თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ "თავისუფალთა" მარგალიტები!
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 29 2007, 09:11 PM
ერთ მეტად მომაბეზრებელ თემაზე მსურს საუბარი
ადამიანთა ერთი კატეგორია, უკვე მიზეზს ეძებს როგორ გალანძღოს, შერისხოს, დააკნინოს "ფანატიზმისა და ფუნდამენტალიზმის მასაზრდოებელი" საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია... (ახლა მეტყვიან გელანდებაო)
მოდაში შემოვიდა რომელიმე სასულიერო პირის ცოდვაზე აღშფოთებული საუბარი, რასაკვირველია ოჯახში ნასწავლი ზრდილობით :yes: შემდეგ ამაზე შემაშფოთებელ/წარბაწეულ/ხომყველაფერიგასაგებია? ტონალობით დამატება რომ - "პრინციპში ეკლესია ძალაუფლებისა და შემოსავლების მოხვეჭის ორგანოა?" რასაც რიხიანი ტაშიც მოყვება ხოლმე, მსოფლიო ისტორიის ავტორიტეტული განმარტებებითა და რომელიმე ფაქტის - უეჭველობის ნიშნად ზურგგამაგრებით - თანაიდეოლოგი მეგობრებისგან
ვაკეთებთ აღმოჩენებს, რომ თურმე ეკლესია ქალების დისკრიმინაციას ეწევა და ამ კოლუმბისებრ შენაძენს 70%-ზე მეტი ქალი წმინდანის ტაძართა ფონზე ვააშკარავებთ, ეკლესია ბნელია რადგან ცოდვად მიაჩნია სექსი... ნათლობის მოწმობები შავბნელი საქმიანობის უპირობო დასტურია, ამასთან ის თურმე ატარებს სახელმწიფოებრივ თვისებებს და მალე როცა "ვატიკან 2" იქნება შემოსავლებს სწორედ ამ წინწაგდებული საქმით აღრიცხავს... ეკლესიაში გარკვეული პროტოკოლით შესვლა არაცივილიზებულობის ევერესტია, პატრიარქის ხელზე მთხვევით მისალმება, რომელიც საუკუნეების ტრადიციისაა და სულაც არ აღნიშნავს პიროვნებაზე მიმთხვევას და ყველას ვინც წმიდა საყდარს შეუვლის რომში აუცილებლად გაითავისებს , პიროვნების შებღალვა... სამარშუტო ტაქსში ან ავტობუსში პირჯვრის გადაწერა და ამით საკუთარი სარწმუნოების უნებური და აბსოლუტურად უწყინარი გამოვლენა, უკიდურესი შავრაზმელობა და "მ ა რ ა ზ მ ი !!!" რომელიც ცხვირმოუხოცავთა სასაცილოდ უნდა იქცეს...
კათალიკოს-პატრიარქის სათვალე, საზოგადოების წინაშე დანაშაული, 'ნარკომანიის სამარცხვინობა' სამგზისდასაწყევლი და არატოლერანტული
ეკლესიის შიდა-ადმინისტრაციულ საქმიანობაში, შავრაზმულ-ექსტრემისტულ-უზრდელური ჩარევა, მრევლის სიბნელიდან გამოყვანის მცდელობა და ა.შ
საზოგადოება, რომელიც დაწვრილმანებას არ იკადრებს სოციალური გარემოს სხვა ყოფაში, სიამოვნებით ისაუბრებს მღვდლის ოფლზე წირვისას, ეპისკოპოსის კვერთხის ჭერის მანერასა და მედავითნის ტონალობაზე... თავის ბანჯგვლიან ფეხებზე მონასტერში და ა.შ
ღრმადინტელექტუალური თავები, რომლებიც დღეს ჭეშმარიტების ერთადერთობის იდეას წიხლით გადაუვლიან სოკრატეან-ფილოსოფიანად, ხვალ ისე დასახავენ თავის იდეოლოგიას ბეტელჰეიზედ სულაც არ შერცხვებად თავიანთი უწინდელი მტკიცებულებების
ადამიანები რომლებიც ეკლესიაში ექსტრემიზმს უპირისპირდებიან, ხშირად ხდებიან უკიდურესი და აწ უკვე ამ პოსტში ყბადაღებული შავრაზმელობის გამომვლენნი, თავიანთი იდეის თარგად ძალადობით გამსაღებელნი... გააკრიტიკებენ ადამიანს რომელიც იტყვის რომ ეკლესია არის ცხონების გზა ამავდროულად თავიანთი ცხოვრების და იდეოლოგიის მთავარ პოსტულატებს, ისე გაასაღებენ საყოველთაო ვალდებულებად პირის დაღებას ვერ მოასწრებ, მენტორული ტონი, რომ მოგიწოდებს ნათურის ანთებას ვაი და ოდნავ აკადემიური ტონით მოგივიდა, დაუყოვნებლივ გიბრძანებენ შეწყვიტო ძველქართულად საუბარი და ისაუბრო ადამიანურ ენაზე, რომლის მსაზღვრელნიც რასაკვირველია თავად არიან...
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 29 2007, 09:28 PM
ფორუმ.გე-ს ათეისტურ ბაზისზეა გათვლილი, მათი მოსაზრებების ექვივალენტურია
პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jun 30 2007, 11:59 PM
მნათე
სიმართლე გითხრა არ ვიცი რაზე ვისაუბრო და რა დავწერო.
ჩემთვის იმდენად აბსურდული რაღაცეები წერია აქ, რომ პასუხიც არ გამაჩნია...
მაგრამ ერთი რამის თქმა შემიძლია: არ უნდა იყოს ეს თემა ამ ფორუმზე.
შენ არაფერ შუაში ხარ და ალბათ დიდი გულისტკივილით გახსენი ეს თემა, მაგრამ ის მაინც ეკლესიისა და უმაღლესი იერარქის აუგად მოხსენიებას შეიცავს და ამდენად ვფიროქბ უნდა წაიშალოს.
რით განსხვავდება ეს თემა ქავთარაძის გახსნილი თემისგან? მანაც დიდი გულისტკივილით გახსნა, ჩვენ კი... თუმცა არც იმ თემის დატოვება შეიძლებოდა...
დღეს კიდევ ის მტკივა, რომ შესაბამისი დროული რეაქცია არ გვაქვს...
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jul 1 2007, 12:09 AM
აქ ლაპარაკია იმაზე, რაზეც ხშირად ლაპარაკობენ ურწმუნო ოჯახებში, თავიანთ არაეკლესიურობას მაგალითად, მოძღვრის მანქანას რომ აბრალებენ.
მე მგონია არაა მაინცდამაინც უაზრო თემა და უგულისყოროდ დასატოვებელი, ოღონდ ეს კია, ჩვენს ფორუმზე ასეთები არ არიან (მგონი.. თუ,ცა ვინ იცის...), მსგავსი შეკითხვები და აზრები რომ ებადებოდეთ.
სამაგიეროდ,მე პირადად ხშირად მიწევს მსგავსი საუბრების მოსმენა და ძალიან ხშირად ვარ ხოლმე ჩუმად, რადგან ან არ მინდა უარეს ცოდვაში ჩავაგდო და უფალი ვაგმობინო, ან მოძღვარზე ძვირის თქმით დაიმძიმოს კიდევ სული ან კიდევ, უბრალოდ, აზრი არ აქვს და საკუთარ თავს და სულიერ წონაწორობას ვუფრთხილდები.
პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jul 1 2007, 12:14 AM
ციტატა(kato_Bato @ Jul 1 2007, 01:09 AM)
აქ ლაპარაკია იმაზე, რაზეც ხშირად ლაპარაკობენ ურწმუნო ოჯახებში, თავიანთ არაეკლესიურობას მოძღვრის მანქანას რომ აბრალებენ.
მე მგონია არაა მაინცდამაინც უაზრო თემა და უგულისყოროდ დასატოვებელი, ოღონდ ეს კია, ჩვენში ასეთები არ არიან, მსგავსი შეკითხვები და აზრები რომ ებადებოდეთ.
სამაგიეროდ,მე პირადად ხშირად მიწევს მსგავსი საუბრების მოსმენა და ძალიან ხშირად ვარ ხოლმე ჩუმად, რადგან ან არ მინდა უარეს ცოდვაში ჩავაგდო და უფალი ვაგმობინო, ან მოძღვარზე ძვირის თქმით დაიმძიმოსკიდევ სული ან კიდევ უბრალოდ აზრი არ აქვს და საკუთარ თავს და სულიერ წონაწორობას ვუფრთხილდები.
ამ შემთხვევაში უაზროა, რადგანაც ადრესატი არ ჩანს.
დავუშვათ მაქვს პასუხი, ვის გავცე - მნათეს? რაღაც უაზრობა გამოდის.
ციტატა(მნათე @ Jul 1 2007, 01:12 AM)
ვაიმე კატო დამდე პატივი და წაშალე, გულით გთხოვ
ეს თემა ათეისტებს გავუხსენი და პრინციპში აქ არც მქონდა იმედი რომ ზუსტად გაიგებდნენ, ჯერ გაზრდა გვჭირდება
აბა შენ იცი
და სად არიან ის ათეისტები?
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jul 1 2007, 12:20 AM
ციტატა
და სად არიან ის ათეისტები?
ტექსტს შეიძლება ათასი კომენტარი მოუნახო, პათოსს აყვე, რაღაცას დაეთანხმო, რაღაცას არა... ეს როცა სურვილია, როცა სურვილი არ არის..
ამიტომ კატო მიაშალე აი თემა, ფორუმ.გეზე გამოხმაურებები 5-გვერდზე ავიდა, მიუხედავად იმისა რომ მათთვის ეს აქტუალური არ არის...
ის რომ ეკლესიას ნებისმიერ სისულელეზე ლანძღავენ თქვენ მართლა არ შეგიმჩნევით თუ იდეალური სურათის ხატვა გსიამოვნებთ?
პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jul 1 2007, 12:22 AM
ციტატა(მნათე @ Jul 1 2007, 01:20 AM)
ტექსტს შეიძლება ათასი კომენტარი მოუნახო, პათოსს აყვე, რაღაცას დაეთანხმო, რაღაცას არა... ეს როცა სურვილია, როცა სურვილი არ არის..
ამიტომ კატო მიაშალე აი თემა, ფორუმ.გეზე გამოხმაურებები 5-გვერდზე ავიდა, მიუხედავად იმისა რომ მათთვის ეს აქტუალური არ არის...
ის რომ ეკლესიას ნებისმიერ სისულელეზე ლანძღავენ თქვენ მართლა არ შეგიმჩნევით თუ იდეალური სურათის ხატვა გსიამოვნებთ?
ბოლოში მაგიტომაც მეწერა:
ციტატა
დღეს კიდევ ის მტკივა, რომ შესაბამისი დროული რეაქცია არ გვაქვს...
პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jul 1 2007, 12:27 AM
მე წაშლას იმიტომ ვითხოვ რომ
ციტატა
ჩემთვის იმდენად აბსურდული რაღაცეები წერია აქ, რომ პასუხიც არ გამაჩნია...
თუ იქნება, გაეცეს შესაბამისი პასუხი...
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jul 1 2007, 12:33 AM
ციტატა
ჩემთვის იმდენად აბსურდული რაღაცეები წერია აქ, რომ პასუხიც არ გამაჩნია...
აბა გისმენ, რა აბსურდებზე საუბრობ
პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jul 1 2007, 12:35 AM
ციტატა(მნათე @ Jul 1 2007, 12:33 AM)
აბა გისმენ, რა აბსურდებზე საუბრობ
მეც გისმენთ http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html
პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jul 1 2007, 12:35 AM
ციტატა(მნათე @ Jul 1 2007, 01:33 AM)
აბა გისმენ, რა აბსურდებზე საუბრობ
არა, მე კი ნუ მისმენ, მე თქვენ გისმენთ. რა პასუხს გასცემთ/სცემთ ადამიანს, რომელიც ასეთ რამეებს ამბობს?
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jul 1 2007, 12:38 AM
ციტატა
არა, მე კი ნუ მისმენ, მე თქვენ გისმენთ. რა პასუხს გასცემთ/სცემთ ადამიანს, რომელიც ასეთ რამეებს ამბობს?
ეს გაშარჟებულია ცოტა იოანა ჩემო
და მთელს პოსტს, მუქ ხაზად გასდევს ერთი მნიშვნელოვანი პათოსი - იქნებ თავად ბრძანდებით ბატონო მბრალდებლებო, ექსტრემისტები და ბნელები?
პოსტის ავტორი: პატრიოტი თარიღი: Jul 1 2007, 12:39 AM
უნდა განვსაჯოთ და ვაკრიტიკოთ რათა უკეთესი სამღვდელოება გვყავდეს
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jul 1 2007, 12:42 AM
ციტატა
უნდა განვსაჯოთ და ვაკრიტიკოთ რათა უკეთესი სამღვდელოება გვყავდეს
ექსტრემისტი ხარო, ეძახო და თან თავი გაუტეხო არა?
პოსტის ავტორი: პატრიოტი თარიღი: Jul 1 2007, 12:43 AM
ციტატა(მნათე @ Jul 1 2007, 12:42 AM)
ექსტრემისტი ხარო, ეძახო და თან თავი გაუტეხო არა?
და სად ნახე შენ ეგეთი მოწოდება ჩემს მიერ ნათქვამ სიტყვებში?
პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jul 1 2007, 12:43 AM
ციტატა(მნათე @ Jul 1 2007, 01:38 AM)
და მთელს პოსტს, მუქ ხაზად გასდევს ერთი მნიშვნელოვანი პათოსი - იქნებ თავად ბრძანდებით ბატონო მბრალდებლებო, ექსტრემისტები და ბნელები?
მივედით
ესეც იკითხება შენს პოსტში, მაგრამ გამშარჟებელი შენ თვითონ რომ ხარ?
და პასუხი ამ ყველაფერზე?
პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jul 1 2007, 12:45 AM
მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხალხმა ვერ გაიგო მნათემ რა დაწერა, და რატომ ვერ გაიგო მაგი ვერც მე გავიგე http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jul 1 2007, 12:46 AM
ციტატა
მივედით
ესეც იკითხება შენს პოსტში, მაგრამ გამშარჟებელი შენ თვითონ რომ ხარ?
და პასუხი ამ ყველაფერზე?
ჩამოთვალე რას გავცე პასუხი
იმას რომ პატრიარქის ნათქვამი "ნარკომანია სირცხვილია" - არატოლერანტულია? თუ ნათლობის მოწმობები ფულის მოხვეჭის საშუალება რომაა სასულიერო პირთათვის?
ამაზე პასუხის გაცემა, ახალ მარაზმს დაბადებს, მათი შეკრება და კომენტირება კი, უკვე ჩვენთვის მაინც უნდა ყოფილიყო შედეგი, მაგრამ რა ვუყოთ
პოსტის ავტორი: პატრიოტი თარიღი: Jul 1 2007, 12:47 AM
ციტატა(მნათე @ Jul 1 2007, 12:46 AM)
ჩამოთვალე რას გავცე პასუხი
იმას რომ პატრიარქის ნათქვამი "ნარკომანია სირცხვილია" - არატოლერანტულია? თუ ნათლობის მოწმობები ფულის მოხვეჭის საშუალება რომაა სასულიერო პირთათვის?
ამაზე პასუხის გაცემა, ახალ მარაზმს დაბადებს, მათი შეკრება და კომენტირება კი, უკვე ჩვენთვის მაინც უნდა ყოფილიყო შედეგი, მაგრამ რა ვუყოთ
ნარკომანია მართლაც სირცხვილია
პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jul 1 2007, 12:48 AM
ციტატა(Sotiris @ Jul 1 2007, 01:45 AM)
მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხალხმა ვერ გაიგო მნათემ რა დაწერა, და რატომ ვერ გაიგო მაგი ვერც მე გავიგე http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html
ამიტომ
ციტატა
მაგრამ გამშარჟებელი შენ თვითონ რომ ხარ?
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jul 1 2007, 12:50 AM
ციტატა
მაგრამ გამშარჟებელი შენ თვითონ რომ ხარ?
რისი? სისულელეების? იმ ადამიანთა მიერ წარმოთქმულ ნაღაღადარის - თავის თავს ინტელექტუალურებს რომ უწოდებენ და ისეთ რამეებს დააბრეხვებენ ქე რომ ზევით გამოჩნდა?
ვერ გავიგე რას პოსტავ
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jul 1 2007, 12:52 AM
მოკლედ, ამ თემა მიიღო მარაზმული გამომეტყველება.
ამიტომ ვხურავ.
პოსტის ავტორი: lch თარიღი: Apr 16 2013, 02:44 PM
ციტატა
გამარჯობა,
თუ ვინმეს მოგეპოვებათ ლიტერატურა ან ინფორმაცია წმინდა ლაშას ცხოვრების შესახებ იქნებ დამეხმაროთ?
დიდი მადლობა წინასწარ
ძალიან უკბილო და უადგილო ხუმრობაა; თუ ხუმრობ საერთოდ ვიღაცა ხარ...
თუ არ ხუმრობ და მთლად მძიმე (შეიძლება ითქვას უიმედო) შემთხვევასთან გვქონია საქმე...
პოსტის ავტორი: user165454 თარიღი: Apr 16 2013, 03:27 PM
ციტატა(lch @ Apr 16 2013, 02:44 PM)
ძალიან უკბილო და უადგილო ხუმრობაა; თუ ხუმრობ საერთოდ ვიღაცა ხარ...
თუ არ ხუმრობ და მთლად მძიმე (შეიძლება ითქვას უიმედო) შემთხვევასთან გვქონია საქმე...
რატომაა ხუმრობა??
არავისთვის ცუდი არ მიკადრებია მგონი ამ პოსტით, უბრალოდ ვიკითხე და თქვენც ნუ იქნებით აგრესიული
პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 16 2013, 03:50 PM
ციტატა(lch @ Apr 16 2013, 02:44 PM)
ძალიან უკბილო და უადგილო ხუმრობაა; თუ ხუმრობ საერთოდ ვიღაცა ხარ...
თუ არ ხუმრობ და მთლად მძიმე (შეიძლება ითქვას უიმედო) შემთხვევასთან გვქონია საქმე...
რას ერჩი ?
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)