ამაში გეთანხმები. ზედმეტად აკადემიურია ჩემთვის რუსთავის მიერ ნაგალობები საგალობლები.
ციტატა
ანჩისხატი უფრო სწორ გზაზე დგას , მაგრამ ჯერ ძიებაშია.
ანჩისხატი თუ ძიებაშია და...
ციტატა
ისე ჩვენში დარჩეს და გურული სიმღერა გურულმა უნდა იმღეროს და თანაც იქ , რისთვისაც შეიქმნა ეს სიმღერა. სცენისთვის რომ არ შექმნილა ფაქტია. ასევე კახური კახელმა მომღერალმა და არა ამერიკელმა.
ეს კი სრულიად სხვა თემაა და აქ განხილვა არ მიმაჩნია მართებულად. ოფტოპიკი გამოვა. ისე ერთი ასეთი თემა კი საჭიროა, რომ ამ მართლაც საჭირბოროტო საკითხზე მოვახერხოთ საუბარი. სათქმელი ბლომად გვექნება ყველას.
პოსტის ავტორი: G A B O თარიღი: Jun 28 2007, 11:03 AM
ციტატა(ლეონტი @ Jun 28 2007, 10:00 AM)
მე მგონია რომ ხე რომ ამოთხარო თავის ადგილიდან და სხვაგან დარგო არ მოუხდება. გალობის ადგილი ლოცვის სახლი ანუ ეკლესია. გალობის ადგილი არაა სტუდია, სცენა, კონცერტი, შოუ, და ა.შ. საგალობლის ტექსტი რომ საკრალურია და საიდუმლო ეს ყველამ იცის, ასევეა მელოდიაც. როცა ხალხური სიმღერის მანერა და სული შედის გალობაში, არაა სწორი. ასევე არასწორია აკადემიური განაზება საგალობლისა რაც რუსთავმა გააკეთა საკონცერტოდ და ჩაწერისთვის. ანჩისხატი უფრო სწორ გზაზე დგას , მაგრამ ჯერ ძიებაშია. ისე ჩვენში დარჩეს და გურული სიმღერა გურულმა უნდა იმღეროს და თანაც იქ , რისთვისაც შეიქმნა ეს სიმღერა. სცენისთვის რომ არ შექმნილა ფაქტია. ასევე კახური კახელმა მომღერალმა და არა ამერიკელმა. არა მე კი არ ვკრძალავ , უბრალოდ ვამბობ ხეს რო გადარგავ , მოწყენს მეთქი.
სამწუხაროდ ვერც ერთ სიტყვაში ვერ დაგეთანხმები
ციტატა(ლეონტი @ Jun 28 2007, 10:00 AM)
მე მგონია რომ ხე რომ ამოთხარო თავის ადგილიდან და სხვაგან დარგო არ მოუხდება.
ხე რომ ამოთხარო ამის მიზეზიც იქნება და შეიძლება საფიძვლიანი, მაგალითად ცუდ ადგილას იყო დარგული და სხვა ადგილას გადარგეს
ციტატა(ლეონტი @ Jun 28 2007, 10:00 AM)
გალობის ადგილი ლოცვის სახლი ანუ ეკლესია. .
არასწორი ინფორმაიცია გაქვს. რა სუფრაზე რომ იგალობო არ შეიძლება? სადღეგრძელოს თუ ამბობ და სხვას ლოცავ?, საუზმის სადილის და ვახშმის წინ რომ ლოცვას ამბობ ის შეიძლება და რომ იგალობო რატომ არ შეიძლება??
ციტატა(ლეონტი @ Jun 28 2007, 10:00 AM)
გალობის ადგილი არაა სტუდია, სცენა, კონცერტი, შოუ, და ა.შ.
რატომაც არა თუ ის სასარგებლოა ხალხისთვის და არის რაღაცის მომცემი ისევე როგორც თავად ლოცვა და გალობაც.....
ციტატა(ლეონტი @ Jun 28 2007, 10:00 AM)
საგალობლის ტექსტი რომ საკრალურია და საიდუმლო ეს ყველამ იცის, ასევეა მელოდიაც.
არაა მართალი, ეს შენ იცი მხოლოდ რომ ესეა.
ციტატა(ლეონტი @ Jun 28 2007, 10:00 AM)
როცა ხალხური სიმღერის მანერა და სული შედის გალობაში, არაა სწორი.
??????????
პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Jun 28 2007, 11:06 AM
მაგარი ანსამბლია. მათ კონცერტზე რომ მიდიხარ,ყოველთვის იცი, რომ რაღაც ახალს და გასხვავებულს შემოგთავაზებენ.
G A B O
ციტატა
სამწუხაროდ ვერც ერთ სიტყვაში ვერ დაგეთანხმები
განსაკუთრებით ამაში ხომ:
ციტატა
გურული სიმღერა გურულმა უნდა იმღეროს
არა, შენ და ერთი ორი იშვიათი გამონაკლისები ხართ, მაგრამ საერთოდ მასეა
პოსტის ავტორი: G A B O თარიღი: Jun 28 2007, 11:07 AM
ციტატა(ლეონტი @ Jun 28 2007, 10:00 AM)
ასევე არასწორია აკადემიური განაზება საგალობლისა რაც რუსთავმა გააკეთა საკონცერტოდ და ჩაწერისთვის.
რაც რუსთავმა გააკთა, ეს მაშინ საჭირო იყო თავად გალობის გადარჩენისათვის. მაშინ სამწუხაროდ ესეთი დრო იყო. მახსოვს მითხრს ანზორის უთქვია. ხშირად არტემი ტექსტებს ცვლიდა და გალობას ისე ასწავლიდა. ანუ მელოდია რომ გადაერჩინა და არავინ მიმხვდარიყო რომ გალობას ასწავლიდა. ასე რომ ეს თემა ხელის წამოსაკრავი არაა...
პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jun 28 2007, 11:12 AM
სწორად ვერ გამიგეთ... რომელი ქერუბიმთა , მაგალითად , არის საიდუმლო საგალობელი, წირვის დროს სრულდება, სცენისთვის და სუფრისთვის არაა, და უბრალო უფალო შემიწყალე კვერექსისგან, რომელიც ლოცვის სახით ყველგან უნდა იღიღინო, განსხვავდება. ამ დროს კათაკმეველნი გადიან ტაძრიდან. რაც შეეხება თანამედროვე მგალობელს ან მომღერალს, რომელიც სცენაზე , ნებისმიერ აუდიტორიაში, ნებისმიერი კუთხისდა დამნიშნულების სიმღერას ძაან ღრმა ფოლკლორისტული მოხერხებულობით შეასრულებს, და შესაძლოა ამაში ფულსაც უხდიან, არის უბრალოდ არტისტი, და შეიძლება საკმაოდ ნიჭიერიც.
პოსტის ავტორი: G A B O თარიღი: Jun 28 2007, 11:20 AM
ციტატა(ლეონტი @ Jun 28 2007, 10:00 AM)
. ისე ჩვენში დარჩეს და გურული სიმღერა გურულმა უნდა იმღეროს და თანაც იქ , რისთვისაც შეიქმნა ეს სიმღერა. ასევე კახური კახელმა მომღერალმა და არა ამერიკელმა.
როგორ გეკადრება... მთავარია გულით და სულით აკეთო ეს საქმე, თორემ იცი რამდენი გურული ახალგაზრდაა თვითონ გურიაში რომ ეზიზღება გურული სიმღერა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. და ერთი წუთიც არ გაგიჩერდება სიმღერა რომ დაიწყო. ასე რომ შეიძლება ამერიკელმა უფორ მეტი გააკეთოს ჩვენი ფოლკლორისთვის სიტყვაზე ვიდრე თავად ქართველმა.
მთავარია გაიგო ჩაწვდე სიმღერას, მის შინაარს და იმღერებ, თუნდაც გურულზე უკეთაც. და კახელზე უკეთაც. დღეს აღარააა ის დრო და აღარც დაბრუნდება რომ ყველა თავისი კუთხის სიმღერის მონოპოლისტი იყო. მაშინ სხვა დრო იყო დღეს სხვა დროა.
ციტატა(ლეონტი @ Jun 28 2007, 11:12 AM)
რაც შეეხება თანამედროვე მგალობელს ან მომღერალს, რომელიც სცენაზე , ნებისმიერ აუდიტორიაში, ნებისმიერი კუთხისდა დამნიშნულების სიმღერას ძაან ღრმა ფოლკლორისტული მოხერხებულობით შეასრულებს, და შესაძლოა ამაში ფულსაც უხდიან, არის უბრალოდ არტისტი, და შეიძლება საკმაოდ ნიჭიერიც.
რა ჩასვლეიშვილის გუნდი რომ გამოდიოდა სცენაზე ან თუნდაც სიმონისვილის გუნდი რა არ იყვნენ ფოლკლორული გუნდები? ისინი მართლაც ძალიან ღრმა ფოლკლორისტული მოხერხებულობით ასრულებდნენ ყველა სიმღერას
პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Jun 28 2007, 11:21 AM
ლეონტი "ფოლკლორი სცენისთვის არ არის" დრო წავიდა. ახლა სცენაზეც რომ აღარ იმღეროს ხალხმა,საერთოდ გაქრება.
პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jun 28 2007, 11:24 AM
ციტატა(qarcivadze @ Jun 28 2007, 10:21 AM)
ლეონტი "ფოლკლორი სცენისთვის არ არის" დრო წავიდა. ახლა სცენაზეც რომ აღარ იმღეროს ხალხმა,საერთოდ გაქრება.
მესმის, მაგრამ ისიც უნდა გავიგოთ, რომ ამას ფოლკლორისტული არტისტიზმი ქვია. და რომ იმ ფესვს, საიდანაც ეს ჰანგი წამოვიდა მოწყვეტილი ხარ და შეიძლება ის დაგენმართოს რაც სუხიშვილებს მოუვიდათ.
პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Jun 28 2007, 11:27 AM
ლეონტი აღარ ვიმღეროთ? რას გვთავაზობ ვერ გავიგე?
ციტატა
შეიძლება ის დაგენმართოს რაც სუხიშვილებს მოუვიდათ.
ღმერთმა დაგვიფაროს
პოსტის ავტორი: G A B O თარიღი: Jun 28 2007, 11:28 AM
ციტატა(ლეონტი @ Jun 28 2007, 11:24 AM)
მესმის, მაგრამ ისიც უნდა გავიგოთ, რომ ამას ფოლკლორისტული არტისტიზმი ქვია. და რომ იმ ფესვს, საიდანაც ეს ჰანგი წამოვიდა მოწყვეტილი ხარ და შეიძლება ის დაგენმართოს რაც სუხიშვილებს მოუვიდათ.
ზოგი მოწყვეტილია და ზოგი არაა. ქარცივაძე მაგალითად არაა მოწყვეტილი. არც ბევრი სხვა მომღერალი ღმერთის მადლით. მაგალითად ლელა წურწუმია რო იმღერებს ის მოწყვეტილია. და ოთარ ბერძენიშვილი და სიხარულიძეები ტრისტანს და გურის ვგულისხმობ ისინი თუ გამოვლენ სცენაზე ისინი არ არიან მოწყვეტილი.
პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Jun 28 2007, 11:30 AM
G A B O
ციტატა
ქარცივაძე მაგალითად არაა მოწყვეტილი
კაი, გაჩერდი
ციტატა
და ოთარ ბერძენიშვილი და სიხარულიძეები ტრისტანს და გურის ვგულისხმობ ისინი თუ გამოვლენ სცენაზე ისინი არ არიან მოწყვეტილი.
და კიდევ მრავალი მასეთი
პოსტის ავტორი: Cecxladze I თარიღი: Jul 3 2007, 05:01 PM
QUOTE(ლეონტი @ Jun 28 2007, 10:12 AM)
სწორად ვერ გამიგეთ... რომელი ქერუბიმთა , მაგალითად , არის საიდუმლო საგალობელი, წირვის დროს სრულდება, სცენისთვის და სუფრისთვის არაა, და უბრალო უფალო შემიწყალე კვერექსისგან, რომელიც ლოცვის სახით ყველგან უნდა იღიღინო, განსხვავდება. ამ დროს კათაკმეველნი გადიან ტაძრიდან. რაც შეეხება თანამედროვე მგალობელს ან მომღერალს, რომელიც სცენაზე , ნებისმიერ აუდიტორიაში, ნებისმიერი კუთხისდა დამნიშნულების სიმღერას ძაან ღრმა ფოლკლორისტული მოხერხებულობით შეასრულებს, და შესაძლოა ამაში ფულსაც უხდიან, არის უბრალოდ არტისტი, და შეიძლება საკმაოდ ნიჭიერიც.
ოო რაც წავიკითხე შენი ნაწერები გეტყობა რომ ამბიციები გაქვს.
გალობასა და სიმღერაზე რომ საუბრობ, ვინახარ?მგალობელი ხარ? და საერთოდ მუსიკოსი ხაარ? აქ ფორუმში მართლაც ადვილია მეგობარო საუბარი, მაგრამ ისიც უნდა იცოდე რომ ესეთ რამეებს რომ ეხები, იცი ეს საქმე კარგად?
თუარადა მაშინ ჯობია რომ თავი შეიკავო ძმობილო.საწყენად არმიიღო მაგრამ ეს უნდა მეთქვა
პ.ს. რომელი ქერუბიმთას არავინ არ გალობს სუფრაზე. და შენ ის ვინ გითხრა რომ სცენაზე არ შეიძლება გალობაო?
პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jul 3 2007, 06:13 PM
ციტატა(Cecxladze I @ Jul 3 2007, 05:01 PM)
ოო რაც წავიკითხე შენი ნაწერები გეტყობა რომ ამბიციები გაქვს.
გალობასა და სიმღერაზე რომ საუბრობ, ვინახარ?მგალობელი ხარ? და საერთოდ მუსიკოსი ხაარ? აქ ფორუმში მართლაც ადვილია მეგობარო საუბარი, მაგრამ ისიც უნდა იცოდე რომ ესეთ რამეებს რომ ეხები, იცი ეს საქმე კარგად?
თუარადა მაშინ ჯობია რომ თავი შეიკავო ძმობილო.საწყენად არმიიღო მაგრამ ეს უნდა მეთქვა
პ.ს. რომელი ქერუბიმთას არავინ არ გალობს სუფრაზე. და შენ ის ვინ გითხრა რომ სცენაზე არ შეიძლება გალობაო?
მე ვინა ვარ? ფანტომასი ვარ. შენ კი დიდოსტატი ხარ ალბათ.
სახეზე გნახა უკვე. მე ვანახე (შენი კურთხევისამებრ) და იცის რომ ფანტომასი არა ხარ.
ნუ აოფებთ კაცო ამ ანჩისხატის გუნდის თემას.
ვააახ!!!
პოსტის ავტორი: Cecxladze I თარიღი: Jul 4 2007, 04:09 PM
ლეონტი ფანტომასი არვიცი და არც დიდოსტატი მაგრამ მე შენს დაფოსტილს გამოვეხმაურე უბრალოდ. შენი სურათი ვნახე. და რატომაც დაწერე ესეც ვიცი. და შაყირს თავი დაანებე არავარ საშაყირო. შენ თუ გინდა იყავი ფანტომასიც და დიდოსტატიც.
მშვენიერი ფორმით მქონდა გამოთქმული... უბრალოდ ნაკლის აღიარება არავის უყვარს და მაგაშია საქმე! ერთხელ წაშალეს, წაშალეს, ჯანდაბა, შეეშალათ ალბათ.. მეორეთი რომ დავწერე და კიდევ წაშალეს ეგ უკვე არაა მთლად კარგი ტონი. რა ვიცი, თუ რამეში ვცდები მითხარით.
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Sep 15 2007, 11:26 PM
ციტატა(komisia @ Sep 15 2007, 05:14 PM)
N. R.
მშვენიერი ფორმით მქონდა გამოთქმული... უბრალოდ ნაკლის აღიარება არავის უყვარს და მაგაშია საქმე! ერთხელ წაშალეს, წაშალეს, ჯანდაბა, შეეშალათ ალბათ.. მეორეთი რომ დავწერე და კიდევ წაშალეს ეგ უკვე არაა მთლად კარგი ტონი. რა ვიცი, თუ რამეში ვცდები მითხარით.
მე უკვე გითხარი მაგრამ შენ ეტყობა არ გინდა გაგება
პ.ს. მე არ წამიშლია
ვინ წაშალა, თავისით აორთქლდა?
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Sep 16 2007, 12:27 AM
ვეშაპო
ციტატა
მე არ ვიცი. და ძალიან მაინტერესებს.
პირველ პოსტში ჩემი აზრი დავწერე რომ დასავლურ კილოს კარგად მღერიან, მაგრამ კახურ სიმღერებში რომ მოიკოჭლებენ ეგ ფაქტია-მეთქი.
წაშლის შემდეგ კიდევ ახალი პოსტი დავწერე, სადაც ჩემი წინა პოსტის წაშლა გავაპროტესტე და გაბრაზებულმა ისევ ვთქვი ჩემი სათქმელი.
უბრალოდ იმაზე მებრაზება რომ ვიღაცა ჩემ აზრებს შლის.
წეღან დავფიქრდი, ანსამბლებში ხომ არ დავპოსტე მეთქი ეგა... ხოდა გადავქექე და ვიპვე პოსტი http://church.ge/index.php?s=&showtopic=1905&view=findpost&p=124728
რახან ანჩისხატზე იყო ლაპარაკი რატომღაც მეგონა რომ აქ მქონდა დაპოსტილი და რომ ვერ ვიპოვე გავფიცხდი
მომიტევეთ
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Sep 16 2007, 12:34 AM
komisia
ციტატა
პირველ პოსტში ჩემი აზრი დავწერე რომ დასავლურ კილოს კარგად მღერიან, მაგრამ კახურ სიმღერებში რომ მოიკოჭლებენ ეგ ფაქტია-მეთქი.
რას იზამ, ეგეთი ანსამბლი ჯერ არ არსებობს, რომელიც ყველაფერში თანაბრად ძლიერი იქნება. 12 კაცი მაგას ვერ ყოფნის. რამდენი კუთხეცაა საქართველოში 5-6-ჯერ მეტი ხალხი უნდა იყოს ანსამბლში, რომ ყველა კუთხის სიმღერა კარგად შეასრულოს. ადრე იყო სახელმწიფო ანსამბლები 100-130 კაციანები, სადაც გურულების ფრთა ცალკე იყო, კახელების ცალკე, მეგრელების ცალკე და ა.შ. თუ მცირე ანსამბლი ყველა კუთხის სიმღერას თანაბრად ასრულებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ანსამბლი ყველა კუთხის სიმღერაში სუსტია.
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Sep 26 2007, 12:25 AM
მალხაზ ერქვანიძის (მახოს) და ვასილ ცეცხლაძის (ვასოს) წაკამათება მიუნხენში, კონცერტის წინ:
მახო: ბიჯო ვააასილა, "მა ადო ჩქიმი არაბაში" ი ი "ინკვაზია" კი არ უნდა თქვა, ი ი "იკვაზია" თქვი!
ვასო: ხო, "ინკვაზია" აბა რას ვამბობ?
მახო: ე ბიჯო, "ინკვაზია" კი არა, ი ი "იკვაზია".
ვასო: ხო, "იკვაზია", აბა ვინ ამბობს "ინკვაზიას"?
(ინტრიგანია რა - ლ.ვ.).
მახო: ეხლა შენ ნუ გუგაახურე საქმე.
ვასო: რა ვქენი ბიჯო? რაის საქმე გავახურე? შენ აქანე ვინ გგონივარ. ვის გაგიგონიათ ჩემგან "ინკვაზია"?
ვასო უბრუნდება ლევან ვეშაპიძეს (ვეშაპო), რომელიც იქვე ჩამომჯდარა და სიცილი რომ დაფაროს თავი აქვს ჩაღუნული, და მიმართავს: შენ მოგისმენია ჩემგან "ინკვაზია"?
(არა და მთელი ცხოვრება "ინკვაზიას" ამბობდა - ლ.ვ.).
ვეშაპო: რავი, ეხლა . . . .
ვასო: თფუუუი, აბა რას უსმენ?
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Sep 26 2007, 01:30 AM
ვეშაპო
ციტატა
მალხაზ ერქვანიძის (მახოს) და ვასილ ცეცხლაძის (ვასოს) წაკამათება მიუნხენში, კონცერტის წინ:
მახო: ბიჯო ვააასილა, "მა ადო ჩქიმი არაბაში" ი ი "ინკვაზია" კი არ უნდა თქვა, ი ი "იკვაზია" თქვი!
ვასო: ხო, "ინკვაზია" აბა რას ვამბობ?
მახო: ე ბიჯო, "ინკვაზია" კი არა, ი ი "იკვაზია".
ვასო: ხო, "იკვაზია", აბა ვინ ამბობს "ინკვაზიას"?
(ინტრიგანია რა - ლ.ვ.).
მახო: ეხლა შენ ნუ გუგაახურე საქმე.
ვასო: რა ვქენი ბიჯო? რაის საქმე გავახურე? შენ აქანე ვინ გგონივარ. ვის გაგიგონიათ ჩემგან "ინკვაზია"?
ვასო უბრუნდება ლევან ვეშაპიძეს (ვეშაპო), რომელიც იქვე ჩამომჯდარა და სიცილი რომ დაფაროს თავი აქვს ჩაღუნული, და მიმართავს: შენ მოგისმენია ჩემგან "ინკვაზია"?
(არა და მთელი ცხოვრება "ინკვაზიას" ამბობდა - ლ.ვ.).
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Oct 12 2007, 01:08 PM
ესეც ანჩისხატის ხალხურები ალაზანში: http://alazani.myweb.ge/index.php?act=showteam&id=2&j=0 თუ გაქვთ რამე ისეთი სიმღერა ამათი შესრულებით, რომელიც არ დევს საიტზე, გთხოვთ მომაწოდოთ.
გალობებს ახლა ვუყრი თავს და იქნება ისიც...
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Oct 25 2007, 02:19 AM
შეხვედრა საფრანგეთში
http://imageshack.us
http://imageshack.us
პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Oct 25 2007, 11:39 AM
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ეს რა მაგარი ხალხი შეგხვედრიათ საფრანგეთში გააგიჟეთ ფრანგები?
იმ კაცმა რა მაგარი კრიმანჭული თქვა კაცო, შარვალ-კასტუმში რომ იყო.
მაი კაცი ზათიაშვილია
პოსტის ავტორი: G A B O თარიღი: Oct 27 2007, 01:48 PM
ანჩისხატი მართლაც რომ ძაან მაგარი გუნდია!!!! ვენაცვალე მაგათ
პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Oct 27 2007, 01:52 PM
ეს სურათი ძალიან მიყვარს და აქაც დავდებ რა
ვეშაპოოო http://imageshack.us
პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Oct 27 2007, 01:53 PM
მაგარია ანჩისხატი, გუშინ განსაკუთრებული მუხტი შემოიტანეს საღამოზე
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Oct 28 2007, 08:36 PM
ასე ამბობენ გუშინ მაგარი იყოო....
პოსტის ავტორი: mgalobeli43 თარიღი: Oct 28 2007, 09:46 PM
გურული სიმღერა კი არა გალობა
ანჩისხატის გუნდი ასრულებს ქართულ საქმეს ღმერთი ფარავდეთ ამ საქმეში
პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Nov 3 2007, 02:14 PM
mgalobeli43
ციტატა
გურული სიმღერა კი არა გალობა
ეს რას ნიშნავს?
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Nov 4 2007, 12:49 AM
ციტატა(qarcivadze @ Nov 3 2007, 02:14 PM)
mgalobeli43
ეს რას ნიშნავს?
ვერც მე გავიგე
პოსტის ავტორი: nuciko-22 თარიღი: Dec 11 2007, 02:30 AM
ციტატა(mariami-k @ Jul 4 2007, 04:22 PM)
პირველია პირველთა შორის "ანჩისხატი".
მარიამ, გეთანხმები სულით და გულით! დიდი ხნის მანძილზე ვიყავი ანჩისხატის ტაძრის მრევლი, იმ წლებში როცა ისინი ფეხს იდგამდნენ და იწყებდნენ დამკვიდრებას.მაშინაც კი არაჩვეულებრივი იყო მათი გალობა. მართალია მალხაზს განსხვავებული ხმა აქვს სხვებისაგან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ ამით მას რამე აკლდება...პირიქით...უდიდესია მალხაზ ერქვანიძის დამსახურება. მე უდიდესი თაყვანისმცემელი ვარ მაგათი, ძალიან ხშირადაც ვუსმენ და როცა სადმე გალობს რომელიმე ტაძრის გუნდი სულ პარალელებს ვავლებ და ანჩისხატისა უფრო მომწონს ყოველთვის... ნეტა ბევრი გვყავდეს ერქვანიძისნაირები. პატივისცემით ნინო დედიკო
პოსტის ავტორი: mii თარიღი: Dec 15 2007, 01:27 AM
ანჩისხატი არის ყველაზე ღვაწმოსილი ანსამბლი
პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Dec 15 2007, 01:33 AM
mii ზუსტი შეფასებისთვის
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Dec 15 2007, 01:42 AM
mii
ციტატა
ანჩისხატი არის ყველაზე ღვაწმოსილი ანსამბლი
დავამატებდი რომ ყველაზე ღვაწლმოსილი ანსამბლი იმ ანსამბლებს შორის რომელთა სახელი მაინც კი ვიცი ( ძველიც და ახალიც )
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Dec 15 2007, 02:41 AM
ციტატა(Didgoreli @ Dec 15 2007, 01:42 AM)
mii
დავამატებდი რომ ყველაზე ღვაწლმოსილი ანსამბლი იმ ანსამბლებს შორის რომელთა სახელი მაინც კი ვიცი ( ძველიც და ახალიც )
?
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Dec 15 2007, 04:07 PM
N. R.
ციტატა
?
რაო და ისო ჩემო N.R. რომ ანჩისხატი არის ყველაზე ღვაწლმოსილი ანსამბლი იმ ანსამბლებს შორის რომელიც კი ოდესმე ყოფილა ან დღეს არის ( ის ანსამბლები მაქვს მხედველობაში რომელიც ჩვენ ვიცით , თორე 5 საუკუნის წინ რა იყო არ ვიცით ) !!! თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ აღგვიდგინეს ქართული კანონიკური გალობა . ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს ანსამბლმა?
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Dec 15 2007, 04:38 PM
ციტატა(Didgoreli @ Dec 15 2007, 04:07 PM)
N. R.
რაო და ისო ჩემო N.R. რომ ანჩისხატი არის ყველაზე ღვაწლმოსილი ანსამბლი იმ ანსამბლებს შორის რომელიც კი ოდესმე ყოფილა ან დღეს არის ( ის ანსამბლები მაქვს მხედველობაში რომელიც ჩვენ ვიცით , თორე 5 საუკუნის წინ რა იყო არ ვიცით ) !!! თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ აღგვიდგინეს ქართული კანონიკური გალობა . ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს ანსამბლმა?
ის რაც ანჩისხატმა გააკეთა XX საუკუნის ბოლოს არის უნიკალური და განუმეორებელი. მაგრამ თუ კონკრეტული საქმით არა მნიშვნელობით ნამდილად არ ჩამორჩებოდა მათი ღვაწლი
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Dec 15 2007, 10:27 PM
N. R.
ციტატა
ის რაც ანჩისხატმა გააკეთა XX საუკუნის ბოლოს არის უნიკალური და განუმეორებელი. მაგრამ თუ კონკრეტული საქმით არა მნიშვნელობით ნამდილად არ ჩამორჩებოდა მათი ღვაწლი
ხოდა მეც მაგას არ ვამბობ
პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Dec 17 2007, 01:04 AM
Didgoreli ჭეშმარიტებას ღაღადებ ძმაო
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Dec 17 2007, 01:47 AM
Didgoreli
არ ვიცი, ეტყობა ვერ გავიგე რა იგულისხმე
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Dec 17 2007, 06:53 PM
N. R.
ციტატა
ჭეშმარიტებას ღაღადებ ძმაო
გეიხარე N. R.
ციტატა
არ ვიცი, ეტყობა ვერ გავიგე რა იგულისხმე
ხოო ეტყობა
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Dec 17 2007, 09:56 PM
Didgoreli N. R. misdevs mela loms ჩემი ბაგენიც მაგას მეტყველებს უდავოდ.მართლა მაგარია ანჩისხატი,ვენაცვალე მაგათ და ასე გააგრძელონ მოღვაწეობა
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Dec 18 2007, 12:06 AM
yipiani gio
ციტატა
ჩემი ბაგენიც მაგას მეტყველებს უდავოდ.მართლა მაგარია ანჩისხატი,ვენაცვალე მაგათ და ასე გააგრძელონ მოღვაწეობა
მართლაა ძაან მაგრები არიაან
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Dec 18 2007, 08:47 PM
Didgoreli ვენაცვალე მაგათ,მომენატრნენ ოღონდ და არ დაივიწყონ დიდი ხნით კონსერვატორია. თუმცა ვისზე ვამბოფ დიდგორის კონცერტს ვეღარ ვეღირსე რა.
პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Dec 18 2007, 08:51 PM
yipiani gio
ციტატა
არ დაივიწყონ დიდი ხნით კონსერვატორია.
მემგონი დაივიწყეს დიდი სიამოვნებით მოვისმანდი მათ ახალ კონცერტს
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Dec 18 2007, 09:00 PM
ალბათ ერთი წელი კიდევ ვერ მოვისმენთ (სოლო კონცერტზე მაქვს საუბარი)
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Dec 19 2007, 05:45 PM
misdevs mela loms რატო ? დავიჯერო ისეთი რეპერტუარი ჯერ არ აქვთ მზად რო გაგვაოცონ?
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Dec 19 2007, 05:47 PM
yipiani gio
ციტატა
რატო ? დავიჯერო ისეთი რეპერტუარი ჯერ არ აქვთ მზად რო გაგვაოცონ?
შეიძლება ქე აქვთ , მარა მგონი არ აპირებენ ჯერჯერობით აფერს
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Dec 19 2007, 05:49 PM
Didgoreli ცუდია .ნამეტანი ცუდია როცა იქნება ხო იქნება რა...
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Dec 19 2007, 05:50 PM
yipiani gio
ციტატა
ცუდია .ნამეტანი ცუდია როცა იქნება ხო იქნება რა...
კიი როცა იქნება ქე იქნება
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Dec 21 2007, 05:04 AM
ციტატა(yipiani gio @ Dec 19 2007, 05:45 PM)
misdevs mela loms რატო ? დავიჯერო ისეთი რეპერტუარი ჯერ არ აქვთ მზად რო გაგვაოცონ?
არც მეტი და არც ნაკლები ....... გამეცინა მაგრა
პოსტის ავტორი: mii თარიღი: Dec 21 2007, 01:25 PM
რაღაც ასე მგონია რომ თითქოს სიცარიელეა ამ ბოლო დროს სცენაზე რადგან კაი ხანია ანჩისხატის კონცერტი არ გამართულა . ვთხოვ ანჩისხატს გვაჩუკოს ის დიდი სიამოვნება რითაც ჩვენ ყველა ვიყავით განებივრებულები. ანჩისხატის კონცერტი ეს ხალხის მოთხოვნაააააა))))))))
პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Dec 21 2007, 05:43 PM
ციტატა
სიცარიელეა ამ ბოლო დროს სცენაზე
გეთანხმები, ძალიან დიდი პაუზა გამოსდით
პოსტის ავტორი: mii თარიღი: Dec 21 2007, 10:46 PM
ხოოო ნეტა რატო?
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Dec 22 2007, 02:13 AM
mii
ციტატა
ვთხოვ ანჩისხატს გვაჩუკოს ის დიდი სიამოვნება რითაც ჩვენ ყველა ვიყავით განებივრებულები. ანჩისხატის კონცერტი ეს ხალხის მოთხოვნაააააა))))))))
+ 1 , მეც მანდ ვარ !!!
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Dec 23 2007, 12:05 AM
შემოდგომაზე ვაპირებთ კონცერტს. თან იუბილეა გუნდის, 20 წელი უსრულდება. წელს ძალიან ბევრი გასტროლები გვქონდა და ვეღარ მოვახერხეთ.
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Dec 23 2007, 12:07 AM
ვეშაპო ეჰ შემოდგომამდე ლოდინი მომკლავს და გამათავებს მე მარა როგორმე გავიტან თავს იქამდე.
შემოდგომაზე ვაპირებთ კონცერტს.თან იუბილეა გუნდის, 20 წელი უსრულდება.წელს ძალიან ბევრი გასტროლები გვქონდა და ვეღარ მოვახერხეთ.
ხომ ვთვი კიდევ ერთი წელი არ ექნებათთქო
yipiani gio
ციტატა
ეჰ შემოდგომამდე ლოდინი მომკლავს და გამათავებს მე მარა როგორმე გავიტან თავს იქამდე.
იქამდე დიდგორის კონცერტი იქნება და ეგ გადაგატანინებს
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Dec 23 2007, 04:12 PM
misdevs mela loms აბა რააააააააა.
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 15 2008, 01:08 AM
მგონი დრო მოვიდა ვისაუბროთ ანჩისხატზეც!
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 15 2008, 10:50 PM
yipiani gio
ციტატა
მგონი დრო მოვიდა ვისაუბროთ ანჩისხატზეც!
მაგარი პოსტია
ანჩისხატის გუნდზე რათქმაუნდა დაუსრულებლად შეიძლება საუბარი ! მე უბრალოდ ერთს ვიტყვი რომ ასეთი გუნდი საქართველოს არ ჰყოლია ნახევარ საუკუნეზე მეტია ! ( ეს ჩემი აზრია და ალბათ არამარტო ჩემი )
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 15 2008, 10:57 PM
Didgoreli ეგ თავისთAვად მაგრამ მე იმ პრობლემებზე ვამბობ ძირითადად რაც ეხლა დაუდგა ანჩისხატს,და იმედია ყველაფერი მოგვარდება სასიკეთოდ
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 16 2008, 12:00 AM
რაც დრო გადის უფროდაუფრო ვრწმუნდები ამათ უდიდეს ღვაწლში... ჯერ გალობის აღდგენა-გადარჩენა-შენარჩუნება რად ღირს, მერე სიმღერების... და იმ სტილის რომლის ერთ-ერთი მკაფიო მიმდევარი და დამნერვგელი რომელსაც სიმღერის ხალხურად შესრულება ჰქვია, მყვირალა ტერმინოლოგიით კი - ავთენტურობა.
პოსტის ავტორი: mastersoni თარიღი: Jan 16 2008, 12:46 AM
yipiani gio ნამდვილად ექნებათ რაიმე ისეთი რაც უდაოდ გაგვაოცებს
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 16 2008, 12:49 AM
mastersoni რათქმაუნდა.ყოველთვის აქვთ დესერტები თან ძალიან ბევრი
პოსტის ავტორი: mastersoni თარიღი: Jan 16 2008, 01:44 AM
yipiani gio ძალიან კაგრი ანსამბლია, უდაოდ დასაფასებელი, ახალ დისკსაც თU გამოსცემენ ნამდვილად კარგი იქნება
პოსტის ავტორი: mraavalui თარიღი: Jan 21 2008, 06:43 PM
ძალიან მაგარი ანსამბლია,დიდი მადლობა მათ, რომ გალობა აღადგინეს,მართლაც მაგარი საქმე გააკეთეს,გაიხარონ უკუნისამდე.
პოსტის ავტორი: Ninia I თარიღი: Jan 21 2008, 08:54 PM
კვირას 27 იანვარს რადიო მუზას ეთერში (95.9) 18.00 საათზე სტუმრად იქნება მალხაზ ერქვანიძე. ვისაც გსურთ მოუსმინეთ. საინტერესოდ საუბრობს. სამწუხაროდ მანდილოსნების გალობის თემა დახურეს. მინდოდა იქ დამეანონსებინა, რომ ამ თემასთან დაკავშირებითაც ისაუბრებს და იქნებ ზოგიერთებს მერე კომენტარებიც გაეკეებინათ. მოკლედ ასეა რა. უღრმესი პატივისცემით: ნინია
პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Jan 21 2008, 10:06 PM
აქ ჩემი კომენტარი ზედმეტია, ღმერთმა გაგალიეროთ!
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 22 2008, 01:49 AM
Ninia I
ციტატა
კვირას 27 იანვარს რადიო მუზას ეთერში (95.9) 18.00 საათზე სტუმრად იქნება მალხაზ ერქვანიძე. ვისაც გსურთ მოუსმინეთ. საინტერესოდ საუბრობს. სამწუხაროდ მანდილოსნების გალობის თემა დახურეს. მინდოდა იქ დამეანონსებინა, რომ ამ თემასთან დაკავშირებითაც ისაუბრებს და იქნებ ზოგიერთებს მერე კომენტარებიც გაეკეებინათ. მოკლედ ასეა რა. უღრმესი პატივისცემით: ნინია
აუცილებლად მოვუსმენთ დიდი მადლობა ინფორმაციისთვის
პ.ს. როგორ ხარ? სად დაიკარგე?
პოსტის ავტორი: Beri kaci თარიღი: Jan 27 2008, 11:24 PM
კონცერტზე შესრულებული სვანურის ვიდეო ხომ არ გაქვთ შემთხვევით? ცეკვის თანხლებით რომაა ის.
პოსტის ავტორი: Beri kaci თარიღი: Jan 28 2008, 05:04 PM
ციტატა(Beri kaci @ Jan 27 2008, 11:24 PM)
კონცერტზე შესრულებული სვანურის ვიდეო ხომ არ გაქვთ შემთხვევით? ცეკვის თანხლებით რომაა ის.
მდააა.... ეტყობა არავის არ აქვს.
ციტატა(Beri kaci @ Jan 27 2008, 11:24 PM)
კონცერტზე შესრულებული სვანურის ვიდეო ხომ არ გაქვთ შემთხვევით? ცეკვის თანხლებით რომაა ის.
მდააა.... ეტყობა არავის არ აქვს.
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 28 2008, 05:05 PM
Beri kaci ანჩისხატელები ცეკვავენ?
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 29 2008, 01:22 AM
komisia
ციტატა
ანჩისხატელები ცეკვავენ?
! მგონი საერთოდ მაგათ იცეკვეს პირველად ფოლკლორული ანსამბლებიდან და შემდეგ აიტაცეს დანარჩენებმა
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jan 29 2008, 01:27 AM
Didgoreli
ციტატა
მგონი საერთოდ მაგათ იცეკვეს პირველად ფოლკლორული ანსამბლებიდან და შემდეგ აიტაცეს დანარჩენებმა
მთიები ცეკვავდა პირველად ჩვენ, რაც ვიცეკვეთ, ცუდი გამოდგა, ვინაიდან ქორეოგრაფი მოვიწვიეთ ცეკვების დადგმაში. აწი, თუ რამე გავაკეთეთ, ჩვენით გავაკეთებთ ვიდეოჩანაწერების მიხედვით.
ბასიანი გაცილებით კარგად აკეთებს სვანურ ფერხულებს, ვინაიდან პირდაპირ დედნებით ხელმძღვანელობენ.
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 29 2008, 01:41 AM
ვეშაპო
ციტატა
მთიები ცეკვავდა პირველად
მე ფოლკლორულ ანსამბლებს ვგულისხმობდი
ციტატა
ჩვენ, რაც ვიცეკვეთ, ცუდი გამოდგა, ვინაიდან ქორეოგრაფი მოვიწვიეთ ცეკვების დადგმაში. აწი, თუ რამე გავაკეთეთ, ჩვენით გავაკეთებთ ვიდეოჩანაწერების მიხედვით.
ბასიანი გაცილებით კარგად აკეთებს სვანურ ფერხულებს, ვინაიდან პირდაპირ დედნებით ხელმძღვანელობენ.
რავიცი ბასიანი შეიძლება უკეთ ცეკვავს , მაგრამ ისე ფაქტია რომ თქვენგან ავიტაცეთ ეს ტრადიცია დამწყებმა ანსამბლებმა
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jan 29 2008, 04:13 AM
Didgoreli
ციტატა
მე ფოლკლორულ ანსამბლებს ვგულისხმობდი
მეც.
ციტატა
რავიცი ბასიანი შეიძლება უკეთ ცეკვავს , მაგრამ ისე ფაქტია რომ თქვენგან ავიტაცეთ ეს ტრადიცია დამწყებმა ანსამბლებმა
მაგი აღარ ვიცი.
პოსტის ავტორი: Beri kaci თარიღი: Jan 30 2008, 02:41 AM
ვეშაპო
ისა და.... ამ ყველაფრის ვიდეოამსახველი მასალა არ მოგეპოვება? რომ იცოდე როგორ მინდა რა.
პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jan 30 2008, 06:54 PM
ანჩისხატის გუნდი
პოსტის ავტორი: buta თარიღი: Jan 30 2008, 08:03 PM
ვეშაპო რა მაინტერესებს ტქვენ "ანჩისხატს" თუ გაქვთ ასერთოდ "ხასამბეგურა" ჩაწერილი ვერსად ვერ ვიშოვე და მაგრად მინდა.
ანდაც ვინმეს თუ გაქვთ ატვითტეთ კარგით, მადლობა დიდი
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jan 30 2008, 10:00 PM
buta
ციტატა
რა მაინტერესებს ტქვენ "ანჩისხატს" თუ გაქვთ ასერთოდ "ხასამბეგურა" ჩაწერილი ვერსად ვერ ვიშოვე და მაგრად მინდა.
წელს ჩავწერეთ საფრანგეთში ტელევიზიისთვის ,მაგრამ ჯერ არ ჩამოგვსვლია. ისე, კაი ხმაზე კი ვიყავი.
დიდი ანსამბლი დიდი მომღერლებით და დიდი საქმეებით))))) გაიხარეთ!!!!!!!!!
პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Feb 2 2008, 10:10 PM
mii დიახ,დიახ!
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Feb 2 2008, 10:19 PM
ციტატა(mastersoni @ Jan 16 2008, 01:44 AM)
yipiani gio ძალიან კაგრი ანსამბლია, უდაოდ დასაფასებელი, ახალ დისკსაც თU გამოსცემენ ნამდვილად კარგი იქნება
12 დისკი აქვთ გამოცემული და სამი იმდენი ნამღერ-ნაგალობი
პოსტის ავტორი: BEKO:)) თარიღი: Feb 10 2008, 01:38 AM
ანჩისხატის გუნდს 12 წლიდან ვუსმენ და ძალიან მიყვარს, სამაგალითო ანსამბლია ჩემთვის.
მართლაც უდიდესი როლი შეასრულა და ასრულებს ქართული სიმღერისა და გალობის აღდგენის საქმეში და პოპულარიზაციაში
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Feb 11 2008, 01:25 AM
N. R.
ციტატა
12 დისკი აქვთ გამოცემული და სამი იმდენი ნამღერ-ნაგალობი
12 დისკი აქვთ გამოცემული და არცერთი არა მაქვს ქვეყანაა ეს?
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Feb 12 2008, 01:33 AM
komisia
ციტატა
12 დისკი აქვთ გამოცემული და არცერთი არა მაქვს ქვეყანაა ეს?
რა არცერთი არ გაქვს ბიჯო რას ამბობ ? ანჩისხატის საკონცერტო ჩანაწერები არ გაქვს? ან საგალობლები არ გაქვს?
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Feb 26 2008, 09:12 PM
ციტატა(buta @ Feb 26 2008, 09:08 PM)
N. R.
უყურე ესეც რა გარკვეული ყოფილა ეგეთ ამბებში. N. R. ისე რა მაინტერესებს თუ იცი ვიდეოები სად ვიშოვო ანჩისხატის? რა თქმა უნდა თუ არსებობს
ან ნიკუშ შენ თუ იცი?
არსებობით ცხადია არსებობს. მაგრამ მხოლოდ ანსამბლის წევრთა პირად არქივებში ალბათ შეიძლება თხოვნა რომ გვაყურებინონ, ალბათ ვესაპოს უნდა ვკითხოთ, არა?
ციტატა(Didgoreli @ Feb 26 2008, 09:10 PM)
loma
ააა ხერხემალში ამტვრეევ?? დაწერე შენი ნომერი და დავილაპარაკოთ !!! ჩემი ნომერია 893 200 308 - ნიკა
ვეღარაფერს დაწერს, ვორნი აქვს ხერხემალზე კი მგონი მე დამიწერა? არააა???/
პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Feb 26 2008, 09:14 PM
N. R. რა ვიცი. ერთხელ მეც ვთხოვე ვიდეოები ვეშაპოს და უშედეგოდ
თან სკაიპში მივწერე . აბა რას ნახავდა.შეიძლება იმ დროს არც ქონდა ჩართული
თუ რაღაც მეც მითხარით რაა?
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Feb 26 2008, 09:17 PM
ციტატა(ართი ვარდი @ Feb 26 2008, 09:14 PM)
N. R. რა ვიცი. ერთხელ მეც ვთხოვე ვიდეოები ვეშაპოს და უშედეგოდ
თან სკაიპში მივწერე . აბა რას ნახავდა.შეიძლება იმ დროს არც ქონდა ჩართული
თუ რაღაც მეც მითხარით რაა?
ნაღდად ვეშაპოს მიწერე?
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Feb 26 2008, 09:17 PM
ართი ვარდი
ციტატა
თან სკაიპში მივწერე . აბა რას ნახავდა.თუ რაღაც მეც მითხარით რაა?
ეეე, როდის კაცო?
პოსტის ავტორი: buta თარიღი: Feb 26 2008, 09:18 PM
N. R.
ციტატა
შეიძლება თხოვნა რომ გვაყურებინონ, ალბათ ვესაპოს უნდა ვკითხოთ, არა?
ესეეგი ჩვენი შანსი ვეშაპოა არა? ისე მე მაქვს ვეშაპოს ხასამბეგურას ვიდეო, რომელიც მაგას არ ექნება ორონდ ქართუ ხმებთან ერთად.
პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Feb 26 2008, 09:19 PM
ციტატა(ვეშაპო @ Feb 26 2008, 09:17 PM)
ართი ვარდი
ეეე, როდის კაცო?
კაი ხნის წინ.არის საშუალება კიი, რომ დადოთ საკონცერტო ვიდეოები?მხოლოდ ანჩისხატის მაინტერესებს
პოსტის ავტორი: buta თარიღი: Feb 26 2008, 09:21 PM
ვეშაპო ერთი უნდა გამოგიგზავნო შენ და ბაკურაძეები რო უბერავთ რესტორანში აჭარულ ხასამბეგურას
პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Feb 28 2008, 07:09 PM
ვინ ხელმძღვანელობს ანჩისხატს?
პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Feb 28 2008, 07:10 PM
მალხაზ ერქვანიძე რამე შეიცვალაა?
პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Feb 28 2008, 07:13 PM
ართი ვარდი
ციტატა
მალხაზ ერქვანიძე
მალხაზი რომ ხელმძღვანელობდა ქე ვიცით ახლა ვინ არის ეგ მაინტერესებს
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Feb 28 2008, 08:48 PM
მოკლედ, გასული და წლევანდელი წელი ძალიან დახუნძლული იყო ანსამბლებიდან ხელმძღვანელების წასვლით. და ივლტოდენ იგინი, ვითარცა ლოთი სოდომისაგან და ვითარცა ცხოვარი ევლტის მგელსა მას, მაწუხებელსა მისსა.
ანჩისხატი (მგონი, დროებით) დიდგორი (არ ვიცი, რამდენი ხნით) ქართული ხმები (მგონი, აწ და მარადის) შვიდკაცა - ყოფილი ფესვები, (ესეც მგონი საუკუნოდ)
აბა, ვინაა შემდეგი?
2 ანსამბლში ვმღერივარ და არცერთს არ ყავს ხელმძღვანელი.
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Feb 29 2008, 12:04 AM
misdevs mela loms ვეშაპო ისეხედავთ რა სიყვარულია მაინც? ისე ხალხს რომელსაც ფოლკლორი აერთიანებს უხელმძღვანელოდაც ბევრი გამოსდით.მაგალითი სახეზეა
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Feb 29 2008, 12:05 AM
misdevs mela loms
ციტატა
დიდგორი (არ ვიცი, რამდენი ხნით)
სამუდამოდ
მეც მაგ აზრზე ვარ
პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Feb 29 2008, 12:14 AM
Didgoreli კ.პ.პ. სხვა საქმეა არა?
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Feb 29 2008, 12:24 AM
yipiani gio
ციტატა
ხალხს რომელსაც ფოლკლორი აერთიანებს უხელმძღვანელოდაც ბევრი გამოსდით.მაგალითი სახეზეა
მაგათგან ერთს ქონდა მარტო კონცერტი ხელმძღვანელის გარეშე სტატუსით, "ქართულ ხმებს". მართალია ეს ანსამბლი სხვებთან შედარებით თავისი ფოლკლორული მიმართულებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით საუკეთესო კონცერტი მისცა, ვიდრე ხელმძღვანელიანობის დროს.
3 კონცერტი აქვს "ქართულ ხმებს" კონსერვატორიაში ჩატარებული და ყველას ეს უკანასკნელი ჯობდა.
ვნახოთ, "დიდგორი" და "ანჩისხატი" რას იზამენ.
პოსტის ავტორი: siomani თარიღი: Feb 29 2008, 12:41 AM
ანჩისხატიდს ტაძრის გუნდი! ჩემი საყვარელი ფოლკლორული ანსამბლი! ჩხიკვთა ქორწილის არ იყოს: შერიგდით!!!
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Feb 29 2008, 01:00 AM
ვეშაპო
ციტატა
ვნახოთ, "დიდგორი" და "ანჩისხატი" რას იზამენ.
ანჩისხატი ქე იზამს , იმიზა რომე მაქანე ყველა პროფესიონალია !!! აი დიდგორი ვნახოთ რა იზამს
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Feb 29 2008, 01:23 AM
ყველა ყველაფერს იზამს კარგად .ამაში ეჭვიც არ მეპარება
პოსტის ავტორი: mii თარიღი: Feb 29 2008, 01:16 PM
ვეშაპო ბატონო ლევან საფრანგეთში ნამღერი ხასანბეგურა თუ გაააქვს? მახსოვს ამბობდი მაგარ ხოდზე ვიყავიო))))))
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Mar 1 2008, 12:30 AM
mii
ციტატა
ბატონო ლევან საფრანგეთში ნამღერი ხასანბეგურა თუ გაააქვს?
არაა, ჯერ არა მაქვს.
ციტატა
მახსოვს ამბობდი მაგარ ხოდზე ვიყავიო
ეგ კი მახსოვს, რომ მაგარ ხოდზე ვიყავი, ისიც მახსოვს, რომ ვამბობდი, მარა შენ რომელი ხარ?
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Mar 1 2008, 11:53 AM
ანჩისხატი, უდიდესი ღვაწლის მქონე ანსამბლი ...........
20 წლის იუბილესთან დაკავშირებით არ ხდება რამე?
ნეტა არ დაგვპაიჟებეეენ...?...
პოსტის ავტორი: mii თარიღი: Mar 1 2008, 12:34 PM
[მარა შენ რომელი ხარ? [img] მე ერთი უბრალო მოკვდავი ვარ ერთი როზმანიჩი
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Mar 1 2008, 02:27 PM
mii
ციტატა
ერთი როზმანიჩი
ვაა, როზმანიჩს ვენაცვალე. ისე, ეგ ავატარი და როზმანიჩი რაღაც ვერ დავაკავშირე. როზმანიჩების კვალობაზე ნამეტარი რომანტიულია.
პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Mar 1 2008, 10:45 PM
გუნდმა "ანჩისხატი"- უკვე შეასრულა თავისი ვალი,მაგრამ ბიჭები არ ჩერდებიან და კვალაც გვთავაზობენ და გვამდიდრებენ ახალ-ძველი შედევრებით! მრავალ ბზობას დაესწარით თქვენს ოჯახებთან ერთად! უძლიერესი გუნდია,ალტერნატივა არ არსებობს!!!!!!!!!
პოსტის ავტორი: Beri kaci თარიღი: Apr 21 2008, 12:23 PM
ყველაზე მეტად ამ გაზაფხულზე "ანჩისხატი"-ს სოლო კონცერტი გამიხარდებოდა. მაისი ისედაც დახუნძლული ჩანს კონცერტებით, მარა... დამეთანხმებით ალბათ...
პოსტის ავტორი: buta თარიღი: Apr 22 2008, 09:53 PM
Beri kaci
ციტატა
ყველაზე მეტად ამ გაზაფხულზე "ანჩისხატი"-ს სოლო კონცერტი გამიხარდებოდა. მაისი ისედაც დახუნძლული ჩანს კონცერტებით, მარა... დამეთანხმებით ალბათ...
გუნდმა "ანჩისხატი"- უკვე შეასრულა თავისი ვალი,მაგრამ ბიჭები არ ჩერდებიან და კვალაც გვთავაზობენ და გვამდიდრებენ ახალ-ძველი შედევრებით! მრავალ ბზობას დაესწარით თქვენს ოჯახებთან ერთად! უძლიერესი გუნდია,ალტერნატივა არ არსებობს!!!!!!!!!
გეთანხმები
ციტატა(Beri kaci @ Apr 21 2008, 01:23 PM)
ყველაზე მეტად ამ გაზაფხულზე "ანჩისხატი"-ს სოლო კონცერტი გამიხარდებოდა. მაისი ისედაც დახუნძლული ჩანს კონცერტებით, მარა... დამეთანხმებით ალბათ...
ანჩისხატის სოლო კონცერტი მინდა.......
პოსტის ავტორი: buta თარიღი: Apr 24 2008, 02:12 PM
ერთი თხოვნა მაქვს: "ანჩისხატის" შესრულებით "ანგელოზი ღაღადებს" თუ გავთ ვინმეს დადეთ რაა, გელათის კილო.
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: May 8 2008, 10:30 PM
სურათი დადეთ რა ანჩისხატის...
პოსტის ავტორი: anukap თარიღი: May 8 2008, 11:22 PM
გთხოვთ თუ გაქვთ მათი სიმღერა ტორონჯი მომაწოდეთ წინასწარ დიდი მადლობა
პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 8 2008, 11:30 PM
anukap მოგაწოდე უკვე, სხვა თემაში
აქაც გადმოვაკოპირებ: http://www.files.ge/file/238939/02-Chqim-toronji-mp3.html
ციტატა(buta @ Apr 24 2008, 02:12 PM)
ერთი თხოვნა მაქვს: "ანჩისხატის" შესრულებით "ანგელოზი ღაღადებს" თუ გავთ ვინმეს დადეთ რაა, გელათის კილო.
სადაური კილოა არ ვიცი, მაგრამ რაც ვიპოვე კომპში, ესაა: http://www.files.ge/file/238960/G---Angelosi-gagadebs-mp3.html
პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: May 8 2008, 11:34 PM
მინდა ავღნიშნო ბატონი მალხაზის ნაყოფიერი გამოსვლა კონცერტზე. ,რომელიც სულ რაღაც 2 დღის წინ იყო კონცერვატორიის მცირე დარბაზში
დასაფასებელია ამ ადამიანის ღვთივმომადლებული გონიერება _
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: May 9 2008, 03:33 AM
მარიამი
ციტატა
სადაური კილოა არ ვიცი, მაგრამ რაც ვიპოვე კომპში, ესაა: http://www.files.ge/file/238960/G---Angelo...gadebs-mp3.html
შემოქმედის სკოლა (გურული)
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jun 19 2008, 12:22 AM
მოკლედ დღეს შემთხვევით შევესწარი ანჩისხატის შესრულებულ ხასანბეგურას.ძალიან მაგარი იყო.საღოლ რა მართლა.
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 19 2008, 01:02 AM
yipiani gio
ციტატა
მოკლედ დღეს შემთხვევით შევესწარი ანჩისხატის შესრულებულ ხასანბეგურას.ძალიან მაგარი იყო.საღოლ რა მართლა.
რომელი იყავი კაცო?
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jun 19 2008, 02:48 PM
ვეშაპო
ციტატა
რომელი იყავი კაცო?
მეზობლის ბავშვებივით რო ვიდექით გვერდით, ისინი
yipiani gio
ციტატა
მოკლედ დღეს შემთხვევით შევესწარი ანჩისხატის შესრულებულ ხასანბეგურას.ძალიან მაგარი იყო.საღოლ რა მართლა.
პირველად მოვისმინეთ თქვენი შესრულებით და მართლა ძაან მაგარი იყო
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jun 19 2008, 03:08 PM
ციტატა
რომელი იყავი კაცო?
რომელი და სამი რომ ვიყავით ერთი ზდაროვი ცოტა(მე) და ერთი კოწიას ხუხუნაიშვილის შტამომავალი (ქერა რომ იყო) და მესამე კიდე გამოხედვაზეც ეტყობა რომ კახელია(komisia)
პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Jun 19 2008, 03:21 PM
yipiani gio სად მოუსმინეთ?
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jun 19 2008, 03:34 PM
ციტატა
სად მოუსმინეთ?
ანჩისხატთAნ მოვხვდით შემთხვევით და რო მივდიოდით გზადაგზა ხასანბეგურას ვმღეროდით(ვბღაოდით)და ანჩისხატთან გავჩერდით პირჯვარი უნდა გადაგვეწერა და უცბად ისმის ძალიან მაგარი ხასანბეგურა და გავიხედეთ და მგონი რუსები უღებდნენ "ანჩისხატს" და ჩავედით და დავტკბით...
პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Jun 19 2008, 03:42 PM
yipiani gio
ციტატა
ანჩისხატთAნ მოვხვდით შემთხვევით და რო მივდიოდით გზადაგზა ხასანბეგურას ვმღეროდით(ვბღაოდით)და ანჩისხატთან გავჩერდით პირჯვარი უნდა გადაგვეწერა და უცბად ისმის ძალიან მაგარი ხასანბეგურა და გავიხედეთ და მგონი რუსები უღებდნენ "ანჩისხატს" და ჩავედით და დავტკბით...
პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jun 19 2008, 04:05 PM
ციტატა
ანჩისხატის სოლო კონცერტი მინდა.......
მეც !!!
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 19 2008, 06:26 PM
komisia
ციტატა
მეზობლის ბავშვებივით რო ვიდექით გვერდით, ისინი
yipiani gio
ციტატა
რომელი და სამი რომ ვიყავით
მერე, ვერ მოხვედით, ვერ გაგვეცანით? მით უმეტესე მე, ფორუმელს?
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jun 19 2008, 09:56 PM
ციტატა
მერე, ვერ მოხვედით, ვერ გაგვეცანით? მით უმეტესე მე, ფორუმელს?
მეც მაგრად მომეწონა. განსაკუთრებით "ჩვენ მშვიდობა"
ეს ჩვენ მშვიდობა რაც ანჩისხატმა შეასრულა, თუ არ ვცდებიი ლილვაკებიდანააა გადმოტანილი
პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Sep 22 2008, 11:23 AM
kandel მეც მასე ვიცი
პოსტის ავტორი: რუსო თარიღი: May 18 2010, 01:30 AM
http://img693.imageshack.us/i/cimg5058.jpg/
დღეს უთბილესი საღამო გვაჩუქა ანჩისხატის გუნდმა ჰამბურგში მცხოვრებ ქართველებს და უცხოელებსაც რათქმაუნდა smile.gif აქ სამწუხაროდ ხშირად არ შემოვდივარ ,მეგობრებისგან გავიგე რომ ერთ-ერთი წევრი "ვეშაპო" თურმე ფორუმელია,ფოტოზეცაა ჩემს გვერდით,სამწუხაროდ მასჰინ არ ვიცოდი sad.gif
უღრმესი მადლობა ანჩისხატელებს კიდე ერთხელ smile.gif
ზემოტ პოსტი წაშალეთ რაა მოდერატორებმა,დიდი ფორმატია სურათის,ჩასწორების ფუნქცია ვერ ვიპოვე
პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: May 18 2010, 10:45 AM
რუსო ვიდეობიც ხომ არ გაქვთ, ჩვენც რომ დაგვატკბოთ?!
პოსტის ავტორი: რუსო თარიღი: May 18 2010, 12:28 PM
ციტატა(potiabesbaia @ May 18 2010, 08:45 AM)
რუსო ვიდეობიც ხომ არ გაქვთ, ჩვენც რომ დაგვატკბოთ?!
კი მაქვს ძალიან ბევრი,უფრო ვიდეოებს ვუგებდი თქვენ მასწავლეთ რომელ საიტზე ავტვირთო და დავდებ..
პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: May 18 2010, 12:58 PM
რუსო youtube.com-ზე ატვირთე, მარტივი დარეგისტრირება უნდა და მერე ატვირთავ.
ამ myvideo.ge-ზე ატვირთე მარა მანდ ნელა იმუშავებს.
პოსტის ავტორი: რუსო თარიღი: May 24 2010, 03:06 AM
დანარჩენებს ხვალ დავდებ
პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: May 24 2010, 11:27 AM
მაგარია
პოსტის ავტორი: რუსო თარიღი: May 24 2010, 08:19 PM
პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: May 25 2010, 11:19 AM
რუსო დიდი მადლობა რომ გაგვიზიარეთ ვიდეოები
პოსტის ავტორი: რუსო თარიღი: May 25 2010, 02:22 PM
ციტატა(potiabesbaia @ May 25 2010, 09:19 AM)
რუსო დიდი მადლობა რომ გაგვიზიარეთ ვიდეოები
არაფრის,რას ამბობთ
პოსტის ავტორი: SuLo თარიღი: May 26 2010, 10:25 PM
როგორც ყოველთვის შეუდარებელი
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: May 27 2010, 12:53 AM
ციტატა(რუსო @ May 18 2010, 02:30 AM)
http://img693.imageshack.us/i/cimg5058.jpg/ დღეს უთბილესი საღამო გვაჩუქა ანჩისხატის გუნდმა ჰამბურგში მცხოვრებ ქართველებს და უცხოელებსაც რათქმაუნდა smile.gif აქ სამწუხაროდ ხშირად არ შემოვდივარ ,მეგობრებისგან გავიგე რომ ერთ-ერთი წევრი "ვეშაპო" თურმე ფორუმელია,ფოტოზეცაა ჩემს გვერდით,სამწუხაროდ მასჰინ არ ვიცოდი sad.gif
უღრმესი მადლობა ანჩისხატელებს კიდე ერთხელ smile.gif ზემოტ პოსტი წაშალეთ რაა მოდერატორებმა,დიდი ფორმატია სურათის,ჩასწორების ფუნქცია ვერ ვიპოვე
ვაა. არ ვიცოდი ფორუმელი თუ იყავი.
ახლა ვენაში ვართ კვირის ბოლომდე.
პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: May 27 2010, 10:46 AM
ვეშაპო აბა თქვენ იცით
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 11 2010, 04:02 AM
ესეც ჩვენი ნადური "ჩოჩხათურა" ვენაში:
პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Jun 11 2010, 01:06 PM
ციტატა
ის რამდენიმე რატო უშლის დანარჩენებს ტურასავით რო კივის?
მოძველდა ეგ ხუმრობა
ისე მე სოლო კონცერტზე შესრულებული უფრო მომეწონა
მგონი აქ არ დადებულა ეს ვიდეო, მაგარია
პოსტის ავტორი: mr.satadarigo თარიღი: Aug 1 2010, 10:47 PM
ძალიან მაგარია )))))
პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: Dec 30 2010, 04:37 PM
ძალიან მაგრად ასრულებენ არანაირად არ განსხვავდება ხუხუნაიშვილების მიერ ჩაწერილი კალოს ხელხვავისგან,ეს ძალიან დიდი შრომის შედეგია და მინდა წარმატებები ვუსურვო ანჩისხატის მგალობელთა გუნდს.
პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: Jan 10 2011, 12:53 AM
ვისაც გაქვთ "ანჩისხატის"ხასანბეგურა დადეთ რა ძალიან მინდა მოსმენა
პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Jan 10 2011, 12:54 PM
ციტატა
ვისაც გაქვთ "ანჩისხატის"ხასანბეგურა დადეთ რა ძალიან მინდა მოსმენა
მაგი არავისა აქვს მგონი მგონი იუტუბზეა ვიდეო სადაც მონაცვლეობით მღერიან სხვადასხვა გუნდები, მათ შორის ანჩისხატი. მეც ერთხელ მაქვს მოსმენილი შემთხვევით ოღონდ ცოცხლად
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jan 10 2011, 01:06 PM
ციტატა
ციტატა
ვისაც გაქვთ "ანჩისხატის"ხასანბეგურა დადეთ რა ძალიან მინდა მოსმენა
ციტატა
მაგი არავისა აქვს მგონი მგონი იუტუბზეა ვიდეო სადაც მონაცვლეობით მღერიან სხვადასხვა გუნდები, მათ შორის ანჩისხატი. მეც ერთხელ მაქვს მოსმენილი შემთხვევით ოღონდ ცოცხლად
მაგას ჯობია არ მოუსმინოთ. http://elar.ge/
პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: Jan 10 2011, 09:13 PM
მაინც მადლობა
ბატონო ლევან "თხოვნებში და კითხებში" კი დავწერე მაგრამ არავინ გამომეხმაურა, იქნებ თქვენ მითხრათ როდის აქვს "ანჩისხატს" სოლო კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში?
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jan 11 2011, 01:22 AM
sAnDro ★1837
ციტატა
როდის აქვს "ანჩისხატს" სოლო კონცერტი კონსერვატორიის დიდ დარბაზში?
თითქოს გვინდა, რომ ნააღდგომევს გავაკეთოთ. სადღაც აპრილის ბოლოსკენ, ან მაისის პირველ ნახევარში.
ვნახოთ.
პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: Jan 11 2011, 12:17 PM
ძალიან დიდი მადლობა,ბატონო ლევან თუ არ დაგავიწყდებათ იქნებ რომ გაარკვევთ თვე და რიცხვს თემაში დაწეროთ არ მინდა რომ გამომრჩეს
პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: Feb 1 2011, 04:48 PM
ციტატა(gurulo @ Jan 10 2011, 12:54 PM)
მაგი არავისა აქვს მგონი მგონი იუტუბზეა ვიდეო სადაც მონაცვლეობით მღერიან სხვადასხვა გუნდები, მათ შორის ანჩისხატი. მეც ერთხელ მაქვს მოსმენილი შემთხვევით ოღონდ ცოცხლად
ციტატა(ვეშაპო @ Jan 10 2011, 01:06 PM)
მაგას ჯობია არ მოუსმინოთ. http://elar.ge/
ახლახანს ვნახე სიმპოზიუმის ს ნაწილი სადაც ხასანბეგურას მღეროდნენ მაგრამ იმ დროს არ ის დაწყებულინროდესაც ანჩისხ ტი ამთავრებს გამოსვლას
პოსტის ავტორი: mr.satadarigo თარიღი: Mar 20 2011, 02:11 PM
მე ♥ ანჩისხატის გუნდი
პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: Mar 20 2011, 02:45 PM
ლიტანიობას ნამდვილად იყო ორი გუნდი, ერთი ერთ ნავში იდგა, მეორე - მეორე ნავში და ორივე მხარე გალობდა. ვეშაპოს კიდე სურათებიდან ვიცნობ და რავიცი, ვერ ვნახე :შ
ლიტანიობას ნამდვილად იყო ორი გუნდი, ერთი ერთ ნავში იდგა, მეორე - მეორე ნავში და ორივე მხარე გალობდა. ვეშაპოს კიდე სურათებიდან ვიცნობ და რავიცი, ვერ ვნახე :შ
მაშ ლიტანიობას იყავი ანჩისხატში? სა იდექი?
არა ლიტანიობას არ ვყოფილვარ ანჩისხატში ეგ ვიცი ორი გუნდი რომ გალობს, მეორე გუნდის წევრბი არ არიან ანჩსხატელები.
რავიცი წირვა-ლოცვაზე მხოლოდ 5-6 მგალობელი თუა ერთ გუნდში.
ახლახანს შესული ვიყავი ანჩისხატელების საიტზე და ვნახე რომ ანჩისხატს აქვს კონცერტები გერმანიასა და შვეიცარიაში. წარმატებებს ვუსურვებ ანჩისხატს. (ბატონო ლევან იქნებ მითხრათ თუ გაქვთ ინფორმაცია რომელ ქალში გაიმართება ანჩისხატის კონცერტი?)
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Apr 27 2011, 03:09 AM
ქევანა
ციტატა
ორივე გუნდი იყო, თუმცა ვეშაპო არ დამინახია smile.gif
sAnDro ★1837
ციტატა
ეს ბოლო ერთი თვე იქნება რაც ანჩისხატში დავდივარ ერთი მინდა სრული შემადგენლობით მათი გალობა მოვისმინო, მაგრმ ვერ ვეღირსე biggrin.gif biggrin.gif
ანჩისხატში მთელი გუნდის ნახევარი გალობს მხოლოდ. მეორე ნახევარი ივერიის ღვთისმშობელში ვდგავართ, ნახალოვკაში. საერთო ანსამბლი გვაქვს. უბრალოდ ჩვენც ანჩისხატის გუნდი გვქვია, ვინაიდან ჩვენც ანჩისხატში დავფრთიანდით და იქედან მოვდივართ. ანჩისხატში რომ მეორე გუნდი დგას, ისინი ახალგაზრდა ბიჭები არიან, სულ რაღაც 1-2 წლის წინ მოსულები.
ასე რომ ანჩისხატის გუნდი (ანსამბლს ვგულისხმობ) გაყოფილია ორად და ღვთისმსახურებაზე ერთად დგას მხოლოდ კრეტელის კანონზე სამებაში, ან როცა რომელიმე ეპარქიაში აქვს გასვლა ანსამბლს და ატარებს ღვთისმსახურებას. შეიძლება თბილისის რომელიმე ტაძარშიც და ა.შ. თუ ანჩისხატში მოგალობე ჩვენმა ნახევარმა გვთხოვა, რომ არიქა, პატრიარქი მოდის, ან ეპისკოპოსი და ერთად ვიყოთო, მაშინაც.
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 27 2011, 10:56 AM
ვეშაპო
ციტატა
ნჩისხატში რომ მეორე გუნდი დგას, ისინი ახალგაზრდა ბიჭები არიან, სულ რაღაც 1-2 წლის წინ მოსულები.
ახალგაზრდები? ის სათვალიანი (თვალთ მომხვდა) ახალგაზრდაა მერე? დიაკვანთან იდგნენ, უფრო სწორად, მიკროფოონ :დ
ხოდა აბა მე ყურთ დამაკლდა? აშკარად ორივე ნავიდან ისმოდა გალობა ვაიმე მიშველეთ
ანჩისხატში მთელი გუნდის ნახევარი გალობს მხოლოდ. მეორე ნახევარი ივერიის ღვთისმშობელში ვდგავართ, ნახალოვკაში. საერთო ანსამბლი გვაქვს. უბრალოდ ჩვენც ანჩისხატის გუნდი გვქვია, ვინაიდან ჩვენც ანჩისხატში დავფრთიანდით და იქედან მოვდივართ. ანჩისხატში რომ მეორე გუნდი დგას, ისინი ახალგაზრდა ბიჭები არიან, სულ რაღაც 1-2 წლის წინ მოსულები.
ასე რომ ანჩისხატის გუნდი (ანსამბლს ვგულისხმობ) გაყოფილია ორად და ღვთისმსახურებაზე ერთად დგას მხოლოდ კრეტელის კანონზე სამებაში, ან როცა რომელიმე ეპარქიაში აქვს გასვლა ანსამბლს და ატარებს ღვთისმსახურებას. შეიძლება თბილისის რომელიმე ტაძარშიც და ა.შ. თუ ანჩისხატში მოგალობე ჩვენმა ნახევარმა გვთხოვა, რომ არიქა, პატრიარქი მოდის, ან ეპისკოპოსი და ერთად ვიყოთო, მაშინაც.
ახალგაზრდები? ის სათვალიანი (თვალთ მომხვდა) ახალგაზრდაა მერე? დიაკვანთან იდგნენ, უფრო სწორად, მიკროფოონ :დ
ხოდა აბა მე ყურთ დამაკლდა? აშკარად ორივე ნავიდან ისმოდა გალობა ვაიმე მიშველეთ
არა ორივე ნავიდან გალობენ ოღონ ერთ ნავში არიან ახლები მეორეში კი ანჩისხატელები. თუ არ ვცდები ძველად გალობდნენ თუ არ ვცდები ასეთი ტიპის გალობას "ანტიფონური"ეწოდება.
ბატონო ლევან დღეს გეწვიეთ ტაძარში და მოგისმინეთ ძალინ ნასიამოვნები ვარ და ხვალაც ვაპირებ მოსვლას ანჩისხატელებიდან მარტო თქვენ და ბატონი გოჩა ბალავაძე ხართ?
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: May 1 2011, 09:38 AM
sAnDro ★1837
ციტატა
ბატონო ლევან დღეს გეწვიეთ ტაძარში და მოგისმინეთ ძალინ ნასიამოვნები ვარsmile.gif და ხვალაც ვაპირებ მოსვლასsmile.gifsmile.gif ანჩისხატელებიდან მარტო თქვენ და ბატონი გოჩა ბალავაძე ხართ?
ხოდა "კაკრზაზ" ის 3 ანჩისხატელი გვაკლდა, ბერიაშვილი, კიკნაძე და მეგრელიძე. ერთი პახმელიაზე იყო, მეორე გერმანიაშია (ოთხკაციანი გასტროლი აქვს ანჩისხატის გუნდს) და მესამე სამსახურიდან ვერ გამოეტყავა.
რაის ისიამოვნე, პირველი ხმები არ იყვნენ და მეორეები ვიჭაჭებოდით. ვერ შეატყვე, რომ გვიჭირდა?
პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: May 1 2011, 04:09 PM
ციტატა(ვეშაპო @ May 1 2011, 09:38 AM)
sAnDro ★1837
ხოდა "კაკრზაზ" ის 3 ანჩისხატელი გვაკლდა, ბერიაშვილი, კიკნაძე და მეგრელიძე. ერთი პახმელიაზე იყო, მეორე გერმანიაშია (ოთხკაციანი გასტროლი აქვს ანჩისხატის გუნდს) და მესამე სამსახურიდან ვერ გამოეტყავა.
რაის ისიამოვნე, პირველი ხმები არ იყვნენ და მეორეები ვიჭაჭებოდით. ვერ შეატყვე, რომ გვიჭირდა?
რო ეკლდნენ პირველები კი ეტყობოდა მაგრამ აი დღეს რომ ვიყავი ერთი ბატონი მამუკა ვე შევნიშნე დანარჩენები კი იყავით, ლიტანიობაზე რომ გამოვედით მაშინ დაგინახეთ ცოტა ნორმალურად მგალობელი (ბერიაშვილი, ბულია, კიკნაძე და ბალავაძე იყვნენ გასტრლოზე??)
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: May 1 2011, 05:56 PM
sAnDro ★1837
ციტატა
რო ეკლდნენ პირველები კი ეტყობოდა მაგრამ აი დღეს რომ ვიყავი ერთი ბატონი მამუკა ვე შევნიშნე დანარჩენები კი იყავით, ლიტანიობაზე რომ გამოვედით მაშინ დაგინახეთ ცოტა ნორმალურად მგალობელი biggrin.gif (ბერიაშვილი, ბულია, კიკნაძე და ბალავაძე იყვნენ გასტრლოზე??)
დღეს ვიყავით ანჩისხატელებიდან ბერიაშვილი, მე, ბალავაძე და მეგრელიძე (ეგ ლიტანიობაზე აღარ დარჩა). გუშინ ბერიაშვილი და მეგრელიძე ვერ მოვიდნენ. კიკნაძე (ჩვენი ეკლესიიდან), ზათიაშვილი, შუღლიაშვილი და ცეცხლაძე (ანჩისხატიდან) არიან წასული საზღვარგარეთ. იმ ლინკზე სურათი ისე დევს, უბრალოდ. ბულიაც აქაა და ბერიაშვილი და ბალავაძე შენივე თვალით გინახავს.
ხო, დღეს შედარებით გამართულად ვიგალობეთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ბანი (კინკაძე) გვაკლდა. ანჩისხატში 3 კაცი აკლიათ (გერმანიაში არის დანარჩენი 3).
პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: May 1 2011, 06:18 PM
აააააააააა მე იმ სურათით ვიხელმძღვანილედა (და ეს 4 კაციანი გასტროლი რაღა იყო )
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: May 1 2011, 08:33 PM
sAnDro ★1837
ციტატა
(და ეს 4 კაციანი გასტროლი რაღა იყო smile.gif)
რავი, ითხოვენ ხოლმე ეგრე. ვორქშოფები, ლექციები და მცირე კონცერტებია.
პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: May 1 2011, 09:16 PM
მერე კაი კრიმანჭული არ უნდოდათ? მერე ვიდეოები რო ჩაგივარდებათ ხელში დადებთ ალბათ ხომ??
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 2 2011, 01:48 PM
აუ, ისე ჩვენში დარჩეს და მრევლიც (უმეტესობა) ძალიან თბილი ჰყავს ანჩისხატს...
პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: May 3 2011, 02:47 PM
ჩვენ შორის რატომ?? აბა ჩვენ ეკლესაში ფეხი რომ შემოდგათ ხანში შესული ხცალხი იქიდან დალურჯებულს გამოგიშვებენ არადა ანჩისხატში რომ ვიყავი ისე წყნარად იდგნენ ყველა თავისთვის. ძალიან მაგარი მრევლი ყავს ანჩისხატს
პოსტის ავტორი: გუდაგუდა თარიღი: May 3 2011, 02:55 PM
ვეშაპო არ ვიცოდი თუ გალობდი ყოჩაღ
პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: May 3 2011, 05:06 PM
ციტატა(გუდაგუდა @ May 3 2011, 02:55 PM)
ვეშაპო არ ვიცოდი თუ გალობდი ყოჩაღ
გალობს და მერე როგორ
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: May 13 2011, 12:37 AM
29 მაისს, 19:30-ზე
კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში
ანჩისხხატის გუნდის საანგარიშო სოლო კონცერტი
http://www.radikal.ru
პოსტის ავტორი: ლევანი. თარიღი: May 13 2011, 02:13 AM
ვეშაპო ბილეთები უკვე იყიდება? )
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: May 13 2011, 12:57 PM
ციტატა(ლევანი. @ May 13 2011, 02:13 AM)
ვეშაპო ბილეთები უკვე იყიდება? )
ჯერ არა.
ბოლო კვირაში გაიყიდება ალბათ.
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 13 2011, 03:25 PM
ციტატა
ბოლო კვირაში გაიყიდება ალბათ.
ფასი დაწერე რა
მინდა წამოსვლა და რამდენი გადავდო არ ვიცი
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: May 15 2011, 11:23 PM
ბილეთი რა ეღირება?
პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: May 17 2011, 04:56 PM
ტენდეტი გამოაცხადეთ?
პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: May 20 2011, 03:00 PM
ბილეთები უკვე იყიდება ფასი- მილიმალუი 4ლარი მაქსიმალური 12 ლარი
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: May 24 2011, 06:38 PM
sAnDro ★1837 მინიმალური და მაქსიმალური იგულისხმე ალბათ
პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: May 24 2011, 07:15 PM
ციტატა(ნანინა @ May 24 2011, 06:38 PM)
sAnDro ★1837 მინიმალური და მაქსიმალური იგულისხმე ალბათ
დიახ
პოსტის ავტორი: mr.satadarigo თარიღი: May 29 2011, 11:11 PM
ვულოცავ ანჩისხატის გუნდს წარმატებულ კონცერტს,დავრწუნდი კიდევ ერთხელ რომ საუკეთესო ანსამბლია დღეს!!!
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: May 30 2011, 11:05 AM
ბრავო !
პოსტის ავტორი: ლევანი. თარიღი: May 30 2011, 01:41 PM
სამწუხაროდ ვერ წავედი სადმე არ იქნება ამ კონცერთის სრული ჩანაწერი?
პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: May 30 2011, 02:55 PM
ციტატა(ლევანი. @ May 30 2011, 01:41 PM)
სამწუხაროდ ვერ წავედი სადმე არ იქნება ამ კონცერთის სრული ჩანაწერი?
ძალიან მაგარი საღამო გვაჩუქა გუშინ ანჩისხატის გუნდმა. facebook.com-ზე ველოდებით აუდიო ჩანაწერებს, ხოლო ვიდეო ჩანაწერი თუ არ ცდები ერთულოვბნებაზე გავა
პოსტის ავტორი: ლევანი. თარიღი: May 30 2011, 03:09 PM
sAnDro ★1837
ციტატა
ძალიან მაგარი საღამო გვაჩუქა გუშინ ანჩისხატის გუნდმა. facebook.com-ზე ველოდებით აუდიო ჩანაწერებს, ხოლო ვიდეო ჩანაწერი თუ არ ცდები ერთულოვბნებაზე გავა
მაგაში დარწმუნებული ვარ რომ მაგარ საღამოს გაჩუქებდათ ნეტა ერთსულოვნებაში რომ მივიდე დისკზე არ ჩამიწერენ მთლიან კონცერტს?
პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: May 30 2011, 05:06 PM
ციტატა(ლევანი. @ May 30 2011, 03:09 PM)
sAnDro ★1837 მაგაში დარწმუნებული ვარ რომ მაგარ საღამოს გაჩუქებდათ ნეტა ერთსულოვნებაში რომ მივიდე დისკზე არ ჩამიწერენ მთლიან კონცერტს?
ეგ ნამდვილად არ ვიცი მოგცემენ თუ არ ა
პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: May 31 2011, 02:11 PM
საოცარი კონცერტი იყო! ყოჩაღ და მადლობა!
პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Jun 3 2011, 08:02 PM
ძალიან მაგარი იყო და ნამეტნავად ვისიამოვნე. გამოვყოფდი ახალ გურულ ურმულს გაიხარეთ
პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: Jun 4 2011, 06:52 PM
მე კი ალი-ფაშას (აჭარულს, მეგრულს და გურულს)
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jun 4 2011, 10:07 PM
gurulo
ციტატა
გამოვყოფდი ახალ გურულ ურმულს
ნეტავ რატომ?
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jun 4 2011, 11:03 PM
ციტატა
ნეტავ რატომ?
ძალიან მაგარია და იმიტომ.. საერთოდ ლანჩხუთის კრება გენიალურია და ეს კონცერტი იმით იყო კარგი რომ გაცვეთილი სიმღერები არ მომისმენია. პირიქით, ეს რეპერტუარი არავის უმღერია ალბათ კონცერტზე აქამდე.
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jun 5 2011, 03:15 PM
yipiani gio შენ ვისთანა ხარ საერთოდ ისე გეთანხმები რაც დაწერე მარა ხუხუნაიშვილს სადაც ვინმე თავის მოგვარეს ნახავს ყველაფერი ის უნდა მოეწონოს
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 19 2011, 08:29 AM
არ მომწონს ამათი ხმა...
პოსტის ავტორი: nikolas თარიღი: Jun 19 2011, 04:08 PM
არა, ფალიაშვილი ჯობია...და ხმის კანკალი დაა ვიბრაციები... ნამეტანი "აგურულებენ" ხოო? ან შეიძლება "აკრიმანჭუილებენ" კიდევ ...
უძლიერესი გუნდია საქართველოში..თქვენ რომ არ გვყავდეთ რა ეშველებოდა ქართული სიმღერა-გალობას...
პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Jun 26 2011, 10:14 PM
ნანინა
ციტატა
ისე გეთანხმები რაც დაწერე მარა ხუხუნაიშვილს სადაც ვინმე თავის მოგვარეს ნახავს ყველაფერი ის უნდა მოეწონოს
რატო, მე კოტრიკაძეების ნამღერი დილაც მომწონს ძალიან, სულ მაგ ,,ვარიანტს" ვღიღინებ ხოლმე
ტაში ტუში თამადა და ... ( მერე ტექსტი აღარ მესმის )
საიდან მოიტანე რო ყველა ჩემი მოგვარის ნამღერი მომწონს? ვინც მაგარია უნდა ითქვას კაცო, აპა არაა?! O_o
პოსტის ავტორი: Beri kaci თარიღი: Jun 27 2011, 03:16 AM
ტაში ტუში თამადა და ... ( მერე ტექსტი აღარ მესმის )
ჩვენთვის აღარაა და...
პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Jun 27 2011, 03:54 PM
ციტატა
ჩვენთვის აღარაა და...
ანუ გალეწილი მთვრალია და ამ სოფლად აღარ არისო?
პოსტის ავტორი: Beri kaci თარიღი: Jun 28 2011, 11:32 PM
პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Aug 17 2011, 08:42 PM
ლევან ვეშაპიძეს ვულოცავ დაბადების დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, წინსვლას და ყოველივე კარგს
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Aug 19 2011, 10:50 PM
ვუერთდები მილოცვას, იდღეგრძელე ლევან შენს ლამაზ და მრავალრიცხოვან ოჯახთან ერთად
პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: Dec 7 2011, 09:20 PM
დღეს ჩემი 4 წლის მეზობელი მეუბნება:" სანდრო მიდი რა ერთი ანჩისხატის "აფშილავამ":))) გვიღალატა" ჩართეო":))))
პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Dec 11 2011, 01:55 PM
sAnDro ★1837 გაიხარე, თანდათან ძველებიც დაამუღამებინე და მაგარი ბიჭი დადგება მაგისგან
პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: Dec 11 2011, 06:21 PM
ციტატა(gurulo @ Dec 11 2011, 01:55 PM)
sAnDro ★1837 გაიხარე, თანდათან ძველებიც დაამუღამებინე და მაგარი ბიჭი დადგება მაგისგან
უნიკალური სმენის პატრონია ეს 4 წლის ბავშვი... 2 ჯერ მოვასმენინე მეგრული მრვალჟამიერი და თავის ასაკთან შედარებით არაჩევულებრივად იმღერა
პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Dec 11 2011, 08:43 PM
sAnDro ★1837 სადაურია, რა გვარია?
პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: Dec 11 2011, 09:59 PM
ციტატა(gurulo @ Dec 11 2011, 08:43 PM)
sAnDro ★1837 სადაურია, რა გვარია?
მეგრელია,ხასაია
პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Dec 11 2011, 11:29 PM
ბევრია ეგეთი ნიჭერი ბავშვი მარა სად უნდა მიიყვანო სიმღერის სასწავლად ცოტა რთული ამბავია. ისევ სახლის პირობებში თუ ასწავლი, ძველ ჩანაწერებს შეაჩვევ და რო წამოიზრდება და ჩამოყალიბდება მერე კი უნდა მონახოს მისი ჭკუის ხალხი
პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: Dec 12 2011, 02:54 PM
ციტატა(gurulo @ Dec 11 2011, 11:29 PM)
ბევრია ეგეთი ნიჭერი ბავშვი მარა სად უნდა მიიყვანო სიმღერის სასწავლად ცოტა რთული ამბავია. ისევ სახლის პირობებში თუ ასწავლი, ძველ ჩანაწერებს შეაჩვევ და რო წამოიზრდება და ჩამოყალიბდება მერე კი უნდა მონახოს მისი ჭკუის ხალხი
აი მისი ჭკუის ხალხის მოძებნა ალბათ ცოტა გაუჭირდება)
პოსტის ავტორი: sAnDro ★1837 თარიღი: Jan 1 2012, 02:13 PM