თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ ფოლკლორი _ ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმი
პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Sep 10 2008, 11:37 AM
15 სექტემბერს იწყება ფოლკლორის IV საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ბინას დაიდებს თბილისის კონსერვატორიაში.
სიმპოზიუმი გაგრძელდება რამოდენიმე დღე!
პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 10 2008, 03:17 PM
ველით სულმოუთქმელად
პოსტის ავტორი: ჯეგე თარიღი: Sep 10 2008, 05:06 PM
ვინმეს რამე ინფო არ გაქვთ? ვინ გამოდის და როდის?
პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Sep 10 2008, 05:51 PM
ციტატა(ჯეგე @ Sep 10 2008, 05:06 PM)
ვინმეს რამე ინფო არ გაქვთ? ვინ გამოდის და როდის?
+1
ნამეტანი მწირი ინფორმაციას გავწოდებთ,პატივცემულო
პოსტის ავტორი: patara sayvarelo თარიღი: Sep 10 2008, 09:44 PM
potiabesbaia
ტრადიციული მრავალხმიანობის IV საერთაშორისო სიმპოზიუმი პროგრამას დავდებ მალე
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 10 2008, 10:13 PM
patara sayvarelo
ციტატა
პროგრამას დავდებ მალე
დადე დადე მიდი ეხლა თან დავგეგმავ მომავალ დღეებსაც.
პოსტის ავტორი: patara sayvarelo თარიღი: Sep 10 2008, 10:26 PM
სიმპოზიუმის პროგრამა:
15 სექტემბერი 19:00 საათი _ სიმპოზიუმის გახსნა. მონაწილეობენ: მომღერლები გურიიდან, სამეგრელოდან, სვანეთიდან და კახეთიდან. უცხოური ანსამბლები: "სპარტიმუ" (საფრანგეთი/კორსიკა), "საუსეიასი" (ლატვია), "გორანი" ავსტრალია)
16 სექტემბერი 19:00 საათი
მონაწილეობენ ანსამბლები: "დიდგორი", "შავნაბადა", "შემოქმედი", "სახიობა", "მე რუსთველი", "ახალუხლები", "ჯვარული", "თუთარჩელა", "სათანაო", "ნანინა", კონსერვატორიის სტუდენტური ანსამბლი
17 სექტემბერი 19:00 საათი
მონაწილეობენ ანსამბლები: "სპარტიმუ" (საფრანგეთი/კორსიკა), "საუსეიასი" (ლატვია)
19 სექტემბერი 19:00 საათი
ტრადიციული მრავალხმიანობის IV საერთაშორისო სიმპოზიუმის დახურვა.
მონაწილეობენ ანსამბლები: "რუსთავი", "ანჩისხატი", "ლაშარი", "ბასიანი", "მთიები", "მზეთამზე", "სპარტიმუ" (საფრანგეთი/კორსიკა), "საუსეიასი" (ლატვია), "გორანი" (ავსტრალია), "მასპინძელი" (დიდი ბრიტანეთი)
ეს არის მარტო საღამოს, დიდ დარბაზში გასამართი კონცერტების პროგრამა. დღის მანძილზე სიმპოზიუმის ფარგლებში იმართება ლექცია-კონცერტები და სამეცნიერო სესიები
პოსტის ავტორი: ჩაკრულო თარიღი: Sep 11 2008, 12:37 AM
ჯეგე
ციტატა
ვინმეს რამე ინფო არ გაქვთ? ვინ გამოდის და როდის?
მაგას რაღას კითხულობ შე კაცო?
ერთი ორის გარდა ყველა
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 11 2008, 10:28 AM
ჩაკრულო
ციტატა
ერთი ორის გარდა ყვ
შენ სულ მაგაზეე როგორ უნდა ბრაზობდე კაცო.
მოვა დრო და თქვენც მიგიწვევენ იმედია.
პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Sep 11 2008, 10:31 AM
patara sayvarelo
QUOTE
ტრადიციული მრავალხმიანობის IV საერთაშორისო სიმპოზიუმი
მადლობა!!! ჩავასწორე შენის ნებართვით
ვაა, არადა მე სხვა პროგრამა ვიცოდი, გახსნას დიდი სიამოვნებით დავესწრები, აი დახურვაზე კი ფოთში ვიქნები, თან მაგარი ნაბახუსევი
კარგი პროგრამაა!
პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 11 2008, 10:31 AM
potiabesbaia
რავა ხარ თუ იცი?
პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Sep 11 2008, 10:46 AM
ციტატა(patara sayvarelo @ Sep 10 2008, 10:26 PM)
ეს არის მარტო საღამოს, დიდ დარბაზში გასამართი კონცერტების პროგრამა. დღის მანძილზე სიმპოზიუმის ფარგლებში იმართება ლექცია-კონცერტები და სამეცნიერო სესიები
მერე მაგათი პროგრამაც დაგვიწერე შე ქალო! მთლად შენნაირები ვერა ვართ, მაგრამ იქნება პატარა აზრი ჩვენც გამოვიტანოთ მაქედან.
პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Sep 11 2008, 12:13 PM
რა კარგიაააა.გაიხარეთ რომ გამახარეთ
პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Sep 11 2008, 10:29 PM
ნიუუუ დიდი სურვილი მაქვს რო მავიდე და ალბად მოვალ.
პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Sep 11 2008, 10:35 PM
მეც წამოვალ აუცილებლად, ოღOნდ გამაგებინეთ თქვენ როდის მიდიხართ რომ მეც იმ დღეს წამოვიდე
პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Sep 11 2008, 10:35 PM
: ))))
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Sep 11 2008, 10:36 PM
მოუთმენლად ველოდები სიმპოზიუმის დაწყებას სიმღერა მომენატრა
პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 11 2008, 10:43 PM
Didgoreli
მეეეეეეეეეეც ძაან მომენატრა კონცერტები
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Sep 13 2008, 04:11 PM
ყველანი უნდა დავირაზმოთ, აშკარად ძალიან მაგარი დღეები გველოდება.
პროფესიის მიუხედავად ვგონებ ყველასთვის სასარგებლო იქნებოდა სამეცნიერო სესიებზე დასწრება ბევრი ძალიან კარგი მეცნიერი გამოდის.
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Sep 15 2008, 03:33 PM
teo... tee
ციტატა
ბილეთების ამბები როგორაა თუ იცით ? წინასწარ თუარ შევიძინე ვერაა ?
აზრზრზრზე არ ვარ
მგონი რო მიხვიდე პირდაპირ , იქვე იყიდი
პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 15 2008, 07:28 PM
დღეს შუა დღეს ავიღე და არის ბილეთები არ იდარდოთ
პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 15 2008, 08:17 PM
აუ, როგორ გამიხარდა!
მაგრამ დღევანდელი დღე გამოვტოვე.
აბა, ბინც იყავით მოყევით.
პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 15 2008, 08:32 PM
ჯერ არ დამთავრებულა,ახლა დაწყებულა მეორე ნაწილი
პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Sep 15 2008, 10:31 PM
ხვალ ვინ მოდის?
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Sep 15 2008, 11:21 PM
ეკატო
ციტატა
ხვალ ვინ მოდის?
მე
პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Sep 15 2008, 11:22 PM
ციტატა(Didgoreli @ Sep 15 2008, 11:21 PM)
ეკატომე
შენ რომ იქ იქნები ეგ კი ვიცი, მე მაყურებლებს ვგულისხმობ
პოსტის ავტორი: patara sayvarelo თარიღი: Sep 16 2008, 12:13 AM
ეკატო
მე(ც)
პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Sep 16 2008, 12:22 AM
აუ ხვალ ვმუშაობ.
აუ როგორ მინდოდა წამოსვლა.
ზეგ კი ვიქნები ალბად მარა მე ხვალ მინდოდა მაგარო პროგრამაა.
პოსტის ავტორი: SuLo თარიღი: Sep 16 2008, 02:45 AM
Didgoreli
ვაჟკაც თქვენ როდის გამოდიხართ?
პოსტის ავტორი: mariami_484 თარიღი: Sep 16 2008, 11:20 AM
ბილეთის ფასი ხომ არ იცით?
პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 16 2008, 11:54 AM
დღეს მღერის დიდგორიიი ბილეთების ფასი-10,8,6,4
პოსტის ავტორი: kandel თარიღი: Sep 16 2008, 12:30 PM
არამარტო დიდიოგირ სახიობაც მღერის
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Sep 16 2008, 03:19 PM
kandel
ციტატა
არამარტო დიდიოგირ სახიობაც მღერის
კაი რა გეწყინა შე კაცო
პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Sep 16 2008, 06:42 PM
რომელ საათზე იწყება ხოლმე ?
პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 16 2008, 10:46 PM
7ზე იწყება დღეს დიდგორმა გაგვახარა.ზეგ ბასიანი გაგვახარებს
პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Sep 16 2008, 10:49 PM
რა კარგი იყოოო
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Sep 16 2008, 11:21 PM
takuna
ციტატა
ზეგ ბასიანი გაგვახარებს
მაიცა, "ბასიანი" მაზეგ არ გამოდის, 19-ში?
პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 16 2008, 11:37 PM
ვეშაპო
ციტატა
მაიცა, "ბასიანი" მაზეგ არ გამოდის, 19-ში?
კიი უკაცრავად თვლა დამავიწყდა
პოსტის ავტორი: patara sayvarelo თარიღი: Sep 17 2008, 12:04 AM
ხალხნო სიმპოზიუმის კონცერტების ჩანაწერები არავის გაქვთ რომ დადოთ?
პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 17 2008, 11:20 AM
სხვისი არ ვიცი და მე კმაყოფილი დავრჩი გუშIნდელი საღამოთი.
აი 19-ში უფრო მეტს ველოდები
პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Sep 17 2008, 12:39 PM
19-ში თუ 18-ში?
პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 17 2008, 01:32 PM
qarcivadze
ციტატა
19-ში თუ 18-ში?
19ში,18ში როგორც ვიცი კონცერტი არ არის
პოსტის ავტორი: kolxetis asuli თარიღი: Sep 17 2008, 08:17 PM
საერთო ჯამში მათლაც კარგი იყო!
პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 17 2008, 09:32 PM
დღეს ვინ იყავით?
ფრანგები მომეწონა!
პოსტის ავტორი: patara sayvarelo თარიღი: Sep 17 2008, 09:50 PM
tamuna m
ლატვიელებმა რა დაგიშავეს?
პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 17 2008, 11:45 PM
ციტატა(patara sayvarelo @ Sep 17 2008, 09:50 PM)
tamuna mლატვიელებმა რა დაგიშავეს?
პრინციპში, არც არაფერი
პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Sep 18 2008, 10:04 AM
ციტატა(tamuna m @ Sep 17 2008, 09:32 PM)
დღეს ვინ იყავით?
მე
პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Sep 18 2008, 01:14 PM
ციტატა(patara sayvarelo @ Sep 17 2008, 12:04 AM)
ხალხნო სიმპოზიუმის კონცერტების ჩანაწერები არავის გაქვთ რომ დადოთ?
მე მაქვს, ოღონდ მაინცდამაინც კარგი ხარისხის არაა
საღამოს ავტვირთავ და განახებთ
პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 18 2008, 11:31 PM
http://bin.ge/file/203766/simpoziumi-xasanbegura-15-09-2008.mp4.html
16.09.2008-ხასანბეგურა
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Sep 19 2008, 11:19 AM
დღეს დიდი დღეა , დიდი
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Sep 19 2008, 11:27 AM
დღეს ყველაზე ბანძი დღეა ჩემს ცხოვრებაში და მგონი ვერც კონცერტზე ვერ მოვალ
პოსტის ავტორი: salamura-tamta თარიღი: Sep 19 2008, 01:26 PM
ციტატა
დღეს ყველაზე ბანძი დღეა ჩემს ცხოვრებაში და მგონი ვერც კონცერტზე ვერ მოვალ
რატო?
პოსტის ავტორი: kandel თარიღი: Sep 19 2008, 01:58 PM
ციტატა(teo... tee @ Sep 16 2008, 01:36 PM)
ეს ახალია რამეე ?
ახალის რა მოგახსენო, მარგამ ეს ანსაბმბლი 2 წელია რაც არსებოს და...
ციტატა(Didgoreli @ Sep 16 2008, 04:19 PM)
აუუფფ... ძააალიან მეწყინაა...
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Sep 19 2008, 04:43 PM
komisia
ციტატა
დღეს ყველაზე ბანძი დღეა ჩემს ცხოვრებაში და მგონი ვერც კონცერტზე ვერ მოვალ
ნუ ნერვიულობ, შეგირიგდება შე კაცო.
პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 19 2008, 04:45 PM
komisia
რა გჭირს კაცო?
პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Sep 19 2008, 09:26 PM
დღეს ვინმე იყავით დახურვაზე? მოგვიყევით რა ხდებოდა რაა
პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Sep 19 2008, 09:47 PM
კარგი იყო?
მე ვერ წავედი
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Sep 19 2008, 10:29 PM
ჩემი აზრით , რბილად რომ ვთქვათ სიმპოზიუმის ბოლო დღე , საერთაშორისო ფოლკლორის სიმპოზიუმის დახურვის დღე ასეთი არ უნდა ყოფილიყო !!! მე პირადად ფოლკლორში მოღვაწე ყველა პატივსაცემი პირისადმი დავკარგე ნდობა ! ქართული ფოლკლორი თუ ასე იმღერება როგორც დღეს იქნა ნამღერი , მაშინ საღოლ ჩვენ !!! სახასიათო ფაქტი იყო არა იის , რომ ბოლო სიმღერაზე , რომელიც ყველა ანსამბლს ერთად უნდა ემღერა , "ანჩისხატის გუნდი " , "ბასიანი" და "ლაშარი" არ იდგა სცენაზე?!!! მოკლედ გამგები გაიგებს ! მე , როგორც ერთერთი ანსამბლის , ერთერთი რიგითი წევრი და ფოლკლორის უდიდესი მოყვარული , დღევანდელი დღით საშინლად ვარ იმედგაცრუებული ! ღმერთმა ქნას ამ ყველაფერს მოევლოს და გამოჩნდეს ერთი კაცი მაინც ვინც ითავებს ამ ყველაფერთან ბრძოლას , თუმცა სამწუხაროდ ჯერ ასეთი კაცი არ სჩანს !
პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 19 2008, 10:41 PM
Didgoreli
ციტატა
ემი აზრით , რბილად რომ ვთქვათ სიმპოზიუმის ბოლო დღე , საერთაშორისო ფოლკლორის სიმპოზიუმის დახურვის დღე ასეთი არ უნდა ყოფილიყო !!! მე პირადად ფოლკლორში მოღვაწე ყველა პატივსაცემი პირისადმი დავკარგე ნდობა ! ქართული ფოლკლორი თუ ასე იმღერება როგორც დღეს იქნა ნამღერი , მაშინ საღოლ ჩვენ !!! სახასიათო ფაქტი იყო არა იის , რომ ბოლო სიმღერაზე , რომელიც ყველა ანსამბლს ერთად უნდა ემღერა , "ანჩისხატის გუნდი " , "ბასიანი" და "ლაშარი" არ იდგა სცენაზე?!!! მოკლედ გამგები გაიგებს ! მე , როგორც ერთერთი ანსამბლის , ერთერთი რიგითი წევრი და ფოლკლორის უდიდესი მოყვარული , დღევანდელი დღით საშინლად ვარ იმედგაცრუებული ! ღმერთმა ქნას ამ ყველაფერს მოევლოს და გამოჩნდეს ერთი კაცი მაინც ვინც ითავებს ამ ყველაფერთან ბრძოლას , თუმცა სამწუხაროდ ჯერ ასეთი კაცი არ სჩანს !
ბრავოოო,ბრავოოო.ვამაყობ შენით და როგორც ერთ-ერთი რიგითი მსმენელი და არაკომპეტენტური მაინც დაგეტანხმები იმიტომ რომ მართლა ასეა
პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Sep 19 2008, 11:00 PM
თქვენი არ ვიცი,მაგარამ მე კმაყოფილი ვარ დღევანდელი კონცერტით.. ისე "ანჩისხატის გუნდი", "ბასიანი" და "ლაშარი" რომ არ გამოვიდნენ ბოლოს ეგ მეც ძალიან არ მომეწონა.
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Sep 19 2008, 11:01 PM
natianatushki
ციტატა
ისე "ანჩისხატის გუნდი", "ბასიანი" და "ლაშარი" რომ არ გამოვიდნენ ბოლოს ეგ მეც ძალიან არ მომეწონა.
და ვინ თქვა რომ არ მომეწონა??
პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Sep 20 2008, 12:40 AM
ციტატა(Didgoreli @ Sep 19 2008, 11:01 PM)
natianatushki
და ვინ თქვა რომ არ მომეწონა??
მე არ მომეწონა და შენი არ ვიცი..ხო კარგი,დაივიწყე რაც ვთქვი.
პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 20 2008, 12:48 AM
ჩაკრულო
ეგ გასაგებია მაგრამ რამე გზა არ არსებობს რაც მაგ "გნიასს" უშველის?
პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Sep 20 2008, 01:04 AM
natianatushki
ნიკოლოზს დავეთანხმები ბასიანი ანჩის ხატი და ლაშარი არ უნდა გასულიყო და ჩემი აზრით სწორად მოიქცა
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Sep 20 2008, 12:19 PM
natianatushki
Didgoreli
nike_22
კაი რა, ნუ მიანიჭებთ მაგას დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას.
"ბასიანი" და "ლაშარი" თავიდანვე გამოვიდნენ და მერე მიიფანტ-მოიფანტნენ და "ანჩისხატელები" თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ თავ-თავიანთ საქმეებზე.
არავითარი ქვეტექსტი და პროტესტი.
პოსტის ავტორი: kandel თარიღი: Sep 20 2008, 01:06 PM
ციტატა(teo... tee @ Sep 19 2008, 05:55 PM)
ჩამოვრჩენილვარ დროს და ეგაა
ეგ არაფერი
ხდება ხოლმეე
www.sakhoba.ge შედი და ნახე თ
პოსტის ავტორი: sikvarulma mogvikvana თარიღი: Sep 20 2008, 01:09 PM
ჩაკრულო
მაპატიეე მარა რას გაუმარჯოს ? ერისიონის ნამღერზე ამბობ? რაღა დროს ერისიონის სიმღერაა, მე მგონია ცოტა წინ წავედით და გემოვნება დაიხვეწა, მარა როგორც ჩანს ღირებულებები ისევ არეულია ერთმანეთში. ერთ პლანზე დგას ქართული ფოლკლორის ევროპული საოპერო შესრულება(მაგრამ ეგ რო იყოს კიდე რა გვიჭირს, უბრალოდ ღრიალზეა ლაპარაკი!!) და მეორე მხრივ იმ ძველი კილოების აღდგენა გადარჩენა რაც წინაპრებმა შემოგვინახეს, ერსიონის ნამღერი არა თუ ქარტული სიმღერა არაა საერთოდ ზიანსაც კი აყენებს, და ნამდვილად ვიცი ერთი რამ რომ ვერც ერისიონი და ვერც რუსთავი დღეს დღეობით ნამდვილად ვერ გადაარცენს ფოლკლორს, პირიქით თუ ხელს არ უშლის, ადრე რათქმაუნდა სულ სხვა სიტუაცია იყო, და ამ ანსამბლების მოღვაწეობასაც სხვა დატვირთვა ქონდათ. დღეს სამწუხაროდ ცუდი სიმღერის ნამდვილი მაგალითები გახდნენ, და ეს ძაან სამწუხაროა.... ეს ეხება ასევე მათ პირმშო ანსამბლებსაც და ასევე ამ სტილის მოყვარულ- მიმდევრებს ყველას!!!!
პოსტის ავტორი: kandel თარიღი: Sep 20 2008, 01:11 PM
აუუ თხოვნა მაქ ხალხთან.
თუ გაქვთ სახიობას ნამგერი სიმგერები, სიმპოზიუმზე რომ იმგერეს... თუ შეგიძლიათ დადეთ. : * მადლობთ წინასწარ
აუუ თხოვნა მაქ ხალხთან.
თუ გაქვთ სახიობას ნამგერი სიმგერები, სიმპოზიუმზე რომ იმგერეს... თუ შეგიძლიათ დადეთ. : * მადლობთ წინასწარ
პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Sep 20 2008, 09:17 PM
ციტატა(mii @ Sep 20 2008, 02:50 PM)
მცდარად გაიჟღერა აზრმა რომ ბასიანი შეგნებულად არ დარჩა კონცერტის ბოლომდე, ასე არ არის, უბრალო და მარტივი მიზეზის გამო ბასიანს კონცერტი ქონდა იმ საღამოს ოპერაში სამების გუნდთან ერთად
გაიხარეთ
მეც რაღაც ეგეთი ვიფიქრე.საპატიო მიზეზი ჰქონიათ და რას ვერჩით? სამების გუნდთან ერთად ქონდა კონცერტი?რომ გამეგო გავყვებოდი ჩუმად და იქაც დავტკბებოდი მაგათი მოსმენით.
პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Sep 20 2008, 09:17 PM
დიდგორელს ვეთანხმები. დროა უკვე თავისი სახელი დაერქვას ყველაფერს
პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Sep 20 2008, 09:22 PM
ციტატა(ვეშაპო @ Sep 20 2008, 12:19 PM)
natianatushkiDidgorelinike_22კაი რა, ნუ მიანიჭებთ მაგას დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას.
"ბასიანი" და "ლაშარი" თავიდანვე გამოვიდნენ და მერე მიიფანტ-მოიფანტნენ და "ანჩისხატელები" თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ თავ-თავიანთ საქმეებზე.
არავითარი ქვეტექსტი და პროტესტი.
მართალი ხარ.. გეთანხმები და კიდევ გეთანხმები.
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Sep 21 2008, 06:04 PM
ვეშაპო
ციტატა
კაი რა, ნუ მიანიჭებთ მაგას დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას.
"ბასიანი" და "ლაშარი" თავიდანვე გამოვიდნენ და მერე მიიფანტ-მოიფანტნენ და "ანჩისხატელები" თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ თავ-თავიანთ საქმეებზე.
არავითარი ქვეტექსტი და პროტესტი.
miiციტატა
მცდარად გაიჟღერა აზრმა რომ ბასიანი შეგნებულად არ დარჩა კონცერტის ბოლომდე, ასე არ არის, უბრალო და მარტივი მიზეზის გამო ბასიანს კონცერტი ქონდა იმ საღამოს ოპერაში სამების გუნდთან ერთად გაიხარეთ
თქვენ ვერ გაიგეთ
მე არ მითქვამს ის , რომ ანჩისხატი , ბასიანი და ლაშარი კონცერტის ბოლოს სცენაზე სპეციალურად არ დადგა , პროტესტის ნიშნად , უბრალოდ ის ვთქვი რომ ეს ფაქტი ძალიან სახასიათო იყოთქო !
პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Sep 26 2008, 01:47 PM
კორსიკელებთან ერთად გაიმეორებდა კაცი სუფრას
მაგარი ხალხია!!!
www.spartimu.fr
მართალია ფრანგულადაა მარა გული მიგრძნობს საქართველოზე კარგად წერენ!!!!
პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Sep 28 2008, 02:18 PM
როგორ მაინტერესებდა,მაგარამ ვერცერთ დღეს ვერ მოვედი..
გამოცდები მქონდა მაშინ..
დადეთ რა თუ გააქვთ ვიდეოები.. : )))
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Oct 18 2008, 05:23 PM
ხოო.. დიდი ხანი კი გავიდა, მაგრამ ვფიქრობ ეს თემა ასე მალე არ ბერდება
ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ სიმპოზიუმის ჩატარებას, ასეთ პოლიტიკურ სიტუაციაში თუ უბრალოდ ჩვენს უცხოელ მეცნიერებთან კონტაქტის თვალსაზრისით. აქ მხოლოდ კონცერტები განიხილება სამწუხაროდ, და მეტწილი დოზით ქართული ძველი დრომოჭმული და ათასგზის განდახილული პრობლემატიკები. მესმის ყველას გულისტკივილი და გიერთდებით, მაგრამ მე პირადად უკვე დავიღალე ასეთ რაღაცეებზე ლაპარაკით, მაინც არაფერი არ შეგვიძლია შევცვალოთ და ამიტომ ამ თემას არ შევეხები.
სამეცნიერო ნაწილზე რატომ არავინ საუბრობს? ძალიან საინტერესო იყო. ცოტა სპეციფიურია მართალია, მაგრამ ბევრი ისეთი თემაც იყო, რომელიც ადვილად გასაგებია. მაგალითად ნევმებზე რომ თემა ჰქონდა ზაალს, ასევე სიმონის თემა, კარბელაშვილების სამზე მეტხმიან საგალობლებზე, ვინ იყავით სიმჰას და პოლოს ლექციაზე სადაც ბასიანი გამოდიოდა? მართალია დრო გავიდა, მაგრამ ამ თემაზე საუბარი ხომ კიდევ შეიძლება, თუ ვინმე იყავით იქნებ გამოთქვათ აზრი ლატვიელების ფოლკლორი არავის მოგეწონათ? ვისაც მათი დისკი აქვს იქნებ ატვირთოს სიმღერები? ძალიან მომეწონა მე. ასევე კორსიკელების... კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი, ჩვენს თანამემამულეს, სოსო ჟორდანიას, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრობს რამდენჯერმე შევხვდით სტუდენტები და ბევრ საიტერესო საკითხებზე ვისაუბრეთ, ასევე შევხვდით სიმჰას და პოლოს.. მოკლედ ცოტა სიმღერის იქით სხვა საკითხებსაც შევხედოთ?
თუ ვინმეს სურვილი ექნება შევეცდები სამეცნიერო თემები ავტვირთო
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Oct 18 2008, 09:35 PM
N. R.
ციტატა
სამეცნიერო ნაწილზე რატომ არავინ საუბრობს?
სამეცნიერო ნაწილს რა აზრი აქვს თუკი სასიმღერო ნაწილში ისეთ რაღაცეებს უშვებენ რაც მათ ნაკვლევებს და ნააზრევებს ეწინააღმდეგება?? მე , როგორც ერთერთი ფოლკლორის მოყვარული ძალიან უკმაყოფილო დავრჩი ამ სიმპოზიუმით ! ამ სფეროში მყოფი ადამიანების 99 % ცარიელი სიტყვებია და მეტი არაფერი !
პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Oct 19 2008, 02:16 PM
ციტატა(Didgoreli @ Oct 18 2008, 08:35 PM)
N. R.
სამეცნიერო ნაწილს რა აზრი აქვს თუკი სასიმღერო ნაწილში ისეთ რაღაცეებს უშვებენ რაც მათ ნაკვლევებს და ნააზრევებს ეწინააღმდეგება?? მე , როგორც ერთერთი ფოლკლორის მოყვარული ძალიან უკმაყოფილო დავრჩი ამ სიმპოზიუმით ! ამ სფეროში მყოფი ადამიანების 99 % ცარიელი სიტყვებია და მეტი არაფერი !
კარგი რაა, არცერთი სამეცნიერო თემა არ ეხებოდა თანამედროვე საშემსრულებლო დონეს, და ჭორაობის დონეზე და საზოგადო თავშეყრის ადგილას თუ ვინმე რამეს ამბობს ეგ არაა სამეცნიერო კონფერენცია და მაგაზე არ ვსაუბრობ მე.
თანაც მართლა არ მიმაჩნია სწორად 3 და 4 ანსამბლის გულისთვის თავად სიმპოზიუმი შეაფასო უარყოფითად, მითუმეტეს რომ ათასი კონცერტი ისედაც ტარდება, ამ სიმპოზიუმის მთავარ ღირებულებას სამეცნიერო ნაწილი წარმოადგენდა.
იმაში კი სრულიად გეთანხმები რომ ზოგადად ადამიანის ნააზრევი მის პრაქტიკულ შემოქმედებას უნდა ემთხვეოდეს, მაგრამ ეს ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა, როცა ადამიანის სიტყვა და საქმე განსხვავდება და პრინციპში ეს პრობლემა ყოველ ჩვენგანში დევს. სამწუხაროდ ასეთი პრობლემატიკური საკითხები სხვადასხვა პროფესიებზეც ვრცელდება და არა მხოლოდ ფოლკლორის სფეროშიც.
პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Oct 19 2008, 03:29 PM
N. R.
ციტატა
თანაც მართლა არ მიმაჩნია სწორად 3 და 4 ანსამბლის გულისთვის თავად სიმპოზიუმი შეაფასო უარყოფითად, მითუმეტეს რომ ათასი კონცერტი ისედაც ტარდება, ამ სიმპოზიუმის მთავარ ღირებულებას სამეცნიერო ნაწილი წარმოადგენდა.
"ათასი კონცერტი" და ფოლკლორის საერთაშორისო სიმპოზიუმი ცოტა განსხვავდება ჩემი აზრით !
ციტატა
იმაში კი სრულიად გეთანხმები რომ ზოგადად ადამიანის ნააზრევი მის პრაქტიკულ შემოქმედებას უნდა ემთხვეოდეს, მაგრამ ეს ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა, როცა ადამიანის სიტყვა და საქმე განსხვავდება და პრინციპში ეს პრობლემა ყოველ ჩვენგანში დევს. სამწუხაროდ ასეთი პრობლემატიკური საკითხები სხვადასხვა პროფესიებზეც ვრცელდება და არა მხოლოდ ფოლკლორის სფეროშიც.
სხვა სფეროში რა ხდება არ ვიცი და არც მაინტერესებს , ფოლკლორში კი ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს ! არცერთ ადამიანად არ ღირს ფოლკლორის "გაბანძება" ! გადამღალა ამ ორპირობამ !!!
პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Oct 21 2008, 05:14 PM
პოსტი შემეშალა, არ შეიმჩნიოთ
პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Jul 2 2010, 04:41 PM
სალამი ფოლკლორის მოყვარულ და 2 წელიწადში ერთხელ სიმპოზიუმის მომლოდინე საზოგადოებას
ვინმემ ხომ არ იცით წელს რა ფორმატით ჩატარდება სიმპოზიუმი?
ყური მოვკარი თითქოს საქართველოს მხოლოდ 4-5 ანსამბლი წარმოადგენსო.
პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Sep 27 2010, 11:19 AM
4დან იწყებაო!
ვინ გამოდის ან რა პროგრამაა?
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Sep 27 2010, 07:49 PM
potiabesbaia
4დან 9 ოქტომბრამდე არის სიმპოზიუმი თუ წავაწყდი პროგრამას აუცილებლად დავდებ
პ.ს. თქვენ არ მღერით?
პოსტის ავტორი: doroTea თარიღი: Sep 28 2010, 11:07 PM
potiabesbaia
წელს ფოლკლორის სიმპოზიუმზე ახალგაზრდა ანმსაბლებს ბავშვთა ანსამბლები ჩაანაცველს.
ეს არის სიმპოზიუმი და არა ფესტივალი, სადაც ყოველ წელს ერთი და იგივე ანსამბლები მონაწილეობენ.
მე როგორც ვიცი ორგანიზატორები ცდილობენ ყოველი მორიგი სიმპოზიუმი სიახლით გამოირჩეოდეს...
პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Sep 29 2010, 11:24 AM
doroTea
QUOTE
სიახლით გამოირჩეოდეს...
რუსთავი ყოველ წელს ახალი ჩოხით გამოდის და ეტყობა მაგიტომ მონაწილეობს სულ
მე რაც მაგ სიმპოზიუმზე დავდივარ, უცხოეთიდან სულ ერთი და იგივე გუნდები ჩამოდიან. საქართველოდანაც ეგრეა.
უბრალოდ აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ საქართველოში, მაღალ განვითარებული ფოლკლორის ქვეყანაში, ამ სიმპოზიუმის გარდა არაფერი არ ტარდება სერიოზული. დიდგორის მსგავსი გუნდები კი მხოლოდ შიშველ ენთუზიაზმზე არსებობენ და ამ ზიმპოზიუმს ელოდებიან რათა წარსდგნენ სერიოზული მსმენელების წინაშე.
ფაქტია რომ არანაირი ხელშეწყობა არ არის გუნდების მიმართ.
სამწუხაროდ
პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Sep 29 2010, 02:41 PM
doroTea
ციტატა
წელს ფოლკლორის სიმპოზიუმზე ახალგაზრდა ანმსაბლებს ბავშვთა ანსამბლები ჩაანაცველს.
და ეს ახალგზარდა ანსამბლი რა არის გამაგებინოთ იქნებ
ანსამბლი რომელიც 6 წელს ითვლის უშვებს მეორე სოლო ალბომს და მე4 სოლო კონცერტისთვის ემზადება, შეიძლება ჩაითვალოს ახალგაზრდა ანსამბლად?
პოსტის ავტორი: mr.satadarigo თარიღი: Sep 30 2010, 07:46 PM
ცუდია დიდგორი და სახიობა რომ არ იქნებიან...
პ.ს. ჰა.ჰა დახურვაზე წახვიდე კაცი
პ.პ.ს. მაგრამ დრაიგეზანგს მაინც ვერ აცდები
პოსტის ავტორი: doroTea თარიღი: Oct 5 2010, 11:49 AM
აქ ხომ იყო პროგრამა? სად წავიდა?
გუშინ საბავშვო ფოლკლორული ანსამბლებით გაიხსნა სიმპოზიუმი. მონაწილეობდნენ:
ამერ-იმერი, ერქვანი, იარამაშაი, კირიალესა, კრიმანჭული, ლაშარელა, მართვე, მძლევარი, ნაი-ნაი, პატარა თუთარჩელა, საუნჯე, ფერხისა, წნორის ბავშვთა გუნდი (საქართველო), თორნ-ლის სკოლის გუნდი (დიდი ბრიტანეთი-შოტლანდია).
საკმაოდ მხიარული და საინტერესო კონცერტი შედგა... კონცერტი დაგვიანებით (საათნახევარი) დაიწყო, ბავშვები უკვე ძალიან დაღლილები იყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველა ანსამბლი საუკეთესოდ წარდგა მსმენელის წინაშე
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 5 2010, 07:28 PM
doroTea
ციტატა
აქ ხომ იყო პროგრამა? სად წავიდა?
მე ავიღე, ასე იყო საჭირო
ვისაც გსურთ პროგრამის ნახვა შეგიძLიათ შეხვიდეთ მრავალხმიანობის ცენტრის საიტზე.
საკონცერტო პროგრამა:
http://polyphony.ge/index.php?m=523&announcements_id=3
სამეცნიერო სესიების პროგრამა:
http://polyphony.ge/index.php?m=523&announcements_id=4
doroTeaციტატა
საკმაოდ მხიარული და საინტერესო კონცერტი შედგა... კონცერტი დაგვიანებით (საათნახევარი) დაიწყო, ბავშვები უკვე ძალიან დაღლილები იყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველა ანსამბლი საუკეთესოდ წარდგა მსმენელის წინაშე
ხო, მართლა კარგი კონცერტი გამოვიდა
მე სამწუხაროდ ვერ ვუსმენდი, რადგან გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე კულისებში დავრბოდი
ბავშვებიც გადაგვეღალნენ, რადგან გახსნის ოფიციალური ცერემონია ძალიან გაიწელა
მთლიანობაში მე მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ
პოსტის ავტორი: nikolozi93 თარიღი: Oct 5 2010, 11:10 PM
ამ სიმპოზიუმის ვიდეო მასალა ხო არ მოგეპოვებათ???
პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Oct 6 2010, 10:22 AM
გუშინ ლიტველებმა დამაბეჩავეს
პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Oct 7 2010, 03:00 PM
potiabesbaia
ციტატა
გუშინ ლიტველებმა დამაბეჩავეს biggrin.gif
თუ დაგთრგუნეს? http://elar.ge/
პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Oct 7 2010, 03:19 PM
ვეშაპო
QUOTE
თუ დაგთრგუნეს?
ორივე ერთდროულად
პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Oct 7 2010, 03:41 PM
potiabesbaia
ქალების ანსამბლი რომ არის?
წინაზე მგონი ეგენი იყვნენ, რაღაცას გაჰკიოდნენ გულის გამაწვრილებლად.
:მემაპატიეთ!:
კორსიკელების მოსმენა მინდა და იქნებ მივბოდიალდე ხვალ
პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Oct 8 2010, 10:32 PM
აბა როგორ ჩაიარა უჩემოდ სიმპოზიუმმა?
პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Oct 8 2010, 10:33 PM
დღეავნდელი დღით მე პირადად უსაზღვროთ კმაყოფილი ვარ!
პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Oct 9 2010, 01:18 PM
მე დახურვის კონცერტი ძალიან მოკლედ მომეჩვენა. თითო სიმღერა ძალიან ცოტაა
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 9 2010, 03:18 PM
potiabesbaia
გეთანხმები
პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Oct 10 2010, 04:02 PM
კორსიკელები მაგრები არიან!
პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 17 2010, 11:06 PM
Nanio
შენც გეთანხმები
მართლა მაგრები არიან, ყველანაირად
პოსტის ავტორი: mravaljamieri თარიღი: Oct 22 2010, 07:27 PM
http://soundcloud.com/studio_mravaljamieri/sets/spartimu-5-october-live-in-georgia
http://soundcloud.com/studio_mravaljamieri/tracks
შეგიძლიათ გადმოწერაც
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)