თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ იცი თუ არა რას ნიშნავს შენი სახელი?
პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Dec 11 2008, 09:11 PM
ანა ებრაულია და ნიშნავს ღვთის მადლს. იოანაც ებრაულია და იგივეს ნიშნავს
პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Dec 11 2008, 09:17 PM
ციტატა
ლეილა > არაბულია და ნიშნავს ღამეს,შავგვრემანს,შავს
ლეილა არაბულად ღამეს ნამდვილად ნიშნავს(არაბულად ღამე ლაილაა)...მაგრამ შავს და შავგრემანს ნამდვილად არა...
საიდან ამოიწერე ეგენი???
მე ერთადერთI ის ვიცი რომ მარიამი ებრაულია და რამოდენიმე მნიშვნელბოა აქვს...და არ მახსოვს რა
პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 11 2008, 09:18 PM
მარიამი ებრაული სახელია და ქალბატონს ნიშნავს
პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Dec 11 2008, 09:21 PM
ციტატა(zedela @ Dec 11 2008, 09:17 PM)
ლეილა არაბულად ღამეს ნამდვილად ნიშნავს(არაბულად ღამე ლაილაა)...მაგრამ შავს და შავგრემანს ნამდვილად არა...
საიდან ამოიწერე ეგენი???
ლეილაა < ეგრე წარმოითქმევა ეგ მართალია
მაგ სფეროში საკმაოდ სანდო პირს მოვაძებნინე და დღეს გადმომცა ეს ინფო, ასერომ
თუ სხვა მნიშვნელობა იცი მითხარი
პოსტის ავტორი: zedela თარიღი: Dec 11 2008, 09:33 PM
ციტატა
ლეილაა
არა სწორად ასე წარმოითქმევა...
ლაილა....
დამიჯერე მეც... არაბულში არანაკლებ სანდო ვარ
პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 11 2008, 09:54 PM
ნეტა მაია რას ნიშნავს?
პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Dec 11 2008, 09:58 PM
Маиа
ციტატა(Маиа @ Dec 11 2008, 09:54 PM)
ნეტა მაია რას ნიშნავს?
მაია, მე რამდენადაც ვიცი, რომაულ მითოლოგიაში ერთ-ერთ ღმერთს ერქვა (სწორედ ამ ღმერთის საპატივსაცემოდ ჰქვია ერთ-ერთ თვეს - მაისი).
(იმედია, არ ვცდები...
)
პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 11 2008, 10:09 PM
ციტატა(Ismail @ Dec 11 2008, 08:58 PM)
Маиаმაია, მე რამდენადაც ვიცი, რომაულ მითოლოგიაში ერთ-ერთ ღმერთს ერქვა (სწორედ ამ ღმერთის საპატივსაცემოდ ჰქვია ერთ-ერთ თვეს - მაისი).
(იმედია, არ ვცდები...
)
მითხრეს ილუზიას ნიშავსო
(რამდენად მართალია არ ვიცი)
პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Dec 11 2008, 10:24 PM
Маиа
მგონი მეც შევცდი, ახლა მივაგენი ასეთ რაღაცას:
მაია - ძველი ინდური ღვთაების – ბუდას დედის სახელია. ასევე ეწოდება მერკურის ანუ ჰერმესის დედას ბერძნულ მითოლოგიაში.
რევიცი რევიცი...
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 11 2008, 10:28 PM
დავითი - (ებრ.) საყვარელი, ღვთისგან შეყვარებული.
პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 11 2008, 10:33 PM
ციტატა(Ismail @ Dec 11 2008, 09:24 PM)
Маиаმგონი მეც შევცდი, ახლა მივაგენი ასეთ რაღაცას:
მაია - ძველი ინდური ღვთაების – ბუდას დედის სახელია. ასევე ეწოდება მერკურის ანუ ჰერმესის დედას ბერძნულ მითოლოგიაში.რევიცი რევიცი...
ილუზია უფრო მომწონს
პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Dec 11 2008, 10:42 PM
თინათინი - (ქართ.) "მზის სხივის ანარეკლი", "მოციმციმე სხივი"
პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Dec 11 2008, 10:59 PM
რაც შეეხება ჩემს სახელს:
ზურაბ - ქართულში დამკვიდრებული ფორმაა სპარსული სახელისა (სურხაბ||სუხრაბ), რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც"წითელი წყალი", მაგრამ ძველად ის ნიშნავდა აგრეთვე წითლად მოელვარე ძვირფას ქვას - ლალს. სწორედ ეს უკანასკნელი მნიშვნელობა უნდა ედოს საფუძვლად ადამიანის სახელს. ზურაბი ერქვა ლეგენდარული ირანელი გმირის როსტომის ვაჟს.იგი ჩვენში ფართოდ გავრცელდა"შაჰ-ნამეს"სხვა გმირთა სახელების მსგავსად. მისი კნინობითი ფორმებია: ზურაბა, ზურა, ზურია, ზურიკო. აქედანაა გვარები: ზურაბიშვილი, ზურაბაშვილი, ზურაშვილი, ზურიკაშვილი, ზურაბიანი, ზურაბაული.
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 11 2008, 11:01 PM
Ismail
თვითონ ისმაილი - არაბულია. ნიშნავს "ისმინა ღმერთმა"
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Dec 11 2008, 11:12 PM
ციტატა(იოანა @ Dec 11 2008, 09:11 PM)
ანა ებრაულია და ნიშნავს ღვთის მადლს.
ეს არ ვიცოდი გაიხარე
პოსტის ავტორი: milana თარიღი: Dec 12 2008, 12:13 AM
არა
ნათლობის სახელი ქეთევანია...
პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Dec 12 2008, 12:14 AM
ლამარა, როგორც ვიცი სვანეთიდან მოდის "ლა–მარია" ასე უწოდებენო სვანები ღვთისმშობელს, უშგულშ ახლაც არისო ლა–მარიას ტაძარი, სახელიც ლამარია ყოფილა, მერე დროთა განმავლობაში შეუცვლია ფუძე და ლამარა გამხდარა. მე ასე ვიცი, თუ ვცდები შემისწორეთ.
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 12 2008, 12:21 AM
ვახტანგ - წარმოშობით უკავშირდება ირანულ ენებს და ნიშნავს " მგლისტანიანს ", მგელას ".
ვახუშტი - (ირანული) " საუკეთესო ", " სამოთხე ".
lingvo - ოთხენოვანი ელექტრონული ლექსიკონი
პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Dec 12 2008, 12:22 AM
ბუუ_ბუს ნიშნავს : ))))))
პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Dec 12 2008, 12:31 AM
თამარი კვიპაროსს ნიშნავს სპარსულად...
აი მატასი... მატასი არ ვიცი
პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Dec 12 2008, 01:16 AM
ციტატა
lingvo - ოთხენოვანი ელექტრონული ლექსიკონი
აქ მგონი საკუთარი ლინკების განმარტება წავიდა არა ?
პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Dec 12 2008, 01:30 AM
ვერა_ რწმენას ნიშნავს.. : )
პოსტის ავტორი: neo თარიღი: Dec 12 2008, 10:38 AM
შოთა - ქართული, არაფერსაც არ ნიშნავს სახელია რა...
პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Dec 12 2008, 03:25 PM
სადღაც ვნახე, თურმე სიტყვის მნიშვნელობა ვერ გაურკვევიათ და..
ქეთევანი უბრალოდ ქეთევანია... სპარსულიდან მოდისო...
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 12 2008, 03:28 PM
T I K O
ციტატა
თინათინი - (ქართ.) "მზის სხივის ანარეკლი", "მოციმციმე სხივი"
საკმაოდ "საშიში" სახელია არასრულწლოვანი ბავშვისათვის.
იწვევს სხვადასხვა ფსიქიურ ტრავმებს და შიშს.
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Dec 12 2008, 03:35 PM
გიორგი – (ბერძ) “მხვნელ-მთესველი”, “მიწადმოქმედი”. გეო – “მიწა”
Giorgi- (გიორგი მინუსი) მიწადმოქმედი, რომელსაც რაღაც მინუსი აქვს ცხოვრებაში, მაგალითად სმა
ჟორა – ეტიმოლოგია უცნობია
ჟორჟ – ფრანგული ფორმაა სახელისა გიორგი
დევი – (ინგ) დავითის ინგლისური გამოთქმა
ჩიტო – (ქართ) ეტიმოლოგია უცნობია
ამირინდო_ ეტიმოლოგია უცნობია
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 12 2008, 03:43 PM
Giorgi-
გოგი - ("გრუზ.") გიორგი, რომელიც მეღვინეა და ტაშ-ფანდურულ ცხოვრებას ეწევა.
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Dec 12 2008, 03:51 PM
გიორგი
კუკური_ (ქართ) “ნორჩი”
რამაზ – (არაბ) “რამაზანის თვეში დაბადებული”
უშანგი – (სპარს)”კარგი ცხოვრების მქონე”
შერგილ – (სპარს)”ლომის დამჭერი”
ცისკარა – (ქართ)“ეტიმოლოგია უცნობია”
ჯემალ (არაბული) " სილამაზე ", " სიკეთე ", " სრულქმნილება ". იგივეა ქალის სახელები: კამილა, ჯამილა.
ჯონდი, ჯონდო - ეტიმოლოგია უცნობია
ბუბა (ქართული) სვანურად ნიშნავს " ბიძას ", ე.ი. მნიშვნელობის მხრივ იგივეა, რაც ბიძინა.
პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Dec 12 2008, 03:52 PM
მურადი ? ნეტავ რას ნიშნავს? ძალიან მომწონს ბიჭზე მურადი რო ჰქვია და გოგოზე კიდევ ზეინაბი
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 12 2008, 03:53 PM
Giorgi-
ნუ ჯღაბნი ერთი შენი ჭირიმე
ჩემი სახელის განმარტება რომ დავწერო, მაინც არ დაიჯერებთ, რადგან "ადამიანები საკუთარ სახელებს ემსგავსებიანო"
Amuza
შენც მიგასიკვდილებ.
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Dec 12 2008, 03:53 PM
ამუზა - ფირუზას ქართული ვარიანტი
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 12 2008, 03:53 PM
ლიკკა - (შვედ.) წარმოადგენს ქართული ლიკას შესატყვისს. ამგვარად იწოდებიან ის განმანათლებლები, რომელიც ისტორიაში "ნორსტრომდალეულებად" მოიხსენიებიან.
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Dec 12 2008, 03:54 PM
Amuza
ციტატა
მურადი ? ნეტავ რას ნიშნავს? ძალიან მომწონს ბიჭზე მურადი რო ჰქვია და გოგოზე კიდევ ზეინაბი
მურად (არაბული) " მიზანი ", " განზრახვა ". აქედანაა გვარი მურადაშვილი
ზეინაბ (არაბული) " მსუქანი ". ეს სახელი ერქვა მუჰამედის ქალიშვილს, ამიტომ ძალზე გავრცელდა.
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Dec 12 2008, 03:58 PM
Amuza
ციტატა
მურადი ? ნეტავ რას ნიშნავს? ძალიან მომწონს ბიჭზე მურადი რო ჰქვია და გოგოზე კიდევ ზეინაბი
მურად (არაბული) " მიზანი ", " განზრახვა ". აქედანაა გვარი მურადაშვილი
ზეინაბ (არაბული) " მსუქანი ". ეს სახელი ერქვა მუჰამედის ქალიშვილს, ამიტომ ძალზე გავრცელდა.
ეპრაქსია (ბერძნული) " კეთილდღეობა ", " კეთილმოქმედება ". ხალხური ფორმებია: ეპრაქსია, ეპრასია, ეპრასი (შეადარეთ სიტყვა პრაქტიკა - " მოქმედება ", " საქმიანობა ").
ციტატა
ჩემი სახელის განმარტება რომ დავწერო, მაინც არ დაიჯერებთ, რადგან "ადამიანები საკუთარ სახელებს ემსგავსებიანო"
კატო - ქართული სახელია, მიღებული ეკატერინე-ს შემოკლებით.
ეკატერინე (ბერძნული) " წმინდა ", " უმწიკვლო ". შემოკლებული ფორმაა ეკა.
კატო-ბატო (გურული, ინტერნეტული) სიტყვასიტყვით ნიშნავს, ფიცხს, შუპოვარს, წყევლა-კრულვის მოყვარეს, რძლის მტერს
kato_Batoკაპიტონ (ლათინური) - " თავიანი ",
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 12 2008, 03:58 PM
kato_Bato - (ფორუმული), ნიშნავს დიდი ჯიშის ბატს, რომელიც ღვთივდაჯილდოებულია მოდერაციის ნიჭით.
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Dec 12 2008, 04:00 PM
კიკა – არაკალენდარული სახელია, რომელსაც მოეპოვება რამდენიმე ვარიანტი: კიკი, კიკილა, კიკიტა, კიკო, კიო, კოლა, კიკოლიკი.
ჰენრიხ (ძველი გერმანული) შემოკლებით ჰერნი, ენრი, ქართული მოფერებითი ფორმაა ენრიკო. ამავე ფუძიდან ნაწარმოებია ქალის სახელიც - ჰენრიეტა. მისი მოფერებითი ფორმებია: რიტა, გრეტა.
გელა (ქართული) მიღებულია მგელა-საგან, ე.ი. ეკუთვნის ცხოველთა სახელებისაგან ნაწარმოებ პიროვნულ სახელებს. ძველად მათი რიცხვი გაცილებით მეტი იყო: მგელია, მგელიკა, მგელუკა... მ-ს დაკარგვით: გელია, გელიკა, გელუკა და ა.შ.
პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Dec 12 2008, 04:02 PM
ციტატა(Giorgi- @ Dec 12 2008, 03:53 PM)
ამუზა - ფირუზას ქართული ვარიანტი
მშვენიერი სახელია ფირუზი, ფირო, ფირუზჩიკ-ხო საერთოდ ქვას გახეთქავს ჩრდილოეთში.
ვაა, რა კარგი სახელია მურადი, ტყუილად კი არ მომწონს.
მურთაზიც ძალიან ლამაზი სახელია, ბიჭის მამა თუ შევიქნე მურთაზს დავარქმევ, რაკარგად ჯღერს მურთაზ ამუზაშვილი
და მურთაზი რაღას ნიშნავს ?
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Dec 12 2008, 04:05 PM
მელიტონ (ბერძნული) " თაფლით ამოვსებული ", " თაფლიანი ". ამავე ფუძიდანაა ქალის სახელი მელიტა.
Amuza
ციტატა
და მურთაზი რაღას ნიშნავს ?
მურთაზ (არაბულ-სპარსული) " რჩეული ".
პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Dec 12 2008, 04:06 PM
ციტატა(Giorgi- @ Dec 12 2008, 04:05 PM)
მელიტონ (ბერძნული) " თაფლით ამოვსებული ", " თაფლიანი ". ამავე ფუძიდანაა ქალის სახელი მელიტა.
Amuza
მურთაზ (არაბულ-სპარსული) " რჩეული ".
ვაუ, ე.ი. რჩეულიშვილი და მურთაზიშვილი ერთი და იგივეა?
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Dec 12 2008, 04:08 PM
Amuza
ციტატა
ვაუ, ე.ი. რჩეულიშვილი და მურთაზიშვილი ერთი და იგივეა?
არა, მურთაზ რცეულიშვილი გამოდის იგივე სახელი და გვარი
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 12 2008, 04:11 PM
Giorgi-
ციტატა
კატო - ქართული სახელია, მიღებული ეკატერინე-ს შემოკლებით.
ეკატერინე (ბერძნული) " წმინდა ", " უმწიკვლო ". შემოკლებული ფორმაა ეკა.
კატო-ბატო (გურული, ინტერნეტული) სიტყვასიტყვით ნიშნავს, ფიცხს, შუპოვარს, წყევლა-კრულვის მოყვარეს, რძლის მტერსkato_Bato
პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Dec 12 2008, 07:11 PM
და ლევანი ლათინურია თუ ბერძნული ბოლოს? მე, ტოლსტოი და ლეონ ქილერი სეხნიები ვართ
ისე, მე როგორც ვიცი ძველეგვიპტური "ლებუდან" მოდის ლევანი, რაც ქართულად ლომს ნიშნავს
პოსტის ავტორი: iber თარიღი: Dec 12 2008, 07:19 PM
თორნიკე –არ ვიცი –სხვადასხვა ვერსიებს ამბობენ და ...
პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Dec 12 2008, 07:45 PM
.:Lela:.
შენ გიწერია ბერძნულ-ლათინური, მე - ძველ ეგვიპტური
პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Dec 12 2008, 08:07 PM
ანა-მადლი (ებრ)
*ანდრიანოპოლელი, მოწამე; 4. 11
*ბითვინიელი, ღირსი; 26.. 06; 11. 11
*გუთელი, მოწამე; 8. 04
*ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედა; 7. 08; 22. 09; 22. 12.
*სელევკიელი მოწამე. 3. 12
*წინასწარმეტყველი ფანოელის ასული; 16. 02; 10. 09.
*წინასწარმეტყველი სამოელ წინასწარმეტყველის დედა; 22. 12.
პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Dec 12 2008, 09:20 PM
ციტატა( გიორგი @ Dec 12 2008, 03:28 PM)
ხო, მაგათ ათინათები ემორჩილებიან... თუ როგორ გეგონა შენ?
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 12 2008, 10:37 PM
T I K O
ციტატა
ხო, მაგათ ათინათები ემორჩილებიან... თუ როგორ გეგონა შენ?
ჩემო თიკო, მე რომ ბავშვობაში რაღაცეები მეგონა, იმათი 1%-ც რომ მართალი გამომდგარიყო, დაიღუპებოდა ქვეყნიერება.
მაგ. ჩემი სახლის მოპირდაპირე კორპუსი, რომ არის იმის იქით არ მიშვებდნენ სათამაშოდ და მეგონა სწორედ იქიდან იწყებოდა კარგად ცნობილი "არსად მიმავალი გზა", რომელმაც პატარა ტონინო ზღაპართა სამეფოში წაიყვანა. (ჯანი როდარის "ტელეფონით მოყოლილი ზღაპრების" მიხედვით)
შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს გავედი იმ კორპუსის უკან და ზღაპრული სამეფოს მაგივრად ბარნოვის ქუჩა აღმოჩნდა იქ.
პოსტის ავტორი: likka თარიღი: Dec 13 2008, 06:01 PM
გიორგი
ციტატა
ლიკკა - (შვედ.) წარმოადგენს ქართული ლიკას შესატყვისს. ამგვარად იწოდებიან ის განმანათლებლები, რომელიც ისტორიაში "ნორსტრომდალეულებად" მოიხსენიებიან.
ხა ხა ხა
მე არ ვიცოდი ეგ
პოსტის ავტორი: nino ni თარიღი: Dec 13 2008, 09:35 PM
ჩემი სახელი მარიამი ძველი ებრაული სახელია და რამდენიმე განმარტება აქვს:"შეუპოვარი", "დაუმორჩილებელი" რაღა დავმალო და ვამრთლებ ჩემს სახელს, კიდე მარის მეძახიან და ის კი მწარეს ნიშნავს(ასევე ძველი ებრაული)ესეც ჩემი შესაფერისი სახელი
პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Dec 14 2008, 01:16 AM
ხვიჩა - (მეგრული) "გაბრწყინებული", "მოცინარი", "მოციმციმე"
ჯიმშერ - (სპარს.) "ტყუპი ლომი" (ეტიმოლოგია საეჭვოა.)
გოდერძი - (სპარს.) "ძლიერი ხარი"
ფოტინე - (ბერძნ.) "ნათელი", "ბრწყინვალე"
ზაირა - თურქული სახელია, თუმცა მომდინარეობს არაბული "ზეჰრა"-საგან, რაც "ყვავილს" ნიშნავს.
ნაირა - (არაბ.) "ნათელი"
იზოლდა - (ანგლოსაქსური) "გამოჩენილი მეომარი"
ზინაიდა - (სპარს.) "ძალა"
ემზარ - (სპარს.) "თანამაცხოვრებელი" (ეტიმოლოგია საეჭვოა.)
ევგენი - (ბერძნ.) "კეთილშობილი"
ბაადურ - (მონღოლური) "გოლიათი"
ხახუტა - ეტიმოლოგია უცნობია.
პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 14 2008, 01:30 AM
ბადრი - არაბულიდან მოდის. სრულყოფილებას, სისავსეს ნიშნავს. ბადრი მთვარე
თუ იცით სესილი რას ნიშნავს და წმიდანის სახელი თუა? მერსი წინასწარ
პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Dec 15 2008, 12:43 AM
ციტატა(Ismail @ Dec 11 2008, 10:24 PM)
Маиаმგონი მეც შევცდი, ახლა მივაგენი ასეთ რაღაცას:
მაია - ძველი ინდური ღვთაების – ბუდას დედის სახელია. ასევე ეწოდება მერკურის ანუ ჰერმესის დედას ბერძნულ მითოლოგიაში.რევიცი რევიცი...
არც მე ვიცი დაზუსტებით,მაგრამ მეც მასეთი რამ მაქვს წაკითხული და უეჭველი ერთი წყაროდან გვაქვს ეს ინფორმაცია
ციტატა(zedela @ Dec 12 2008, 07:58 PM)
რა სახელების ყრაა აქ
ფართო არჩევანი...
აბა აბაააა,ეს სახელები პირდაპირ დანაFტალინებული ძველი სკივრიდანაა ამოღებული
და ჩათვალე რო შვილს ანტიკვარულ სახელს არქმევ
ციტატა(ბადრი @ Dec 14 2008, 01:30 AM)
თუ იცით სესილი რას ნიშნავს და წმიდანის სახელი თუა? მერსი წინასწარ
სესილი წმინდანის სახელი არ არის და ვერც მაგის განმარტება ვნახე
ჩემს ნათესავს ქვია სესილი ,მაგრამ ნათლობის სახელი სიდონიაა.ნეტარი სიდონიას ხსენება მცხეთობას(14 ოქტომბერს)აღინიშნება.
სიდონია-შემოკლებით სიდო – ზუსტი ეტიმოლოგია უცნობია, შესაძლოა უკავშირდებოდეს გეოგრაფიულ სახელს სიდონ-ს, ე. ი. ნიშნავდეს "სიდონელს" (თვით სიდონი ებრაულად ნიშნავს "სათევზაო ადგილს"). სიდონია ებრაული სახელია და თევზს ნიშნავს
პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Dec 15 2008, 01:32 AM
likka
ციტატა(likka @ Dec 13 2008, 06:01 PM)
ლიკკა - (შვედ.) წარმოადგენს ქართული ლიკას შესატყვისს. ამგვარად იწოდებიან ის განმანათლებლები, რომელიც ისტორიაში "ნორსტრომდალეულებად" მოიხსენიებიან.
ციტატა
გიორგიხა ხა ხა
მე არ ვიცოდი ეგ
ასეა, საკუთარი ნიკების ეტიმოლოგიაც კი არ ვიცით.
პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Dec 15 2008, 06:12 PM
ციტატა(აბე @ Dec 15 2008, 03:40 PM)
იშვიათი სახელია
პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Dec 16 2008, 06:45 PM
ციტატა(BOO @ Dec 15 2008, 06:12 PM)
იშვიათი სახელია
მაგრა მიყვარს ჩემი სახელი. თან მშვიდობის მამას ნიშნავს, თან მთელს მაღლივში ერთად ერთი სტუდენტი ვარ ამ სახელით. თბილისშიც ცოტანი არიან. უფრო სწორედ თბილისში არავინ არ მინახავს აბესალომი. ჩემს სოფელში კი 50 აბესალომი მაინც იქნება. რო დავბერდები ალბათ აბესალა პაპას დამიძახებენ შვილიშვილები
პოსტის ავტორი: ლულუ თარიღი: Dec 16 2008, 07:12 PM
ხომ ვერ მეტყვით,ნინო-რას ნიშნავს?
პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Dec 16 2008, 07:51 PM
ნინო - ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქალის სახელია საქართველოში უძველესი დროიდან დღემდე. ნინო ერქვა ქართველთა განმანათლებელს, მოციქულთა სწორს, IV საუკუნეში. ამ სახელის ეტიმოლოგია დაუდგენელია. ზოგიერთის აზრის, შესაძლოა უკავშირდებოდეს ასირიული ნაყოფიერების ღვთაების სახელს ნინ-ს (მისგანვე მომდინარეობს ასირიის დედაქალაქის სახელწოდება ნინევია). ყოველ შემთხვევაში, ნინო ამ ფორმით მხოლოდ ქართველებში გვხვდება და ქართულ სახელს წარმოადგენს, მას არავითარი კავშირი არა აქვს ევროპულ ენათა ნინა-სთან, რომელიც ანინა, კატარინა, ჯოვანინა და სხვა მისთანა სახელთა შემოკლებით არის მიღებული.
პოსტის ავტორი: ლულუ თარიღი: Dec 16 2008, 08:16 PM
ციტატა(.:Lela:. @ Dec 16 2008, 06:51 PM)
ნინო - ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქალის სახელია საქართველოში უძველესი დროიდან დღემდე. ნინო ერქვა ქართველთა განმანათლებელს, მოციქულთა სწორს, IV საუკუნეში. ამ სახელის ეტიმოლოგია დაუდგენელია. ზოგიერთის აზრის, შესაძლოა უკავშირდებოდეს ასირიული ნაყოფიერების ღვთაების სახელს ნინ-ს (მისგანვე მომდინარეობს ასირიის დედაქალაქის სახელწოდება ნინევია). ყოველ შემთხვევაში, ნინო ამ ფორმით მხოლოდ ქართველებში გვხვდება და ქართულ სახელს წარმოადგენს, მას არავითარი კავშირი არა აქვს ევროპულ ენათა ნინა-სთან, რომელიც ანინა, კატარინა, ჯოვანინა და სხვა მისთანა სახელთა შემოკლებით არის მიღებული.
გაიხარე ლეეე,მადლობა....
პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: Dec 28 2008, 03:36 PM
ჩემს სახელზე ალბათ ვერაფერს ვიპოვი
პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Dec 28 2008, 06:21 PM
ნინო
ციტატა(veriko7 @ Dec 28 2008, 03:36 PM)
ჩემს სახელზე ალბათ ვერაფერს ვიპოვი
ვითომ რატომ? ვერა რწმენას ნიშNავს
ნუ ვერიკო ალბათ მოფერებით
პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: Dec 28 2008, 06:52 PM
ციტატა(subterranean @ Dec 28 2008, 06:21 PM)
ნინო
ვითომ რატომ? ვერა რწმენას ნიშNავს
ნუ ვერიკო ალბათ მოფერებით
ნუ ხო თუ ვერას დავირქმევ მაშინ კი
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)