კეთილო ხალხო დამეხმარეთ!!!ხალხური სიმღერების ტექსტები თუ ვინმემ იცით ატვირთეთ. ნებისმიერი სიმღერის. მადლობთ წინასწარ
შატილის ასულო
შატილის ასულო, ლერწამო ტანითა,
ტოლებში აგარჩევ ვაჟკაცის ხელითა
შატილის მთებიდან თუშეთში წაგიყვან
კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა
ბორბალოს მწვერვალზე ამ მკერდით გატარებ
ავდარში დაგიცავ მეცხვარის ნაბდითა
ცის ნამის ნაჟურით დაგიბან მაგ თოლებს
შეგამკობ პირიმზის ნაქარგი კაბითა
წარბები აფრენილ ორბის ფრთებს მიგიგავს
ეგ შენი ღიმილი ცის ელვა მგონია
თოლები, თოლები, დაგიბრმეს თოლები
ვგიჟდები რა კარგი თოლები გქონია
თუ გინდა ქალაუ, რომ გახდა შენ ჩემი
წყაროზე მარტოკა ნუ ჩახვალ ხელსურით
მოგიტაცს ქალაუ მგლის მუხლა ჩეჩენი
ან ორბის თვალება არხოტის ხევსური
შატილის ასულო, ლერწამო ტანითა,
ტოლებში აგარჩევ ვაჟკაცის ხელითა
შატილის მთებიდან თუშეთში წაგიყვან
კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა
მადლობ დათო
მგონი მხევალი ნინოც გვიმზადებს რაღაცას
ბინდისფერია სოფელი
ბინდისფერია სოფელი თანდათან უფრო ბინდდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება
რა არის ჩვენი სიცოცხლე ჩიტივით გაგვიფრინდება
ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახი აბიბინდდება
იმასაც მოკლედ უვლია, ვის გრძლად ეგონა იარა
თოფს ჟანგი შესჭამს, ჟანგს - მიწა, კაცის გულს - დარდი-იარა
მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს
ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად, სხვას არა წაუღია-რა
ლექსო ამოგთქომ ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე
და შენ კი ჩემდა სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე
მოსთქომდნენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმაზე ყვებოდნენ
ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე
მოსთქომდნენ ჩემებრ სწორები, ფანდურის ხმაზე ყვებოდნენ
სახლო არ დაინგრეოდე, ცოლო არ გასთხოვდებოდე
madlob daTo
სატრფიალო - იბერეთი
ქალავ შენი სილამაზე არვის არ შეადარო
მთაში შვლის ნუკრს ემსგავსები, ბარში - ბულბულს, იადონს
შენზე ფიქრში წლები გადის უშენობა მერევა
სანამ ჩემად არ გიგულებ, დარდი არ დამელევა
ცხორს გავხედავ თან წამიღებს, ქალავ, შენზე ფიქრები
სიზმრად მაინც თუ არ გნახე დარდიანი ვიქნები
ნეტავ როდის მეღირსება შენს ბაგეზე ვტკბებოდე,
არავისთვის არ მეგალოს, მარტო შენ გიმღეროდე
იალაღზე ცხორს გავშლი და გადავცქერი მთა-გორებს
ყოველ დილით მზის ამოსვლა მხოლოდ შენ თავს მაგონებს
ცხადში ვარ თუ სიზმარში ვარ, მე შენ გამო ვილევი
თუ შენ ჩემი არ გახდები, მართლა გადავირევი
P.S. ბოდიში ირაკლი, თანდათან ვკრიფავ (ერთად მაგიტომ ვერ ვდებ)
P.P.S. ქართულ ხალხურ სიმღერებს შემოევლოს ჩემი თავი!!!
მრავალჟამიერი
მრავალჟამიერ
გოგოვ გგოვ ფაციაოი ნანაიდა ჯილველოი ნანაიდა
თეთრი კაბა გაცვიაოი ნანაიდა ჯილველოი ნანაიდა
გოგოვ შენი ქმარდეი ვნახე ნანაიდა ჯილველოი ნანაიდა
ი რა ბლაყვი კაციაოი ნანაიდა ჯილველოი ნანაიდაა
მის: ნინაი ნანოი ნანოი ნინაი ნანაიდა ჯილველოი ნანაიდა_2-ჯერ
ჭამეს უკან მინარეოი ნანაიდა,ჯილველოი ნანაიდა
ფაცია ვნახე მზინარეოი ნანაიდა,ჯილველოი ნანაიდა
გოგოები ფუნდრუკობენ ნანაიდა ჯილველოი ნანაიდა
მოდი ვნახოტ რავარიაოი ნანაიდა ჯილველოი ნანაიდა
მის: ნინაი ნანოი ნანოი ნინაი ნანაიდა ჯილველოი ნანაიდაა_2-ჯერ
კარკუჭში ჩამაიყვანეს ქალი ლამაზი თმიანი,
შვიდი მაყარი თან მაიჰყვა შვიდსავე ცხენოსნიანი,
არ მოიშალა ლამაზმან შავი ტოლების Bრიალი,
წყაროს პირთან რომ მივიდნენ,დადგა ხანჯლების ტრიალი.
ქალმან თქვა ახალგაზრდასა გიმილითშავეპარები,
მავაკვლევინებ წყურვილსაი ახლოს არ გავეკარები,
მის: ბევრჯერ ვყოფილვარ მაყარში,ბევრსაც ვარ გადანაყარი,
ის კი არ გამიგონია,დედოფალს კოცნის მაყარი.
პირმან დაგლოცათ ღვთისამან, ნაწილმან ბარძიმისამან
ალავერდს წმინდა გივარგიმ, ქალაქში სივანისამან
ღმერთო ნუ მოშლი ამ სახლში ლხინსა და გახარებასა,
ვაჟების ქორწინებასდა ქალების გასტუმრებასა
შენმა სურვილმა დამლია,
შენზედ ფიქრმა და სევდმა,
შორს წასვლამ ხშირად გაყრამა,
გულის თვალებით ხედვამა_2ჯერ
ცოცხალს შენამფენ გულზედ ვარდს,
ავდარია თუ დარია,
საფლავშიც შენზედ ვიფიქრებ,
შენგნით ვიცოცხლებ დარია
ქალს ერთი უნდა უყვარდეს,
და არა მთელი ფარაო,
მეც ერთი მიყვარს ამ ქვეყნად,
მიყვარს და არცა ვმალავო.
დილით მზე ამოსულიყო
შენ ამაუსწარ წინაო,
თუ ჩემი ნდობა არაა გაქვს,
ნეტავი მაცოდინაო.
შენ დამიტირე ლამაზო,
შენი შავისა თვალითა,
თუ ვერა გნახავ დავდნები,
როგორც მთის თოვლი ნამითა.
წარბები გადაგხატვია,
გიმშვენებს ორსავ თოლებსა,
ტანი ალვის ხეს მიგიგავს,
სახე გაბადრულმთვარესა.
აგერ იმ მთაზედ ყორნები
ბუდობენ არ იშლიანოი,
არ შამაგხედოი ქალაოი,
თოლნი არ დაიშლიანო
გაიხარეთ
დავდივარ,დაგეზებ გეზახი,
მეგზურად გამომყვა დილის მზე,
სადა ხარ შენ ჩემო პატარა,
ლამაზო ყვავილო პირიმზე.
მის:ვეძიე მინდვრებში ჭალებში,
ახლა მთებს მივყვები ბილიკზე,
სადა ხარ შენ ჩემო პატარა,
ლამაზო ყვავილო პირიმზე.
ვინ მეძებს აქა ვარ ბუჩქებში,
მზე მათბობს ნიავი მანაზებს,
მზეს სევტრფი სიცოცხლეს შევხარი,
ვუღიმი გოგონებს ლამაზებს.
მის:მივედი ალისფერ ყვავილთან,
დავხედე ვიცანი გიმილზე,
და მერე ჩურცულით ვუთხარი,
ჩემი ხარ მაკოცე პირიმზე
ვაჟკაცო მთაში გაზრდილო იალაღზედა,
დაგმშვენებია ქართული ჩოხა ტან-ზედა,
ვეფხვივით შეინავარდე მაღალ მთაზედა,
დაგეფინება ყვავილი გზა და კვალზედა.
ქალავ გაზაფხულის ვარდსა დაედარები,
შენ კი მორცხვობ და ჭაბუკსა არ ენახვები,
გაუხსენი სიყვარულსა გულის კარები,
გაეთამაშე გაშალე კოხტა მკლავები
შენ მახველ
შენ მახველ მზეც ამავიიდა,
მეც აქ მაქვს შავდი თოლვიილი,
შენ წახველ და მზეც წავაალის
ვარდი დააჭკნება ყოილიი,
მინდვრიდან მახველ შენ ქალო,
ამამავალი მზე ხაარო,
ნეტა იმ ვაჟის დედაასა
ვის სახლშიც შენაი ყვეხაარო.(გუნდი იმეორებს)
წარბები გადაგხატვიია,
გიმშვენებს ორთავ თოლეებსა.
ტანი ალვის ხეს მიგიიგავს,
პირი გაბადრულ მთვარესაა.(2 ჯერ)
ჰაიმ მთაზედა ყორნეები,
ბუდობენ არ იშლიიაანო.
არ შამაგხედავ ქალაო
თოლნი არ დაიშლიანოოო!!!
მთაში სალამურს ვაკვნესებ,
რომ ვერა გხედავს თვალები,
დავდივარ თვალებს ვაცეცებ,
თვალსი გამიჩნდა გარები,
ჰეიდა დავდივარ თვალებს ვაცეცებ
თვალში გამიჩნდა გარები.
ცხვარს რომ გავრეკავ მთაშია,
შენ მელანდები თვალშია,
ნეტაი გამაგებინა,
რაგიზევს გუნებაშია
adamis_nekni
ეგ სიმღერა გაქ?
აუ, რა მაგარია.მადლობა ყველას,ვინც ამის დაწერაში წვლილი შეიტანა
გული
როგორც ჩიტი გალიაში, როგორც მუჭში პეპელა,
ფრთხიალებ და ჩუმად ფეთქავ, სიცოცხლის სანთებელა,
რა ბედის ხარ, რა ვარსკვლავის, სულ შენა ხარ სამიზნე,
ნურცერთ ისარს ნუ აიცდენ, გულო, სანამ გამიძლებ.
თვითონ ღმერთი, წამებული, შენ ერთს გწყალობს ისევე -
მხოლოდ გულში განისვენებს, მხოლოდ გულში ისვენებს.
გულო, სანამ გული გქვია, გულო, უნდა მტკიოდე.
გულო, უნდა მიერთგულო, მიმყვე საიქიომდე.
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ,
ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ…
შოთა ნიშნიანიძე
არხოტო, სამშობლო
ჯიხვ -არწივების ბინაო
შენს მტერსამც შამაკლა
შენს მკერდზედ დამაძინაო.
თოლვილი კი არააა ''მეც აქ მავშავდი ქოლვილი
მაგრამ,მაინც დაგიდგენ ზუსტად
ვაშლი მქონდა წითელი/გადავცვალე ბიაში/ნენევ რა კარგი გოგოები ხართ/გენაცვალეთ ყიაში/ნანნანინაი ნინაი ნანოი ნანნანინაი ნინაოი_2ჯერ/ბიჭოუ ბიჭოუ ალექსაა/ნუ უყურებ ქალებსა/დიგინახვენ პატრონები/დიგიგლისვენ თვალებსა/ნანნაი ნინაი ნინაი ნანოი ნანნაი ნინაი ნინანო_2ჯერ
რა უნდა შავი მიმინო,
რა სულ ჩემს ცაზე ტრიალებს?
ვერც საით ტყვია მოვარტყი,
ვერც ისრით გავატიალე...
თუნდ ბროლის კოში ამიგე,
თუნდ ერდო გადამისარკე,
ერთხელაც ჩამამიქროლებს,
წამიღებს შავი მთისაკე...
ვერც დედის მოთქმა მიშველის
და ვერც თოფის ხმა მამისა,
ზედ მკერდზე ამიყოვდება
შავი ყვავილი ღამისა...
მანამ კი მტრების საჯავროდ
ბევრჯერ ვიფეთქებ! ვიალებ!
რა უნდა შავი მიმინო
რა სულ ჩემს თავზე ტრიალებს?
ვერც საით ტყვია მოვარტყი,
ვერც ისრით გავატიალე!...
გადი-გამოდი გუთანო
ღირღიტავ ბანი უთხარო
სახნის-საკვეთი გაუსვი
რომ კაჭახს ძირი უთხარო
შენი ჭირიმე გუთანო
მაგ შენი მრუდე ყელისა
შენა ხარ პურის მომყვანი
დამძველებელი ქერისაო
ჰარი ჰარალე ჰარალო
ჰარალი ჰარი ჰარალო
ღრუბლები დაფარფატობენ
როგორც შარბათით მთვრალები
მალ-მალ ნუ მხედავ გეყოფა
დაბლა დახარე თვალები
შენ შემოხედვას ნატრულნი
შურით შემხედვენ ქალები
ფიქრმა დაღალა ვაჟკაცი
დაღალა მხრებში დახარა
შენა ხარ ჩემო ძვირფასო
ფიქრმა სალი კლდეც დაღარა
დაღარა დაანაოჭა, ზედ ყოილ აღარ ახარა
ბახტრიონიდან გიცქერი,ლამაზო თუშის ქალაო
მე გული გადაგიშალე შენ პასუხსაც მალავო
ქალო მითხარი შენი ვარ,გული არ დამეხურება
მთას თუ მზის სხივი ანათებს,ნისლით არ დაიბურება
ძნელი ყოფილა ტიალი ქვეყნად სურვილი ქალისა
წინ წყარო
წინ წყარო ჩამოვიარე_წინ წყარო
ბიჭო და,წინწყარო ჩამოვიარე
წინ შემხვდა ქალი ლამაზი_წინ შემხვდა
ბიჭო და კოკა რომ ედგა მხარზედა
სიყვა უთხარ და იწყინა_სიტყვა უთხარი
ბიჭო და, განრისხდა გადგა განზედა
წინწყარო ჩამოვიარე_წინ წყარო
ბიჭო და, წინწყარო ჩამოვიარე
თუშური სატრფიალო
ღრუბლები დაფარფატობენ
როგორც შარბათით მთვრალები
მალ-მალ ნუ მხედავ გეყოფა
დაბლა დახარე თვალები
შენ შემოხედვას ნატრულნი
შურით შემხედვენ ქალები
ფიქრმა დაღალა ვაჟკაცი
დაღალა მხრებში დახარა
შენა ხარ ჩემო ძვირფასო
ფიქრმა სალი კლდეც დაღარა
დაღარა დაანაოჭა, ზედ ყოილ აღარ ახარა
ბახტრიონიდან გიცქერი,ლამაზო თუშის ქალაო
მე გული გადაგიშალე შენ პასუხსაც მალავო
ქალო მითხარი შენი ვარ,გული არ დამეხურება
მთას თუ მზის სხივი ანათებს,ნისლით არ დაიბურება
ძნელი ყოფილა ტიალი ქვეყნად სურვილი ქალისა
თუშური სატრფიალო
ღრუბლები დაფარფატობენ
როგორც შარბათით მთვრალები
მალ-მალ ნუ მხედავ გეყოფა
დაბლა დახარე თვალები
შენ შემოხედვას ნატრულნი
შურით შემხედვენ ქალები
ფიქრმა დაღალა ვაჟკაცი
დაღალა მხრებში დახარა
შენა ხარ ჩემო ძვირფასო
ფიქრმა სალი კლდეც დაღარა
დაღარა დაანაოჭა, ზედ ყოილ აღარ ახარა
ბახტრიონიდან გიცქერი,ლამაზო თუშის ქალაო
მე გული გადაგიშალე შენ პასუხსაც მალავო
ქალო მითხარი შენი ვარ,გული არ დამეხურება
მთას თუ მზის სხივი ანათებს,ნისლით არ დაიბურება
ძნელი ყოფილა ტიალი ქვეყნად სურვილი ქალისა
აუ ქავთო შენ გაიხარე!!!! რამდენი ხანია ოროველას ტექსტს ვეძებ
''ბახტრიონის'' სიმგერის ტექსტის დაწერა ვინ დამასწროოო
მაგრამ ბოლომდე არ გიწერიაააა
ძნელი ყოფილა ტიალი
ქვეყნად ყოილი ქალისა
ყოფილა სულის მომკვლელი
დამათრობელი გულისა
მზეო ამოდი ამოდი
და ჩაეხუტე ქალს
ჩაეხუტე და გათბე
აღარ გაყვება სხვას
გულს ჩამისახლდი ქალაო
ღმერთი გფარავდეს უფალი
მოვდივარ მთების გულიდან და
ლაღი და თავისუფალი
ალალმე,ალალმე,ალალმე ქალავ ალალმე-2ჯერ
გულს ხატად დაგესვენები
ნაწნავს გაგიშლი ველადა
გამაფრენ გამამიტაცებ და
დასადაგ დასაწველადა
ალალმე, ალალმე, ალალმე ქალავ ალალმე-2ჯერ
ეგ არის ჩემი ოცნება
მოსული მაღლის მთებიდან
ქარს მივცე შენი მანდილი
დავბნელდე შენის თმებითა
ალალმე,ალალმე,ალალმე ქალავ ალალმე-2ჯერ
ოცნება ოცნებად დარჩეს,
რასაც შენ ფიქრობ რასაც მე
შენშია ჩემი ოცნება და
ოცნება შენი ალალმე
ალალმე,ალალმე,ალალმე ქალავ ალალმე-2ჯერ
წარმავალიააა ნათეელიიი
სულ მოსაჩვენოდ ბრწყინდებაა,
ბინდის ფერია სოფელი,
თანდისთან უფრო ბინდები
რა არის ჩვენი სიცოცხლე
ჩიტივით გაგვიფრინდება
ჩვენს ნასახლარზეე ოდესღააც
ბალახი აბიბინდებოდა!
იმასააც მოკლედ უვლიაა
გრძლად ვინც გვეგონა იარაა
ნათეელს ბნელიი სჭამს ვარდს ჭიაა,
კაცის გულს დარდი იარააა
მოვა სიკვდილი უჩინოო
ერთ წამშიი აგვყრის იარააღს
ჩვეენ რას წავიღEბთ იმ ქვეყნად?!
სხვას არა წაუღიაარააა
ლექსოოო ამოგთქომ ოხეროო
თორე იქნება ვკვდებოდეე
და შენ კი ჩემად სახსოვრაად
სააქაოსა რჩებოდე.
გიმღერდენ ჩემებრ სწორებიიი
ფანდურიის ხმაზეე ჰყვებოდეეე
ქვეეყანაა მხიარულობდეიიი
და მე საფლავშიი ვწვებოდეე...
თუ ასე ტურფა იყავი,რად ვერ გამჩნევდი იაო
იმად რომ სიყვარულისთვის გული არ გამიღიაო-2ჯერ
გუნდი-2ჯერ
ახლა სხვა მებაღე შემხვდა,ალერსით გამაბნიაო
ტკბილადაც მამიგურგურა,კალთაზეც დამარწიაო-2ჯერ
გუნდი-2ჯერ
თუ ასე ტურფა იყავი,რად ვერ გამჩნევდი იაო
იმად რომ სიყვარულისთვის გული არ გამიღიაო-2ჯერ
გუნდი-2ჯერ
თუშური
იახლ ჯანღ ქურდულად, შემიპარ დანოს
ქირსლებში გახვი ბაშტე იდ კარსე
საჩაღმოში კი ნისლებ დახდილებოიბანენ პირებს ფიჭეხ იდ წასნე
ვიც გომეწარიც გადიყრიდ მუქ ფერს,
მზეს ამაჰღლალებდ უმტეროს თავზე
კოციკათ ყანას წყალქონდარას ვკრეფო.
ყვავილის ცვრიან გვირგვინ მადგ თავზე
რაიოდ მეტა მომნატრებიხარ,
ხაგირო, ეხო, აშტოოდ, მთაწვერ
რად ვერ შაგტყობდი
ჩემ ტკბილ თუშეთო და
ზამთრისპირ თეთრად აგპენტვი თმა-წვერ
იახლ ჯანღ ქურდულად შეეპარ ქისტეთს და
ქირსლებში გახვი ხეკინჩხოს მთა წვერ.
T.L
ვაიმე როგორ გამახარე რომ იცოდეეეეე
ზესქვი უჩა
ზესქვი მუქრე მუგაწყინუს, მალიას მოურს გაზარხული,
ნანინეი და ჰე,
ფარფალიაშ ჭოფუათ, იხარებუ სქანი გური ნანინეი და ჰე,
ზესქვი უჩა, კუდელ(ი) ფიჩა ანწ ვაულო სქანი ყუჩა
ნანინეი და ჰე,
ამ სერც სქან და მეურქუ დო ნორჩალისი სო დომირჩა,
ნანინეი და ჰე.
(ჩიჯ. მეგრ.1974წ. გვ115)
ეჰ სამწუხაროდ მეგრულის აზრზე არ ვარ მაგრამ მაგრად მინდა ვისწავლო.
თუ ვინმე მეგრელია აქ გადაგვითარგმნოს რა, ტექსტი დაახლოებით ვიცი მარა ზუსტად არა რას ნიშნავს ქართულად.
ზესქვი მუქრე მუგაწყინუს? მალიას მოურს გაზარხული,
ნანინეი და ჰე,
ფარფალიაშ ჭოფუათ, იხარებუ სქანი გური ნანინეი და ჰე,
ზესქვი უჩა, კუდელ(ი) ფიჩა ანწ ვაულო სქანი ყუჩა?
ნანინეი და ჰე,
ამ სერც სქანდა მეურქუ დო ნორჩალისი სო დომირჩა?
ნანინეი და ჰე.
იქნებ ვინმემ იცით "ჩელას" ტექსტი
კი ვმღერი ხოლმე დიდის ამბით, მარა რას ვმღერი საკითხავი აი ეგ არის
"რაჭულის"
რაშავ რაშავ ჰოისა ვო რელა
რაშავ დელი ვოდელია და.
რაშავ რაშავ ჰოისა ვო რელა
რაშავ დელი ვოდელია და.
ჰა-ჰა, ჰოისა ვორელა, რაშავ დელი ვოდელია და.
ჰა-ჰა, ჰოისა ვორელა, რაშავ დელი ვოდელია და.
რაშავ რაშა ჰოისა ვო რელა
რაშავ დელი ვოდელია და
ჰა-ჰა, ჰოისა ვორელა, რაშავ დელი ვოდელია და
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
რას შოვ და, ჩამოვიარე თელაო, რას შოვდა.
რას შოვ და, ჩამოვიარე თელაო, რას შოვდა.
რას შოვ და გვერდზე დავიწყე ცეკვაო, რას შოვ და.
რას შოვ და გვერდზე დავიწყე ცეკვაო, რას შოვ და.
რას შოვ და, გოგოები იძახიან, რას შოვ და.
რას შოვ და, გოგოები იძახიან, რას შოვ და.
რას შოვ და, ნეტავ ვის სახლში შევაო, რას შოვ და.
რას შოვ და, ნეტავ ვის სახლში შევაო, რას შოვ და.
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
ხე წამექცა დღესაო,
ქორი მოჯდა ხესაო,
ქორი მოჯდა ხესაო.
ქალი მიქნებს ხელსაო,
ქალი მიქნევს ხელსაო.
აქ შემოდი, ჩემსაო,
ღვინოსაც დაგალევინებ
ცარიელსა თხელსაო.
ვარიებსაც ქე დაგიკლავ
ცარიელსა ძვლებსაო.
ხაჭაპურსაც გამოგიცხობ
ცარიელსა კვერსაო.
რაშ შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
რას შოვ და, ჩამოვიარე ფალახეთს, რას შოვ და.
რას შოვ და, ჩამოვიარე ფალახეთს, რას შოვ და.
რას შოვ და, მამასახლისი გალახეს, რას შოვ და.
რას შოვ და, მამასახლისი გალახეს, რას შოვ და.
რას შოვ და, გასაშველებლად მივედი, რას შოვ და.
რას შოვ და, გასაშველებლად მივედი, რას შოვ და.
რას შოვ და, ერთი ორი მეც მომარტყეს, რას შოვ და.
რას შოვ და, ერთი ორი მეც მომარტყეს, რას შოვ და.
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
. . . . . . . .
(მუსიკა)
ტაში, ბიჭო, გიორგუნა, არ გაუშვა ეგ გოგუნა.
ტაში, ბიჭო, გიორგუნა, არ გაუშვა ეგ გოგუნა.
ტაში, ბიწო, გიორგუნა, არ გაუშვა ეგ გოგუნა.
ტაში, ბიჭო, გიორგუნა, არ გაუშვა ეგ გოგუნა.
დოუკვირდი მაგასაო, მაგის ჩიტის კაბასო.
დოუკვირდი მაგასაო, მაგის ჩიტის კაბასო.
. . . . . . .
კაბას რავა დავამდლი, გოგოს ამისთანასაო.
კაბას რავა დავამდლი, გოგოს ამისთანასაო.
. . . . . .
ტაში, ბიჭო, გულთანაო,
ლამაზო და მსუქანაო,
ნეტა, შენი თავი მომცა სასიმინდეს უკანაო.
ტაში, ბიწო, გულთანაო,
ლამაზო და მსუქანაო,
ნეტა, შენი თავი მომცა სასიმინდეს უკანაო.
ტაში, ბიწო, გულთანაო,
ლამაზო და მსუქანაო,
ნეტა შენი თავი მომცა სასიმინდეს უკანაო.
ტაში, ბიწო, გულთანაო,
ლამაზო და მსუქანაო,
ნეტა შენი თავი მომცა სასიმინდეს უკანაო.
ჰე
t.l.
უი, ბოშო. რაფერ გამახარე ქვე თუ იცი?
რაჭულის გახსენებაზე. აგერ "წერეთელმა დაგვიბარა", ცილს რომ გვწამებთ რაჭველებს მეტი ტექსტი არ იცითო...
წერეთელმა დაგვიბარა
ამბროლაურს ჩაგვიყვანა
დოქით ღვინო მოგვიტანა
თვითონ სვა და თვითონ ჭამა
ქვე
უი ეს რა კარგი თემა გამიხსნია
მე არავინ გავახარეე
ვაგიორქო მაა
ვამორწონქო მაა
იშენტ ქუგორლუაპუდა
სკანი ჭირიმა_2ჯერ
უსკანეთი მა
ვამორწონქო მა
გოლვაფირო მახარია
სკანი ჭირიმა_2ჯერ
უსკანეთი მაა
ვადმარინე მაა
გოლვაფირო მახარია სკანი ჭირიმა-2ჯერ
უსკანეთი მა
ვამორწონქო მა
მაფუსრული ჯოჯოხეთი
სკანი ჭირიმა-2ჯერ
კანონისტი
მადლობა. რა გინდა კარგად გადათარგმნე.
თან რაჩველი ყოფილხარ.
გაიხარეეე
სამიათას წელზედ მეტი, გვიცხოვრია როგორც ერსა
ბევრსა შავ დღეს მოვსწრებივართ, მაგრამ ბევრსაც მშვენიერსა
გვიმღერია კიდევ ვიმღერთ,
ჩვენს ტკბილ მრავალ ჟამიერსა (2 ჯერ)
ქართველთ სისხლით შეღებილი, დღესაც მტკვარი არის მღვრიე,
ქართველ დედის დაზრდილ შვილებს, მტრების სისხლი დაუღვრიათ
გვიმღერია კიდევ ვიმღერთ,
ჩვენს ტკბილ მრავალ ჟამიერსა (2 ჯერ)
სამიათას წელზედ მეტი, გვიცხოვრია როგორც ერსა
აუ იცი რა სიმღერის ტექსტი მინდა?
ჭყინტი ყველის ჭამა მიყვარს,
კბილის გაკრაჭუნებაო,
კარგი გოგოს კოცნა მიყვარს,
თვალის ჩაპაჭუნებაო.
მერე აღარ ვიციიი. თუ ვინმემ იცით დადეთ რააა
აუ ეგ ტექსტი მეც მინდა
Zeskvi_ucha
შენ სადაური ხარ??
ჯიხვი ქარაფზე ხტის,
ბუზს არ აიფრენთ ქედებო.
პონტით კავკასის პირს,
ძირს ჩაკიდულხართ ხედებო.
მე რომ სიკვდილი მჭირს,
ხომ შენგნით, ჩემო ედემო.
ამბავს წაუღებთ ვის,
თქვენ ფრინველებო ცის,
წითელფეხება მტრედებო
მურმან ლებანიძე
მაეასი
მადლობააა ტექსტისთვის.
არა სამწუხაროდ არ მაქვს მაგ სიმღერა. მეც მინდააა
ხომ არავის გაქვთ?
მაეასი
ხოოო ცუდია
მადლობა, გაიხარეეე
ეგ მეგრული სიმღერა არ მქვს არც მე,მაგრმ მეთვითონ ვუკავ ფანდურზე
წყაროს თავზე
წყაროს თავზე გოგო მიდის ცისკარივითა,
გოგოა თუ წყაროს წყალმა მზე აირიდა
შენ ზღვა ხარ და მე ამ ზღვაზე დავალ ტივითა,
შენ რომ არა ტალღა გულზე გადამივლიდა
მის: ჰე და ჰარიჰარალე
შენ რომ არა ტალღა გულზე გადამივლიდა.
გოგოა თუ მზე გაშლილი წყალთან იადა
გოგოა თუ გაზაფხული ამომზიანდა
შეგხედე და გულის კარი დამრჩა ღიადა
მითხარ მაინცმოსვლა ხომ არ დამიგვინდა
მის: ჰე და ჰარიჰარალე
მითხრ აინც მოსვლა ხომ არდმიგვანდა.
აფრენილიკეტი წერო ტირის ბუდიდან
წყაროა თუ ჩემი ფიქრი მზესთანმივიდა
მოდი ფრთებ დაგიამო გულის უბიდან
წყაროს თავზე გოგო მიდის ცისკარივითა
მის: ჰე და ჰარიჰარალე
წყაროს თავზე გოგო მიდის ცისკარივითა
ჰეი და ჰეიდა ჰარალე ჰეიდა ჰეიდაჰარალე
ჰეიდა ჰეიდა ჰარალე
ჰეჰე ჰეეეეეეეეეეე
დაიგვიანეს ტექსტი ხომ არ გაქვთ რომელიმეს?
ეს სიმღერა ძალიან მიყვარს, ანსამბლი "უნივერსიტეტი" მღერის, ეხლა უკვე ქართული ხმები", მაგრამ არ ვიცი ხალხურია თუ არა
შემოგხვევია ნისლები,
წამოჰყოლია ოცნებას
სიყვარულისთვის გაჩენილ,
ნეტავი გაიოცებ რას?
სულ შენთან მომაქვს რაიცა,[color=#FF0000]
გულიდან დაილოცება,
ახლა ამოგთქვამ წვიმადა
და ეს სათქმელიც მორჩება.
ე მაგ თვალების ეშხია,
გზაზედ რომ გადამეღობა,
სიყვარულ უნდა გაჩუქო
მთელი ცხოვრება გეყოფა
მაეასი
იშოვე? კაიააა.
დადე რააა
წინასწარ მადლობააა
კანონისტი
ახლა ვნახე შენი პოსტი.
მე იმერელი ვარ.
ნდააას.
თითქმის არც ერთი არაა ხალხური სიმღერის ტექსტი.
ერთი-ორი.
ჰა, ჰა, სამი.
ვეშაპო
რას ამბობ რა არ არის ხალხური სიმგერების ტექსტებიიიი?????
ყანსავ ყიფიანე
სვანური საფერხულო სიმღერა.
ყანსავ ყიფიანე, ყანსავ, ყიფიანე!
ოდი, უმჩაი უდგარა, უმჩაი უდგარა!
ოდი, უღვტვა უყვროვა სიქირ ბაქარალ.
ოდი, ჩორთაი ჩორთოლან, ჟი ინზორალეხ.
ოდი, სოლალენჯარე, მესტიასეტარე.
ოდი, მვგლახმვგჟალე წვირმი იფარე.
ოდი, კალა უშგულა, ხოჩა ღვაჟარე.
ოდი, ბაფას იშიალეხ, ბარჯას ხასდანდახ.
ოდი, ყანსავ ყოფიანე, ყანსავ ყოფიანე!
ტიალო დარიალაო
კლდენი ხარ ცარიალაო
შენი შემყურე ვაჟკაცი
ძვლები ვართ ცარიალაო
გამშვენებს თამარის ციხე
ნაგები დიდი ხნისაო
ძირს თერგი აქაფებული
მყინვარზე შუქი მზისაო
ტიალო დარიალაო
კლდენი ხარ ცარიალაო
ჯიხვების სალაღობელო
არწივთა საბუდარაო
ხალხებო თხოვნა მაქს თქვენტან ხომ არა გაქვთ დათო არჩვაძის სიმღერა რუსთველის ჭადრებს, ვერცხლისფერ წადრებს.. ეგებ დადოთ ოღონდ ტექსტიც და სიმღერაც.
სალაღობო
დაუკარით რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს
გაისარჯოს და ბრძოლებში გაიხარჯოს
გაუმარჯოს საქართველოს მთებს და ზეცას
საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს
დაუკარით ჯერ ხომ სისხლი გვიდუღს ძარღვში
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ დასცვენია
ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში
საქართველოს ცხელი გული ასვენია
დაუკარით და იმღერეთ შადიანი
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი
დაუკარით ძველებური დარდიანი
დაუკარით არწივების ასაფრენი
ცხრა ლახვარი რომ ჩამარტყან ცხრაჯერ გულში
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ
დავიღლები საქართველოს სიყვარულში
სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ
***მწყემსური***
მივალ მივყვები თეთრი გზებით მე ჩემს ფარასა
ბატკან ხელში მყვან და ვუმღერი იავნანასა
ი ა ვ-ნ ა ნ ი-ნ ა ნ ა ს ა
მე საქართველოს სიყვარულის წყარო მწყურია
ჩემი საუნჯე ნაბადი და სალამურია
ჩ ე მ ი ს ა ლ ა მ უ რ ი ა
მის:სალამური ლერწმისა
სიყვარული სევდისა
ვმღერი მხოლოდ შენთვისა
ქალავ ქალავ მზექალავ
შენი სახე დამდევს ყველგანა
ჩემი სახლ-კარი მობიბინე მთა და მდელოა
ჩემი სიმღერა თვალხატულა საქართველოა
ჩ ე მ ი ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ა
მე საქართველოს სიყვარულის წყარო მწყურია
ჩემი საუნჯე ნაბადი და სალამურია
ჩ ე მ ი ს ა ლ ა მ უ რ ი ა
მის:სალამური ლერწმისა
სიყვარული სევდისა
ვმღერი მხოლოდ შენთვისა
ქალავ ქალავ მზექალავ
შენი სახე დამდევს ყველგანა
რა ვიღონო, რით ვუშველო იარებს,
ეგ თვალები სულ ჩემს თვალწინ ტრიალებს,
ცრემლი ნამი, რა ვქნა,მე არ მასვენებს,
ლხინის დროსაც ეგ სახე არ მასვენებს.
ვგრძნობ უშენოდ წლები როგორ მაკლდება,
გამიღიმო, მითხარ, რა დაგაკლდება?
არა არა მსურს მოწყნელი გიხილო
ამას მიჯობს,სამარეში მიხილო.
მოხიბლული მაგ შენს თვალით, წამწამით,
განა ვლოთობ,არ იფიქრო ეგ წამით,
დღე ვლოთობ და ღამე დავეხეტები,
მე მიჯნური ღობე-ყორეს ვედები.
ღარიბი ვარ, არ მაქვს ზურმუხტ-ლალები,
სიყვარულით ბედით განაწამები.
სულში ზიხარ, წინ მაქვს შენი თვალები,
დროზე მომკალ, ზედ დამადნე ლალები.
ტატოსავით ლექსს ვწერ, არა მწყინდება,
შენზე ფიქრი არასოდეს მომწყინდება.
სულის ვარდო, იცი რა ფაქიზი ხარ,
თვალს ავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ.
მუსიკა გ.ცაბაძე ტექსტი ნ.დიასამიძე
ალიონზე გამიღიმა თბილისმა
სიყვარულის მზე გამათბობს ნათელი
ერთგულებას დავატარებ თილისმად შენს სიყვარულს მე დავუნთე სანთელი.
არ მაძინებს შენზე დარდი ნაღველი
სიძმრად შენი სახე ამონათდება
ქყვეყნად არის სალოცავი რამდენი
მე კი მხოლოდ ერთი მყავხარ ხატებად.
მისამღერი: ოცნება მაქვს ყველასაგ მალული
გულმა შენი სადღეგრძელო დალია
მინდა ვიყო მომღერალი ბულბული
ჩემი გული იყოს შენი გალია.
ჩემს სიყვარულს თუ ოდესმე ეღირსა
ვიცი გული არასოდეს დაბერდება
მადლობელი მე ვიქნები ღმერთისა
თუ კი შენთან ყოფნა დამებედა.
მისამღერი (იგივე)
მუსიკა: კახა ცაბაძე.
თუ მოგეწონათ ჩემს მიერ დადებული სიმღერის ტექსტები..კიდევ დავდებ
BOO
ფოლკი არაა მარა კაი ქალაქურია
აუ ვინმეს დაიგვიანეს ტექსტი ხომ არ გაქვთ? ან თოვლის
ხმა ამაიღე ფანდურო ამომავალი მზისთვინა
შაირ მწადიან წარმოვთქო პირიმზე ლამაზისთვინა
მის: პირიმზე პირიმზე პირიმზე ლამაზისთვინა
ნეტაი ვის რად სჭირდება ე მაგ ფანდურის ჩხრიალი
მთა-ჭიუხვებში ჯიხვებსა დააფრთხობს შენი ღრიალი
მის: ღრიალი ღრიალი დააფრთხობს შენი ღრიალი
თვალი მიჭირავს შენზედა როგორც მიმინოს მწყერზედა
ნეტაი გამაგებინა შენ რა გული გაქ ჩემზედა
მის: ჩემზედა ჩემზედა შენ რა გული გაქვს ჩემზედა
ამ მკერდში ორი გული დევს ერთში წვიმს ერთში დარია
შენთვისა შავყრი ღრუბლებსა სხვას გაუღიმებ დარია
მის: დარია დარია სხვას გაუღიმებ დარია
ქალავ სულ თვალწინ მიდგახარ სიზმარშიაც და ცხადშიაც
დაიმალება ხოხობი ე მაგ თვალ-წარბის ჩრდილშია
მის: ჩრდილშია ჩრდილშია ე მაგ თვალწარბის ჩრდილშია
ნეტაი რისთვის გავრჯილვარ რისთვის დავხარჯე ძალაო
ეგეთი ენის პატრონსა რა გაგათხოვებს ქალაუ
მის: ქალაუ ქალაუ რა გაგათხოვებს ქალაუ
სიმღერის ტექსტები არაა მაგრამ იმედია მოგეწონებათ.ლექსებია ქართული ქართვლელი მსახიობების შესრულებით
http://www.link.ge/download.php?id=9D5FDCCE
თათი87
ცხრა მთა ფეხით მოვიარე შენს საძებნადა
კოკას წყალი შევაგროვე წვეთ-წვეთ ხელადა
ღამე მთვარეს მოვუყვარე, ზღაპარ შენადა,
დილას დღესაც დავუმღერებ, ლექსა გრძელასა.
(მისამღერი)
მიწა ლოგინად გვეყოფა, დასაძინადა
ცასა ზედა დავიხურავთ, დასასაბნადა
ქარი ჩუმად დაგვიმღრებს, გვეტყვის ნანასა
ვარსკვლავ სანთლად აინთოს, შუქურ ნათლადა
ირაკლი.
ლელა წურწუმიას ”სულელი წვიმის” ტექსტი მაქვს გინდა?
და ”შინა მანა ქენა”
კეთილო ხალხო დამეხმარეთ!!!ხალხური სიმღერების ტექსტები თუ ვინმემ იცით ატვირთეთ. ნებისმიერი სიმღერის. მადლობთ წინასწარ
--------------------
თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე დაგავიწყდა იკ
დავით”დეფი”გოგიბედაშვილის ლექსები თუ გაქვთ გეხვეცებით დამიყარეთ რა
წინასწარ მადლობა
გამარჯობათ კეთილო ხალხო
ჯუთელი ხათუთა
ვიყავი ჯუთელი ხათუთა
მიყვარდა არხოტელი თორელი
ბოლოს წმინდა გრძნობა გახუნდა
წლებმა წარიტაცეს ყოველი.
მახსოვს ენძელები იები
მინდიასავით რომ მათოვდა
მახსოვს რომ მაჩუქე იები
დეკით გადაპენტილ ბექობთან.
მახსოვს ჯიხვთ რომ სთხოვე ზავი და
ქისტეთს რომ წავიდა თორელი
ბოლოს დიდი დრო რომ გავიდა
მაგრამ ამაოდ რომ მოველი.
მანდილს რომ შავხსენი მზეები
და დავრჩი სიფითრის მთოველად
ჯიუხვნი ქარაფნი კლდეები
რომ მეჩვენებოდა თორელად.
ცხადში თუ სიზმარში გნატრობდი
მოწმე ხარ ჩემ ჭერხოს ყორენო
ოღონდ დაბრუნდი დაბრუნდი
არხოტში დაგხვდები თორელო.
დაიგვიანეს
გუნდი: დაიგვიანეს ჯერ არსად ჩანან
სოლისტი: დაიგვიანეს ჯერ არსად ჩანან ჰარულალო
მაგრამ სალამურს მოჰკრეს ყური
ანდამატური ძალით ავსებს აქეთკენ მის გულს ხმა უცნაური
ვინ ქვაბულიძემ და ვინ მეცხვარემ
იქ ბარში ყველა ჩემი ტოლები
მტრებში ვეფხვივით დანავარდობენ ჰარულაილო
და მე კი ცხვარში აქ ვიმალები.
მტრებში ვეფხვივით დანავარდობენ
და მე კი ცხვარში აქ ვიმალები.
მერე როგორ დროს, მაშინ როდესაც ჰარულალო
ჩვენ უდიდესი წინ გვიდევს ვალი
მაგრამ ეს მოხდა ჩემს უნებურად
გულთამხილველო მე არ მაქვს ბრალი
კიდევ არ სჩანან ეგებ წავიდნენ
გაიარეს და ვერ მოვკარ თვალი.
ო, ღმერთო ჩემო ჭერუმის ლოცვა ჰარულაილო
დაბნეული მაქვს მე გზა და კვალი.
ო, ღმერთო ჩემო ჭერუმის ლოცვა
დაბნეული მაქვს
გუნდი: მე გზა და კვალი.
gushin shvidni gurjaanelni
gushin shvidni gurjaanelni
gushin shvidni gurjaanelni
gundi: gushin shvidni gurjaanelni
gushin shvidni gurlaanelni sanadirod wasuliyvnen
iq moeklat tetri taxi
iq moeklat tetri taxi da
gundi: iq moeklat tetri taxi
iq moeklat tetri taxi xorci moemravlebinat
moeklat xorci emravlnat
moeklat xorci emravlnat da
gundi: moeklat xorci emravlnat
moeklat xorvi emravlnat sxva nadirze wasuliyvnen
shvidtav esroles shvid-shvidi
shvidtav esroles shvid-shvidi da
gundi: shvidtav esroles shvid-shvidi
shvidtav esroles shvid-shvidi arcerti a moekida
esrola berma papama, heida
esrola berma papama, esrola berma papama da
gundi: esrola berma papama
esrola berma papama jixvi kldiv gadmoekida.
tu vinmes gaqvt iavnanis teqsti daweret ra
თუ ვინმემ იცით იავნანის ტექსტი ჩემი თხოვნა იქნება რომ დაწეროთ. მადლობა წინასწარ
ესეც ფოლკლორში შედის მგონი! ყოველშემთხვევაში მე ამ სიმღერის ტექსტზე ბევრი ვიცინე! მინდა თქვენც გაგამხიარულოთ ფორუმელებო.
კახეთის ერთ პატარა სოფელში მღეროდა ერთი მოხუცი კაცი თავის მეუღლესთან ერთად, დუეტში, ამ შაერებს (ფანდურზე) და ტექსტი ჩავიწერე, მერე თვითონაც ვისწავლე მისი დაკვრა ფანდურზე, ძაან სახალისო ტექსტია. შეიძლება აქ არ უნდა ვდებდე, მაგრამ ...
რას ვიზავთ კახელები ასეთები ვართ!
პ.ს. თუ ამ სიმღერის ტექსტის ადგილი აქ არაა ძალიან ვთხოვ მოდერატორს წაშალოს!
კახური შაირები
- ჰაი დელია დელია, განა შაირი ძნელია
იგრე დაგაყრი ლექსებსა, როგორც საყდარში მღვდელია...
- თუ გინდა შინაც გაგატან, ცხენს მოგიწყვიტო წელია,
ორი ტომარა სავსე მაქ გუდა პირმოუხსნელია ჰეეე.....
- ჩემს მეზობელსა მაროსა, ჩურჩხელა უდევს თაროსა
არც თვითონ ჭამს არც მე მაჭმევს იმან არ გაიხაროსა...
- მიხა პაპას იქვე სძინავს ვინმემ არ მაიპაროსა,
მარუას სასთუმალს უზის ძილში არ გაიპაროსა...
ჰარალალო, ჰარიჰარალალო, ჰარიჰარალი ჰარალო ჰარიჰარალალო ჰეე....
ჰარიჰარალი ჰარალო ჰარიჰარალალო ჰეე....
- პაპას ვირი დაეკარგა საპალნეს ვინღა მოიგდებს
წამამყე და იყროყინე იქნებ ძახილზე მოვიდეს....
- მიხა პაპას ეგრე უთხარ გადაგივარცხნოს ქოჩორი
ვირის ძებნა რაღად უნდა აგერ ეზრდები ჩოჩორი....
- შაირი-შარაგრძელია, განა შაირი ძნელია
აქ დავამთავრე შაირი შაირი შარაგრდზელია....
- მეც დავამთავრე შაირი, შაირი-შარაგრძელია
დანარჩენს მერე გიამბობ გუდა პირმოუხსნელია....
ჰარალალო, ჰარიჰარალალო, ჰარიჰარალი ჰარალო ჰარიჰარალალო ჰეე....
ჰარიჰარალი ჰარალო ჰარიჰარალალო ჰეე...
სასაცილოა ხო?
კვირკობის თვემ მუაწია, ცოლი გამიუგემურდა,
თურმე იმის მიზეზია, ბახმაროზე წასვლა უნდა.
აჯი-ბაჯად იარება, ვითომ სისუსტე აფერხებს,
წაიქცევა ის წყეული, ზედ შარისკენ გასწევს ფეხებს.
ღამე ძილი არ მაღირსა, ფეხებს ყბაში, რომ გამომდებს,
გავაყენებ პოლზე ბრეხას, იმას ბახმარო აბოდებს.
ავხაბაკდი წასასვლელად, სიღარიბეს ვიღან ჩივა,
ვინ კითხულობს ჩემ ჯიბაში ფულია, თუ თაგვი ჭყივა.
მივალთ ასე განიერად, შიმშილობას ვერვინ გვამჩნევს,
მხოლოდ იმით თუ შეგვამჩნევს, სხვაი რომ ჭამს ჩვენ პირს ვაფჩენთ.
მარა, ცოლის იმედი მაქვს, კერპია და თავს იწონებს,
ევიყვანე ბახმაროზე, გოურიე მდიდრის ცოლებს.
მას ვტოვებ და საოჯახოდ მე ვბრუნდები უკან, სახლში,
ვიღაც კაცი ვიცანიო, იქვე სტკუცა ხელი მკლავში.
ბოლოს წაველ მოსაკითხად, მინდა ვნახო ჩემი ქალი,
დაჯდომოდა იმ კაძახს და . . . გენაცვალოს ჩემი ქმარი.
თვარა, ისე კარგად დამხვდა, როგორც შეეფერებოდა,
მხოლოდ ტყეში დავეციო, ტუჩი დანაღველებოდა.
მაგრამ მაინც მოგებული იმ წელიწადს იმით დავრჩი,
ქალი მეტად გაჯანსაღდა, შიეძინა ტყუპი ბავშვი.
ყველაფერი მოგვარდა და გული მტკივა ერთ რამეში,
ბავშვი მეტად თეთრია და მე სულ არ მგავს სიშავეში.
ვატყობ საქმე ავიტეხე ჩემი თავის საზიანო,
ყველაფერი ვარგებულა ცოლის გარდა საზიარო.
შავლეგო
შავლეგ, შენი შავი ჩოხა,
შავლეგო.
სისხლში გაგიხამებია,
შავლეგო.
ყაწიმები გიხდებოდა,
შავლეგო.
მტერთან ბრძოლა გიხდებოდა,
შავლეგო.
მაშველი არ გჭირდებოდა,
შავლეგო.
ა.ანდრიაშვილი & ვ.მახრაძე
ვისია ვისია
ვისია, ვისია ქალი და ლამაზი?!
მას უქეს თვალები და ქცევა ნაზი,
დალალ-კავები, წამწამ-არვაზი,
ტუჩი და საღიმოდგამონახაზი.
ვისია, ვისია ქალი და ლამაზი?!
ჩვენია, ჩვენია ქალი და ლამაზი!
გ.კოკელაძე
აჭარული შაირები
წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა
ალვის წყლის ჩამონათალი;
წყალო დადექ და მიამბე
საყვარლის შემონათვალი!
გოგოვ, გოგოვ, კისკისა,
აქ ჩამოდი, წყლის პირსა,
წყალი მასვი კოკითა,
გამაძღევი კოცნითა.
წუხელი სიზმარში გნახე,
წარბი მაგლა აგეყარა,
ფანჯარაზე გადმომდგარიყავ,
ნაწნავი გადმოგეყარა.
გაღმა ქათამი გავდევნე,
გამოღმა გამოკაკანებს,
ლამაზ გოგოს, რომ დევნახავ,
ზღვასავით გამაკანკალებს.
სათამაშო ვაშლი მქონდა,
შენსკენ გადმომივარდაო,
მე თუ გძულვარ, სხვაი გიყვარს,
ფესვიც ამოგივარდაო.
გ.კოკელაძე
მოჰკლეს ილია
მოჰკლეს ილია
ქართლის შვილია,
დაობლდა ხალხი
გმირთა გმირია.
ნეტავ რად მოჰკლეს
ჩვენი ილია,
და რად დაგვირთეს
ჩირზე ჩირია.
ქართლი, კახეთი,
და იმერეთი,
გმირი სვანებიც
თან მისტირიან.
ფშავ და ხევსურებს
ძაძა ჩაუცვამთ.
მამულის შვილსა
ზარით სტირიან.
მთიულს შესძახეს:
გამოდი გარეთ!
გულჩათხრობილი
ნუ ხარ მწირია.
ნეტავ ვინ მოჰკლა
ჩვენი ილია'
და ვინ დაგვირთო
ჭირზე ჭირია.
ი.კარგათელი
შენ ბიჭო ანაგურელო
შენ ბიჭო ანაგურელო
შენი ხმა ჩამომდიოდა
შენი თოხისა წკრიალი
წყალს გაღმა გამომდიოდა.
ვ.მახრაძე
იმერული მხედრული
ომში ცასვლა მას უხარის
ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო,
დაბრუნება და შინ მოსვლა
ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო.
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი.
ვ.ცაგარეიშვილი
იმერული მხედრული
ომში ცასვლა მას უხარის
ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო,
დაბრუნება და შინ მოსვლა
ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო.
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა
სიკვდილი სახელოვანი.
ვ.ცაგარეიშვილი
გაგხარებთ ღმერთი,როგორც მე გამახარეთ.რომ დავიწყე თავიდან და მოვყევიიიი....სულ სიმღერ-სიმღერით გავედი ბოლოში.დიდი მადლობა
მემგონი ესენ არ წერია
სი ქოულ ბატა
სი ქოულ ბატა მა დომიტალენქო
ჭოფილი ვორექ თოკილი ვორექ ვაგომიტალენქო
სი ქოულ ბატა მა დომიტალენქო
გურს გენია მონტებულსუ ვეშემიბრალენქო
სი ქოული ბატა მა დომიტალენქო.
დიდოუ ნანა
ვეენგარა, ნანა სქუა, ჭყოლირ გურსუ ვეეჭუა
ძუძუ სქირაფილი მაფუ, ბჟაშენ მუთუნ ვამიწუა
ვაგიჩქუნო მინ ორექ, ღარიბი ყასახიში სქუა
ნანაია , ნანა სქუა, ჭყოლირ გურსუ ვამიწუა.
ლილე(სვანური)
ო ლილეო ისგვამი დიდაბიო რილგვაია
შილედა ვოიდივო ლილეო
შაიდივოი ლილედა ოქურაში სამკალიო ღილგვაია
შილედა ვოიდივო ლილაო
ლაჟღვარ(სვანური)
ვოიდილივო ისგვამიო დიდაბლიავო და რილივოივო
ვოიდილივო და რაიდილივო ჰო ჰო
ვოიდილივო დი ოქურაშიო სამკალიავო და რილივოივო
ვოიდილივო და რაიდილივო ჰო ჰო
ვოიდილივო დი ხაინარიო ჯირდახლიავო და სგაშ ლალ გენა
ვოიდილივო და რაიდილივო ჰო ჰო
ვოიდილივო დი მუჭვარიო ხაგანხლიავო და შიდ ვოქურეში
ვოიდილივო და რაიდილივო ჰო ჰო.
დიდებათა(სვანური)
ვოდი დიდებათაია რილგვაია შედა
ვოდი ლალღრალედ ლილშედს გუშგვეი
ვოდი ვოქურაშ სამკაია რილგვაია შედა
ვოდი ხაინარ ჯირდახ სგაშ ლალ გენა
ვოდი მუჭვარ ხაგანხ შიდ ვოქურაში
ვოდი გიცრალ ჯირდახ სგაშ ლალ გენა.
ერთხელ სიზმარში მეცხვარემ,
სიზმარი ნახა ზიანი,
ადგა და ბიძას მოუყვა,
ბიძა რომ ჰყავდა ჩკვიანი.
-წუხელ სიზმარში, ბიძაო,
ქარი იყო და ნიავი,
წაიღო ჩვენი ფარეხი,
ზეცას გაჰქონდა გრიალი,
ან მე მოვკვდები ამ სამ დღეს,
ან ცხვარს მოუვა ზიანი.
-ადექ და შვილო შინ ცადი,
შინ ხომ არ არის ზიანი.
-მომგვარეთ ჩემი ლურჯაი,
ცხრა-ზალტ შემოსართავიანი,
დილით წასული ფირუზი
საღამოს ალვარში არის.
სოფლის ბოლოდან შემოდის
ლურჯა-ცხენ, პიროფლიანი,
გადმაიძახეს მასპინძლთა,
-ვინ მოდის დოვლათიანი?
-ჩვენი მეცხვარის ცხენსა ჰგავს,
ვაიმე, თუ დავრჩით ტიალნი.
შვილო ფირუზი, რად მოხველ?
ახლა ხომ დოლის დრო არის?
-დედი ლოგინი გაშალე,
სულის ამოსვლის დრო არის.
ცოლმა ლოგინი გაშალა,
ლოგინი, ატლასიანი.
დედა დასტირის ფირუზის.
-რატო დაგვტოვე ტიალნი.
ფირუზი როცა კვდებოდა,
ცა ცითლდებოდა, სკდებოდა,
მთაში ნაფრენი კაჭკაჭი,
სატირლად ემზადებოდა.
შინა ორგილ
შინა ორგილ, ორგილ ოსა
ვო შინა ვო გე გე.
შინა ორგილ, ორგილ ოსა
ვო შინა ვო გე გე.
შინა ორგლ, ორგილ ოსა
ვო შინა ვო გე გე.
ოსავ რირო რამაიდა
ოსავ ორუდილა რამაიდა.
შაირა ორერა ოსოვო რერა.
გ.კოკელაძე
ინდი მინდი
ვის გაქ ბაგე ფერად შინდი,
თვალი შავი, ინდი-მინდი,
გადმოხევი, გადმოფრინდი,
გამინათლე თვალთა ბინდი.
შენს სიყვარულს არ შევშინდი,
უკვდავების წყაროდ მინდი.
ვ.მახარაძე
მგზავრული
(კახური)
წასვლა სჯობს წარმავალისა,
არ დაყოვნება ხანისა.
კოცნა სჯობს თეთრი ქალისა,
ჩახვევნა შავგვრემანისა.
გ.კოკელაძე
ცჰავუხტეთ ბარათაშვილსა
მოვტაცოთ და მოვტაცოთ,
წამოვიყვანოთ, ჰე!
თვალჟუჟუნ და თვალჟუჟუნ,
თეთრი ქალიო, ჰე!
მოგვდევდა და მოგვდევდა,
ჩვენი სიდედრი, ჰე!
ნუ მოგვდევ და ნუ მოგვდევ,
ჩვენო სიდედრო, ჰე!
არ არის და არ არის,
შენი ქალიო, ჰე!
ზ.ჩკივაძე
სუფრული
(რაჭული)
ჩვენი მასპინძლის მარანში,
სულ ლხინია და თამაში.
ჩვენი მასპინძლის მარანში
ვაზის ხე ამოსულიყო,
მასზე მოსხმული მტევნები
ბოლომდე ჩამოსულიყო.
მისგან დამთვრალი ბიჭები
ტალახში ამოსვრილიყო.
ნ. შარაბიძე
ბროლის ყელსა
(იმერული კილო)
ბროლის ყელსა მოგეხვიე,
ცრემლით უბე ამოგივსე;
აბა,მოსახვევათ მოსასურვო,
ყელსაბამო, მარგალიტო.
უბეში ჩასაკონარო,
ჩასაკვნეტო, ვით რომ გვრიტო.
აბა,ნამეტანი სიყვარულით
მეშინიან არ ჩამკვნიტო.
ახ,სულიკო მარგალიტო,
ნეტავ მარად შენთან ვიყო,
აბა,შენი ჯავრი გულში ჩამრჩა,
რა ვიფიქრო, ან რა გიყო.
ვ.მახრაძე
ქება თუშისა გმირისა
გამზრდელიც დაილოცების,
თუშისა როსტომისაო;
ალზანის პირზედ შემოდის
მცყემსი გვეგონა ცხვრიანი.
გადაიარა ბორბალო,
ყამიც არა აქვს მტრისაო;
ჩამოდის ქისტის ჭალაზე,
სწავლა არ უნდა გზისაო.
მარტო ჩავიდა არხოტში,
თან კვალი ჩაჰყვა მგლისაო;
როსტომსა სისხლსა მებრძოლსა,
იმედი აქვსა ხმლისაო.
თოფს არ გაისვრის როსტომი,
გატეხ არ უნდა ხმისაო;
მოჰკლა ყაწეთა ბეთირი-
მომკვლელი ძმობილისაო.
ი.კარგარეთელი
აკა სი რექიშო
აკა სი რექიშო, ალმასი რექიშო,
ქორდე ლეხინი, ვა მიძირექიშო,
დილოვ, დედა, მევდინაო!
ირო გერიშა ალამირექიშო,
გუ მაშინენი, მანგარინენიშო;
დედოვ, დედა მევდინაო;
ჩქიმი ცოდა!
გ.კოკელაძე
საყვარლისა ეშხითა
გოგოვ, გოგოვ, შავთვალა, შენმა ცქერამ დამღალა,
მოდი ნუღარ მაწვალებ, ან ჰო მითხარ ან არა.
ღვინოს დავლევ წყალს არა,
შენ გაკოცებ სხვას არა, ადანდალი დანდალი.
ადანდალი დანდალი,
ჩემი ოქროს შანდალი, ადანდალი დანდალი.
საყვარლისა ეშხითა, ღვინოც დამილევია,
დალოცვილი კახური, მაგ ტუჩების ფერია.
ღვინოს დწყალს არა,
შენ გაკოცებ სხვას არა, ადანდალი დანდალი.
ადანდალი დანდალი,
ჩემი ოქროს შანდალი, ადანდალი დანდალი.
მოდი მნახეთ ბიჭებო, საყვარელმა რა მიყო,
წავიდა და დამტოვა, გული შუაზე გამიყო.
ღვინოს დავლევ წყალს არა,
შენ გაკოცებ სხვას არა, ადანდალი დანდალი.
ადანდალი დამდალი,
ჩემი ოქროს შანდალი, ადანდალი დანდალი.
ბნელშიაც მინათებენ, გოგოვ შენი თვალები,
შენი ეშხით დამწვარი, ღვინოს დავეწაფები.
ღვინოს დავლევ წყალს არა,
შენ გაკოცებ სხვას არა, ადანდალი დანდალი.
ადანდალი დანდალი, ,
ჩემი ოქროს შანდალი, ადანდალი დანდალი.
ქალავ შენი სილამაზე არვის არ შეადარო,
მთაში შვლის ნუკრს ემსგავსები, ბარში ბულბულს მზიანო,
შენზე ფიქრში წლები გადის უშენობა მერევა,
სანამ ჩემად არ გიგულებ დარდი არ დამელევა.
ჰეიდა ჰარალე...
ცხორს გაუყენებ თან წავიღე ქალავ შენზე ფიქრები
სიზმრად მაინც თუ არ გნახე დარდიანი ვიქნები,
ნეტავ როდის მეღირსება შენს ბაგეზე ვდნებოდე
არავისთვის არ მეგალოს მარტო შენთვის ვდნებოდე
ჰეიდა ჰარალე...
იალაღზე ცხორს გავშლი და გადავცქერი მთა-გორებს
ყოველ დილით მზის ამოსვლა. მხოლოდ შენს თავს მაგონებს,
ცხადში ვარ თუ სიზმარში ვარ მე შენს გამო ვირევი,
შენ თუ ჩემი არ გახდები მართლა გადავირევი...
ჰეიდა ჰარალე...
ეს სიმღერა მიყვარს ძალიან, მგონი რაღაც შეცდომები მაქვს, შემისწორეთ რაა ვინც იცით....
ჩონგურს სიმები გავუბი
ჩონგურს სიმები გავუბი,
მოვმართე ნელა-ნელაო,
შევუხმატკბილე ერთმანეთს:
"ოდელა-დელა-დელაო!"
თავის ჰანგებზე, თავის ხმით
წკრიალებს ერთად ყველაო,
ერთი მეორის თანხმობით:
:ოდელა-დელა-დელაო!"
ერთი მათგანიც რომ გაწყდეს,
ეგრევე უნდა შველაო,
რომ არ გაფოჭდეს ჩონგური:
"ოდელა-დელა-დელაო!"
ჩონგური საქართველოა,
სიმები ჩვენ ვართ ყველაო,
სხვა და სხვა კუთხის მცხოვრებნი:
"ოდელა-დელა-დელაო!"
ერთობა ჩვენთვის ტახტია,
მტრებისთვის სახრჩობელაო,
მტერს, "ვაი დედა" ვაძახოთ
და ჩვენ ვთქვათ "დელა-დელაო!"
ა.წერეთელი დამ. ა მეგრელაძე
ყურძენმა თქვა
ყურძენმა თქვა: მეც ხილი ვარ,
ყველა ხილზე უმჯობესი,
სალხინო და სადუხჭირო
ხალხის ხელით დანათესი.
ზამთარში ვარ ხმელი ჯირკი,
გაზაფხულზე ავყვავდები
და დავისხავ ყურძნის მტევნებს,
დავმწიფდები, დავშაქრდები.
დამკრეფავენ დოდნები.
გადამყრიან საწნახელში.
ტალიკ-ტალიკი ბიჭები
დამაჭერენ ფეხებს ყელში.
დამჭყლეტავენ, დამწურავენ,
ჭურში ჩამაჩუხჩუხებენ.
უცეცხლოდ წამოვდუღდები,
ამომიღებენ, დამლევენ.
ჭკვიანს თავში ჭკვას შევუშლი,
სახეს დავდებ სულ სხვა იერს;
შემისძახებს გიჟმაჟური.
სუფრულს და მრავალჯამიერს.
მრავალჯამიერს!
მ.ჩირინაშვილი
ვოჯანუდი ჩქიმ ჯარგვალს
ვოჯანუდი ჩქიმ ჯარგვალს,
კარკილერო, უმინჭურო,
დიდოუდო ნანინა.
ქუმორტ ჟირი მაჭირხოლქ,
ღურჭულეს მხიარულო,
დიდოუდო ნანინა.
ქუგმაშინ ყოროფილქ,
გურქ მიმაჭუ უგემურო,
დიდოუდო ნანინა.
ლოგინს თეში გილევნგარდი,
მუჭო ჩქიჩქუ უძუზურო,
დიდოუდო ნანინა.
ვ.მახარაძე
ვეძებ "ჩქიმ ჩონგურისა" და "ულა მოკო კახათიშას" ტექსტებს...
ვეშაპო, შენ ასიანი გექნება ეს ტექსტები და ცოტა მიწილადე რააა
როსტომ ჭაბუკოი
როსთომ ჭაბუკი (ვო),
ზანეშ ნამჩედი (ვო),
ონღვრი ონღვრიდა (ვო),
ბახაშ ლახვასი (ვო).
მ.ჩიხინაშვილი
ვინ შეხტა
ვინ შეხტა და მყინვარწვერზედა,
ვინ შეხსნა და რკინის კარები...
ხმალი ვარ და ხმალთა ბატონი;,
შემომიქნიოს და ვერ გავჭრა;
ნუ შემომირტყამს და პატრონი.
ა.ანდრიაშვილი & ვ.მახარაძე
შენ ხარ ვენახი
შენ ხარ ვენახი
ახლად აყვავებული
და თავი თავისით
მზე ხარ და გაბრწყინებული
ნორჩი კეთილი
ედემში ნანერგული
პ.ფალიაშვილი
დიდოვო ნანა
ასე ჩონგური ქოვთქუათუ-ნა,
სქანი დო ჩქიმი გაჭირება-და.
გოუ ნანა, დიდოვოი ნანა, დიდოვოი ნანა.
ჩონგურ სი მუ შეგიდებუ-და,
ვეგიგადვე განჩინება_და.
ვოუ ნანა, დიდოვოი ნანა,დიდოვოი ნანა.
დუდი უყვილარი მაფუ-და,
საქმექ თეში გინმართუ-და.
ვოუ ნანა, დიდოვოი ნანა, დიდოვოი ნანა.
უბედური ჩქიმი დუსუ-და,
ორფელ ჭუა ჩქიმდა მუყსუ_და.
ვოუ ნანა, დიდოვოი ნანა, დიდოვოი ნანა.
ა.ანდრიაშვილი
მღერიან თუშის ბიჭები
მიტანტალებენ ბილიკზე
თუშის პატარა ბიჭები
ფეხში ესობათ ეკლები,
ფეხში ესობათ ხიჭვები.
მიდიან მიიმღერიან
მთები უწყობენ ხმასაო.
თუში ვარ, მაგრამ კარგი ვარ
კიდევ ვჯობივარ სხვასაო.
არ მივატოვებ არასდროს
მთაში გარეკილ ცხვარსაო,
არ გავაციებ ღადარსა,
არ გამოვკეტავ კარსაო.
ნიამორები გადმოდგნენ
გადმოეფინენ მთებსაო
მდინარეები გადმოსკდნენ
კლდემ კლდეზე დაიკვნესაო.
ირემმა ირემს გასძახა
ბალღებმა ეს რა თქვესაო.
ნეტაი თქვენსა მამულსა,
ნეტაი დედათქვენსაო.
***
ქალიცა ხარ და ცის ნამიც
ქალიცა ხარ და ქარიცა,
შენს ფეხქვეშ ჩანან ეს მთები
თავს დაგციმციმებს მკრთალი ცა.
ქარაფის პირპირ ნუ მიხვალ
უეცრად გადავარდები,
შენ ხომ ისეთი კარგი ხარ
უფსკრულსაც შეუყვარდები.
რად გინდა ჭრელი მანდილი
შენს ეშხს ეგ გაინაწილებს,
მძივი რად გინდა შენ თვით მძივს
მიეცა ლხენა ყმაწვილებს.
ნეტავი მართლა ქალი ხარ,
თუ სალოცავი ხატება,
მჯერა შენს ეშხით შენს მლოცველს
სიცოცხლეც მოემატება.
ზევით ამოდი ზევითა
ქალავ უტკბესო სულზედა,
ერთად ვიაროთ მე და შენ
ჩემს ფარის ნაგზაურზედა.
ეგ სახე
]
ეგ სახე მყინვართა სარკეში მინახავს,
მაღალ მთებს, ქარაფებს აფრქვევდი მინანაქარს,
ეგ თმები კლდეებზე ჩანჩქერად მინახავს,
ალი ხარ ქაჯი ხარ მითხარი ვინახარ.
არ გეყო ძალით რომ დაიპყარ ეს გული,
მერე მთებს მიადექ რისხვით წარბშეკრული,
უფრთხილდი ლამაზო მთა განაბულია,
აქ ყველგან ქარიშხლით მთაც განაბულია.
მე შენი სიმკაცრის ნაპრალში ვარდები,
ძვირფასო საშველად ნუ დაგვიანდები,
მე ყველა ნაპრალზე ეგ მეტად მაშინებს,
კვლავ ხელი მომხვიე კვლავ გადამარჩინე.
მივდივარ მივყვები ჭიუხვში მთასვლელებს,
ხან ქარი მიბერავს ხან წვიმა მასველებს,
მე შენმა სურვილმა მთასვლელად მაქცია,
წერაქვი მიჭირავს წრიახი მაცვია.
მთაზე ავალ და დავძახებ
სიმღერას ომახიანსა,
ვერ ვათელინებ სამშობლოს,
მტერს, ვერაგსა დადიანსა.
ქართველს სიკვდილი ურჩევნის
სიცოცხლეს ღალატიანსა.
კარგი ყმა ერთხელ ნაშობი,
მოკვდების ხელში ხმლიანად,
არც ხმალი უნდა ვაჟკაცსა
თუ გული გაიფრთიანა.
ჯიშს ვერ მოსპობენ ქართველის
გინდ ამოსწყვიტონ მთლიანად.
ავახმიანებ სამრეკლოს,
ზარებს შემოვკრავ ხმიანად,
ქომაგ თუ ამოგვიწყვიტეს
ვაი რომ დავრჩებით ტიალად.
ქართველოსა საქართველოსთვის
გვემღეროს მუდამ მთლიანად.
ვარდს ჰკითხეს
ვარდს ჰკითხეს: ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად პირად.
მიკვირს რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რად არს ჭირად.
მან თქვა: ტკბილსა მწარით პოებ, სჯობს იქნების რაცა ძვირად.
ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარ ღირდეს არცა ჩირად.
ვ.მახარაძე
წაიყვანეს თამარ ქალი
წაიყვანეს თამარ ქალი, დიელო და,
მოწმე ხარ შენ საქრთველო!
ლურჯა ცხენიც შეუკაზმეს, თამარ ქალსა, დიელო და,
მოწმე ხარ შენ საქართველო!
დიდუბეში იქორწინა თამარქალმა, დიელო და,
მოწმე ხარ შენ საქართველო!
გ.ჩხიკვაძე
სალ კლდეში ორბი ბუდობდა
სალ კლდეში ორბი ბუდობდა;
სალი კლდის თავზე არცივი.
ორბი შესძახებს:"ამიშვი!"
"არ ამოგიშვებ! "-არწივი.
ერთურთის სისხლსა ნუ დავღვრით,
ნებისად მივცეთ ადგილი.
ი.კარგარეთელი
ჰაი და ქალებო
(ქლთა გუნდი)
ჰაი და ქალებო,
ქვეყნის თვალებო,
მოკისკისენო,
პირმცინარენო,
ია და ვარდის
მოტრფიალენო.
გულ-ლომ ვაჟკაცის
გამხარებელნო.
ხმატკბილნო, ნაზნო,
თვალწარმტაცენო,
ბულბულის ენით
გამონაქებნო.
ი.კარგარეთელი
მგზავრული
(გურული)
კალთაში ჩაგიგორდები,
შენი ხელით მასვი წყალი.
ამას მაინც გათქმევინებ,
ჩემთვის კვდება ეს საწყალი.
ადდიდებულ ზღვას გავცურავ,
შენ თუ გაღმა მეგულები.
ვ.მახარაძე
ვოდივო
სიყვარულმა დამვა ჰო,
დამწვა, ხო კი იცი გამწირა.
მივენდე არ დამინდო,
მწარ და ცხარე ცრემლით მატირა.
მიყვარს შენი თვალი
და შურისა დამთესავი.
ფიცით მოგახსენებ, გეტყვი,
არ ხარ ჩემი ნათესავი,
მაგრამ ნაინც მეყვარები
ტრფობისგან ვარ დამთვრალი.
ზ.ფალიაშვილი
საბოდიშო
ბატონებო მოუოხეთ,
მოუოხეთ ბატონებო.
ლამაზი ბატონებია,
ია და ვარდი ჰფენია.
თეთრი ტანისამოსელით
მობრძანდებიან ბიჭები,
ია და ვარდი ჰფენია.
თეთრი ცხვარი და თხის ჯოგი
მორბის, თიკანმს იხტუნა,
გაუხარდა ბატონებსა
და უცბად პირი იბრუნა.
ვ.მახარაძე
გურული სატრფიალო
ლამაზო ნაზო და წყნარო,
საქებო ყოველ ქალშია.
თვალწინ მიდგახარ მახსოვხარ,
ყოველ წუთსა და წამშია.
შორიდან გიცქერ, სიცოცხლევ,
მინდა ჩაგხედო თვალშია.
მაგრამ უფრო ხშირად ზიხარ
ცეცხლის დასაწველ სახლშია.
გიყვარს ცეკვა და თამაში,
ჩონგური მასთან ხელშია.
ღმერთს ვთხოვ მაღირსოს ზაფხული,
რომ გნახულობდე კარშია.
და შენი უნახულობით,
არც მე ვიწვოდე ტანშია.
ვ.მახარაძე
ხალხნო, დაგენაცვლეთ! რა კარგია. . . თუ შეიძლება აჭარულებიც რომ დადოთ რა? პლზ (იმედია ჩემი თხოვნა ნამეტანი არ შეგაწუხებთ ) განდაგანა მინდოდა და აქ ვიპოვე. წინასწარ მადლობა.
***
შენ გიმღერი თაფლისთვალავ
ლექსმა გულში ჩამიხვია
მე არაფერს არ გიმალავ
შენ კი სიტყვაც არ გითქვია
გაიარე დადინჯებით
ეგ წვივები შოლტებია
თითქოს გულზე მაბიჯებენ
გრძნობა ისევ მომრევია
მის: მუდამ შენ მაგონდები
მოდი დაგელოდები
თვალები რომ მომანათე
თითქოს ქართლის ცისკარია
წარბები რომ გადახლართე
მომწონხარ და მიხარია
გაიარე დადინჯებით
ეგ წვივები შოლტებია
თითქოს გულზე მაბიჯებენ
გრძნობა ისევ მომრევია
მის: მუდამ შენ მაგონდები
მოდი დაგელოდები
ლილეო
ო,ლილეო
ისგვამი დიდებო.
შანგოიო აშილედა (ი)
ოიოდი ჰო, ლილეო!
ოიოდი ოჰო ლილედა,
დიდები, დიდებო.
თარბლეიოა ზერსიდა (ი)
ოიოდი ოჰო,ლილეო!
ოიოდი ოჰო, ლილედა,
ხამვაი ღერმეთოი.
ნაიო ლალბეცდაო (ი)
ოიოდი ოჰო, ლილეო!
ოიოდი ოჰო, ლილეო,
ისგვამო დიდებიო.
შანგოიო აშილედა(ი)!
ოიოდი ოჰო, ლილეო!
გ.კოკელაე
ართი ვარდი
ართი ვარდი გამკოპწილი,
ხესე მიკინებუ თინა,
შურსუ თისუმეუნთხუა,
წამი-წამშე გიი ბშინა!
მა ვამიჩქუ ათე ვარდი,
მუ ბაღაში ნარდი რენი,
ვართი თიშენი ვოცქვანქ თის,
ჩქიმი გურიშ ნატრი რენი!
ირი დღეს ვეშემლებუ,
ვემერბთე დო ვაბძირენი,
ვართი ჟღირუ, ვართი ხომუ,
მუდვა კორჩიში ნარგირენი!
მა ვარდეფი ბრელ მიძირუ,
მარა თენა შხვა ვარდი რე,
ათე გვარსიპატი ცენი,
ღირსი რე-დო ქოთ მარჩქილე!
ართი ვარდი გამკოპწილი,
ხესე მიკინებუ თინა,
სასიამოვნო მაფუ რინა!
ვორო ვო დელია ნანინა,
სქანი გოლუაფირო.
ვო გილა და,
სქანი გურიშ ჭირიმა.
ბალ-ბეთქილ
ბალ ბეთქილ-ივა საბრალა,
ბეთქილ-ივა ლეჯერი,
ბაილ ილვო და ილვოივა ბაილ.
ბაილ ბეთქილ-ივა კუც-ივა-რას
მე-ივა-შყედლი,
ბაილ ილვო და ილვოივა ბაილ.
ბაილ ჩულუ-ივა-ზვერლიხა,
მულახ-ივა-მუჟალ,
ბაილ ივო და ილვოივა ბაილ.
ბაილ მაცხვა-ივა-რეშიდა,
სვიფლა-ივა-დისკა,
ბაილ ილვო და ილვოივა ბაილ.
ბაილ ბეთქიშ-ივა ეზღრიხა,
სამხვთიშო ჭიშხაშხ,
ბაილ ილვო და ილვოივა ბაილ.
ნანა
(ქალთა გუნდი)
ნანი ნანა, ვარდო ნანა,
ნანას გეტყვი, დაიძინე პატარა.
აგრე ტკბილად, უდარდელად
რამ დაგაძინაო.
ნანას გეტყვი, დაიძინე პატარა!
დედის მკერდში მიგიგნია,
შენ ტკბილი ბინაო.
ნანას გეტყვი, დაიძინე პატარა!
ქვედრულა მოდიდებულა
(რაჭული)
ქვედრულა მოდიდებულა;
თან მოაქვს მთა და ბარია,
ლალაშვილს დაუქადნია.
მე მომდის ბევრი ქერია.
შენი ქვედრულა მოგიკვდეს,
თუ არ გიცვალოს ფერია.
მოსტაცა კალო, საბძელი,
სამოცი კოდი ქერია.
წისქვილიც თან გაიტანა ,
წადი და იქა ფქვევია.
საცერიც თან გაატანა,
წადი და იქა სცერია.
კეცებიც თან გაატანა,
წადი და იქა სცხვევია.
დიასახლისი სტიროდა,
ამას რას მოვესწარია.
მომივა გულით სტუმარი,
მჭადით ვარ მასპინძელია.
ღმერთმა დაგლოცოთ!
***
ჩემი ცა და ჩემი ბუნება
სხვაგან არსად არ მეგულება
საქართველო რომ არ უყვარდეს ჰე-ჰე
დღეს არავინ არ მეგულება.
ტანთ ჩავიცმევ ყელს მოვიღერებ
როგორც მინდა ისე ვიმღერებ
ქართველებო თქვენი ჭირიმე ჰე-ჰე
იდღეგრძელეთ იბედნიერეთ.
მთებია თუ ოქროს ყანები
ზღვებია თუ ვერცხლის მდელოა
ამ სიმღერით საქართველოში ჰეი-და
რუსთაველის საგღეგრძელოა.
კირიალესა
ჰეი მენძელი, კარი განჯი, ახალ წანას მგახვამა,
ენა ჯვეში, შხვა ახალი, ჯგირობუათ გეეხარი,
დღას ვარცილებუდას ეშმაკი დო მაზაკვალი, ჰო,
ოხოხოი, კირიალესა, ოხოხოი დო კირიალესა,
ოხოხოი, კირიალესა, ოხოხოი დო კირიალესა ჰო.
სქნი ბაღ ჩხვერიში ეფშა, ო, სქანი მარანი ღვინიში ეფშა, ო,
ოხოხოი, კირიალესა, ოხოხოი დო კირიალესა,
ოხოხოი, კირიალესა, ოხოხოი დო კირიალესა, ო,
სქანი არკვანი ეშახვამილი, ო, სქანი მაჭყალი ეშაჭყვადილი, ო,
ოხოხოი, კირიალესა, ოხოხოი დო კირიალესა,
ოხოხოი, კირიალესა, ოხოხოი დო კირიალესა, ო,
მოხუცებული ქორყუნსუნდა, ო, მეურთუმდას შკვითოში წანაშა, ო,
აკა, მუთუნი ქიგემძინითი ნაშაყარა ფარაშა, ო,
ოხოხოი, კირიალესა, ოხოხოი დო კირიალესა,
ოხოხოი, კირიალესა, ოხოხოი დო კირიალესა, ო.
* * * * * * *
ართი ვარდი
ართი ვარდი გამკოპწილი, ხეს მიკინებუ თინა, და,
შურც თის მეუნთხუა, წამწამიშე გიიფშინა,
ორი ოდელია ნანინა სქანი გოლუაფირო,
ოდილადა, სქანი შურიშ ჭირიმა ჰე!
მა ვამიჩქუ ათე ვარდი მუ ბაღიში ნარდი რენი, და,
მუდგა კოჩიშ ნარგირენი,
წყალს მოჰქონდა ნაფოტი
(ქალთა გუნდი)
წყალს მოჰქონდა ნაფოტი,
ალვის ხის ჩამონათალი.
დადექ, ნაფოტო, მიამბე,
სად, ვინ რა დაგაბარაო, დელა ჰო!
მეგობარი ხომ არ ნახე,
ბევრჯერ შენს ნაპირას მდგარიო, დელა ჰო!
თუ ნახე ხომ არ მიმგლოვდა,
თვალთ ცრემლი ხომ არ ღვარაო, დელა ჰო!
ლაშქრად წასულთა ძმებთანა,
დამა რა დაგაბარაო, დელა ჰო!
დიამბეგო
დიამბეგო, დიამბეგო
კარგსა რამეს გიამბებო,
დიამბეგო ქალს გიქებენ,
გადმოდგება აივანზე.
ქალს გიქებენ დიამბეგო,
ქალსა და თინასა.
გადმოდგება აივანზე.
ათამაშებს ბროლის თითებს,
გაშლილ ხალიჩაზედაო.
ქალს გიქებენ დიამბეგო,
ქალსა და თინასა.
მახა
მახა მა სქანოთ კირიბი ვორდა,
ირ გასაჭირს გალუაფარი-ნა,
შური, მა სქანოთ სანთელი ვორდა,
ხატიშ წოხოლე ონდღულაფარი-ნა.
მახა მა სი რთხინქ სი ჩქიმი ორდე,
თინ შარეფიში მაწურაფალი-ნა,
ღურაშ უკული, სი ორდე მოკო
ჩხე ჩილამურიშ გემარღვაფალი-ნა.
ზამთარი
ზამთარი ვარდსა დააჭკნობს
ფურცელი ჩამოცვივაო.
ლამაზი ქალის თვალთაგან
ცრემლები ჩამოცვივაო.
ჩელა
მა დო ჩქიმი არაბა
მივსარსალუთ, მივხვარხვალუთ,
ლაკაციაში ღერძე ულუ,
მელე მოლე კილე უღუ.
ჭურია დო ნაბადა რე
ჩელა სქანი გიმნაზია,
სი გურაფა მუშოთ გუშო,
ინკორი დო ინკვაზია.
აშო ჩელა, ვიშო ბუსქა,
სი მონაბას გეგაფირი,
სი უჩონჩხე, სი უგურე,
სი კისერი ელაფირი.
აშო ჩელა ვიშო ბუსქა
ნჯარით ვორექ ნადღულაფირი,
ღარიბ ვორექ, მდიდარს მეყუნს
ჩქიმი სქვამი ყოროფილი.
სუფრული
(ლეცხუმური)
ლაჭები და ოფიტარა
გოგომ ღვინო მოგვიტანა;
დაგვისხა, დაგვალევინა,
გუნებაზე მოგვიყვანა.
ჩამოვიარეთ ზებია,
ქალებს უქნიათ ჩხუბია,
ქალი ქალად აღარ ვარგა,
გაუტეხია შუბლია.
როგორც ბორჯომს ვერ სჯობია
ვერც კოჯორი ვერც ბახმარო,
ღვინის სმაში ვერ მაჯობებ
ოყურეშიც მოიხმარო.
ძმაო რა სჯობდა ძმობასა
ძმაო რა სჯობდა ძმობასა,
ძმობასა ერთად ყოფნასა.
ძმა მაში მოგაგონდება,
ათნი რომ გცემდეს მარტოსა,
გამშველებელი არ გყავდეს,
ეფერებოდე ფლატოსა.
მაყრული
(რაჭული)
ავთანდილ გადინადირა
ქედი მაგალი ტყიანი,
ვერც მოკლა ხარ, ვერც ფური,
ვერცა ირემი რქიანი.
ქალგულო
(რაჭული)
გადმოიარე ბიჩო და ბანები
ღია დაგიხვდეს სახლის კარები,
ზედ გადაგხვიე ბროლის მკლავები,
შემოგანათე შავი თვალები.
***
საქართველო დედამიწის ყვავილნარია
სილამაზით ზღაპრად თქმული ნატვრის თვალია,
სინარნარით პირი მზის და პირი მთვარისა
საპატარძლო სამკაული ზურმუხტ-ლალისა.
ბევრჯერ სისხლით შეგვიღებეს მტკვარი რიონი,
მაგრამ მონად ვერ აქციეს კავკასიონი
საქართველო, გულში ვარდად ამყვავებია
მასზე მეტად თვით სიცოცხლეც არ მყვარებია.
არ მომკვდარა ცოცხალია უფრო მშვენდება,
ცოცხალია ის არასდროს არ დაბერდებ.ა
საქართველო, არწივედის დედა-მშობელი
ერეკლეს და სააკაძის წარმომშობელი.
კეისრული
მიყვარს ფაცხა მე მეგრული
მთა კორტოხზე წამოდგმული,
უფიცარო და უყავრო
წვრილის წნელით ჩახლართული.
*საშაირო*
გახედე ბიჭო თენდება კარგი დილა დგება
აგერ ქალაქიც გამოჩნდა მოყვრე გველოდება
დაუკარ ჩემო ფანდურო ამაიღე ხმაო
გულს დარდი შამამწოლია ლექსი უნდა ვთქვაო
გულს დარდი შამამწოლია ლექსი უნდა ვთქვაო
ჰარალალე ჰარალალო ჰარი-ჰარალი-ჰარალო
ჰარალალე ჰარალალო ჰარი-ჰარალი-ჰარალო
ვილექსოთ ბიჭო ვილექსოთ სანამ მამალი ყიოდეს
ისე გაგიხდი საქმესა კბილებში ოფლი გდიოდეს
ძალუაშენსა კატოსა კურტუმო უგავს კალოსა
იგრე მიიქნევ-მაიქნევს როგორც საცერი ქატოსა
მე იმას გავაქნევინებ თუ ჩამივარდა მარტოსა
ჰარალალე ჰარალალო ჰარი-ჰარალი-ჰარალო
ჰარალალე ჰარალალო ჰარი-ჰარალი-ჰარალო
მოხევის ქალო თინაო
მოხევის ქალო თინაო.
მოხევის ქალი თინაო.
რად გაბერებენ შინაო.
რად გაბერებენ შინაო.
შენი ტოლები გათხოვდნენ.
შენი ტოლები გათხოვდნენ.
შენ რამღა დაგარჩინაო.
შენ რამღა დაგარჩინაო.
ჰეი გიდი მოხევის ქალო.
ჰეი გიდი მოხევის ქალო.
რა ლამაზი რამა ხარო.
რა ლამაზი რამა ხარო.
ნეტავი შენი ალერსით.
ნეტავი შენი ალერსით.
ვინ გინდა რომ გაახარო.
ვინ გინდა რომ გაახარო.
***
ტკბილად ნაქებო კახეთო
დიდო ალაზნის ჭალაო
ირემო იალაღზედა
ივრის პირებზედ ჩალაო
ბარდში მძრომელო ხოხობო
შენ ტურფა ხარისთვალაო
შენი მინდვრების ჭირიმე
შენზედ ირმების ფარავო
თვალები გიგავს მაყვალსა
ლოყებიც ვაშლის ნათალსა
ენით შამაუღუღუნე
ერთხელ ნუ მეტყვი უარსა
***
პაპანაქება ზაფხულში
წყაროს წყალივით გინატრე
მოხვალ მომიკლავ წყურვილსა და
შენ ჩემო თვალის სინათლევ
მის: ჰე-ჰეი და ჰე, ჰე-ჰეი და ჰე
ჰე-ჰეი და ჰე-ჰეი და ჰეი-და ჰარალე
იმ ქარბუქიან ზამთარში
ბარაქიანად მათოვდა
სიცივე სულ არ მიგრძვნია და
შენზე ფიქრები მათბობდა
მის:
შენ ჩემო თვალის სინათლევ
შენზედ სიმღერა მწყურია
ჩემს გულში ზამთარს რა უნდა და
სულ მუდამ გაზაფხულია
მის:
vinmes xo ar gaqvt patriarqze ro simgeraa,merab sefashvili mgeris memgoni
TU ISHOVIT SADME MAGARI IQNEBA
საყვარელო მამულო
საყვარელო მამულო
შენს სიცოცხლეს ვფიცავარ
გულმა მხოლოდ შენი მზე
შენი მიწა იწამა.
შენს გაზაფხულს ვუმღერი
შენს აპრილს და მაისებს
კალთას გადაგიკოცნი
უბეს ვარდით აგივსებ.
აი რის გამარჯვებას
და სიცოცხლეს ვინატრებ
მზეო უფრო გაბრწყინდი
მზეო უფრო გვინათე.
მიწა ბარაქიანი
ოქროს ფერი ყანები
საყვარელო მამულო
გეტრფი გეთაყვანები.
ფეხზე წამომართულო
სააკაძის მახვილო
დროშავ თამარიანო
არასოდეს დახრილო.
ბაზალეთის ტბის ძირში
დარწეულო აკვანო
მამულისთვის დამწვარო
გმირო მამა-პაპანო.
მწარე იყო წარსული
დრო თვისი გაიტანა
ჩემო ტკბილო მამულო
ჩემო კარგო ქვეყანა.
დიდი ხნიდან გაგიცანი
გურული
დიდი ხნიდან გაგიცანი
ღვთისგან ნუ მოგეცეს დარდი
შესამჩნევი ლამაზი ხარ
თავ-ყელი გაქვს მეტად კარგი
მე იმ მშობელს ვენაცვალე
რომელმაც რომ გშობა კარგი
რამ გაგზარდა ასე ტურფა
ჩემდა გულის მოსაკლავი
შემოძახილი
უჭკნობელო ვარდის კონავ შემკობილო ალვის ხეო
მე ხომ ფრთები არ მასხია გადმოვფრინდე შენთან მეო
ჭირს მოგცემ ნუ შეგძულდები ერთი ქართული მითხარო
ან მამეც ბარი ნიჩაბი სამარე ამოვითხარო
ძნელია მოკვდეს ვაჟკაცი უდროოდ დაიკარგოსა
მისი კოკორი ულვაში მიწაში ჩაიმარხოსა
ულია მოკო
ულია მოკო კახათიშა ,ულია მოკო კახათიშა,
მენდღუა მიღუ ზახათიშა თარიარალე.
ულია მოკო ნისირიშა,ულია მოკო ნოსირიშა,
შოუოკო ნოსირიშა თარიარალე.
ბრილიშა ხ მიმდომი , ბრილიშა ხ მიმიდომი,
სქანი აშა ჭყოლი დაფა თარიარალე.
------? გო გვაგომირთუ, ----- გო გვაგომირთუ,
დუსოჭირი ტყულიად ჯაფა თარიარალე.
ულია მოკო კახათიშა, ულია მოკო კახათიშა,
მენდღუა მიღუ ზახათიშა თარიარალე.
იმერული მხედრული
ომში წასვლა მას უხარის ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო
დაბრუნება და შინ მოსვლა ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი
რაც მტრობას დაუნგრევია სიყვარულს უშენებია
ან
ომში წასვლა მას უხარის ვისაც კარგი ცხენი ჰყავსო
დაბრუნება და შინ მოსვლა ვისაც კარგი ცოლი ჰყავსო
ლამაზი ცოლის პატრონსა უნდა ჰყავდეს ძაღლი ფრთხილი
ან ძაღლი უნდა ფრთხილობდეს ანდა ქალის დედამთილი
ABRAMA
აუ დავით კაცურად მეგრული ალილოს ტექსტი თუ იცი ზუსტად დაწერე რა
თქვენს გაზრდა გახარებას გურჯაანული ჩაკრულოს ტექსტი მითხარით რა...
კაცისა მიყვარს სტუმრობა..
კაცისა მიყვარს სტუმრობა კაცისა არნახულიასო
კაცისა და მიყვარს სტუმრობა კაცისა არ ნახულისა
დავიწვი შეშა და ფიცარი ფიცარი ჭირნახულისაო ჰე
ურმისა მორგვი დავხეთქე ცეცხლი დავანთე გულისა
ორკეცად ალი ამოდის ნახე დახვედრა სტუმრისაო ჰე
nike_22
დავწვი და ჭირნახული მემგონი რაგაც მოსავალთან ასოცირდება ზუსტად აგარ მახსოვს
არაფრის რისი მადლობა შეკაცო
წვეტიანი აზრია, მარა ჭირნახულის ფიცარი კუბოს ფიცარი ხო არ არის შემთვევით?
იქნებ გადადებული ჰქონდა და სტუმარი რო მოუვიდა ის დაწვა...
komisia
წვეტიანი აზრია, მარა ჭირნახულის ფიცარი კუბოს ფიცარი ხო არ არის შემთვევით?
იქნებ გადადებული ჰქონდა და სტუმარი რო მოუვიდა ის დაწვა...
არა არამგონია ჭირნახულს რამდენადაც ვიცი მოსავალს ეძახიან და და რაღაც მემგონი მაგას უნდა უკავშირდებოდეს
კევრიიიიიიიიიიი?
შეიძლება ხო იცი შენა?
nike_22
აუ დავით კაცურად მეგრული ალილოს ტექსტი თუ იცი ზუსტად დაწერე რა
აუ არვიცი
მოგესალმებით და გთავაზობთ ჩვენ-ჩვენს სიმღერებში არსებულ ზოგიერთ მიუღებელ ფრაზათა შესწორების შესაძლო ვარიანტებს.
1. არაქრისტიანულია – “გული გაუპოს დანამა”. შეიძლება იყოს –
“ჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა,
შვება მოჰგვარა სულდგმულსა, ღვთის მადლმა ამისთანამა”.
2. უაზროა - “დაილოცოს შენი სოფლის ნათლია”. შეიძლება იყოს –
“დაგელოცოს მშობელი და ნათლია”.
3. არაქართულია – “ბერიკაცი ვარ ნუ მომკლავ”. შეიძლება იყოს –
“უფროსს უფროსად თუ არ ცნობ, ყველა დაგიწყებს გმობასა,
არაფერი სჯობს ამქვეყნად მამა-შვილობას, ძმობასა”.
4. არავაჟკაცურია – “ნუ გგონია შენთვის ვკვდები. . .
ვერ დაგიცავს შენი ქმარი”. – შეიძლება იყოს –
“მხოლოდ ერთი კოცნა მინდა, ხომ ხედავ რომ შენთვის ვკვდები,
თუ სხვა გიყვარს მითხარი და აღარ გამოგეკიდები.
მთავარია შენ გიყვარდეს, ვინც იქნება შენი ქმარი,
გაამრავლოთ ჩვენი ერი, მე კი ვიყო თუნდაც მკვდარი”.
5. გაუმართავი და მთლიანად გადასაკეთებელია “ჩაკრულო”. შეიძლება იყოს – “ხატის წინ დავდოთ პირობა, ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია,
ზურგში ჩავუხტეთ მომხვდურსა, თავს დავაქციოთ ბანია”.
(ასე მოექცა ერთხელ ერეკლე მეფე კარს მომდგარ ლეკებს)
“არეულობის დროშია ფქვილი ვერ დავდგი კოდითა,
ვერ გამოვკვებე ცოლ-შვილი, ვერ გავიარე მოდითა. . .
ერთობა ჩვენი ციხეა, მტრისაგან აუღებელი,
მშვიდობა ჩვენი დროშაა, სავსე ქვევრი და ბეღელი. . .
მაგრამ თუ მტერი არ ცხრება, ვერც ჩვენ ვიქნებით ჯაბანი,
ისე დავხვდებით დუშმანსა, ვით ჩვენი მამა-პაპანი”. . .
გაუმართლებელია მკვდრის ციტირება “ვეფხისა და მოყმის ამბავში”. უნდა იყოს – “მოყმემან პირტიტველამა შიბნ გაიარნა კლდისანი”. . .
“თხამ ვენახი შეჭამა”-ს აკლია ერთი რგოლი;
თაგვი მიწას არ ჭამს, მაშასადამე შეიძლება იყოს –
“თაგვმა პური (ან სიმინდი), პურმა (ან სიმინდმა) მიწა,
მიწამ ჟანგი, ჟანგმა თოფი, თოფმა მგელი,
მგელმა თხა, თხამ ვენახი შეჭამა”.
პატივისცემით, აკაკი მუმლაძე
ჩაწერილ სიმღერებს და ეკრანიზებული "რაიკომის მდივნის" ბატიფეხურ ლექსებს აღარაფერი ეშველება, მაგრამ როცა რუსეთი და მისი დამქაშები ყოველ ღონეს ხმარობენ კაციჭამიებად წარმოგვაჩინონ, აწი მაინც გავასწოროთ ქართველი ხალხისათვის არადამახასიათებელი გამონათქვამები. ასეთია ჩემი აზრი
Akaki
მადლობა, რომ ასე ხელდამშვენებული გვესტუმრე
ეს შენეული ვარიანტებია? ძალიან მომეწონა
მეგრული ალილოს ტექსტი მინდა მეც...
თუ გაქვთ ვინმეს დააგდეთ რა...
Revaz
აქ რამ მოგიყვანა ბიჯო
Akaki
ძალიან მომწონს შენი ვარიანტები.
მიხარია რომ ვიღაცა ფიქრობს ამაზე. ეხლა ჩაკრულოს შენი ტექსტით ვიმღერებ ხოლმე (ჩემ სიმღერასაც თუ სიმღერა ქვია )
და ჭირნახულის ფიცარზეც გვითხარი რა რამე, გურჯაანული ჩაკრულოდან...
ჰმ... რატო გააერთიანეთ კაცო ეს თემები.
ეხლა ჩაკრულოს შენი ტექსტით ვიმღერებ ხოლმე
რა ტექსტზეა საუბარი მეც გამაგებინეთ რა მაინტერესებს
http://www.fast.ge/?d=AD21904C1
და თუ იცით, იქნება ამ სიმღერის ტექსტიც გქონდეთ?
მოგესალმებით ყველას
შემთხვევით ქართული სიმღერა ხომ არ გაქვთ ჯეოსტარში მოვისმინე პირველად სათაური არ ვიცი "გავალ საყვარელ ქუჩებში და მიხარია".......
ბოლოს იმღერეს გოგოებმა. თუ ვინმეს მოგეპოვებათ იქნებ დადოთ აქ. დიდი მადლობა წინასწარ.
აგუნა, აგუნა, გამეიარეო
ბახვი, ასკანა, გადმეიარეო
ჩვენს მამულში ყურძენიო
მტრის მამულში ფურცელიო
ჩვენს მამულში გოდრითაო
მტრის მამულში გიდლითაო
ტექსტი სრული და დახვეწილი არაა. სრულდებოდა კალანდას, ამ სიმღერით ეგებებოდნენ ღვინის ღმერთს, აგუნაას და სთხოვდნენ კარგ მოსავალს. მთელი რიტუალი იყო
დიდ ბოდიშს გიხდით სუყველას თემიდან ვუხვევ, მაგრამ მინდა რომ ყველამ ნახოთ და შეძლებისდაგვარად რეაგირება მოახდინოთ.
http://forum.hayastan.com/index.php?showtopic=33598&hl=%E3%F0%F3%E7%E8%FF
თან იქნება გაავრცელოთ რა, რომ სათანადო პასუხი გავცეთ.
P.S. ყველა არა ანტიქართულ პოსტს შლიან და იქნებ დიდმა აქტიურობამ ცოტა შეაფერხოს.
chven mshvidoba
გარე კახურის ტექსტი თუ გაქვთ ვინმეს დადეთ რაა... დამავალებთ ძალიან
ხალხოოო რაჭული სიმღერის „ჰეი ბიჭო გიორგუნა“-ს ტექსტი მინდაააააა.... იქნებ დამიწეროთ? (წინასწარ დიდი მადლობა).
tako_chicho
ეჰა
რაშავ რაშავ ჰოისა ვო რელა
რაშავ დელი ვოდელია და.
რაშავ რაშავ ჰოისა ვო რელა
რაშავ დელი ვოდელია და.
ჰა-ჰა, ჰოისა ვორელა, რაშავ დელი ვოდელია და.
ჰა-ჰა, ჰოისა ვორელა, რაშავ დელი ვოდელია და.
რაშავ რაშა ჰოისა ვო რელა
რაშავ დელი ვოდელია და
ჰა-ჰა, ჰოისა ვორელა, რაშავ დელი ვოდელია და
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
რას შოვ და, ჩამოვიარე თელაო, რას შოვდა.
რას შოვ და, ჩამოვიარე თელაო, რას შოვდა.
რას შოვ და გვერდზე დავიწყე ცეკვაო, რას შოვ და.
რას შოვ და გვერდზე დავიწყე ცეკვაო, რას შოვ და.
რას შოვ და, გოგოები იძახიან, რას შოვ და.
რას შოვ და, გოგოები იძახიან, რას შოვ და.
რას შოვ და, ნეტავ ვის სახლში შევაო, რას შოვ და.
რას შოვ და, ნეტავ ვის სახლში შევაო, რას შოვ და.
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
ხე წამექცა დღესაო,
ქორი მოჯდა ხესაო,
ქორი მოჯდა ხესაო.
ქალი მიქნებს ხელსაო,
ქალი მიქნევს ხელსაო.
აქ შემოდი, ჩემსაო,
ღვინოსაც დაგალევინებ
ცარიელსა თხელსაო.
ვარიებსაც ქე დაგიკლავ
ცარიელსა ძვლებსაო.
ხაჭაპურსაც გამოგიცხობ
ცარიელსა კვერსაო.
რაშ შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
რას შოვ და, ჩამოვიარე ფალახეთს, რას შოვ და.
რას შოვ და, ჩამოვიარე ფალახეთს, რას შოვ და.
რას შოვ და, მამასახლისი გალახეს, რას შოვ და.
რას შოვ და, მამასახლისი გალახეს, რას შოვ და.
რას შოვ და, გასაშველებლად მივედი, რას შოვ და.
რას შოვ და, გასაშველებლად მივედი, რას შოვ და.
რას შოვ და, ერთი ორი მეც მომარტყეს, რას შოვ და.
რას შოვ და, ერთი ორი მეც მომარტყეს, რას შოვ და.
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
რას შოვ და, დელი ვოდელი ვოდელა, რას შოვ და.
. . . . . . . .
ტაში, ბიჭო, გიორგუნა, არ გაუშვა ეგ გოგუნა.
ტაში, ბიჭო, გიორგუნა, არ გაუშვა ეგ გოგუნა.
ტაში, ბიწო, გიორგუნა, არ გაუშვა ეგ გოგუნა.
ტაში, ბიჭო, გიორგუნა, არ გაუშვა ეგ გოგუნა.
დოუკვირდი მაგასაო, მაგის ჩიტის კაბასო.
დოუკვირდი მაგასაო, მაგის ჩიტის კაბასო.
. . . . . . .
კაბას რავა დავამდლი, გოგოს ამისთანასაო.
კაბას რავა დავამდლი, გოგოს ამისთანასაო.
. . . . . .
ტაში, ბიჭო, გულთანაო,
ლამაზო და მსუქანაო,
ნეტა, შენი თავი მომცა სასიმინდეს უკანაო.
ტაში, ბიწო, გულთანაო,
ლამაზო და მსუქანაო,
ნეტა, შენი თავი მომცა სასიმინდეს უკანაო.
ტაში, ბიწო, გულთანაო,
ლამაზო და მსუქანაო,
ნეტა შენი თავი მომცა სასიმინდეს უკანაო.
ტაში, ბიწო, გულთანაო,
ლამაზო და მსუქანაო,
ნეტა შენი თავი მომცა სასიმინდეს უკანაო.
ჰე
t.l.
უღრმესი მადლობააააა გაიხარეეეე
იქნებ დამიწეროთ "ლალეს " ტექსტი? ძალიან მაგარი სიმრერაა „შემოსულაააა შემოდგომააა გიორგობის თვეოოოოოოო
ლალეეეეეეეე“-აი ეს
tako_chicho
"შემოსულა შემოდგომა გიორგობის თვეო,
რატომ არ ჩამოიარე ქე რომ დაგიბარე,
ღამის თორმეტ საათამდე ჭრაქი ვაბრდღვიალე,
გელოდი და არ მოხვედი ცრემლიც ბევრი ვღვარე"
ძირითადი ესაა, ისე ზოგჯერ რაღაცეებს ამატებენ, მაგალითად:"შარშან გიორგობის თვეში ცოლი დამეკარგა ტყეში...."
qarcivadze
მადლობააა და თვითონ სიმღერა არ გაქვს რომ დადო?
tako_chicho
ჩანაწერი არ მაქვს
ლალეს ტექსტს რა დაწერს იმდენი ვარიანტია
როგორიც გარეკახურის თითქმის
N. R.
მერე რო გავაგრძელოტ გადაირევიან ალბათ
ჩამაისხდებიან ყორნები
არ გაირევენ ძერასა
კაცი ვერსაით წაუვა
თავისა ბედისწერასა
მის:რიმ ტამ ტამ
რამპიტაპიტი რამპიტაპიტი ტოოო
რიმ ტამ ტამ რამიპტაპიტი
რამპიტაპიტი ტოო
გადმომავალო ღრუბელო
გადამიტანე თანაო
მიპოვნე ჩემი ლამაზი
მიმაგდე იმასთანაო
მ ი ს ა მ ღ ე რ ი
ამომავალო ვარსკვლავო
მანათობელო ღამისა
შენმა ლამაზმა თოლებმა
მე გული გამიხალისა
მ ი ს ა მ ღ ე რ ი
ერთმა ბიჭმა ნაბდიანმა(გოგომ კაბიანმა)
ჩემს ეზოზედ გადიარა
ისე ლამაზად დიოდა
გული დამიდარდიანა
მ ი ს ა მ ღ ე რ ი
გოგო ვარ გასათხოვარი
მარტოკა დავიარები
თუ დედა არ გამათხოვებს
წავალ და გავიპარები
მ ი ს ა მ ღ ე რ ი
ცამაისხდებიან ხევსურნი
ლუდის სასმელად ბანზედა
ქალაუ ჩემთან გადმოდი
ნუ გამირბიხარ განზედა
მ ი ს ა მ ღ ე რ ი
ქალავ ისეთი თეთრი ხარ
როგორც საყდარში კირია
დაიმალება ხოხობი
შენი თვალწარბის ჩრდილშია
მ ი ს ა მ ღ ე რ ი
gvantsi
ეგ სიმღერა ვიცოდი მარა მაგდენი ტექსტი არა
komisiaეს ერთი მთლიანი ტექსტი არაა მგონი,უბრალოდ სხვადასხვა ვარიანტებია და რაც კი მომისმენია ყველა დავწერე.მარა მე და ჩემი მეგობრები რო დავიწყებთ თავიდან ბოლომდე ვმღერით ხოლმეძაან მიყვარს ეს სიმღერა
პატარა საყვარელო,ჰეე ჰეე-2X
ლივრი ქალო საყვარელო,
ლიახო ვაითუ და ლიახო
რისთვის მომიკალ გული,ჰეე ჰეე2X
ლივრი ქალო საყვარელო
ლიახო ვაითუ და ლიახო
გოგოვ გოგოვ შავთვალა ჰეე ჰეე2X
ლივრი ქალო........
ბიჭმა შემოგითვალა ჰეე ჰეე2X
ლივრი ქალო.......
ან მომე ჩემი დანა ჰეე ჰეე2X
ლივრი ქალო.........
ან გამომყევი თანა ჰეე ჰეე2X
ლივრი ქალო........
არხოტო სამშობლო
ჯიხვ არწივების ბინაო,
შენს მტერსამც შამაკლა
შენს მკერდზეც დამაძინაო-2X
კაი ყმის ცოლობა
ნუ გიხარია ქალაუ
მოკვდება ლაშქარში
დარჩები ცარიალაუ-2X
მოკვდეს თუ მოკვდა ვაჟკაცი
არხოტის გულისთვინაო
დედა ვაცხოვნე იმისა
ვინც თავი იქ შასწირაო-2X
სასახლეს აგიგებ
სულ მარმარილოს ქვისასა
ხალიჩებს დაგიგებ
ფეხ ვერ უწვდინო მიწასა-2X
არხოტო სამშობლო
ჯიხვ არწივების ბინაო
***
გფარავდეს ლომისის მადლი
ტანზედ აგესხას რკინაო
ხელთ გეპყრას ჭრელი მანდილი
რომ მტერს არ მაალხინაო
გამარჯვებულსაც გეაროს
ღმერთი გიძღოდეს წინაო
დიდგორის ველზე გიხმობენ
ჯოგი დაგხდია მტრისაო
ქართველო ხელი ხმალს იკარ
სანამ ფრანგული ჭრისაო
თუ გული რკინისა გიდევს
უყვეს აბჯარი ხისაო
წმინდა გიორგიმ დაგლოცოს
ალალ-მართალი შვილსაო
კურთხეულ მიწას გართმევენ
მარიამ წმინდანისაო
ქართველს ერთი აქვთ სამშობლო
ვერვის ვერ მისცემს წილსაო
იმა მთაზედა ვარნანო,იმა მთაზედაო
იმა მთაზედა ვარნანო,თოვლიანზედაო
ია დავთესე ვარნანო,ია დავთესეო
ია დავთესე ვარნანო,ვარდი მოსულაო.
ია კოჭამდე ვარნანო,ია კოჭამდეო
ია კოჭამდე ვარნანო,ვარდი მუხლამდეო,
ირმისა ჯოგი ვარნანო,ირმისა ჯოგიო
ირმისა ჯგი ვარნნაო,შემოჩვეულაო
ნეტავ ეძოვათ ვარნანო,ნეტავ ეძოვათო
ნეტავ ეძოვათ ვარნანო არ გაეთელათო.
იმა მთაზედა ვარნანო,იმა მთაზედაო
იმა მთაზედა ვარნანო,თოვლიანზედაო
ია დავთესე ვარნანო,ია დავთესეო
ია დავთესე ვარნანო,ვარდი მოსულაო.
"გავალ საყვარელ ქუჩებში და მიხარია"....... ბავშვებო თუ გაქვთ ამ სიმღერის ტექსტი მომაწოდეთ რაააა დათუნა სირბილაძეც მღერის
შატილის ასულო-ს ტექსტი დამიგდეთ რა ხალხოოოო
(უცნაური თხოვნაა მარა მაიც )
Revaz
სკაიპში შემო ბიჯო და იქ გეტყვი
ჩაკრულოს ტექსტი დაწერეთ რა, გეცოდინებათ. ჩაკრულოს მაინც ეცოდინება
mr_morrison
რად გინდა ? შენ უნდა იმღერო თუ ზურამ
QORBUDA
t.l.
"რაშოვდა"
ჩამოვიარე სევაო, გვერდზე დევიწყე წევაო
გოგოები იძახიან ნეტა ვის სახლში შევაო
გამოვიარე ფარახეთს, მამასახლისი გალახეს
გასაშველებლად მივედი, ერთი-ორი მეც მომარტყეს
ამოვიარე ურავში, გოგონა იწვა ხულაში
მივედი გადავეხვიე, გადავიგრიხე ულვაში
"ლერწამისა ხესაო"
ლერწამისა ხესაო
ქორი მოჯდა წვერსაო
აქ ჩამოდი ჩვენსაო
ქალი მიქნევს ხელსაო
ვარიასაც ქე დაგიკლავ
ცარიელსა ძვლებსაო
ღვინოსაც დაგალევინებ
ცარიელსა თხლესაო
ხაჭაპურსაც გამოგიცხობ
ცარიელსა ხმელსაო
"ტაში ბოშო გიორგუნა"
ტაში ბოშო გიორგუნა
არ გოუშვა ეგ გოგუნა
დოუკვირდი მაგასაო
მაგი ყიდის კაბასაო.
კაბას რავა დავამადლი
გოგოს ამისთანასაო.
ტაში, ბოშო, გულქანაო,
ლამაზო და სუქანაო,
ნეტა, შენი თავი მომცა
სასიმინდეს უკანაო.
შევრდომილი
გაფრინდი შავო მერცხალო
გაფრინდი შავო მერცხალო,
გაჰყევ ალაზნის პირსაო,
ამბავი ჩამომიტანე,
ომში წასული ძმისაო!
იქებ ის დაკოდილია,
სისხლი სდის მრავალ გზისაო,
იქნებ ტყვედ წაყვანილია,
შუქი აკლია მზისაო,
ნიშნად წაუღე ნაწნავი,
კავი ამ ჩემი თმისაო,
უთხარი ზედ ასხურია,
ცრემლი საყვარელ დისაო,
უმისოდ ჩემი სიცოცხლე,
ჩალადაც არა ღირსაო,
გაფრინდი შავო მერცხალო,
სწავლა არ გინდა გზისაო!
ჩ ა კ რ უ ლ ო
სოლო: ჰაი, ხიდისთავს შევკრათ პირობა,
ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია,
ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა,
თავს დავანგრიოთ ბანია.
გუნდი: ხიდისთავს შევკრათ პირობა,
ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანია,
ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა
თავს დავანგრიოთ ბანია.
სოლო: მუხრან ბატონის ყმობითა
ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა,
გუნდი:ჰაი, მუხრან ბატონის ყმობითა
ფქვილი ვერ დავდგი გოდრითა,
დეკეული ვერ გავზარდე,
კალო ვერ ვლეწე მოზვრითა.
ხალო ხევსურეთს ნაჭედო,
თელავში თუშმა გაგფერა,
მეფე ერეკლემ გაკურთხა,
საომრად ჯვარი დაგწერა.
მტერო დამჩაგრე არ ვტირი,
ტირილი დიაცთ წესია,
ბევრჯერ ვყოფილვარ ამ დღეში,
მაგრამ არ დამიკვნესია,
მაცალე ერთი გავლესო,
ხმალ-ჩახმახ ცეცხლის მკვესია,
სულ წმიდად მოგაკმევინო,
რაც ჩემთვის დაგითესია, ჰა.
არულალო, არულალო, ჰო!
lamara
ეგ ტექსტი სიმღერაში არაა
lamara
lamara
და საერთოდ ეს სიმღერა თურმან თორელის მიერ არის დაწერილი 13საუკუნეში
აბა სვანურის ტექსტს ვინ დადებს
აი მუსიკა აქაა: http://www.files.ge/file/19038/Erisioni---Svanuri-rar.html
და თუ ვინმე მაგის თარგმანსაც დადებს, ეს ხო მთლად კარგი იქნება
ნინომ იცის მუმლი მუხას ”საინტერესო გაგრძელება”..
ნეტა არ დაგვიწერს ტექსტს?
ეს არის არხოტოს ერთი კუპლეტი,რომელსაც არ მღერიან და არ მსმენია.
ვახ დედას ყორნებო
ჩემი ლეშითა სძღებოდეთ
იბანდეთ სისხლითა
მაღლა კლდეზედა ჰხტებოდეთ.
ხალხო "წინწყარო"-ს ტექსტი მინდა რააა
QORBUDA
აი ამას რემ მღეროდუ გახსოვს? ჰოდა თუ ვინმეს გაქვთ ეს სიმღერა ამიტვირთეთ რაა...
ეგ სახე მყინვართა სარკეში მინახავს,
მაღალ მთებს, ქარაფებს აფრქვევდი მინანქარს,
ეგ თმები კლდეებზე ჩანჩქერად მინახავს,
ქალი ხარ, ქალი ხარ, მითხარი, ვინა ხარ?
არ გეყო, ძალით რომ დაიპყარ ეს გული?
მერე მთებს მიადექ, რისხვით წარბშეკრული,
უფრთხილდი, ლამაზო, მთა განაბულია,
აქ ყველგან ქარიშხლით მთაც(?) განაბულია
მე შენი სიმკაცრის ნაპრალში ვვარდები,
ძვირფასო, საშველად ნუ დაგვიანდები,
მე ყველა ნაპრალზე ეგ მეტად მაშინებს,
კვლავ ხელი მომხვიე, კვლავ გადამარჩინე.
მივდივარ, მივყვები ჭიუხში მთამსვლელებს,
ხან ქარი მიბერავს, ხან წვიმა მასველებს,
მე შენმა სურვილმა მთამსვლელად მაქცია,
წერაქვი მიჭირავს, ... მაცვია
ეგ სახე მყინვართა სარკეში მინახავს,
მაღალ მთებს, ქარაფებს აფრქვევდი მინანქარს,
ეგ თმები კლდეებზე ჩანჩქერად მინახავს,
ქალი ხარ, ქალი ხარ, მითხარი, ვინა ხარ?
ეს სიმღერა თუ გაქვთ დადეთ რაააა. წინასწაარ გმადლობთ.
ჩვენი სისონაი დარჩიაი ნაქებია ბიჭობაში
მივიდა და ძმა იტირა არ შეშინდა იმტონ ჯარში
ცალ ხელში თოფი ეჭირა ცრემლი მოასხმიდა თვალში
შენ მკვდარი და მე ცოცხალი რაფერ გევიარო ხალხში დაააა
ერთი ვინმე ვაჟბატონი მარჯვეა ღალატობაზე
32 სტრაჟნიკი მან დამახვედრა ბოგაზე
ვისკუპე და ქი გადავხტი დიდ ბოგიდან სუფსის წყალზე
უკაცრავად კი ვარ მარა პრისტავს გადავახტი თავზე დაააა
ერთი-ორი გევისროლე დადეშქელიანის ხმაზე
მოღალატე და პრისტავი დავაკალი რიყის ქვაზე
სხვები ჯოგივით გარბოდენ ზოგი წინ და ზოგი განზე
აბა რა ვქნა რას მერჩიან, რომ მებრძვიან მართლის თქმაზე დააა
მე რომ ვეფერი გამომრჩენ ჩემს მეზობლებს დახვდენ გზაში
უმოწყალოდ დეერიენ კონდახები ურტყეს თავში
გევიქეცი, დავახალე ვინც პირველი შემხვდა ხელში
7 უსულოდ დავაგდე, სხვები შიშით შეძვრენ ტყეში დაააა
თოფი ხელში იმიზა მაქ, რომ გავჟლიტო ხალხის მტერი
ტყეში ვსახლობ მარტოდმარტო, დარდისაგან ხშირად ვმღერი
ხალხი მიყვარს, მათ გულისთვის ღამეს ვათევ თოვლში, ქარში
არ მოვკვდები, ვინცხა მაინც დამაფასებს მომავალში დააააა
t.l.
მე მაქვს და აგვიტვირთავ
ვინცხა გარეკახურის სიტყვებს ეძებდა. ა ბატონო!
ჰარალალო, ვარისლალო ბანებო,
ვარისლალო ბანებო და გოგოებო ქალებო.
ჰარალალო, შენი ჭირიმე, ძმა ხარო.
შენი ჭირიმე, ძმა ხარო, ქორშევარდენსა გავხარო.
ქუდი გვერდზე დაგიხურავს
ქუდი გვერდზე დაგიხურავს, ამპარტავანსა გევხარო.
ჰარალალო, ვარისლალო, ტაში, ტაში,
ჰარალალო და აქედან გორი შორია.
აქედან გორი შორია, თვალმარგალიტი ბროლია.
თქვენ სანახავად მოვსულვარ
თქვენ სანახავად მოვსულვარ, სხვა საქმე არა მქონია.
ალალმე დილის ნიავი, მე შენთვის მიტირნიაო.
შენ ჩემთვის რა გატირებდა,
მე შენთვის რა მირგიაო.
ჰარალალო, ვარისლალო ბანებო,
ვარისლალო ბანებო და გოგოებო ქალებო.
ჰარალალო, ვარისლალო ბიჭებო.
კანონისტი
წინწყარო ჩამოვიარე წინწყარო
ბიჭო და წინწყარო ჩამოვიარე
წინ შემხვდა ქალი ლამაზი წინ შემხვდა
ბიჭო და კოკა რომ ედგა მხარზედა
სიტყვა ვუთხარ და იწყინა სიტყვა ვუთხარი
ბიჭო და განრისხდა გადგა განზედა
წინწყარო ჩამოვიარე წინწყარო
ბიჭო და წინწყარო ჩამოვიარე
აუ გამარჯობა აფხაზეთო შენი მონდა ამიტვირთეთ ძალიან გთხოვთ რა
სასწრაფოდ მჭირდება მეგრული ალილოს ტექსტი (ბასიანი რომ ასრულებს) , ალაზნისთვის...
komisia
ეგ კაი ხნის წინ ვითხოვე და არავინ დაწერა
ერთი თუშურის ტექსტი გამაგებინეთ რაა:
იახლ ჯანღ ქურდულად შემიპარ დანოს, (ამისი აზრი ვიცი)
ქირსლებში გახვი ბაშტეიდ კარსე, (ამისიც)
სად ჩაღმოში კი ნისლებდახდილებო (ამისიც)
იბანენ პირებს ფიჭეხიდ წასნე. (ამისიც)
ვიწ გომეწარი წკადიყრიდ მუქფერს (ამისი აღარ ვიცი უკვე)
მზეს ამაღლალებ დუმტეროს თავზე, (არც ამისი)
კოცი კათყანას [აქ არ ვიცი]
ყვავილის ცვრიან გვირგვინ მადგ თავზე. (ეს ვიცი )
რაიად მეტად მამნატრებიხარ, (ეს მარტივია)
[არც აქ ვიცი]
რაგვერ შეგტყობი ჩემ ტკბილ თუშეთო (ეს ბოლოებიც ვიცი)
ზამთრის პირ თეთრად დაგპენთვით მაწვენ.
იახლ ჯანღ ქურდულად შეპარ ქისტეთსა
ქირსლებში გახვი ხე კინჩხოს მთაწვენ... (აქ ალბათ ვიცი, დაახლოებით რაა)
komisia
მე ეგ ტექსტი ცოტა სხვაგვარად ვიცი
იახლ ჯანღ ქურდულად შემიპარ დანოს,
ქირსლებში გახვი ბაშტე იდ კარსე,
საჩაღმოში კი ნისლებდახდილებო
იბანენ პირებს ფიჭეხ იდ წასნე
falestra
komisia
ბასიანის შესრულებული მაქვს))))))))
დიტო ქისიშვილისაც, მაგრამ ეგ არ ითვლება
t.l.
ტექსტში მცირედ შესწორებებს შეგიტან
ეგ სახე მყინვართა სარკეში მინახავს,
მაღალ მთებს, ქარაფებს აფრქვევდი მინანქარს,
ეგ თმები კლდეებზე ჩანჩქერად მინახავს,
ალი ხარ? ქალი ხარ? მითხარი ვინა ხარ.
არ გეყო ძალით რომ დაიპყარ ეს გული?
მერე მთებს მიადექ რისხვით წარბშეკრული,
უფრთხილდი ლამაზო, მთა განა გულია?
აქ ყველგან ქარიშხლით მთაც განაბულია.
მე შენი სიმკაცრის ნაპრალში ვვარდები,
ძვირფასო, საშველად ნუ დაგვიანდები,
მე ყველა ნაპრალზე ეგ მეტად მაშინებს,
კვლავ ხელი მომხვიე, კვლავ გადამარჩინე.
მივდივარ, მივყვები ჭიუხში მთამსვლელებს,
ხან ქარი მიბერავს, ხან წვიმა მასველებს,
მე შენმა სურვილმა მთამსვლელად მაქცია
წერაქვი მიჭირავს, წრიაპი მაცვია.
ეგ სახე მყინვართა სარკეში მინახავს,
მაღალ მთებს, ქარაფებს აფრქვევდი მინანქარს,
ეგ თმები კლდეებზე ჩანჩქერად მინახავს,
ალი ხარ? ქალი ხარ? მითხარი ვინა ხარ.
ესეც ლინკი, "ანანურის" შესრულებით
http://www.link.ge/file/178626/ananuri.mp3.html
falestra
დიდი მადლობა, მაგ სიმღერის ტექსტს ვთხოულობდი რამდენი ხანი, შენ გაიხარე
qobuleTuri naduris teqstic ar iciT kaco?
სასწრაფოდ მჭირდება მისდევს მელა ლომსას ტექსტი (ანჩის ხატი რომ ასრულებს)
falestra
ისე რუსული სიმღერა
"ეხ დაროგი" - ს
ტექსტი ხომ არ გაქვთ???
ქართული ხმები ასრულებენ
წინასწარ მადლობა
იქნებ ვინმე იცით მეგრული სიმღერის ტექსტი:
ია,ია გოპირელე, ნანა,
ჭყონ დო ია ჭყონ დო ია.......
თუ მელოდიას მოაყოლებთ, მთლად კარგი
ცანგალა და გოგონა (ქართლური)
ცანგალა გოგონა, ჰე ჰეიდა.
ცანგალა და გოგონა, ჰე ჰეიდა.
ვარალალი ვარალალო
ვარალალი ვარალალო
ცანგალა და გოგონა, (ჰე) (ბანი ყოველთვის ასე გააყოლებს)
გოგონა და გოგონა, გოგონა და გოგონა
ჰოი გოგონა გოგონაო, ჰოი გოგონა გოგონაო
ბანი გვთხარით ბიჭებო, ვარალალი ვთქვათ ხმიანი, ცანგალა და გოგონა
ჩვენი ტატე რა ბიჭია, ჩვენი ტატე რა ბიჭია
მართლაც ვაჟკაცის წონაო, მართლაც ვაჟკაცის წონაო,
ვარალალი ვარალალო მისი ერთი ხელეული, ძნა არის არა კონა.
ქალაქში შეჰყვარებია, ქალაქში შეჰყვარებია
ერთი კოხტა გოგონაო, ერთი კოხტა გოგონაო
ტატე იმაი გაიძახის ეტყობა კარგი იქნება, გოგოა ოქროს წონა.
ახლა დავძახოთ ბიჭებო, ცანგალა გოგონა.
ცანგალა და გოგონა, ცანგალა გოგონა
ჩვენი ტატე ჩამოუვლის თვითონ იცის როგორაა, ღვთისმშობლობას ნიშნობა აქვს
მაყრად მოყავს სოფრონა
ტატე ბიჭი ინიშნება, ცანგალა გოგონა.
მაყრად მოყავს სოფრონა, ვაჰ რა ბიჭი სოფრონა.
მომღერალი მეფანდურე, მაღალია ჭოღონა, მაყრებად ამოვირჩიოთ
ნინია და კეკელა.
ქორწილისთვის მოვემზადოთ, ცანგალა გოგონა (დაუარე ტატეეეე...)
ვივარჯიშოთ ცეკვაშია. ცანგალა გოგონა.
სიმღერებიც გავიხსენოთ ჩაკრულო და მაყრულა, ცეკვა-თამაში გავმართოთ
ცანგალა და გოგონა,
ცანგალა და გოგონა, ცანგალა გოგონა
ცანგალა და გოგონა, ცანგალა გოგონა
გოგოებო ნუ ღონდებით ძაღლებივით ნუ ღრინავთ, ეგეთ ბიჭებს ამოგირჩევთ აქეთ ჯობდეს ათ წილად.
გაუსვი და გამოუსვი, ცანგალაგოგონა. როგორც ჭიანურია, ცანგალა გოგონა.
გოგოებო ითამაშეთ ცანგალა და გოგონა, თორემ ვეღარ გათხოვდებით შინ დარჩებით კენტადა.
აბა ბიჭო გადავძახოთ, ცანგალა გოგონა. ცანგალა და გოგონა, ცანგალა და გოგონა
ეს ბიჭი კარგად თამაშობს ფეხის ცერებზე დგება, ამან რომ რამე იტკინოს ნეტავ ვის დაბრალდება
ცანგალა და გოგონა, ცანგალა გოგონა
ცანგალა და გოგონა, ცანგალა გოგონა
გოგნი გოგნი გოგნი გოგო, გოგნი გოგნი გოგონაა, გოგნი გოგნი გოგნი გოგო, გოგნი გოგნი გოგონაა, (2-ჯერ)
ცანგალა და გოგონა, ცანგალა გოგონა
ცანგალა და გოგონა, ცანგალა გოგონა
გოგნი გოგნი გოგნი გოგო, გოგნი გოგნი გოგონაა, გოგნი გოგნი გოგნი გოგო (ჩერდება და შენელებით) გოგნი გოგნი გოგონა.
სამწუხაროდ აუდიო ჩანაწერი არ მაქვს
serafita
ია ია გოპირელე ნანა
ჭყონ დო ია,ჭყონ დო ია,
თირ დო ინ გოთირელე ნანა
გერ დო ტურაშ,გერ დო ტურაშ,თია
ნანნააა..........
ღორონთ ირო დომიხვამი ნანა
არკვანიში,არკვანიში რწია
ოგვაჯიშე,თოლი სქვამი,ნანა
წიწილებიშ,წიწილებიშ,წია
სამწუხაროდ თვითონ სიმღერა არ მაქვს
gvantsi
ძალიან დიიიიიიიიდი მადლობა!
მისდევს მელა ლომსა
მისდევს მელა ლომსა
ტურა მგელსა ჩიტი ქორსა
მწყერი სდევდეს მიმინოსა,ნოსა
როს აქლემი ცასა ზომდეს (მემგონი)
როს აქლემი ცასა ზომდეს (მემგონი)
ზაქმა სიბრძნე იჩინოსა, ნოსა
დათვი მღვდლობდეს, ვირი მგლობდეს
დათვი მღვდლობდეს, ვირი მგლობდეს
მწყერი სდევდეს მიმინოსა,ნოსა
მაშინ შეხვდე შენსა მზესა
მაშინ შეხვდე შენსა მზესა
სანახავად სალხინოსა, ნოსა
ამ სიმღერას რა ჰქვია?
მგონი რაჭულია, თუ ლეჩხუმური:
ჩვენსა ჩამოდიანო
ამ ერთ ჭიქას კიდევ დავლევო
მერე დავთვრებიაო
ამ ერთ ჭიქას კიდევ დავლევო
მერე დავთვრებიაო
..... კაციაო
ახალუხი შემოგვაცვდა
ჩოხაც არ გვაცვიაო
ახალუხი შემოგვაცვდა
ჩოხაც არ გვაცვიაო
. კაციაო
შრომაც მიყვარს გარჯაც მიყვარსო
არ ვარ ზარმაციაო
შრომაც მიყვარს გარჯაც მიყვარსო
არ ვარ ზარმაციაო
komisia
ატვირთე აბა რაზე ამბობ ვნახო
აბა დეიდებო, ბიძიებო, დამეხმარეთ სიმონა დოლიძის ტექსტით..
ნინო დეიდას ექნება ალბათ...
[font=System][font=Verdana][font=Georgia][font=Courier New][quote name='Revaz' post='192475' date='Oct 18 2007, 04:20 PM']
აბა დეიდებო, ბიძიებო, დამეხმარეთ სიმონა დოლიძის ტექსტით..
ნინო დეიდას ექნება ალბათ...
[/quote] simona doliZe
1) yovlis mxridan daCagruli
me var simona doliZe,
eqvsi weli Semisrulda,
ar miZinia loginze.
ubedurad dadga CemTvis
1911 weli,
gamiwyda imedis Zafi,
gadarCenas aRar veli.
policia damedevna
oci wlis rom Seviqeni,
CemTvis xalxi itanjoda,
magram bevri kargic vqeni.
udrood movwydi samSoblos,
vai Cems bediswerasa,
ise damdevda ZaRlebi,
viT monadire _ melasa.
2) xalxs matad vufrTxildebodi,
saqmes vakeTebdi rigze,
xSiradtyeSi vimalodi
mivwvebodi wiflis Zirze.
wamovidodnen, meZebdnen
straJebi maRal gorebze,
dabrunebulni xalxs scemdnen
mklavebs icdidnen Roneze.
or maTgans tyvia vaxale,
sisxli gadvire enaze,
SeiZleba qe damZraxoT
zogierTma amis Tqmaze.
ra undodaT rom momsdevdnen,
mivdiodi me Cems gzaze
guli ase miCioda.
iq Sevedi naliaSi,
andros metma ar icoda,
CemTan iyo burWulaZe,
igic CemsaviT iwvoda.
andros vTxove: gagvegzavne,
cota gviyide puria,
aoviRe da miveci,
rac rom sWiroda fulia.
Sevexvewe: daiCqare,
qec gvSia da qec gvwyuria
Turme misi xeliT kvlida,
rogorc iuda uria.
4) erTi vinme uriadniki
TareSobda guriaSi,
am Cems “Zma-kacs”Sexvedria
Tavis jariT meriaSi.
androm uTxra Turme maSin:
firali myavs naliaSi,
aucileblad daiWer,
gRes ar gamovlian karSi.
Turme gvRalatobs ymawvili,
Cven ar vicodiT namdvili
burWulaZe mexveweba,
gamovicvaloT adgili.
gavixede, modiodnen,
gulze dameso nemsia,
sadiloba rom daviwyeT,
straJebi Semogvesia.
5) tyvia ise mogvayares,
rogorc setyva da mexia,
gadmoxtomis dros mesroles,
momtexes orve fexia.
Cems amxanags daedevnen,
is daRupuli ZaRlebi,
vxedav, vefers vexmarebi,
cremliT amevso Tvalebi.
ucbad azri movikrkbe,
masTan Zalac SeviZine,
erTi tyvia gavisrole,
Tan gemoze gavicine.
Cemi mkvleli uriadniki
Tanac gverdze moviwvine,
mgeliviT avaRriale
oficrobis momlodine.
6) Turme sisxlis jvars eloda,
vaJbatoni Cems sikvdilze,
magram Tavze wavikali,
me var simona doliZe.
sanam suli ar amomxda,
manam xom vilaparake,
me vkvdebi, magram ra vuyoT,
sisxli xom mainc aviRe.
rac salaparako mqonda,
yvelas ver vambob eniTa,
xelSi miWiravs kalami,
qaRaldze vwerav melniTa.
awi mSvidobiT Zmanebo,
me mival mousvlel gzaze,
leqss gitovebT samaxsovrod,
daamRereT gitaraze.
[/quote]
ბოლო 2სტროფის კიდევ 1 ვარიანტი არსებობს:
აწ მშვიდობით ძმა-ბიჭებო,
ნუ იქნებით ჩემს ლოდინზე,
სირცხვილ-ჭმული არ მოვმკვდარვარ,
მე ვარ სიმონა დოლიძე.
ჩემს მკვლელს პასუხი გაეცით,
ფეხი არ დამადგას გულზე,
ლექსს გიტოვებთ სამახსოვროდ
დაამღერეთ ის ჩონგურზე.
სიმღერის ავტორია ვლადიმერ ბერძენიშვილი. შესწორებაც მასვე შეუტანია.
lamara
შენ გაიხარეეეეე
ხელმოწერაში სწორედაც რომ დასასრულის მე-2 ვარიანტი მიწერია
მივხვდი, რომ ძალიან გადავაოფე და წავშალე. ჩვენს პატრიარქზე ხალხური სიმღერა როგორ იქნება?
აუ ხალხო უნდა დამეხმაროთ რაააააა....(ოღონდ ფულით არა )
რაღაც ხალხური სიმღერა ყოფილა ჩვენს პატრიარქზე და ტექსტი მჭირდება
წინასწარ დიდი მადლობა ყველას ... გელოდებით
მაგრად მინდაააააააააააა
ქალ-ვაჟის სიყვარული
ვაჟიკასი და ხვარამზისა
ვერცხლი თასადამც მაქცია,
რო ღვინით აგევსებოდე,
დაფერილი მქნა წითლადა,
შამსვამდი, შაგერგებოდე,
ანა მქნა ვერცხლი სათითე,
რო ხელზე ჩაგეტეოოდე,
ანა მქნა ოქროს ზურთვაი,
კალთაში ჩაგეშლებოდე.
ან ვერცხლის ფულად მაქცია,
ჯიბეში ჩაგეყრებოდე.
ან შენი ნამგლის ყანა მქნა,
რო ფხაზე შაგეჭრებოდე,
ანა მქნა ვარდი ყოილი,
რო პირზე დაგეყრებოდე,
ანა მქნა მოის პერანგი,
რო გულზე დაგადნებოდე!
ან შენი ნანდაური მქნა,
გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი,
ძალიან დაწუხებული
გზაზედაც შაგეყრებოდი,
ან შენი ძმა მქნა მოწილე,
აროდეს გაგეყრებოდი.
(თათარაიძე მღერის)
მაინტერესებს
"ასე ჩონგური"-ს ტექსტი
მეგრული სიმღერაა
არტემის იუბილეს თემა ალბათ მალე წაიშლება, ამიტომ აქეთ გადმოვწერე ეს ტექსტი. maZiebeli-ს დადებულია.
დავკარგეთ სამი მომლხენი.
მუს. და ტექ. ა. ერქომაიშვილი
დავკარგეთ სამი მომლხენი
მსმენელთა დამატკბობელი;
გურიის ღვიძლი შვილები,
ჩაგრულთა გამართობელი.
პირველ ხმაში ჩავლეშვილი
კაკანებდა ვით ბულბული,
წვრილს ეტყოდა ბაბილოძე,
სხვაფერ ენა მოქარგული.
ბანს კონტრიძე დასძახებდა,
დასტკბებოდა სული გული,
სიხარულით აგaვსებდა
სამივეს ხმა ერთად თქმული.
სამუელ, გიორგი, ნესტორი
არ არს ჩვენთვის დაკარგული
ხშირად გვატკბობს სიმღერები
მათი ენით წარმოთქმული.
ისტორიაც არ ივიწყებს,
მიზნადა აქვს დასახული,
რომ გადასცეს ახალგაზრდებს
მათი ქება, ხალხის თქმული.
[/quote]
იქნებ ვინმეს აზამატის ტექსტი დაგედოთ? სიტყვაზე არ მომედაოთ, ქართული არაა ეგო. აბა ცალკე თემას ხომ არ გავუხსნი? საქართველოსი ხომ არის
გეხვეწებით დამეხმარეთ.იქნებ ვინმემ დადოთ სვანური და გურული სიმღერების ნოტები თავისი ტექსტით.ძალიან მჭირდება.გეხვეწებით დამეხმარეთ
ისა, "დილა არის ცა ლაჟვარდი.." ამის ტექსტი დადეთ რაა, გთხოვთ
N. R.
კი ნამდვილად ეგ არი
აგერ პატონი მეგრული სიმღერაც -
"სატრფიალო"
ართი ოროფილ მა ქომიურც, ნანა
თოლშა ვა მითხინუასი, ნანა
მოჯგირენც მიწუხენცი, ნანა -
მტერც მიძიცინუანცი, ნანა - 2-ჯერ
ჩქიმ სამარეს თხორუნდანი, ნანა
თითო ქვალო ნთხორუასი, ნანა
ქიანას ოსურქი გოჭყორდუ-და, ნანა -
უკულ ქუმომგორუანცი, ნანა - 2-ჯერ
ართი ოროფილ მათ ქომიურც, ნანა
თოლშა ვა მითხინუასი, ნანა
,,დილა არის ცა ლაჟვარდი,
მზისა სხივით იფერება,
და ქურდულად მიმალულა
ვით მთვარე და ვარსკვლავთ კრება.
იადონი ველს გაჰკივის,
ია კრთება მორცხვობს ნაზობს,
მას ნამს აფრქვევს წყლის ჩანჩქერი
მოცელქობს და მონავარდობს.
მიჯნურივით გაუღიმა,
ქვეყანამ ცას-ცამ ქვეყანს,
და ორივე მწყობრად გალობს
ამ ქვეყნიურ ამოცანას.
დღით მზე ნათობს, ღამით მთვარე,
დღე ღამეს სდევს, ღამე-დღესა,
თუ სიბნელე არ გინახავს,
ფასს ვერ დასდებ სინათლესო.
აწ მშვიდობით მთვარე-ვარსკვლავთ,
ქებათ-ქება მნათობ მზესა,
ვაშა, ვაშა ბუნების წესს,
რომ ნათელი მოსდევს ბნელსო."
lamara
მადლობა
რადგან თემა "ანსამბლი ფორუმის" პირველი ნაწილი (თვითონ ანსამბლივით) არქივს ჩაბარდა, ქათმური სარფიალოს ტექსტი აქეთ გადმოვიტანე:
შენ მახვეეელ კვერცხიც მავიიდა
შიშხინებს ტაფა თუჯისა,
შენ წახვეელ კვერცხიც წავალიის
შიმშილს რა უძლებს კუჭისაა...
შენ წახვეელ კვერცხიც წავალიის
შიმშილს რა უძლებს კუჭისაა...
კუჭისაა...
საიდან მახველ ქათამო
კაი შესაწველი ხარო,
ნეტა იმ მამლის პატრონსა,
ვის საქათმეშიც შეხვალო...
ნეტა იმ მამლის პატრონსა,
ვის საქათმეშიც შეხვალო...
შეხვალო...
ბიბილო გადაგაკვრია
გიმშვენებს ემაგ თოლებსო,
ტანი სადიას მიგიგავს
ბუმბული თეთრ აბრეშუმსო...
ტანი სადიას მიგიგავს
ბუმბული თეთრ აბრეშუმსო...
თეთრ აბრეშუმსოო...
უწინარეს მას ვადიდებთ
ვინაც შექმნა ზღვა და ხმელი,
ვინც მარადის არსებობით
უკვდავია და უხრწნელი.
ვინც ჯოჯოხეთს აგვაშორა,
შეგვიყვარა, გვცხო ნათელი,
მისგან ვითხოვთ აგვაშოროს
ხიფათი და განსაცდელი
ამ სიმღერას მესამე სტროფიც აქვს, ამასწინათ ჯეოსტარზე იმღერა ანი კეკუამ თუ არ ვცდები, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე თუ ვინმემ იცით დაწერეთ რააააააააააა. დიდი მადლობა წინასწარ
აი, მეგრული ალილოს ტექსტი. მე ასე ჩამაწერინეს, მაგრამ მოსმენისას თითქოს ზოგი რამ სხვანაირად ისმის. ვინც მეგრული იცის, გადაამოწმეთ (მისამღერებს არ ვწერ, ვინც მელოდია იცის, ტექსტს ჩასვამს)
ეჩდო ხუთი ქირსე შობას
ქიდებადუ ქირსე ქია
ახალ წანას მიგახვამანთ,
ღორონთ გოგი თანუანი
აქ მენძელიშ აშენება,
სტუმარეფიშ გახშირება
აშენება, მენძელიში აშენება
აქა მშვიდობა!
M.M.
იქნებ გაქვთ ჯანსუღ კახიძე რომ ასრულებდა "ჰერიო ბიჭებო" ამ სიმღერის ტექსტი, გთხოვთ დადეთ
ვინმემ ხომ არ იცით "ოლანგეთი" რას ნიშნავს? (ხასანბეგურაშია)
lamara
ოლარგეთი მესმის მეც და რავი,ალბათ თათრულად რაცხას ნიშნავს
lamara
ხო შეიძლება.მე ეგრე მესმის და შენ თუ სადმე ნახე მაშინ ეგ მართალი იქნება
lamara
"გეთ" თურქულად ნიშნავს წადის. და ოლან არ ვიცი
ვაჟკაცო მთაში გაზრდილო იალაღზედა,
დაგმშვენებია ქართული ჩოხა ტან-ზედა,
ვეფხვივით შეინავარდე მაღალ მთაზედა,
დაგეფინება ყვავილი გზა და კვალზედა.
წყაროზე ქალი ჩამოვა მაყვალთვალია,
შეხედავ მოგეწონება მზის სადარია,
წკრიალა გაზაფხულისა ტურფა იანო,
ვაჟკაცო მკვლავმაგარო და სახელიანო.
ხეივანი აბა როგორ დამღლიდა,
აქ შენს სახელს ჩურჩულებდა ყველა ხე.
ისე როგორ წავიდოდი აქედან,
რომ შორიდან მაინც არ დამენახე.
ალუბლების დრო იდგა მარადის,
დაგეძებდი ყოველ დილა ადრიან.
მე მგონია მოხვალ და გამიღიმებ,
ყველგან შენი თვალთა ლაჟვარდებია.
მოისმინე თორემ გული გაცივდა.
შენს ლოდინში ბევრი ცრემლიც დამცვივდა.
შენზედა ვარ მწარე ფიქრთა მთოველი,
მომენატრე შენთან მიტომ მოველი.
---- ვინმეს ხომ არ გაქვთ ამ სიმღერის ნოტები ?
(კახური) გვიმღერია
სამი ათას წელზედ მეტი
გვიცხოვრია, როგორც ერსა,
ბევრსა შავ დღეს მოვსწრებივართ,
მაგრამ ბევრსაც ბედნიერსა.
გვიმღერია, კიდეც ვიმღერთ
ჩვენ ტკბილ მრავალჟამიერსა.
ქართველ სისხლით შეღებილი
დღესაც მტკვარი არის მღვრიე.
ქართველ დედის გაზრდილ შვილებს
მტრების სისხლი დაუღვრიათ.
გვიმღერია, კიდეც ვიმღერთ
ჩვენს ტკბილ მრავალჟამიერსა...
ჩქიმ ტორონჯი
დიდოუ ნანა, ვითოჟირი
წანელი ვორდი ნა..
დიდოუ ნანა, მოკოდ ტორონჯი
ბჭოფიკონი ჩქიმ დუდიშო გიმუვანი,
ჩქიმ ხეთ მოკოდ მობრდიკონი
დიდოუ ნანა, დიდოუ ნანა...
ჩემი მტრედი
თორმეტი წლის რომ გავხდი,
მსურდა მტრედი დამეჭირა,
ჩემი თავის საამებლად
მეპატრონა და მერჩინა...
იქნებ ვინმემ ''ხასანბეგურას'' ტექსტი დადოთ, წინასწარ გმადლობთ.
toronji
komisia
დიდი მადლობა ''ხასანბეგურასათვის''
komisia
serafita
komisia
სოზარ ციოყ - სვანურად
ად საბრალე სოზარ ციოყ,
ლ'წსე ჯაწსეხ ქორწილათე,
თაზილდ ჯაწსეხ ქოეწილათე.
ჟილაჰუნგრედ სოზარ ქვიშრულ,
ციოყს ხეწად წ'რნი საღარ
აშ ხობინახ ღიზ ლიჩედა.
სგავ ხახვენახ ბექმ'რზელა
იმთე ესღ'რიდ ხოჩა ლახბა
თაზილდ ნაწჰე ქორწილათე.
ეჩიიშ ნათის ეშხვი ახვედნედ,
მერმემ აგითე-ჟი ეშჭვენდ
სოზარ ჟი ესჭვენ აგითე,
ციოყ კა ხაგენა შუკვს
სგაუ ხოსიპახ მაჟიბთეისგა,
მაჩვიბისგა ქვერწლარ სგურდახ.
ქაი ლამახშ ვოშთხვ ქარახს,
ჩვამბუნგავეხ საბრალ ციოყ,
სგალამგურნეხ ლაყვრათეისგა,
დაშნიშ მ'ქაპდ ლანგავ ლამხედ;
თეფიშ მუქად ყარიშ ნაცილ.
დედეშ სოზარ, ციოყიშთე ადე!
ქაუ ხაგენა სოზარ შუკვს
სგახოსიპახ მაჩვიბთეისგა,
ვოხვიშდ ქარახს ჩუი ლამაშხ,
ჭიშხ ნახუნსერ დეს ამჟომან
ჟივ ხვადხელა მიშგვა მუხბა,
ამჩიგქა ჟამპარხ მექჳრწილ მარალ
ჟილამბერკლეხ ღეშგინავ
სგალამგენეხ ლ'დგარ მუხბას,
სგაი ანშიდხ ჩავართეისგა,
ყარს ხაგენეხ საბრალ დედეს.
დედე მინეშ მამა აფაშ.
ჟიუ მეჩდელი მურყვამ თეჟი,
ვოშდხვ მარე ჩუვ ხოდგარა
ჩუი ანჴადი სგავ ხაგვანე
მუნშგურალი მამა აჩად,
მერმალადაღ ჩუვ ხოშდუდვა.
სოზარ ციოყ - ქართული თარგმანი
ო, საბრალო სოზარ ციოყ,
დაპატიჟებული ხართ ქორწილში,
თაზიმ დაგპატიჟათ ქორწილში.
შეკაზმა სოზარმა რუხა.
ციოყს ჰყავდა წითელი ცხენი.
დაუწყიათ სვლა და სვლა,
შეხვედრიათ ბექმურზელა.
სად მიდიხართ ძმებო?
თაზიმ დაგვპატიჟა ქორწილში.
იქ წილს ერთი აიღებთ,
მეორე კი სახლში დაბრუნდით.
სოზარი უკან დაბრუნდა,
ციოყი გაუდგა გზას.
შესულიყო სახლის ზემო სართულში
მაჩვიბში მაყრები ჰყავდათ.
დამალევინეს ოთხი ყანწი არაყი,
დამბანგეს საწყალი ციოყი,
შემაგორეს საწოლში,
ხმლის მაგივრად ცოცხი დადვეს,
თოფის მაგივრად ყავრის ნაგლეჯი. (რეიზა? - ლ.ვ. )
შვილო სოზარ, ციოყთან წადი.
სოზარი გასდგომია გზას.
შესულიყო მაჩვიბში . . .
ხუთი ყანწი დამალევინეს,
ფეხი სულ არ ამეშალა. (არაა, სულ არა - ლ.ვ. )
ძებნა დავუწყე ჩემს ძმას.
ამ დროს აიშალნენ მაყრები.
შემბორკეს უკნიდან,
მიმაყენეს მკვდარ ძმას. (რეიზა? - ლ.ვ. )
დაგვყარეს მარხილზე,
კარს მიგვიყვანეს საწყალ დედას.
მათმა დედამ არ იდარდა,
შესულიყო კოშკში,
ოთხი კაცი მოჰკლა, (რა არი, ტერმინატორი იყო, მაგი დედა ვატირე? - ლ.ვ. )
ჩამოვიდა კოშკიდან და დაიტირა შვილები -
ეხლა შერცხვენილი არ მიდიხართ! . . .
მეორე დღეს შვილები დამარხა.
მიდი და გაიგე, რა მოხდა სინამდვილეში.
ვეშაპო
ლოლ
მაგისი ჩანაწერი არ გაქვს?
მაგარი ფილოსოფიური ტექსტია
ხასანბეგი თავდგირიძე გარისხული ღვთისგან ერთი
თათრის ფაშობა იშოვა სულმთლად დაივიწყა ღმერთი
შეკვეთილში შემოვიდა იძახოდა ოლანგეთი
ლანჩხუთამდე მას ვაცალოთ მერე ჩვენ გვიყუროს ერთი
ფიქრი აღარ შეუსრულდა განურისხდა მისი ღმერთი,
დავაყარეთ ზურგში ტყვია აღარ მოაცვლიეთ ფეხი
ჩვენ გახლავართ გურულები ბრძოლა გვქონდა შუხუთფერი
მტერი ისე დავამარცხეთ, მთხრობლად არ გავუშვით ერთი
მზად ვიყავით მილიცია, რუსის ჯარიც გვახლდა ცოტა
ცხრაათასი თათრის ჯარი წინ შემოგვხვდა, გვებოროტა
გაიქცნენ და აირივნენ მჭირავები აიშალა
ცხრაათასი თათრის ჯარში ხუთასმა ძლივს გაიმშრალა
ჩემი ძმაი ხასანფაშა თავმოჭრილი დავინახე
რადგან ჩემი ძმაი იყო ვაი მეთქი დავიძახე
წინა ღამით მან გადაგვწვა მით დაიგო ცუდი მახე
რადგან ჩემი ძმაი იყო ბოლოს მაინც მე დავმარხე
მაგარიაააააააააა
ახლა მე დამეხმარეთ თორემ რკინის ქალამნებს ჩავიცვამ,, ხშირად ვისმენ სიმღერებს აკორდეონზე შესრულებით, ქალი მღერის არ ვიცი თათარაიძე არის თუ არა,არც ის ვიცი თუშურია თუ ხევსურული ის სიმღერები, ტექსტებით ეგე მიგახვედროთ... მაგ: ჩემს დაბადებას ... არ მოჰყოლია(არ მახსოვს შუაში რას ამბობს
მოკლედ ხალხო გაუგებრად ვწერ ვიცი, მაგრამ ამ სიმღერებს რომ ვისმენ ხან მელოდიას ვიმახსოვრებ ხან ტექსტის ჩაწერას ვიწყებ მაგრამ საბოლოოდ არაფერი მრჩება ხელთ, გაიხსენეთ რა სოლო-შესრულებით მღერის ქალი აკორდეონზე..
პ.ს. ფოლკლორი მიყვარს ისე როგორც ფანებს უყვართ ბიტლზები..
პასუხი გამეცით თქვენი მუხლების ჭირიმე, როგორმე მიმაგნებინეთ ვინ მღერის და რას..მისი ხათრით აკორდეონზე დაკვრა უნდა ვისწავლო
სიმღერების ტექსტები მაქვს ერთ ფაილში თავმოყრილი, ზოგი აქედანაცაა ამოწერილი, ზოგი სხვა საიტებიდდან, თუ მოვახერხე მიმაგრება მოგეცათ ლხენა, არც ისე ცოტაა
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience