ვიცადე ვიცადე მეთქი გურულებს რაფერ ვაკადრო აი მეგრელმა კაცმა გურიაზე თემა გავხსნა მეთქი მარა.... ისე არაფერი გეტკინოთ არავის.
აქ ვისაუბროთ ამ კუთხის ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, საწესჩვეულებო თუ სხვა ნებისმიერ ასპექტზე, და რაც მთავარია მუსიკალურ ფოლკლორზე!
დამეთანხმებით ძალიან მაგარი თემაა. ყოველშემთხვევაში გურია საქართველოს ერთ ერთი გამორჩეული კუთხეა, ყველა ასპექტში. განსაკუთრებით კი გურული სიმღერა. ნამდვილად რომ კაცობრიობის მონაპოვარია და მისი მნიშვნელობა უნივერსალურია არამხოლოდ საქართველოს ფარგლებში . გურია პოლიფონიის აკვანია და მუსიკალური აზროვნების ნამდვილი ევერესტი. მე მგონი კაი გამონათქვამი გამოვიდა. გამიხსენეთ გურულებოი მერე ამ სიტყვებიზა აბა დავიწყეთ:
G A B O გაიხარე
ეს, რაც შეეხება სახელის მდებარეობასა და სახელის ეტიმოლოგიას
უძველესი პერიოდიდან გურია აჭარასთან ერთად დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უძველეს კუთხეთაგანი იყო. ცნობილია, რომ ის ტერიტორია, რომელიც დღეს გურულ კილოზე მოლაპარაკე მოსახლეობას უჭირავს მეგრულ-ჭანურ მოსახლეობას ეკავა. შემდგომში, როგორც მკვლევარები ვარაუდობენ, ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში, ერთ-ერთი ქართულად მოლაპარაკე ტომთაგანი დაძრულა სავარაუდოდ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შავი ზღვის სანაპიროსაკენ, და მეგრული და ჭანური მოსახლეობა დაუცალკევებია.
ამჟამად გურია არის მესხეთის დასავლეთი კალთა, რომლის ფუძე ჭოროხსა და რიონს შორის მდებარე რელიეფით შედის შავ ზღვაში, ხოლო მისი ზეგანის მწვერვალი, საყორნიას მთაზეა მოთავსებული.
მიუხედავად მრავალი მკვლევარის ცდისა, გურიის სახელწოდება დღემდე დაუდგენელია. მარი ბროსეს აზრით გურია შესაძლოა მომდინარეობდეს ცეცხლთაყვანისმცემელთა ერთ-ერთი სახელწოდებისაგან ,,გუარე”, თუმცა ამ მოსაზრებას სიმყარე აკლია, ვინაიდან მას არ ახლავს ლინგვისტური კვლევა-ძიება. თ. სახოკიამ გურია-ს გურ ძირი მეგრულ ,,გურ”-ს, იგივე გულს დაუკავშირა. აქედან უნდა იყოსო გურია, როგორც გულფიცხელი და გულადი ხალხის აღმნიშვნელი. ნ. მარის აზრით გურ ძირი მეგრულ-ჭანური წარმომავლობისაა და ადრე მზეს ნიშნავდა, ია კი იგივე უაა, რაცშვილის აღმნიშვნელია, ანუ გურია გამოდის მზისშვილია. სავარაუდოდ ,,გურია” ურარტუულ წყაროებშიც გვხვდება (ძვ.წ. VIIIს.), მოიხსენიება ,,ქვეყანა კურიანთა”-ს ფორმით, რომელიც ასურულ წყაროებში ,,გურიანას ოლქად” იწოდება. ი. მეგრელიძის შეხედულებით, რომელიც უფრო ნ. მარის ახსნას ემყარება, გურ ძირის საფუძვლები მეგრულ-ჭანური წარმომავლობისაა.
გურია საისტორიო წყაროებში მოიხსენიება VIII საუკუნეში. იგი წარმოადგენდა დასაცლეთ საქართველოს ერთ რეგიონს, რომლის საზღვრები იყო დასავლეთით _ შავი ზღვა, სამხრეთით _ მდინარე ჭოროხი, ჩრდილოეთით _ მდინარე რიონი და აღმოსავლეთით _ აჭარა-გურიის ქედი. გურიის ტერიტორიის შესახებ კ. გვარამაძე აღნიშნავდა: ,,გურიას ძველათ დიდი ადგილი ეჭირა, მარა დროთა ვითარებისა გამო შემცირდა იგი და დღეს მისი ნახევარიც ძვლივს-ღა უჭერია”.
გრიგოლ რობაქიძე წერდა: ,,ლამაზი კუთხეა გურია საქართველოსი. მისი ლანდშაფტი, სამმუხლოვანი სივრცე გაშლილი სინთეზია: მოქნილი მთები, ბახმაროსკენ თანდათანობით ზვიადობით აღმართული; თვალუწვდენელი ჯალადი, სამეგრელოსაკენ ძლევამოსილებით განფენილი. მოშორებით შავი ზღვა, ეს უხვად გამდნარი მუქი ზურმუხტი”.
გეოგრაფიული თვალსაზრისით გურიის მდებარეობა ზომიერია. იქ ვხვდებით როგორც მთა-გორიან, ისე სწორ ადგილებს. მოჭარბებულადაა კარგად მოშენებული ბაღ-ვენახი, ხეხილის ნაირსახეობათა მრავალფეროვნებით. გურიის წყლების შესახებ ძალზედ ლამაზად მოგვითხრობს კ. გვარამაძე: ,,გურიის მიდამოები ატირებულია მრავალის წყარო-ნაკადულ მდინარეებითა, რომელნიც მაღალ მთაგორებიდგან თვალს უწვდენ ხევ-ღელეებში და ღრმა კალაპოტებულად მიწანწკარ-ჩქეფობს და მოშხუის მთა ბარის ასაღებად და წასარღვნად”. ასევე ასახელებს გურიის შესანიშნავ მდინარეებს _ ნატანებს, ბჟუჟს, აჭის წყალსა და სუფსას.
[quote name='leluka' post='93515' date='May 22 2007, 05:13 PM']
ხიდისთავი ზუსტად ხიდიდან გადაღებული სურათი
[/quote]
[quote name='takno' post='94484' date='May 23 2007, 02:48 PM']
http://imageshack.us შემოქმედი
[/quote]
ბახმარო http://imageshack.us
http://imageshack.us
[/quote]
[quote name='takno' post='94530' date='May 23 2007, 03:46 PM']
ნაგომარი
[/quote]
[quote name='nat' post='95546' date='May 25 2007, 01:19 PM']
http://imageshack.us
ესეც ჩემი საყვარელი გურიის სამღვდელოება
[/quote]
გურია საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ისტორიულად იგი შემოსაზღვრული იყო ჩრდილოეთით რიონით, სამხრეთით - ჭოროხით. აღმოსავლეთით ჭოროხ-აჭარისწყლის შესართავიდან მესხეთის ქედის გაყოლებით აჭარას ესაზღვრებოდა. იგი სამ რეგიონად იყოფოდა: ზემო გურია (სუფსა-გუბაზეულის ხეობები), ქვემო გურია (მხარე ჭოროხსა და ჩოლოქს შორის) და შუა გურია (დარჩენი ტერიტორია).
ფეოდალურ ხანაში საერისთავო იყო იმერეთის სამეფოში. XV ს-ის მე-2 ნახევარში საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ წარმოიქმნა გურიის სამთავრო. მას გურიელები განაგებდნენ და რეზიდენცია ოზურგეთში ჰქონდათ. 1828 წელს გურიის სამთავრო რუსეთის იმპერიას შეუერთდა. ამ დროისათვის სამთავრო იმ ფარგლებში იყო მოქცეული, რომელშიც ისტორიულად ცხოვრობდნენ გურულები. 1840 წელს სამთავრო გაუქმდა და გურია ოზურგეთის მაზრის სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა.
დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ეს არის გურიის მხარე, რომელიც მოიცავს ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის რაიონების ტერიტორიას.
გურიის მხარეგურიის მხარე
ზოგადი ცნობები
რეგიონის კოდი: GE-GU
ფართობი: 2.033 კმ²
მოსახლეობა: 143 ათასი (2002)
ადმ. ერთეულები: 3 რაიონი
მთავარი ქალაქი: ოზურგეთი
სახ. რწმუნებული: მიხეილ სვიმონიშვილი
ფოტოგალერეა
მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცია გურიის ტერიტორიას. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-GU. გურიის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:
ოზურგეთის რაიონი;
ლანჩხუთის რაიონი;
ჩოხატაურის რაიონი.
ზოგადი ცნობები
მხარის ფართობი შეადგენს 2033 კვ.კმ–ს, მოსახლეობა – 143 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე – 70 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი. მხარეში 193 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
ქალაქი - 2: ლანჩხუთი, ოზურგეთი;
დაბა – 5: ლაითური, ნარუჯა, ნასაკირალი, ურეკი, ჩოხატაური.
სოფელი - 186.
ადგილობრივი მმართველობა
მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია - 1, რაიონის გამგეობა - 3, სადაბო საკრებულო - 4, სოფლის საკრებულო - 61. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე, რომელიც შემოღებულ იქნა 1995 წლის თებერვალში, დღემდე მუშაობდნენ:
1995 – მიხეილ ჭკუასელი;
1997 – ოლეგ ნიკოლეიშვილი;
1998 – კარლო გუჯაბიძე;
2004 - ბეჟან კალანდაძე;
2005 - ალეკო ცინცაძე;
2006 - მიხეილ სვიმონიშვილი
ეკონომიკა
გურია სასოფლო–სამეურნეო მხარეა, სადაც ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მოყვანა. რეგიონის წარმოება ოზურგეთის ირგვლივაა თავმოყრილი, რასაც ხელს უწყობს სუფსაში ნავთობის ტერმინალის არსებობა.
ღირსშესანიშნაობები
მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:
შემოქმედის ეკლესია
ლიხაურის ეკლესია
http://img.images.ge/viewer.php?id=7221685px-Prokudin-Gorskii-46.jpg
potiabesbaia
G A B O
მე კიდე ხო, მარა ეს მეგრელი ხალხი რამ გადაგრიათ
თქვენ გენაცვალეთ !
http://img.images.ge/viewer.php?id=2327Guriafl.jpgგურიის სამთავრო, ფეოდალური სამთავრო დასავლეთ საქართველოში XV საუკუნის II ნახევრიდან IXI საუკუნის დასაწყისამდე, დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე. წარმოიქმნა საქართველოს სამეფოს დაშლის პერიოდში, ადრინდელი გურიის საერისთავოს ტერიტორიაზე, მოიცავდა ქობულეთ-ჩაქვის ქედს, შაც ზღვას, მდ. რიონის ქვემო წელსა და მდ. ჭოროხის შესართავს შორის მდებარე მხარეს. XV-XVII საუკუნეების გურიის სამთავროში ზოგჯერ აჭარა, ჭანეთის ჩრდილოეთი ნაწილი (გონიის მხარე) და მაჭახელიც შედიოდა. გურიის სამთავროს გურიელები განაგებდნენ. მათი ძირითადი რეზიდენცია იყო ოზურგეთი.
ისტორია
გურიის სამთავროს პოლიტიკურ-სოციალური წყობა და ურთიერთობანი ძირითადად საქართველოს ბარის სხვა მხარეთა მსგავსი იყო. XV-XVI საუკუნეების მიჯნიდან გურიის სამთავროს ეკლესია, რომელიც XI საუკუნიდან ქუთათელის სამწყსოში შედიოდა, გურიელთაგან დასმულ მღვდელთმთავრებს დაექვემდებარა. გურიის სამთავროში სამი ეპარქია შედიოდა: შემოქმედის, ჯუმათისა და ხინოწმინდისა. საშემოქმედლო მოიცავდა ტერიტორიას მდ. სუფსასა და კინტრიშს შორის, საჯუმათლო - სუფსასა და რიონს შორის, ხოლო სახინწმინდლო - კინტრიშსა და ჭოროხს შორის. იყო რამოდენიმე მონასტერი (შემოქმედის, ჯუმათის, თეთროსნისა და სხვა), საწინამძღვრო და ორასზე მეტი ეკლესია, რომლებიც დიდი რაოდენობით ყმა-მამულს ფლობდნენ და სწავლა განათლებისა და კულტურის ცენტრებს წარმოადგენდნენ. 1533 ოდიშის მთავართან ერთად გურიელის ჯიქეთში მარცხიანი ლაშქრობის შემდეგ გურიის სამთავრო დროებით იმერეთის მეფეზე დამოკიდებული გახდა. როსტომ გურიელის (1534-1566) დროს გურიის სამთავროს შემოუერთდა აჭარა და ჭანეთი. XVI საუკუნეში გურიის ლაშქარი აქტიურად მონაწილეობდა ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე. ოსმალებმა მიიტაცეს გონიოს მხარე და გურიას უშუალოდ დაუმეზობლდნენ.
XVI საუკუნის II ნახევრიდან გურიის სამთავრო ოსმალების გავლენის სფეროში მოექცა, რაც განაპირობა სამხრეთ საქართველოში ოსმალთა გაბატონებამ. XVII საუკუნის დასაწყისში გურიის სამთავროს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურის ძლიერების ხანა იყო. მამია II გურიელმა გამოიყენა ხელსაყრელი პოლიტიკური ვითარება და 1609 აჭარიდან განდევნა ოსმალები, მაგრამ მათთან ომის გაგრძელება ვერ შეძლო, 1614 იძულებული გახდა აჭარა დაეთმო და ოსმალეთის სასარგებლოდ ხარკი ეკისრა (გურია-ოსმალეთის შეთანხმება 1614). ამ დროიდან გურიის სამთავრომ პოლიტიკური ურთიერთობა დაამყარა რუსეთის სახელმწიფოსთან, დონისა და ზაპოროჟიეს კაზაკებთან და პოლონეთთან. იგი აქტიურად მონაწილეობდა ქართლისა და კახეთის სამეფოთა ანტიირანულ ბრძოლაში. XVII საუკუნის II მეოთხედიდან გურიის სამთავრო დიდი ხნით მოექცა ოდიშის მთავრის გავლენის ქვეშ. XVII საუკუნის შუა წლებიდან მდგომარეობა გაართულა დასავლეთ საქართველოში გაჩაღებულმა შინაომებმა, რასაც მოჰყვა ტყვის სყიდვა. სხვა ქართველ გამგებლებთან ბრძოლის დროს გურიელები დახმარებისათვის ხშირად მიმართავდნენ ოსმალეთს. ასევე იქცეოდნენ დასავლეთ საქართველოს სხვა მეფე-მთავრები, რამაც დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის ბატონობის გაძლიერებას შეუწყო ხელი. მომდევნო ხანებში გურიის მთავრებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს: გიორგი III გურიელი (1664-1684) და მამია III გურიელი (1689-1714) ზოგჯერ დადიანობასა და იმერეთში გამეფებასაც კი ახერხებდნენ. XVIII საუკუნის დასაწყისში გურიის მთავარი დადიანთან და იმერეთის გამგებელთან ერთად რუსეთის დახმარების იმედით ოსმალეთის წინააღმდეგ გამოვიდა. ამის საპასუხოდ ოსმალებმა 1703 დასავლეთ საქართველო მოარბიეს. გურიის სამთავრომ დაკარგა ბათუმისა და ჩაქვის მხარეები: 1723 გურიის ზღვისპირა ციხეებში ოსმალთა გარნიზონები ჩადგნენ. მამია IV გურიელი XVIII საუკუნის შუა წლებში ერეკლე II-ის დახმარებით ცდილობდა ოსმალთა განდევნას. იმერეთში სოლომონ I-ის გამეფების შემდეგ გურიის მთავარი აქტიურად მონაწილეობდა იმერეთის მეფის ანტიოსმალურ ღონისძიებაში. მამია IV-მ აკრძალა ტყვის სყიდვა, მოაწესრიგა ეკლესიის საქმეები და დაიწყო აშკარა ბრძოლა ოსმალეთის წინააღმდეგ.
გურიის სამთავრო აქტიურად მონაწილეობდა 1768-1774 რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1769 გურიაში ოსმალები შეიჭრნენ, მაგრამ მომდევნი წელს იმერეთისა და გურიის ლაშქარმა მხარე კვლავ გაათავისუფლა. 1771 იანვარში ლაშქარმა გაანადგურა ფოთის მიდამოებიდა უკანგაბრუნებული ოსმალთა დიდი რაზმი. ქუჩუკ-კაინარჯის ზავის (1774) შემდეგ ოსმალეთი თანდათან იპყრობდა გურიის სამთავროს მიწა-წყალს და მას ქობულეთის მხარე გამოგლიჯა. დაიწყო ქვემო გურიის გამაჰმადიანების პროცესი, რომელიც XIX საუკუნის 70-იან წლებამდე გაგრძელდა. ქვემო გურიის მოსახლეობის ნაწილი გურიის სხვა მხარეებში გადასახლდა. XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში გურია ოსმალთა ბოლომოუღებელი შემოსევების ასპარეზად იქცა. იმერეთის მეფე სოლომონ I-მა 1784 წლის მარტში სცადა ქვემო გურიიდან ოსმალების განდევნა, მაგრამ ნაჭიშკრევთან (ციხისძირთან) დამარცხდა. ამის შემდეგ ეს მხარე 1878-მდე ოსმალეთის ხელში იყო. შედარებით გაუმჯობესდა გურიის სამთავროს მდგომარეობა ქაიხოსრო ბატონიშვილის (გიორგი V-ის ვაჟი) რეგენტობის დროს. ქაიხისრომ აკრძალა ტყვის სყიდვა და გაატარა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ღონისძიებანი. საგარეო პოლიტიკაში ქაიხოსრო გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე რუსეთთან კავშირის მომხრე იყო. 1804 რუსეთის მთავრობამ სცადა იმერეთის სამეფოსთან ერთად თავისი მფარველობა გურიის სამთავროზეც გაევრცელებინა, მაგრამ შედეგოდ.
1810 წლის 19 ივნისს მამია V გურიელმა რუსეთთან მფარველობითი ხელშეკრულება დადო. გურია რუსეთის იმპერიაში შევიდა როგორც ავტონომიური სამთავრო. ამის შემდეგ ოსმალთა შემოსევები შემცირდა, მაგრამ არ შეწყვეტილა. მამია V გურიელის დროს (1809-1826) გურიის სამთავროში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. გაუმჯობესდა მმართველობის სისტემა, გაიხსნა სკოლა ქ. ოზურგეთში, დაწესდა ყოველწლიური იარმარკა, მოწვეულ იქნენ ევროპელი მუსიკოსები და მსახიობები, მოწესრიგდა სალმწიფო კანცელარიის სამიანობა, ჩატარდა მნიშვნელოვანი სააღმშენებლო სამუშაოები, განვითარდა ვაჭრობა და შინამრეწველობა. 1819-1820 იმერეთისა და გურიის აჯანყების დროს რუსეთის სარდლობამ გურიაში ჯარი შეიყვანა და იმერელ აჯანყებულთა დამხმარე ქაიხოსრო ბატონიშვილის შეპყრობა სცადა. შემოქმედის ციხესთან მოკლეს რუსთა რაზმის უფროსი, პოლკოვნიკი პუზირევსკი. რუსთა დამსჯელმა რაზმა ქაიხოსროსა და მის მომხრეთა მამულები მოარბია. ქაიხოსრო ბატონიშვილი თავისი მომხრეებით ემიგრაციაში წავიდა. 1826 წლის 26 ოქტომბერს გარდაიცვალა მამია V გურიელი. რუსეთის სარდლობის მოთხოვნით გურიის გამგებლობა დაევალა სამმართლო საბჭოს, რომელსაც დედოფალი სოფიო თავმჯდომარეობდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 ომის დროს გურია ომის ასპარეზად იქცა. სოფიომ სცადა ეს ვითარება თავისი ხელისუფლების გასაძლიერებლად გამოეყენებინა, მაგრამ მოსახლეობის მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. გურიაში რუსეთის ჯარი შევიდა და 1828 წლის მიწურულს გურიის სამთავრო რუსეთის იმპერიას შეუერთდა. დედოფალი სოფიო შვილებით ემიგრაციაში წავიდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 ომში გურიის მოსახლეობა აქტიურად იბრძოდა ოსმალეთის წინააღმდეგ. 1829-1840 წლებში გურიას განაგებდა დროებითი მმართველობა, რომელშიც შედიოდნენ გურიის თავადები რუსი ოფიცრის თავმჯდომარეობით. 1840 წელს გურიის დროებითი მმართველობა გაუქმდა და გურია ოზურგეთის მაზრის სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა.
წყარო
ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973
ღვინო
ჩხავერი - ქართული ტექნიკური ჯიში დამწიფების გვიანდელი ვადით იგი ეკუთვნის შავი ზღვის აუზის ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ფოთლები საშუალო, მომრგვალო სამფრთიანი, მტევანი საშუალო ცილინდრული. მარცვალი საშუალო, მუქი-წითელი, თხელი კანი, ხორციანი რბილობი. პერიოდი დაკვირტვიდან ყურძნის ტექნიკურ სიმწიფემდე, ხორნაბუჯის ტერიტორიაზე 218 დღეა. აქტიურ ტემპერატურათა ჯამის 3880c პირობებში. მოსავლის აღება ხდება ნოემბერში. ჯიში მდგრადია ფილოქსერასადმი ზიანდება სოკოვანი დაავადებებით, განსაკუთრებით მილდიუთი. შაქრიანობა არანაკლებ 22%-ისა. ამავე ჯიშის ღვინომასალა რქაწითელისა და ჩინურის ჯიშის ღვინომასალებთან ერთად კუპაჟში გამოიყენება თეთრი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად
potiabesbaia
ფოთ, ძაან ძლიერი ხარ! ამ მასალას კაი ხანი ვეძებდი, ეს სრული ვარიანტია?
N. R.
მემგონი სრული ვარიანტია!!!
ძლიერი არ ვარ, სულ რაღაც 20 კილოს ვწევ ერთი-ორჯერ!!!
potiabesbaia
გურიის ჰავა გაკლია ესე იგი, ამ ზაფხულში ჩაგაყლაპებთ და ,,გაძლიერდები"
N. R.
საინტერესო მოსაზრებებია, ზოგი არ ვიცოდი, ერთი-ორს დავამტებ
ნ. ბერძენიშვილის აზრით სახელწოდება მოდის გურიანთიდან (გურიამთა), რომელიც თავდაპირველი ცენტრი იყო (შემორჩენილია ნაქალაქარი ვაშნარი გურიანთის თემის სოფელ ციხისფერდში) და იქიდან გავცედლა მთელ გურიაზე, მაგრამ ვერ ხსნის ადგილს რატომ ერქვა გურიამთა
ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს, რომ სახელი მოდის მცხოვრებთა თვისებიდან, გურიაობა, რაც ნიშნავს სიფიცხეს, ემოციებისადმი დაუფიქრებლად აყოლას
მგონი რაღაც არასწორედ გავაკეთე... საქ ე იმაშია რომ ეს თემაში მინდოდა სიმღერაზე ყოფილიყო აქცენტი. შესავლისთვის ძაან კარგი იყო გურიაზე ზოგადად კუთხეზე ორიოდ სიტყვის თქმა, მაგრამ როგორც ვხედავ აქ საუბარი სხვა კუთხით მიდის. ასე რომ მოდით დავიწყოთ საუბარი დიდ ფენომენზე გურულ სიმღერაზე. და ძალიან მინდა დავიწყოთ საუბარი უძველეს მომღერლებზე. ყველაზე ძველი მომღერალი მე ვინც ვიცი არის დათა გუგუნავა. თუ მასზე უფრო ძველი მომღერალია ცნობილი კარგი იქნება თუ მოგვაწოდებთ მათზე ინფორმაციას. ახლა კი დათა გუგუნავა:
"სოფელი ნაგომარი. XIX საუკუნის პირველი ნახევარი. თავადი დათა გუგუნავა, სიმონ გუგუნავას მამა. ძველი მომღერალი, რომელმაც გამოზარდა საუკეთესო მომღერალები: სამუელ ჩავლეიშვილი გურიაში. მის მიერ შეთხზულია შემდეგი სიმღერები: შავი შაშვი, გრძელი ღიღინი, სუფრის ხელხვავი, კრებულის მრავალჟამიერ და სხვა მთელი საგალობლები".
აგიდელა და აგუნა, ცნობილი გურული სიმღერები საკრალურ-რიტუალური დანიშნულების
აგიდელა სრულდებოდა რთველის დროს
აგუნა კალანდას
დიდ ბოდიშს გიხდით სუყველას თემიდან ვუხვევ, მაგრამ მინდა რომ ყველამ ნახოთ და შეძლებისდაგვარად რეაგირება მოახდინოთ.
http://forum.hayastan.com/index.php?showtopic=33598&hl=%E3%F0%F3%E7%E8%FF
თან იქნება გაავრცელოთ რა, რომ სათანადო პასუხი გავცეთ.
P.S. ყველა არა ანტიქართულ პოსტს შლიან და იქნებ დიდმა აქტიურობამ ცოტა შეაფერხოს.
"ალი-ფაშა", ქართული ხალხური (გურული) სიმღერა. პოლიფორნიური საგუნდო შემოქმედების კლასიკური ნიმუში, ფართოდ განვითარებული მელოდიით, მდიდარი რიტმით, სამივე ხმის კონტრაპუნქტული მოძრაობის რთული ტექნიკით. სიმღერაში ასახულია ალი-ფაშას (თავდგირიძის) ღალატის ამბავი, 1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის ერთი ეპიყოდი. ალი-ფაშა რეალური პიროვნება იყო, ყირიმის ომის შემდეგ ქობულეთის ფაშობა მიიღო და ოსმალეთის მხარეს იბრძოდა. სიმღერას ერთი გარკვეული ტექსტი არა აქვს, ზოგიერთ ვარიანტში არეულია ისტორიული ფაქტები.
ყოჩაღ მეგრელებს, რა თემა გაუხსნიათ და როგორ აქტიურობენ
qarcivadze
აბა თქვენსავით კი არ ვართ, მეგრელების თემაში არც კი შესულხართ!!!
მერე კიდე ჩვენ გამოვდივართ ექსტრემისტები
ეს თემა გამიხარდა ყველაზე მეტად
გურია არის მხარე, სადაც ბოლო წლების მანძილზე ყველა ეპარქიაზე მეტი ტაძარი აშენდა! მეუფე იოსები რომ იკურთხა (1995წელს) სულ 8 მოქმედი ტაძარი იყო, ამჟამად 52 ტაძარში აღევლინება წირვა-ლოცვა. ისე ისტორიული ცნობების მიხედვით გურიაში თითქმის არ ყოფილა სოფელი, სადაც ტაძარი არ იყო; ზოგიერთის ნაეკლესიარიც აღარ არის დარჩენილი, თუმცა ცნობები შემონახულია.
გურული სიმღერები არ იქნება ნეტა ამ თემაშიი?!
დაყარეთ ახლა,ნუ დაგენანებათ
kato_Bato
სურათების გარდა ვერაფერი ნახე შექალო? გვაცადე პაწა და გადავავსებთ
მაეასი
ასე კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ გურული ფოლკლორი სასიმღერო ტექსტების მეტად უბრალოებითა და სიმარტივით გამოირჩევიან, ბევრ სიმღერაში იმეორებენ, ბევრზე კი ტექსტიც რ სჭირდებათ
kato_Bato
აგუნა ღვინის ღმერთი იყო, მართალია, სწორედ ამიტომ კალანდას სრულდებოდა, რადგან სწამდათ, რომ თუ კალანდას აგუნას ადიდებდნენ, მთელი წელი კარგი მოსავალი ექნებოდათ
რიტუალი ასეთი იყო:
ქალები ღცებოდნენ სახლში
კაცები დიდიან პატარიანად ოჯახის უფროსის წინამძღოლობით დაიკავებდნენ ხელში მორთულ ჩიჩილაკს და სამჯერ შემოუვლიდნენ სახლს
ამის შემდეგ შედიოდნენ მარანში ხონჩით, მასზე ეწყო ღორის თავი, სააგუნე ხაჭაპური. მოხსნიდნენ ქვევრს თავს, დალოცავდნენ კალანდას და აგუნას კარგ მოსავალს სთხოვდნენ
შემდეგ დაიკავებდნენ ხელში კერტებს, ცულებს და სხვა იარაღებს, ურტყამდნენ საწნახელს და დაიწყებდნენ აგუნას სიმღერას
ეს იყო საკალანდო რიტუალის ერთ-ერზთი შემადგენელი ნაწილი
ეს რიტუალები შემორჩენილი არაა, ყველა სხცვადასხვანაირად ყვება, ამიტომ თუ ვინმემ თქვენი ვარიანტი იცით, საინტერესო იქნება, რადგან შესავსები და აღსადგენი ბევრია
რაც შეეხება "შალვა ჩემოს", ტექსტი ეკუთვნის სიმონ გუგუნავას. მას დაწერილი აქვს პოემა თამარიანი, სადაც თამარ მეფეზეა თხრობა და შალვა ახალციხელიც ჩნდება
ტექსტის ერთ-ერთი ფრაგმენტი გამოყენებულია სიმღერაში
potiabesbaia
გურული სიმღერა მაგრად გამოგდით
საინტერესო ინფორმაცია წავიკითხე და ვეცდები მეც ჩავერთო
ulvashi
აგუნაზე არ ვიცი, არ შემხვედრია, მაგრამ გურიის ეთნოგრაფიულ მუზეუმში შემდეგი მასალა მოვიძიე, ზუსტად ეგ პროცესია აღწერილი მხოლოდ უფრო ფართოდ, და ძაან გამიხარდა რომ დაემთხვა :
,, გალოცვა;
გალოცვა, ანუ ,,ფეცხვა” _ახალ წელიწადს დილით გათენებამდე ორი საათით ადრე, როგორც ზევით მოვიხსენიეთ ადგებოდა ყველა ოჯახის წევრი, ხელ-პირს დაიბანდნენ, ახალ ტანისამოსში გამოეწყობოდნენ. გალოცვას ხოლმძღვანელობს ოჯახის უფროსი მამაკაცი, თუ ასეთი არ არის ოჯახში მაშინ ვაჟი, და უკიდურეს შემთხვევაში ერთ-ერთი ქალიც კი. იმ პირობით, რომ ერთ-ერთი უფროსი დიასახლისი უნდა დარჩეს სახლში.
გალოცვის წესიერად ჩატარებისათვის სასურველია გარეთ გამსვლელი პროცესია, სამი სულისაგან შემდგარი. აქედან ერთი დაიჭერს ხელში ჩიჩილაკს, ერთიც გასალოც გასალოც ხონჩას, და ერთიც ღვინიან ჭრიკას. თუ ოჯახში ორი სულია, ასეთ შემთხვევაში ჩიჩილაკს პატარა ზომისას აკეთებენ, ისე, რომ ერთმა კაცმა სამივე ნივთი დაიჭიროს ხელში. გალოცვა ხდება მარანზე 9ადგილი, სადაც მოთავსებულია ღვინიანი ჭურები-ქვევრები). სადაც გაიტანენ ზემოთ ჩამოთვლილ ნივთებს და დაალაგებენ მიწაზე, მამაკაცი აანთებს თაფლის სანთელს და დაიჩოქებს და შესთხოვს ღმერთს _ ,,ღმერთო მოგევცი კაცთა მშვიდობა, ჯანმრთელობა, კარგათ ყოფნა, მხიარულება. ოქრო-ვერცხლი უთვალავი, ბატი და იხვი, უხვი მოსავალი, რქოსანი საქონელი და ღორი ჯოგათ, გარეთ მარანი ღვინით სავსე, ტყავი ხორცით სავსე, ძვალი ტვინით სავსე, ბეღელი პურით და ღომით სავსე, ნაჭუჭი გულით სავსე”. შემოატრიალებს ხონჩას სამჯერ, შეარებს ხონჩაზე ხელს დალაგებულ ყველა ნივთებს და დაიძრება ბინისაკენ. როდესაც მიადგება კარებს დაიძახებს _,,კარი გამიღე”, დიასახლისი უპასუხებს შიგნიდან _,,რა მოგაქვს”, მამაკაცი უპასუხებს _,,კაცთა მშვიდობა, ჯანმრთელობა, მხიარულება, კარგათ ყოფნა, ოქრო და ვერცხლი უთვალავი, უხვი მოსავალი, რქოსანი საქონელი, ღორი ჯოგათ, ქათამი, ბატი და იქვი ჯგროთ, მარანი ღვინით სავსე, ტყავი ხორცით სავსე, ბეღელი პურით და ღომით სავსე, ნაჭუჭი გულით სავსე, კარი გამიღეთ, რა მომაქვს და...” _ხსენებულ ტექსტ გაიმეორებს სამჯერ. ამის შემდეგ დიასახლისი გაუღებს კარს, მთლიანად პროცესია შევა სახლში. აღნიშნულ ნივთებს დასდგამენ შუა ადგილას, დაიჩოქებენ ყველა ოჯახის წევრები და კვლავ შესთხოვენ ღმერთს იგივეს. შემოატრიალებენ ხონჩას სამჯერ, შეავლებენ ხელს დალაგებულ ყველა ნივთებს.
ამის შემდეგ მიულოცავენ ერთმანეთს ,,დაესწარი მომავალ ახალ წელიწადს მრავალს, კარგათ ყოფილიყო, ჯანმრთელად და ბედნიერად”. შესთავაზებდნენ ტკბილეულს. ამ დროს გაისვრის თოფს. ამის შემდეგ ყველა ოჯახის წევრი გავა გარეთ მორიგეობით, შემოიტანენ ცხემლის-ჭრა დღეს დამზადებულ შეშას და მიულოცავენ ცეცხლს: `ცეცხლო, მრავალ მომავალ ახალ წელიწადს დაესწარით”... და გადაიხარხარებენ. ასე გაიმეორებენ სამჯერ, ამის შემდეგ როცა შეშას კარგად მიიღებს ცეცხლი, ოჯახის შეუჩიჩხინებს მუგუზალს, რათა ცეცხლმა ბევრიო ნაპერწკლები აისროლოს და შესთხოვოს ღმერთს: ,,ღმერთო მოგვეცი ამდენი ღორი, ამდენი ფრინველი”... –ამას გაიმეორებს ისევ სამჯერ, ამის შემდეგ ყველა ოჯახის წევრი მიიღებს საქონლის რქიდან გაკეთებული ფაფის სახით და ისაუზმებენ”.
არის აგრეთვე ინფორმაცია ჩიჩილაკის მნიშვნელობისა და დამზადების შესახებ, გასალოც გობზე, ცხემლის ჭრაზე, ზვარაკზე, და ზოგადად ახალი წლის, ბედობის დღესასწაულზე. თუ დაგაინტერესებთ დავდებ
აი ეხლა მე დავდებ მაგარ გურულ სიმღერებს.
მაშ ასე:
http://www.link.ge/file/154427/orira.mp3.html--- არტემ ერქომაიშვილის გუნდი. 30 იანი წლები.
http://www.link.ge/file/154428/adila-alipasha.mp3.html--- ვარლამ სიმონიშვილის გუნდი. ადილა ალი ფაშა. შეიძლება ითქვას საუკუნის ნამღერი.
http://www.link.ge/file/154429/01-Chven-Mshvidoba.mp3.html--- ჩვენ მშვიდობა. პირველი ხმა ვლადიმე ბერძენიშვილი. მეორე ხმა გარსევან სიხარულიძე და ბანი ოთარ ბერძენიშვილი. საოცარი ნამღერი. ნამდვილი შედევრი.
G A B O
http://www.link.ge/file/154430/1-Khasanbegura.mp3.html--- ხასამბეგურა ხუხუნაიშვილების შესრულებით, სადაც კრიმანჭულის შესრულებისას ალმასხან ხუხუნიაშვილი იცინის. ნამდვილი საოცრებააა. ზაქარია ფალიაშვილმა როდესაც მათი გუნდი ჩაწერა იმდენჯერ გაამეორებინა განცვიფრებულმა ხასამბეგრურა რო ალმასხანს ხმა ჩაეხლიჩა
http://www.link.ge/file/154431/13-Ali-phasha.mp3.html--- ალი ფაშა. პირველი ხმა გარსევან სიხარულიძე, ბანი ანანია ერქომაიშვილი. და კრიმანჭული თუ არ ვცდები მიშა შავიშვილი.
http://www.link.ge/file/154433/shavi-shashvi.mp3.html-- შავი შაშვი. ძმებ ერქომაიშვილების ტრიო. პირველი ხმა ანანია, მეორე ხმა ლადიკო და მესამე ხმა არტემი
http://www.link.ge/file/154437/dzveli-orira.mp3.html--- ძველი ორირა. გიგო ერქომაიშვილის 1907 წლის მაკვანეთის გუნდის შერულებით
http://www.link.ge/file/154438/elesa.mp3.html--- ელესა. ასევე გიგოს გუნდის შესრულებით
http://www.link.ge/file/154439/melqisedak-maxaradzis-xelxvavi.mp3.html--- მელქისედეკ მახარაძის ხელხვავი. პირველი ხმა ივლიანე კეჭაყმაძე, ბანი გიგო ერქომაიშვილი და გამკივანი გიორგი ბაბილოძე
http://www.link.ge/file/154442/Tsamokruli--Guruli.mp3.html----- წამოკრული. პირველი ხმა სამუელ ჩავლეიშვილი, მეორე ხმა ბესარიონ ინწკირველი და მესამე ხმა ვარლამ სიმონიშვილი
http://www.link.ge/file/154443/stolis-xelxvavi.mp3.html----სტოლის ხელხვავი. პირველი ხმა სამუელ ჩავლეისვილი მეორე ხმა ბესარიონ ინწკირველი და მესამე ხმა ვარლამ სიმონიშვილი.
http://www.link.ge/file/154444/shvidkaca-chavleishvili.mp3.html---- მეორე ხმა სამუელ ჩავლეიშვილი. ბანი თუ არ ვცდები უნდა იყოს დოლიძე(სახელი არ მახსოვს.) და კრიმანჭული მახარაძე.
www.polyphony.ge
აქ არის ქართული პლიფონიური მუსიკა, მათ შორის ბევრი გურული სიმღერაცაა
N. R.
ძალიან საინტერესო იყო
არსებობს ასეთი წიგნი "ეთნოგრაფიული გურია" აპოლონ წულაძის
ბევრი საინტერესო მასალაა იმ წიგნში
ძალიან მომწონს ეს თემა. ჰმ. (რატომაც არა)
ხოდა იმას ვამბობდი რომა ერთი იდეა გამიჩნდა დე იქნებ თქვენც მოგეწონოთ, იქნებოდის იქნებაა. თან კიდე ფორუმის ანსამბლის გასაგონადაც ვამბობ.
ხომარ ჩამოგვეყვანა ოზურგეთიდან ტრისტანი და გური სიხარულიძეები??????
მასტერკლასის ჩასატარებლად. ვისაც სურვილი ექნება გამოეხმაურეთ ამ პოსტს. და დანარჩენზე მერე ვისაუბროთ, ანუ საორგანიზაციო საკითხებზე.
...............
Cecxladze I
კარგი აზრია ძალიან
ხოდა რამე მოვიფიქროთ
უფრო კონკრეტული
Cecxladze I
ძალიან კარგი იდეაა, მომწონს მომწონს
რითიც შევძლებ გვერდში დაგიდგებით
ეს გურული ლექსიკონია გადაწერეთ
http://www.link.ge/file/155036/guruli-leqsikoni-.doc.html
http://www.link.ge/file/155152/4-4-ganaTldi--ganaTldi.mp3.html
განათლდი განათლდი ახალო იერუსალემ
მაეასი
შემოდგომაც კარგი იდეაა
http://www.link.ge/file/155819/shavi-shashvi.mp3.html შავი შაშვი ძმები ქარცივაძეები და გედევანი
http://www.link.ge/file/155825/burtis-gamarjveba.mp3.html ,,ბურთის გამარჯვება" ------- დიდი ქარცივაძე და გედი პირველ გუნდში (გედი კრიმანჭულია), მეორე გუნდის მეორე ხმა არ მახსოვს ვინ იყო კრიმანჭული კახა ჩხიკვეძეა
ჩემი აზრით ამ სიმღერების ერთ-ერთი საუკეთესო შესრულებაა
ძალიან მაგარი თემაა მეც გურული ვარ მაგრამ სამწუხაროდ სახლი არ მაქვს იქ და სულ 2ჯერ თუ სამჯერ ვარ ნამყოფი მაგრამ მაინც ძალიან ძAლიან მიყვარს,მაინც გურული ვარ და.........მეც თუ მოვიძიე საინტერესო ინფორმაცია აუცილებლად შემოგიერთდებით
ეს ყველაზე მეტადმიყვარს
http://www.link.ge/file/157570/didi-xnidan-gagicani.wma.html
მეც ვდებ ჩემს უსაყვარლეს სიმღერას.
http://www.link.ge/file/157733/alipasha-adila.mp3.html--- ადილა ალი ფაშა. ასრულებენ გამკივან კრიმანჭული თეოფილა ლომთათიძე. მეორე ხმა ვარლამ ვაშალომიძე და ბანი შეუდარებელი ვლადიმე ბერძენიშვილი.
cven mshvidoba წავიკითხე შენი გურული ლექსიკონი და ძალიან მომეწონა. ყოჩაღ!
მეც გურული ვარ შრომიდან.
ძალიან გთხოვთ პროფესიულ საკითხებზე ისაუბროთ, და ძალიან ნუ მოგეძალებათ გურული იუმორი მრავალსიტყვაობასთან შეზავებული
G A B O
,,პროფესიონალობა" და ,,პროფესორობა" არაა საჭირო რამე წიგნი გადავშალოთ და საინტერესო ინფორმაციები დავდოთ
ვისაც მარტო სიმღერის მოსმენა და დადება ეხერხება იმან სიმღერებს მიხედოს და ასე...
N. R.
სასტავ! ბახმაროში როის მიხვალთ?
Ninia I
მე და ნინო მგონი ცამეტში არ გინდა ჩვენთან?!
ოქტომბრის ბოლოსო დიდი ზეიმია გურული ფოლკლორისო ჩიტმა მომიტანა ამბავი
N.R.
ხვალ ''მივალ გურიაში მარა, სულმა წინ-წინ გეიპარა''
ვაშააა!!!!!
გეიხარეთ გურულებო ერთი გურული კიდე შემოგემატეთ
მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
თქვენ გეიხარეთ გურულებოოოოო.გურულ სიმღერას ვენაცვალე
M.M.
აბა რაააააააა
ვაააააა რა კაი თემაააა გაიხარე გაბო
მე გურული ვარ იქ გავატარე სიყრმის წლები და მართლა ძაან უზომოდ მიყვარს ჩემი პატარა გურია))))))) ასევე მე მიყვარს სამეგრელო თუნდაც გაბუნია რად გირს)))) კაი კაცი ეგ რომ არა ვინ იმგერებდა კრიმანჭულს))) მე მიყვარს ქართლი ელიბო რომ არა ვინ იმგერებდა კრიმანჭულს)))))მე მიყვარს საქართველო რადგან სხვა უკეთესი მხარე არ მეგულება)))
mii
შენ გაიხარე მაგ სიმართლისთვის
ისე გურიის სურათებში ჯუმათის მონასთერი როგორ ვერ მოხვდა? (((((((
თუმცა ჩემისოფლის სურათებს სხვას რატო ვთხოვ?????)))))))
მე ვარ დამნაშავე))))))
გურულებო და არამარტო გურულებო ალბათ კარგი იქნება რამე კაი სასაცილო ამბებს თუ დაწერთ აქ რადგან იუმორი ხომ გურულებს ასე უხვად დაამადლა ღმერთმა , ვფიქრობ მეტ ხალისს შესძენს აქ შემოსვლას))))))
გურია ულამაზესია... წელს გურიაში ისეთო დრო ვატარე რომ ალბათ მთელი ცხოვრება არაჩვეულებრივად გამახსენდება, იანეთი და თაკუნა დამეთანხმებიან ალბათ, ნაწილობრივ Pოთიც გურია ისეთივე მაგარია, როგორი მაგარი სიმღერებიც აწვს... ამ ზამთარშიც გესტუმრებით გურულებო
არსად ისე არ მღერიან როგორც აქ ამ ქვეყანაში
კიიი ნამდვილად ვეთანხმები დიდგორის ფანს რომ გურიაში დაუვიწყარი იყო ისევ და ისევ მისი და თაკუნას სტუმრობით
გურულებო კალანდას გურიაში ყველამ!!!!
ჩემი ღელე-ღურდა მომენატრა
M.M.
უღრმესი მადლობა ჩემო კარგო, მუზები მღალატობენ ტორემ მეც წავიშაირებდი პატარას გაიხარე
ianeti
takuna
mii
მიყვარხართ... როგორც მეუფე ბრძანებს გურია საქართველოს გულია
ეჰ ახლა ჩემ სოფელში შაშვზე მანადირა)))
გურული სიმღერა უნიკალური მოვლენაა ქართულ და არა მარტო ქართულ ფოლკლორში
გურია ნიშნავს -ე.ი.ქვეყნის გულიყო..
გურულები - ,,ვაჟნი და ქალნი მსგავსნი იმერთა ზნითა, ქცევითა, სარწმუნოებითა, რჯულითა... შემოსილნი აგრეოვე და შუენირებითაცა,არამედ უმეტეს კეკელიანი და რბილი, ენა - ტკბილი-მოუბარენი, უმეტეს წიგნის სიტყვით, არამედ ქართულისავე ენისანიდა არა სხვისა. ბრძოლასა შინა შემომართებულნი…
M.M.
დიდი მადლობა შესცორებისთვის მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე ეს ციტატა ლამაზია და გურულებისთვის შესაფერისი
M.M.
გ
ianeti
mii
მეც ზუუუუ
qarcivadze
რომ ვნახე მეც გამიკვირდა ალბათ შემთხვევით
ianeti
გეხმიანებით ჩემო საყვარელო ადამიანებო მშობლიური გურიიდან მალე საკათედრო ტაძარში ვიგალობებ ჯიხეთის დედათა მონასტრის მგალობლებთან ერთად და ჭკუაზე არ ვარ
N. R.
გურია მიყვარხაააარ მე შენი შვილი ვააააარ და ამით ბედნიერი ვააააარ ამაყი ვარ და გახარებული
mii
მეც გურული ვარ რა მაგარია
სრულიად გურიას ვულოცავ შობას.ულევ სიხარულს,სიყვარულს და ბედნიერებას ვუსურვებ ამ ულამაზეს მხარეს და მის წარმომადგენლებს.
მეც გურული ვარ ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი თუმცა ხშირად ვერ ჩავდივარ სამწუხაროდ
nuca_ge
nuca_ge
ძალიან კარგი
მე მეზობელი რაიონიდან ვარ
ოზურგეთი
ეჰ, გურიაში მინდა თურმე ისე თოვს...
[b]misdevs mela loms
სასიამოვნოა !!!!!!!!
misdevs mela loms
ისე ოზურგეთში სოფელი კონჭკათი თუ გაგიგია??? მანდ ვისვენებდი ხოლმე ხშირად!!!!!!!!!
nuca_ge
თამარი_ცქნაფო
აქა მშვიდა, სალამი გურიას,
რავა ხართ, უბერავთ კრიმანჭულს?
გურულებო , მიშა შავიშვილი უფრო მაგარი კრიმანჭული იყო თუ გიორგი ბაბილოძე?? და საერთოდ ვინაა თქვენი აზრით საუკეთესო კრიმანჭული მათ შორის , ვისი ჩანაწერიც ჩვენ მოგვისმენია
misdevs mela loms
კი გამიგია როგორ არა!!!!!!!! სამწუხაროდ არ ვარ ნამყოფი მარა ვეცდები მაი ამბავი გამოვასწორო ქარცივაძეებიც გამიგონია მე გობრონიძეებთან ჩავდივარ
misdevs mela loms
ბაღნებო, გურულების ფორუმი აღმოვაჩინე
თამარი_ცქნაფო
არიქა ლინკი
ხალხო შემოქმედურების ვარიანტები მინდა რა
აგიი ნახეთ ბაღნებო? კარგი კაცია
Sunday, 24 February 2008 00:46
ოზურგეთი
ოზურგეთის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელად გასულ კვირას ქორეოგრაფი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი ჯუმბერ დუნდუა დაინიშნა. მან ამ პოსტზე შორენა გოგოლაშვილი შეცვალა.
აღსანიშნავია, რომ ქორეოგრაფიული ანსამბლები "გურია" და "მეგობრობა" ჯუმბერ დუნდუას ხელმძღვანელობით სხვადასხვა წლებში აქტიურად მონაწილეობდნენ რესპუბლიკაში და რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გამართულ არაერთ ფოლკლორულ ფესტივალსა თუ კონკურსში, სადაც მრავალი ჯილდო, დიპლომი და საპრიზო პირველი ადგილი დაიმსახურეს.
ოზურგეთის ქორეოგრაფიული სტუდიის ათეულობით აღზრდილი დღეისათვის წარმატებით ცეკვავს საქართველოს ნაციონალურ ბალეტში, ქართული ცეკვების აკადემიურ, დამსახურებულ ანსამბლში "ერისიონი" და თბილისის სხვადასხვა ქორეორგაფიულ ანსამბლებში.
ცნობისათვის ჯუმბერ დუნდუამ აღნიშნულ თანამდებობაზე ქალბატონი შორენა გოგოლაშვილი შეცვალა, რომელიც ოზურგეთის კულტურას ნახევარი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
საინტერესოა, რომ ახალი გუბერნატორი კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის შერჩევის პროცესში არ ჩარეულა და მან ეს უფლება დარგში მოღვაწე ადამიანებს მისცა, რომლებმაც არჩევანი დუნდუაზე შეაჩერეს.
ხოხ, გურულები რა ამბავში არიან
ნუციკო გაუმარჯოს გურულებს
ისე გურულებო თუ შემეხმიანებით ამ გურულ ქალს კაი იქნება მგონი ნამეტნავად.
maia-maia
გამარჯობა შენი. გურული ხარ ცა?
სანამ გურულები არ მოვალთ ხელისუფლებაში,არ ეშველება ამ ქვეყანას
ხოოოოოო გურულებო რავა ხართ????? ჯუმათელი ბაღანა ვარ და მოგესალმებით ჯუმათიდან
qarcivadze
უუუუფ, გაჩერდი ერთი არ გამოგვეცადოს მაინც მეგრელებზე მაინც გეთქვა შე კაცო
didgoris fani
ჰა, რა გჭირთ, დეერიეთ ერთმანეთს თუ?
ბარო გურულებს რავა ხართ? გესალმებით შორეული აღმოსავლეთიდან
გამიხარდა დონდუა რომ დაინიშნა
მახსოვს კულტურის სახლის დირექტორთან ფაქტიურად ჯაჯღანი რომ უწევდა, ოღონდ რამე ხელი გააქანეთო, ძალიან საინტერესო საკითხებზე ლამის ეხვეწებოდა დახმარებას, ნეტა დამანახა ახლა პირიქითი სურათი კობა რომ ემათხოვრება
თამარი_ცქნაფო
ოფი
[quote name='nuca_ge' date='Mar 20 2008, 11:38 PM' post='282640']
უიი უიი ჯუმათი კი კაიააა მარა იქაურ კოღოებს ისე უყვარვარ ვერ ჩავდივარ მაგათი გადამკიდეეეეეე უფფ!!!!!!:D
ხოოოო უკაცრავად და რომელ ჯუმათს გულისხმობ?
ალბათ სადგურჯუმათს გულისხმობთ
გურულებს თბილი და ტკბილი სალამი კიდევ ერთი გურულისაგან
გაბოს მადლობა და ფოთი საგოლ ამდენი ინფორმაცია მე არ მქონდა გურიაზე
Nataliani
თამუ რა მაგარი იყო გურიააა? მენატრებაა
მეც თაკრიი ძალიან მენატრება იქაურობა
ლელო -უძველესი ტრადიციაა. იმართება ყოველი წელიწადს აღდგომის დღესასწაულზე, ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში.ლელოს კუსტარულად დამზადებული, ნახერხითა და ქვიშით დატენილი საკმაოდ მძიმე ბურთით თამაშობენ, რომელშიც დამზადების პროცესში გურულ ადესას ასხამენ. რაგბის ტიპის ამ თამაშში, გამარჯვებულ მხარეს ტრადიციის თანახმად ბურთი სასაფლაოზე, უახლოეს წარსულში გარდაცვლილი ახალგაზრდის საფლავზე მიაქვს და იქ მომავალ აღდგომამდე ტოვებს. გამომდინარე აქედან ბურთის დამზადებისას, მის შიგთავსში ჩასხმული ღვინო თავისებური "შესანდობარის" როლს ასრულებს
ამ დღესასწაულზე გსმენიათ რამე გურულებო ???
ხო კიდე ბახმაროზე ძაან ხართ შეყვარებულები, მარა ისტორია თუ იცით ???
ბახმარო აჭარა-გურიის მთაგრეხილზე, ზღვის დონიდან 2 050 მეტრზე, ჩოხატაურის რაიონში მდებარეობს საქართველოს და პოსტსაბჭოთა სივრცეში, თავისი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებებით განთქმული, ალპური კურორტი ბახმარო, მისი ტერიტორია ერთგვარ ქვაბულს წარმოადგენს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით. სააგარაკო სეზონი აქ ივლისის დასაწყისიდან იწყება და აგვისტოს ბოლოსკენ, ფერისცვალების დღესასწაულზე გამართული დოღით მთავრდება. ლეგენდის თანახმად აქაურობის სახელი ულამაზეს თავადის ქალს, მაროს უკავშირდება. მოტაცებული თავადის ქალი, უკენ დადევნებულ მდევარს თურქებმა ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით ქვაზე კი,მისივე სისხლით შემდეგი ფრაზა დააწერეს: "ბახ მარო" - ნახეთ თქვენი მარო. ბახმაროს ჰაერის უნიკალური სამკურნალო თვისებები პირველად, ამ მხარეში ზაფხულის საძოვრებზე ამოსულმა მწყემსებმა აღმოაჩინეს, როცა ჭლექით დაავადე–ბული ერთ-ერთი მათგანი აქაურმა ჰაერმა სასწაულებრივად სწრაფად და საბოლოოდ გამოაჯანმრთელა.
აი ესეც ჩვენი ბახმარო
qarcivadze
mii
კი ეგ ტერიტორიააა ზუსტად!!!! ხოოოოოდააა ასე ვიტანჯებიიიი კოღოების გამო !!!!
kato_Bato
qarcivadze
აბა შენ იცი "იერიში"ისწავლეთ კარგად გურულებმა და გააჩაღეთ მერე ჯანყი
yipiani gio
qarcivadze
თქვენს გვერდით ვარ
nuca_ge
სანამ იერიშს არ ისწავლი მანამდე...მარა 5 თუმნად ჩაგიწყობ
nuca_ge
qarcivadze
მე 3 თუმნად მარტივს
yipiani gio
qarcivadze
არა ისე იერიში მე რო ვიცი ეგეთი უნდა მარა . . . იქნება ვინმე გამოჩნდეს უფრო იაფად რომ ჩამიწყოს საქმე, თუარა თქვენ ჩემს ხარჯზე გამდიდრება მეინდომეთ ძამიებო და მაი მასე არ გამოვა . . .
qarcivadze
მართალი ხარ არც მე ვაპირებდი დაკლებას:
ისე მე მაინც შენ თავს ვურჩევდი.
yipiani gio
qarcivadze
არაა პრობლემა
nuca_ge
nuca_ge
გეშლებამე გურული არ ვარ რაჭველი ვარ მაგრამ გურულ სიმრერაზე შეყვარებული ვარ უზომოდ.
აი ქარცივაძეთი კი ამაყობს მთელი გურია
yipiani gio
qarcivadze
მდივანი მე ვარ ხო იცი
რა ხდება აქინა?
ამბობენ,ოთხი გურულია სულ ფორუმზეა არადა ამ თემაში ქე არიან ოხრად
მაეასი
yipiani gio
qarcivadze
ხოდაა შეტვის გაკვათილებს როის ვიწყებთ ???? მზად ვარ მეეეე !! რა მაგარიაააა ერთი რაჭველი და მეორე გურული პედაგოგი რო მეყოლებააააა!!!!
nuca_ge
როცა სენ გინდა მაშინ დავიწყოთ.მერე რაჭულ სიმღერებსაც გადავწვდეთ.
ჰმ, დაგვიწყეთ ახლა თვლა ჰო, უყურე ამათ!
დღეს რა ყველა ფორუმზე გურიის შესახებ ვლაპარაკობ
დააგდეთ ლინკი, თორე ჩვენ ფოლკლორს გარეთ არ გავდივართ
http://church.ge/index.php?showtopic=3927&st=60&gopid=287619entry287619
ებიჭო შეით ეხლა გურულებო
misdevs mela loms
შევუტიეთ?
nuca_ge
მოიცა ცინცა რომ შემოვა ერთი ხმა მაგის არის კიდევ
ამოვლენ ianeti და mii ეგეც 2 ხმა გურიას
takuna
misdevs mela loms
ქარცო სკაიპში შემოხვალთ ან სენ და ან ნიკა ოდესმე?
takuna
აუ რაღაც სიმღერა მინდა ფოთიმ თქვენკენ მომასწავლა
ეჰჰჰჰჰჰჰჰ,
მომენატრა გურია
Nataliani
qarcivadze
Nataliani
თემაში კი არა, გურულების ფორუმზე იაქტიურეთ, თორემ ვერ გადამირჩებით
თამარი_ცქნაფო
თამარი_ცქნაფო
ბაზარი არაა
misdevs mela loms
Nataliani
mii
იყავით უკვე იმ თემაში?
mii
ეჰ რაგაც გურულები მოვიკოჭლებთ და არ მომცონს მე მაი ამბავი
nuca_ge
არ ვიცი არ ვიცი
ასე თუ გაგრძელდა nuca ge მალე შენი და ჩემი ბენეფისი იქნება
ეს ხალხნო ჯუმათის მონასტერია, თუმცა ახალ აუკვე აღდგენილია, მაგარმ სამცუხაროდ ახალი სურათები არა მაქვს
გურულებო ტქვე გეიხარეეეეეეეეეთ
maia-maia
რაფერ ხართ გურულებო? მოკლედ მე ვეღარ ვახერხებ კომპიუტერთან მისვლას და თქვენი იმედი მაქვს,რომ ამ თემას არ დატოვებთ ისე
qarcivadze
qarcivadze
qarcivadze
Nataliani
მეც გურული ვარ ძამა
m i s h k a
maia-maia
qarcivadze
kato_Bato
ისე, კრიმანჭულის თქმას რომ აპირებდი, რას შობი?
არა და არ მომასმენინე შენი კრიმანჭული
Ninia I
ქრისტე აღსდგა!!! მრავალს დაგასცროთ უფალმა გურულებოო, თქვენ გეიხარეთ
Nataliani
ჭეშმარიტად აღსდგა!!
რამდენი ვიწვალე გურულად თქმული ფრაზები დავწერე და წაშალეს....მოდი და ნუ აიცრუებ გულს აქ შემოსვლაზე... ეჰ.....
მეც გურული ვარ, თუმცაღა ერთხელაც არ ვყოფილვარ გურიაში შემოგევლეთ გურულებო, მიყვარხართ
qarcivadze
აუ,ამასწინათ მოვისმინე სიმღერა ''რა ყოფილა გურია''.. შეუდარებელი იყოო
ეს ყველამ ნახეთ!
http://church.ge/index.php?showtopic=4832
დედა მომიკვდეს თავი, ეს თემა როგორ გამომრჩა მაგრები ვართ გურულები, ოღონდ მართლა გურულ სიმღერაზე ხო აღარაფერს ვამბობ გეიხარეთ
patara sayvarelo
გეიხარეე შენ ნამეტანიიიიიი!!!!!!!!!!!
nuca_ge
სად ხარ დაკარგულიიი ?
ეეჰ როგორ ჩაგვივარდა წელს გურია...და არა ამრტო გურიაა.. როგორ გვინდოდა
გურიაში მივდივარ
nuca_ge
დიდი მადლობა
მეც მინდა გურიაში მარა აწი რაღა დროსია 10-ში მეწყება სწავლა უკვე მგონი...
აქ რომ გურიას სიყვარულს ეფიცებით ხოლმე, წამობრძანდით 27-28-ში გურიაში
თამარი_ცქნაფო
აი, რა ხდება:
http://church.ge/index.php?showtopic=4832&st=460
http://www.link.ge/file/138583/23092008040.mp4.html
http://www.link.ge/file/138592/Gazafxuli.mp4.html
http://bin.ge/file/6309/Guria--ia-uao-uao-.mp3.htmlესეც ჩემგან საჩუქრად გურულებო
თამარი_ცქნაფო
ის ლინკი გავხსენი და გადავავლე თვალი მაგარიააა... ხო ჯუმათი ოზურგეთის რაიონია და არა ლანჩხუთის და ჯუმათის უნახავად ეგ მოგზაურობა დიდი ,,ზარალია'':)) გურულებს შეუშინებიხართ ლანჩხუთიდანაც არის ნორმალური გზა მონასტრამდე ჯუმათის ეს ერთი და სხვა მრავალს გისურვებთ)
გაიხარეთ! ძვლივს გურია ვიღაცას გაახსენდა რომ არსებობს! " სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია!"
ანეკდოტი: გურულს დაეჯახება მანქანა, გადმოხტება მძღოლი და ყვირის ადექი, ძმაო, ადექი! გურული უპასუხებს: რომ ვიდექი ძამა, დამაყენე თუო!
კაი გამარჯობა გურულებო და არა გურულებო მეც გურული გახლავართ, ახალი ვარ ამ ფორუმში და გამიხარდა გურია რომ წავიკითხე, მეამა
tsetskhla
გეიხარე ძამა
ჰა აბა ბახველი ხომ არავინ ხართ ან თუ გინდ ცეცხლაძე? თუ ორივე ერთად იქნებით ხომ მთლად უკეთესი
არა რაა,რამდენი ხალხი ვერ მიდი ბასიანის კონცერტზე ქორწილის გამო,ყოფიოლიყო 12-ში არ ჯობდა
თამარი_ცქნაფო
არ ვარ პაატა, ავთანდილი ვარ დიდი სიამოვნებით გავიცნობდი პაატას, მაგრამ არ ვიცი რა ნიკითაა
თამარი_ცქნაფო
რა ოფავიკები ვართ
tsetskhla
კეთილი იყოს შენი მაუსი ჩვენს ფორუმზე
სავარაუდოდ კეთილი იქნება ჩემი მაუსი გაიხარე
ianeti
ძალიან გთხოვთ მეორე გვერდზე რომაა ლინკები განაახლეთ რააა...
ზოგიერთი ალაზანი.გე-ზეც დევს
ისე მართალია ეს ადამიანი. მოდერებო, მიხედეთ რა ამ საქმეს
თამარი_ცქნაფო
nikolas
http://www.alazani.ge/Guria-guruli-simgerebi-sagaloblebi-kutxe5.html?qartuli-folklori
და თუ კიდევ კონკრეტულად რაიმე სიმღერა გინდათ მთხარით და თუ მაქვს, დიდი სიამოვნებით ავტვირთავ
nikolas
მხოლოდ ამ ცანაწერებით ნუ შემოიფარგლები.
http://www.alazani.ge/dzveli-chanatserebi-Samuel-Chavleishvili-xalxuri-simgerebi-ans33.html?qartuli-folklori
http://www.alazani.ge/dzveli-chanatserebi-Gigo-Erkomaishvili--xalxuri-simgerebi-ans55.html?qartuli-folklori
http://www.alazani.ge/dzveli-chanatserebi-Shvidkatsa-xalxuri-simgerebi-ans21.html?qartuli-folklori
ამათმა იცოდნენ სიმღერა, დანარჩენები მოსწავლეები იყვნენ :D
yipiani gio
ყიფო კუთხეებში მარტო ანსამბლების ჩანაწერებს რატომ აგდებს და ძველებს არა?
ნანინა
იიიიიიიხარეთ გურულებოოოოოოოო!!!!
არა, ვიცი რომ მოსწავლეები იყვნენ, მაგრამ მანდ ერთი ჩემი წინაპარი ამბობს მეორეს, აი ბესარიონ ინწკირველი და ის ჩანაწერები ვერსად ვერ ვიშოვე...ძალიან მაინტერესებს როგორი ხმა ჰქონდაა...ისე სხვათაშორის, თქვენი საიტით ძალიან ხშირად ვსარგებლობ და კმაყოფილი ვარ მინდა გითხრა
nikolas
ჰო ვიცი...ინწკირველი არ ყოფილა ტყუილაად ...გლიჯამდააა ერტი სიტყვიიით
"გურიის ყოფაზე საუბრისას არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ხალხური სიმღერები. სამეცნიერო ლიტერატურაში ხაზგასმით აღნიშნავენ გურულების მუსიკალურობასა და მათი სიმღერების ორიგინალურ მრავალხმიანობას. მღეროდნენ არა მარტო ლხინში, ქორწილში, არამედ შრომის დროსაც. "გურული სიმღერა, რომელიც შეგუებული, შეხამებული, მისადაგებული, შეხმატკბილებული იყო შრომა-გარჯილობასთან, აადვილებდა, არაქაფებდა და მეტ ნაყოფიერ-ბარაქიანს ხდიდა შრომას, აძლევდა მას შინაარსსა და ხალისს. ზარმაცს აბეჯითებდა, ლაჩარს ამხნევებდა, დაღლილს ძალღონეს მატებდა, ხორციელად ამხნევებდა, სულიერად აკეთილშობილებდა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 175/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience