თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ მოჩვენებები

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Mar 22 2009, 01:40 PM

საინტერესო მოვლენებს ვაწყდებით ამა თუ იმ კატასტროფის და უბედური შემთხვევის ადგილებზე -

აი ეს ახალი ცნობაა -
http://forum.ge/?f=84&showtopic=33945647&st=0

ბესლანში დანგრეული სკოლის შენობაში ხედავენ აჩრდილებს
და ესმით ხმები
IPB-ს სურათი


ამას ემატება მოჩვენებების ხილვა ბოლო დროს სამაჩაბლოშიც -

მაინტერესებს როგორ განმარტავს მოჩვენებებს ჩვენი ეკლესია
და წმინდა მამები.

ვინმეს თუ გაქვთ ინფორმაცია


და ხომ არ დავუსვათ კითხვა მოძღვარს - მოჩვენებების შესახებ?


პოსტის ავტორი: betaneli luka თარიღი: Mar 22 2009, 04:24 PM

წმინდა მამები და მაშასადამე ეკლესია კატეგორიულად გვაპრთხილებენ არ ავყვეთ მოჩვენებებს და არ ვცადოთ სიზმრების ახსნა.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Mar 22 2009, 04:35 PM

არ მჯერა smile.gif

პ.ს. არ ვიცი სწორად მახსოვს თუ არა, მაგრამ ასეთი თემა ხო იყო აქა? unsure.gif

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Mar 22 2009, 05:22 PM

ციტატა
წმინდა მამები და მაშასადამე ეკლესია კატეგორიულად გვაპრთხილებენ არ ავყვეთ მოჩვენებებს

არც არავინ ჰყვება მათ -
უბრალოდ უარყოფენ თუ არა მოჩვენების არსებობას?

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Mar 22 2009, 06:46 PM

tamara

ციტატა
მაინტერესებს როგორ განმარტავს მოჩვენებებს ჩვენი ეკლესია
და წმინდა მამები.



ჩემი ერთ-ერთი პირველი პოსტი, სწორედ, მოჩვენებებს ეხებოდა და მამა ანდრიამ მიპასუხა. სადაა ეხლა ეგ პასუხი არ ვიცი. როგორც მახსოვს, ბერმუდის სამკუთხედზეც მეწერა შეკიტხვაში.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 22 2009, 06:48 PM

მოჩვენებების რა გითხრათ და ეს ფორუმ.ჯის რეკლამირება არ მევასება.

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Mar 22 2009, 08:18 PM

ეშმაკები ათასი ხერხით ცდილობენ მიიზიდონ ადამიანების ყურადღება და ბოროტცნობისმოყვარეობის გამო ბევრი იხიბლება..

რათქმაუნდა ეკლესია არ უარყოფს მსგავს ფაქტებს მარა როგორც ასეთი დაკარგული სულებიო ეს სისულელეა ეგენი არიან ეშმაკები რომლებიც ღებულობენ ჩვეულებრივი სულების სახეს tongue.gif

ანგელოსი სახით შეუძლია ეშმაკს გამოცხადება და ეგ გაუჭირდება?




ესეც მოძღვრის პასუხი


- არსებობს სხვადასხვა სატელევიზო გადაცემები, სადაც გვაჩვენებენ სახლებში დასახლებულ უკვე გარდაცვლილი ადამიანების სულებს. განსაკუთრებით ეს უცხო ქვეყნებში ხდება და მათ შორის უფრო ხშირად ინგლისში. როგორც წესი ეს ადამიანები რამოდენიმე საუკუნის წინ არიან გარდაცვილელები და უმეტესად მათ სიცოცხლე დაასრულეს ძალადობით. ეს მოჩვენებები თუ სულები ეცხადებიან იმ სახლში მობინადრეებს და როგორც ვხედავ ამ მეცნიერებით თუ რა დავარქვა არ ვიცი დიდად დაინტერესებულები არიან უცხოეთში. აქვთ სპეცაილური სამსახურები დაქირავებული ჰყავთ ესქტრასენსები, გამოკვლევები მიმდინარეობს სპეციალური აპარატურით, როგორც ამბობენ იმ ადგილას, სადაც ეს მოხეტიალე სულია ტემპერატურა ეცემა და აშ. მაინტერესებს ეკლესიის მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით. არის თუ არა შესაძლებელი მართლაც დარჩნენ აქ ადამიანთა სულები, თუ არა ვინ არიან ისინი? მართალი გითხრათ ასეთ გადაცემებს დიდი ინტერსით ვუყურებ.

- „პური და სანახაობა“ - გაიძახოდნენ ძველი რომაელები. დღევანდელი ადამიანიც იგივეს იძახის, იგივე წარმართული იდეალებით ცხოვრობს. და მას ეძლევა სანახაობა, მაგრამ უკვე არა ისეთი, როგორიც რომაელებს ჰქონდათ, არამედ მისტიური და უფრო დამანგრეველი სულისათვის. დღევანდელი სანახაობრივი ტექნოლოგიები ამისათვის დახვეწილ საშუალებებს იძლევიან. ადამიანი იღებს იმას, რასაც ეძებს. ბოროტი მთელ მასკარადებს უწყობს ადამიანს, ოღონდ როგორმე მიიზიდოს მისი ყურადღება, დატვირთოს დემონური ემოციებით, დაძაბოს შიშით, გაურკვეველობით, უსუსურობის და უიმედობის შეგრძნებით.

ვინ ეჩვენება ადამიანს მოჩვენებების სახით? ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ეს არც მიცვალებულთა სულებია და არც ანგელოზები. მიცვალებულებთა სულები წუთისოფლიდან გასვლის შემდეგ არ ბრუნდებიან. თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევებს ვიცნობთ, როცა ღმრთის მიერ დაშვებულ იქნა გარდაცვლილთა სულების (არა მხოლოდ წმიდათა) გამოცხადება, რათა სულიერი სარგებლობა მიეღოთ ადამიანებს. ყოველ ასეთ შემთხვევას ჰქონდა მკაფიოდ განსაზღვრული და განცხადებული დანიშნულება. ასევე ვიცნობთ შემთხვევებს, როცა ანგელოზი მოავლინა უფალმა. აქაც მათ გამოცხადებას ჰქონდა კონკრეტული მისია. დემონური სასწაულები კი ხასიათდება ბუნდოვნებით, გაურკვეველობით, ზოგჯერ კი დაშინებით. ისინი იწვევენ გაოგნებას, შიშს, მაგრამ არაფერს გვაძლევენ სულისათვის სასარგებლოს. მათი მიზანი არის ადამიანთა ყურადღების მოწყვეტა სულისათვის სასარგებლო და აუცილებელი საკითხებიდან, ემოციური და გონებრივი გადატვირთვა და დაძაბვა.

მამათა ცხოვრებიდან ვიცით მრავალი შემთხვევა, როცა ეშმაკი ევლინებოდა ადამიანებს ადამიანების, ანგელოზების და თვით მაცხოვრის სახითაც კი. ვფიქრობთ, ამის შემდეგ არ უნდა გვიკვირდეს „მიცვალებულთა სულების“ გამოჩენა.

წმიდა ანტონი დიდის ცხოვრებიდან ვიცით, რომ ბოროტი ჩვენთვის უცნობი საშუალებებით ახერხებდა ფიზიკურადაც კი ეგვემა მოღვაწე. არაერთი სხვა მოღვაწის ცხოვრებაშიც მომხდარა მსგავსი რამ. ამიტომ ინფორმაცია იმაზე, რომ ხდება ტემპერატურის, ელექტრომაგნიტური თუ გრავიტაციული ველების შეცვლა უცნაური მოვლენების ადგილებში არ უნდა გვაკვირვებდეს. თუმცა გულის სიღმრეში მაინც ბადებს ეჭვს.

მაცხოვარიც, მოციქულებიც, წმიდა მამებიც გვასწავლიან, რომ საყოველთაო განდგომილების და აღსასრულის მოახლოებისას გამრავლდება ცრუსასწაულები. იმდენად ძლიერი და აუხსნელი იქნება ეს მოვლენები, რომ ადამიანები გაოგნებას მიეცემიან და რჩეულებიც კი შეირყევიან. ამისაგან თავის დასაცავად უნდა ვეცადოთ ყურადღება მოვაცილოთ ცრუსასწაულებს, არ ვეცადოთ ავხსნათ ადამიანური გონებით ის, რაც სულიერი სამყაროს გამოვლინებას მიეკუთვნება. ხე ნაყოფით იცნობა. რა არის ნაყოფი ასეთი მოვლენების გამოძიებისა? განა გვაახლოვებენ ისინი ჭეშმარიტებას? და თუ არა, რატომ ვუთმობთ მათ დროს, ყურადღებას, როცა ღმრთის შემეცნების აუთვისებელი ზღვაა ჩვენს წინაშე?

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Mar 22 2009, 09:01 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 22 2009, 06:46 PM) *

tamara
ჩემი ერთ-ერთი პირველი პოსტი, სწორედ, მოჩვენებებს ეხებოდა და მამა ანდრიამ მიპასუხა. სადაა ეხლა ეგ პასუხი არ ვიცი. როგორც მახსოვს, ბერმუდის სამკუთხედზეც მეწერა შეკიტხვაში.

რეკლამირება აქ არაფერ შუაშია -
უბრალოდ იქ წამოიჭრა ეს საკითხი -
და მართლა მაინტერესებს


llaasshhaa
მადლობთ ვნახე თქვენი პოსტი იქ-
და მოგწერეთ..
smile.gif


პოსტის ავტორი: ავგუსტინე თარიღი: Mar 22 2009, 09:06 PM

tamara

საწყენად არ მიიღო, მაგრამ დიდი გნოსტიკური გავლენა გაქვს, შენ თემებში ხშირად შემხვედრია და ეს არ არის ჯანსაღი ქრისტიანული მსოფლმხედველობა.

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Mar 22 2009, 09:10 PM

მეც მაქვს მოჩვენებები
ცხენზე ამხედრებული ნაპოლეონ ბონაპარტი მეჩვენება ხოლმე

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Mar 22 2009, 09:36 PM

ციტატა(ავგუსტინე @ Mar 22 2009, 09:06 PM) *

tamara

საწყენად არ მიიღო, მაგრამ დიდი გნოსტიკური გავლენა გაქვს, შენ თემებში ხშირად შემხვედრია და ეს არ არის ჯანსაღი ქრისტიანული მსოფლმხედველობა.

საწყენი არაფერია-
ყველას თავისი გზა აქვს-
და არცერთის გზა არ მეორდება.

მე პირადად არასოდეს მაკმაყოფილებს უბრალო პასუხი -
თუ ბოლომდე არ ჩავეძიე ამა თუ იმ საკითხში.

ჯანსაღია თუ არა ასეთი მიდგომა -
უფალმა იცის.



პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Mar 22 2009, 10:07 PM

იცით რა მაინტერესებს?

ყველა ქვეყნის მოჩვენებებზე ცალ-ცალკე თემა უნდა გავხსნათ?

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Mar 22 2009, 10:15 PM

ციტატა
ყველა ქვეყნის მოჩვენებებზე ცალ-ცალკე თემა უნდა გავხსნათ?

მე მგონი საკითხი ეხება კონკრეტულ მოვლენას -
კერძოდ ბესლანში - სადაც მოხდა ისეთი რამ,
რაც სხვა ქვეყნებში არ მომხდარა..
თემის გახსნის წინ ნებართვა უნდა ავიღოთ?

ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 22 2009, 06:46 PM) *

tamara
ჩემი ერთ-ერთი პირველი პოსტი, სწორედ, მოჩვენებებს ეხებოდა და მამა ანდრიამ მიპასუხა. სადაა ეხლა ეგ პასუხი არ ვიცი. როგორც მახსოვს, ბერმუდის სამკუთხედზეც მეწერა შეკიტხვაში.

და რა გიპასუხათ?

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Mar 22 2009, 10:36 PM

tamara

ციტატა
მე მგონი საკითხი ეხება კონკრეტულ მოვლენას -
კერძოდ ბესლანში - სადაც მოხდა ისეთი რამ,
რაც სხვა ქვეყნებში არ მომხდარა..
თემის გახსნის წინ ნებართვა უნდა ავიღოთ?

არა ჩემო კარგო, თემის გახსნაზე ნებართვის აღებას არავინ გთხოვს.
ირონია უადგილოა smile.gif

უბრალოდ სამაჩაბლოს კონკრეტულ მოვლენაზედაც ხომ შენ გახსენი თემა.
ბესლანის ამბავიც ერთი კონკრეტული მოვლენაა და ვინ იცის კიდევ სად და
რომელ ქვეყანაში ხდება მსგავსი კონკრეტული მოვლენები. ხომ იყო შესაძლებელი იგივე სამაჩაბლოს თემაში ამის დაწერაც?

ისე კი ხალხიც დაიღალა ამდენი ნეგატიური ამბის მოსმენით.
ყიველთვის არაა მისაღები საზოგადოებისთვის ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს.
მით უმეტეს ახალ-ახალ თემებად წარმოვადგინოთ, როცა თითქმის
მსგავს საკითხზეა საუბარი სამაჩაბლოზე გახნილ თემაში.

ეს იყო სულ რისი თქმაც მინდოდა. smile.gif

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Mar 22 2009, 10:49 PM

ციტატა
უბრალოდ სამაჩაბლოს კონკრეტულ მოვლენაზედაც ხომ შენ გახსენი თემა.
ბესლანის ამბავიც ერთი კონკრეტული მოვლენაა და ვინ იცის კიდევ სად და
რომელ ქვეყანაში ხდება მსგავსი კონკრეტული მოვლენები. ხომ იყო შესაძლებელი იგივე სამაჩაბლოს თემაში ამის დაწერაც?

მაინტერესებს ეს საკითხი ზოგადად -
და აქაც იმიტომ გავხსენი -
რომ იქნებ ვინმეს აეხსნა.
რაზეც ლაშას მადლობა.

რაც შეეხება სამაჩაბლოს -
ესეც ახალი ინფორმაცია იყო
და სრულიად რეალური -
სხვათაშორის ისევ იმეორებენ ამას -

იქ იმიტომ არ დავწერე -
რომ თემა ბესლანზეა
და ცალკე სხვა სტატიას და თემას ეხებოდა.
შემთხვევით წავაწყდი ამას -
http://www.liveinternet.ru/users/2537137/post92961854/


ციტატა
ისე კი ხალხიც დაიღალა ამდენი ნეგატიური ამბის მოსმენით.
ყიველთვის არაა მისაღები საზოგადოებისთვის ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს.

და როგორ გავიგო ვის ანტერესებს და ვის არა?
ანუ როცა რამე მაინტერესებს -
აღარ ვიკითხო?
კი ბატონო.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Mar 22 2009, 10:54 PM

tamara

ციტატა
და როგორ გავიგო ვის ანტერესებს და ვის არა?
ანუ როცა რამე მაინტერესებს -
აღარ ვიკითხო?
კი ბატონო.

ნათქვამს ცუდად ნუ გებულობ ჩემო კარგო.
უნდა იკითხო როგორ არა.

მე უბრალოდ გითხარი, უკეთესი იქნებოდა ერთ თემაში მოგექცია
ერთმანეთის მსგავსი საკითხი თქო, სხვა არაფერი.

ვისაც აინტერესებს ასეთი ამბები, შემოვა და წაიკითხავს. ესაა სულ.

პოსტის ავტორი: davithet თარიღი: May 29 2009, 11:58 AM

ეს მოჩვენებები დიდი ხანია ბავშვობიდანვე ვხედავ და არც მეშინია მაგეებით უბრალოდ მოძრავი არსებები არიან და არა მიცვალებულის სულები...
ბიბლიის თანახმად მაგ არსებებ დემონებ უწოდებენ. არ ვიცი ამაზე საუბარი დღემდეს მერიდება . ისე კი ვარ ამ ადგილად ნამყოფი ბესლანში 1995 წელს და იქ ვერაფერი დავინახე.
I can see unseen spirit .

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 29 2009, 12:10 PM

ციტატა
არსებობს სხვადასხვა სატელევიზო გადაცემები, სადაც გვაჩვენებენ სახლებში დასახლებულ უკვე გარდაცვლილი ადამიანების სულებს. განსაკუთრებით ეს უცხო ქვეყნებში ხდება და მათ შორის უფრო ხშირად ინგლისში. როგორც წესი ეს ადამიანები რამოდენიმე საუკუნის წინ არიან გარდაცვილელები და უმეტესად მათ სიცოცხლე დაასრულეს ძალადობით. ეს მოჩვენებები თუ სულები ეცხადებიან იმ სახლში მობინადრეებს და როგორც ვხედავ ამ მეცნიერებით თუ რა დავარქვა არ ვიცი დიდად დაინტერესებულები არიან უცხოეთში. აქვთ სპეცაილური სამსახურები დაქირავებული ჰყავთ ესქტრასენსები, გამოკვლევები მიმდინარეობს სპეციალური აპარატურით, როგორც ამბობენ იმ ადგილას, სადაც ეს მოხეტიალე სულია ტემპერატურა ეცემა და აშ. მაინტერესებს ეკლესიის მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით. არის თუ არა შესაძლებელი მართლაც დარჩნენ აქ ადამიანთა სულები, თუ არა ვინ არიან ისინი? მართალი გითხრათ ასეთ გადაცემებს დიდი ინტერსით ვუყურებ.




აი, ზუსტად ესაა ჩემი შეკითხვა, რომელიც დავსი, სად იპოვე ლაშა ? biggrin.gif

davithet
ციტატა
ისე კი ვარ ამ ადგილად ნამყოფი ბესლანში 1995 წელს და იქ ვერაფერი დავინახე.



მოჩვენებები, რომც არსებობდნენ, მათ შენ 1995 წელს ბესლანში ვერ ნახავდი, რადგან ბესლანის ტრაგედიასულ 3-4 წლის უკან დატრიალდა...

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: May 29 2009, 12:57 PM

აქ უკვე აღნიშნეს რომ მსგავსი მოვლენები მართლაც არსებობს და ეკლესია მათ დემონიურ გამოვლინებებად მიიჩნევს.
ეს მოვლენები ხშირია კატასტროფის, ტრაგედიის და სხვა ტრაგიმოვლენების გეოგრაფიულ ზონებში.
და ღვთის მადლის მოკლებაზე მეტყველებს იმ ადგილებში.
რომლებსაც სხვანაირად ანომალურ ზონებს უწოდებენ.
მამები გვირჩევენ მოვერიდოთ ასეთ ადგილებს, ამ მოვლენებზე ფიქრს და ა. შ.

პოსტის ავტორი: Nodar თარიღი: Jun 3 2009, 06:45 AM

ჩემთვის ძალიან საინტერესო თემა იყო, მეც სულ მაინტერესებდა რას ფიქრობდა მოჩვენებებზე ეკლესია..

მე ისინი წარმომიდგენია როგორც მიტოვებული სულები რომლებიც სიკვდილის შემდეგ არ წავიდნენ საიქიოს.. სხვადასხვა მიზეზების გამო შემდეგ კი მარტოობაში მათი უმრავლესობა გაბოროტდნენ და ცუდ საქმეებს ჩასდიან.. ეშმაკია თუ გარდაცვლილი ბოროტია და მჯერა რომ ღმერთი მათგან ყოველთვის დამიცავს თუ მეთვითონ არ დავიწყებ მათ ძებნას..

პ.ს. ერთი რაღაც მაინტერესებს, შეიძლება ცოტა სულელურადაც ჟღერდეს მაგრამ, რომ იძახით რომ ეშმაკს შეუძლია როგორც ანგელოზის სახით გამოგეცხადოსო ასევე მაცხოვრისო, როგორ უნდა გავიგო მართლა ეშმაკია თუ არა..? თუ აუცილებლად ეშმაკი იქნება იმიტომ რომ მე ანგელოზი რატო უნდა გამომეცხადოს?

მადლობა წინასწარ პასუხისთვის..

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Jun 3 2009, 09:55 AM

სამაჩაბლოში გადაღებული სურათი -
blink.gif
ეტყობა სურათზე რუსია (ან ოსი),
დაულევიათ
დათვრალან და მერე სურათი გადაუღიათ -

ეს ფოტო ერთ ერთ ფორუმელს ბერმა მისცა

IPB-ს სურათი

http://forum.ge/?f=19&showtopic=33974734&st=0

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 3 2009, 12:15 PM

ციტატა
რომ ეს არც მიცვალებულთა სულებია და არც ანგელოზები. მიცვალებულებთა სულები წუთისოფლიდან გასვლის შემდეგ არ ბრუნდებიან


პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Sep 20 2009, 01:09 AM

ვაიმე სახლში ისედაც მარტო ვარ ეხლა და ამ თემას გადავაწყდი უნებლიეთ...
მეჩვენება რომ ეზოში ვიღაც დადის....

ეს რა სურათებია ძალიან შემეშინდა ცუდად ვარsad.gif

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Sep 20 2009, 01:18 AM

ციტატა
ეს ფოტო ერთ ერთ ფორუმელს ბერმა მისცა

რით ერთობიან ბერები... ეხლა ის ფორუმელი რა დღეში იქნება წარმომიდგენია sad.gif ალბად ტყეში ვეღარ შედის, და ყველა ხეს დიდი სიამოვნებით მოჭრიდა დრუჟბა რომ ჰქონდეს...

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Sep 20 2009, 01:29 AM

Misha Songulashvili

ციტატა
რითი ერთობიან ბერები...

ეს გართობა არაა. ბევრად უფრო საშიში რამ. სულის არსებობის და ღვთის რწმენის დაფუძნება რაღაც გაურკვეველი წარმოშობის ფოტოსურათებზე. შემდეგ ირკვევა ფოტოსურათების სიყალბე და... welcome to atheism! ki.gif

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Sep 20 2009, 01:44 AM

გიორგი

ციტატა
ეს გართობა არაა. ბევრად უფრო საშიში რამ. სულის არსებობის და ღვთის რწმენის დაფუძნება რაღაც გაურკვეველი წარმოშობის ფოტოსურათებზე. შემდეგ ირკვევა ფოტოსურათების სიყალბე და... welcome to atheism!

ეს სურათი არის ფოტოშოპში ნამაიმუნარი. ამას თუ ეტყვით იმ ბერს, ან და სხვას, დიდი შანსია რომ ეთქვა - აი, ხომ ვამბობდით კომპიუტერი ეშმაკის მანქანა არისო?! ფაქტი სახეზეა, ახალი თეოლოგის ეპოქაა... თანამედროვე ღვთისმეტყველება გვერდს ვერ აუვლის ტექნიკას და ტექნიკის ნაწარმს, თუნდაც ისეთს როგორიც ეს სურათია... შენს მოსაზრებას კი ვიზიარებ, მსგავსი სისულელეები ათეიზმთან გვაახლოებს!

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Sep 20 2009, 01:49 AM

მოჩვენებების მეშინია, ეხლა დავმშვიდდი ეგ თუ ფოტოშოპითააა ნამაიმუნარიsmile.gif

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Sep 20 2009, 01:55 AM

მაშიკო

ციტატა
მოჩვენებების მეშინია, ეხლა დავმშვიდდი ეგ თუ ფოტოშოპითააა ნამაიმუნარი

მთლად ნუ დამშვიდდები, შეიძლება ჩვენ გვეშლება sad.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Sep 20 2009, 08:10 AM

Misha Songulashvili
კიდევ კარგი ეგ პოსტი წუხელ არ ვნახე, თორემ რა დამაძინებდაbiggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 20 2009, 08:16 AM

რა გიკვირთ ხალხო სულები რომ არსებობენ ახლა გაიგეთ? თუ რელიგია კრძალავს მაგათი არსებობის დაჯერებას? biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Sep 20 2009, 08:21 AM

Atman
კი არ მიკვირს მეႱინია საშინლად და არ ვფირობ საერთოდ მაგაზე...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 20 2009, 08:36 AM

მაშიკო

ნეტაი შენ, რა გეშინია სულია, გაიფრენს გამოიფრენს და ეგაა... (სხვათა შორის ზოგი სული შიშის ენერგიით საზრდოობს და ცდილობს შეგაშინოს, მაგით იღებს ენერგიას biggrin.gif რა ქნან მაგათაც ხო უნდათ კვება biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Sep 20 2009, 08:49 AM

Atman
წუხელ აივანზე მინდოდა გასვლა და უცებ მოვხურე კარი სულებმა არ დამეტაკონთქოbiggrin.gif მარტო როცა ვარ მაინდამიანც მაშინ მომივა რა ასეთი საშინელი აზრები, ხან სულები მელანდება და ხან ყაჩაღებიbiggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 20 2009, 08:57 AM

მაშიკო

ლოცვა არ გშველის მერე? smile.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Sep 20 2009, 09:07 AM

Atman
ლოცვის დროსაც მაგაზე ვფიქრობ და.... ადრე არ ვიყავი მშიშარა და ყველას უკვირდა... ეტყობა გავითვალეbiggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 20 2009, 09:11 AM

მაშიკო

გაითვალე არა მაჩვი biggrin.gif არა უშავს ეგ შიშიც გაგივლის, მთავარია შიშის არ შეგეშინდეს თორე ეგ უარესია biggrin.gif გოგო ხარ და უნდა შეგეშინდეს ხანდახან აბა როგორ გინდა... უხდება გოგოს biggrin.gif როგორ მიყვარდა ხოლმე ხვლიკს ან ტარაკანას რომ ვესროდი გოგოებს ბავშვობაში და ლამაზად შეჰკივლებდნენ ხოლმე biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Sep 20 2009, 09:44 AM

Atman
ერთელ ჩემმა ძმამ შოკოლადი არ მაჭამა, და მოვპარე შოკოლადი ვჭამე და ქაღალდში ტარაკანა გავახვიე და უკვან ჩავდე ბამბანერკაში, ნეტა გენახა ჩემი ძმის შეშინებული სახეbiggrin.gif ტარაკანა რომ გახსნა მე კი სიცილით გული ვიჯერეbiggrin.gif ასე რომ ხანდახან ბიჭებსაც ეშინიათbiggrin.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Sep 20 2009, 05:03 PM

ციტატა(მაშიკო @ Sep 20 2009, 08:49 AM) *

წუხელ აივანზე მინდოდა გასვლა და უცებ მოვხურე კარი სულებმა არ დამეტაკონთქოbiggrin.gif მარტო როცა ვარ მაინდამიანც მაშინ მომივა რა ასეთი საშინელი აზრები, ხან სულები მელანდება და ხან ყაჩაღებიbiggrin.gif

მაშიკო შემოგევლე smile.gif
არ ღირს ეშმაკის გასართობების გამო დაფრთხობა 002.gif

შენც კარის დახურვამდე შეტრიალდი და ჯვარი გადასახე მოჩვენებას თუ რასაც ხედავ რა..
ან ვერ ხედავ და ’’გეგულებიან’’ smile.gif
ხედვის არე უმალ დაგეწმინდება a075.gif

პ.ს. ისე მაგ დროს თუ ლოცვას გადაწყვეტ, შეიძლება უფრო ცხადად იხილო და უკეთესია გონებას თუ მოამზადებ საიმისოდ რომ არ უნდა გეშინოდეს და ყურადღება მასზე აღარ გადაიტანო, მართლა არაფრის დაშავება არ შეუძლია რა, მითუმეტეს რომ დიდი ალბათობაა შენი წარმოსახვა მაგ ადგილას ეშმაკზე ადრე აჩენდეს მოჩვენებას kiss1.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Sep 22 2009, 11:11 PM

მაძაგძაგებს მოჩვენებებზე..

ვერანაირი კალიბრის იარაღით ვერ მოკლავ, ვერც გაექცევი სადმე..

სადაც დაგიჭერენ იქვე.......არ ღირს თქმა

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Sep 22 2009, 11:22 PM

მოჩვენებები არ არსებობს. ბევჯერ ვყოფილვარ ღამე ტყეში, ბევრი სამარხი მიპოვნია და თუ ჩავეტეოდი შიგნითაც ჩავმძვრალვარ, მაგრამ მოჩვენება არსად შემხვედრია. smile.gif

ერთხელ მაინც წადით ტყეში (თუნდაც სხვასთან ერთად) და დამიჯერეთ მოჩვენებების აღარ შეგეშინდებაათ smile.gif


პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Sep 22 2009, 11:25 PM

იაკობ
მე ბევრჯერ ვყოფილვარ სკაუტურ ბანაკებში, ღამითაც და დღითაც, არც მე შემხვედრია მოჩვენებები...
ისინი განსაკუთრებულ ადგილებში ჩითავენ, მაგალითად იქ სადაც პიროვნებამ თავი მოიკლა ან მოკლეს და ა.შ..


პ.ს. ზემოთ რომ მოჩვენების სურათია, ძლივს დავივიწყე და ეხლა ისევ გამახსენდა...
აუ ზარია laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Sep 22 2009, 11:48 PM

QUOTE(m16 @ Sep 22 2009, 11:25 PM) *

იაკობ
მე ბევრჯერ ვყოფილვარ სკაუტურ ბანაკებში, ღამითაც და დღითაც, არც მე შემხვედრია მოჩვენებები...
ისინი განსაკუთრებულ ადგილებში ჩითავენ, მაგალითად იქ სადაც პიროვნებამ თავი მოიკლა ან მოკლეს და ა.შ..
პ.ს. ზემოთ რომ მოჩვენების სურათია, ძლივს დავივიწყე და ეხლა ისევ გამახსენდა...
აუ ზარია laugh.gif laugh.gif



ჩვენ ტყეში თავიც მოუკლავთ, მგელსაც ბევრი შეუჭამია და ადრე დაავადებების დროს რომ იხოცებოდნენ ეპიდემიის დროს, იმათ თავის ქალებს ვპოულობ ხოლმე სამარხებში.

ღამე ტყეში ფოთლების შრიალი კი გამიგონია მაგრამ არამგონია ის მოჩვენება ყოფილიყო smile.gif არ გამომეცხადებოდა? smile.gif

მოჩვენება ერთხელ ვნახე იეღოველების ბროშურაში და ისე მეშინოდა biggrin.gif

მაშინ პატარა ვიყავი smile.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Sep 22 2009, 11:52 PM

იაკობ
საქართველო ღვთის მიერ კურთხეული ქვეყანაა, სადაც წირვა ლოცვა მუდმივად აღევლინება, ამის გამოა რომ სულები ხმელეთზე არ რცებიან და სასუფეველში მიდიან..
თუმცა არის შემთხვევები როცა სულები არ ჩქარობენ წასვლას..

ძირითადად ათეისტურ ქვეყნებში არის ხოლმე კერები, სადაც მოჩვენებები ფართებს მართავენ smile.gif

რახან სენ არ გამოგცხადებია მოჩვენება იამს არ ნიშნავს რომ არ არსებობენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Sep 22 2009, 11:57 PM

აბა კოდორის ხეობაში ნახეთ რა ამბებია. თუ ვინმე არის ფორუმზე იქიდან წარმოშობით დამეტანხმება...

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Sep 23 2009, 12:01 AM

syd

ციტატა
აბა კოდორის ხეობაში ნახეთ რა ამბებია. თუ ვინმე არის ფორუმზე იქიდან წარმოშობით დამეტანხმება...

რა ამბები?

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Sep 23 2009, 12:02 AM

საინტერესოა რა ხდება კოდორში? მე ვერ წარმომიდგენია როგორი უნდა იყოს მოჩვენება? და საერთოდ რა შეუძლია ადამიანის შეშინების გარდა ? თუ რათქმაუნდა არსებობს.

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Sep 23 2009, 12:27 AM

რა ხდება და მოჩვენებები თავს ესხმიან ხალხს.. ეხლა კი არა, ათეულობით წლებია უკვე ასე ხდება... რუს ჯარისკაცებს სასტიკად სცემენო და გარბიანო, ვერ ჩერდებიანო! ღამე ისეთი საშინელი ხმით კივიან რომ იქ გაჩერება შეუძლებელიაო...

არ ვარ ნამყოფი და არ მჯერა მარა იმდენმა მითხრა უკვე ჩემი ყურით მაქვს გაგონილიო რომ ძალიან მინდა ჩავიდე და ვნახო!

თან ყველა ერთნაირად ყვება. დედა მყავს კოდორის ხეობიდან და ვიცნობ იქაურებს...

პ.ს. არ ვხუმრობ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Sep 23 2009, 02:13 AM

syd

ციტატა
სასტიკად სცემენო და გარბიანო,

ხოდა ჩადი შენც, ეგება მიგყტეპონ და დამშვიდდე biggrin.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Sep 23 2009, 02:37 AM

ნაინა

ციტატა
ხოდა ჩადი შენც, ეგება მიგყტეპონ და დამშვიდდე


რას მერჩი sad.gif

კოდორიდან არავინ გყავს ნაცნობი? კითხე და დამიდასტურებენ რომ არ ვიტყუები sad.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Sep 23 2009, 03:43 AM

syd

ციტატა
რას მერჩი

კოდორიდან არავინ გყავს ნაცნობი? კითხე და დამიდასტურებენ რომ არ ვიტყუები

არ გერჩი, გეხუმრები biggrin.gif

არა, სამწუხაროდ არა მყავს კოდოელი ნაცნობები. smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 23 2009, 07:07 AM

იაკობ

ღმერთი გინახავს? იქნებ არ არსებობს a075.gif

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Sep 23 2009, 09:48 AM

QUOTE(Atman @ Sep 23 2009, 07:07 AM) *

იაკობ

ღმერთი გინახავს? იქნებ არ არსებობს a075.gif



ქარიც არ ჩანს მაგრამ მისი ნამოქმედარი კარგად ჩანს. მოჩვენების ნამოქმედარი კი ნამდვილად არ მინახავს smile.gif

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Sep 23 2009, 10:25 AM

http://www.radikal.ru


ეს ფოტო გეცნობათ ალბათ პირველი გვერდიდან,
(ჭუჭყიანი ობიექტივით არის გადაღებული).
კარგად თუ დააკვირდებით შეამჩნევთ, იმ რუსის თავი ჩავსვი უკან ეშმაკები რომ ჩანდა.

ამ საქმეს ერთი წუთიც არ ჭირდება ფოტოშოპში. 15 წუთში კი ისეთ მოჩვენებას დავხატავ შეიძლება მეც შემეშინდეს. :)

ასევე შეიძლება ვიდეოს დამონტაჟებაც.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 23 2009, 10:44 AM

იაკობ

ქარი უფრო მატერიალურია ვიდრე მოჩვენება, ვერც რადიოტალღებს გრძნობ, მაგრამ არ არსებობს? მოჩვენებების ნამოქმედარს კი ზოგი ხედავს, ზოგი ვერა...

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Sep 23 2009, 12:04 PM

რადიოტალღებს ის იგრძნობს, ვისაც რადიო მიმღები ექნება. და ვისაც მოჩვენებების შიში ექნება ის კი მოჩვენებას დაინახავს.

არსებობს ეშმაკი და შეიძლება ადამინს გამოეცხადოს, მგრამ უბრალო ადამიანს არა მგონია ეჩვენოს.

მაგრამ ის რომ მიცვალებულთა სულები დადიან მიწაზე, საშინლად ყვირიან და ხალხს სცემენ ამას ვერ წარმოვიდგენ.




პოსტის ავტორი: ზარნაშო თარიღი: Sep 23 2009, 09:08 PM

შეიძლება ეს ფოტო ნაყალბევია, მაგრამ ისე მსგავს მოვლენებს მართლაც აქვს ადგილი. ბოროტი მაიმუნობს რა... თუ მისი არსებობა გვწამს, ეს რა ძნელი დასაჯერებელია? ნამუსი დაუშლიდა თუ?

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Sep 23 2009, 09:37 PM

მოჩვენება იგივე "დამავოი" ? თუ რას ეძახიან? სახლში რომ დადის და ჭურჭელს აწკარუნებს ღამე smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 23 2009, 09:52 PM

იაკობ

ციტატა
თუ რას ეძახიან? სახლში რომ დადის და ჭურჭელს აწკარუნებს ღამე



მე წრუწუნებს ვეძახი biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 23 2009, 10:21 PM

არადა, სახელი აქვს ისეთი, გეუბნება, რასაც ხედავ, რეალობა კი არაა, მოგეჩვენაო biggrin.gif

მე კიდევ ვფიქორბ რომ არსებობენ.

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Sep 24 2009, 01:50 AM

უზენაესში დაძრწის მოჩვენება
და გულს უხეთქავს ღამე დაცვის ბიჭებს....
laugh.gif


ერთ-ერთ ჟურნალისტს გამოძიებაც კი ჩაუტარებია და მისი ინფორმაციით: მოჩვენება უზენაესი სასამართლოს პირველ სართულზე ტუალეტში ბინადრობს, დღე პასიურია ღამ -ღამობით კი კივის და საზარელ ხმებს გამოცემს, როცა ბრაზდება (არ ვიცი რატომ) დერეფნებში ბოლის სახით გამოდის, ამ ინფორმაციას ჟურნალისტის თქმით არაოფიციალურ საუიბარში შენობის დაცვაც ადასტრებს, თუმცა პრესსამსახური ყველაფრს უარყოფს. იმავე სტატიაში ნათქვამია, რომ შესაძლოა მოჩვენება ერთ- ერთი იმ 9 მოსამართლის სული იყოს რომელიც სასამართლოს ეზოში დახვრიტეს. კუბლაშვილისთვის შენობის კურთხევა შეუთავაზებიათ რაზეც ჟურნალისტის ცნობით მან უარი განაცხადა.

* * *
ჰო კიდევ მოჩვენების გამო შენობის დაცვა იმდენად დაზაფრულია. რომ ღამ -ღამობით შენობაში სპეცრაზმიც კი შედისო უცნობებია ჟურნალისთისთვის ადგილობრივ მცხოვრებლებს. უზენაესი სასამართლო გრიბოედოვის ქუჩაზეა

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Sep 24 2009, 02:15 AM

QUOTE(tamara @ Sep 24 2009, 02:50 AM) *

უზენაესში დაძრწის მოჩვენება
და გულს უხეთქავს ღამე დაცვის ბიჭებს....



მაგას დავაზუსტებ მალე, 2 დღეში smile.gif

თუ მასეთ დღში არიან დაცვის ბიჭები, განა რა ხელფასს უხდიან რო მაინც იქ მუშაობენ?




პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Sep 24 2009, 02:20 AM

რა მოჩვენებები ხალხო, კარგით რაა dry.gif

პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Sep 24 2009, 02:27 AM

ციტატა(ნანინა @ Sep 24 2009, 03:20 AM) *

რა მოჩვენებები ხალხო, კარგით რაა dry.gif

+1

პ.ს. თამარის ციხეზეც ისმის რაღაც ხმებიო და რა ვიცი მე ვერაფერი გავიგე biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Sep 24 2009, 09:25 AM

ციტატა(იაკობ @ Sep 24 2009, 01:15 AM) *

მაგას დავაზუსტებ მალე, 2 დღეში smile.gif

თუ მასეთ დღში არიან დაცვის ბიჭები, განა რა ხელფასს უხდიან რო მაინც იქ მუშაობენ?

ჩემი ახლობელი მუშაობს იქ
და ეს ამბავი 1 -2 კვირის წინ მითხრა
უბრალოდ ახლა გახმაურდა....
კი ვიცინეთ -
წარმოვიდგინე დაცვის ბიჭები ღამე - მაგიდის ქვეშ შემძვრალები....
laugh.gif

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Sep 24 2009, 10:28 AM

ჩვენი რელიგიის მიხედვით მხოლოდ ანგელოზებს შეუძლიათ გამოგვეცხადონ.. unsure.gif
და რა ის სულები?.. blink.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 24 2009, 10:30 AM

Adam

მოჩვენებებსაც კრძალავს კაცო ჩვენი რელიგია? არსებობენ და მაგის დაჯერებას ტუ კრძალავს ეგ უკვე სხვა საქმეა smile.gif

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Sep 24 2009, 10:34 AM

Atman

კი, ეგრე ამბობენ რომ სულს არ შეუძლია გამოგეცხადოსო და რიავი აბა.. smile.gif

პოსტის ავტორი: ზარნაშო თარიღი: Sep 24 2009, 10:37 AM

ციტატა(Adam @ Sep 24 2009, 11:28 AM) *

ჩვენი რელიგიის მიხედვით მხოლოდ ანგელოზებს შეუძლიათ გამოგვეცხადონ..
ვინ თქვა მაი? ბოროტ სულებსაც შეუძლიათ და წმინდათა ცხოვრებაში მაგალითებიც ბევრი გვაქვს. ან სახარება ავიღოთ. წყალზე მომავალი მაცხოვარი მოციქულებს მოჩვენება რომ ეგონათ, ან აღდგომის მერე გამოცხადებული, რატომ ერთხელ არ უთხრა, ეგეთი რამ არ არსებობსო? უბრალოდ დაამშვიდა, მე ვარ ხორციელადო. უამრავი ფაქტი ვიცი და ამიტომ ეგრე ნუ უყურებთ, სასაცილო არაფერია, მაგრამ არც საშიში. ქრისტიან კაცს მაგეთების არ უნდა ეშინოდეს.

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Sep 24 2009, 10:40 AM

ზარნაშო


მე ვთქვი რო ჩვეულებრივი ადამიანის სულებს გამოცხადება არ შეუძლიათ-მეთქი და თუ მაინც ნახე , ეგ შენი წარმოსახვაა ან ეშმაკი გაცდუნებს

პოსტის ავტორი: ზარნაშო თარიღი: Sep 24 2009, 10:47 AM

ციტატა
მე ვთქვი რო ჩვეულებრივი ადამიანის სულებს გამოცხადება არ შეუძლიათ-მეთქი და თუ მაინც ნახე , ეგ შენი წარმოსახვაა ან ეშმაკი გაცდუნებს
yes.gif მაგას ვამბობ მეც, ოღონდ პირადად არ მინახავს, ფაქტები კი ბევრი ვიცი. ერთხელ (მაშინ სამებაში ვგალობდი), ტაძარში ვიღაცეები მოვარდნენ, შოკში იყვნენ. ერთი გამომძიებელი ყოფილა, მეორე ტაქსისტი, რომელმაც ეს გამომძიებელი სადღაც ქალაქგარეთ სახლში წაიყვანა ბრალდებულის ცოლის დასაკითხად. სახლი ტყეში იყო სადღაცო. იქ ისეთი საშინელებები ნახეს, თავქუდმოგლეჯილები გამოიქცნენ, მაგრამ მანქანაშიც გამოყვათ რაღაც და მოძღვრის ნახვა უნდოდათ, იქნებ გვიშველოს რამეო. ეკლესიური არცერთი არ იყო. ფხიზლები, საღ გონებაზე. დაწვრილებით მოყვნენ იქაურ ამბებს, ეხლა მე მეზარება წერა და დეტალები აღარც მახსოვს.

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Sep 24 2009, 10:50 AM

ზარნაშო

ეგეთი რაღაცეების დიდად არ მჯერა smile.gif
განა იმიტომ რომ მამაოს ვუჯურებ.. ალბათ მე რომ არ დამინახავს არაფერი ალბათ მაგიტომ

პოსტის ავტორი: ზარნაშო თარიღი: Sep 24 2009, 11:01 AM

ციტატა(Adam @ Sep 24 2009, 11:50 AM) *

ზარნაშო

ეგეთი რაღაცეების დიდად არ მჯერა smile.gif
განა იმიტომ რომ მამაოს ვუჯურებ..
მამაო იმას ხომ არ გეტყოდა, ბოროტი სული არ არსებობსო? აბა ვის აფურთხებ ნათლობისას სამჯერ?

ციტატა
ალბათ მე რომ არ დამინახავს არაფერი ალბათ მაგიტომ
მე ეგვიპტის პირამიდებიც არ მინახავს პირადად, მაგრამ არსებობის მჯერა smile.gif

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Sep 24 2009, 11:06 AM

'ზარნაშო'




[quote]აბა ვის აფურთხებ ნათლობისას სამჯერ?[/quote]

ვაფურთხებ ? huh.gif

მე ეგვიპტის პირამიდებიც არ მინახავს პირადად, მაგრამ არსებობის მჯერა smile.gif
[/quote]

ნუ ახლა შენ შედარება მოიყვანე ისეთი რო laugh.gif

პოსტის ავტორი: ზარნაშო თარიღი: Sep 24 2009, 11:20 AM

ციტატა(Adam @ Sep 24 2009, 12:06 PM) *

'ზარნაშო'
ნუ ახლა შენ შედარება მოიყვანე ისეთი რო laugh.gif
ნაღდი შედარებაა არადა. შეიძლება ეგვიპტის პირამიდები უფრო ნაკლებ ხალხსაც ყავს ნანახი, ვიდრე მოჩვენება. უბრალოდ, ადამიანს მატერიალურის არსებობა უფრო ადვილად სჯერა (დღევანდელ ადამიანს), ვიდრე არამატერიალურისა. მიწიერები გავხდით ძალიან.

ნათლობისას სამჯერ რომ უნდა შეაფურთხოს მოსანათლმა ბოროტს, არ გახსოვს (ან ნათლიამ მის მაგივრად)?

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 24 2009, 12:20 PM

tamara

ციტატა
ჰო კიდევ მოჩვენების გამო შენობის დაცვა იმდენად დაზაფრულია. რომ ღამ -ღამობით შენობაში სპეცრაზმიც კი შედისო უცნობებია ჟურნალისთისთვის ადგილობრივ მცხოვრებლებს.



უიმე, რას არ მოიგონებენ.


%

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Sep 24 2009, 12:26 PM

რუსთავის ციხეში რომ არის რაღაცა გადაღებული ეს რაღაა?

http://www.tvali.ge/index.php?action=watch&v=37177

თუმცა მე მაინც მგონია რომ ხელოვნურად არის გაკეთებული.

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Sep 25 2009, 08:40 PM

ციტატა
რუსთავის ციხეში რომ არის რაღაცა გადაღებული ეს რაღაა?

ეგ ძველი კადრებია

არაა გამორიცხული სინთლის თამაშიც იყოს,
თუმცა შეიძლება მოჩვენებაც...

მოჩვენებებს ხშირად ახლავს ხოლმე სმენითი ეფექტებბიც.

მაგ მოჩვენება უზენაესში აკაკუნებს,
რაღაც ხმებს გამოსცემსო....

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 29 2009, 03:04 PM

tamara

ციტატა
მაგ მოჩვენება უზენაესში აკაკუნებს,
რაღაც ხმებს გამოსცემსო....



კარგით რა...
რაღაც არ მჯერა.

ყველა კარზე აკაკუნებს თუ მხოლოდ ერთზე რა სიანტერსოა, ან ვის კარებზე?

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: Sep 29 2009, 04:01 PM

არა რა მოჩვენება? უზენაესში სრული სიმშვიდეა დღისითაც და ღამითაც smile.gif არავინ არ აკაკუნებს smile.gif

მოსამართლეს ჩაქუჩს თუ არ ჩავთვლით biggrin.gif

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Sep 29 2009, 04:43 PM

http://image.geotorrents.com/


აქ დაძრწიან ღამ-რამობით საგანშეტენილი სტუდენტების სულები და ლექტორებს ეძებენ ანგარიშწორებისთვის mellow.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)