თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ შეცვალა თუ არა მსოფლიო 11სექტემბერმა

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 11 2007, 02:29 AM

მაინტერესებს თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით,შემზარავია მაშინდელი კადრების ყურება......

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Sep 11 2007, 02:37 AM

ახლახანს გავიგე ნაკლებადცნობილი ინფორმაცია, რომ ტერაქტის დროს დანგრეულ შენობებს შორის - გახლდათ მართლმადიდებლური ეკლესიაც user.gif

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 11 2007, 02:46 AM

ხო აბაა... კარგი სურათი გიპოვია მნათ! ისე იოანე ნათლისმცემელის თავის კვეთის დღე რომ აირჩიეს მაგ ოხრებმა...მთელი დღეა ხან მხატრულ და ხანაც დოკუმენტურ ფილმებს ვუყურებ ტერაქტზე და "დამგრუზა" მაგრად sad.gif ერთ-ერთი დოკუმენტური ფილმი გვამცნობს თუ როგორ შეეძლოთ ამერიკელებს ამ ყველაფრის აცდენა,მაგრამ სამაგიეროდ არ იქნებოდა ერაყის ომი! აქედან გამომდინარე ამ ფაქტს მოჰყვა მთელი რიგი პროცესები რაც ჯერ კიდევ არ დასრულებულა და დასრულდება კი?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Sep 11 2007, 02:54 AM

მართა

ციტატა
ერთ-ერთი დოკუმენტური ფილმი გვამცნობს თუ როგორ შეეძლოთ ამერიკელებს ამ ყველაფრის აცდენა,მაგრამ სამაგიეროდ არ იქნებოდა ერაყის ომი!

ტერაქტს ავღანეთის ომი არ მოყვა?

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 11 2007, 03:02 AM

ზოგადად მოჰყვა შეტევა ამერიკის მხრიდან მუსულმანურ სამყაროზე,მერე როგორ ჩარიეს დანარჩენი მსოფლიოც არა რას აღარ მოიფიქრებენ რა მაგენი... საქართველოს მისახმარებელი რა ჭირს ამერიკის არმიას მაგრამ უნდათ მისცენ მაშტაბური სახე და ეგაა რა!

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Sep 11 2007, 03:30 AM

ცხრა თერთმეტშიც ბევრი რამ არის ნამდვილი

ცხრა თერთმეტი თუ ვნახე აუცილებლად დავდებ

და ტერაკტის სურათებსაც დავდებ

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Sep 11 2007, 03:50 AM

ციტატა(მართა @ Sep 10 2007, 06:46 PM) *

ერთ-ერთი დოკუმენტური ფილმი გვამცნობს თუ როგორ შეეძლოთ ამერიკელებს ამ ყველაფრის აცდენა,მაგრამ სამაგიეროდ არ იქნებოდა ერაყის ომი!

smile.gif smile.gif smile.gif

არამარტო აცდენა მართა, არამარტო აცდენა smile.gif


არვიცი

უამრავი საეჭვო ფაქტია, სხვათაშორის ძალიან დავინტერესდი ამ ყველაფრით და საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის მოძიების პროცესში ვარ smile.gif

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Sep 11 2007, 04:56 AM

http://news.yahoo.com/s/ap/20070910/ap_on_re_mi_ea/bin_laden_video

ამ ლინკზე, შედარებით ბოლო პერიოდის ინფორმაციებს ნახავთ, ბინ ლადენთან დაკავშირებით.

მანდ ვიდეოებიცაა, დიდად ახალი არაფერია, მაგრამ ალბად ვინმეს დაინტერესებს.

საერთოდ კი როგორვ ტვ_ში გადმოგვცეს, ბინ ლადენი მოითხოვს, აღიარეთ ისლამი, გახდით მუსლიმანები და ყოველგვარი ომი შეწყდებაო.

ისე კი საქართველოსაც დაემუქრაო, ეს უკვე თავად არ მომისმენია და ამიტომ ამ ინფორმაციის ჭეშმარიტებას ვერ დავიჩემებ.
მაგრამ როგორც გადმომცეს, ითხოვს რომ გავიდეს საქართველოს ჯარი ერაყიდან, თორემ მათაც გავუთენებთ ახალ 11 სექტემბერსო.

ჭორის გავრცელებასავით გამომდის. კიდევ გიმეორებთ, მე თავად არ მომისმენია.

პოსტის ავტორი: პატრიოტი თარიღი: Sep 11 2007, 09:32 AM

11 მა სექტემბერმა გამოაცოცხლა მსოფლიო და გადაადგმევინა სწორი ნაბიჯები. ავღანეთის და ერაყის ომი აუცილებელი იყო. ეხლა ირანის ჯერია და მერე სირია ლიბანიც მისაფანდარასტებელია. ნავთი გაიფდეს და ბოლოს რუსეთი უნდა დაიშალოს. ესაა ამერიკის მიზანი. მიზანი კი ამართლებს საშუალებებს. თუმცა ამას დრო უნდა ასე თუ ისე. უცებ არ მოხდება რა თქმა უნდა. მუსულმანებმა კი 11 სექტემბრის ტერეაქტისთვის მიიღეს რამდენიმე მილიონი გვამი. აბა რა ეგონათ იანკები მაგას შეარჩენდნენ?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 11 2007, 09:42 AM

მნათე

ციტატა
ახლახანს გავიგე ნაკლებადცნობილი ინფორმაცია, რომ ტერაქტის დროს დანგრეულ შენობებს შორის - გახლდათ მართლმადიდებლური ეკლესიაც

ეგ არ იცოდი?

ამ ეკლესიაში სასწაულებრივად გადარჩა ტაძრის მთავარი ხატი - წმ. ნიკოლოზისა, რომლის სახელობისაც იყო ეს ეკლესია ohmy.gif

ხატი ოდნავ შეტრუსულიც კი არ ყოფილა!!! ohmy.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Sep 11 2007, 09:48 AM

მნათე
კი, ასე იყო. ეს გახლდათ წმინდა ნიკოლოზის ტაძარი, რომელიც დაინგრა მსოფლიოს სავაჭრო ცენტრების ნანგრევების და მსხვრევის სხვა ფრაგმენტების დაცემის შედეგად.

ციტატა
ტერაქტს ავღანეთის ომი არ მოყვა?

ცხადია, ერაყის ომი არაფერ შუაში არ არის ამ ამბავთან. ტერაქტს მოჰყვა იერიში ავღანეთის ტერიტორიაზე მყოფი თალიბების წინააღმრდეგ. სამხედრო კამპანია დაიწყო ლოზუნგით: "strike against terror"
მართა
ციტატა
ერთ-ერთი დოკუმენტური ფილმი გვამცნობს თუ როგორ შეეძლოთ ამერიკელებს ამ ყველაფრის აცდენა,მაგრამ სამაგიეროდ არ იქნებოდა ერაყის ომი!

ეს ასე არაა. ყველა დოკუმენტური ფილმი დასაჯერებელი კი არაა. ზოგიერთი რეჟისორი ძალიან უხვი ფანტაზიითა დაჯილდოვებული. სად 11 სექტემბრის ტერაქტი, რომლის უკან რადიკალური ისლამური დაჯგუფები იდგნენ და სად ერაყის ომი, რომლის სათავე გაცილებით ადრე 90-იანი წლების დასაწყისში უნდა ვეძიოთ . . .

პოსტის ავტორი: შაკუნა თარიღი: Sep 11 2007, 09:48 AM

ბევრი რამ შეცვლა.....

ამაზრზენი ფაქტი იყო და აის ჩამდენები სასტიკად დაისჯებიან...... ტერორიზმი 21 საუკუნის სენია.....

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 11 2007, 11:06 AM

პატრიოტი
ჰოდა რა დარჩება დედამიწიდან?

Qeti
უა ქეთ ძალიან გამახარებ მაქედან დანახული სუ სხვაა,ამერიკელები 6 წლის მერე რას ფიქრობენ?

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Sep 11 2007, 11:07 AM

ერთმანეთის მისამართით დაპირისპირების გაღვივების მცდელობის შინაარსის, განწყობის ფოსტები იშლება!!!!!!!!

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 11 2007, 11:23 AM

გიორგი

ციტატა
ეს ასე არაა. ყველა დოკუმენტური ფილმი დასაჯერებელი კი არაა. ზოგიერთი რეჟისორი ძალიან უხვი ფანტაზიითა დაჯილდოვებული. სად 11 სექტემბრის ტერაქტი, რომლის უკან რადიკალური ისლამური დაჯგუფები იდგნენ და სად ერაყის ომი, რომლის სათავე გაცილებით ადრე 90-იანი წლების დასაწყისში უნდა ვეძიოთ . . .

არა ყველა დასააჯერებელი არ არის,მაგრამ ქრონოლოგიურად რომ მიყვე 2001წლის 11სექტემრის დილის გარჩევას მიხვდები რომ მე4 თვითმფრინავი მაგ.საერთოდ აღარ უნდა გაეშვათ,როცა შენს ქვეყანაში 3ავიალაინერს იტაცებენ დანარჩენის "მოკითვის"სურვილი კი უნდა გაგიჩნდეს,ლოგიკურად მაინც,300-ზე მეტი არქიტექტორი ამტკიცებს რომ თვითმფრინავის დაჯახებით ის ცათამჯენები ისე არ უნდა დანგრეულიყო,მე რა მაკვირვებს იცით? 2თვითმფრინავი რომლებმაც ცაღთამჯენებს შეეტაკენ მაშტაბური და მრავალმსხვერპლიანი ოპერაცია ჩაატარეს,მაგრამ აი მაგ,პენტაგონის შენობას მხოლოდ შეეხეს,და მაშინვე მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია,თეთრ სახლს კი საერთოდ არ დაჯახებია მგზაცრების დამსახურებით კი მოხდა მაგრამ მაინც...პენტაგონი და თეთრი სახლი ეტყობა აღარ გაწირეს?

შაკუნა
გეთანხმები,ფსიქიურად აშლილი ფანატიკოსი ხალხის ქმედებას ეწირება უამრავი და რამდენი ოჯახის ტკივილია ვინ იცის?შეიძლება არ გიყვარდეს ამერიკა მაგრამ ამ დონეზე ზიზღი რომ ჩვეულებრივი ხალხი ასე გაწირო?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 11 2007, 11:27 AM

ტერორისტები ლაჩარი ხალხია.... იმას კი არ ერჩიან ვისი "ბრალიც" არის უბედურება მსოფლიოში (თუკი ასე თვლიან), ანუ ქვეყნების ლიდერებს, არამედ მშვიდობიან მოსახლეობას, ჟურნალისტებს ან რიგით ჯარისკაცებს

მცდელობაც კი არ ყოფილა არცერთი იმ ქვეყნის პრეზიდენტზე ტერაქტის, მაშინ, როდესაც ათობით და ასობით უდანაშაულო და მშვიდობიანი მოქალაქე უსასტიკესი მეთოდებით გაისტუმრეს იმქვეყნად.... sad.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 11 2007, 11:32 AM

კანონისტი

ციტატა
ამ ეკლესიაში სასწაულებრივად გადარჩა ტაძრის მთავარი ხატი - წმ. ნიკოლოზისა, რომლის სახელობისაც იყო ეს ეკლესია

დიდება უფალს!
ციტატა
მცდელობაც კი არ ყოფილა არცერთი იმ ქვეყნის პრეზიდენტზე ტერაქტის, მაშინ, როდესაც ათობით და ასობით უდანაშაულო და მშვიდობიანი მოქალაქე უსასტიკესი მეთოდებით გაისტუმრეს იმქვეყნად....

ხო იმიტომ რომ მაშტაბები აინტერესებთ,თორე... რაც უფრო მეტი შეეწირებათ მათ ძალადობას ეგ უწერთ ალბათ ქულებს!

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Sep 11 2007, 12:06 PM

ციტატა(მართა @ Sep 11 2007, 11:23 AM) *

გიორგი
არა ყველა დასააჯერებელი არ არის,მაგრამ ქრონოლოგიურად რომ მიყვე 2001 წლის 11 სექტემრის დილის გარჩევას მიხვდები რომ მე-4 თვითმფრინავი მაგ. საერთოდ აღარ უნდა გაეშვათ, როცა შენს ქვეყანაში 3 ავიალაინერს იტაცებენ დანარჩენის "მოკითვის"სურვილი კი უნდა გაგიჩნდეს, ლოგიკურად მაინც, 300-ზე მეტი არქიტექტორი ამტკიცებს რომ თვითმფრინავის დაჯახებით ის ცათამბრჯენები ისე არ უნდა დანგრეულიყო,მე რა მაკვირვებს იცით? 2 თვითმფრინავი რომლებმაც ცათამბრჯენებს შეეტაკენ მაშტაბური და მრავალმსხვერპლიანი ოპერაცია ჩაატარეს, მაგრამ აი მაგ, პენტაგონის შენობას მხოლოდ შეეხეს, და მაშინვე მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია, თეთრ სახლს კი საერთოდ არ დაჯახებია მგზაცრების დამსახურებით კი მოხდა მაგრამ მაინც...პენტაგონი და თეთრი სახლი ეტყობა აღარ გაწირეს?

საქმე რაშია იცი? ასეთი მნიშვნელოვანი და საიდუმლოებით მოცული შემთხვევების შემდეგ ყველა იმას წერს, რაც უნდა და საერთოდ ვერ გაიგებ სიმართლეს და ობიექტურობას.

ყველა ეს თვითმფრინავი ასრულებდა ა.შ.შ.-ს შიდა რეისს. ყოველდღიურად ამერიკაში ასეულობით შიდა რეისი სრულდება, მათი სპონტანური გაუქმება საათებში პრაქტიკულად წარმოუდგენელია, მითუმეტეს შეუძლებელი იყო იმის გათვალისწინება, რომ რადგან ნიუ-იორკში პირველი შეჯახება მოხდა ამ დროს ვთქვათ ჩიკაგო-ლოს-ანჯელესის რეისი საფრთხეში მყოფად მიჩნეულიყო და მისი გაუქმება მომხდარიყო. ასე მარტივად არ არის საქმე.

ჰო, არქიტექტორმა რა იცის შენობა-ნაგებობების სიმტკიცე და მდგრადობა, არქიტექტორი მხოლოდ დიზაინს აკეთებს, მაგრამ მაინც რა გინდა მაგით რომ თქვა? ფაქტია, რომ შენობა დაინგრა და თანაც დამატებითი აფეთქებების გარეშე, მისი დანგრევა გამოიწვია მხოლოდ თვითმფრინავის შეჯახებამ და სხვა არაფერმა. მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის კარკასი შესდგებოდა ლითონისგან, რომელზედაც აწყობილი იყო დანარჩენი კონსტრუქციები, შეჯახების შემდეგ თვითმფრინავები აფეთქდა და ტემპერატურა შეჯახების სართულებზე გახდა +1000 C, რის შედეგადაც კარკასი გახურდა და როდესაც ლითონის ლღობის ტემპერატურას მიაღწია დაკარგა სიმტკიცის საწყისი თვისებები და საკუთარმა სიმძიმემ დაანგრია, ზედა სართულები უცბად ჩაიშალა და ქვედა სართულებს დაეცა, დინამიკურმა დარტყმამ უკვე ქვედა სართულებიც დაანგრია აქ საკვირველი არაფერი არ არის, საკვირველი არც იქ არის რაიმე, რომ ცეცლი პენტაგონში დროულად ჩააქრეს, რადგან პენტაგონი გაცილებით დაცულია და გაცილებით სწრაფად მოხდა იქ ტექნიკის მობილიზაცია, თანაც ვერ ვიტყვი, რომ "პენტაგონის შენობას მხოლოდ შეეხნენ", რადგან იქ 800 თანამშრომელი დაიღუპა, დაახლოებით 20-25% მთლიანი მსხვერპლისა, მეტი რა უნდა მომხდარიყო, პენტაგონის შენობა მსოფლიოს სავაჭრო ცენტრებზე გაცილებით პატარა იყო.

პოსტის ავტორი: პატრიოტი თარიღი: Sep 11 2007, 12:15 PM

გიორგი
თანაც პენტაგონს მხოლოდ ერთი თვითმფრინავი შეეჯახა.
მეორე კი ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების მფრინავმა გაანადგურა.

თეთრ სახლთან საჰაერო სივრცე დახურულია და იქ შესვლის შემთხვევაში გაანადგურებდნენ თვითმფრინავს,


ალბად როგორ გაუჭირდა იმ სამხედრო პილოტს თვითმფრინავის ჩამოგდება. მაგრამ რას იზავ...........

პოსტის ავტორი: პატრიოტი თარიღი: Sep 11 2007, 12:25 PM

ციტატა( გიორგი @ Sep 11 2007, 12:21 PM) *

პატრიოტი

და ა.შ.შ.?

და 11 სექტემბრის?

მე ჩვენიდან გამომდინარე გეუბნები.

რუსეთი უნდა განადგურდეს!!!

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Sep 11 2007, 12:28 PM

ციტატა(პატრიოტი @ Sep 11 2007, 12:25 PM) *

მე ჩვენიდან გამომდინარე გეუბნები.

ეს სულ სხვა საკითხია. საქართველოს ძალიან აძლევს ხელს ა.შ.შ.-სთან და NATO-ს სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობა.

ა.შ.შ.-ს "სამშვიდობო" კამპანიას ერაყში 40 000 მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა, იუგოსლავიაში კი - 5000.

პოსტის ავტორი: პატრიოტი თარიღი: Sep 11 2007, 12:34 PM

გიორგი

ციტატა
ა.შ.შ.-ს "სამშვიდობო" კამპანიას ერაყში 40 000 მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა, იუგოსლავიაში კი - 5000.

40 000 ? გიორგი გისაუბრია იქ როდესმე ნამყოფ სამხედროებთან?
დღეში ყველაზე ცოტა 50 ადამიანი იღუპება. ერთმანეთს ხოცავენ.


აი ამ ბავშვებმა თავი აიფეთქეს. თანაც ისე, რომ ამერიკელები კი არა თავისი ხალხი დახოცეს.
http://imageshack.us
ქართველები მაგრად უყვარს ერაყელებს. არაფერ უშავებენ. biggrin.gif
პატივს სცემენ ჩვენები და ისინიც. სამხედრო ბაზიდან გამოაქვთ სურსათი და სასმელი. მერე კი ბლოკპოსტებზე მანქანებს აძლევენ თუ ბავშვები ჰყავთ და მოხუცები.
http://imageshack.us


http://imageshack.us
ესეც იანკების აფეთქებული ჰამერები

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 11 2007, 12:36 PM

გიორგი

ციტატა
დამატებითი აფეთქებების გარეშე

ამაზეც არის ეჭვი სხვათა შორის რომ შიდა აფეთქებაც "მიამატესო" მე დიდად არ მჯერა
ციტატა
ტემპერატურა შეჯახების სართულებზე გახდა +1000 C,

არ ავიდოდა 1000-მდეო,ესც ითქვა
ციტატა
რადგან იქ 800 თანამშრომელი დაიღუპა

ეს არ მახსოვს?!

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Sep 11 2007, 12:38 PM

პატრიოტი

ციტატა
40 000?

ოფიციალური მონაცემებით ზუსტად ეგ რიცხვია.
ციტატა
დღეში ყველაზე ცოტა 50 ადამიანი იღუპება. ერთმანეთს ხოცავენ.

ცხადია, მაგრამ ამ დესტაბილიზაციას, უმართავ სიტუაციას, გაურკვეველი წარმოშობის და მიზნების მქონე ექსტრემისტების თარეშის გაძლიერებას და ერაყელების მიერ ერთურთის ხოცვას ისევ ა.შ.შ.-ს სამხედრო კამპანიამდე მივყავართ.
ციტატა
ქართველები მაგრად უყვარს ერაყელებს. არაფერ უშავებენ.

ასეა, მაგრამ ეს სულ სხვა საკითხია . . .

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 11 2007, 12:41 PM

პატრიოტი
ზუსტად მაგიტომაა ეს თემა გახსნილი რომ მოეღოს ბოლო ძალადობას,არ ვეთანხმები შენ ლოზუნგს,მე არცერთი ერის განადგურებას ვისურვებდი,რუსეთი მართლმადიდებლური ქვეყანაა და იქ უამრავი მართლმადიდებელი ცხოვრობს! ის რომ თვითონ რაღაცეებს აწყობენ და უდანაშაულო ადამიანები ეწირება მაგას ვამბობ მეც ,მაგრამ მარტო რუსეთი აკეთებს ეგრე? ბევრი ერია შმჩნეული მსგავს ქმედებაში.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Sep 11 2007, 12:48 PM

მართა

ციტატა
ამაზეც არის ეჭვი სხვათა შორის რომ შიდა აფეთქებაც "მიამატესო"

ეს ყველაფერი არის მოგონილი აბსურდი. შიდა აფეთება, რომ სდომოდათ სხვანაირად გააკეთებდნენ ყველაფერს.
ციტატა
არ ავიდოდა 1000-მდეო,ესც ითქვა

აბა რას იზამდაო? ცოტა შეთბებოდა ასე +20C - მდეო, მანდ არის უამრავი ნიუანსი, შეიძლება იყოს +600-700C, რომლის დროსაც რკინას გარეგნულად ლღობა არ ეწყება, არ თხევადდება, მაგრამ მისი ფიზიკურ-მექანიკური თვისებები 0 გრადუსთან შედარებით გაცილებით მცირეა და როგორც ჩანს ვეღარ "დაიჭირა" საკუთარი წონა და მერე დინამიკური დარტყმა მიაყენა საკუთარ თავს.
ციტატა
ეს არ მახსოვს?!

ჰოდა ამაშია საქმე, იმ "სატანის სიფათის" თემის არ იყოს, ვიღაცის წარმოდგენების საფუძველზე აგებულ კომენტარებს თუ ფილმებს ნუ დავეყრდნობით, ეს შეცდომაში შეგვიყვანს. პენტაგონში ძალიან დიდი იყო მსხვერპლი.


ციტატა
მარტო რუსეთი აკეთებს ეგრე? ბევრი ერია შემჩნეული მსგავს ქმედებაში.

ცხადია . . .

ციტატა
არ ვეთანხმები შენ ლოზუნგს

პატრიოტის ლოზუნგი მაგარი უტოპიური რამეა რა . . .

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Sep 11 2007, 12:49 PM

პატრიოტის საყურადღებოდ: კორეკტულად მეგობაროო !

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 11 2007, 12:56 PM

ეჰ ძალადობას რომ ისევ ძალადობა შველოდეს.... მთელი მსოფლიო კია მაგ ქარ-ცეცხლში ჩაბმული და რა მიკვირს იცი? ისე შეეჩვია მოსახლეობა(მთელი მსოფლიოსი) ამ პრობლემას მხოლოდ ცალკეული ადამიანები აღიქვამენ! ძირითადად სასულიერო პირები! ერთი ჩვენთან იყო ლაითი ტერაქტი( თუ ქვია ადამიანები კი შეეწირა და...) თორე ყოველდღე მსხვერპლია სხვადასხვა ქვეყანაში, მოკლედ შეიცვალა მსოფლიო თორე ადრე ასეთ "ოპერაციებს" ომს ეძახდნენ.

პატრიოტი
ასე აგრესიული ნუ იქნები, ჩვენ (ამ ორ ქვეყანას) მალე, ერთად დადგომა მოგვიწევს.

პოსტის ავტორი: პატრიოტი თარიღი: Sep 11 2007, 12:59 PM

მართა

ციტატა
ასე აგრესიული ნუ იქნები, ჩვენ (ამ ორ ქვეყანას) მალე, ერთად დადგომა მოგვიწევს.

აუფ. ერთად დადგომაო. ეჰ ნეტარ არიან მოწამენიო თუ როგორ არის ნათქვამი? რა ერთად გოგო რაც დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ იმის მერე ერთმანეთს ვხოცავთ იმიტომ რომ ჩვენს მიწებს გვედავებიან. აბა ერთად როგორ უნდა დავდგეთ?

პოსტის ავტორი: serafita თარიღი: Sep 11 2007, 01:10 PM

როგორც ამბობენ 11 სექტემბრის ტერაქტით კარგად მოითბო ხელი ამერიკამ, ისე მიდის მათი საქმე როგორც დაგეგმილი ჰქონდათ - მსოფლიო ბატონობისაკენ სვლა. აქედან გამომდინარე სადღაც მჯერა,როგორც ამბობენ, რომ ამ ტერაქტის მოწყობაში გადამწყვეტი როლი თვით ამერიკამ ითამაშა, ეს გეგმის ნაწილი იყო. რაც შეეხება ქვეყნების დაპყრობას და ხალხის ამოწყვეტას იმ მიზეზით რომ მსოფლიო მშვიდობა დაამყარო, ეს სატანისეული მეთოდია.

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Sep 11 2007, 01:11 PM

ცილისმწამებლურო გამოსვლების საწინაღდეგოთ რა ხერხს მივმართო ? წავშალო შენი "უგვანო " ფოსტი იტყვი სიმართლეს გაურბიხართ და თვალებს ხუჭავთო გეყო რა ეს გართობა და ყირაზე გადასვლა საბავშვო ბაღში არ ხარ ! და არც შენი ხუმრობანი ართობს აქ ვინმეს აუდიტორია არ გყავს ( აი გუჯა რო აქ იყოს კიდე ხო biggrin.gif ) მოკლედ რაა ! ფოსტს შენის ნებით გადავასწორებ და კიდე ერთ ესეთი შეურაწმყოფელი გამოსვლა და ბაინ არ აგცდება ! თავისუფლად შეგიძლია განაგრძო აზრის დაფიქსირება და გამოხატვა ოღონდ ...

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 11 2007, 01:13 PM

პატრიოტი
ცოტა ფრთხილად მეგობარო ფრთხილადა smile.gif


11 სექტემბერი ალბათ ყველაზე დიდი ლაქაა ამ საუკუნის თავისი გაცხადებული და ჯერ კიდევ საიდუმლოდ შემონახული ფაქტებით.სიცოცხლე უძვირფასესი განძია და მისი გაწირვა რაც არ უნდა დიადი იყოს მიზანი გამართლებული არ არის. მით უმეტეს ამ შემთხვევაში.

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 11 2007, 01:22 PM

serafita
კი ბატონო მაქეთკენ მივდივართ,დიდი ქართული პრესის მოყვარული არ გახლავართ(სუბიექტური მიზეზების გამო) მაგრამ გუშინ თვალი მოვკარი სტატიის სათაურს და გამეღიმა,ერთი ჩვენი თანამემამულე პოლიტიკოსი აცხადებს რომ მისი დიდი სურვილია სააკაშვილი გახდეს გაერთიანებული მსოფლიოს პრეზიდენტი biggrin.gif tongue.gif

პატრიოტი
ჩემდა სამწუხაროდ მეუფე სტეფანეს არ ვიცნობ მაგ დონეზე.თათი87
გეთანხმები!

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Sep 11 2007, 02:22 PM

ვაბშეტა ამ ტერაქტმა დაიწყო ძალიან დიდი ომი რომელიც მალე კულტურათაშორის გინა რელიგიათა შორის ომად გადავა.
რეალობა ისაა რო მუსლიმანობა არაა ჰუმანური რელიგია და არ ქადაგებს მშვიდობას.
ტავის მხრივ ეს ლიბერალობა, თავისი ადამიანის უფლებებით ბევრის უფლებას აძლევს ინდივიდს რაც არ შედის სხვა კულტურის ადამიანის შეგნებაში რაც საბოლოოდ გაღიზიანების საფუძველია(მუჰამედის კარიკატურები).
როგორი ცუდი არ უნდა იყოს ომი, ომი მიდის და როგორაც არ უნდა გვინდოდეს მისი შეჩერება, ეს არ სურს მეორე მხარეს და არც უნდა შეჩერდეს.
ვაბშეტა დღეს ამერიკა მტელი ქტრისტიანული და გინდა კულტურული ხალხების საქმეს აკეთებს ერაყშიც და ავღანეთშიც და ევროპის საქციელს ღალატის მეტი არაფერი ქვია. გინდა ის ტქვას კაცმა ეს ომი ამერიკას ნავთობისთვის უნდოდაო მარა ეს რეგიონი რო საშიში იყო მთელი სამყაროსთვის ამას ივიწყებენ.
ტერაქტის ტავიდან აცილება შეეძლოთ მარა დაუდევრობით ვერ აიცილეს.
გინდა ის ტქვი სისხლი სიხლით არ იბანებაო, მარა ომი რო საჭირო იყო ეს ცხადია.

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 11 2007, 02:24 PM

ციტატა
ომი რო საჭირო იყო ეს ცხადია

cool.gif საერთოდ კეთილი საქმე ხმლით და იარაღით არ კეთდება.

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Sep 11 2007, 02:25 PM

ციტატა(თათი87 @ Sep 11 2007, 02:24 PM) *

cool.gif საერთოდ კეთილი საქმე ხმლით და იარაღით არ კეთდება.

და მეორე რა გ\ზა იყო ასეთი სიკეთისთვის.
ერთია რო ცუდია ომი, მეორეა რო სხვა გზა არაა.

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 11 2007, 02:30 PM

ციტატა
ერთია რო ცუდია ომი, მეორეა რო სხვა გზა არაა.

მაგ ომმა მოიტანა აუამრავი ადამიანის გვამი და ულევი მსხვერპლი. ადამიანს მშვიდად ვეღად უმგზავრია, იმის შიში დასდევს თან რომ შეიძლება უცებ რომელიღაც ტერორისტს დაარტყას თავში და თვითმფრინავი ააფეთქოს. ამის საპასუხოდ კი ამერიკამ "სიკეთის" შირმის ქვეშ იგივე გაიმეოროს.

ომის გამართლება არ შეიძლებააააა

ციტატა
მეორეა რო სხვა გზა არაა

ერთმანეთის განადგურება გამოსავალი არ არის. მიუხედავად იმისა ჭეშმარიტია თუ არა რომელიმე რელიგია, ყველა კონფესიის წარმომადგენელს აქვს სიცოცხლის უფლება.

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Sep 11 2007, 02:32 PM

ციტატა(თათი87 @ Sep 11 2007, 02:30 PM) *

მაგ ომმა მოიტანა აუამრავი ადამიანის გვამი და ულევი მსხვერპლი. ადამიანს მშვიდად ვეღად უმგზავრია, იმის შიში დასდევს თან რომ შეიძლება უცებ რომელიღაც ტერორისტს დაარტყას თავში და თვითმფრინავი ააფეთქოს. ამის საპასუხოდ კი ამერიკამ "სიკეთის" შირმის ქვეშ იგივე გაიმეოროს.

ომის გამართლება არ შეიძლებააააა
ერთმანეთის განადგურება გამოსავალი არ არის. მიუხედავად იმისა ჭეშმარიტია თუ არა რომელიმე რელიგია, ყველა კონფესიის წარმომადგენელს აქვს სიცოცხლის უფლება.

ვთქვათ და ეს ომი არ დაეწ\ყო ამერიკას, მერე როგორი გულით იფრენდი ა თვითფრინავით biggrin.gif biggrin.gif
მშვიდობა კაია მარა როცა ვერ ხერხდება სურვილი და რეალობა გვერევა ერთმნეტში.

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 11 2007, 02:37 PM

ციტატა
მშვიდობა კაია მარა როცა ვერ ხერხდება სურვილი და რეალობა გვერევა ერთმნეტში.

smile.gif და შენი აზრით ამ კეთილი და დიადი მიზნის მისაღწევად გამართლებული იყო ხო 11 სექტემბერიც და მისი შემდგომი მოვლენებიც? wink.gif

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Sep 11 2007, 02:49 PM

ციტატა(თათი87 @ Sep 11 2007, 02:37 PM) *

smile.gif და შენი აზრით ამ კეთილი და დიადი მიზნის მისაღწევად გამართლებული იყო ხო 11 სექტემბერიც და მისი შემდგომი მოვლენებიც? wink.gif

განა მე გავამართლე ტერორიზმი?
მე ვამბობ რო ამერიკის საპასუხო ომი გამართლებული იყოთქვა smile.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 11 2007, 02:52 PM

ციტატა
ამერიკის საპასუხო ომი გამართლებული იყოთქვა

smile.gif ამერიკის საპასუხო ომი შენიღბული ტერორიზმია.

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Sep 11 2007, 02:53 PM

ციტატა(თათი87 @ Sep 11 2007, 02:52 PM) *

smile.gif ამერიკის საპასუხო ომი შენიღბული ტერორიზმია.

შენიღბული ტერორიზმი კი არა სახელმწიფო ომია თორე ეგრე ნებისმიერი ომი ეს ტერორიზმია და მეტი არაფერი. smile.gif biggrin.gif
მერე რა თუნდაც იყოს ეს ტერმინი; შენიღბული ტერორიზმი, ამით ჩვენი უსაფრთხოება იზრდება ჩვენ ნამეტანს რო არ ვბლატაოიბდეთ კოალიციაში biggrin.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 11 2007, 03:07 PM

ამ ყველაფერს შეიძლება ადამიანმა გამართლება მოუნახო? მგონი სასაცილო და ცოტა არ იყოს ირონიულიცაა

http://img524.imageshack.us/my.php?image=introtm9.jpg


http://img524.imageshack.us/my.php?image=02meiselassf3.jpg


http://img526.imageshack.us/my.php?image=03hoepkerlh6.jpg

http://img182.imageshack.us/my.php?image=08towellen5.jpg

http://img526.imageshack.us/my.php?image=11webbyq9.jpg

http://img526.imageshack.us/my.php?image=12fuscovb6.jpg



http://img293.imageshack.us/my.php?image=01wtctowersjv9.jpg


პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Sep 11 2007, 03:11 PM

თათი87
განა მე ვამართლებ ამ ტერორიზმს?

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 11 2007, 03:13 PM

http://img504.imageshack.us/my.php?image=02ny0905zf9.jpg

მამფალი
ამერიკის საქციელს ხომ ამართლებ და ამბობ სხვა გზა არ იყოო?

ბოროტებას ბოროტებით არ უნდა უპასუხო!
ომი კი ყველაზე დიდი ბოროტებაა ქვეყანაზე!

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Sep 11 2007, 03:15 PM

თათი87
ამერიკის პასუხი რო შესაფერისი იყო, ამას ვამართლებ

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 11 2007, 03:18 PM

მამფალი
ამერიკის პასუხი რა არის?


ბოროტება არ არის?


და განა კეთილი მიზნის მიღწევა ბოროტების გზით შესაძლებელია?


მაშ რაღატო ამართლებ?

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Sep 11 2007, 03:24 PM

თათი87
ამ ქვეყნად მშვიდობას და სიკეთეს რეალურად იარაღი და ძალა ინარჩუნებს.
ეს ასეა, როგორაც არ უნდა ვილაპარაკოთ.
საქართველოსთვის რო გაეკეთებინათ, რას იზამდი?
მარტო ლოცვა და ჯვრის თაყვანისცემა საქმეს ვერ უშველის. თუცა ამას კი აქვს ძალიან დიდი ძალა.
ჩვენ დღესაც იმას ვამბობთ აფხაზეთი ომით უდნა დავიბრუნოთო და იმ ხალხს კიდე მათთვის წარმოიდგენელი დარტყმა მიაყენეს: ტავიანტ მიწაზე დაესხა მტერი ქვეყანას რომელიც თავს უძლეველად თვლიდა და ომზე წავიდოდა კი არა რატო მთელ ნახევარ სამყროს არ გადაწვავდა.
აგრესიაზე ომით უპასუხეს, მორჩა და გთავდა.
ეს ასეა საჭირო

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 11 2007, 03:30 PM

ციტატა
აგრესიაზე ომით უპასუხეს, მორჩა და გთავდა.

მე იმაზე არ გედავები რაც გააკეთეს. კითხვას ასე ვსვამ: რამდენად გამართლებულია ის რაც გააკეთეს?
ციტატა
საქართველოსთვის რო გაეკეთებინათ, რას იზამდი?

ომი გამოსავალი არ არის, ამის თქმა მინდა მით უმეტეს 21 საუკუნეში. ჩვენ თუ ყველა ტერაქტს ომით ვუპასუხეთ დამიჯერე მსოფლიო შავ კვამლში გაეხვევა და ალბათ 2-3 წლის შემდეგ ცოცხალ არათუ არსებას მცენარესაც კი ვეღარ მივაგნებთ ვერასად.

ციტატა
ეს ასეა საჭირო

საჭირო ვისთვის ან რისთვის? რომ ამერიკელმა უფრო დაცულად იგრძნოს თავი? თუ ბუში ომს აწარმოებს თავს ამერიკას ვეღარ დაესხმიან? ვეღარ აუფეთქებენ ვერაფერს? ჯერ ის არის საკითხარი რის გამო წამოიწყეს ომი და მერე ის არის გასარკვევი ამ მიზეზით ამდენი ხალხის ჯალათურად ამოჟლეტა რამდენად გამართლებულია. დრო გავა და ყველაფერი გამოაშკარავდება.

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Sep 11 2007, 03:30 PM

მაგ დღემ მთელი მსოფლიო გამოაცოცხლა...
საშინელება იყო..

მიხვდა მსოფლიო რომ ამდენი აღარ უნდა უთმინოს თალიბებს და ტერორისტებს.
ამერიკა კიდე 100%-ით სწორად მოიქცა.


თათი87

ციტატა
ბოროტებას ბოროტებით არ უნდა უპასუხო!


აბა მუხლებზე დამდგარიყო და ეთხოვა ბატონო ტერორისტებო, გეხვეწებით მეტ აღარ ქნათო?

მაშ როგორ უნდა მოქცეულიყო?

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 11 2007, 03:42 PM

ციტატა
აბა მუხლებზე დამდგარიყო და ეთხოვა ბატონო ტერორისტებო, გეხვეწებით მეტ აღარ ქნათო?

ბავშვური მიდგომაა wink.gif

ციტატა
მაშ როგორ უნდა მოქცეულიყო?

დიპლომატია, მოლაპარაკება, კონსენსუსი...
ნაცნობია შენთვის? ბევრად უფრო პროგრესული და გამართლებული იქნებოდა smile.gif

http://img378.imageshack.us/my.php?image=13ny1021xf8.jpg

http://img408.imageshack.us/my.php?image=16ny1037dg7.jpg

http://img405.imageshack.us/my.php?image=20ny12041pt3.jpg

http://img408.imageshack.us/my.php?image=22ny1333uo5.jpg

http://img408.imageshack.us/my.php?image=02wtc2planeenter0201mq4.jpg

http://img408.imageshack.us/my.php?image=03wtc12inflames101nr8.jpg

http://img530.imageshack.us/my.php?image=05wtctower1nearollapse0hq8.jpg

http://img374.imageshack.us/my.php?image=07gzerothepit101pl6.jpg

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Sep 11 2007, 03:45 PM

თათი87

იმათ რა დიპლომატიეზე უნდა ელაპარაკო?
ისინი სულით მკვლელები არიან და ეგ დიპლომატია თავში არ შეუვათ.
მათთვის მთავარია მოკლან დაასახიჩრონ, გააუბედურონ, მოსპონ.

მათი რელიგია ქადაგებს ამას და ისინიც არასგზით შეიცვლიან თავიანთ "პროფესიას"


პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 11 2007, 03:50 PM

di_onise
რა იცი? ცადე? ყველა ადამიანს აქვს სსუტი წერტილი გინდა ტერორისტი იყოს და გინდა რეციდივისტი. ასე რომ ჭკვიანი დიპლომატი ( რომლელთა ნაკლებობას ამერიკა ნამდვილად არ განიცდის) დიდ მსხვერპლს აიცილებდა

http://img263.imageshack.us/my.php?image=10wallofmissingwtc01tl2.jpg

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Sep 11 2007, 03:58 PM

თათი87

რომ ცადო, მიხვიდე და ტყვია დაგაჭედოს შუბლში?

ყველაფრის ასე ბრმად ცდა არ შეიძლება...

მაგათი მიზანი მსოფლიო ბატონობაა და ყველა ღონეს ხმარობენ სურვილის შესასრულებლად. მათ სულაც არ უნდათ ჩვენი მშვიდობა....

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 11 2007, 04:03 PM

ციტატა
მაგათი მიზანი მსოფლიო ბატონობაა და ყველა ღონეს ხმარობენ სურვილის შესასრულებლად. მათ სულაც არ უნდათ ჩვენი მშვიდობა....

იგივეს ვიტყვი მისტერ ბუშზეც smile.gif

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Sep 11 2007, 04:05 PM

თათი87

გეთანხმები.....

და რომელი ჯობია, ბუში თუ ბინ ლადენი?

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Sep 11 2007, 04:15 PM

თათი87
ადამიანი რომელიც იბადება მხოლოდ იმისტვის რო სხვა მოკლას სხვა, ააფეტქოს სხა- მასთან მოლაპარაკება გაჭრის?
ანდა ასეთ დროს დიპლომატია იგივე მარგალიტის დაყრაა ღორისთვის და მეტი არაფერი

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Sep 11 2007, 04:15 PM

ციტატა(მამფალი @ Sep 11 2007, 07:11 AM) *

თათი87
განა მე ვამართლებ ამ ტერორიზმს?



მდააა smile.gif

ციტატა
აგრესიაზე ომით უპასუხეს, მორჩა და გთავდა


მხოლოდ უპასუხეს? smile.gif


"ომი იმიტომ არ დაიწყო რომ ცათამბჯენები დასცეს, ცათამბჯენები დასცეს იმიტომ რომ ომი დაწყებულიყო!!!"

ერთი ძალიან ჭკვიანი კაცის ნათქვამია smile.gif


პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 11 2007, 04:20 PM

ციტატა
და რომელი ჯობია, ბუში თუ ბინ ლადენი?

შენთვის არც ერთია მეგობარი და არც მეორე smile.gif ის ჯობია როცა საკუთAრი თავის იმედი გაქვს ყველგან და ყველაფერში smile.gif

ციტატა
ადამიანი რომელიც იბადება მხოლოდ იმისტვის რო სხვა მოკლას სხვა, ააფეტქოს სხა- მასთან მოლაპარაკება გაჭრის?


არ იბადება შემდეგ ხდება მისი ფსიქოლოგიური დესტრუქცია sad.gif ასე რომ ბინ ლადენი ერთი გაბოროტებული ადამიანია , რომლის ხელშიც თავმოყრილია საკმაოდ დიდი ძალაუფლება და რომელსაც იგი ბოროტად იყენებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბოროტებას თუ ბოროტებით შეებრძოლები ვერაფერს მოიგებ. უბრალოდ ერთი ბოროტების ნაცვლად მიიღებ მეორეს !!!

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Sep 11 2007, 04:24 PM

თათი87

ციტატა
შენთვის არც ერთია მეგობარი და არც მეორე

და რომელი უფრო მეტადაა მტერი?

ციტატა
ის ჯობია როცა საკუთAრი თავის იმედი გაქვს ყველგან და ყველაფერში


ეგ შორეული გეგმებია. საქართველოს ძალიან გაუჭირდება ამერიკისა და მუსლიმანური ქვეყნების გატოლება....

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 11 2007, 04:25 PM

ციტატა
და რომელი უფრო მეტადაა მტერი?

წაიკითხე რაც დავწერე?
ციტატა
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბოროტებას თუ ბოროტებით შეებრძოლები ვერაფერს მოიგებ. უბრალოდ ერთი ბოროტების ნაცვლად მიიღებ მეორეს !!!


პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Sep 11 2007, 04:48 PM

ბოროტებას აკეთებდა შაჰ აბასი საქართველოს როცა ესეოდა. ანუ ქართველებს იქაც დიპლომატია უნდა დაეწყოთ? და სიბოროტე გააკეთეს როცა მტერს შეებრძოლნენ?

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Sep 11 2007, 04:56 PM

სურათებს ვერ ვდებ და რათომ?

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 11 2007, 05:02 PM

ასე ვერ დააბრალებ ,მაგრამ დრომ უკეთ აჩვენა რომ აწყობდა ამერიკას ეგ ტერაქტი და საერთოდაც ბენ ლადენს გამოიყენებს როცა კიდევ უფრო დაჭირდება... ტელეფონზე კი არ დაურეკავს არიქა ისევ აგვაფეთქეო,მიიყვანს იმ ზომამდე რომ ისევ ჩაიდინოს რაღაც მსგავსი,სხვათა შორის ერთი ყოფილი ფბრ-ერელი ამბობს რომ 70-იან წლწბში შეიმუშავეს გეგმა ცათაბჯენების აფეთქების თაობაზე,ნუ საპასუხოდ ამათ რა უნდა გაეკეთებიათ იმაზე ვარჯიშობდნენ,და გაკვირვებული ვარ ზუსტად ისეთი გეგმით იქნა ეს ტერაქტი მოწყობილიო! ამ გეგმას ხელში კი არ გადაცემდნენ, ვიღაც აგენტს შეაგზავნიდნენ ამერიკის ვითომ მოძულეს და......ახლახან ვუყურე ფილმს და იმის ეფექტში ვარ biggrin.gif tongue.gif მაგრამ მაგარი ფილმია,თვითონ ამერიკელების გადაღებლი ,როგორც იციან laugh.gif laugh.gif laugh.gif " თითები" ქვია რაიან ფილიპი თამაშობს ამერიკის აგენტურაზეა თუ წააწყდებით უყურეთ ვიძლევი რეკომენდაციას!

di_onise
აქ საქმე იმაშია რომ მსოფლიოში "ძალთა გადანაწილებაზე" მიდის ბრძოლა თორე ტერიტორიების დაპყრობა კი არ აინტერესებს ან ერთ მხარეს და ან მეორეს!

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Sep 11 2007, 05:08 PM

რაც არ უნდა ტქვათ, ბრუტუს ისიც მაინც აღიარე რო ამერიკა იქ ყვეალს სამქმეს აკეთებს.
მიკვირს რა. აბა რა უნდა ეხნა ამერიკას ა? რო ამბობთ არაო ეს ომი ცუდიაო.
არ უნდა ეომა.
ერთი განდი იყო სულელი და ვითომ მაგისთვის მიევ\ბაძათ?

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 11 2007, 05:18 PM

მამფალი
აქ ისაა საკითხავი რატო უნდა ეს ომი თორე თავმოყვარეობის საკითხის განხილვა შორს წაგვიყვანს!

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 11 2007, 05:26 PM

მართა

ციტატა
რატო უნდა ეს ომი

ზუსტად ამას ვამბობ, რომ ნამდვილი მიზანი სხვაა და მას ქრსიტეანობის დაცვის, თავისუფლების აღზევების და კიდევ სხვა მრავალი შირმით ფარავენ და მისი სახელით აწარმოებენ ამ ომს !

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 11 2007, 05:28 PM

თათი87
yes.gif thumbs.gif ki.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 11 2007, 05:39 PM

http://church.ge/index.php?s=&showtopic=2519&view=findpost&p=168684

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 11 2007, 05:39 PM

მართა
2kiss.gif

ძალიან ადვილია ეს ყველაფერი დასანახად თუ თავს არ დაიბრმავებ.

კიდევ ერთი მიზეზი ამ ომისა იყო ის, რომ ერაყი ვითომ ატომურ იარაღს ამზადებდა და გამოცდას უპირებდა. დაიჭირეს ჰუსეინი და ყველამ ვიცით რაც უქნეს. გაერომ ეძება ატომური იარაღი. უამრავი საიდუმლო თუ გამოაშკარავებული ოპერაცია ჩატარდა გაეროს ინიციატივით. მაგრამ ვერაფერი იპოვეს. იდო საბუთების ხროვა, მაგრამ არანაირი ნივთიერი მტკიცებულება. დასაფიქრებელია!!!

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 11 2007, 06:24 PM

თათი87
კაი მის ჩამოხრჩობას ნუ გამახსენებ საშინლად იმოქმედა რა ამაზრზენია ასე ექცეოდე უფლის ნაჩუქარ სიცოცხლეს,სიკვდილამდე დილეგში ჩაეგდოთ ან უფრო"ჰუმანური" მეთოდით მოეკლათ! ძილიც არ აცალეს გამთენიისას ქათამივით...იქეთ შემეცოდა დამნაშე იმდენი ქნეს!

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Sep 11 2007, 06:39 PM

მართა

ციტატა
di_onise
აქ საქმე იმაშია რომ მსოფლიოში "ძალთა გადანაწილებაზე" მიდის ბრძოლა თორე ტერიტორიების დაპყრობა კი არ აინტერესებს ან ერთ მხარეს და ან მეორეს!


ერთიდაიგივეა ესენი smile.gif თუ ძალას ფლობ, ტერიტორიებსაც ადვილად დაიპყრობ და პირიქით...

რა თქმა უნდა, ამერიკა მხოლოდ ტერორისტების განადგურების მიზნით არ შესულა ავღანეთსა და ერაყში, პირადი ინტერესებიც ჰქონდა, მაგრამ მისი ამგვარი ქმედება საუკეთესო ვარიანტი იყო მთელი მსოფლიოსთვის...თალიბების და მუსლმანების ბატონობას ისევ ამერიკის ბატონობა სჯობია wink.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 11 2007, 06:46 PM

di_onise
ვაის გავეყარე უის შევეყარე,ეჰ რა დავაშავეთ! sad.gif

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Sep 11 2007, 06:58 PM

მართა

და სხვა გამოსავალი არის? არ თქვა ეხლა რუსეთიო laugh.gif ფაქტია რომ კარგა ხანი ჩვენ მათ ჯერ ვერ გავუტოლდებით, ასე რომ... sad.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 11 2007, 07:05 PM

არა რა რუსეთი, ისევ იქ?საქმეც მაგაშია რომ როგორც ილია || ამბობს ამ პროცესებს ვერ გავექცევით და უნდა მივყვეთ ოღონდ სიფრთხილით და თვითმყობადობის შენარჩუნებით. ეჰ, გლობალიზაციაა ამის თავი და თავი!

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Sep 11 2007, 07:12 PM

ციტატა(მამფალი @ Sep 11 2007, 09:08 AM) *

რაც არ უნდა ტქვათ, ბრუტუს ისიც მაინც აღიარე რო ამერიკა იქ ყვეალს სამქმეს აკეთებს.
მიკვირს რა. აბა რა უნდა ეხნა ამერიკას ა? რო ამბობთ არაო ეს ომი ცუდიაო.
არ უნდა ეომა.
ერთი განდი იყო სულელი და ვითომ მაგისთვის მიევ\ბაძათ?

ხო ამერიკას ომი უნდოდა და ომობს კიდეც! smile.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Sep 11 2007, 08:08 PM

რუსებს რას ერჩი რუსეთის პოლიტიკა უნდა განადგურდეს.....

რუსეთი ერთერთი მართლმადიდებლური ქვეყანაა მე ამერიკას რუსეთი მირჩევნია რეებ წე ტოო,განადგურდეს არა კიტრი
laugh.gif laugh.gif laugh.gif

ეს სვატს ვუთხარი

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Sep 11 2007, 11:39 PM

ციტატა(მართა @ Sep 11 2007, 05:18 PM) *

მამფალი
აქ ისაა საკითხავი რატო უნდა ეს ომი თორე თავმოყვარეობის საკითხის განხილვა შორს წაგვიყვანს!

ნებისმიერ ომს ხო აქვს მიზეზი და საბაბი და მერე ამ ომსაც პარარელურად სხვა მიზნისთვისაც გამოიყენებენ.
ომის საბაბი რო ტერორიზმის საფღ\რთხე იყო ეს ცხადია მარა ამერიკაშიც იციან თუ რას მოიტანა ჯერ ავღანეთის და მერე ერაყის და ბოლოს კიდე ირანის დაბყრობა: მოიხსნებოდა ტერორიზმის საფრთხე სრულად თუ არა დიდი ნაწილითაც და რა ტქმა უნდა ნავთობიც მათი გახდებოდა: ეს ქვეყანა ნავთობზეა და რეალურად არც ისე მშვიდი არაბების ხელში იყო მისი სასიცოცხლო რესურსი.
მაგარმ ის რომ მთავარი მიზეზი ომისა ტერორიზმი იყო ეს ომიდანაც ჩანს: ჯერ ავღანეთს დაარტყეს- მთავარ საყრდენს ტალიბებისას და მერე უკვე ერაყს...
ნებისმიერ ომს ხო ათასი თვალით უყურენ\ბენ და აფასებენ და არც ესა გამორნაკლისი.
მგონი მართალია ბატონი ჰანტიგტონი. wink.gif

ციტატა(Qeti @ Sep 11 2007, 07:12 PM) *

ხო ამერიკას ომი უნდოდა და ომობს კიდეც! smile.gif

ბრუტ მე არა მგონია რო ამერიკა პუტინივით მოიქცა როცა მოსკოვში კგბ-მ თავად ააფეთქა საცხოვრებელი კორპუსები რომ მეორე ჩეჩნური ომის საბაბი ქონოდა.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Sep 12 2007, 01:11 AM

ციტატა
და რომელი ჯობია, ბუში თუ ბინ ლადენი?

სხვათაშორის ბინ ლადენს თავისი გაჭირვება და ინტერესები ამოძრავებს.... და არამარტო მას, ყველას....

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: Sep 12 2007, 06:11 AM

ციტატა(მამფალი @ Sep 11 2007, 03:39 PM) *

ბრუტ მე არა მგონია რო ამერიკა პუტინივით მოიქცა როცა მოსკოვში კგბ-მ თავად ააფეთქა საცხოვრებელი კორპუსები რომ მეორე ჩეჩნური ომის საბაბი ქონოდა.

ამ ეტაპზე ასე გადაჭრით ვერაფერს იტყვი smile.gif
თუმცა უამრავი საეჭვო ფაქტი არსებობს smile.gif

აქვე გამცნობთ რომ ირანზე დარტყმის გადაწყვეტილება ამერიკელების მიერ მიღებულია. sad.gif mellow.gif

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Sep 15 2007, 01:36 AM

ციტატა(Qeti @ Sep 12 2007, 06:11 AM) *

ამ ეტაპზე ასე გადაჭრით ვერაფერს იტყვი smile.gif
თუმცა უამრავი საეჭვო ფაქტი არსებობს smile.gif

აქვე გამცნობთ რომ ირანზე დარტყმის გადაწყვეტილება ამერიკელების მიერ მიღებულია. sad.gif mellow.gif

ეგრეა ეს, თუ ლოგიკა აქვს ამერიკას, ეგრე უნდა გააკეთოს.
საეჭვო ნამდვილად არის რომ თითქოს იცოდნენო და ყურადღება არ მიაქციესო...
მოკლედ რეალობაა ის რო ომია და კიდე უარესები დაიწყება მალევოო

პოსტის ავტორი: xevsuri თარიღი: Sep 15 2007, 02:08 PM

ციტატა(მართა @ Sep 11 2007, 01:29 AM) *

მაინტერესებს თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით,შემზარავია მაშინდელი კადრების ყურება......

გეთანხმები მართლაც შემზარავი კადრებია, მაგრამ ყოველდღე მსოფლიოში უფრო უარესები ხდება ოღონ დანაწილებულად და არა ესე ერთიანად.
შეცვალა თუ არა? არა, რეალურად არაფერი შეცვლილა. ეს ყველაფერი ამერიკის პოლიტიკის შედეგია. აშშ უხეშად ერევა მოსფლიო ქვეყნების 70%-ის შიდა საკითხებში და ამას ვითომ როგორც მეგობარი ისე აკეთებს.

თანამედროვე მსოფლიო ძლიერ გავს ძლევამოსილი რომის იმპერიის დროინდელს, ოღონდ ფორმებია ეხლა შეცვლილი, მაშინ თუ ომით იპყრობდა რომი, ეხლა ფულით გვიპყრობს აშშ, მაშინ თუ აჯანყებები იყო ეხლა ტერაქტებია. ეს დიდი ბრძოლაა აშშ-სა და დანარჩენ მსოფლიოს შორის

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Sep 16 2007, 04:23 PM

ჩემი აზრით, აშშ-ის მიერ ერაყსა და ავღანეთში შესვლა არ იყო გამართლებული ნაბიჯი. რატომ? იმიტომ რომ ამას ათასობით ადამიანი შეეწირა და ამით ყველაფერია ნათქვამი. მარტო ამერიკელი ჯარისკაცების მსხვერპლი 4000-მდეა თუ არ ვცდები. წარმოიდგინეთ: 4000 ადამიანი! რამდენი უდანაშაულო ერაყელი ჯარისკაცი დაიღუპა, კარგი, ტერორისტები კი, მაგრამ ერაყელმა ჯარისკაცებმა რა დააშავეს?! ახლა კიდე რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება! ისე ჰუსეინი კი ჩამოსაკიდი იყო მართლა, მაგრამ ამდენი ადამიანის მსხვერპლი?!.. აშშ-ს იმ შემთხვევაშიც კი არ უნდა დაეწყო ომი, დანამდვილებით რომ სცოდნოდა, რომ ამას მხოლოდ 1, ან 2 ადამიანი ემსხვერპლებოდა, იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლე განუსაზღვრელად დიდი ღირებულებაა.

მიზანი ყოველთვის ხომ არ ამართლებს საშუალებას.

მილიონ ერთი ადამიანის სიკვდილი განუზომლად უფრო დიდი საშინელება და ტრაგედიაა, ვიდრე - მილიონის.

P.S. ღმერთს ვთხოვოთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები მშვიდობით დაბრუნდნენ იქიდან.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Sep 16 2007, 07:16 PM

ციტატა
მილიონ ერთი ადამიანის სიკვდილი განუზომლად უფრო დიდი საშინელება და ტრაგედიაა, ვიდრე - მილიონის.


ალლელუია!!!

ვამაყობ რომ ამ ფორუმზე ეს ფრაზა გაჟღერდა!!!

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Sep 16 2007, 11:21 PM

ამერიკა ყოველგვარი სისაძაგლის ჩამდენია . იმიტომ რომ ის თვითაა ბოროტების ბუდე. ქვეყანა რომელის მეკობრეების, დამნასავეების, ევროპიდან სიგლახის გამო გაძევებული დეზორიენტირებული უეროვნებო ადამიანების მიერ არის დაარსებული, რა კაის უნდა ელოდე ასეთი ხალხის მემკვიდრეებიდან? თუ დავაკვირდებით ხელისუფლებაში ისევ ის დამნაშავეები არიან. ასე რომ აპოკალიპსი გვიახლოვდება თუ უკვე არ აღესრულება.
ვიღაცას გაეცინება -ამერიკა არ მოწონსო, მათ ურჩევ შეუმჩნევლად გაეცინოთ რათა საღად მოაზროვნემ მათზე რამე ცუდი არ იფიქროს (არ მინდა ვთქვა რა).

პოსტის ავტორი: N.N თარიღი: Sep 17 2007, 11:46 PM

abo

ციტატა
ამერიკა ყოველგვარი სისაძაგლის ჩამდენია . იმიტომ რომ ის თვითაა ბოროტების ბუდე. ქვეყანა რომელის მეკობრეების, დამნასავეების, ევროპიდან სიგლახის გამო გაძევებული დეზორიენტირებული უეროვნებო ადამიანების მიერ არის დაარსებული, რა კაის უნდა ელოდე ასეთი ხალხის მემკვიდრეებიდან? თუ დავაკვირდებით ხელისუფლებაში ისევ ის დამნაშავეები არიან. ასე რომ აპოკალიპსი გვიახლოვდება თუ უკვე არ აღესრულება.
ვიღაცას გაეცინება -ამერიკა არ მოწონსო, მათ ურჩევ შეუმჩნევლად გაეცინოთ რათა საღად მოაზროვნემ მათზე რამე ცუდი არ იფიქროს (არ მინდა ვთქვა რა).


ბატონო აბო, ამერიკა აღიგავება პირისაგან მიწისა და მერე დაისვენებს კაცობრიობა....
მეც თქვენსავით ვფიქრობ და არა მგონია ვინმეს გაეცინოს, რადგან ცივი გონებით გააზრებული სამყარო სასტიკია და დაგანახებს იმ უმსგავსობას რაც ამერიკიდან მოდის....

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 18 2007, 04:28 PM

Qeti

ციტატა
აქვე გამცნობთ რომ ირანზე დარტყმის გადაწყვეტილება ამერიკელების მიერ მიღებულია

ეგაა ახლა ყველაზე საშიში დანარჩენი მსოფლიოსთვის რადგან ეგ დარტყმა არ ჩაივლის ისე "იოლად" როგორც ერაყის! მაგრამ არა მგონია ეგ ამ ხელისუფლებას შეასრულებიონ აამისთვის ამერიკის მომავალ პრეზიდენტს გამოიყენებენ! ჰოდა მეც ამას ვამბობ შეცვალეს მსოფლიო იგი აგრესიული და ძალადობრივი გახადეს! უფალო შეგვიწყალე!

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Sep 18 2007, 05:17 PM

ციტატა
ახლა კიდე რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება! ისე ჰუსეინი კი ჩამოსაკიდი იყო მართლა, მაგრამ ამდენი ადამიანის მსხვერპლი?!..


პუსეინს არც ატომური ბომბი ქონდა არც ბენ ლადენს ეხმარებოდა.
მაგის ერთი პრობლემა იყო რომ ქვეყანაში ბევრი ნავთობი ქონდა,

პოსტის ავტორი: N.N თარიღი: Sep 20 2007, 10:42 PM

Iona

ციტატა
რეგისტრ.: 6-February 07


მაგ დღეს 20 წლის გავხდი .... რა კარგი იყო ახალგაზრდობააა......
laugh.gif laugh.gif

პ.ს. ეჰ, ჰუსეინს ვინ ჩივის ან მის ნავთობს... საცოდავი მოსახლეობა, ამ უნამუსო ამერიკელების ხელში ..... sad.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)