თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფოლკლორი _ ქართული სუფრა

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Sep 1 2007, 11:00 AM

"ფოლკლორი" ხალხურ სიბრძნეს ნიშნავსო... ჩვენი ხალხის სიბრძნე ყველაზე მეტად ალბათ სუფრაზე ვლინდებოდა. აქ ისმოდა ქართული გალობა, სიმღერა, სადღეგრძელოები და შაირობა-კაფიაობა; აქ ხდებოდა ქართული ცეკვის და ზოგჯერ საბრძოლო ხელოვნებების დემონსტრირება; აქ ისწავლებოდა სიყვარული, უფროს-უმცროსობა, ვაჟის ქალისადმი (და პირიქით) პატივისცემა... აკადემიაა, აბა რა არის? ცხოვრების აკადემიაა. ახლა თუ გადაგვარდა სუფრა, ჩვენ უნდა ავაღორძინოთ ისევ ის ტრადიციები. აბა, შაუბერეთ!

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Sep 4 2007, 02:45 AM

. . . ამ დროს ქართულ გალობას ოქროს ხანა უდგა ჩვენში და დიდებულათაც ყვაოდა იგი. ერთაშორის კი ქორწილი და ნადიმი ნახევარ ლოცვას წარმოადგენდა. თან სმა-ჭამა და მხიარულება იყო და თან ღვთის სადიდებელი სძლისპირების ღაღადი. რომელ ქორწილსაც გალობა არ ამკობდა, არ ამხიარულებდა, ის ქორწილი უმნიშვნელო იყო. ჯერ "მამაო ჩვენოს" იგალობებდენ და მერმე ლხინს პირველად ღვინის დალოცვიდანვე დაიწყებდნენ ასე: "დიდება აქვს ღმერთსა, ღმერთო გაუმარჯვე სტუმრებს და მასპინძელსა, - შენდობა ბატონო". სამ დღეს რომ გაგრძელებულიყო ნადიმი ერთსა და იმავე გალობას არ გაიმეორებდენ. რომ სხვადასხვა გალობების სათაურები მის-მის დროზე დაუგვიანებლათ მოგონებოდათ, ამისთვის გალობლებს შემდეგი ხერხი ქონდათ შემოღებული: დაიწყებდენ პირველათ ისეთ გალობას, რომელნიც ა-ნით იწყებოდა, შემდეგ ბ-ნით და ასე ჰოე-მდისაც დავიდოდნენ თუ საჭიროება მოითხოვდა. ასე გავრცელებული იყო ჩვენში ქართული გალობა, მეტისმეტათ უყვარდათ, მეტისმეტათ პატივცემული იყო საზოგადოებისაგან კარგი გალობელი და ამიტომაც ყველანი სიამოვნებით და გულსმოდგინეთ სწავლობდენ და კიდევაც კარგათ და მტკიცეთ იცოდნენ.

ამის შემდეგ ნელ-ნელა დრონი იცვალნენ, ახალი სწავლა-განათლების სიომ დაბერა და ახალი, მოზარდი, თაობა მას დაეწაფა. სიყრმიდან მუდამ დღე, მუდამ წამში უცხო ხმების ყურში ჩაბერვამ, ძალაუნებურათ შეაჩვია, შეუსისხლხორცა უცხო ხმები, ისე რომ ქართული ხმები ქართველის სულსა და გულს ძველებრივის მეასედათაც ვეღარ ათბობს (მე უფრო გადაგვარებულებზე მოგახსენებთ). გალობის სასწავლათაც ყველანი სლავიანურისა და უცხო ხმების სასწავლათ მიილტვის, რადგან აქედან მეტს ლუკმას მოელის და ასე ამ გვარათ იკლო ქართული გლობის გავრცელებამ საზოგადოთ ჩვენში და დღეს მეტს ყურადღებას თხოულობს იგი, რომ კვლავ შემობრუნდეს . . .

დეკანოზი რაჟდენი (ხუნდაძე) - 1911 წ.

http://imageshack.us

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Sep 4 2007, 10:38 AM

ციტატა(nike_22 @ Sep 3 2007, 06:10 PM) *

M.M.
"ფოლკლორი" ხალხურ სიბრძნეს ნიშნავსო... ჩვენი ხალხის სიბრძნე ყველაზე მეტად ალბათ სუფრაზე ვლინდებოდა. აქ ისმოდა ქართული გალობა, სიმღერა, სადღეგრძელოები და შაირობა-კაფიაობა; აქ ხდებოდა ქართული ცეკვის და ზოგჯერ საბრძოლო ხელოვნებების დემონსტრირება; აქ ისწავლებოდა სიყვარული, უფროს-უმცროსობა, ვაჟის ქალისადმი (და პირიქით) პატივისცემა... აკადემიაა, აბა რა არის? ცხოვრების აკადემიაა. ახლა თუ გადაგვარდა სუფრა, ჩვენ უნდა ავაღორძინოთ ისევ ის ტრადიციები. აბა, შაუბერეთ!

ვერ დაგეთანხმები ქართული გალობა ეკლესიაში იგალობებოდა რაც შეეხება სიმღერას არის სუფრული სიმღერები რათქმაუნდა რომლებიც სუფრის მსვლელობის დროს იმღერებოდა არის შრომის სიმრერები , საბრძოლო სიმღერები , სატრფიალო სიმღერები მე ვერ დაგეთანხმები იმაში რომ ქართული ტრადიცია სუფრით შემოიფარგლება , რაც შეეხება შუფრას რათქმაუნდა ტრადიციული ქართული სუფრა აკადემიაა როგორც იტყვიან მაგრამ მაშინ საქეიფოდ იშვიათად ეცალათ იმიტომ რომ გამუდმებით მტრის მოგიერებით იყვნენ დაკავებულნი და შესაბამისად სუფრას თავის ფასი ქონდა და ესე არ იყო როოგრც დღეს სუფრამ ღრეობის ხასიათი მიიღო რაც ძალიან საწყენია
თუ ვცდები მაპატიეთ ეს ჩემი სუბიექთური აზრია

მოუცლელობას რაც შეეხება, მაგიტო ვართ მაგრები, რომ ყველანაირი უბედურების დროს ლხინს მაინც არ ვიშლიდით და ახლაც ასეა. მგონი ნიუ იორკში იყო, რამოდენიმე საათით დენი წავიდა და ხალხი ფანჯრებიდან ხტებოდა. ჩვენთან უშუქობისას კი არა, ჭურვების ცვენის დროსაც კი ყოფილა სუფრა გაშლილი მგონი. ეხლა ხშირად რომ ღრეობაში გადადის, ძალიან ცუდია, მაგრამ მგონი ჩვენ ვიცნობთ ხალხს, მართლა რომ იციან მოლხენა (თუმცა, ზოგჯერ მაგრად ურევენ). შრომის, სატრფიალო და სალაშქრო სიმღერებს სუფრაზეც რომ იმღერებდნენ, ეჭვი არ შეგეპაროთ

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Sep 8 2007, 10:14 AM

ეეჰ, ცუდ სუფრაზე რამდენჯერ ვყოფილვარ მაგრამ... მასე თუ მივყევით, ადრე რას მღეროდა ხალხი და ეხლა რას მღერის (მასაზეა ლაპარაკი)? "არ დაიდარდოზე" ჯაბა ბოჯგუას "სიყვარულის ისტორია" უფრო მოთხოვნადია, ვიდრე ხალხური სიმღერები. ამიტომ ვთქვათ, რომ ქართველებს მუსიკალური გემოვნება არ გაგვაჩნია? უბრალოდ გადავგვარდით საკმაოდ და ამის გამოსწორებაა საჭირო.

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Sep 8 2007, 11:36 AM

M.M.
ეგ იმიტომ რომ რადიოს ''დონეა''ეგეთივე მდაბიური როგორც წამყვანების. რაც შეეხება რადიოში მოტხოვნად მუსიკას, ამით ვერ გათვლი სრულიად საქართველოს ხალხების გემოვნებას. უბრალოდ მასის გემოვნებაზე მეტყველებს რადიოში მოტხოვნადი მუსიკა. (ტუნდაც ტელევიზიაში).

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Sep 8 2007, 09:11 PM

იცითრა მემგონი არც ისე კატასტროფული მდგომარეობა არ არის და რაგაც პანიკას ნუ ავტეხავთ ყოველთვის იყო ნორმალურად მოაზროვნე ხალხი და არანორმალურად მოაზროვნეებიც იყვნენ რა დარწმუნებულები ხართ რომ ყველა ქართულ სუფრებზე იმღერებოდა და იგალობებოდა იქნებ იყო ისეთი სუფრები სადაც დალევდნენ და მერე ერთმანეთს თავპირს ალეწავდნენ .
ზეივით ვირაცამ დაწერა არ მახსოვს ზუსტად ვინ რომ დღეს გოგოები სუფრაზე ერთმანეთის ტანსაცმელს აკვირდებიან რომ მერე იჭორაონ ამაზეო და ეს ადრეც იყო მაღალ საზოგადოებაში სიმდიდრით გათამამებულ მანდილოსნებს რომლებსაც სხვა სადარდებელი არ ქონდათ აბა რა უნდა ეკეთებინათ .
ასე რომ მოდით რა რეალურად შევხედოთ ყველაფერს რაც შეეხება ქართულ სიმღერას და გალობას მემგონი უფრო მოიკიდა ფეხი განსაკუთრებიტ ახალგაზრდობაში ვიდრე ეს 10 წლის წინ იყო smile.gif
ნუ გადავარდებით რომანტიზმში smile.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Sep 12 2007, 11:04 AM

ქართული სუფრის წესსზე მართლაც ბევრია სასაუბრო, მე მხოლოდ ერთ საკითხს შევეხები და ისიც ორი სიტყვით შემოვიფარგლები.

ქართველებისთვის ტრადიციული სუფრა ლიტურგიის გაგრძელებაა, ქართული ტრადიციული სუფრა ღვთის სადიდებელია. ამ მხრივ ჩვენი ტრადიციის უნიკალურობას ჩვენს მუსიკალურ კულტურაში არსებული სალხინო საგალობლებია, რომელიც იყო საგალობლის ჰანგზე გაწყობილი.

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Sep 15 2007, 11:16 AM

abo

მე ისიც გამიგია, რომ მაგალითად მგალობელ-მომღერალი ისე რომ დამთვრალიყო რომ სიმღერა არეოდა, დიდი სირცხვილი იყო

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Oct 20 2007, 03:52 PM

სუფრის წესთან დაკავშირებულ სიმღერებზე და გალობებზე თუ რამე გაქვთ სასაუბრო კი ბატონო, სუფრაე, როგორც ფოლკლორული მუსიკის სიცოცხლის ერთ-ერთ კერაზე, და თუ ისეთი სკითხების რჩევას აპირებთ რასაც ამ თემაში აქვს ადგილი გთხოვთ ,,მდებარეობა" შეიცვალოთ და სასაუბროს მიაშუროთ smile.gif

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Oct 20 2007, 03:57 PM

სწორია!

გვითხარი N. R. რა ტრადიციული სიმღერები სრულდებოდა სუფრებზე?

მაგ. რითი შევცვალოთ ჰეფი ბერზდეი??

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Oct 22 2007, 02:42 PM

ციტატა(თათი87 @ Oct 20 2007, 12:57 PM) *

M.M.
პ.ს. ისე ასეთი თემა სასაუბროშიც როა შეიძლება? მგონი ფორუმის წესებში წერია, რომ ერთი და იგივე შინაარსის თემების გახსნა აკრძალულიაო tongue.gif :ინტრიგანისმაილი:

არადა არ მინახავს. ამაზე ადრე გაიხსნა თუ გვიან?

ციტატა(N. R. @ Oct 20 2007, 03:52 PM) *

სუფრის წესთან დაკავშირებულ სიმღერებზე და გალობებზე თუ რამე გაქვთ სასაუბრო კი ბატონო, სუფრაე, როგორც ფოლკლორული მუსიკის სიცოცხლის ერთ-ერთ კერაზე, და თუ ისეთი სკითხების რჩევას აპირებთ რასაც ამ თემაში აქვს ადგილი გთხოვთ ,,მდებარეობა" შეიცვალოთ და სასაუბროს მიაშუროთ smile.gif

სულ თავიდან შეძლებისდაგვარად დავასაბუთე, რომ ქართული სუფრა თავადაა ხალხური შემოქმედების დარგი, გარდა იმისა, რომ სუფრაზე ფოლკლორის ნიმუშები სრულდება. ასე წინ და უკან სირბილი განყოფილებებში მგონი არ ივარგებს.

ციტატა(Lenus @ Oct 20 2007, 03:57 PM) *

გვითხარი N. R. რა ტრადიციული სიმღერები სრულდებოდა სუფრებზე?

მაგ. რითი შევცვალოთ ჰეფი ბერზდეი??

საიუბილეო სიმღერები არ გვაქვს მგონი და... გადავაკეთოთ რამე სიმღერის ტექსტი, ან ჯობია დავწეროთ ხალხურ სტილში, "ქართულ მუსიცირებაში" რომ წერია, ისე

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Oct 23 2007, 11:31 AM

მოდით, თუ ფოლკლორში არ გინდათ რომ ისეთი საუბრები იყოს, ეს თემა სულ სასაუბროში გადაიტანეთ. მართალია იქ ვეღარ მივაქცევ ყურადღებას (ერთი საათი მაქვს დღეში ინტერნეტთან, თან ხშირად ურევს ქსელი და ფოლკლორის გარდა სხვაგან თითქმის ვერასოდეს ვასწრებ შეხედვას), მაგრამ ასე დანაწევრებულის ყურება არ შემიძლია. ჩემი პირმშოა მაინც და ასეთი "ახანჯლული" რომ ვნახე, გული მომიკვდა. იყოს სასაუბროში, თუნდაც ვეღარ ვნახო! "კავკასიური ცარცის წრის" მსგავსად გამოდის, მაგრამ სიცილის გუნებაზე სულ არ ვარ. user.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Oct 24 2007, 06:34 PM

M.M.

ჩემო კარგო, ყოფილა, კი არადა გაუხსნიათ მსგავსი თემა და უფრო სასაუბროს შეეფერებოდა. რაც მასში ხალხური იმას კი შეგვიძლია კარი ფართოდ გავუღოთ 2kiss.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Oct 25 2007, 11:27 AM

ციტატა(N. R. @ Oct 24 2007, 06:34 PM) *

M.M.
ჩემო კარგო, ყოფილა, კი არადა გაუხსნიათ მსგავსი თემა და უფრო სასაუბროს შეეფერებოდა. რაც მასში ხალხური იმას კი შეგვიძლია კარი ფართოდ გავუღოთ 2kiss.gif

ჰოდა მეც მაგაჲ ვამბობდი, გავაერთიანოთ ეს თემები და ან სასაუბროში იყოჲ, ან კიდე აქა-მეთქი. თორემა, ცლკე თემა "ხალხური სიმღერა ქართულ სუფრაზე" ხო არ იქნება?
ციტატა
2kiss.gif
დამშვიდებისთვის მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Nov 17 2007, 12:28 PM

ალკოჰოლი და სიმღერა

პირადი მწირი გამოცდილებიდან დავიწყებ, მერე თქვენი მომაშველეთ.
სასმელი გაბედულებას მატებს, მაგრამ ისეთ ხალხს არ მივეკუთვნები, ნასვამზე თავი გონაშვილი რომ ჰგონიათ. სიმღერის რა გითხრათ, ხმაზე სასმელის მოქმედებაზე კი რაც ვიცი, გეტყვით. ერთხელ ცხელ გულზე ლიტრიანი ბოთლი ღვინო გამოვცალე მოყუდებით (სიყვარულმა, მე კი არა, გადარია ტარიელი) და ისეთი ბანი დამიდგა, ლამის ინფრაბგერებში გადავდიოდი. მაგრამ რად გინდა? ჯერ ისე რა მომღერალი ვარ და ახლა 1 ლიტრი სუფთა კახური რქაწითელი რომ მქონდა მშიერ კუჭზე დალეული, რამის თავიღა მექნებოდა? ერთხელ კიდევ ერთი ტოლჩა ლუდი მივაყოლე ხინკალზე და წკრიალა პირველი გამეხსნა. "საჭაშნიკეში" მირთმეულმა არაყმა კრიმანჭულზე იმოქმედა დადებითად... ამ მიმართულებით კვლევები დროებით შეჩერებულია უსახსრობის გამო, მაგრამ თუ რამე შემოვიდა, მარტყოფელებთან და დიდგორელებთან ერთად ვაპირებ ამ საკითხზე მუშაობის გაგრძელებას laugh.gif

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Nov 19 2007, 02:21 PM

M.M.
საინტერესო კვლევა გაქვს....გაგრზელე ...... laugh.gif

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Nov 19 2007, 05:52 PM

ქართული სუფრა მიყვარს სადაც ერთმანეთის მოსმენა, კარგი სიმღერას მღერიან
და აი იმის რა მოგახსენო ყაყანი და ერთი ამბავი რომ არის. ესეთ სუფრებზე ძირითად დროს გარეთ ვატარებ smile.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Nov 20 2007, 01:20 AM

misdevs mela loms
თავიდან ყველაფერი კარგია მარა მერე გრაფინების მტვრევა ,გინება,ყაყანი და ის ყველაფერი რასაც შენ ამბობ მართლა არ ვარგა,თორე თავიდან კაი ქეიფს რა ჯობია სიმღერასთან ერთადsmile.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Nov 20 2007, 11:26 AM

ციტატა(yipiani gio @ Nov 20 2007, 01:20 AM) *

misdevs mela loms
თავიდან ყველაფერი კარგია მარა მერე გრაფინების მტვრევა ,გინება,ყაყანი და ის ყველაფერი რასაც შენ ამბობ მართლა არ ვარგა,თორე თავიდან კაი ქეიფს რა ჯობია სიმღერასთან ერთადsmile.gif
თავიდანვე ცუდი სუფრაც მინახავს და ბოლომდე კარგიც, მაგაზე არაა.

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Nov 20 2007, 03:52 PM

M.M.
არა ეგ მართალია მარა,იშვიათობაა ბოლომდე მშვიდი სუფრა.smile.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 17 2007, 01:13 PM

ანალოგიური თემა სხვაგანაც რომ გაიხსნა, ეს თემა რომლის გამოც დამიხანჯლეთ, ისევ დაუხურავთ, არქივში ვნახე. რა იქნება ის პოსტები აქეთ გადმოვიტანოთ ისევ?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 17 2007, 03:20 PM

სამწუხაროდ ქართული სუფის ზოგიერთი ბოლოდროინდელი ელემენტი, უფრო საღორეს დაამშვენებდა ვიდრე აკადემიას...

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Dec 17 2007, 07:26 PM

მნათე

ციტატა
სამწუხაროდ ქართული სუფის ზოგიერთი ბოლოდროინდელი ელემენტი, უფრო საღორეს დაამშვენებდა ვიდრე აკადემიას...

მართალი ხარ biggrin.gif biggrin.gif მაგრამ კიდევ არის შემორჩენილი ნამდვილი ტრადიციული სუფრის წესი wink.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Dec 17 2007, 09:54 PM

ოჰ გაუმარჯოს მსმელ დამრტყმელ და კაი ხალხსbiggrin.gif აბა როგორა ხართ ხო ხართ მაჩვებივით?biggrin.gif

პოსტის ავტორი: ianeti თარიღი: Dec 18 2007, 01:47 AM

უფ რა კაი თემააა ქართულ ნამდვილ ქეიფს რა ჯობია კართული კერძები კაი ღვინო კაი თამადა კაი სიმღერა კაი პოეზია ეს ყველაფერი კაი შინაურ ხალხში სამეგობროში გარეთ თოვლი ეს ყველაფერი ბუხართან მიყრუებულ სოფელში აუ მაგარია toast.gif

პოსტის ავტორი: TuTashxia თარიღი: Dec 18 2007, 01:58 AM

ციტატა(ianeti @ Dec 18 2007, 02:47 AM) *

უფ რა კაი თემააა ქართულ ნამდვილ ქეიფს რა ჯობია კართული კერძები კაი ღვინო კაი თამადა კაი სიმღერა კაი პოეზია ეს ყველაფერი კაი შინაურ ხალხში სამეგობროში გარეთ თოვლი ეს ყველაფერი ბუხართან მიყრუებულ სოფელში აუ მაგარია toast.gif

აუუუ რა კარგიაააა!მინდაააააააა http://allsmiles.caucasus.net

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 18 2007, 03:22 AM

ციტატა
აუუუ რა კარგიაააა!მინდაააააააა

მამა ბართლომე არ გინდა? tongue.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 18 2007, 01:13 PM

ციტატა(yipiani gio @ Dec 17 2007, 09:54 PM) *

ოჰ გაუმარჯოს მსმელ დამრტყმელ და კაი ხალხსbiggrin.gif აბა როგორა ხართ ხო ხართ მაჩვებივით?biggrin.gif

მაჩვი რა სახსენებელია, მამალი მგლებივითა ვართ! biggrin.gif

ციტატა(ianeti @ Dec 18 2007, 01:47 AM) *

უფ რა კაი თემააა ქართულ ნამდვილ ქეიფს რა ჯობია კართული კერძები კაი ღვინო კაი თამადა კაი სიმღერა კაი პოეზია ეს ყველაფერი კაი შინაურ ხალხში სამეგობროში გარეთ თოვლი ეს ყველაფერი ბუხართან მიყრუებულ სოფელში აუ მაგარია toast.gif

ციტატა(TuTashxia @ Dec 18 2007, 01:58 AM) *

აუუუ რა კარგიაააა!მინდაააააააა http://allsmiles.caucasus.net

მაიცა, გათავდეს მარხვა, იგეთი პური უნდა ვჭამოთ რო...
ჩემი ზემოთმოყვანილი თხოვნა გათვალისწინებული არ იქნება?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 18 2007, 01:55 PM

ციტატა
ანალოგიური თემა სხვაგანაც რომ გაიხსნა, ეს თემა რომლის გამოც დამიხანჯლეთ, ისევ დაუხურავთ, არქივში ვნახე. რა იქნება ის პოსტები აქეთ გადმოვიტანოთ ისევ?

ამას ნორმალური მოდერაცია სჭირდება biggrin.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 18 2007, 01:58 PM

ციტატა(მნათე @ Dec 18 2007, 01:55 PM) *

ამას ნორმალური მოდერაცია სჭირდება biggrin.gif

აქაურ მოდერებთან პრეტენზია გაქვს? :ხანჯალზე ხელის გავლება:

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 18 2007, 02:01 PM

ციტატა
აქაურ მოდერებთან პრეტენზია გაქვს? :ხანჯალზე ხელის გავლება:

ხანჯლების ქრისტიანებს არ ეშინიათ tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 18 2007, 02:04 PM

ციტატა(მნათე @ Dec 18 2007, 02:01 PM) *

ხანჯლების ქრისტიანებს არ ეშინიათ tongue.gif biggrin.gif

ეგ მაშინ, როცა ნამდვილად მართალი საქმისთვის იბრძვიან tongue.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 18 2007, 02:04 PM

ციტატა

ეგ მაშინ, როცა ნამდვილად მართალი საქმისთვის იბრძვიან

სწორედ tongue.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 18 2007, 02:08 PM

ციტატა(მნათე @ Dec 18 2007, 02:04 PM) *

სწორედ tongue.gif

:ხელი ხელს"

პოსტის ავტორი: TuTashxia თარიღი: Dec 18 2007, 02:32 PM

ციტატა(მნათე @ Dec 18 2007, 04:22 AM) *

მამა ბართლომე არ გინდა? tongue.gif

მინდა კიიიი.მალე მეყოლება tongue.gif

M.M.
კი... ვჭამოთ http://allsmiles.caucasus.net

პოსტის ავტორი: ianeti თარიღი: Dec 20 2007, 12:06 AM

არააა გამოუსწორებელი გურმანი ვარ ქართული კერძები პირველია დედამიწაზე ჩემთვის ყოველშემთხვევაში

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Dec 20 2007, 12:42 AM

ianeti
და ღვინოც რათქმაუნდა

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Dec 20 2007, 01:04 AM

ianeti

ციტატა
ქართული კერძები პირველია დედამიწაზე ჩემთვის ყოველშემთხვევაში

ჩემთვისაც , ჩემთვისაც biggrin.gif

პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Dec 20 2007, 02:58 AM

ქართული სუფრა როგორც სხვა დანარჩენი ქართული ულამაზესია და მე ვფიქრობ განსაკუთრებულია.ეს ცალკე აკადემიააsmile.gif და ბედნიერი ის ვისაც შეუძლია ისე წარმართოს ქართული სუფრა რომ დამსცრე საზოგადოებამ არ მოიწყინოს. მე ვიცნობ ასეთებს გვარს და სახელს შეგნებულად არ დავასახელებbiggrin.gif თორემ მერე მაგის ფანებს რა აუვაbiggrin.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Dec 20 2007, 03:03 AM

მნათე

QUOTE
სამწუხაროდ ქართული სუფის ზოგიერთი ბოლოდროინდელი ელემენტი, უფრო საღორეს დაამშვენებდა ვიდრე აკადემიას...

ეს იმ შემთხვევაში როცა სუფრას ღორებივით ქართველები უსხედან, ნორმალურ სიტუაციაში მასე არ ხდება.

პოსტის ავტორი: mii თარიღი: Dec 20 2007, 12:01 PM

ხოოო ჩემიაზრით სიმგერის გარეშე სუფრა უმეტეს შემთხვევაში ყაყანია და მოსაბეზრებელი

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 20 2007, 12:09 PM

ციტატა(mii @ Dec 20 2007, 12:01 PM) *

ხოოო ჩემიაზრით სიმგერის გარეშე სუფრა უმეტეს შემთხვევაში ყაყანია და მოსაბეზრებელი

ისეთ სუფრაზეც ვყოფილვარ, სადაც სიმღერია არ იყო, მაგრამ ულამაზესი გამოსულა. ისეთი გულიდან ამომავალი სიტყვები ითქმოდა, რომ... საჭმელიც მარტო კარტოფილი და ლობიო ყოფილა ზოგჯერ. მთავარი გულია, თუმცა სუფრაზე თუ გალობა და სიმღერაა, რა თქმა უნდა სულ სხვა ეშხი აქვს.

პოსტის ავტორი: didgoris fani თარიღი: Dec 20 2007, 03:41 PM

ციტატა
უფ რა კაი თემააა ქართულ ნამდვილ ქეიფს რა ჯობია კართული კერძები კაი ღვინო კაი თამადა კაი სიმღერა კაი პოეზია ეს ყველაფერი კაი შინაურ ხალხში სამეგობროში გარეთ თოვლი ეს ყველაფერი ბუხართან მიყრუებულ სოფელში აუ მაგარია

ხოდა წავედით გურიაში ამ ზამთარს და ხომ იცი მაგი ამბავი არ მოგვაკლდება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 20 2007, 04:39 PM

ხოდა ეხლა სამსახურში მყავს ერთი ლატვიელი სტუმარი, რომელიც გუშინ წინ ჩავათვრეთ biggrin.gif და კაცი გადარეულია, ეს რა მაგარი ხალხი ყოფილხართო (ნუ არცაა გასაკვირი tongue.gif) მერე ავუხსენით ჩვენი ტრადიციები, სუფრის, სტუმარ მასპინძლობის, ცოტა ვაცეკვეთ კიდეც ქართული (გასმებზე დაჩაკვრებზე კი დავტანჯეთ მარა არაუშავს biggrin.gif ) და გვთხოვა მომავალ თვეში რო ჩამოვალო იმ სუფრაზე დამპატიჟეთო ეხლა რო დამიხასიათეთო (ანუ სიმღერითო ყველა სადღეგრძელოზეო და ა.შ. )

პოსტის ავტორი: mii თარიღი: Dec 20 2007, 06:11 PM

ციტატა(M.M. @ Dec 20 2007, 12:09 PM) *

ისეთ სუფრაზეც ვყოფილვარ, სადაც სიმღერია არ იყო, მაგრამ ულამაზესი გამოსულა. ისეთი გულიდან ამომავალი სიტყვები ითქმოდა, რომ... საჭმელიც მარტო კარტოფილი და ლობიო ყოფილა ზოგჯერ. მთავარი გულია, თუმცა სუფრაზე თუ გალობა და სიმღერაა, რა თქმა უნდა სულ სხვა ეშხი აქვს.

კი გეთანხმები ორივე ხელით

ციტატა(didgoris fani @ Dec 20 2007, 03:41 PM) *

ხოდა წავედით გურიაში ამ ზამთარს და ხომ იცი მაგი ამბავი არ მოგვაკლდება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მოდი შევთანხმდეთ ერთი სადგეგრძელო სამი სიმგერა)))))))

ქართული სუფრა იგივე ლოცვა გალობაა და ამიტომ ააქვს დიდი მადლი

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Dec 20 2007, 07:55 PM

ქართული სუფრა უმეტესად მაკდონალდსებში გამობუყნულ და ტრადიციულ სუფრასთან ვერმოხვედრილ ადამიანებს არ მოწონთ . არ შეიძლება ნორმალური ადამიანი ქართულ ელიტარურ სუფრაზე მოხვდეს და არ მოეწონოს

ასეთ ადამიანებს საკუთარ ოჯახშიც რამდენჯერმე აქვთ ნაჭამი საჭმელი

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Dec 21 2007, 04:58 AM

ახლა ერთი რამ გამახსენდა, ერთ დროს, როცა უფრო ლამაზი მეჩვენებოდა ცხოვრება და უფრო ლაღიც ვიყავი (არ ვიცი ეს რა შუასია biggrin.gif ) ჩემს დაბადების დღეზე რამოდენიმე სტუმარი მყავდა შინ smile.gif ხოდა მთელი სუფრის მანძილზე ჩართული იყო დიქტოფონი. და ბავშვები რომ წავიდნენ ნახევარი ღამე ვუსმენდი ჩემს დღეობას smile.gif აღმოჩნდა რომ სუფრის 90 % გალობა და სიმღერა იყო smile.gif ძალიან გამიხარდა

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 21 2007, 12:49 PM

ციტატა(თათი87 @ Dec 20 2007, 04:39 PM) *

ხოდა ეხლა სამსახურში მყავს ერთი ლატვიელი სტუმარი, რომელიც გუშინ წინ ჩავათვრეთ biggrin.gif და კაცი გადარეულია, ეს რა მაგარი ხალხი ყოფილხართო (ნუ არცაა გასაკვირი tongue.gif) მერე ავუხსენით ჩვენი ტრადიციები, სუფრის, სტუმარ მასპინძლობის, ცოტა ვაცეკვეთ კიდეც ქართული (გასმებზე დაჩაკვრებზე კი დავტანჯეთ მარა არაუშავს biggrin.gif ) და გვთხოვა მომავალ თვეში რო ჩამოვალო იმ სუფრაზე დამპატიჟეთო ეხლა რო დამიხასიათეთო (ანუ სიმღერითო ყველა სადღეგრძელოზეო და ა.შ. )

ეგეთ სუფრაზე ლიტველი კი არა, მეც არ ვარ ნამყოფი, მიმსგავსებულზე კი.

ციტატა(abo @ Dec 20 2007, 07:55 PM) *

არ შეიძლება ნორმალური ადამიანი ქართულ ელიტარურ სუფრაზე მოხვდეს და არ მოეწონოს

"ელიტური" სჯობს დაკონკრეტდეს, თორემ უკვე ავიჯაგრე biggrin.gif
ციტატა(N. R. @ Dec 21 2007, 04:58 AM) *

ახლა ერთი რამ გამახსენდა, ერთ დროს, როცა უფრო ლამაზი მეჩვენებოდა ცხოვრება და უფრო ლაღიც ვიყავი (არ ვიცი ეს რა შუასია biggrin.gif ) ჩემს დაბადების დღეზე რამოდენიმე სტუმარი მყავდა შინ smile.gif ხოდა მთელი სუფრის მანძილზე ჩართული იყო დიქტოფონი. და ბავშვები რომ წავიდნენ ნახევარი ღამე ვუსმენდი ჩემს დღეობას smile.gif აღმოჩნდა რომ სუფრის 90 % გალობა და სიმღერა იყო smile.gif ძალიან გამიხარდა

შენ რა გიჭირს, მე ახლა ვიჩითები ეგეთ ხალხში

პოსტის ავტორი: mii თარიღი: Dec 21 2007, 01:05 PM

გუშინ ვიყავი სუფრაზე იდეალური იყო თავისი სადღეგრძელოებით და სიმგერებით იფ)))))))

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 26 2007, 12:31 PM

....საჭიროა თუნდაც ჩვენი ყოფისათვის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის პირვანდელი სახის აღდგენა, როგორიცაა ქართული სუფრა. დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ იგი, ისევე როგორც სხვა ტრადიციები, გარკვეულწილად შეილახა; სინამდვილეში მისი არსი მთლიანად ქრისტიანულია და გამორიცხავს როგორც თრობას, ისე დღეს არსებულ სხვადახვა მანკიერ გამოვლინებებს. კარგად აღზრდილი ადამიანი არ დათვრება და ამით თავს არ დაიმცირებს. ეკლესიური ცნობიერებიდან გამომდინარე, კარგია, რომ ჩვენს სუფრაზე თანდათან მკვიდრდება სადღეგრძელოთა შინაარსი და ტრადიციული თანმიმდევრობა, რაც იწყება უფლის სადიდებლით და მთავრდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხსენებით. ამასთან, ყოველი სადღეგრძელო დალოცვაა, ლოცვის ერთგვარი სახეა. ქართული სუფრის ღრმა სულიერ ხასიათზე მიუთითებს ისიც, რომ ყოველთვის ხდება გარდაცვლილთა მოხსენიება. ქრისტიანული სუფრა არის ადამიანთა ერთობისა და თანადგომის, ჭირისა და ლხინის გაზიარების ადგილი, სადაც უფალი მყოფობს. ამიტომაც პურობა იწყება და მთავრდება ლოცვით. ქართული სუფრა არის ქრისტიანული სიყვარულისა და ურთიერთპატივიცემის გამოხატვის უნიკალური ინსტიტუტი.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II. საშობაო ეპისტოლე, 2007.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 26 2007, 12:49 PM

მარიამი
ამითი ყველაფერი ნათქვამია...

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Dec 26 2007, 12:55 PM

:

ციტატა(მარიამი @ Dec 26 2007, 12:31 PM) *

....საჭიროა თუნდაც ჩვენი ყოფისათვის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის პირვანდელი სახის აღდგენა, როგორიცაა ქართული სუფრა. დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ იგი, ისევე როგორც სხვა ტრადიციები, გარკვეულწილად შეილახა; სინამდვილეში მისი არსი მთლიანად ქრისტიანულია და გამორიცხავს როგორც თრობას, ისე დღეს არსებულ სხვადახვა მანკიერ გამოვლინებებს. კარგად აღზრდილი ადამიანი არ დათვრება და ამით თავს არ დაიმცირებს. ეკლესიური ცნობიერებიდან გამომდინარე, კარგია, რომ ჩვენს სუფრაზე თანდათან მკვიდრდება სადღეგრძელოთა შინაარსი და ტრადიციული თანმიმდევრობა, რაც იწყება უფლის სადიდებლით და მთავრდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხსენებით. ამასთან, ყოველი სადღეგრძელო დალოცვაა, ლოცვის ერთგვარი სახეა. ქართული სუფრის ღრმა სულიერ ხასიათზე მიუთითებს ისიც, რომ ყოველთვის ხდება გარდაცვლილთა მოხსენიება. ქრისტიანული სუფრა არის ადამიანთა ერთობისა და თანადგომის, ჭირისა და ლხინის გაზიარების ადგილი, სადაც უფალი მყოფობს. ამიტომაც პურობა იწყება და მთავრდება ლოცვით. ქართული სუფრა არის ქრისტიანული სიყვარულისა და ურთიერთპატივიცემის გამოხატვის უნიკალური ინსტიტუტი.
საქართველოს კათალიკოსპატრიარქი ილია II. საშობაო ეპისტოლე, 2007.

2kiss.gif

პოსტის ავტორი: ianeti თარიღი: Dec 27 2007, 01:26 AM

ციტატა
ხოდა წავედით გურიაში ამ ზამთარს და ხომ იცი მაგი ამბავი არ მოგვაკლდება

უფფფ რა კაი იქნება ბაკურიანის მერეც შეილება

პოსტის ავტორი: ianeti თარიღი: Jan 4 2008, 04:26 AM

ციტატა
....საჭიროა თუნდაც ჩვენი ყოფისათვის ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის პირვანდელი სახის აღდგენა, როგორიცაა ქართული სუფრა. დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ იგი, ისევე როგორც სხვა ტრადიციები, გარკვეულწილად შეილახა; სინამდვილეში მისი არსი მთლიანად ქრისტიანულია და გამორიცხავს როგორც თრობას, ისე დღეს არსებულ სხვადახვა მანკიერ გამოვლინებებს. კარგად აღზრდილი ადამიანი არ დათვრება და ამით თავს არ დაიმცირებს. ეკლესიური ცნობიერებიდან გამომდინარე, კარგია, რომ ჩვენს სუფრაზე თანდათან მკვიდრდება სადღეგრძელოთა შინაარსი და ტრადიციული თანმიმდევრობა, რაც იწყება უფლის სადიდებლით და მთავრდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხსენებით. ამასთან, ყოველი სადღეგრძელო დალოცვაა, ლოცვის ერთგვარი სახეა. ქართული სუფრის ღრმა სულიერ ხასიათზე მიუთითებს ისიც, რომ ყოველთვის ხდება გარდაცვლილთა მოხსენიება. ქრისტიანული სუფრა არის ადამიანთა ერთობისა და თანადგომის, ჭირისა და ლხინის გაზიარების ადგილი, სადაც უფალი მყოფობს. ამიტომაც პურობა იწყება და მთავრდება ლოცვით. ქართული სუფრა არის ქრისტიანული სიყვარულისა და ურთიერთპატივიცემის გამოხატვის უნიკალური ინსტიტუტი.
საქართველოს კათალიკოსპატრიარქი ილია II. საშობაო ეპისტოლე, 2007.

ამ სიტყვებს რომ ვკითხულობდი სანამ ბოლომდე არ წავიკითხე არვიცოდი რომ უწმიდესის სიტყვბი იყო. და გაოგნებული თავის ქნევით ჩავიკითხე ანუ თანხმობით რა მაგარია ვეთანხმებითკო.ბოლოს წავიკითხე რომ ეს ჩვენი პატრირქის სიტყვებია მადლობა რომ გაგვაცანი.ამას არაფრის დამატება უნდა.

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jan 14 2008, 12:40 PM

სასაუბროში ანალოგიური თემა რომ იყო, რომლის გამოც ამ თემიდან ბევრი პოსტი იქით გადაიტანეს, დაიხურა. რა იქნება არქივიდან ამოიღოთ და ამ თემას შემოუერთოთ?

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 14 2008, 09:30 PM

არა რა ქართული სუფრა მაგარია,ჩვენ ეს დავამტკიცეთbiggrin.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 14 2008, 11:46 PM

yipiani gio

ციტატა
არა რა ქართული სუფრა მაგარია,ჩვენ ეს დავამტკიცეთ

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ნამდვილად , ნამდვილად biggrin.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jan 15 2008, 12:07 PM

ციტატა(yipiani gio @ Jan 14 2008, 09:30 PM) *

არა რა ქართული სუფრა მაგარია,ჩვენ ეს დავამტკიცეთbiggrin.gif

ციტატა(Didgoreli @ Jan 14 2008, 11:46 PM) *

yipiani gio

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ნამდვილად , ნამდვილად biggrin.gif

კარგით რა, ეს ნამდვილად არ იყო კლასი, თუმა კარგდ ვიხალისეთ, არა უშავდა. ეტყობა ნამდვილი მოლხენისთვის კიდევ უნდა გავიზარდოთ

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jan 15 2008, 09:15 PM

ციტატა(მნათე @ Dec 18 2007, 01:55 PM) *

ამას ნორმალური მოდერაცია სჭირდება biggrin.gif

რა პრეტენზიები გაქვს? smile.gif

M.M.

ვერ შევასრულებ სამწუხაროდ თხოვნას, ჯერ ერთი რომ შესაძლებლობები არ გამაჩნია ტექნიკური, მერეც მაინც არაშესაფერისი თემა იქნება ფოლკლორის განყოფილებისთვის

პოსტის ავტორი: amashukeli თარიღი: Jan 15 2008, 09:38 PM

რა მაგარია ქართული სუფრაsmile.gifოღონდ ნაღდი ქართული!!!

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jan 23 2008, 01:17 PM

ესაო, ისაო, ამ განყოფილების ხალხი სხვებს მოწყვეტილიაო... მერე ჩახუტებაც იყო, სიყვარულის ცრემლებიც, ბოდიშებიც... პრობლემის გადასაწყვეტად ესა ნახეთ: http://church.ge/index.php?s=&showtopic=3287&view=findpost&p=245548

პოსტის ავტორი: Georgia_me1121 თარიღი: Jun 20 2008, 04:39 PM

მოდით ამ თემაში ნამდვილ ტრადიციულ ქართულ სუფრაზე(ღრეობაში არ აგიერიოთ, არც არის ქართული) ვისაუბროთ და ლამაზი სადღეგრძელოები ვთქვათ smile.gif თამადაც ავირჩიოთ rolleyes.gif

დიაცი ვარ და კაცმა გახსნას სუფრა zafxuli.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Jun 20 2008, 05:08 PM

მე რომ მკითხო ამ ტემის გახსნა არ იყო საჭირო აქ იყო მსგავსი ტემა და არც აქა საწირო სადღეგრძელოების თქმას რაღაც მუღამი ეკარგება ასე რაღაცის ტქმას, თანაც ქართველები ისეთი ერნი ვართ რომ არ გამოგველევა სადღეგრძელოები მთავარია დალევა სეძლო შენ.რაც შეხება კიდე სადღეგრძელოებს 15 სადღეგრძელო რაც აუცილებელია ყველა ქართველმა მამაკაცმა უნდა იცოდეს რო მოეცეს თამადობის საშვალება არ უნდა შერცხვეს და მეხუთე პირველის ნაცვლათ არ თქვას ან კიდევ პირიქით.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 20 2008, 05:15 PM

t.d

ციტატა
თანაც ქართველები ისეთი ერნი ვართ რომ არ გამოგველევა სადღეგრძელოები მთავარია დალევა სეძლო შენ.რაც შეხება კიდე სადღეგრძელოებს 15 სადღეგრძელო რაც აუცილებელია ყველა ქართველმა მამაკაცმა უნდა იცოდეს რო მოეცეს თამადობის საშვალება არ უნდა შერცხვეს და მეხუთე პირველის ნაცვლათ არ თქვას ან კიდევ პირიქით.

სამწუხაროდ, სადღეგრძელოების დაზეპირება გამხდარა დღეისათვის, თემო, კაცური კაცობის ნიშანი. ჭიქით ხელში პატრიოტებიც არიან, მეგობრებიც, ვაჟკაცებიც, მაგრამ იქნება ისევ იმ დღესვე კარგები იგინონ ან ერთმანეთს თავპირი დაამტვრიონ. ფალსია მე თუ მკითხავთ, ფალსი და მხოლოდ სიტყვების კონა! გულიდან უნდა მოდიოდეს სათქმელი და არა ლექსივით დაზეპირებული გამოსათრობად და ღვინის ტიკად დაგაქცევისათვის.

პოსტის ავტორი: Georgia_me1121 თარიღი: Jun 20 2008, 05:17 PM

ციტატა(staywhite @ Jun 20 2008, 06:15 PM) *

t.d
სამწუხაროდ, სადღეგრძელოების დაზეპირება გამხდარა დღეისათვის, თემო, კაცური კაცობის ნიშანი. ჭიქით ხელში პატრიოტებიც არიან, მეგობრებიც, ვაჟკაცებიც, მაგრამ იქნება ისევ იმ დღესვე კარგები იგინონ ან ერთმანეთს თავპირი დაამტვრიონ. ფალსია მე თუ მკითხავთ, ფალსი და მხოლოდ სიტყვების კონა! გულიდან უნდა მოდიოდეს სათქმელი და არა ლექსივით დაზეპირებული გამოსათრობად და ღვინის ტიკად დაგაქცევისათვის.

ლამაზი სადღეგრძელოები ვთქვათ მეთქი და ეს რა შუაშია, რას გადაწვდით.
სიმართლეა სამწუხაროდ მაგრამ სხვა თემაში უნდა ითქვას.

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Jun 20 2008, 05:19 PM

ციტატა(staywhite @ Jun 20 2008, 05:15 PM) *

t.d
სამწუხაროდ, სადღეგრძელოების დაზეპირება გამხდარა დღეისათვის, თემო, კაცური კაცობის ნიშანი. ჭიქით ხელში პატრიოტებიც არიან, მეგობრებიც, ვაჟკაცებიც, მაგრამ იქნება ისევ იმ დღესვე კარგები იგინონ ან ერთმანეთს თავპირი დაამტვრიონ. ფალსია მე თუ მკითხავთ, ფალსი და მხოლოდ სიტყვების კონა! გულიდან უნდა მოდიოდეს სათქმელი და არა ლექსივით დაზეპირებული გამოსათრობად და ღვინის ტიკად დაგაქცევისათვის.

მაგაში გეთანხმები მაგარმ აუცილებელია სუფრა ლამაზად წაიყვანო და წინაპრებისგან ნასწავლი ცოდნა დაღვარო სუფრაზე, სუფრას ალამაზებს თამადე ლამაზი სადრეგრძელოები და სუფრაზე მოქცევის კულტურა, რომელსაც ნამდვილათ ვერ ასრულებენ არა მარტო ახლანდელი თაობა არამედ ჩვენი წინა თაობაც კი ჩემი სასწავლებელი რომ გაუხდება 35 კაცს სუფრაზე მოქზევის წესები სირცხვილი არა? მეც ნამდვილათ ვერ ვიტან იმას რომ სადრეგრძელოს იზახიან საქართველოსი და მისი ისტორია და მისი სიყვარულიც კი არ გაჩნიათ, დაქუხებენ დედების სადღეგრძელოს და ამ ხალხს არც კი სცემენ პასუხს. ეს სადრეგრძელოები მოიდა გახდა ბევრისთვის, მთავარია რა სილამაზიტ დარა გულიტ იზახი ამას, მე ვერ აგიხსდენიტ პირველ პოსტში ეს სიტყვები მარა საკმაოთ კარგათ ვიცი ქართულ სუფრას ქართულ ადათს როგორ ვცე პატივი.

პოსტის ავტორი: Georgia_me1121 თარიღი: Jun 20 2008, 05:23 PM

ციტატა(t.d @ Jun 20 2008, 06:19 PM) *

მაგაში გეთანხმები მაგარმ აუცილებელია სუფრა ლამაზად წაიყვანო და წინაპრებისგან ნასწავლი ცოდნა დაღვარო სუფრაზე, სუფრას ალამაზებს თამადე ლამაზი სადრეგრძელოები და სუფრაზე მოქცევის კულტურა, რომელსაც ნამდვილათ ვერ ასრულებენ არა მარტო ახლანდელი თაობა არამედ ჩვენი წინა თაობაც კი ჩემი სასწავლებელი რომ გაუხდება 35 კაცს სუფრაზე მოქზევის წესები სირცხვილი არა? მეც ნამდვილათ ვერ ვიტან იმას რომ სადრეგრძელოს იზახიან საქართველოსი და მისი ისტორია და მისი სიყვარულიც კი არ გაჩნიათ, დაქუხებენ დედების სადღეგრძელოს და ამ ხალხს არც კი სცემენ პასუხს. ეს სადრეგრძელოები მოიდა გახდა ბევრისთვის, მთავარია რა სილამაზიტ დარა გულიტ იზახი ამას, მე ვერ აგიხსდენიტ პირველ პოსტში ეს სიტყვები მარა საკმაოთ კარგათ ვიცი ქართულ სუფრას ქართულ ადათს როგორ ვცე პატივი.

ხოდა ვინც პატივს ვცემთ ისინი შემოვიდეთ აქ smile.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Jun 20 2008, 05:26 PM

ციტატა(Georgia_me1121 @ Jun 20 2008, 05:23 PM) *

ხოდა ვინც პატივს ვცემთ ისინი შემოვიდეთ აქ smile.gif

ხოდა მაშინ გისმენ რისი სადღეგრზელოს შემოთაზება შეგიზლია ამ მართლმადიდებელი ხალხისთვის.

პოსტის ავტორი: Georgia_me1121 თარიღი: Jun 20 2008, 05:41 PM

ციტატა(t.d @ Jun 20 2008, 06:26 PM) *

ხოდა მაშინ გისმენ რისი სადღეგრზელოს შემოთაზება შეგიზლია ამ მართლმადიდებელი ხალხისთვის.

ძალიან მიყვარს:
ცის მშვენება არწივს, წყლის მშვენება ორაგულს, კლდის მშვენება ჯიხვს, ტყის მშვენება ირემს
და სუფრის მშვენება მანდილოსანს გაუმარჯოს!!!

დიახაც! laugh.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Jun 20 2008, 05:43 PM

ციტატა(Georgia_me1121 @ Jun 20 2008, 05:41 PM) *

ძალიან მიყვარს:
ცის მშვენება არწივს, წყლის მშვენება ორაგულს, კლდის მშვენება ჯიხვს, ტყის მშვენება ირემს
და სუფრის მშვენება მანდილოსანს გაუმარჯოს!!!

დიახაც! laugh.gif

მშვენიერია მარა ეს არწივის მშვენება და ეს ორაგულის მსვენება რაღას ნიშნავს? სხვა თევზი არ ამშვბენებს წყალს?
ორონდ არ მითხრა შენ ახლა შარზე ხარო.

პოსტის ავტორი: Georgia_me1121 თარიღი: Jun 20 2008, 05:48 PM

ციტატა(t.d @ Jun 20 2008, 06:43 PM) *

მშვენიერია მარა ეს არწივის მშვენება და ეს ორაგულის მსვენება რაღას ნიშნავს? სხვა თევზი არ ამშვბენებს წყალს?
ორონდ არ მითხრა შენ ახლა შარზე ხარო.

ო ცაში აჭრილი არწივი არ არი მშვენება? ჯიხვი კლდეზე, ირემი ტყეში არა?

ხო ეს ორაგული რაღაც ვერა laugh.gif
ნუ მაოფებინებ laugh.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Jun 20 2008, 05:50 PM

ციტატა(Georgia_me1121 @ Jun 20 2008, 05:48 PM) *

ო ცაში აჭრილი არწივი არ არი მშვენება? ჯიხვი კლდეზე, ირემი ტყეში არა?

ხო ეს ორაგული რაღაც ვერა laugh.gif
ნუ მაოფებინებ laugh.gif

მე წავშლი ჩემს პოსტებს კვალის გარეშე, მარა აქ პირველი სადღეგრძელო მაინც სხვა უნდა გეთქვა. laugh.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 20 2008, 05:55 PM

Georgia_me1121

ციტატა
ლამაზი სადღეგრძელოები ვთქვათ მეთქი და ეს რა შუაშია, რას გადაწვდით.

ლამაზი სადღეგრძელოები კი არ უნდა დაიზეპირო,არამედ გულიდან უნდა თქვა როცა გეთქმევინება smile.gif გარდა ამისა, მე ვერავინ დამიშლის და ისიც შენ სად რას გადავწვდები. მაგიტომაა ჩვენი საქმე კარგად რაღაც დაზეპირებულ ნორმებს რომ მივყვებით.

პ.ს.გარდა ამისა, ამ ფორუმზე ფლეიმი არ არის, რომ ვის რა მოეპრიანება იმაზე წეროს და იხალისოს. იყო ასეთი თემა და ღადავის მეტი არაფერი იწერებოდა,ამიტომაც დამსახურებულად მიახურეს.

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Jun 20 2008, 05:56 PM

ციტატა(staywhite @ Jun 20 2008, 05:53 PM) *

Georgia_me1121
ლამაზი სადღეგრძელოები კი არ უნდა დაიზეპირო,არამედ გულიდან უნდა თქვა როცა გეთქმევინება smile.gif გარდა ამისა, მე ვერავინ დამიშლის და ისიც შენ სად რას გადავწვდები. მაგიტომაა ჩვენი საქმე კარგად რაღაც დაზეპირებულ ნორმებს რომ მივყვებით.

კაი ნუ ნერვიულობ, მართალი ხარ ხალხი სხვის გაგონილს ისე იმეორებს რომ მას გულიდან არ იზახის უბრალოთ იძახის და ეგა, იზახის საქართველოს სიყვარულის სადღეგრძელოს დიდი წინაპრების სადღეგრძელოს და საქმე საქმეზე რო მიდგეს და საქართველოს მისი თავი დაშჭირდეს იმალებიან, იმედია არავინ არ მიწყენთ.

პოსტის ავტორი: Georgia_me1121 თარიღი: Jun 20 2008, 05:56 PM

ციტატა(t.d @ Jun 20 2008, 06:50 PM) *

მე წავშლი ჩემს პოსტებს კვალის გარეშე, მარა აქ პირველი სადღეგრძელო მაინც სხვა უნდა გეთქვა. laugh.gif

ოო ხო ვთქვი კაცმა დაიწყოს მეთქი, დიაცი ვარ laugh.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Jun 20 2008, 05:57 PM

ეს თემა რომ დაიხუროს მე ამას ვეთანხმები.

პოსტის ავტორი: Georgia_me1121 თარიღი: Jun 20 2008, 06:07 PM

ციტატა(t.d @ Jun 20 2008, 06:57 PM) *

ეს თემა რომ დაიხუროს მე ამას ვეთანხმები.

+

დამიკარგეთ სურვილი mad.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 20 2008, 06:08 PM

ციტატა
იზახის საქართველოს სიყვარულის სადღეგრძელოს დიდი წინაპრების სადღეგრძელოს და საქმე საქმეზე რო მიდგეს და საქართველოს მისი თავი დაშჭირდეს იმალებიან, იმედია არავინ არ მიწყენთ.

საწყენი კი არა მართალია, თემო 2kiss.gif გრძნობა უნდა ყველაფერს და მერე სიტყვები, ეს ბოლო კი არც ისე აუცილებელია.

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 20 2008, 06:19 PM

ციტატა
ძალიან მიყვარს:
ცის მშვენება არწივს, წყლის მშვენება ორაგულს, კლდის მშვენება ჯიხვს, ტყის მშვენება ირემს
და სუფრის მშვენება მანდილოსანს გაუმარჯოს!!!

დიახაც!

აუჰ... ჩემს სულში ზიხარ რა... დამბურძგლა პირდაპირ და ცრემლი მომერია, ოღონდ ბოლოს "ნატიფ მანდილოსანს" ჩავამატოთ და დამთავრებული ამბავია! laugh.gif

შინაურები ვართ ყველა თქვენ შემოგევლეთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 20 2008, 06:51 PM

Georgia_me1121

ციტატა
ხოდა ვინც პატივს ვცემთ ისინი შემოვიდეთ აქ smile.gif

ალბათ შენ დაბადებული არ იყავი, რომ მე ქართულ სუფრას კიდეც ვაწყობდი, კიდეც ვალაგებდი და ვამზადებდი, ამიტომ ეგ მკრეხელური სიტყვები მეორედ აღარ თქვა. პატივისცემას კიდევ გუშინდელი მალაკასოსები მე ვერაფრის მიმართ ვერ მასწავლიან და მითუფრო საქართველოს თუ მისი ადათებისას. ხოდა ცოტა ტორმუზი ენას სანამ რამეს დაპოსტავ.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 20 2008, 06:53 PM

Giorgi-

ციტატა
შინაურები ვართ ყველა თქვენ შემოგევლეთ

მოგეცა ხომ ფრთების გაშლის მიზეზი??? laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Jun 20 2008, 06:53 PM

რა გინდოდათ ამ თემისგან, ადამიანმა გახსნა, ვისაც სურდა დაეპოსტა სადღეგრძელოები, ახალი დარეგისტრირებულია თან როგორც ჩანს
ბავრი ლამაზი სადღეგრძელო არსებობს და ჩემი აზრით სულ არ იყო სალაპარაკო ვინ რას იზეპირებს და ვინ გულით ამბობს.

tongue.gif

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Jun 20 2008, 06:55 PM

ციტატა(_Matasi_ @ Jun 20 2008, 06:53 PM) *

რა გინდოდათ ამ თემისგან, ადამიანმა გახსნა, ვისაც სურდა დაეპოსტა სადღეგრძელოები, ახალი დარეგისტრირებულია თან როგორც ჩანს
ბავრი ლამაზი სადღეგრძელო არსებობს და ჩემი აზრით სულ არ იყო სალაპარაკო ვინ რას იზეპირებს და ვინ გულით ამბობს.

tongue.gif

აქვს აზრი ნამდვილათ, იმოტომა საქართველო კარგათ რომ სუფრა გადაქციეს ბოდისი და მუცლების ამოსავსებატ ქართული სუფრა აკადემია იყო იმდენ რამეს ისწავლიდა, რასაც ვერც სკოლაში და ვერც უნივერსიტეტში გაიგებდი და ისწავლიდი.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 20 2008, 07:00 PM

_Matasi_

ციტატა
რა გინდოდათ ამ თემისგან, ადამიანმა გახსნა, ვისაც სურდა დაეპოსტა სადღეგრძელოები, ახალი დარეგისტრირებულია თან როგორც ჩანს
ბავრი ლამაზი სადღეგრძელო არსებობს და ჩემი აზრით სულ არ იყო სალაპარაკო ვინ რას იზეპირებს და ვინ გულით ამბობს.

თემას მე პირადად არც არაფერს ვერჩი და ისედაც ვინ მეკითხება, მხოლოდ მივუთითე რომ ეპითეტებს არაშებამისად ხმარობს. ჩემი აზრი კი ზემოთ მიწერია , რაც დაზეპირებულ სადღეგრძელოებს ეხება.

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Jun 20 2008, 07:04 PM

ციტატა(_Matasi_ @ Jun 20 2008, 06:53 PM) *

და ვინ გულით ამბობს.

გულით ვამბობ---ვინც გაივლის გამოივლის, კაი თვალით შემოგვხედავს ....... გაუმარჯოსსს IPB-ს სურათი

laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 20 2008, 07:06 PM

კანონისტი

ციტატა
მოგეცა ხომ ფრთების გაშლის მიზეზი???

yes.gif

მარა რად გინდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Jun 20 2008, 07:36 PM

ყველაზე მაგრად ვკაიფობ ასე რო იციან: "რაც მე ვერ დაგლოცო....... " biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 20 2008, 09:39 PM

მდგომიარე, მწოლიარე და მჯდომიარე არ გამოგრჩეთ yes.gif

3 "ჩ"-უ კიდევ smile.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jun 20 2008, 09:51 PM

1 საინძელო თქვი დაილოცე,და ბოლომდე გამოცალე თორე ჩაგასხავ კისერში მაგ ღვინოს იცოდე.
თამადის ლექსიკიდან.
ვიტყვი და ვერ დავლევ თუ გინდა ჩამასხი.
თამადა მიდის გამოართმევს სასმისს და კისერში ასხავს.
არ უნდა შეიმჩნიოს, რომ შესცივდა , მაგრამ დიდი შეურაცხყოფაა, უცებ ფხიზლდება და თამადას გვერდიდან გაშლილი მკლავით ლაწან.
აირია მონასტერი, წივილი, კივილი, ვიღაცამ იარაღი გააძრო.
მოკლედ

ქართულ სუფრას გაუმარ---ჯოს.

პოსტის ავტორი: amashukeli თარიღი: Jun 20 2008, 11:55 PM

ძაან მაგარი თემააsmile.gif))
ყველაზე მაგარი სადღეგრძელოა მეგობრებიიისსსsmile.gif))აიტტტტტsmile.gif))

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Jun 20 2008, 11:59 PM

ვაჟბატონები რომ შეჟუჟუნდებიან,შეიფაკლებიან და რომ იწყებენ ''დამწვარ ჯიგარზე'' სადრეგრძელოებს...თუ არა სადღეგრძელოში ნათქვამი სიყვარულის სახოტბო სიტყვები,განა სხვა რაა სიყვარული?! biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 21 2008, 12:01 AM

S a l l y

ციტატა
და რომ იწყებენ ''დამწვარ ჯიგარზე'' სადრეგრძელოებს.

თუ გაქვს ჯიგარი, მაშინ შეიძლება biggrin.gif თქვენ ძმობას გეფიცები !

პოსტის ავტორი: amashukeli თარიღი: Jun 21 2008, 12:32 AM

ციტატა(S a l l y @ Jun 20 2008, 11:59 PM) *

ვაჟბატონები რომ შეჟუჟუნდებიან,შეიფაკლებიან და რომ იწყებენ ''დამწვარ ჯიგარზე'' სადრეგრძელოებს...თუ არა სადღეგრძელოში ნათქვამი სიყვარულის სახოტბო სიტყვები,განა სხვა რაა სიყვარული?! biggrin.gif

და მტირალა კაცები არ გინახია??? laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: Georgia_me1121 თარიღი: Jun 21 2008, 12:04 PM

ციტატა

ალბათ შენ დაბადებული არ იყავი, რომ მე ქართულ სუფრას კიდეც ვაწყობდი, კიდეც ვალაგებდი და ვამზადებდი

ნამდვილად არ ვიცი

ციტატა

ამიტომ ეგ მკრეხელური სიტყვები მეორედ აღარ თქვა

ღმერთმანი IPB-ს სურათი

ციტატა

პატივისცემას კიდევ გუშინდელი მალაკასოსები მე ვერაფრის მიმართ ვერ მასწავლიან და მითუფრო საქართველოს თუ მისი ადათებისას

და შენზე რატო მიიღე? ე.ი. თქვენ ქართული სუფრის უპატივცემულობაზე მეტყველებდით, და ამიტომ ეწინააღმდეგებოდით თემის არსებობას, მე კი ვთქვი, რომ ვინც პატივს ვცემთ ისინი შემოვიდეთ მეთქი, ანუ უღირს ხალხს არ ვეპატიჟებოდი თემაში და მხოლოდ მათ ვთხოვდი სადღეგრძელოს თქმას ვინც პატივს სცემდა, საიდან მოიტანე, რომ ეს შენზე ვთქვი, პირიქით, ვიგულისხმე, პატივს თუ სცემ სადღეგრძელო გვითხარი მეთქი.

ციტატა

ხოდა ცოტა ტორმუზი ენას სანამ რამეს დაპოსტავ.

ნამდვილად! smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 21 2008, 06:18 PM

Georgia_me1121

ციტატა
თქვენ ქართული სუფრის უპატივცემულობაზე მეტყველებდით, და ამიტომ ეწინააღმდეგებოდით თემის არსებობას, მე კი ვთქვი, რომ ვინც პატივს ვცემთ ისინი შემოვიდეთ მეთქი,

ისტორიას არ ახსოვს, რომ მე თემის დახურვა მოვუწოდო ვინმეს, ეს ერთი, მეორე კიდევ იმეორებ რომ ქართულს პატივს არ ვცემ? იმის მეათასედი გააკეთე შენ ქართველებისთვის , რაც მე გამიკეთებია და მერე წერე მასეთები.

ციტატა
ანუ უღირს ხალხს არ ვეპატიჟებოდი თემაში

ამ სიტყვებზე კი დაუფიქრებლად გეტყვი რომ ღლაპი და უზრდელი ხარ!

პოსტის ავტორი: Georgia_me1121 თარიღი: Jun 21 2008, 07:53 PM

ციტატა

ისტორიას არ ახსოვს, რომ მე თემის დახურვა მოვუწოდო ვინმეს

არ ვიცი ისტორიას რა ახსოვს, მაგრამ აუცილებელი ხომ არ არის თემის დახურვა მოუწოდო ვინმეს, უბრალოდ ამ თემის არსებობას არასწორად მიიჩნევდი!!! ეს ერთი.

ციტატა

მეორე კიდევ იმეორებ რომ ქართულს პატივს არ ვცემ? იმის მეათასედი გააკეთე შენ ქართველებისთვის , რაც მე გამიკეთებია და მერე წერე მასეთები.

აუ კიდევ ერთხელ გიმეორებ, მე არ მითქვამს, რომ შენ არ სცემ პატივს!!! საიდან მოიტანე, რავიცი ვინ ხარ, სცემ თუ არა პატივს, დებილი ვარ ვილაპარაკო ადამიანზე, რომრლსაც საერთოდ არ ვიცნობ??????????

ციტატა

ამ სიტყვებზე კი დაუფიქრებლად გეტყვი რომ ღლაპი და უზრდელი ხარ!

არ ვიცი რა გითხრა, მე ჩემს თავს არ ვაკადრებ ამ სიტყვებზე პასუხი გაგცე.

ჩემი პოსტი ბოლომდე არ წაიკითხე თუ რა ხდება არ ვიცი, მგონი გარკვევით დავწერე ყველაფერი, თუარა და დავწერ ციტატას:
ციტატა

და შენზე რატო მიიღე? ე.ი. თქვენ ქართული სუფრის უპატივცემულობაზე მეტყველებდით, და ამიტომ ეწინააღმდეგებოდით თემის არსებობას, მე კი ვთქვი, რომ ვინც პატივს ვცემთ ისინი შემოვიდეთ მეთქი, ანუ უღირს ხალხს არ ვეპატიჟებოდი თემაში და მხოლოდ მათ ვთხოვდი სადღეგრძელოს თქმას ვინც პატივს სცემდა, საიდან მოიტანე, რომ ეს შენზე ვთქვი, პირიქით, ვიგულისხმე, პატივს თუ სცემ სადღეგრძელო გვითხარი მეთქი.

აბა ეხლა დამშვიდდი, ღრმად ჩაისუნთქე და ბოლომდე წაიკითხე.

ცოტა ენას მართლა ტორმუზი, თორემ მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა უფროსების მიმართ, შეიძლება დამავიწყდეს ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 21 2008, 08:29 PM

Georgia_me1121

ციტატა
საიდან მოიტანე, რავიცი ვინ ხარ, სცემ თუ არა პატივს, დებილი ვარ ვილაპარაკო ადამიანზე, რომრლსაც საერთოდ არ ვიცნობ??????????

ილაპარაკე უკვე, და შენივე ამ ციტატიდან დასკვნა თვითონ გააკეთე. რა მომწონს ჩემი პირადი აზრია და თემის დახურვასთან კავშირში არ არის.

ციტატა
ჩემი ღრმა პატივისცემისა უფროსების მიმართ, შეიძლება დამავიწყდეს ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა smile.gif

ეს უკვე კაი ხანია გააკეთე.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jun 21 2008, 08:39 PM

რა იყო კაცო დათვერით?
მაშ შეზარხოშებულ ადამიანს გაუმარჯოს ვინც არ იჩხუბებს.

პოსტის ავტორი: სარდიონ თარიღი: Jun 21 2008, 10:50 PM

თამადაა თუ თამარა, სუფრას რომ ვერ აჩუმებს?

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 22 2008, 08:34 PM

მანდილოსნებო, თეთრ მანდილ ვაგდებ და თქვენი დღეგრძელებისა იყოს. 2kiss.gif

პოსტის ავტორი: salamura-tamta თარიღი: Jun 23 2008, 03:40 PM

სუფრას სიმღერა აკლიააა

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 23 2008, 03:56 PM

Georgia_me1121

დიაცო smile.gif

საერთოდ სადრეგრძელო უმჯობესია წინასიტყვაობით იწყებოდეს, ეს წინასიტყვაობა რაც უფრო აბდა-უბდა და გაუგებარი იქნება მით უკეთესი და ფინალამდე, ანუ სადღეგრძელოს არსამდე რაც შეიძლება არალოგიკური და დამაბნეველი გადასვლა უნდა იყოს. მაგალითად

ვეფხვი და დათვი ჭიდაობდნენ და ა.შ. + სპეცეფექტები
ამ დროს კურდღელი მივიდა მათთან და უთხრა...+ რაიმე სისულელე, მაგალითად შერიგდით ძმებო, რა გაქვთ გასაყოფი, ტყე ყველასია...
და დაბოლოება: მოდი რახან ეს ისტორია მოვაყოლეთ და მეგობრობას გაუმარჯოს, ან ბუნებას გაუმარჯოს, ან ტყეს გაუმარჯოს, ან საერთო საკუთრებას გაუმარჯოს
აი როგორ უნდა კარგი სადღეგრძელოს დაწერა

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jun 23 2008, 03:59 PM

ერთი პირი ვიფიქრე დენვერა ხომ არაა გადაცმულიმეთქი biggrin.gif

მახსოვს კარგად ვიხალისე მაშინ იმ თემაში, მგონი თამადის მოადგილეც ვიყავი biggrin.gif ვეძებე და ბუნდღაც ვერ ვნახე იმ თემის, სულ წაშალეს ეტყობა და ვულოცავ ამას ამდენი ხანი რომ გაუქაჩავს biggrin.gif

მე არა მაქვს სადღეგრძელოები, ჩუმად ყოფნას ვამჯობინებ ხოლმე სუფრასთან და ბოლოს თუ დამაძალეს "ზა სკაზაანოე"-თი შემოვიქარგლები ხოლმე laugh.gif

ხოდა აქაც მოგისმენთ და მერე ვიტყვი biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 23 2008, 04:11 PM

likka

ციტატა
მე არა მაქვს სადღეგრძელოები, ჩუმად ყოფნას ვამჯობინებ ხოლმე სუფრასთან

მეც მასე ვარ ... მეობას გეფიცები!

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 23 2008, 04:13 PM

staywhite

ციტატა
მეც მასე ვარ ... მეობას გეფიცები!

შენ ხარ სხვანაირი ქალი! აი, მე ხომ ვიცი... შემოდგომის ქარი რომ ფოთლებს ჩამოყრის შენ ჩუმ-ჩუმად ტირი, ჰოდა მოდი, სხვანაირ ხალხს გაუმარჯოს!

მაგალითად მე ვარ 1 სიყვარულის კაცი, ერთი ქალის 2-ჯერ შემყვარებელი კაცი

შენ კიდევ სხვანაირი laugh.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jun 23 2008, 04:24 PM

staywhite

ციტატა
მეც მასე ვარ ... მეობას გეფიცები!

მეობას გეფიცები, მაგარი სადღეგრძელოები გეცოდინება შენ, დეასგეფიცები biggrin.gif ჩუმად რომ ზის ხალხი, ისინი უფრო ბევრ ინფორმაციას აგროვებენ ხოლმე, როგორც წესი biggrin.gif

აი ამ სადღეგრძელოს ვერ ვიტან biggrin.gif

ამონარიდი თემიდან 'ვერ ვიტან, როცა" tongue.gif

ციტატა
აუუ, მე კიდე რას ვერ ვიტან იცი 20 ბიჭი რომ ზის სუფრასთან და არცერთს ენა რომ არ უჭრის (გონებას რომ თავი დავანებოთ..) და ყველა რომ იმეორებს, რაც მე ვერ დაგლოცოთ ბუნების ძალებმა დაგლოცონო თუ რაღავ ეგეთი...

მარაზმი!

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 23 2008, 04:39 PM

ციტატა(likka @ Jun 23 2008, 04:24 PM) *

აი ამ სადღეგრძელოს ვერ ვიტან biggrin.gif

ამონარიდი თემიდან 'ვერ ვიტან, როცა" tongue.gif

ციტატა
აუუ, მე კიდე რას ვერ ვიტან იცი 20 ბიჭი რომ ზის სუფრასთან და არცერთს ენა რომ არ უჭრის (გონებას რომ თავი დავანებოთ..) და ყველა რომ იმეორებს, რაც მე ვერ დაგლოცოთ ბუნების ძალებმა დაგლოცონო თუ რაღავ ეგეთი...

მარაზმი!

ჰო, ეგ ნამვილად საშინელებაა biggrin.gif

პ.ს. ამის საწინააღმდეგო შემთხვევა იყო გუშინწინ ჩემი ძმის დაბადების დღეზე smile.gif

ციტატა
ჩუმად რომ ზის ხალხი, ისინი უფრო ბევრ ინფორმაციას აგროვებენ ხოლმე, როგორც წესი

ჭეშმარიტად, მე ერთ-ერთი მათგანი ვარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 23 2008, 04:40 PM

T I K O

შენც უწრუპუნებ (სვამ)? სოც შრომის გმირო?

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jun 23 2008, 04:41 PM

Giorgi-

ჰეჰ biggrin.gif განა ვინც ჩუმად ვართ ისინი არა ვსვამთ biggrin.gif

მარტო სადღეგრძეოები კი არაა საქმე tongue.gif სიჩუმეშიც კარგად იწრუპება ღვინო tongue.gif თან ყანწსაც არავინ გაჯახებს ასე და თრობაც უფრო სასიამოვნოდ მოაქვს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 23 2008, 04:45 PM

likka

ისე ვფიქრობ ეს სადრეგრძელოები რომ არ იყოს დავისვენებდი
ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დამახინჯებულია და ტვინს ბურღავენ, საინტერესო არაა ჩემთვის და მეორეც დრო მიაქვს დიდი

მე ძალიან მიყვარს კარგი ღვინო და სხვადასხვა ალკოჰოლი, მაგრამ არ ვსვამ, იმიტომ რომ სადღეგრძელოების ტავი არ მაქვს, უფრო სწორად მოსმენის თავი

არ შეიძლება სადღეგრძელოები არ იყოს?

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 23 2008, 04:46 PM

ციტატა(Giorgi- @ Jun 23 2008, 04:40 PM) *

T I K O

შენც უწრუპუნებ (სვამ)? სოც შრომის გმირო?

არა, ერთ-ორ ჭიქაზე მეტი არასოდეს დამილევია smile.gif

პ.ს. სოც. შრომის გმირობა რატომ მომენიჭა თქვენის მხრიდან, ვერ დავადგინე unsure.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 23 2008, 04:47 PM

T I K O

არ გახსოვს? "რა სად როდის"-ში აქტიურობდი და, თუმცა რატომ დაგარქვი არც მე მახსოვს...ალბათ მარინე გიორგის ასულ ფერაძეს მაგონებდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jun 23 2008, 04:48 PM

Giorgi-

პრინციპში უსადღეგრძელო სუფრა და ამდენი ხალხის ლაყბობა მოსაწყენია და სხვა თუ არაფერი ძაან ხმაურიანი smile.gif უფრო, ჯობია დემოკრატიული სუფრა, სადღეგრზელოებით, როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა აღნიშნა ერთი-ორი დღის წინ, არა იერარქიული სადღეგრძელოებით tongue.gif არამედ ისე, ნებაზე მიშვებულით, რაც ენაზე მოგადგება იმას რომ იტყვი tongue.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 23 2008, 04:50 PM

likka

ციტატა
რაც ენაზე მოგადგება იმას რომ იტყვი

მე მაგის მომხრე ვარ, არამარტო სუფრაზე, არამედ ცხოვრებაშიც, ფორუმზეც, მაგრამ... სადაა დემოკრატია? biggrin.gif

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 23 2008, 04:51 PM

ციტატა(Giorgi- @ Jun 23 2008, 04:45 PM) *

likka

მე ძალიან მიყვარს კარგი ღვინო და სხვადასხვა ალკოჰოლი, მაგრამ არ ვსვამ, იმიტომ რომ სადღეგრძელოების ტავი არ მაქვს, უფრო სწორად მოსმენის თავი
თუ თავადაც სვამ მაშინ კიდევ არაუშავს მოსმენასო, გამიგონია , ფხიზელის მხრიდანაა განსაკუთრებით სასიამოვნო მოსასმენი biggrin.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jun 23 2008, 04:52 PM

Giorgi-
შვედეთში biggrin.gif

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 23 2008, 04:53 PM

ციტატა(Giorgi- @ Jun 23 2008, 04:47 PM) *

T I K O

არ გახსოვს? "რა სად როდის"-ში აქტიურობდი და, თუმცა რატომ დაგარქვი არც მე მახსოვს...ალბათ მარინე გიორგის ასულ ფერაძეს მაგონებდი biggrin.gif

არა, ეგ კი მახსოვს, მაგრამ ის მაინტერესებდა, რაც უკვე აღარც შენ გახსოვს biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 23 2008, 04:56 PM

T I K O

ციტატა
თუ თავადაც სვამ მაშინ კიდევ არაუშავს მოსმენასო, გამიგონია , ფხიზელის მხრიდანაა განსაკუთრებით სასიამოვნო მოსასმენი

ჰოდა მაგიტომაც არ დავდივარ დიდ სუფრებზე, რადგან 90% ჩხუბით მთავრდება, ზედმეტი როცა მოუვათ ლოგიკურად ვუმტკიცებ, რომ მაგ სულელური სადღეგრძელოთი და ბევრი სითხის ჩასხმით არაფერი არ წყდება. და მერე მიდის ერთმანეთის დაზელვა-დამუსავება, რაც კარგია, იმიტომ რომ საკუთარ სიმახინჯეს ხედავენ biggrin.gif

likka
ციტატა
Giorgi-
შვედეთში

სადრაც გამიგია ეგ ქვეყანა იმავე კონტექსტით biggrin.gif, თუმცა იმ შემთხვევაში ავტორი ამტკიცებდა ადამიანი მაიმუნისგან წამოვიდაო biggrin.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jun 23 2008, 04:57 PM

Giorgi-

ციტატა
სადრაც გამიგია ეგ ქვეყანა იმავე კონტექსტით , თუმცა იმ შემთხვევაში ავტორი ამტკიცებდა ადამიანი მაიმუნისგან წამოვიდაო

და ლოგიკა რა იყო მანდ?? biggrin.gif მე ვერ ჩავწვდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 23 2008, 05:02 PM

likka

ციტატა
და ლოგიკა რა იყო მანდ?? მე ვერ ჩავწვდი

ლოგიკა შემდეგშია:
"იმ ავტორის" აზრით:
"ადამიანი მაიმუნისგან წამოვიდა და შესაბამისად დღესაც მაიმუნია, ერი, რომელიც უფრო ახლოსაა თავისი ცხოვრების სტილით მაიმუნთან, მით უფრო გაიძახის მაიმუნი არ ვარო, ხოლო დღეს თუ ვინმე არ არის მაიმუნი - შვედები არიან, მაგალითისათვის შეგვიძლია სმის, მანქანის მართვის, მედიცინის, და ა.შ. კულტურები შევადაროთ :"D

ისე ნაწილობრივ ვეთანხმები biggrin.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jun 23 2008, 05:04 PM

Giorgi-

ციტატა
დღეს თუ ვინმე არ არის მაიმუნი - შვედები არიან, მაგალითისათვის შეგვიძლია სმის, მანქანის მართვის, მედიცინის, და ა.შ. კულტურები შევადაროთ :"D

დასტურ! smile.gif

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 23 2008, 05:05 PM

ციტატა(Giorgi- @ Jun 23 2008, 04:56 PM) *

T I K O
ჰოდა მაგიტომაც არ დავდივარ დიდ სუფრებზე, რადგან 90% ჩხუბით მთავრდება, ზედმეტი როცა მოუვათ ლოგიკურად ვუმტკიცებ, რომ მაგ სულელური სადღეგრძელოთი და ბევრი სითხის ჩასხმით არაფერი არ წყდება. და მერე მიდის ერთმანეთის დაზელვა-დამუსავება, რაც კარგია, იმიტომ რომ საკუთარ სიმახინჯეს ხედავენ biggrin.gif
ეგეთები ვერაფერსაც ვერ ხედავენ და ეგეთებად რჩებიან მარად და მარად biggrin.gif

პ.ს. მე ჩხუბი (მუშტი-კრივი) მხოლოდ ერთხელ ვნახე სუფრაზე, ქორწილში ... არ გამიმართლა dry.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 23 2008, 05:14 PM

likka

მოკლედ მაგ შვედეთში სოციალიზმია ოღონდ ნამდვილი (არასაბჭოთა) გაგებით biggrin.gif მაგრამ ერთი უზუსტობაა, ხარებივით სვამენ, უზომოთ და სკდებიან biggrin.gif

T I K O

ციტატა
პ.ს. მე ჩხუბი (მუშტი-კრივი) მხოლოდ ერთხელ ვნახე სუფრაზე, ქორწილში ... არ გამიმართლა

მე როდესაც ვიტყვი რომ არ ვსვამ (რიგი მიზეზების გამო, შეიძლება საჭესტან ვარ, შეიძლება ცუდად ვარ, ან უბრალოდ ფხიზლად მინდა რომ ვიყო) ესეიგი არ ვსვამ და მორჩა. ამის შემდეგ რომ დამიწყებენ 500-ჯერ დალიე დალიეო, უბრალოდ თავმოყვარეობის ამბავია და ვიღლები და მერე რომ მიმტკიცებენ ეს მაინც აუცილებლად უნდა დალიოო, აქ უკვე იძულებული ვარ ვუთხრა რომ ნუ მიედ მოედებიან რაღაცეებს biggrin.gif

ჰოდა ამიტ იმის თქმა მინდა, რომ სადრეგრძელოები და საერთოდ სუფრა უკიდურესად სამარცხვინო დონეზეა 90% შემთხვევაში

არ გვინდა უაზრო სადღეგრძელოები, ვისაც შია ჭამოს, ვისაც სწყურია დალიოს biggrin.gif გაუმარჯოს შვედეთშს! ძირს მაიმუნები!

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jun 23 2008, 05:17 PM

Giorgi-
ზნაიუუუუუუუუუუუუუუუუუ, იშიო კაკ ზნაიუ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 23 2008, 05:26 PM

გაუმარჯოს ყველაფერს, რაც ქართულია! ის რაც ჩვენ არ მოგვწონს, დამახინჯებულია და შესაბამისად არაქართული რომ ვუწოდოთ არაფერი დაშავდება! ქართული სუფრა იმაზე მეტია ვიდრე ღვინის წრუპვა და გასკდომამდე ჭამაა და მადლობა ღმერთს, მართალია იშვიათად მაგრამ ნამდვილი ქართული სუფრები კვლავაც იშლება საქართველოში!

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 23 2008, 05:26 PM

ციტატა(Giorgi- @ Jun 23 2008, 05:14 PM) *

T I K O
არ გვინდა უაზრო სადღეგრძელოები, ვისაც შია ჭამოს, ვისაც სწყურია დალიოს biggrin.gif გაუმარჯოს შვედეთშს! ძირს მაიმუნები!

შვედეთსაც გაუმარჯოს....საქართველოსაც და ნამდვილ ქართულ ქეიფსაც! ძირს დაძალებები, კისერშიჩასხმები და ჩხუბები!

ასთე, ჩემი ბატონო rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 23 2008, 05:30 PM

T I K O

თავი და თავი ამ უზნეობებისა არის გაუნათლებლობა, ანუ მაიმუნობა smile.gif

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 23 2008, 05:40 PM

ციტატა(Giorgi- @ Jun 23 2008, 05:30 PM) *

T I K O
თავი და თავი ამ უზნეობებისა არის გაუნათლებლობა, ანუ მაიმუნობა smile.gif

გაუნათლებლობა მაიმუნობაა? biggrin.gif მაგარ შედარებებს აკეთებ

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 23 2008, 05:43 PM

T I K O

ციტატა
გაუნათლებლობა მაიმუნობაა? მაგარ შედარებებს აკეთებ

აბა სად გინახავს განათლებული მაიმუნი? biggrin.gif

დასხდებიან ეს ბნელი მაიმუნები სუფრაზე და კომპლექსებს ანთხევენ, ამას გაუმარჯოს, ცვენს ვაჟკაცობას გაუმარჯოს, ჩვენს ქართველობას გაუმარჯოს და ა.შ. ის კი არა ჩემი ყურით მომისმენია ფეხზე ადგომით "განაბი" და "ქურდი" ბიჭების სადრეგრძელო. მაიმუნობა არ არის ეს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: siomani თარიღი: Jun 23 2008, 05:46 PM

ეს იმ ჩიტუნას გაუმარჯოს ყალთაბანდი ბავშვი რომ "რაგატკას" გაარტყავს, აერ დაერევა საფრენი მიმართულება, ჩამოვარდება, მიწაზე გაადენს ზღართანს და გახარებულ ბავშვს საცოდავი სახით აგრძნობინებს: რა მოიგე ეხლა მაგითიო???
მოდი ჯიგრებო ბუნების კანონზომიერებას გაუმარჯოს!!!!!
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 23 2008, 05:46 PM

Giorgi-
რას იზავ (თუ იზამ? unsure.gif ) დრო იყო ეგეთი, "ქურდი ბიჭები" მართავდნენ ქვეყანას და მაშ გაუმარჯოს მეფეს!

siomani
laugh.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 23 2008, 05:47 PM

Rozoma

ციტატა
დრო იყო ეგეთი, "ქურდი ბიჭები" მართავდნენ ქვეყანას

იმიტომ მართავდნენ, რომ ამ პატარა მაიმუნებმა უკმიეს, რომ არა პატარა მაიმუნები არ იქნებოდნენ დიდი მაიმუნები biggrin.gif

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 23 2008, 05:49 PM

ციტატა(Giorgi- @ Jun 23 2008, 05:43 PM) *

T I K O

აბა სად გინახავს განათლებული მაიმუნი? biggrin.gif

დასხდებიან ეს ბნელი მაიმუნები სუფრაზე და კომპლექსებს ანთხევენ, ამას გაუმარჯოს, ცვენს ვაჟკაცობას გაუმარჯოს, ჩვენს ქართველობას გაუმარჯოს და ა.შ. ის კი არა ჩემი ყურით მომისმენია ფეხზე ადგომით "განაბი" და "ქურდი" ბიჭების სადრეგრძელო. მაიმუნობა არ არის ეს? biggrin.gif

რას ერჩი მშვენიერი სადღეგრძელოებია biggrin.gif
ისა და... "განაბი" რა არის? kitxva.gif

siomani
biggrin.gif biggrin.gif thumbs.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 23 2008, 05:51 PM

T I K O

ციტატა
"განაბი" რა არის?

მაიმუნობის ერთერთი პოზიციაა biggrin.gif

სინტერესოა ადამიანი რატომ ფიქრობს რომ თუ ბევრს დალევს ესეიგი მაგარია?

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 23 2008, 05:55 PM

Giorgi-
"სამოსელი პირველი" გამახსენდა ახლა, თავიდან იყო ერთი პატარა და ბოროტი მაიმუნი, იმ მაიმუნმა ერთ საწყალ კაცს წაართვა ენერგია და გახდა უფრო ძლიერი, მერე კიდევ, კიდევ და ბოლოს ისე გაძლიერდა, რომ თვითონ გაბატონდა, სანამ არ მოვიდა მენდეს მიხეილი და ქურდებიც და არაქურდებიც ციხეში არ ჩაყარა smile.gif

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 23 2008, 05:56 PM

ციტატა(Giorgi- @ Jun 23 2008, 05:51 PM) *

T I K O
მაიმუნობის ერთერთი პოზიციაა biggrin.gif

სინტერესოა ადამიანი რატომ ფიქრობს რომ თუ ბევრს დალევს ესეიგი მაგარია?

აბა, ყველა ერთნაირად ხომ არ იფიქრებს, ვიღაცამ სისულელეც ხომ უნდა იფიქროს.... ეს ამრავალფეროვნებს ცხოვრებას და მატებს ხიბლს biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 23 2008, 05:57 PM

დალევა უფრო სწორია თუ ლევა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 23 2008, 05:57 PM

Giorgi-
რას გაიგებ? შენ ის თქვი, რატომ მიაჩნიათ პატარა ბიჭებს სიგარეტის მოწევა ვაჟკაცობად და რატომ იყენებენ როგორც თვითდამკვიდრების ერთ-ერთ საშუალებას?

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 23 2008, 06:01 PM

T I K O

ციტატა
ვიღაცამ სულელურადაც ხომ უნდა იფიქროს..

ვიღაც კი არა ირგვლივ რომ მიმოიხედო გული დაგწყდება, ნათესავები, მეგობრები, ახლობლები (ცხადია ყველა არა)

და ერთი საინტერესო ფრაზა იციან:
"შენ სვამ?" - აი ეს რას ნიშნავს?

ანუ მე როცა მინდა ვსვამ მინდა სადღეგრძელოთი, მინდა სადღეგრძელოს გარეშე, მინდა მარტო ,მინდა ხალხში და ანუ ვსვამ თუ არა ? biggrin.gif

ისე არ დაიჯეროთ მარტო ვერ ვსვამო რომ გაყვირიან, აფერისტობენ biggrin.gif სტანდარტული ფრაზაა რა

Rozoma
ციტატა
რას გაიგებ? შენ ის თქვი, რატომ მიაჩნიათ პატარა ბიჭებს სიგარეტის მოწევა ვაჟკაცობად და რატომ იყენებენ როგორც თვითდამკვიდრების ერთ-ერთ საშუალებას?

მანდაც მაიმუნის ხელი ურევია biggrin.gif

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 23 2008, 06:03 PM

ციტატა(Giorgi- @ Jun 23 2008, 06:01 PM) *

Rozoma
მანდაც მაიმუნის ხელი ურევია biggrin.gif

მამა შიოს ხომ არ უსმენ-ხოლმე ქადაგებებზე? smile.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 23 2008, 06:04 PM

Rozoma

ციტატა
მამა შიოს ხომ არ უსმენ-ხოლმე ქადაგებებზე?

არა, რომელი მამა შიო

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 23 2008, 06:05 PM

გაბრიჭიძე, შავნაბადას წმინდა გიორგის მონასტრის წინამძღვარია, სულ მაიმუნებს ახსენებს ისიც smile.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 23 2008, 06:06 PM

Rozoma

ციტატა
გაბრიჭიძე, შავნაბადას წმინდა გიორგის მონასტრის წინამძღვარია, სულ მაიმუნებს ახსენებს ისიც

ჰო, არა შემთხვევით ერთ აზრზე ვყოფილვართ biggrin.gif

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 23 2008, 06:07 PM

ციტატა(Giorgi- @ Jun 23 2008, 06:01 PM) *

T I K O
ვიღაც კი არა ირგვლივ რომ მიმოიხედო გული დაგწყდება, ნათესავები, მეგობრები, ახლობლები (ცხადია ყველა არა)

და ერთი საინტერესო ფრაზა იციან:
"შენ სვამ?" - აი ეს რას ნიშნავს?

ანუ მე როცა მინდა ვსვამ მინდა სადღეგრძელოთი, მინდა სადღეგრძელოს გარეშე, მინდა მარტო ,მინდა ხალხში და ანუ ვსვამ თუ არა ? biggrin.gif

ისე არ დაიჯეროთ მარტო ვერ ვსვამო რომ გაყვირიან, აფერისტობენ biggrin.gif სტანდარტული ფრაზაა რა

ნუ მიიტან გულთან ახლოს biggrin.gif რას იზამ, ზოგი სვამს ზოგი ლევს, ზოგი აწი დალევს... ზოგს მოეწონება, ზოგს არა...მოკლედ "ვბოდიალობ რაღაცას" biggrin.gif

პ.ს. ფოლკლორის განყოფილებაში პირველად ამ თემაში დავპოსტე, სირცხვილი არაა? oops.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 23 2008, 06:08 PM

T I K O

მთვრალი ხარ ახლა შენ, თუ ნ-თვრალი, თუ თვრალი, მარა ერთი კი ვიცი კარგი ხარ, ოქრო ხარ, ალმასი ხარ, ბრინჯი ხარ აუჰ...

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 23 2008, 06:14 PM

ციტატა(Giorgi- @ Jun 23 2008, 06:08 PM) *

T I K O

მთვრალი ხარ ახლა შენ, თუ ნ-თვრალი, თუ თვრალი, მარა ერთი კი ვიცი კარგი ხარ, ოქრო ხარ, ალმასი ხარ, ბრინჯი ხარ აუჰ...

laugh.gif laugh.gif laugh.gif

დე, ვიყო ბრინჯი, არ დავეძებ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 23 2008, 06:16 PM

T I K O

ციტატა
დე ვიყო ბრინჯი, არ დავეძებ

მარილი უნდა მეთქვა და ენა დამება რა biggrin.gif

ისედაც, ახლა ამ თემაში პოსტვას, პრაქტიკაზე გადავიდეთ, ანუ "წინ წავიწიოთ პატარა"

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 23 2008, 06:18 PM

Giorgi-
ეგრევე მივხვდი, მარილის თქმა უნდოდა და ენა დაება-თქო biggrin.gif

პ.ს.მარილიც ძალიან ძვირად ფასობდა ერთ დროს biggrin.gif

პ.პ.ს რატომ გავიგდეთ ეს თემა წიხლქვეშ?

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 23 2008, 06:19 PM

T I K O

ციტატა
პ.ს.მარილიც ძალიან ძვირად ფასობდა ერთ დროს

ძველ რომშიო არ მითხრა ოღონდ

T I K O
ციტატა
პ.პ.ს რატომ გავიგდეთ ეს თემა წიხლქვეშ?

იმიტომ რომ თემების წიხლქვეშ გაგდება ჩემი ჰობია

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 23 2008, 06:22 PM

ციტატა(Giorgi- @ Jun 23 2008, 06:19 PM) *

T I K O
ძველ რომშიო არ მითხრა ოღონდ

კაი, არ გეტყვი biggrin.gif

ციტატა
T I K O
იმიტომ რომ თემების წიხლქვეშ გაგდება ჩემი ჰობია

მე ჩემგან მიკვირს, თორემ შენი როა უკვე შევამჩნიე biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 23 2008, 06:30 PM

T I K O

მაინც რა თაობა წამოვიდა... უწინ ენის შემობრუნებას როგორ გაბედავდა ქალი? აი, ეგ არის ტქვენი დემოკრატია ... smile.gif

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 23 2008, 06:35 PM

ციტატა(Giorgi- @ Jun 23 2008, 06:30 PM) *

T I K O

მაინც რა თაობა წამოვიდა... უწინ ენის შემობრუნებას როგორ გაბედავდა ქალი? აი, ეგ არის ტქვენი დემოკრატია ... smile.gif
რას იზამ, ყველაფერს აქვს უარყოფითი მხარე, აპა რა გეგონა შენ... თან დემოკრატიაო, თან ენის შემობრუნება არაო, სადაა ეგრე ძამიკო? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jun 23 2008, 10:46 PM

შამოფეთებისა იყოი!!!

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jun 23 2008, 10:55 PM

Amuza

ციტატა
შამოფეთებისა იყოი!!!

ლოოოოოოოოოოლ laugh.gif

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Jun 23 2008, 10:59 PM

ციტატა(Amuza @ Jun 23 2008, 10:46 PM) *

შამოფეთებისა იყოი!!!

ასე არა!
აი ასე!- შემოფეთებისა იყვეს, აი იმ შემოფეთებისა თქმით რომ ვერაფერს გეტყვიან და თველაბით გაგრძნობინებენ biggrin.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jun 23 2008, 11:02 PM

ართი ვარდი

ციტატა
აი ასე!- შემოფეთებისა იყვეს, აი იმ შემოფეთებისა თქმით რომ ვერაფერს გეტყვიან და თველაბით გაგრძნობინებენ

საღოლ, ფლოიდის გავლენა იგრძნობაააა biggrin.gif

პოსტის ავტორი: siomani თარიღი: Jun 24 2008, 12:05 AM

იმერეთში გაგონილი სადღეგრძელო: რა ღვინოც გაქვს - ისე ყოფილიყოს შენი მტერი! გადაჰკრა და ცოტა ხანში აწყინაააა laugh.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jun 24 2008, 01:43 PM

ციტატა(Giorgi- @ Jun 23 2008, 04:45 PM) *

likka

ისე ვფიქრობ ეს სადრეგრძელოები რომ არ იყოს დავისვენებდი
ჯერ ერთი, იმიტომ, რომ დამახინჯებულია და ტვინს ბურღავენ, საინტერესო არაა ჩემთვის და მეორეც დრო მიაქვს დიდი

არ შეიძლება სადღეგრძელოები არ იყოს?
შენ ეტყობა ცუდ სუფრებზე ხვდები სულ. ვიზიარებ.

ციტატა(likka @ Jun 23 2008, 04:48 PM) *

Giorgi-

პრინციპში უსადღეგრძელო სუფრა და ამდენი ხალხის ლაყბობა მოსაწყენია და სხვა თუ არაფერი ძაან ხმაურიანი smile.gif უფრო, ჯობია დემოკრატიული სუფრა, სადღეგრზელოებით, როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა აღნიშნა ერთი-ორი დღის წინ, არა იერარქიული სადღეგრძელოებით tongue.gif არამედ ისე, ნებაზე მიშვებულით, რაც ენაზე მოგადგება იმას რომ იტყვი tongue.gif
მე სწორედ იმას ვამბობ, რაც მომადგება, როცა ვთამადობ. უბრალოდ, არსებობს ზოგიერთი ტრადიციული სადღეგრძელო (მართლა კარგი), რომელიც არ უნდა დავივიწყოთ. მაგალითად, სუფრას რომ უფლის დიდებით დაიწყებ, ამაზე კარგი და ბუნებრივი რა უნდა მოგადგეს ენაზე?

ციტატა(Giorgi- @ Jun 23 2008, 04:56 PM) *

T I K O
ჰოდა მაგიტომაც არ დავდივარ დიდ სუფრებზე, რადგან 90% ჩხუბით მთავრდება, ზედმეტი როცა მოუვათ ლოგიკურად ვუმტკიცებ, რომ მაგ სულელური სადღეგრძელოთი და ბევრი სითხის ჩასხმით არაფერი არ წყდება. და მერე მიდის ერთმანეთის დაზელვა-დამუსავება, რაც კარგია, იმიტომ რომ საკუთარ სიმახინჯეს ხედავენ biggrin.gif
ხომ გეუბნები, ცუდ სუფრებზე ხვდები სულ. მე პირიქით, ჩხუბში არასდროს მოვყოლილვარ სუფრაზე, ლამისაა ვინატრო.

ციტატა(Giorgi- @ Jun 23 2008, 05:14 PM) *

ჰოდა ამიტ იმის თქმა მინდა, რომ სადრეგრძელოები და საერთოდ სუფრა უკიდურესად სამარცხვინო დონეზეა 90% შემთხვევაში
აჭარბებ მგონი პროცენტს.

ციტატა
არ გვინდა უაზრო სადღეგრძელოები, ვისაც შია ჭამოს, ვისაც სწყურია დალიოს
ეგ არაა ზუსტად მაიმუნობა? მაგას მართლა მაიმუნიც მოახერხებს. წესისა და რიგის გარეშე სუფრა ორგიად გადაიქცევა.

ციტატა(Giorgi- @ Jun 23 2008, 05:57 PM) *

დალევა უფრო სწორია თუ ლევა biggrin.gif
სმა smile.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jun 24 2008, 03:35 PM

ერთი იგეთი გაგიმარჯოთ, რო მეორე აღარ მოგინდეთ

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 24 2008, 03:41 PM

ციტატა(Amuza @ Jun 24 2008, 03:35 PM) *

ერთი იგეთი გაგიმარჯოთ, რო მეორე აღარ მოგინდეთ

laugh.gif სუფრაზე იქნება მაგარი მოსასმენი laugh.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jun 24 2008, 03:49 PM

ციტატა(Rozoma @ Jun 24 2008, 03:41 PM) *

laugh.gif სუფრაზე იქნება მაგარი მოსასმენი laugh.gif

კახური ინტონაციებით

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 24 2008, 04:15 PM

M.M.

მე და ჩემმა ღმერთმა თუ რამეს ვაჭარბებდე smile.gif

შენ დღე დათქვი და დიღმიდან დავიწყოთ, ყველა რესტორანი შემოვიაროთ (უბრალოდ) დავათვალიეროდ და პროცენტულად ვიანგარიშოთ რამდენი იწყებს უფლის სადიდებელით და ა.შ.

მე კი არ ვხვდები ცუდ სუფრებზე და მე კი არ ვისმენ ცუდ სადრეგრძელოებს, არამედ სუფრების 90% და მეტი სიმახინჯეა!

რაც შეეხება კარგ სუფრებს და კარგ სადღეგრძელოებს, ეს მხოლოდ ზრდილობიან, განათლებულ, მორწმუნე (რაც მთავარია) ოჯახებში არის, და არავიტარ შემთხვევაში რესტორანში, რადგან რაც გინდა მყუდრო შეკრება გქონდეს ახლობლებში აუცილებლად აგირევს ვინმე გვერდზე მაგიდიდან ან ე.წ. კუპედან და სხვა თუ არაფერი "ვასტოჩნიე სკაზკის" მოსმენა არ აგცდება
smile.gif

აღიარეთ ყველამ რომ ერთერთი სამარცხვინო ერი ვართ სამარცხვინო ვითომ ტრადიციებით და ვითომ პატრიოტიზმით, ნარკომანიის და პროსტიტუციის მაღალი მაჩვენებლით და უსამარცხვინოესი სადრეგრძელოებით და ჭამა სმის კულტურით biggrin.gif

ვაღიაროთ!
რადგან თუ სნეულებას ვუწოდებთ სნეულებას გაგვეცლება სნეულება, ხოლო თუ თავს მოვიტყუებთ ასე დავრჩებით

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 24 2008, 04:17 PM

ციტატა(Giorgi- @ Jun 24 2008, 04:15 PM) *

ნამდვილი ქართული სუფრის ადგილი რესტორანი ნამდვილად არაა!

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 24 2008, 04:19 PM

Rozoma

ციტატა
ნამდვილი ქართული სუფრის ადგილი რესტორანი ნამდვილად არაა!

აი, პროგრესული ადამიანი!
რატომ ყველა ეგრე, ანუ საღად არ ფიქრობს?

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jun 27 2008, 12:49 PM

ციტატა(Giorgi- @ Jun 24 2008, 04:15 PM) *

M.M.

შენ დღე დათქვი და დიღმიდან დავიწყოთ, ყველა რესტორანი შემოვიაროთ (უბრალოდ) დავათვალიეროდ და პროცენტულად ვიანგარიშოთ რამდენი იწყებს უფლის სადიდებელით და ა.შ.

უბრალოდ რატომ, ბარემ...

biggrin.gif

ციტატა
მე კი არ ვხვდები ცუდ სუფრებზე და მე კი არ ვისმენ ცუდ სადრეგრძელოებს, არამედ სუფრების 90% და მეტი სიმახინჯეა!
მაშინ მე ვყოფილვარ იღბლიანი, სულ კარგ სუფრებზე ვხვდები და კარგ სუფრებზე მესმის (ნუ, ძირითადად)

ციტატა
რაც შეეხება კარგ სუფრებს და კარგ სადღეგრძელოებს, ეს მხოლოდ ზრდილობიან, განათლებულ, მორწმუნე (რაც მთავარია) ოჯახებში არის, და არავიტარ შემთხვევაში რესტორანში, რადგან რაც გინდა მყუდრო შეკრება გქონდეს ახლობლებში აუცილებლად აგირევს ვინმე გვერდზე მაგიდიდან ან ე.წ. კუპედან
აკაკი, კაკო, კაკი...
ასეც ხდება.

ციტატა
და სხვა თუ არაფერი "ვასტოჩნიე სკაზკის" მოსმენა არ აგცდება
აი ეს მართლა მძიმეა და ხშირი. ამიტომ უმუსიკო დაწესებულებები ჯობს. "საჭაშნიკე" ფორევერ!

ციტატა
აღიარეთ ყველამ რომ ერთერთი სამარცხვინო ერი ვართ სამარცხვინო ვითომ ტრადიციებით და ვითომ პატრიოტიზმით, ნარკომანიის და პროსტიტუციის მაღალი მაჩვენებლით და უსამარცხვინოესი სადრეგრძელოებით და ჭამა სმის კულტურით
უძლიერესი ერი ვართმაგარი ტრადიციებით და უნიკალური კულტურით ოღონდ ამ ტრადიციებს აღარ ვიცავთ ხშირად.

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 27 2008, 01:30 PM

M.M.

ციტატა
უბრალოდ რატომ, ბარემ...

ჩემმა მტერმა შემოიაროს ბრალიანად ყველა რესტორანი ერთ დღეში biggrin.gif
ციტატა
მაშინ მე ვყოფილვარ იღბლიანი, სულ კარგ სუფრებზე ვხვდები და კარგ სუფრებზე მესმის (ნუ, ძირითადად)

გააჩნია როგორ აღიქვამ, ანუ თუ კრიტიკა არ გაგაჩნია, ესეიგი შენც იმათნაირი ხარ biggrin.gif
ციტატა
აკაკი, კაკო, კაკი...
ასეც ხდება.

აკაკიკაკოკაკი-ს რა უშავს, ესეთი არასრულფასოვნების კომპლექსი და "ბეზპრიდელი" სად იყო მაშინ biggrin.gif
ციტატა
უძლიერესი ერი ვართმაგარი ტრადიციებით და უნიკალური კულტურით ოღონდ ამ ტრადიციებს აღარ ვიცავთ ხშირად.

მე დავწერე, რომ სამარცხვინო ვართ, იმიტომ რომ "ვითომ ტრადიციებს" აყოლილები ვართ, ყველაფერი, მათ შორის სარწმუნოებაც დალევაზე და გაძღომაზე გვაქვს მორგებული და ყველაფერში ფსევდო ვართ - ამას თუ არ ვაღიარებთ სნეულები დავჩებით მეორედ მოსვლამდე smile.gif

ისე კაი მეპურმარილე კაცი ჩანხარ biggrin.gif გაიხარე biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 27 2008, 01:48 PM

ეს პუნქტები ეხება დაახლოებით "ლეტ სოროკ"- ქართველებს (მამრებს, რათქმაუნდა smile.gif

1. ბავშვებს არ ვნათლავთ, სანამ ბევრი ფული და 400 კაციანი სუფრის თავი არ გვექნება, არადა კარგად ვიცით, რომ ქეიფთან ნათლობა არაფერ შუაშია

2. ჯვარდაუწერლად ვცხოვრობთ იმდენ ხანს, სანამ 1500 კაციანი ქორწილის თავი არ გვექნება

3. ეკლესიაში არ დავდივართ, იმიტომ რომ ქალების და დალევის გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს

4. პირჯვარს ვიწერთ, იმიტომ, რომ ყველა იწერს

5. პატრიარქს და სამღვდელოებას იმიტომ ვცემთ პატივს, რომ ღვინოს არ ებრძვიან, თურმე პირიქით დალიეთ, რაც შეიძლება მეტიო

6. ოცნების მანქანაა ე.წ. 'ემ ელის ჯიპი', შავი და თეთრი ძალიან ძვირიანი ბოტასები, თეთრი წინდებით (ზოგს ასრულებული აქვს უკვე ეს ოცნება)

7. ბიზნესი, ანუ ბიზ-მ-ესი მხოლოდ ცეხების, საქმეების გარჩევის და ნაცნობებით გვესმის

8. ვაშენებთ აგარაკებს, სახლებს, არ ვენდობით ბანკებს და ფულს სახლში ვინახავთ, ან "საქმეში" ვდებთ

9. რესტორანში ოფიციანტებს "ვებლატავებით" და ამით ვანეიტრალებთ ჩვენს შინაგან არაკაცობას და სილაჩრეს

10. რესტორნის მერე ვეწევით პაპიროსს და პროსტიტუციას

11. როგორც წესი, ვეებერთელა ბეწვისქურქიანი ცოლები გვყავს და იმათ ჭკუაზე დავდივართ

12. ვეებერთელა მობილურები გვაქვს და ძალიან დიდი ღიპები

13. განსაცდელის ჟამს ცხვარი, ან სხვა საქონელი მიგვყავს, რომელიმე სალოცავზე, "ჩავუთქვამთ" ყელს გამოვჭრით, მწვადებს შევჭამთ, დავთვრებით და შემდეგ იხილეთ #4, 7, 8, 9, 10 და შემდეგ ეტაპობრივად ყველა

პ.ს. და გვახსოვს, რომ "ჰო, მართლა, ეს რა არის, ჩვენი წინაპრები ჩვენზე მაგრები ყოფილან, თურმე"

biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 27 2008, 01:59 PM

პირველ სამ პუნქტს ვეთანხმები და დანარჩენი მასიურ ხასიათს არ ატარებს, განზოგადების მომხრე არ ვარ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 27 2008, 02:01 PM

k@the

კარგად თუ დააკვირდები დაეთანხმები, მაგალიტად მე-4 და ა.შ. biggrin.gif

და მე-13 ხომ საერთოდ

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 27 2008, 02:03 PM

Giorgi-
დაკვირვება რათ მინდა, ისედაც კარგად ვხედავ biggrin.gif
მეოთხეს "ლეტ სოროკ"- ქართველები არ აკეთებენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 27 2008, 02:05 PM

k@the

როგორ არა, ეკლესიას რომ დაინახავენ, გაშლილ თითებს შუბლზე დაიდებენ (ძირითადად 2 თითს) და რაღაც გაურკვეველ, წრიულ მოძრაობას აკეთებენ სწრაფად, 3-ჯერ და წამიერად თვალებს ცისკენ გაიშვერენ

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 27 2008, 02:05 PM

Giorgi-
ამაზე დიდხანს მუშაობდი? biggrin.gif გადამეტებულია, თუმცა... რავი... ეგეთებიც არსებობენ

პოსტის ავტორი: Georgia_me1121 თარიღი: Jun 27 2008, 02:05 PM

ციტატა(Rozoma @ Jun 24 2008, 04:17 PM) *

ნამდვილი ქართული სუფრის ადგილი რესტორანი ნამდვილად არაა!

აი მარანი მაგალითად tongue.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 27 2008, 02:06 PM

ციტატა(Giorgi- @ Jun 27 2008, 12:05 PM) *

k@the

როგორ არა, ეკლესიას რომ დაინახავენ, გაშლილ თითებს შუბლზე დაიდებენ (ძირითადად 2 თითს) და რაღაც გაურკვეველ, წრიულ მოძრაობას აკეთებენ სწრაფად, 3-ჯერ და წამიერად თვალებს ცისკენ გაიშვერენ

რა დაკვირვებული ხარ laugh.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 27 2008, 02:14 PM

T I K O

ციტატა
ამაზე დიდხანს მუშაობდი? გადამეტებულია, თუმცა... რავი... ეგეთებიც არსებობენ

დიდხანს რომ მემუშავა ალბათ 50 პუნქტი იქნებოდა, ისე ერთი დამავიწყდა

14. ძალიან გვიყვარს, როდესაც გვაცუქებენ რუსთაველზე, ან მშრალ ხიდთან ნაყიდ ნახატს, ზომებით 150X200, ტილო, ზეთი და მასზე ბუნების პეიზაჟია გამოსახული, მონადირე, რომელიც ჩვენ გვგავს, მისდევს ირემს, ან პირიქით და ოქროსფერი, ჩუქურთმებიანი დიდი ჩარჩო... ჩამავალი მზე და ორი გედი, ერთმანეთს რომ ესიყვარულება...

ხოხოხო, რა ბუნებაა? ამაზე რომ შეგეცილებიან რუსები მე მაგათი...
laugh.gif

k@the
ციტატა
წამიერად თვალებს ცისკენ გაიშვერენ

რა დაკვირვებული ხარ

აბა რა, "რაღაც ხომ არსებობს" biggrin.gif

დარირა რირა რირი რაააა - ეს ჩვენი საყვარელი საღიღინოა მოცალეობის ჟამს laugh.gif - დარირა რირა რირი რააა და თითების ბაკუნი მაგიდაზე

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 27 2008, 02:15 PM

ციტატა(Giorgi- @ Jun 27 2008, 02:11 PM) *

T I K O

14. ძალიან გვიყვარს, როდესაც გვაცუქებენ რუსთაველზე, ან მშრალ ხიდთან ნაყიდ ნახატს, ზომებით 150X200, ტილო, ზეთი და მასზე ბუნების პეიზაჭია გამოსახული, მონადირე, რომელიც ჩვენ გვგავს, მისდევს ირემს, ან პირიქით და ოქროსფერი, ჩუქურთმებიანი დიდი ჩარჩო... ჩამავალი მზე და ორი გედი, ერთმანეთს რომ ესიყვარულება...

biggrin.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 27 2008, 02:16 PM

ციტატა(Giorgi- @ Jun 27 2008, 12:14 PM) *

დარირა რირა რირი რაააა - ეს ჩვენი საყვარელი საღიღინოა მოცალეობის ჟამს laugh.gif - დარირა რირა რირი რააა და თითების ბაკუნი მაგიდაზე

blink.gif
როგორ გეკადრება!

რამ ტარიროოო, რიმ ტარიროოო ... --- აბა ეგ რაა?? rolleyes.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jun 27 2008, 02:22 PM

Giorgi-
მეც დამვორნავენ, შენც დაგვორნავენ ki.gif ქეთუსიასაც დავორნ... მარა ამხელა მოდერატორ ქალს ვინღა დავორნავს? fiqri.gif

აბა, ახლა ჩვენ ვინ გაგვასამართლებს? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jun 27 2008, 02:26 PM

Giorgi-

აუ ძალიან მაგრა კი გაამუქე ეხლა შენ ყველაფერი

ქართულ სუფრას რაც შეეხება მას არასდროს არ ჰქონია რაღაც

განსაკუთრებულად მკაცრად დადგენილი ტრადიციები ვისაც როგორც

მოსწონს ისე ქეიფობს და დროს ატარებს.

სუფრაზე გინდათუარა ჯერ ეს სადღეგრძელო უნდა დალიო მერე კიდევ ისო

ამგვარად არასდროს არ ყოფილა საქმე, რუსების ბატონობის დროს

შემოვიდა საქართველოში სადღეგრძელოების რაღაც გარკვეული

თანმიმდევრობით სმის წესი არ რაიმე მსგავსი,

ქართული სუფრის წესი მართივია ღვინო, შეძლებისდაგვარად

პურ-მარილის გაშლა და კარგი მოლხენა (საგღეგრძელო, ცეკვა, სიმღერა და ვისაც რისი ნიჭის თავი აქვს იმის გამოვლენა).

ვისაც ღვინო არ უყვარს და კარგი მოლხენა სუფრასთან კარგად იყოს

მახსენდება ერთი XIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსისა და ვარდაპეტის

(სულიერი მოძღვარი იგივე სწავლული პირი; ლექტორი ) სიტყვები

რომლითაც ის ახასიათებდა ქართულ სუფრას და მის წესს სუფრასთან -

ახლობლურ გარემოში განეხილათ ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხი და წერდა ასეთ რამეს: ''შეიკრიბნენ ეს ქართველები ქვეყნის ყველა კუთხიდან დაახ 1000 მთავრის (ნახარარის) ოდენობით და გამართეს ღრეობა მეფის სასახლეში (ისანში) სადაც მას მერე რაც ბევრი სვეს გაძღნენ და გასუქდნენ უაზროდ როგორც ჩვევიათ უზომოდ ბევრის სმა და ჭამა და ამით უფალი ღმერთის განრისხება უმალ
იწყეს ყოყოჩობა და თქვეს - ავდგეთ შევიკრიბოთ და სულ მუსრი გავავლოთ მონღოლების ბატონობასო''

მართლაც ეს აჯანყება 1249 წელს დაიგეგმა რომლის მიზანი დაპატიმრებული დავით ნარინის

ციხიდან გამოყვანა, მონღოლების დახოცვა და მათი ბატონობის მოსპობა იყო, რომლებსაც ჯერ კიდევ

მძლავრად არ ჰქონდათ საქართველოში ფეხი მოკიდებული.

მონღოლების არმია კი ამ დროს მუხრანში იყო დაბანაკებული. ეს აჯანყება რომელიც სუფრაზე

დაიდგეგმა მართალია ჩავარდა მაგრამ იმ პოლიტიკური ვითარების ფონზე მისი წარმატება მართლაც გამორიცხული

იყო. აქ მთავარი ისაა რომ ის ვიღაც ვიგინდარა სომეხი მღვდელი ქართულ სუფრას ღვთის გმობად მიიჩნევდა ეს

მაშინ როდესაც მეფის სასახლეში სუფრა არ იშლებოდა თუ მას მღვდელი არ აკურთხებდა და თავად სამღვდელოება

არ დაესწრებოდა, მათ შორის კი საპატიო ადგილი როგორც წესი კათოლიკოს-პაქრიარქს ეკავა.

შენ კიდევ წერს სუფრის 90% სიმახინჯეაო.

შენ რაც დაწერე იმ 13 ფუნქტიდან არცერთი ბაიბურშიც კი არ ეხება ქართულ

სუფრას, არამედ პიროვნულად ვიღაც სიტყვაზე ვთქვათ ''ჯემალას'' ვინც თუ პიროვნბულად უზდელია

ქართულ სუფრაზეც შეირცხვენს თავს და ფრანგულ ალაფუშეტზეც.

ასე რომ ეგ სკეპტიციზმი რაც შენ ჩამოაყალიბე თავიდან

ბოლომდე უსაფუძვლოა.

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 27 2008, 02:43 PM

sable

ციტატა
ასე რომ ეგ სკეპტიციზმი რაც შენ ჩამოაყალიბე თავიდან

ბოლომდე უსაფუძვლოა.

მდააა. ახლა ბევრი საქმე მაქვს და დტეალურ პოლემიკაში არ ჩავერთვები

სუფრების 90% რომ სიმახინჯეა, ამას უბრალოდ დანახვა უნდა და აღიარება
და 13 პუნქტი სუფრას არ ეხება, არამედ ადამიანებს

და კიდევ, მე ტრადიციებს კი არ ვებრძვი, არამედ ფსევდოტრადიციებს, თორემ მეც ვიცი რომ ასეთი მდაბიო არ ყოფილა ქართული სუფრა, როგორც ახლა დიღმის რესტორნებშია

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Jun 27 2008, 02:45 PM

ციტატა
როგორც ახლა დიღმის რესტორნებშია

მარტო ამ რესტორნებში biggrin.gif
სამწუხაროა,მაგრამ ასეა დღევანდელი გადმოსახედიდან

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Jun 27 2008, 02:48 PM

ციტატა(siomani @ Jun 24 2008, 12:05 AM) *

იმერეთში გაგონილი სადღეგრძელო: რა ღვინოც გაქვს - ისე ყოფილიყოს შენი მტერი! გადაჰკრა და ცოტა ხანში აწყინაააა laugh.gif biggrin.gif

ნუ,ეს იმერლები რაა... laugh.gif

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 27 2008, 03:09 PM

ციტატა
აღიარეთ ყველამ რომ ერთერთი სამარცხვინო ერი ვართ სამარცხვინო ვითომ ტრადიციებით და ვითომ პატრიოტიზმით, ნარკომანიის და პროსტიტუციის მაღალი მაჩვენებლით და უსამარცხვინოესი სადრეგრძელოებით და ჭამა სმის კულტურით

blink.gif მოქალაქეობის გადაკეთებას ხომ არ აპირებ? ამერიკის მოქალაქეობას გირჩევ - არავითარი ფსევდოტრადიციები, საკმაოდ კარგი პატრიოტიზმი, ნარკომანიასთან და პროსტიტუციასთან ბრძოლის მაღალი მაჩვენებელი და მშვენიერი ჭამა-სმის კულტურა! იქნებ რომელიმეში არ დამეთანხმო? სამაგიეროდ, ამაყი იქნები შენი ამერიკელობით. ცუდი აზრია? unsure.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 27 2008, 03:20 PM

Rozoma

ციტატა
მოქალაქეობის გადაკეთებას ხომ არ აპირებ? ამერიკის მოქალაქეობას გირჩევ - არავითარი ფსევდოტრადიციები, საკმაოდ კარგი პატრიოტიზმი, ნარკომანიასთან და პროსტიტუციასთან ბრძოლის მაღალი მაჩვენებელი და მშვენიერი ჭამა-სმის კულტურა! იქნებ რომელიმეში არ დამეთანხმო? სამაგიეროდ, ამაყი იქნები შენი ამერიკელობით. ცუდი აზრია

შეგახსენებ, რომ ილია ჭავჭავაზეც ქართველი იყო და არც უცდია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, მე, ილიას კი არ ვადარებ თავს უბრალოდ სიმახინჯეზე ვამბობ, რომ სიმახინჯეა და სილამაზეზე ვიტყვი რომ სილამაზეა

რა შუაშია ამერიკა? რახან ქართველი ვარ, მეც თავი მოვიტყუო?

თუ ვიძახოთ, რომ მართალია მაიმუნებიო ვართ დღეს, მაგრამ მაინც უნდა გვიყვარდეს მაიმუინობა? არასოდეს არ მოიტყუოთ თავი, მეგობრულად გირჩევთ

გაიხარეsmile.gif

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 27 2008, 03:21 PM

ციტატა(Giorgi- @ Jun 27 2008, 03:18 PM) *

Rozoma
შეგახსენებ, რომ ილია ჭავჭავაზეც ქართველი იყო და არც უცდია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, მე, ილიას კი არ ვადარებ, თავს უბრალოდ სიმახინჯეზე ვამბობ, რომ სიმახინჯეა და სილამაზეზე ვიტყვი რომ სილამაზეა

რა შუაშია ამერიკა? რახან ქართველი ვარ, მეც თავი მოვიტყუო?

მესმის შენი, მაგრამ მგონი არაა საწყენი ის, რომ შენგან სულ სხვანაირად გაიგებს კაცი, ვიდრე ილიასგან და აკაკისგან smile.gif ყოველ შემთხვევაში, სამარცხვინო ერი ნამდვილად ზედმეტი მოგივიდა

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 27 2008, 03:25 PM

Rozoma

ციტატა
სამარცხვინო ერი ნამდვილად ზედმეტი მოგივიდა

მე არ მითქვამს, რომ ყოველთვის სამარცხვინო ვიყავით, მე ვამბობ, რომ დღეს (რიგი მიზეზების გამო) სამარცხვინო ერი ვართ და რათქმაუნდა 5-10% ნორმალური კაციჭამია ტომებშიც შეიძლება მოიძებნოს

იგივე აშშ რომ ავიღოთ, რახან ამაზე ითქვა, სამწუხაროდ, "ერს", რომელსაც ეროვნება არ აქვს, უფრო პატრიოტები არიან თავიანთი ქვეყნის, ვიდრე დღეს ჩვენ, უძველესი მებრძოლი ქართველები.

მე, როგორც რიგით ადამიანს, საქმე და შედეგი მაინტერესებს და არა "ლამაზი" სადრეგრძელოები (ესეც სადაოა რამდენად ლამაზია) სამშობლოზე

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 27 2008, 03:25 PM

ციტატა
თუ ვიძახოთ, რომ მართალია მაიმუნებიო ვართ დღეს, მაგრამ მაინც უნდა გვიყვარდეს მაიმუინობა? არასოდეს არ მოიტყუოთ თავი, მეგობრულად გირჩევთ

რა თქმა უნდა შენი ჩამოთვლილი მაიმუნობები მართლაც დასაძრახია, მაგრამ არც ისე მასიური, როგორც გიწერია. ისე, მინდა შეგახსენო, რომ ნამდვილ ქართულ სუფრას ის უბრალო ხალხი შლიდა, რომლებიც დღევანდელ ემელის ჯიპებში და ძვირიან ბოტასებში გამოწყობილი ბიძიების ასოციაციას ნამდვილად არ იწვევს smile.gif ასე რომ, ცუდთან და გადაგვარებულთან ერთად, კარგიც საკმაოდ ბევრია და ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა რაღაც არ მომეწონა.

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 27 2008, 03:32 PM

Rozoma

ციტატა
რა თქმა უნდა შენი ჩამოთვლილი მაიმუნობები მართლაც დასაძრახია, მაგრამ არც ისე მასიური, როგორც გიწერია. ისე, მინდა შეგახსენო, რომ ნამდვილ ქართულ სუფრას ის უბრალო ხალხი შლიდა, რომლებიც დღევანდელ ემელის ჯიპებში და ძვირიან ბოტასებში გამოწყობილი ბიძიების ასოციაციას ნამდვილად არ იწვევს ასე რომ, ცუდთან და გადაგვარებულთან ერთად, კარგიც საკმაოდ ბევრია და ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა რაღაც არ მომეწონა.

თუ პროცენტებში შევცდი, გულწრფელად ბოდიშს ვითხოვ, თუმცა ეკლესიიდან, რომ გამოხვალ მიმოიხედე, იქნებ სხვა ციფრები მოგვცეს biggrin.gif

Rozoma
ციტატა
მესმის შენი, მაგრამ მგონი არაა საწყენი ის, რომ შენგან სულ სხვანაირად გაიგებს კაცი, ვიდრე ილიასგან და აკაკისგან ყოველ შემთხვევაში, სამარცხვინო ერი ნამდვილად ზედმეტი მოგივიდა

ილიას იყო რომ ვერ უგებდნენ სწორედ და მე რისი იმედი უნდა მქონდეს biggrin.gif

ციტატა
რა თქმა უნდა შენი ჩამოთვლილი მაიმუნობები მართლაც დასაძრახია

აბა მე მეტს რას ვამბობ

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 27 2008, 03:38 PM

Giorgi-
რა არის იცი? მაგარი ოპტიმისტი ვარ და ვერ ვეგუები ეგეთ ნათქვამებს, ხომ გესმის. რომ ამბობ 90 % ეგეთიაო, მომკალი და ვერ დავიჯერებ! ალბათ, შენ მართლა არ გიმართლებს და სულ ეგეთ ხალხთან გიწევს ურთიერთობა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ნამდვილად არაა ეგრე smile.gif რაც უნდა იყოს, ვინმე უცხოელმა რომ მითხრას სამარცხვინო ერი ხართო, თავ-პირს დავამტვრევ laugh.gif და ყოველთვის და ყველგან ვიამაყებ, რომ ქართველი ვარ! დარწმუნებული ვარ შენც, უბრალოდ იმას რასაც განიცდი, ნამეტანი აზვიადებ, მე ასე მგონია a075.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 27 2008, 03:42 PM

Rozoma

ციტატა
Giorgi-
რა არის იცი? მაგარი ოპტიმისტი ვარ და ვერ ვეგუები ეგეთ ნათქვამებს, ხომ გესმის. რომ ამბობ 90 % ეგეთიაო, მომკალი და ვერ დავიჯერებ! ალბათ, შენ მართლა არ გიმართლებს და სულ ეგეთ ხალხთან გიწევს ურთიერთობა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ნამდვილად არაა ეგრე რაც უნდა იყოს, ვინმე უცხოელმა რომ მითხრას სამარცხვინო ერი ხართო, თავ-პირს დავამტვრევ და ყოველთვის და ყველგან ვიამაყებ, რომ ქართველი ვარ! დარწმუნებული ვარ შენც, უბრალოდ იმას რასაც განიცდი, ნამეტანი აზვიადებ, მე ასე მგონია

ოპტიმისტი მე რომ ვარ ისე უნდა, ეს ოპტიმიზმთან და პესიმიზმთან არანაირ კავშირში არაა, ეს იგივეა რომ კატა გყავდეს და იძახო ძაღლიაო, არადა აშკარად კატა იყოს, ეს სიმართლეა და არა პესიმიზმ-ოპტიმიზმი smile.gif

რა მნიშვნელობა აქვს ვინ რას იტყვის, მთავარია რეალობა როგორია

მე, თუ ჩემს პოსტებს გადახედავ ყველგან იმას ვამბობ, რომ "ვუწოდოთ სნეულებას სნეულება და გაგვეცლება სნეულება"

თორემ ცუდები ვართ და მორჩა ასე არ მითქვამს smile.gif

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 27 2008, 03:47 PM

Giorgi-
მოკლედ რა, სისულელეზე ვკამათობთ, მთავარია რომ ჩვენ გაგებაში ორივეს ძალიან გვიყვარს საქართველო და მთავარია ის ვაკეთოთ რაც ჩვენ გვავალია, ვაკეთოთ ქართულად

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 27 2008, 03:51 PM

Rozoma

ციტატა
მოკლედ რა, სისულელეზე ვკამათობთ, მთავარია რომ ჩვენ გაგებაში ორივეს ძალიან გვიყვარს საქართველო და მთავარია ის ვაკეთოთ რაც ჩვენ გვავალია, ვაკეთოთ ქართულად

კი, ოღონდა ქართულად და არა ფსევდოქართულად smile.gif მართალია

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 27 2008, 03:53 PM

ციტატა
კი, ოღონდა ქართულად და არა ფსევდოქართულად

thumbs.gif

პოსტის ავტორი: lado_petrucci თარიღი: Jun 27 2008, 08:24 PM

როზომ გეთანხმები 100%-ით ყველაფერში.....მართალია რასაც ამბობ..

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Jun 27 2008, 08:26 PM

ბევრი ყვირის ძალიან მიყვარს საქართველო ძალიან ლამაზადაც იძახის სადღეგრძელოებს და საქართველოს სადღეგრძელო კი რაც შიძლება დიდი ყანწით უნდა დალიოს, მერე გავა გარეთ ნაგავს შუა ქალაქში გადაყრის რაღაცას გაპუჭებს რაღაცას მო0იპარავს და ასე შემდეგ ასე გაპუჭდა ქართველი ერის ძალიან დიდი ნაწილი.

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 27 2008, 08:30 PM

t.d
მე საერთოდ არ ვსვამ, ნიშნავს ეს რამეს? თუ არა, რა აზრი აქვს ამ მაგალითების მოყვანას?

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Jun 27 2008, 08:39 PM

ციტატა(Rozoma @ Jun 27 2008, 09:30 PM) *

t.d
მე საერთოდ არ ვსვამ, ნიშნავს ეს რამეს? თუ არა, რა აზრი აქვს ამ მაგალითების მოყვანას?

და შენ რა იცი რომ მე ვსვამ?საერთოდ არ გამისინჯავს ალბათ ეგ დალოცვილი სითხე, და სხვათაშორის ამ შემთხვევაში საერთოთ არ მიგულისხმიხარ შენ, მე საერთოთ ვთქვი ბევრი სემთხვევა მინახია ხალხი აღარ სცემს ქართულ სუფრას პატივს, ელემენტარული სუფრაზო როგორ მოიქცნენ ის არ იციან იმათ რა უნდა მოსთხოვო.

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 27 2008, 08:47 PM

t.d
არა, არც მე მითქვამს შენ მე მიგულისხმე-მეთქი, ისიც კარგად ვიცი რამდენი გადაგვარებულია საქართველოს სადღეგრძელოს დიდი ყანწით რომ სვამს, მაგრამ რავიცი, მგონი არ უნდა ჰქონდეს აზრი მსგავსი მაგალითების მოყვანას, ვინ რას აფუჭებს და ვინ რამდენს სვამს! მე შემიძლია მოგიყვანო უამრავი მაგალითი ნამდვილ ქართველებზე, რომლებიც არაფერს არ აფუჭებენ და პირიქით!
ისე, სულ სხვა მიმართულებით წავიდა თემა, მგონი უმჯობესი იქნება თუ დაიხურება

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: Jun 27 2008, 08:50 PM

ციტატა(Rozoma @ Jun 27 2008, 09:47 PM) *

t.d
არა, არც მე მითქვამს შენ მე მიგულისხმე-მეთქი, ისიც კარგად ვიცი რამდენი გადაგვარებულია საქართველოს სადღეგრძელოს დიდი ყანწით რომ სვამს, მაგრამ რავიცი, მგონი არ უნდა ჰქონდეს აზრი მსგავსი მაგალითების მოყვანას, ვინ რას აფუჭებს და ვინ რამდენს სვამს! მე შემიძლია მოგიყვანო უამრავი მაგალითი ნამდვილ ქართველებზე, რომლებიც არაფერს არ აფუჭებენ და პირიქით!
ისე, სულ სხვა მიმართულებით წავიდა თემა, მგონი უმჯობესი იქნება თუ დაიხურება

ცუდათ არ გამიგო მარა შენ მე საერთოდ არ მიცნობ ალბათ მე პირადად პირველად გხედავ ფორუმზედა კაია რომ შემოგვიერთდი, არ დავიწყებ თავის ქებას მარა საკმაოდ კარგათ ვიცი ქართული სუფრის ტრადიციები და ვასრულებ კიდეც ამას, პირველ პოსტში ცოტა ვიხუმრე, არც ეხლა ვაჭარბებ მარა საძმაკაცოში სანათესაოში და ოჯახში სულ მე ვარ თამადა და პაპაცემისგან და მისი მამისგან საკმაოდ კარგთ შევისწავლე ყველაფერი კარგი რაც ქართულ სუფრას ამშვენებს და ალამაზებს, ისა ცუდი ვიღაც შუა ქეიფში ნერვებს რომ აგიშლის.

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jun 27 2008, 08:55 PM

t.d
გაიხარე, გეთანხმები ყველაფერში, ცუდად რა უნდა გაგიგო!
ღმერთმა გვიმრავლოს შენნაირი ვაჟკაცები, ვისთვისაც ქართული ტრადიციები და ქართული სუფრა სათაყვანებელია!
ისე, მთლად ახალიც არ ვარ ფორუმზე a075.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Jun 30 2008, 12:25 PM

აი ერთერთი სადღეგრძელო

"იმ სიყვარულისა მინდა დავლიო კახურ მრავალჟამიერში რომ არის და მტრობისაგან დანგრეულს რომ აშენებს"
"დათა თუთაშხია"
ჭ.ამირეჯიბი

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jul 1 2008, 11:17 AM

ციტატა(Giorgi- @ Jun 27 2008, 01:30 PM) *

M.M.
გააჩნია როგორ აღიქვამ, ანუ თუ კრიტიკა არ გაგაჩნია, ესეიგი შენც იმათნაირი ხარ biggrin.gif
აქ რაც ჩამოთვალე (ჩხუბი, გადათრობა, უგულოდ თქმული დაშტამპული სადღეგრძლოები, "ვასტოჩნიე სკაზკი") ზოგიერთი საერთოდ არ შემხვედრია სუფრაზე, ზოგიერთი შემხვედრია იშვიათად ან მსუბუქ ფორმებში. ჩხუბი სუფრაზე არასაოდეს შემმთხვევია. ორჯერ შელაპარაკებასავით მოხდა სუფრაზე და იქაც ორივეს მიზეზი მე ვიყავი უნებურად smile.gif
თუმცა, უნდა ვაღიარო, არასოდეს ისეთ სუფრაზე არ ვყოფილვარ, რომელიც ისეთი იყო როგორიც მინდოდა (ან ძალიან მიახლოვებული).

ციტატა
ისე კაი მეპურმარილე კაცი ჩანხარ biggrin.gif გაიხარე biggrin.gif
ვცდილობ, ჯერ პრაქტიკა მაკლია

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 12 2008, 12:36 AM

M.M.

ციტატა
ვცდილობ, ჯერ პრაქტიკა მაკლია

t.d.-სთან კარგი სადღეგრძელოები თქვიდა.
აბო.

პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Apr 14 2010, 01:46 AM

ქართული სუფრა იმიტომ იყო მოსაწონი და დასაფასებელი რომ ხალხს ზრდილობა და მოქცევის კულტურა ქონდა რაც .... ჩემი აზით მართლმადიდელობით იყო გამოწვეული .... და დღეს რომ ზრდილობა აღარ აქვს ხალხს (საკმაოდ ბერვს) და რაც მთავარია მართლმადიდებლობა(გარეგნულად კი აქვთ იცოცხლე )...ამით არის გამოწვეული ქართველობისადმი არ---პატივისცემა...რაც ქართული ტრადიციების უპატივცემლობით გამოიხატება...

ღიპიანი "ჯემალები" იყვნენ და იქნებიან ჯობია იმას ვეცადოთ ეგეთი ჯემალები ჩვენ არ გავხდეთ და არც ჩვენი შვილები გავზარდოთ ეგეთები smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)