თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ ფოლკლორი _ ეგარი
პოსტის ავტორი: benediqt16 თარიღი: Dec 13 2010, 12:59 PM
რა აზრის ხართ ჯგუფ ეგარიზე?
http://www.youtube.com/watch?v=UgSso2hmLac&feature=player_embedded
http://www.youtube.com/watch?v=6Vy_bM6JWvA&feature=player_embedded
http://www.youtube.com/watch?v=oRrfmlIjT5w&feature=player_embedded
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Dec 13 2010, 03:17 PM
benediqt16
გეორგიკაში და შინში რომ იყო იგივე შემადგენლობა მაშინ უკეთესი აზრის ვიყავი
პოსტის ავტორი: benediqt16 თარიღი: Dec 14 2010, 06:19 PM
http://www.youtube.com/watch?v=bT3ZdIpETUE
დავით შანიძე - ვოკალი, კლავიში
დავით სხირტლაძე- მოცეკვავე
ალექსანდრე ხიზანიშვილი-ჩონგური, ჭიბონი, სალამური
მიხეილ თოთიაური- დუდუკი, დოლი, ვოკალი
გოდერძი ხვთისიაშვილი- ფანდური
პაატა გაბუნია- ბას გიტარა, ვოკალი
ბონდო ცხვედიანი- ვოკალი
დიმიტრი საკანდელიძე- პერკუსია, ვოკალი
http://pix.ge/
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Dec 14 2010, 11:36 PM
benediqt16
ციტატა
გოდერძი ხვთისიაშვილი- ფანდური
გეორგიკაში რომ ვიყავი, მაშინ ხვიჩა ერქვა და რავი აბა . . .
პოსტის ავტორი: benediqt16 თარიღი: Dec 16 2010, 03:07 PM
ციტატა
გეორგიკაში რომ ვიყავი, მაშინ ხვიჩა ერქვა და რავი აბა . . .
ხვიჩაა ეხლაც, პასპორტის სახელია გოდერძი თუ არ ვცდები...
პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Dec 21 2010, 06:25 PM
რატომ გაიხსნა ეს თემა ფოლკლორში?!
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Dec 21 2010, 08:33 PM
potiabesbaia
და არ შეიძლება რომ იყოს? არტ გენიც არაა მთლად ხალხური ფესტივალი მაგრამ ერთი კი არა 10 თემა შევაერთე მგონი
პოსტის ავტორი: benediqt16 თარიღი: Dec 23 2010, 05:48 PM
potiabesbaia
ციტატა
რატომ გაიხსნა ეს თემა ფოლკლორში?!
აბა სად უნდა გამეხსნა?
პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Jan 3 2011, 12:57 PM
ნანინა
QUOTE
და არ შეიძლება რომ იყოს?
რა თქმა უნდა არ უნდა იყოს! მაშინ გავხსნათ Pink Floyd-ის თემაც და სხვა დანარჩენისაც.
ყველაფერს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ქონდეს მიჩენილი!!!
პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Jan 4 2011, 04:36 PM
ნანინა
QUOTE
პინკ ფლოიდს არაფერი აქვს საერთო ფოლკლორთან და ამათ აქვთ
ამათ თუ აქვთ საერთო, მაშინ ფინქ ფლოიდსაც ქონია!!!
შენ რისი თქმა გინდა, რომ ვინც ხალხურ სიმღერას ბას გიტარით "გაამშვენებს" ყველას გვერდი უნდა გავუხსნათ ფოლკლორის თემაში?! ვერ ვხედავ ლოგიკას და კავშირს!
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jan 4 2011, 05:06 PM
potiabesbaia
ციტატა
ვინც ხალხურ სიმღერას ბას გიტარით "გაამშვენებს" ყველას გვერდი უნდა გავუხსნათ ფოლკლორის თემაში?
არა მე ამას არ ვამბობ და არც იმ საკითხს ვეხები ვინ როგორ "ამშვენებს"
შენ მაინც ხომ იცი, რომ ეს არ არის ფოლკლორი რასაც ისინი აკეთებენ. ეს ცალკე ჟანრია ცალკეეე... სხვა საკითხია რამდენად ნიჭიერები არიან და რამდენად კარგად გამოსდით
ყოველ შემთხვევაში ეს ყველაფერი ჩვენ არ გვაძლევს იმის საბაბს, რომ ეს მიმართულება უარვყოთ.
მე პირადად არ გავხსნიდი თემას, მაგრამ ადამიანმა გახსნა და ამ განყოფილებაში ყველა იუზერს აქვს თემის გახსნის უფლება
პოსტის ავტორი: benediqt16 თარიღი: Jan 4 2011, 06:32 PM
potiabesbaia
ციტატა
რა თქმა უნდა არ უნდა იყოს! მაშინ გავხსნათ Pink Floyd-ის თემაც და სხვა დანარჩენისაც.
სად Pink Floyd და სად ეგარი? ეგარის მუსიკა არის ფოლკლორის სინთეზი ჯაზთან. ეგარის მუსიკაში მეტია ფოლკლორი და ზოგადად ქართულ ფოლკლორზეა აგებული ეს პროექტი. ამიტომაც გავხსენი ფოლკლორში.
ციტატა
ვინც ხალხურ სიმღერას ბას გიტარით "გაამშვენებს" ყველას გვერდი უნდა გავუხსნათ ფოლკლორის თემაში?!
იცით რა, დროა ყანიდან დიდ სცენაზე გადავიდეთ. ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგოთ..
ქართულ ხალხურ ფოლკლორს მშვენივრად მიესადაგება "ბას გიტარაც" და ROLAND
Fantom-ის კლავიში...
ასე რომ, წარმატებები ვუსურვოთ ჯგუფ
ეგარის მსოფლიო ასპარეზზე
http://www.youtube.com/watch?v=kZpv9WswAFM
http://www.youtube.com/watch?v=M5nBBUia8ww&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=5VikKccndC0&feature=related
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jan 4 2011, 06:44 PM
benediqt16
ციტატა
იცით რა, დროა ყანიდან დიდ სცენაზე გადავიდეთ
მე ასე არ ვიტყოდი
მოუსმინეთ ნადურებს და მიხვდებით რომ ყანაში დაბრუნების დროა
ციტატა
ქართულ ხალხურ ფოლკლორს მშვენივრად მიესადაგება "ბას გიტარაც" და ROLAND Fantom-ის კლავიში...
გააჩნია ვინ რას როგორ მიუსადაგებს
სამწუხაროდ ხშირად უნიჭოდ გამოსდით
ეთნოჯაზი დღეს მსოფლიოში აღიარებული მოვლენაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფოლკლორმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა და მას რაიმე სახით განვითარება ჭირდება
ისევ მათ ჭირდება ფოლკლორი და არა ფოლკლორს ბას-გიტარა
პოსტის ავტორი: benediqt16 თარიღი: Jan 4 2011, 06:56 PM
ნანინა
ციტატა
სამწუხაროდ ხშირად უნიჭოდ გამოსდით
ისე კარგი იქნება არგუმენტირებული მსჯელობა, უნიჭობის ფაქტებსაც თუ დადებთ უკეთესი იქნება.
ციტატა
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფოლკლორმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა და მას რაიმე სახით განვითარება ჭირდება
ცხადია განვითარება სჭირდება, ფოლკლორი ყოველთვის ვითარდებოდა, ყველა ეპოქაში, და ვფიქრობ ეხლაც საჭიროებს პროგრესს და რეფორმას... იცვლება მუსიკალური გემოვნება და კულტურა, თუ ფოლკლორი ჩამორჩა ზოგად თანამედროვეობას, მხოლოდ სუფრაზე დარჩება "ჩაკრულო"...
ციტატა
ისევ მათ ჭირდება ფოლკლორი და არა ფოლკლორს ბას-გიტარა
ბას ფანდური ფოლკლორში რომ გამოიყენება, პირველად გესმით? ბას ფანდური აკუსტიკურია ასე ვთქვათ, და რადგან ბას გიტარა ელექტროა, ამიტომ უნდა მოვაშოროთ ფოლკლორს?
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jan 4 2011, 07:11 PM
benediqt16
ციტატა
ცხადია განვითარება სჭირდება, ფოლკლორი ყოველთვის ვითარდებოდა, ყველა ეპოქაში, და ვფიქრობ ეხლაც საჭიროებს პროგრესს და რეფორმას... იცვლება მუსიკალური გემოვნება და კულტურა, თუ ფოლკლორი ჩამორჩა ზოგად თანამედროვეობას, მხოლოდ სუფრაზე დარჩება "ჩაკრულო"...
ნუ ეს თქვენი აზრია
ამ მხრივ რომ განავითარო ძველი აღარ დარჩება
ასე რომ ტრადიციას ჯერ შენახვა და მოვლა-პატრონობა ჭირდება, ხოლო მერე თუ გჭირდება გამოიყენე ის შენი წინაპრების ნაღვაწი, მხოლოდ არა შენი სახელით და არა იმის გამო, რომ მას განვითარება სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ შენვე გჭირდება ის
ციტატა
ბას ფანდური ფოლკლორში რომ გამოიყენება, პირველად გესმით?
ბას ფანდურს არაფერი არ აქვს საერთო ფოლკლორთან
ციტატა
ისე კარგი იქნება არგუმენტირებული მსჯელობა, უნიჭობის ფაქტებსაც თუ დადებთ უკეთესი იქნება.
და ეგარის ეგ ვიდეოები ნიჭიერების მწვერვალია?
და საერთოდ, რაში გჭირდება ეს ყველაფერი? ყველამ კარგად იცის ვინც ხარ და რა მიზნებიც გაქვს ამ ფორუმზე
ზეპირად ვიცი შენი ხრიკები და მოსაზრებები. რა გინდა ერთსა და იმავე თემებს ატრიალებ. პირადად მე მიპირისპირდები? ან ერთი და იგივეს წერა არ გეზარება???
შეიძლება მუსიკაში მეტ-ნაკლებად კომპეტენტური ხარ, მაგრამ ფოლკლორში პირდაპირ გეტყვი არც მეტი არც ნაკლები "ტყემალზე ზიხარ" და მორჩი ვიღაცეების ჯიბრზე რაღაცეების წერას
ეს უკანასკნელი გაფრთხილება ჩემგან, დანარჩენი უკვე სამოდეროში განიხილება შენი აქ ყოფნის საკითხი
პოსტის ავტორი: benediqt16 თარიღი: Jan 4 2011, 07:21 PM
ნანინა
ციტატა
ყველამ კარგად იცის ვინც ხარ და რა მიზნებიც გაქვს ამ ფორუმზე
თქვენ მგონი ვიღაცამ შეგაშინათ ნანინა, ან ვინმეში გეშლებით
ყოველთვის ასე ცხარდებით როცა თქვენს აზრს არ იზიარებენ?
ციტატა
დანარჩენი უკვე სამოდეროში განიხილება შენი აქ ყოფნის საკითხი
მიზეზი რა არის? იქნებ ამიხსნათ?
პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Jan 4 2011, 10:26 PM
გილოცავთ ყველას ახალ წელს
benediqt16
ფოლკლორში რაღაც ვერ ყოფილხარ ჩახედული (არ გეწყინოს)
რა ბასფანდური და რა ეგარი? ბას ფანდურს არ იყენებს ფოლკლორული ანსამბლები. ვინც იყენებს ეგ არი თვითმარქვია ფოლკანსამბლები
ჩემი აზრით ეგარის თემას ფოლკლორში არაფერი ესაქმება
პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Jan 4 2011, 11:40 PM
benediqt16
QUOTE
სად Pink Floyd და სად ეგარი? ეგარის მუსიკა არის ფოლკლორის სინთეზი ჯაზთან
შენ გატყობ ამერიკულ ფოლკლორსაც იცნობ ისეთივე წარმატებით როგორც ქართულს. რატომ გგონია რომ ფინქ ფლოიდი არ იყენებს ამერიკული ფოლკლორის ელემენტებს?!
QUOTE
იცით რა, დროა ყანიდან დიდ სცენაზე გადავიდეთ.
ბოდიში, ვარლამ სიმონიშვილმა დაგასწროთ ყველას
QUOTE
უნიჭობის ფაქტებსაც თუ დადებთ უკეთესი იქნება.
ამაზე კარგად გიპასუხა ნანინამ!
QUOTE
ცხადია განვითარება სჭირდება, ფოლკლორი ყოველთვის ვითარდებოდა, ყველა ეპოქაში, და ვფიქრობ ეხლაც საჭიროებს პროგრესს და რეფორმას...
ფოლკლორი ყველა ეპოქაში ვითარდებოდა, მაგრამ მხოლოდ იმ ჩარჩოებში რომელშიც მოქცეული იყო ქართული მუსიკალური აზროვნება. აქვე შეგახსენებ რომ ჩვენი წინაპრების მუსიკალური აზროვნება აღიარებულია მთელს მსოფლიოში. ასე, რომ ქართული ხალხული სიმღერა დიდი ხანია გასული მსოფლიოს დიდ სცენაზე. ვისაც ყური დაჩლუნგებული აქვს იმისთვის არცაა საჭირო ჩვენი გენიალური სიმღერების გამარტივება და აფრიკულ რიტმებზე გადაკეთება!!!
ასე რომ დაიხუროს ეს თემა, ან გადატანილ იქნეს სხვა განყოფილებაში...
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jan 5 2011, 12:30 AM
მე ვთვლი რომ თემა აქ უნდა იყოს თუ ვეშაპო თვლის რომ არ უნდა იყოს აქ, გადაიტანოს ხელოვნების განყოფილებაში
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 5 2011, 03:17 AM
პირველ რიგში გილოცავთ ყველას ახალ წელს და მომავალ შობის დღესასწაულს
benediqt16
ციტატა
სად Pink Floyd და სად ეგარი? ეგარის მუსიკა არის ფოლკლორის სინთეზი ჯაზთან. ეგარის მუსიკაში მეტია ფოლკლორი და ზოგადად ქართულ ფოლკლორზეა აგებული ეს პროექტი. ამიტომაც გავხსენი ფოლკლორში.
რა სად პინქ ფლოიდი და სად ეგარი?? ფოლკლორის ელემენტები არის თუ არ არის ეგარის რეპერტუარში, ეს დიდს არაფერს ცვლის! ჩემი აზრით პირიქით, ფოლკლორული ელემენტების გამოყენება საერთოდ, ნებისმიერი სხვა ჟანრის მუსიკისათვის, არის იმ ხალხის შეურაცხყოფა ვინც ჰქმნიდა ამ დიდ განძს!!!
ციტატა
იცით რა, დროა ყანიდან დიდ სცენაზე გადავიდეთ. ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგოთ.. ქართულ ხალხურ ფოლკლორს მშვენივრად მიესადაგება "ბას გიტარაც" და ROLAND Fantom-ის კლავიში...
ყანიდან სცენაზე გადასულები ვართ უკვე, აღარ გვჭირდება მაგის მითითება!
რაც შეეხება ქართული ფოლკლორის, ბასგიტარისა და მითუმეტეს კლავიშის ურთიერთობას, ეგ ნამდვილად შენი სუბიექტური აზრია! სად ქართული ფოლკლორი, სად ბასგიტარა და სად კლავიში?!
ზოგადად ჩემს აზრს მოგახსენებთ. ეგარისა და შინის მუსიკა არის გათვლილი ჩემი აზრით ისეთ პუბლიკაზე, რომელიც ჭეშმარიტი ქართული ფოლკლორის ძირეულად აღქმას ვერასოდეს შეძლებს! ქართულ ფოლკლორს შელამაზება და გადაკეთება იმის გამო, რომ ვიღაცა ყურნაკლულს მოეწონოს ნამდვილად არ სჭირდება! მე ნამდვილად არ ვიცნობ ახლოს არც შინისა და არც ეგარის რეპერტუარს. მე ზოგადად ისეთ მიმდინარეობებს ვეწინააღმდეგები რომლებიც რაღაცის ხარჯზე ხდებიან პოპულარულები. მითუმეტეს როდესაც ეს "რაღაცა" არის ქართული ფოლკლორი.
ციტატა
თუ ფოლკლორი ჩამორჩა ზოგად თანამედროვეობას, მხოლოდ სუფრაზე დარჩება "ჩაკრულო"...
რას ჰქვია თუ ჩამორჩა თანამედროვეობას ძალიან მაინტერესებს?! ფოლკლორი დამერწმუნე არასოდეს გახდება მეორეხარისხოვანი და მითუმეტეს არასოდეს გახდება სხვა მიმდინარეობების "გასაქაჩი" !!! ეთნოჯაზს აქვს უფლება იარსებოს, თუმცა იარსებოს თავისთვის! ძალიან გთხოვ ნუ მოგვახვევ იმ აზრს, რომ ეთნოჯაზი რომ არა, ფოლკორი დაღუპვის პირას იქნებოდა!
პოსტის ავტორი: benediqt16 თარიღი: Jan 5 2011, 01:08 PM
Didgoreli
ციტატა
მე ნამდვილად არ ვიცნობ ახლოს არც შინისა და არც ეგარის რეპერტუარს.
ამის მერე:
ციტატა
ეგარისა და შინის მუსიკა არის გათვლილი ჩემი აზრით ისეთ პუბლიკაზე, რომელიც ჭეშმარიტი ქართული ფოლკლორის ძირეულად აღქმას ვერასოდეს შეძლებს!
აზრი აქვს თქვენთან კამათს? არა!
არც იცით ეს ხალხი რას აკეთებს, რას უკრავენ, ვინ არიან, ამბობთ რეპერტუარი არც ვიცითო და მაინც აკრიტიკებთ
თქვენ, ბავშვებო, აზრზე თუ ხართ საერთოდ ვინ არიან ეგარის წევრები? თქვენ რომ "სოსკის" პირში ჩადებას სწავლობდით, ეხლანდელი ეგარის და მაშინდელი გეორგიკას წევრები და ხელმძღვანელი- დავით შანიძე, ალეკო ხიზანიშვილი, ხვიჩა ღვთისიაშვილი და ა.შ. ქართულ ფოლკლორს მსოფლიოს აცნობდნენ და აცნობენ ეხლაც.
ციტატა
ქართულ ფოლკლორს შელამაზება და გადაკეთება იმის გამო, რომ ვიღაცა ყურნაკლულს მოეწონოს ნამდვილად არ სჭირდება!
ესეთი სამარცხვინო კომენტარი არ გეკადრება პატივცემულო დიდგორელო.
ციტატა
მე ზოგადად ისეთ მიმდინარეობებს ვეწინააღმდეგები რომლებიც რაღაცის ხარჯზე ხდებიან პოპულარულები. მითუმეტეს როდესაც ეს "რაღაცა" არის ქართული ფოლკლორი.
და რატომ ეწინააღმდეგები? აი დამისახელე ქართული ფოლკლორის ისეთი ჯგუფები, რომლებსაც ისეთი ანშლაგებით და ფურორით ჩაუტარებია კონცერტები ისეთი ფართო მასის წინაშე, როგორსაც ატარებს "ეგარი" "შინი" "ერისიონი" "სუხიშვილები"
თქვენ ამ ხალხს სულ აკრიტიკებთ, მაგრამ ეს ხალხი საქმეს აკეთებს, იმ საქმეს რასაც თქვენ ვერასდროს გააკეთებთ იმიტომ რომ ფიქრი გეზარებათ მუსიკაშიც/ფოლკლორშიც. ამ ხალხმა გააცნო ქართული ფოლკლორი და საქართველო მსოფლიოს, ამათი მუსიკის მოსმენით მიხვდნენ უცხოელები რომ მხოლოდ ხინკალ-ხაჭაპური და ღვინოში ჩახრჩობა "ჩაკრულოს" ფონზე არ გვაინტერესებს და ჯაზ მუსიკის ცივილიზაცია ჩვენთანაცაა.
აიღეთ მსოფლიო ხალხის ფოლკლორი დღEს ყველგან პროგრესია და ყველგან უკრავს "ბას გიტარა".
ციტატა
ჩემი აზრით პირიქით, ფოლკლორული ელემენტების გამოყენება საერთოდ, ნებისმიერი სხვა ჟანრის მუსიკისათვის, არის იმ ხალხის შეურაცხყოფა ვინც ჰქმნიდა ამ დიდ განძს!!!
და რატომ? პირიქით, ეს არის პატივისცემა და აღიარება იმათი ნიჭის, იმდენად მოგწონს რომ მათ შექმნილს შენც ასრულებ. რა შეურაცხყოფა ხალხნო, როგორ აზროვნებთ მიკვირს...
პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Jan 5 2011, 03:27 PM
benediqt16
QUOTE
თქვენ, ბავშვებო,
ერთი შენი ასაკი მოგვახსენე ასე ძემოდან რომ იყურები!
QUOTE
აზრზე თუ ხართ საერთოდ ვინ არიან ეგარის წევრები?
ვართ და ვიცნობთ კიდეც. რამოდენიმე მათგანს ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანები არაიან და ძალიან კარგად მღერიან ქართულ ხალხურ სიმღერებს და უკრავენ ხალხურ ინსტრუმენტებზე. სწორედ ეს მწყინს, ასეთი ადამიანები რომ არიან ამ საქმეში. ბატონი ხიზანიშვილი დიდი მოწინააღმდეგეა ქრომატიული საკრავების და ვერ ვხვდები რატომ უშვებს იმას რომ ხალხური ფანდური ჟღერდეს "იონიკასთან" ერთად.
QUOTE
ხელმძღვანელი- დავით შანიძე
ქართული გალობის დიდი ქომაგი!
QUOTE
ესეთი სამარცხვინო კომენტარი არ გეკადრება პატივცემულო დიდგორელო.
სამარცხვინო ის არის რასაც შენ წერ და ქადაგებ!!!
QUOTE
აი დამისახელე ქართული ფოლკლორის ისეთი ჯგუფები, რომლებსაც ისეთი ანშლაგებით და ფურორით ჩაუტარებია კონცერტები ისეთი ფართო მასის წინაშე
ანჩისხატი, ბასიანი და ა.შ.
ამ ანსამბლებს მსოფლიოს უდიდესი და ყველაზე სმენიანი "ყურები" უმაღლეს შეფასებას აძლევენ!
აქვე დავსძენ რომ ფართო მასები Lady Gaga-ზეც აქნევენ ერთ ადგილს!
QUOTE
იმ საქმეს რასაც თქვენ ვერასდროს გააკეთებთ იმიტომ რომ ფიქრი გეზარებათ მუსიკაშიც/ფოლკლორშიც
გირჩევ შეურაცყოფის მოყენებისგან შეიკავო თავი!!!
QUOTE
აიღეთ მსოფლიო ხალხის ფოლკლორი დღEს ყველგან პროგრესია და ყველგან უკრავს "ბას გიტარა".
მე და შენ პროგრესზე სხვადასხვა შეხედულება გვაქვს!!!
QUOTE
ამ ხალხმა გააცნო ქართული ფოლკლორი და საქართველო მსოფლიოს
http://www.youtube.com/watch?v=MIhTYBBTJN8
ეს არის ფოლკლორი?
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 5 2011, 04:10 PM
benediqt16
ციტატა
აზრი აქვს თქვენთან კამათს? არა! არც იცით ეს ხალხი რას აკეთებს, რას უკრავენ, ვინ არიან, ამბობთ რეპერტუარი არც ვიცითო და მაინც აკრიტიკებთ
მე დავწერე ახლოს არ ვიცნობთქო, თორემ მოსმენით მაქვს რამოდენიმე მათი კომპოზიცია მოსმენილი, რაც სრულიად საკმარისი იყო მათზე ჩემი შეხედულების შესაქმნელად!
ციტატა
თქვენ, ბავშვებო, აზრზე თუ ხართ საერთოდ ვინ არიან ეგარის წევრები? თქვენ რომ "სოსკის" პირში ჩადებას სწავლობდით
მოდი სახელითა და გვარით ვილაპარაკოთ რაა... მე ვარ ნიკოლოზ ივანაშვილი, შენ ვინ ხარ? ცოტა კორექტულობა პოსტებში, თორემ ეგ "სოსკა და ბავშვებო" წინ დაგხვდება!
ციტატა
ხელმძღვანელი- დავით შანიძე
როდესაც მე ქართული ხალხური სიმღერის მოსმენა დავიწყე, გეორგიკა ერთ-ერთი ანსამბლი იყო, რომელმაც შემაყვარა ქართული ფოლკლორი, თუმცა მას შემდეგ რაც ქართული გალობისადმი მათი მიდგომა დავინახე, შემეცვალა ჩემი შეხედულება!
ციტატა
ესეთი სამარცხვინო კომენტარი არ გეკადრება პატივცემულო დიდგორელო.
სამარცხვინო რა არის, რომ ჩვენს წინაპრებს ვიცავ?? არა, თქვენი "ხასანბეგურა + billie jean" არის მათი თაყვანისცემა რაა...
ციტატა
? აი დამისახელე ქართული ფოლკლორის ისეთი ჯგუფები, რომლებსაც ისეთი ანშლაგებით და ფურორით ჩაუტარებია კონცერტები ისეთი ფართო მასის წინაშე, როგორსაც ატარებს "ეგარი" "შინი" "ერისიონი" "სუხიშვილები"
ანსამბლი "შვიდკაცა" ჯანო კახიძის ხელმძღვანელობით! მიშა შავიშვილის კრიმანჭულმა გააოგნა მრავალი ადამიანი! ანსამბლ "რუსთავის" წევრი, ჰამლეტ გონაშვილი მთელ მსოფლიოს ახსოვს დღესაც კი და მრავალი სხვა...! დღეს კი, ანსამბლი "ანჩისხატი", ანსამბლი "ბასიანი". "ბასიანის" კონცერტს ამერიკაში მართლაც რომ ფურორი მოჰყვა. გაზეთ "new york times"-შიც კი გაიჟღერა მათმა გამოსვლამ!
ციტატა
იმ საქმეს რასაც თქვენ ვერასდროს გააკეთებთ იმიტომ რომ ფიქრი გეზარებათ მუსიკაშიც/ფოლკლორშიც
კიდევ გიმეორებ შეურაცხყოფისგან თავი შეიკავეთქო!
ციტატა
აიღეთ მსოფლიო ხალხის ფოლკლორი დღEს ყველგან პროგრესია და ყველგან უკრავს "ბას გიტარა".
ეგ შენთვის არის პროგრესი!
პოსტის ავტორი: benediqt16 თარიღი: Jan 5 2011, 04:47 PM
potiabesbaia
ციტატა
ერთი შენი ასაკი მოგვახსენე ასე ძემოდან რომ იყურები!
ვიცნობთ ერთმანეთს თუ არ ვცდები... ეგართან შედარებით მეც ბავშვი ვარ...
ციტატა
ვართ და ვიცნობთ კიდეც. რამოდენიმე მათგანს ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანები არაიან და ძალიან კარგად მღერიან ქართულ ხალხურ სიმღერებს და უკრავენ ხალხურ ინსტრუმენტებზე. სწორედ ეს მწყინს, ასეთი ადამიანები რომ არიან ამ საქმეში.
მე კიდე ძალიან მიხარია, რომ პროფესიონალი ფოლკლორისტები ჩაუდგნენ ამ პროექტს სათავეში, და იქმნება ფოლკლორზე დაფუძნებული ეთნო კომპოზიციები ჯაზური და პოპ მუსიკის ელემენტებით.
ციტატა
ბატონი ხიზანიშვილი დიდი მოწინააღმდეგეა ქრომატიული საკრავების და ვერ ვხვდები რატომ უშვებს იმას რომ ხალხური ფანდური ჟღერდეს "იონიკასთან" ერთად.
ბატონი ხიზანიშვილის შესახებ არასწორი ინფორმაცია გქონიათ, ქრომატიული არა მხოლოდ ფანდური, არამედ ჩონგურიც ააჟღერა. უენო სალამურიც მან აღადგინა და გააჟღერა, ალბათ გსმენიათ ამ ამბის შესახებ, ამბავი რომელიც უენო სალამურს ეხება და თუ არ ვცდები ქართული ფოლკლორული მუსიკის ერთ-ერთი ნიმუშია... ნაპოვნია მცხეთის არქეოლოგიურ გათხრების დროს...
ციტატა
ქართული გალობის დიდი ქომაგი!
ქართულის და ბიზანტიურისიც
ციტატა
ანჩისხატი, ბასიანი და ა.შ.
ეს უდიდესი წარმატებაა და ყველას გვიხარია! ყველა ფოლკლორისტს მინდა დიდი წარმატებები ვუსურვო, ჩვენი ფოლკლორი ხომ ჩვენი საუნჯეა. ოქროს ფონდია!
ციტატა
გირჩევ შეურაცყოფის მოყენებისგან შეიკავო თავი!!!
გთხოვთ მაპატიოთ.
ციტატა
მე და შენ პროგრესზე სხვადასხვა შეხედულება გვაქვს!!!
აქ გასაკვირი არაფერია, იმიტომ რომ ორი სხვადასხვა ადამიანი ვართ
ციტატა
ეს არის ფოლკლორი?
არა, ეს არის ერთგვარი "შოუ", ზოგადად ეგარიც და შინიც შოუა, პროექტში სადაც ქართულ ფოლკლორზე დაყრდნობით გამოყენებულია პოპისა და ჯაზის ელემენტები. თავად ეგარის წევრებს და პროექტს, არ აქვს ამბიცია რომ ეს არის ფოლკლორი, ეს არის ქართული ეთნო ჯაზ სინთეზი.
მაგრამ თემის გახსნა ამ განყოფილებაში რომელსაც ფოლკლორი ქვია, გადავწყვიტე იმიტომ, რომ ქართული ფოლკლორის ელემენტებზე და კილოზეა აგებული პროექტი. თავად წევრებიც ფოლკლორისტები და პროფესიონალი მუსიკოსები არიან.
პოსტის ავტორი: benediqt16 თარიღი: Jan 5 2011, 05:07 PM
Didgoreli
ციტატა
ანსამბლი "შვიდკაცა" ჯანო კახიძის ხელმძღვანელობით! მიშა შავიშვილის კრიმანჭულმა გააოგნა მრავალი ადამიანი!
ციტატა
ჰამლეტ გონაშვილი მთელ მსოფლიოს ახსოვს დღესაც კი და მრავალი სხვა...!
ეს ჩვენი ისტორიაა! ოქროს ფონდია, რომელიც სამუდამოდ დარჩება და ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ. თუმცა, დღევანდელი ეპოქა და მსოფლიო მუსიკის კულტურა, გემოვნება და მოთხოვნილებები მსოფლიო ასპარეზზე გასასვლელად და გასაცნობად ჩვენდა სამწუხაროდ შოუს მოითხოვს.
ციტატა
თუმცა მას შემდეგ რაც ქართული გალობისადმი მათი მიდგომა დავინახე, შემეცვალა ჩემი შეხედულება!
ჩვენ ფოლკლორზე ვსაუბრობთ...
ციტატა
დღეს კი, ანსამბლი "ანჩისხატი"
ჩემი საყვარელი ჯგუფი, რომელმაც ქართული კანონიკური გალობა შემაყვარა და გამაცნო! თუმცა, ბევრი ადამიანი დააბრკოლა სხვადასხვა ტაძრებში ერქვანიძის ფანებმა, და ძალით მიმბაძველმა მგალობლებმა, რატომღაც ჰგონიათ რომ ერქვანიძის სტილი ზოგადია და ყველასთვის მისაღები და მისაბაძი. მისი საქმიანობაა მისაბაძი და არა მისი სპეციფიური ხმა. (ეს ჩემი აზრია)
ციტატა
ანსამბლი "შვიდკაცა" ჯანო კახიძის ხელმძღვანელობით! მიშა შავიშვილის კრიმანჭულმა გააოგნა მრავალი ადამიანი! ანსამბლ "რუსთავის" წევრი, ჰამლეტ გონაშვილი მთელ მსოფლიოს ახსოვს დღესაც კი და მრავალი სხვა...! დღეს კი, ანსამბლი "ანჩისხატი", ანსამბლი "ბასიანი". "ბასიანის" კონცერტს ამერიკაში მართლაც რომ ფურორი მოჰყვა. გაზეთ "new york times"-შიც კი გაიჟღერა მათმა გამოსვლამ!
კიდევ ვიმეორებ, ეს არის დიდი წარმატება და სასიხარულო მოვლენა! მაგრამ თქვენ უნდა გენახათ ერისიონის ფურორი მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებში. ასევე ჯგუფ "შინის" "ეგარის" "სუხიშვილების" და ა.შ.
რუსთავზე ხო საერთოდ საუბარი ზედმეტია, ძალიან ხშირად არიან გასტროლებზე, მაგრამ რუსთავმაც თავისი შესაძლებლობები ამოწურა...
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Jan 5 2011, 11:58 PM
ვაიმე ამხალა პოსტების კითხვა მეზარება დიდგორელები კვლავ ფორმაში არიან, მომწონს გამოცოცხლდა განყოფილება
ჩემი აზრი იცით, ხოდა ბევრს ნუღარ მაწერინებთ, იკამათეთ ეთიკის ფარგლებში, და თუ ადამიანს არ სურს გაგება, დაანებეთ თავი
ყველა ვერ მიხვდება რა არის ქართული ფოლკლორი და არცაა აუცილებელი მიხვდეს
ბენედიქტეს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გაგიმეორებ, ძალიან კარგად ვიცი ვინც ხარ და რაც გინდა ამ პოსტებსაც ასეთი შინაარსისას იმიტომ წერ, რომ ძალიან კარგად იცი ჩვენი შეხედულება ამ ყველაფერზე. თუ არა და აი მითხარი რა შუაში იყო ახლა აქ სუხიშვილები? მოკელდ ჩემო კარგო, თუ გინდათ იკამათეთ, განყოფილება მაინც გამოცოცხლდება, ნიკას და ფოთისაც თუ უნდათ წერონ, თუ არ დაიღალნენ მარა წყლის ნაყვაა ყველაფერი დამიჯერეთ ეს ადამიანი კამათობს იმიტომ რომ კამათით "კაიფობსს" და ვიღაცეების ნერვებზე თამაშობს
თუ გინდათ, კი ბატონო, ოღონდ ეთიკის ფარგლებში ძალიან გთხოვთ
პოსტის ავტორი: ჯეგე თარიღი: Jan 7 2011, 10:24 PM
სუხიშვილები+რუსთავი+ერისიონი
4ევერ!!!!
მაააგრაააამ, ლადიმე 5ევერ!!! ვოტ!!!
პოსტის ავტორი: benediqt16 თარიღი: Feb 3 2011, 07:03 PM
ეგარი ესპანეთში
http://www.youtube.com/watch?v=kZpv9WswAFM&feature=player_embedded
http://www.youtube.com/watch?v=M5nBBUia8ww&feature=player_embedded
http://www.youtube.com/watch?v=5VikKccndC0&feature=player_embedded
ეგარი - "ბიძია-ბაბუა"
http://www.youtube.com/watch?v=aMB71M6CDb8&feature=player_embedded
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)