ერქომაიშვილები ხალხურ მომღერალ-მგალობელთა ტრადიციული ოჯახია, თომა, ივანე, გიორგი, გიგო და მისი 10 ქალ-ვაჟი, მათი შვილები და შვილიშვილები, გურული სიმღერის კარგი შემსრულებლები იყვნენ. განსაკუთრებით გამოსაყოფია გიგო და მისი 3 ვაჟი არტემი, ანანია და ვლადიმერი.
არტემი დაიბადა 1887 წლის 22 ოქტომბერს სოფელ მაკვანეთში. ის თვითნასწავლი კომპოზიტორი, ლოტბარი და მომღერალი იყო. ურთულესი გურული სიმღერების შესრულებას დაეუფლა ბავშვობაშივე. 1911 წელს დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა. 1924 წლიდან ხელმძღვანელობდა ხალხურ გუნდებს სოფელ მაკვანეთში, ბათუმსა და მახარაძეში (ახლანდელი ოზურგეთი). 1929 წელს მისმა გუნდმა კონცერტები გამართა მოსკოვსა და პეტერბურგში და სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურა. გუნდის რეპერტუარის თვალსაჩინო ნიმუშები ჩაიწერეს ფონოგრაფზე. 1950 წლიდან მახარაძის კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ხელმძღვანელობდა. იგი ქართული სასულიერო გალობის უკანასკნელი შემსრულებელია იყო. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორისტიკის კათედრაზე ინახება მის მიერ შესრულებული საგალობლის ჩანაწერი. არტემი გარდაიცვალა 1967 წლის 2 თებერვალს.
ანანია დაიბადა 1894 წლის 3 იანვარს სოფელ მაკვანეთში. ის თავისივე ძმის, არტემის მოწაფე იყო. ჰქონდა მოქნილი, ფართო დიაპაზონის ხმა, ოსტატურად ასრულებდა ყველა ხმას. გარდაიცვალა 1977წლის 31 იანვარს.
ვლადიმერი დაიბადა 1897 წლის 23 თებერვალს სოფელ მაკვანეთში. მან მოღვაწეობა დაიწყო არტემის გუნდში. შემდეგ იყო ოზურგეთის კულტურის სახლის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის ხელმძღვანელი, შემდეგ მახარაძის რაიონის სიმღერა-გალობის სკოლის პედაგოგი. მისივე ჩამოყალიბებულია ანსამბლი ელესა.
ანზორი დაიბადა 1940 წელს ქალაქ ბათუმში, მისი მამა დავით ერქომაიშვილი, იყო ბრწყინვალე ბანი, სამწუხაროდ ის ნაადრევად გარდაიცვალა ავტოავარიის შედეგად. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1968 წლიდან ხელმძღვანელობს ვოკალურ ანსამბ რუსთავს. მას რუსთავთან ერთად აქვს 600ზე მეტი ხალხური სიმღერა მოძიებული. ის არის ავტორი მრავალი წიგნისა. ანზორ ერქომაიშვილი დღესაც განაგრძობს აქტიურ მოღვაწეობას ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისათვის. მას დიდი წვლილი მიუძღვის გალობის სკოლის გახსნაში.
აქვე დავძენ რომ გურულ შემსრულებლებში ყველაზე მეტად ერქომაიშვილების სიმღერები და საშემსრულებლო მანერა მიყვარს.
http://www.link.ge/file/124338/chven-mshvidoba--1907-ts--.mp3.html - ძმები ერქომაიშვილების შესრულებით.
misdevs mela loms
იხარე ამ ინფორმაციისთვის!
ვაუ, მართლა აპლოდისმენტები ამ ადამიანებს... მათ ღვაწლს დაფასება არ აქვს
http://fast.ge/?d=96A24C5A2 - არტემ ერქომაიშვილის გუნდი.
http://www.link.ge/file/124570/shavi-shashvi.mp3.html - პირველი ხმა ანანია ერქომაიშვილი, მეორე ხმა ვლადიმერ ერქომაიშვილი და ბანი არტემ ერქომაიშვილი.
ვაა ძალიან მაგარია გაიხარე საინტერესოა ძალიან
misdevs mela loms
ვეშაპო
ეს მართლაც მშვენიერი თემაა და გთხოვთ გაეცანით ერქომაიშვილებს. და იქნებ იაქტიუროთ კიდეც. ერქომაიშვილები მართლაც ბრწყინვალე მომღერალ მგალობლები იყვნენ. ულამაზესი ხმები ჰკონდათ განსაკუთრებით ძმებს.
ერქომაიშვილებმა მართლაც მთელი ეპოქა შექმნეს გურულ სიმღერაში. მათ შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს გიგოს გუნდი. შემდეგ არტემ ლადიკო და ანანია ერქომაიშვილი. მე პირადად ყველაზე ძაან(ნუ ეს პირობითად) ანანია მომწონს. საოცარი მომღერალი! ნებისმიერი ხმის საოცრად შესრულება შეეძლო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ ჩაწერილი სიმღერები სადაც სამივე ხმას თავად მღერის. მე ეხლა დავდებ ანანიას რამოდენიმე სიმღერას, და კარგი იქნება თუ შეფასებებს გააკეთებთ.
http://www.link.ge/file/147091/Track-15.mp3.html ------ ხსამბეგურა. ანანიას გუნდი. ტრიო: ბანი ანანია ერქომაიშვილი, პირველი ხმა გარსევან სიხარულიძე, გამკივანი ზინაიდა ბერსენაძე.
http://www.link.ge/file/147095/Shavi-shashvi.mp3.html ---- შავი შაშვი. სამივე ხმას მღერის ანანია ერქომაიშვილი.
http://www.link.ge/file/147103/01-Grdzeli-gigini.mp3.html--- გრძელი ღიღინი. ასევე სამივე ხმას მღერის ანანია ერქომაიშვილი
დარწმუნებული ხარ, რომ სამივე ხმა ანანიაა? მე ძმების ნამღერი მგონია
არა არა სამივე ანანიააა, არტემის ბანი სულ სხვანაირია
ან სჰეიძლება ჩანაწერის დადება შემეშალა
http://imageshack.us
გიგო,არტემ და დათიკო ერქომაიშვილები
bato
პატარა ქარცივაძე მე დიდი ხანია ერქომაიშვილებზე მინდოდა თემის გაკეთება მაგამ არ მაცალე
ეს მართლაც შესანიშნავი გუნდი დახლდათ იმ დროს.
მასში ყველა მომღერალი პროფესიოონალი იყო თავისსაქმეში,
უნდა აღინიშნოს რომ მათ არა მარტო გურული არამედ მეგრული და აჭარული სიმღერებიც შემოგვინახეს, რომლების მარტო გიგოს გუნდთან გვხვდება.
მე იმედი მაქვს რომ ამ ანსამბლს დიდი მოწონება ექნება, პატარა ქარცივადზე უნიკალურჩანაწერებს მოგვაწვდის
B_A_S_I_A_N_I
ეჭვი მაქვს რომ სერგუნიააა
პ.ს. მსგავსი ტიპის შეკითხვებისთვის ისარგებლეთ პმ-ით
http://imageshack.us
1910-იანი წლები,არტემ ერქომაიშვილი.
27 ში არტემ ერქომაიშვილის საღამო ცჰატარდება კინსერვატორიის დიდ დარბაზში, ალბათ შესანიშნავიაღამო იქნება დამერჭმუნებით
B_A_S_I_A_N_I
ანზორ ერქომაიშვილის წიგნიდან ''ბაბუა''
ჩემს ბიჭობაში ქალებს საზოგადოების თნდასწერბით არ ამღერებდნენ.მახსოვს ერთხელ სოფელში ,გოგიეთში ,ცეცხლაძის ოჯახში კრიმანჭულის შემსრულებელი კაცი არ ყავდათ და ქალი ამღერეს.
დილით ეზოში ჩხუბი ამტყდარა. ''ვიცოდი, ძამა, აქანე კაი ამბავი არ მოხდებოდა, წუხელ დედალმა იყივლაო''_იხუმრა ერთმა მაყარმა (დედლის ყივილი გურიაში ავისმომასწავებლად მიაჩნდათ )
...................................
....სიმღერის დროს იმდენი უცხო ვარიანტი მოვისმინე, ბაბაუას ვუსაყვედურე, მთლად ასე არ გისწავლებია ჩემთვის-მეთქი.მთლად ასე არც ჩვენთვის უსწავლებიათო, კარგი გურული ორჯერ არ გაიმეორებს სიმღერას.თუ მიზანს ხედავ, იქ მისვლას რა უნდა. ჩემი გალობის მასწავლებელი მელქისედეკ ნაკაშიძე მეტყოდა:''ბაწარს რომ დაგრეხ მაგრდება,მაგრამ ზედმეტად რომ დაგრეხ ,გაწყდებაო''სიმღერას ზომაზე მეტი ''დაგრეხა'' არ შვენისო.
Revaz
იქ იმდენი ''მაგარი ''სიტყვებია....
...............................................
ვასილ მახარაძემ რეპეტიციაზე პირველად რომ მიმიყვანა,შესვენების დროს ერთ მოხუცთან წარმადგინა და უთხრა:ეს ახალგაზრდა არტემ ერქომაიშვილის ბადიში(შვილიშვილი)გახლავთო.თეოფილემ''არტემის ხარ ,ბიჭო, შენ ?'' პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი რომ თეოფილემ გიდლის დასაკიდი თოკის მარყუჟივით გამონასკვა კრიმანჭული. ვასო მახარაძემ 1 ხმა დააწია, მე მივხვდი რომ თეოფილემ ''ალიფაშა''წამოიწყო და ბანი შევაშველე. კრიმანჭულის ისეთი კორიანტელი დააყენა, გულში ვიფიქრე, ღმერთო, ტონალობიდან არ გადამაგდოს-მეთქი. გავუძელი,როცა სიმღერა დავამთავრეთ, თეოფილემ გადამკოცნა და მითხრა: კი ყოფილხარ არტემის ბადიშიო
..............................................................
...უკვდავია ქართული სიმღერა ბაბუ, ხომ გახსოვს რომენ როლანის სიტყვები :''ბედნიერია ის კუთხე, სადაც ასეთი ხალხი ცხოვრობს, ბედნიერია ის ხალხი, ვისაც ასეთი სიმღერები აქვს''
ართი ვარდი
მაგ წიგნის შოვნა სად შეიძლება?
Revaz
მე პირადად მეგობრისგან ვითხოვე.რა ვიცი..გაიკითხ გამოიკითხე
არტემ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილ კონცერტზე თითოეულ ანსამბლს გადმოგცევა საჩუქრები ამ საჩუქრებიდან ერთ-ერთი იყო ბატონი ანზორ ერქომაიშვილის მიერ დაწერილი წიგნი "მივალ გურიაში, მარა... " . როგორც კი ეს წიგნი წავიკითხე ამ გვარის ყველა წარმომადგენლის უდიდესი თაყვანისმცემელი გავხდი. ასეთი ინტერესით არცერთი წიგნი არ წამიკითხავს ჩემდა ბედად კონცერტის დღეს ავად გავხდი და მეორე დღეს სახლში მომიწია ყოფნა და რომ იტყვიან "ზოგი ჭირი მარგებელიაო" , მასე დამემართა მთელი დღე ვიწექი და ვკითხულობდი ამ წიგნს!! წიგნი კი არაა განძიაა , განძიიი !!! ყველას ვურჩევ საიდანმე მოიძიეთ და წაიკითხეეთ
Didgoreli
ვეშაპო
Didgoreli
ვეშაპო
ვეშაპო
ძმობაში და მეგობრობაში კი მოგაწვდი თუ გინდა ერთს
M.M.
iqneb wigni mec matxovoT
სენ ალ იტილო, წინგებს ვინ ალ მოგცემს? ქალთულად ლატო ალ წელ?
M.M.
რატომ ხარ დარწმუნებული რომ მომცემენ ? მომცემენ მაგარამ დიდი თხოვნის მერე .მეკი მალე მინდა
მაგარი ვიხალისე ერთ სურათზე სადაც გვერდი-გვერდ ისხდნენ ბრილიანტა ცეცხლაძე და მარგალიტა თოიძე
ხოო.....''მივალ გურიაში, მარა....''-ეს წიგნი მინდა
ახლაც აქ იყო, PM მივწერე მაგრამ ან ვერ მივაწიე, ან დამიტყდა
ეჰ, მაგას რომ საქმე აქვს (თუმცა აზრზე არ ვარ რა საქმეები აქვს ამდენი)
ეს თემა არაა დასავიწყებელი
yipiani gio
ნამდვილად
DVD როგორ ავტვირთო?
არ ვიცი...როგორც სიმღერები ალბათ ისე.
yipiani gio
სხვანაირად არის მგონი, იქნებ მასწავლოთ და იმათ DVD-ს ავტვირთავდი
N. R.
მაშინ არ ვიცი.აი ნიკამ ტვირთავდა გუშინ ვიდეოს და იმას ეცოდინება
გაიხარეთ ამ თემის გახსნისთვის.მეც,როგორც ყველა გურული და მითუმეთეს მაკვანეთელი,ვამაყობ ერქომაიშვილებით.ბატონი ანზორი ბიძაჩემის ძუძუმტეა. მისი სტუმრობა ჩვენს ოჯახში ყოველთვის დიდი ზეიმი იყო.მის ფილმში "შვიდკაცა" ჩემი ბაბუკაც მონაწილეობს.
წიგნიც"ბაბუა",რომელიც ანზორიმ თავისი ავტოგრაფით უსახსოვრა ბაბუაჩემს მგონი სულ ზეპირად ვიცი(ბაბუაჩემი მაგ წიგნშიც ყავს მოხსენიებული)ბაბუაჩემს ერქომაიშვილების ფირფიტების უზარმაზარი მარაგი ჰქონდა,მახსოვს,ჩართავდა და თითონაც მათთან ერთად ღიღინებდა.საოცარი სითბო მეღვრება სულში მაგ გვარის ხსენებაზეც კი. მიხარია,რომ ამდენი რამე იცით მათ შესახებ.სამწუხაროდ ის ლინკები,რაც დადეთ არცერთი არ იხსნება.იქნებ გაასწოროთ?ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ ყველანი
maja
გაიხარე
maja
იქნებ შენი ბაბუის ვინაობა გაგვიმხილო?
maja
N. R.
შენაც
G A B O
ჩემი ბაბუის ვინაობა რომ გავამხილო,მაშინ ჩემიც უნდა ვთქვა,რაც გარკვეული მიზეზების გამო არ მინდა.ისე,ბაბუა მომღერალი არ იყო,უბრალოდ ძმები ერქომაიშვილების კარგი მეგობარი და მეზობელი იყო
Didgoreli
ეგ ამბავი მეც ძალიან მაინტერესებს.მე საქართველოში თითქმის ექვსი წელია აღარ ვყოფილვარ და არ ვიცი რა მდგომარეობაა ოჯახში.თუ ჩემს ხულიგან დისშვილს არ გაუნადგურებია,მაშინ ადგილზე უნდა იყოს
maja
ერთი ამბავი გამახსენდა სოფელში მოსმენილი.მოგიყვეთ?ცოტა სევდიანია...მაინც მოვყვები...
დიდი კონცერტი ყოფილა სოფელში (თუ ოზურგეთში)დაგეგმილი,სადაც ძმებ ერქომაიშვილებს უნდა ემღერათ.უამრავი ხალხი ჩამოსულა თბილისიდან კონცერტზე დასასწრებად.ერთადერთი ბიჭი,დავითი დაღუპვია იმ დღეებში არტემს.ამიტომ კონცერტი უნდა გადადებულიყო.ამოდენა ხალხს ვერ ვუღალატებო უთქვია,ჩემს მოსასმენად ამხელა გზაზე ჩამოვიდნენო.კონცერტი არ გადაიდებაო...არაჩვეულებრივად უმღერია მაინც,ცრემლები ჩამოსდიოდა და მაინც მღეროდა....მთელი დარბაზი ფეხზე იდგა და მთელი დარბაზი მასთან ერთად ტიროდა თურმე...
მე სულ მეტირება ამ ისტორიაზე.მარტო ეს ამბავიც კმარა არტემის პიროვნების გასაცნობად...ღმერთმა აცხონოს...
maja
Didgoreli
ბაბუა ძალიან,ძალიან დიდი ხნის წინ გარდაიცვალა.ფირფიტებზე კი შემიძლია ვიკითხო.მე ხშირად ვუსმენდი ბავშვობაში და ჩემი დები გიჟდებოდნენ.ბევრჯერ დამიმალეს კიდეც.ხასანბეგურა,კალოს ხელხვავი,ნადური,შავი შაშვი,ალიფაშა...ეს ის სიმღერებია,რაც დამამახსოვრდა და დანარჩენს ვერ გეტყვი.ფირსაკრავი დიდი ხანია მოვისროლეთ სანაგვეზე.ეგ ფირფიტებიც სიძველის გამო საკმაოდ დაზიანებული იყო,მაგრამ ნამდვილად ვიცი,რომ ჩემს წამოსვლამდე ბაბუას ნაქონ სპეციალურ ალბომში ინახებოდა.მამაჩემიც ძალიან უფრთხილდებოდა მაგ ალბომს,მარა ჩემს დიშვილს ვერაფერს ვერ უმალავენ.ღმერთმა ქნას,რომ უვნებელი იყოს.აუცილებლად ვიკითხავ და გაგაგებინებთ
Didgoreli
ხოო?ეგ წიგნი ახალია ეტყობა.მე ანზორის "გივი მასწავლებელი","ბაბუა" და "შავი შაშვი" მაქვს წაკითხული მარტო.ძალიან მიკვირდა ეგ ამბავი არსად რომ არ იყო ნახსენები.მე სოფელში მაქვს მოსმენილი და სულ მეტირება რომ მახსენდება...
maja
სად შეიძლება მაგ წიგნის ყიდვა?არი ჩვეულებრივ წიგნის მაღაზიებში ნეტა?აუცილებლად გამოვაგზავნინებ ჩემებს...
M.M.
რა ვიცი,არ მინდა გავამხილო და მორჩა.შენ თუ დაგაინტერესებს და გაშიფრავ,არც მაგისთვის მოვიკლავ თავს,ოღონდ ფორუმზე ნუ გამოაქვეყნებ მერე ჩემს ვინაობას
ახლა ვუსმენდი ანანია ერქომაიშვილის ნამღერ სიმღერას "მწვანესა და უქუდოსა" აუუუ რაას მღერის ჩემი აზრით ხმის ტემბრის ამბავში ყველაზე მაგარი გურული ბანია !
ანანია ერქომაიშვილი
Didgoreli
ძალიან მაგარია.ბრწყინვალე
Didgoreli
გეთანხმები ნიკუშ, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ბანია გურული სიმღერის ისტორიაში(არამარტო ბანი,ყველა ხმაში მაგარი იყო)
qarcivadze
ანანია არის მოვლენა.
ვინც არ იცით გეტყვით რომ ანანია გრულ სიმღერაში მღეროდა სამივე ხმას და კრიმანჭულსაც კი!!
და კიდევ ერთი ანანიას კახური სიმღერები აქვს ნამღერი ისეთ კორიფეებთან ერთად როგორებიც იყვნენ, მჭედლიშვილი და ამოზაშვილი
Didgoreli
qarcivadze shenc aq xar?
SuLo
qarcivadze
შენ რომელი ხარო ნტ ნტ ნტ ნტ ... "შემოქმედი" - სულაძე ირაკლი
SuLo
გიგო,არტემ და დათიკო ერქომაიშვილები
"ადილა" მათი შესრულებით
http://files.ge/file/209320/adila-alipasha-E--wma.html
მოხარული ვარ, რომ ბატონი ანზორიც მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმშენებლობით კურსს
ასეთი პატრიოტი და დიდი ქართველებით ნამდვილად გამდიდრდება პრეზიდენტის გუნდი
კანონისტი
კანონისტი
კანონისტი
უფრო მეტად ამერია გული სააკაშვილზე ამის მერე
qarcivadze
კანონისტი
და შენ ფიქრობ რომ ბატონ ანზორს ეს ნებით უნდა ან რამეში ჭირდება?
ყველამ კარგად იცის რომ ასე რომ არ გააკეთოს აბსოლუტურად ყველაფერს რაც გააკეთა ,აკეთებას და სამომავლოდ გეგმაში აქვ,წყალში ჩაუყრიან და ჩამოაშორებენ ამ საქმეს სამუდამოდ.ნუთუ ძნელია ამის გაგება და მიხვედრა.სწორედ ამიტომ მერევა გული სააკაშვილზე.
yipiani gio
კანონისტი
ბატონი ანზორი იმ გაგების ადამიანი არ არის რომ სანდროო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის და სხვა დანარჩენის მკვლელ მთავრობას გვერდში დაუდგეს!!
misdevs mela loms
კანონისტი
მე სხვა რარაც ვიგულისხმე.აქ აშკარა შანტაჟია
misdevs mela loms
buta
yipiani gio
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ამ ფოლკლორის თემაში პოლიტიკაზე, უნდა შევეგუოთ ან იმას, რომ სააკაშვილი ისეთი საშინელი ტირანი და დესპოტი არ არის (როგორც მინიმუმ), რადაც ჩვენ წარმოგვიდგენია, ან კიდევ ჩვენთვის საპატივცემლო ხალხს უნამუსობაში უნდა დავდოთ ბრალი...
პირველი ჯობია, ჩემი აზრით.
მე მოვრჩი. მაპატიეთ, თუ ცოტა უხეშად გამომივიდა
კანონისტი
არა სააკაშვილი აშკარად უნამუსოა მაგას რათ უნდა ლაპარაკი,მაგრამ ჩვენთვის საპატივცემლო ხალხს მე იმიტომ ვცემ პატივს რომ გმირები არიან მითუმეტეს ბატონი ანზორი,ამიტომ მას მე ვერასოდეს ბრალს ვერაფერში ვერ დავდებ
კანონისტი
არა, შენ აშკარად ნერვებზე გიყვარს თამაში და არ მგონია მთლად კარგად გამოგივიდეს, შენს სააკაშვილზე და მისიანებზე გახსენი სადმე სხვაგან თემა და აქეთ და ადიდეთ რამდენიც გინდათ. ფოლკლორის თემა მაგის ადგილი არ არის
"7 წლის ვიყავი, როდესაც თბილისში ბავშვთა ოლიმპიადაზე გამომიყვანეს. სკამზე დამაყენეს და კრიმანჭული ვიმღერე. დღემდე მომყვება ის შთაბეჭდილება - დარბაზი გაკაშკაშებული იყო. თვალებში მანათებდა შუქი. სიმღერა რომ დავამთავრე, ტაშით დაიქცა იქაურობა. დიდი მაჯის საათითაც დამაჯილდოვეს. იმხელა იყო, რომ ვერ ვიკეთებდი. ეს პირველი ომისშემდგომი საბჭოთა საათები იყო. ჩვენს ოჯახში მოდიოდნენ სასიძოები და ჩემს საათს თხოულობდნენ (მაშინ საათი იშვიათობა იყო)".
/ანზორ ერქომაიშვილი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience