მართალია კავლასიელთა უმეტესობა მუსულმანია,მაგრამ ისინი ჩვენი მონაYესავეები არიან და გააჩნიათ მშვენიერი ფოლკლორი.მე შემიძლია გამოვუგზავნო ნებისმიერ მსურველს ჩრდილოკავკასიური სიმღერები.ისე ხევსურულს ძალიან გვანან.
პოსტის ავტორი: Beri kaci თარიღი: Apr 26 2008, 11:07 PM
ციტატა(kavkasioni @ Apr 26 2008, 10:30 PM)
მართალია კავლასიელთა უმეტესობა მუსულმანია,მაგრამ ისინი ჩვენი მონაYესავეები არიან და გააჩნიათ მშვენიერი ფოლკლორი.მე შემიძლია გამოვუგზავნო ნებისმიერ მსურველს ჩრდილოკავკასიური სიმღერები.ისე ხევსურულს ძალიან გვანან.
დააარქივე, ატვირთე და დადე ლინკი თუ არ გეზარება და ვისაც უნდა გადაწერს. მგონი ასე აჯობებს.
მართალია კავლასიელთა უმეტესობა მუსულმანია,მაგრამ ისინი ჩვენი მონაYესავეები არიან და გააჩნიათ მშვენიერი ფოლკლორი.მე შემიძლია გამოვუგზავნო ნებისმიერ მსურველს ჩრდილოკავკასიური სიმღერები.ისე ხევსურულს ძალიან გვანან.
ხევსურულს ნაკლებად. უფრო თუშურს და ისიც მხოლოდ აღმოსავლეთის ჩრდილო-კავკასიის სიმღერები. ნახური ოჯახის (ჩეჩნები, ინგუშები, ქისტები) და დაღესტნის ხალხთა ფოლკლორი გავს თუშურს.
ოსეთის დასავლეთით მდებარე რეგიონები განსხვავებულია და ძირითადად აფხაზურსა და ზოგიერთ მეგრულს წააგავს.
დადე მეგობარო, სიამოვნებით გადავიწერთ.
პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Apr 28 2008, 10:03 PM
ინგუშური მუსიკის დიდი კოლექცია http://www.ingushetiya.ru/music/
ასევე ერთმა ხუნძმა გოგომ გამომიგზავნა ხუნძურ ენაზე სიმღერა.მაგრამ არ ვიცი ფაილების ფორუმზე ატვირთვა.
პოსტის ავტორი: Beri kaci თარიღი: Apr 30 2008, 11:56 AM
ციტატა(kavkasioni @ Apr 29 2008, 06:38 PM)
არ ვიცი ფაილების ფორუმზე ატვირთვა.
ძალიან ადვილია: შედი მაგალითად www.files.ge მარცხენა ზემოთა ნაწილში წერია "browse" დააჭერ და რომელ ფაილსაც გინდა ამოირჩევ შესაბამისი პაპკიდან, შემდეგ დაბლა წერია i accept ... რაღაცა... და იქვე "პწიჩკით" მონიშნავ. მერე "ენტერ"-ს გლიჯავ და ეგაა. 100%-ზე რომ მივა ორ ლინკს დადებს, ზედა ლინკს დააკოპირებ და დადებ აქანეეე.... ადვილია მოკლედ რა
პოსტის ავტორი: kavkasioni თარიღი: May 2 2008, 10:01 PM
პოსტის ავტორი: ჩაკრულო თარიღი: May 4 2008, 09:45 PM
kavkasioni ჩეჩენი ხარ ძმა თუ ქისტი?
პანკისში ქორწილში ვარ ნამყოფი, უმაგრესი ხალხია!
პოსტის ავტორი: kavkasioni თარიღი: May 4 2008, 10:05 PM
ციტატა(ჩაკრულო @ May 4 2008, 09:45 PM)
kavkasioni ჩეჩენი ხარ ძმა თუ ქისტი?
პანკისში ქორწილში ვარ ნამყოფი, უმაგრესი ხალხია!
არც ერთი და არც მეორე ჯიგარო.რაჭველი ვარ.ისე მარტლა მაგარი ხალხია, განსკუთრებით ქისტები.ჩეჩნები მხოლოდ ისინი, ვინც ისლამით ტვინის ბურღვა არ იცის.
ჩდილო კავკასიელებიდან ყველაზე მაგარი ხალხი ინგუშებია ისე.
პოსტის ავტორი: kavkasioni თარიღი: May 4 2008, 10:38 PM
აი სიმღერა მსოფლიოში სიძნელით მეორე, თაბასარანულ ენაზა.ამ ენაში 260 ბრუნვაა და 74 ასობგერა.
http://files.ge/file/234219/new23-mp3.html
ეს მუსიკა არაა კავკასიური და საერთოდ, ძალიან შორს დგას კავკასიური მუსიკისაგან (ვეშაპო)
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: May 5 2008, 12:27 AM
http://allshares.ge/download.php?id=DA82FB9214
http://allshares.ge/download.php?id=EFF74BC214 - სოფ. თარგმანი - მინდია ჟორდანიას ექსპედიცია 1960 წ. (არასრული ვერსია)
http://allshares.ge/download.php?id=2EFF8C8814 - სოფ. ქვეშეთი - მინდია ჟორდანიას ექსპედიცია 1961 წ. (არასრული ვერსია)
სრული ვერსიები თუ გნებავთ, მიბრძანდით კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრაზე.
ძალიან ბევრი საექსპედიციო ჩანაწერი აქვთ ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხებისა.
P.S. kavkasioni ისე, ცოტა ფოლკლორული ნიმუშებიც გამოურიე მაგ ლინკებში, თორემ მაგათი "კომპოზიტორები" ძალიან მდარე გემოვნების მუსიკას თხზავენ ესთეტიკიდან (უფრო კი ინტელექტიდან) გამომდინარე.
შენი დადებული ლინკებიდან ყველა არ მომისმენია, მაგრამ რაც მოვისმინე სწორედ "კომპოზიტორების" დაწერილი ან გადამუშავებულია.
ეს უკანასკნელი (ტაბასარანულ ენაზე რომაა) განსაკუთრებული სიმახინჯეა (ბოდიში, მაგრამ ასეა) და არაფრით განსხვავდება თურქული "შაფიორსკი" მუსიკისაგან. მომიტევე, მაგრამ აქ ასეთ რამეებს ვერ დავუშვებ. ეს ნიმუში იყოს მაინც, რომ ხალხმა გაარჩიოს ფოლკლორი და "თურქი" მარშრუტკის მძღოლის "ნატიფი" სულის გამოძახილი.
თემა თუ ფოლკლორზეა, ფოლკლორული ნიმუშები იყოს შე კაცო.
არა, მაინც სად შოულობთ ხოლმე ასეთ რამეებს?
პოსტის ავტორი: kavkasioni თარიღი: May 5 2008, 04:28 PM
ვეშაპო
მე ვცდილობ მთელი კავკასიის ხალხების ენებზე სიმღერები ჩავდო.ჩეჩნურები და ადიღეურები ყველა ხალხური ჩავდე თითქმის.უბრალოდ ვერ მოვიძიე დაღესტნური ხალხური ვერსად.ყრაჩაული აიდა კიდევ ხალხურია, მაგრამ თანამედროვე ვერსიაა.
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: May 5 2008, 04:40 PM
kavkasioni
ციტატა
მე ვცდილობ მთელი კავკასიის ხალხების ენებზე სიმღერები ჩავდო.ჩეჩნურები და ადიღეურები ყველა ხალხური ჩავდე თითქმის.უბრალოდ ვერ მოვიძიე დაღესტნური ხალხური ვერსად.ყრაჩაული აიდა კიდევ ხალხურია, მაგრამ თანამედროვე ვერსიაა.
კი გასაგებია, მარა ფოლკლორი თუა, ფოლკლორი იყოს. ლინგვისტიკა თუა, ლინგვისტიკა იყოს.
არცერთი ნიმუში ფოლკლორს არ განეკუთვნება. ნუ, ზოგიერთი არის ფოლკლორულიდან გადამუშავებული.
ისე, თუ მართლა გაინტერესებს ნამდვილი ჩრდილო-კავკასიური ფოლკლორი, ფოლკლორის კათედრაზე მიდი კონსერვატორიაში და მოიძიე. ძალიან ბევრი ჩანაწერები აქვთ.
პოსტის ავტორი: kavkasioni თარიღი: May 5 2008, 04:49 PM
აი ესეც თუ აღარაა ხალხურები მაშინ რავიცი.ისე აფსუური სიმღერებით გატენილი მაქვს კომპი დაეგენი სად ჩამოვტვირთო?
http://files.ge/file/234685/gimn-mp3.html
იჩქერიის ჰიმნი ყველანაირი გაფორმების გარეშე.მუსიკა და სიტყვები ხალხურია.
პოსტის ავტორი: ჩაკრულო თარიღი: May 5 2008, 04:54 PM
ციტატა(kavkasioni @ May 4 2008, 11:05 PM)
არც ერთი და არც მეორე ჯიგარო.რაჭველი ვარ.ისე მარტლა მაგარი ხალხია, განსკუთრებით ქისტები.ჩეჩნები მხოლოდ ისინი, ვინც ისლამით ტვინის ბურღვა არ იცის.
ჩდილო კავკასიელებიდან ყველაზე მაგარი ხალხი ინგუშებია ისე.
ქისტებს ვიცნობ პანკისში, მუთოშვილებს, მაგარი ხალხია და მაგარი დავაახლოვდით კიდეც
მაგარი დრო გვატარებინეს ქორწილში, წამოსვლა აღარ გვინდოდა
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: May 5 2008, 04:59 PM
kavkasioni
ციტატა
აი ესეც თუ აღარაა ხალხურები მაშინ რავიცი.
კი, ეგენი ხალხურია, თუმცა II-ს და III-ს დამუშავების კვალი მაინც ეტყობა.
პოსტის ავტორი: kavkasioni თარიღი: May 5 2008, 05:04 PM
ჩაკრულო
ისე დალევა ევასებათ ქისტბს?? იძახიან იქ ახალგაზრდობა მაგრად ინტერესტება ისლამითო.
პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: May 5 2008, 06:07 PM
ქისტების ფოლკლორი არის რა. დიდი არაფერია. თუშური და ლეკური გაცილებით ჯობია.
სხვათაშორის 9 მაისს დღეობაა პანკისში, დოღი გაიმართება და რამე. იქნება კონცერტებიც, მაგრამ მე იქ დიდი საინტერესო რამე ჯერ არ მომისმენია, ძირითადად ბალალაიკაზე ასრულებენ. ამბობენ ომალოს კარგი ქალთა ანსამბლი ჰყავსო,მაგრამ არ მომისმენია და ვერაფერს გეტყვით.
რაც შეეხება დღეობაში მაგათ დალევის ინსტიტუტს, ძირითადად ახალგაზრდობის 5-10% სვამს, ხოლო დანარჩენი გავაჰაბისტებულები არიან.
პოსტის ავტორი: kavkasioni თარიღი: May 5 2008, 11:01 PM
ვეშაპო
ვცდილობდი მომეძებნა თაბასარანული ხალხურები, მაგრამ ამაოდ(( სამაგიეროდ მივაგენი მსოფლიოში უნიკალური თაბასარანული ხალიჩები, რომელნიც ირანულს არაფრით ჩამოუვარდება.ამოთ განთქმულია ეს მცირერიცხვოვანი ერი თავის ურთულეს ენასთან ერთად.
http://www.carpets.dgu.ru/hand.php?lg=ru
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: May 6 2008, 12:52 AM
kavkasioni
ციტატა
სამაგიეროდ მივაგენი მსოფლიოში უნიკალური თაბასარანული ხალიჩები
საერთოდ დაღესტნის ხალხები განთქმული იყვნენ სევადის, ხალიჩის, ჭურჭლის და ა.შ. კეთებაში. იშვიათ ნიმუშებს ქმნიდნენ. ვგონებ, ეხლაც არიან ოსტატები.
ისე, დაღესტანში აბორიგენი კავკასიელების (რომელსაც ტაბასარანებიც მიეკუთვნებიან) გარდა თურქმანული და ირანული ტომებიც ბევრი არიან, ოღონდ ძირითადად ბარში.
პოსტის ავტორი: kavkasioni თარიღი: May 6 2008, 05:35 PM
ვეშაპო
კი, ყუმუხები,თალიშები და ნოღაელები.
ყუმუხები და ნოღაელები თურქული მოდგმისანი არიან, მაგრამ ყუმუხები გარეგნულად ჩვეულებრივი კავკასიელები არიან, ხოლო ნოღაელები კი მონღოლოიდური გარეგნობისა არიან.
თალიშები(მთის ებრაელები)-წარმოღობით ებრაელები არიან, მაგრამ საუბრობენ იარნული ჯგუფის ენზე.
პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: May 6 2008, 05:43 PM
ციტატა(kavkasioni @ May 6 2008, 05:35 PM)
ვეშაპო
კი, ყუმუხები,თალიშები და ნოღაელები.
ყუმუხები და ნოღაელები თურქული მოდგმისანი არიან, მაგრამ ყუმუხები გარეგნულად ჩვეულებრივი კავკასიელები არიან, ხოლო ნოღაელები კი მონღოლოიდური გარეგნობისა არიან.
თალიშები(მთის ებრაელები)-წარმოღობით ებრაელები არიან, მაგრამ საუბრობენ იარნული ჯგუფის ენზე.
თალიშები არიან, რო იკლებენ ინგილოებს. ოხ მაგათი შუბა კი დავხიე
პოსტის ავტორი: kavkasioni თარიღი: May 6 2008, 06:02 PM
ისე უდიების(ძირძველი ალბანელების) ფოლკლორი არის შემონახული?
პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: May 6 2008, 06:17 PM
ციტატა(kavkasioni @ May 6 2008, 06:02 PM)
ისე უდიების(ძირძველი ალბანელების) ფოლკლორი არის შემონახული?
მაგის კი არა ჩეჩნების ფოლკლორი არაა შემონახული.
და იმ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტის ბიუსტიც აბანოებთან დადგეს, შემოინახავდნენ, რამე ალბანურს?
დავით გარეჯის ფრესკებს ხერხით გადაუარეს, ჩვენს ტერიტორიაზე და ალბანურს რაღას უზამდნენ, თუ კაცი ხარ?
პოსტის ავტორი: kavkasioni თარიღი: May 6 2008, 06:57 PM
Amuza
ხო. მაგრამ საქართველოში რომ ცხოვრობენ ზინობიანში იმათი არაფერი არ არის სემონახული?
http://files.ge/file/235609/11-mp3.html
აი აფსუური სიმღერა
პოსტის ავტორი: kavkasioni თარიღი: May 7 2008, 12:14 AM
გელა დაიაური ჩეჩნურად მღერის
http://youtube.com/watch?v=EVO40rVd_hQ
პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: May 7 2008, 09:41 PM
ციტატა(kavkasioni @ May 7 2008, 12:14 AM)
გელა დაიაური ჩეჩნურად მღერის
http://youtube.com/watch?v=EVO40rVd_hQ
გაქისტებული ხევსურია. მასეა ხაიაური, იმედაშვილი, ფარეულიძე, ცხადაძე და კიდევ რამოდენიმე გვარია. ერთ-ერთი მღებრიშვილიცაა.
პოსტის ავტორი: kavkasioni თარიღი: May 8 2008, 12:05 AM
Amuza
დაიაური მუსულმანია????
პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: May 8 2008, 09:34 PM
ციტატა(kavkasioni @ May 8 2008, 12:05 AM)
Amuza
დაიაური მუსულმანია????
იმედაშვილი და მღებრიშვილი, ან თუნდაც ცხადაძე, როცა მოლა იქნება. ის თუ არ გაგიკვირდა, დაიაურის მუსულმანობა გაგიკვირდა?
პოსტის ავტორი: kavkasioni თარიღი: May 9 2008, 12:15 PM
Amuza
ეგ სად არიან მოლები, აჭარაში თუ პანკისში?
პოსტის ავტორი: kavkasioni თარიღი: May 9 2008, 12:27 PM
პანკისში,ოღონდ მოლა,მარტო ცხადაძეა მაქედან, რომლის წინაპარიც, სოფ. ჯოყოლოში ახლაც მდგარ უფუნქციოდ დარჩენილი ეკლესიის მღვდელმსახური იყო. სხვათაშორის 2004 წელს მეუფე დავითმა ფერისცვალებას, წირვა დააყენა მაგ ეკლესიაში. ეგ იყო და ეგ. მაგის მერე დგას კულტურის ძეგლად და ერთი სული აქვთ ქისტებს, როდის დაიხოცებიან უხუცესები,რომლებიც მუსულმანური აღმსარებლობისა,ნებას არ რთავენ,გათავხედებულ ვაჰაბისტებს, რომ გუმბათი მოარღვიონ და ჯვარი მოხსნან ეკლესიას.
პოსტის ავტორი: kavkasioni თარიღი: May 10 2008, 11:32 AM
პოსტის ავტორი: kavkasioni თარიღი: May 10 2008, 08:48 PM
M.M.
არა, არ ვხუმრობ.ამით არც ადამიანის უფლებას დავარღვევთ, და თანაც ამ სენს მოვაშორებთ ქართველებს.აწი ქისტები აზიარონ იეღოვას.მირჩევნია ისევ ირღოველები იყონ ვიდრე მუსულმანები.
პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: May 13 2008, 04:48 PM
ციტატა(kavkasioni @ May 10 2008, 08:48 PM)
M.M.
არა, არ ვხუმრობ.ამით არც ადამიანის უფლებას დავარღვევთ, და თანაც ამ სენს მოვაშორებთ ქართველებს.აწი ქისტები აზიარონ იეღოვას.მირჩევნია ისევ ირღოველები იყონ ვიდრე მუსულმანები.
ერთი შეწვი, მეორე შეხრაკე.
ვაჰაბიზმი ისეთივე სექტაა ისლამში, როგორც იაღოვლობა ქრისტიანობაში
პოსტის ავტორი: kavkasioni თარიღი: May 17 2008, 01:38 PM
პოსტის ავტორი: ჩაკრულო თარიღი: Jun 3 2008, 02:37 AM
http://files.ge/file/264638/25052008065-mp4.html
ესეც ქისტები ჩეჩნური სიმღერა პ.ს. ამ კაცს მამული ქვია, როგორც თითონ ამბობს მამამისი 82 წლისა იყო რო გააკეთა =))
პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jun 4 2008, 09:31 PM
მაგ ხალხს ტრაბახის სიყვარული შევატყვე.
უყვართ ტრაბახი და თავის ქება!
პოსტის ავტორი: bycha თარიღი: Nov 19 2008, 06:57 PM
გამარჯობათ,ეხლა თვალი გადავავლე თქვენს თემას..ერთი ლექსია ხევსურულ ზეპირსიტყვიერებაში,რომელსაც დღესაც მღერიან მათი თანამედროვენი. ერთი ამბავი მოხდა(დაახლ.150 წლის წინ)ქისტ გოგოს და ხევსურ ბიჭს უყვარდათ ერთმანეთი,მიჯნურები იყვნენ.გადიოდა დრო,შემდეგ ამ ბიჭმა მოიწადინა ცოლად წაეყვანა ეს გოგო,მაგრამ მამამისმა ”ურჯულოს” არ გაატანა.ამ ბიჭმაც შემდეგ თავი ამაყად დაიჭირა და აღარ წაიყვანა ცოლად.აი ამ დროს გამოუთქვა ამ გოგომ (ალბად გაჯავრებულ გულზე) ეს ლექსი:
მოგნატრი გუროს ციხეო,ქვაო ნადებო ქვასაო, მემრე შენ გურუელაო,გაზრდილო სახლის ტანსაო. შამახდეს მენადირენი,ვუყურებ თოფის ხმასაო. თეთრ-ჩოხა რაიმ გადმახდა,მასრან უცემენ თვალსაო. უთხარით ჩემი ნათქვამი,ხოლიგათ თათარასაო: დაგედვა ჭორი,საძრახი,ნუ ჩამაიტან თავსაო. ახალ ტალავარ ჩაიცვი,მაირთე ჩაფრულასაო. არა გი, ნუ გეშინია,არ გადმოვხდები მთასაო. არ წაგილალავ შინისკე-გამახელაის ქალსაო! კიდევ ვინ მისცემს ურბეთსა ჩემსა მამასა,ძმასაო. კიდევაც წაუვიდოდი შენზე უკეთეს ქმარსაო. ცხვარი მყავ შუა-გორასა ემაგის მალექსარსაო; შავხედავ მყინვართ ბოლოსა დაკრიახულთა მთათაო.. ეეგ ლექს გამოგიგზავნა-მითხოთ პრიგაოთ ქალმაო, სათითე გამომიგზავნე,შამიხდებოდა ქალსაო. გიკეთებ ხელისსახოცსა,მამა დაგიწერს ჯვარსაო!!!
რავიცი,ნაწილობრივ ეს ლექსი ვაინახების ფოლკლორის ნაწილადაც უნდა ჩაითვალოს ალბად,მიუხედავად აშკარა ხევსურული სტილისა.თუმცა იმ დროს ისინი ერთმანეთის ენებს თავისუფლად ფლობდნენ,როგორც უახლოესი მეზობლები,მტრები,მოსისხლეები და მოყრვებიც კი...ხო და კიდევ,გელა მართლმედიდებელი ქარისტიანია,მე მგონი რო ხუმრობდით,მარა ვისაც მართალი გონია შემცდარა ძალიან :bye
პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jan 2 2009, 02:21 AM
Amuza
ციტატა
Kavkaz
სერიოზული ფოლკია, ვერაფერს იტყვი...
პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jan 2 2009, 03:40 PM
ციტატა(დათიკო @ Jan 2 2009, 02:21 AM)
Amuza
სერიოზული ფოლკია, ვერაფერს იტყვი...
აბა ამას როგორ შეაფასებდიტ ჩემო ფოლკლორელო მეგობარნო ? ისე ხრიდოლელების აზრიც მაინტერესებს, ნახეთ როგორ აბზღრიალებენ ხმლებს, ესეთი რამე ჩვენს ცეკვაში არაა?
ცეკვავენ ჩერქეზნი და ცეკვაში ანთებენ ცეცხლს რასაც ჰქვია.
რა ჩერქეზულებია. იფ,იფ,იფ კაი ცხენებია ჩემმა მზემ.
ისე ამათ ცეკვის ილეთებს , რო, ვაკვირდები, მგონი უმცროსმა ილიკო სუხიშვილმა აქედან გადმოიღო თქო
პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jan 3 2009, 12:00 AM
Amuza
ციტატა
ცეკვა 16 ხანჯლით
ბმული არეულია, 16 ხანჯალი არ არის ამ ბმულზე.
ისე, ზოგადად, აღფრთოვანებული არ ვარ. ჩვენი რუსთავი მირცევნია ამათ (ძველ სულიშვილებზე რომ არაფერი ვთქვათ)
პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jan 3 2009, 08:07 PM
ციტატა(დათიკო @ Jan 3 2009, 12:00 AM)
Amuza
ბმული არეულია, 16 ხანჯალი არ არის ამ ბმულზე.
ისე, ზოგადად, აღფრთოვანებული არ ვარ. ჩვენი რუსთავი მირჩევნია ამათ (ძველ სუხიშვილებზე რომ არაფერი ვთქვათ)
აგერ ჩავასწორე ბმული დათიკო, თუ გადახედე ბმულებს, საინტერესოა, მათი ცეკვაც, ცოტა მუსიკა კი აქვთ განსხვავებული, მე ინგუშების ცეკვა მომეწონა მაგალითად, ნაბდებით. ნუ სუხიშვილები და რუსთავი სხვა თემაა, თუმცა ახლანდელ ილეთებში, აქვს უმცროს ილიკოს, რაგაც ჩრ.კავკასიური ცეკვის ილეთები. აი ხანჯლებით ასეთი ცეკვა კი აღფრთოვანებას გამოხატავს ჩემში. ჩვენებიც კი ცეკვავენ და არჭობენ მარა, ასეთი რამე არ მინახავს ცვენი ანსამბლის წევრების მიერე შესრულებული.
აი მეორე ცეკვასაც დავდებ ბარემ
http://www.youtube.com/watch?v=LXf1alnfoGM
პოსტის ავტორი: ჯეგე თარიღი: Jan 4 2009, 04:27 PM
Amuza
ახალ წელს გილოცავ გიო, ღმერთმა მრავალს დაგასწროს, ჯანმრთელი და ბედნიერი. რაფერ ხარ ისე?
... ცეკვებს რაც შეეხება, ეგ ნაღდი რომ არაა, შენც კარგად იცი. გადახატული სუხიშვილები არიან. ილიკო და ნინო რომ არ ყოფილიყვნენ რა ეშეველებოდათ ნეტა?! თუმცა ახლანდელ სუხიშვილებთან შედარებით, გაცილებით მეტი ხასიათით და ცეცხლით კი ცეკვავენ, ეგ მართალია.
ფარიკაობაც არაა მაგათი, ყაბალახი - მითუმეტეს. ხევსურული ჯვრიანი ფარები უჭირავთ და ფარიკაობის ილეთებსაც სულ სუხიშვილების მიხედვით აკეთებენ.
ხმლების ტრიალიც ნამდვილი აკრობატიკაა და საბრძოლო ხელოვნებასთან არაფერ შუაშია. ხმლის ტრიალისას ხმლის ნებისმიერი მოძრაობა ჭრაზე უნდა იყოს მიმართული, თითოეულ მოქნევაზე ხმალი უნდა მიდიოდეს ალესილი პირით და პირდაპირ, მოწინააღმდეგისკენ. ეგენი კი ჰაერში იქნევენ და ზევით იყურებიან, და ხმალი ბრტყლად წავა თუ პირით, სუ კიდიათ. მაჯის ხარჯზე იქნევენ, ეგ კი სწორი არაა, მთელი მკლავი უნდა მოძრაობდეს...
ყველაზე მეტად ინგუშების ცეკვა მომეწონა ნაბდებით
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jan 4 2009, 04:41 PM
Amuza
ციტატა
ცეკვა 16 ხანჯლით
ციტატა
აი მეორე ცეკვასაც დავდებ ბარემ ცეკვავენ ლეკები ხანჯლებით
კაი რა, სუხიშვილების ტლინკაობა და აკრობატიკა არ გვეყოფა, ახლა ლეკების "ცირკაჩობას" რომ გვაყურებინებ?
აი, ის დოკუმენტურები რომ დადე, ეგ კარგია.
პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jan 4 2009, 09:06 PM
ციტატა(ჯეგე @ Jan 4 2009, 04:27 PM)
Amuza
ახალ წელს გილოცავ გიო, ღმერთმა მრავალს დაგასწროს, ჯანმრთელი და ბედნიერი. რაფერ ხარ ისე?
... ცეკვებს რაც შეეხება, ეგ ნაღდი რომ არაა, შენც კარგად იცი. გადახატული სუხიშვილები არიან. ილიკო და ნინო რომ არ ყოფილიყვნენ რა ეშეველებოდათ ნეტა?! თუმცა ახლანდელ სუხიშვილებთან შედარებით, გაცილებით მეტი ხასიათით და ცეცხლით კი ცეკვავენ, ეგ მართალია.
ფარიკაობაც არაა მაგათი, ყაბალახი - მითუმეტეს. ხევსურული ჯვრიანი ფარები უჭირავთ და ფარიკაობის ილეთებსაც სულ სუხიშვილების მიხედვით აკეთებენ.
ხმლების ტრიალიც ნამდვილი აკრობატიკაა და საბრძოლო ხელოვნებასთან არაფერ შუაშია. ხმლის ტრიალისას ხმლის ნებისმიერი მოძრაობა ჭრაზე უნდა იყოს მიმართული, თითოეულ მოქნევაზე ხმალი უნდა მიდიოდეს ალესილი პირით და პირდაპირ, მოწინააღმდეგისკენ. ეგენი კი ჰაერში იქნევენ და ზევით იყურებიან, და ხმალი ბრტყლად წავა თუ პირით, სუ კიდიათ. მაჯის ხარჯზე იქნევენ, ეგ კი სწორი არაა, მთელი მკლავი უნდა მოძრაობდეს...
ყველაზე მეტად ინგუშების ცეკვა მომეწონა ნაბდებით
გაიხარე ძმა მეც გილოცავ ახალ წელს, ყოველივე კარგის მომტანი ყოფილიყოს 2009,2010 და ა.შ. წლები მრავალჟამიერ.
როგორ ვარ და რო იტყვიან ვფრთხიალებ რა შენ რავა ხარ, ოჯახში ხომ კარგად?
ხევსურული ჯვრიანი ფარებისა რა მოგახსენო დავინტერესდი,დავაკვირდი და ჯვარი ვერსად ვიპოვე http://www.radikal.ru ისე არაა გამორიცხული, ჩვენგან რომ ქონდეთ ფარის ტიპი გადაღებული, ადრე ყოველი ჩრდილოკავკასიელი, ხომ ირიცხებოდა ქართველთა მეფის ჯარში, თითონ მეფე ერეკლესაც ყავდა პირად დაცვაში ქისტები,ავარები და ლეკები. ნუ ახლა მე რაც ჩემი წინაპრებისგან გამიგია ლეკები კარგი ხელოსნები იყვნენ, მაგათი გამოჭედილი ხმალი და ხანჯალი საუცხოო იყო, მე პირადად მინახავს,მაგათი მოვერცხლილი და გამოჭედილი ხანჯლები, ასევე ხალიჩის ქსოვაშიც ბადალი არ ყავდათ, ნუ ეს იმას არ ნიშნავს რო მე ლეკებს ვაპიარებ და მევასება, უბრალოდ ფაქტია.
კიდევ აღსანიშნავი რაცაა, უმც. სუხიშვილი ცდილობს ჩრ. კავკასიური ცეკვის ილეთები გადმოიღოს, უკვე ქალთა შესამოსელშიც კი იგრძნობა ჩრ. კავკასიური სამოსის ტიპები. დამეთანხმები ქართულლ ცეკვაში კაცი თეძოებს არ ათამაშებს, ეხლა კი დაიწყეს სუხიშვილებმა. ისმის კითხვა საიდან? საიდან და ჩრ. კავკასიური ცეკვის გავლენით. მე პირადად არ მომწონს თეძო მოთამაშე ჯიგიტები, მარა ესეა და რა ვქნათ?
ყაბალახი, ჩოხა, ჩაქურა, ფაფახი, ბოხოხი ეს ისეთივე ჩვენია როგორც ჩრ. კავკასიელებისა, მე პირადად არ ვიცი საწყისი ამ ტანისამოსებს სად უდევს და თუ ვინმე დასწერთ მადლობელი დაგრჩებით. შეილება ვეშაპომ იცოდეს.
ნუ ხმელბის ტრიალზე გეთანხმები უფრო შოუა, მაგრამ ცეკვა ხომ ისედაც შოუა, ცეკვის ილეთების ბრძოლაში გამოყენება ნაკლებად შესაძლებელია,მაგრამ ალბათ დამეთანხმები რომ ლამაზად და სინქრონულად აკეთებენ.
ხო მართლა თქვენს კონცერტის ჩანაწერებს ვუყურე დღეს და მაგრად ვისიამოვნე, ნუ შენთან ვერ მოვლენ ხმლების ტრიალში, მაგრამ ჰაერშიც რომ ააგდო ხოლმე და დააბზღრიალო ხმალი მით უკეთესი და ეფექტური იქნება. ის პოლონელი ნაჯახით მაგრაი იყო
ოო, აი რაც შეეხება ინგუშების ცეკვას, მართლაც საუცხოოდ ცეკვავენ ნაბდებით დანარნარებენ, საერთოდ ინგუშებს მაგათზე ყველაზე მეტად აქვთ შემორჩენილი ტრადიციები.
დოკუმენტურ ფილმს 5 ნაწილიანი როა უყურე?
პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jan 4 2009, 09:17 PM
ციტატა(ვეშაპო @ Jan 4 2009, 04:41 PM)
Amuza კაი რა, სუხიშვილების ტლინკაობა და აკრობატიკა არ გვეყოფა, ახლა ლეკების "ცირკაჩობას" რომ გვაყურებინებ?
აი, ის დოკუმენტურები რომ დადე, ეგ კარგია.
დოკუმენტური ხო გევასა? მივხვდი რო გევასებოდა
ნუ ,ჩვენებმაც "იცირკაჩონ" მასე ვინ უშლის, თუ საკონცერტო დარბაზების სცენა აიჩიჩქნება?
დამეთანხმე, რო ტლინკაობა და აკრობატიკა სუხიშვილებმა მაქედან გადმოიღეს? მე ვამსგავსებ და მომკალი თუ გინდა.
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Jan 4 2009, 09:24 PM
Amuza
ციტატა
ნუ ,ჩვენებმაც "იცირკაჩონ" მასე ვინ უშლის, თუ საკონცერტო დარბაზების სცენა აიჩიჩქნება?
არა, "პროსტო" ფოლკლორთან არაფერი აქვს საერთო.
ციტატა
დამეთანხმე, რო ტლინკაობა და აკრობატიკა სუხიშვილებმა მაქედან გადმოიღეს? მე ვამსგავსებ და მომკალი თუ გინდა.
ტლინკაობა "რივერ დანსიდანაა" გადმოღებული და აკრობატიკა მგონი მაგათმა გადაიღეს ჩვენი ანსამბლებისგან. უფრო სწორად, ქართველმა ე.წ. ქორეოგრაფებმა და აქ აღზრდილმა ჩრდილოკავკასიელებმა ასწავლეს იქაურებს.
იმ დოკუმენტურ ფილმში, ზემოთ რაც დადე, ჯერ კიდევ არ ჩანს ტანვარჯიშის და "საცირკო აკრობატიკის" ილეთები. ჩვენთან მაგ დროს უკვე იყო.
პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jan 4 2009, 10:07 PM
ციტატა(ვეშაპო @ Jan 4 2009, 09:24 PM)
Amuza
არა, "პროსტო" ფოლკლორთან არაფერი აქვს საერთო. ტლინკაობა "რივერ დანსდინაა" გადმოღებული და აკრობატიკა მგონი მაგათმა გადაიღეს ჩვენი ანსამბლებისგან. უფრო სწორად, ქართველმა ე.წ. ქორეოგრაფებმა და აქ აღზრდილმა ჩრდილოკავკასიელებმა ასწავლეს იქაურებს.
იმ დოკუმენტურ ფილმში, ზემოთ რაც დადე, ჯერ კიდევ არ ჩანს ტანვარჯიშის და "საცირკო აკრობატიკის" ილეთები. ჩვენთან მაგ დროს უკვე იყო.
კი მაგრამ მე რაც დოკუმენტური ფილმი დავდე იქ ავარები და ლეკები არ არიან ხოდა, მასეთი ჯამბაზობის მამები ეგენი იყვენენ, ჩვენშიც კი არის ცეკვა ლეკური, თუმცა იმ ძველ ლეკურთან რა მოსატანია
რო კითხო მთიულებს, ცეკვა ჩვენია მთიულების, არადა ძალიან კარგი იქნებოდა მაგ ცეკვას მთიელურს თუ დაარქმევდნენ, იმიტომ რომ, ჩვენი ხალხების ურთიერთ მეზობლური დამოკიდებულების გამო, ადრეულ საუკუნებში, ბევრი ილეთები, ჩვენც ნასესხები გვაქვს იმათგან და იმათაც ჩვენგან ნუ ეხლა აჭარულზე ვერაფერს ვიტყვი, შეიძლება იყოს რამე მაგ ცეკვის ილეთებზეც ვარაუდი, მაგალითად თურქებისგან, ან პონტოელი ბერძნებისგან.
ოსი ქორეორგრაფი რომ ყოფილიყო ვინმე, ვიტყოდი რომ ჩვენთან აღზრდილია თქო.