თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფოლკლორი _ თუთარჩელა

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Jun 23 2007, 12:09 PM

ძალიან მაინტერესებს ერთი რამ. თუთარჩელა გაორმაგებული ხმებით მღერის თუ მეჩვენება?
აქ საბედნიეროდ არის თუთარჩელას ერთ-ერთი წევრი და გაგვცემს პასუხს wink.gif

პოსტის ავტორი: Cecxladze I თარიღი: Jun 23 2007, 05:42 PM

misdevs mela loms
ხოო კარგი თემა გაგიხსნია ძამიკო.

რომელია ანსამბლ თუთარჩელას წევრი?

და ეხლა ამჟამად რას აკეთებენ? როგორ რეპერტუარზე მუშაობენ ძალიან საინტერესოა არა?

პოსტის ავტორი: misdevs mela loms თარიღი: Jun 23 2007, 11:06 PM

Cecxladze I

ციტატა
ხოო კარგი თემა გაგიხსნია ძამიკო.

wink.gif

ციტატა
რომელია ანსამბლ თუთარჩელას წევრი?

დოროთეა


ეს თემა იმიტომ გავხსენი რომ მაინტერესებს, რატმ მღერიან გაორმაგებული ხმებით.
როგორც ვიცი ეს ეწინააღმდეგება ქართული ფოლკლორის კანონიკას

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Jun 23 2007, 11:09 PM

ციტატა(misdevs mela loms @ Jun 23 2007, 10:06 PM) *

Cecxladze I

wink.gif
დოროთეა
ეს თემა იმიტომ გავხსენი რომ მაინტერესებს, რატმ მღერიან გაორმაგებული ხმებით.
როგორც ვიცი ეს ეწინააღმდეგება ქართული ფოლკლორის კანონიკას



არ ვიცოდი თუ გაორმაგებული ხმებით მღეროდნენ, და ვიცი ბევრი სიმღერა, რომელსაც ეგრე არ მღერიან

პოსტის ავტორი: ABRAMA თარიღი: Jun 23 2007, 11:17 PM

არ მომისმენია ჯერჯერობით

პოსტის ავტორი: Revaz თარიღი: Jun 24 2007, 02:20 PM

დააგდეთ აბა თუ გაქვთ მაგათი სიმღერები

პოსტის ავტორი: Cecxladze I თარიღი: Jun 25 2007, 01:06 PM

ხოო გაორმაგებული ხმებით არც მე არ მომისმენია.

თუმცა მე მოსმენილი მყვანან მაგრამ არა გაორმაგებულით.
თუ მომასმენინებთ კარგი იქნება.იქნებ დოროთეს ვთხოვოთ და დაგვიდოს რამე გაორმაგებული ხმებით ნამღერი არა?

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Jun 25 2007, 01:11 PM

თავიდან მგონი გაორმაგებული ხმებით მღეროდნენ, მაგრამ ეხლა არა მგონია!!!

მომწონს ანსამბლი თუთარჩელა!!! smile.gif

პოსტის ავტორი: nataaa თარიღი: Jul 20 2007, 06:28 PM

მე მომისმენია და ნამდვილად გაორმაგებული ხმებითმგერიან. unsure.gif

პოსტის ავტორი: G A B O თარიღი: Jul 20 2007, 06:42 PM

გაორმაგებული არა მომრგვალებული ხმებით laugh.gif

პოსტის ავტორი: doroTea თარიღი: Aug 19 2007, 02:46 PM

მოგესალმებით smile.gif
ბოდიში, რომ აქამდე ვერ მოვახერხე და ვერ შემოვედი ამ თემაში.

ცოტაოდენ ინფორმაციას მოგაწვცდით ქალთა ანსამბლ "თუთარჩელას" შესახებ და მერე იმ პრობლემასაც შევეხები, რომლის მიზანიც ამ თემის გახნა იყო.

ანსამბლი "თუთარჩელა" შეიქმნა ქ.რუსთავში 2004 წლის დასწყისში, თამარ ბუაძის ხელმძღვანელობით. ანსამბლი 13 წევრისგან შედგება და უმრავლესობა პროფესიით მუსიკოსია - საგუნდო-სადირიჟორო სპეციალობით.

"თუთარჩელას" რეპერტუარში არის საქართვლოს თითქმის ყველა კუთხის სიმღერები. ამ ანსამბლის შექმნის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ლაზურ ფოლკლორს დაეკისრა, რომლიც უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის კურთხევთ პირვანდელ სახეს უნდა დაბრუნებოდა.

ანსამბლის ხელმძღვანელის დიდი შრომის შედეგი იყო, რომ შექმნიდან 5 თვეში ჩაიწერა I დისკი,სადაც შევიდა ყველა კუთხის 23 სიმღერა, რომლეთაგან 14 ლაზურია. ეს ლაზური სიმღერები თამარ ბუაძის დამუშავებულია, რომლებიც ერთ ხმაში ჩაიწერა ლაზი ქ-ნ ნაზი მემეშიშისაგან. თამარმა თავისი ინტერპრეტაციით დაამუშავა და ამ სიმღერის პირველი გაჟეღრება კონსერვატორიაში, ფოლკლორის კათედრაზე მოხდა, ცნობილ ფოლკლორისტ ბ-ნ კუკური ჭოხონელიძესთან. მან მოიწონა და რჩვებიც მოგვცა.

ანსამბლი საწყის ეტაპზე მუშაობდა კლასიკურ რეპერტუარზეც, რამეთუ როგორც ავღნიშნე პროფესიონალი მუსიკოებისგან შედგება, მაგრამ ბოლო პეროდში მთელ თავის შემოქმდებითი დრო ფოლკლორს დაუთმო.

ა.წ.მაისში გამოვიდა "თუთარჩელას" II სდ "თუთარჩელა ლაღობს" smile.gif
ამ სდ-ში ძირითადად დასავლეთის (აჭარა,გურია,რაჭა) სიმღერებია შესული.

ანსამბლი "თუთრაჩელა" მაისში მიწვეული იყო შვეიცარიის ქალაქ ვინტერტურში, ამავე ქალაქის ქალთა ანსამბლ "ზინგფრაუერის" მიერ. საკმაოდ წარმატებული გამოვსლები ჰქონდა და სამომავლოდაც არის დაგეგმილი ფოლკლორის ფესტივალზე ჩვენი მიწვევა .





პოსტის ავტორი: doroTea თარიღი: Aug 19 2007, 03:07 PM

"თუთარჩელა" შვეიცარია-ურნეში







სურათს ვერ ვამაგრებ sad.gif
როგორ ხდება აქ სურათის ჩასმა

პოსტის ავტორი: doroTea თარიღი: Aug 19 2007, 03:49 PM

Didgoreli
დიდი მადლობა smile.gif

მოკლედ, ურნეში smile.gif
IPB-ს სურათი

ისევ ურნეში, ანსამბლ "ზინგფრაუერთან" ერთად.
მათთან ერთად ვასრულებდით რამოდენიმე სიმღერას, ძალიან მოსწონდათ ლაზური "ჰეია მოლი" და "ელე-მელე კისმეთი".
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Aug 19 2007, 03:58 PM

doroTea
ძალიან კარგი სურათებია wink.gif დიდი მადლობა რომ გარკვეული ინფორმაცია დადეთ თქვენს ანსამბლზე wink.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 19 2007, 08:02 PM

რამე რომ იყოს ჩანაწერს არ დადებთ?
შეაფასოს ერთი კომისიამ...

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Berikaci თარიღი: Aug 20 2007, 01:12 PM

ციტატა(komisia @ Aug 19 2007, 07:02 PM) *

რამე რომ იყოს ჩანაწერს არ დადებთ?
შეაფასოს ერთი კომისიამ...

IPB-ს სურათი


http://mamuli.net/music/bpg/publication_view.asp?InfoID=11648&iabspos=5&vjob=vsub,43&vtkid= ა ბატონო! მარა ვერ გადმოწერ. sad.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Feb 7 2008, 06:07 PM

http://alazani.ge/index.php?act=showteam&id=23&j=0

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Feb 8 2008, 09:37 PM

მშვენიერი თემააა

პოსტის ავტორი: buta თარიღი: Feb 8 2008, 10:57 PM

ხო კაი თემაა, ეხა გადმოვწერე სიმღერები და სიამოვნებით უსმენ. wink.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Feb 9 2008, 12:12 AM

yipiani gio

ციტატა
მშვენიერი თემააა

თემას რას უყურებ შენ, გადმოიწერე სიმღერები და გამოთქვი შენი აზრი ანსამბლზე tongue.gif

მოკლედ ოფი რომ არ ჩააგდო არ შეგიძლია რა laugh.gif

buta
ციტატა
ხო კაი თემაა, ეხა გადმოვწერე სიმღერები და სიამოვნებით უსმენ.

wink.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Feb 9 2008, 02:39 AM

komisia
ეს სიმღერები მქონდა ისედაც უბრალოდ რამოდენიმე ახალი გავჩითე.მე კაი ხანია ამ ანსამბლს რო ვუსმენდი.
Didgoreli
შორს ჩემგან ოფფფ ებიbiggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: kolxetis asuli თარიღი: Jul 10 2008, 11:26 PM

ეს ის ანსამბლია რომელიც უზომოდ მიყვარს,ოღონდ მართლა! არ ვაჭარბებ! ყოველდღე ვუსმენ მათ სიმღერებს უდიდესი სიამოვნებით! მინდა მათ წარმატებები ვუსურვო და უფლის წყალობა არ მოკლებოდეთ! გენაცვალეთ ყველას! wub.gif 2kiss.gif madlioba.gif

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Sep 25 2008, 11:38 PM

ასე უნდა ამ თემას ჩაძირვა? მაისის შვეიცარია-გერმანიის ტურნედან მაინც გაიხსენეთ და მოყევით რამე თქვენი თემის დამამშვენებელი. დალი, ჯერ შენ გელიsmile.gif თუ ანსამბლიდან სხვამ დაგასწრო, მთლად უკეთესი smile.gif

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Oct 29 2008, 12:29 AM

მე მომწონს ეს ანსამბლი და დიდ წარმატებებს ვუსურვებ toast.gif
yipiani gio
რამდენადაც ვიცი ეს ანსამბლი ცანგალა და გოგონასაც მღერის და შენ ხომ არ გაქვს შემთხვევით რომ დადო

პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Feb 12 2009, 12:56 AM

მე დიდად არ მხიბლავს ეს გუნდი
ბევრად ჯობია მზეთამზე, ნანინა და კონსერვატორიის სტუდენტთა ანსამბლი

პოსტის ავტორი: doroTea თარიღი: Jul 5 2009, 01:43 AM

დიდი მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის smile.gif

gurulo

მიზეზები თუ შეიძლება და შემდგომში მაქსიმალურად ვეცდებით თქვენს მოხიბლვას... a075.gif

პატივისცემით "თუთრაჩელას" ერთ-ერთი წევრი smile.gif

P.S. ისა და... საზამთრო უფრო გიყვარს, თუ მარწყვი?! a075.gif

პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Jul 5 2009, 12:46 PM

doroTea
პიროვნულად არავის ვეხები და იმედია პიროვნულ შეურაცყოფად არ მიიღებ

ტაქს, კარგია როდესაც ცდილობ წარმოადგინო სიმღერები და ცეკვები ისე როგორც ყოფაში იყო, სცენაზე თავისუფლად იყო, მარა მაგ საქმეს იქ აღზრდა ან მინიმუმ პროფესიონალიზმი უნდა. პროფესიონალიზმში მუსიკალური განათლება და ხალხური სიმღერების არანჟირება არ იგულისხმება. იმედია ფოლკლორის განვითარებაზე არ აქვს პრეტენზია გუნდს.

თქვენ მიერ ნამღერ სიმღერებში არა ჩანს იმ კუთხის დამახასიათებელი მანერა, ჟღერადობა, კოლორიტი.. ყველა სიმღერას ერთნაირად ჰარი-ჰარალეზე მღერით. უამრავი დაბალ დონეზე გადაბმული სიმღერები... მოკლედ მთელ ხასიათს უკარგავთ სიმღერას, ეგ უკვე აღარაა ხალხური. ხმის სიძლიერე არ ნიშნავს კარგ ნამღერს, სისასტიკეა ხალხურ სიმღერაში ხმების გაორმაგება. რანაირად გამოდის თავისუფალი ნამღერი? კაცი დაშტამპულად მღერის. სწორედ ამიტომ არ შეიტანა ფოლკლორის ცენტრმა თქვენი სიმღერები ქართლის საღამოს დისკში. კიდე ერთ ფაქტს მოგიყვან ბოლო კონცერტიდან, აი გურულ-იმერული პოპური რო გააკეთეთ 2 კრიმანჭულს რა ამღერებდა ერთად და თანაც სხვადასხვა მელოდიით?...

იუმორი კიდე, ბევრს შეიძლება ეცინება, მარა ძალიან დასახვეწი გაქვთ. არ შეიძლება ყველა სიმღერის ტექსტში გოგოს აშლევინო ხელ-ფეხი, მარტო იმიტო რო რაღაც ინტრიგა ჩააგდო სიმღერაში და ხალხი გააცინო.

თქვენ რომ ფოლკლორში ერკვეოდეთ, ძველ ჩანაწერებს უსმენდეთ და კომპოზიტორების ზეგავლენისგან გამოხვიდოდეთ მაშინვე მიხვდებოდით ყველაფერს, მარა ვიცი მაგაზე მეტი არავის არ უსწავლებია თქვენთვის და რაც გესმით ეგ გგონიათ ნაღდი. კარგი იქნება თუ წაიკითხავთ ფოლკლორულ ნარკვევებს, მოუსმენთ ძველ ჩანაწერებს და თან გააანალიზებთ, მერე კი თქვენ ნამღერს გადახედავთ



ციტატა(doroTea @ Jul 5 2009, 01:43 AM) *

შემდგომში მაქსიმალურად ვეცდებით თქვენს მოხიბლვას... a075.gif

თუთარჩელას გოგოები აქამდეც მხიბლავდნენ biggrin.gif
ციტატა(doroTea @ Jul 5 2009, 01:43 AM) *

P.S. ისა და... საზამთრო უფრო გიყვარს, თუ მარწყვი?! a075.gif

ორივენიცაa075.gif

P.S. უბრალოდ კითხვას ვუპასუხე, არ მიყვარს ტყუილი

პოსტის ავტორი: sircxvilia თარიღი: Jul 31 2009, 03:20 AM

რას ნიშნავს ამ ანსამბლის სახელი? smile.gif ძალიან კარგები ხართ სურათებზე ჩანაწერი არ ვიცი სამწუხაროდ ვერ გამაცნობთ?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)