თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ ფოლკლორი _ ქართული ხალხური ინსტრუმენტები
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jan 29 2007, 01:42 AM
აქ ვისაუბროთ, ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებზე.
გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები ამა თუ იმ ინსტრუმენტზე, მის წარმომავლობაზე, დამზადებაზე, შემსრულებელზე და ა.შ.
პოსტის ავტორი: ჯეგე თარიღი: Jan 30 2007, 04:21 PM
მოსაზრება არ ვიცი, მარა ლარჭემის სწავლის მუღამი მაქვს, ლარჭემიდან მერე აფხარცაზე ვაპირებ გადასვლას.
ამჯერად კი ჭიბონის ჭყვიტინის სწავლა მომიწევს
პოსტის ავტორი: adamis_nekni თარიღი: Jan 30 2007, 04:45 PM
მე ვიცი ფანდურზე და სალამურზე დაკვრა
პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Feb 8 2007, 05:55 PM
საქართველოში ხალხური საკრავები გავრცელებულია უძველესი დროიდან.
არსებობს საკრავების სამი ძირითადი ჯგუფი: ჩასაბერი, სიმებიანი და დასარტყმელი.
ჩასაბერი საკრავებია: სოინარი, სალამური და გუდასტვირი.
სიმებიანი საკრავებია: ფანდური და ჩონგური. მოსაზიდი საკრავებია: ჩანგი და ქნარი.
დასარტყმელი საკრავებია: დოლი და დიპლიპიტო.
პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Mar 2 2007, 10:28 AM
მე ხალხურ ანსამბლში ვუკრავდი ხოლმე. ვიცი ფანდური, სალამური, ბასი, კონტრაბასი და ჩანგი. ყველაზე მეტად ჩანგი მიყვარს.
პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Mar 3 2007, 01:49 PM
მოდით ხალხური ინსტრუმენტების ქრომატიულობაზე ვისაუბროთ.
მესმის რომ ის ხალხური მუსიკა რაც საუკუნეების წინ იკვრებოდა, დღეს ქრომატიული ფანდურით ვერ გაჟღერდება.
თუმცა ასეთ ინსტრუმენტებს არსებობის უფლება ნამდვილად აქვთ.
თუნდაც იმის გამო რომ დაიხვეწა საშემსრულებლო ტექნიკა, სრულდება ვირტუოზული ნაწარმოებები, რაც ქრომატიულზე ფიზიკუირად შეუძლებელი იქნებოდა.
მე ვიცი რომ ფოლკლორისტებს საპირისპირო აზრი გააჩნიათ და სრულებით ეწინააღმდეგებიან ქრომატიკას ხალხურ ინსტრუმენტებში.
მოდით ვისაუბროთ ამ საკიტხზე. მეტად საინტერესოა და პრობლემატური.
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Mar 3 2007, 03:38 PM
დათიკო
ციტატა
თუნდაც იმის გამო რომ დაიხვეწა საშემსრულებლო ტექნიკა, სრულდება ვირტუოზული ნაწარმოებები,
ვეცერთი დღევანდელი მეჩონგურე ვერ შეედრება თავისი ტექნიკით გარუჩავას, რომელიც ხალხურ ჩონგურზე უკრავდა.
მერე კიდევ, რაც ყველაზე მთავარია, ქრომატიული "ხალხური" ინსტრუმენტები სრულიად სხვა განწყობას ქმნიან, ვიდრე ხალხურები.
პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Mar 3 2007, 08:49 PM
ვეშაპო
ციტატა
ვეცერთი დღევანდელი მეჩონგურე ვერ შეედრება თავისი ტექნიკით გარუჩავას, რომელიც ხალხურ ჩონგურზე უკრავდა.
ჩონგული ისედაც ულადოა, ტემპერირების პრობლემა არ აქვს.
ციტატა
მერე კიდევ, რაც ყველაზე მთავარია, ქრომატიული "ხალხური" ინსტრუმენტები სრულიად სხვა განწყობას ქმნიან, ვიდრე ხალხურები.
რა თქმა უნდა სხვა განწყობას შექმნიან, ისინი ხომ არაქრომატიულები არიან
მე არც ვადარებ მათ.
უბრალოდ ვამბობ რომ ქართული მუსიკა შესაძლებელია ქრომატიულ ფანდურზეც დაიკრას, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ დღეს შესრულების ტექნიკა არ მოგვცემს საშუალებას იგივე არაქრომატიულზე დავუკრათ. მე ბევრჯერ მქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც რაღაც მელოდიის დაკვრა მომდომებია, მაგრამ ხალხური არ მაძლევდა ამის საშუალებას, ქრომატიულზე კი გამოდიოდა.
პოსტის ავტორი: QORBUDA თარიღი: Apr 24 2007, 04:23 PM
ვისაც აინტერესებს და არ იცის სასარგებლო იქნება გაიგოს რომ ფანდური და ჩონგური განსხვავდება ერთმანეთისგან.
განხვავებებია ის რომ ჩონგური ძველის ძველი საკრავია, ფანდური კი ახალი. ასევე მათ შორის განსხვავებაა ლადებსა და ნოტებში. ჟღერადობით კი ორივე მშვენიერია
პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Apr 24 2007, 05:07 PM
ციტატა(QORBUDA @ Apr 24 2007, 03:23 PM)
ვისაც აინტერესებს და არ იცის სასარგებლო იქნება გაიგოს რომ ფანდური და ჩონგური განსხვავდება ერთმანეთისგან.
განხვავებებია ის რომ ჩონგური ძველის ძველი საკრავია, ფანდური კი ახალი. ასევე მათ შორის განსხვავებაა ლადებსა და ნოტებში. ჟღერადობით კი ორივე მშვენიერია
და კიდევ ისიც, რომ ფანდური უფრო აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული, ვიდრე დასავლეთში.
პოსტის ავტორი: adamis_nekni თარიღი: Apr 24 2007, 05:08 PM
შევრდომილი
ხოო, დასავლეთში ჩონგურია, მასზე იქკვრება მეგრული სიმღერები, ძალიანმაგარია
პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: May 6 2007, 04:06 PM
ფანდურს, რომელსაც 12 ლადა აქვს კლასიკურს ეძახიანხოლმე, ხშირად გამიგონია.
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: May 15 2007, 12:03 PM
ეს რა თემა ვნახე!!!!! ქართული მუსიკალური კულტურაში ინსტრუმენტული მუსიკა ჩემი უსაყვარლესი სფეროა!!! მე პირადად ჩონგურზე ვუკრავ, ულადოზე, ანუ ტრადიციულზე, რამოდენიმე ნიმუში ვისწავლე ჩანგზე, უმაგრესი ხმოვანება აქვს, აგრეთვე ვგიჟდები დაირაზე!!!! საერთოდ ჩემი ოცნება იყო საუკეთესო ხალხური ინსტრუმენტალისტი ვყოფილიყავი!
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: May 15 2007, 12:20 PM
ვისაც აინტერესებს და არ იცის სასარგებლო იქნება გაიგოს რომ ფანდური და ჩონგური განსხვავდება ერთმანეთისგან.
ჩონგურსა და ფანდურს შორის პრინციპული სხვაობაა. პირველ რიგში ის რომ ჩონგური ოთხსიმიანია, ფანდური სამიანი, სრულიად სხვადასხვა რეპერტური იკვრება, შესაბამისად კონკურენციას არც უწევენ ერთმანეთს, არამედ ორივე დამოუკიდებელია, და სხვადასხვა შესაძლებლობები აქვთ; სხვადასხვაა წყობა, ჩონგურს ოთხამდე წყობა აქვს, და არც ერთი არ ემთხვევა ფანდურისას, რომელსაც მხოლოდ ერთი წყობა აქვს; შესრულების ტექნიკაც რამდენადმე განსხვავებული აქვთ; და ზომითაც ჩონგური ბევრად დიდია;
განხვავებებია ის რომ ჩონგური ძველის ძველი საკრავია, ფანდური კი ახალი.
ორივე უძველესია, მათ შორის ფანდური ალბათ კიდევ უფრო ძველი, ვინაიდან ჩონგური ბევრად განვითარებულია, არსებობს ვარაუდი, რომ დასავლურ სიმღერებში მეოთხე ხმის გაჩენამ გავლენა იქონია ჩონგურზე, რის შედეგადაც საკრავზე ზილი (მეოთხე სიმი) დაამატეს, ამიტომ ჩონგური თავისი დღევანდელი სახით მეც მოგვიანო პერიოდისა მგონია, მითუმეტეს ფანდურთან შედარებით.
ასევე მათ შორის განსხვავებაა ლადებსა და ნოტებში.
ტრადიციულს ლადები სულ არ აქვს, და ნოტებში თუ წყობას გულისხმობ კი ბატონო
ჟღერადობით კი ორივე მშვენიერია
ნამდვილად! ორივე განსაკუთრებულია
ციტატა(adamis_nekni @ Apr 24 2007, 05:08 PM)
შევრდომილი
ხოო, დასავლეთში ჩონგურია, მასზე იქკვრება მეგრული სიმღერები, ძალიანმაგარია
ჩონგურზე უკრავენ გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში...
პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: May 15 2007, 01:08 PM
ქრომატიული ფანდური გამიგია, მაგრამ ქრომატიული ჩონგური რაღა ჯანდაბაა?
პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 15 2007, 01:35 PM
ნუ დღეს ფანდურმა დაკარგა სახე, ადრე ფშავ-ხევსურეთში დასამღერებლად გამოიყენებოდა ძირითადად, რასაც ბევრგან ვხვდებით, ასევე არამარტო ფშავ ხევსურეთში იყო გავრცელებული , "სტუმარ მასპინძელში"როდესაც ზვიადაური მიდის სტუმრად ჯოყოლასთან იქ ხვდება კაცი რომელიც არ "დაამღერს" დღეს ძირითადი სახე დაკარგა... ნუ მთაში ყოველ შემთხვევაში.
QORBUDA
არაა ეგრე ფანდური ძველია, ვაჟას თითქმის ყველა ნაწარმოებშია ნახსენები,
ამას გარდა უძველესი დროიდან ვიცით მთაში კაფიობა და დამღერება.
ციტატა
ქრომატიული ფანდური გამიგია, მაგრამ ქრომატიული ჩონგური რაღა ჯანდაბაა?
იბადდება კითხვა
გიერთდები.
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: May 15 2007, 09:49 PM
ციტატა(ქავთარაძე @ May 15 2007, 01:35 PM)
იბადდება კითხვა
გიერთდები.
ზუსტად ამ ტერმინით არ ვიცი, მაგრამ ლადებიანი ჩონგური ზუსტად იმ კონტექსტშია როგორშიც კლასიკური ფანდური
ციტატა(ქავთარაძე @ May 15 2007, 01:35 PM)
ადრე ფშავ-ხევსურეთში დასამღერებლად გამოიყენებოდა ძირითადად
არა მარტო...
მთელ აღმოსავლეთშია გავრცელებული
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: May 15 2007, 11:44 PM
მგონი თემას ეხმიანება
მე და ჩემი ჩონგური
http://imageshack.us
პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 16 2007, 01:46 AM
ფანდური კი ვიყიდე მაგრამ რად გინდა დაკვრა არ ვიცი არადა მაგარი საკრავია
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: May 18 2007, 04:49 PM
მოდით გავნაგრძოთ ხალხურ ინსტრუმენტებზე საუბარი
თუ ვინმეს გაქვთ იქნებ დადოთ ჩანაწერები? მე მაქვს ჩვენი დროის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი, ალეკო ხიზანიშვილის ჩანაწერები, რომელსაც მალე შემოგთავაზებთ, თქვენ იქნებ უფრო ძველები შემოგვთავაზოთ?
პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: May 20 2007, 11:16 AM
N. R.
ციტატა
მე მაქვს ჩვენი დროის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი, ალეკო ხიზანიშვილის ჩანაწერები, რომელსაც მალე შემოგთავაზებთ
რას უცდი
მაგრად მაინტერესებს
პოსტის ავტორი: Ninia I თარიღი: May 30 2007, 02:36 PM
ციტატა(ჯეგე @ Jan 30 2007, 03:21 PM)
აფხარცაზე ვაპირებ გადასვლას.
”აფხარცა” არა ”აფხერცა”. ისე ეს საკრავი მკვლევარების მიერ ”აფხიარცა”-დაც არის მოხსენიებული.
რახან შევეხეთ აფხაზურ ხალხურ საკრავებზე მე დავწერ.
აჭარპანი უენო სალამურის მსგავსი ჩასაბერი საკრავია, რომელიც ლერწმისაგან მზადდება. მას სამი თვალი აქვს. მისი წარმოშობა მწყემსურ ყოფას უკავშირდება. აჭარპანს უკრავდნენ ფარის ძოვნის დროს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზოგიერთი კარგი შემსრულებელი ახერხებს გარკვეული მელოდიის შესრულებისას, ცხვირით მეორე ხმის აყოლებას. აჭარპანი მყარად იყო დამკვიდრებული განსაკუთრებით მწყემსთა საქმიანობაში, მას მაგიურ ძალასაც მიაწერდნენ. გამოიყენებოდა მაღალმთიან ადგილებში.
რაც შეეხება აიუმას, იგი სამკუთხა ფორმისაა და ცხენის ძუისაგან დამზადებული 14 სიმი აქვს. იგივე ფორმისაა ახუმაც, მხოლოდ მას 28 სიმი აქვს. ამჟამად მათზე აღარავინ უკრავს.
ორ სიმიანი აფხიარცა უმთავრესად თანმხლები საკრავია და მასზე დამკვრელი უპირატესად მამაკაცია.
აფხაზური და ქართული (სვანური) ხალხური საკრავების აშკარაა მსგავსება. დასტურად მოვიყვან მათ ფორმას, შესრულების წესს და საკრავის წყობას: აფხაზური ორსიმიანი აფხერცა _ g - c
სვანური სამსიმიანი ჭუნირი _ g - a - c
აფხაზური 14 სიმიანი აიუმა _ c – d – e – f – g – a – h – c – d – e – f – g – a – h
სვანური 9 სიმიანი ჩანგი _ e – f – g – a – h – c – d – e – f
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: May 31 2007, 03:04 PM
qarcivadze
სანამ ჩანაწერებს შემოგთავაზებდეთ მინდა შევაფასო ამ ადამიანის შესაძლებლობები ქართული ინსტრუმენტული მუსიკის სფეროში: იგი მართლაც საუკეთესოა, ძალიან სახასიათოდ უკრავს და ჩემი აზრით პოტენციალი აქვს ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს
პოსტის ავტორი: Ninia I თარიღი: May 31 2007, 03:06 PM
ციტატა(N. R. @ May 31 2007, 02:04 PM)
qarcivadze
სანამ ჩანაწერებს შემოგთავაზებდეთ მინდა შევაფასო ამ ადამიანის შესაძლებლობები ქართული ინსტრუმენტული მუსიკის სფეროში: იგი მართლაც საუკეთესოა, ძალიან სახასიათოდ უკრავს და ჩემი აზრით პოტენციალი აქვს ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს
ვიიიიიიიიიიიიიიიინ?
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: May 31 2007, 03:09 PM
qarcivadze
დიდი ქარცივაძე
კეტილი იყოს ჩვენი ხელახალი ჩაფორუმება ჩემო საყვარელო
პოსტის ავტორი: Ninia I თარიღი: May 31 2007, 03:11 PM
ციტატა(N. R. @ May 31 2007, 02:09 PM)
დიდი ქარცივაძე
აააააააააააააააა
ციტატა(N. R. @ May 31 2007, 02:09 PM)
კეტილი იყოს ჩვენი ხელახალი ჩაფორუმება ჩემო საყვარელო
გაიხარეეეე!
პოსტის ავტორი: ჯეგე თარიღი: May 31 2007, 03:37 PM
აქაც მოგაგენით
Ninia I
ციტატა
”აფხარცა” არა ”აფხერცა”. ისე ეს საკრავი მკვლევარების მიერ ”აფხიარცა”-დაც არის მოხსენიებული.
აფხ-ი-არცად იმიტომ ჟღერს, რომ აქ ჩვეულებრივ ფონემასთან ხ-სთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ მის პალატალიზებულ ვარიანტთან. დაახლოებით რუსულ ხ-ს რომ გვერდში ე.წ. სირბილის ნიშანი მიუწერო, ან კიდევ ქართული იოტა, ჟღერადობით ყველაზე მეტად ემგვანება. ანუ აქ გვაქვს არა "ხი", არამედ პალატალიზებული ხ.
ამ სიტყვის მართლწერა აფხაზურად ასეა:
ა - ფ - პალატალიზებული ხ - ირაციონალური ხმოვანი (მახვილიც ამ ხმოვანზე მოდის) - რ - ც - ა
ხ-ს პალატალიზაციისა და მახვილის გამო ირაციონალური ხმოვანი ხშირად ასიმილაციის გამო ე-დაც ისმის.
ეთნომუსიკოლოგიურ ლიტერატურაში როგორ წერენ არ ვიცი, მაგრამ ლინგვისტურ ნაშრომებში ქართულ ენაზე აფხარცად მოიხსენიება.
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: May 31 2007, 05:00 PM
ჯეგე
აქ ვართ აქ
პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: May 31 2007, 09:33 PM
ჯეგე
ციტატა
აქაც მოგაგენით
მოკლედ ვერ დაგემალეთ რა
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 10 2007, 04:18 PM
qarcivadze
ა, ბატონო...
ალეკო ხიზანიშვილი - აჭარული ხორუმი
http://www.link.ge/file/144079/04-Khorumi--Acharuli---04-Khorumi--Acharuli-.wav.html
პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Jun 10 2007, 04:30 PM
N. R.
ციტატა
იგი მართლაც საუკეთესოა, ძალიან სახასიათოდ უკრავს და ჩემი აზრით პოტენციალი აქვს ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს
უი, ეს რა დაგიცერია
დიდი მადლობა,მაგრამ შორს ვარ ნამეტანი
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 10 2007, 04:46 PM
ესეც აჭარული საცეკვაო
http://www.link.ge/file/144090/09-Ajaruli-Satsekvao---09-Ajaruli-Satsekvao.wav.html
qarcivadze
ცოტა იმუშავე და ნახავ
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 10 2007, 06:00 PM
ლეკური
http://www.link.ge/file/144110/14-Lekuri--Satsekvao---14-Lekuri--Satsekvao-.wav.html
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 10 2007, 06:51 PM
ნიაზ დიასამიძე - ,,ფანდური"
http://www.link.ge/file/144130/09---Fanduri.mp3.html
მართალია არატრადიციულია, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან ფასეული! ძალიან მომწონს, საოცრად გულშიჩამწვდომია
პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Jun 11 2007, 02:10 AM
ესე იგი ფანდურს ვაფხაკუნებ ხოლმე რა, ვერ ვიტყვი რომ ვუკრავ, იმიტო რო კარგად არ ვიცი.
მარა მაგრად მინდა რომ ვისწავლო სერიოზულად დაკვრა. მონაცემები მაქვსავით გიტარას ვუკრავ და მეხერხება რა.
ერთი მასწავლებელიღა მინდა ახლა.
უხ ბევრი რამე მკლებია არა?
პოსტის ავტორი: ABRAMA თარიღი: Jun 13 2007, 12:50 PM
ძალიან მყვარს ყველა ხალხური საკრავი
მეც ვუკრავ ჩონგურზე , ფანდურზე ეხლა კახურ სალხინოს ვსწავლობ ძაან მაგარია , ჭუნირზეც ვიცი 3 სიმღერა , დოლზეც ვახერხებ რაღაცას,
მგრან ჭიბონზე ვაფანატებ და აუცილებლად ვისწავლი
პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Jun 13 2007, 12:56 PM
ABRAMA
რომელიმე ანსამბლში ხარ?
პოსტის ავტორი: ABRAMA თარიღი: Jun 13 2007, 01:14 PM
misdevs mela loms
''შემოქმედი''
N. R.
რატომაც არა
პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Jun 13 2007, 01:34 PM
ABRAMA
კახა ჩხიკვადზეს არ იცნობ? დიდგორი და შემოქმედი ფეხბურთს რომ ვტამაშობტ ხოლმე შენ თამაშობ?
პოსტის ავტორი: ABRAMA თარიღი: Jun 13 2007, 01:36 PM
misdevs mela loms
კი როგო არვიცნობ კახას
მე მეკარე ვიყავი
პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Jun 13 2007, 01:38 PM
ABRAMA
უი გამახსენდი. მერე შე დალოცვილო გაუშვი ცოტა გოლები
ისე ჩემი საყვარელი ინსტრუმენტი ჭიბონია
პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Jun 13 2007, 02:46 PM
ABRAMA
ციტატა
მაგარია ძაან
მაგარი კია ვერ ვუკრავ თორემ
პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jun 13 2007, 07:01 PM
ერთი კითხვა მაქვს. სალამური მიში არებობს, ან ლაში? მე რამდენადაც ვიცი დო არის სალამურის ტონალობა.
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 13 2007, 07:11 PM
დათიკო
ციტატა
ერთი კითხვა მაქვს. სალამური მიში არებობს, ან ლაში? მე რამდენადაც ვიცი დო არის სალამურის ტონალობა.
გაუმარჯოს კაი კაცს.
დათიკო, მე როგორც ვიცი სალამურს აკეთებენ 2 მუხლიანს (რა თქმა უნდა, არა ხალხურს) და ზედა მუხლი, რომელზეც ხვრელი არაა შეგიძლია ასწიო და დასწიო, შესაბამისად ამაღლდება და დადაბლდება.
პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 13 2007, 07:31 PM
სალამი ყველას!
მე ახალი წევრი ვარ ამ ფორუმის და ხელცარიელი ხო არ მოვალ?
ამიტომ გადავწყვიტე დავდო "შავნაბადას" II CD რომელიც წარმოადგენს ქართულ ხალხურ და ქართულ ინსტრუმენტულ მუსიკას.
მაგრამ არ ვიცი როგორ დავდო დამეხმარეთ და ამ დისკს თავისი ბუკლეტით, მუსიკებით და კიდე ახალი ჩანაწერებით რომელიც არ არის შესული დისკში ჩემ თავზე ვიღებ
პოსტის ავტორი: Cecxladze I თარიღი: Jun 13 2007, 11:34 PM
tsintsa
გაიხარე! მოგესალმები
პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 13 2007, 11:39 PM
tsintsa
ციტატა
სალამი ყველას!
მე ახალი წევრი ვარ ამ ფორუმის და ხელცარიელი ხო არ მოვალ?
ამიტომ გადავწყვიტე დავდო "შავნაბადას" II CD რომელიც წარმოადგენს ქართულ ხალხურ და ქართულ ინსტრუმენტულ მუსიკას.
მაგრამ არ ვიცი როგორ დავდო დამეხმარეთ და ამ დისკს თავისი ბუკლეტით, მუსიკებით და კიდე ახალი ჩანაწერებით რომელიც არ არის შესული დისკში ჩემ თავზე ვიღებ
კეთილი იყოს შენი მაუსი ჩვენს ფორუმზე
მიხარია ასეთ ხალხს რომ ვხედავ აქ
პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 14 2007, 01:40 AM
შესრულებულია კონსერვატორიის დიდ დარბაზში 2006-წელს
"ბუქნა" - გიორგი სუბელიანი
http://www.link.ge/file/145663/11-Track-11.mp3.html
პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jun 14 2007, 02:09 AM
ციტატა(tsintsa @ Jun 13 2007, 04:31 PM)
სალამი ყველას!
მე ახალი წევრი ვარ ამ ფორუმის და ხელცარიელი ხო არ მოვალ?
ამიტომ გადავწყვიტე დავდო "შავნაბადას" II CD რომელიც წარმოადგენს ქართულ ხალხურ და ქართულ ინსტრუმენტულ მუსიკას.
კეთილი იყოს
ეს რა კარგი რამე თქვი,აწი ,,ხელცარიელები'' აღარ შემოვუშვათ ფორუმზე
პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 14 2007, 02:11 AM
"მთიულური" - გიორგი სუბელიანი
ანსამბლი "შავანაბადა"
http://www.link.ge/file/145680/mtiuluri.mp3.html
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 14 2007, 02:58 AM
tsintsa
იქნებ შემსრულებელზე მოგვაწოდო ინფორმაცია?
პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 14 2007, 04:23 PM
N. R.
http://funkyimg.com
"შავნაბადაში" ძირითადი ინსტრუმენტალისტები ეს 4 კაცი ვართ.
მაგრამ მთავარი ინსტრუმენტალისტი ანი ის ვინც ყველაზე კარგად ფლობს უმეტეს ინსტრუმენტებს არის გიორგი სუბელიანი - დაიბადა 1988 წ. მღეროდა მართვეში დაამთავრა 140-ე საშ. სკოლა და სწავლობს სამუსიკო პედაგოგიურ ინსტიტუტში.
პოსტის ავტორი: Revaz თარიღი: Jun 14 2007, 04:28 PM
გუდასტვირი უხხხხხ
ძაან მაგრა მიყვარს ეგ ინსტრუმენტი
გუდასტვირის ხმა რო მესმის მართლა აღუწერელი გრძნობა მეუფლება რა...
პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 14 2007, 04:40 PM
"ხორუმი"-გიორგი სუბელიანი და ბაჩო წიკლაური
ამსამბლი "შავანაბადა"
http://www.link.ge/file/145873/xorumi.mp3.html
პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 14 2007, 04:54 PM
1. "ღიღინი"-გიორგი სუბელიანი
2. "სატრფიალო"-გიორგი სუბელიანი შესრულებულია 150 წლამდე ასაკის ფანდურზე ფანდურზე.
3. "აფხაზური"-გიორგი სუბელიანი
1. http://www.link.ge/file/145876/02-gigini.mp3.html
2. http://www.link.ge/file/145877/03-satrfialo.mp3.html
3. http://www.link.ge/file/145880/06-afazuri.mp3.html
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 14 2007, 05:59 PM
tsintsa
მადლობა ინფორმაციისა და ჩანაწერებისთვის
პოსტის ავტორი: Cecxladze I თარიღი: Jun 14 2007, 07:27 PM
მე ძალიან მიყვარს ჭუნირი და ჩონგურიი.სხვებიც რათქმაუნდა უბრალოდ, სხვებს ვერ ვუკრავ
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 14 2007, 07:47 PM
Cecxladze I
რამე შენი საყვარელი ჩანაწერი დაგვიდე რა..
პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 14 2007, 09:53 PM
ციტატა(N. R. @ Jun 14 2007, 04:59 PM)
tsintsaმადლობა ინფორმაციისა და ჩანაწერებისთვის
ჯერ იმ აზრზე ვარ, კიდე დავდებ ერთ ამდენს
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 14 2007, 10:06 PM
ციტატა(tsintsa @ Jun 14 2007, 09:53 PM)
ჯერ იმ აზრზე ვარ, კიდე დავდებ ერთ ამდენს
იმედია აზრს არ შეიცვლი
პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 14 2007, 10:08 PM
ციტატა(ვეშაპო @ Jan 29 2007, 12:42 AM)
აქ ვისაუბროთ, ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებზე.
გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები ამა თუ იმ ინსტრუმენტზე, მის წარმომავლობაზე, დამზადებაზე, შემსრულებელზე და ა.შ.
გასაგებია
თქვენი აზრით:
ფოლკლორულმა ანსამლებმა უნდა ამოიღოს ხმარებიდან ქრომატიული ფანდური რადგან კირილემ შექმნა?
ჩემი აზრით იმის მიუხედავად რომ, ეს ინსტრუმენტი კირილემ შექმნა ხმარებიდან არ უნდა ამოვარდეს რადგან კარგად შეერწყა ქართულ ხალხურ მუსიკას, უბრალოდ გააჩნია როგორ დაუკრავ და რას დაუკრავ.
რომცა დრო იყო ხო შეიქმნა ხალხური ფანდური და მასაც ჰყავს ვიღაც შემქმნელი.
ჩემი აზრიძ და არა მარტო ჩემი აზრით ქართველი ფოლკლორისტების შემუშავებული თუ ზუსტად მახსოვს 7 ფოლკლორულობის კანონიდან უმრავლესობას ეს საკრავი აკმაყოფილებს.
ეს კანონები თუ შეიძლება კანონები ეწოდოს მე ბ.ნ. თამაზ გაბისონიასგან ვიცი.
1. უნდა იყოს ხალხში პოპულარული
2. მისი ხმარების წესი უნდა იყოს ხალხში
3. უნდა გაუძლოს დროს
4. უნდა იყოს ანონიმური მისი შემქმნელი
5. ხალხს უნდა ჰქონდეს მის მუსიკალურ განვითარებაში წვლილი შეტანილი
6. უნდა ახლოს იყოს და კარგად ერწყმოდეს ხალხურ შემოქმედებას
სამწუხაროდ მეშვიდე ვერ გავიხსენე და არ მინდა მე თვითონ მოვიგონო
ჩემი აზრით ამ კანონებიდან ხალხური ფანდური აკმაყოფილებს 1,2,3,5,6 პუყნქტებს 7 არ მახსოვს
მაგრამ რაც მე არ მომწონს: ამ ინსტრუმენტის ქრომატიულობა ხელს უწყობს მასზე შესრულებული კომპოზიციების არაქრომატიულად შერულებას და ამავე დროს უფრო მეტად ხელს უწყობს არაქრომატიულობას.
ასე რომ ჩემი აზრით გააჩნია ვინ რას დაუკრავს და როგორ
პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 14 2007, 10:42 PM
ანმსაბლი "შავნაბადა"
მთიულური
http://www.link.ge/file/146001/04-mtiuluri.mp3.html
მთიულური2
http://www.link.ge/file/146007/07-mtiuluri.mp3.html
ბუქნა
http://www.link.ge/file/146010/10-buqna.mp3.html
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 14 2007, 10:46 PM
tsintsa
ჯიგარი ხარ!!! ჩემს ნერვებს რომ უფრთხილდები
პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 14 2007, 10:51 PM
tsintsa
ციტატა
მთიულური
http://www.link.ge/file/146001/04-mtiuluri.mp3.html
გაიხარე, ძალიან მაგარია, მაინც მშობლიურია რა
პოსტის ავტორი: Cecxladze I თარიღი: Jun 14 2007, 10:53 PM
N. R.
სამწუხაროდ ჯერ არამაქვს ჩემი ჩამაწერი მაგრამ მალე მექნება
პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 14 2007, 11:00 PM
აუ რა ტკბილი ხმა აქვს ფანდურს
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jun 14 2007, 11:14 PM
ციტატა
მთიულურიhttp://www.link.ge/file/146001/04-mtiuluri.mp3.htmlმთიულური2http://www.link.ge/file/146007/07-mtiuluri.mp3.htmlბუქნაhttp://www.link.ge/file/146010/10-buqna.mp3.html
მაგარია ძაან!
Cecxladze Iციტატა
ჩემი ჩამაწერი მაგრამ მალე მექნება
არ გამოგვაპარო
p.s.
სალამურის ყიდვა მინდა და რამე რჩევას ვერ მომცემთ? როგორ გავსინჯო კაია თუ არა...
პოსტის ავტორი: Cecxladze I თარიღი: Jun 14 2007, 11:20 PM
ალექსანდრე
ნამდვილად.საერთოდ ყველა ქართულ ინსტრუმენტს თბილი და ჟღერადი ხმა აქვს. საოცრებაა!
komisia
არა არ გამოგაპარებთ.
პოსტის ავტორი: mastersoni თარიღი: Jun 15 2007, 12:07 AM
tsintsa
აბსლუტურად არ გეთანხმები ქრომატიულ ინსტრუმენტებთან მიმართებაში, მაგრამ N. R. ვცეთ პატივი და ცოტა ხნით დავასვენოთ
ის ცოტა ხანი ცორა გავა შემატყობინეთ მეც მინდა "ადინ უმნი ვეშ სკაზაწ" ტემპერირებულ საკრავებთან დაკავშირებით
პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 17 2007, 04:51 PM
2007-წლის კონცერტი კონსერვატორიაში ანსამბლი "შავნაბადა"
გიორგი სუბელიანი
მთიულური
http://www.link.ge/file/146874/09-mtiuluri.mp3.html
პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 17 2007, 06:03 PM
"ღიღინი" 2007-წელი კონსერვატორია
გიორგი სუელიანი - ანსამბლი "შავნაბადა"
http://www.link.ge/file/147094/25-gigini.mp3.html
პოსტის ავტორი: G A B O თარიღი: Jun 17 2007, 06:13 PM
თუ ვინმეს გაქვთ გარუჩავას შესრულებული ხორუმი იქნებ დააგდოთ. წინასწარ დიდი მადლობა.
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 17 2007, 06:15 PM
ციტატა(G A B O @ Jun 17 2007, 06:13 PM)
თუ ვინმეს გაქვთ გარუჩავას შესრულებული ხორუმი იქნებ დააგდოთ. წინასწარ დიდი მადლობა.
მოგიკვდა ჩემი თავი!!!
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 17 2007, 06:46 PM
tsintsa
ციტატა
ფოლკლორულმა ანსამლებმა უნდა ამოიღოს ხმარებიდან ქრომატიული ფანდური რადგან კირილემ შექმნა?
უნდა ამოიღოს, ქართული კილო აღარ აქვს.
მერე კიდევ, ხმოვანებაც აღარ აქვს ისეთი.
სული აქვს ქართული ამოცლილი, სული.
შენ ამბობ, რომ ქრომატიულზე დიდი ტექნიკის განვითარება შეიძლებაო, მაგრამ მე შენ მოგეცი კაი ჩანაწერი ხალხურ ფანდურზე შესრულებული, რომელიც შენს მოსაზრებას აბათილებს.
http://www.link.ge/file/147114/16---Metskhvareebtan.mp3.html
პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 17 2007, 08:06 PM
QUOTE(ვეშაპო @ Jun 17 2007, 05:46 PM)
tsintsa
უნდა ამოიღოს, ქართული კილო აღარ აქვს.
მერე კიდევ, ხმოვანებაც აღარ აქვს ისეთი.
სული აქვს ქართული ამოცლილი, სული.
შენ ამბობ, რომ ქრომატიულზე დიდი ტექნიკის განვითარება შეიძლებაო, მაგრამ მე შენ მოგეცი კაი ჩანაწერი ხალხურ ფანდურზე შესრულებული, რომელიც შენს მოსაზრებას აბათილებს.
http://www.link.ge/file/147114/16---Metskhvareebtan.mp3.html
მე არ ვამბობ რომ ანვითარებს ტექნიკას, ან რამე უკეთესი აქვს რაც, ხალხურ ფანდურს არ ააქვს.
ბევრად უკეთესად იგრძნობა ხალხურ ფანდურში ფოლკლორულობა და სილამაზე ხალხურობის.
უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს I საუკუნის მერე რა ბედი ელის ქრომატიულ ფანდურს? იქნება "ხალხურად" წოდებული? ქართული ბევრი აქ ამ საკრავს და თან ბევრი არა ქართულია ჩემი აზრთი დღევანდელ ქართველობას გავს
პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Jun 18 2007, 10:33 AM
გამარჯობათ კარგო ხალხო. კეთილი იყოს ჩემი შემოსვლა ამ ფორუმზე.
http://www.link.ge/file/147277/BUQNA.wma.html
ასრულებს ხვიჩა ხვთისიაშვილი.
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jun 18 2007, 11:32 AM
tsintsa
ციტატა
იქნება "ხალხურად" წოდებული?
სანამ იარსებებს "ხალხური" ფანდური, მაგ ფანდურს ყოველთვის ქრომატიული ერქმევა.
ნუ, რა თქმა უნდა ისეთ ხალხში ვინც ცოტათი მაინც გათვითცნობიერებულია, ანუ როგორც ეხლაა რა.
პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Jun 18 2007, 11:48 AM
ციტატა(tsintsa @ Jun 14 2007, 08:53 PM)
ჯერ იმ აზრზე ვარ, კიდე დავდებ ერთ ამდენს
იქნებ 2007 წლის სოლო კონცერტზე ფანდურზე შესრულებული ოსური დადო თუ გაქვს ჩანაწერი.
საერთოდ ამ კონცერტზე შესრულებულ სიმღერებსაც თუ დადებ ხო მთლად კაი. ან იქნებ ვიდეო გქონდეს. წინასწარ მადლობა.
პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 18 2007, 05:36 PM
ეს არის ოსური ანსამბლ "შავნაბადას" კერძოდ გიორგი სუბელიანის მიერ შესრულებული კონსერვატორიაში სოლო კონცერტზე.
არის ხარვეზები. როცა მინი დისკიდან გადავწერე კომპიუტერში.
ხარვეზები ერთ ორ ადგილას აფუჭებს მაგრამ ისე რო მოისმინება და თან ამ ჩანაწერს ბალანსიც გასასწორებელი აქვს დიდი რევერი აქ მაგრამ რახან თხოვეთ
http://www.link.ge/file/147435/11-osuri.mp3.html
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 18 2007, 08:44 PM
tsintsa
რომელი ინსტრუმენტული მუსიკის განვითარებაზე უნდა ვისაუბროთ, რომელი ქრომატიული ინსტრუმენტების აუცილებლობაზე, როდესაც ხალხურ ინსტრუმენტს გააჩნია ასეთი შესაძლებლობები როგორიც ამ ჩანაწერზეა მოცემული?
(მადლობა გაბოს ჩანაწერის მოწოდებისთვის)
მე სიმოვნებით გადავიწერე და მოვისმინე ყველა ჩანაწერი რაც აქ დაიდო, და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს გაიოლება და გამარტივება იყო და არა განვითარება, მითუმეტეს ამ ჩანაწერის შემდგომ
პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 18 2007, 09:04 PM
N. R.
მე უბრალოდ თემა შემოვაგდე თორე ქრომატიული ფანდური ყველაზე დაბალი დონეა ჩემტვის ბას ფანდურის შემდეგ
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 18 2007, 09:26 PM
ციტატა(tsintsa @ Jun 18 2007, 09:04 PM)
N. R.მე უბრალოდ თემა შემოვაგდე თორე ქრომატიული ფანდური ყველაზე დაბალი დონეა ჩემტვის ბას ფანდურის შემდეგ
ძაან საინტერესოა
აბა რა ,,განვითარებაზე'' საუბარი მოგინდა?!
ისე მე ნიაზის ,,საფანდუროც'' მაგრა მომწონს, მაგრამ არა როგორც ხალხური ინსტრუმენტული მუსიკის ნიმუში
http://www.link.ge/file/147522/09---Fanduri.mp3.html
ნუ გემოვნებიანი ყველაფერი მომწონს, და ისეთი, რაც ტრადიციას კი არ აზიანებს და მის ხარჯზე არსებობს, არამედ რაც თავისთავადია, და თავისი ღირებულებიდან გამომდინარე საკუთარ პოზიციას წარმოადგენს
ისე ყველაზე დაბალი დონისად თუ მიგაჩნია (მე ასე არ ვფიქრობ,მაგალითად კარგად და კარგ რამეებს უკრავს ქრომატულ ფანდურზე ხვიჩა ღვთისიაშვილი) შენი ანსამბლს რატოიმ გამოაქვს კონცერტზე, და რატომ აქცევ ამხელა ყურადღებას? შენს მიერ დადებული ნიმუშები არ არის განა ქრომატიულ ფანდურზე შესრულებული?
გთხოვ სწორად გამიგო, ახლა დავფიქრდი და მართლა დამაინტერესა
პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 18 2007, 10:51 PM
N. R.
სიმართლე გითხრა გიორგი რო მართლა კარგად არ უკრავდეს საერთოდ ამოვიღებდი ხმარებიდან ქრომატიულ ფანდურს.
მაგრამ მიუხედავად ამისა ისედაც ნელ ნელა ამოვიღებ.
გარკვეულ საზოგადოებას რომელიც ვერ არჩევს ხალხურს და ფრომატიულს ჩევნმა ანსამბლმა მართლა დაანახა ქართული ინსტრუმენტების სიდიდე. მაგრამ ნახევრად სწორი და ნახევრად არასწორი გზით.
უბრალო მსმენელი ხალხურ ფანდურზე შესრულებულ ბუქნას უფრო ნაკლები ყურადღებით უსმენს ვიდრე ქრომატიულ ფანდურზე ჩატარებულ "ფოკუსებს" მაგრამ იქ სადაც ქრომატიული გაგვაქ ყოველთვის ხალხურიც გაგვაქ ან ისეთი ნომერი სხვა საკრავებზე (ჩონგურებზე ჭიბონზე და ასე შემდეგ) რომელიც მართლა ქართულია და ნელ ნელა მართლა ვანაცვლებთ. როცა ანსამბლია და მაყურებელი იქ ავთენტურობა დაკარგულია და ხალხისთვის საინტერესო რო იყოს გინდა არ გინდა ყველა ანსამბლი არტისტოს, რაც ერთ ერთი ხერხია ხალხზე ზემოქმედების. ხალხის უმრავლესობა მარტო ჭუნირს და ჩანგს არ მოისმენს და ქრომატიულ ფანდურ კარგ დაკრულზე "ითიშებიან" ასე რომ ჯერ აქედან დავიწყებ და მერე შევაპარებთ. მალე იმ ნომერსაც გაკეთებულს იხილავთ საფანდუროს "მეცხვარეებთან" რო ქვია და კიდე სხვა ბევრს
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 18 2007, 11:02 PM
ცოტა რაღაცეები არის შენს პოსტში, რაზეც შემიძლია უზარმაზარი ,,შენიშვნები ავაგო'', მაგრამ არ დავწვცრილმანდები და კარგზე გავამახვილებ ყურადღებას!
მიხარია შენი პოზიცია რომ შევიტყვე, მართლა კარგია ასეთი მიმართულება თუ გაქვს, რომ ტრადიციას ხაზი გაუსვა, და აქვე ვიტყვი, რომ რაღაც დონეზე შეიძლება კლასიკური ფანდურიც იყოს მისაღები, თუ ხალხურობა იგრძნობა, ხალხურობას დანაყოფების რაოდენობის გარდა სხვა რაგაცეებიც განსაზგვრავს, მტავარია ჩემი აზრით ბოლომდე ხალხური განწყობა მოდიოდეს შემსრულებლისგან, რაც რთული მისაღწევია
სხვათაშორის მე მახსოვს რომ თქვენს პირველ სოლო კონცერტზე ძალიან მომეწონა მისი დაკრული, თუმცა რაღაც მაკლდა, ტექნიკა იყო, ნიჭიერებაც, მაგრამ რაღაც აკლდა, რაღაც, ის რასაც მადლიანი ხალხური ქვია, და ეს მარტო კლასიკური ჩონგურის ბრალი არ იყო. თუ ბევრ ძველ ჩანაწერს მოისმენს და ,,მუღამს'', სხვანაირ გემოს გაუგებს ბევრად მეტს გაუჭირდება მისი გაკრიტიკება
პ.ს. მსიამოვნებს, რომ ადამიანს თავისუფლად შემიძლია ჩემი აზრი ვუთხრა და არ ,,ვხოცავთ''ერთმანეთს და არ ,,შევურაწყოფთ''
პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 18 2007, 11:07 PM
N. R.
მეც მსიამოვნებს ის რჩევა რომელიც სასიკეთოა და ჩემგან ცუმად არ მიდის ამაზე საუბარი რაც ხშირად ქალებს კი არა კაცებს ჭირს ძალიან ბევრს.
გულახდილობისთვის მადლობა!
ისე რის აგებასაც აპირებდი და არ დაწვრილმანდი კეთილ რჩევად მომწერე და ვისაუბროთ მშვიდად
კარგი ხომ ისედაც ვიცი რაც მაქ და კიდე ხაზგასმისთვის მადლობა, ცუდი მაინტერესებს რასაც შეიძლება მე ვერ ვხედავდე
პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: Jun 23 2007, 03:33 AM
ამ თემაში გამოცდები მქონდა და ვეღარ შემოვიხედე. ხოდა ახლა გადმოვწერე ყველა ლინკი.
აუ უმაგრესი შესრულებაა რა ფანდურზე.
დიდი მადლობა ცინცას, ნინოს და პატრულს.
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 23 2007, 12:22 PM
ციტატა(tsintsa @ Jun 18 2007, 09:51 PM)
N. R.
სიმართლე გითხრა გიორგი რო მართლა კარგად არ უკრავდეს საერთოდ ამოვიღებდი ხმარებიდან ქრომატიულ ფანდურს.
იგი როგორი წარმატებითაც უკრავს არატრადიციულ მუსიკას, იგივე წარმატებით შეუძლია ტრადიციულის დაკვრაც, ასე რომ მხოლოდ ამით გამართლება... რაღაც ვერ აღვიქვამ
პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 23 2007, 12:37 PM
QUOTE(N. R. @ Jun 23 2007, 11:22 AM)
იგი როგორი წარმატებითაც უკრავს არატრადიციულ მუსიკას, იგივე წარმატებით შეუძლია ტრადიციულის დაკვრაც, ასე რომ მხოლოდ ამით გამართლება... რაღაც ვერ აღვიქვამ
მერე ხო არის ბუქნას 2 სხვა და სვა და სხვა ვარიანტი დაკრული და ხორუმი არ ნახე?
ტრადიციულსაც უკრავს და არატრადიციულსაც.
ტრადიციულს თუ რატო უკრავს ამას ახსნა არ ჭირდება. არა ტრადიციულს რატო უკრავს ხო ავხსენი ერთხელ უკვე
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 23 2007, 01:03 PM
ციტატა(tsintsa @ Jun 18 2007, 09:51 PM)
N. R.
გარკვეულ საზოგადოებას რომელიც ვერ არჩევს ხალხურს და ფრომატიულს ჩევნმა ანსამბლმა მართლა დაანახა ქართული ინსტრუმენტების სიდიდე. მაგრამ ნახევრად სწორი და ნახევრად არასწორი გზით.
მესმის, რომ ორივე გზით შეიძლება ადამიანს დაანახო ,,ქართული ინსტრუმენტების სიდიდე'', მითუმეტეს ამ საკითხში დილეტანტებს, მაგრამ მეორესმხრივ შეიძლება მხოლოდ ტრადიციულითაც დაანახო, ხომ? თუ ის მაღალი დონის შესტულებაა, და ტრადიციული რომ ხშირ შემთხვევაში ბევრად რთული და მრავალფეროვანია ეგეც ხომ დავინახეთ
ციტატა(tsintsa @ Jun 23 2007, 11:37 AM)
მერე ხო არის ბუქნას 2 სხვა და სვა და სხვა ვარიანტი დაკრული და ხორუმი არ ნახე?
ტრადიციულსაც უკრავს და არატრადიციულსაც.
ტრადიციულს თუ რატო უკრავს ამას ახსნა არ ჭირდება. არა ტრადიციულს რატო უკრავს ხო ავხსენი ერთხელ უკვე
ხო მესმის, მაგრამ მაინც, აჯობებს სულ ტრადიციული დაუკრას, ან ქრომატულზე თუ დაუკრავს მეტი ხალხურობა ჰქონდეს
პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 23 2007, 01:48 PM
N. R.
გეთანხმები რო უკეთესია ამას არც უნდა საუბარი.
მთავარია რო იმასაც აკეთებს და იმასაც, მაგრამ მე გითხარი მალე საერთოსდ ქრომატიულსაც ამოვიღებთქო და ბოლომდე გადავალთ ხალხურზეთქო და ეს ტავის გასამართლებლად ი არ მითავამს მართლა ასეა. უბრალოდ რაღაც დღო უნდა ყველაფერეს. და მსმენელსაც გააჩნია როგორი იქნება იმის მიხედვით დაუკრავთ
პოსტის ავტორი: Cecxladze I თარიღი: Jun 23 2007, 05:36 PM
მიდით მიაწექით წარმატებები მისურვებიაო.
სუბელიანი კაი ბიჭია, და კიდევ უფრო კარგი იქნება ჩონგურს ფანდურს თუ კიდევ მეტ ყურადღებას მიაქცევს. ძალიან შრომისმოყვარეა და აუცილებლად გამოუვა, და თან საუკეთესოთ. მოდით ხალხო წარმატებები უსურვოთ.
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 23 2007, 09:47 PM
ციტატა(tsintsa @ Jun 18 2007, 10:51 PM)
N. R.ხალხის უმრავლესობა მარტო ჭუნირს და ჩანგს არ მოისმენს და ქრომატიულ ფანდურ კარგ დაკრულზე "ითიშებიან"
შენ რომ გგონია ,,ითიშებიან'' , მე ასე არ ვფიქრობ და უბრალოდ ეგაა რა.
არ შეიძლება ჩემი აზრით ხალხური შემოქმედება მხოლოდ ასეთი პოზიციით გათვალო
პოსტის ავტორი: Cecxladze I თარიღი: Jun 24 2007, 12:23 AM
ხოო!!!
არ იჩხუბოთ.
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 24 2007, 10:28 PM
Cecxladze I
ციტატა(tsintsa @ Jun 18 2007, 11:07 PM)
N. R.ისე რის აგებასაც აპირებდი და არ დაწვრილმანდი კეთილ რჩევად მომწერე და ვისაუბროთ მშვიდად
კარგი ხომ ისედაც ვიცი რაც მაქ და კიდე ხაზგასმისთვის მადლობა, ცუდი მაინტერესებს რასაც შეიძლება მე ვერ ვხედავდე
ამას რომ ბაღანა მოგწერს იმის მერე როგორ უნდა ,,იჩხუბო''?!
გამაკვირვა და გამახარა
პოსტის ავტორი: tsintsa თარიღი: Jun 25 2007, 10:20 AM
N. R.
:D:D ვინაა შენი ბაღანა :D:D
პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Jul 31 2007, 08:45 AM
ვინმეს ხომ არ გაქვთ ჭიბონზე შესრულებული ჩანაწერები? არ დაიზაროთ რა.
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Aug 6 2007, 11:25 AM
ციტატა(Berikaci @ Jul 31 2007, 08:45 AM)
ვინმეს ხომ არ გაქვთ ჭიბონზე შესრულებული ჩანაწერები? არ დაიზაროთ რა.
ki maqvs, mara rom chamoval mere davdeb, aq ar makvs
manamde veSapo bizias vtxovopt
პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Aug 7 2007, 09:26 PM
ციტატა(N. R. @ Aug 6 2007, 10:25 AM)
ki maqvs, mara rom chamoval mere davdeb, aq ar makvs
manamde veSapo bizias vtxovopt
სადაა ვეშაპო!?
ვეშაპოს კი ვიცი რომ ექნება, მარა არ ჩანს და....!
პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Aug 14 2007, 04:59 PM
ციტატა(N. R. @ Aug 6 2007, 10:25 AM)
ki maqvs, mara rom chamoval mere davdeb, aq ar makvs
manamde veSapo bizias vtxovopt
გელოდები სულმოუთქმელად.
პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Aug 20 2007, 02:52 AM
არავინ ყურადღებას არ მაქცევს! ...მდააააა... ნეტა სად დაიკარგა ეს ხალხი ჰა? ეჰ, არადა რა ჩანაწერებს დამპირდენ!?
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 20 2007, 03:08 AM
ხალხო, გადავწყვიტე ფანდური ვიყიდო...
იქნებ რამე ვისწავლო ამ სიბერეში... ხოდა დამეხმარეთ რა არჩევაში, მე გონზე არა ვარ როგორ უნდა ავარჩიო, ფული მაქვს...
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Aug 20 2007, 03:41 AM
komisia
ციტატა
ხალხო, გადავწყვიტე ფანდური ვიყიდო...იქნებ რამე ვისწავლო ამ სიბერეში... ხოდა დამეხმარეთ რა არჩევაში,
ერთს გეტყვი რო ქრომატიული არ იყიდო და ისე არჩევაშიც დაგეხმარები if u want
ციტატა
ფული მაქვს...
ეგაა მთავარი
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 20 2007, 03:44 AM
Didgoreli
ციტატა
ქრომატიული
როგორიო?
ციტატა
არჩევაშიც დაგეხმარები
აი კაცი!
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Aug 20 2007, 03:45 AM
komisia
ციტატა
როგორიო?
ანუ არახალხური რაა
ნახევარი ტონები რო აქვს ეგაა ქრომატიული
ციტატა
აი კაცი
კაი ნუ გამაწითლე ბუჯო
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 20 2007, 03:49 AM
Didgoreli
ციტატა
ანუ არახალხური რაა
ოო, მე ხალხური მიდნა
ციტატა
კაი ნუ გამაწითლე ბუჯო
წვერში მაინც არ გამოჩნდება სიწითლე
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Aug 20 2007, 03:51 AM
komisia
ციტატა
ოო, მე ხალხური მიდნა
ხოდა მაგიტო გითხარი ქრომატიული არ გინდათქვა
ციტატა
წვერში მაინც არ გამოჩნდება სიწითლე
მაშინ რო გავიპარსავ მერეე გავწითლდები
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Aug 20 2007, 11:21 AM
ციტატა(Berikaci @ Aug 20 2007, 01:52 AM)
არავინ ყურადღებას არ მაქცევს! ...მდააააა... ნეტა სად დაიკარგა ეს ხალხი ჰა? ეჰ, არადა რა ჩანაწერებს დამპირდენ!?
ვინდოუსი გადავაყენე და ყველაფერი წამეშალა, ვერ მოვახერხე გადმოწერა, იმიტომ რომ ჩემი კომლპიუტერი ისე გაიჭედა ვეღარც კი ვრთავდი ;(
პოსტის ავტორი: doroTea თარიღი: Aug 20 2007, 12:11 PM
Didgoreli
სად იყიდება კარგი ხარისხის ხალხური ფანდური და რა ღირს ?
ჩონგურიც მაინტერესებს
პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Aug 20 2007, 01:08 PM
ციტატა(doroTea @ Aug 20 2007, 11:11 AM)
Didgoreliსად იყიდება კარგი ხარისხის ხალხური ფანდური და რა ღირს ?
ჩონგურიც მაინტერესებს
მე ვიცი ერთი კაცი, თუ არ ვცდები მარტვილელია,(სახელი და გვარი არ მახსოვს) ძალიან მაგარ ფანდურებს და ჩონგურებს აკეთებს. ქრომატიულსაც და ხალხურსაც. ნომერს გაგიგებ თუ გინდა. შეკვეთით ამზადებს რა.
ციტატა(komisia @ Aug 20 2007, 02:08 AM)
ხალხო, გადავწყვიტე ფანდური ვიყიდო...
იქნებ რამე ვისწავლო ამ სიბერეში... ხოდა დამეხმარეთ რა არჩევაში, მე გონზე არა ვარ როგორ უნდა ავარჩიო, ფული მაქვს...
ერთს გირჩევ რა, უკვე მზა ფანდურს ნუ იყიდი, ჯობია დაუკვეთო.
მაღაზიის ფანდურები ხშირ შემთხვევაში უვარგისია.
პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Aug 20 2007, 01:35 PM
doroTea
ციტატა
ჩონგურიც მაინტერესებს
120 ლარი ღირს ნორმალური ჩონგური. სამეგრელოში აკეთებს ვიღაც და აქედან უკვეთავენ
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Aug 20 2007, 01:36 PM
ციტატა(doroTea @ Aug 20 2007, 11:11 AM)
Didgoreliსად იყიდება კარგი ხარისხის ხალხური ფანდური და რა ღირს ?
ჩონგურიც მაინტერესებს
ფანდური არ ვიცი, თუმცა ჩონგურები მალხაზთან არის, ერქვანიძესთან, მეგრელი ხელოსანი უმზადებს, ადრე 130 ლარი ღირდა
(ფანდურის კარგი ოსტატი თბილისში კაკო ლაშქარაშვილია)
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 20 2007, 01:47 PM
და ფანდური რა ღირს დაახლოებით არ იცით?
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Aug 20 2007, 01:52 PM
ციტატა(komisia @ Aug 20 2007, 12:47 PM)
და ფანდური რა ღირს დაახლოებით არ იცით?
კარგი ფანდური 50-60 ლარი
komisiaაქაურობა მოვაპრიალე და ჭუჭყიანი ფეხებით არ შემოხვიდეთ შენ და დიდგორელი, თორე მიგტყეპავთ და მიგაგდებთ
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 20 2007, 02:02 PM
N. R.
ციტატა
კარგი ფანდური 50-60 ლარი
ზნაჩიტ ბანძი მინდა...
ბანძი რა, 30 ლარია ბიუჯეტში მაგისთვის...
რო დავამუღამებ კარგს მერე ვიყიდი
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Aug 20 2007, 02:04 PM
ციტატა(komisia @ Aug 20 2007, 01:02 PM)
N. R.ზნაჩიტ ბანძი მინდა...
ბანძი რა, 30 ლარია ბიუჯეტში მაგისთვის...
რო დავამუღამებ კარგს მერე ვიყიდი
30-ს მერე მოგცემ-თქო
თუ არადა მაგ ფასშიც იქნებ ნახო რამე
პოსტის ავტორი: ჰ ა რ ი რ ა თარიღი: Aug 20 2007, 02:07 PM
აქეთ რა ხდება ხალხო?
komisia
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Aug 20 2007, 02:09 PM
doroTea
ციტატა
სად იყიდება კარგი ხარისხის ხალხური ფანდური და რა ღირს ?ჩონგურიც მაინტერესებს
ერთი მეგრელი ადამიანი ყიდის , ფანდურსაც და ჩონგურსაც
მაგისგან ვიყიდეთ ჩვენ და ჩონგური დაგვიჯდა 120 ლარი და ფანდური თუ არ ვცდები ერთერთმა ჩვენგანმა იყიდა 100 ლაარად , ოღონდ ის ქრომატიული იყო
ხალხურის ფასი არ ვიცი ნამდვილად
ისე ნომრის გაგება შემიძლია თუ დაგჭირდებათ
პოსტის ავტორი: ჰ ა რ ი რ ა თარიღი: Aug 20 2007, 02:10 PM
გიო გილოცავ კარგი გადაწყვეტილება
მიგიღია ფანდურის სწავლა რომ გინდა
სჯობს გვიან ვიდრე არასდროს
პოსტის ავტორი: ჰ ა რ ი რ ა თარიღი: Aug 20 2007, 02:21 PM
komisia
ციტატა
ოო, მე ხალხური მიდნა
გიო გირჩევ ქრომატიულიიყიდო
უფრო კომპაქტურია
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Aug 20 2007, 02:26 PM
ციტატა(ჰ ა რ ი რ ა @ Aug 20 2007, 01:21 PM)
komisia
გიო გირჩევ ქრომატიულიიყიდო
უფრო კომპაქტურია
რაიოოო?!
ახალგაზრდავ
ფოლკრლოის განყოფილების საზოგადოება ტრადიციული შემსრულებლობის პოპულარიზაციას ეწევა, და ან შემოგვიერთდით, ან არადა და განსხვავებულ მიმართულებას ნუ უწევთ პროპაგანდას
საუკეთესო სურვილებით ფოლკლორის განყოფილების სააღმსრულებლო
ლოლ
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 20 2007, 02:29 PM
N. R.
ციტატა
30-ს მერე მოგცემ-თქო
თუ არადა მაგ ფასშიც იქნებ ნახო რამე
რას ამობ გოგო 60 ლარს ხომ არ მივცემ ფანდურში... უბრალოდ სასწავლად მინდა... და ჩემთვის რომ გავერთო ხოლმე... ვაჩხაკუნო...
ახლა ძაან ჩაინიკობაც არ მინდა... ნორმალური რა...
Didgoreliციტატა
ფანდური თუ არ ვცდები ერთერთმა ჩვენგანმა იყიდა 100 ლაარად ,
ჰ ა რ ი რ აციტატა
გიო გირჩევ ქრომატიული იყიდო უფრო კომპაქტურია
კომპაქტური რა, ნაკლებ ადგილს იკავებს?
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Aug 20 2007, 02:33 PM
ჰ ა რ ი რ ა
ციტატა
გიო გირჩევ ქრომატიულიიყიდოუფრო კომპაქტურია
კარგით რაა პატივცემულო არ გრცხვენიაათ ??? ქრომატიული ფანდური ხომ არახალხურიააა , ასეთი რჩევის მიცემაა როგორ შეიძლებააა
komisiaციტატა
კომპაქტური რა, ნაკლებ ადგილს იკავებს?
აბაა რააა .... ეგ დასაკეცი ფანდურიაა დაა პატარა ადგილი ჭირდება
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Aug 20 2007, 02:38 PM
Didgoreli
კაი ბიჯო, ბაღანას ნუ გავაქცევთ
პოსტის ავტორი: ჰ ა რ ი რ ა თარიღი: Aug 20 2007, 02:41 PM
Didgoreli
N. R.
ციტატა
ხალგაზრდავ ფოლკრლოის განყოფილების საზოგადოება ტრადიციული შემსრულებლობის პოპულარიზაციას ეწევა, და ან შემოგვიერთდით, ან არადა და განსხვავებულ მიმართულებას ნუ უწევთ პროპაგანდას
კარგით პიონეერულ სიტყვას გაძლევთ ასე აღარ მოვიქცევი
ისე უჩამ მოგიკითხათ ყველა და შემოგითვალათ
ჭეშმარით ღმერთზე ხომ არ გავისაუბროთო?
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Aug 20 2007, 02:47 PM
ჰ ა რ ი რ ა
ციტატა
კარგით პიონეერულ სიტყვას გაძლევთ ასე აღარ მოვიქცევი
ძალიან კარგი
ციტატა
ისე უჩამ მოგიკითხათ ყველა და შემოგითვალათჭეშმარით ღმერთზე ხომ არ გავისაუბროთო?
ჩვენც მოგვიკითხე და უთხარი უნდა ვისაუბროთ აბა რათქო
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Aug 20 2007, 02:48 PM
ციტატა(ჰ ა რ ი რ ა @ Aug 20 2007, 01:41 PM)
Didgoreli
N. R.
კარგით პიონეერულ სიტყვას გაძლევთ ასე აღარ მოვიქცევი
ისე უჩამ მოგიკითხათ ყველა და შემოგითვალათ
ჭეშმარით ღმერთზე ხომ არ გავისაუბროთო?
რა რაის ჭეშმარიტ ღმერთზე საუბარი შენს გარეშე-თქო
მოგვიკითხე
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Aug 20 2007, 02:48 PM
N. R.
ციტატა
კაი ბიჯო, ბაღანას ნუ გავაქცევთ
მაი ბაღანა ჩვენთან ერთად ოფოფობდა გუშინ და მიხვდა რომ ვიხუმრე
პოსტის ავტორი: ჰ ა რ ი რ ა თარიღი: Aug 20 2007, 02:52 PM
N. R.
ციტატა
მოგვიკითხე
OKEY
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Aug 21 2007, 01:04 AM
უჩა
ციტატა
რას მიმიჩმორეთ ჩემი ძმა ჰაა? რა ხდება აქ? ხანდაზმულებს უტყაპუნებენ?
არ გრცხვენიაა? პირიქით მაგრად მივიღეთ და კაი ბიჭიაა , მომიკითხე
ციტატა
უხ კაი ხუმრობა იქით იყოს და სად ქრომატულ ფანდურზე რომ მელოდიას დაუკრავ და სად ხალხურზე.უნდა ვაღიაროთ რომ ქრომატული ფანდური ხალხურს უხევს. მარა ახლა რახან ხალხური ფანდური ხალხურია რათქმაუნდა პოპულიზაცია უნდა გავუწიოთ
კაი ბიჯო გაჩერდი არ თქვა მაგი მეორეთ თვარაა მოგვეჭრა მთელ ფოლკლორის განყოფილებას თავი
მასეე გიტარაა უფრო მაგარიაა
ლადებიც მეტი აქვს და სიმებიც
, მარაა ხალხური სულ სხვა ძმაოჯან , სულ სხვა
პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Aug 21 2007, 01:12 AM
Didgoreli
ციტატა
არ გრცხვენიაა? პირიქით მაგრად მივიღეთ და კაი ბიჭიაა , მომიკითხე
კაი ახლა მაგ მე არ ვიცი თქვენ არავის რომ არ დაჩაგრავდით?
გეიხარეთ.
ციტატა
კაი ბიჯო გაჩერდი არ თქვა მაგი მეორეთ თვარაა მოგვეჭრა მთელ ფოლკლორის განყოფილებას თავი მასეე გიტარაა უფრო მაგარიაა ლადებიც მეტი აქვს და სიმებიც , მარაა ხალხური სულ სხვა ძმაოჯან , სულ სხვა
შეიძლება დაგეთანხმო რაღაც ნაწილში, მარა ქრომატულზე რომ ზოგიერთ ხალხურ სიმღერას დაუკრავ იმას ხალხურზე ვერ დაუკვავ ვერაფრით
. ჟღერადობა შეიძლება უფრო მაგარიც აქვს ხალხურ ფანდურს მარა რა ვიცი აბა.
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Aug 21 2007, 01:32 AM
უჩა
ციტატა
შეიძლება დაგეთანხმო რაღაც ნაწილში, მარა ქრომატულზე რომ ზოგიერთ ხალხურ სიმღერას დაუკრავ იმას ხალხურზე ვერ დაუკვავ ვერაფრით. ჟღერადობა შეიძლება უფრო მაგარიც აქვს ხალხურ ფანდურს მარა რა ვიცი აბა.
არაა ბატონო უჩა არა არაა და კიდევ ერთხელ არა
ქრომატიულ ფანდურზე რო დაუკრავ ხალხურ სიმღერას მაგას ხალხური აღარ ქვია უკვეე
ასეაა ეს!!!
ქრომატიული ფანდური ისეა ხალხური როგორც გიტარა . ვოტ ტაკ
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 21 2007, 11:36 PM
ვეშაპო
ციტატა
სულ გააოფეთ ყველაფერი გალობაშიც და ფოლკლორშიც.
ჰააჰ, აქ რა ხდებოდა შენ არ იცი
პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Aug 25 2007, 12:31 AM
ლევან ვეშაპიძეს მივმართავ უმორჩილესი თხოვნით: იქნებ გქონდეს ჭიბონზე შესრულებული მელოდიები და სიმღერები ჭიბონის თანხლებით და დადო რა. 1 თვეა ვიხვეწები.
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Aug 27 2007, 12:24 PM
ციტატა(ვეშაპო @ Aug 21 2007, 09:03 PM)
ისეთი განცდა დამეუფლა (რა თქმა უნდა უმნიშვნელო მასშტაბებში), როგორიც მოსეს, სინას მთიდან რომ დაბრუნდა და ისრაელის ხალხი გაუკუღმართებული დახვდა.
არადა ერთი მოსე იმათაც ჰყავდათ აშკარად, არა?
ამ ბაღანას მიხედე, ჭიბონზე შესარულებელი მელ;ოდიები უნდა
მე რაც მომცი ყველა წამეშალა ვინდოუსის გადაყენებისას
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Aug 27 2007, 12:53 PM
Berikaci
ციტატა
ლევან ვეშაპიძეს მივმართავ უმორჩილესი თხოვნით: იქნებ გქონდეს ჭიბონზე შესრულებული მელოდიები და სიმღერები ჭიბონის თანხლებით და დადო რა. 1 თვეა ვიხვეწები.
http://bin.ge/file/58362/Acharuli---Kochaxelas-chiboni.mp3.html - ასრულებს ქოჩახელა (ედემ სურმანიძე შუახევიდან), 1930-ანი წლები
http://bin.ge/file/58365/15---Gandagana.mp3.html - ასრ. ქედის რ-ის სოფელ ცხიმორისის თვითმოქმ. ანსამბლის სოლისტები
http://bin.ge/file/58367/16---Satsekvao-melodiebi.mp3.html - ასრ. მირზა შანთაძე. ხულოს რ-ის სოფ. რიყეთი (ჩაწ. 11.08.1966წ.)
http://bin.ge/file/58363/Chiboni---Vaso-Iremadze.mp3.html - ასრულებს ვასო ირემაძე სოფ. დანდალოდან (ქედის რაიონი), 1999 წ.
პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Aug 27 2007, 01:09 PM
ციტატა(ვეშაპო @ Aug 27 2007, 11:53 AM)
Berikaci
http://bin.ge/file/58362/Acharuli---Kochaxelas-chiboni.mp3.html - ასრულებს ქოჩახელა (ედემ სურმანიძე შუახევიდან), 1930-ანი წლები
http://bin.ge/file/58365/15---Gandagana.mp3.html - ასრ. ქედის რ-ის სოფელ ცხიმორისის თვითმოქმ. ანსამბლის სოლისტები
http://bin.ge/file/58367/16---Satsekvao-melodiebi.mp3.html - ასრ. მირზა შანთაძე. ხულოს რ-ის სოფ. რიყეთი (ჩაწ. 11.08.1966წ.)
http://bin.ge/file/58363/Chiboni---Vaso-Iremadze.mp3.html - ასრულებს ვასო ირემაძე სოფ. დანდალოდან (ქედის რაიონი), 1999 წ.
გაიხარე ლევან! დიდი მადლობა.
პოსტის ავტორი: givi-gogo თარიღი: Sep 1 2007, 11:06 PM
ხალხნო!!!!!!!!!სჰეგიძლიათ მითხრათ როგორ ავტვირთო ვიდეო?
პოსტის ავტორი: givi-gogo თარიღი: Sep 2 2007, 12:11 AM
http://bin.ge/file/60805/tamta-art-genze.mpg.html
დაწერეთ რა აზრის ხართ ამ ვიდეოზე
პოსტის ავტორი: givi-gogo თარიღი: Sep 2 2007, 12:32 AM
თუ არ მოგეწონებათ მითხარით
პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Sep 2 2007, 01:16 AM
გოგოს პირობაზე კარგია. ტექნიკაა დასახვეწი კიდო ცოტა. კრიტიკაში ნუ ჩამომართმევ ოღონდ. ისე ხალხურზეც უკრავს ნეტაი? თუ უკრავს მთლად კაი.
პოსტის ავტორი: givi-gogo თარიღი: Sep 2 2007, 11:47 AM
Berikaci
კი უკრავს, სალამურზეც უკრავს
პოსტის ავტორი: givi-gogo თარიღი: Sep 2 2007, 01:24 PM
აპა
პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Sep 3 2007, 10:53 PM
ციტატა(givi-gogo @ Sep 2 2007, 11:47 AM)
Berikaciკი უკრავს, სალამურზეც უკრავს
უკაცრავად, მარა სახელს და გვარს ვერ გვეტყვი მაგ გოგოსი?
საცხაიდან მეცნობა მაგი გოგო. არტ-გენიდან არა!
პოსტის ავტორი: givi-gogo თარიღი: Sep 3 2007, 11:31 PM
ციტატა
საცხაიდან მეცნობა მაგი გოგო. არტ-გენიდან არა!
ხო იქ გამოვიდა ექსპრომტად!!!
საიდან გეცნობა???
Berikaci
პოსტის ავტორი: givi-gogo თარიღი: Sep 3 2007, 11:49 PM
ჰა?
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Sep 20 2007, 07:36 PM
მეზობელმა ხალხური ფანდური მომცა და აწყობა როგორ უნდა?
პიანინოდან რომ ავაწყო....
პოსტის ავტორი: Gruzinski თარიღი: Sep 20 2007, 07:41 PM
[b]komisia
კაი გამარჯობა შენ სოლ ლა დო-ა ხალხურის წყობა იმედია არ მეშლება
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Sep 20 2007, 08:00 PM
Gruzinski
ციტატა
კაი გამარჯობა შენ
კაი გაგიმარჯოს ბატონო
ციტატა
სოლ ლა დო-ა ხალხურის წყობა იმედია არ მეშლება
ისა, წვრილი სიმები აქვს, ერთი სოლი (ოქტავების სახელები დამავიწყდა და არ ვიცი რომელია) ძაან დაბალია, მეორეზე კი მეშინია არ გაწყდეს...
და რამე შუალედური ტონები არ გამოდგება?
პ.ს.
ყველა სიმი ერთი სისქისაა, ძალიან წვრილი, ხომ განსხვავებულები უნდა იყვეს?
და სად შეიძლება რომ ვიყიდო კარგი სიმები?
პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Sep 20 2007, 11:46 PM
ციტატა(komisia @ Sep 20 2007, 08:00 PM)
Gruzinskiკაი გაგიმარჯოს ბატონო
ისა, წვრილი სიმები აქვს, ერთი სოლი (ოქტავების სახელები დამავიწყდა და არ ვიცი რომელია) ძაან დაბალია, მეორეზე კი მეშინია არ გაწყდეს...
და რამე შუალედური ტონები არ გამოდგება?
პ.ს.
ყველა სიმი ერთი სისქისაა, ძალიან წვრილი, ხომ განსხვავებულები უნდა იყვეს?
და სად შეიძლება რომ ვიყიდო კარგი სიმები?
არ აწყობ სწორად აშკარად!
პირველ რიგში არც ერთი სიმი არ უნდა გაწყდეს. "მცირე ოქტავა" თუ არ ვცდები ასე ქვია ამ ოქტავას.(რომელშიც ხალხური ფანდური იწყობა.) ინსტრუმენტები, საერთოდ ამ ოქტავაში ეწყობა თუ არ მეშლება. როგორც ამხანაგმა გრუზინსკიმ აღნიშნა სოლ,ლა,დო. ნოტების არაფერი გამეგება და თუ არასწორად აგიხსენი ბოდიშს გიხდი.
ციტატა(givi-gogo @ Sep 3 2007, 11:31 PM)
ხო იქ გამოვიდა ექსპრომტად!!!
საიდან გეცნობა???
Berikaciეავიცი აბა!? ალბათ არტ-გენიდან!
ციტატა(Gruzinski @ Sep 20 2007, 07:41 PM)
[b]komisia
კაი გამარჯობა შენ
სოლ ლა დო-ა ხალხურის წყობა იმედია არ მეშლება
სოლ,ლა,დო კი არა... შენ ჭიბონი დააბრუნე!
და საერთოდ! არ ვიცი მე რეზერვი და დესანტი, რეპეტიციებზე იარე!
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Sep 20 2007, 11:47 PM
Berikaci
ციტატა
არ აწყობ სწორად აშკარად!
ძალიან ’საინტერესო’ სიმები აქვს... ყველა ერთი კალიბრისაა, თან ბალალაიკის ჯღერადობა აქვთ
ჩერესჩუ წვრილებია რა...
ვგონებ მაგის ბრალი უნდა იყვეს.
და იქნებ მირჩიოთ რა სად შემიძლია მაგისი სიმების ყიდვა?
ციტატა
როგორც ამხანაგმა გრუზინსკიმ აღნიშნა სოლ,ლა,დო.
N.R.-მ მითხრა დო რე ფა.
პოსტის ავტორი: Revaz თარიღი: Sep 20 2007, 11:55 PM
komisia
მდა..
ესაა რა
გვასუქებენ..
პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Sep 21 2007, 12:47 AM
ციტატა(komisia @ Sep 20 2007, 11:47 PM)
N.R.-მ მითხრა დო რე ფა.
ეგეთი პირველად მესმის!
პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Oct 9 2007, 03:29 PM
ფანდური
ამოჭიკჭიკდი ფანდურო
გული შაბურე ნისლითა,
მაშფოთოს ხმამა მკვნესარმა,
ჩემს საყვარელზე ფიქრითა,
შენ რო გულს მამფენ ნათელსა,
არ იყიდება ფულითა.
იმით მიყვარხარ, ტიალო,
იმით ყურს გიგდებ გულითა
ვაჟა-ფშაველა
ფანდური სამ სიმიანი ჩამოსაკრავი საკრავია, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა კუთხეში, ფანდური ძირითადად სააკომპანიმენტო საკრავია. მისი თანხლებით სრულდება სოლო სიმღერები_საგმირო, სახუმარო და სატრფიალო სიმღერები, შაირები. ფანდურზე სრულდება საცეკვაო სიმღერებიც. ამ “საცეკვაოებს” ცეკვის დროს ახლავს ტაში, რომელიც ხაზს უსვამს რითმს. ცეკვას, ფანდურისა და ტაშის თანხლებით “ტაშფანდურას” ეძახიან.
http://imageshack.us
ფანდურის ძირითადი ნაწილებია: კორპუსი, ტარი და დამხმარე ნაწილები. კორპუსი შედგება მუცლისა(1) და ზედა დეკისაგან(2), ტარი__თავისა(3) და ყელისაგან(4); დამხმარე ნაწილებია მოქლონები(5), ხარაკი(6), საქცევები(7), ჯორა(8) და ღილი(9). ფანდური გამოთლილია მთლიანი ხისაგან. კორპუსი (მუცელი(1)) სხვადასხვა კუთხის ფანდურებს სხვადასხვაგვარი აქვთ. ხევსურული ფანდურის კორპუსი ნიჩბისებურია და მასიური, დანარჩენი კუთხეებისა კი _ ნავისებური ან ოვალური, ან მსხლისებრი. ზედა დეკაზე(2) წრიულად ან ოვალურად გაკეთებულია ნახვრეტები. ხევსურულ ფანდურს მეტი ნახვრეტი აქვს, სხვა კუთხეების ფანდურებს_ნაკლები. ტარის თავი(3) ოდნავ გადახრილია უკან ან ნიჟარისებულია. მასზე გაკეთებულია ოთხი ნახვრეტი, სამი სიმების დამჭერი მოქლონებისათვის, ერთი-პატარა თასმისთვის, რომლითაც ფანდურს კედელზე ჰკიდებენ. ფანდურის ყველა ნაწილი ერთი მასალისაგან კეთდება, მაგრამ ხევსურეთში ამჯობინებენ ზედა დეკის გაკეთებას განსხვავებული ხისგან (კერძოდ ფიჭვისა ან ნაძვისგან). ფანდურის თითოეული სიმის ბგერათრიგი დიატონურია. ხევსურული ფანდურის დიაპაზონია სექსტა, ხოლო ბარის ფანდურისა_ოქტავა ან ნონა. ფანდურის წყობა სეკუნდურ-ტერციულია. I და II სიმების მიერ გამოცემული ბგერები იძლევა მცირე ტერციას, II და III სიმების მიერ გამოცემული ბგერები_დიდ სეკუნდას. მთხრობელთა გადმოცემით, წინათ წარმოუდგენელი იყო ოჯახი უფანდუროდ. თუ ვინმეს ფანდური არ ჰქონდა, აჩუქებდნენ ან იყიდდა. ფანდურის ჩუქების შემთხვევები ძალიან ხშირი ყოფილა. ფანდური ითვლებოდა საუკეთესო სამახსოვრო ნივთად. შეიძლებოდა აგრეთვე ფანდურის ყიდვაც. ხევსურეთში «კარგი ფანდური ერთ ცხვრად ან 5კგ ერბოდ ფასობდა», ყველა კუთხეში ერთხმად აღნიშნავენ, რომ წინათ იშვიათად თუ აკეთებდნენ ფანდურებს გასაყიდად. ზედმეტ ფანდურს კი არ ჰყიდდნენ, არამედ ვინმეს აჩუქებდნენ. ძალიან ხშირად საგანგებოდ აკეთებდნენ ფანდურებს საჩუქებად. ყოველ ოჯახში ფანდური თვალსაჩინო ადგილას ინახებოდა, ჩამოკიდებული კედელზე. ადვილად შეამჩნევდით, რომ ღრუბლიან ამინდში სიმები სუსტ და დახშულ ხმას გამოსცემენ. ფანდურზე უკრავენ როგორც ქალები ისე კაცებიც. ფანდური ძირითადად სააკომპანემენტო საკრავს წარმოადგენს. მისი თანხლებით სრულდება სოლო სიმღერებიც, საგმირო ლექსები. ფანდურის გარეშე წარმოუდგენელი იყო ყოველგვარი შეკრება ხალხისა - ლხინი, ქორწილი თუ ხატობა. კახეთში ფანდურის თანხლებით “იავნანა” სრულდებოდა «ბატონებიან» ავადმყოფთან. როგორც წესი, ეს საგალობელი, ინსტრუმენტის თანხლების გარეშე სრულდება; ფანდური გაცილებით გვიანდელ დანართს უნდა წარმოადგეგდეს ამ წეს-ჩვეულებაში. მაგრამ თავისთავად ფანდურის გამოყენება «ბატონების» კულტთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებში, საკრავის სიძველეზე უნდა მიუთითებდეს. ფანდური გამოიყენებოდა ხატობა-დღეობაში, სხვადასხვა რიტუალებში. ფანდური ყველა ოჯახის აუცილებელ ნივთს წარმოადგენდა. იგი იყო მხიარულების სიმბოლო, სწორედ ამიტომ არ შეიძლებოდა ფანდურზე დაკვრა მგლოვიარე ოჯახში. არამც თუ დაკვრა, ფანდურის გამოჩენაც კი არ შეიძლებოდა ამ დროს. ოჯახში რომ ვინმე გარდაიცვლებოდა, ფანდურს გადამალავდნენ და წლის ხარჯამდე არ გამოაჩენდნენ. წლის ხარჯზე ოჯახის უფროსი ხელში აიღებდა ფანდურს, ჩამოჰკრავდა თითებს სიმებზე და იმღერებდა: ამით «ლხინი გატეხილი იყო». გადასცემდა ფანდურს სხვას და ამის შემდეგ ამ ოჯახს, მის ნათესავებს და მთელ სოფელს უფლება ჰქონდა დაკვრისა და სიმღერისა.
როცა ხატში რაიმე დღეობა იქნებოდა, სადაც აუცილებელი იყო მხიარულება და სიმღერა, ან სოფელში რომელიმე ოჯახს უნდა ქორწილი გადაეხადა, მაგრამ ჭირისუფლის ხათრით ვერ იხდიდა ქორწილს, მაშინ თვითონ ჭირისუფალი "გატეხდა ფანდურს": ხალხში მივიდოდა, ფანდურს მიიტანდა (ან მოატანინებდა), დაუკრავდა და იმღერებდა. შემდეგ სხვებსაც შეაძლევდა ფანდურს დასაკრავად. დიდი შეპატიჟების შემდეგ ჩამოართმევდნენ ფანდურს და სხვებიც დაუკრავდნენ და დაიწყებდნენ სიმღერა-თამაშს. ასე "გატყდებოდა ფანდური" სოფლელთათვის, ახლობლები კი "გვლოვას" განაგრძნობდნენ.
ჭუნირი და ფანდური | ფანდური (არქივი) | სალამური და ფანდური
1934 წელს, ცნობილმა ქართველმა ხელოვნებათმცოდნე, კირილ ვაშაკიძემ, რთული მათემატიკური გათვლების შედეგად წარმოადგინა ფანდურის ახალი სრულყოფილი სახე. მან გამოიკვლია 6 დანაყოფიანი ფანდური (ხალხური) და დაუმატა ბემოლი და ძიეზი ნახევარტონები. ამით შექმნა ფანდური პრიმა და ტენორი 12 დანაყოფით, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ფანდურს. სწორედ ამ ვითარებამ ხელი შეუწყო ქართველ მუსიკოსებს ფანდურზე დაეკრათ არა მხოლოდ სააკოპანემენტო მელოდიები, არამედ სოლო მელოდიებიც. კირილ ვაშაკიძეს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ეროვნული მუსიკალური ორკესტრის ჩამოყალიბებაში. თუ შევეკითხებით მთიელს ფანდურისა და ჩონგურის მსგავსება განსხვავებაზე, გვიპასუხებს, რომ განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ამ საკრავს ხევში ფანდურს ეძახიან, ბარში კი ჩონგურს. ფანდურის მუცელი ღრუდ არის ამოჭრილი და მთლიანია, ჩონგურისა კი (ხშირად ფანდურიც) ნაწილ-ნაწილ არის აწყობილი და მუცელი ნაწილებშეწებებული აქვს. ჩვენში ფანდური ფართოდ იყო გავრცელებული. იგი გამოიყენებოდა როგორც შრომითი პროცესის, ისე საწესჩვეულებო რიტუალების შესრულებისას. ფანდური მწყემსებსაც მიჰქონდათ ცხვარში და იქ «იმით ერთობოდნენ». ამას ცხადყოფს მთელი რიგი მეცნიერული გამოკვლევები ქართული ეთნოგრაფიის დარგში. ფანდური ხალხური მელექსეობისა და სიმღერისათვის აუცილებელ თანმხლებ საკრავს წარმოადგენდა. ამის დასამტკიცებლად მრავალი ხალხური ლექსი არსებობს. რა წამს მეცხვარეს მინდორში მოზღვავებული გრძნობა მოაწვებოდა და მისი გამოთქმის შეუკავებელი წყურვილი მოიცავდა, იმ წამსვე თავისი ფანდური მოაგონდებოდა, რომლის ჰანგი აუცილებლად თავისი აზრის წყობილსიტყვაობით გამოთქმა იყო. მას ვერც კი წარმოედგინა უფანდუროდ ყოფნა. ეს გარემოება არაერთ ხევსურულ ლექსშია აღნიშნული: «დავჯე ლექსობა დავიწყი, ფანდურ ავიღე ხელშია». «გარმოგიტანე ფანდურო, დაგიკარ მაძახურაო». კარგი მეფანდურე მთაში მცხოვრებთა შორის ქებულია. მის გარეშე ლხინი არ შედგება. ამიტომ არის, რომ ეს საკრავი მამა-პაპეულ საკრავად დარჩა ჩვენში. ფანდური საუკუნეების მანძილზე მოსდევს ქართველ ხალხს და დღესაც საპატიო ადგილი უკავია მას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
«ლექსო გამოქთქომ ოხერო,
თორო იქნება ვკვდებოდე,
და შენ კი ჩემად სახსოვრად
სააქაოსა რჩებოდე,
გიმღერდნენ ჩემებრ სწორები
ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე».
ინტერნეტში ბოდიალის დროს მივაგენი ასეთ საითსhttp://www.hangebi.ge/index.htm
გამოგადგებათ
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Dec 20 2007, 09:19 PM
ციტატა(komisia @ Sep 20 2007, 11:47 PM)
N.R.-მ მითხრა დო რე ფა.
ციტატა(Berikaci @ Sep 21 2007, 12:47 AM)
ეგეთი პირველად მესმის!
ციტატა(Gruzinski @ Sep 20 2007, 07:41 PM)
სოლ ლა დო-ა ხალხურის წყობა იმედია არ მეშლება
ვაი თქვენს პატრონს
ახლა წავიკითხე
სოლ, ლა, დო და დო, რე, ფა ერთი და იგივე წყობა არაა?
მე ვიგულისხმე სიმებს შორის არსებული ინტერვალური თანაფარდობა, და არა კონკრეტულად დო, რე ან ფა
ბოლოსდაბოლოს პიანინოზე ხომ არ აწყობთ ? უფ, კარგად ვიცინე
პოსტის ავტორი: doroTea თარიღი: Dec 20 2007, 11:36 PM
ჩონგურზე დაკვრას ვინ მასწავლის?
სერიოზულად ვამბობ, სად შეიძლება ვისწავლო?
და მაინტერესებს, რა განსხვავებაა ხალხურსა და ქრომარიულ ჩონგურს შორის
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Dec 21 2007, 04:53 AM
ციტატა(doroTea @ Dec 20 2007, 11:36 PM)
ჩონგურზე დაკვრას ვინ მასწავლის?
სერიოზულად ვამბობ, სად შეიძლება ვისწავლო?
და მაინტერესებს, რა განსხვავებაა ხალხურსა და ქრომარიულ ჩონგურს შორის
ასწავლიან არტოს ბაღში და მეგობრები, რომლებმაც იციან დაკვრა
ქრომატიულ ფანდურსა და ხალხურ ფანდურს შორის უფრო მეტი განსხვავებაა ვიდრე ანალოგიურ შემთხვევაში ჩონგურებს შორის. ძირითადად მოცულობა, ზომით უფრო მომცროა ქრომატიული. ლადები აქვს და ჟღერადობით მაინც და მაინც ხალხურის ინტონაცია არ აქვს. და ფუნქციურადაც მეტ-ნაკლებად განსხვავდება. უფრო გამარტივებულია და ძირითადად ორკესტრებში უკავია ადგილი.
პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 21 2007, 12:04 PM
ვეშაპო
ლინკები განაახლე რა ვეშაპოჯან
პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 21 2007, 12:33 PM
ციტატა(catherina_10 @ Oct 9 2007, 03:29 PM)
«კარგი ფანდური ერთ ცხვრად ან 5კგ ერბოდ ფასობდა»,
დღეს რა ღირს საშუალოდ კარგი ფანდური, ნაღდი ხალხური?
ციტატა
1934 წელს, ცნობილმა ქართველმა ხელოვნებათმცოდნე, კირილ ვაშაკიძემ, რთული მათემატიკური გათვლების შედეგად წარმოადგინა ფანდურის ახალი სრულყოფილი სახე. მან გამოიკვლია 6 დანაყოფიანი ფანდური (ხალხური) და დაუმატა ბემოლი და ძიეზი ნახევარტონები. ამით შექმნა ფანდური პრიმა და ტენორი 12 დანაყოფით, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ფანდურს. სწორედ ამ ვითარებამ ხელი შეუწყო ქართველ მუსიკოსებს ფანდურზე დაეკრათ არა მხოლოდ სააკოპანემენტო მელოდიები, არამედ სოლო მელოდიებიც.
ვითომ კარგია ასეთი ნაჩალიჩარი ფანდური?
ეს ხომ ხალხური ინსტრუმენტი აღარაა?
ციტატა
ფანდური ხალხური მელექსეობისა და სიმღერისათვის აუცილებელ თანმხლებ საკრავს წარმოადგენდა.
კაფიაობაში ფანდური მისწრებაა. უცბად, ექსპრომტად რომ შაირობ, ყველაფერს სრულყოფილად ვერ გარითმავ, მაგრამ ფანდურის მონოტონურ მელოდიას ტექსტი "მიაქვს" და მაინც დაწყობილად ჟღერს.
ციტატა(catherina_10 @ Oct 9 2007, 03:29 PM)
«კარგი ფანდური ერთ ცხვრად ან 5კგ ერბოდ ფასობდა»,
დღეს რა ღირს საშუალოდ კარგი ფანდური, ნაღდი ხალხური?
ციტატა
1934 წელს, ცნობილმა ქართველმა ხელოვნებათმცოდნე, კირილ ვაშაკიძემ, რთული მათემატიკური გათვლების შედეგად წარმოადგინა ფანდურის ახალი სრულყოფილი სახე. მან გამოიკვლია 6 დანაყოფიანი ფანდური (ხალხური) და დაუმატა ბემოლი და ძიეზი ნახევარტონები. ამით შექმნა ფანდური პრიმა და ტენორი 12 დანაყოფით, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ფანდურს. სწორედ ამ ვითარებამ ხელი შეუწყო ქართველ მუსიკოსებს ფანდურზე დაეკრათ არა მხოლოდ სააკოპანემენტო მელოდიები, არამედ სოლო მელოდიებიც.
ვითომ კარგია ასეთი ნაჩალიჩარი ფანდური?
ეს ხომ ხალხური ინსტრუმენტი აღარაა?
ციტატა
ფანდური ხალხური მელექსეობისა და სიმღერისათვის აუცილებელ თანმხლებ საკრავს წარმოადგენდა.
კაფიაობაში ფანდური მისწრებაა. უცბად, ექსპრომტად რომ შაირობ, ყველაფერს სრულყოფილად ვერ გარითმავ, მაგრამ ფანდურის მონოტონურ მელოდიას ტექსტი "მიაქვს" და მაინც დაწყობილად ჟღერს.
ციტატა(catherina_10 @ Oct 9 2007, 03:29 PM)
«კარგი ფანდური ერთ ცხვრად ან 5კგ ერბოდ ფასობდა»,
დღეს რა ღირს საშუალოდ კარგი ფანდური, ნაღდი ხალხური?
ციტატა
1934 წელს, ცნობილმა ქართველმა ხელოვნებათმცოდნე, კირილ ვაშაკიძემ, რთული მათემატიკური გათვლების შედეგად წარმოადგინა ფანდურის ახალი სრულყოფილი სახე. მან გამოიკვლია 6 დანაყოფიანი ფანდური (ხალხური) და დაუმატა ბემოლი და ძიეზი ნახევარტონები. ამით შექმნა ფანდური პრიმა და ტენორი 12 დანაყოფით, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ფანდურს. სწორედ ამ ვითარებამ ხელი შეუწყო ქართველ მუსიკოსებს ფანდურზე დაეკრათ არა მხოლოდ სააკოპანემენტო მელოდიები, არამედ სოლო მელოდიებიც.
ვითომ კარგია ასეთი ნაჩალიჩარი ფანდური?
ეს ხომ ხალხური ინსტრუმენტი აღარაა?
ციტატა
ფანდური ხალხური მელექსეობისა და სიმღერისათვის აუცილებელ თანმხლებ საკრავს წარმოადგენდა.
კაფიაობაში ფანდური მისწრებაა. უცბად, ექსპრომტად რომ შაირობ, ყველაფერს სრულყოფილად ვერ გარითმავ, მაგრამ ფანდურის მონოტონურ მელოდიას ტექსტი "მიაქვს" და მაინც დაწყობილად ჟღერს.
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Dec 21 2007, 03:20 PM
M.M.
ჩვენც სამ-სამჯერ გაგცეთ პასუხი თუ ერთს დასჯერდები?
ციტატა
დღეს რა ღირს საშუალოდ კარგი ფანდური, ნაღდი ხალხური?
ხალხური არ ვიცი, მაგრამ კარგი ქრომატიული 100 ლარიდან ზევით. საშუალო დონის 45-ლარიდან ზევით.
ძველი ფანდურები კიდე, არ ვიცი რა ღირს.
ციტატა
ვითომ კარგია ასეთი ნაჩალიჩარი ფანდური? ეს ხომ ხალხური ინსტრუმენტი აღარაა?
ხალხური არაა ნამდვილად. ჩემი ბოლო დასკვნებით და ანალიზით ეგ არის "სიმებიანი პიანინო".
ციტატა
კაფიაობაში ფანდური მისწრებაა. უცბად, ექსპრომტად რომ შაირობ, ყველაფერს სრულყოფილად ვერ გარითმავ, მაგრამ ფანდურის მონოტონურ მელოდიას ტექსტი "მიაქვს" და მაინც დაწყობილად ჟღერს.
ფანდურზე შაირი თავისით მოდის
მაგარი ვეშია
პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 22 2007, 12:18 PM
ციტატა(komisia @ Dec 21 2007, 03:20 PM)
M.M.
ხალხური არ ვიცი, მაგრამ კარგი ქრომატიული 100 ლარიდან ზევით. საშუალო დონის 45-ლარიდან ზევით.
შენ დაუკარ!
ასი კი არა, ოცი ვერ მიშოვია, დიდგორელები და მარტყოფელები რომ დავაჯახო ერთმანეთს.
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Dec 22 2007, 09:25 PM
M.M.
მიდი მიდი შენ ერთმანეთსდაგვაჯახე და ჩონგუსრ და ფანდურს ოდესმე ეშველება რაცხა.)))))))))
პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 24 2007, 12:19 PM
მაინტერესებს, კარგ და საშუალო ფანდურს შორის რა განსხვავებაა?
მაგალითად, ორლარიანი კალამი ოცთეთრიანზე კარგად წერს (ისიც არა ყოველთვის), მაგრამ რამოდენიმე ათასიანი კალმები რომაა, იდიოტობად მიმაჩნია. ჩემს მაგივრად ის ვერ დაწერს, მასაჟს ვერ გამიკეთებს და რატომ გადავყარო ფული? თუ მეტი მაქვს, მათხოვარს მივცემ.
ფანდურზე როგორაა არ ვიცი და გეკითხებით.
ციტატა(Didgoreli @ Dec 22 2007, 04:51 PM)
M.M.ქრომატიულის ყიდვას არ გირჩევ
რომც მირჩიო, არ გავითვალისწინებ
ციტატა
ისე შენ რატო უნდა იშოვო??? ერთად ვიშოვოთ
მარტყოფელებთან ასე ვაპირებდი - ღვინო ჩემი, საჭმელი იმათი.
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Dec 24 2007, 03:09 PM
Didgoreli
ციტატა
ჩვენ , სასწავლებელში გვაქვს ხალხური ფანდურები და თუ არ ვცდები 70 ლარი დაჯდა
შენ რომ გქონდა იმაზე ამბობ? მაგაში 70 ლარი რა ამბავია...
M.M.ციტატა
მაინტერესებს, კარგ და საშუალო ფანდურს შორის რა განსხვავებაა?
ჟღერადობა.
ცუდი ფანდური: არასწორად გაკეთებული ლადათა სისტემა, ანუ სწორ აკორდებს ვერ აიღებ.
საშუალო ფანდური: სწორად გაკეთებული ლადათა სისტემა. საშუალო ჟღერადობა.
კარგი ფანდური: სწორად აკეთებული ლადათა სისტემა, ძაან მაგარი ჟღერადობა, სუფთა წკრიალა ხმა.
პ.ს.
დაჯახებას რაც შეეხებათ, ეს ახალი წელი გადავაგოროთ ჯერ...
სადღაც 10-სთვის გავმართოთ ეგ ამბავი... მანამდე თადარიგი დაიჭირეთ რაა
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Dec 24 2007, 06:33 PM
komisia
მომისმინე მარტო დიდგორი და მარტყოფელები რა აზრი აქ.
ტან მარტყოფელების გეგმები არ ვიცი მე შეიძლება მონასტერში წავიდნენ და შევიყაროთ რა ყველა ერთად ვინც ვიქნებით.ღვინოც გაიჩითება და პურმარილიც,ოღონდ დღე დავთქვათ ისე რო ყველას აწყობდეს
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Dec 24 2007, 06:38 PM
yipiani gio
დიდგორის თემაში ვაბამთ მაგას თავს
პოსტის ავტორი: TuTashxia თარიღი: Dec 26 2007, 03:02 AM
ვაა ახლები ხართ? მე პირველად მესმის ... წარმატებები აბააა
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Dec 26 2007, 03:51 AM
chela
nodariko
ვა, კარგია აბა თქვენ იცით, ყველა ახალი ფოლკლორულ წამოწყებას მივესალმები.
პ.ს.
ციტატა
დაინტერესებულმა პირებმა მომართეთ YAHOO ID don_vaska SKYPE don_vaso
ციტატა
იმფორმაცის მისაგებად დაკვიკავშირდით ნომერზე 855 51 14 71 ნოდარიიი ან სკაიზე მ-გ-ე-ლ-ო
ასე თუ იმუშავებთ, დამიჯერეთ ბევრს ვერ მოაგროვებთ მაგ კონცერტვისთვის
ხალხი თქვენ კი არ უნდა გიკავშირდებოდნენ ინფორმაციის მისაღებად, თქვენ უნდა ცდილობდეთ ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებას
პ.პ.ს.
თუ გინდათ alazani.ge -ზე გავაკეთებ თქვენს აფიშას. ოღონდ დაწვრილებით უნდა დაწეროთ ყველაფერი.
პოსტის ავტორი: TuTashxia თარიღი: Dec 26 2007, 03:55 AM
komisia
ნუ რა მაგარი ხაარ,არ გესწავლება პიარი რაა
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Dec 26 2007, 03:58 AM
TuTashxia
გამოცდილება... გამოცდილება...
პატივისცემით თქვენი საქართველოს ფოლკლორისა და ეროვნული თვითგადარჩენის ნაციონალური კომისიის საინფორმაციო დეპარტამენტის პრესსამსახურის მთავარი მენეჯერი და სახალხო მოძრაობის კახეთის ფრთის ნეოქარიზმატული ლიდერი - გიორგი ბერიკელაშვილი.
პოსტის ავტორი: TuTashxia თარიღი: Dec 26 2007, 04:01 AM
komisia
ციტატა
პატივისცემით თქვენი საქართველოს ფოლკლორისა და ეროვნული თვითგადარჩენის ნაციონალური კომისიის საინფორმაციო დეპარტამენტის პრესსამსახურის მთავარი მენეჯერი და სახალხო მოძრაობის კახეთის ფრთის ნეოქარიზმატული ლიდერი - გიორგი ბერიკელაშვილი.
ჰოი საოცრებაავ!პირველად გავიგე ასეთი დასახელება.ისა და პრესსამსახურის უფროსად ვერ დამნიშნავდი რამე რომ იყოს? http://allsmiles.caucasus.net
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Dec 26 2007, 04:04 AM
TuTashxia
ციტატა
ჰოი საოცრებაავ!პირველად გავიგე ასეთი დასახელება.ისა და პრესსამსახურის უფროსად ვერ დამნიშნავდი რამე რომ იყოს?
ჰმ... სწორედ რომ შენნაირი მონდომებული ხალხი გვჭირდება...
მთავარია ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებდე:
1. გიყვარდეს და ემსახურებოდე ქართულ ფოლკლორს.
2. ზუსტად დაიზეპირო შენი თანამდებობა.
თუ გინდა ახლავე დაგნიშნავ
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Dec 26 2007, 05:09 AM
axlebi ar vart didi xania vukravt da albat zogs econba ansambli chela tu daintersedebit 31 dekembers 12 saatze uyuret pirvel stereos da naxavt kvintet chelas:) da solo koncertze tu moxvalt saertod kargad gagvicnobt.
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Dec 26 2007, 05:27 AM
tu vinmes chveni daxmerabe shuzlia zaan sasixarulo iqneba.26 ianvar vaketebt solo koncerts xoravashi visac qartuli folklori uyvars imedia mova apshi ki gvchirdeba aucileblat da tu dagvexmarebi kai iqneba:)
პოსტის ავტორი: TuTashxia თარიღი: Dec 26 2007, 02:51 PM
komisia
ციტატა
ჰმ... სწორედ რომ შენნაირი მონდომებული ხალხი გვჭირდება...
მთავარია ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებდე:
1. გიყვარდეს და ემსახურებოდე ქართულ ფოლკლორს.
2. ზუსტად დაიზეპირო შენი თანამდებობა.
თუ გინდა ახლავე დაგნიშნავ
კი,აბა რას ვიზავ.1ის ვაკმაყოფილებ,2საც ვისწავლი,აი უკვე ვიციი
პოსტის ავტორი: mii თარიღი: Dec 27 2007, 12:11 PM
მეც პირველად მესმის ჩელას შესახებ მაგრამ ეგ არაფერი კარგი ანსამბლი არ დაიკარგება და გისურვებთ წარმატებებს )))ვნახოთ რას იტყვის თქვენი კონცერტი თქვენზე ,გაიხარეთ))))))
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Dec 27 2007, 10:06 PM
chela
კონცერტი სად იქნება? კონსერვატორიაში?
პ.ს.
ციტატა
კი,აბა რას ვიზავ.1ის ვაკმაყოფილებ,2საც ვისწავლი,აი უკვე ვიციი
დღეიდან შენ ოფიციალურად ხარ:
საქართველოს ფოლკლორისა და ეროვნული თვითგადარჩენის ნაციონალური კომისიის საინფორმაციო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსი.
კაია, ამ კომისიაში უკვე ორი კაცია გაწევრიანებული
საქმე წინ მიიწევს
პოსტის ავტორი: TuTashxia თარიღი: Dec 27 2007, 10:33 PM
komisia
ციტატა
დღეიდან შენ ოფიციალურად ხარ:
საქართველოს ფოლკლორისა და ეროვნული თვითგადარჩენის ნაციონალური კომისიის საინფორმაციო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსი.
კაია, ამ კომისიაში უკვე ორი კაცია გაწევრიანებული საქმე წინ მიიწევს
გმადლობ,უღრმესი მადლობა.ვამაყობ ამ დიდებული სამსახურის თანამშრომელი რომ გავხდი.უზომოდ ბედნიერი ვარ,სიხარულის ცრემლებს ვერ ვიკავებ
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Dec 30 2007, 02:19 AM
solo koncerti aris xoravashi 25 ianvars.da ta gainteresebt ansambli chela 31 dekembers xamis 12 saat ze pirvel stereoze gvnaxavt.da imedia solo koncertzec mooxvalt.
პოსტის ავტორი: nodariko თარიღი: Jan 3 2008, 03:36 PM
იმედია მოხვალთ და ისიამოვნებთ ამ კონცერტით აბა შეხვედრამდე მიყვარხართ ყველა ფოლკლორის მოყვარული ჩელაააა]
პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Jan 4 2008, 12:33 AM
ქრომატიულ ფანდურზე უკრავთ თუ ხალხურზე?
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 8 2008, 02:16 PM
kromatiulze vukravt komisia apishis shesaxeb ro tqvi imaze ras shvebi?
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 8 2008, 08:07 PM
chela
ციტატა
kromatiulze vukravt
ოოო... ქრომატიული ფანდური არაა მთლად კაი საქმე
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 9 2008, 09:41 PM
chela
ციტატა
komisia apishis shesaxeb ro tqvi imaze ras shvebi?
სად ტარდება მაინც ვერ გავიგე და რა ჩავწერო იმ აფიშაში...
პოსტის ავტორი: shumaxera თარიღი: Jan 10 2008, 11:01 PM
მაგარია მაგარი საგოლ CHELA4EVER
nodariko :D:D:D:D:D:D:D
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jan 11 2008, 02:42 AM
ციტატა(Didgoreli @ Jan 8 2008, 08:07 PM)
chelaოოო... ქრომატიული ფანდური არაა მთლად კაი საქმე
ეს მიმართულებაც არსებობს და უკივე ქართული კულტურის ნაწილია. ასეა თუ ისე ამ მიმართულებითაც იქმნება ბევრი მაღალმხატვრული ნიმუში
პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jan 11 2008, 12:22 PM
ციტატა(N. R. @ Jan 11 2008, 02:42 AM)
ეს მიმართულებაც არსებობს და უკივე ქართული კულტურის ნაწილია. ასეა თუ ისე ამ მიმართულებითაც იქმნება ბევრი მაღალმხატვრული ნიმუში
ეგრე გიტარაზეც ბევრი მაღალმხატვრული ნიმუში იქმნება
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jan 11 2008, 12:35 PM
ციტატა(M.M. @ Jan 11 2008, 12:22 PM)
ეგრე გიტარაზეც ბევრი მაღალმხატვრული ნიმუში იქმნება
ხოდა მაგასაც თავისებური სილამაზე აქვს. არაა ტრადიციული, მაგრამ არც გადასაგდებია
პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jan 11 2008, 01:31 PM
ციტატა(N. R. @ Jan 11 2008, 12:35 PM)
ხოდა მაგასაც თავისებური სილამაზე აქვს. არაა ტრადიციული, მაგრამ არც გადასაგდებია
ვინ ამბობს, რომ არა აქვს, უბრალოდ რამდენად ხალხურია, მაგაზეა ბაასი.
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 11 2008, 02:51 PM
ქრომატიული ფანდური როგორია?
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 11 2008, 02:55 PM
k@the
ციტატა
ქრომატიული ფანდური როგორია?
ქრომატიული ანუ კლასიკური. შექმნეს მეთვრამეტე საუკუნეში.
ხალხური ფანდურისგან განსხვავებით აქვს ბრვრი (12) ლადა, რაც იძლება თითქმის ყველა მელოდიის დაკვრის საშუალებას (კლასიკის ჩათვლით).
ზოგს მოსწონს, ბევრს არ მოსწონს, და თავიანთი მიზეზებიც აქვთ.
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 11 2008, 03:22 PM
komisia
გაიხარე, გავიგე ეხლა.
და თუ მეთვრამეტე საუკუნეშია შექმნილი ეგ ხალხურ საკრავად ითვლება? ფანდური რომელ საუკუნეშია ნეტა შექმნილი?
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 11 2008, 04:27 PM
k@the
ციტატა
და თუ მეთვრამეტე საუკუნეშია შექმნილი ეგ ხალხურ საკრავად ითვლება?
რა ვიცი ვისაც ვიცნობ არ თვლის და...
ციტატა
ფანდური რომელ საუკუნეშია ნეტა შექმნილი?
რა გითხრა აბა...
სტვირს რაც შეეხება ვიცი რომ ძალიან დიდი ხნის წინ არსებობდა, ბატის ძვლისგან დამზადებული სტვირია აღმოჩენილი საქართველოში. მგონი ჩვენწელთაღრიცხვამდე ძაან დიდი ხნის წინაა გაკეთებული.
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 11 2008, 06:53 PM
N. R.
ციტატა
ეს მიმართულებაც არსებობს და უკივე ქართული კულტურის ნაწილია. ასეა თუ ისე ამ მიმართულებითაც იქმნება ბევრი მაღალმხატვრული ნიმუში
ვერ დაეთანხმები !!! რას ქვია ქართული კულტურის ნაწილია??? მასე აგერ MM-მა რომ მოგწერა , გიტარაც ქართული კულტურის ნაწილია??? მასე ვინც გიტარაზე კარგად უკრავს , იმას თავისუფლად შეუძლია ყველა ის ნაწარმოები დაუკრას რომელიც ქრომატიულ ფანდურზე იკვრება
ასე რომ ქართული კულტურისთვის გიტარა და ქრომატიული ფანდური ერთი და იგივე მნიშვნელობისაა
komisiaციტატა
შექმნეს მეთვრამეტე საუკუნეში.
დარწმუნებული ხარ?? მე როგორც ვიცი ბევრად უფრო აქეთ შეიქნა
თუ არ ვცდები მეოცე საუკუნეში !!!
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 11 2008, 10:42 PM
26 იანვარს ა.ხორავას სახელობის დარბაზში ტარდება კვინტეტ ჩელას სოლო კონცერტი.
ეს იმათთვს ვინც სწორად ვერ გაიგო.
წინასწარ დიდი მადლობა ყველას მობრძანებისათვის!!!!!!
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 12 2008, 12:55 AM
chela
ციტატა
ა.ხორავას სახელობის დარბაზში
ეგ სად არის?
პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Jan 12 2008, 02:13 AM
ციტატა(chela @ Jan 11 2008, 10:42 PM)
26 იანვარს ა.ხორავას სახელობის დარბაზში ტარდება კვინტეტ ჩელას სოლო კონცერტი.
ეს იმათთვს ვინც სწორად ვერ გაიგო.
წინასწარ დიდი მადლობა ყველას მობრძანებისათვის!!!!!!
ქრომატიული ფანდურის გარდა, კიდევ რა ინსტუმენტებზე უკრავთ?
პოსტის ავტორი: ჯამბაკური თარიღი: Jan 12 2008, 02:32 AM
ანსამბლ ,,ჩელას" წევრებს ვთხოვთ გაგვაცნონ თავი, კარგი იქნება რაიმე აუდიო ფაილს თუ მოგვაწვდიან.
რაც შეეხება ქრომატიულ ფანდურს საიდან მოიტანე მე-18 საუკუნე საოცარია პირდაპირ.
მეოცე საუკუნის მეორე ნახევარშია შექმნილი.
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 12 2008, 03:26 AM
ჯამბაკური
ციტატა
საიდან მოიტანე მე-18 საუკუნე
რა ვიცი ვიღაცამ მითხრა... ან არასწორად მახსოვს
ციტატა
ანსამბლ ,,ჩელას" წევრებს ვთხოვთ გაგვაცნონ თავი, კარგი იქნება რაიმე აუდიო ფაილს თუ მოგვაწვდიან.
მართალია. ან სად შეიქმენით, როგორ ჩამოყალიბდით... ვინაა ხელმძღვანელი.. რა სტილს მისდევთ...
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 12 2008, 05:48 PM
კვინტეტი ჩელა შეიქმნა 2006 წელს, როდესაც დაიშალა ანსაბლი ჩელა. გაგაცნობთ შემადგენლობას
სოლო ფანდური_ზურა ბარბაქაძე
რითმ ფანდური_ვასილ თვაური
ჩონგური_ნოდარ მურცხვალაძე
ბას-ფანბური_ლაშა ბენდელიანი
სალამური_თორნიკე დულარიძე
სტილი რა თქმა უნდა ფოლკლორია,მაგრამ ჩვენ სახელი გავითქვით იმით რომ ხშირად ვუკრავთ როგორც ქართულ ასევე უცხოურ კლასიკას. ხო მართლა კონცერტიდან შემოსული თანხის ნაწილი გვინდა გადავცეთ დედა მარიამს. თქვენი იმედი გვაქვს და ერთად გავაკეთოთ მაგარი საქმე. დროებით და წინასწარ მადლობა ყველას.....
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 13 2008, 04:58 PM
komisia apishas tu gagviketeb tu ara ver gavige.da chanacers klipis saxit davagdebt.
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 14 2008, 03:05 AM
chela
ციტატა
apishas tu gagviketeb
http://alazani.ge/?act=afisha&id=1
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 14 2008, 03:25 PM
didi madloba komisia 15 dan chven dro gvecodineba romel satze daicyeba koncerti da droc davcerot ok?
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jan 14 2008, 05:43 PM
ციტატა(Didgoreli @ Jan 11 2008, 06:53 PM)
N. R.ვერ დაეთანხმები !!! რას ქვია ქართული კულტურის ნაწილია??? მასე აგერ MM-მა რომ მოგწერა , გიტარაც ქართული კულტურის ნაწილია??? მასე ვინც გიტარაზე კარგად უკრავს , იმას თავისუფლად შეუძლია ყველა ის ნაწარმოები დაუკრას რომელიც ქრომატიულ ფანდურზე იკვრება
ასე რომ ქართული კულტურისთვის გიტარა და ქრომატიული ფანდური ერთი და იგივე მნიშვნელობისაა შენ გგონია რომ ქართული კულტურის ნაწილი მხოლოდ ტრადიციული, აუთენტური საკრავი და ჰანგია? ეს ასე არ არის. ეგრე ფორტეპიანო ევროპული ინსტრუმენტია, მაგრამ მრავალი საფორტეპიანო ნაწარმოები არის ჩვენი მუსიკალური კულტურის საკუთრებაში.
ბოლო პუნქტში კი კატეგორიულად არ გეთანხმები (!)
პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jan 14 2008, 05:47 PM
ციტატა(N. R. @ Jan 14 2008, 05:43 PM)
შენ გგონია რომ ქართული კულტურის ნაწილი მხოლოდ ტრადიციული, აუთენტური საკრავი და ჰანგია? ეს ასე არ არის. ეგრე ფორტეპიანო ევროპული ინსტრუმენტია, მაგრამ მრავალი საფორტეპიანო ნაწარმოები არის ჩვენი მუსიკალური კულტურის საკუთრებაში.
ბოლო პუნქტში კი კატეგორიულად არ გეთანხმები (!)
მე მგონი იმის თქმა უნდოდა იმ კაცს, რომ ქართული კულტურის ნაწილია ბევრი საგიტარო და საფორტეპიანო ნაწარმოები, მაგრამ ფოლკლორს არ მიეკუთვნება.
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jan 14 2008, 06:11 PM
ციტატა(M.M. @ Jan 14 2008, 05:47 PM)
მე მგონი იმის თქმა უნდოდა იმ კაცს, რომ ქართული კულტურის ნაწილია ბევრი საგიტარო და საფორტეპიანო ნაწარმოები, მაგრამ ფოლკლორს არ მიეკუთვნება.
მიეკუთვნება. ისევე როგორც ქართულ პროფესიულ მუსიკას მიეკუთვნება ფორტეპიანოს, ორღანისა და ვიოლინოსთვის დაწერილი ნაწარმოები.
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 14 2008, 06:41 PM
N. R.
ციტატა
შენ გგონია რომ ქართული კულტურის ნაწილი მხოლოდ ტრადიციული, აუთენტური საკრავი და ჰანგია? ეს ასე არ არის. ეგრე ფორტეპიანო ევროპული ინსტრუმენტია, მაგრამ მრავალი საფორტეპიანო ნაწარმოები არის ჩვენი მუსიკალური კულტურის საკუთრებაში.
ბოლო პუნქტში კი კატეგორიულად არ გეთანხმები (!)
ვაახ კაცოო
შენ ვერ გაიგე მე რას გეუბნებიი?? ქრომატიული ფანდური ისევეა ხალხური საკრავი როგორიც გიტარათქოო !!! რა არის ამაში გაუგებარი? შენი აზრის მიხევით თუ ვიმსჯელებთ , ქართული სიმღერა ტამტამის , ვიოლინოს , კონტრაბასის , ბაზგიტარის და სხვა მრავალი ინსტრუმენტის თანხლებით შესრულებულა
ანუ შენი აზრით ეს ინსტრუმენტებიც ქართული კულტურის ნაწილია?? რაღაც არა მგონია მთლად მასე იყოს
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jan 14 2008, 06:54 PM
Didgoreli
შენ ,,არა გგონია" და მე დსარწმუნებული ვარ რომ იმისათვის რო კულტურის ნაწილი გახდეს რამ,ე არაა სავალდებულო იყოს ტრადიციული, ვახ
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 14 2008, 07:04 PM
N. R.
ციტატა
შენ ,,არა გგონია" და მე დსარწმუნებული ვარ რომ იმისათვის რო კულტურის ნაწილი გახდეს რამ,ე არაა სავალდებულო იყოს ტრადიციული, ვახ
მდააა... რავიცი რავიცი
არა ისე დაიცავი ზედა პოსტში ქრომატიული ფანდური რომ ძალიან გულზე მომხვდა
ნუ რაც ყველაზე მთავარია ქრომატიული ფანდური არ არის ხალხური საკრავი
მაშასადამე თუ გუნდი ან თუნდაც ვინმე პიროვნება მას იყენებს სიმღერის დროს , არ შეიძლება ეს გუნდი ან პიროვნება ჩაითვალოს ხალხური სიმღერის შემსრულებლად
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jan 14 2008, 08:13 PM
ციტატა(Didgoreli @ Jan 14 2008, 07:04 PM)
N. R.მდააა... რავიცი რავიცი
არა ისე დაიცავი ზედა პოსტში ქრომატიული ფანდური რომ ძალიან გულზე მომხვდა
ნუ რაც ყველაზე მთავარია ქრომატიული ფანდური არ არის ხალხური საკრავი
მაშასადამე თუ გუნდი ან თუნდაც ვინმე პიროვნება მას იყენებს სიმღერის დროს , არ შეიძლება ეს გუნდი ან პიროვნება ჩაითვალოს ხალხური სიმღერის შემსრულებლად
ეგრე ვერ ვიტყვით, უბრალოდ არატრადიციული საშემსრულებლო მიმართულება აქვთ, თორემ ხალხურად მაინც ითვლება
პ.ს. მიყვარხარ დზალიან
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 14 2008, 08:40 PM
movdivart xalxo tu ara chelas solo koncertze? amit did madls gaaketebt.
dxes davagdeb chelas chanacers da naxet xalxno:)
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 14 2008, 09:27 PM
chela
რამდენი ხანია არსებობს ეს გუნდი?
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 14 2008, 10:31 PM
და რათქმაუნდა ქრომატიული ფანდური ხალხური არაა და შესაბამისად....მიხვდებით
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 14 2008, 10:33 PM
chela iyo ansambli sadxac 12 clis ukan 2006 daishala da mis mere darcha kvinteti chela:)
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 14 2008, 10:55 PM
chela
ხო მარა ეს 12 წელი ჩელა კაცი შვილს არ გაგვიგია და...
ისე მე ანსამბლს არ დავუძახებდი ისეთ გუნდს რომელსაც ჯერ
უამრავი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი.ამიტომ გუნდი ჯობია.
პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Jan 14 2008, 11:08 PM
ციტატა(Didgoreli @ Jan 14 2008, 07:04 PM)
N. R.მაშასადამე თუ გუნდი ან თუნდაც ვინმე პიროვნება მას იყენებს სიმღერის დროს , არ შეიძლება ეს გუნდი ან პიროვნება ჩაითვალოს ხალხური სიმღერის შემსრულებლად
გეთანხმები იმაში, რომ ქრომატიული ფანდური არაა ქალხური, მაგრამ შენს მიერ ზემოთ ნათქვამში ვერ დაგეთანხმები. შენი ნათქვამით ბევრ ხალხურ ანსამბლს "ჩამოართვი" ხალხური ანსამბლის წოდება.
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 14 2008, 11:38 PM
shen sheizleba ar gaqvs gagonili mara bevrs aqvs gagonili ar iyo imis saxsrebi ro yvelam gagicnos da varskvlavi gaxde
saqartveloshi rac ansamblebia yvela ici shen?
da bevri gamocdac gvaqvs chabarebuli modi shen 26 da naxav chela ra aris.ar ici da ratom izaxi magas ver gavige tgan ar gagigia mitumetese!
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 14 2008, 11:40 PM
chela
არა მე არ ვამბობ რო მაინცდამაინც ვარსკვლავიიყო,მარა როგორც ვხედავ ფოლკლორისტების ძირითადმა წარმომადგენლებმა არ იციან იმიტო რო ამ ფორუმზე უამრავი პროფესიონალი(სიმღერასა და გალობაში) შემოდის დაარაფერი სმენიათამის შესახებ.
სხვანაირად არ გამიგო მარა გირჩევთ ისევ ჯობია შეიკრიბოთ და რაც მეტი იქნებით უკეთესი.
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 14 2008, 11:40 PM
N. R.
ციტატა
თორემ ხალხურად მაინც ითვლება
არ ითვლება
Berikaciციტატა
გეთანხმები იმაში, რომ ქრომატიული ფანდური არაა ქალხური, მაგრამ შენს მიერ ზემოთ ნათქვამში ვერ დაგეთანხმები. შენი ნათქვამით ბევრ ხალხურ ანსამბლს "ჩამოართვი" ხალხური ანსამბლის წოდება.
მდაა...
კაი მაშინ ჩემი ანსამბლის სოლო კონცერტზე ერთ სიმღერას სოლოს შემოგთავაზებთ გიტარის თანხლებით და როგორ მოგეწონებათ ვნახავ
პ.ს. ნინოო , მეც მიყვარხარ
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 14 2008, 11:42 PM
chela
კი ყველა ვიცი რომელიც ცნობილია.
რაც შეეხება თქვენ გუნდს მე ვფიქრობ ყველაფერი სოლო კონცერტზე გამოჩნდება,ეს ხალხმა უნდა შეაფასოს.
ეს ყველა ანსამბლის შემთხვევაში ასეა
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 14 2008, 11:58 PM
zustadac eg aris solo koncertze shapasebs xalxi da visac chveni dakruli mosmneili aqvs yvelam kajrgadi icis chela ra pormashic aris me chanacers davdeb dxes aq da mousminet.davijero etnograpiul muzeumshi aravin dadiodit ard genze?an rustavi2 ze iumorstuli sheu ar ginaxiat?
tan solo koncertidan shemosuli tanxis naxevari deda mariamis pondshi iricxeba da ketil sames gaaketebs vinc koncertze mova.
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 15 2008, 12:17 AM
chela
ძაან გამიხარდება დიად შეფასებას დაიმსახურებთ.ისე ძაან კი მაინტერესებს თქვენი ჩანაწერი და მალე დადეფ?
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 15 2008, 12:19 AM
ki sadxac naxevar saatshi davdeb:)
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 15 2008, 12:21 AM
კაი ველოდები მოუთმენლად
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 15 2008, 12:35 AM
2 gan vcade atvirtva da 99% ichedeba ra vqna ar vici
kidev vcdi iqneb avtvirto ra
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 15 2008, 12:35 AM
chela
ციტატა
zustadac eg aris solo koncertze shapasebs xalxi da visac chveni dakruli mosmneili aqvs yvelam kajrgadi icis chela ra pormashic aris me chanacers davdeb dxes aq da mousminet.davijero etnograpiul muzeumshi aravin dadiodit ard genze?an rustavi2 ze iumorstuli sheu ar ginaxiat?
არტ-გენზე ვიყავით და ვიმღერეთ კიდეც მარა რავიცი რატომღაც არ მახსოვს
ისე როგორც გავიგე თქვენ უფრო ინსტრუმენტალური ანსამბლი ხართ?
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 15 2008, 12:37 AM
chela
ხო რავი.თუ გამოვა რამე
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 15 2008, 12:47 AM
ki instrumentaluri ansambli viyavit exla kvinteti vart:D
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 15 2008, 12:49 AM
chela
ციტატა
ki instrumentaluri ansambli viyavit exla kvinteti vart:D
გასაგებია
და მაინტერესებს თქვენ ხალხური კვინტეტი ჩელა ხართ თუ უბრალოდ ინსტრუმენტალური კვინტეტი ჩელა??
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 15 2008, 12:50 AM
orive vart:)
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 15 2008, 12:57 AM
chela
ხალხურებიდან ძირითადად რას მღერიხართ.?
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 15 2008, 01:11 AM
simxeras ki vaxerxebt mara scenaze arasdros gvimxeria
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 15 2008, 01:22 AM
chela
ნუ ესეიგი კონცერტზე ძირითადად მაინც საკრავები იქნება ხო.
ისე დიდგორელმა სწორად აღნიშნა ის რომ ქრომატიულ ფანდურზე...
ჩემი აზრით სიმღერებსაც უნდა მიაწვეთ თან მაგრად.
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 15 2008, 01:34 AM
chela
ციტატა
orive vart:)
რავიცი აბა
ისე ბასფანდური და ქრომატიული ფანდური მთლად ხალხური არაა
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 15 2008, 01:38 AM
xo simxerac kaia mara exla instrumentals shevtavazebt xalxs.
http://allshares.ge/download.php?id=A4A5CF477 memgoni avtvirte da aba naxet xalxo.
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 15 2008, 02:14 AM
chela
ციტატა
memgoni avtvirte da aba naxet xalxo.
ხო გადმოვწერე
შესრულების მანერა მართლა მაგარი გქონიათ
მაგრა უკრავთ
მაგრამ რამდენად ხალხურია შემოქმედება ეს სხვა საკითხია...
ჩემს აზრს თუ გამოვთქვამ იმედია საწყენად არ მიიღებ
მაინც მგონია რომ ფოლკლორის სახელით არ ივარგებს ამ პროდუქციის გასაღება. თუ თქვენ იტყვით რომ ხართ ფოლკლორული ჯგუფი, ეს მსმენელის მოტყუება იქნება.
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 15 2008, 02:48 AM
ravi raca vart is vart erti sityvit.
iq mosuli xalxi gaketebs zaan did siketes da madls da xmerti dalocav yvela iq mosuls.
imitom ro ketili saqmistvis ketdeba es yvelaperi
dxes dxeobit yvela qormatiul pandurze ukravs 99% mainc da ase tu ise me kromatiuli pan duri miyvars.
პოსტის ავტორი: Gruzinski თარიღი: Jan 15 2008, 03:10 AM
კარგი იყო ბიჭები, ჩანაწერი ვნახე ეხლა კარგი კონცერტი იქნება მჯერა.რაც ყველაზე მთავარია კარგ საქმეს აკეთებეთ ეხლაც და ისედაც რომ ამ ქართულ საკრავებზე უკრავთ.
სხვა საკრავებზეც დაუკრავთ კონცერტზე თუ ფანდური,ბასფანდური,სალამური?
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 15 2008, 03:35 AM
მოსმენა მინდა და იქნებ ვინმემ ამიტვირთოს, უცხოეთის სერვერზე, მანდედან არ იტვირთება
პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jan 15 2008, 11:57 AM
chela
ქართულად რატომ არ წერ? მეზარება ლათინურის კითხვა, მობილურშიც მეყოფა
პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Jan 15 2008, 12:54 PM
ციტატა(Didgoreli @ Jan 14 2008, 11:40 PM)
N. R.არ ითვლება
Berikaciმდაა...
კაი მაშინ ჩემი ანსამბლის სოლო კონცერტზე ერთ სიმღერას სოლოს შემოგთავაზებთ გიტარის თანხლებით და როგორ მოგეწონებათ ვნახავ
არ გინდა არა! აი ქრომატიულ ფანდურზე კიდევ შეიძლება.
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 15 2008, 02:14 PM
chela
ვერ დაგეთანხმები იმაში რო 99% ქრომატიულზე უკრავს.ეს ასე ნამდვილად არაა...
და რაც შეეხება სიმღერას ვერ ვიწერ და რატო არ ვიცი
პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Jan 15 2008, 03:30 PM
N. R.
ციტატა
მაგრამ მრავალი საფორტეპიანო ნაწარმოები არის ჩვენი მუსიკალური კულტურის საკუთრებაში.
კულტურა და ფოლკლორი სხვადასხვა რამ არის.
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 15 2008, 03:31 PM
90% xo mainc ukravs qromatiul pandurze?rogor ver gadmocere yvelam gadmocera solo koncertze 5 kaci var t da iqneba 2 panduri 1 salamuri bas panduri da chonguri kai koncerti iqneba gpirdebit yvelas.
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 15 2008, 03:52 PM
chela
გადმოვცერე მარა კომისიას თქმის არ იყოს ეს ფოლკლორი არაა.ეს ცოტა არ იყოს ესტრადას გავს.არ გეწყინოს
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 15 2008, 04:08 PM
rogor polklori ar aris aba mitxari?
kromariuli panduri iseti rame xaxlxurasc daukrav da klasikursac qromatiulze meti gasaqani gaqvs akordebshi da bev rames aacyob da shen egeti daskvna rato gamogaqvs ver vxvdebi ukrav sartot?
estradis ra mogaxseno es chavceret saaxalclot.
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 15 2008, 04:27 PM
chela
არა ფოლკლორში ლექსებიც იგულისხმება და ყველაფერი საერთოდ მარა რაშია იცი საქმე...მაინც ბევრად განსხვავებული მუსიკაა ვიდრე ეგ სიმღერები ადრე სრულდებოდა.ძალიან ბევრი თანამედროვეობაა
თქვენს შესრულებაში.
რაც შეეხება ქრომატიულს:მეტი გასაქანი გიტარასაც აქვს და უფრო მეტ აკორდს აიღებ იქ და დასვავ მარა ქრომატიული ფანდურით და კლასიკური მუსიკით არამგონია
ფოლკლორისტების ყურადღება მიიპყრო მითუმეტეს როცა ამ შესრულებას
ტანამედროვეობის დიდი კვალი აქვს.
მე გირცევდით რო ტუ საკრავებზე დაკვრა გინდათ და ამ განხრით მიდიხართ რასაც ძალიან ვაფასებ,ჯობია ხალხური ფანდური,სალამური თუნდაც,ჩონგური,ჭუნირი დოლი და ასე შემდეგ რა.
უამრავი სიმღერა და კომპოზიციაა აღსადგენი და ჯობიუა ამაზე იმუშაოთ.
მე ვფიქრობ თქვენ რომ ამას მიაწვეთ უფრო დიდი გასაქანი გექნებათ და 5 კაცი ამ პრობლემას მგონი ასე თუ ისე გადალახავს.
ეს ცემი რჩევაა.ამას იმიტო გეუბნები რომ გათანამედროვებული მუსიკა დღეს უამრავად გვაქვს და არავის არ მოსწონს კიდე ახალ ახალი ასეთი კმპოზიცია
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 15 2008, 04:34 PM
me erts vityvi tu tqveni survilia ro moxvidet chven solo koncertze modits da gaaketet sikete me mets arapers davamateb.
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 16 2008, 02:35 PM
yvelam naxet chanaceri?
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 16 2008, 02:46 PM
chela
ციტატა
yvelam naxet chanaceri?
მე პირადად ვნახე
ისე ბილეთი რა ღირს?
პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 16 2008, 02:51 PM
ციტატა
rogor polklori ar aris aba mitxari?
kromariuli panduri iseti rame xaxlxurasc daukrav da klasikursac qromatiulze meti gasaqani gaqvs akordebshi da bev rames aacyob da shen egeti daskvna rato gamogaqvs ver vxvdebi ukrav sartot?
estradis ra mogaxseno es chavceret saaxalclot
ხალხური არის ხალხური და გიტარაზეც შეიძლება კაცმა დაუკრას და რაღად გინდა ქრომატიული ...
ეხ...
1000 ინსტრუმენტია და ჩაანაცვლე ეხლა ყველაფერი ხალხურს და ერთმანეთს...
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 16 2008, 03:24 PM
bileti 5 lari xirs.http://alazani.ge/?act=afisha&id=1 aq daicerebe dro romel saatze iqneba 26 ianvars koncerti.
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 17 2008, 02:21 AM
chela
ციტატა
bileti 5 lari xirs.http://alazani.ge/?act=afisha&id=1 aq daicerebe dro romel saatze iqneba 26 ianvars koncerti.
გაიხარე
თუ შევძელი აუცილებლად მოვალ
ისე შენ რომელი ხარ კვინტეტში ? რა ინსტრუმენტზე უკრავ?
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 17 2008, 02:27 AM
ციტატა(chela @ Jan 16 2008, 09:35 AM)
yvelam naxet chanaceri?
მე ვერ ვნახეე
კი დავიწუწუნე, გთხოვთ ამიტვირთოს ვინმე ღვთისნიერმა უცხოეთის სერვერზეთქო მარა რად გინდა... არა და მაინტერესებს.
დიდგორელი, რა მაქვს შენთან საკამათო?
შენ გასაგონად არ დამიწერია ეხლა ეგა და არ მოგხვდეს გულზე
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 17 2008, 02:36 AM
k@the
ციტატა
დიდგორელი, რა მაქვს შენთან საკამათო? შენ გასაგონად არ დამიწერია ეხლა ეგა და არ მოგხვდეს გულზე
არც მე მაქვს რაიმე საკამათო შენთან
მე რამდენიმე ადამიანის პოსტი მომხვდა ძალიან გულზეეე !!! შენი არა ყოველ შემთხვევაში
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 17 2008, 05:59 AM
suratze grzelo tmiani var pandurze vukrav.
komisia iqneb droc miacro mag apishas da eg aris 17:00 anu 5 saatze iqneba koncerti.
პოსტის ავტორი: salamura-tamta თარიღი: Jan 18 2008, 01:41 AM
სალამური გამიფუჭდაააააა
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 18 2008, 01:43 AM
salamura-tamta
ეტყობა რარაც ჩავარდა შიგნით
ახალს იყდი არაუშავს
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 18 2008, 02:12 AM
Didgoreli
შენ მე მკითხე/.მთელი ზაფხული ვუტრიალეთ მე და მამაჩემმა ჭიბონს მაგრან ვერაფერი ვერ ავაწყვეთ.არამგონია ძაან რთული იყოს მაგრამ დამუღამება უნდა.ისე თუ ისწავლი მერე უნდა მასწავლო უეჭველი
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 18 2008, 02:22 AM
yipiani gio
ციტატა
შენ მე მკითხე/.მთელი ზაფხული ვუტრიალეთ მე და მამაჩემმა ჭიბონს მაგრან ვერაფერი ვერ ავაწყვეთ.არამგონია ძაან რთული იყოს მაგრამ დამუღამება უნდა.ისე თუ ისწავლი მერე უნდა მასწავლო უეჭველი
ეეჰჰ
მაგის სწავლა არ მგონია გამომივიდეს
თან ბიჭო ძაღლი მყავს სახლში და რამდენი დავიწყებ დაკვრას გამოენთება ეგრევე ( ხმა არ სიამოვნებს ბატონს
)! ცალკე ამას ვაწყნარებ , ამასობაში მეფუშება ეს ჭიბონი
მოკლედ შარო საიდან მოდიხარო რაა
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 18 2008, 02:25 AM
yipiani gio
ციტატა
ბოლობოლო სასწავლებელში მოგიწევს მაგის სწავლა
სამწუხაროდ ჭიბონი არ ისწავლება "სასტალებელში"
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 18 2008, 02:27 AM
Didgoreli
ვააა ძალიან ცუდი
არაუშავს ერთად ვისწავლოთ მე და შენ მერე
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 18 2008, 02:28 AM
yipiani gio
ციტატა
ვააა ძალიან ცუდი
არაუშავს ერთად ვისწავლოთ მე და შენ მერე
კაი ბატონო
მასთე იყვეს
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 18 2008, 03:32 AM
ვახ, არა რა kein respekt :D
რა მოხდა ვინმემ ერთი ცალი ფაილი ამიტვირთოს უცხოურ სერვერზე, ან ჯანდაბას http://www.files.ge/-დანაც იწერს ძლივს.
მესამე დღეა ვიხვეწები მოსმენა მინდა მაგ ქრომატიული ფანდურის და ვერ გამოჩნდა კეთილი ადამიანი :rolleyes:
პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Jan 18 2008, 03:45 PM
yipiani gio
ციტატა
შენ მე მკითხე/.მთელი ზაფხული ვუტრიალეთ მე და მამაჩემმა ჭიბონს მაგრან ვერაფერი ვერ ავაწყვეთ.არამგონია ძაან რთული იყოს მაგრამ დამუღამება უნდა.ისე თუ ისწავლი მერე უნდა მასწავლო უეჭველი
რაჭაში ჭიბონი საიდან? გუდასტვირი გექნება შენ
პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Jan 18 2008, 03:47 PM
k@the
მე ვერ გადმოვწერე საერთოდ არადა საქართველოში ვარ
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 18 2008, 03:56 PM
k@the
ციტატა
რა მოხდა ვინმემ ერთი ცალი ფაილი ამიტვირთოს უცხოურ სერვერზე, ან ჯანდაბას http://www.files.ge/-დანაც იწერს ძლივს.
მესამე დღეა ვიხვეწები მოსმენა მინდა მაგ ქრომატიული ფანდურის და ვერ გამოჩნდა კეთილი ადამიანი
დედას ვფიცავარ ცუდი ინტერნეტი მაქვს თორე აგიტვირთავდი
ერთი 3 საათი მოვუნდები და რავიცი რავიცი
პოსტის ავტორი: salamura-tamta თარიღი: Jan 18 2008, 05:17 PM
yipiani gio
ციტატა
ეტყობა რარაც ჩავარდა შიგნითახალს იყდი არაუშავს
ციტატა
ძაღლი მყავს სახლში და რამდენი დავიწყებ დაკვრას გამოენთება ეგრევე ( ხმა არ სიამოვნებს ბატონს )! ცალკე ამას ვაწყნარებ , ამასობაში მეფუშება ეს ჭიბონი მოკლედ შარო საიდან მოდიხარო რაა
მეც მყავს ძაღლი და სალამურის ხმაზე უნდა ნახოთ რეებს შვება კივის ბოლო ხმაზე... მერე ვეღარ ვაჩერებ ხოლმე
ჭიბონი მაგარი საკრავია ძალიან მიყვარს...და სხვათაშორის არც ისე რთული დასაკრავია
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 18 2008, 05:40 PM
salamura-tamta
ციტატა
მეც მყავს ძაღლი და სალამურის ხმაზე უნდა ნახოთ რეებს შვება კივის ბოლო ხმაზე... მერე ვეღარ ვაჩერებ ხოლმე
ჭიბონი მაგარი საკრავია ძალიან მიყვარს...და სხვათაშორის არც ისე რთული დასაკრავია
ხოო ? არ არის რთული?
მაშინ მასწავლე დაკვრა
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jan 18 2008, 05:48 PM
misdevs mela loms
Didgoreli
არაუშავს. თქვენ დადებულებს ვიწერ ხოლმე, ღამე კარგათ მოაქვს ქართული სერვერებიდან
მარა ეგ რა სერვერია ვერ გავიგე, თან აქ რო ამბავი იყო დამაინტერესა რა არის ეგეთითქო.
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 18 2008, 06:51 PM
26 იანვარს ჩემი ძმის ჯვრისწერაა
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 18 2008, 08:32 PM
დეტაურად რითი განსხვავდება ჭიბონი და გუდასტვირი?
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 18 2008, 09:56 PM
misdevs mela loms
არა ჭიბონი მაქ ძალიან ძველი.აწარაში მაჩუქეს
komisia
ფაქტიურად არაფერში განსხვავდება მგონი გარდა ვიზუალურისა
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 18 2008, 09:57 PM
komisia
ვაააა მაგარია.ესეიგი ვერ ესწრები კონცერტს?
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 18 2008, 10:02 PM
komisia
ციტატა
26 იანვარს ჩემი ძმის ჯვრისწერაა
ვააა ხო არ გვპატიჟებ?
მუზიკანტები არ გინდა?
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 18 2008, 10:04 PM
komisia
ციტატა
დეტაურად რითი განსხვავდება ჭიბონი და გუდასტვირი?
გუდასტვირი შედარებით დიდია ჭიბონზე
შესაბამისად სხვა ჟღერადობა აქვს მგონი
და კიდე მგონი ზედა ბგერების ნახვრეტები მარცხენა მხარეს აქვს
გაიგე ხოო?
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jan 18 2008, 10:06 PM
Didgoreli
ხი ისე მზად ვიქნები მაინც,რაიცი რა ხდება
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 18 2008, 10:24 PM
Didgoreli
ციტატა
მუზიკანტები არ გინდა?
დოლ-გარმონი გააქვს ძმაო რო ბლატაობ?
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 18 2008, 10:25 PM
yipiani gio
Didgoreli
გავიგე ოღონდ მართლა
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 18 2008, 10:26 PM
komisia
ციტატა
გავიგე ოღონდ მართლა
კარგია
ისე მე ტყუილა მედო სახლში და ჩავიტანე ბიჭებს მივეცი
ვერფერი გავუგე
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 18 2008, 10:28 PM
komisia
ციტატა
დოლ-გარმონი გააქვს ძმაო რო ბლატაობ?
ოოო დოლ-გარმონი არ მაქვს , მარა ჭიბონი მაქვს რომელზეც ვერ ვუკრავ ! წავა?
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 18 2008, 10:32 PM
Didgoreli
ციტატა
ოოო დოლ-გარმონი არ მაქვს
სირცხვილი და თავის მოჭრა!
ციტატა
წავა?
აბა აქედან როგორ გითხრა, მომასმენინე როგორ ვერ უკრავ რომ შეგაფასო...
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 18 2008, 10:36 PM
komisia
ციტატა
აბა აქედან როგორ გითხრა, მომასმენინე როგორ ვერ უკრავ რომ შეგაფასო...
აბა როგორ გითხრა? აი ძალიან მაგრად საშინლად ვუკრავ რა
თუმცა ისე შემიძლია მაგიდაზე რამე დოლის პარტია დაგიკრა
არც ეგ წავა ?
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Jan 18 2008, 10:38 PM
Didgoreli
ციტატა
თუმცა ისე შემიძლია მაგიდაზე რამე დოლის პარტია დაგიკრა
მაგას მეც ვუკრავ კაცო...
რამე ისეთი რაა, განსხვავებული...
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 18 2008, 10:39 PM
komisia
ციტატა
მაგას მეც ვუკრავ კაცო...
რამე ისეთი რაა, განსხვავებული...
მეტი რავი აბა
ტაშს ვუკრავ საკაიფოდ !!!
პოსტის ავტორი: chela თარიღი: Jan 19 2008, 12:43 AM
26 ianvars akaki xoravas darbazshi gelodebit 6 saatze cinascar madlobas gixdit.komisia im apishas miacere ra gtxov 6 saati
პოსტის ავტორი: salamura-tamta თარიღი: Jan 19 2008, 12:46 AM
Didgoreli
ციტატა
ხოო ? არ არის რთული? მაშინ მასწავლე დაკვრა
აუცილებლად!
პოსტის ავტორი: salamura-tamta თარიღი: Jan 19 2008, 12:53 AM
ციტატა
დოლ-გარმონი გააქვს ძმაო რო ბლატაობ?
ციტატა
დოლ-გარმონი არ მაქვს , მარა ჭიბონი მაქვს რომელზეც ვერ ვუკრავ ! წავა?
გარმონზე გამახსენდა გარმონი მე მაქვს მარა იმხელა სულ არ ვარ
კი ვეჭიდავები მარა იავიცი იავიცი
ისიც მეჭიდავება...
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 19 2008, 10:44 AM
salamura-tamta
ციტატა
კი ვეჭიდავები მარა იავიცი იავიცი ისიც მეჭიდავება...
ასეა აბააა
ურთიერთ ჭიდაობით წარმოიქმნება იდილიაა
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 19 2008, 10:45 AM
salamura-tamta
ციტატა
აუცილებლად!
აა , ესეიგი შევთანხმდით ? მომწერე აბა შენი სკაიპი PM-ში და იქ მოვილაპარაკოთ უფრო დაწვრილებით
პოსტის ავტორი: salamura-tamta თარიღი: Jan 19 2008, 01:03 PM
ციტატა
აა , ესეიგი შევთანხმდით ? მომწერე აბა შენი სკაიპი PM-ში და იქ მოვილაპარაკოთ უფრო დაწვრილებით
არადა ჭიბონის ხელა სულ არა ვარ
ისე მერე რა 2სალამურნახევარი თუ ვიყავი მესამე კლასში ვერ ვუკრავდი თუ რა
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)